You are on page 1of 389

მანანა სანაძე

შესავალი მსოფლიო ისტორიაში

წიგნი I

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა


თბილისი
2013
saxelmZRvanelos SeqmnaSi mniSvnelovani wvlili Seitanes
saqarTvelos universitetis humanitaruli skolis istoriis de-
partamentis profesorebma. gansakuTrebiT aRsaniSnavia isto-
riis departamentis yოფილი xelmZRvanelisa da saqarTvelos
universitetis ყოფილი proreqtoris samecniero dargSi, isto-
riis mecnierebaTa doqtoris profesor Tamaz beraZis Rvawli.

calkeuli monakveTebis damuSavebaSi monawileobdnen istoriis


mecnierebaTa doqtori, profesori lali fircxalava, istoriis
mecnierebaTa doqtori, profesori Tea qarCava, anTropologiis
mecnierebaTa doqtori, profesori TinaTin RuduSauri. mniSvne-
lovani samuSao Seasrula istoriis departamentis profesorma
Tamar qoriZem.

დაიბეჭდა საქართველოში.

საავტორო უფლებები დაცულია.

მანანა სანაძე © საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013

მთავარი რედაქტორი:

თამაზ ბერაძე

რედაქტორები:

კონსტანტინე თოფურია
ლალი ფირცხალავა
ცირა ჩიკვაიძე

ISBN 9789994050611

საქართველო, თბილისი, 0175,


მ. კოსტავას 77ა.
ელ ფოსტა: ug@ug.edu.ge
სარჩევი
wigni I — istoriis dargebi …………………………………………………… 7

Tavi I. paleografia, epifrafika, diplomatika, wyaroTmcodneoba……………... 7


§ 1. Sesavali - istoriis sagani, istoriis wyaro 7
§2. paleografia, diplomatika, sfragistika, epigrafika 11
§3. wyaroTmcodneoba 16
Tavi II. istoriuli qronologia …………………………………………………….. 32
Tavi III. istoriis periodizacia ……………………………………………………... 66
Tavi IV. arqeologia, eTnografia, eTnologia, anTropologia ………………….. 98
§ 1. arqeologia 101
§ 2. eTnografia, eTnologia, anTropologia 104
Tavi V. istoriuli geografia ………………………………………………………. 130
Tavi VI. civilizaciisa da religiis istoria ……………………………………… 164
§ 1. civilizaciis istoria 167
§ 2. religiis istoria 173
Tavi VII. ekonomikis istoria …………………………………………………………. 192
§ 1. metrologia 195
§ 2. fulis istoria 197
§ 3. ekonomikuri ganviTarebis maxasiaTeblebi 200
§ 4. warmoeba da mwarmoebluroba 206
§ 5. warmoebis ganviTarebis etapebi 209
§ 6. ekonomikis struqtura da struqturuli cvlilebebi 212
§7. Warbwarmoebis ekonomikuri krizisi 217
Tavi VIII. ekonomikuri azris ganviTarebis istoria ………………………………. 222
Tavi IX. saxelmwifos istoria ……………………………………………………….. 252
§ 1. saxelmwifos Sesaxeb Teoriebi 255
§ 2. rogor icvleboda da viTardeboda saxelmwifo? 269
§ 3. genealogia 280
§ 4. heraldika 285
§ 5. politikuri reJimebi—avtoritarizmi da demokratia 286
§ 6. saxelmwifoTaSorisi kavSirebi da gaerTianebebi 287
Tavi X. samarTlisa da diplomatiis istoria ……………………………………... 290
§ 1. samarTlis istoria 293
§ 2 diplomatiis istoria 307
Tavi XI. politikuri azris istoria ………………………………………………… 324
Tavi XII. istoriuli azris istoria – istoriografia …………………………… 346
Tavi XIII. istoriiis filosofia …………………………………………………….. 372

3
Tavi I

ჰეროდოტე
ჰალიკარნასელი, ძველი
ბერძენმა პოეტმა ბერძენი ისტორიკოსი,
ჰომეროსმა დაწერა მიჩნეულია „ისტორიის
ეპიკური პოემები: მამად“. ფრაგმენტი
„ილიადა“ და „ოდისეა“. ჰეროდოტეს
ბერძნული მანუსკრიპტის „ისტორიიდან“: წიგნი
ფრაგმენტი: „ილიადა“, VIII, პაპირუსი, ახ.წ. II ს.
წიგნი VIII, ახ.წ. V-VI სს. 0

900 500
ძვ.წ. ძვ.წ.

4
1822 1926
ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა შეძლო
ძველეგვიპტური იეროგლიფების ქართველმა ისტორიკოსმა
გაშიფვრა. როზეტის ქვაზე. ივანე ჯავახიშვილმა
ქ. ფიჟაკში (საგრანგეთი), გამოაქვეყნა ფუნდამენტური
სადაც შამპოლიონმი დაიბადა,
მის პატივსაცემად შექმნეს
ნაშრომი — „ქართული
როზეტის მონუმენტური ქვა. პალეოგრაფია“.

1900
1800

5
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა

ცნებები და ტერმინები პირთა სახელები


ისტორია ჰეროდოტე
ისტორიის წყარო ჟან ფრანსუა შამპოლიონი
წერილობითი წყარო ჰენრი როულინსონი
სულიერი კულტურა პროკოფი კესარიელი
მატერიალური კულტურა მოვსეს ხორენაცი
პალეოგრაფია სტრაბონი
დიპლომატიკა ერატოსთენე
სფრაგისტიკა პოლიბიოსი
ეპიგრაფიკა
ქარაგმა
ჭვირნიშანი

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. რატომ არის მნიშვნელოვანი ისტორიiს ცოდნა?


2. რა არის ისტორიის კვლევის საგანი?
3. რა ეტაპები გაიარა დამწერლობამ განვითარების გზაზე?
4. რა არის პალეოგრაფიის, დიპლომატიკის, სფრაგისტიკის,
ეპიგრაფიკისა და წყაროთმცოდნეობის კვლევის საგანი?
5. ტიპოლოგიურად რა შეცდომებს უშვებდნენ ანტიკური
ხანისა და შუა საუკუნეების ისტორიკოსები თავიანთი
თხზულებების წერისას?

6
წიგნი I — istoriis dargebi
paleografia, epifrafika, sarCevi:
diplomatika, wyaroTmcodneoba

§ 1. შესავალი § 1. შესავალი - ისტორიის


საგანი, ისტორიის
ისტორიის საგანი. ისტორია ძველი ბერძნული წყარო ........................... გვ. 7
§2. პალეოგრაფია,
სიტყვიდან ჰისტორია წარმოდგება და გარდასულ ამბავთა
დიპლომატიკა,
თხრობას ნიშნავს. ძველი ბერძნულიდან „ჰისტორია/ისტო- სფრაგისტიკა,
რია“ სხვა ენებშიც, მათ შორის ქართულშიც, შემოვიდა და ეპიგრაფიკა .................. გვ. 11
დღესაც, როდესაც გვინდა ვინმეს წარსულის შესახებ მოვუ- §3. წყაროთმცოდნეობა ... გვ. 16
თხროთ, ვამბობთ: „გინდა მოგიყვე ამ ოჯახის, ადამიანის,
ორგანიზაციის, შენობის და ა.შ. ისტორია?“
ძვ. წ. V ს-ის ბერძენმა სწავლულმა ჰეროდოტემ „ის-
ტორია“ თავის თხზულებას უწოდა, რომელშიც ბერძენთა და
სპარსელთა გარდასული ომები აღწერა. ამგვარად, ისტო-
რიულ თხზულებას პირველად ეწოდა „ისტორია“. ეს სახელი
მეცნიერების ამ დარგის აღსანიშნავად მალევე დამკვიდრდა.
ამიტომ, ჰეროდოტე სამართლიანად მიიჩნევა ისტორიის
მეცნიერების მამად და პირველ ისტორიკოსად.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი ქართველი
ისტორიკოსები თავიანთ ქმნილებებს „ისტორიას“ ნაკლებად
არქმევდნენ და მათ ქართულად „ამბავს“, „ცხოვრებას“ ან „მა-
ტიანეს“ უწოდებდნენ. ამიტომაც ჰქვია ადრე შუა
საუკუნეებში შექმნილ და შემდგომში (XI-XVIII სს-ში) განვრ-
ჰეროდოტე
ცობილ საქართველოს ისტორიის ამსახველ თხზულებას ძვ. წ. 484-425
„ქართველთა ცხოვრება“.
თუ ჩვენ ისტორიას, როგორც მეცნიერების დარგს ჰეროდოტე იყო ბერძნულ ქალაქ-
განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მისი კვლევის საგანი შეიძლება სახელმწიფო ჰალიკარნასიდან,
ამიტომ მას ჰეროდოტე ჰალიკარ-
დავიწროვდეს ან გაფართოვდეს. ჩვენ შეიძლება შესწავლის
ნასელსაც ეძახდნენ. ბერძენ-
საგნად დავისახოთ მთელი კაცობრიობის წარსული, ამას სპარსელთა ომები ძვ. წ. 500-449.
მსოფლიო ისტორია სწავლობს; ან რომელიმე კონტინენტი, მიმდინარეობდა. ჰეროდოტემ ამ
თუ რეგიონი, მაგალითად, ევროპის, ან მახლობელი აღმო- ომების მხოლოდ ძვ.წ. 500-478
სავლეთის ისტორია, რაც, ბუნებრივია, დასახელებული წლების ისტორია დაწერა.
რეგიონის ქვეყნების და იქ მცხოვრები ხალხების წარსულის
„ქართველთა ცხოვრებაში“
შესწავლას გულისხმობს. ამას რეგიონალური ისტორია ეწო-
საქართველოს ისტორია
დება. ისტორიის ობიექტი ცალკეული ქვეყნის წარსულიცაა, გადმოცემულია უძველესი
მაგალითად, საქართველოს ისტორია, თურქეთის ისტორია, დროიდან XVII ს-ის ჩათვლით.
საფრანგეთის ისტორია და ა.შ. ზოგჯერ ისტორიკოსის კვლე-
ვის საგანს კონკრეტული ქვეყნის რომელიმე პროვინციის,
ქალაქის, სოფლის, ციხე-სიმაგრის წარსული ან საზოგა-
დოების ცალკეული ფენის, სამეფო დინასტიის, ცნობილი, თუ
ნაკლებად ცნობილი საგვარეულოს წარსული წარმოადგენს.

7
რას ნიშნავს კაცობრიობის წარსული ცხოვრების
შესწავლა?
წარსულის შესწავლა, უპირველეს ყოვლისა, მის
რეკონსტრუქციას - აღდგენას გულისხმობს. ისტორიკოსმა
უნდა წარმოაჩინოს, თუ როგორ და რას აწარმოებდა საზოგა-
დოება მისი წარსული ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში:
როგორი შრომის იარაღები ჰქონდა; მეურნეობის რა დარგებს
მისდევდა; რითი იკვებებოდა; როგორი საცხოვრებელი
ჰქონდათ ადამიანებს; რითი იმოსებოდნენ; როგორი სახელ-
მწიფო კანონები; ადათ-ჩვევები და რწმენა-წარმოდგენები
წარმართავდა მათ ცხოვრებას; როგორი იყო სხვადასხვა
ეპოქებში მეცნიერების განვითარების დონე: როგორ ხსნიდ-
ნენ სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენებს, როგორ აღიქვამდნენ
სამყაროს; როგორი იყო ადამიანების გემოვნება - როგორი
ხელოვნების ნიმუშები, რა ტიპის ლიტერატურული ნაწარ-
მოებები იქმნებოდა; რა ურთიერთობები ჰქონდათ ადამია-
ნებს მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებთან: როგორ ვაჭრობ-
დნენ, რა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები
იწვევდა ომებს თუ ამყარებდა მშვიდობას.
პოლიბიოსი ისმის კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანე-
ძვ. წ. 200-118 ბისათვის ისტორიის, ანუ წარსულში მომხდარი ამბებისა და
პროცესების ცოდნა?
ისტორიის შესწავლას ადამიანები ყოველთვის დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ვინაიდან ისტორიის ცოდნა ადა-
მიანთა საზოგადოებისათვის მეხსიერების ქონის ტოლ-
ფასია - საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა გააანალიზოს
შორეულ თუ ახლო წარსულში ჩადენილი შეცდომები, ან
მიღწეული წარმატებები, ამის გარეშე კი შეუძლებელია
საზოგადოების წინსვლა.

warsulis Semecnebas, sxva yvela codnaze ufro metad, SeuZlia


sargebloba moutanos adamianebs

“ჩვენთვის აუცილებელია ყველას მივმართოთ დარიგებით, შეისწავლონ და შეითვისონ ასეთი


ხასიათის (იგულისხმება ისტორიული, რედ.) თხზულებები. რადგან წარსულის შემეცნებას, სხვა ყველა
ცოდნაზე უფრო მეტად შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს.
..... არა მარტო ესა თუ ის ისტორიკოსი ..... .არამედ, შეიძლება ითქვას, ყველანი იმ რწმენით იწყებენ და
ასრულებენ, რომ ისტორიიდან ამოღებულ გაკვეთილებს ყველაზე უფრო მეტად მივყავართ განათლებისაკენ
და გვამზადებენ საზოგადოებრივი საქმეების დაწყებისათვის. სხვა ადამიანების განცდილი არის
დამაჯერებელი და ერთადერთი დარიგება, რომელიც გვასწავლის ვაჟკაცურად გადავიტანოთ ბედის
ცვალებადობა. ამიტომ არავისათვის არ არის საჭირო, ყველაზე ნაკლებად კი ჩვენთვის, გავიმეოროთ
ყოველივე ის, რაც სხვებმა უკვე კარგად თქვეს, იმიტომ, რომ ის გამორჩეული ამბები, rომლებზედაც ჩვენ
საუბარს ვაპირებთ, თავისთავად მიიზიდავს ყველას - მოხუცია ის თუ ახალგაზრდა, ჩვენი თხრობის
ყურადღებით წასაკითხად. სინამდვილეში, განა შეიძლება მოინახოს ისეთი ადამიანი, რომელიც არ ისურვებს
გაიგოს, როგორ და რა საზოგადოებრივ დაწესებულებათა დროს თითქმის მთლიანად მოექცა ჩვენი ქვეყანა
(იგულისხმება საბერძნეთი, რედ.) ერთიანი რომის ხელისუფლების ქვეშ? არასოდეს ადრე არ ყოფილა ამის
მსგავსი და ნუთუ შეიძლება ვინმე, იმდენად გატაცებული იყოს სხვა სანახაობებით, ან კიდევ მეცნიერების
სხვა დარგებით, რომ არ დაინტერესდეს შეთავაზებული ცნობებით?
პოლიბიოსი, მსოფლიო ისტორია

8
რის საფუძველზე შევისწავლით და როგორ
აღვადგენთ საზოგადოების წარსულში განვლილ გზას, ანუ
ისტორიას?
ისტორიის წყარო. ისტორიას მეცნიერები გარკვეული
მასალების საფუძველზე აღადგენენ. ასეთ მასალას ისტო-
რიის წყარო ეწოდება. წყაროდ წარსულის ნაშთი თავის-
თავად არ ხდება. მას ისტორიულ წყაროდ აქცევს ადამიანი,
რომელიც წარსულში მომხდარი ამბების აღდგენის, შემეც-
ნების, თუ უკეთ გაგების მიზნით მის შესწავლა-გამოყენებას
იწყებს. ისტორიული წყაროა ყველაფერი ის, რაც ადამიანის,
ან ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრებიდან
შემოგვრჩა და, რასაც ისტორიის რომელიმე დარგის სპეცია-
ლისტი, გარდასული ამბების შესასწავლად იყენებს. სხვაგ-
ვარად ყოველივე ამას სულიერი და მატერიალური
კულტურის ნაშთებს ან ძეგლებსაც ვუწოდებთ.
ილია ჭავჭავაძე
საზოგადოების წარსულის შესწავლისას ისტორიის
(1937 -1907)
წყაროდ იქცევა მიწისქვეშ თუ მიწის ზემოთ არსებული
ძველი შენობების, გზების, ხიდების და ა. შ. ნაშთები, მონე- ქართველი პოეტი, მწერალი და
ტები, საყოფაცხოვრებო ნივთები. მათ შორის სამკაული, საზოგადო მოღვაწე
შრომის და ბრძოლის იარაღი, ხელოვნების ნიმუშები,
საკრავი ინსტრუმენტები, საწერი საშუალებები და წერილო-
ბითი ძეგლები: სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერი, თუ
ნაბეჭდი წიგნები. მაგალითად, კანონთა კრებულები, ისტო-
რიული, რელიგიური თუ ლიტერატურული თხზულებები;
დოკუმენტები: მეფეთა თუ სხვა თანამდებობის პირთა ბრძა-

istoria didebuli taZaria, saca uwiravs erTians sulsa erisas

ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას
ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისი ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება
ისტორიისა, თავისი წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან მომასწავებელია ერის
სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაც. წარსული - მკვიდრი საძირკველია
აწყმოსი, როგორც აწყმო - მომავლისა. .... ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძენისაგან, რომ: „აწმყო, შობილი
წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისა“-ო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია
ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი.
რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ახსნის და გვითარგმნის
ხოლმე მარტო ისტორია და, თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის
ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი და თუ ესეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო,
ჩვენი მერმისი?
..... ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიანს სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს
თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა
მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ... თავის დიდ ბუნებოვანნი კაცნი და
დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან - ჭირია თუ
ლხინია. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს
უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის
მაგალითით და ანდერძითა და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და
მოედანს ამ წუთისოფელში.
დიდბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და
დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქებენ, ამხნევებენ, .... ერი თავის გმირების
ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს.

ილია ჭავჭავაძე, ერი და ისტორია

9
ნებები, გარიგებები, ყიდვა-გაყიდვის აქტები, დაბადებისა და
გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების რეგისტ-
რაციის აქტები, სხვადასხვა ხასიათის დავთრები; დღიუ-
რები, მემუარები (მოგონებები), ჟურნალ-გაზეთები; ხალ-
ხური ზეპირსიტყვიერება: ლექსები, ზღაპრები, თქმუ-
ლებები, ანდაზები, იგავ-არაკები და ა. შ. ამა თუ იმ ენის სი-
ტყვიერი მასალა, ანუ ლექსიკა. უახლესი ისტორიის შესწავ-
ლისას წინ იწევს ისეთი წყაროები, როგორიცაა დოკუმენ-
ტური თუ მხატვრული ფილმები, ტელეარქივები, სხვა-
დასხვა სახის ვიდეო და აუდიო მასალა, მასმედია.
სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას ისტორიული
წყაროს მრავალფეროვნებაზე, მოვიყვანთ ერთ მაგალითს:
იმისათვის, რომ გაეგოთ, რითი იკვებებოდნენ ძველი რო-
მაელი ლეგიონერები (ჯარისკაცები), მეცნიერებმა გათხარეს
მათი ბანაკები და იქ საპირფარეშოების ადგილას დაცული
მიწადქცეული ნაშთის ბიო-ქიმიური ანალიზით, დაასკვნეს,
რომ ბრძოლაში გამოწრთობილი ამ პროფესიონალი მეომ-
რების ძირითადი საკვები ყოფილა არა ხორცეული, როგორც
ეს შესაძლოა წარმოგვედგინა, არამედ ხორბლეულის ფაფა.
ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, ისტორიის
წყაროს, კლასიფიკაციის თვალსაზრისით, ორ დიდ კატეგო-
რიად ჰყოფენ: წერილობითი წყაროები და ადამიანის მიერ
შექმნილი დანარჩენი მატერიალური თუ სულიერი კულ-
ტურის ძეგლები. ეს კატეგორიები შეიძლება შემდეგნაირად
განვსაზღვროთ: წერილობითი წყარო ისტორიის ისეთი
წყაროა, რომლის მეშვეობით ადამიანი თვითონ უშუალოდ
გვატყობინებს ან მოგვითხრობს თავის თავზე, ან იმ საზო-
გადოებაზე, რომელშიც ის ცხოვრობს. ამავე რიგის ძეგლებს
უნდა მივაკუთვნოთ დოკუმენტური ფილმები, ტელე-
არქივები და ვიდეო, თუ აუდიო მასალა. მატერიალური, თუ
სულიერი კულტურის ძეგლები ადამიანის მიერ შექმნილი
ფასეულობებია, რომლებიც მოგვითხრობენ მათ შემქმ-
ნელზე და იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ისინი შეიქმნენ.

sxvadasxva saxis istoriuli wyaro

მცხეთაში ნაპოვნი ებრაული ჩვილის საკვები თიხის ჭურჭელი


საფლავის ქვები ანტიკური საბერძნეთი.
ძვ. წ. VI-IV სს.

10
კაცობრიობამ დღემდე რთული და მრავალფეროვანი
ცხოვრების გზა განვლო. წარსულში საზოგადოების ცხოვ-
რების სრული სურათის აღდგენა შეუძლებელია მისი
მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მხარის შესწავლით. ამიტომაა,
რომ საზოგადოების წარსულს ისტორიის არაერთი დარგი
სწავლობს, რომელთა შესწავლის ობიექტი წარსულიდან
შემორჩენილი სხვადასხვა სახის წყაროა. ისტორიის დარ-
გებს, ტრადიციულად, ძირითად, ანუ მთავარ და დამხმარე
დარგებად ჰყოფენ.
აქედან: არქეოლოგია, ეთნოგრაფია/ეთნოლოგია, ანთ-
როპოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, ცივილიზაციის
ისტორია, ეკონომიკის ისტორია, რელიგიის ისტორია, სა-
ხელმწიფოსა და სამართლის ისტორია, ისტორიის ფილო-
სოფია - მთავარ, წყაროთმცოდნეობა, პალეოგრაფია, დიპ-
ლომატიკა, სფრაგისტიკა, ჰერალდიკა, გენეალოგია, ნუმიზ-
მატიკა, ისტორიული მეტროლოგია, ისტორიული ქრონო-
ლოგია კი ისტორიის დამხმარე დარგებადაა მიჩნეული.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი დაყოფა ფრიად პირობითია.
მეცნიერთა შორის ერთი აზრი ამ საკითხის ირგვლივ სულაც
არ არსებობს. ის, რასაც ისტორიკოსთა ერთი ნაწილი დამხ-
მარე დარგად მიიჩნევს (მაგალითად, წყაროთმცოდნეობა),
სხვათა აზრით, დამხმარეს კნინობით სახელს სულაც არ
იმსახურებს და ა. შ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქვემოთ ისტორიის
ამ დარგების დახასიათება-განხილვისას, მათ ყოველგვარი
ეპითეტის გარეშე, უბრალოდ, „ისტორიის დარგებად―
მოვიხსენიებთ.

§ 2. პალეოგრაფია, დიპლომატიკა,
სფრაგისტიკა, ეპიგრაფიკა

დამწერლობის სისტემები. ცოდნის დაგროვების


გარკვეული ეტაპიდან ადამიანს გაუჩნდა საჭიროება თავისი
გამოცდილება უფრო საიმედო გზით გადაეცა, ვიდრე ამის
საშუალებას ზეპირსიტყვიერება იძლეოდა. ამან დამწერ-
ლობის წარმოშობა განაპირობა.
თავდაპირველად ადამიანმა უმარტივესი ხატოვანი
დამწერლობა, ანუ პიქტოგრაფია შექმნა. ხატოვანი დამწერ-
ლობის განვითარებამ იეროგლიფური დამწერლობა წარმო-
ქმნა, სადაც გარკვეული ხატოვანი გამოსახულება ერთ
სიტყვას (ცნებას) შეესაბამება. იეროგლიფური დამწერლობა
ძვ. წ. IV-III ათასწლეულში წარმოიშვა. მას იყენებდნენ ისე-
თი უძველესი ხალხები, როგორებიც იყვნენ, ძველი ეგვიპ-
ტელები, ჩინელები და სხვ. ჩინეთსა და იაპონიაში იეროგ-
ლიფური დამწერლობა დღემდე შემორჩა. ძველი ეგვიპ-
ტელები იეროგლიფებით წერდნენ როგორც ქვაზე, ისე

11
პაპირუსზე. ეს დამწერლობა XIX ს-ის I ნახევარში დიდმა
ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა შამპოლიონმა გაშიფრა, რაც იმ
დროს მეცნიერების უდიდეს მიღწევად იქნა მიჩნეული.
დამწერლობის განვითარების შემდგომ საფეხურს
ლურსმული დამწერლობა წარმოადგენს. ასეთ დამწერ-
ლობას იყენებდნენ წინა აზიის ხალხები — ძველი შუმე-
რები, ასურელები, ხეთები; ჩვენი წინაპრების სამხრეთელი
მეზობლები ურარტუელები. ეს დამწერლობებიც ძირითა-
დად XIX ს-ში გაიშიფრა. ლურსმული დამწერლობის წაკი-
თხვაში განსაკუთრებული დამსახურება ინგლისელ ჰენრი
როულინსონს (არქეოლოგი და ლინგვისტი) მიუძღვის.
ლურსმულ დამწერლობაში ცალკეული ნიშნით უკვე მარც-
ჟან ფრანსუა შამპოლიონი
ვალია გადმოცემული. ლურსმულით წერდნენ როგორც
1790-1832
ქვაზე, ისე თიხის ფირფიტებზე. დღეს ასეთი თიხის ფირფი-
ტების მთელი ბიბლიოთეკებია აღმოჩენილი.
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღე-
ვანდელი ისრაელის ჩრდილოეთით ძვ. წ. II-I ათასწლეუ-
ლებში ფინიკიელები სახლობდნენ. ფინიკიელები მსოფლიო
ისტორიაში ცნობილი პირველი ხალხი იყო, რომელმაც
დიდი საზღვაო სავაჭრო კოლონიები შექმნა.
თავიანთი სავაჭრო-საფინანსო ჩანაწერებისათვის
მათ უფრო მარტივი და მოსახერხებელი დამწერლობა ესა-
ჭიროებოდათ, ვიდრე ეს ლურსმული მარცვლოვანი
დამწერლობა იყო. ამიტომ, ძველმა ფინიკიელებმა ლურს-
მული დამწერლობიდან ანბანური დამწერლობა შექმნეს,
სადაც თითოეულ ბგერას თითო ასო-ნიშანი შეესაბამება.
ფინიკიური დამწერლობის პირველი ნიმუშები ძვ. წ. XII-XI
სს.-დან შემოგვრჩა.
ფინიკიელებმა ასეთი ასო-ნიშნები მხოლოდ თანხ-
მოვნებს მიუსადაგეს. დასრულებული სახე ანბანურ დამ-
წერლობას ძველი მსოფლიოს კიდევ ერთმა, მეზღვაუ-
რობითა და ვაჭრობით განთქმულმა ხალხმა - ძველმა ბერძ-
ჰენრი როულინსონი ნებმა მისცეს, რომლებმაც ფინიკიურ ანბანს ხმოვნების
(1810 – 1895) აღმნიშვნელი ასო-ნიშნებიც დაუმატეს. ძველი ბერძნული
დამწერლობის პირველი ნიმუშები ძვ. წ. IX-VIII სს-დან
ბრიტანელი არქეოლოგი და
შემოგვრჩა. თავდაპირველად ძველი ბერძნები, ფინიკიე-
ლინგვისტი.

ეგვიპტური იეროგლიფები
ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების
პიქტოგრაფიული დამწერლობა

12
ლების მსგავსად, მარჯვნიდან მარცხნივ წერდნენ შემდგომ
კი მარცხნიდან მარჯვნივ წერაზე გადავიდნენ.
დღეისათვის მსოფლიოში 14 ძირითადი დამწერ-
ლობაა. 11 ამათგან ანბანურია: ქართული, ბერძნული, ლა-
თინური, სლავური (კირილიცა), სომხური, არაბული,
ებრაული, სირიული, ეთიოპური, ინდური, ძველი მონღო-
ლური (იუგურული); სამი დამწერლობა კი იეროგლი-
ფურია: ჩინური, იაპონური და კორეული.
ბერძნულიდან ანბანი ბევრმა ძველმა ხალხმა გადაი-
ღო, მათ შორის ლათინებმა (რომაელებმა). ლათინური
ანბანი საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლეთ
ევროპული ქვეყნების ანბანებს. ბერძნულიდან მოდის IV ს-
ში შექმნილი ძველი ქართული და სომხური ანბანები, IX ს-
ში ბერძნულის საფუძველზე შეიქმნა ძველი სლავური ან-
ბანი. მისი განვითარებაა დღევანდელი რუსული ანბანი.
ფინიკიურმა ანბანმა საფუძველი დაუდო ძველად
მთელ წინა აზიაში გავრცელებულ არამეულ დამწერლობას,
რომელიც ფინიკიურის მსგავსად არ შეიცავდა ხმოვან ასო-
ნიშნებს და მარჯვნიდან მარცხნივ იწერებოდა. არამეულით
შესრულებული პირველი წერილობითი ძეგლები ძვ. წ. IX
ს-დანაა შემორჩენილი.
არამეულიდან განვითარდა არაბული დამწერლობა,
რომელსაც არამეულის ეს ორივე ნიშანი ახასიათებს. არა-
ბული დამწერლობა ძველად ყველა მუსლიმურ ქვეყანაში
იყო გავრცელებული. ამჟამად არაბულ ანბანს, ძირითადად,
საკუთრივ არაბული ქვეყნები და ირანი იყენებს.
ანბანის გაჩენისთანავე ადამიანებმა მნიშვნელოვანი
მოვლენების ჩაწერა დაიწყეს, ასე გაჩნდა პირველი ისტო-
რიული თხზულებები, სხვადასხვა დოკუმენტები, მათ
შორის ყიდვა-გაყიდვის აქტები, საგადასახადო თუ ქონების
აღნუსხვის დავთრები და სხვ.
ისტორიკოსი, როდესაც საზოგადოების წარსული
ცხოვრების აღდგენა-რეკონსტრუქციას ცდილობს, ბუნებ-
რივია, მეცნიერების ყველა ზემოთჩამოთვლილი დარგის
მონაცემებს ითვალისწინებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი
მისთვის მაინც წერილობითი წყაროების მონაცემებია.

ფინიკიური

არამეული ბერძნული

არაბული ლათინური ქართული სლავური სომხური


(კირილიცა)

რუსული

13
ჩვენს კომპიუტერულ ეპოქაში ძნელი წარმოსადგენია თუ
რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული ძველი ხელნაწერე-
ბისა და წარწერების წაკითხვა. ამ საქმეში მას პირველ რიგში
პალეოგრაფია ორი ბერძნული ისტორიის დამხმარე დარგი პალეოგრაფია ეხმარება.
სიტყვის “პალეოს” (ძველი) და პალეოგრაფიის მკვლევარები სწავლობენ სხვა-
“გრაფოს” (წერა) შეერთებითაა
დასხვა ეპოქებში რითი წერდნენ და რას იყენებდნენ საწერ
მიღებული და შეისწავლის
წერილობითი წყაროების გარეგან მასალად ადამიანები, როგორი იყო ამა თუ იმ ისტორიულ
მხარეს. პერიოდში ასოთა მოყვანილობა.
მართლაც, ადამიანი თავდაპირველად საწერად სხვა-
დასხვა მაგარ მასალას იყენებდა. ძირითადად ეს იყო ქვა, ხე,
თიხის ფირფიტები. ეგვიპტეში ბუნებრივად იზრდებოდა
პაპირუსი, ამიტომ საწერად ჩვეულებრივ ქვასთან ერთად
პაპირუსიდან დამზადებულ მასალას იყენებდნენ. ქართუ-
ლად მას ჭილი ეწოდება. ბევრად უფრო გვიან გაჩნდა
საქონლის ტყავის საწერ მასალად დამუშავების ტექნო-
ლოგია. ევროპაში ასეთ მასალას პერგამენტი, საქართვე-
ლოში - ეტრატი ერქვა. V ს-ში ჩინეთში ქაღალდის დამზა-
დების ტექნოლოგიაც აითვისეს. ამ ტექნოლოგიას უკვე VII-
ჩინური იეროგლიფები VIII სს-ში არაბები ინდოეთში ეზიარნენ. ევროპაში ქაღალდი
ცნობილი XI-XII სს-ში გახდა, თუმცა მან საბოლოოდ ეტრა-
ტი საკმაოდ გვიან, XV-XVI სს-ში გამოდევნა.
არანაკლებ საინტერესოა კალმის ისტორია. ლითონის
კალმებამდე ადამიანები საწერად ბრინჯაოს წამახულ ჩხირებს
(სტილოსებს) იყენებდნენ, რომლითაც თიხის სველ
ფირფიტებსა და ცვილით დაფარულ დაფებზე წერდნენ. მელანი
და ლითონის კალამი ანტიკური ხანიდან შემოვიდა, თუმცა
ლითონის სიძვირის გამო თითქმის XVI-XVII საუკუნეებამდე
საწერად უმთავრესად ბატის ფრთას იყენებ-დნენ.
სხვადასხვა მასალაზე და სხვადასხვა კალმებით წერა
ასოთა მოხაზულობასაც თავის დაღს ასვამდა. მოხაზულობა
იცვლებოდა საუკუნეების, ხანდახან ერთი და იგივე საუ-
კუნის სხვადასხვა პერიოდებშიც კი. მის ცვლილებაზე დიდ
გავლენას ახდენდა ამა თუ იმ ხანის საზოგადოების გემოვ-
ბერძნული ანბანი
ნებაც, წერის იმ ხანად გავრცელებული მანერა, ტრადიციები
და სხვ. ხანდახან რეგიონი, ქალაქი, მონასტერიც კი ასოთა
მოხაზულობის თავისებურ სტილს შეიმუშავებდა ხოლმე.

არაბული ანბანი

ლათინური ანბანი სლავური ანბანი (კირილიცა)

14
იყვნენ ცნობილი კალიგრაფები, რომლებიც მათ მოწაფეებ-
თან ერთად ასოთა მოხაზულობის მათთვის დამახასია-
თებელ სტილს ნერგავდნენ.
გაკრული ხელით დაწერილი ტექსტების გარჩევა და ქარაგმა არის პირობითი ნიშანი,
ამოკითხვა სპეციალურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. არც ის რომელიც ძველ ტექსტებსა და
უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველად საწერი მასალა: ჭილი, ნაწერებში შემოკლებით დაწერილ
ეტრატი, ქაღალდი ძვირი ჯდებოდა და საზოგადოება მას სიტყვებს თავზე ესმის.
ფრიად შეზღუდული ოდენობით აწარმოებდა. ასეთ ვითარე-
ბაში ადამიანები ცდილობდნენ მაქსიმალურად ეკონო- დაქარაგმებული კავშირები: რ˜
მიურად გამოეყენებინათ საწერი ფართობი, რისთვისაც (რამეთუ), ხ˜ (ხოლო), ა˜დ (არამედ),
სიტყვებს აქარაგმებდნენ. დაქარაგმება სიტყვის ნაწილის ვ˜ი ვიდრე); ნაცვალსახელები:
გამოტოვებას გულისხმობს. ბუნებრივია, აქარაგმებდნენ იმ რ˜ლი, რლ˜ნ (რომელმან), ყ˜ლი
ეპოქისათვის კარგად ცნობილ სიტყვებს, ხშირად საკუთარ (ყოველი).
სახელებს, წოდებებს, თანამდებობის აღმნიშვნელ ტერმი-
ნებს. მაგრამ ის რაც რომელიღაც ეპოქაში კარგად ცნობილი
და გასაგები იყო, სულაც არაა ასეთივე იოლად გასაგები
დღეს და, ბუნებრივია, პალეოგრაფს დამატებით სირთულეს ჭვირნიშანი — საგანგებო ნიშანი,
უქმნის. მაგალითად, ძველ ქართულ ტექსტებში ხშირად გამჭვირვალე გამოსახულება
ქაღალდზე, რომელიც მხოლოდ
იხმარება ქარაგმები: „ოო“, რაც „უფალო“-ს ნიშნავს (ძველ
სინათლეზე გახედვისას ჩანს.
ქართულში „უ“ ასონიშანი არ არსებობდა. და მას „ოჳ“
ჭვირნიშანი პირველად XIII
აღნიშნავდა, ანუ იწერებოდა „ოჳფალო“), ან კიდევ „იი“ - საუკუნეში იტალიაში
იყავნ, იყავნ; „იო“ - იესო, „ქე“ - ქრისტე და ა. შ. ამა თუ იმ დამზადებულ ქაღალდზე
ეპოქაში გავრცელებული ასოთა მოხაზულობის, ქაღალდის გვხვდება.
ხარისხის, ან ჭვირნიშნის მიხედვით პალეოგრაფები დაუთა-
რიღებელი ტექსტების დათარიღებას ახერხებენ.

urartus mefis menuas kldeze amokveTili warwera


(Zv. w. IX s. dasasruli da VIII s. daawyisi)

,,ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ თავისი იარაღით


დიაუეხის ძლიერი ქვეყნის წინააღმდეგ. ღვთაება ხალდის
ძლიერებით გაემართა სალაშქროდ მენუა იშუინის ძე; წინ უძღოდა
მას ღვთაება ხალდი. მენუა ამბობს: დავიპყარი დიაუხის ქვეყანა,
ra mxareSi laSqrobda menua?
ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი ბრძოლით დავიპყარი/ ქვეყანა
გადავწვი, ციხე-სიმაგრეები დავანგრიე. მივედი შეშეთის
ქვეყანამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი ..... მენუა ამბობს: ურარტუს მეფის მენუას ამ
უტუფურში, მეფე დიაუხისა მოვიდა ჩემს წინაშე, მომეხვია ლაშქრობას ადგილი ჰქონდა
ფეხებზე, პირქვე დაემხო; მე მას მოწყალედ მოვექეცი - შევიწყალე ისტორიული საქართველოს
იგი ხარკის გადახდის პირობით. მომცა მან ოქრო და ვერცხლი, სამხრეთ-დასავლეთში. ამას მის
მომცა ხარკი. ის ტყვეები, რომლებიც იყვნენ მასთან, დამიბრუნა მიერ დაპყრობილი რეგიონები
მან მთლიანად. მოწმობენ:
მენუა ამბობს: მეფეები მე იქიდან მოვაცილე - ბალთულხის
ქვეყნის მეფე და ქალაქ ხალდირიულხის ქვეყნის მეფე. დიაუხის ქვეყანა - ქართული
გამაგრებული ციხეები, რომლებიც კი იყო იმ ქვეყანაში, მე იქიდან ისტორიული ქვეყანა ტაო
მოვგლიჯე.
მენუა ამბობს: ვიმც ამ წარწერას მოსპობს, ვინც მას გასტეხს, შეშეთის ქვეყანა - ქართული
ვინც ვინმეს ამას გააკეთებინებს, სხვა ვინც იტყვის: „მე გავაკეთე ისტორიული ქვეყანა შავშეთი
ყველაფერი ეს“, დაე, მოსპონ ღვთება ხალდიმ, ღვთაება შივინიმ,
ყველა ღვთაებამ ამ მზის ქვეშ“.

