You are on page 1of 9

სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსის ფორმა

ფაკულტეტი სამართლის ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი


უმაღლესი განათლების საფეხური ბაკალავრიატი

სასწავლო კურსის სახელწოდება საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი


სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო
სწავლების ენა ქართული
წინაპირობა შესავალი საკონსტიტუციო სამართალში

სახელი, გვარი გიორგი გორაძე

სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი

თანამდებობა პროფესორი
სასწავლო კურსის
განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 577222616

E-mail g.goradze@sabauni.edu.ge
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად
(იხ. უნივერსიტეტის საიტზე http://www.sabauni.edu.ge).

კრედიტი(ECTS) 6
სულ საათები(1 კრედიტი = 25 სთ) 150
საკონტაქტო საათები, მ.შ 55
სტუდენტისსასწავლო
დატვირთვა ლექცია 26

სემინარი 24

შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5


დამოუკიდებელი საათები 95

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღრმისეული ცოდნა საქართველოს კონსტიტუციური კანონმდებლობის, საქართველოს სახელმწიფოს


კონსტიტუციურ-სამართლებრივი ორგანიზაციისა და მოდელის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი
სასწავლო კურსის
ინსტიტუტების, მათი შექმნისა და მუშაობის წესის, ფუნქციებისა და კომპეტენციების, ასევე პიროვნებისა და
მიზანი
საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობის კონსტიტუციური რეგლამენტაციის ზოგადი დებულებების
შესახებ;
 გამოუმუშავოს კონსტიტუციური ნორმების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების, მათდამი კრიტიკული
დამოკიდებულებისა და მისი უკეთესით შეცვლის უნარი.

სწავლის შედეგები
სტუდენტი:

 ფლობს სიღრმისეულ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის წყაროებისა და მისი


სისტემის, საქართველოს სახელმწიფო ძალაუფლების (ხელისუფლების) ჰორიზონტალური და
ვერტიკალური გამიჯვნის კონსტრუქციების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის,
საქართველოს მთავრობის საკონსტიტუციოსამართლებრივი სტატუსის, ფორმირების/არჩევის წესის,
ცოდნა და კომპეტენციების, უფლებამოსილებათა განხორციელების თავისებურებების, საერთოსა სამართლოების
გაცნობიერება საკონსტიტუციო სამართლებრივი ორგანიზაციის თავისებურებების, საკონსტიტუციო სასამართლოს
სტატუსის, ფორმირების წესის, უფლებამოსილებებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების
საფუძვლების, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკონსტიტუციო სტატუსის, ასევე,
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნისა და
ურთიერთმიმართების საკითხების შესახებ.
 აცნობიერებს საკონსტიტუციო სამართლის არსს, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართლებრივი
წყობილების საფუძვლებს და ძირითად საკონსტიტუციო სამართლებრივ ინსტიტუტებს.
სტუდენტი:

 ახდენს საკონსტიტუციო სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის


ნორმატიული საფუძვლების მოძიებას, მათ განმარტებას და პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად გამოიყენებას;
 ქმნის საქართველოს სახელმწიფოს მოწყობის, საქართველოს საარჩევნო სისტემის, უნდობლობის ვოტუმის
გამოცხადების, თანახელმოწერის ინსტიტუტის და სხვა თემებზე სამოდელო პროექტებს;
 ადგენს საქართველოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის სრულყოფისა და მოდერნიზების თავისეული
ნორმატიულ კონსტრუქციებსა და პროექტებს;
უნარი  აგროვებს საკონსტიტუციოსამართლებრივი შინაარსის მონაცემებს, აანალიზებს ამ მონაცემებსა და
სიტუაციებს (ფაქტობრივ გარემოებებს), განმარტავს საკონსტიტუციოსამართლებრივ ნორმებს, აყალიბებს
მათ შესახებ არგუმენტირებულ და დასაბუთებულ დასკვნებს, ახდენს საკონსტიტუციოსამართლებრივი
პრობლემის მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე მისი გადაწყვეტის თეზისის განვითარებასა
და შერჩეული მიდგომის დასაბუთებას;
 ერთვება საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე დებატებში, იგებს განსხვავებულ აზრს და ცნებითი
კატეგორიების გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით გადმოცემს საქართველოს საკონსტიტუციო
სამართლის ცალკეული ინსტიტუტების თავისებურებებისა და საქართველოს სახელმწიფოს საკონსტიტუციო
კონსტრუქციის ნეგატიური და პოზიტიური მომენტების თაობაზე ცოდნას.
პასუხისმგებლობა და
ავტონომიურობა

ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
სწავლება-სწავლის სემინარი
მეთოდები პრაქტიკული მუშაობა
ელექტრონული რესურსით სწავლება
ელექტრონული სწავლება
სხვა

