You are on page 1of 2

ფოლკლორი და ლიტერატურა (მსგავსება და განსხვავება)

ფოლკლორს და ლიტერატურას შეიძლება ჰქონდეს მსგავსება და განსხვავება. მსგავსება


შეიძლება იყოს ჟანრის მიხედევით, მაგალითად ლირიკული ლექსი არსებობს ფოლკლორში
და ლირიკული ლექსი არსებობს ლიტერატურაში.მაგრამ შეიძლება იყოს პირიქით, ეს იმას
მიშნავს, რომ არსებობს ჟანრი, რომელიც მარტო ფოლკლორში გვხდებს და არსებობს ისეთი
ჟანრი, რომელიც მარტო ლიტერატურაში გვხდება.მაგალითად ქართულ ფოლკლორში არ
არსებობს რომანის ჟანრის ნაწარმოებს.ფოლკლორში არსებობს ისეთი ჟანრის ფორმებოც,
რომლებიც მჭიდროდ დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების რომელიმე სფეროსთან, ანუ
ყოფასთან,რაც შეეხება ლიტერატურულ ჟანრებს , მათ არანაირი შეხება არ აქვთ ყოფასთან.
ასევე წმინდა ფოლკლორული ჟანრები - სამგლოვიარო პოეზია, საგმირო პოეზია,გამოცანები
და სხვა, ლიტერატურაში არ არსებობს. ლიტერატურულ ჟანრებსყველაზე მთავარი
განსხვავება ფოლკლორსა და ლიტერატურას შორის ერთ-ერთი მათი არსებობის
ფორმებია.ხალხური ნაწარმოები მხოლოდ მაშინ არსებობს აქტუალურად,როდესაც ჩვენ
წარმოვთქვამთ. ლიტერატურულ ნაწარმოების შემთხვევაში ასე არ არის.მათ შორის ერთ-
ერთი განსხვავებაა ავტორი.ფოლკლორში არ არსებობს საავტორო უფლებები.ფოლკის წრეში
მყოფმა შემოქმედმა არ შეიძლება მიიჩნიოს თავი მის მიერ შეთხზული ტექსტის ისეთსავე
ავტორად, როგორიც ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი არის.მწერალი ეძებს
ორიგინალურს, საკუთარს, ხალხური ავტორი ეძებს მხოლოდ იმას, რასაც ხალხი მოიწონებს
და დასტურს დასცემს,ის იტვირთავს ხალხის ფიქრის და სულისკვეთების გამოხატვას.ის ვერ
იფიქრებს,რომ რასაც წარმოთქვამს,მხოლოდ მისი საკუთრებაა,რადგან რასაც ის ქმნის,თავისი
პიროვნული ცნობიერების საფეხურიდან „ფოლკის“ ცნობიერებამდე ამაღლებული ქმნის.
ვარიანტების მიხედვითაც ისინი ერთმანეთისკან განსხვავებული არიან.ფოლკლორში
თავდაპირველად იქმნება ნაწარმოები და შემდეგ,დრო-ჟამის განმავლობაში ჩნდება მისი
ვარიანტები.ლიტერატურაში ავტორი თავდაპირველად ქმნის ნაწარმოების რამდენიმე
ვარიანტს და მათ შორის საუკეთესოს არჩევს.მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ფოლკლორული
ნაწარმოები უფრო ძველია თავისი არსებობით,რადგან საქმე დამწერლობის გარეშე არსებულ
ტექსტებთან გვაქვს.

2. ფარნავაზის სიზმრისა და ცხადის მითოლოგემათა სისტემა ფარნავაზის სიზმრისა და


ცხადის მითოლოგემა

ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრებაში" არსებობს ისეთი ტექსტი, რომელიც ორი