15
ეპიგრაფიკა. პალეოგრაფიის შემადგენელი ნაწილია,
ეპიგრაფიკა ბერძნული სიტყვაა
ეპიგრაფიკა, რომელიც მყარ მასალაზე — ქვა, ლითონი,
და ნიშნავს წარწერას.
მინა, კერამიკა — შესრულებულ ძველ წარწერებს იკვლევს.
ასეთ წარწერებს ლაპიდარულსაც უწოდებენ.
ანტიკური ისტორიიდან უამრავი ეპიგრაფიკული
ძეგლი შემოგვრჩა. არის მთელი ქვეყნები და რეგიონები
რომელთა შესახებ წერილობითი ინფორმაცია მხოლოდ ამ
ტიპის წერილობითმა ძეგლებმა შემოგვინახა. ეპიგრაფი-
კული მასალა ძნელად რომ ჩვენამდე დაუზიანებლად იყოს
მოღწეული. ქვა ცვდება, თიხაზეც წარწერების სიმკვეთრე
კლებულობს და ა. შ. ხშირად ეპიგრაფიკული ძეგლი მიუვალ
კლდეებზეა ამოკვეთილი, რაც მკვლევარებს დამატებით
სირთულეებს უქმნით. ასე რომ ეპიგრაფიკული მასალის
წაკითხვა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და სპე-
ციალურ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს.
დიპლომატიკა. პალეოგრაფიის შემადგენელი ნაწი-
ინგლისის მეფის,
ლია აგრეთვე დიპლომატიკა, ანუ სიგელთმცოდნეობა, რო-
ედუარდ აღმსარებლის
მელიც საგანგებოდ იკვლევს ძველ ისტორიულ დოკუმენ-
(1042-1066)
სამეფო ბეჭედი
ტებს.
სფრაგისტიკაც ისტორილი დისციპლინაა, რომელიც
სწავლობს ძველ დოკუმენტებზე დასმულ ბეჭდებსა და მათ
გამოსახულებებს.
დიპლომატიკას და სფრაგისტიკას განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება ძველი დოკუმენტების უტყუარობის
კონსტანტინეს ნაბოძვარი — დადგენაში. საბუთების გაყალბება ხომ ადამიანებმა ასეთი
რომის იმპერატორ კონსტანტინე დოკუმენტების დამზადებისთანავე დაიწყეს. დოკუმენ-
I დიდის (306-337) სახელით VIII- ტების გაყალბება იმდენად ოსტატურად ხდებოდა, რომ
IX ს.-ში შედგენილი ყალბი მკვლევარები დღესაც კამათობენ მრავალი ძველი დოკუმენ-
სამეფო სიგელი, რომლის ტის უტყუარობის შესახებ. ზოგიერთი საბუთის გაყალბება
მიხედვით ბიზანტიის ამა თუ იმ საგვარეულოს დაძველებას ან განდიდებას
იმპერატორმა რომის პაპს ემსახურებოდა. ძირითადად, ბუნებრივია, ისეთ ყალბ
სილვესტრ I-ს (314-335.) უბოძა დოკუმენტებს ქმნიდნენ, რომელიც უძრავი ქონების (მიწა,
სასახლე, ქალაქი რომი და სახლი), მათ შორის სოფლის, სოფლების, ან მთელი მხარის,
„დასავლეთის ქვეყნები“. ამ მონასტრის, ციხე-ქალაქის ყიდვა-გაყიდვას, მემკვიდრეო-
სიგელით კათოლიკური
ბით გადაცემას, მზითვში გაცემას, ან ჩუქებას შეეხებოდა.
ეკლესია დასავლეთ ევროპის
ასეთი ყალბი დოკუმენტის შექმნის კლასიკური მაგალითი
საერო ხელისუფლებაზე რომის
ცნობილი ე.წ. კონსტანტინეს ნაბოძვარია.
პაპის უზენაესობას ამტკიცებდა.

ნარატიული წყარო
„ნარატიული“ ლათინური სიტყვა § 3. წყაროთმცოდნეობა
„ნარაციოდან“ მოდის, რაც
თხრობას ნიშნავს. ძველი წერილობითი წყაროების დიდი ნაწილი
ამ სახელით მოიხსენიებენ მეტ-
ნარატიული, ანუ თხრობითი წყაროებია. ნარატიულ წყა-
ნაკლებად ვრცელ თხზულებებს,
როებს წყაროთმცოდნეობა შეისწავლის. ეს მრავალ პრობლე-
სადაც წარსულში მომხდარი
ამბები თხრობის ფორმითაა მასთანაა დაკავშირებული. უმრავლეს შემთხვევაში ჭირს ამ
გადმოცემული. თხზულებათა ავტორების და მათი მოღვაწეობის პერიო-
დის დადგენა. იოლი არაა ამ თხზულებებში დაცული ინფორ-
მაციების წარმომავლობისა და მათი სანდოობის გარკვევა.

16
ყოველი ძველი საისტორიო თხზულების გამოყენე-
ბისას, უპირველეს ყოვლისა, დგება ამ თხზულებებში დაცუ-
ლი ცნობების სანდოობის საკითხი. ამისათვის მკვლევარებს,
პირველ რიგში, თხზულების დაწერის დროისა და ავტორის
ვინაობის დადგენა უხდებათ, თუ ამის შესახებ საკუთრივ
თხზულებაში არ მოიპოვება შესაბამისი ინფორმაცია, ან ეს
სხვა წყაროებიდან არაა ცნობილი.
ჩნდება კითხვა: განა ასოების მოყვანილობა და ამა
თუ იმ ეპოქაში გავრცელებული კალიგრაფიული სტილი არ
შეიძლება დაგვეხმაროს უთარიღო ხელნაწერის შექმნის
დროის დადგენაში?
რა თქმა უნდა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს სავსებით
შესაძლებელია. მით უფრო, ისტორიის იმ პერიოდისათვის,
როდესაც, კაცობრიობამ ჯერ წიგნების ბეჭდვა არ იცოდა და
ხელნაწერი ტექსტები გადაწერის მეშვეობით ვრცელ-
დებოდა. მაგრამ, როგორც წესი, ჩვენამდე მოღწეული საის-
ტორიო თხზულებების ხელნაწერები ბევრად უფრო გვიან-
დელია, ვიდრე თვითონ თხზულებები. ამიტომ, თუმცა
ხშირად ამ ხელნაწერების გადაწერის პერიოდის და ხან-
დახან ადგილის დადგენაც კი შეგვიძლია, მაგრამ ეს დიდს
ვერაფერს გვეუბნება თვით თხზულების შექმნის დროისა და
მისი შემქმნელის შესახებ.
ნარატიული თხზულების დაწერის პერიოდზე ინფორ-
მაციის არარსებობის შემთხვევაში, ისტორიკოსი იძულებუ-
ლია, მის დასადგენად არაპირდაპირი მონაცემებით იხელმძ-
ღვანელოს, როგორიცაა: თხზულებაში გადმოცემული ისტო-
რიული ამბები, თხზულების ენა და ლექსიკა, ნაშრომის
გეოგრაფიული, ეკონომიკური და ეთნიკური ტერმინოლოგია,
რელიგიურ-კულტურული სიმბოლიკა და სხვ.
ამ შემთხვევაშიც არა ერთ სირთულეს ვაწყდებით.
მასალა, რომელზედაც ხელნაწერი იყო შესრულებული
(ტყავი, პაპირუსი, ქაღალდი) დროთა განმავლობაში ცვდე-
ბოდა და ტექსტის გადარჩენა მის გადაწერას მოითხოვდა.
გარდა ამისა, გადაწერა ერთადერთი საშუალება იყო წიგნის
გამრავლების. რაც უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი
იყო ნაშრომი, მით უფრო ხშირად ხდებოდა მისი გადაწერა.
გადამწერები კი, მათი დიდი გამოცდილებისა და მონდო-
მების მიუხედავად, ბუნებრივია, შეცდომებისაგან დაზღვეუ-
ლები სულაც არ იყვნენ. განსაკუთრებით მახინჯდებოდა, ან
სულაც იცვლებოდა საკუთარი, ეთნიკური და გეოგრა-
ფიული სახელები, ანუ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში
ცვლილებას განიცდიდა. მართლაც, მაგალითად VIII ს-ის
გადამწერისათვის შეიძლება გაუგებარი გამხდარიყო IV, ან
თუნდაც VI ს-ში შექმნილ ტექსტში დასახელებული
ხალხების, ქალაქების, მდინარეების და ა.შ. სახელები,
რომლებიც მის ეპოქაში, ან უკვე დიდი ხანია აღარ
არსებობდნენ, ან შეცვლილი სახელებით იყვნენ ცნობილნი.
ამიტომ გადამწერს, რომელიც ხშირად დაზიანებულ ტექსტს
უკირკიტებდა, უჭირდა მისთვის უცნობი სახელების
სწორედ ამოკითხვა.

17
სწორად ამოკითხვის შემთხვევაშიც, გადამწერი
ცდუნების წინაშე დგებოდა: ან უცვლელად დაეტოვებინა
ტექსტში მისი ეპოქის მკითხველისათვის გაუგებარი სახე-
ლები თუ ტერმინები, ან ისინი იმავე ტერიტორიაზე უკვე
მის ეპოქაში მცხოვრები და, შესაბამისად, მისი ეპოქის მკი-
თხველისათვის უფრო ცნობილი ხალხების სახელებით ჩაე-
ნაცვლებინა.
გადამწერის მიერ ამ ბოლო არჩევანის გაკეთების
შემთხვევაში, ძველი ტექსტის ტერმინოლოგიური განახ-
ლება ხდებოდა, რაც გამოუცდელი მკვლევარისათვის, შესაძ-
ლოა, ტექსტის არასწორად დათარიღების მიზეზი გახდეს.
მაგალითდ, ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ შემთხვევაში IV,
ან VI ს-ში შექმნილი ტექსტი, მისი VIII ს-ში ტერმინოლო-
გიური განახლების გამო, VIII ს-ით დაათარიღოს.
ნაშრომის ავტორისა და თარიღის იმთავითვე
ცოდნის ან დადგენის შემთხვევაშიც კი ისმის არაერთი კი-
თხვა:
იყო თუ არა ავტორი მის მიერ გადმოცემული ამბების
თვითმხილველი?
ცნობილია, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო
ხანგრძლივობა ანტიკურ ხანაში 25, ხოლო შუა საუკუნეებში
თომას მანი
30-40 წელს არ აღემატებოდა, აქედან 16 წელი მის ბავშვობასა
(1875-1955)
და აღზრდაზე მოდიოდა, შესაბამისად, თხზულების ავტორს
გერმანელი მწერალი, ესეისტი, აქტიური ცხოვრებისათვის, ანუ მის მიერ აღწერილ ამბებში
ეპიკური რომანების ოსტატი, მონაწილეობისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, 14-24 წელი
ნობელის პრემიის ლაურეატი რჩებოდა. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველ
ლიტერატურის დარგში (1929). ისტორიკოსთა თხზულებებში მოთხრობილ ამბავთა ქრონო-
ლოგია მათი ცხოვრების წლებს, როგორც წესი, ბევრად
აღემატება, მივხვდებით, თუ რამდენად პირობითია ამა თუ
იმ თხზულების ავტორის თვითმხილველობის ცნება. ცხა-

warsuli amoucnobi siRrmis ormoa^ ukeTesi xom ar iqneba, Tu mas uZiro ormos
vuwodebT?

უნდა ვაღიაროთ, რომ სიტყვა „პირველწყაროს“, პირველი, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნაწილი


შერჩეულია არც თუ ისე ზუსტად, ვინაიდან ეს დაზიანებული ფირფიტები წარმოადგენენ ასლებს,
რომლებიც სულ რაღაც ექვსასი წლის წინ ჩვენს ერამდე აშურბანიფალის (ძვ. წ. 668-627, რედ.)...
ბრძანებით დაამზადეს სწავლულმა მონებმა, ხოლო დედანი კი იყო მთელი ათასი წლით უფრო
ხნიერი .... რის გამოც მისი წაკითხვა და გაგება აშურბანიპალის გადამწერთათვის დაახლოებით ისევე
იოლი იყო, უფრო სწორად ისევე რთული, როგორც ჩვენთვის კარლოს დიდის ეპოქის ხელნაწერის
გარჩევა. ამ .... სიგელ-გუჯრის გაუმართავი, დიდი ხნის წინ მოძველებული ასოთა მოყვანილობა, რა
თქმა უნდა, ძნელი გასარჩევი იყო უკვე იმ ჟამად და, რომ მასში დაცული აზრი ზედმიწევნით ზუსტად
იქნა გადმოცემული, თავდებად დადგომა ძნელია.
თუმცა ეს დედანიც არ იყო დედანი, უფრო სწორად ნამდვილი დედანი, &&&& ისიც გადმოეწერათ
ღმერთმა უწყის რა სიძველის გუჯრიდან& აი, ამისთვის კი ბოლოს და ბოლოს შეიძლებოდა დაგვერქვა
დედანი, ის რომ არ ყოფილიყო აჭრელებული ვიღაც გადამწერის ხელით მიწერილი შენიშვნებით და
განმარტებებით, რაც ტექსტის უკეთ გაგების მიზნით იყო გაკეთებული, სინამდვილეში კი, როგორც
ჩანს, პირიქით, ძველი ხელნაწერის სიბრძნის დამახინჯებულ განახლებას ემსახურებოდა. შეგვეძლო
უსასრულოდ გაგვეგრძელებინა ეს ჯაჭვი, იმედი რომ არ გვქონდეს იმისა, რომ ჩვენი მსმენელებისათვის
უკვე ისედაც ნათელია, თუ რას ვგულისხმობთ, როცა ორმოს უძირობაზე ვსაუბრობთ.“

თომას მანი და მისი ძმები


18
დია, რომ იმ ეპოქამდე მომხდარი ამბების აღსაწერად, პირველწყარო — ესაა წყარო,
რომელშიც ავტორი უშუალოდ არ მონაწილეობდა მას საიდანაც ისტორიკოსი იღებს
წყაროების, ანუ წინარე ავტორების გამოყენება უხდება. ასეთ ინფორმაციას. ასეთი შეიძლება
შემთხვევაში უკვე მისი პირველწყაროების სანდოობის იყოს ბიბლია, აღნიშნული
ავტორის ხანაში საზოგადოებაში
საკითხი დგება.
გავრცელებული ლეგენდა, ან
ისტორიის იმ მონაკვეთშიც, რომელშიც ავტორი
ხალხური ზეპირსიტყვიერების
უშუალოდ ცხოვრობდა, არ შეიძლება მისი უპირობო ნდობა. ნიმუში, რომელსაც ის თავის
გასარკვევია, ავტორი თვითონ მონაწილეობდა მის მიერ თხზულებაში იმოწმებს, ამ
გადმოცემულ თანადროულ ამბებში, თუ მათ შესახებ სხვა ავტორის ხანაზე უფრო ადრე, სხვა
პირთა მონათხრობებით გვიყვება? ავტორის მიერ შექმნილი
ლიტერატურულითუ
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტორი მოვლენათა უშუა-
ისტორიული თხზულება,
ლო მონაწილეა, არაერთი კითხვა იბადება: ჰქონდა თუ არა საკუთრივ ავტორის მიერ ნანახი
მას ისტორიული მოვლენების სწორად გაგებისა და გადმო- დოკუმენტი, ხელოვნების ნიმუში
ცემისათვის შესაბამისი ცოდნა და განათლება, რამდენად (ნახატები, სურათები, ფილმები და
ობიექტური თუ მიკერძოებული იყო ის თხრობისას? ა.შ.), ლიტერატურული
ისტორიკოსებს ძველთაგანვე მიაჩნდათ, რომ მათი ნაწარმოებები (მხატვრული,
ისტორიული, რელიგიური და
უპირველესი მოვალეობა მოვლენების ჭეშმარიტი და პირ-
ა.შ.), ან ეპიგრაფიკული წარწერა,
უთვნელი გადმოცემაა. რომელიც მან შემდგომ
„ჟამთააღმწერლობა (ისტორიკოსობა) ჭეშმარიტების თავისებურად გაიაზრა და
მეტყუელება არს, და არა თუალ-ასხმა (მოტყუება) ვისთ- გადმოსცა.
ვისმე“ - წერს XIV ს-ის უცნობი ქართველი მემატიანე.
ისტორიკოსის მიერ ამ პრინციპის დაცვის შემთხ-
ვევაშიც კი ჩნდება ახალი კითხვები:
რა არის ისტორიული ჭეშმარიტება? შეუძლია თუ
არა, საერთოდ, ადამიანს ცალკეული ისტორიული მოვ-
ლენის ობიექტური, პირუთვნელი შეფასება და სრულყოფი-
ლად თხრობა?
ყველას შეგვიმჩნევია, რომ ერთსა და იმავე ამბავსაც კი
თვითმხილველები სხვადასხვანაირად ყვებიან: ზოგს
მომხდარის ერთი მხარე რჩება მეხსიერებაში, სხვას კი —
მეორე. ჩვენი მეხსიერებაც არ არის უნაკლო და რაც უფრო
მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი დეტალი მიეცემა
დავიწყებას. მეტწილად, ეს დამოკიდებულია ადამიანების
განათლების დონეზე, ინტერესთა სფეროზე და ფიზიკურ
ჯანმრთელობაზეც კი. ასე რომ, თვითმხილველის მიერ
აღწერილი ამბავიც არ შეიძლება აბსოლუტურ ჭეშმარიტებად
მივიჩნიოთ. მით უფრო, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს,
მაქსიმალური ობიექტურობის გამოჩენის სურვილის მიუხე-
დავად, მაინც გვაქვს სუბიექტური ხედვა, ვინაიდან ჩვენზე,
ბუნებრივია, მოქმედებს ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ,
ნათესაურ-მეგობრული კავშირები, ჩვენი ასაკი და განათ-
ლების დონე, ეროვნულ-კულტურული ტრადიციები, პოლი-
ტიკური სიმპათიები თუ ანტიპათიები.
არადემოკრატიულ, მონარქიულ და დესპოტურ
სახელმწიფოებში ისტორიკოსს ხშირად შიშიც აიძულებს
იყოს არაგულწრფელი და შეალამაზოს ქმედებები ძლიერთა

19
ამა ქვეყნისა. ისტორიის ასეთი შეგნებული გაყალბების
კლასიკური მაგალითი VI ს-ის ცნობილი ბიზანტიელი
ისტორიკოსი პროკოპი კესარიელია.
პროკოპი კესარიელმა, ცნობილ თხზულებაში
„პოლემიკა“ ბიზანტიის იმპერიის ის ომები აღწერა,
რომელსაც იმპერატორი იუსტინიანე I აწარმოებდა. პროკოპი
კესარიელი ამ ომებში ძირითადად უშუალოდ მონაწი-
ლეობდა და მოვლენებს ოფიციალური ისტორიკოსის რანგში
აღწერდა. ამიტომ ის იმპერატორ იუსტინიანეს საგანგებოდ
აქებს და ყოველთვის
პროკოფი კესარიელი
ყველგან მის მიერ გატარებულ პოლიტიკას ამართ-
ბიზანტიელი ისტორიკოსი
ლებს. როგორც გაირკვა, პროკოპი კესარიელი სინამდ-
VI ს.
ვილეში იუსტინიანე I-ის მოწინააღმდეგე იყო, იმპერატორი
და მისი გარემოცვა ეჯავრებოდა. თავისი ნამდვილი
“ შეხედულებები იუსტინიანეზე და მის მმართველობაზე მან
თავის „საიდუმლო ისტორიაში“ გადმოგვცა, რომელიც
ფარულად შეადგინა, თუმცა გამომზეურება ვერ გაბედა,
რადგან მას, როგორც თვითონ აღნიშნავს, მოსალოდნელი
რეპრესიების ეშინოდა. მისი ამ თხზულების არსებობის
შესახებ, შემდგომი თაობების ბიზანტიელი ისტორიკოსები-
სათვის ცნობილი იყო, მაგრამ „საიდუმლო ისტორიის“
ხელნაწერი მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის დაცემიდან
(1453) ას სამოცდაათი წლის შემდეგ (1623) ვატიკანის
არქივში აღმოჩნდა.
ობიექტურად აფასებდა კი პროკოპი კესარიელი
იუსტინიანე I, იმპერატორ იუსტინიანეს თავის ,,საიდუმლო ისტორიაში“?
ბიზანტიის კეისარი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორიული მოვლენის თუ
527-565 ისტორიული პიროვნების შეფასებას დრო სჭირდება, ამი-
ტომ სრულებითაც არაა გასაკვირი, რომ ხშირად ამა თუ იმ
„ანეგდოტა“ ისტორიულ მოვლენას თუ პიროვნებას ათეულობით წლე-
პროკოპი კესარიელის „საიდუმლო
ბის და, ხანდახან საუკუნეების გასვლის შემდეგ უფრო
ისტორიას“ ლათინურად „ანეგ-
ობიექტურად აფასებენ, ვიდრე აფასებდნენ მისი თანამედ-
დოტა“ (Anecdota— გამოუქ-
ვეყნებელი ნაწერი) ეწოდება. როვეები. იმავდროულად, დროში დაშორებას დიდი უარყო-
ფითი მხარეც აქვს: რაც უფრო შორს ვართ აღსაწერი ეპოქი-
დან, მით უფრო გვიჭირს იმ ხანის ადამიანების აზროვნების,

prokopi kesarieli iustiniane keisarsa da mis mmarTvelobaze:

„ჩემთვის არ იყო შესაძლებებლი აღმეწერა ამბები, როგორც წესი და რიგია, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები
იყვნენ ამ საქმეების ჩამდენნი. ვერც გამოვაპარებდი რამეს ჯაშუშების სიმრავლეს, და მათ მიერ
გამჟღავნებული საცოდავი სიკვდილით დავიღუპებოდი, უახლოეს ნათესავებსაც კი ვერ ვენდობოდი.
წინანდელ ნაწერებშიც ბევრი რამ ისეთი ვთქვი რისი მიზეზებიც იძულებული ვიყავი დამემალა. აქამდე
უთქმელად დარჩენილ და წინანდელ მოთხრობებში გამოტოვებული მიზეზებიც უნდა ავხსნა. მაგრამ ამ
ახალ ბნელსა და დაუძლეველ საქმეზე, რომ გადავდივარ, იუსტინიანესა და თეოდორას ცხოვრების
აღწერაზე, კანკალს მაწყებინებს და უკან ვიხევ და ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე , რომ ვაი თუ, რასაც მე
ახლა დავწერ არც სანდოდ და არც შესაფერისად მოეჩვენოთ იმათ, ვინც შემდგომ იქნებიან... თუ რაის
ბატონები ბრძანდებოდნენ იუსტინიანე და თეოდორა და თუ როგორ დაამხეს მათ რომაელთა საქმეები
ახლავე ვიტყვი... იუსტინიანე ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რომ მთელი ძალაუფლება ჩაიგდო და
რომაელებისათვის (იგულისხმება ბიზანტიელები, რედ) ისეთ და იმდენ უბედურებათა მიზეზი გახდა,
რომლებიც მოსმენითაც კი არავის გაუგონია მთელი წინა საუკუნეების მანძილზე... იუსტინიანემ
იმდენი რამე ჩაიდინა, რომ მთელი საუკუნეც არ იქნება საკმარისი, რომ მასზე გიამბოთ“.
,,ანეგდოტა“

20
ფასეულობების, ურთიერთობების და, ზოგადად, სულის-
კვეთების გაგება-აღდგენა. ანტიკური ხანა - ისტორიის
ძველი პერიოდი. დღესდღეობით
მაინც, რა სახის შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად
იტორიის ყველაზე უფრო
ანტიკური ხანისა თუ შუა საუკუნეების ისტორიკოსები?
გავრცელებული პერიოდიზაციით
უპირველეს ყოვლისა, ანტიკურ ხანასა და შუა ასე ეწოდება ისტორიის პერიოდს
საუკუნეებში (ყოველ შემთხვევაში, შუა საუკუნეების უდი- უძველესი დროიდან 476
დეს ნაწილში) სერიოზული პრობლემა ქრონოლოგიის წლამდე.
საკითხი გახლდათ.
მაგალითად, ადრე შუა საუკუნეების დიდი სომეხი შუა საუკუნეები - ასე ეწოდება
ისტორიის პერიოდს 476 წლიდან
ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი, თავის სომხეთის ისტო-
1517 წლამდე (იხ. ისტორიის
რიაში, სადაც სომხეთის ისტორიის უძველესი პერიოდი პერიოდიზაცია გვ. 76) .
მსოფლიო ისტორიის ფონზე აქვს გაშლილი, მეორე წიგნის
XII ნაკვეთს შემდეგნაირად ასათაურებს: „არტაშესის დაძვრა მოვსეს ხორენაცის სომხეთის
დასავლეთისაკენ, კრიუსოსის შეპყრობა, კერპების ხელში ისტორია მოგვითხრობს ამბებს
ჩაგდება და სომეხთათვის გადაცემა“. ვინ არის არტაშეს უძველესი დროიდან—სომეხთა
პირველი, როგორც მას თვით ავტორი უწოდებს? ესაა სომ- ლეგენდარული წინაპრის ჰაიკისა
და მისი ვაჟი არმენიდან
ხეთის ცნობილი მეფე არტაშეს I, იგივე ბერძნული
მოყოლებული V ს-ის ჩათვლით.
წყაროების არტაქსია, რომელიც სომხეთს ძვ. წ. 189-160 რაც შეეხება მოვსეს ხორენაცის
მართავდა, და ვინ არის კრიუსოსი? ეს მსოფლიო ისტორიი- მოღვაწეობის ხანის
დან კარგად ცნობილი ლიდიის მეფე კროისოსია, რომელიც დათარიღებას, ის V-X სს-ებს
ლიდიას ძვ. წ. 550-546 განაგებდა. როგორც ვხედავთ, ეს, შორის მერყეობს,
დაახლოებით ოთხი საუკუნით ერთმანეთს დაშორებული ვინაიდან თხზულება V ს-ის ამბების
მეფეები მოვსეს ხორენაციმ თანამედროვეებად გამოიყვანა. თხრობით თავდება, მკვლევართა
ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ
სამწუხაროდ, ძველ ავტორებს შეცდომები მარტო
ავტორიც ამავე საუკუნეს უნდა
ქრონოლოგიაში როდი მოსდიოდათ. ეკუთვნოდეს, თუმცა თხზულებაში
მაგალითად, ცნობილია, რომ აქემენიანთა სპარსეთის მოცემული ეთნო-გეოგრაფიული
პირველი მეფე კიროსი სკვითებთან ბრძოლაში დაიღუპა. ამ ტერმინოლოგია სხვა მკვლევარებს
ამბავს არაერთი ანტიკური წყარო მოგვითხრობს. მაგრამ ერთ შემთხვევაში მის VII ს-ში,
წყაროებს შორის თანხმობა ამით თავდება. მეორე შემთხვევაში კი X ს-ში
მოღვაწეობას აფიქრებინებს.

რომელ სკვითურ ტომებთან ბრძოლაში დაიღუპა


კიროსი?
ჰეროდოტე მოგვითხრობს, რომ ის მასაგეტების
სკვითურ ტომთან ბრძოლაში დაიღუპა, მაშინ როცა
სტრაბონი საკების სკვითურ ტომს ასახელებს.

prokopi kesarieli iustiniane keisarsa da mis mmarTvelobaze:

„ჩვენს დროში გამოჩნდა იუსტინიანე მეფე, რომელმაც მიიღო სახელმწიფო უაღრესად შერყეული და
სიდიდითაც უფრო გაზარდა იგი და ბევრად უფრო ბრწყინვალე გახადა, მას შემდეგ რაც იქიდან გააძევა
ბარბაროსები, რომლებიც ძველითგანვე მძლავრობდნენ მას, როგორც ეს ჩემ მიერ დაწვრილებით არის
ნათელყოფილი წიგნში „ომების შესახებ“... (იუსტინიანემ თავისი მოღვაწეობით, რედ.) იმას მიაღწია ,
რომ სახელმწიფოში დაამკვიდრა ნეტარი ცხოვრება“.

„ამბობენ, რომ სპარსელი კიროსი საუკეთესო მეფე იყო და მათ შორის, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ,
თავისი თანამეტომეებისათვის იყო უდიდესი მიზეზი სამეფოს ძლიერებისა... თუ ვინმე ზედმიწევნით
გაეცნობა ჩვენი მეფის იუსტინიანეს მმართველობას, ის მივა იმ დასკვნამდე, რომ კიროსის სამეფო
(იუსტინიანესთან შედარებით, რედ.) სათამაშოს ჰგავს“.

,,პოლემიკა“

21
კიდევ უფრო მეტ დავას იწვევს კიროსის დაღუპვის
ადგილი. ჰეროდოტეც და სტრაბონიც მდ. არაქსს ასახელებენ.
მიუხედავად ამისა, ისტორიკოსები მაინც ვერ შეთანხმებულან
ამის თაობაზე, რატომ? იმიტომ რომ ბერძნულ წყაროებში არც
თუ იშვიათია ერთი და იგივე სახელწოდებით რამდენიმე
სხვადასხვა მდინარის მოხსენიება.
საზოგადოდ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ,
გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები ანტიკური ხანისა
და შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიის კიდევ ერთი
სისუსტე იყო.
მოვიყვანთ გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელთა
არასწორად გაგების ერთ კლასიკურ მაგალითს ქართული
შუა საუკუნოვანი მატიანეებიდან: რომლებიც, სხვადასხვა
ისტორიულ ინფორმაციებთან ერთად, ბაბილონის მეფის
ნაბუქოდონოსორისა და მიდიის (უძველესი პერიოდის
სპარსეთი) მეფის მართველობის ხანაში სამხრეთ კავკასიაში,
კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე მათ მიერ გამოდევ-
ნილი მომთაბარე ირანული მოდგმის ტომების - სკვითების
მოსვლა დასახლების ამბავს მოგვითხრობენ.
თავდაპირველ ტექსტში ეწერა: „მაშინ მოვიდეს ნა-
თესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი ჰონნი,
და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქუეყანა ხარკითა და
დასხდეს იგინი ზანავს. და ეპყრა იგი, რომელ ხარკითა აქუ-
ნდა, ჰრქვიან მას ხერკი“.
მოგვიანებით, ტექსტის ერთ-ერთმა გადამწერ-
რედაქტორმა ტექსტში დასახელებული ეთნიკურ-გეოგ-
რაფიული სახელები ვერ გაიგო და ისინი თავისებურად
„შეასწორა“. შესწორების შემდეგ ტექსტმა შემდეგი სახე
მიიღო:
„მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა
იერუსალემი და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს
და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა
ხარკითა.
მისცა და დასხნა არაგუსა ზედა. წყაროსა, რომელსა
ნაბუქოდონოსორი
ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ
ბაბილონის მეფე
(ძვ.წ. 605-552) ჰქჳან ხერკ, ხარკისა მისთჳს“.
საიდან გაჩნდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი,
ნაბუქოდონოსორის ან კიდევ - ურიები, როდესაც პირველ ტექსტში
გამოსახულება კამეაზე ქალდეველები და ჰონები არიან მოხსენიებულნი? საქმეც
იმაშია, რომ უფრო გვიანი ხანის რედაქტორ-გადამწერმა
ქალდეველები სრულიად სამართლიანად შუამდი-
ნარელებად და ბაბილონელებად გაიაზრა, მით უფრო, რომ
ეთნიკური სახელი ჰონი, ჰურიანის, ანუ ებრაელის ქარაგ-

ra aris istorikosis mizani?

„...ისტორიის ეს გადმოცემა მიზნად ისახავს იმას, რომ დროთა ვითარებაში არ იქნეს დავიწყებული
ადამიანთა საქებარი საქმიანობა, არც ის დიდი და საოცარი საქმეები უნდა დარჩეს განუდიდებელი,
რომლებიც აღასრულეს როგორც ელინებმა, ისე ბარბაროსებმა, არ უნდა იქნეს დავიწყებული ყველა სხვა
და განსაკუთრებით კი ის მიზეზი, რისი გულისათვისაც ებრძოდნენ ელინები და ბარბაროსები
ერთმანეთს“.
ჰეროდოტე, „ისტორია“
22
მად მიიჩნია. თუ შუამდინარეთიდან, ანუ ბაბილონიდან
დევნილ და გადმოსახლებულ ებრაელებთან გვაქვს საქმე,
რომელი მეფე იქნებოდა ამის ჩამდენი, თუ არა ნაბუქო-
დონოსორი, რომელმაც, როგორც ბიბლიიდანაა ცნობილი,
იერუსალიმი აიღო და ებრაელები ბაბილონში გადაასახლა.
განა უპრიანი არ იქნება, რომ ებრაელების ქართლში მოსვ-
ლა, ნაბუქოდონოსორის მიერ სამშობლოდან მათ იძულე-
ბით გამოსახლებას დავუკავშიროთ?
ტექსტის გადამწერ-რედაქტორმა არ იცოდა, და ჩვენ
კი დღეს ვიცით, რომ აღნიშნული ინფორმაცია სულაც არ
ეხებოდა ებრაელებს, არც ბაბილონი და შუამდინარეთია
მაინცადამაინც შუაში. საქმე ისაა, რომ უძველეს ქართულ
ტექსტებში ეთნონიმი ქალდეველი შუამდინარეთის მცხოვ-
რებს კი არა, სპარსელს აღნიშნავს. რაც შეეხება ეთნონიმ ჰონ-
ს, ჰონები თურქული მოდგმის მომთაბარე ტომებია (და არა
ჰურიის, ანუ ებრაელის ქარაგმა), რომლებიც სწორედაც ამ
სახელწოდებით არიან ცნობილი მსოფლიო ისტორიაში.
ძველ ქართულ წყაროებში ეთნონიმები ჰონი, თურქი და
ხაზარი, ხშირად ამ სახელით ცნობილ კონკრეტულ თურ-
ქულ ტომს სულაც არ აღნიშნავს. ვინაიდან ეს ტომები
მომთაბარეები იყვნენ, მათი ეთნიკური სახელი ძველ
ქართულ საისტორიო მწერლობაში ზოგადად მომთაბარის
სინონიმად იქცა. ასე რომ, ეს ისტორიული ინფორმაცია
სპარსელების მიერ (უფრო ზუსტად, მათი მეფე ყიაღსარის
მიერ) გამოდევნილი მომთაბარეების, კერძოდ, სკვითების,
ქართლში მოსვლის ამბავს მოგვითხრობს.
ჩრდილო კავკასიის ველებზე III ს-დან მომთაბარე
ჰონები V საუკუნის შუა წლებში ევროპისაკენ დაიძრნენ. VII
საუკუნიდან კავკასიაში მათ ასევე თურქული მოდგმის
ხაზარები ჩაენაცვლნენ. ვინაიდან იმ ხანისათვის (VII ს.)
ჰონები საქართველოში აღარ ახსოვდათ, ჰურიები, ანუ
ებრაელები კი მცხეთასა და მის ირგვლივ მრავლად
ცხოვრობდნენ, ძველმა ქართველმა რედაქტორ-გადამწე-
რმაც მისთვის გაუგებარი ჰონი ქარაგმად მიიჩნია და ეს
ვითომდა ქარაგმა სრულიად ბუნებრივად გახსნა მისი
დროისათვის გასაგები ჰურიანით (ებრაელით).
როგორც ვიცით, XV ს-მდე წიგნის სტამბური ბეჭდვა
არ არსებობდა. ხელნაწერი წიგნები ცალობით იქმნებოდა.
ამგვარად, გადამწერ-რედაქტორმა თავის ნუსხაში კი
შეიტანა შესწორება, რომელიც ამ ნუსხიდან გადაწერილ
ეგზემპლარებში გავრცელდა, მაგრამ ტექსტის ძველი ვერ-
სიაც სადღაც დარჩა. გარკვეული დროის შემდეგ ორივე
ვერსია ახლა სხვა გადამწერ-რედაქტორს ჩაუვარდა ხელში.
ერთ ნუსხაში მას ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილი
ებრაელების ქართლში მოსვლისა და ხერკში და ზანავში
დასახლების ამბავი დახვდა, მეორეში კი — ასევე ხერკსა და
ზანავში ქალდეველებისაგან დევნილი ჰონების მოსვლა-
დასახლების ამბავი. ასეთ ვითარებაში თავის გადაწერილ

23
ვერსიაში მან უცვლელად შეიტანა ერთი ნუსხიდან
ამოღებული ინფორმაცია ებრაელების შესახებ, მეორე
ნუსხიდან კი დატოვა ის, რაც განსხვავებული იყო და
პირველ ნუსხაში არ ეძლეოდა. ასე გაჩნდა ამ ამბის კიდევ
ერთი ჩანაწერი: „კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი
ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს“.
იმავე ხანებში, ან უფრო ადრე, კიდევ ერთმა გადამწერ-
რედაქტორმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია პირველ
გადამკეთებელზე უკეთესად გაიგო, გადაწყვიტა ძველი და
ფართო მკითხველისათვის უკვე გაუგებარი ეთნიკური
ტერმინების შეცვლა მის დროში მიღებული შესატყვისებით.
ამიტომ ქალდეველები შეცვალა სპარსელებით, უფრო
ზუსტად, მათი ცნობილი მეფე ქაიხოსროთი (ყიაღსარი),
ჰონი კი, როგორც მომთაბარის აღმნიშვნელი ტერმინი, ამავე
მნიშვნელობით მის დროში უფრო გავრცელებული ტერმი-
ნით თურქი. ამის შემდეგ მან მოინდომა, რომ მკითხვე-
ლისათვის განემარტა ამ თურქების ქართლში მოსვლის
მარშრუტი და, ვინაიდან მის ხანაში თურქი ტომები
ძირითადად ცენტრალურ აზიაში მომთაბარეობდნენ, ისინი
საქართველოში გურგენის, ანუ კასპიის ზღვის გავლით
მოიყვანა. შედეგად, მივიღეთ იგივე ამბის უკვე რიგით
მეოთხე ვერსია:
„მასვე ჟამსა მოვიდეს თურქნი ოტებულნი მისვე
ქაიხოსროსაგან, გამოვლეს ზღუა გურგენისი, აღმოჰყვეს
მტკუარსა და მოვიდეს მცხეთას — სახლი ოცდა რვა. და
ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა... და მოითხოვეს ადგი-
ლი ერთი იგი მცხეთელთა მამასახლისითგან. მისცა და აღა-
შენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ“....
კიდევ ერთმა გადამწერ-რედაქტორმა ყველა ამ
ვერსიას მოუყარა თავი და, ვინაიდან ისინი სხვადასხვა ამბად
ფაიაზრა, „ქართველთა ცხოვრების“ მის მიერ გადაწერილ
ეგზემპლიარში ქრონოლოგიურად ერთმანეთის მიყოლებით
განალაგა, როგორც სხვადასხვა ამბები. ასეთნაირად მივიღეთ,
რომ სპარსელების, კერძოდ, მეფე ყიაღსარის მიერ გამოდევ-
ნილი სკვითების საქართველოში მოსვლის ამბავს „ქართვე-
ლთა ცხოვრება“ ხან ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილი
ებრაელების, ან სულაც საკუთრივ ქალდეველების, ან კიდევ
ყიაღსარის (ქაიხოსრო) მიერ გამოდევნილი თურქების ქართ-
ლში მოსვლა-დასახლების თითქოს სხვადასხვა დროს
მომხდარ განსხვავებულ ამბებად გვიყვება.
შეცდომების დაშვება ჩვეულებრივ ხდებოდა მეფეთა, თუ,
ზოგადად, სხვადასხვა სახის გენეალოგიური ნუსხების გადაწერის
დროს, გადამწერის მიერ ერთი სახელის გამოტოვება, ან
პირიქით, გამეორება შეცდომების მთელ წყებას იწვევდა.

