You are on page 1of 13

სტუდენტი: ნათია ჭყონია.

მასალები სამეცადინოდ, კურსისათვის ამერიკული პრაგმატიზმი

ამერიკული ფილოსოფია. ამერიკული პრაგმატიზმი

საგანი შეეხება ამერიკული პრაგმატიზმის თეორიულ პარადიგმას-


ძირითად ცნებებსა და პრობლემებს, ასევე მათ ასახვას ამერიკული
აზროვნებისა და ცხოვრების წესში, განათლების კონცეფციაში,
რელიგიური ცდის მრავალფეროვნებაში, მხატვრულ აზროვნებაში,
შემოქმედებაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. შეეხება იმას, თუ
რამ განაპირობა პრაგმატიზმის ამერიკული ცხოვრების წესად ქცევა.

ამერიკული ფილოსოფია განსაკუთრებულ როლს თამაშობს


ეროვნული ამერიკული ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ისეთი
ტრადიციული ამერიკული ღირებულებების სიმტკიცეში, როგორებიცაა:
თანასწორობა, ღიაობა, ინდივიდიზმი, წარმატებაზე ფოკუსირება,
პროგრესისადმი სწრაფვა, აზრის მრავალფეროვნება, პუნქტუალურობა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ნათლად ჩანს ეროვნული


ამერიკული თვითცნობიერების ჩამოყალიბების თანმდევი სირთულეები.
ამ გზის დასაწყისში დგანან ორიგინალური მოაზროვნეები- საღი,
პრაქტიკული მიზნებით აღსავსე, ენციკლოპედიური განათლებისა და
ფართო ჰორიზონტის მქონე ადამიანები. მათი სურვილი, მოწოდება და
ამოცანაა ფილოსოფიის--,,მეცნიერებათა მეცნიერების“--ჭეშმარიტების
ამერიკელთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის მორგება.

ამერიკული ფილოსოფიური აზრი ემყარება პრინციპს, რომლის


მიხედვით, არანაირი თვალსაზრისი, არანაირი ქმედება/პასუხი არ
შეიძლება უგულებელყოფილი იქნეს. ნებისმიერი აზრი მისაღებია და
იმსახურებს მსჯელობას. განხილვის წესით ყველაფერი შეიძლება
მიიღო, თუ ეს დაეხმარება ადამიანს წარმატებით ააგოს საკუთარი
ცხოვრება. ამგვარი მიდგომის შედეგია, ერთი მხრივ, პლურალიზმი (
რამდენიმე თანასწორი შეხედულების არსებობის დაშვება) და
პრაგმატიზმი (წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების ამერიკული
ოცნების პრაქტიკული გახორციელების აუცილებლობა). ეს
უკანასკნელნი ქმნის ამერიკული ფილოსოფიური აზრის განვითარების
ფუნდამენტურ ვექტორებს.

პრაგმატიზმი ებმის ინდივიდის თავისუფალი ნების საკითხს.


,,ადამიანურ საქმეთა წინსვლის პროცესში დადგა დრო, როცა
ადამიანებმა უარი თქვეს აზრზე, რომ ბუნების აუცილებლობაა მათი
მმართველი მათგან დამოუკიდებელი, ინტერესებით მათთან
დაპირისიპირებული ძალა იყოს. მათ ბევრად უმჯობესად მიიჩნიეს,
რომ სახელმწიფო მოხელეები თავიანთი მოქირავნეები ან დელეგატები
ყოფილიყვნენ, რომელთა დათხოვნა მათი ნება იქნებოდა. ფიქრობდნენ,
მხოლოდ ამ გზით ექნებოდათ იმის სრული გარანტია, რომ მთავრობის
ძალები არასდროს არ იქნებოდა გამოყენებული მათ საზიანოდ“ (ჯონ
სტიუარტ მილი, ,,თავისუფლების შესახებ“, თავი პირველი,გვ.8).

