You are on page 1of 16

ჩესტერფილდი

1. ღირსეული ადამიანი არ მიჰყვება სხვის კვალს (კონფუცი)


2. შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ ვინც შეცდომას იცავს სულელია
(ციცერონი)
3. დაინტერესებული იყავი შენი პატივისმცემლების არა რაოდენობით,
არამედ ღირსებით: ცუდებისაგან დაწუნება ადამიანის საქებარია
(სენეკა)
4. სწავლულმა იცის რა არის უვიცი, რადგან ის ოდესღაც თავად იყო
ასეთი, მაგრამ უვიცს არ ესმის სწავლულის მდგომარეობა, რადგან ის
არასდროს ყოფილა სწავლული (ფიხტე)
5. სწავლას მხოლოდ ძალიან ჭკვიანები და ძალიან სულელები არ
ექვემდებარებიან (მენ-ძი)
6. გინდა გახდე ბედნიერი? უპირველესად ისწავლე ტანჯვის გაძლება
(ტურგენევი)
7. უმეცარი კაცი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე
(დარვინი
8. ადამიანის უფლებების დაკარგვა მაშინვე ემსგავსება პიროვნების
ბიოლოგიურ ერთეულად გარდაქმნას (არენდატი)
9. ფული რყვნის ყველაფერს, რასაც ეხება (ლოიდი)
10. ამქვეყნად ცოტაა პატიოსანი ქალი, თავს რომ არ აბეზრებდეს
საკუთარი პატიოსნება (ლაროშფუკო)
11. ვინც აკეთებს არჩევანს სილამაზესა და ჭკუას შორის, მან ჭკვიანი
ცოლად უნდა აირჩიოს ლამაზი კი საყვარლად (ბარკა)
12. ადამიანის ღირსება მის არჩევანშია (ფრიში)
13. ღმერთმა ერთი დღით რომ მომანიჭოს თავისი ძლევამოსილება,
ნახავდით, როგორ შევცვლიდი სამყაროს, მაგრამ თავისი სიბრძნეც
რომ მომცეს, ყველაფერს ისე დავტოვებდი, როგორც არის (მონსაბრე)
14. შური არის მოუსვენრობა სულისა, გამომდინარე იქიდან, რომ
ჩვენთვის სასურველ სიკეთეს ფლობს სხვა, რომელიც არ მიგვაჩნია
ამის ღირსად (ლაიბნიცი)
15. ჩვეულებები გაცილებით უფრო აუცილებელია, ვიდრე კანონები.
კანონები- ხომ თითქმის მათზეა დამოკიდებული (ბიორკი)
16. ეშმაკ ადამიანებს სძულთ ცოდნა, უბრალო ხალხს უკვირს იგი,
ბრძენი ადამიანები კი სარგებლობენ მისით (მაკალეი)
17. ყველაფერი იციან და ყველაფერს იგებენ მხოლოდ სულელები და
შარლატანები (ჩეხოვი)
18. ადამიანი, რომელიც ცოტას საქმიანობს, მეტისმეტად ყბედია; ვინც
ცოტას ფიქრობს ის ბევრს ლაპარაკობს (მონტესკიე)
19. ადამიანის დანიშნულება ის კი არ არის, რომ ჯაჭვით შეკრული
ცოცავდეს. ადამიანის დანიშნულება ფრთის გასლა და აღმაფრენაა
(ჰიუგო)
20. ადამიანი ყველგან ერთნაირია. ყველგან არის გაჩაღებული
ბრძოლა ღარიბსა და მდიდარს შორის (ბალზაკი)
21. არც ცოდნა, არც აზროვნება არ იწყება სრული ჭეშმარიტებით …
აზროვნება არ იქნებოდა საჭირო, რომ მზა ჭეშმარიტებები
არსებულიყო (გერცენი)
22. მამა მშობელი არ არის, მამა აღმზრდელია (მენანდრე)
23. ყველაზე ბედნიერი ადამიანები უმეცრები არიან, სახელი და
დიდება კი ალალბედზე ჰკიდია და მის მისაღწევად მხოლოდ
მოხერხებაა საჭირო (ლეოპარდი)
24. ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც
იცის, რომ უნდა მოკვდეს (სტენდალი)
25. ყორანს სურც, ყველაფერი მასავით შავი იყოს (ბლეიკი)
26. ბუნება არასოდეს ცდება. თუ ის სულელს ბადებს, ეს ნიშნავს, რომ
ასეა საჭირო (შოუ)
27. თავისთავად ჭიანჭველა ბრძენი არსებაა, მაგრამ იგი ბაღის მტერია
(ბეკონი)
28. გაიაზრეთ აუჩქარებლათ, მაგრამ გაბედულათ იმოქმედეთ,
დაუთმეთ სულგრძელად მაგრამ მყარად შეეწინააღმდეგეთ
(კოლტონი)
29. იმისთვის, რომ ადამიანებს ესმოდეთ შენი, გოლგოთიდან უნდა
ელაპარაკო მათ, ჭეშმარიტება ტანჯვით უნდა დამტკიცო ან უკეთესია-
სიკვდილით (ტოლსტოი)

