You are on page 1of 5

კონსტიტუციური (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი

ვარიანტი II
ტესტები

1. როგორ გესმით კონსტიტუციის ნორმატიული უზენაესობა?


ა) მას აქვს უმაღლესი პოლიტიკური მნიშვნელობა;
ბ) ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი აქტების იერარქიაში, ის არის უმაღლეს საფეხურზე
მდომი და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი მას უნდა შეესაბამებოდეს;
გ) აქვს სამართლებრივი ავტორიტეტი, თუმცა არ არის სავალდებულო, ყველა
სამართლებრივი აქტი მას შეესაბამებოდეს;
დ) კონტიტუციის ფუნქციების შესრულებად;

2. რას ნიშნავს დაუწერელი კონსტიტუცია?


ა) როდესაც კონსტიტუციას წარმოადგენს რამოდენიმე თანაბარმნიშვნელოვანი
სამართლებრივი აქტის ერთობლიობა;
ბ) არა მხოლოდ ბევრი სამართლებრივი აქტის, არამედ სამართლის სხვადასხვა წყაროს
ერთობლიობა, რომლებიც აწესრიგებს საკონსტიტუციო-საამრთლებრივ საკითებს;
გ) მხოლოდ დაუწერელ (ზეპირ) - კონსტიტუციურ ჩვეულებათა ერთობლიობა;
დ) დაუწერელ (ზეპირ) - კონსტიტუციურ ჩვეულებათა და სასამართლო პრეცენდენტების
ერთობლიობა.

3. რას ნიშნავს ოქტროირებული კონსტიტუცია?


ა) რეფერენდუმის გზით მიღებულ კონსტიტუციას;
ბ) პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციას;
გ) დამპყრობელი ქვეყნის ან აბსოლუტური მონარქის მიერ ნაბოებ კონსტიტუციას;
დ) ასეთი რამ არ არსებობს.

4. რა არის კონსტიტუციის ფუნქციები?


ა) სამართლებრივი და იდეოლოგიური;
ბ) სამართლებრივი, პოლიტიკური და იდეოლოგიური;
გ) სამართლებრივი და პოლიტიკური;
დ) პოლიტიკური, იდეოლოგიური და თეოლოგიური.
5. რას გულისხმობს რესპუბლიკური მმართველობა?
ა) სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებას ხალხის არჩევითი ორგანოების მიერ;
ბ) პრეზიდენტის მმართველობას;
გ) საპარლამენტო მმართველობას;
დ) დემოკრატიას.

6. გადასინჯვის წესის მიხედვით განასხვავებენ:


ა) რბილ და მაგარ კონსტიტუციებს;
ბ) მყარ და მოქნილ კონსტიტუციებს;
გ) მყარ და რბილ კონსტიტუციებს;
დ) მოქნილ და მძიმე კონსტიტუციებს.

7. რას გულისხმობს კონსტიტუციის პოლიტიკური ფუნქცია:


ა) სახელმწიფოს სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტების სისტემისათვის
საქმიანობის მყარი სამართლებრივი ბაზისის შექმნას;
დ) ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის ფუნქციას.
გ) სახელმწიფო სისტემის გარშემო, პოლიტიკური სტაბილურობის მიზნით, საზოგადოების
კონსოლიდაციის უზრუნველყოფას; სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის, პოლიტიკური
მიზნების მიღწევის საშულებათა დანერგვას;
დ) ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის ფუნქციას.

8. ჩამოთვლილთაგან რომელია ფედერაციული სახელმწიფოს მახასიათებელი?


ა) ტერიტორიული ერთეულები არიან სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილები და
ხასიათდებიან ერთიანი მოქალაქეობითა და ერთიანი კონსტიტუციით;
ბ) ტერიტორიული ერთეულები არიან სახელმწიფოს დამაარსებელი სუბიექტები, აქვთ
თავისი მოქალაქეობა და კონსტიტუცია და ფედერაციული ხელისუფლების ორგანოები;
გ) ტერიტორიულ ერთეულებს აქვთ სეცესიის უფლება;
დ) ცენტრალიზებული ბიუჯეტი.

9. ჩამოთვლილთაგან, რომელია შერეული რესპუბლიკის მახასიათებელი?


ა) ორპალატიანი პარლამენტი;
ბ) მთავრობის, როგორც კოლეგიური ორგანოს არ არსებობა;
გ) ხელისუფლების განაწილება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.
დ) აღმასრულებელი ხელისუფლების გაყოფა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

10. მონარქიული მმართველობა არის მმართველობის ის ფორმა, სადაც:


ა) ვხვდებით დემოკრატიის უზენაეს გამოვლინებას;
ბ) ხელისუფლების სათავეში დგას არჩევითი მონარქი;
გ) ხელისუფლება ხორციელდება მონარქისა და მთავრობის კოლექტიური მმართველობით;
დ) ხელისუფლების სათავეში დგას მემკვიდრეობითი მონარქი.