24
ამგვარი შეცდომის საილუსტრაციოდ მოგვყავს ბიბლიურ
ეთნარქთა ყველასათვის ცნობილი გენეალოგია.
აქ კაენისა და შეთის შთამომავლების ნუსხას თუ
დავაკვირდებით და, იმავდროულად, ამ ორ გენეალო-
გიურ ბოძს შორის შეთის შთამომავლების ჩვენს მიერ შუაში
შემოთავაზებულ და თანმიმდევრობა შენაცვლებულ, ანუ
გასწორებულ რიგს თუ შევადარებთ, იოლად დავრწ-
მუნდებით, რომ ისინი ერთი ნუსხის ოდნავ განსხვავებული
ვერსიებია. მაგრამ ბიბლიის შემდგენლები ამას ვერ მიხვდნენ
და ეს ორი იდენტური, თუმცა ერთმანეთის მიმართ გარკვე-
ული ხარვეზებისა და განსხვავების შემცველი ნუსხები სხვა-
დასხვა შვილების შთმომავლების ორ განსხვავებულ გენეა-
ლოგიურ ნუსხად გაიაზრეს.
ასეთი და მსგავსი შეცდომებითა და კურიოზებით
სავსეა ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების, განსაკუთ-
რებით ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების ისტო-
რიკოსთა, მათ შორის სრულიად გამორჩეულ ისტორიკოსთა
ნაშრომები.
ნდობა და კრიტიკა. ნარატიული თხზულებები,
ზემოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ხარვეზების მიუხედავად,
ბუნებრივია, უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენენ
ისტორიკოსებისათვის წარსულის რეკონსტრუქციისას. ვინა-
იდან ყველა სხვა წერილობითი წყარო: სხვადასხვა სახის
დოკუმენტები - სიგელ-გუჯრები, მოსახლეობის, თუ გადა-
სახადების აღწერის დავთრები, ეპიგრაფიკული წარწერები
და ა.შ. ისეთ მრავალმხრივ და ვრცელ ინფორმაციას არ გვაძ-

bibliuri genealogiuri sqema


adami + eva

შეთი
აბელი
კაენი კაინანი ენოში

ენოქი ენოში კაინანი

ყირადი იარედი მაჰალაელი

მეხუაელი მაჰალაელი იარედი

მეთუშაელი ენოქი ენოქი

ყადა + ლამექი+ ცილა მეთუშალახი მეთუშალახი

ორი ვაჟი: თუბალ-კაენი ლამექი ლამექი


იაბალი ადამი და ევა
იუბალი ნოე ნოე
ლუკას კრანახი (უფროსი)
აშქენაზი რიფატი (1472 – 1553)
გერმანელი ფერმწერი.
თოგორმა

25
ლევენ ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქაზე, როგორც ძველ
ისტორიკოსთა „ისტორიული თხზულებები“.
მიუხედავად, ნარატიული თხზულებების ასეთი
მნიშვნელობისა, დამოკიდებულება მათ მიმართ, უფრო
სწორედ, ნდობა ამ თხზულებებში დაცული ინფორმა-
ციებისადმი ეპოქების მიხედვით ფრიად განსხვავდება:
ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ადამიანები ძველ
მწერალთა მონათხრობს ბევრად მეტი ნდობით ეკიდებო-
დნენ და, შეიძლება ითქვას, უკრიტიკოდ იღებდნენ. მიუხე-
ისიკოსის უბე - მცირე აზიის დავად ამისა, იმ ხანაშიც არსებობდნენ ისტორიკოსები,
სამხრეთ სანაპიროზე ხმელთაშუა რომლებიც მათ წინამორბედ მკვლევართა თხზულებებში
ზღვის უკიდურესი ჩრდილო-
მოთხრობილ ნაკლებად სარწმუნო ამბებს არ იჯერებდნენ
აღმოავლეთი უბე.
და ფანტასტიკური ამბების თხრობით გატაცებულ ავტორებს
ჩვენი ზღვა - იგულისხმება ბერძნების აკრიტიკებდნენ.
ზღვა, იგივე ხმელთაშუა ზღვა. ამ მხრივ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს თვალი
გავადევნოთ, თუ როგორ აკრიტიკებს ანტიკურობის ერთ-
დიოსკურიადა - ქალაქი სოხუმი
ერთი დიდი სწავლული, ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრა-
სტადიონი—მანძილის საზომი ბონი (ძვ. წ. 64-ახ. წ. 24), რამდენიმე საუკუნით უფრო ადრე
ერთეული ძველ ხალხებში. ერთი მოღვაწე ძველი საბერძნეთის ასევე სრულიად გამორჩეულ
სტადიონი ძველ ბერძნებში უდრიდა სწავლულს (გეოგრაფსა და ფიზიკოსს) ერატოსთენეს ( ძვ. წ.
178 მეტრს. 276-195). სტარაბონის თხზულებიდან მოყვანილი ამონა-
რიდი (იხ. ამავე გვერდზე).
ადრიასი - ადრიატიკის ზღვა
ჰერაკლეს სვეტები - ჰიბრალტარის უნდა აღვნიშნოთ, რომ სიმართლე ერატოსთენეს
სრუტე მხარეზეა: არც დიოსკურიაა (ქალაქი სოხუმი) ისიკოსის
უბეზე აღმოსავლეთით და ძველი ბერძენი მეზღვაურებიც
ევქსინი - შავი ზღვა
ჯერ კიდევ აქეური საბერძნეთის ხანაში, სანამ გაშლილ
ლიბია -აფრიკა
ზღვაში ცურვას გაეჩვეოდნენ, სწორედაც ნაპირ-ნაპირ
დაცურავდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის,
კილიკია - ისტორიული ქვეყანა რომ სტრაბონი უპირობოდ კი არ იმეორებს ერატოსთენეს
დღევანდელი თურქეთის სამხრეთში

eratosTene gvirCevs, rom advilad ar vendoT SemTxveviT ambebs

ერატოსთენე გვირჩევს, რომ ადვილად არ ვენდოთ შემთხვევით ამბებს... ხოლო თვით კი უჯერებს
შემთხვევით ამბებს. მაგალითად ის ამბობს, რომ ისიკოსის უბე არის უკიდურესი აღმოსავლეთი ადგილი
ჩვენი ზღვისა, მაშინ როდესაც დიოსკურიადა, რომელიც მდებარეობს პონტოს უკიდურეს ყურეში, 3. 000
სტადიონით (მანძილის საზომი ერთეული ძველ ბერძნებში) უფრო აღმოსავლეთიდაა მასზე, მისი
(ერატოსთენეს, რედ.) გაზომვის მიხედვითაც კი იმ სტადიონებით რომელსაც ის იყენებს. ხოლო როდესაც
აგვიღწერს ადრიასის ჩრდილოეთისა და უკიდურეს ქვეყნებს, არ უშვებს არც ერთ მითს, რომ არ მოჰყვეს. მას
სჯერა ჰერაკლეს სვეტებს გარეთ მდებარე ქვეყნების შესახებ უამრავი მითიც....
.... ის ამბობს, რომ ძველი ხალხები ცურავდნენ ყაჩაღობისა და ვაჭრობისათვის, რომ ისინი შუა ზღვაში
კი არ ცურავდნენ, არამედ ნაპირ-ნაპირ, როგორც იაზონი, რომელმაც დატოვა ხომალდი, როდესაც
კოლხებიდან ბრუნდებოდა და არმენიასა და მიდიამდე ხმელეთით ილაშქრა. შემდეგ კი ამბობს, რომ ძველად
ვერც ევქსინზე ბედავდა ვინმე ცურვას, ვერც ლიბიის, სირიის და კილიკიის გასწვრივ. თუ ძველებს ის მათ
უწოდებს, ვინც ჩვენს ხსოვნამდე იყო, მაშინ არ მიმაჩნია საჭიროდ მათზე ლაპარაკი, ცურავდნენ ისინი
საერთოდ, თუ არა, ხოლო თუ ის საუბრობს მათ შესახებ ვინც გვახსოვდა, ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ
ძველები უფრო დიდ გზებს არ გადიოდნენ.

სტრაბონი, გეოგრაფია

26
ნათქვამს, როგორც ძირიადად იქცეოდნენ ანტიკური ხანისა
და შუა საუკუნეების ისტორიკოსები, არამედ, როგორც
ჭეშმარიტი მეცნიერი ცდილობს მისი წინამორბედის გადა-
მოწმებას და მისთვის მიუღებელი თეზების დასაბუთებულ
უარყოფას.
ქართველი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს
იმ ბერძენი ისტორიკოსების სტრაბონისეული კრიტიკა,
რომელთა თხზულებებში ინდოეთის ჰინდუქუშის მთებს
„კავკასიონი“ ეწოდება.
ძველი ბერძენი სწავლული ასეთი აღრევის მიზეზს
ალექსანდრე მაკედონელის ეპოქის ისტორიკოსების ალექსა-
ნდრესადმი მაამებლობის სურვილით ხსნის. მართლაც,
ანტიკურ სამყაროში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრო-
ბების შემდეგ, ისტორიკოსთა ნაწერებში ორი კავკასიონი
გაჩნდა: ერთი მანამდეც ცნობილი, პონტოს, ანუ შავიზღვის-
პირა კავკასიონი და მეორე ინდოეთში, ჰინდი-ქუშის მთები,
რომლებსაც აგრეთვე ,,კავკასიონი“ ეწოდა. ეს აღრევა,
ალექსანდრე მაკედონელის მოლაშქრეების გეოგრაფიული
უცოდინრობისა და მათგან ინფორმირებული ისტორი-
კოსების უნებლიე შეცდომის შედეგი უფრო იყო, ვიდრე პრომეთევსი - ბერძნული
მლიქვნელობისა და მაამებლობის. მიუხედავად ამისა, საკი- მითოლოგიის გმირი ზევსის მიერ
კავკასიონზე ბორკილებით
თხის კვლევისადმი სტრაბონის მიდგომა დღევანდელი
მიჯაჭვული (იხ. გვ. 71).
ისტორიკოსისთვისაც კი მისაბაძი შეიძლება იყოს.
თუ ანტიკური ხანის ისტორიოგრაფიის საუკეთესო ჰერაკლე - ძველი ბერძნული
წარმომადგენლები წინარე მწერალთა ნარატიული თხზუ- მითოლოგიის გმირი, გამოირჩეოდა
ლებების გამოყენებისას კრიტიკული ანალიზის მეთოდს განსაკუთრებული ფიზიკური
ძალით.
ხმარობდნენ, ამ მხრივ ბევრად უკან გადადგმულ ნაბიჯს
წარმოადგენდა შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია. მათ
შორის ბიზანტიურიც კი, რომელსაც შუა საუკუნეების

SemTxzvelebi mliqvnelobaze ufro zrunaven, vidre WeSmaritebaze

,,ისტორიკოსთა მიერ განსადიდებლად გადმოცემული მოთხრობები თუ ერთსა და იმავეს


გადმოგვცემენ, ეს იმიტომ, რომ მათი შემთხზველები მლიქვნელობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე
ჭეშმარიტებაზე. ასეთია მაგალითად კავკასიონის გადატანა კოლხიდისა და ევქსინის ზემოთ მდებარე
მთებიდან აღმოსავლეთისაკენ ინდოეთის მთებთან და მათ მახლობლად მდებარე ზღვასთან.
ამ მთებს (საუბარია შავი ზღვის კავკასიონზე, რედ.) უწოდებდნენ ელინები კავკასიონს და ისინი
დაშორებულნი არიან ინდოეთს უფრო მეტით, ვიდრე 30. 000 სტადიონია; ამასვე (შავი ზღვის კავკასიონს,
რედ.) ასახელებს მითი, რომელიც ეხება პრომეთევსსა და მის ბორკილებს. ეს იმიტომ, რომ ეს მთები (შავი
ზღვის კავკასიონი, რედ.) იცოდნენ მაშინდელებმა უკიდურეს აღმოსავლეთად. ხოლო დიონისესა და
ჰერაკლეს ლაშქრობა ინდოელებზე ამჟღავნებს ამ მითის გვიანდელ წარმოშობას....
უფრო სასახელო იყო ალექსანდრესათვის (იგულისხმება მაკედონელი) აზიის ინდოეთის მთებამდე
დაპყრობა, ვიდრე ევქსინისა და კავკასიონის კუთხემდე. მაგრამ დიდება მთისა, მისი სახელი და ის ამბავი,
რომ იაზონისა და მისი მახლობლების შესახებ ფიქრობენ, რომ მათ უშორესი ლაშქრობა შეასრულეს კავკასიის
სანახებამდე და ის, რომ პრომეთევსი გადაცემული იყო მისაჯაჭვად ქვეყნის კიდეზე - კავკასიონზე, ამ ამბების
გამო უნდოდათ როგორმე ესიამოვნებინათ მეფისათვის და გადაიტანეს მთის სახელი ინდოეთში.

სტრაბონი, გეოგრაფია

27
ისტორიულ თხზულებებზე საუბრისას, უპირობოდ, პირვე-
რუფინუსი ლობა უნდა მივაკუთვნოთ.
345-410
შუა საუკუნეების ისტორიკოსები სრულიად უკრი-
ტიკოდ, ხშირად სიტყვა-სიტყვითაც კი გადაწერდნენ წინა-
რომაელი ისტორიკოსი
რუფინუსი ხანგრძლივად მორბედის თხზულებას და მას თავისი ეპოქის ისტორიას
ცხოვრობდა პალესტინასა და მიუმატებდნენ.
იერუსალიმში. აქვე, როგორც ასეთ დროს ისტორიკოსი ხშირად წინამორბედი
მეცნიერები ვარაუდობენ, გაეცნო
ავტორის დასახელებას საჭიროდ არც კი მიიჩნევდა. ამიტომ
ის გელასი კესარიელის
„საეკლესიო ისტორიას“. თანამედროვე მკვლევარებს დიდი გულისხმევა სჭირდებათ,
რომ შუა საუკუნეების ავტორის თხზულებაში მისი
წინამორბედების თხზულებები გამოაცალკევონ.
ამ მხრივ კარგი მაგალითია რომაელი ისტორიკოსის
რუფინუსის თხზულება `საეკლესიო ისტორია~, რომელმაც,
როგორც წყაროთმცოდნეებმა დაადგინეს, თავისი ნაშრომის
წერისას მისი წინამორბედის გელასი კესარიელის ამავე
სახელწოდების ნაწარმოები გამოიყენა.
გელასი კესარიელი თავის `საეკლესიო ისტორიაში~
მოგვითხრობს იბერიელთა გაქრისტიანების შესახებაც.
შესაბამისად, რუფინუსმაც ეს ნაწილი მისგან გადმოიღო.
ოღონდ გელასი კესარიელის თხრობა იმის თაობაზე, რომ მან
სატრაპი - მსხვილი რეგიონის
იბერიელთა გაქრისტიანების შესახებ ინფორმაცია მიიღო
მმართველი აქემენიანთა
სპარსეთში. აქ იხმარება იბერიელი ბაკურისაგან, უცვლელად დატოვა. ამგვარად,
სარდლის, მხედართმთავრის რუფინუსის კითხვისას, მკითხველს შთაბეჭდილება ექმნება,
მნიშვნელობით. თითქოს იბერიელი ბაკურისაგან საკუთრივ რუფინუსს
მიეღოს ინფორმაცია.
დომესტიკოსი - ჯარების
ყველაზე საინტერესოა ის, რომ ორივე ავტორთან მათ
უფროსი მხედართმთავარი ნაცნობად და უშუალო ინფორმატორად დასახელებული
ბიზანტიაში. ბაკური, იყო ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის
უმცროსი ვაჟი, რომელიც მირიანის მიერ ქრისტიანო-
ბის მიღებამდე, ანუ დაახლ. 325 წლამდე, რომში მძევლად

iberTa moqceca

„ეს ჩვენ გვიამბო ფრიად სარწმუნო ბაკურიმ, კაცმა ფრიად ღვთისმოშიშმა, მეფის შთამომავალმა და
იბერთა შორის სახელოვანმა, რომელიც გახდა რომაელთა სატრაპი და აწარმოა ომი ბარბაროს სარკინოზთა
წინააღმდეგ პალესტინის მწვერვალებზე და მათზე ბრწყინვალედ გაიმარჯვა“.

გელასი კესარიელი, ეკლესიის ისტორია

iberTa tomis moqceca tyve qalis meSveobiT

,,რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, ჩვენ გვიამბო ფრიად სარწმუნო, კაცმა, ბაკურიმ თვით ამ ხალხის
მეფემ, რომელიც ჩვენში იყო დომესტიკოსი. იგი უაღრესად ზრუნავდა როგორც მორწმუნეობაზე, ისე
ჭეშმარიტებაზე როდესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ... იერუსალიმში. მაშინ ის იყო პალესტინის
საზღვრების სარდალი.“
რუფინუსი, საეკლესიო ისტორია

28
იმყოფებოდა. ნაკლებად სავარაუდოა, მას დაახლოებით
იმავე . ხანებში ახლად დაბადებული გელასი კესარიელი გელასი კესარიელი
დაახლ. 325-395
სცნობოდა, ან მით უფრო მისთვის რაიმე მოეყოლა. ასე რომ,
გელასისაც, რუფინუსის არ იყოს, ეს ამბავი, როგორც ჩანს, სხვა, რომაელი ისტორიკოსი და
ჩვენთვის დღეს უცნობი, მისი წინამორბედი ავტორისაგან ჰქონდა პალესტინის ქალაქ კესარიის
უცვლელად გადმოწერილი. ეპისკოპოსი. მონაწილეობდა 381
იმავდროულად შუა საუკუნეების ისტორიკოსები წლის კონსტანტინეპოლის II
მსოფლიო და 394 წ-ის
თავისი ინფორმაციებისადმი მკითხველის ნდობის ხარისხის
ადგილობრივი კრებების
უფრო ასამაღლებლად, ცდილობდნენ მათ მიერ გამოყე- მუშაობაში. მას ,ეკუთვნის
ნებული წყაროების განსაკუთრებულ პირუთვნელობაში თხზულება ,,ეკლესიის
დაერწმუნებინათ მკითხველი, რისთვისაც ძველი მსოფ- ისტორია“. შრომა არ არის
ლიოს ყველასთვის ცნობილ და გამოჩენილ პირებს იმოწ- მოღწეული, მაგრამ ძველი
წყაროები ადასტურებენ, რომ მას
მებდნენ, რომლებსაც ვითომდა მონაწილეობა მიეღოთ, მათ
დაუწერია ევსები
მიერ მოწოდებული ინფორმაციების შექმნა-გადაწერა-გამ- კესარიელის ,,ეკლესიის
რავლებაში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ადრე შუა- ისტორიის“ გაგრძელება.
საუკუნეების სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის
„ისტორიის“ შესავალი (იხ. ქვემოთ), სადაც ის ირწმუნება,
რომ მისი ინფორმაციები მომდინარეობენ მატიანიდან, რო-
მელიც უშუალოდ ალექსანდრე მაკედონელის ბრძანებით
ითარგმნა.
შუა საუკუნეების ისტორიული აზროვნების დაძლევა და
წარსულის ისტორიული მემკვიდრეობისადმი კრიტიკული
მიდგომა ახალი ისტორიის მონაპოვარია (XV-XVI სს).
შემდგომ საუკუნებში მეცნიერებმა ნარატიული ისტო-
რიული თხზულებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყეს.
დადგინდა არა ერთი ძველი ისტორიული თხზულების
შექმნის დრო და ავტორები, ამ ავტორთა მიერ გამოყე-
ნებული წყაროები და სხვ.
იმავდროულად, XIX-XX სს-ში წარსულის სიღრ-
მიდან მოღწეულ ისტორიულ თხზულებებში აღმოჩენილმა,

es matiane Seicavs Zvelebis - winaprebis Sesaxeb utyuar cnobebs

„ეს მატიანე ალექსანდრეს ბრძანებით (იგულისხმება ალექსანდრე მაკედონელი, რედ.) ქალდეველთა


ენიდან (აქ იგულისხმება სპარსული, რედ.) თარგმნილია ბერძნულად და შეიცავს ძველების, წინაპრების
შესახებ უტყუარ ცნობებს.
მატიანის დასაწყისი ..... ეხება ზრუანს, ტიტანს და იაპეტოსთეს, თავ-თავის ადგილზე,
თანმიმდევრობით, ვრცლად გადმოცემულია ამ სამი მამამთავრის შთამომავლებიდან ყველა
სახელოვანი კაცის ამბავი.
ამ მატიანიდან მარ აბასკატინამ ჩვენი ერის შესახებ მხოლოდ სარწმუნო მოთხრობები ამოიღო,
რომელიც წარუდგინა მეფე ვალარშაკს ნიზიბინში ბერძნული და ასურული მწიგნობრობით.
ქმნულკეთილმა და მამაცმა მოისარმა, მჭევრმეტყველმა და ბრძენმა ვაჟკაცმა ვალარშაკმა აიღო ის და
თავის უპირველეს განძად მიიჩნია, დიდი სიფრთხილით შეინახა თავის საცავში, ბრძანა მისი ერთი
ნაწილი ქვაზეც ამოეკვეთათ. ჩვენ იქედან ამოვიღეთ სარწმუნო ამბები, ისე რომ თხრობის
თანმიმდევრობას ვიცავთ.

მოვსეს ხორენაცი, „სომხეთის ისტორია“

29
ჩვენს მიერ უკვე ზემოთ ნაჩვენების მსგავსმა ქრონო-
ლოგიურმა აღრევებმა და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანმა
შეცდომებმა, მკვლევრთა ერთ ნაწილს ნარატიული წყა-
ჰიპერკრიტიკული - გადაჭარბებუ როების მიმართ უნდობლობა და ჰიპერკრიტიკული
ლად კრიტიკული დამოკიდებულება განუვითარა. რამაც ზოგი მკვლევარი ამ
თხზულებებში დაცული, საუკუნეების სიღრმიდან მომდი-
ნარე უძველესი ინფორმაციების ლამის სრულ უარყოფამდეც
კი მიიყვანა.
მსგავსი დამოკიდებულების კლასიკურ მაგალითად
„ქართველთა ცხოვრება“ შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც
ქართველ ისტორიკოსთა, ერთმა, თუმცა სამწუხაროდ,
ყველაზე გავლენიანმა ნაწილმა, ამ უნიკალური, შუა
საუკუნოვანი ძეგლის IX საუკუნემდელი ინფორმაციების
შემცველი მონაკვეთი ერთი ხელის მოსმით „სრულიად
გამოუსადეგარად“ გამოაცხადა.
XX ს-ის შუა წლებისა და II ნახევრის არქეოლოგიურმა
აღმოჩენებმა, მათ შორის ამ არქეოლოგიური გათხრების
შედეგად გამოვლენილმა ეპიგრაფიკულმა წარწერებმა,
„ქართველთა ცხოვრების“ მრავალი ინფორმაცია დაადასტურა,
რამაც ისტორიკოსებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ის, რაც
ერთი თვალის შევლებით არ გვესმის, ან ვერ ვიჯერებთ,
იმიტომ, რომ მისი სხვა წყაროებით გადამოწმება არ შეგვიძლია,
სულაც არ ნიშნავს, რომ სიცრუეა.
ძველი ისტორიკოსები როდესაც ცდებიან, რაიმე ფაქტს
ამახინჯებენ, ან მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიას ურევენ,
იმასაც თავისი მიზეზი აქვს და ამ შეცდომების მიზეზების
პოვნას ხშირად საკუთრივ შეცდომების გასწორებაზე არა
ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
ამ თავში შევეცადეთ მოკლედ მიმოგვეხილა ის
საკითხები, რომლებსაც ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე იკვლევს
და გვეჩვენებინა ის სირთულეები, რომლებსაც ის კვლევისას
აწყდება. ისმის კითხვა: როგორღა ახერხებენ ისტორიკოსები
წარსულის მეტ-ნაკლებად ობიექტური სურათის წარმოჩენას
და ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ
მოვლენებში ისტორიული კანონზომიერების დადგენას, ანუ
იმას, რაც ისტორიას მეცნიერებად აქცევს?
ისტორიკოსის კვლევა ყველაზე მეტად გამომძიებლის
მუშაობას წააგავს. ის, როგორც გამომძიებელი, ანალიზს უკეთებს
სხვადასხვა პირველად და მეორად წყაროთა მონაცემებს,
მრავალმხრივ ამოწმებს მათ, ზოგ შემთხვევაში ურთიერთ
გამომრიცხავ ჩვენებებსაც კი და გამოწვლილვითი კვლევა-
ძიების საფუძველზე ადგენს ჭეშმარიტებას. ისტორიკოსი,
გამომძიებლის მსგავსად, ზოგჯერ ცდება, განსხვავება მხოლოდ
ისაა, რომ გამომძიებლის შეცდომა შესაძლოა უდანაშაულო
ბრალდებულისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს, მაშინ,

30
როდესაც ისტორიკოსთა შეცდომა თითქოს ნაკლები ზიანის
მომტანია, მით უფრო, რომ მას შემდგომი თაობის
მკვლევარები თანდათან მაინც გაასწორებენ.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი შეხედვით,
ისტორიკოსთა ვითომდა უვნებელი და უნებლიე შეცდომები,
ან შეგნებული გაყალბებები, კაცობრიობას არანაკლებ
ძვირად უჯდება, ვინაიდან ხალხებს და სახელმწიფოებს
დაპირისპირებისა და ომებისკენაც კი უბიძგებს.

31
T a v i II

ძვ.წ. 46 325
ნიკეის I-მა მსოფლიო
ძვ.წ. 60 იულიუსის დავალებით,
საეკლესიო კრებამ
იულიუსის
სოზიგენმა შეადგინა
კალენდარი
კალენდარი. მას იულიუს
კეისრის სახელის მიხედვით, ქრისტიანებისათვის
ძველი რომაული იულიუსის კალენდარი სავალდებულოდ
კალენდარი ეწოდება.
0 გამოაცხადა.

100 300
ძვ.წ. ახ. წ.

32
1079 1582
ჯალალ-ედ-დინის პაპმა გრიგოლ XIII-მ
კალენდარი, რომელიც კალენდრის რეფორმა
შექმნა ომარ ხაიამმა
გაატარა. ახალ კალენდარს
ყველაზე ზუსტი
კალენდარია გრიგორიანული
მსოფლიოში. კალენდარი ეწოდა.

1000 1500

33
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა

ცნებები და ტერმინები პირთა სახელები


ისტორიული ქრონოლოგია სოზიგენე
მზის ასტრონომიული წელიწადი იულიუს კეისარი
მთვარის ასტრონომიული წელიწადი იულიუს აფრიკანელი

დროის საზომი ერთეულები ევსევი კესარიელი


კალენდარი თეოფანე ჟამთააღმწერელი
ერა ომარ ხაიამი
იულიუსის კალენდარი რომის პაპი გრიგოლ XIII
გრიგორიანული კალენდარი ჟან კასინი
ქორონიკონი
მოქცევა
დასაბამითგან წელთაღრიცხვა
ქრისტესით წელთაღრიცხვა
ქრონოლოგიური სინქრონიზაცია

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. როგორ ვითარდებოდა დროის საზომი ერთეულები


ისტორიულ ჭრილში?
2. რა არის კალენდარი და რას დაუფუძნა უძველესი
კალენდრები?
3. როგორ შეიქმნა იულიუსის კალენდარი და რატომ მოხდა
მისი ჩანაცვლება გრიგორიანული კალენდრით?
4. რა არის ერა და რა უდევს სხვადასხვა ხალხებში ერებს
საფუძვლად?
5. როგორ იანგარიშება დასაბამითგან წელთაღრიცხვით?
6. როგორ იანგარიშება ქორონიკონით წელთაღრიცხვით ?
7. როგორ ვითარდებოდა ქრონოლოგიური აზროვნება?

34
istoriuli qronologia

ყველა ისტორიული მოვლენა კონკრეტულ დროს ხდება,


ამ დროის დადგენაში ისტორიკოსს ეხმარება ქრონოლოგია.
ქრონოლოგია მათემატიკურ და ისტორიულ ქრონო- ქრონოლოგია ორი ბერძნული
ლოგიად იყოფა. მათემატიკური ქრონოლოგია ციურ სხეუ- სიტყვის „ქრონოს― — დრო და
„ლოგოს― — ცოდნა, მოძღვრება
ლთა მოძრაობაზე დაკვირვებით ადგენს ზუსტ ასტრო-
— შეერთების გზითაა
ნომიულ დროს. ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული
მიღებული და დროის შესახებ
მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. ის იყენებს მა- მეცნიერებას ნიშნავს.
თემატიკური ქრონოლოგიის მონაცემებს და ადგენს წარსუ-
ლი მოვლენების თანმიმდევრობას.
კონკრეტულ დროს, როდესაც მოხდა ესა თუ ის
მოვლენა, თარიღი ეწოდება. ისტორიული ქრონოლოგიი-
სათვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ზუსტი თარიღების
დადგენაა, რაც ხშირად ფრიად რთულია. რატომ არის ეს ასე
რთული? იმიტომ, რომ ძველად სხვადასხვა ხალხებს დროის
აღრიცხვის სხვადასხვა სისტემა ჰქონდათ და, თუ არ გავით-
ვალისწინეთ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ეს სისტემები,
თარიღის დადგენა შეუძლებელი გახდება. ისტორიული
ქრონოლოგია სწავლობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და
ვითარდებოდა დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემები,
როგორ აღნიშნავდნენ ისინი თარიღებს, როგორ ჩამოყალიბ-
და დროის ათვლის თანამედროვე სისტემა და როგორ ხდება
ძველი სისტემებით მოცემული თარიღის დროის აღრიცხვის
თანამედროვე სისტემაზე გადაყვანა.

დრო და დროის საზომი ერთეულები. ადამიანს


სამყაროს შემეცნებისათვის ისეთი განზომილებების შემო-
ტანა სჭირდება, როგორიცაა: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და
დრო. მართლაც, სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ჩვენ
სივრცეს ვზომავთ, რაც აუცილებელი და საწყისი პირობაა
მის შესასწავლად. დრო კი ისეთი განზომილებაა, რომლი-
თაც ჩვენ სივრცის არსებობის ხანგრძლივობას და სივრცეში
მოვლენათა თანმიმდევრობას აღვნუსხავთ.
დროს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა
ჰქონდა და აქვს. ამ საზომით ვზომავთ ჩვენ არათუ ადამიანის
სიცოცხლის, არამედ მთელი სამყაროს ხანგრძლივობას.
ადამიანის ცხოვრების მთელი ციკლი დროზეა აგებული.
ქართული ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ: „დრონი
მეფობენ და არა მეფენი―.
განსაკუთრებული მნიშვნელობა დრომ თანამედროვე
ცხოვრებაში შეიძინა. ამას კარგად გამოხატავს მთელს მსოფ-
ლიოში გავრცელებული გამოთქმა „დრო — ფულია―.

35
ადამიანის ცხოვრებაში დროის ასეთი მნიშვნელობის
გამო უძველესმა ადამიანებმა დროის გაღმერთება დაიწყეს.
ამის საუკეთესო მაგალითია ძველი ბერძნული წარმარ-
თული სარწმუნოება, სადაც ქრონოსი დროისა და ჟამის
შუმერები. ძვ. წ. IV-III აღმნიშვნელი სიტყვა, იმავდროულად, ბერძნულ წარმარ-
ათასწლეულებში ორი თულ რელიგიაში დრო და ჟამის ღვთაების სახელი იყო.
წინააზიური მდინარის ვინაიდან დრო განზომილებაა, ბუნებრივია, მას
ევფრატისა და ტიგროსის ქვემო თავისი საზომი ერთეულებიც ესაჭიროება. ასეთი ერთეუ-
წელში მცხოვრები უძველესი ლებია: წამი, წუთი, საათი, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი,
ხალხი. საუკუნე, ათასწლეული.
ადამიანს დროის საზომი ერთეულები აქ ჩამოთვ-
ლილი თანმიმდევრობით სულაც არ აღმოუჩენია. თავდაპი-
რველად უძველესმა ადამიანმა დროის მხოლოდ
ერთადერთი საზომი ერთეული — დღე-ღამე იცოდა. ეს
დროის ის მონაკვეთია, რომელსაც დედამიწა თავისი ღერძის
გარშემო ერთხელ შემობრუნებას უნდება.
შემდეგ შუმერებმა დაახლ. 6 ათასი წლის წინ დღე-
ღამე, ანუ დრო მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და მზის
ჩასვლიდან ამოსვლამდე, ორ თანაბარ, თორმეტ-თორმეტ
ნაწილიან მონაკვეთად დაყვეს. დაყოფის საფუძვლად თორ-
მეტი იმიტომ აიღეს, რომ შუმერების რიცხვითი სისტემა
სამოცეულებზე იყო აგებული, რომლის ერთ მეხუთედს
თორმეტი წარმოადგენს.
ძველმა ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ დღისა და
ღამის ხანგრძლივობა ყოველდღიურად იცვლებოდა, იმ
დროს, როდესაც დღე-ღამის საერთო ხანგრძლივობა, ანუ
დრო მზის ამოსვლიდან მზის მეორე ამოსვლამდე, უცვ-
ლელი რჩებოდა. ამიტომ შუმერებმა მთელი დღე-ღამე,
999 წელს პაპმა სილვესტერ II-მ 12+12, ანუ ოცდაოთხ თანაბარ ნაწილად დაყვეს. ამგვარად
გამოიგონა პირველი მექანიკური მათ დროის შედარებით მცირე საზომი ერთეული საათი
საათი. შექმნეს, რომელიც დღე-ღამის ერთი ოცდამეოთხედია.
მათვე საათი, როგორც დროის საზომი ერთეული, სამოც
უფრო მცირე ერთეულად წუთად, ხოლო წუთი კი ასევე 60
კიდევ უფრო მცირე ერთეულად წამად და ა. შ. დაყვეს.
დროის უფრო მცირე ერთეულებად — წუთებად,
წამებად და ა.შ. დაყოფა საუკუნეთა განმავლობაში ძირითა-
დად, უფრო თეორიული გამოთვლებისთვის სჭირდებო-
დათ, ვინაიდან ადამიანს დროის ათვლის ზუსტი ხელსაწყო
ანუ საათი, რომელიც დროის ამ მცირე ერთეულების
ზუსტად ათვლას შეძლებდა, არ გააჩნდა.
უძველესი საათი მზის საათი იყო, რომელიც დროს
მზის ჩრდილის მოძრაობის მიხედვით აითვლიდა. მისი
ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ ასეთი საათით დროის
ათვლა მხოლოდ მზიან ამინდში შეიძლებოდა. დაახლოებით
3500 წლის წინ ადამიანმა წყლის საათი გამოიგონა, სადაც
დროის ათვლა ერთი ჭურჭლიდან მის ქვემოთ მდებარე
ჭურჭელში გადასული წყლის რაოდენობის მიხედვით ხდე-
ბოდა. იმავდროულად ამავე პრინციპზე მომუშავე ქვიშის
საათიც შექმნეს. ასეთ საათში წყალს ქვიშა ცვლიდა.
პირველი მექანიკური, ქანქარიანი საათი მხოლოდ X ს-ის
პირველი ჯიბის საათი მიწურულს გაჩნდა.
ჰოლანდიელმა ადამიანმა ძალზე ადრე შეამჩნია, რომ ყოველი ახალი
ქრისტიან ჰიუგენსმა (1629-1695) მთვარიდან შემდგომ ახალ მთვარემდე ყოველთვის ერთი და
დააპატენტა. იგივე დრო გადიოდა. ასე აღმოაჩინა მან დროის ახალი

36
ერთეული თვე. თავდაპირველად თვე მთვარის იყო. სწორედ
ამან განაპირობა, რომ თვის სახელწოდება მრავალ ენაში
მთვარის სახელთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ბერძ-
ნულში მენე მთვარეს ნიშნავს, მენ — თვეს; ინგლისურში
moon — მთვარეა, month — თვე; გერმანულში mond მთვა-
რეა, monat — თვე; რუსულში месяц — მთვარესაც ნიშნავს
და თვესაც; ქართულ სიტყვებს თვე/თუე-ს და მ-თუ-არ-ე-საც
ერთი ძირი აქვთ. მთვარის თვის ხანგრძლივობა დროის იმ
მონაკვეთის ტოლია, რომლის განმავლობაში მთვარე დედა-
მიწის ირგვლივ ერთ შემობრუნებას უნდება. ეს დრო
ადამიანის თავდაპირველი უხეში გამოანგარიშებით 30 დღეს
უდრიდა.
მოგვიანებით, ჯერ კიდევ შუმერმა ასტრონომებმა
მთვარის ასტრონომიული, ანუ სინოდალური თვე ზუსტად
დაადგინეს (29 დღე, 12 სთ., 44 წთ., 2,6 წამი) და ის 29.5 სინოდალური თვე - ახალმთვა-
დღით განისაზღვრა. რეობიდან მომავალ
ახალმთვარეობას შორის დროს
მიუხედავად ამისა, შუმერების აღმოჩენა იმჟამინდელ
ეწოდება.
მსოფლიოში მყისიერად როდი გავრცელდა. ახალი ცოდნის
ათვისებამდე ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში
მთვარის თვე ერთ ხანს კვლავაც ოცდაათდღიანი რჩებოდა.
ადამიანი დედამიწის ირგვლივ მბრუნავ მთვარეს
სხვადასხვა სისრულით ხედავს: ვიწრო ნამგლისებური, ნახე-
ვარი, არასრული და სრული მთვარე. ამას მთვარის ფაზები
ეწოდება. მთვარის ეს ფაზები, როგორც ქვემოთ ვნახავთ,
საფუძვლად დაედო ძველი ადამიანის მიერ თვის უფრო
მომცრო ნაწილებად —კვირებად დაყოფას.
სეზონური ცვლილებებისადმი თვალისდევნება უძ-
ველესი ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო,
ვინაიდან ის სოფლის მეურნეობის ციკლს უკავშირდებოდა: მთვარის ასტრონომიული
ხვნა-თესვა, მკა, თიბვა, რთველი და სხვ. ბუნებრივია, წელიწადი , ანუ თორმეტი
ადამიანებმა ადრევე შეამჩნიეს, რომ გარკვეული თვეების სინოდალური მთვარის თვის
განმავლობაში თბილი სეზონი ცხელი სეზონით იცვლება, ჯამი 354, 36 დღე-ღამის
ცხელი — გრილით, გრილი — ცივით და, რომ სეზონთა ასე- ტოლია.
თი ცვლა დაახლოებით თორმეტი მთვარის თვის გასვლის
შემდეგ კვლავ მეორდებოდა. ასე აღმოაჩინა ადამიანმა
დროის კიდევ ერთი საზომი ერთეული — მთვარის წელი-
წადი.
მთვარის წელიწადი, შუმერებმა ჯერ კიდევ 6 ათასი
წლის წინ თორმეტ თვედ დაყვეს და მთვარის ასტრო-
ნომიული თვის მიხედვით წელიწადის ხანგრძლივობა
354/55 დღით განსაზღვრეს.