30. შენ ბრმა ხარ, მე ყრუ-მუნჯი, მოდი, ჩავკიდოთ ხელი და შევეცადოთ,


გავუგოთ ერთმანეთს (ჯებრანი)

31. ჩვეულებრივად, ადამიანები იმით ნაკლებად ტკბებიან, რაც მიეცათ


და უფრო მეტს დარდობენ იმის შესახებ, რაც არ მიეცათ (ბელინსკი)

32. ძალიან ჭკვიანები დაძალიან ჭკვიანები ვერ იცვლებიან (კონფუცი)

33. უკეთესია, ათი დამნაშავის გამართლება, ვიდრე ერთი


უდანაშაულოს დადანაშაულება (ბერტონი)

34. სხვას რომ ასწავლო, ამას უფრო მეტი ჭკუა სჭირდება, ვიდრე
თვითონ რომ ისწავლო (მონტენი)

35. ჩვენ კმაყოფილები ვართ, როცა ჩვენს გონიერებაზე იცინიან და არა


ჩვენს სიბრიყვეზე (სვიფტი)

36. არ ჰკითხო ჩვენს ნაკლოვანებებზე მეგობრებს, გაჩუმდებიან და არ


გიპასუხებენ. უკეთესია გაიგო რას ამბობენ შენზე, შენი მტრები (საადი)

37. მე ვისწავლე დუმილი ბევრის მეტყველებისგან, მოთმინება-


მოუთმენლობისგან და სიტეთე -არაკეთილისგან. მაგრამ, რაც უნდა
გასაკვირი იყოს, მე არ განვიცდი არანაირ პატივისცემას არც ერთი ამ
მასწავლებლის მიმართ (ჯებრანი)

38. სხვას ბევრი აპატიე, საკუთარ თავს- არაფერი (პუბლუისი)


39. გულის სიღრმეში ადამიანთა უმრავლესობას სიამოვნებს, როცა
უახლოესი ადამიანი რამეში ჩამორჩება მას (ჩესტერფილდი)

40. მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის ღამის მოახლოებასთან


ერთად სულ უფრო სუსტდება (ბისმარკი)

41. მომავალი ჩადებული უნდა იყოს აწმყოში, ამას გეგმა ჰქვია. ამის
გარეშე სამყაროში არაფერი კარგი არ მოხდება (ლიხტენბერგი)

42. დღევანდელი ერთი საათი უდრის ხვალინდელი დღის ორ საათს


(ფულერი)

43. მოთმინება ბრწყინვალეთვისებაა, მაგრამ დიდხანს თმენისთვის


ცხოვრება ძალზე მოკლეა (აბულ-ფარაჯი)

44. არ არსებობს სიტყვა, რომელსაც შეუძლია გამოხატოს სრულად, თუ


რას ნიშნავს დედა და ვინ არის იგი ჩვენთვის (პეტეფი)

45. ადამიანის ხასიათი უფრო მეტ ნაკლს შეიცავს ვიდრე მისი გონება
(ლაროშფუკო)

46. ზოგს თავისი ნაკლიც უხდება, ზოგს კი თავის ღირსებაც აუშნოებს


(სმაილსი)

47. სასაცილოა, გაურბოდე სხვათა ბიწიერებას, რაც შეუძლებელია და


არ გაურბოდე შენსავე საკუთარს, რაც შესაძლოა (ავრელიუსი)

48. ნიჭი ძალზე საშიში შეიძლება აღლოჩნდეს, თუ ის ადამიანს არ


ემსახურება (სოფოკლე)
49. სიყვარულს განსჯა არ მართავს (მოლიერი)

50. უნდა ძლიერ გრძნობდე, რომ სხვებმაც იგრძნონ (პაგანინი)

51. წარმოდგენაც არ გვაქვს, სად შეიძლება გადაგვჩეხოს ჩვენივე


ვნებამ (ლაროშფუკო)