ამერიკული პრაგმატიზმის, როგორც ამერიკული აზროვნებისა და


ყოფიერების წესის, წყაროებზე საუბრისას აუცილებელია განვიხილოთ
უტილიტარიზმი. მოკლე დეფინიციების დონეზე შევადაროთ: ა)
უტილიტარიზმი (ლათინ. Utilitas-სარგებელი)-თეორია, რომელიც
ზნეობის წყაროდ მიიჩნევს სარგებლიანობას. უტილიტარისტების
მიხედვით, სწორედ სარგებელი წარმოადგენს ადამიანის ქცევების
ჭეშმარიტ საფუძველს. საუკეთესოა ის, რაც მიმართულია დიდი
რაოდენობით ადამიანთა ბედნირებისაკენ; ბ) პრაგმატიზმი
(ძვ.ბერძნ.πραγμα-საქმე, საქმიანობა)-აღიარებს მხოლოდ იმას, რაც
პრაქტიკულ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. მას მოქმედების
ფილოსოფია შეიძლება ვუწოდოთ. ჭეშმარიტია ის, რაც პიროვნების
ინტერესს, მის განზრახვას შეესაბამება. ჭეშმარიტებას ქმნის
გამოცდილება.

უტილიტარიზმი, ისევე როგორც პრაგმატიზმი, დაფუძნებულია


სარგებლიანობის პრინციპზე. აქ უნდა შეინიშნოს, კარიერიზმი,
სიხარბე, მომხმარებლობა მიიჩნევა ,,სარგებლის“ უარყოფით
მახასიათებლებად, ,,სარგებლისკენ სწრაფვის“ დამახინჯებულ
ფორმებად. იქ, სადაც სხვა ადამიანები ეძებენ სიცოცხლის მიზანს,
სარგებლის მოპოვებისკენ მომართული ადამიანი დაკავებულია
მხოლოდ სასარგებლო რეზულტატების ძიებით.

ამგვარი მსოფლხედვის შესახებ ჰეგელი წერდა: ,,თითოეული


თავი საკუთარი თავისთვის მიზანია, სხვები კი მხოლოდ საშუალებაა
(თვითღირებულების მქონე არაა) და ვინაიდან სხვებთან ურთიერთობის
გარეშე მას არ შეუძლია სრულად მიაღწიოს საკუთარ მიზნებს, იგი
იძულებულია სხვებთან ეძებოს საკუთარი ინტერესების
დაკმაყოფილებისთვის საჭირო კავშირები“.

ანტიკურ ხანაზეც ვთქვათ. ფილოსოფიის ისტორიკოსები


არაერთგზის ეცადნენ უტილიტარიზმის საწყისის მოძიებას
ანტიკურობაში. ამ პერიოდის ფილოსოფიაში მხოლოდ ერთ ადგილას
ვხვდებით ,,სიკეთის“ გატოლებას ,,სარგებელთან“--- ეს გახლავთ
პლატონის დიალოგი ,,პროტაგორა“, რომელში სოკრატე წინ წამოსწევს
თეზისს ,,სიკეთე არის სასარგებლო“. თუმცა იქ ეს ხდება მხოლოდ
ამგვარი მსჯელობის ცალმხრივობის დასაბუთების მიზნით. საბოლოო
ჯამში სოკრატე-პლატონი ასკვნის, რომ ,,სიკეთის დაყვანადობა
სარგებელზე“ არ შეიძლება.

გავიხსენოთ დემოკრიტეს აფორიზმად ქცეული ნათქვამიც,


რომელიც უტილიტარიზმს სახავს ჰედონიზმად: ,,უარი თქვი
სიამოვნებაზე, რომელსაც არ მოაქვს სარგებელი“.

მე-20 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი მაქს ვებერი თვლის,


რომ პირველი უტილიტარისტები პროტესტანტები იყვნენ, რომელთა
თეოლოგიურმა დოქტრინამ მოარიგა მერკანტილური საზრუნავების
მიწიერება სულიერ მისწრაფებათა ამაღლებულობასთან;
უტილიტარიზმის მარცვლებს ვხვდებით ფრენსის ბეკონთან (1561-1626).
იგი ადამიანის ქცევის მოტივების ანალიზისას პირველობას ანიჭებს
,,საზოგადოებრივ სარგებელს“. ანგარიშგასაწევია- უტილიტარიზმის
წინამორბედად მიჩნეული ბრიტანელი განმანათლებელი ჯონ ლოკი
(1632-1704) სიკეთის ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად თვლის
მისაღწევ მიზანთა სარგებლიანობას.

