You are on page 1of 9

დავით

გურამიშვილის
ძეგლი

საგანი : გიდის ხელოვნება

სტუდენტი: მარიამ ნოზაძე


დავით გურამიშვილის
ძეგლს განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს
მოქანდაკე მერაბ
ბერძენიშვილის
შემოქმედებით
ცხოვრებაში. ამ
ნაწარმოებზე მუშაობის
პროცესში მხატვარს
ხელოვნებაში საკუთარი
გზით სიარულის
უფლებამოსილების რწმენა
უმტკიცდებოდა. ფოტოზე :
მერაბ ბერძენიშვილი
აი, რას წერდა ამაზე თავად ავტორი საკუთარ
"მოგონებებში“
("საბჭოთა საქართველო," 1979 წელი):
"კულტურის სამინისტრომ დავით გურამიშვილის
ძეგლი დამიკვეთა. მე ის შევასრულე. ნამუშევარს
მოწონება ხვდა სპეციალისტთა შორის, შემდეგ კი
ქალაქში დასადგმელად მივიღე დაკვეთა. ესკიზი სამი
თვის განმავლობაში ხან სად იყო გამოფენილი და ხან
სად, საბოლოოდ კი დამტკიცდა. ის იყო, მუშაობას
უნდა შევდგომოდი, რომ ამბავი მომივიდა,
მოქანდაკეები წერილებს წერენ ზემდგომ
ორგანოებში, რომ კონკურსი ჩატარდესო.
ეს იყო სწორედ მაშინ, როდესაც აიკრძალა ბრინჯაოში ქანდაკების ჩამოსხმა.
ლენინგრადში კვლავ კომისიას უნდა ენახა ის, რომ გამოეყოთ ბრინჯაო. კომისიის
თავმჯდომარეს ჩემი ნამუშევარი არ მოეწონა და ბრინჯაოზე უარი თქვა: "თქვენ
სად გინახავთ ასეთი ქართველი?" - მკითხა მან. "მე ქართულ ქანდაკებებს ვაკეთებ
და არა იმ ქართველებს, რომლებსაც თქვენ იცნობთ მოსკოვში, ცხვირიღა რომ
შერჩენიათ ქართული". იგი ადგა, უეცრად პალტო მიართვეს და ყველას
დაემშვიდობა. იქ დარჩენილებმა იმსჯელეს და თუჯი გამომიყვეს
ჩამოსასხმელად. ჩამოსხმული ქანდაკება ჩამოვიტანე თბილისში. აქ აღარავის
ახსოვდა მის შესახებ რამე. მე იგი სპილენძით დავაფარინე. ქანდაკება 1960
წლიდან 1965 წლამდე დიდუბეში ("იუჟნი პარკი") "პერონზე" ეგდო. დღესაც იქ
იქნებოდა, მე რომ არ მემოქმედა.
როდესაც გურამიშვილის ძეგლზე ვმუშაობდი, გამაფრთხილეს,
დიდად პატივცემული სიმონ ჩიქოვანი მოდისო ძეგლის სანახავად, მე
ძალიან ავღელდი, რადგან დავით გურამიშვილის სულს თუ ვინმე
ჩასწვდა – ეს იყო სიმონ ჩიქოვანი. გურამიშვილის ბობოქარ ცხოვრებაში
სიმონ ჩიქოვანმა უმთავრესად მიიჩნია მისი გოდება სამშობლოსადმი:
«წეროს დარად წიგნში მდგარი
ლოცულობ და მოსთქვამ კიდეც … «
და აი, ჩემთან მოდის პოეტი, რომელმაც მთელი არსებით,
სიყვარულითა და ღრმა განცდით უმღერა დავით გურამიშვილს.
ბუნებრივია, ავღელდებოდი. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სიმონ ჩიქოვანს
მე ვთვლიდი გურამიშვილის ტკივილების თანაზიარ პოეტად, რომელმაც
ასე ძლიერად განასახიერა სიტყვაში გურამიშვილი. ვფიქრობდი – რას
იტყოდა იგი ქანდაკების წინაშე, რომლის სპეციფიკა, რომლის ენა სულ
სხვა საშუალებებით გამოხატავს აზრს…
მე ვღელავდი და ვფიქრობდი – ის იდგა მდუმარედ … სიჩუმე
საუკუნედ მეჩვენა და შემდეგ ჩემს სახელოსნოში გაისმა დაბალი ხმა:
«სანთელივით ცად აწვდილო დავით,
შენ გოდებდი ასტრახანში ღამით … «
უზომო სიხარული დამეუფლა, უზომოდ გავიხარე, ამაზე მეტი აღიარება
ჩემთვის აღარ არსებობდა.”
“ოთხმეტრიანი ფიგურა დაბალ, სადა პოსტამენტზე დგას.
თბილისში, ი. ჭავჭავაძის პროსპექტის მყუდროდ შეწეულ
უბეში, რომელიც იქმნება შენობებს შორის, დგას ეს
ქანდაკება, მაყურებელთან უშუალო სიახლოვეში. მოქანდაკე
მხატვრული სახის შექმნისას მხოლოდ თავის ფანტაზიას
ეყრდნობოდა. ქანდაკება აღსავსეა შინაგანი ძალით, აქ
ხაზგასმულია პოეტის ტანჯვა, ვაება, რომელიც მას
სიცოცხლეში ხვდა წილად და ის სულიერი სიძლიერე,
რომელიც ჰქონდა. გურამიშვილი წარმოდგენილია ასკეტური
გარეგნობის კაცად, იგი დგას, ცალი ხელით გულზე
მიუხუტებია თავისი «დავითიანი», მეორე კი ოდნავ განზე
აქვს გაწეული, თითქოს ძალიან იდუმალ ხმას ისმენსო.
მერაბ ბერძენიშვილმა წინ წამოსწია მგოსნის ტანჯვა-წამება;
მის გურამიშვილს უზარმაზარი ნაწამები თვალები აქვს,
რომლებშიც განუზომელი სევდა იკითხება, ხაზგასმულია
სხეულის სიგამხდრე და მაღალი პროპორციები.
გურამიშვილის ძეგლი თავისუფალია ყოველგვარი
ნატურალისტური დეტალებისაგან, განზოგადებულია,
მასში პოეტის სახე უაღრესად ჰუმანურია.”