საათი წმ. პავლეს ტაძარზე


1893 წელს დამონტაჟდა.

37
სხვა ხალხებში კი მაგალითად, ძველ ეგვიპტელებში
წელიწადის ხანგრძლივობა ოცდაათდღიან მთვარის თვეზე
დაყრდნობით კარგა დიდხანს კვლავ 360-დღიანი დარჩა.
თანდათანობით ადამიანები მიხვდნენ, რომ მთვარის
წელიწადი არ იყო დროის იდეალური საზომი სასოფლო
სამუშაოების წარმოებისათვის, ვინაიდან ყოველწლიურად
ამ სამუშაოების დაწყების დრო წინა წელთან შედარებით
დაახლოებით ათი დღით ინაცვლებდა. ამის მიზეზი ის
არის, რომ სეზონების რეალურ ცვალებადობას, რომელიც
მზის ციკლს და მზის, ანუ ასტრონომიულ წელიწადს
შეესაბამება, მთვარის წელიწადი 10/11 დღით ჩამორჩება.
მზის ანუ ასტრონომიული წელიწადი ჯერ კიდევ
ძველმა ეგვიპტელმა და ბაბილონელმა ასტრონომებმა — 365
დღით განსაზღვრეს, მაგრამ მათ მიერ გამოთვლილი მზის
წელიწადი რეალურ ასტრონომიულ წელიწადს 5 სთ-ით, 48
წთ-ითა და 46 წამით ჩამორჩებოდა. ეს ცდომილება, როგორც
ქვემოთ ვნახავთ, ძველეგვიპტელ სწავლულთა გამოთვლების
საფუძველზე შედგენილ რომაულ-იულიუსის კალენდარმა
მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ
აღმოფხვრა.

კვირა და კვირის დღეები. უძველესი დროიდან


ადამიანმა თვეების უფრო მცირე მონაკვეთებად, ანუ
კვირებად დაყოფა დაიწყო. თავდაპირველად სხვადასხვა
ხალხებში კვირა დღეების განსხვავებულ ოდენობას მოიცავდა.
შვიდდღიანი კვირა პირველად შუმერებმა დაამკვიდრეს და
მათგან ბაბილონელებმა გადაიღეს. ამას საფუძვლად
მთვარის ოთხი ფაზის მონაცვლეობა დაედო. შვიდდღიანი

mzis, anu astronomiuli weliwadi


ასტრონომებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ მზე ცაზე დასავლეთიდან
აღმოსავლეთისაკენ მიემართება და მისი მდებარეობა წლის
განმავლობაში ცაზე ვარსკვლავების მიმართ იცვლება. ეს მოძრაობა
ციკლურია, რადგან ბოლოს მზე კვლავ თავის თავდაპირველ
მდგომარეობას უბრუნდება. დროს, რომელიც მზეს მოძრაობის ერთი
ციკლის დასრულებისათვის სჭირდება, მზის წელიწადი, იგივე
ასტრონომიული წელიწადი ეწოდება. ის 365 დღის 5 საათის 48 წუთისა
და 46 წამის ტოლია.

kvira Zvel xalxebSi


ძველ ეგვიპტელებს ათდღიანი, ძველ სპარსელებს, ინდოელებს,
კელტებს ცხრადღიანი, აპენინის ნახევარ-კუნძულზე მოსახლე
ეტრუსკებს და მათ მეზობლებს — ძველ რომაელებს კი რვა-დღიანი
xuTi planeta-RvTaebis saxeli:
კვირა ჰქონდათ. აქედან ისინი პირველ შვიდ დღეს მუშაობდნენ, მერვე
დღეს კი ბაზრობებზე მიდიოდნენ ან რელიგიურ დღესასწაულებს
მართავდნენ.
ბერძნულად: ლათინურად:
ჰერმესი, მერკური,
cvlilebebi samyaros gaazrebaSi
არესი, მარსი,
ძველი ასტრონომები სამყაროს ცენტრად დედამიწას მიიჩნევდნენ,
აფროდიტე, ვენერა,
რომლის გარშემო ვარსკვლავები და პლანეტები მოძრაობდნენ.
ზევსი, იუპიტერი, XVI ს-დან კაცობრიობამ უკვე გაიგო, რომ „ცთომილები―, ანუ
კრონოსი სატურნი. პლანეტები მზის გარშემო მოძრაობენ და არა დედამიწის.
თანდათანობით ადამიანისათვის ცნობილი პლანეტების რიცხვიც
გაიზარდა და ცხრას მიაღწია: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი,
იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი. სულ ბოლო დროს,
თავისი მცირე მოცულობის გამო, პლუტონს პლანეტის „ტიტული―
ჩამოართვეს. ასე რომ, მზის სისტემაში დღეს რვა პლანეტა სახელდება.

38
კვირის ცალკეულ დღეებს ბაბილონელებმა და მათი
გავლენით, საერთოდ, მსოფლიოს მრავალმა ხალხმა შვიდი
მნათობი ღვთაების სახელი შეარქვა. ამ შვიდ მნათობ-
ღვთაებაში მხოლოდ იმჟამად ცნობილი ხუთი პლანეტა, მზე
და მთვარეც მოიაზრებოდა, რომლებსაც ძველი ასტრო-
ნომები შეცდომით, პლანეტებად მიიჩნევდნენ.
სიტყვა პლანეტა — მოხეტიალეს ნიშნავს. ადამიანმა
ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ პლანეტების ცაზე
მოძრაობა ვარსკვლავების მოძრაობისგან განსხვავდებოდა,
ამიტომ მათ „მოხეტიალე― უწოდა. პლანეტების აღმნიშვ-
ნელი ძველქართული სიტყვა „ცთომილია―, რაც აგრეთვე,
მათ „მცდარ მოძრაობას― უკავშირდება.
ანტიკურ ხანაში ადამიანი მისთვის პლანეტებად
მიჩნეულ შვიდ ციურ სხეულს (მზე, მთვარე და პლანეტები:
მერკური, მარსი, ვენერა, იუპიტერი, სატურნი) აღმერთებდა.
სხვა პლანეტებს ადამიანი XVI ს-მდე არ იცნობდა, რადგან
მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.
ძველი ებრაელებიც, მეზობელი უძველესი შუამდინა-
რეთის ხალხების შუმერებისა და ბაბილონელების გავლე-
ნით, იმთავითვე, თვეს შვიდდღიან მონაკვეთებად ყოფდნენ.
ამას, უპირველეს ყოვლისა, „ძველი აღთქმა― მოწმობს, რომ-
ლის მიხედვით ღმერთმა სამყარო ექვსი დღის განმავლობაში
შექმნა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ვინაიდან ებრაელებს
მხოლოდ ერთი ღმერთი სწამდათ, ბუნებრივია, კვირის
დღეებს ღვთაება-მნათობების სახელებს ვერ დაარქმევდნენ.
ამიტომაც, სახელები დღეებს თავიანთი რელიგიური წესე-
ბის შესაბამისად შეარქვეს: ძველ ებრაულად დასვენებას
„შაბბათ― ეწოდება; ამიტომ იმ დღეს, როდესაც სამყაროს
შექმნის (რომელიც 6 დღე გრძელდებოდა) შემდეგ, ღმერთმა
დაისვენა, ებრაელებმა „შაბათი―, ანუ დასვენების დღე
უწოდეს და კვირის დანარჩენი ექვსი დღე შაბათიდან ძველი ქართული
აითვალეს: შაბათის შემდეგ პირველი დღე, მეორე დღე, ზოდიაქოს ნიშნების ხელნაწერი.
მესამე დღე და ა.შ. XI საუკუნე
კვირის დღეების ასეთი დასახელება ებრაელებიდან
ძველმა სპარსელებმა გადაიღეს. სავარაუდოდ, ეს მაშინ
უნდა მომხდარიყო, როდესაც აქემენიანთა სპარსეთის

Astrologia zodiaqos wre

უძველესი ადამიანი მიიჩნევდა, რომ მზის, პლანეტებისა და ძველმა ასტრონომებმა დიდი


ვარსკვლავთა ცაზე განლაგების მიხედვით მომავლის ხნის წინ შეამჩნიეს, რომ თავის
წინასწარმეტყველება შეიძლებოდა. ამის საფუძველზე, მომავლის ორბიტაზე მოძრაობისას მზის
განსაჭვრეტად მთელი დარგი შეიქმნა, რომელსაც ასტროლოგია მდებარეობა ცაზე ცალკეული
ეწოდა. დღესაც ასტროლოგები მზის, მთვარისა და მზის თანავარსკვლავედის მიმართ
სისტემის პლანეტების: მერკურის, ვენერას, მარსის, იუპიტერის იცვლება. ამიტომ, ჯერ კიდევ
და ა.შ. ერთმანეთის და იმავდროულად ზოდიაქოს 12 შორეულ წარსულში, ცაზე მზის
თანავარსკვლავედის მიმართ განლაგების მიხედვით ადგენენ მოძრაობის გზა მათ, 12
ჰოროსკოპს და მომავალს წინასწარმეტყველებენ. ბევრ ცნობილ თანავარსკვლავედის მიხედვით,
პოლიტიკოსს ფარულად ამჟამადაც თავიანთი ასტროლოგები 12 ნაწილად დაყვეს. ვინაიდან
ჰყავთ. ზოდიაქოს წრეს ქართველები უძველესი დროიდან თანავარსკვლავედთა
იცნობდნენ. მსოფლიოში დღემდე მოღწეულ ზოდიაქოს უმეტესობას ძველმა ბერძნებმა
ნიშნებიან უძველეს ხელნაწერებს შორის ერთ-ერთი XI ს-ის ცხოველების სახელები შეარქვეს,
ქართული ხელნაწერია, რომელშიც ზოდიაქოს ყველა ნიშანი და ძველ ბერძნულად კი ცხოველს
მათი ახსნაა მოცემული. „zodiakoz― ეწოდებოდა, ამიტომ
მზის მოძრაობის ამ წრეს
სახელად ზოდიაქოს წრე
დაუმკვიდრდა.

39
პირველმა მბრძანებელმა კიროსმა (ძვ. წ. VI ს.) ბაბილონი
აიღო და ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ
დატყვევებული ებრაელები გაათავისუფლა.
ებრაელებისაგან განსხვავებით სპარსელებმა შაბათის,
მათი გამოთქმით „შამბეჰის― შემდგომ დღეებს იექ(ერთი)-
შამბეჰი, დუ(ორი)-შამბეჰი, სე(სამი)-შამბეჰი და ა. შ. უწოდეს.
კვირის დღეების სახელების ეს სპარსული ვერსია
შეითვისეს ჩვენმა წინაპრებმაც. ამიტომაც კვირის დღეების
ერთ ნაწილს ქართულად დღესაც: ორშაბათი, სამშაბათი,
ოთხშაბათი და ხუთშაბათი ეწოდება.
შვიდდღიანი კვირა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნე-
ბში ძვ. წ. I საუკუნისათვის უკვე საყოველთაოდ გავრცე-
ლდა. ებრაული წარმოშობის რომაელი ისტორიკოსი
იოსებ ფლავიუსი ამის თაობაზე აღნიშნავს, რომ ხმელთა-
შუაზღვისპირეთში არცერთი ქალაქი და არცერთი ხალხი
არ დარჩა, რომელიც მისი მშობლიური ხალხის (ანუ
იოსებ ფლავიუსი
ებრაელების) მსგავსად, ყოველ მეშვიდე დღეს არ ისვე-
37-100
ნებდეს.
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ რომაულ
რომაელი ისტორიკოსის და
მხედართმთავრის,
კალენდარში კვირის მეშვიდე, დასვენების დღეს, წარმარ-
წარმოშობით ებრაელი (იოსებ თული პლანეტა-ღვთაება სატურნის სახელის ნაცვლად
ბენ მატიტიაგუ). იოსებ „საბბატუსი― ეწოდა, ვინაიდან რომაელები შაბათს „საბ-
ფლავიუსის შრომებია: ბატუს―-ად გამოთქვამდნენ. დანარჩენ დღეებს კი კვლავ
„იუდეველთა ომი“ , „იუდეის ძველი მნათობი-ღვთაებების სახელები დარჩათ. რომის
სიძველენი“. იმპერიის ბერძნულენოვან მოსახლეობაში კი, რომაელე-
ბისაგან განსხვავებით, კვირის დღეების წარმართული,
ბერძნულ-რომაული მნათობ-ღვთაებების სახელები
მთლიანად ებრაულის მსგავსად შეიცვალა, მხოლოდ
ერთი განსხვავებით: ბერძნებმა შაბათის, ანუ ებრაული
მეშვიდე დასვენების, იმავე „უფლის დღის― წინა, მეექვსე
დღეს, პარასკევი შეარქვეს, რაც ბერძნული ზმნიდან
„პარასეკო― მოდის და სიტყვასიტყვით „მომზადებას―, ანუ
„საუფლო დღისათვის― — შაბათისათვის მომზადებას
ნიშნავს.
პარასკევის ეს სახელწოდება კიდევ ერთხელ
ადასტურებს იმ ცნობილ ფაქტს, რომ თავდაპირველად
ქრისტიანები, ებრაელების მსგავსად, „უფლის―, ანუ დას-
ვენების დღედ სწორედ შაბათს მიიჩნევდნენ.
325 წ-ის ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე
დაისვა საკითხი, კვირის რომელი დღე ექციათ ქრის-
ტიანებს დასვენების, ანუ უფლის დღედ. გადაწყდა, რომ
კვირა — კვირიაკე. შვიდდღიანი
ასეთად მზის დღე მიეჩნიათ, რომელიც, ბერძნულ-
დანაყოფის სახელი კვირა
ქართულში ბერძნულიდან რომაულ წარმართულ კალენდარში, როგორც ვიცით,
ქრისტიანობის მიღების შემდეგ შაბათის შემდეგ პირველი დღე იყო. შესაბამისად, მზის
შემოვიდა. კვირიაკე საუფლო დღეს ლათინურად „დომინიკუს―, ბერძნულად კი კვირი-
დღეს, ანუ კვირა დღეს აკე ეწოდა, რაც ამ ენებზე „ღვთის, უფლის დღეს― ნიშნავს.
აღნიშნავს.
ამგვარად, ქრისტიანობის გავლენით რომაულ კალენდა-

40
რში სახელები გადაერქვათ მხოლოდ კვირის მეშვიდე
დღეს, რომელსაც შაბათი ეწოდა და პირველ, მზის დღეს,
რომელსაც „დომინიკუს―, ანუ უფლის დღე ეწოდა. ამი-
ტომ რომაულის ანუ ლათინურისგან მომდინარე ფრან-
გულ, ესპანურ, პორტუგალიურ და ა.შ. ენებში საბატუსის
და დომინიკუსის გარდა კვირის სხვა დღეებს კვლავაც
ძველი წარმართული სახელები დარჩათ.
გერმანულენოვან ხალხებში, ანუ იმ ენებში, რომ-
ლებიც ძველი გერმანული ენიდან განვითარდნენ (საკუთ-
რივ გერმანული, ინგლისური, ჰოლანდიური და ა.შ.)
ებრაული „შაბათი― არ შესულა, ამიტომ ამ ენებში კვირის
დღეებს ახლაც ნაწილობრივ ძველგერმანულ, ნაწილობ-
რივ კი რომაულ წარმართ მნათობ-ღვთაებათა სახელები
ეწოდებათ.

საუკუნე და ათასწლეული. დროთა განმავლობაში


ადამიანმა დროის კიდევ ერთი დიდი საზომი ერთეული
— საუკუნე შემოიღო. თავდაპირველად ამ ტერმინით იმ
დროს აღნიშნავდნენ, რომელიც ერთი თაობის მეორე
თაობით შეცვლას სჭირდება. ამიტომ, საუკუნე ძველ
ებრაელებთან ორმოც წელს, ხოლო ძველ რომაელებთან
ოცდათხუთმეტ წელს უდრიდა. შემდეგ რომაელები
საუკუნედ უკვე 110 წელს ანგარიშობდნენ. ჯერ კიდევ
დაახლოებით სამასი წლის წინათ ჩვენი წინაპრები სიტყვა
საუკუნეს ათასწლეულის აღსანიშნავად ხმარობდნენ. საუ-
კუნე ასი წლის მნიშვნელობით შედარებით გვიან
დამკვიდრდა. რაც შეეხება დროის კიდევ ერთ საზომ
ერთეულს ათასწლეულს, ის 10 საუკუნეს, ანუ 1000 წელს
ნიშნავს.

კალენდარი. დროის დღე-ღამეებად, კვირებად,


თვეებად, წელიწადებად აღრიცხვის სისტემას კალენდარი
ეწოდება.
უძველესი დროიდან რელიგიური დღესასწაულები სიტყვა კალენდარი ლათინური
მთვარის ფაზების მიხედვით იყო აგებული. ამიტომ, ―კალენდარიუმი‖-დან მოდის, რაც
პირველი კალენდარი, რომელიც ადამიანმა შექმნა, თვის პირველ დღეს ნიშნავს. ძველ
მთვარის კალენდარი იყო. რომში სოფლად და ქალაქად,
მთვარის კალენდარი რელიგიური დღესასწაულების ქურუმების მითითებით,
დადიოდნენ სპეციალური პირები,
გამოთვლებისათვის მოუხერხებელი აღმოჩნდა, ვინაი-
რომლებიც მოსახლეობას ახალი
დან, როგორც გვახსოვს, მთვარის წელიწადი მზის თვის დადგომას წამოძახილით
ასტრონომიულ წელიწადზე 10/11 დღით ნაკლებია, ეს კი ამცნობდნენ. სიტყვა წამოძახილი,
ახალ წელს, რელიგიურ დღესასწაულებსა და სეზონური გამოცხადება ლათინურად ჟღერს,
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას დროში როგორც „კალეო“. ამიტომ
ანაცვლებდა. რომაელები თვის პირველ დღეს
ამის თავიდან ასაცილებლად ძველმა ასტრონომებმა კალენდრებს უწოდებდნენ.
მთვარის კალენდრის მზის წელიწადთან მისადაგება
დაიწყეს და მთვარე-მზის კალენდარზე გადავიდნენ.

41
იმისთვის, რომ მთვარე-მზის კალენდარი მზის
ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დრო-
დადრო კალენდარს მე-13 თვეს უმატებდნენ, რომელსაც
ძველი ბერძნები „ემბოლისმურ―, ანუ „ჩამატებულ თვეს―
უწოდებდნენ.
ბაბილონური, იგივე ხამურაბის კალენდარი. შუმერები
პირველები იყვნენ, რომლებმაც მთვარის კალენდარი
მთვარე-მზის კალენდრით შეცვალეს. შუმერებისაგან
მთვარე-მზის კალენდარი ბაბილონის ძველმა სამეფომ
გადაიღო, რომლის პირველმა მეფემ — ხამურაბმა ის თავის
სამეფოში სავალდებულოდ გამოაცხადა.

ებრაული კალენდარი. წარსულში მთვარე-მზის კალენ-


ბაბილონის მეფე
დარს მრავალი ხალხი იყენებდა. დღეს ასეთ კალენდარს
ხამურაბი
ოფიციალურად მხოლოდ ებრაელთა სახელმწიფოში, ისრა-
ძვ.წ. 1792-1750
ელში, ხმარობენ. ამ კალენდარს გარკვეული პერიო-
დულობით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამატებითი მეცა-
მეტე — „ემბოლისმური თვე― ემატება.

რომაული და ეგვიპტური კალენდრიდან თანამედ-


როვე კალენდრამდე. ძველი რომაული კალენდარი.
თავდაპირველად ძვ. წ. VIII ს-ში. რომაელებს ათთვიანი
კალენდარი ჰქონდათ, რომელიც წელიწადს მხოლოდ
გაზაფხულიდან ზამთრის დაწყებამდე მოიცავდა. ასეთი
წელიწადი 304 დღისაგან შედგებოდა. წელიწადის დარჩე-
ნილ ზამთრის დღეებს რომაელები თვეებად არ ყოფდნენ და
არც კალენდარში შეჰქონდათ. ისინი უბრალოდ ახალი
გაზაფხულის დაწყებას ელოდებოდნენ, რომ წელიწადის
თვეების ახალი ათვლა დაეწყოთ. დღეისათვის საყოველ-
თაოდ გავრცელებული ზოგიერთი თვის სახელწოდება იმ
შორეული წარსულიდან მოდის. რომაელთა უძველესი
კალენდრით წელიწადი გაზაფხულზე იწყებოდა. მის პირ-
ველ თვეს, რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად,
მარტიუსი (მარტი) ეწოდებოდა. შემდგომი თვე იყო აპრი-
ლისი (აპრილი), რომელიც ლათინურად, ანუ რომაულად
კვირტის გამოსვლას, გაფურჩქვნას ნიშნავს. ეს თვე სილა-
მაზისა და სიყვარულის ქალღმერთის — ვენერას თვედ
მოიაზრებოდა.
აპრილის შემდგომ თვეს ნაყოფიერი მიწის ქალ-
ღმერთის მაიუსის (მაისი), ხოლო მის მომდევნოს, რომაელ-
თა უმაღლესი ღვთაების იუპიტერის მეუღლის, გამარჯვების

xamurabis kalendari

ხამურაბის ბრძანებით შექმნილ ბაბილონურ კალენდარში ექვსი თვე 30, ხოლო ექვსი 29 დღისაგან
შედგებოდა. დამატებითი თვეები ამ კალენდარში დროდადრო, ხელისუფლების საგანგებო
ბრძანებულებით შეჰქონდათ. დღეისათვის. ცნობილია დაახლ. ძვ. წ. 1760 წ. დათარიღებული ხამურაბის
ბრძანებულება კალენდარში დამატებითი თვის შეტანის შესახებ: „რადგან ეს წელი ნაკლულია, თვე,
რომელიც ახლა (ულულუს თვის შემდეგ) დაიწყება, მიიღებს მეორე ულულუს სახელს, ხოლო
ბაბილონელებზე შეწერილი გადასახადი, რომელიც თაშრითუს 25-ში გადაიხდებოდა, ახლა მეორე
ულუ-ლუს 25-ში გადაიხდება.― ასეთი წესით ბაბილონური კალენდრის შესწორება ძვ. წ. V ს-მდე
ხდებოდა.

42
ქალღმერთ — იუნონას პატივსაცემად იუნიუსი (ივნისი)
ეწოდებოდა. კალენდრის შემდგომ თვეებს სახელად
რიცხვითი სახელები ჰქონდათ: კვინტილისი — მეხუთე, სექ-
ტილისი — მეექვსე, სეპტემბერი — მეშვიდე, ოქტობერი —
მერვე, ნოვემბერი — მეცხრე, დეცემბერი — მეათე.
ძვ. წ. VII ს-ში რომაელებმა კალენდარს ორი თვე —
იანუარიუსი (იანვარი) და ფებრუარიუსი (თებერვალი)
დაუმატეს. პირველი სახელწოდება ორსახოვანი ღმერთის —
იანუსის სახელიდან მოდის. შემდეგ თვეს კი ფებრიუსი
რომაელებმა ქვესკნელის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს.
რომაელებს ლუწი რიცხვები არ უყვარდათ, რადგან ამ
რიცხვებს, მათი აზრით, უბედურება მოჰქონდა. ამიტომ,
ახალ კალენდარში ოთხი თვე 31 და შვიდი თვე 29 დღისაგან
შედგებოდა. ერთადერთი თებერვალი იყო, რომელიც ლუწ,
28 დღეს ითვლიდა.
ამგვარად რომაელებმა სრული მთვარის, ანუ 355-
დღიანი კალენდარი მიიღეს, რომელსაც იმისათვის, რომ
მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა,
დროდადრო მე-13, ემბოლისმურ თვეს უმატებდნენ.
მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე,
როგორც ვიცით, ნაკლებია. ამიტომ, პონტიფიკებმა, იგივე
უმაღლესმა ქურუმებმა, რომლებიც რომში კალენდარს
განაგებდნენ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზამთრის
ბოლოს მასში ემბოლისმური თვის შეტანა დაიწყეს. ამ
დამატებითი თვის დღეების ოდენობასაც პონტიფიკები
თვითონ ადგენდნენ. შესაბამისად, მათ ნებაზე იყო
დამოკიდებული მომავალი ახალი წლის პირველი დღის
გამოცხადებაც. ვინაიდან რომში უმაღლესი ხელისუფლება
ყოველწლიურად იცვლებოდა, იმთავითვე რომის კალენ-
დარი პოლიტიკური ინტრიგებისა და კორუფციის წყაროდ
იქცა. ქურუმები, როდესაც რომის არჩევითი უმაღლესი
სახელმწიფო თანამდებობები მათ ახლობლებს ეკავათ,
წელიწადის ხანგრძლივობას დამატებითი დღეების შეტანით

სიყვარულის ქალღმერთი რომაელთა ომის ღმერთი ორსახოვანი ღმერთი


ვენერა მარსი იანუსი

43
აგრძელებდნენ და პირიქით. წლის გახანგრძლივებას და
ახალი წლის დაწყების დაგვიანებას სხვა, წმინდა ფინანსური
ინტერესებიც განაპირობებდა. საქმე ის არის, რომ გადასახა-
დებისა და ვალების გადახდა რომში ახალი წლის დასაწ-
ყისში ხდებოდა. ამიტომ, რომის მოქალაქეთა არცთუ მცირე
ნაწილს ახალი წლის მოსვლა სულაც არ ეჩქარებოდა. ესეც
კალენდრით მანიპულაციის დამატებითი მიზეზი ხდებოდა.
ამიტომაც, რომაული წელიწადი ასტრონომიულ წელი-
წადზე ხან ნაკლული იყო და ხანაც მას აჭარბებდა. შესაბა-
მისად, პონტიფიკებიც კალენდარს ხან დაგროვილ ნამატ
დღეებს აკლებდნენ, ხან კი ნაკლულს უმატებდნენ.
ყოველივე ამის წყალობით ძვ. წ. I ათასწლეულის I
ნახევარში რომაული კალენდარი რეალური დროისაგან ისე
განსხვავდებოდა, რომ მოსავლის აღების ზეიმი ზამთარზე
მოდიოდა.
იმ პერიოდის რომაული კალენდრის პარადოქსებზე
XVIII ს-ის ფრანგი განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე
ვოლტერი იუმორით აღნიშნავდა: „ძველი რომაელი მხედარ-
თმთავრები ყოველთვის იმარჯვებდნენ, თუმცა არ იცოდნენ,
კალენდრის რომელ დღეზე მოდიოდა მათი გამარჯვება―.

ძველეგვიპტური კალენდარი. თავდაპირველად ძვე-


ლი ეგვიპტელები ისევე, როგორც ყველა სხვა ხალხი,
360-დღიან, ანუ დამრგვალებულ მთვარის კალენდარს იყე-
ნებდნენ. ძველი ეგვიპტელები თვეების უმეტესობას
თავიანთი ღმერთების სახელებს უწოდებდნენ. ისინი წელი-
წადს სამ: დატბორვის, ანუ ხვნა-თესვის, გამოჩენის, ანუ
მოსავლის აღების და გვალვის ოთხ-ოთხ თვიან სეზონებად
ყოფდნენ.
მთვარის კალენდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში
ისეთი მიწათმოქმედი ხალხისათვის, როგორიც ძველი
ეგვიპტელები იყვნენ, ძალზე მოუხერხებელი იყო იმიტომ,
რომ ის სეზონურ ცვალებადობას, რომელზედაც ნილოსის
წყალდიდობა იყო დამოკიდებული, ვერ ასახავდა.
ეგვიპტელმა ქურუმებმა თანდათან შეამჩნიეს, რომ
ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის — სირიუსის გამოჩენა,
რომელსაც ისინი „სოტის― ეძახდნენ, ყოველთვის ზაფხულის
მზებუდობას — 19 ივლისს და ეგვიპტეში ნილოსის ადიდე-
ბის დაწყებას ემთხვეოდა. ნილოსის ყოველწლიური
ადიდების დასაწყისი ეგვიპტეში უდიდესი მნიშვნელობის
მოვლენა იყო, რადგან ამ დღიდან სასოფლო-სამეურნეო
სამუშაოები იწყებოდა. ამიტომ, ქურუმები სირიუსის ცაზე
გამოჩენას ხალხს საზეიმოდ ამცნობდნენ.
თანდათანობით, ცაზე დაკვირვების შედეგად, ეგვიპ-
ტელებმა სირიუსის პირველად გამოჩენის და ზაფხულის
მზებუდობის დღის გამოთვლა შეძლეს. ამან ეგვიპტელებს
მზის კალენდრის შემუშავების საშუალება მისცა.
ამგვარად, შუმერების კვალდაკვალ ძველი ეგვიპ-
ტელი ასტრონომებიც მივიდნენ იმის ცოდნამდე, რომ
მთვარის ასტრონომიული წელიწადი 354/355, მზის ასტრო-

44
ნომიული წელი კი 365 დღისაგან შედგებოდა. როგორც
ვიცით, მზის ასტრონომიული წელი იმხანად აბსოლუტური
სიზუსტით ვერ იყო გამოთვლილი. მიუხედავად ამისა, მზის
კალენდარი ბევრად მოხერხებული იყო. ამან ეგვიპტელ
ქურუმებს კალენდრის რეფორმა და მზის კალენდარზე
გადასვლა აფიქრებინა.
მიუხედავად ამისა, ძველი ეგვიპტელების შეგნებაში
360-დღიანი მთვარის კალენდარი იმდენად მყარად იყო გამ-
ჯდარი, რომ ქურუმებს ღმერთების ავტორიტეტის მოშვე-
ლიება და ლამაზი მითის შექმნა დასჭირდათ, რათა
კალენდარში ხუთი დღის დამატება გაემართლებინათ.
ეგვიპტური მითის თანახმად, დედამიწის ღმერთის
გების მეუღლე, ცის ქალღმერთი — ნუტი ღამღამობით შვი-
ლებს — ცის ვარსკვლავებს — აჩენდა, რომელთაც ყოველ
დილას თავადვე ყლაპავდა. მაშინ გაბრაზებულმა მზის
ღმერთმა რამ ქალღმერთს წელიწადის ყველა დღეს ახალი
შვილების გაჩენა აუკრძალა. მაშინ ნუტიმ დახმარებისათვის
სიბრძნისა და მეცნიერების ღმერთს თოთის მიმართა.
თოთიმ ქალღმერთი ნუტისათვის რომ ეშველა, კოჭის
თამაშში მთვარის ქალღმერთს წელიწადის 1/75, ანუ ხუთი
დღე მოუგო. ამან ქალღმერთ ნუტის ხუთი შვილის შობის
საშუალება მისცა. მათი დაბადების დღეები მთვარის ქალ-
ღმერთიდან მზის ღმერთ რას გადაეცა. ამით მზის წელიწადი
ხუთი დღით დაგრძელდა, ხოლო მთვარის წელიწადი ხუთი
დღით შემცირდა. მზის კალენდრისათვის დამატებულ
დღეებს ძველი ეგვიპტელები ქალღმერთ ნუტის ამ ხუთი
შვილის სახელს ეძახდნენ, რომლებიც, ეგვიპტური
მითოლოგიის თანახმად, სიკვდილის შემდეგ ღმერთებად
იქცნენ.
ეგვიპტელებს არც მთვარის კალენდარი დავიწ-
ყებიათ. ხუთი დღით, ანუ 355 დღემდე შემცირებულ მთვა-
რის კალენდარს ისინი რელიგიური რიტუალებისათვის
ქრისტიანობის მიღებამდე იყენებდნენ.
როგორც ვიცით, მზის წელიწადი 365 დღეს აღემა-
ტება. ასე რომ, ძველი ეგვიპტური კალენდარი ასტრო-
ნომიულ დროს წელიწადში სულ ცოტა 1/4 დღით ჩამორ-
ჩებოდა, რაც თანდათანობით დიდი გაუგებრობის მიზეზი
ხდებოდა, ვინაიდან ზაფხულისა და ზამთრის დღესასწაუ-
ლები მნიშვნელოვნად ინაცვლებდნენ.

egviptis faraonis evergetis warwera

„რადგან სოტისი ყოველ ოთხ წელიწადში ერთი დღით წინ მიდის, იმისათვის, რომ ზაფხულის
დღესასწაულებმა მომავალში ზამთარში არ გადაინაცვლონ, როგორც ეს ყოფილა და იქნება, თუ წელი
კვლავაც 360 და დამატებითი ხუთი დღისაგან იქნება შემდგარი, ამიერიდან წესდება ყოველ ოთხ
წელიწადში დამატებითი ხუთი დღის შემდეგ ახალი წლის წინ ვიზეიმოთ ევერგეტის ღმერთების
დღესასწაულები, რადგან ყველამ იცოდეს, რომ წლების გამოთვლის წინანდელი ნაკლოვანებანი
ამიერიდან გასწორებულია მეფე ევერგეტის მიერ.―

ქვის სტელა. ძვ. წ. 238 წლის 7მარტი.

45
ძვ. წ. III ს-ში, ფარაონ ევერგეტის ხანაში, ეგვიპ-
ეპაგომენები. ეგვიპტურ
კალენდარში დამატებულ ხუთ
ტელთა კალენდარი კიდევ ერთხელ გასწორდა და მას ერთი
დღეს ძველმა ბერძნებმა დღე დაემატა. ეს დღე ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ
ეპაგომენები უწოდეს, რაც კალენდარს ბოლო თვის გასვლის შემდეგ ემატებოდა და
„ეპაგომენაიდან“ მოდის და მიცვალებულთა ხსოვნასა და ცოდვათა მონანიებას ეთმობოდა.
სიტყვა-სიტყვით სრულყოფილს ფარაონის ბრძანებულების მიუხედავად ეგვიპტე-
ნიშნავს. ლებმა ახალი კალენდარი არ მიიღეს და თითქმის ორ
საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრებას კვლავ ძველი კალენდრით
განაგრძობდნენ.
მხოლოდ ახალი და ძველი წელთაღრიცხვების მიჯ-
ნაზე, რომის კეისრის ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით,
რომელმაც მანამდე ეგვიპტე საბოლოოდ დაიქვემდებარა,
ეგვიპტელები ახალ კალენდარზე გადავიდნენ, რომელსაც
საფუძვლად რომაული, იგივე იულიუსის კალენდარი
დაედო.
იულიუსის კალენდრის ამ ეგვიპტურ ვარიანტს
ალექსანდრიული კალენდარი ეწოდა. მას ქრისტიანი ეთიო-
პელები და კოპტები დღესაც იყენებენ.
იულიუსის კალენდარი. პარადოქსი ისაა, რომ ეს
ახალი რომაული, ანუ იულიუსის კალენდარი, რომელიც
ოქტავიანე ავგუსტუსმა ეგვიპტეში დანერგა, ძველეგვიპ-
ტელების მიერ ორი საუკუნის წინ დაწუნებულ ევერგეტის
კალენდარს ეფუძნებოდა.
რომის კეისარი ამ კალენდარს რომის სახელგანთქმული უმაღლესი
ოქტავიანე ავგუსტუსი
ხელისუფალი იულიუს კეისარი ეგვიპტეში ყოფნის დროს
ძვ. წ. 27 - ახ. წ. 14
გაეცნო. მან, როგორც ირკვევა, კალენდართან დაკავშირებით
საკუთარი მოსაზრებაც რამდენიმე ნაშრომად გამოაქვეყნა.
ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ იულიუს კეისარმა რომის
ახალი კალენდრის შედგენა ალექსანდრიელ ეგვიპტელ
სწავლულს, სოზიგენეს დაავალა.
კოპტები, ძველი ეგვიპტელების სოზიგენეს მიერ ძვ. წ. 46 წელს შემუშავებული
პირდაპირი მემკვიდრეები. კალენდარი საფუძვლად უდევს თანამედროვე კალენდარს.
მას იულიუს კეისრის სახელის მიხედვით, იულიუსის
კალენდარი ეწოდება.
იულიუსის კალენდრით წელიწადის ხანგძლივობა
365, 25 დღით განისაზღვრა. ამიტომ 365-დღიან კალენდარს
ყოველ მეოთხე წელს ერთი დღე ემატებოდა. კალენდარი 12
თვისაგან შედგებოდა, სადაც კენტი თვეები 31, ლუწი
თვეები კი — 30 დღეს მოითვლიდა. მხოლოდ თებერვალი,
მათგან განსხვავებით, ჩვეულებრივ 29, ხოლო ნაკიან წელს
30 დღეს მოიცავდა. წელიწადის თვეებს კვლავ ძველი
რომაული სახელები დარჩათ.
ახალი კალენდარი ძალაში ძვ. წ. 45 წელს შევიდა. იმ
წელს ახლად არჩეულმა რომის უმაღლესმა სახელმწიფო
მოხელეებმა — კონსულებმა თავიანთი თანამდებობის
აღსრულება 1 იანვარს დაიწყეს, ამიტომ ეს დღე, იულიუსის
კალენდრით, ახალი წლის დასაწყისად გამოცხადდა. ასე
ჩაეყარა საფუძველი ახალი წლის 1 იანვრიდან დაწყების
იულიუს კეისარი ტრადიციას.