უტილიტარიზმის სახელით მონათლული მწყობრი,


თანმიმდევრული თეორია ეკუთვნის ბრიტანელ ფილოსოფოსებს:
იერემია ბენთამს (1748-1832) და მამა-შვილ ჯეიმზ და ჯონ სტიუარტ
მილებს. ბენთამი ფილოსოფიურ ასპარეზზე შემოდის თავისი
თანადროული და მეტად პოპულარული თეორიის გაკრიტიკებით. იგი
კატეგორიულად იცავს პოზიციას, რომ კეთილისა და ბოროტის შესახებ
ჩვენი შეხედულებები მხოლოდ გამოცდილებით მოიპოვება. ბენთამის
მორალის ფილოსოფია აღიარებს ჰედონიზმისა და უტილიტარიზმის
პრინციპებს, მაგრამ ეჭვი არ აპარება, რომ თუკი ადამიანი კარგად
გაერკვევა სარგებლიანობის პრინციპში, მას აღარ დასჭირდება
სხვადასხვა ზნეობრივი ნორმების სადარაჯოზე დგომა. ეს პრინციპები
მას მიაჩნდა თვითკმარად და ყოვლისმომცველად. ჭეშმარიტი
სიამოვნების მომნიჭებელია მხოლოდ ის, რაც ნამდვილად სასარგებლოა
ადამიანისთვის. წიგნში ,,დეონტოლოგია ანუ მეცნიერება მორალის
შესახებ“ ბენთამი საზოგადოებრივი განვითარების მიზნად გვიხატავს
,,ადამიანთა უდიდესი რაოდენობისთვის უდიდესი ბედნიერების
მინიჭებას“. ზოგადად ბენთამი პირველი მოაზროვნე იყო, რომელმაც
დაიწყო ცხოველთა უფლებების შესახებ სისტემური აზროვნება.

საინტერესოა თანამედროვე ბრიტანელი ფილოსოფოსი ჯორჯ


ე.მური. იგი ამბობს: ,,ვაღიარებ ეთიკური წესებისა და ნორმების
არსებობას, მაგრამ ისინი თავიანთი ბუნებით უფრო ჰიპოთეტურნი
არიან“. მოუყვანია ასეთი მაგალითი: მკვლელობა არ შეიძლება
აღიარებულ იქნეს უნივერსალურად მცდარ ქმედებად, რადგან
მკვლელობის საერთო უსარგებლობა შესაძლოა დამტკიცდეს მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა სრული უმრავლესობა მტკიცედ
დადგება ასეთ აზრზე, რომ სიცოცხლე აზრიანი არის.

ვუბრუნდები უშუალოდ აზროვნების პრაგმატულ პარადიგმას


და განვიხილავ ამერიკული პრაგმატიზმის ფუძემდებლის ჩარლზ
სენდერს პირსის (1839-1914) ნააზრევს. პირსი მსჯელობს, ადამიანი
ესწრაფვის მოიპოვოს რწმენა, რომელიც თავისი მოქმედებების
განმაპირობებელი იქნება. რა გზას და პროცედურათა რა სისტემას
მივყავართ დაეჭვებიდან რწმენამდე?-კითხვას სვამს პირსი და
ცდილობს სათანადო მოდელის აგებას. პრაგმატიზმი, მისი მტკიცე
აზრით, უპირველეს ყოვლისა, არის მეთოდი, რომელიც არცერთ
თვალსაზრისს, არცერთ მოძღვრებას არ იცავს, იგი არ კმაყოფილდება
მეტაფიზიკური პრინციპებით, ლიტონი სიტყვებით. მისთვის მთავარია
პრაქტიკულ ღირებულებათა დადგენა. პრაგმატიზმი მოქმედების ის
პარადიგმაა, რომელშიც უკუგდებულია მზამზარეული, უნივერსალური
პრინციპები. პრაგმატიზმში წინასწარ არცერთი საკითხი არაა
გადაწყვეტილი. პრაგმატიზმის ფარგლებში ადამიანს ენიჭება
თავისუფლება, ააგოს საკუთარი ხედვა, აირჩიოს სამყაროს ისეთი
სურათი, რომელიც მას აკმაყოფილებს. ფილოსოფიის რაობის მიმართ
პირსის დამოკიდებულება ამგვარადაა ცნობილი: ,,რა არის ფილოსოფია?
ხერხია, მეთოდია, რომელიც საჭიროა ცხოვრების პულსის
ინდივიდუალური აღქმისა და შეგრძნებისათვის. ჭეშმარიტებას
შეიცნობს ის, ვინც ცხოვრებას შეიგრძნობს. ფილოსოფიამ უნდა
მაჩვენოს, რა განსხვავებას მაძლევს მე ამა თუ იმ პრინციპის
გამოყენება განსხვავებულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში“.

