You are on page 1of 3

პრეზენტაციი მომზადების განხორციელების საფეხურები:

1. ენციკლოპადიებში, ლექსიკონებში, ელექტრონულ ბაზებში მოიძიეთ


არჩეულ თემასთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია და ვიზუალური მასალა (საკუთრივ
ხელოვნების ნაწარმოებები, ისტორიულ პერიოდთან დაკავშირებული სხვა სახის
ილუსტრაციები; მაგ. ისტორიულ პირთა გამოსახულებები, ნაგებობის რეკონსტრუქცია,
საარქივო ფოტო და ა.შ.)
2. შეადგინეთ გეგმა და განსაზღვრეთ საკვლევი მასალა (მაგ. რა ნამუშევრებს და ტექსტებს
გამოიყენებთ)
3. დაამუშავეთ სათანადო ლიტერატურა
4. აღწერეთ და გაანალიზეთ თემასთან დაკავშირებული ხელოვნების ქმნილებები
5. შეარჩიეთ ილუსტრაციები
6. მიუთითეთ ლიტერატურა
7. მოიძიეთ და მიუთითეთ თემასთან დაკავშირებული ბმულები
პრეზენტაციას ეთმობა 5–7 წთ, მაქხ. 10 ილუსტრაცია მოკლე კომენტარებით (ძირითადი
თარიღების, ტოპონიმენის, ისტორიულ პირთა/მხატვართა მითითებით);
ძირითადი დებულებები მოკლე და თემის ადექვატური უნდა იყოს

აჩვენეთ:

1. შესავალი (მოკლედ მოხაზეთ საპრეზენტაციო თემა – მისი აქტუალობა, მნიშვნელობა)


2. საკუთარი სიტყვებით გადმოეცით აზრი, სხვისი აზრი უნდა დამოწმდეს
3. ისტორიის მოყოლის ან სხვათა პუბლიკაციის შინაარსის გადმოცემის ნაცვლად
წარმოადგინეთ და დაიცავით საკუთარი არგუმენტები;
4. არგუმენტები წარმოადგინეთ პირველადი და მეორადი მასალის მაგალითზე (სათანადო
ისტორიული პერიოდის გამოსახულებები, წერილობითი წყაროები, ნუმიზმატიკა, და
სხვ.);
5. შესაბამისი დამხმარე მასალის (მეორადი წყაროებით) მოშველიებით მხატვრული
მოვლენის კონტექსტუალიზაცია;
6. განიხილეთ მეორად წყაროებში მოძებული ინტერპრეტაციები;
7. საგულდაგულოდ ჩამოაყელიბეთ დასკვნა სადაც წარმოჩნდება განხილული ნაწარმოების
(ნაწარმოებთა ჯგუფის) ისტორიული მნიშვნელობა;
8. წარმოადგინეთ სათანადო ბიბლიოგრაფია;
9. გამოიყენეთ მინ. 3 წყარო: 1 პირველადი (საკუთრივ ხელოვნების ქმნილებები), 2 თქვენ
მიერ დამოუკიდებლად მოძიებული
10. მოერიდეთ იმის შესახევ წერას რაც არ გესმით ან არ მოგწონთ (რაც ხშირად ერთი და
იგივეა)

PowerPoint პრეზენტაციაში მიუთითეთ:

თემის (პრეზენტაციის) სათაური


ავტორთა სახელი და გვარი
კურსის დასახელება
აკადემიური წლისა და სემესტრის მითითება

შესავალი: საკვლევი საკითხის განსაზღვრა, აღნიშნეთ რითაა გამოწვეული თემის


მნიშვნელობა, მონიშნეთ რაზე იქნება ლაპარაკი შემდგოში; მოკლედ აღნიშნეთ საკითხის
შესწავლის თქვენი წვლილი და შედეგები;

ძირითადი ნაწილი : წარმოდგენილი უნდა იყოს თემის სხვადასხვა ასპექტები; გაანალიზეთ


საკითხი სხვადასხვა მხრიდან, მიმართეთ შეადარებებს

დასკვნა: მოკლედ შეაჯამეთ თქმული, გამოყავით მნიშნელოვანი მომენტები

მიუთითეთ სათანადო ბიბლიოგრაფია (ნაბეჭდი და ელექტრონული რესურსები)

sasargeblo rCevebi

 ივარჯიშეთ კითხვაში – რამდერჯერმე ხმამაღლა წაიკითხეთ თქვენი ტექსტი (იმ


შემთხვევაში თუ რომელიმე სიტყვის/ტერმინის მნიშვნელობა არ იცით, ან
გიძნედლებათ წარმოთქმა ამოიწერეთ და დააზუსტეთ)

 შეეცადეთ იკითხოთ/ილაპარაკოთ ნელა და გასაგებად

 უყურეთ აუდიტორიას (დაამყარეთ „თვალების/მზერითი კონტაქტი) რაც შეიძლება


ხშირად

 თუ გიძნელდებათ ზეპირად ლაპარაკი (ან ნერვიულობთ) წაიკითხეთ თქვენი


დაწერილი ტექსტი

გამოსახულებები/ილუსტრაციები

1. აღნიშნეთ ტექსტში როდის უნდა შეცვალოთ გამოსახულება (გადახვიდეთ შემდეგ


გამოსახულებაზე)

2. Power Point–ის პრეზენტაციისთვის

 პირველ სალაიდზე (გვ.) დაწერეთ სათაური, სახელი გვარი


 გამოსახულება მკაფიოდ აღიქმება სადა შავ ფონზე

 წარწერები მთლიანად თქვენ ტექსტს არ უნდა შიცავდეს

 ყოველი გამოსახულების იდენტიფიკაცია (სათანადო განმარტებითი წარწერები)


უნდა ახლდეს

 პრეზენტაციისას აკონტროლეთ გამოსახულებები – შესაძლოა არეული იყოს

 ბოლოში დაურთეთ ბიბლიოგრაფია და გამოყენებული ელ. რესურსები

 პრეზენტაციის ბოლოს გადაუხადეთ აუდიტორიას მადლობა და იკითხეთ ხომ


არ არის შეკითხვები

გულდასმით დაამუშავეთ „არგუსზე“ დადებული ტექსტები და სათანადო მითითებული


ლიტერატურა
გამოიყენეთ „არგუსზე“ დადებული ლექსიკონი და ინტერნეტ ბმულები

You might also like