46
რომის სენატმა ახალი კალენდრის დამკვიდრების
საქმეში და, საერთოდ, რომაელი ხალხის წინაშე დიდი
დამსახურებისათვის, კალენდრის მე-7 თვედ ქცეულ ძველ
მეხუთე, კვინტილიუსის თვეს იულიუს კეისრის სახელი
იულიუსი (ივლისი) უწოდა.
იულიუს კეისრის შეთქმულთა ხელით სიკვდილის
შემდეგ, პონტიფიკებმა, რომელთაც რომში, კალენდარზე
თვალყურის დევნება ევალებოდათ, ახლად მიღებულ კალე-
ნდარში ნაკიან წელიწადად ყოველი მეოთხე წლის ნაცვლად,
ყოველი მესამე წელიწადი გამოაცხადეს, რაც კალენდრის
ასტრონომიულ საფუძველს ეწინააღმდეგებოდა.
ქურუმების ეს შეცდომა იულიუს კეისრის მემკვიდ-
რემ, რომის იმპერატორმა, ოქტავიანე ავგუსტუსმა, ანუ
ღვთაებრივმა გამოასწორა. მისი ბრძანებით, 16 წლის განმავ-
ლობაში ძვ. წ. 9 წლიდან ახ. წ. 7 წლის ჩათვლით, ნაკიანი
წლები აღარ აღინიშნებოდა. იულიუსის კალენდარი სრული
სახით მხოლოდ ახ. წ. 8 წელს აღდგა.
რომის სენატმა ოქტავიანე ავგუსტუსის კალენდრის
წინაშე ეს ამაგი და, ზოგადად, რომაელი ხალხის წინაშე
დამსახურება იმით უკვდავყო, რომ ივლისის მომდევნო,
კალენდრის მე-8 თვეს მისი ტიტული — ავგუსტუსი (აგვის-
ტო) უწოდა. თანაც ამ 30-დღიან თვეს 31-ე დღე დაუმატა,
რომელიც წელიწადის მეორე თვეს, ფებრიარუსს (თებერ-
ვალი) ჩამოაკლო. კალენდრის ცვლილება ამაზე არ შეჩერე-
325 წ. ნიკეის I მსოფლიო
ბულა. სამი თვე: ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ზედი-
საეკლესიო კრება
ზედ 31-დღიანი რომ არ ყოფილიყო, სექტემბერს 31-ე დღე ბიზანტიური ხატი.
ჩამოართვეს და ოქტომბერს დაუმატეს. ამის შემდეგ ცვლი- XIII-XIV სს.
ლება იულიუსის კალენდარში აღარ შესულა.
325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამ
იულიუსის კალენდარი ქრისტიანებისათვის სავალდებუ-
ლოდ გამოაცხადა. ამ დროისათვის გაზაფხულის ბუნიობა
21 მარტზე მოდიოდა. ეს ქრისტიანულ ეკლესიას აღდგომის
დღის გამოანგარიშებას უადვილებდა. ნიკეის კრების
დადგენილების მიუხედავად, იულიუსის კალენდარი სხვა-
დასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში სულ სხვადასხვა დროს
დამკვიდრდა.
ერთ-ერთი პირველები ქრისტიან ხალხებს შორის,
რომლებმაც იულიუსის კალენდარი მიიღო, ქართველები
იყვნენ, მათ ახალი კალენდრით, მანამდე საქართველოში
გავრცელებული, ძველი სპარსული კალენდარი ჩაანაცვლეს.

გრიგორიანული კალენდარი. იულიუსის კალენდრის


წელიწადი ასტრონომიულზე 11 წუთითა და 14 წამით
ნაკლები აღმოჩნდა, რაც ყოველ 128 წელიწადში ერთი დღე-
ღამის განსხვავებას იძლეოდა. ამის გამო, გაზაფხულის
ბუნიობა კალენდრის მიხედვით სულ უფრო და უფრო უკან
ინაცვლებდა. ეს დღე XVI ს-ში 21 მარტის ნაცვლად 11
მარტზე მოდიოდა. იულიუსის კალენდრის უზუსტობა გან-
საკუთრებით თვალში საცემი XIV ს-დან გახდა.

47
კალენდარში არსებული უზუსტობის შესახებ პირვე-
ლად აზრი XIV ს-ის დასაწყისში ბიზანტიელმა სწავლულე-
ბმა გამოთქვეს, რომლებმაც ბიზანტიის კეისარს კალენდრის
რეფორმა შესთავაზეს.
მათ კეისარს ყურადღება იმ ფაქტზე მიაქცევინეს, რომ
გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე უკვე აღარ მოდიოდა და,
შესაბამისად, აღდგომის დღეც იგვიანებდა, მაგრამ ამას
კეისრის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.
კალენდრის რეფორმის აუცილებლობას კათოლი-
კური ეკლესიაც ხედავდა. XV ს-ის 70-იან წლებში ამ მიმარ-
თულებით რომის პაპის მცდელობა მარცხით დამთავრდა,
რომის პაპი გრიგოლ XIII
ვინაიდან რეფორმის გატარების მიზნით რომში სპეცია-
1572-1585
ლურად მიწვეული გამოჩენილი ასტრონომი და მათემა-
ტიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც კალენდრის
რეფორმა ას წელზე მეტი ხნით გადადო.
1582 წელს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდრის
რეფორმის გასატარებლად პროექტების განხილვა სპეცია-
ლურ კომისიას დაავალა. კალენდრის რეფორმის პროექ-
ტების განმხილველ კომისიაში იმ ხანის გამოჩენილი
მეცნიერები შედიოდნენ. კომისიამ შეთავაზებული პროექ-
ტები განიხილა და გამარჯვებულად ცნობილი იტალიელი
ექიმი და მათემატიკოსი ლუიჯი ლილიო აღიარა. თვით
ალიოზი იმ ხანად გარდაცვლილი იყო და პროექტი კომი-
სიას მისმა ძმამ წარუდგინა.
ლუიჯის პროექტზე დაყრდნობით, იმავე 1582 წლის
24 თებერვალს გრიგოლ XIII-მ სპეციალური დადგენილებით
კალენდარში ცვლილებები შეიტანა.
ლუიჯი ლილიო
იმ ხანად იულიუსის კალენდრის ცდომილება ათ
(ლათ. ალოიზიუს ლილიუსი)
დღეს შეადგენდა. ამიტომ რომის პაპის ბრძანებით, 1582
1510-1574
წლის 5 ოქტომბერი 15 ოქტომბრად გამოცხადდა. ამით
საგაზაფხულო ბუნიობა კვლავ 21 მარტზე მოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუიჯი ლილიო იყო ახალი
კალენდრის შემქმნელი, მას რეფორმის ორგანიზატორის და
სულის ჩამდგმელის რომის პაპის გრიგოლ XIII-ის სახელის
მიხედვით გრიგორიანული კალენდარი ეწოდა.
გრიგორიანული კალენდრის შემოღების შემდეგ
იულიუსის კალენდრით დროის აღნიშვნას ძველი სტილი,
ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშვნას ახალი
სტილი ეწოდა.
ახალი კალენდარი, თავდაპირველად, მხოლოდ
კათოლიკურ ქვეყნებში გავრცელდა. სხვაგან კი ამ კალენ-
დრის შემოღებას ათეულობით, ზოგან კი ასეულობით წელი
დასჭირდა.
ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ამ დროისათვის
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულმა ახალმა
ქრისტიანულმა მიმდინარეობამ — პროტესტანტიზმმა მოსა-
ხლეობის უმრავლესობა მოიცვა, ერთ ხანს ასეთი ლოზუნგიც
კი გაისმოდა: „უმჯობესია მზეს დავშორდეთ, ვიდრე რომის
პაპს შევუერთდეთ―. უფრო მეტიც, ზოგ პროტესტანტულ
ქვეყანაში ახალი კალენდრის შემოღებას სახალხო მღელვა-

48
რებები და აჯანყებებიც კი მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა
ლატვია იყო, სადაც რეჩპოსპოლიტას მეფის ბრძანებულებას,
ახალი კალენდრის შემოღების შესახებ, დიდი მღელვარება
მოჰყვა. მღელვარება მალე აჯანყებაში გადაიზარდა, რაც
აჯანყების მეთაურების სიკვდილით დასჯით დასრულდა.
პროტესტანტულ ინგლისში ახალი კალენდარი ძალა-
ში მხოლოდ 1752 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მანამდე ამ
ქვეყანაში ახალი წელი 25 მარტიდან იწყებოდა. რეჩ-პოსპოლიტა ეწოდებოდა XVI
ახალი კალენდრის შემოღების მიზნით ახალი წლის ს-ის II ნახ-ში ლიტვის დიდი
დასაწყისი ინგლისში 25 მარტიდან 1 იანვარს გადაიტანეს. სამთავროსა და პოლონეთის
ასე რომ, 1751 წელი მხოლოდ 282-დღიანი აღმოჩნდა. სამეფოს გაერთიანების გზით
ახალი კალენდრის შემოღებით უკმაყოფილო ინგლი- შექმნილ პოლონეთ-ლიტვის
სელები ამ რეფორმის გამტარებელ დიდმოხელეს ერთ ხანს სამეფოს, რომელშიც იმხანად
ლატვიაც შედიოდა.
ყვირილით: „დაგვიბრუნე ჩვენი სამი თვე― — ხვდებოდნენ.
ახალი კალენდრის
ახალ სტილზე საქართველო 1918 წლის 18
საწინააღმდეგოდ მიმართული
აპრილიდან გადავიდა. ამ დროს განსხვავება ძველ და ახალ
აჯანყება ლატვიაში 1584 წ.
სტილს შორის უკვე 13 დღეს შეადგენდა. ამიტომ 18 აპრილი
მოხდა.
1 მაისად გამოცხადდა.
თანდათანობით გრიგორიანული კალენდარი მარ-
თლმადიდებლური საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთი-
სა და კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბული) საპატ-
რიარქოებმაც მიიღეს და ახალ სტილზე გადავიდნენ.
ძველ სტილზე მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის
აქემენიანთა მმართველობა
ქვეყნებს: საქართველოს, რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის
სპარსეთში ძვ. წ. 550-იანი-ძვ. წ.
და აგრეთვე, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიები
333 გრძელდებოდა.
დარჩა, რის გამოც ეს ქვეყნები შობას ძველი სტილით — 7
იანვარს, ახალ წელს კი—14 იანვარს აღნიშნავენ.

ძველი სპარსული კალენდარი. სპარსეთის კალენ- არდაშირ პაპაკის ძე პირველი


დარი აქემენიანების ხანაში ძირითადად ბაბილონის სასანიანი შაჰი. სპარსეთს
კალენდარს ეყრდნობოდა. ის 360 დღისა და 12 თვისაგან განაგებდა 226-241.
შედგებოდა, რომელშიც დროდადრო დამატებითი XIII თვე
შეჰქონდათ. ეგვიპტური ტრადიციის გავლენით თვეებს
ღმერთების სახელები ეწოდებოდათ. სასანიანთა მმართვე-
ლობის დასაწყისშივე შაჰმა არდაშირმა 365-დღიანი კალენ-
დარი შემოიღო, რომელიც ძველი ეგვიპტური კალენდრის
უფრო დიდ გავლენას განიცდიდა. ეს კალენდარი ძველი
ეგვიპტურის მსგავსად, 30-დღიანი 12 თვისაგან შედგებოდა,
რომელსაც კიდევ 5 დღე ემატებოდა. ახალი კალენდარი
დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, რადგან მთელი რიგი ზორო-
ასტრული დღესასწაულების აღნიშვნაში უხერხულობას
იწვევდა. მაგალითად, ზოგიერთი დღესასწაული წელიწა- ჰორმიზდ I
დში ორჯერაც კი მოდიოდა. ამიტომ შაჰი არდაშირის
შვილიშვილმა ჰორმიზდ I-მა კალენდრის ახალი რეფორმა ჰორმიზდ-არდაშირი სპარსეთს
გაატარა. ამ კალენდრითაც წელიწადი 365 დღისაგან 272-273 განაგებდა. ჩვენთვის
შედგებოდა; ამიტომ, ყოველი 120 წლის შემდეგ მასში ჰორმიზდ I საინტერესოა
დამატებითი ერთი თვე უნდა შეეტანათ. იმითაც, რომ ის იყო ქართლის
(აღმოსავლეთ ქართული
მუსლიმური კალენდარი. მუსლიმური კალენდარი სამეფო) პირველი ქრისტიანი
არაბების გამუსლიმებასთან ერთად შეიქმნა, შემდეგ კი, მეფის მირიანის პაპა — მამის
მუსლიმური რელიგიის მსოფლიოში გავრცელების კვალ- მხრიდან.
დაკვალ, მთელი მუსლიმური სამყარო მოიცვა.

49
არაბებს მუჰამედის ეპოქამდე მთვარე-მზის კალენ-
დარი ჰქონდათ, რომელიც, სავარაუდოდ, ებრაელებისაგან
გადაიღეს. მზე-მთვარის კალენდარი დროდადრო, როგორც
გვახსოვს, თვეების დამატებას ითხოვდა. მუსლიმური რე-
ლიგიის ფუძემდებელი მუჰამედი კალენდარში თვეების
დამატების წინააღმდეგ გამოვიდა, რაც ყურანის მეცხრე
სურის 36-37 „აიიებში― — მუხლებში აისახა. ასე რომ, თვეე-
ბის დამატების აკრძალვის შემდეგ, არაბთა მთვარე-მზის
კალენდარი მხოლოდ მთვარის კალენდრად იქცა.
ოფიციალურად მუსლიმური მთვარის კალენდარი
არაბთა სახალიფოში 638 წელს რიგით მეორე ხალიფამ —
ომარმა შეიტანა. ჯერ კიდევ VII საუკუნეში, მუჰამედის ერთ-
ერთი მიმდევარი მთვარის 354 დღიანი კალენდრის ჭეშმა-
რიტებას შემდეგნაირად ასაბუთებდა: „ალაჰმა 360-დღიანი
წელი შექმნა, შემდეგ კი ამ წელიწადიდან ის ექვსი დღე
გამორიცხა, რომელიც მან ცისა და დედამიწის შექმნას
მოანდომა. ამიტომ, ეს დღეები წელიწადში აღარ შედიან―.
მთვარის კალენდარი მზის კალენდარზე, როგორც
ვიცით, 10/11 დღით ნაკლებია; ამიტომ მუსლიმებთან ახალი
წელი წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.
ამავე მიზეზით, რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც
ადრე ზამთარზე მოდიოდა, შემდეგ ზაფხულში ინაცვლებს
და — პირიქით.

მალიქ შაჰი მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდარი.


XI
სპარსეთის სელჩუკი სულთანი საუკუნის 80-იან წლებში სპარსეთის სელჩუკი სულთნის —
1072-1092 მალიქ შაჰის ბრძანებით ცნობილი მათემატიკოსის, ასტრო-
ნომისა და პოეტის ომარ ხაიამის მეთაურობით საგანგებო
კომისია შედგა, რომელმაც სპარსეთისა და, ზოგადად, სელ-
ჩუკთა იმპერიისათვის ახალი კალენდარი შექმნა.
ჯალალ-ად-დინი არაბულად ეს კალენდარი 1079 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა.
სარწმუნოების დამამშვენებელს ვინაიდან კალენდარი მალიქ შაჰის დავალებით შეიქმნა,
ნიშნავს. მალიქ შაჰის საპატიო სახელის ჯალალ-ად-დინის მიხედვით
ჯალალ-ად-დინის კალენდარი ეწოდა. ამ კალენდარში

yuranis mecxre suris 36-37 „aiiebi“

„ჭეშმარიტად, ალაჰის წიგნის თანახმად იმ დღიდან, როცა მან შექმნა ცა და ქვეყანა, თვეთა რიცხვი არის
თორმეტი. ... ნუ მოექცევით ამ თვეებს უსამართლოდ ... ჩამატება (იგულისხმება თვის, რედ.) ჭეშმარიტად
გადამეტებული ურწმუნოებაა, რითაც გზას სცდებიან ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს. ასეთები
ნებადართულად აცხადებენ ერთ წელს და აკრძალულად მიიჩნევენ მეორე წელს, რათა გაათანაბრონ რიცხვი
თვეებისა, წმინდად რომ გამოაცხადა ალაჰმა.―

მუსლიმური კალენდრის თვეებს არაბული სახელწოდებები აქვთ. პირველ თვეს მუჰარამი — აკრძალული,
წმინდა ეწოდება. ეს თვე, ისევე როგორც ამ კალენდრის VII, XI და XII თვეები, ყურანში მოხსენიებული
„აკრძალული თვეა―, როდესაც მართლმორწმუნე მუსლიმებს გალაშქრება და, საერთოდ, ომი ეკრძალებოდათ.
მუსლიმური კალენდრის II თვეს საფარი (ყვითელი), III და IV თვეებს რაბი ალ-ავალი — რაბი I და რაბი ას-
სანი — რაბი II ეწოდებოდათ; „რაბის― ძველი არაბები გაზაფხულს უწოდებდნენ. კალენდრის V-VI თვეებსაც
თითქმის ერთი და იგივე სახელწოდებები აქვთ: ჯუმადა ალ-ულია — ჯუმადა I და ჯუმადა ალ-ასირა —
ჯუმადა II; თვეების ეს სახელწოდებები არაბული ჯამადა-დან მოდის, რაც სიტყვასიტყვით მოყინვას ნიშნავს.
VII თვეს რაჯაბ (უხიფათო) ეწოდება. კალენდრის ბოლო ხუთ თვეს შააბანი (განტოტება), რამადანი (ცხელი
თვე), შავალი (აწევა, გადატანა), ზუ-ლ-ქაადა (სახლში დარჩენა) და ზუ-ლ-ჰიჯა (პილიგრიმობა) ჰქვია.

50
წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა, რომელსაც ყოველ 33
წლიან მონაკვეთში რვა ნაკიანი წელი (366 დღე) ჰქონდა.
ჯალალ-ად-დინის კალენდარი ჩვენს თანამედროვე,
გრიგორიანულ კალენდარზე უფრო ზუსტია, ვინაიდან, თუ
თანამედროვე კალენდარი ერთი დღე-ღამის ცდომილებას
ყოველ 3500 წელში იძლევა, ომარ ხაიამის კალენდარი ასეთ
ცდომილებას მხოლოდ 5500 წლის გასვლის შემდეგ
გვაძლევს.
მიუხედავად ასეთი სიზუსტისა, ომარ ხაიამის
კალენდარი თავის დროზე სპარსეთის გარეთ ფართოდ ვერ
გავრცელდა. მაინც საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ კალენ-
დრის მეცნიერულ-ასტრონომიული მონაპოვარი კაცობრიო-
ბისათვის სრულიად გამოუყენებელი როდი დარჩა. ძნელი
დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სპარსეთში XI
საუკუნეში შექმნილ და შემდგომში მივიწყებულ კალენ-
დარს, ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მიმდევრები
საფრანგეთში გამოუჩდნენ! ომარ ხაიამი
საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხანაში, როდესაც 1048-1131
რევოლუციურმა ხელისუფლებამ წარსულთან სრული გამი-
ჯვნა და ახალი, რევოლუციური კალენდრის შექმნა აღმოსავლეთის დიდი
გადაწყვიტა, მას საფუძვლად სწორედ ომარ ხაიამის კალენ- მოაზროვნე, მათემატიკოსი და
ასტრონომი, ასევე სპარსული
დარი დაუდო.
ფილოსოფიური ლირიკის ერთ-
ერა ანუ წელთაღრიცხვა. ისტორიული დროის ერთი უბრწყინვალესი
აღრიცხვას — წელთა აღრიცხვას საწყისი დრო, ათვლის წარმომადგენელი.
წერტილი, ანუ ერა ესაჭიროება. ერა არის მოვლენა, საიდანაც
იწყება წელთაღრიცხვა. ასეთი ათვლის წერტილის გარეშე,
ჩვენ ვერ გავიგებდით თუ როდის მოხდა ესა თუ ის „ქვეყანა ნახე და რაც ნახე —
არაფერია,
ისტორიული მოვლენა და რამდენი წელი აშორებს მას ჩვენს
რაც თქვი, რაც გულში დაიმარხე
დრომდე. — არაფერია,
თავდაპირველად სხვადასხვა ხალხები დროის გინდ დამწყვდეულმა ივაგლახე
ათვლის საწყის წერტილად, თავიანთი წელთაღრიცხვის — არაფერია,
დასაწყისად, ანუ ერად სულ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას თუგინდ ქვეყანა გადალახე —
იღებდნენ. არაფერია―.
ომარ ხაიამი

safrangeTis revoluciuri kalendari

საფრანგეთის დიდი რევოლუცია 1789 წ. 14 ივლისს დაიწყო. 1793 წ. 5 ოქტომბერს კი რევოლუციურმა


ხელისუფლებამ, ძველსპარსულ ომარ ხაიამის კალენდარზე დაყრდნობით, ახალი კალენდარი მიიღო. ამ
კალენდრის თვეთა სახელწოდება წელიწადის სეზონურ ცვლილებებს ასახავდა. შემოდგომა ჩვენი
კალენდრით შემოდგომის ბუნიობას, 22/IX იწყებოდა და 21/XII-ით თავდებოდა. ახალი წელიც 22/IX-ზე
მოდიოდა. შემოდგომის სეზონი სამი: ვანდემიერის, ბრიუმერისა და ფრიმერის თვისგან შედგებოდა.
ზამთარი — 22 დეკემბრიდან 20 მარტამდე ხანას მოიცავდა. ზამთრის თვეებს: ნივოზი, პლიუვიოზი და
ვენტოზი ეწოდებოდა. გაზაფხული — 21 მარტიდან 19 ივნისამდე გრძელდებოდა და ჟერმინალის,
ფლორეალისა და პრერიალის თვეებისგან შედგებოდა. 20 ივნისიდან 17 სექტემბრამდე ზაფხული იყო.
ზაფხულის თვეებს: მესიდორი, თერმიდორი და ფრიუკტიდორი ეწოდებოდა. კალენდრის თორმეტივე
თვე 30-30 დღისაგან შედგებოდა. ამიტომ, წლის ბოლოს, 17-დან 22 სექტემბრამდე, ანუ მომავალ ახალ
წლამდე ჩვეულებრივ, ხუთი, ნაკიან წლებში კი — ექვსი დღე ემატებოდა.

51
1. ერად მეფეების ან დინასტიების მმართველობის
ერა ლათინური aera-დან მოდის,
რაც ლათინური ფრაზის: ―Adi საწყისი წლის გამოყენება.
Exardio Reghi Augusti” —
„ავგუსტუსის [რომის იმპერა- ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, შუმერებთან, ძვე-
ტორი ოქტავიანე ავგუსტუსი] ლი ბაბილონის სამეფოში, ხეთების სამეფოში, ეგვიპტეში,
მეფობის დასაწყისიდან― — ჩინეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოვლენების დათა-
აბრივიატურას წარმოადგენს. რიღება მეფეთა მართვა-გამგებლობის ანუ ზეობის წლების
მიხედვით. ახალი მეფის ტახტზე ასვლა წელთაღრიცხვის
დასაწყისად მიიჩნეოდა, რომელიც მისი გარდაცვალების-
თანავე წყდებოდა. ასეთი ერა, ბუნებრივია, შედარებით ხან-
მოკლე პერიოდისათვის გამოიყენებოდა.
ჩინური ერა. იმპერატორ იაოს ძველი ეგვიპტელები თავიანთი წელთაღრიცხვის
გამეფება და ჩინური ერის დასაწყისად გაერთიანებული ეგვიპტის სამეფოს პირველი
დასაწყისი თანამედროვე ფარაონის — მენესის აღზევების წელს მიიჩნევდნენ, რომე-
ქრონოლოგიით ძვ. წ. 2357 წ.
ლიც დაახლოებით ძვ. წ. 5000 წლის წინათ ცხოვრობდა.
შეესაბამება.
მენესიდან მოყოლებული ისტორიულ დროს დინასტიებისა
და ფარაონების ზეობის წლებით ანგარიშობდნენ.
ჩინეთშიც უძველესი დროიდან არცთუ შორეულ
წარსულამდე ფართოდ იყო გავრცელებული ისტორიული
ძველი ინდოეთის სხვადასხვა
მოვლენების სამეფო დინასტიებითა და იმპერატორების
მხარეში სხვადასხვა ერას
იყენებდნენ. მათ შორის ზეობის წლებით დათარიღება. ტრადიციული ჩინური ერა
უძველესია ე. წ. კალის ერა, ანუ ლეგენდარული იმპერატორის იაოს ტახტზე ასვლის წლი-
კალი იოგა (იოგა ნიშნავს ერას), დან იღებს სათავეს.
რომელიც ძვ. წ. 3102 წლის ძველი ბერძნები მრავალრიცხოვან ქალაქ-სახელმ-
თებერვლიდან აითვლება. წიფოებში, პოლისებში, ცხოვრობდნენ. ამიტომ დროის
ათვლას სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფო სხვადასხვანაირად
აწარმოებდა. მაგალითად, ათენში წლების ათვლა, აღმას-
რულებელი ხელისუფლების მეთაურის — არქონტების სახე-
ლების მიხედვით ხდებოდა. არქონტები კალენდარზეც
იყვნენ პასუხისმგებელნი.
რომაელები რესპუბლიკის ხანაში წლებს რომის
უმაღლესი მოხელეების — კონსულების მიხედვით ითვლი-
დნენ, რომლებიც ყოველწლიურად ირჩეოდნენ. დროის
ათვლის ამ წესს თავისი მნიშვნელობა არც რომის იმპერიის
ხანაში დაუკარგავს.
ასურელები, რომაელებისა და ძველი ბერძნებისაგან
განსხვავებით, ყოველ წელს საკუთარ სახელს უწოდებდნენ.
დიოკლეტიანეს
გამოსახულება მონეტაზე წლისათვის სახელების შერქმევა იმ საგანგებო მოხელის —
„ლიმუ―-ს მიხედვით ხდებოდა, რომელიც ყოველწლიურად
იცვლებოდა.

diokletianes era

III საუკუნის დასასრულს ეგვიპტეში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) „ერა― დამკვიდრდა.


დიოკლეტიანემ რომის იმპერატორის გვირგვინი 284 წლის 17 სექტემბერს დაიდგა. ცოტა ხნით ადრე, 29
აგვისტოს ეგვიპტური კალენდრით ახალი წელი დაიწყო, ამიტომ ეგვიპტეში დიოკლეტიანეს ერის
დასაწყისად 284 წლის 29 აგვისტო გამოცხადდა. დიოკლეტიანეს მმართველობა ქრისტიანების
განსაკუთრებული დევნით გამოირჩეოდა. ამიტომ, შემდგომში, ამ ერას იმპერატორის სახელის
ნაცვლად, „მარტვილთა, ანუ წამებულთა ერა― ეწოდებოდა. ამ ერას ეგვიპტელი ქრისტიანები დღემდე
იყენებენ.

52
2. ერად საზოგადოების ცხოვრების უმნიშვნელოვა-
ნესი მოვლენის მიჩნევა.

ძველ ხალხებში გავრცელებული იყო ერად ქალაქის,


ან სახელმწიფოს დაარსების, მნიშვნელოვანი გამარჯვების,
სპორტული შეჯიბრებების გამართვის თარიღის ან საზო-
გადოებისათვის სხვა უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო-
ყენება.
ბაბილონის ტყვეობით დათარიღება. მეცნიერები
ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ერა ძველ ებრაელებს ძვ. წ. VI
საუკუნის დასასრულიდან ჰქონდათ და ის ებრაელთა ისტო-
რიის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდებოდა, როგო-
რიც ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ
ებრაელთა დატყვევება და მათი თავის დედაქალაქ ბაბილო-
ნში გადასახლება იყო. ებრაელთა ძველი ისტორიის ეს
უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც „ბაბილონის ტყვეო-
ბის― სახელითაა ცნობილი, ზოგიერთ ძველ ებრაელ და
ბერძენ მწერალთან და ისტორიკოსთან ტყვეობის შემდეგ
მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება.
ოლიმპიადებით დათარიღება. ძვ. წ. IV ს-ში მთელ
ბერძნულ სამყაროში გავრცელდა ერთიანი წელთაღრიცხვა,
რომლის ერა ოლიმპიური თამაშები იყო. ეს თამაშები ოთხ
წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მთელ ბერძნულ
სამყაროში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ძველი
ბერძნები ყოველ ოლიმპიადას თანამიმდევრობით ზუსტად
აღნუსხავდნენ. ოლიმპიური ერა დროის ათვლას I ოლიმ-
პიადის გამართვის დღითა და თარიღით იწყებს, რომელიც მარკუს კატონი
თანამედროვე ქრონოლოგიით ძვ. წ. 776 წლის 1 ივლისს ძვ.წ. 234-149
შეესაბამება.
ქრისტიანობის მიღების შემდეგ რომის იმპერა- რომაელი სენატორი,
ტორებმა ოლიმპიური თამაშების გამართვა აკრძალეს. მიუ- გამოჩენილი პოლიტიკოსი და
საზოგადო მოღვაწე.
ხედავად ამისა, ის ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროში წელთ-
აღრიცხვისათვის კიდევ რამდენიმე საუკუნე გამოიყე-
ნებოდა.
ქალაქ რომის დაარსების წელი, როგორც ერა.
კონსულების რიგის მიხედვით წლების დათარიღების
პარალელურად, ძვ. წ. I საუკუნეში რომში ერად ქალაქ რომის
დაარსების წელი განისაზღვრა. ეს ერა ძველ ბერძნულ მარკუს ვარონი
ძვ. წ. 116-ახ.წ. 27
ოლიმპიურ ერას დაეფუძნა. რომაელ სწავლულებს შორის მარკუს ტერენციუს ვარონი —
აზრთა სხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ IV რომაელი სწავლული,
ოლიმპიადის რომელი წელი ჩაეთვალათ რომის დაარსების ენციკლოპედისტი და მწერალი.
იულიუს კეისარმა საჯარო ბიბ-
თარიღად, ანუ რომის დაარსებიდან ერის დასაწყისად. ლიოთეკის ხელმძღვანელად
მარკუს კატონი მიიჩნევდა, რომ რომი თანამედროვე დანიშნა. მან 70-ზე მეტი ნაშრომი
წელთაღრიცხვაზე გადაყვანით ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილს დაწერა. ის დაკავებული იყო
გრამატიკით, იურისპრუდენციით,
დაარსდა, ხოლო ვარონის მიხედვით ამ ქალაქის დაარსების ხელოვნებით, ლიტერატურის
და შესაბამისი ერის დაწყების თარიღად ძვ. წ. 754 წლის 21 ისტორიით, მუსიკის თეორიით.
ვარონი მუსიკის პირველ რომაელ
აპრილი უნდა მიეჩნიათ. თავდაპირველად, რომაელები
თეორეტიკოსად ითვლება.
მხარს კატონის მოსაზრებას უჭერდნენ. ამიტომაც რომის 800

53
წელი ახ. წ. 47 წელს დიდი ზეიმით გადაიხადეს. შემდგომში
უპირატესობა ვარონის თვალსაზრისს მიენიჭა და რომის
1000 წლის იუბილე უკვე ახ. წ. 248 წელს იზეიმეს.

3. ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირ-


დება.
ყველაზე უფრო მყარი აღმოჩნდა ისეთი ერები, რომ-
ლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.

ნირვანას ერა. მსოფლიო რელიგიებთან დაკავშირე-


ბული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ერა ინდოეთში ბუდიზმის
წიაღში წარმოიშვა. მას ნირვანას ერა ეწოდება. ერად ბუდის
გარდაცვალება — ძვ. წ. 543 წ. მიიჩნევა.

დასაბამითგან წელთაღრიცხვა. ალექსანდრე მაკედო-


ნელის ლაშქრობების შემდეგ, ევრაზიის დიდი ნაწილი ერთ
გეოპოლიტიკურ სივრცეში გაერთიანდა, რამაც იმჟამინ-
ალექსანდრე მაკედონელი დელი სწავლულების წინაშე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვა-
ძვ. წ. 336-323 დასხვა დროს მომხდარი და, შესაბამისად, სხვადასხვა
ქრონოლოგიით დათარიღებული მოვლენების სინქრონიზა-
ყველა დროის მსოფლიოს
ციის, ანუ ურთიერთშესაბამისობაში მოყვანისა და ერთიან
დაუმარცხებელი
მხედართმთავარი, მსოფლიოს ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევის ამოცანა დააყენა. ანტი-
უდიდესი დამპყრობელი, კურ სწავლულთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ
ელინიზმის ეპოქის ფუძე- ურთულეს ამოცანას თავი საკმაოდ წარმატებულად გაართვეს.
მდებელი. ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტეში დაარ-
სებულ ქალაქ ალექსანდრიაში, რომელიც იმხანად მსოფლიო
ცივილიზაციის ცენტრად იქცა, ამ მიმართულებით დიდი
მუშაობა გაჩაღდა. მეცნიერებს თავიანთ ტიტანურ შრომაში
ხელს ახლადშექმნილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უწყობ-
და, რომელიც მილიონობით ხელნაწერ წიგნსა და გრაგნილს
ითვლიდა; აგრეთვე, ალექსანდრიის მუზეუმი, სადაც აგრე-
თვე მრავალი ხელნაწერი წიგნი ინახებოდა. სწავლულთა
შორის განსაკუთრებით ერატოსთენე გამოირჩევა, რომელიც
ქრონოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის, წარმოქმნა-
განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო, ამ დარგის ფუძე-
მდებლადაა აღიარებული. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქ-
რობების შემდგომი ხანის ანტიკურ სწავლულთა მუშაობის
შედეგად, ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნი-
ერების მნიშვნელოვან დარგად იქცა.
ერატოსთენე
ძვ.წ. 276-194
მაინც რა მეთოდი შეიმუშავეს ძველმა სწავლულებმა?
დიდი ბერძენი სწავლული. მას,
ქალაქ კვირონიდან წარმომავლობის ბუნებრივია, სხვადასხვა ხალხების სხვადასხვა
გამო, ერატოსთენე კვირონელსაც წელთაღრიცხვები მსოფლიო ისტორიის ერთიან ქრონო-
უწოდებდნენ. მისმა ნაშრომებმა ლოგიურ სისტემაში მოქცევის საშუალებას ვერ იძლეოდა.
ჩვენამდე, სამწუხაროდ, მხოლოდ აუცილებელი იყო დროის ათვლის უნივერსალურ დასაწ-
სხვა ანტიკური ხანის სწავლულების ყისად, უფრო ზუსტად, უნივერსალურ ერად ისეთი
თხზულებებში დაცული მოვლენის აღება, რომელთან მიმართებაშიც იმდროინ-
ფრაგმენტების სახით მოაღწია.