პირსის პრინციპის შესახებ: აზროვნების ძირითადი ფუნქციაა,


შექმნას ჩვენი მოქმედებების იმგვარი ჩვევები, რომელთაც პრაქტიკული
შედეგები მოსდევს; პირსმა უკუაგდო ემპირისტებისა და იდეალისტების
ნომინალიზმი და სცადა კანტის ფილოსოფიის რეალიზმის
ფარგლებში ინტერპრეტაცია. პირსი იღებს კატეგორიათა სისტემას,
მაგრამ გნოსეოლოგიური მეტაფიზიკა მასთან ექსპერიმენტულ
მეტაფიზიკად და მეცნიერული მეთოდის ფორმალურ ანალიზად
განიხილება----და,საბოლოოდ,თავისებურ ონტოლოგიაზე დაიყვანება.
,,ადამიანის ცხოვრება თავის საქმიანობაში ვლინდება“- ესაა პირსის
პრაგმატიზმის ამოსავალი დებულება.

ორი ტიპის რწმენას განასხვავებს პირსი: მრწამსსა და რწმენას:

პირველი არის მყარი, ჩვევაში გამტკიცებული რწმენა. მისი მცდარობა-


ჭეშმარიტობა ჩვენი ინტერესის გარეთ დგას. ჩვენ მას ვიღებთ, როგორც
მოცემულობას, და გვწამს მისი.

მეორე ისეთი რწმენა გახლავთ, რომელიც გულისხმობს ნდობის


განწყობის შემუშავებას. ამბობს, რწმენამდე მივყავართ ცოდნას და
შესაძლებელია გვქონდეს ნებისმიერი რწმენა, თუ მისი საშუალებით
სასურველ მიზანს მივაღწევთ.

ნარკვევში ,,როგორ გავხადოთ ჩვენი იდეები ნათელი“


მოცემულია ,,პრაგმატული წესის“ დახასიათება: ცნების როგორც
გარკვეული სიტყვისა და გამონათქვამის რაციონალური საზრისის
მოხელთება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ
გავითვალისწინებთ ცხოვრებისეული ქცევისთვის შესაძლო შედეგებს.
ამგვარად ხდება ცნების რედუცირება ექსპერიმენტულ ეფექტებზე. ეს
უკანასკნელნი დაიყვანებიან შესაძლო ქმედებებზე. ქმედებები
ყოველთვის კავშირშია იმასთან, რაც გრძნობებით იწვდომება.
მაგალითად, ცნება ღვინო დაკავშირებულია ადამიანის ქცევაში
აღმოცენებულ გარკვეულ ეფექტებთან აქედან ვასკვნით, რომ ღვინოს
აქვს გარკვეული თვისებები. შესაბამისად, ჩვენი რწმენები შესაძლო
ქცევის წესებად გვევლინება. პირსის მიერ გაცხადებულია პრაგმატული
მაქსიმა: ობიექტის შემეცნება- ეს არის პრაქტიკულ შედეგთა შემეცნება
ანუ ეფექტთა გაცნობიერება. სწორედ იგი ქმნის ადამიანის მიერ
ობიექტის გაგებას.
რელიგიური რწმენის პრაგმატული მოდელი

ამერიკელ პრაგმატისტთა შორის რელიგიური რწმენის პრაგმატული


მოდელის სისტემური ფორმის ჩამოყალიბებას ვხვდებით უილიამ
ჯემზთან. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს მისი კვლევა ,,The Varieties
Of Religious Experience), რომელიც დამსახურებულად მიიჩნევა
განსაკუთრებული დატვირთვის მქონედ პრაგმატიზმის ფარგლებში
რელიგიური რწმენის სისტემური დაფუძნების ველზე. ჯემზი
გვთავაზობს მიდგომას, რომელიც, როგორც რელიგიის ფილოსოფიური
აზრის შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, ნაყოფიერებით გამოირჩევა.

