You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 25 მაისი, 2016

მუხლი 946. შედავება სარჩოს გადახდის გამო

სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც


ჰქონდათ კანონიერი უფლება მიეღოთ სარჩო მარჩენალისაგან, მაგრამ ვერ მიიღეს იმის
გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს. ხელშეკრულების მოშლის
შემთხვევაში ქონება უბრუნდება სარჩენს.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


1. მიზანი ....................................................................................................................................................... 1
2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან ................................................................. 1
II. გამოყენების წინაპირობები ....................................................................................................................... 2
1. ზოგადი დებულებები ............................................................................................................................ 2
2. ოჯახის წევრთა კანონისმიერი რჩენა .................................................................................................. 2
3. კანონისმიერი სარჩოს გადახდის სხვა საფუძვლები ........................................................................ 4

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი
სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების რეალიზების პროცესში შეიძლება წარმოიშვას 1
ე.წ. „რჩენათა კონკურენცია.“1 კანონმდებელი უფლებას ანიჭებს გარკვეული კატეგორიის
პირებს, რომ მათ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საცილო გახადონ
სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება იმ საფუძვლით, რომ გააჩნიათ მარჩენალისაგან
სარჩოს მიღების მოთხოვნის კანონისმიერი უფლება და ვერ ღებულობენ სარჩოს იმის
გამო, რომ მარჩენალმა დადო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და სარჩოს უხდის
სარჩენს.2

„რჩენათა კონკურენცია“ შეიძლება საფუძვლად დაედოს სამისდღეშიო რჩენის 2


ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ მიიჩნია, რომ
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება სკ-ის 946-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის
ნამდვილი და არ არსებობს ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.3

2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან


განსახილველ ნორმას მჭიდრო კავშირი აქვს სამოქალაქო სამართლის ისეთ 3
ინსტიტუტებთან, როგორიცაა: ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (361-ე მუხლი);

1ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.


441.
2 ძლიერიშვილი, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, მუხ. 946, გვ. 320.
3საქართველოს უზენაესი სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინება №
ას-185-178-2012.
1
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 25 მაისი, 2016

ზიანის ანაზღაურება ყოველთვიური სარჩოს გადახდით (408-ე მუხლის მეორე ნაწილი);


ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის გარდაცვალებისას (1006 - მუხლი); მეუღლეთა
ურთიერთრჩენის მოვალეობა (1182); მშობლებისა და შვილების საალიმენტო
მოვალეობები (1212-1222-ე მუხლები); ოჯახის წევრების საალიმენტო მოვალეობები
(1223-1231);

II. გამოყენების წინაპირობები

1. ზოგადი დებულებები
4 კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც სარჩოს (ალიმენტის)
გადახდის ვალდებულება წარმოიშობა არა ხელშეკრულების, არამედ კანონის
საფუძველზე. საალიმენტო ვალდებულებათა ცალკეულ სახეებად დაყოფას საფუძვლად
უდევს სხვადასხვა კრიტერიუმი. გავრცელებულია მათი დაყოფა სუბიექტური ნიშნის
მიხედვით: 1) მშობლების საალიმენტო ვალდებულებანი შვილების მიმართ; 2)
შვილების საალიმენტო ვალდებულებანი მშობლების მიმართ; 3) მეუღლეთა
საალიმენტო ვალდებულებანი; 4) ოჯახის სხვა წევრთა საალიმენტო ვალდებულებანი.4

2. ოჯახის წევრთა კანონისმიერი რჩენა


5 მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე
სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ,
არასრულწლოვანი და შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი
ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ
მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო.5
ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი
შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ
მოთხოვნათა ფარგლებში. მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან
შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც
გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით,
დასახიჩრებით და სხვა).6

სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო


მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ
შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს

4 შენგელია/შენგელია, საოჯახო სამართალი, მესამე გამოცემა, 2013, გვ. 249.


5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის N ას-
1610-1511-2012 განჩინება.
6ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.

441.
2
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 25 მაისი, 2016

სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი მყარი თანხის სახით, მშობლებისა და


შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.7

დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი
არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ
შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ
შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას
საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან
შვილებისაგან.8

შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა, არჩინოს თავისი


შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ
შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან.9 პაპა და ბებია,
რომელთაც საკმარისი სახსრები აქვთ, მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი
არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ
შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ
შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას
საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მეუღლის, მშობლების ან
შვილებისაგან.10

მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან


არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც
დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა
ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები. გერი,
რომელსაც საკმაო სახსრები აქვს მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო
მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი
ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას.11

პირი, რომელიც მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად აიყვანს ბავშვს, მაგრამ შემდგომ


უარს იტყვის მის აღზრდაზე და რჩენაზე, მოვალეა არჩინოს როგორც შრომისუუნარო
სრულწლოვანი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, ისე არასრულწლოვანი

7 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის N ას-1641-
1631-2011 განჩინება.
8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002

წლის 25 ოქტომბრის N 3კ/980 განჩინება.


9ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.

441.
10 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის N ას-221-

213-2012 განჩინება.
11 შენგელია/შენგელია, საოჯახო სამართალი, მესამე გამოცემა, 2013, გვ. 273.

3
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 25 მაისი, 2016

აღსაზრდელი, თუ მათ არა ჰყავთ მშობლები ან არ შეუძლიათ მათგან სარჩოს მიღება.


პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა მისცეს
სარჩო თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს
დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისაგან.

1182-ე მუხლის თანახმად, მეუღლეები ვალდებულნი არიან დაეხმარონ ერთმანეთს.12

3. კანონისმიერი სარჩოს გადახდის სხვა საფუძვლები


408 II-ე მუხლის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების
მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა
იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი
ყოველთვიური სარჩოს გადახდით.13

1006 I მუხლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის


მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა
რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე
დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.14

ზემოთ აღნიშნულ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ სამისდღეშიო რჩენის


ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი ვერ ღებულობენ კანონით გათვალისწინებულ სარჩოს
მარჩენალისაგან იმის გამო, რომ იგი ხელშეკრულებით სარჩოს უხდის სარჩენს. თუკი
მოიშლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, მარჩენალისათვის გადაცემული
ქონება დაუბრუნდება სარჩენს, ხოლო მარჩენალს გაღებული ხარჯები არ
აუნაზღაურდება.

12 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006


წლის 3 მარტის N ას-1076-1328-05 განჩინება.
13 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის N ას-

965-923-2013 განჩინება.
14 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის N ას-

1695-1589-2012 განჩინება.
4
ზურაბ ძლიერიშვილი

You might also like