52. რაც ჭკუას სირცხვილად მიაჩნია, ის გულისთვის დიდი სილამაზეა


(დოსტოევსკი)

53. ადამიანები დაბადებულნი არიან იმისთვის, ერთმანეთს


დაეხმარონ, როგორც ხელი- ხელს, ფეხი- ფეხს, ზედა ნაწილი- ქვედას
(ავრელიუსი)

54. დავა შეიძლება მასთან ვისაც არ ეთანხმები და თანაც კარგად


გესმის მისი (ბელინსკი)

55. დაცინვა, თუ მასში მისამართის ნასახიცაა, სულში მომაკვდინებელ


იარას ტოვებს (ტაციტი)

56. აწმყო ეკუთვნით- ცოცხალთ, ნამყო- მეცნიერთ და მერმისი


დიდბუნოვან ადამიანებს (დემოკლიტე)

57. წლები გვასწავლიან იმას, რაც დღეებმა არ იციან (ემერსონი)

58. ეჭვიანობა არყევს და წამლავს ყველაფერს, რაც კარგი და ლამაზია


სიყვარულში (ბრუნო)

59. თავისუფლება თავშეუკავებლობაშიკი არა, საკუთარი თავის


ფლობაშია (დოსტოევსკი)
60. იდეები მხოლოდ მოაზროვნე ადამიანების თავში არსებობს
(ვინდელბანდი)

61. ისტორია მეორდება ამაშია მისი ნაკლი (ბდაროუ)

62. კანონის დარღვევაში უფრო მეტია სისუსტე ვიდრე -ძალა (ბიორკი)

63. არავისთვის ვარგა ის , ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვარგა


(ვოლტერი)

64. ვიწრო ბილიკზე გზა შეანელე და გზა გამვლელს დაუთმე. ჭამისას


მესამედი მიირთვი, დანარჩენი ახლობელს მიაწოდე, ესაა
ბედნიერების საიდუმლო (ძიჩენი)

65. ნაკითხი სულელი სულელის ყველაზე დოკუმენტური ნაირსახეობაა


(ტეილორი)

66. ვისაც კეთილი გული აქვს, მას მადლიერების გრძნობა არ ამძიმებს


(ბომარშე)

67. მხდალთა გარემოცვაში ადამიანი მარტოსულად გრძბობს თავს


(კამიუ)

68. თუ სამნი შევიკრიბებით, ამით უთუოდ შევიძენ ორ მასწავლებელს.


ვეცდებილ კეთილ ადამიანს მივბაძო, ხოლო გარყვნილის
ნაკლოვანებებზე დაკვირვებით- გამოვსწორდე (კონფუცი)

69. ქალებზე მხოლოდ ნამდვილმა მამაკაცებმა უნდა ისაუბრონ (ნიცშე)


70.მოდი ვილაპარაკოთ ის, რასაც ვფიქრობთ და ვიფიქროთ იამაზე რა
ვილაპარაკოთ (სენეკა)

71. პოლიტიკაში გენიოსობა შექნა კი არა შენარჩუნებაა (რივაროლი)

72. ადამიანი საზოგადოების გარეშე ან ღმერთია ან ცხოველი


(არისტოტელე)

73. ლაპარაკისთვის ბევრი დაჯილა, დუმილისთვის კი- არავინ


(ციცერონი)

74.საუბრის წაყავანა ნიჭია (სტენდალი)

75. ჩვენ ხშირად უფრო მნიშვნელოვანს საუბრიდან ვიღებთ, ვიდრე


წიგნიდან (ბიორკი)

76. თუ ადამიანი ორ ერთმანეთის საპირისპირო საქმეს მოჰკიდებს


ხელს, ერთ-ერთი ნამდვილად არ გამოვა (ეზოპე)

77. პატარა საქმეები პატარა ადამიანებს ბადებენ (დიზრაელი)

78. საშიშროების უმრავლესობა სწორედ მაშინ გვაწყდება თავს, როცა


მისგან გაუაზრებლად ცდილობთ გაქცევას (მონტენი)

79. სიამაყე, რომელიც გვაიძულებს, დავგმოთ ყველა ის ნაკლი,


რაც ,,ჩვენი აზრით”, არ გაგვაჩნია, იმავდროულად გვაიძულებს
ზიზღით ვუყურებდეთ ყველა იმ ღირსებასაც, რომლებიც ასევე უცხა
ჩვენთვის (ლაროშფუკო)
80. უდიდესი სიამოვნებაა პატიოსანი ადამიანისთვის – სიამოვნება
მიანიჭო საკუთარ მეგობარს (ვოლტერი)