ნაწილისგან შედგება.პირველი არის სიზმრის ნაწეილი, ხოლო მეორე არის ცხადის ნაწილი.
სიზმარის ნაწილში ლაპარაკია საქართველოს პირველი მეფის, ფარნავაზის სიზმარზე,
რომელიც აქვს მითოლოგიური დატვირთვა.ფარნავაზის სიზმარის მითოსო კოსმოგონიურია.
თითოეული რეალია და ქმედება, რომელსაც ამ ტექსტში ვხვდებით, ერთ მიზანს ემსახურება
– იმის ჩვენებას, თუ როგორ გახდა ფარნავაზი მეფე.ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა
იხილა სიზმრად. ფარნავაზის მამა მოკლულ იყო ალექსანდრესგან და სამი წლის ფარნავაზი
დედასთან ერთად მცხეთაში დაბრუნებულან.ფარნავაზს ესიზმრა, თითქოს იგი იმყოფებოდა
უკაცურ სახლში, საიდანაც გამოსვლა ეწადა, მაგრამ ვერა და ვერ გამოდიოდა. სრული
მდუმარება იყო გამეფებული, არსაიდან მშველელი არ ჩანდა, არც სარკმელი ჩანდა, არც კარი.
უცებ გაიჭრა სარკმელი და მზის სხივმა შემოყო თავისი მკლავი, წელზე მოეხვია ფარნავაზს
და გარეთ გაიყვანა.იმავე დილით ფარნავაზი გავიდა სანადიროდ. დიღმის ველზე ირემი
წამოუხტა და დაედევნა მას ფარნავაზი.სიზმარში ის არის საინტერესო რომ იგი ახალ
სტატუსში იბადება, რისთვისაც იგი ჯერ უნდა მოკვდეს.კვდება ისე, როგორც არის
ჩვეულებრივი ადამიანი და იბადება, როგორც მეფე.მზე, რომლის ცვარი ფარნავაზმა იცხო
სახეზე. ეს იყო მისი მეფედ ცხების რიტუალის სიზმრისეული ხატი. მზის ცვარი ერთსა და
იმავე დროს მისი განმაცოცხლებელიც არის და მეფედ მქცეველიც.მიწაზე ირემი არის მზის
მონაცვლე. მითოსში ირემი არის მზე, ანუ ისინი გაიგივებულნი არიან. ოქოს აქვს დიდი
მნიშვნელობა მითოსში, ის უკავშირდება მზეს და მეფეს, როგორც სამეფო ღირსების
გამომხატველი ლითონი.

3. ღვთისშვილთა და დევ-კერპთა ბრძოლები


ღვთიშვილთა და დევ-კერპთა ბრძოლები საქართველოს მთიანეთშია
გავრცელებული.ღვთისშვილის გამარჯვება დევზე ყოველთვის მისი აპოთეოზით
სრულდება.ამ ტიპის ბრძოლების მიზანი არის დევებისგან ტერიტორიის განწმედა და
სალოცვების დარსება. ღვთიშვილის და ადამიანის შორის ურთიერთობა პატრონყმული
ურთიერთობის პრინციპზეა აგებული.ამის გამო პატრონის გარშემო შემოკრებილ
ადამიანების ჯგუფს საყმო ეწოდება.საყმო ნიშნავს ადამიანების ერთიანობა.არსებობს
რამდენიმე ვარიანტი დევ-კერპთა და ღვთიშვილთა შერკინების.ერთ-ერთი ვარიანტის
მიხედვით ღვთისშვილი ებრძვის დევს უშუალოდ ფიზიკური ძალით ან იარაღით,
ანადგურებს მას და ადგილზე არსდება სალოცავი. არსებობს ასეთი ვარიანტიც, სადაც
ღვთისშვილი და დევები მშვიდობიან ასპარეზობაში- სიმძიმის წევაში ან შორ მანძილზე
ქვების სროლაში ცდიან ძალას. დამარცხებული დევი თმობს თავის სამფლობელოს, რათა
ღვთისშვილს დაუთმოს ადგილი, სადაც არსდება ღვთისშვილის კულტი. საინტერესოა ის
ვარიანტიც, რომ ღვთისშვილი, კერძოდ, იახსარი დაედევნება უკანასკნელ დევს, რომელიც
ტბაში პოულობს თავშესაფარს. იახსარი დევს ტბაში ჩაჰყვება და იქ განგმირავს. დევის
სისხლი შეკრავს ტბის ზედაპირს და იახსარი ვეღარ ამოდის ტბიდან. ბოლოს, ქადაგის
სიტყვით, ფარაში მოძებნიან ოთრქა და ოთხყურა ცხვარ, ტბის პირად დაკლავენ და მის
სისხლს ტბის ზედაპირს ასხურებენ. ტბა გაიხსნება და მისი სიღრმიდან იახსარი მტრედის
სახით მოევლინება მის მიერ დევებისგან გამოხსნის სამყაროს.

You might also like