You are on page 1of 3

,,ცხოვრება დინებაა", — უთქვამს ფილოსოფოს ჰერაკლიტეს.

ჯერ კიდევ ძვ.წ. 500 წელს ბერძენმა ფილოსოფოსმა აღნიშნა,


რომ ყველაფერი მუდმივ ცვალებადობას განიცდის და რაღაც
ახლად გარდაიქმნება. და თუ ნაპირიდან თავად მდინარეში
გადავინაცვლებთ, ჩვენს ფეხებს ერთხელ ჩავლილი წყალი
მეორედ ვეღარასდროს მოხვდება. სწორედ ცხოვრების
მუდმივი ცვალებადობის გამო ჰერაკლიტემ დაასკვნა, რომ ამ
ბუნებრივ დინებასთან შეწინააღმდეგება თავად ცხოვრების
არსთან შეწინააღმდეგების ტოლფასია. "არაფერია მუდმივი
ცვლილების გარდა", — თქვა მან. უამრავი მწრერალი,
ისტორიკოსი, ფილისოფოსი თუ უბრალო მხატვარი თვლიდა,
რომ ცვლილება ცხოვრების ძალიან საჭირო და სრულებით
ნორმალური ნაწილია. მის უარყოფას კი პრობლემები, ტანჯვა
და იმედგაცრუება მოაქვს. შესაბამისად, თუ ცვლილებების
როლის მნიშვნელობას ვაღიარებთ, ცხოვრება გაცილებით
მარტივი გახდება. ადამიანები, რომლებიც სიახლეს
აღიქვამენ როგორც მოსალოდნელ მარცხს, ან უბრალოდ
უარყოფენ მის მიღებას, ხშირ შემთხვევაში მასვე ეწირებიან.
ხალხს კომფორტის ზონის დატოვება იმდენად აშინებს, რომ
მათ გარშემო არსებული ცვალებადი ფაქტორების,
ცვლილებების დახშობას ცდილობენ. როდესაც ხარ
საზოგადოების ნაწილი, შენ ვალდებული ხარ მიიღო იქ
მომხდარი სიახლეები და მისდიო მათ. სხვა შემთხვევაში, თუ
შენ მათ არსებობას არ აღიარებ, დარჩები საზოგადობის
მიღმა და იცხოვრებ შენს შექმნილ სამყაროში, სადაც ბევრი
რამ რეალობას არ შეესაბამება.

გიორგი ლეონიძის ნაწარმოებიში ,,ნატვრის ხე’’, ზუსტად რომ


ციციკორე იყო ის ადამიანი, რომელიც განვითარების გზაზე
არსებულ ცვლილებებს წინ უდგებოდა. აბსურდული
არგუმენტებით ცდილობდა მოსახლეობისთვის ეჩვენებინა
რომ ის ,,ეშმაკის მანქანა“ (მატარებელი) მათ უიღბლობას
მოუტანდა. ციციკორეს არ უნდოდა ახლის, თანამედროვეს
მიღება, მაშინ როდესაც სოფლის მოსახლეობა ამ საიხლეს
მოუთმენლად ელოდა. სწორედ იმის გამო, რომ ციციკორე
დიდ წინააღმდეგობას იჩენდა სოფელში მოსალოდნელი
სიახლის მიმართ და თანაც ამ ყველაფერს საჯაროდ
აცხადებდა, ხალხის უარყოფითი დამოკიდებულების
მიუხედავად, ვიღაც ქალაქელმა მუშამ, საკუთარ თავს
უფლება მისცა, რომ ციციკორეს პროვოკაციული და
გამაღიზიანებელი ქმედებები ჩაეხშო და მოურიდებლად
უთხრა, რომ სოფლის საქმეებს მას არავინ ეკითებოდა. რა
მიიღო ციციკორემ ცვლილების უარყოფით? ხალხის
ნეგატიური დამოკიდებულება და უპატივისმცემლობა. მაგრამ
სამაგიეროდ ციციკორემ იგრძნო ,,რომ ძველი ცხოვრება
წასულა დაუბრუნებლად, ახალი ცხოვრების სიო დაეტაკა
მკერდზე“.

განა რომელი ნაწარმოები აღწერს ამ პრობლემას, იმაზე


უკეთესად, ვიდრე ილია ჭამჭავაძის ,,კაცია ადამიანი“?!
უმეცარი, რეგვენი ლუარსაბი, რომელიც ყველა სიახლეს ისე
იეგბდა, როგორც თვითონ მოესურვებოდა. მისთვის
ბატონყმობის გაქრობა დიდ ტრაგედიას წარმოადგენდა.
ლუარსაბის გონებაში იმდენად იყო გამჯდარი ის, რომ ყოველ
მიზეზგარეშე უნდა ჰყოლოდა მონები და თვითიონ ებატონა
მათზე, რომ სხვგვარად თავისი ცხოვრება უბრალოდ ვერ
წარმიედგინა. მოცემული მონაკვეთის განმავლობაში, ის
ერთადერთი რამ, რასაც ლუარსაბი თავისი ვიწრო გონებით
აკეთებს, არის ის რომ საკუთრ თავს არწმუნებს
მოსალოდნელი რეალობის უარუყოფაში. რა მიიღო მან
ამით?! თავის ყმებს აბუჩად აგდების კიდევ ერთი მიზეზი
მისცა? ლუარსაბისა და დარეკანის პერსონაჟები არიან
მაგალითი იმისა, თუ როგორ აბრიყვებს ცვლილების
უგულეველყოფა ადამიანს. მათ შემთხვევაში კი ეს უფრო
მძაფრად იყო გამოხატული.
21-ე საუკუნეში უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით
ხანდაზმულები, უარყოფენ თანამედროვეობის განუყოფელ
ნაწილებს, როგორიცაა ტექნალოგიები. ისინი
ციციკორესავით ფიქრობენ, რომ ტექნიკა ეშაკის მანქანაა.
მაგრამ რეალურად, გარკვეულწილად, სწორედ
რომტექნოლოგიები უნარჩუნებენ მათ სიცოცხლეს. უამრავი
ახალი გამოგონება არსებობს, რომლელსაც ძალიან დიდი
წვლილი მიუძღვის ჩევენს ჯანმრთელობაში. მაგრამ ის ხალხი,
რომელიც უარს ამბობს მათ გამოყენებაზე აბსურდული
მიზეზების გამო, სწორედ რომ ტექმნოლოგიების
გამოუყენებლობას ეწირებიან.

You might also like