You are on page 1of 2

სასწავლო პროცესის მართვა,სასწავლო პროცესი,სასწავ-

ლო გარემო.სასწავლო რესურსის მართვა და გამოყენება.


A3t1
ვფიქრობ სასწავლო პროცესის წარმატებულად
წარმართვისათვის ერთ-ერთი უპირობოდ აუცილებელი სა-
შუალებაა საგაკვეთილო თემის და ამა თუ იმ აქტივობის შესა-
ბამისი ვიზუალური რესურსის(თვალსაჩინოების) მოძიება.
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მათ
პატარებთან მუშაობისას,რათა გაუღვივდეთ ინტერესი და მო-
ტივაცია შესასწავლი თემის მიმართ.რისთვისაც ვცდილობ ჩემს
ხელთ არსებული,თუ კოლეგებთან მოძიებული რესურსები
გამოვიყენო სასწავლო მიზნის შესაბამისად.კოლეგებთან თა-
ნამშრომლობით ვიზიარებ შეხედულებებს და რჩევებს,თუ
როგორ შეიძლება საკუთარი ძალებითაც შევქმნა სხვადასხვა
სახის ეფექტური რესურსი.ასევე რესურსების შექმნაში დიდ
დახმარებას გვიწევს ვიდეო გაკვეთილების ჩვენება.
მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით
ზოგჯერ ვიყენებ ,,კეთებით სწავლის’’სტრატეგიას და ბავშვებს
თავად ვაქმნევინებ მარტივად დასამზადებელ რესურსებს.
A3t2
ხშირ შემთხვევაში ვერ ვითვალისწინებ თითოეული მოსწავლის
ინდივიდუალურ საჭიროებას სასწავლო რესურსების გამოყენე-
ბისას.ვფიქრობ საჭიროა მეტად წავახალისო მოსწავლეები
თავადაც ეცადონ მოიძიონ საჭირო რესურსები.ეს დაეხმარებათ
გააცნობიერონ,როგორც საკუთარი როლის მნიშვნელობა,ასევე
ამ რესურსის აუცილებლობა გაკვეთილზე დასახული მიზნის
წარმატებულად განხორციელებისათვის.
ამ მხრივ საჭიროა ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესება.

You might also like