ლელა შანიძე, ქართული საბჭოთა ქანდაკება, “მეცნიერება”,


თბილისი. 1975 წელი
კომპოზიციური გადაწყვეტის თვალსაზრითით
ძეგლი ძალზე სადაა. დ.გურამიშვილის
მრავალჭირნახული ცხოვრების აურაცხელი
სიუჟეტიდან მოქანდაკე ირჩევს მთავარს-პოეტური
მუზის მსახურებას. მ.ბერძენიშვილი აქ სავსებით
მისდევს მხატვრული "გაუცნაურების” კანონს და
წარმოაჩენს როგორც პოეტის ხვედრის, ისე ძეგლის
სახის ღრმად პირადულ გაგებას.
ძეგლი ნამდვილად შეიძლება "უცნაური”
მოგვეჩვენოს-სახის უკვდავყოფის თვალსაზრისითაც
და ცნობიერებაში ფეხმოკიდებული მონუმენტის
ესთეტიკური სტერეოტიპის თვალსაზრისითაც.
დ.გურამიშვილს აცვია "უცნაური”, მისი დროის ზუსტად
არმიმნიშნებელი სამოსელი, რომელიც პოეტის გამხდარ
სხეულს თითქმის შიშველად წარმოგვიდგენს. მახვილი
სკულპტურული აქცენტები-მხრების კუთხეები, იდაყვი,
მაჯასთან მოკაკული ხელის მტევანი, წინ წამოწეული
მუხლის ფორმა კომპოზიციას ნერვულ რიტმს ანიჭებენ.
ქანდაკების ''ჯვრისებურობა'', ფიგურის ვიწრო პროფილი,
რომლებიც მისი ''უსხეულობის'' ეფექტს აძლიერებენ,
წარმოგვიჩენენ სამშობლოდან მოწყვეტილი, მამულის
უბედობით გულდამძიმებული, მარტოსულობით
გაწამებული, მაგრამ თავისი ლირის მადლით
ადამიანთათვის სიხარულის მომნიჭებელი პოეტის
ტრაგიკულ სამყაროს. ჩვენს წინაშეა შთაგონებული მგოსანი,
მგზნებარე მოწამე, ვისი სულის ძალაც იწრთობა გულისა და
გონების, სულისა და ხორცის ჭიდილში.
გმადლობთ ყურადღებისთვის ♥

გამოყენებული მასალა:

https://www.ambebi.ge/article/176692-merab-berzenishvilis-qvelaze-cnobili-
namushevrebi-ratom-iqo-gulnatkeni-bolo-clebshi-didi-kartveli-xelovani/

http://www.nplg.gov.ge/geo/history/12_ivnisi__ilia_WavWavaZis_prospeqtze_da
viT_guramiSvilis_Zegli_gaixsna/id50

https://burusi.wordpress.com/2010/03/26/merab-berdzenishvili-7/

You might also like