You are on page 1of 1

ნინო ჩხაიძე სწავლობს ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის პირველ კლასში.

ნინოს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია.


სვამს და პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით. აფასებს
მოსმენილს. აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს. იხსენებს მოსმენილის მსგავს
ამბავს. მითითებულ სიტყვაში ან სურათებზე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც
შეიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას. ხმამაღლა კითხულობს მარტივი
წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს. აგრძელებს სხვის მიერ
დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან. ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის,
წინადადების დასაწყისსა და დასასრულს. მთლიანობაში აკვირდება ტექსტის
კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს.
წიგნიდან, დაფიდან გადაწერს სიტყვებს, წინადადებებს. კარნახით წერს ასოებს
,მარცვლებს ,სიტყვებს. წერს აკურატულად. მასწავლებლის მიერ მოცემული
სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას. ავსებს ტექსტში ნაკლულ
ინფორმაციას.

~ კითხულობს და წერს რიცხვებს და გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის


გამოყენებით. ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან, ასახელებს მოცემული
რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს. იყენებს ნულს და მის აღმნიშვნელ სიმბოლოს
შესაბამის სიტუაციებში. განასხვავებს დაასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს 20-ის
ფარგლებში. ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას.
აკავშირებს ,,ით“ მეტობა-ნაკლებობას შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და
ახდენს ამის მოდელზე დემონსტრირებას.

შეგრძნების ორგანოების დახმარებით აღწერს მისთვის ნაცნობი ობიექტების


მახასიათებლებს. აღწერს ადამიანს თვალსაჩინო გარეგნული ნიშნების მიხედვით.
აჯგუფებს ობიექტებს მცენარეებად და ცხოველებად. აღწერს მოვლენებს შორის
მსგავსებასა და განსხვავებას. ახასიათებს დღე-ღამის მონაცვლეობასთან
დაკავშირებულ მოვლენებს. ადარებს სეზონებს ერთმანეთს, საუბრობს მათ
განმასხვავებელ ნიშნებზე. ამოიცნობს ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველ ძირითად
პირობით ნიშნებს.

ნამუშევრის შექმნისას მიმართავს სხვადასხვა მასალას. აკვირდება გარემოში


სხვადასხვა ფერს, ფორმას და ასახავს მათ ნამუშევარში. გამოთქვამს აზრს საკუთარ
და თანაკლასელთა ნაშრომებზე. მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
აკავშირებს ნაწარმოების შინაარსს საკუთარ გამოცდილებასთან.

~ 4.06. 2015 წელი

კლასის დამრიგებელი / დ. ჭირაქაძე/

You might also like