54
დელი მსოფლიოს ყველა ისტორიული ფაქტი დათარიღ-
დებოდა.
თავდაპირველად, როგორც გვახსოვს, დროის ათვ-
ლის ასეთ უნივერსალურ ერად ბერძნული ოლიმპიური
თამაშები იქნა მიჩნეული. პირველი ქრონოლოგიური
შრომები, სწორედ მანამდე არსებული უძველესი ქრონი-
კების, მეფეთა სიების და სხვ. ამ ოლიმპიურ თამაშებთან
ქრონოლოგიური მიმართების წარმოჩენას, ანუ სინქრო-
ნიზაციას მიეძღვნა. ასეთი სინქრონიზაციის შედეგად,
თვით ქალაქ რომის დაარსების თარიღიც, როგორც უკვე
ვიცით, VI-VII ოლიმპიადებს შორის შუალედში განისაზ-
ღვრა.
ქრისტიანობის გავრცელებამ და ებრაელთა და
ქრისტიანთა წმინდა წიგნის, ბიბლიის, გაცნობამ, ამ ქრონო-
ლოგიურ კვლევებს ახალი საფუძველი მისცა.
ბიბლიას დაეყრდნო ქრონოლოგიური სისტემა,
რომელიც სამყაროს გაჩენიდან, ანუ „დასაბამითგან“ აითვ-
ლებოდა. მოკლე ხანში ეს სისტემა მთელ ქრისტიანულ სამყა-
როში გავრცელდა.
ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ ბიბლიაში ღმერთის
მიერ სამყაროს შექმნის თითოეული დღე სინამდვილეში
ათას წელს შეესაბამება. მათი აზრით, ამას მოწმობს
როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის შემდეგი ადგილები:
ძველ აღთქმაში, ფსალმუნებში ვკითხულობთ: „...ათასი
წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე“.
ეს აზრი ახალ აღთქმაში უფრო გამოკვეთილად არის ბერძნული ოლიმპიური
გადმოცემული: „არც ეს უნდა იყოს დაფარული თქვენთვის, თამაშები. - შეჯიბრება
საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის, როგორც ათასი სირბილში.
წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე“. შავფიგურიანი ამფორის
როგორც გვახსოვს, ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა მოხატულობა
სამყაროს შექმნას ხუთნახევარი დღე მოანდომა და ებრაელთა ძვ. წ. VI ს.
კვირის მეშვიდე დღეს, ანუ შაბათს დაისვენა. ძნელი
მისახვედრი არაა, რომ, თუ ხუთნახევარ დღეს, ამ პრინციპით,
წლებზე გადავიყვანთ დაახლოებით 5500 წელს მივიღებთ.
იმავდროულად, სახარების მიხედვით, ქრისტემ
თავისი ცხოვრება დედამიწაზე, ჯვარზე გაკრულმა, კვირის
მეექვსე დღეს, რომელიც დღევანდელ პარასკევს შეესაბა-
მება, ნაშუადღევს დაასრულა. ქრისტიანებმა ღმერთის

evsevi kesarieli daTariRebis sakuTari meTodis Sesaxeb

„ოლიმპიადებამდე ელინებს არანაირი სანდო წყაროები არ ჰქონდათ, ზეპირი გადმოცემები კი


ერთმანეთთან მუდმივ წინააღმდეგობაში მოდიან. მაგრამ ეს ოთხწლიანი პერიოდები [ოლიმპიადიდან
შემდგომ ოლიმპიადამდე გასული დრო, რედ.] კი დაწვრილებით აღიწერებოდა, თანაც მრავალთა მიერ.
ამიტომაც იმ მითებს და თქმულებებს რომლებიც პირველ ოლიმპიადაზე ადრეა შედგენილი მხოლოდ
ზერელედ მიმოვიხილავ, ამის შემდგომ პერიოდებს ერთად დავაჯამებ: ებრაელთა ამბებს თარიღთა
შესაბამისად ელინთა მონათხრობებს შევუჯერებ და ჩემი გეგმაც ასეთია: ვიღებ ერთ ამბავს
ებრაელისგან და, შესაბამისად, მათ მნიშვნელობისდა მიხედვით გამოვხშირავ ან დავუმატებ, ვთქვათ,
ვინმე ცნობილი სპარსელის ამბავს, რომელიც იმავდროულად გვხვდებოდა. ყველაზე ცნობილი
ებრაელთა გასვლა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი მთელი 70 წლით ნაბუქოდონოსორმა დაატყვევა —
ზუსტად ისე, როგორც ამას იერემია წინასწარმეტყველებდა. მეფე ნაბუქოდონოსორს ბაბილონელიც
ახსენებს [ბაბილონური ქრონიკა, რედ.] და სწორედ 70 წლის თავზე....―

55
მიერ ადამიანის შექმნასა და ქრისტეს მოწამეობრივ სიკვ-
დილს შორის სიმბოლური კავშირი დაინახეს — ორივე
შემთხვევაში საქმე მეექვსე დღის ნაშუადღევთან გვქონდა.
ამგვარად, ქრისტიანმა სწავლულებმა ღმერთის მიერ
პირველი ადამიანის — ადამის შექმნიდან ქრისტეს ჯვარ-
ცვამდე დაახლოებით 5500 წელი გამოთვალეს. ეს გამოთ-
ვლა ადამიდან ქრისტემდე ბიბლიაში არსებულ ქრო-
ნოლოგიას ეფუძნებოდა (ადამის ცხოვრების წლებს მიმატე-
ბული კაენის ცხოვრების წლები... ნოეს ცხოვრების წლები,
ნოეს შვილების ცხოვრების წლები და აშშ.). მიუხედავად
ამისა, ქრისტიან სწავლულთა სრული შეთანხმება ამ
საკითხში მაინც ვერ მოხერხდა და სამყაროს გაჩენიდან
ქრისტეს ჯვარცმამდე მათ მიერ გამოანგარიშებული
წლების რაოდენობა ერთმანეთისაგან რამდენიმე ათეული
და, ხანდახან, რამდენიმე ასეული წლითაც განსხვავდება.
ასეთი განსხვავების გამო, თუ ზუსტად არ გვეცოდინება,
რომელ „დასაბამითგანს“ იყენებს ძველი ავტორი, ფრიად
მნიშვნელოვან შეცდომას დავუშვებთ.

ბიზანტიური, იგივე ბერძნული „დასაბამითგან“.


„დასაბამითგან“ წელთაღრიცხვების განსხვავებულობის
გამო იმთავითვე რომის იმპერიაში მათი უნიფიცირების
საჭიროება გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ერთიანი „დასა-
ბამითგანის“ შემოღება გართულდა. ეს უკვე აღმოსავლეთ
რომის იმპერიაში, ბიზანტიაში X ს-ის მიწურულს, ბასი-
ლი II-ს ტახტზე ასვლიდან (976 წ.) განხორციელდა,
რომელმაც მთელი იმპერიისთვის სავალდებულო წელთ-
აღრიცხვად 5508 წლიანი „დასაბამითგან“ აღიარა. ეს
„დასაბამითგან“ ბიზანტიის იმპერიის ერთადერთ წელთ-
აღრიცხვად 1453 წლამდე — ბიზანტიის, როგორც სახელ-
მწიფოს მიერ არსებობის შეწყვეტამდე, დარჩა. ამიტომ მას
„ბიზანტიური“, ქართულ წყაროებში კი — „ბერძნული“
ეწოდება.

bizantiuri „dasabamiTgan“ yvelaze gavrcelebuli


ბიზანტიაში VII ს-ში შეიქმნა. ის ბიზანტიელმა ბერმა „dasabamiTgan“
გეორგოსმა შეიმუშავა. გეორგოსი აღდგომის გამოთვლის
ძველ მსოფლიოში რამდენიმე გავრცელებული
პრინციპებზე მუშაობისას მივიდა დასკვნამდე, რომ, თუ
„დასაბამითგან― არსებობდა, მათ შორის
ალექსანდრიულ „დასაბამითგანს― დავუჯერებდით,
აღსანიშნავია:
რომელიც იმჟამად ბიზანტიაში ფრიად გავრცელებული
ებრაული — 3761 წლის 7 ოქტომბერი
იყო და რომელიც ადამის შექმნიდან ქრისტეს შობამდე
იულიუს აფრიკანელის — 5500 წ;
5493 წელს მოითვლიდა, მაშინ გამოვიდოდა, რომ მზე
ბიზანტიური — 5508 წ.;
ღმერთს სამყაროს დაარსებიდან მეოთხე; ხოლო მთვარე
ანტიოქიური — 4993 წ.;
მეთხუთმეტე დღეს უნდა შეექმნა, რაც ბიბლიაში
ალექსანდრიული 5493წ.;
გაცხადებულ სამყაროს შექმნის შვიდდღიან პრინციპს
ქართული — 5604წ.
გამორიცხავდა. ასეთი წინააღმდეგობის დასაძლევად,
ბიზანტიელმა ბერმა ალექსანდრიულ „დასაბამითგანს―
16 წელი დაუმატა და 5508 წელი მიიღო.

56
ქართული „დასაბამითგან”. ქართველები უძველეს
ქრისტიან ხალხთა იმ ფრიად მცირერიცხოვან ნაწილს
მიეკუთვნებიან, რომლებმაც „დასაბამითგან” წელთაღრიც-
ხვის თავის სრულიად ორიგინალური ვერსია შექმნეს. ამ
ვერსიის თანახმად, სამყაროს შექმნიდან ქრისტეს ჯვარ-
ცმამდე 5604 წელი გავიდა. მიუხედავად საკუთარი
წელთაღრიცხვისა, X-XI სს-ის მიჯნაზე, ბიზანტიის გავლენის
შედეგად, საქართველოში ბიზანტიური „დასაბამითგანიც“
გავრცელდა.
როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ წლები „დასაბა-
მითგან“ წელთაღრიცხვით?
1. თუ ძველ საისტორიო წყაროებში დასაბამითგან
დათარიღება შეგხვდებათ და: 1. თუ თარიღი
„დასაბამითგანის“ თარიღზე, ანუ, მაგალითად, 5508 ან
ქართულ 5604 წელზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ის ქრი-
სტეს შობამდე მომხდარ ამბებს ეხება. წელთაღრიცხვის
თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად 5508, ან ქართულ
5604 წელს, ეს თარიღი უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად,
ძველ ბერძნულ ისტორიულ თხზულებაში გვხვდება:
„ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა დასაბამითგან
5185 წ.“, ან ქართული წყარო იგივე ალექსანდრეს
გარდაცვალების თარიღად დასაბამითგან 5281 წ. ასახელებს.
წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემით ალექსანდრე
გარდაცვლილა: ბერძნული წყაროს შემთხვევაში 5508-5185 =
ძვ. წ. 323 წ.; ქართული წყაროს შემთხვევაში — 5604-5281 =
ძვ. წ. 323 წ.
2. თუ თარიღი „დასაბამითგანის“ თარიღზე მეტია,
ეს ნიშნავს, რომ მოვლენა ახ. წ-ით, ანუ ქრისტეს შობის
შემდეგ მოხდა. მაგალითად, ავიღოთ 632 წ. ამ თარიღს
წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვა-
ნად, მას „დასაბამითგან“ თარიღი, მაგალითად, 5508 ან
ქართული 5604 უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ქართუ-
ლი წყარო გვეუბნება, რომ: „მუჰამედი დასაბამითგან 6236
წ. გარდაიცვალა“. შესაბამისად, 6236-5604=632 წ.

qarTvelebi Tavisi „dasabamiTganis“ Sesaxeb qarTuli dasabamiTgan - 5604 წ.


„..და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა I მოქცევა. 5604-532=ძვ. წ. 5072
უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას II მოქცევა. 5072-532=ძვ. წ. 4540
მეორედ მოსვლისა უფლისა, და სასწაულად ესე აქვს: ას ოთხი წელი III მოქცევა. 4540-532=ძვ. წ. 4008
უმეტეჲს სხვათა ენათა ქრისტეჲს მოსვლითგან ვიდრე IV მოქცევა. 4008-532=ძვ. წ. 3476
დღესამომდე“ (5604-104=5500 – იულიუს აფრიკანელის V მოქცევა. 3476-532=ძვ. წ. 2944
წელთაღრიცხვა). ამ შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, ავტორი VI მოქცევა. 2944-532=ძვ. წ. 2412
ამაყობს ქართული ორიგინალური წელთაღრიცხვით. VII მოქცევა. 2412-532=ძვ. წ. 1880
VIII მოქცევა. 1880-532=ძვ. წ. 1348
„qebaჲ da didebaჲ qarTulisa enisaჲ― IX მოქცევა. 1348-532=ძვ. წ. 816
„ას და ათორმეტითა წლითა წინაჲთ თვალვენ ქართველნი X მოქცევა. 816-532=ძვ. წ. 284
ქორონიკონისა თავისა დაწყებასა (5604-112=5492 — XI მოქცევა. 284-532=ახ. წ. 248
ალექსანდრიული ერა) ვისისაგანმე მაცთუნებითა“ (ვიღაცათაგან XII მოქცევა. 248+532=ახ. წ. 780
შეცდენის გამო). XIII მოქცევა. 780+532=ახ. წ. 1312
იოანე ზოსიმე, პირიქით. ქართულ წელთაღრიცხვას შეცდომად XIV მოქცევა. 1312+532=ახ. წ. 1844
მიიჩნევს და უპირატესობას ალექსანდრეულ „დასაბამითგანს“ 2013 წელი მეთოთხმეტე
ანიჭებს. მოქცევის 169 წელია.

57
ისმის რა მასალის, თუ ისტორიული
კითხვა:
წყაროს საფუძველზე მოხდა ადამის გაჩენიდან ქრისტეს
შობამდე ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური
დალაგება?
ძველ აღთქმაში ქრონოლოგია, თანამედროვე გაგე-
ბით, არ გვხვდება. სამაგიეროდ, აქ ეთნარქების თუ
მეფეების ცხოვრების წლებია მოცემული — ადამიდან
ნოემდე და წარღვნამდე, ხოლო შემდეგ წარღვნიდან და
ნოედან აბრაამამდე და აბრაამიდან ებრაელთა პირველ
მეფემდე და ა. შ.
5500 წლიანი დროის მონაკვეთის შიგნით, რომელიც
ადამიდან ქრისტეს ჯვარცმამდე გავიდა, ბიბლიაში გად-
მოცემული ამბების თარიღების დადგენა იმის მიხედვით
ხდება, თუ ბიბლიის რომელ პერსონაჟზე: ეთნარქები,
მსაჯულები, მეფეები და ა.შ., მოდის ესა თუ ის მოვლენა.
თვით ამ პერსონაჟების ცხოვრების ხანა მათი წინაპრების
ცხოვრების წლების დაჯამებით იქნა გამოთვლილი.
ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით მოხდა, აგრეთვე,
რომის იმპერიასა და მის მეზობლად მცხოვრები ხალხე-
ბის ქრონიკებში მოცემული ამბების დათარიღებაც.
რა მეთოდს იყენებდნენ რომაელი სწავლულები
თავისი ქრონოლოგიური ძიებების დროს?
მათ აიღეს მანამდე არსებული შუამდინარული,
ეგვიპტური, ბერძნული, სპარსული და ა.შ. ქრონიკები,
მეფეთა თუ სხვა მოხელეთა სიები, რომლებშიც ამ
მოხელეებისა და მეფეების თანმიმდევრობა და მათი
მმართველობის წლების რაოდენობა იყო მოცემული და
ისინი ბიბლიის ქრონოლოგიას დაუკავშირეს. მაგალითად,
თუ ბიბლიაში მოხსენიებული იყო ბაბილონის რომელიმე
მეფე, მისი დათარიღება ბიბლიის პერსონაჟების მიხედ-
ვით ხდებოდა. შემდეგ თვით ეს დათარიღებული მეფე
ათარიღებდა მის უკან და მის წინ ბაბილონურ მეფეთა
ნუსხაში ჩამოთვლილ მეფეებს. ამის შემდეგ, თუ რომე-
ლიმე ძველ ბერძნულ თხზულებაში გვხვდებოდა ერთ-
ერთი ბაბილონის უკვე დათარიღებული მეფე, ის, თავის
მხრივ, ათარიღებდა იმ თხზულებაში გადმოცემულ
ამბებს და პერსონაჟებს და ა.შ. ამას დათარიღების
სინქრონული მეთოდი ეწოდება. ეს მეთოდი დღესაც
წარმატებით გამოიყენება ისტორიკოსების მიერ.

sinqronuli daTariReba Zvel qarTul mwerlobaSi

„სუფევასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, წელიწადსა ვნებითგან და მკვდრეთით აღდგომითგან


რვაას ორმეოცდა ექვსსა, მეფობასა კონსტანტინეპოლის ქალაქსა მას დიდსა ქრისტიანეთა ზედა
კონსტანტინეÁსსა, ძისა ლეონისსა, სარკინოზთა შორის მეფობასა მოსე ამირა მუმნისასა, ძისა მაჰდისსა
(არაბთა ხალიფა, რედ.), ქართლსა (საქართველო, რედ.) შინა კათალიკოზობასა სამოელისსა,
ერისმთავრობასა სტეფანოზისასა, ძისა გურგენისსა, დასაბამით გარდასულთა
ექვსათასსამასოთხმეოცდაცხრასა წელსა [6389-5604=745 ავტ.] თვესა იანვარისასა ექვსსა, დღესა
პარასკევსა, განცხადებასა, შევისწავეთ მარტვილობაÁ წმიდისა და ნეტარისა ამის მოწამისა და კეთილად
მოღვაწისა ჰაბოÁსი ქალაქსა ტფილისს.―

იოანე საბანისძე, წამებაÁ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოÁსი.

58
ისტორიული მოვლენების დათარიღება. ვინაიდან,
როგორც დავრწმუნდით, „დასაბამითგან“ წლების გამოთ-
ვლა არც ისე იოლი იყო და არითმეტიკის გარკვეულ
ცოდნას მოითხოვდა. ამიტომაც ძველი ისტორიკოსები ამას
თავს არიდებდნენ. მართლაც, ძველი ბერძენი თუ რომაელი
ისტორიკოსების თხზულებებში ვერცერთ თარიღს ვერ
შეხვდებით. ბიზანტიელი ისტორიკოსებიც კი XII-XIII სს-მდე
თავიანთ საისტორიო თხზულებებში წლების მითითებას
დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ამას აუცილებლად
არ მიიჩნევდნენ.
ისტორიკოსებისაგან ცალკე არსებობდნენ ქრონოგ-
რაფები, ქართულად წელთმრიცხველები ანუ ჟამთააღმ-
წერლები, რომელთა ნაშრომები მხოლოდ მოვლენათა
დათარიღებას და მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიურ
გამართვას ეძღვნებოდა. ევსევი კესარიელი
მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის ფუძემდებ- 260-340
ლებად გვევლინებიან რომაელი ისტორიკოსები იულიუს
აფრიკანელი და ევსევი კესარიელი. ბერძნული წარმომავლობის
რომაელი სწავლული და
იულიუს სექსტ აფრიკანელი ახ. წ. II-III სს-ში
ისტორიკოსი.
მოღვაწეობდა. იულიუსმა ტიტანური მეცნიერული შრომა
გასწია. უპირველეს ყოვლისა, მას ეკუთვნის საკუთრივ
„დასაბამითგან“ წელთაღრიცხვის შემოღება — 5500 წელი.
იულიუსმა აიღო ბიბლიის გენეალოგიური ნუსხა,
ბაბილონის, ძველი ბერძნული ქალაქების (ათენის, სპარ-
ტას და სხვ.), ეგვიპტის, სპარსეთის მეფეთა და დინას- იულიუს სექსტ აფრიკანელი
ტიათა თანმიმდევრული ნუსხები, ბერძნული ოლიმპია- თავის მსოფლიო ისტორიაში
დების, ათენის არქონტების, რომის კონსულების ნუსხები ამბებს 221 წლამდე
და „დასაბამითგან“ წელთაღრიცხვის გამოყენებით შექმნა მოგვითხრობს. აფრიკანელს, ანუ
მსოფლიო ისტორიის პირველი სინქრონული ქრონოლო- ლიბიელს იულიუსს ბერძნული
გიური ბადე. „სვიდას ლექსიკონი― უწოდებს,
მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის დადგენის თვითონ კი თავს წარმოშობით
იერუსალიმელად მიიჩნევს.
მიზნით დიდი შრომა გასწია III-IV სს-ის ბერძნული

iranelTa laSqroba dasavlur qarTuli - lazikis mefis waTes winaaRmdeg (527 w.),

დასაბამი- ქრის- რომაელთა სპარსთა მეფე რომის კონსტანტინო- იერუსა- ალექსანდრიის ანტიო-
თგან ტეს იუსტინიანე ხოსრო ეპისკოპოსი პოლის ლიმის ეპისკოპოსი ქიის
ქვეყნისა განკა- კეისრობდა მეფობდა 48 წ, ფილიქსი 4 ეპისკოპოსი ეპისკოპოსი ტიმოთე, 17 ეპისკო-
6020 წ. ეპიფანე 16 წელი,
ცებით- 38 წ, მისი მისი მეფობის წელი, მისი ელია, 23 წელი, პოსი
(-5493= მისი მე-8 წ.
გან კეისრობის I წ. მე-3 წ. მე-2 წ. წელი, მისი მე-8 წ. ეფრაიმი
527 წ.) იერუსალიმის
527 წ. ეპისკოპოსი ელია, მისი მე-17 წ. 18
23 წელი, წელი,
მისი მე-17 წ. მისი I წ.

ამავე წელს სპარსელთა მეფემ ომი დაუწყო ლაზთა მეფეს, წათეს, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი
რომაელთა მხარეზე გადავიდა და, აი, იუსტინიანე მეფემ გაუგზავნა მას დამხმარე ჯარი და სამი
სტრატელატი, ველიზარი, კვირიკე და ირინე. იმათ იბრძოლეს და დამარცხდნენ; მეფე გაჯავრდა
სტრატელატებზე იმის გამო, რომ ერთმანეთისადმი შურის გამო გამარჯვება ხელიდან გაუშვეს. მან
გადააყენა ისინი და პეტრე, თავისი ნოტარი, გაგზავნა სტრატელატად. პეტრე ლაზებთან ერთად შეება
სპარსელებს და დაამარცხა ისინი: მათ მრავალი სპარსელი გაჟლიტეს.

თეოფანე ჟამთააღმწერრელი (იხ. გვ. 60)

59
წარმოშობის რომაელმა ქრონოგრაფმა, ისტორიკოსმა და
საეკლესიო მოღვაწემ ევსევი კესარიელმაც, რომელმაც
„დასაბამითგანის“ თავისი, იულიუს აფრიკანელისგან
განსხვავებული, ვერსია შემოგვთავაზა. ამ ორი დიდი
მეცნიერის ნაშრომების წყალობით შეიქმნა მსოფლიო
ისტორიის ერთიანი ქრონოლოგიური საძირკველი, რო-
მელსაც, როგორც მათი შემდგომი ანტიკური ხანის, ისე
შუა საუკუნეების ქრონოგრაფოსთა თუ ისტორიკოსთა
ნაშრომები დაეფუძნა.
ადრეშუასაუკუნეების დიდ ქრონოგრაფად, VIII-IX
სს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი და ქრონოგრაფი,
ქართულად ჟამთააღმწერელი, თეოფანე მიიჩნევა, რომე-
თეოფანე ჟამთააღმწერელი ლმაც მსოფლიო ისტორიის სინქრონული ქრონოლო-
760-818 გიური ბადე უკვე IX ს-მდე მიიყვანა.

ახალგაზრდობაში ჯერ სამხედრო


ქორონიკონით წელთაღრიცხვა. ძველ სწავლულებს
კარიერას ეწეოდა, მაგრამ მალევე
ბერად აღიკვეცა და ამის გამო
ქრონოლოგიის დასადგენად „დასაბამითგან“ წელთაღ-
თეოფანე აღმსარებლის სახელი რიცხვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში, ფრიად დიდი
დაიმკვიდრა. რიცხვების შეკრება-გამოკლება უწევდათ, რაც თავისთავად
ხდებოდა შეცდომების წყარო. ამ მხრივ, „ქორონიკონით“
წელთაღრიცხვა ბევრად უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა,
რომელიც, აგრეთვე, ბიზანტიაში შემუშავდა.
რა არის „ქორონიკონი“ და როგორ წარმოიშვა
წელთაღრიცხვის ეს სისტემა?
„ქორონიკონით“ წელთაღრიცხვა შემდეგში მდგომა-
რეობდა. „დასაბამითგან“ მოყოლებული ისტორიული
დრო დაიყო 532-წლიან ციკლებად — „ქორონიკონებად“,
ანუ „მოქცევებად“.
ქორონიკონი — კლასიკური ციკლური წელთაღ-
რიცხვაა, როდესაც ანგარიში ხუთას ოცდათორმეტწლიანი
ციკლების შიგნით ხდება. ამიტომ ამ წელთაღრიცხვას
XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსები ხუთასიანს
უწოდებდნენ.
ქორონიკონით წელთაღრიცხვა დასაბამითგან წელთ-
აღრიცხვას ეფუძნება. შესაბამისად, რომელ დასაბამით-
განსაც იყენებს ავტორი, ქორონიკონსაც იმავე სისტემით
აითვლის.
საქართველოში ქორონიკონით, ანუ 532-წლიანი
ციკლებით ანგარიშისას, ათვლის წერტილად, ბიზანტიურ
დასაბამითგანზე გადასვლის შემდგომაც, კვლავაც ქარ-
თულ დასაბამითგანს (5604 წ.) იყენებდნენ.
საქართველოში ქორონიკონით წელთაღრიცხვა XIX
ს-ის I ნახევრის ჩათვლით ფრიად ფართოდ გამოი-
ყენებოდა და დასაბამითგან წელთაღრიცხვაზე ბევრად
მეტი პოპულარულობით სარგებლობდა, ამიტომ ქორონი-
კონით დროის ათვლას ვახუშტი ბაგრატიონი ქართულ-
საც კი უწოდებს.

60
ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ საიდან გაჩნდა ეს
532-წლიანი ციკლი?

ქრისტიანული კალენდარი. თავდაპირველად ქრის-


ტიანების უმთავრესი საეკლესიო დღესასწაული აღდგომა
ებრაულ პასექს ემთხვეოდა. მხოლოდ 325 წელს ნიკეის I
მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, რომ ქრისტია-
ნებს საკუთარი საეკლესიო კალენდარი შეექმნათ. ქრის-
ტიანული კალენდარი, ე. წ. მოძრავი და უძრავი დღეე-
ბისაგან შედგება. მოძრავი ის საეკლესიო დღეებია, რომე-
ლიც ქრისტიანების მთავარი დღესასწაულის აღდგომის
მიხედვით აითვლება. საეკლესიო კალენდრით აღდგომის
დღის მოძრაობა 4 აპრილიდან — 8 მაისამდე შუალედში
ხდება. ამ გადანაცვლების მიზეზი იმაში მდგომარეობს,
რომ, ჯერ კიდევ ნიკეის I საეკლესიო კრების დადგე-
ნილებით, აღდგომა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო
პირველი სავსე მთვარის შემდეგ, პირველ კვირა დღეს
აღინიშნება. მთვარის წელიწადი კი ასტრონომიული მზის
წელიწადთან შედარებით ნაკლულია და მთვარის ფაზე-
ბიც მზის კალენდართან შედარებით გადაადგილდება.
შესაბამისად, აღდგომის მთვარის სავსე ფაზასთან მიბმა
მის გადანაცვლებას განაპირობებს.
ვინაიდან იმავე ნიკეის საეკლესიო კრებამ, როგორც
გვახსოვს, რომის იმპერიაში მზის იულიუსის კალენდარი
სავალდებულო გახადა. ასეთ ვითარებაში აღდგომის
გამოანგარიშება იულიუსის კალენდართან მიმართებაში
მთვარის სავსე ფაზების მოძრაობის გათვალისწინებას
მოითხოვდა. ამან ქრისტიან ხალხებს იმთავითვე
აღდგომის დღესასწაულის წინასწარი გამოანგარიშებისკენ,
ანუ მომავალი აღდგომების, ანუ პასკალური ცხრილების
შედგენისაკენ უბიძგა. ამ ცხრილებს საფუძვლად, ჯერ
კიდევ ძველი ბერძნების მიერ გამოანგარიშებული,
ცხრამეტწლიანი მთვარის ციკლი დაედო. ეს გამოანგა-
რიშება იმის აღმოჩენას ეფუძნებოდა, რომ მზის კალენ- ცხრამეტწლიანი მთვარის
დრით ცხრამეტ წელიწადში დღეების ერთობლივი ოდე- ციკლი ძვ. წ. V ს-ში მოღვაწე
ნობა მთვარის კალენდრით 235 თვის დღეთა ოდენობას ძველმა ბერძენმა სწავლულმა
მეტონმა ძვ. წ. 432 წ-ს შეიმუშავა.
შეესაბამება, ანუ ცხრამეტი მზის წელიწადის ხანგრძლი-
ვობა 235 მთვარის თვის ხანგრძლივობას უდრის. ამის
მიგნებას აღდგომის დღის გამოანგარიშება თითქოსდა
უნდა გაეიოლებინა, მაგრამ გამოთვლების ერთიანი საფუ-
ძვლისდა მიუხედავად, ახლად შედგენილი პასკალური
ცხრილები ერთმანეთისაგან განსხვავებული აღმოჩნდა,
რაც ქრისტიანულ ხალხებში ქრისტიანული დღესას-
წაულების არასინქრონულობას იწვევდა.

სომხური წელთაღრიცხვა. ამ მხრივ განსაკუთრებით


რთულ მდგომარეობაში სომხური ეკლესია აღმოჩნდა,
რომელიც სხვა ქრისტიანი ხალხებისაგან განსხვავებით,

61
იულიუსის კალენდარზე არ გადასულა და კვლავინ-
დებურად, ჩვენთვის უკვე ცნობილ, 360-დღიან ძველ
სპარსულ კალენდარს იყენებდა, რომელსაც, ეგვიპტური
კალენდრის მსგავსად, ხუთი დღე წლის ბოლოს ემატებოდა.
ეს კალენდარი, როგორც გვახსოვს, ყოველ ოთხ წელიწადში
ერთხელ იულიუსის კალენდართან შედარებით ერთი დღით
უკან ინაცვლებდა და სომხურ ეკლესიას აღდგომის დღის
გამოანგარიშებას ურთულებდა. ასეთ ვითარებაში სომხებმა
ბიზანტიელ ეგვიპტელ სწავლულს ანდრია ალექსანდრიელს
მიმართეს, რომელმაც მათ ეგვიპტური კალენდრის საფუძ-
ველზე 200-წლიანი (353—552) პასკალური ცხრილი შეუდგინა.
200 წლის გასვლის შემდეგ (552 წ.) პრობლემამ თავი
ისევ იჩინა, რამაც სომხური ეკლესია საგონებელში ჩააგდო. 552
წელს სომეხთა კათალიკოსმა ქალაქ დვინში ქრისტიანული
სამყაროდან, ძირითადად ეგვიპტიდან, პასკალური ცხრილების
სპეციალისტებს მოუხმო. სპეციალისტთა თავყრილობა სომხუ-
რი წელთაღრიცხვის, ანუ ერის შემოღებისათვის ფრიად
ნაყოფიერი აღმოჩნდა და იულიუსის კალენდრით 552 წლის
10 ივლისი, იგივე სომხურ-სპარსული კალენდრის 1 ნავა-
სარდი (სპარსულად ნავ — ახალი, სარდ — წელი) სომხური
წელთაღრიცხვის საწყის წერტილად, ანუ ერად გამოაცხადა.
სწავლულთა კრებამ სომხებს პასკალური ცხრი-
ლების შემუშავებაში დიდი დახმარება ვერ გაუწია და
აღდგომის დღესასწაულის გამოთვლის პრობლემა მხო-
ლოდ ფრიად მცირე ხნით — 9 წლით გადაუჭრა. ამ
დროის გასვლის შემდეგ — 562 წლიდან სომხური ეკლე-
სია კვლავაც ეგვიპტურს დაუკავშირდა და აღდგომასა და
სხვა მოძრავ საეკლესიო დღეებს ალექსანდრიის ეკლესიის
პასკალური ცხრილებით ადგენდა.
სომხური ეკლესია შუა საუკუნეების განმავლობაში
იულიუსის კალენდარზე გადასვლას არაერთხელ შეეცადა,
მაგრამ ტრადიციონალისტთა დიდ წინააღმდეგობას
წააწყდა. იულიუსის კალენდარი სომხურ ეკლესიაში
საბოლოოდ მხოლოდ XVII-XVIII სს-ში დამკვიდრდა.

532-წლიანი ციკლი, ანუ ქორონიკონი. სომხებისაგან


განსხვავებით, რომლებმაც, როგორც ვნახეთ, აღდგომის
გამოთვლები ეგვიპტის ალექსანდრიის ეკლესიას
დაუკავშირეს, დანარჩენმა ქრისტიანმა ხალხებმა, მათ
შორის ქართველებმა, აღდგომის გამოთვლის გაადვი-

rogor viangariSoT wlebi somxuri welTaRricxviT?

თუ სომხური წყარო გვიყვება, რომ ამბავი გარკვეულ წელს მოხდა. ჩვენს წელთაღრიცხვაზე
გადმოსაყვანად, მას 551 წ. უნდა გამოვაკლოთ. მაგ: „ბუღა თურქი სომხეთში 1404 წ.-ს მოვიდა.― ეს
ნიშნავს, რომ 1404 - 551= 853 წ.

62
ლების სხვა გზა მონახეს. VI ს-ის შუა წლებში ბიზან-
ტიელმა სწავლულებმა ყურადღება იმას მიაქციეს, რომ
მზის კალენდრის მიხედვით, ყოველ 28 წელიწადში ერთი
და იმავე თვის ერთი და იგივე რიცხვი კვირის ერთსა
და იმავე დღეს შეესაბამება, თანაც მზე თავისი მოძ-
რაობის ერთ ციკლს ასრულებს. იგივე მოვლენასთან
გვაქვს საქმე მთვარის კალენდრის მიხედვით ყოველ 19
წელიწადში. ამიტომ მათ 19 და 28 გადაამრავლეს და 532
წელი მიიღეს. ეს ის უნივერსალური დროის შუალედია,
როდესაც, როგორც მზის, ისე მთვარის ციკლები მეორ-
დება და თანაც კალენდრით არსებული თვეების რიცხ-
ვები და დღეების სახელები 532 წლის წინ ან შემდეგ
არსებულს შეესაბამება. ამ 532-წლიანი ციკლების მიხედ-
ვით აღდგომის დღესასწაულის ციკლური თანმიმდევ-
რობა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდა.
ბიზანტიის იმპერიის სხვადასხვა ქართულ მონას-
ტრებში მოღვაწე ქართველმა ბერებმა ეს სიახლე მალევე
გაითავისეს და 532-წლიანი ციკლები უკვე ქართულ
„დასაბამითგანიდან“, ანუ 5604 წლიდან აითვალეს.
თანდათანობით ქორონიკონით წელთაღრიცხვის
„სიკეთეც“ აშკარა გახდა. მართლაც, ციკლების შიგნით
არა მარტო აღდგომების გამოთვლა, არამედ ისტორიული
„წელთ-მრიცხველობაც, ანუ ქრონოლოგიური გამოთვლე-
ბის გამოანგარიშებაც ფრიად მოსახერხებელი იყო. ამი-
ტომ ქორონიკონით წელთაღრიცხვა მთელ ბიზანტიაში
ფართოდ გავრცელდა.
ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩვენამდე
მოღწეული ქორონიკონით წელთაღრიცხვის გამოყენების
პირველი ნიმუში მხოლოდ ქართული დასაბამითგანის
მე-12 მოქცევის დასასრულს და იმავდროულად 13-ე მოქ-
ცევის დასაწყისს — 780 წ-ს უკავშირდება (532×12=6384;
6384-780=5604). მაგალითად, ქართველი ისტორიკოსი სუმ-
ბატ დავითის ძე შემდეგნაირად გადმოგვცემს ქართლის
ერისმთავრის აშოტ კურაპალატის გარდაცვალებას: „მოიკ-
ლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელსა ხÂლ
(6430; 6430-5604=826), ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცე-
ულსა შინა მვ [(46) 780+46=826], თუესა იანვარსა ოცდა-
ცხრასა“.
შემდგომი მე-14 მოქცევა ქართული დასაბამითგანით
1312 წ-დან დაიწყო (532×13=6916-5604=1312) და
1312+532=1844 წ-ს დამთავრდა.
1844 წლის შემდეგ წელთაღრიცხვის ეს სისტემა
საქართველოში აღარ გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა,
ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ 2010 წ. ქორონი-
კონით მე-15 მოქცევის, რომელიც 1844 წელს დაიწყო და
2376 წელს დასრულდება, — 166 წელია.

63
როგორ გამოიანგარიშება თარიღი ქორონიკონით
წელთაღრიცხვის შემთხვევაში?