11. რესპუბლიკური მმართველობის მახასიათებელია:


ა) ხელისუფლების ყველა ორგანოს ხელმძღვანელის პრეზიდენტის მიერ დანიშვნა;
ბ) ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხელისუფლების ორგანოები ფიქსირებული ვადთ
აირჩევა სწორედ ხალხის მიერ;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში დგას პრეზიდენტი;
დ) აღმასრულებელ ხელისუფლებას ქმნის უშუალოდ ხალხი.

12. საპარლამენტო რესპუბლიკაში:


ს) პრეზიდენტს ირჩევს ხალხი და სხვა ყველა კონსტიტუციური ორგანოს ფორმირებაზე
პასუხისმგებელი ის არის;
ბ) მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკის მსგავსად, იქმნება საპარლამენტო უმრავლესობის
მიერ და არსებოს მანამ, სანამ მის ნდობას არ დაკარგავს;
გ) აღმასულებელ ხელისუფლებას პირდაპირ პრეზიდენტი ახორციელებს;
დ) მთავრობა არ საჭიროებს პარლამენტის ნდობას.

13. საპარლამენტო მონარქიაში:


ა) მთავრობა იქმნება უშუალოდ ხალხის მიერ;;
ბ) მთავრობა ეფუძნება საპარლამენტო ნდობას;
გ) მთავრობა იქმნება მონარქის ნდობით;
დ) მთელ ხელისუფლებას, მისი დანაწილების გარეშე ახორციელებს მონარქი.

14. მმართველობის საპარლამენტო სისტემებში:


ა) პარლამენტი ყოველთვის ორპალატიანია;
ბ) პარლამენტი ყოველთვის ერთპალატიანია;
გ) მოქმედებს ავტორიტარული რეჟიმი;
დ) ხალხი ხელისუფლებას ახორციელებს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმით.

15. აბსოლუტურ მონარქიაში:


ა) ხელისუფლება არ არის დანაწილებული;
ბ) მონარქი პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე;
გ) პარლამენტს შეუძლია მონარქის ტახტიდან ჩამოცილება იმპიჩმენტის წესით;
დ) ხელისუფლება ყველაზე მკაფიოდ არის დანაწილებული;

16. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში:


ა) პრეზიდენტი განხორციელებულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობას ატარებს სენატის
წინაშე;
ბ) პრეზიდენტი ხელშეუვალია და მისი თანამდებობდან გადაყენება შესაძლებელია მხოლოდ
იმპიჩმენტის წესით;
გ) პრეზიდენტი ხელშეუვალია და მისი თანამდებობდან გადაყენება შეუძლებელია
იმპიჩმენტის წესითაც კი;
დ) პრეზიდენტი არაფერზე არ ატარებს პასუხისმგებლობას.

17. საპრეზიდენტო რსპუბლიკაში:


ა) პრეზიდენტი არის მთავრობის თავმჯდომარე;
ბ) პრემიერ-მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის პრეზიდენტს;
დ) ხელისუფლება არ არის დანაწილებული და ყველაფრის უფლება აქვს პრეზიდენტს.

18. ჩამოთვლილთაგან, რომელია შერეული რესპუბლიკის მახასიათებელი?


ა) კოლეგიური მთავრობის არ არსებობა;
ბ) ორპალატიანი პარლამენტი;
გ) ხელისუფლების დაუნაწილებლობა;
დ) აღმასრულებელი ხელისუფლების გაყოფა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

19. ჩამოთვლილთაგან, რომელი ტიპის მონარქიულ მმართველობას არ ვხვდებით?


ა) აბსოლუტურს;
ბ) დუალისტურს;
გ) საპარლამენტოს;
დ) ანარქიულს.

20. ამა თუ იმ საზოგადოებაში ახალი კონსტიტუციის მიღება შეიძლება უკავშირდებოდეს:


ა) ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას ან სახელმწიფოში იმგვარ ძირეულ ცვლილებებს,
რომლებმაც არსებითი გავლენა იქონიეს ამ საზოგადოებაში არსებულ ღირებულებათა (მათ
შორის მმართველობის სისტემისა და შინაარსის ჩათვლით) გადაფასებაზე;
ბ) მხოლოდ ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას;
გ) მხოლოდ რევოლუციას;
დ) ახალი ელიტების აღმოცენებას.
ღია კითხვები:

1. რა არის უნიტარული სახელმწიფოს მახასიათებლები?

2. რას ნიშნავს არაკოდიფიცირებული კონსტიტუცია?

3. რა არის საპარლამენტო რესპუბლიკის მახასიათებლები?

4. რას გულისხმობს კონსტიტუციის იდეოლოგიური ფუნქცია?

5. რას გულისხმობს მონარქიული მმართველობა?

You might also like