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 70 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 30 ქულა), რომელთა ჯამი
წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა, წერითი გამოკითხვა,
შუალედური წერითი გამოცდა, ინდივიდუალური საშინაო დავალება. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური
შეფასების თითოეულ კომპონენტს აქვს თავისი წილი შუალედური შეფასების 70 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი შეადგენს შუალედური შეფასების მაქსიმალური ქულის (70 ქულის) 30%-ს ანუ 21
ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა-
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დაგროვილი აქვს შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური
შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით
გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს დასკვნითი შეფასების
მაქსიმალური ქულის (30 ქულის) 30%-ს მიმატებული 1 ქულა ანუ 10 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში,
თუ სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 10 ქულას.

2
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების მაქსიმალური ქულის
(30 ქულა) გათვალისწინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწი-
ნებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი
გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5
კალენდარულ დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი
FX - ჩაიჭრა
და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები

N შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა

1.1 ზეპირი გამოკითხვა 6 3 18


1.2. წერითი გამოკითხვა 6 4 24
1.3. შუალედური წერითი გამოცდა 1 30 28
2 დასკვნითი შეფასება 30 ქულა
2.1. დასკვნითი წერითი გამოცდა 1 30 30
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
სტუდენტის წერითი გამოკითხვა ფასდება 4 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში,
სტუდენტი წერითი ფორმით გამოიკითხება ექვსჯერ. შესაბამისად, წერითი გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 24 ქულა (6X4).

წერითი გამოკითხვის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): ტესტი, თეორიული
საკითხი, კაზუსი, ღია კითხვა. წერითი გამოკითხვისას შეიძლება გამოყენებული იქნეს შეფასების მეთოდების სხვადასხვა
კომბინაცია. წერითი გამოკითხვისას თეორიული საკითხი ფასდება 2 ქულით, კაზუსი - 2 ქულით, თითოეული ღია
კითხვა 1 ქულით, ხოლო სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი - 0.1 ქულით. თითოეულ ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო
პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
წერითი
გამოკითხვა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური და
თანმიმდევრული გადმოცემა, სამართლებრივი მსჯელობა.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიულ მასალას, საკითხი ლოგიკურად და თანმიმდევრულად
2
არის გადმოცემული. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი ფლობს თეორიულ მასალას, თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხი
1
ნაწილობრივ არის გადმოცემული. სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია: კითხვის აღქმა და პასუხის არგუმენტირებული დასაბუთება.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
1 სტუდენტს კარგად აქვს აღქმული შეკითხვის არსი. პასუხი არგუმენტირებულად დასაბუთებულია.
0.5 სტუდენტს აღქმული აქვს შეკითხვის არსი. პასუხი დასაბუთებულია.
0 პასუხი შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

3
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში,
სტუდენტი ზეპირი ფორმით გამოიკითხება ექვსჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 18 ქულა (3X6).

ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში.ზეპირი გამოკითხვის


შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): პრეზენტაცია, პრაქტიკული/თეორიული
დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა.

ზეპირი გამოკითხვისას შეფასების კრიტერიუმებია: პასუხის ფორმულირება და გადმოცემა, იურიდიული


ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა.
ზეპირი
გამოკითხვა ქულა ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი
3
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია.
2
მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი
1
მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი
0
მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას
შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი გამოცდა
ტარდება მე-8-მე-9 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 28
ქულა.

შუალედური წერითი გამოცდას შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): ტესტი,
თეორიული საკითხი, ღია კითხვა. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 2 თეორიულ საკითხს და 4 ღია კითხვას.
შუალედური წერითი გამოცდისას თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული ღია კითხვა - 2 ქულით.

თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული
და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა, სამართლებრივი
ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
შუალედური დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
წერითი პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
გამოცდა 5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, თუმცა
3-4 აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1-2 გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ღია კითხვის კრიტერიუმებია: კითხვის აღქმა და პასუხის დასაბუთება, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლებრივი
მსჯელობა.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული შეკითხვის არსი. პასუხი არგუმენტირებულად დასაბუთებულია, სტუდენტი
2
ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, სამართლებრივი მსჯელობა ძალიან კარგია.
სტუდენტს აღქმული აქვს შეკითხვის არსი. პასუხი დასაბუთებულია, სტუდენტი ფლობს თეორიული მასალას,
1
სამართლებრივი მსჯელობა დამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები

4
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა
ტარდება მე-16-მე-17 სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): თეორიული
საკითხი, ღია კითხვა. დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს 2 თეორიულ საკითხს და 5 ღია კითხვას. დასკვნითი
წერითი გამოცდასას თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო ღია კითხვა ფასდება 2 ქულით.