ჯემზი შეგვახსენებს, რომ მეცნირების გაფურჩქვნას მოჰყვა


რელიგიური მსოფლაღქმის საფუძვლების შერყევა. მეცნიერები,
აღნიშნავს ჯემზი, მატერიალისტურად და ათეისტურად არიან
განწყობილნი. მატერიალიზმის პოზიციებზე გაჩერება, ღვთის რწმენის
უარყოფა ნიშნავს ფილოსოფიის დამარცხებას, ჭეშმარიტი
ზნეობრიობისთვის ზურგშექცევას. ეს იგივე იქნება, რომ ადამიანმა
საკუთარ განუმეორებელ ინდივიდუალიზმზე უარი თქვას, რამეთუ
ღმერთი სწორედაც რომ კონკრეტულ ინდივიდს სჭირდება
ბოროტებისა და ქაოსის წინააღმდეგ ბრძოლის საიმედო საყრდენად.
მეტად საგულისხმო ნიუანსია-- ღმერთი, რელიგიური რწმენა ჯემზის
მიერ ფუძნდება არა ონტოლოგიური მნიშვნელობით, არამედ
პრაგმატული მნიშვნელობით: ღვთის რწმენა გადამრჩენია, ის
სჭირდება ადამიანს. ურწმუნოება დამანგრეველია. ჯემზის თეორიის
საყრდენი ცნებაა ,,რელიგიური გამოცდილება“.

იგი მას ზოგადად ადამიანური გამოცდილების განუყოფელ


კომპონენტად მიიჩნევს და რელიგიურ ღირებულებათა სისტემაში
აუცილებელ რგოლად ხედავს. ჯემზი ამტკიცებს, რომ ჩვენ ვიღებთ
რწმენას მაშინაც კი, როცა ლოგიკა საწინააღმდეგოს გვკარნახობს. იგი
ვრცლად და სიმპათიით ციტირებს პასკალს, განსაკუთრებით ახლოსაა
მისთვის პასკალისეული ,,გულის ლოგიკა“. იგი ასევე აგრძელებს
ადრეული ამერიკული ფილოსოფიის ტრადიციას იმით, რომ
ედვარდისა და ჯონსონის იდეათა ერთგული მიმდევარია. ჯემზი
თვლის, რომ მეტაფიზიკურ-რელიგიური ჭეშმარიტება უმალ
გრძნობით მოიხელთება, ვიდრე გონებით და, საერთოდაც,
ფილოსოფიური სისტემები ფილოსოფოსთა ტემპერამენტის შედეგია და
არა- აზრის მოძრაობის ლოგიკისა. არსებობს რაღაც უხილავი წესრიგი,
რომელიც უნდა ვიწამოთ, რათა აზრი მიეცეს ხილულ სინამდვილეს--
ასე გაზოგადდება საბოლოოდ რწმენის შინაარსი.

განათლების პრაგმატული მოდელი: ჯონ დიუი

დიუი სამართლიანად არის მიჩნეული განათლების ფილოსოფიის


ნოვატორად. პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში
ამუშავებს და ხვეწს განათლების სისტემის ახალ პარადიგმას.
დიუისთან ფილოსოფოსობა განათლების თეორიას, უფრო ზუსტად,
განმანათლებლობას ემთხვევა. ფილოსოფოსის საქმეა რეფლექსურად
გაწმინდოს მიზნები, ნორმები, იდეალები , რომლებიც განათლების
სამსახურში ჩადგებიან და წარმართავენ საზოგადოების სწორი გზით
სვლას. რეკონსტრუირებულმა ფილოსოფიამ უნდა შეიძინოს
მოქმედი ინტელექტუალური იარაღის სტატუსი.

