You are on page 1of 3

რომანტიზმს უდიდესი ემოცია შემოქავს ადამიანში, რადგან სწორედ მის გრძნობებსა და

განცდაზე, სამყაროს სიღრმისეულ აღქმაზეა დამყარებული. რომანტიკოსი მწერლები,


პოეტები,მხატვრები თუ მუსიკოსები ეყრდნობოდნენ ბუნების მისტიურ სახეს, პოეტურ
განცდას, გრძნობაზე დამყარებულ ხედვას, ბრძოლას, გმირობას,სილამაზეს, უცნაურობას,
სიყვარულსi. ეს ყოველივე კი მათ შემოქმედებაში იგრძნობა. ნამუშევრები განმსჭავლულია
მშვენიერების უდიდესი თავისუფალი განცდით, რომელიც გამოიხატება ხელოვნებაში.

ამ ესეში მინდა ვისაუბრო ზემოთ ხსენებული პერიოდის ერთ-ერთ პირველ მიმდევარზე, ასე
ვთქვათ, რომანტიზმის ფუძემდებელზე, უილიამ ბლეიკზე. ჩვენ ვიცით, რომ ის ფერმწერი და
პოეტი იყო და ამ ორი ,,სფეროს“ გაერთიანებით მან ბრიტანეთის, და ,რა თქმა უნდა, მთელი
სამყაროს, კულტურას ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნამუშევრები შეჰმატა. მისი მრავალი
ნამუშევრიდან მსურს განვიხილო ,,ალი დაუძლეველი სურვილებისა“(?) (,,Flames of Furious
Desires“), რადგან მიმაჩნია, რომ გამოირჩევა რეალისტურობითა და ადამიანურ ბუნებასთან
სიახლოვით.

ხსენებულ ნამუშევარში, ვფიქრობ, ბლეიკმა


ნათლად გვიჩვენა ნივთიერი სამყაროს
მარადიული სიმძაფრე, ვგულისხმობ, რომ მან
ერთ ფოტოში ჩაატია ყველა ადამიანის ბუნება,
ბუნება, რომელიც ბარათაშვილს ასე აქვს
აღწერილი ,, მაინც რა არის ჩვენი ყოფა
წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული
აღუვსებელი“. ე.ი ადამიანი მუდამჟამ
სურვილების ალშია გახვეული,მსგავსად ბლეიკის პერსონაჟისა, და რაც უფრო დიდია
სურვილი რამისა, ვფიქრობ, მით უფრო მწველია ალი ცეცხლისა და მით უფროა ცოდვასთან
მიახლოებული,რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევებში.

რომანტიზმის გადმოსახედიდან უილიამ ბლეიკის ეს ნახატი შეიძლება აღვიქვათ, როგორც


ამ პერიოდის მხატვრობის კლასიკური ნიმუში, ვინაიდან ამ დროის ხელოვანებს ადამიანის
ფსიქოლოგიური პორტრეტი უყვართ და იშვიათად ხატავენ სახეებს, ხოლო თუ ხატავენ
ძალიან წერტილოვნად,პატარებად,ისე, რომ საერთოდ არ ჩანს, მაგალითად ისე როგორიცაა
უილიამ ტერნერის ,,ვეზუვის ამოფრქვევის“ მთავარი გმირი, თუ შეიძლება ასე ითქვას.
( შუაში მყოფი კაცი, რომელიც ისეა მოხრილი, რომ გვანახებს ზუსტ დროს ვულკანის
ამოფრქვევისას). ძალიან ხშირად ასევე გამოხატავენ ზურგით მდგომ ადამიანებს მხატვრები,
ისევ და ისევ სახის არ გამოსახვის გამო, რადგან მათი მიზანია, რომ ადამიანმა სამყარო
აღიქვას შუამავლის გარეშე, ანუ ისე რომ არ დააკვირდეს გმირის სახეს და მისი ემოცია არ
გადავიდეს მნახველზე. შეგრძნებები და ემოციები ჩვენი თვალით დანახული გარემოს
დანახვის შედეგად გვეუფლება რომანტიზმის მრავალი ნახატის ყურებისას და არა გმირების
სახეების ემოციებიდან გამომდინარე. ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ფრიდრიხის
,,Wanderer Above the Sea of Fog“, სადაც კაცი ზურგით დგას მაყურებლისკენ და მთელი
შეგრძნებები იმ რეალობისა მაყურებელმა უნდა აღიქვას გარემოდან და არა სახიდან. ასევე,
ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რომანტიზმის ნახატებში მთავარი სცენები გამოსახულია
ნახატის შუაში, თუნდაც ისე, როგორც ზემოთ ნახსენებ მაგალითებშია ეს გაკეთებული.
უილიამ ბლეიკის ამ ნახატშიც გმირი, ასე ვთქვათ, ნახატის შუაშია მოქცეული და მოვლენები
ვითარდება ცენტრში, ეს მახასიათებელი ნახატებისა შეიძლება აღვიქვათ რომანტიზმის
ძირითად პრინციპად.