ღია კითხვის კრიტერიუმებია: კითხვის აღქმა და პასუხის დასაბუთება, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლებრივი
მსჯელობა.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული შეკითხვის არსი. პასუხი არგუმენტირებულად დასაბუთებულია, სტუდენტი
2
ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, სამართლებრივი მსჯელობა ძალიან კარგია.
სტუდენტს აღქმული აქვს შეკითხვის არსი. პასუხი დასაბუთებულია, სტუდენტი ფლობს თეორიული მასალას,
1
სამართლებრივი მსჯელობა დამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული
დასკვნითი და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა, სამართლებრივი
წერითი ანალიზი.
გამოცდა
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, თუმცა
3-4 აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1-2 გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

5
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
სასწავლო კურსის შინაარსი
კვირა სწავლების მეთოდი შინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალურიშეფასება
საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე
და სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის სისტემა

საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის დარგი, ცნება, მახასიათებლები, საქართველოს


1 საკონსტიტუციო სამართლის წყაროები, ნორმატიული აქტების სისტემა, ნორმაქტიული აქტების
ლექცია (2 სთ.) სახეები და იერარქია.

ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 1-12 გვ.;
 საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის;
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლები 1-14.
თემა 2. საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია, მისი მახასიათებლები და სტრუქტურა, საქართველოს კონსტიტუციის


ძირითადი პრინციპები და კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.

2 ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 13-32 გვ.;
 საქართველოს კონსტიტუცია, პრეამბულა, თავი I და თავი X.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 3. ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების ეტაპები

ქართული კონსტიტუციონალიზმი და მისი ისტორია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


საკონსტიტუციო სამართალი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და პირველი კონსტიტუცია,
საბჭოთა ოკუპაცია და კვაზიკონსტიტუციები, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენის აქტი, „მცირე კონსტიტუცია“, საქართველოს კონსტიტუციის შემუშავება და მიღება,
ძირითადი საკონსტიტუციო რეფორმები თანამედროვე საქართველოში.
3 ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 33-57 გვ.;
 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი;
 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 4 ქულა
თემა 4. ადამიანის უფლებათა საკონსტიტუციო საფუძვლები და მოქალაქეობა

ადამიანის ძირითადი უფლებები საქართველოს კონსტიტუციაში, უფლებების საკონსტიტუციო


უზრუნველყოფა, უფლების დაცვის მექანიზმები და საქართველოს სახალხო დამცველი, მისი
ფუნქციები, სტატუსი და უფლებამოსილებები, საქართველოს მოქალაქეობა, მოქალაქის უფლება-
ლექცია (2 სთ.) მოვალეობანი და სტატუსი.
4
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 58-90 გვ.;
 საქართველოს კონსტიტუცია, თავი II.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 5. უშუალო დემოკრატია და პარტიული სისტემა საქართველოში

უშუალო დემოკრატია და მისი ფორმები საქართველოში, არჩევნების სახეები და სისტემები


5
ლექცია (2 სთ.) საქართველოში, პოლიტიკური პარტიები, მათი სტატუსი და პარტიების პოლიტიკური სისტემის
საკონსტიტუციო სამართლებრივი საფუძვლები.

6
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას
რედაქტორობით, თბილისი, 2021, 90-123 გვ.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 4 ქულა
თემა 6. საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო სტატუსი, სტრუქტურა და საკანონმდებლო
პროცესი

საქართველოს პარლამენტი, მისი სტრუქტურა (სტრუქტურული, ფუნქციური და პოლიტიკური


ერთეულები) და ძირითადი უფლებამოსილებები, საკანონმდებლო პროცესი, კანონის მიღება და
პრომულგაცია, დაჩქარებული და გამარტივებული წესით მიღება, საკომიტეტო და პლენარული
მოსმენები, პარლამენტის წევრის სტატუსი, იმუნიტეტი და ინდემნიტეტი.
6 ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას
რედაქტორობით, თბილისი, 2021, 141-171 გვ.;
 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები - 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 44, 45, 46, 47,
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 7. საქართველოს პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები, სახელმწიფო ფინანსები

საქართველოს პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები, საპარლამენტო კონტროლი


საქართველოში, სახელმწიფო ფინანსების საკონსტიტუციო საფუძვლები, სახელმწიფო ბიუჯეტი,
გადასახადები, ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
7 ლექცია (2 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 171-187 გვ., 272-289 გვ.;
 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები - 43, 48;
 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლები 148-187.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 4 ქულა
2 სთ. შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 28 ქულა
8-9
მოიცავს I-VII სასწავლო კვირაში გავლილ მასალას.
თემა 8. საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, მისი სტატუსი, სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილებები,


წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის
უფლებამოსილებები.
ლექცია (2 სთ.)
10 ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 188-206 გვ..
 საქართველოს კონსტიტუცია, თავი IV და თავი VIII.
შუალედური წერითი გამოცდის შედგების განხილვა
სემინარი (2 სთ.)
შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 9. საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოება

საქართველოს მთავრობის სტატუსი, ნდობა-უნდობლობა, მთავრობის შემადგენლობა, პრემიერ-


მინისტრი და მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი, მთავრობის უფლებამოსილებები, თავდაცვის
ძალებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის საკონსტიტუციო საფუძვლები, საგანგებო და
საომარი მდგომარეობა და ეროვნული თავდაცვის საბჭო.

11 ლექცია (2 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:


 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 207-219; 290-306 გვ.;
 საქართველოს კონსტიტუცია, თავი V და თავი VIII;
 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონი;
 „თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 4 ქულა
12 თემა 10. საქართველოს საერთო სასამართლოები და პროკურატურა

7
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
ლექცია (2 სთ.)
საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოს სტატუსი და უფლებამოსილებები,
მოსამართლის თანამდებობაზე განწესება, მართლმსაჯულების საკონსტიტუციო საფუძვლები,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა კონფერენცია,
საქართველოს პროკურატურის სისტემა, გენერალური პროკურორი და მისი სტატუსი, საპროკურორო
საბჭო.

ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 220-246 გვ.;
 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები: 59, 61, 62, 63, 64, 65.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსი,


დაკომპლექტების წესი, სტრუქტურა და შემადგენლობა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების
ძირითადი პრინციპები და საკონსტიტუციო საფუძვლები, საკონსტიტუციო სასამართლოს
13 ლექცია (2 სთ.) უფლებამოსილება და სამართლებრივი აქტები.

ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 247-271 გვ.;
 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 60.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 4 ქულა
თემა 12. საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

საქართველოს ტერიტორიული მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები, დეფაქტო ტერიტორიული


მოწყობა და დეიურე ტერიტორიული მოწყობის პერსპექტივები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური
ლექცია (2 სთ.) რესპუბლიკები, მათი სახელმწიფო ორგანოები, საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტები და
საკონსტიტუციოსამართლებრივი გადაწყვეტის მექანიზმები, „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიული
ერთეული და მისი დროებითი ადმინისტრაცია, სახელმწიფო რწმუნებული, მისი სტატუსი და
უფლებამოსილება.
14
ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 307-339 გვ.;
 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
 „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი;
 „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის
სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 13. ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში

ადგილობრივი თვითმმართველობის საკონსტიტუციო სტატუსი და მოწყობა, ადგილობრივი


თვითმმართველობის ორგანოები, უფლებამოსილებები და თვითმმართველ ერთეულთა შორის
ურთიერთობები. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ეროვნული და
ლექცია (2 სთ.) საერთაშორისო სტანდარტი.

15 ძირითადი ლიტერატურა:
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მე-2 გამოცემა, დ. გეგენავას რედაქტორობით,
თბილისი, 2021, 340-366 გვ.;
 საქართველოს კონსტიტუცია, თავი IX.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 4 ქულა
16-17 3 სთ. შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა
დამატებითი გამოცდა. დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კა-
18 3 სთ
ლენდარულ დღეში.

8
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, დ. გეგენავას რედაქტორობით, თბილისი,
ძირითადი ლიტერატურა
2021.

 საქართველოს კონსტიტუცია;
 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონი;
ნორმატიული აქტები
 „თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
 „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი;
 „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის
სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი;
 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

 დიმიტრი გეგენავა, ბექა ქანთარია, ლანა ცანავა, თენგიზ თევზაძე, ზურაბ მაჭარაძე, პაატა
ჯავახიშვილი, თინათინ ერქვანია, თამარ პაპაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი,
მე-4 გამოცემა, თბილისი, 2016;
 ავთანდილ დემეტრაშვილი, ირაკლი კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, მე-2 გამოცემა,
თბილისი, 2014;
 ავთანდილ დემეტრაშვილი, გიორგი გოგიაშვილი, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2016;
დამატებითი ლიტერატურა
 კონსტიტუციური სამართალი, ა. დემეტრაშვილის რედაქტორობით, თბილისი, 2005;
 ანდრაშ შაიო, ხელისუფლების თვითშეზღუდვა,კონსტიტუციონალიზმის შესავალი, მ. მაისურაძის
თარგმანი, თ. ნინიძის რედაქტორობით, თბილისი, 2003 ;
 პაატა ცნობილაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბილისი, 2005;
 ზაზა რუხაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, ბათუმი, 1999.

9
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University

You might also like