You are on page 1of 21

1.

რა წარმოადგენს ეთიკური თეორიების მნიშვნელოვან

საფუძველს და ამის მიხედვით რომელ თეორიებს
გამოყოფენ
ეთიკური თეორიების განსხვავებისთვის მნიშვნელოვან
საფუძველს წარმოადგენს ის, თუ მოქმედების ან ქცევის რომელი
მხარე აღმოჩნდება ყურადღების ცენტრში მისი შეფასებისას. ამის
საფუძველზე თეორიების ორ ტიპს გამოყოფენ- უტილიტარულსა
და დეონტოლოგიურს.

2.რას ნიშნავს ტერმინი „ უტილიტარიზმი“ და ვინ იყვნენ მისი

მიმდევრები?
ტერმინი „უტილიტარიზმი“ წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან
„უტილიტას“- სარგებელი, ხეირი. უტილიტარიზმის
მამამთავრებად ითვლებიან ბრიტანელი ფილოსოფოსები
იუმი, ბენტამი და მილი.
3. როგორი პოზიცია ითვლება უტილიტარისტული
თეორიებისთვის?
უტილიტარისტული თეორიებისთვის პრინციპულად ითვლება
ის პოზიცია, რომ ისინი ადამიანის ქცევის მორალური
შეფასებებისას იმ შედეგიდან ამოდიან(სიკითე, ბოროტება,
მოგება ან წაგება და ა.შ), რომელთანაც მან მიგვიყვანა.
ზოგჯერ იმის შესახებაც საუბრობენ, რომ მორალური
შეფასების თვალსაზრისით, საქციელის ან მოქმედების
განმსაზღვრელი ელემენტი მისი მიზანია. ამიტომაც
უტილიტარისტულ თეორიებს ტელეოლოგიურსაც( ბერძნ
„ტელეო“-მიზანი) უწოდებენ.ამასთან ყველაფერი მიეკუთვნება
მოქმედი პირის ზრახვებს, ჩანაფიქრს, მოტივებს, იმას, თუ
რამდენად ხელმძღვანელობდა იგი მორალური
მოსაზრებებით როგორც მიზნის, ასევე მიღწევსი საშუალებების
არჩევისას- უკანა პლანზე რჩება ან სულაც არ მიიღება
მხედველობაში.
4.რაში მდგომარეობს პოზიტივიზმის ფილოსოფია?
პოზიტივიზმის ფილოსოფიის შესაბამისად, რომელთანაც
უტილიტარისტულ ეთიკას ბევრი საერთო აქვს, აზრი მხოლოდ
„მტკიცე ფაქტების“ განხილდვას აქვს, ე.ი. რაც
ხელმისაწვდომია დაკვირვებისთვის, რისი დანახვა და
გარედან დაფიქსირებაც შეიძლება. ასეთთა რიცხვს
მიეკუთვნება ჩვენი მოქმედებების შედეგები, რომლებსაც
გარშემომყოფნი გარკვევით ხედავენ. რაც შეეხება
განზრახვებსა და მსგავს მატერიებს, მათ შესახებ გარეთა
დამკვირვებელმა იმის სიტყვებიდან შეიძლება იცოდეს, ვინც
ეს საქციელი ჩაიდინა. უფრო მეტიც, ეს ადამიანი შეიძლება
გულწრფელი იყოს, მაგრამ მისი ახსნისას ცდებოდეს,
აღიაროს ერთი მოტივი და საკუთარ თავს დაუმალოს სხვები.
ასე რომ, ასეთი ცოდნა არასაიმედო და ნაკლებად სარწმუნო
იქნება.

5. უტილიტარიზმის თვალსაზრისით როდის არსი ადამიანის

მოქმედება მორალურად გამართლებული?
უტილიტარიზმის თვალსაზრისით, ადამიანის მოქმედება
მორალურად გამართლებული იქნება იმდენად, რამდენადაც
მას უმორალო სიკეთესთან მივყავართ, ამგვარად,
მოქმედების მორალური შეფასების დროს უმორალო სიკეტე
კრიტერიუმის სახით წარმოგვიდგება. მოქმედება თავისთავად
კარგად ან ცუდად არ ჩაითვლება, თუ მიღებულ შედეგს არ
გავითვალისწინებთ. ამგვარ სიკეთეს შეიძლება
წარმოადგენდეს, მაგალითად, სილამაზე, ჯანმრთელობა,
ცოდნა, სიამოვნება, ნეტარება და სხვა. ამიტომ ადამიანის
მოღვაწეობა ისეთ სფეროებში როგორიცაა ხელოვნება,
მედიცინა, მეცნიერება და სხვა, თუნდაც საკუთრივ მორალური
პრობლემების გადაჭრისკენ არ იყოს მიმართული, მაინც
მორალურად მნიშვნელოვანია და მორალურ შეფასებას
ექვემდებარება.

