You are on page 1of 4

1.

რა ეწოდება ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ხელისუფლების მიერ ინფორმაციის

თავისუფლების შეზღუდვას?

ა) სტიგმა;

ბ) ცენზურა;

გ) კორუფცია;

დ) ნეპოტიზმი.

2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის რომელი მუხლი არ გამოხატავს


აბსოლუტურ

უფლებას?

ა) არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების


შემლახველ

მოპყრობას ან სასჯელს;

ბ) ყველა ადამიანს აქვს ნებისმიერი სახელმწიფოს ფარგლებში თავისუფალი


მიმოსვლისა და

ცხოვრების უფლება;

გ) ყველა ადამიანს, სადაც უნდა იმყოფებოდეს, აქვს უფლება ცნონ მისი


სამართალსუბიექტობა;

დ) არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობით მორჩილებაში .

3.სიციცხლის უფლება არის

ა)აბსოლიტური უფლება

ბ)არ არის აბსოლიტური უფლება

გ)ნაწილობრივი უფლება

4. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით


არაუგვიანეს

ა)48 საათისა

ბ)24 საათისა

გ)72 საათისა

დ)96 საათისა

5. პასიური საარჩევნო უფლება არის

ა)საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს


საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა
ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ
საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში;

ბ)საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების


წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის
დასაკავებლად;

გ)პირის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში


ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ;

დ)პირის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო


ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად
და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო
არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში;

6)საკონსტიტუციო სასამართლო შედგება

ა)9 მოსამართლისაგან

ბ)7 მოსამართისაგან

გ)3 მოსამართლისაგან

დ)არცერთი პასუხი არაა სწორი

7)საქართველოს პარლამენტი არის

ა) საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ,


რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის
საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ
ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა
უფლებამოსილებებს

ბ) საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ,


რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის
საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ
ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობისა და პრეზიდენტის საქმიანობას და
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს

გ) საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანო , რომელიც


ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და
საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში
კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს

დ)აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს


ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

8. რეფერენდუმი არის

ა)საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი


გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ)ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით


მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის
გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის
სარეკომენდაციო ხასიათისაა;

გ)საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი


გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.

დ)პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების


წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა
არჩევა;

9. რას ემყარება სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობა ?

ა)ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელია, ამიტომ სახელმწიფოსთან


ურთიერთობის პრინციპი დადგენილი არ არის

ბ) კორპორაციული მართვის პრინციპს

გ)კოლეგიალური მართვის პრინციპს

დ)ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს

10. რა ჰქვია თვითმმართველ ერთეულს?

ა) რეგიონი

ბ) რაიონი

გ) მხარე

დ) მუნიციპალიტეტი

11. საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ა)მთავრობის მეთაური

ბ)პარლამენტის მეთაური

გ)ქვეყნის მთავარსარდალი

დ)ყველა პასუხი სწორია

12. საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის


მოქალაქეს

ა)პრეზიდენტმა

ბ)პრემიერ-მინისტრმა
გ)საგარეო საქმეთა მინისტრმა

დ)ელჩმა

13.რამდენი მოსამართლისაგან შედგება საქართველოს უზენაესი სასამართლო

ა)28

ბ)27

გ)29

დ)30

14. საქართველოს სახელმწიფო ენა არის

ა)ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური .

ბ)ქართული

გ)სვანური

დ)არცერთი პასუხის არ არის სწორი

15.ხელისუფლების დანაწილების შტოებია

ა)აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო

ბ)ადგილობრივი თვითმმართველობები ავტონომიური რესპუბლიკები

გ)ხელისუფლების დანაწილება ხორციელდება ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ


პრინციპებზე დაყრდნობით

დ)ყველა პასუხი სწორია

You might also like