You are on page 1of 2

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგანი : ქართული სამართლის ისტორია

ყოველკვირეული წერითი გამოკითხვა

სტუდენტის გვარი, სახელი კიკვაძე გაბრიელი

ჯგუფის N4

წერით გამოკითხვაში ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია:

2 ქულა - პასუხი ზუსტი და ამომწურავია


1 ქულა - პასუხი არასრულია ან/და აღინიშნება მცირეოდენი უზუსტობა;
0 ქულა - პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული
თითოეული კითხვა ფასდება 0.5 ქულით. საბოლოო შეფასება წარმოდგენილია საშუალო
არითმეტიკულის სახით. მეათედი მრგვალდება სტუდენტის სასარგებლოდ.

კითხვები:

1. დაახასიათეთ საქართველოს მეფის „მართებანი და განსაგებელნი“ და ინვესტიტურა


ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით

2. ჩამოაყალიბეთ „დარბაზი“-ს შემადგენლობა ოპიზის სიგელის მიხედვთ


3. დაახასიათეთ სავაზირო საბჭო და მისი უფლებამოსილებანი
4. განმარტეთ „ორთა ვაზირთა „ ჯგუფის წევრთა ფუნქციები

1.ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოს


განაგებდა მეფე-მონარქი, უმაღლესი საკკანონმდებლო ორგამნო კი იყო დარბაზი,
ხოლო აღმასრულებელი ორგანო სავაზირო.საქართველო იყოფოდა ტერიტორიულ
ერთეულებად არსებობდა პროვინციები რომლებიც იყოფოდა საერისთავოებად,
უფრო პატარა ერთეული იყო ხევი შემდეგ თემი. თემი_იყოფოდა ციხეებად. მეფეს
ფართო უფლებამოსილება ჰქონდა ის იყო ქვეყნის მფლობელი მას ევალებოდა
მოსახლეობის მართვა-გამგეობა, ჰქონდა სკნონმდებლო ფუნქცია, ახორციელბდა
მართლმასჯულებას,
2."ოპიზის სიგელის" მიხედვით, დარბაზის შემადგენლობაში შედიან: უმაღლესი
სამღვდელოების წარმომადგენლები,ერისთავთერისთავნი და ერისთავნი და ყველა
ხეობის სასაამართლო საქმის მცოდნე აზნაურები.
3 სავაზირო სახელმწიფო მმართველობი უმაღლესი ორგანო იყო და მასში შედიოდნენ
რა თქმა უნდა ვაზირები იგივე მინისტრები. სავაზიროს შემოსვლამდე ცალკეულ
უწყებებს უხუცესები ხელმძღვანელობდნენ, ვაზირი კი გაიგივებული იყო
მინისტრთან, საქართველოში თამარის დროს გამოიყენება სიტყვა ვაზირი
მრავლობითში, ანუ იმ დროს ბევრი ვაზირი ყოფილა, ასევე სავაზირო იყო ვაზირთა
საბჭო, ამ საბჭოში შემავალი ვაზირბი კი სხვადასხვა უწყებებს ხელმძღვანელობდნენ.
სავაზირო ექვსი ვაზირისაგან შედგება და ესენია მწიგნობართუხუცესიჭყონდიდელი,
რომელიც ითვლება პირველ ბაზირად, დანარჩენი ვაზირები კი ორ ჯგუფად იყოფა,
სამთა ვაზირთა ჯგუფში შედიან ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი.
ორთა ვაზირთა ჯგუფში კი მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი

4. ორთა ვაზირთა ჯგუფში შედის მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი.


მეჭურჭლეთუხუცესი მეოთხე ვაზირი იყო დაას საჭურჭლე ანუ შემდგომ როგორც
მას ეწოდა ხაზინა და სახელმწიფო საგანძური ებარა ანუ ის გამაგებდა
სახელმწიფო ხაზინას და განძს. მსახურთუხუცესს ებარა “სალარო, საწოლი” ანუ
მასაც მეჭურჭლეთხუხცესის მსგავსად საგამძური ებარა და მას აკონტროლებდა.

You might also like