6. როგორ არის გამოხატული “უტილიტარიზმის“ არსი

პოპულარულ ლიტერატურასა და ადამიანის ცნობიერებაში?
პოპულარულ ლიტერატურასა და ადამიანის ცნობიერებაში
ტერმინის „უტილიტარიზმის“ არსი ხშირად დამახინჯებული და
პრიმიტივიზებულია. მაგალითად, უტილიტარისტული
მოსაზრებით, დებულება „მიზანი ამართლებას
საშუალებას“( უფრო ზუსტად კი- პოზიტიური შედეგები განზრახ
ჩადენილი ამორალური მოქმედებების გამართლების
უფლებას გვაძლევს. შეიძლება სახელმძღვანელო აზრად,
დებულებად ჩაითვალოს, რადგან უტილიტარიზმისათვის
„სწორი ის არის, რაც უფრო სასარგებლოა“. ერთ-ერთი
ფორმულ რომელსაც უტილიტარზიმის გამოსახატავად
იყენებენ, მიგვითითებს აუცილებლობაზე „უზრუნველყოთ
უფრო მეტი სიკეთე უფრო მეტი ადამიანისთვის“.

7. რომელ პრინციპს აღიარებს უტილიტარისტული თეორია?

უტილიტარისყული თეორია აღიარებს ერთადერთ პრინციპს
- ეთიკური პრინციპი.

8. რას ნიშნავს ეთიკური პრინციპი?

ეთიკური პრინციპი- სარგებლობის პრინციპი, რომელიც
დაახლოებით ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: ჩვენ
ყოველთვის იმგვარად უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი
მოქმედებების პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს შორის
შესაძლო თანაფარდობებიდან საუკეთესოს მივაღწიოთ; ან თუ
შედეგები ნებისმიერ ვარიანტში ნეგატიური იქნება, მაშინ უნდა
ვეცადოთ მივიღოთ რაც შეიძლება ნაკლები ბოროტება. ან
ჩვენი არჩევანი გამართლებულად ჩაითვლება, თუ არჩეული
ვარიანტი წარმოშობს მეტ სიკეთეს, ვიდრე სხვა ნებისმიერი.

9.რას გულისხმობს ეთიკური პრინციპი?

ეთიკური პრინციპი გულისხმობს:
ა) ჩვეულებრივ ჩვენს საქციელს მოჰყვება არა ერთი, არამედ
რამდენიმე შედეგი, რომელთა შორის იქნება ნეგატიურიც და
პოზიტიურიც.
ბ) ჩვენი საქციელი შეიძლება შეეხოს არა მარტო იმ
ადამიანებს, რომლებისკენაც იგი უშუალოდაა მიმართული,
არამედ ბევრ სხვასაც.
გ) ჩვენ შეგვიძლია და ყველა ეს მოსალოდნელი შედეგი
გონებაში უნდა ავწონ-დავწონოთ, გამოვთვალოთ
მოსალოდნელი ბალანსი.

10. რას ეწოდება „შინაგანი სიკეთის“ ცნება?

„შინაგანი სიკეთის“ ცნება არის ცნება ისეთი სიკეთის,
რომელიც ყველას მიერაა აღიარებული, მიუხედავად აზრთა
და მიდრეკილებათა სხვადასხვაობისა. ეს სიკეთე შეიძლება
ჩაითვალოს თავისთავად ან უბრალოდ მისაღწევ საშუალებად.
მაგალითად, ჯანმრთელობის აღდგენის ან ტკივილის
შემსუბუქებისკენაა მიმართული.

11. რას ნიშნავს ჰედონისტური თეორია და ვინ იყვენენ მისი

მიმდევრები?
ჰედონიზმი ეთიკური პოზიციაა, რომელიც ამტკიცებს, რომ
სიამოვნება უმაღლეს სიკეთეს წარმოადგენს. მისი მიმდევრები
იყვენენ ბენტამი და მილი.

