You are on page 1of 2

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

ჩემი გაკვეთილის თემა იყო colors (ფერები) მისი მიზანი იყო მოსწავლეებს ესწავლათ
სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა
თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა, მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-
ყურება და გაგება.წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის
ტექსტების გაშიფვრა და გაგება.

მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, მოტივაციის ამაღლების და ინტერესის


გაღვიძების მიზნით მოსწვლეებმა მოუსმინეს სიმღერას ფერებზე და მათაც
იმღერეს.სიმღერის დასრულების შემდეგ ,მოსწავლეებმა სათითაოდ ჩამოთვალეს ის
ფერები რომლებიც სიმღერიდან დაიმახსოვრეს.

ინდივიდუალური მუშაობის დროს თითოეული მოსწავლის დავალება მიზნად


ისახავდა პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოიცნოთ ხშირად გამოყენებული
სიტყვების ორთოგრაფიულ ხატი. ამისთვის მათ იმუშავეს საკუთარ კომპიუტერებში,
ფერები დააკავშირეს მათ შესაბამის შესიტყვებასთან. მოსწავლეებმა ხალისით
შეასრულეს აქტივობა და საკმაოდ წარმატებულად გაართეს თავი.

შემდეგი აქტივობის შესრულებისას მოსწავლეეებს ევალებოდათ ბარათები,


რომელზეც გამოსახული იქნება თითოეული ბგრეა, დაალაგონ ისეთი
თანმიმდევრობით რომ ააწყონ სიტყვები. შედეგად მოსწავლეები ისწავლიან თუ
როგორ ამოიცნონ ბგერათა თანამიმდევრობა სიტყვებში.

შემდეგ აქტივობის შესრულებისას მოსწავლეებმა ისწავლეს ობიექტების ამოცნობა


მათ ნიშნა-თისებების მიხედვით. მოსწავლეებს ევალებოდათ ბარათზე გამოსახული
შავ-თეთრი საგნები გაენაწილებინათ წინასწარ მომზადებულ ფერად ყუთებში,
იმისდაშესაბამისად თუ რა ფერი არის რეალობაში ბარათზე გამოსახული საგნები.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ აქტივობა და სიხარულით შეასრულეს.ასევე
ისწავლეს შეკითხვის დასმა და დაუსვეს ერთმანეთს შეკკითხევბი ფერებტან
დაკავშირებით.

გაკვეთილზე შევფასე სამი მოსწავლე. ტექსტების სწორად გამოთქმის,გააზრებისა და


ტექსტური დავალების სწორად შესრულების შესაბამისად.

ავღნიშნავ რომ გაკვეთილზე გეგმის მოდიფიცირება არ მომხდარა. ვფიქრობ


დაგეგმილი აქტივობები, გაკვეთილზე მიღწეული შედეგი მიზანთან შესაბამისია.
მოსწავლეებმა მოისმინეს, წაიკითხეს გაიაზრეს უცხო ტექსტი, ნასწავლი
ასოთშეთანხმეების საფუძველზე შეძლეს სიტყვების აგება .
ჩემი ანალიზის შესაბამისად ვაფიქსირებ გაკვეთილის მცირე ხარვეზს, როდესაც
მოსწავლეებს ცალკეული ასოებით უნდა შეედგინათ სიტყვები , მათ შედარებით
გაუჭირდათ მთლიანი სიტყვის წარმოდგენა და შემდეგ მისი აწყობა , ვგეგმავ ,რომ ამ
მიმართულებით უფრო მეტი ვამუშაო სხვადასხვა აქტოვობების დახმარებით. თუმცა
საბოლოდ ვფიქრობ , რომ დაგეგმილი აქტივობებით, გაკვეთილის მსვლელობით
მივაღწიე გაკვეთილის მიზანს. მოსწავლეებმა შეიძინეს ახალი უნარები.

You might also like