დიუი ამბობს, სუბიექტი ცხოვრობს გარემოთი და არა- გარემოში.


დიუი რადიკალური ემპირისტია. ის უარყოფს აზროვნების
თავისთავად ღირებულებას და მის შეფასებას შედეგიდან ითხოვს.

,,მე მჯერა, რომ ნებისმიერი სახის განათლება სათავეს ადამიანთა


მოდგმის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ინდივიდის ჩართულობიდან
იღებს. ეს პროცესი გაუცნობიერებლად თითქმის დაბადების
მომენტიდან იწყება და თანდათანობით გამოკვეთს ინდივიდის
ძალებს, აყალიბებს ჩვევებს, ავსებს ცნობიერებას, აღძრავს ემოციებს.
ამ არაცნობიერი განათლების მეშვეობით ადამიანი თანდათანობით
კაცობრიობის მიერ თანაცხოვრების განმავლობაში დაგროვებული
ინტელექტუალური და მორალური რესურსის თანამოზიარე ხდება“
(John Dewey).
დიუის სჯერა, რომ თანამედროვე განათლების დიდი ნაწილის
წარუმატებლობის მიზეზი ამ ფუნდამენტური პრინციპის
უგულებელყოფაა- განიხილავდნენ სკოლას როგორც საზოგადოებრივი
ცხოვრების ფორმას! რა არის ახლა არსებული გაგებით სკოლა? - ესაა
ადგილი, სადაც მოსწავლეს განსაზღვრული ინფორმაცია უნდა
მიწოდებოდეს, კონკრეტული გაკვეთილები ასწავლონ და მათი
ღირებულება , კლასიკური მოსაზრებით, შორეულ მომავალში
გამოჩნდება. ამრიგად, ბავშვს ეუბნებიან, რომ მან ეს ყველაფერი უნდა
აკეთოს იმიტომ, რომ მომავალში კიდევ რაღაც აკეთოს. დიუის
აზრით, ყოველივე ამას არ შესწევს უნარი ბავშვის ცხოვრებისეულ
გამოცდილებად იქცეს. ამდენად, იგი ჭეშმარიტად საგანმანათლებლო
ხასიათს მოკლებულია.

ამერიკული პრაგმატული არქიტექტურა

ამერიკული პრაგმატიზმის ფილოსოფია განუყოფელია იმ


ზოგადკულტურული პროცესებისგან, რომელთაც ადგილი აქვს აშშ-ში.
მოკლედ მიმოვიხილავ ამერიკული პრაგმატიზმის ფილოსოფიის
იდეების გამოვლენას ამერიკული არქიტექტურის მაგალითზე.

რალფ უდრო ემერსონი ამბობს, რომ ნაგებობა ისევე კომფორტულად


უნდა იყოს მორგებული ადამიანის მოთხოვნებზე, როგორც
,,ლოკოკინას ნიჟარაა მორგებული ლოკოკინას“. ამ პოზიციას
მთლიანად იღებს ამერიკული პრაგმატული არქიტექტურის
ფილოსოფია. პრაგმატიზმის პრინციპების მიხედვით, არქიტექტურა
ცხოვრების ინტეგრირებული ნაწილია, მას განსაკუთრებული, მისთვის
დამახასიათებელი წვლილი შეაქვს მაღალი ხარისხის მქონე
ადამიანური გამოცდილების აგებაში და ეხმარება ადამიანს იმ
კულტურული მნიშვნელობების ფორმირებაში, რომლებიც მომავალი
გამოცდილების გზამკვლევებად იქცევიან მისთვის.
დიუის მიაჩნია, რომ არქიტექტურა ადამიანის ესთეტიკური
გამოცდილების ნაწილია და მას ასევე აკისრია საგანმანათლებლო
ფუნქცია. დიუი მიიჩნევს, რომ თანამედროვე არქიტექტურული
ფორმები მარტივად აღსაქმელი და ამოსაცნობი სივრცითი მოდელების
საშუალებით უნდა დაგეგმარდეს.

