You are on page 1of 4

თემები

1. სახელმწიფოს ფუნქციები და სახელმწიფოს მექანიზმი


2. სახელმწიფოს ცნება და მისი დამახასიათებელი ნიშნები
3. სამართალი, ზნეობა და ჩვეულება
4. სამართლის წყაროები
5. სამართლის სუბიექტები
6. სამართლებრივი ურთიერთოობის ობიექტი
7. თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო და სამართალი

ღია კითხვები

1. განმარტეთ, რა არის სუვერენიტეტი.


2. დაახასიათეთ ბუნებითი სამართლის თეორიის ძირითადი თავისებურებანი
3. დაახასიათეთ სამართლის ფსიქოლოგიური თეორიის ძირითადი თავისებურებანი
4. ჩამოაყალიბეთ სამართლის ცნება.
5. დაახასიათეთ სამართლის ისტორიული სკოლის ძირითადი თავისებურებანი
6. ჩამოთვალეთ სამართლის ნიშნები
7. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ სუვერენიტეტის სახეები
8. დაახასიათეთ კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები როგორც სამართლის
წყარო.
9. დაახასიათეთ ზნეობა, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა
10. დაახასიათეთ სამართლისა და ჩვეულების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები.
11. დაახასიათეთ მმართველობის ფორმა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის
მიხედვით
12. მოკლედ დაახასიათეთ საბჭოიური კონსტიტუციები.

შენიშვნა: ერთი ვარიანტი შედგება:

1. ერთი თემისგან (მაქსიმალური ქულა - 13);

2. სამი ღია კითხვისგან (ერთი კითხვის მაქსიმალური ქულა - 4);

3. ხუთი დახურული კითხვისგან (მაქსიმალური ქულა - 1).


ტესტები

1. როგორი წესით ხდებოდა გვარის ყველა საქმეზე გადაწყვეტილების მიღება?


ა) გადაწყვეტილებას იღებდა გვარის ყველა სრულწლოვანი წევრი საერთო კრებაზე;
ბ) გადაწყვეტილებას იღებდა გვარის ყველა სრულწლოვანი მამაკაცი წევრი საერთო კრებაზე;
გ) გადაწყვეტილებას იღებდა გვარის ყველა სრულწლოვანი ქალი წევრი საერთო კრებაზე;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

2. ტომი წარმოადგენდა:
ა) რამოდენიმე მონათესავე გვარის გაერთიანებას;
ბ) რამოდენიმე მონათესავე ჯოგის გაერთიანებას;
გ) რამოდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნებაყოფლობით კავშირს;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

3. თეოლოგიური თეორიის მიხედვით:


ა) სახელმწიფოსა და სამართლის ნორმების შექმნის წყაროდ მიჩნეულია ადამიანებს შორის
გაფორმებული ხელშეკრულება ;
ბ) სახელმწიფოსა და სამართლის ნორმების შექმნის წყაროდ მიჩნეულია ღმერთი ;
გ) სახელმწიფოსა და სამართლის ნორმების შექმნის წყაროდ მიჩნეულია ერთი ტომის მიერ
მეორე ტომის დაპყრობა;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

4. სახელმწიფოს ერთ - ერთი ძირითადი ნიშანია:


ა) მოსახლეობის დაყოფა ტერიტორიული პრიციპის საფუძველზე;
ბ) სხვა სახელმწიფოებში დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნა ;
გ) ქვეყანაში სახელმწიფო რელიგიის არსებობა;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

5. სუვერენიტეტი არის:
ა) სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფორმა;
ბ) საჯარო ხელისუფლების ფორმირების წესი ;
გ) სახელმწიფოს უზენაესობა ქვეყნის შიგნით და დამოუკიდებლობა სხვა ქვეყნებთან
ურთიერთობაში;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

6. რა ფუნქციით იყო აღჭურვილი გვარის მეთაური - უხუცესი, ბელადი, წინამძღოლი?