81. ჭკუის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა ის, რომ ჭკუა


ადამიანს სიბერეში პატივისცემას ანიჭებს (სტენდალი)
82. ბრძენი ჩვეულებრივი ლიდერია, რომელიც გამარჯვების ნიჭის
მიუხედავათ ყოველთვს ჩრდილში რჩება (მენეგეტი)
83. თითქმის ყოველთვის და ყველგან , სადაც გონივრული არგუმენტი
თავდება, იწყება ყვირილი (ლეონარდო)
84. სიკეთის საკეთებლად ჭკუაა საჭირო. სულელებს ეს არ
ხელეწიფებათ (პომპადური)
85. იყავი სამართლიანი, ნუ გაცხარდები, მიეცი მავედრებელს- სი ხომ
ბევრს არ გთხოვს! ამ სამი მცნებით შენ წმინდანებს მიუახლოვდები
(ბუდისტური სიბრძნე)
86. ქალს აქვს ილუზიის შექმნის უდიდესი უნარი, მას შეუძლია ისეთი
გამოჩნდეს, როგორიც სინამდვილეში არ არის (ბერდიაევი)
87. ქალს დიდხანს შეუძლია უერთგულოს თავის პირველ სიყვარულს,
თუკი არ შეხვდა მეორეს (სტენდალი)
88. ყოველი ადამიანი, ყოველი ცხოველი, ყოველი საგანი სახიფათოა.
დროს გააჩნია მხოლოდ (კონსტანტინე)
89. ავადმყოფობა ადამიანს ჩვეულებრივს ხდის, მთლიანად სხეულად
აქცევს (მანი)
90. სწავლის მსურველთ ხშირად თავიანთ მასწავლებელთა
ავტორიტეტი ვნებთ ხოლმე (ტულიუსი)
91. ორივე მხარის სისუსტე, ეს არის ნებისმიერი დავის
დამახასიათებელი ნიშანი (ვოლტერი)
92. ვისაც დაცინვის ეშინია ის უფრო მეტად მხდალია, ვიდრე ის , ვისაც
მტრის ეშინია (პლუტარქე)
93. ეჭვიანის სიყვარული უფრო სიძულვილს გავს (მოლიერი)
94. აზროვნების პატიოსნება უფრო იშვიათი შემთხვევაა, ვიდრე ყოფა-
ცხოვრების პატიოსნება (ბერნე)
95. გეშინოდეს მომთმენი ადამიანის მრისხანების (დრაიდენი)
96. დროზე ნათქვამი ერთი საყვედური ასეულ ქებას გვიმზადებს
(შტრეინბერგი)
97. როგორ ლამაზადაც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს
ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის (დიუმა)
98. ბრიყვები არასოდეს პატიობენ და არც ივიწყებენ.
გულუბრყვილოები პატიობენ და ივიწყებენ. ბრძენები პატიობენ და არ
ივიწყებენ (საადი)
99. ზოგიერთი პოლიტიკოსის დღევანდელი დიდება მომდევნო
თაობის წყევლაა (შვებერი)
100. პოლიტიკის მთელი საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ
იცოდე დრო, როდოს მოიტყუო და იცოდე დრო, როდის უნდა გაჩუმდე
(პომპადური)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. სამწუხაროდ, ჭკვიანი ადამიანები უფრო მეტნი არიან, ვიდრე