12. რას ნიშნავს მონისტური თეორია?

თუ სიკეთე ითვლება ერთადერთად, სხვა დანარჩენი კი
დაქვემდებარებულად, მაშინ ასეთ თეორიას შეგვიძლია
მონისტური ვუწოდოთ.

13.რა განსხვავებაა უტილიტარისტულ თეორიებს შორის?

ესაა განსხვავება წესების უტილიტარიზმსა და ქცევების
უტილიტარიზმს შორის. წესთა უტილიტარიზმი ამართლებს
სიტყვებს „არ მოიპარო“, „არ იცრუო“,და სხვა. თვით წესები კი
სარგებლიანობის პრინციპის გზით საბუთდება. ქცევის
უტილიტარიზმიდან გამომდინარე, წესების დაცვას
ყოველთვის მივყავართ საერთო სიკეთის, სასარგებლოს
ფუძემდებელი პრინციპის რეალიზაციამდე.
14.რას ეწოდება „დეონტოლოგიური თეორიები“
დეონტოლოგიური თეორიები მოქმედებათა შეფასების
დროს მხედველობაში იღებს არა მარტო მათ შედეგებს,
არამედ მოქმედ პირთა მოტივებს, ზრახვებს, ჩანაფიქრს,
ისევე როგორც მათი რეალიზაციის საშუალებებს.

15.ისაუბრეთ დეონტოლოგიურ თეორიებზე

დეონტოლოგიური თეორიებიც ან მონისტურია ან
პლურალისტული. მონისტურ თეორიაში ფუძემდებლურად
მიიჩნევა ერთი პრინციპი, ამასთან ითვლება, რომ ყველა
მორალური წესი უნდა მომიდინარეობდეს მისგან ლოგიკური
გზით. ამის მაგალითია პიროვნების პატივისცემის პრინციპი
ანუ ე.წ. ეთიკის „ოქროს წესი“, რომელშიც ბიბლიური მცნებაა
ნაგულისხმევი: „სხვენს მოექეცი ისე, როგორც გინდა, რომ
სხვები მოგექცნენ“

16. რას ნიშნავს კანტის მიხედვით იმპერატივი?

კანტის მიხედვით იმპერატივი- ეს ისეთი ობიექტური
პრინციპის ფორმულირებაა, რომელიც გონების ბრძანებით
იძულებითია ნებისყოფისათვის. საქციელი ჩვენს ნებისყოფას
ისე წარმართავს, როგორც ამას ობიექტური,ზეპიროვნული
გონება აწესებს. სწორედ ასე განისაზღვრება კანტის მიხედვით
საქციელის მორალურობა. იგი კატეგორიულ იმპერატივს ასე
განმარტავს: „იმოქმედე იმ მაქსიმის თანახმად, რომლითაც
ხელმძღვანელობის დროს შენ იმავდროულად შეძლებ
მოინდომო, რომ იგი საყოველთაო კანონად იქცეს“.

17.დაასახელთ პლურალუსტული კონცეფციის მაგალითი

პლურალისტული კონცეფციის მაგალითად შეგვიძლია
დავასახელოთ თეორია, რომელიც XX საუკუნის პირველ
ნახევარში ამერიკელმა ეთიკოსმა შ.როსმა წამოაყენა. როსის
თვალსაზრისით, არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური და
ერთმანეთს დაცილებული მორალური პრინციპი, ისეთები,
როგორიცაა ნაკისრი ვალდებულებების მიმართ ერთგულება,
სიკეთის კეთების მოვალეობა, სამართლიანობის დაცვა და
სხვა.

18. რას ნიშნავს თანაფარდობითი მიდგომის არსი?

თანაფარდობითი მიდგომის არსი იმაში მდგომარეობს,
რომ რაიმე პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებები,
თუმცა უარყოფილი არ არიან, გარკვეულ შემთხვევებში
სრულიად დასაბუთებულად შეიძლება იქნეს დარღვეული,
რადგან სხვა პრინციპით დაკისრებულ მოვალეობებს
ეწინააღმდეგება.

2. რა წარმოადგენს ეთიკური თეორიების მნიშვნელოვან

საფუძველს და ამის მიხედვით რომელ თეორიებს
გამოყოფენ?

You might also like