You are on page 1of 2

კომპლექსური დავალების ბარათი

(მოსწავლისთვის)

სასწავლო
2022-2023/I სემესტრი
წელი/სემესტრი
საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი X
მასწავლებელი: დარეჯან კიკნაველიძე
თემა/თემები ზეპირი პრეზენტაცია - ნაწარმოების ავტორი, მწერლის ენა და ეპოქა
კომპლექსური
დავალების სამი კვირა მოსამზადებლად და წარდგენა გაკვეთილზე/გაკვეთილებზე;
შესრულების ვადა:
კ/დ-ის შედეგად
შექმნილი პრეზენტაცია (ზეპირი)
პროდუქტი
კომპლექსური მოამზადე ზეპირი პრეზენტაცია
დავალების პირობა :  ,,აბოს წამების“ მიხედვით (ძირითადად შესავალი წერილებსა და პირველ თავზე
დაყრდნობით) მოამზადე ზეპირი პრეზენტაცია თემაზე - ნაწარმოების ავტორი,
მწერლის ენა და ეპოქა. პრეზენტაციისას გამოიყენე ვიზუალური მასალა (მაგ:
სლაიდები, სქემა, ცხრილი...) მეტყველებისას დაიცავი სალიტერატურო ენის
ნორმები.

ვიზუალური გაფორმების შექმნისას გაითვალისწინე


 ეცადე მაქსიმალურად გამოიყენო ნაწარმოებში და საკითხავ მასალაში მოცემული
საჭირო მინიშნებები, რომლებიც უკავშირდება პრეზენტაციის თემას;
 სლაიდებზე გაიტანე მხოლოდ თეზისები, ამონარიდები ,,აბოს წამებიდან“ და არა
ვრცელი ტექსტი;
 ეკრანზე გამოტანილი ვიზუალური მასალა არის მსმენელისთვის და ნუ იქნები
დამოკიდებული მასზე. დაამყარე კომუნიკაცია აუდიტორიასთან;
ნამუშევრის წარდგენისას გაითვალისწინე
 გადმოეცი ფაქტობრივი ინფორმაცია იოანე საბანისძის შესახებ(ისაუბრე როდის,
როგორ, რატომ დაიწერა ,,აბოს წამება“)
 ტექსტზე დაყრდნობით იმსჯელე იოანე საბანისძის პიროვნების შესახებ, შეაფასე
მისი როლი იმდროინდელი და დღევანდელი საზოგადოებისთვის;
 წარმოაჩინე რა ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს იყენებს მწერალი
სათქმელის გადმოსაცემად;
 მიმოიხილე ნაწარმოების შექმნის ეპოქა, გაანალიზე, მაშინდელი საზოგადოების რა
პრობლემები წარმოაჩინა პირველ თავში ავტორმა;
 გაითვალისწინე მსმენელთა ინტერესი და შეარჩიე მეტყველების შესაბამისი
სტილი;
თანმდევი კრიტერიუმები:
ნამუშევრის პრეზენტაციისას წარმოაჩინე:
 რამდენად გაამახვილეთ ყურადღება ჟანრობრივ სპეციფიკაზე;
 რამდენად გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ნაწარმოების ავტორის და
პერსონაჟების მიმართ;
 რამდენად დაგეხმარათ ვიზუალური გაფორმება ზეპირი პრეზენტაციის
წარდგენისას;

შეფასების
კრიტერიუმები: იხ.შეფასების რუბრიკა

პრაქტიკული  ყურადღებით წაიკითხეთ ,,აბოს წამების“ შესავალი ნაწილი (წერილები);


რჩევები  ყურადღებით წაიკითხეთ ნაწარმოების პირველი თავი;
მოსწავლეებისათვის  კარგად გაეცანით წიგნში მოცემულ ინფორმაციას ძველი ქართული
: დამწერლობისა და ანბანის შესახებ და გამოიყენეთ ეს პრეზენტაციისთვის;
 სლაიდები იყოს თანმიმდევრული თქვენი სიტყვის შესაბამისად;
 პრეზენტაციისას ისაუბრეთ ნელი და მშვიდი ტონით;(არ დაგავიწყდეთ
აუდიტორიასთან მისალმება და დამშვიდობებისას მადლობით
დასრულება)

You might also like