ამ ნამუშევრის წარმოუდგენლად დაძაბული ფიგურა მაგონებს ივან ვალტჩევის ნიჟინსკის


ფიგურას , თავისი ფონითა და სხეულის გაჭიმულობით. სხეულის ასეთი დაძაბულობა
შეიძლება იყოს იმისი იდეა, რომ ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს გაექცეს თავისი
სურვილების ალს, რადგან ალბათ ხვდება, რომ ყველაზე ტკბილი სურვილი ცოდვასთანაა
დაკავშირებული, თუმცა მას იმდენად აქვს მოდებული ეს ცეცხლი, რომ ისეთი
თავგანწირული მოქმედებაც, ისეთი გაჭიმულობა, ისეთი დაძაბულობაც კი ვერ იხსნის იმ
ცეცხლისგან, რომელსაც სურვილი ,,აგიზგიზებს“ ადამიანში. ასეთი მაქსიმალურად
გაწელილი ფიგურა შეიძლება ძალიან კარგად დავინახოთ მიქელანჯელოს ნამუშევარში
,,ადამის შექმნა“, გაწელილი ფიგურის ნათელი მაგალითია ამ სურათში ღმერთს სხეული,
რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ადამს თითზე შეეხოს. ასევე ეს იდეა ყველაფრის
გაკეთებისა კარგად ჩანს ფრიდრიხის ნახატში ,,ზამთრის პეიზაჟი“, სადაც ქვის უკან
დავარდნილმა კაცმა მაქსიმუმი გააკეთა თავისი, რათა მიეღწია ფონად მყოფ ეკლესიამდე,
თუმცა ის კოჭლია და ვერ შეძლო მიღწევა ,,დანიშნულების ადგილამდე“ და დაეცა. აქ კი
უკვე იკვეთება რომანტიზმის კიდევ ერთი იდეა, რომ ადამიანი თავის სურვილს ვერ
მიაღწევს, თუმცა თუ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს იზავს მაშინ შეიძლება სასწაული
მოხდეს. ეს სასწაული ფრიდრიხის შემთხვევაში მოხდა(ეკლესია ასე ვთქვათ კაცის წინ
გადმოვიდა, მეტაფორულად ეს ნაძვები და ჯვარცმა აღნიშნავს ამას), თუმცა მე ვერ ვხედავ
ბლეიკის სცენაში მომხდარ სასწაულს.

რომ შევაჯამოთ მოცემული ნამუშევარი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასში ნათლადაა
გაერთიანებული რომანტიზმის რამდენიმე პრინციპი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
ადრეულ რომანიტზმს მიეკუთვნება. ნაშრომის იდეა ასევე იდენტურია მოგიანებით
არსებული მხატვრობისა, ვგულისხმობ ძირითად ღირებულებებს ეს იქნება რეალიზმის,
სურვილის ვერ მიღწევის, ბოლომდე ბრძოლისა თუ სილამაზის იდეებს. ბოლოს, კი მინდა
ვთქვა, რომ მე ამ ნახატმა ნათლად დამანახა ის, რომ ყველა ადამიანი გახვეულია
სურვილების ალში,ყველა მათგანი ცდილობს ამ სურვილების ალს წყალი დაასხას ანუ
ნებისყოფით დაუპირისპირდეს მათ, თუმცა ამ დაუზოგავი ცდის მიუხედავად საკითხავია
რომელი იმარჯვებს - სურვილები თუ ნებისყოფა.
i
http://studinfo.edu.aris.ge/2013/12/08/impresionizmi-romantizm/
https://pixels.com/featured/flames-of-furious-desires-william-blake.html - ფოტო
https://www.theguardian.com/theobserver/2000/nov/12/1

You might also like