You are on page 1of 2

ეროვნული პარკები ვენესუელაში დაცული ტერიტორიებია, რომლებიც საკმაოდ დიდ

ფართობზეა გავრცელებული. ქვეყანაში არსებობს 43 ეროვნული პარკი, რომლებიც ვენესუელის


ტერიტორიის 21.76%-ს მოიცავს.
ვენესუელის თითოეულ შტატს გააჩნია ერთი ან მეტი ეროვნული პარკი.

კანაიმის ეროვნული პარკი — 30 000 კვადრატული კილომეტრის მოცულობის


პარკი ვენესუელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბრაზილიისა და გაიანის საზღვართან. პარკი
მდებარეობს ბოლივარის შტატში.
პარკი შეიქმნა 1962 წლის 12 ივნისს. სიდიდით პარკებს შორის ქვეყანაში მეორეა. მისი
ფართობი ბელგიის ფართობის ტოლია.
1994 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, რადგან აქ მდებარეობს
არაერთი ტეპუი – მაგიდის ზედაპირისმაგვარი გაბრტყელებული პიკის მქონე მწვერვალები,
რომლებიც დამახასიათებელია მთელი ამ არეალისათვის.

ყველაზე ცნობილი ტეპუია რორაიმის მთა — ყველაზე მაღალი, მაგრამ ამავე დროს,
მთასვლელთათვის ადვილად დასაპყრობი. ასევე აუიანტეპუი — რომელზეც გადმოედინება
მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი ანხელი. აღნიშნული მთები უძველესი ასაკისაა და მიეკუთვნება
იმ პერიოდს, როდესაც სამხრეთ ამერიკა და აფრიკა ერთ სუპერკონტინენტს წარმოადგენდა.

მრავალფეროვანი ფაუნა: შხამიანი ბაყეყბი, სამთითა ზარმაცა, არმადილი, პორცინები.


ფრინველებიდან სამეფო ვულტური, ანდური ქვის მამალი, ლურჯლოყებიანი თუთიყუში.

პარკში ცხოვრობენ ადგილობრივი ინდიელები — პემონის ტომი, კარიბის ენათა ჯგუფიდან.


პემონის ხალხს ამ მთებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია, მათ სჯერათ, რომ
იქ სულები სახლობენ. პარკი შედარებით მოწყვეტილია გარესამყაროს, ქალაქთან მხოლოდ
რამდენიმე პატარა გზა აკავშირებს. პარკის ტერიტორიაზე გადაადგილების და დათვალიერების
საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ვერტმფრენი. ასევე შესაძლებელია ფეხით ან კანოეთი
მოძრაობა.
პემონის ინდიელებს პარკში გახსნილი აქვთ რამდენიმე საშუალო და მაღალი კლასის სასტუმრო,
რომელთაც ძირითადად პარკის ევროპელი დამთვალიერებლები სტუმრობენ.

სიერა-ნევადის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ვენესუელის დასავლეთ


ნაწილში, მერიდისა და ბარინასის შტატებს შორის. შეიქმნა 1952 წლის 2 მაისს.
ამ დროისათვის ის ქვეყნის მეორე ეროვნული პარკი იყო ანრი-პიტიეს შემდეგ. ფართობი
შეადგენს 2764,46 კმ²-ს.
აქვე განლაგებულია ქვეყნის ყველაზე მაღალი მთიანეთი (ანდები), სადაც მდებარეობს
ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი ბოლივარის პიკი. (4,978 m)

იგი მდიდარია ფაუნით, რომელთაგან აღსანიშნავია სათვალეებიანი დათვი, რომელიც


გადაშენების პირასაა. თეთრკუდიანი ირემი, რომელიც მხოლოდ ამ პარკში ბინადრობს.
ჭაობის კურდღელი, ანდური ლეოპარდი, იაგუარი და სხვა.
ფრინველებიდან ნიღბიანი ტროონი, თეთრკუდა ქუეცალი, შავგულა არწივი.

ანრი-პიტიე — ვენესუელის უძველესი ეროვნული პარკი. შეიქმნა 1937 წელს.


ცნობილია ფრინველთა სამყაროს მრავალფეროვნებით. მისი ეკოსისტემა იცვლება ზღვის
დონიდან სიმაღლის მიხედვით.
თავდაპირველად პარკს რანჩო-გრანდე ერქვა, მაგრამ შემდეგში, შვეიცარიელი ბიოლოგისა და
პარკის შექმნის ხელშემწყობის, ანრი პიტიეს პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა. ანრი-პიტიე
ვენესუელაში 1917 წელს ჩავიდა და მოახდინა ქვეყნის 30 000-ზე მეტი მცენარეთა სახეობის
კლასიფიკაცია. მან მტკიცედ გადაწყვიტა რამდენიმე წელი მიეძღვნა დღევანდელი პარკის
ტერიტორიის ფლორისა და ფაუნის შესწავლისთვის.
ეროვნული პარკის ფართობი 1078 კმ²-ს შეადგენს .
ფლორიდან აღსანიშნავია:, პალო მარია (ტრიპლარისი),ჰელიოკარპუსი,სოკრატეა, ბრომელია,
გრინტერის კარიბენსენი, და სხვა.

ფრინველებიდან: პერეგრინის შევარდენი, სვიფტი, ჯოჯოხეთის არწივი, სამხედრო თუთიყუში.

პარკი შედგება ორი გეოგრაფიული სისტემისგან,პირველი მათგანია ფრიალო მთების ზონა,


სადაც 582 სახეობის ფრინველია გავრცელებული, რომელთაგან 22 ენდემურია. ასევე 140
ძუძუმწოვარი. როგორიცაა ანტიტორი, პეკარი, სტვენია მაიმუნი, ოსელოტი.
რეპტილიების 97 სახეობა, 38 - ამფიბია.
ამერიკული ნიანგი, ზღვის კუ, ჩხრიალა გველი, გომბეშო და ა.შ.
პარკში გაედინება 9 მდინარე და გამოირჩევა ფლორის დიდი მრავალფეროვნებით. მეორე
სისტემას წარმოადგენს სანაპირო ზონა უბებით, პლაჟებითა და კურორტებით, რომელთაც
უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ.
ეკოლოგიური მნიშვნელობის გარდა, დიდია პარკის, როგორც წყლის სერიოზული მარაგის
მნიშვნელობა, რომლითაც მარაგდება გარშემო მდებარე ქალაქები. პარკის ტერიტორიაზე მოყავთ
ერთ-ერთი საუკეთესო კაკაო მთელ მსოფლიოში.

You might also like