ა) გვარის მეთაური ახორციელებდა საკანონმდებლო ხელისუფლებას;
ბ) გვარის მეთაური ახორციელებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას;
გ) გვარის მეთაური სარგებლობდა უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსით;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

7. ე.წ. ,,კომპოზიციის პრინციპი“ არის:


ა) შურისძიებიგან თავის დაღწევა დაზარალებულისთვის საზღაურის გადახდის გზით;
ბ) შურისძიება სამაგიეროს გადახდის გზით;
გ) დანაშაულის ცადენის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შესაბამისი სასჯელის დაკისრება ;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

8. პატრიმონიული თეორიის მიხედვით:


ა) სახელმწიფოსა და სამართლის ნორმების შექმნის წყაროდ მიჩნეულია ადამიანებს შორის
გაფორმებული ხელშეკრულება ;
ბ) სახელმწიფოსა და სამართლის ნორმების შექმნის წყაროდ მიჩნეულია ღმერთი ;
გ) სახელმწიფოსა და სამართლის ნორმების შექმნის წყაროდ მიჩნეულია მიწაზე, მამულზე
საკუთრების უფლების წარმოშობა;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

9. სახელმწიფოს ერთ - ერთი ძირითადი ნიშანია:


ა) განსაკუთრებული საჯარო ხელისუფლების არსებობა;
ბ) სხვა სახელმწიფოებში დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნა ;
გ) ქვეყანაში სახელმწიფო რელიგიის არსებობა;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

10. მართვა - გამგეობის ფორმის მიხედვით სახელმწიფო შეიძლება იყოს:


ა) ფედერაციული სახელმწიფო;
ბ) რეგიონლური სახელმწიფო ;
გ) მონარქიული სახელმწიფო;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

11. სახელმწიფო წყობილების ფორმის მიხედვით სახელმწიფო შეიძლება იყოს:


ა) საპრეზიდენტო მმართველობის სახელმწიფო;
ბ) საპრეზიდენტო მმართველობის სახელმწიფო ;
გ) უნიტარული სახელმწიფო;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

12. სამართლებრივი ნორმების შესრულება უზრუნველყოფილია:


ა) მხოლოდ დარწმუნებით;
ბ) მხოლოდ სახელმწიფოებრივი იძულებით ;
გ) დარწმუნებით და სახელმწიფოებრივი იძულებით;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

13. კონფედერაცია არის:


ა) უნიტარული ტერიტორიული მოწყობის ერთ - ერთი სახე;
ბ) სახელმწიფოთა გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე დარგში ;
გ) ფედერაციული ტერიტორიული მოწყობის ერთ - ერთი სახე;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

14. როდესაც ქვეყნის სათავეში არის იმპერატორი რა სახის სახელმწიფოსთან გვაქვს


საქმე?
ა)მონარქია
ბ)საპარლამენტო რესპუბლიკა
გ)რესპუბლიკა
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი

15. რომელი მმართველობის ფორმის დროს ირჩევს ხალხი პირდაპირი არჩევნებით


პრეზიდენტს?
ა) საპარლამენტო რესპუბლიკა
ბ) მონარქია
გ) საპრეზიდენტო მონარქია
დ) საპრეზიდენტო რესპუბლიკა

16. მოცემული ნიშნებიდან, რომელი არ წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს


დამახასიათებელ ნიშანს?
ა) კანონის უზენაესობა
ბ) მოქალაქეთა თანასწორობა
გ) ანარქია
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

17. რა შეადგენდა პირველყოფილი წესწყობილების ეკონომიკურ საფუძველს?


ა) კოლექტიური საზოგადოებრივი საკუთრება
ბ) კერძო საკუთრება
გ) სახელმწიფო საკუთრება
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

18. ტომი იყო:


ა) მხოლოდ მამაკაცების გაერთიანება
ბ) რამდენიმე მონათესავე გვარის გაერთიანება
გ) რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანება
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

19. სამართლის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანის არის:


ა) ჩვეულებების ერთობლიობა
ბ) მორალური ნორმების ერთობლიობა
გ) ადამიანთა ქცევის წესები (ნორმები) ერთობლიობა
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

20. სამართლის ნორმების შესრულება უზრუნველყოფილია:


ა) მხოლოდ სახელმწიფოებრივი იძულებით
ბ) დარწმუნებით და სახელმწიფოებრივი იძულებით
გ) მხოლოდ დარწმუნებით
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

You might also like