ზოგადად პრაგმატისტები თვლიან, რომ ხელოვნების მთავარი


დანიშნულებაა სიამოვნების მინიჭება. სიამოვნება მხატვრული
ნაწარმოების შეფასების უნივერსალური კრიტერიუმია. ხელოვნებაში
მთავარია შემოქმედებითი პროცესი, რომელიც შემოქმედს ანიჭებს
სიამოვნებას.

პრაგმატიზმის ესთეტიკა თეორიულად აფუძნებს მხატვრული


შემოქმედების დეინტელექტუალიზაციას. ინტელექტუალური
შემოქმედება, პრაგმატისტების აზრით, მეცნიერის საქმეა. მხატვრის
შემოქმედება არაცნობიერის სფეროში მიმდინარეობს, სადაც
პირველობს გრძნობა, ინტუიცია. ხელოვნების ინტუიციური ხასიათი
ყველაზე მეტად მუსიკაში ვლინდება. პრაგმატისტები მხატვრული
ნაწარმოების ინტერპრეტაციაში უშვებენ პლურალიზმს.

პრაგმატიზმის ესთეტიკის ძირითადი გამგრძელებლები მიჰყვებიან


დიუისა და ჯემზის ნააზრევს. თეორეტიკოსი გოშტალკი თვლის, რომ
ხელოვნება არანაირად არ არის რეალობასთან შესაბამისობაში და მისი
ამოცანაა წმინდა ფორმების შექმნა. მხატვრული ნაწარმოების ფორმა
შემოქმედის თვითნებური კონსტრუქციების ნაყოფია.

ამერიკელი ემიგრანტი ჰორაციო კალენი წერს (,,ხელოვნება და


თავისუფლებაში“), რომ მშვენიერება არ არსებობს არც ბუნებაში და
არც საზოგადოებაში, ის შექმნილია ადამიანის მიერ.

ამერიკული პრაგმატიზმის ესთეტიკის ეს თეორიული იდეები ასახვას


ჰპოვებს ამერიკული არქიტექტურის, ლიტერატურის, პოეზიის,
მხატვრობისა და ქანდაკების ნიმუშებში.
აინ რენდი- ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი-- მოკლედ ამ
ადამიანის შემოქმედებაზე (1905-1982)

თანამედროვე ამერიკულ ფილოსოფიაში გამორჩეული ადგილი


უკავია აინ რენდის (Ayn Rand) შემოქმედებას. ობიექტივიზმის
ფუძემდებელი , თანამედროვე ნეოკონსერვატორების მუზა,
ფილოსოფიური ესეისტიკის დიდოსტატი, თანამედროვე ამერიკული
ფილოსოფიური ლიტერატურის ვარსკვლავი- ამ ეპითეტებით ამკობენ
თანამედროვე ამერიკული ფილოსოფიის ყველაცე ცნობილ
ფილოსოფოსს თავად ამერიკელები. განსაკუთრებულია რენდის
ფილოსოფიური რომანებისა და ესეების გავლენა ამერიკულ
საზოგადოებაზე. სიციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ისინი
მეორე ადგილს იკავებენ ბიბლიის შემდეგ.

რენდის მხატვრულ-ესთეტიკური ხედვა მნიშვნელოვნად არის


განპირობებული ამერიკული პრაგმატიზმის ძირითადი იდეებით. აინ
რენდის (ალისა როზენბაუმი) ფილოსოფიური დისკურსის
ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა არისტოტელესა
და ნიცშეს ფილოსოფიამ.

რენდი ქმნის ობიექტივისტური ფილოსოფიის კონცეფციას. იგი,


ერთი მხრივ, ამერიკულ რაციონალიზმსა და , მეორე მხრივ,
პრაგმატიზმს ემყარება---კონკრეტულად გონებისა და სარგებლის
ცნებებს.

რენდს მიაჩნია, რომ გრძნობები, წინათგრძნობა და რწმენა


საფრთხილო რამ არის. ისინი ზიანის მომტანნი შეიძლება იყოს.
რენდის ობიექტივიზმის საყრდენი ცნება ბედნიერებაცაა. ეს
უკანასკნელი პერსონულ გრძნობებთან კავშირში არ არის, ის
გონებისა და სარგებლის კონტროლქვეშ უნდა იმყოფებოდეს. რენდი
ამბობს, იმას, რასაც მოაქვს ბედნიერების შეგრძნება,
თვითგანადგურებისკენ მივყავართ და უნდა ვერიდოთ.