მაგალითად, ატენის ტაძრის კედლის წარწერა თურქული


წარმოშობის არაბი სარდლის — ბუღა თურ-ქის
საქართველოში შემოჭრასა და თბილისის აღებასთან
დაკავშირებით აღნიშნავს: ქორონიკონი იყო 73. ეს
თარიღი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე რომ გადმოვი-
ყვანოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რომელ მოქცევას
გულისხმობს ავტორი. არაბთა შემოსევებს საქართველოში
მხოლოდ 13-ე მოქცევაში (780 წ.-დან 1312
წ-მდე), ანუ 780+532 წელი=1312 წ. შუალედში შეიძ-
ლებოდა ჰქონოდა ადგილი და არა 1312 წლის შემდეგ,
ანუ 14-ე მოქცევიდან, ამიტომ 780 წ-ს უნდა მივუმატოთ
აღნიშნული 73 წელი და 853 წელს მივიღებთ, რაც არის
კიდეც ბუღა თურქის მიერ თბილისის აღების თარიღი.
ქრისტიანული ერა. დღეისათვის მსოფლიოს უმეტეს
ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, წელთაღრიცხვის,
ანუ ერის დასაწყისად ქრისტეს დაბადების წელი
მიიჩნევა. მას ქრისტიანული ერა, ჩვენი ერა, ახალი
წელთაღრიცხვა ან მარტივად — ქრისტესით ეწოდება.
ქრისტეს შობიდან დროის ათვლა VI ს-ში
სკვითური წარმოშობის რომაელმა ბერმა დიონისე მცირემ
შემოიტანა, თუმცა მის საყოველთაოდ აღიარებას
საუკუნეები დასჭირდა.
ევროპაში ქრისტესით პირველი დათარიღება
დიონისე მცირე მხოლოდ VIII ს-ის შუა წლებიდან გვხვდება. რომის
მოღვაწეობდა VI ს-ის I ნახევარში პაპების კანცელარიაში ასეთი დათარიღება X ს-დან ჩვეუ-
ლებრივი, თუმცა არასავალდებულო, გახდა. მხოლოდ XV
ს-ის მეორე ნახევრიდან პაპების სახელით გაცემულ ყველა
დოკუმენტს დათარიღება ქრისტეს შობიდან აქვს. თანდა-
თანობით „ქრისტიანული ერა“ ჯერ ქრისტიანულ ქვეყ-
ნებში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
საქართველოში ახალი ერა, ანუ ქრისტესით ძალზე
ადრე, VII—VIII სს-ის მიჯნაზე შემოვიდა.
ამ წელთაღრიცხვას უძველეს ქართულ თხზუ-
ლებებში ქრისტეს ამაღლებიდან, ჯვარცმიდან ან კიდევ
ვნებიდან ეწოდება.
ერთ-ერთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქრისტესით

ფილა აშოტ I კურაპალატის


გამოსახულებით. ოპიზა

64
საკმაოდ გვიან (1700 წ.) დამკვიდრდა რუსეთი იყო. ის
რუსეთის გამოჩენილმა მეფე-რეფორმატორმა პეტრე I-მა
დააკანონა.
ქრისტესით ერის ყველაზე დიდი ნაკლი მისი შედა-
რებით გვიანდელი წარმოშობა იყო. ამიტომ, თუ ქრისტეს
დაბადების შემდგომი მოვლენების დასათარიღებლად
მისი გამოყენება არანაირ სირთულეს არ ქმნიდა, ქრისტეს
დაბადებამდე მოვლენების დასათარიღებლად ის არ გა-
მოიყენებოდა, რის გამოც ძველი პერიოდის დასათარი-
ღებლად კვლავაც „დასაბამითგან“ წელთაღრიცხვას იყენე-
ბდნენ.
ქრისტეს შობამდე მომხდარი მოვლენების დასათა-
რიღებლად გამოიყენება აბრივიატურა B.C. (Before Christ),
ხოლო ქრისტეს შობიდან მომხდარი მოვლენების — A.D,
რაც ლათინურად ჟღერდა, როგორც Anno Domini, (In the
Year of Our Lord).
ასეთ დათარიღებას ქართულად: ჩვენ ერამდე, ქრის-
ტეს შობამდე, (ქრ. შ-მდე), ან კიდევ ძველი წელთ-
აღრიცხვით@(ძვ. წ.) ეწოდება.
დროის ათვლის ეს მეთოდი დამკვიდრდა
ისტორიულ მეცნიერებაში და მას ისტორიული ან კიდევ
ქრონოლოგიური ათვლა ჰქვია.
ძველი წელთაღრიცხვით, ანუ ჩვენს ერამდე დროის
ათვლა დიდი რიცხვიდან მცირე რიცხვისაკენ ხდება (იხ.
სქემა გვ. 4-ზე). რაც უფრო ახლოა ესა თუ ის მოვლენა
ქრისტეს შობასთან, მისი თარიღი ნაკლებია და პირიქით.
ამ შემთხვევაში ანალოგად შეიძლება რიცხვითი ღერძი
გამოდგეს, სადაც ქრისტეს დაბადება ნულოვან წერტილს
შეესაბამება, ახალი ერა დადებით რიცხვებს და ძველი
ერა კი უარყოფით რიცხვებს.
წლების ისტორიული, იგივე ქრონოლოგიური ათვ-
ლა, წლების ასტრონომიულ ათვლასთან შედარებით,
ერთწლიან ცთომილებას იძლევა, რაც მრავალი გაუგებ-
რობის მიზეზი ხდებოდა. ფრანგმა ასტრონომმა ჟაკ
კასინიმ თავის ნაშრომებში მეცნიერებს შესთავაზა ახ. წ. ჟაკ კასინი
პირველ (1) წელსა და ძვ. წ. პირველ (-1) წელს შორის 1677-1756
ჩაესვათ ნულოვანი წელი. დროის ასეთმა ათვლამ,
ისტორიულისაგან განსხვავებით, ასტრონომიულის სახე- მისი ძირითადი ნაშრომია:
ლწოდება მიიღო (იხ. გვ. 4). ასტრონომიის ელემენტები და
ასტრონომიული ცხრილები,
არაბული, ანუ მუსლიმური წელთაღრიცხვა. რომელიც 1740 წ. გამოიცა.
არაბული წელთაღრიცხვით, ანუ „ჰიჯრით“ ათვლა 622
წლის 16 ივლისიდან იწყება. ამ დღეს მუსლიმთა
განმანათლებელი და წინასწარმეტყველი მუჰამედი
იძულებული გახდა, თავის მშობლიურ ქალაქ მექადან,
რომლის მცხოვრებლებმაც თავდაპირველად მისი მოძღვრება
არ მიიღეს, მეორე არაბულ ქალაქ მედინაში გაქცეულიყო.
თვით წელთაღრიცხვის სახელიც ჰიჯრა არაბული ზმნა
„გაქცევიდან“ წარმოსდგება. მუსლიმური წელთაღრიცხვა,
638 წელს, მუსლიმურ კალენდართან ერთად, არაბთა
ხალიფა ომარმა შემოიღო. წელთაღრიცხვის ეს სისტემა ხალიფა ომარი
მუსლიმურ ქვეყნებში ერთადერთი იყო შუა საუკუნეებისა სახალიფოს 634-644 მართავდა
და ახალი ისტორიის ხანაში. ის დღესაც გამოიყენება
ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში.

65
T a v i III

ძვ.წ. 476
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა.
გერმანული ტომების ბელადმა
ოდოაკრმა (ქვევით) ჩამოაგდო რომის
უკანასკნელი იმპერატორი
რომულუსი (ზევით).
0

500 100
ძვ.წ. ძვ.წ.

66
1453 1517
ოსმალეთის სულთან მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის
ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი
1945
მეჰმედ II-მ აიღო
"95 თეზისი‖. 2 სექტემბერს
კონსტანტინოპოლი.
დასრულდა
მეორე
მსოფლიო ომი.

1400 1500 1945

67
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა

ცნებები და ტერმინები პირთა სახელები

ისტორიის პერიოდიზაცია ჰესიოდე


სტიქიური პერიოდიზაცია კლავდიუს პტოლემაიოსი
პტოლემაიოსის პერიოდიზაცია ჰუმანისტები
სამწევროვანი პერიოდიზაცია ლუის მორგანი
ანტიკური ხანა მარქსი
შუა საუკუნეები
ადრე შუა საუკუნეები
განვითარებული შუა საუკუნეები
გვიანი შუა საუკუნეები
აღმოსავლური შუა საუკუნეები
ახალი ისტორია
უახლესი ისტორია
ფორმაცია

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. რატომ არის საჭირო ისტორიის პერიოდებად დაყოფა?


2. რას ეფუძნება პტოლემაიოსის პერიოდიზაცია?
3. რამ განაპირობა ანტიკური პერიოდისა დასასრული?
4. რამ განაპირობა შუა საუკუნეების დასასრული?
5. როგორი პერიოდიზაცია შემოგვთავაზეს ჰუმანისტებმა
და რა განასხვავებს მას მანამდე არსებული
პერიოდიზაციებისაგან?
6. რა არის მარქსისტული პერიოდიზაციის საფუძველი?
7. რომელი ისტორიული მოვლენები ითვლება ახალი და
უახლესი ისტორიის წყალგამყოფად?

68
istoriis periodizacia

მსოფლიოს ისტორიის შესწავლისას აუცილებელია


მისი პერიოდიზაცია, ანუ საზოგადოების მიერ განვლილი
ცხოვრების გზის ეტაპებად — პერიოდებად დაყოფა.
ისტორიის პერიოდიზაციის კვლევისას შემდეგი
საკითხია გასარკვევი: როგორ ვითარდებოდა ამ მიმარ-
თულებით ისტორიული აზრი, ანუ ძველი, თუ ახალი
ხანის ისტორიკოსები რას უდებდნენ საფუძვლად ისტო-
რიის ცალკეულ პერიოდებად დაყოფას, და როგორია
მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის ყველაზე უფრო
გავრცელებული თეორიები?
დღეისათვის მსოფლიო ისტორიის მრავალი პერი-
ოდიზაცია არსებობს. სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქის თუ
ისტორიის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, კაცობ-
რიობის განვლილი გზის პერიოდიზაციის განსხვავებულ
პრინციპებს გვთავაზობდნენ და გვთავაზობენ.
მართლაც, კაცობრიობის წარსული ცხოვრების
პერიოდიზაცია, სულ სხვადასხვა მახასიათებლებითაა
შესაძლებელი. მაგალითად, ისტორია შეიძლება დავყოთ
საზოგადოებაში სხვადასხვა დროს გავრცელებული, კვე-
ბის პროდუქტების, ტანსაცმლის, საბრძოლო და სამეურ-
ნეო იარაღის, საკულტო და საცხოვრებელ ნაგებობათა
არქიტექტურის განვითარების მიხედვით; აგრეთვე იმ
ძირითადი მასალის (მაგალითად ქვა, ლითონი და ა.შ.)
მიხედვით, რომელსაც ადამიანები თავიანთი სამეურნეო და
საბრძოლო იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ (არქეოლო-
გების მიერ შეთავაზებული პერიოდიზაცია) და სხვ.
ყველა მსგავსი პერიოდიზაცია წარმოდგენას
გვიქმნის, ან შეგვიქმნის კაცობრიობის ისტორიული
განვითარების ცალკეულ მხარეებზე, თუმცა სრულად ვერ
ასახავს მისი განვითარების მაგისტრალურ ხაზს. ამ
პრობლემისადმი გამართლებულია უფრო ზოგადისტო-
რიული მიდგომა: საჭიროა მსოფლიო ხალხების ისტო-
რიიდან ისეთი უმთავრესი, ძირეული მომენტების გამო-
ყოფა, რომლებიც ერთგვარ წყალგამყოფს წარმოადგენს
კაცობრიობის ისტორიაში.
ისტორიის ასეთი ძირეული მომენტების გამოყოფა,
უმთავრესი ნიშნულების დასმა, რომლის მიხედვითაც
წინაპართა მიერ განვლილი გზა პერიოდებად დაიყო-
ფოდა, ადამიანთა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ძალზე
შორეულ წარსულში დაიწყო. ამას ისტორიის სტიქიური,
ანუ თავისთავადი, მეცნიერული ანალიზის გარეშე აღმო-
ცენებული პერიოდიზაცია უნდა ეწოდოს. სტიქიურ პერი-
ოდიზაციას საფუძვლად ის მოვლენები დაედო, რომლე-
ბიც ადამიანს კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე ყვე-

69
ლაზე მეტად აღელვებდა. მაგალითად, როდის, როგორ
და რა თანმიმდევრობით შექმნეს ღმერთებმა ან ღმერთმა
სამყარო, დედამიწა, ცოცხალი ბუნება და ადამიანი? ასე
წარმოიშვა სტიქიური პერიოდიზაციის ყველაზე ადრეუ-
ლი სქემა: სამყარო ღმერთის მიერ ადამიანის შექმნამდე
და ადამიანის შექმნის შემდეგ.
საინტერესოა, რომ ყველა ამ ტიპის პერიოდი-
ზაციაში პირველი პერიოდი, ანუ სამყარო ღმერთის მიერ
ადამიანის შექმნამდე, აგრეთვე იყოფა ქვეპერიოდებად:
ღმერთის (ან ღმერთების) მიერ წყლისა და ხმელეთის
შექმნა, ღმერთის მიერ მცენარეული საფარის, ცხოველე-
ბისა და ფრინველების გაჩენა და ა.შ. ამ პერიოდების თა-
ნმიმდევრობა სხვადასხვა რელიგიურ სისტემებში ერთ-
მანეთისაგან განსხვავებულია.
უძველესი ადამიანი მდინარეების, ტბებისა და
ზღვების ნაპირას ცხოვრობდა, ამიტომ დიდი წყალდი-
დობა მისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო.
ასეთ პირობებში დედამიწის სულ სხვადასხვა
კუთხეში მცხოვრებ ხალხებში გაჩნდა გადმოცემები საყო-
ველთაო წყალდიდობის — წარღვნის შესახებ, რომლის
შემდეგ ადამიანთა საზოგადოების ისტორია ხელახლა
დაიწყო. ასე წარმოიშვა კაცობრიობის ისტორიის სტი-
ქიური პერიოდიზაციის დამატებითი ათვლის წერტილი:
წარღვნამდელი და წარღვნის შემდგომი ხანა.

uZvelesi warmodgenebi samyarosa da dedamiwis Seqmnis Sesaxeb

ძველეგვიპტურმა მითებმა სამყაროს შექმნის შესახებ ჩვენამდე რამდენიმე ვერსიის სახით მოაღწია. ერთ
-ერთი ვერსიის მიხედვით: ჯერ არსებობდა ბნელი ქაოსი (ნუნი). ქაოსისაგან შეიქმნა შემო ქმედი ძალა
— ატუმი, იგივე მზე — რა, მისგან კი გაჩდნენ: მიწა-ხმელეთი — გები და ზეცა — ნუტი. გებიმ და
ნუტიმ გააჩინეს: შუ — ჰაერი და ტეფნუტი — სისველე. ნუტი ყოველ დილით ღამით გაჩენილ შვილებს
— ვარსკვლავებს ყლაპავდა, რის გამოც მას მეუღლე გები — მიწა სულ ეჩხუბებოდა. დედ-მამას რომ არ
ეჩხუბათ, მათ შორის შუ — ჰაერი-სიცარიელე, ჩადგა და ისინი დააშორიშორა. გებიმ და ნუტიმ შვეს
აგრეთვე: ოსირისი — ბუნების ძალების განახლებისა და სიკვდილ-სიცოცხლის კაცი-ღვთაება; სეტჰი —
საზოგადოების ბოროტი საწყისი და მათი დები: ისიდა და ნეფიდა, რომლებიც ძირითადად ოჯახის
ერთგულებასა და მოსიყვარულე დედობას განასახიერებდნენ.

samyaros Seqmna bibliis mixedviT:

— მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
(1) ... გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. ნათელს უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე... იყო ...
პირველი დღე;
(2) ... გააჩინა ღმერთმა მყარი და მყარს უწოდა ცა. .... გაჰყარა ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც არის
მყარს (ცის) ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარს (ცის) ზემოთ.... იყო ... მეორე დღე;
(3) თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი... ხმელეთს
ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა... თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ
მცენარეული .... იყო ... მესამე დღე:
(4) — გააჩინა ღმერთმა ორი მნათობი — დიდი მნათობი დღის განმგებლად (მზე) და მცირე მნათობი
ღამის განმგებლად (მთვარე) და ვარსკვლავები.... იყო ... .მეოთხე დღე.;
(5) — შექმნა ღმერთმა .. თევზები და ყოველი სულდგმული მცურავი ... წყალში — და ყველა
ფრთოსანი ... იყო ... მეხუთე დღე;
(6) თქვა ღმერთმა — წარმოშვას მიწამ სულდგმული — პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები —
თქვა ღმერთმა გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად — იყო — მეექვსე დღე.

70
ცეცხლის დამორჩილება კაცობრიობის ისტორიაში
უდიდესი ნახტომი იყო. მართლაც, ცეცხლის დამორ-
ჩილება სხვადასხვა სახით მრავალი ხალხის მითო-
ლოგიაში აისახა. ზოგიერთმა მითმა იმ ლეგენდარული
გმირების სახელებიც კი შემოგვინახა, რომლებმაც ადამია-
ნებს ცეცხლი აჩუქეს. ძველბერძნულ თქმულებებში ასე-
თად პრომეთე გვევლინება. ძველი ჩინელებისთვისაც
ცეცხლის დაუფლება და ცეცხლზე საჭმლის მომზადება,
სახლის აგებასთან ერთად, სახელმწიფობამდელი ისტო-
რიის ის უმთავრესი მიღწევა იყო, რომელიც საზოგა-
დოების მეხსიერებას მითების სახით შემორჩა. ამიტომაც
ცეცხლის დაუფლება სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ
ერთ ნიშნულად შეიძლება მივიჩნიოთ: ადამიანები ცეცხ-
ლის დამორჩილებამდე და ადამიანები ღმერთებისაგან
ცეცხლის მოტაცების შემდეგ (ბერძნული ვერსია), ანდა
ვინმე ბრძენკაცის მიერ ცეცხლის დამორჩილებისა და
თანატომელებისათვის ამის სწავლების შემდეგ (ჩინური
ვერსია).
თანამედროვე ადამიანიც კი, ძირითადად, წინა-
პართა ორ: მშობლების, და ბებია-პაპების თაობას იცნობს.
ძველი ადამიანისთვის ამ თაობებზე ადრე მცხოვრები წი-
ნაპრები მხოლოდ გადმოცემებში არსებობდნენ. რაც
უფრო დაშორებული იყვნენ წინაპრები მის ეპოქას, ძვე-
ლი ადამიანის თვალში ისინი სულ უფრო გმირულ სამო-

ZvelberZnuli Tqmuleba cecxlis dauflebaze — miTi promeTes Sesaxeb:


პრომეთე, ძველბერძნული თქმულების მიხედვით, ტიტანი იყო, რომელმაც ლერწმის ჯოხით ღმერთებს
ოლიმპოს მთიდან ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს გადასცა. განრისხებულმა ზევსმა [მთავარი ღმერთი]
ის კავკასიონის მთებს მიაჯაჭვა. მიჯაჭვულ პრომეთესთან ყოველდღე არწივი მიფრინავდა და ღვიძლს
უძიძგნიდა. ღამე კი ღვიძლი კვლავ მთელდებოდა. ბოლოს, ზევსის ნებით, პრომეთე ღმერთკაცმა
ჰერაკლემ განათავისუფლა.

Zveli berZnebi samyaros warmoSobis Sesaxeb:


ჯერ იყო ქაოსი, ქაოსიდან შეიქმნა: სიბნელე, დედამიწა და მიწისქვეშეთი. ქაოსმავე გააჩინა
ყოვლისშემქმნელი სიყვარული (ეროსი). შემდეგ ქაოსიდან გაჩენილმა სიბნელემ შვა სინათლე; მიწამ —
ცა, მთები და ზღვები. მიწა (გეა) და ცა (ურანი) შეუღლდნენ და შვეს ღმერთების პირველი თაობა —
ტიტანები: ოკეანე, ფეტიდა-მდინარეები, ჰიპერიონი და თეა და ა.შ. ჰიპერიონი და თეა შეუღლდნენ და
შვეს მზე (ჰელიოსი), მთვარე (სელენა) და ცისკარი (ეოსი).

ras mogviTxroben miTebi warRvnis Sesaxeb?

Sumerul-aqaduri eposi gilgameSi (ძვ. წ. III-II ათასწლეული): მდ. ევფრატის პირას მდებარე ქალაქ
შურუფაქს ღმერთები წარღვნას მოუვლენენ. ამ წარღვნას მხოლოდ უთანაფიშთი და მისი საგვარეულო
გადაურჩება. უთანაფიშთიმ, ღმერთების ნებით, საგანგებო ხომალდი ააგო, რომელზედაც თავის
საგვარეულოსთან ერთად, ყველა ფრინველი და ცხოველი აიყვანა და ყველა მცენარის თესლიც თან
წაიღო. წვიმა და ქარიშხალი ექვსი დღე და შვიდი ღამე გაგრძელდა და მთელი ცისქვეშეთი წყალმა
დაფარა. წარღვნის დასრულების შემდეგ უთანაფიშთის ხომალდი ნაცირმას [აღმოსავლეთ-ტავროსის
ქედი დღევანდელ თურქეთში] მთას მიადგა. უთანაფიშთიმ ჯერ მტრედი, შემდეგ კი მერცხალი გაუშვა,
მაგრამ ორივე უკან დაბრუნდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთანაფიშთიმ ყორანი გააფრინა,
რომელიც უკან აღარ დაბრუნდა. მაშინ უთანაფიშთი მიხვდა, რომ წყალი უკვე დაშრა და ფრინველმა
ხმელეთი იპოვა. ამიტომ თვითონაც ხომალდიდან გადმოვიდა, ახლობლებიც გამოიყვანა და ცხოველები
და ფრინველები გაუშვა.

71
სელში იმოსებოდნენ და ნახევარღმერთებად იქცეოდნენ.
განვლილი ცხოვრების თაობებად დაყოფა სტიქიური
პერიოდიზაციის კიდევ ერთი და საყოველთაოდ გავრ-
ცელებული ფორმაა.
თანდათანობით ისტორიის თაობების მიხედვით
დაყოფის პრინციპი ადამიანებმა ღმერთებზეც გაავრცე-
ლეს. ღმერთების თაობებით პერიოდიზაციის კლასიკური
მოდელი ძველბერძნულ წარმართულ პანთეონში გვხვდე-
ბა, სადაც ურანისა და გეას თაობა და უზენაესი მმართ-
ველობა მათი შვილების: კრონოსის და რეას და შვილი-
შვილების — ზევსისა და ჰერას და მათი მრავალრიც-
ხოვანი და-ძმებისა და შვილების თაობამ და უზენაესმა
მმართველობამ შეცვალა.
ადამიანს ზოგადად წარსულის იდეალიზაცია ახა-
ჰესიოდე სიათებს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც უძველესი ადამიანი
იყო. მასაც, დღევანდელი ადამიანების უმეტესობის მსგავ-
ძვ. წ. VIII-VII სს. მიჯნაზე
სად, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი შორეული წინაპრები
ცხოვრობდა. ის ჰომეროსთან
ბევრად უკეთესები იყვნენ და უკეთესად ცხოვრობდნენ,
ერთად ანტიკური პოეზიის
მამამთავრად მიიჩნევა. ვიდრე მისი თაობა. კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ასე? —
ცნობილია მისი ნაშრომები — არსებობდა მარტივი პასუხი: თავდაპირველად ადამიანები
„თეოგონია“ და „დღეები და ღმერთებს (ან ღმერთს) უჯერებდნენ, შემდეგ კი რაღაც
სამუშაოები“. მათში ერთიან შესცოდეს. ასე გაჩნდა ისტორიის სტიქიური პერიოდი-
სისტემაშია მოყვანილი ზაციის კიდევ ერთი ათვლის წერტილი: ადამიანის ღმერ-
სამყაროსა და ღმერთების თებთან (ან ღმერთთან) ჰარმონიული ცხოვრების ხანა და
წარმოშობის შესახებ არსებული
ადამინის მიერ ღმერთების განაწყენების შემდგომი პე-
მისი დროინდელი საბერძნეთის
რიოდი.
მითები და ლეგენდები.
თაობების ცვლისა და ღმერთების განაწყენების
პრინციპზე აგებული კაცობრიობის განვლილი გზის ერთ-
ერთი უადრესი პერიოდიზაცია ძველბერძენ სწავლულ
ჰესიოდესთან გვხვდება. ჰესიოდემ ისტორია 5 თაობად
დაჰყო, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლე ოთხ: ოქროს,

ZvelberZnuli miTi: ღმერთებმა ადამიანთა მოდგმა დაუმორჩილებლობის გამო დასაჯეს და წარღვნა


მოუვლინეს. წარღვნას მხოლოდ დევკალიონი და მისი მეუღლე პირა გადაურჩნენ, რომლებმაც, ღმერთების
რჩევით, საგანგებო კიდობანი ააგეს და იქ საჭმელ-სასმელიც შეიტანეს. ცხრა დღე და ღამე კიდობანი ზღვის
ტალღებზე დაცურავდა და ბოლოს ორმწვერვალიან პარიასის მთასთან გაჩერდა. წარღვნა შეწყდა. დევკალიონი
და პირა კიდობნიდან გადმოვიდნენ და ღმერთს მსხვერპლი შესწირეს. მსხვერპლთშეწირვით ნასიამოვნებმა
ღმერთმა დევკალიონს ნებისმიერი სურვილის აღსრულება აღუთქვა. დევკალიონმაც ღმერთს დედამიწის ისევ
ადამიანებით დასახლება სთხოვა. მაშინ ღმერთის ბრძანებით, დევკალიონმა და მისმა მეუღლემ ქვების ზურგს
უკან სროლა დაიწყეს. იმ ქვებიდან რომელსაც დევკალიონი ისროდა — კაცები, ხოლო პირას ნასროლი ქვებიდან
კი ქალები გაჩდნენ. ასე წარღვნის შემდეგ დედამიწა ხელახლა დასახლდა.

bibliuri miTi: ღმერთმა ცოდვების გამო კაცობრიობას წარღვნა მოუვლინა. წარღვნას მხოლოდ ღვთის
დამჯერი ნოე და მისი ოჯახი გადაურჩა — ღმრთისაგან წინასწარ გაფრთხილებულებმა კიდობანი ააგეს და
წარღვნის დაწყების წინ შიგნით შევიდნენ. თან ყველა ცხოველი და ფრინველიც შეიყვანეს. წარღვნა 40 დღე და
ღამე გაგრძელდა. წყალმა კლება ასორმოცდამეათე დღეს დაიწყო. კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა. ნოემ
კიდევ ორმოცი დღე დაიცადა. შემდეგ ნოემ ყორანი რამდენჯერმე გაუშვა. ის უკან ბრუნდებოდა. მერე მტრედი
სამჯერ გაუშვა. მაგრამ სამჯერვე უკან დაუბრუნდა. მეოთხედ მტრედი აღარ დაბრუნდა. გამოვიდა ნოე და მისი
ოჯახი კიდობნიდან და კიდობნიდან გამოსული ცხოველებიდან თითო სახეობა ღმერთს შესწირეს მსხვერპლად.
ეამა ღმერთს მსხვერპლთშეწირვა და შეჰპირდა ნოეს, რომ მიუხედავად ადამიანის მოდგმის ბოროტისაკენ
მიდრეკილებისა, მომავალში წარღვნას აღარ მოუვლენდა: „მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას.“

72
ვერცხლის,^სპილენძისა და რკინის ხანაში გაანაწილა. ოქ-
როს ხანაში ადამიანები ღმერთებთან თანხმობით ცხოვ-
რობდნენ, ამიტომ მათ არც გაჭირვება იცოდნენ და არც
ავადმყოფობა. თანდათანობით ადამიანთა თაობები ღმერ-
თებს დაშორდნენ და არ უჯერებდნენ. ამის გამო ღმერ-
თებმა მათი ცხოვრება ავადმყოფობებითა და ომებით
სულ უფრო და უფრო დაამძიმეს. ამ მხრივ, ყველაზე
მძიმე, ჰესიოდეს აზრით, მისი ეპოქა — რკინის ხანა იყო.
ღმერთისა და ადამიანის დამოკიდებულების მიხე-
დვით, კაცობრიობის ისტორიის უძველეს ხანას ბიბლია
სამ დიდ პერიოდად ყოფს: 1. ადამ და ევას ღმერთისადმი
ყურისგდების, სამოთხეში ცხოვრების ხანა, 2. ღმერთის
განაწყენების გამო ადამიანთა მოდგმის სამოთხიდან
გაძევება და 3. ადამიანთა ცოდვების გამო ღმერთის
განრისხება და კაცობრიობისათვის წარღვნის მოვლენა.
ქრისტიანობამ „ახალი აღთქმის“ სახით, კაცობ-
რიობის ისტორიის ამ ნიშნით დაყოფას კიდევ ერთი
პერიოდი დაუმატა: ღვთის მიერ საკუთარი ძის დედა-
მიწაზე მოვლინებისა და მისი ჯვარცმით კაცობრიობის
ცოდვების გამოსყიდვის შემდგომი ეპოქა.
სახელმწიფოების წარმოშობის შემდეგ, ისტორიის
ათვლა თავდაპირველად მეფეთა ზეობის ხანით ხდებოდა,
რაც თაობებად პერიოდიზაციის თავისებურ სახეცვლი-
ლებას წარმოადგენს. ისტორიული დროის გარკვეულ მონაკ-
ვეთში სახელმწიფოს ერთი საგვარეულო, ანუ სამეფო
დინასტია მართავდა, რომელსაც შემდგომში სხვა დინასტია
ცვლიდა. ერთგვარი გამოცდილების დაგროვების შემდეგ,
ძველმა სწავლულებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ
ყოველი ახალი დინასტიის მმართველობა ძველი დინასტიის
მმართველობისაგან განსხვავდებოდა (საშინაო და საგარეო
პოლიტიკა, რეფორმები და ა.შ.). ასე ჩაეყარა საფუძველი
ისტორიის პერიოდიზაციას უკვე მმართველი დინასტიების
მიხედვით, სადაც ისტორიული ეპოქები დინასტიების
მიხედვითაა გამოყოფილი, ხოლო თაობების ცვლა ამა თუ იმ
დინასტიის მეფეთა რიგის მიხედვითაა მოცემული.
ისტორიის მმართველი დინასტიების მიხედვით
დაყოფა შეიძლება ისტორიის პირველ მეცნიერულ პერიო-
დიზაციადაც მივიჩნიოთ, ვინაიდან ეპოქების მმართველი
დინასტიების მიხედვით დაყოფა, განსწავლულობას, ისტო-
რიულ წყაროებზე მუშაობის გარკვეულ უნარს, რაც მთა-
ვარია, წარსულის თავისებურ მეცნიერულ სისტემატიზა-
ციას მოითხოვდა.
დინასტიების მიხედვით ისტორიის დაყოფის დღე-
მდე ცნობილ უძველეს ნიმუშს ძველი ეგვიპტური პერიო-
დიზაცია წარმოადგენს, სადაც ღმერთებისა და
ნახევრადღმერთების დინასტიების შემდეგ ეგვიპტის
ფარაონთა 31 დინასტიის მეფეების რიგია მოცემული.
ისტორიის პერიოდიზაციის სტიქიური და დინას-
ტიური პრინციპების შერწყმის პირველი ცდა წიგნთა-
წიგნში—ბიბლიაში გვხვდება. ბიბლიაში სტიქიური პერიო-
დიზაციისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნუ-

73
ეთნარქები — მამამთავრები ლები: სამყარო ადამიანის შექმნამდე და ღმერთის მიერ
ხალხის, ტომის. მაგალითად, ადამიანის შექმნის შემდეგ; ადამიანის ღმერთთან ჰარმო-
ბიბლიური ეთნარქებია ადამი, ნიული თანაცხოვრების ხანა და ღმერთის განაწყენების
კაენი, ენოქი... ლამექი, ნოე და შემდგომი პერიოდი; წარღვნამდე და წარღვნის შემდგომი
მისი შვილები: სემი ქამი და
ხანა, ისევე როგორც ეთნარქების თაობათა მიხედვით
იაფეტი.
პერიოდიზაცია, შერწყმულია დინასტიების მიხედვით
ქართველებმა, როგორც პერიოდიზაციასთან.
ქრისტიანმა ხალხმა თავიანთი ბიბლიამ, უფრო ზუსტად ძველმა აღთქმამ სამყაროს
ეთნარქებიც ბიბლიას ისტორია ორ დიდ პერიოდად დაყო: სამყარო ადამიანის
დაუკავშირეს და იაფეტიდან და შექმნამდე და ადამიანის შექმნის შემდეგ. რაც შეეხება,
მისი შვილიშვილი თარშიშიდან კაცობრიობის ისტორიას, ის ხუთ პერიოდად დაიყო: ადამია-
(თარში) წამოიყვანეს.
ნთა სამოთხეში ცხოვრების ხანა, ადამიანის სამოთხიდან
„ქართველთა ცხოვრების“
მიხედვით თარშის შვილებია გამოძევებიდან წარღვნამდე პერიოდი, წარღვნა, წარღვნის
ქართველთა მამამთავრები: შემდგომი პერიოდი, რომელშიც ბაბილონის გოდოლის
ქართლოსი, ეგროსი და ჰეროსი. შენების დაწყებაც მოიაზრება და ბაბილონის გოდოლის
დარღვევის შემდგომი პერიოდი, როდესაც ბიბლიის მიხედ-
ვით იქამდე ერთენოვანი კაცობრიობა, ერთმანეთისაგან
განსხვავებული ენების ხალხებად დაიშალა. თითოეული ამ
პერიოდის შიგნით მოცემულია ეთნარქების თაობათა
მონაცვლეობა, რასაც შემდგომ ებრაელი ხალხის მსაჯუ-
ლებისა და მეფეების მონაცვლეობა მოსდევს.
ისტორიის მეცნიერული პერიოდიზაციის ახალ
ეტაპს ბერძნული წარმოშობის რომაელმა სწავლულმა
კლავდიუს პტოლემაიოსმა დაუდო სათავე, რომელმაც
კაცობრიობის განვლილი გზა პირველმა, პოლიტიკური
ნიშნულით ოთხი წამყვანი სამეფოს, ანუ მონარქიის მონაცვ-
ლეობის მიხედვით, ოთხ დიდ ისტორიულ პერიოდად
დაყო: ასურეთ-ბაბილონის, მიდია-სპარსეთის [იგულისხ-
მება აქემენიანთა იმპერია], საბერძნეთ-მაკედონიისა და რო-
კლავდიუს პტოლემაიოსი მის იმპერიის.
ცხოვრობდა და მოღვაწეობდა II ისტორიის თითოეულ ამ პერიოდში არაერთი სხვა
საუკუნეში. სახელმწიფოც იყო და მათ შესახებ კლავდიუს პტოლე-
მაიოსმა, უეჭველად, იცოდა, მაგრამ ის მხოლოდ იმ სახელმ-
წიფოებს გამოყოფს, რომლებიც, ისტორიის აღნიშნულ
პერიოდებში, მისთვის ცნობილ სამყაროში მოწინავეობდნენ.
კლავდიუს პტოლემაიოსისათვის, მსოფლიო სამეფოები
რომის იმპერიის წარმოქმნამდე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ,
რომის იმპერიას კი მუდმივად უნდა ეარსება. ამის მიზეზი
იოლი მისახვედრია: ის რომის იმპერიის სიძლიერის ხანაში
ცხოვრობდა და იმპერიის დაცემა ვერ წარმოედგინა.
კაცობრიობის ისტორიის ოთხ მსოფლიო მონარქიად
დაყოფისა და რომის სახელმწიფოს მუდმივობის პრინციპი
III-IV სს-ის მიჯნაზე მიიღო და დააკანონა ქრისტიანულმა
ეკლესიამ. ასე მიეცა საბოლოო სახე რომის, როგორც
იმპერიის უკვდავობის იდეას, რამაც დიდი გავლენა იქონია
XV საუკუნემდელი ევროპის ისტორიულ აზროვნებაზე.

74
ისტორიული პროცესის ასეთი გააზრების გამო,
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა (476 წ.) თანამედ-
როვეებმა ამ იმპერიის დასასრულად ვერ აღიქვეს და
ევროპელ ხელმწიფეებში ყველაზე სანუკვარ პატივად
კვლავაც რომის იმპერატორის გვირგვინი რჩებოდა. ამი-
ტომაც იყო, რომ ფრანკთა ხელმწიფე კარლოს დიდი,
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან 300 წელზე მეტი
ხნის შემდეგ, 800 წ. რომის იმპერატორად ეკურთხა. ხოლო
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან თითქმის 500 წლის
შემდეგ შეიქმნა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია,
რომელმაც ფორმალურად 1806 წლამდე იარსება.
აღმოსავლეთ რომის იმპერიამ — ბიზანტიამ არსე-
ბობა 1453 წ. შეწყვიტა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ,
„მესამე რომად“ თავი მოსკოვის დიდმა სამთავრომ გამოაც-
ხადა, რომლის მთავარმა ივანე IV მრისხანემ რომის კეისრის
(იმპერატორის), იგივე ცეზარის — რუსული გამოთქმით
ცარის ტიტული მიიღო.
ბევრად უფრო ადრე, XV ს-ის დასასრულს, როდესაც
ბიზანტიამ აღმოსავლეთში თავისი ტერიტორიების უდი-
დესი ნაწილი დაკარგა, რომის მემკვიდრეობაზე პრეტენზია
ქართველებმაც გამოაცხადეს. ამიტომაც იყო, რომ
საქართველოს მეფემ გიორგი II-მ თავის ტიტულატურას
„ყოვლისა აღმოსავლისა და დასავლისა კესაროსის“ ტიტუ-
ლიც დაუმატა. რომის იმპერიის დაცემა
IV-VII სს-ში ადგილი ჰქონდა „ხალხთა დიდ XV ს-ის ფრანგული
გადასახლებას“, რაც მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე ახალი მინიატურა
ხალხების გამოსვლით აღინიშნა. განვითარების უფრო
დაბალ საფეხურზე მყოფი, ხალხების ამოძრავებამ მთლია-
ნად წალეკა ძველი ანუ ანტიკური სამყარო, მანამდე
არსებული ცხოვრების წესი და არა მარტო შეცვალა
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, არამედ მსოფლიოს დიდ
ნაწილში მკვეთრად დასწია ცოდნის და კულტურის დონე.
ყოველივე ამის გამო, მომდევნო, სულ ცოტა ხუთ საუკუნეს
ევროპისათვის ცოდნისა და კულტურის განვითარების
თვალსაზრისით, პირობითად, „უმეცრების ხანაც“ ეწოდება.
XI ს-ის მიწურულიდან მსოფლიო ისტორიაში ადგილი
ჰქონდა ისეთ მოვლენას, რომელიც ჯვაროსნული
ჯვაროსნული ლაშქრობები
ლაშქრობებითაა ცნობილი. ამ ლაშქრობების დროს ათიათა-
მიმდინარეობდა 1096-1291.
სობით ევროპელი რაინდი გაეცნო ბიზანტიას და მახლობელ
აღმოსავლეთს და მათი მეშვეობით ბერძნულ-რომაულ
კულტურას ეზიარა, რომელმაც თავი სწორედ მსოფლიოს ამ
რეგიონში შემოინახა.
ევროპელების მიერ ანტიკურ კულტურასთან
ხელახლა ზიარებამ XII-XIII სს-ისათვის საფუძველი მოუმზადა
კულტურის ისტორიის ახალ ეპოქას, რომელიც რენესანსის
ჰუმანისტები — ტერმინი
(აღორძინების) სახელითაა ცნობილი. ამ კულტურის
მომდინარეობს ლათინური
შემოქმედებს ჰუმანისტებსაც უწოდებენ. ჰუმანისტები სიტყვიდან ჰუმანუს — ადამია-
პირველები იყვნენ, რომლებმაც ანტიკურ ეპოქასა და მათ ნური.

