You are on page 1of 1

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-

ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. სამართლებრივ სახელმწიფოში უმაღლეს


სოციალურ ღირებულებად მიჩნეულია ადამიანი, მისი ღირსება, უფლებები და
თავისუფლებები. შესაბამისად სახელმწიფო ემსახურება ადამიანებს რომლებიც
თავად არიან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო და არა რომელიმე რელიგიას ან
ღმერთს.

სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს


სათანადო წესით მიღებული კანონის საფუძველზე, რასაც კანონის უზენაესობის
პრინიპსაც უწოდებენ.ეს ნიშნავს იმასაც, რომ დაცული უნდა იყოს არამხოლოდ
კანონის მიღების პროცედურა და საჯაროობა, არამედ მიღებული კანონები უნდა
იყოს რაციონალური და შინაარსობრივად შესაბამისი ქვეყნის ძირითად კანონთან-
კონსტიტუციასთან. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი არის გარანტი
იმისა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება შებოჭილი იქნება მოქმედი კანონებითა
და ადამიანის უფლებებით და ამდენად არ ექნება თვითნებობის, ადამიანის
უფლებებში გაუმართლებელი ჩარევის შესაძლებლობა.

კლასიკური გაგებით სამართლებრივი სახელმწიფო სამ უმთავრეს ელემენტს


მოიცავს: 1) სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს (და არა მაგალითად
მმართველს) 2) სახელმწიფო უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის უფლებებითა და
თავისუფლებით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს თვითნებობის საშუალება 3)
სახელმწიფო უნდა იმართებოდეს რაციონალური კანონების საფუძველზე.

თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი


ელემენტია. ის ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა, რადგანაც მის გარეშე
შეუძლებელია ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. თუ თითოეულ
ადამიანს არ ექნება თანასწორი შესაძლებლობა ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ
პროცესებში, განავითაროს თავის შემოქმედება, დაიკავოს სახელმწიფო
თანამდებობა და ა.შ საზოგადოება ძალიან დიდ რესურსს და შესაძლებლობებს
დაკარგავს და იქნება მუდმივად ბრძოლის რეჟიმში.

 ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის,


კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან
წოდებრივი მდგომარეობის,საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მაგალითად, შეუძლებელი იქნებოდა ალექსანდრე დიუმა გამხდარიყო მწერალი და


შეექმნა ისეთი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორებიცაა „სამი
მუშკეტერი,“ „გრაფი მონტე კრისტო“ და სხვა, თავისი კანის ფერის გამო რომ განედევნათ
და მონად გაეყიდათ. ასევე მსოფლიო დაკარგავდა მთელ როკ-ეპოქას, ფრედი მერკური
საკუთარი ეროვნების ან სექსუალური ორინეტაციის გამო საზოგადოებას რომ გაერიყა და
შემოქმედებით პროცესში ხელი შეეშალა

You might also like