კეთილშობილი ადამიანები (ბომარშე)
2. უმჯობესია, შევქმნათ ახალი ამბები, ვიდრე ვილაპარაკოთ მათ
შესახებ (ჩერჩილი)
3.პესიმისტი თვლის, რომ რაც ხდება, ამაზე ცუდი არ შეიძლება მოხდეს,
ხოლო ოპრიმისტი – რა შეიძლება ამაზე ცუდი მოხდეს (ეჟი ლეცი)
4. მიუხურეთ კარი ყველა თქვენს შეცდომას და სიმართლის კარი
არასოდეს გაგეღებათ (თაგორი)
5. ყველას მეგობარია ის ადამიანი, ვისაც არცერთი მეგობარი არ ჰყავს
(დიზრაელი)
6. მომავალი არის სარკე მინის გარეშე (მოემი)
7. არ ენდოთ პირველ შეგრძნებას, ის თითქმის ყოველთვის კეთილია
(ტალეირანი)
8. მთავარი ია კი არა არის, ვინმე თუ სიკეთეს გაგიკეთებს, არამედ ის,
თუ შენ როგორ დაუფასე მადლიერება (ბუასტი)
9. როდესაც ყველას უყვარხარ ეს ბევრს არ მოსწონს (ბერნარი)
10. დიდი ბოროტება ყოველთვის პატარა ბოროტების უკან იმალება
(ილფი)
11. ყველაზე საშიშია უმიზეზო მტრობა (ფრანკლინი)
12. ბავშვების აღზრდა რთულია იმიტომ, რომ არაფერი ადამიანური
მათთვის უცხო არ არის (პლატონი)
13. ჩემი სურვილი ძალიან მოკრძალებულია, სახელმწიფოების
ხელმძღვანელების პორტრეტების ზომები საფოსტო მარკების ზომებს
არ უნდა აღემატებოდეს (ნაბოკოვი)
14. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ თქვენს გემოვნებაში, ესეიგი თქვენ
გემოვნებიანი ბრძანდებით (შანელი)
15.რწმენა ადამიანისთვისაა საჭირო და არა ღმერთისათვის (კუმორი)
16. არსებობენ ისეთი ბინძური ჭორებიც, რომლების მოსმენა უფრო
სირცხვილია, ვიდრე გამეორება (დევალი)
17. ბრიყვს ყველა სიტყვის სჯერა, კეთილგონიერი კი ყურადღებიანია
საკუთარი გზების მიმართ (სოლომონი)
18. განსაკუთრებით აბეზარნი არიან ჭკუის ოდნავი ჩანასახის მქონე
სულელები (ლაროშფუკო)
19. ადამიანი – გაბმული მოჩვენებითობა, სიცრუე, და ფარისევლობაა
არა მარტო სხვების მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. მას
არ სურს სიმართლის გაგება სკუთარ თავზე და თავს არიდებს ამაზე
სხვასთან საუბარს. გონებისა სა სამართლიანობის საწინააღმდეგო ეს
მიდრეკილებები ღრმადაა გამჯდარი მის გულში (პასკალი)
20. მე შემიძლია ყველაფერი უბედურების გადატანა, გარდა ღირსების
შელახვისა (კორნელი)
21. ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტერის ოდენი ვნების
მოტანა შეუძლია (ოტია იოსელიანი)
22. ჩვენთვის ცხოვრება იზომება არა მტელი განვლილი დროით,
არამედ იმით, რაც მეხსიერებას შემორჩენია (გიოარსკი)
23. საკუთარი ცოლის შეცნობით, რომელიც გიყვარს, უკეთ გაიცნობ
ყველა ქალს, ვიდრე მაში ათობით მათგანს რომ იცნობდე (ტოლსტოი)
24. ყველა მამაკაცი ეძებს იდეალურ ქალს, განსაკუთრებით
ქორზინებიშ შემდეგ (როულენდი)
25. სუსტი რწმენა შემოქმედი შეურაწყოფაა (რასინი)
26. ადამიანი მაშინ ხარ, როცა საკვებიდან მიღებულ ენერგიას უფრო
მაღალი ხარისხის ენერგიად გარდაქმნი (გიოარსკი)
27. სასწაული რწმენისგან უნდა იყოს და არა რწმენა სასწაულისგან
(ბერდიაევი)
28. დიდი საქმეების წარმატება ხშირად პატარა საქმეების
წარმატებაზეა დამოკიდებული (ლივიუსი)
29. რასაც ნაჩქარევად აკეთებ, დიდხანს გრძელდება (საადი)
30. ამაყები ვერაფრით იტანენ სხვის სიამაყეს (ფრანკლინი)