რენდი თვლის, რომ ესთეტიკურის მნიშვნელობა, ხელოვნების


ადგილი ადამიანის ცხოვრებაში მჟღავნდება მხატვრული ნაწარმოების
მეშვეობით. მასში და მისით ხდება აბსტრაქტული ცოდნის
რეალობის ფიზიკურ ფორმად გარდაქმნა ანუ რომანად, ნოველად,
მოთხრობად და ა.შ. გარდაქმნა. აღნიშნულის წვდომას
თვითგაცნობიერება სჭირდება. ასე და ამგვარად, რენდმა საკუთარი
ფილოსოფიური მრწამსის გადმოცემა მხატვრულ ნაწარმოებებს
მიანდო. მისი მთავარი იდეები პირველად გამოითქვა ფილოსოფიურ
რომანებში ,,პირველწყარო“ (,,The Fountainhead”) და ,,ატლანტმა
მხრები გაშალა“ (,,Atlas Shrugged”).

რომან ,,პირველწყაროს“ მთავარი გმირია არქიტექტორი ჰოვარდ


რორკი. იგი რენდიანული ფილოსოფიის გამჟღერებლად გვევლინება.
რენდის ჰოვარდ რორკი აბსოლუტური თავისუფლებისა და
აბსოლუტური ეგოიზმის მატარებელი პერსონაჟია. რენდის
აბსოლუტური ეგოიზმი სახეა გონივრული ეგოიზმისა. მისი მრწამსია
საკუთარი ინტერესებიტ ცხოვრება იმგვარად, რომ სხვათა ინტერესები
არ შეილახოს. რორკი იმაზე მაღლა დგას, რომ სხვებს იყენებდეს
თავისი ინტერესებისთვის. აღნიშნული ვლინდება ყველას მიმართ და
განსაკუთრებით რორკის მიერ შეყვარებულისადმი მიმართვის დროს:
,,მე ის მიყვარს ეგოისტურად და ჩემს ინტერესებშია დავეხმარო მას,
თუ დასჭირდება. ეს თავგანწირვა კი არ არის, მე ამ დახმარებით
სიამოვნებას ვიღებ“. სხვათა შორის, ამგვარ დამოკიდებულებას ავლენს
რენდის ყველა პერსონაჟი . ისინი ახმოვანებენ რენდის ფილოსოფიურ
ესეში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ : ,,ყოველი ადამიანი თავისი
არსით სრულყოფილია და სხვისი მიზნების მიღწევის საშუალებად არ
უნდა იქცეს არავინ. ადამიანი უნდა არსებობდეს საკუთარი
თავისთვის. ადამიანის ცხოვრების უმაღლეს მორალურ ღირებულებად
უნდა იქცეს საკუთარი გონიერი, რაციონალური, ეგოისტური
სურვილებისათვის ხორცშესხმა“ (Rand.1989:3).
Rendi, Ain (2014), ეგო ეგოიზმის გარეშე, თარგმანი ნინო
თართარაშვილისა, ჟურნალი ,, ფილოსოფიურ-თეოლოგიური
მიმომხილველი“ #4. 2014, თბილისი, გვ.160-172;

Rand, Ayn (1982), Philosophy Who needs it, New York: signet;

Cilento K.Kolumba Museum// Archdaily.-2010.-


https://www.archdaily.com/72192/kolumba-musuem-peter-zumthor

John Dewey, My Pedagogic Creed, School Journal Vol.54, pp.77-80;

Peter Zumthor//Wikipedia.-2011.-
https://en.wikipedia.org/wiki/Peter_Zumthor

ფილოსოფიის პროფესორ ანასტასია ზაქარიაძის შედგენილი სახელმძღვანელო ,,ამერიკული


ფილოსოფია“ http://press.tsu.ge/data/image_db_innova/E-BOOK%20-
%20Amerikuli%20Filosofia%20_%20Zaqariadze%20.pdf

You might also like