31. გინდოდეს კეთილის ქმნა, მაგრამ არ გქონდეს საშუალება –
კეთილშობილებაა, გქონდეს საშუალება და არ აკეთებდე – ნაკლი
(ოქსეშერნა)
32. შეუძლებლის დაპირებას, მცირედი კეთილი საქმის გაკეთება
სჯობია (მაკალეი)
33. თუ ადამიანი ჭკვიანია, ის ადრე თუ გვიან, გამდიდრდება, ხოლო მის
გამდიდრებასთან ერთად მისი ცოლი (დანი)
34. არ დახუჭო თვალი დასაძინებლას, სანამ განვლილი დღის ყველა
შენს მოქმედებას არ გაიაზრებ (სამოსელი)
35. მამაკაცი, რომელიც ჭკვიანურად ლაპარაკობს სიყვარულზე,
შეყვარებული არ არის (სანდი)
36. ვინც ცრუობს, ვერ ითვალისწინებს, რა ძნელი ამოცანას ეჭიდება:
მან ხომ კიდევ ოცხჯერ უნდა იცროს, რომ პირველი სიცრუე
დაამტკიცოს (პოპი)
37. სრულყოფილება არის ცოდნა მისი არასრულფასოვნების შესახებ
(ავგუსტუსი)
38. ბრიყვი ორი ნიშნის მიხედვით შეიძლება გამოვიცნოთ: ის ბევრს
ლაპარაკობს მისთვის უსარგებლოს საგნებზე და გამოთქვამს აზრს,
რის შესახებაც არ ეკითხებიან (პლატონი)
39. ჭკვიანს უყვარს სწავლა, სულელს-სწავლება (კომენსკი)
40. მოსალოდნელი უბედურებები აქციო სიხარულად, ნიშნავს,
შეგეძლოს ცხოვრება (მორალესი)
41. მე ვიცი ქალის ნატურა: როცა შენ გინდა მას არ უდიხარ, როცა არ
გინდა, მაშინ კი ვნებიანი სურვილით იმსჭვალებიან (კვინტა)
42. როცა ქალი პირველადაა შეყვარებული, მას საყვარელი უყვარს,
ხოლო შემდგომში, მას თავისი სიყვარული უყვარს (ლაროშფუკო)
43. ყვავილებით მოფენილ გზას არასოდეს დიდებამდე არ მივყავართ
(ლაფონტენი)
44. დიდხანს გვეგონა, რომ ესა თუ ის შორეული ადგილი
გვენატრებოდა, მაშინ, როდესაც სინამდვილეში მხოლოდ იმ დროზე
მჭმუნავთ, იქ რომ გავატარეთ, როცა უფრო ახალგაზრდები და
ხალისით სავსენი ციყავით. ასე გვატყუებს დრო, სივრცის ნიღბით, რომ
გვევლინება. იქ რომ ჩავსულიყავით, ხელად მივხვდებოდითჩვენს
შეცდომას (შოპენჰაუერი)
45. ყველაფრის წამღები დრო თავისი დინების დროს საგნების
სახელსა და ფორმას, მის სინამდვილესა და ბედსა სცვლის (პლატონი)
46. გრძნობა ადამინებისა, ქრისტიანობისა, მაღალზნეობისა – სხვა არა
არის, თუ არა გულისტკივილი ყველასთვის საერთოდ და ძმათათვის
განსაკუთრებით. აი ეს, სწორედ ეს გრძნობაა ის ღონე უღონოსი, ის
შესაძლებლობა შეუძლებლისა, რომელიც სასწაულს აქმნევინებს
ხოლმე ადამიანს და რომლის საოცარი მაგალითები
ძლევამოსილებისა არა ერთი და ორია ისტორიაში (ილია)
47. მხოლოდ ის ადამიანია თავისუფალი, ვინც სავსებით აღიარებს
თავის ადამიანურ ღირსებას, თავისი თავი კეთილშობილად მიაჩნია და
ცდილობს კიდევაც, დაიცვას ის ღირსება და კეთილდღეობა; მხოლოდ
ის არის თავისუფალი, ვინც თვითონვე წონის თავის ფიქრებსა და აზრს,
ვინც სხვის ნათქვამს არ იმეორებს, როდესაც ეს ნათქვამი არ ესმის,
ვისაც ახსოვს ბრძენის მიერ მის გულში ჩაჭდეული კანონი და კანონს
არ ღალატობს, რაც უნდა განსაცდელს მოელოდეს (აუერბახი)
48. ხშირად არათავმდაბალი ადამიანი უფრო საშიშია, რადგან ეს
უკანასკნელი თავს ესხმის თავის მტერს, როცა პირველი როგორც
მტერს, ისე მეგობრებსაც აზარალებს (ადისონი)
49. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ წარსულით, მაგრამ ვცხოვრობთ
მომავლით (ოვიდიუსი)
50. კანონის ცოდნა მისი სიტყვების მახსოვრობას კი არ ნიშნავს,
არამედ მისი შინაარსის გაგებას (ტულიუსი)
51. მხოლოდ პირუტყვი ივიწყებს წარსულს, არ ჰფიქრობს მომავალზე
და მარტო აწმყოთია კმაყოფილი. კაცი, კი როგორც გონიერი და
უმაღლესი არსება, სათავეს ერთმანეთზე აბამს და აკავშირებს,
წარსულიდან გამოჰყავს აწმყო და აწმყოდან ჰსურს წარმოშოს
მომავალი (აკაკი)
52. თავი და თავი ყოველივესი კეთილგონიერებაა, მისგან წარმოიშვა
ყოველივე სათნოება. იგი გვასწავლის, რომ არ შეიძლება სიამოვნებით
ცხოვრება გონიერების, მორალისა და სამართლიანობის გარეშე, და
პირიქით არ შეიძლება გონიერად ცხოვრება, მორალურად და
სამართლიანად, თუ არ ვიცხოვრებთ სიამოვნებით (ეპიკულე)
53. არსებობს სამი სასარგებლო და სამი მავნე მეგობარი. ესენია:
პირდაპირი მეგობარი, გულახდილი მეგობარი და ბევრის მცოდნე
მეგობარი. მავნენი კი არიან პირფერი, არაგულახდილი და მოლაყბე
მეგობარი (კონფუცი)
54. მეგობარს ხუმრობითაც კი არ უნდა აწყენინო (სოლონი)
55. ყველაზე ძლიერი კანონი დაუწერელი კანონია (სოლონი)
56. უნდა შეგეძლოს, ხშირად დაემორჩილო ქარს, რათა ხანდახან
მაინც მოიპოვო მისთვის ბრძანების უფლება (სოვაჟონი)
57. რა ჭკვიანები იქნებოდნენ ქალები, იმ ჭკუას რომ ფლობდნენ,
რომელიც მამაკაცებმა მათ გამო დაკარგეს (გრინი)
58. როცა სხვებს განსჯი, მათ დანაშაულში ეძებე დანაშაულში
არყოფნის ფაქტები. ამით ადამიანებს შორის თანხმობას ჩამოაგდებ,
ხოლო, როცა საკუთარ თავს ამართლებ, ეძებე დანაშაული იქ, სადაც ის
არ არის – ასე გაიმრავლებ კეთილმოსურნე ადამიანებს (ფლობერი)
59. სასწაული არ შეიძლება მოტანილ იქნას მტკიცებულებად
(თალმუდი)
60. სულელთან არ არის აუცილებელი ჭკუის დემონსტრაცია,
შეშლილთან – კეთილგონიერების. ესაუბრე თითოეულს თავის ენაზე
(სტენდალი)
61. ამ სამყაროში მოსვლა რამით არ აღნიშნო – საშინლად მეჩვენება
(გოგოლი)
62. ვისაც შეუძლია – აკეთებს, ვისაც არა – ასწავლის (შოუ)
63. თუკი დარჩა რამე გასაკეთებელი, ჩათვალე, რომ არაფერი
გაგიკეთებია (ფირდოუსი)
64. სიამაყე ყველა ადმიანს ახასიათებს. განსხვავება იმაშია, თუ სად
გამოავლენენ ისინი ამას (ლაროშფუკო)
65. სიამოვნებებისგან ყველაზე სასიამოვნოა ის, რაც იშვიათად ხდება
(დემოკლიტე)
66. მოხუცებს იმიტომ უყვართ კარგი რჩევების მიცემა, რომ ცუდი
მაგალითების ჩვენება აღარ შეუძლიათ (ბეკონი)
67. იქ, სადაც ბევრი სიბრძნეა, ნაკლებია სიბრძნე (მონტესკიე)
68. სიბრძნე არასოდეს არის სამხედრო ნადავლი (სტილპონი)
69. თუ ვინმეს გაუწიე სასარგებლო სამსახური, არც სთხოვო და არც
უხსენო საზღაური (ფირგოუსი)
70. ვინც იმდენად ყრუა, რომ მეგობრებისგანაც კი არ უნდა სიმართლის
მოსმეა, მისი მდგომარეობა უიმედოა (ტულიუსი)
71. რაც ორატორებს აკლიათ სიღრმით, იმას ანაზღაურებენ სიგრძით
(ფენელონი)
72. უმჯობესია, ზედმეტი თქვა, ვიდრე ძირითადი არ თქვა (პლინიუს
უმცროსი)
73. სწავლა უფიქრელად უსარგებლოა, მაგრამ ფიქრიც უსწავლელად
სახიფათოა (კონფუცი)
74. თუკი ლოცვებიშ შემდეგ კარგად გახდი , ეს ნიშნავს, რომ შენი
ლოცვა შესმ,ენილია (მერედიტი)
75. ვისაც ჰგონია, რომ სხვების გარეშე გავა ფონს, სასტიკად ცდება,
მაგრამ ვისაც ჰგონია, რომ სხვები უიმისოდ ვერ გავლენ ფონს, კიდევ
უფრო სასტიკად ცდება (ბუასტი)
76. მამაკაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც მის ცხვირწინ ხდება, ქალი
უფრო შორს იხედება (მოპასანი)
78. როცა ქალი კარიდან შემოდის, მეგობრობა ფანჯრიდან გადის
(სალგარი)
79. ქალს არასოდეს ავიწყდება კაცი, რომელთანაც სექსი ძალიან
კარგად გამოუვიდა და კაცს ქალი – ეომელთანაც ძალიან ცუდად
გამოუვიდა (ფონტენელი)
80. ჭეშმარიტი დემოკრატიის ჭეშმარიტი ლოზუნგია არა “დაე, ეს
გააკეთოს ხელისუფლებამ” არამედ “მოგვეცით საშუალება, ჩვენ
თვითონ გავაკეთოთ” (ეიზენჰაუერი)
81. როცა სახელმწიფო გონების თანახმად იმართება, სიღარიბე და
საჭიროება სასირცხვილოა. როცა სახელმწიფო არ იმართება გონების
თანახმად, მაშინ სიმდიდრე და პატივია სასირცხვილო (კონფუცი)
82. არსებობს ორი უძველესი პროფესია. მეორეა პოლიტიკა. მისი
პირველთან მსგავსება არავითარ ეჭვს არ იწვევს (რეიგანი)
83. პოლიტიკა არის ღარიბებისგან ხმების მიღებისა და
მდიდრებისაგან ფულის მიღების ხელოვნება არჩევნების
კამპანიისთვის, იმ მოტივით, რომ ერთს მეორისგან დაიცავს
(ამერინჯერი)
84. პლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც როგორც კი დაინახავს
სინათლეს გვირაბის ბოლოში, მაშინ იწყებს ახალი გვირაბის თხრას
(კუინტონი)
85. სახელმწიფო დონეზე ძალადობამ შეიძლება ერთ შედეგამდე,
საპასუხო ძალადობამდე, მიგვიყვანოს (მანდელა)
86. არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე ხელისუფლება უუნაროთა ხელში
(რუსო)
87. ხელისუფლება ბრიყვია თავისი არსით. მას შემდეგ, რაც დედამიწა
ბრუნავს, სიკეთე და სილამაზე ყოველთვის მის საზღვრებს გარეთ იყო
(ფლობერი)
88. დიპლომატმა უნდა შეისწავლოს მშობლიურ ენაზე ლაპარაკი,
არაფრის ლაპარაკი და სიცრუის ლაპარაკი (ბიორნე)
89. ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ; ილაპარაკებს მასთან ვინც
არ არის. მოუსმენს მას, ვინც არ მეტყველებს (ლეონარდო და ვინჩი)
90. ადამიანი აზარტული არსებაა. ცოტა კარგით არ კმაყოფილდება,
მიართვით მას ყველაფერი საუკეთესო (ლემი)
91. ოპოზიცია, ესაა ხელოვნება დაპირდე ის, რის შესრულებაც
მთავრობას არ შეუძლია (ნიკოლსონი)
92. პოლიტიკა არის ბალანსირების ხელოვნება იმათ შორის, ვისაც
უნდა მასში შესვლა და ვისაც არ უნდა მისგან გამოსვლა (ბურბონ-
ბიუსე)
93. იყო პატიოსანი პოლიტიკოსი ძნელი არ არის, რადგან ამ
მიმართულებით კონკურენცია საერთოდ არ არის (შვებერი)
94. საკუთარი ნაკლოვანებები ზურგზე მოკიდებული ჩანთაა, რომელსაც
ვერ ხედავ (როტერდამი)
95. არც ერთ მამას არ შეუძლია ნამდვილი მამა გახდეს, მანამ
საკუთარი მამისთვის არ გაუგია (უილდერი)
96. ყველაზე მძვინვარე მტერი შეიძლება გახდნენ: ყოვილი მეგობრები,
ყოფილი ცოლები ან საყვარლები (გიოარსი)
97. აზროვნების პატიოსნება უფრო იშვიაში მოვლენაა, ვიდრე ყოფა-
ცხოვრების პატიოსნება (ბერნე)
98. ადამიანები იბადებიან გულახდილები და მატყუარებად კვდებიან
(ვოვენარგი)
99. ადამიანმა უნდა გამოთქვას თავის აზრები ეს უფლება კი არა
მოვალეობაა (შელი)
100. სწავლის მსურველთ ხშირად თავიანთ მასწავლებლების
ავტორიტეტი ვნებს ხოლმე (ტალიუსი)

You might also like