75
თანამედროვე ეპოქას შორის საუკუნეებს კაცობრიობის
კულტურის უკანსვლის, სიბნელისა და უმეცრების ხანა
უწოდეს. ამგვარად, მათ კაცობრიობის ისტორია სამ პერიოდად
დაყვეს: ძველი, იგივე ანტიკური, შუა საუკუნეები, ანუ
კაცობრიობის ისტორიის „შავბნელი ხანა“ და ანტიკური
კულტურული ტრადიციების აღორძინება-აღდგენის, იგივე
რენესანსის, ანუ მათი თანამედროვე ეპოქა.
ამგვარად, XV საუკუნისათვის, თანდათანობით, დამკვი-
დრდა კაცობრიობის ისტორიის ახალი პერიოდიზაცია, რომლის
უპირატესობა მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის მანამდე
არსებულ სისტემებთან იმაში მდგომარეობდა, რომ ის ისტორიის
პერიოდებად დაყოფას საზოგადოების ცხოვრების ერთ-ერთი
ზოგადი მახასიათებლით — კულტურით შეეცადა. კაცობრიობის
ისტორიის ასეთ დაყოფას სამწევროვან დაყოფასაც უწოდებენ.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიტყვა „ანტი-
კური, ანუ ძველი“ ჰუმანისტებისათვის მხოლოდ ძველი
საბერძნეთისა და რომის ისტორიასა და კულტურას ნიშ-
ნავდა. ვინაიდან იმ დროს ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო არც
სხვა ძველი ქვეყნებისა და რეგიონების ისტორია და არც
კაცობრიობის ისტორიის ის ყველაზე ხანგრძლივი ეპოქა,
რომელიც სახელმწიფოს წარმოქმნამდე არსებობდა და
რომელსაც თანამედროვე მეცნიერები პირობითად წინარე-
ისტორიულ ან სახელმწიფოებამდელ ხანას უწოდებენ.
სამწევროვანი პერიოდიზაციის აღიარებისთანავე
არაერთი სირთულე იჩენს თავს. მაგალითად, ბუნებრივად
ისმის კითხვა: რა ავიღოთ მიჯნად ანტიკურ ხანასა და შუა
საუკუნეებს შორის? ან რომელი ისტორიული მოვლენა თუ
მოვლენები მივიჩნიოთ შუა საუკუნეების დასასრულად და
მსოფლიო ისტორიის ახალი ხანის დასაწყისად? ვინაიდან
ისტორიის ანტიკური პერიოდის ბოლო ოთხ საუკუნეზე
მეტხანს ამ სამყაროს დიდ ნაწილს რომის იმპერია
აერთიანებდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ანტიკური, ანუ
ძველი ხანის დასასრული მსოფლიო ისტორიის სამწვეროვანი
პერიოდიზაციის მიმდევრებმა ქალაქი რომის დაცემას
დაუკავშირეს.
ამგვარად, პირველი თარიღი, რომელიც ისტორიის
ძველ და შუა პერიოდებს შორის მიჯნად დასახელდა,
გერმანელი ალარიხის მიერ ქ. რომის აღების თარიღი იყო —
410 წ.

vin dayo istoria pirvelad Zvel, Sua da axal periodebad?

1469 წელს გერმანელი ფილოსოფოსის ნიკოლაუს კუზანელის (1401-1464) ხსოვნისადმი მიძღვნილი


პარაკლისის დროს წარმოთქმულ სიტყვაში ალერის ეპისკოპოსმა ჯოვანი ანდრეამ აღნიშნა:
„განსვენებულმა შესანიშნავად იცოდა ისტორია, როგორც ანტიკური, ისე შუა და თანამედროვე“.

410 წ., ანუ ალარიხის მიერ რომის აღების თარიღი, როგორც მიჯნა ანტიკურობასა და შუა საუკუნეებს
შორის პირველად დაასახელა იტალიელმა ისტორიკოსმა ფლავიუს ბიონდიმ (1388-1463) თავის
ნაშრომში: „ისტორიის დეკადები რომის დაცემის შემდეგ“, რომელიც იტალიის შუა საუკუნეების — 410-
1410 ისტორიას მიუძღვნა. იმავე ნაშრომში შუა საუკუნეების დასასრულად მან 1410 წელი
შემოგვთავაზა, რაც 410 წლისათვის 1000 წლის უბრალო მიმატებით მიიღო.

76
მოგვიანებით ანტიკურობის დასასრულის თარიღმა
ერთი საუკუნით გადაიწია — 313 წ. ეს თარიღი რომის იმპერიაში
ქრისტიანობის ნებადართულ რელიგიად გამოცხადებას
უკავშირდება. ეს უკვე ახალი ნიშნულის შემოტანას ნიშნავდა.
ამავე ხანებში შუასაუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად
1453 წ. ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და
ბიზანტიის, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაცემის თარიღი
იქნა შეთავაზებული.
ორივე ეს თარიღი მსოფლიო ისტორიის უეჭველად
მნიშვნელოვანი წყალგამყოფია. მართლაც, 313 წ. რომის
იმპერიაში ქრისტიანობის ნებადართულ რელიგიად გამოც-
ხადება, ანტიკური სამყაროს ამ მოწინავე რეგიონში
წარმართობის, როგორც ანტიკური პერიოდის იდეოლოგიის,
დასასრულს მოასწავებდა. ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა
როგორც ანტიკური, ანუ წარმართული საზოგადოების
აზროვნების მოდელი, ისე მისი ყოველდღიური ცხოვრების
წესი.
რაც შეეხება ათასწლოვანი ბიზანტიის დაცემას, ეს
მოვლენა ქრისტიანულმა სამყარომ, მათ შორის, საქართველომაც
უდიდეს ტრაგედიად აღიქვა. მით უფრო, რომ თურქ-ოსმანები
საბოლოოდ გაბატონდნენ დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთთან
(ინდოეთი, ჩინეთი) დამაკავშირებელ მაგისტრალებზე. ამან
დასავლეთ ევროპას ახალი გზების ძიებისაკენ უბიძგა, რასაც
დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს
შედეგად დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მოჰყვა.
ადგილი ჰქონდა XV-XVIII სს.-
მესამე თარიღი, რომელიც სამწვეროვანი პერიო- ში, როდესაც ევროპელებმა
დიზაციის მიმდევრებმა ანტიკური პერიოდისა და შუა ახალი კონტინენტები
საუკუნეების მიჯნად დაასახელეს, გერმანული წარმოშობის აღმოაჩინეს. თუმცა, როდესაც
რომაელი სარდლის ოდოაკრის მიერ რომის ბოლო დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს,
იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდების და რომის, როგორც როგორც შუა საუკუნეებისა და
სახელმწიფოს ფუნქციონირების საბოლოოდ შეწყვეტის წელია ახალი ისტორიის მიჯნად
— 476 წ. დღეს ეს თარიღი აღნიშნული პერიოდიზაციის ასახელებენ, ამ აღმოჩენების
მომხრეთა შორის ყველაზე უფრო გაზია-რებულია. საწყის პერიოდს 1492-1521
წლებში, ან სულაც 1492 წ.-ს,
ბევრად უფრო რთული შუა საუკუნეებისა და ახალი
კოლუმბის მიერ ამერიკის
ისტორიის გამიჯვნა აღმოჩნდა, ვინაიდან კონსტანტი-
აღმოჩენის თარიღს
ნოპოლის დაცემის შემდეგ შუა საუკუნეებისა და ახალი გულისხმობენ.
ისტორიის გასაყარზე არაერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა
მოხდა. ერთ-ერთი ზემოთ უკვე ნახსენები „დიდი გეოგ-
რაფიული აღმოჩენებია“, რომელმაც დედამიწის შესახებ
ახალ ცოდნას და კაცობრიობის გამთლიანებას დაუდო
საფუძველი.
მსოფლიო ისტორიაში ეს იმდენად მნიშვნელოვანი
წყალგამყოფია, რომ XVIII ს-იდან ისტორიკოსთა ერთმა
ნაწილმა ის შუა საუკუნეების დასასრულად და ახალი ხანის
დასაწყისად მიიჩნია.
ვინც ,,დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს” შუა
საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად იღებს,
ისტორიული პერიოდების გამიჯვნა-დახასიათებისათვის
უპირატესობას პოლიტიკურ-ეკონომიკურ მახასიათებელს
ანიჭებს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები პოლიტიკურ-

77
ეკონომიკურ მახასიათებლად იმიტომ უნდა მივიჩნიოთ,
რომ მან საფუძველი დაუდო კოლონიალური იმპერიების
შექმნას და მსოფლიოს ახალი ეკონომიკური სისტემის
თანდათანობით ჩამოყალიბებას.
XVI ს-ის დასაწყისში (1517 წ.) ევროპაში დაიწყო
რეფორმისტული მოძრაობა, რომელიც კათოლიკური
ეკლესიის რეფორმას ისახავდა მიზნად. ეს შუასაუკუნეობრივი
ევროპის სულიერი ცხოვრების საფუძვლის, კათოლიკური
ეკლესიისათვის იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ
ისტორიკოსთა ნაწილმა რეფორმაციის დასაწყისი შუა
საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად მიიჩნია.
როგორც ვხედავთ, ისტორიის ძველი, შუა და ახალი
პერიოდების გამმიჯნავ თარიღებს შორის განსხვავება დიდად
არის დამოკიდებული იმაზე, თუ, რა მახასიათებლებს
მივანიჭებთ უპირატესობას. მაგალითად, თუ ჰუმანისტების
მსგავსად, ძირითად მახასიათებლად კულტურას ავიღებთ,
აღმოჩნდება, რომ სხვა თარიღებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა,
თუ მახასიათებლად რელიგია-იდეოლოგიას ავიღებთ — სხვას,
თუ გეოგრაფიულ-ეკონომიკურ ფაქტორს (გეოგრაფიული
აღმოჩენები, საზოგადოებაში დოვლათის დაგროვება და ა.შ.) —
სხვას და თუ პოლიტიკურს (ქალაქის, ან ქვეყნის აღება-დანგრევა,
ან პირიქით, აშენება-დაარსება, ქვეყნის გამთლიანება-დაშლა) —
სხვას, მაგრამ იმისათვის, რომ აქ ჩამოთვლილი მახასიათებ-
ლებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს ერთად მივანიჭოთ
უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ,
რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი. ამას ძირითადი
მახასიათებლის განსაზღვრა ჰქვია.
თუ ამ კუთხით ანტიკური ხანის სახელმწიფოებს
გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ, მიუხედავად ანტი-
კური სახელმწიფოების გეოგრაფიულ-რეგიონალურ-ეთნი-
კური მრავალფეროვნებისა, რამაც, ბუნებრივია, პოლიტი-
კური წყობის განსხვავებული ვარიაციები მოგვცა, მაინც
იკვეთება ის ძირეული საერთო ნიშნები, რომელიც მოჭარ-
ბებულად მხოლოდ ისტორიის ამ პერიოდის სოციალურ-
ეკონომიკურ სისტემას და კულტურას ახასიათებს და, რაც
მას სხვა ისტორიული პერიოდებისაგან განასხვავებს.
ამის უკეთ გასაგებად, აუცილებელია კაცობრიობის
ისტორიის ანტიკური პერიოდის მოკლე დახასიათება.
მართლაც, რა წესები თუ კანონები განაპირობებდა ამ
საზოგადოების ცხოვრებას? როგორი იყო მისი ტექნიკისა
თუ ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების
განვითარების დონე? მისი ფილოსოფიური თუ რელიგიური
წარმოდგენები?
ანტიკური ხანა კაცობრიობის ისტორიის ის პერიო-
დია, როდესაც საზოგადოებამ წინარეისტორიული, ანუ
სახელმწიფოებამდელი მდგომარეობიდან ისტორიულ, ანუ
სახელმწიფოებრივ ხანაში შეაბიჯა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის
საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზების სრულიად ახალ
საფეხურზე ავიდა, რაც სახელმწიფოს შექმნაში გამოიხატა.

78
ანტიკურ საზოგადოებაში ადამიანები ორ დიდ
კატეგორიად იყოფოდნენ: საზოგადოების წევრებად, ანუ
თავისუფალ და საზოგადოების მიღმა მყოფ, არათავისუფალ
ადამიანებად, ანუ მონებად. თავისუფლებიც უფლებებით
ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. სრულუფლებიან
საზოგადოების წევრს მკვიდრი, მოქალაქე წარმოადგენდა.
შეზღუდული უფლებების „თავისუფალს“ არამკვიდრები და
სხვადასხვა დროს მოსული ადამიანები ქმნიდნენ, რომლე-
ბიც, უმეტესად, ეთნიკურ-რელიგიურ თემებად ცხოვრობ-
დნენ. ამ კატეგორიას განთავისუფლებული მონებიც ავსებ-
დნენ.
კაცობრიობის ისტორიის ანტიკური პერიოდი, მისი
მომდევნო შუა საუკუნეებისაგან განსხვავებით, მოქალა-
ქეებს, ანუ ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობას წოდებრივი
ნიშნით არ ყოფდა. ბუნებრივია, ანტიკურ საზოგადოებაშიც,
წარმომავლობა ადამიანებს შორის განსხვავებას ქმნიდა,
მაგრამ ეს ძირითადად არა წოდებრივ პრივილეგიებში,
არამედ წინაპრების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ სიმ-
დიდრესა და გავლენაში გამოიხატებოდა, ამიტომაც გამოჩე-
ნილი და სახელოვანი წინაპრები ანტიკური პერიოდის
ადამიანისათვის უდიდესი სიამაყისა და თავმოწონების
საგანი იყო. მან ზეპირად იცოდა თავისი წინაპრების
ხანდახან ათეული თაობის წარმომადგენელთა სახელები და
თითოეული მათგანის მიერ ჩადენილი გმირობისა და
დიადი საქმეების შესახებ, დაწვრილებითა და სიამაყის
გრძნობით აღვსილი, მოუთხრობდა ნაცნობებსა თუ
უცნობებს.
სიმდიდრე-სიღარიბისა თუ თანამდებობრივ-იერარ-
ქიული კიბის სხვადასხვა საფეხურზე ყოფნის მიუხედავად,
ანტიკური საზოგადოების მოქალაქეები კანონის წინაშე
თანაბარნი იყვნენ. ამით ეს საზოგადოება საოცრად წააგავს
თანამედროვეს, ოღონდ ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვა-
ვებით — მას ახასიათებდა ტექნიკისა და ტექნოლოგიების
განვითარების უდაბლესი დონე.

ანტიკური საბერძნეთის მოქალაქეები (რეკონსტრუქცია)

79
იმავდროულად, არათავისუფალი, ანუ მონა ანტიკური
საზოგადოებისათვის ადამიანად არ განიხილებოდა, ის
ანტიკური საზოგადოების მიღმა იდგა, მას არავითარი
უფლებები არ ჰქონდა და კანონის მხოლოდ ობიექტი იყო.
მონები ასრულებდნენ ყველა სახის სამუშაოს, რასაც მათ
უბრძანებდნენ.
ანტიკური ცივილიზაციის წამყვან ქვეყნებში: ბერძ-
ნულ ქალაქ-სახელმწიფოებში — პოლისებში და რომის სახე-
ლმწიფოში მონების რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი
დოვლათის ძირითად მწარმოებლებადაც კი იქცნენ.
იმჟამად არსებული სოციალური ინსტიტუტებით, უფ-
რო ზუსტად, მათი აღმნიშვნელი ტერმინებით თუ ვეცდე-
ბით მსოფლიო ისტორიის ანტიკური პერიოდისათვის სახე-
ლის შერქმევას, მას უფალ-მონობის ხანა შეიძლება
ვუწოდოთ.
ანტიკური პერიოდი, ძირითადად, კაცობრიობის
წარმართობის ხანა იყო, როდესაც ადამიანები მრავალ
ღმერთს ეთაყვანებოდნენ.
ისტორიის ანტიკური პერიოდი ქალაქური ცივილიზაციის
ხანა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიკური საზოგადოების
ცხოვრების ცენტრი ქალაქი იყო, განვითარებული ხელოს-
ნობით, ვაჭრობითა და ფულის მიმოქცევით.
უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ქალაქური ცხოვრებისა
და ვაჭარ-ხელოსნობის განვითარების შედარებით მაღალი
დონე, ეკონომიკის ბაზარზე ორიენტირებულობა, და განსა-
კუთრებით გაცხოველებული საგარეო ვაჭრობა, ისევე,
როგორც ამის თანმდევი ფულის ინტენსიური ბრუნვა, არის
ის უმთავრესი ნიშანი, რაც გამოარჩევს კაცობრიობის ისტო-
რიის აღნიშნულ პერიოდს შემდგომი, შუა საუკუნეების
ეპოქისაგან, განსაკუთრებით, შუა საუკენეების ადრეული
ეტაპისაგან და რაც ანტიკურ სამყაროს კვლავაც თანამედრო-
ვე ეპოქას ამსგავსებს.
სხვადასხვა რეგიონებში, განსხვავებული პოლიტიკური
წყობილების, თუ სხვა თავისებურების მიუხედავად, ანტი-
კური ქვეყნები ერთიან, შეკრულ სამყაროს ქმნიდნენ,
რომელსაც მყარი პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული
ურთიერთობები აერთიანებდა.
ანტიკურ სახელმწიფოებს ჰქონდათ მეტ-ნაკლებად
მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნოლო-
გიური საფუძველი და რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედუ-
ლებები.

რამ განაპირობა ისტორიის ანტიკური პერიოდის


დასასრული?

ზოგი ამას გარეშე ძალას უკავშირებს, რომელშიც


ხალხთა დიდი გადასახლება იგულისხმება.

80
ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: მართლაც განვითარების
უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი ხალხების ამოძრავება
გახდა მთავარი მიზეზი ძველი ცივილიზაციის დაღუპვის, თუ
ეს მიზეზი უფრო ღრმად, თვით ამ საზოგადოების განვითარების
თავისებურებებშია საძიებელი?
ახალი ხალხების ისტორიის ასპარეზზე გამოჩენამ
ანტიკურ სამყაროს მართლაც დიდი დარტყმა მიაყენა.
განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი,
სახელმწიფოებრიობის ჯერ არმქონე ხალხების ამოძრავებამ
და ამის შედეგად ძველი მსოფლიოს უდიდეს ნაწილში
გამეფებულმა განუკითხაობამ, მსოფლიოს უმთავრეს სავაჭ-
რო-საქარავნო გზებზე უსაფრთხოება მოშალა, რამაც ამ
სავაჭრო გზებს კარგა ხნით მათი მნიშვნელობა დააკარგვინა.
მსოფლიო ვაჭრობის მოშლამ ანტიკური სამყაროს ეკონო-
მიკური უკანსვლის უკვე დაწყებული პროცესი უფრო
დააჩქარა. ეკონომიკურ უკანსვლაში პირველ რიგში ვაჭრო-
ბის, ხელოსნობის და ფულის მიმოქცევის მნიშვნელოვნად
შემცირება იგულისხმება, რასაც ანტიკური ქალაქების
დაკნინება, სოფლებად გადაქცევა ან სულაც გაქრობა მოჰყვა.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ანტიკური
საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ნგრევის
მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, თვით ამ საზოგადოებაში
უნდა ვეძებოთ. საქმე ისაა, რომ ანტიკური საზოგადოების
დაქვეითება ახ. წ. III ს-დან დაიწყო, ხალხთა დიდი
გადასახლება კი IV ს-დან. ასე რომ, ეს მოვლენა მხოლოდ
დაქვეითების პროცესის დამაჩქარებლად და დამასრუ-
ლებლად შეიძლება მივიჩნიოთ და არა მიზეზად. მიზეზი
კი შემდეგში მდგომარეობდა: ანტიკურ სამყაროში
მოსახლეობისა და საზოგადოების მოთხოვნების ზრდა
შეუსაბამობაში აღმოჩნდა იმჟამინდელი ტექნიკისა და
ტექნოლოგიების შესაძლებლობებთან, რომლებიც, თავია-
ნთი განვითარების ფრიად დაბალი დონის გამო, ამ
მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდნენ.
რომის სახელმწიფოს შემოსავალი ვაჭრობიდან,
წარმოებიდან და სოფლის მეურნეობიდან, ანუ ის გადა-
სახადები, რასაც რომის მოქალაქეები თუ დაქვემ-
დებარებაში მყოფი რეგიონები სახელმწიფოს უხდიდნენ,
ვერ ფარავდა სახელმწიფოს სულ უფრო მზარდ ხარჯებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფოს ხარჯები ბევრად
უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე შემოსავლები.
ტექნიკის დაბალი დონე, მონური შრომის, ანუ წარმოების
გაუმჯობესების ინტერესის არმქონე მწარმოებლის ფონზე, ინტენსიფიკაცია
წარმოების განვითარებისა და ინტენსიფიკაციის გზით, წარმოებისა და საწარმოო
პროდუქციის გაზრდის ისეთი
შემოსავლების გაზრდის საშუალებას არ იძლეოდა. ასეთ
საშუალებაა, რომელიც შრომის
შემთხვევაში შემოსავლების გაზრდის ორი გზა რჩებოდა: და- ორგანიზაციისა და
პყრობითი ომები ან მოსახლეობისათვის გადასახადების ტექნოლოგიების გაუმჯობესებას
დამძიმება. ეფუძნება.

81
დაპყრობითი და, საერთოდ, ომები დიდ ხარჯებს
და დიდ ადამიანურ რესურსებს მოითხოვდა. უნდა
ითქვას, აგრეთვე, რომ რომის იმპერიამ ახ. წ. II საუკუ-
ნეში თავის მაქსიმალურ საზღვრებს მიაღწია. ახალი
სამხედრო წარმატებები თვისობრივად ახალი ტიპის შეი-
არაღებას და ჯარს მოითხოვდა. ეს კი ანტიკური
ცივილიზაციის შესაძლებლობებს აღემატებოდა. გადასახა-
დების ზრდაც, რომელიც მეურნეობისა და ზოგადად
ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობიდან კი არ გამომდინა-
რეობდა, არამედ სახელმწიფოს მხრივ თვითნებურად
მოქალაქეებისაგან წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი
თანხის ამოღებას ისახავდა მიზნად, მხოლოდ დროებით
ეფექტს იძლეოდა. ასე უსაფუძვლოდ გაზრდილი გადასა-
ხადები ერთი-ორი წლით სახელმწიფო შემოსავალს კი
ზრდიდა, მაგრამ მწარმოებელს აჩანაგებდა და შესაბა-
მისად, მომავალში მისგან გადასახადის აკრეფას შეუძ-
ლებელს ხდიდა. ბუნებრივია, ყოველივე ეს მყისიერად არ
მომხდარა, მაგრამ კრიზისი უკვე, როგორც აღვნიშნეთ, ახ.
წ. III საუკუნეში დადგა, რაც, უპირველეს ყოვლისა,
იმპერიის ქალაქებში ვაჭრობა-ხელოსნობის თანდათა-
ნობით შემცირებასა და მოსახლეობის გაღარიბებაში
გამოიხატა.
ასეთ ვითარებაში ქალაქის მოსახლეობამ თავის
რჩენის მიზნით, ნელ-ნელა სოფელს მიაშურა, სადაც
მსხვილი მიწათმფლობელების ლატიფუნდიებში — დიდ
და ვრცელ მამულებში დასახლდა, მათ სამსახურში
შევიდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.
ყოველივე ზემოთქმული, წარმოდგენას გვიქმნის
ანტიკური ეკონომიკური წყობის ნგრევის მიზეზებზე,
მაგრამ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, როდის
დაიწყო შუა საუკუნეები, ზოგადად უნდა გავერკვეთ, თუ
რას ვგულისხმობთ ამ ტერმინში, ანუ რა არის შუა
საუკუნეების, როგორც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი
ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მონაკვეთის მთავარი
სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები.
ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც ძველი
მსოფლიო მოიცვა, არსებული ანტიკური სოციალურ-
ეკონომიკური სისტემა თანდათანობით ახალი, შუა საუკუ-
ნეებისათვის დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური
სისტემით შეცვალა. მართლაც ძველი, ანტიკური იმპერიების
განადგურებამ და უზარმაზარ სივრცეზე ბარბაროსული
სახელმწიფოების წარმოქმნა-გაბატონებამ, არა მარტო
მკვეთრად დასცა კულტურისა და ცოდნის დონე, არამედ
ჯერ კიდევ ანტიკურ იმპერიებში დაწყებული ეკონომიკური
კრიზისი, რომელიც ქალაქების დაკნინებასა და ფულის
მიმოქცევის შემცირებაში გამოიხატა, საყოველთაო და
შეუქცევადი გახადა. თუ ანტიკური იმპერიები ორ ეკონო-
მიკურ ბოძს — სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობას
ეყრდნობოდნენ, შეიძლება ითქვას, ერთი ბოძი ჩამოიქცა.

82
ფულის სიმცირემ და ქალაქში თავის შენახვის შეუძ-
ლებლობამ, ქალაქის მოსახლეობას მასიურად სოფლისაკენ
უბიძგა.
ამგვარად, თუ ანტიკური ცივილიზაციის ეკონომიკური
ცენტრი ქალაქი იყო, შუა საუკუნეების გარიჟრაჟზე,
ეკონომიკური ცხოვრების მთავარი საყრდენი სოფელი გახდა.
ხოლო რომაელ არისტოკრატთა ლატიფუნდიები, სადაც
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, უპირველეს ყოვლისა,
საბაზროდ, ანუ გასაყიდად მოჰყავდათ და ამით ამერიკაში,
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მონის შრომაზე დამყარებულ
პლანტაციებს მოგვაგონებდნენ, შეცვლილ ისტორიულ ვითა-
რებაში თანდათანობით თვითკმარ, კარჩაკეტილ ნატურალურ
მეურნეობებად გარდაიქმნენ.

რას ვგულისხმობთ გამოთქმაში: ნატურალური


მეურნეობა?
ნატურალური მეურნეობა ბაზარსა და ყიდვა- ნატურალური მეურნეობა -
გაყიდვაზე ნაკლებად ორიენტირებული მეურნეობაა. მისი მეურნეობა, სადაც პროდუქტს
უმთავრესი მიზანი მიწის მუშაკისა და მიწის მეპატრონის აწარმოებდნენ პირადი
გამოკვებაა. ასეთი მეურნეობა, ზოგადად, განუვითარებელ, მოხმარებისათვის და არა
ბარბაროსულ საზოგადოებებს ახასიათებთ, როგორიც იყვნენ გასაყიდად.
კიდეც ისტორიის ასპარეზზე გამოსული ახალი ხალხები.
ასეთივე მეურნეობა შეიძლება მეტ-ნაკლებად
განვითარებულ საზოგადოებაშიც წარმოიშვას, მანამდე
არსებული საბაზრო ურთიერთობების მძიმე ეკონომიკური
კრიზისის შედეგად ნგრევის გამო, რასაც, როგორც ზემოთ
შევეცადეთ გვეჩვენებინა, ადგილი ჰქონდა ჩვენ მიერ
მაგალითად აღებულ რომის ანტიკურ იმპერიაში.
ეკონომიკური ცხოვრების უკანსვლისა და ნგრევის
მასშტაბებს მით უკეთ გავიაზრებთ, თუ დავაკვირდებით,
რომ ანტიკურობისა და შუა საუკუნეების გასაყარზე ზემოთ
განხილული ორივე შემთხვევის თანხვედრა მოხდა.
ვინაიდან ფული საზოგადოებაში ფრიად მცირე იყო
და მისი შოვნა წარჩინებულებსაც კი უჭირდათ, ამიტომ
ადამიანები აღებ-მიცემობას უმრავლეს შემთხვევაში
პროდუქტის პროდუქტზე გაცვლით, ანუ ნატურით
აწარმოებდნენ. მაგალითად, ხელოსანი გლეხს უმზადებდა
მისთვის საჭირო იარაღს, ვთქვათ — თოხს, მისგან კი,
ფულის ნაცვლად, თოხის დამზადების საფასურს ხორბლით,
ან სხვა პროდუქტით იღებდა, თანაც იმ რაოდენობით,
რაზედაც წინასწარ ჰქონდათ შეთანხმება.
ადრეშუასაუკუნეები ევროპისა და აზიის დიდ
ნაწილში სწორედ ნატურალური მეურნეობის გაბატონებით
დაიწყო. ნატურალური მეურნეობის ხასიათიდან და მიზ-
ნებიდან მისი კარჩაკეტილობა და თვითკმარობა თავის-
თავად გამომდინარეობს.
ბუნებრივია, კარჩაკეტილია ეკონომიკა, რომელიც
ბაზარზე და, შესაბამისად, გარე სამყაროზე ნაკლებადაა
ორიენტირებული. მართლაც, ხშირი შემოსევებისა და რბევა-

83
აწიოკების კვალდაკვალ დიდი მამულები გამაგრებულ
ჯუჯა სახელმწიფოებს დაემსგავსნენ საკუთარი ლაშქრითა
და მმართველობით. მსხვილი მემამულეების სასახლეები და
რომაული ტიპის ვილები კი ციხე-დარბაზებად იქცნენ.
თითოეული მამული, ძირითადად, თვითონ აწარმოებდა
ცხოვრებისათვის საჭირო პროდუქტებს თუ ნივთებს,
ამიტომ ქვეყნის სხვა მხარეებზე ნაკლებად იყო დამოკი-
დებული. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც მეურ-
ნეობის თვითკმარობაზე ვსაუბრობთ.
ბარბაროსთა შემოსევებმა ამგვარ სისტემას, რომის
იმპერიის საზღვრებში, სახე ძირითადად იმით უცვალა, რომ
ძველი რომაული არისტოკრატიის ნაცვლად ახლა გერმანელ
ტომთა ბელადები და მეომრები აქცია მმართველ კლასად და
მსხვილი მამულების ბატონ-პატრონად. ასეთ მამულებში
ახალი წარჩინებულები თავიანთი დიდი ოჯახებითა და
მთელი სახლეულით: მსახურებით, მოლაშქრეებით და ა.შ.
სახლდებოდნენ.
სახლეულის ერთიან აღმნიშვნელ ძველ ქართულ
ტერმინად ტაძრეული იქცა, რაც ბატონის, მთავრის, მეფის
სასახლეში მცხოვრებს, ბატონის მოლაშქრე-მხლებელს
აღნიშნავდა. კიდევ უფრო ნიშანდობლივია რუსული
ტერმინი დვორიანე, რომელიც თავდაპირველად „დვორ“-ში,
ანუ ეზო-სასახლეში მცხოვრებს გულისხმობდა, შემდგომ კი,
ზოგადად, ფეოდალური კლასის, ანუ თავადაზნაურობის
აღმნიშვნელი გახდა.
მართლაც, ფულის მიმოქცევის შემცირების ფონზე
ხელისუფლებისათვის (მთავარი, მეფე და ა.შ.) ძნელი
ხდებოდა ტაძრეულისათვის — სამოხელეო აპარატისა და
ლაშქრისათვის — ხელფასის გაცემა, რის გამოც, ხელფასის
ნაცვლად მათ გამოსაკვებად დროებით სარგებლობაში მიწას:
სოფელს ან სოფლებს აძლევდა.
მიწით დაჯილდოებული პირი თავის სამფლობელოში
მთელი თავისი ოჯახითა და მსახურებით სახლდებოდა,

მომთაბარე ბარბაროსებთან ომის ამსახველი რელიეფი.

84
ხოლო იქ მის მისვლამდე მცხოვრები მიწის მუშაკი ახლად
მოვლენილი მიწის მესაკუთრის განკარგულებაში გადა-
დიოდა. ამის შემდეგ მიწის მუშაკისა და მიწის მესაკუთრის
ურთიერთობა შემდეგნაირად ეწყობოდა: მიწის მუშაკი
მესაკუთრის მიწით სარგებლობის გამო ვალდებული იყო
საკუთარი შრომით მოყვანილი მოსავლის ნაწილი მესაკუთ-
რისათვის ეწილადა, ანუ ისიც ერჩინა.
თავდაპირველად, ევროპასა და საქართველოში ფეო-
დალებს სამსახურის პირობით მიცემული მიწები დროებით სამხედრო სამსახურის პირობით
სარგებლობაში ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით, სამეფო მეფის მიერ დროებით
ხელისუფლების შესუსტებისა და ზოგ შემთხვევაში ნაწყალობებ მამულს სხვადასხვა
საერთოდ გაქრობის შედეგად — მემკვიდრეობით მფლო- ქვეყნებში სხვადასხვა სახელები
ბელობაში დარჩათ. ჰქონდათ: ფრანკთა სამეფოში
ასე ჩაეყარა საფუძველი დასავლეთ ევროპაში ბენეფიციუმი, არაბთა
ფეოდალურ სისტემას. სახელწოდება ლათინური სიტყვა სახალიფოში, სელჩუკთა
„ფეოდიდან“ მოდის. ასე, მემკვიდრეობით გადაცემის სასულთნოსა და ილხანთა
უფლებამინიჭებულ ბენეფიციუმს უწოდებდნენ. ფეოდი- მონღოლურ სახელმწიფოში —
დან ტერმინი ფეოდალიზმი შეიქმნა, რაც ზოგადად შუა იქტა, ოსმალთა სასულთნოში —
საუკუნეების ნატურალურ-კარჩაკეტილი და თვითკმარი თიმარი და ზიამეთი, სეფიანთა
სოციალურ-ეკონომიკური სისტემების აღსანიშნავადაც სპარსეთში — თიული, რუსეთში
გამოიყენება. — პომესტიე ეწოდებოდა.
ფეოდალური საზოგადოება წოდებრივი საზოგა- ზოგადად ასეთ მამულს ლენი, ამ
დოება იყო. ის, რეგიონალური თავისებურებებისდა მიუხე- ტიპის ურთიერთობებზე
დავად, ყველგან რამდენიმე სოციალურ წოდებად იყოფოდა აგებულ სისტემას კი სამხედრო-
და ყოველ წოდებას გამოკვეთილი უფლება-მოვალეობები ლენური სისტემა ეწოდება.
ჰქონდა, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობით ან ადათ-
ჩვევებით იყო განმტკიცებული. საკუთრივ ფეოდალები,
როგორც სამხედრო-სამოხელეო ფენა, ქვეყნის მართვას და
კანონიერების დაცვას უზრუნველყოფდნენ, სამღვდელოება
საზოგადოების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავდა,
გლეხობა კი ამ ორ მაღალ წოდებას ემსახურებოდა. ძველი
ხატოვანი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, არისტოკრატია ხმალს
იქნევდა, სამღვდელოება ლოცულობდა, გლეხობა კი მათ
გამოსაკვებად ოფლს ღვრიდა.
ნიშანდობლივია, რომ ამ გამონათქვამში ქალაქის მო-
სახლეობა საერთოდ არ იხსენიება, ვინაიდან ფეოდალური
ეპოქის გარიჟრაჟზე ქალაქის მოსახლეობა, ანუ ვაჭარ-ხელო-
სნობა ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელო როლს ასრუ-
ლებდა.
შუა საუკუნეების მიწის მუშაკი — გლეხი, თავდა-
პირველად, თავისუფალი ადამიანი იყო და ფეოდალისაგან
სხვაგან წასვლა შეეძლო. მისი მოვალეობებიც — ბეგარა-
გადასახადი, თუ მემამულის ყანაში გაწეული სამუშაო, იმ
მიწით სარგებლობით იყო განპირობებული, რომლის უზე-
ნაეს მესაკუთრედ მემამულე მიიჩნეოდა.
ბუნებრივია, გლეხს სხვაგან წასვლისა და მემამულის
მიწის მიტოვების შემთხვევაში, მიწის მეპატრონის მიმართ
მოვალეობებიც ეხსნებოდა. მოგვიანებით, მუშახელისა და
მიწის მუშაკის მიერ შესატანი ბეგარა-გადასახადების
დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ფეოდალებმა
გლეხების ერთი ბატონისაგან მეორესთან, თუ საერთოდ
სხვაგან (მაგალითად, ქალაქში) წასვლა, შეზღუდეს. ასეთ
შეზღუდვებს მეფეები დროდადრო კანონის სახეს აძლევ-

85
დნენ. საბოლოოდ გლეხს ბატონისაგან წასვლა აეკრძალა,
გაქცევის შემთხვევაში კი, მისი ძებნა დაწესდა. ამას მიწის
მუშაკის დაყმევება ჰქვია.
სხვადასხვა რეგიონებში თუ ქვეყნებში გაქცეული
გლეხის ძებნისა და უკან დაბრუნების სხვადასხვა ვადები
არსებობდა. რუსეთში გლეხს გაქცევის შემთხვევაში მუდ-
მივად ეძებდნენ და მის შვილებსა და შვილიშვილებსაც კი
ძველ პატრონს უბრუნებდნენ. საქართველოში გლეხს
ყველაზე უმეტეს ოცდაათი წელი ეძებდნენ.
გლეხის, ანუ ქვეყნის მკვიდრი მიწის მუშაკის
დაყმევებით, შუა საუკუნეები მნიშვნელოვნად განსხვავდება
ანტიკური ხანისაგან, სადაც მკვიდრი მიწის მუშაკი, თავი-
სუფალი მოქალაქე იყო. რაც შეეხება მონას, ის როგორც
გვახსოვს, ანტიკურ სამყაროში არა თუ მოქალაქედ, არამედ
ადამიანადაც არ მოიაზრებოდა. ამ ნიშნით შუა საუკუნეები
მნიშვნელოვნად განსხვავდება ახალი ისტორიისაგანაც, რო-
დესაც მიწის მუშაკი კვლავ ყმობისაგან განთავისუფ-
ლებული ფერმერი ხდება.
გლეხის დაყმევებისა და იძულების ფორმები
ყველგან ერთგვაროვანი არ იყო და ეს განსხვავება მხოლოდ
გაქცეული გლეხის ძებნის ვადებით როდი ამოიწურებოდა.
ქართველი გლეხი, ევროპელი მიწის მუშაკის
მსგავსად, საგლეხო მამულს — ფუძეს იყო მიმაგრებული,
რომელიც მას მუდმივ მემკვიდრეობით მფლობელობაში
წასვლისა და გაყიდვის უფლების გარეშე ჰქონდა. მიწის
უზენაეს პატრონად ფეოდალი განიხილებოდა, მაგრამ
გლეხი, შეიძლება ითქვას, მუდმივი მოიჯარე იყო. გლეხის
გაყიდვა-გასხვისება მხოლოდ მის მთლიან სამეურნეო
ერთეულთან — მამულთან ერთად იყო შესაძლებელი. ასე
რომ, გაყიდვის შემთხვევაში გლეხი უბრალოდ პატრონს
იცვლიდა და ახალი პატრონის მიმართ ძველი ბეგარა-
სამსახურის შესრულებას აგრძელებდა. რაც შეეხება მის მიწა-
მეურნეობას — ის კვლავ მის მემკვიდრეობით მფლობე-
ლობაში რჩებოდა. გლეხის ოჯახის წევრების ცალ-ცალკე და
უმიწოდ გაყიდვას საქართველოში კანონი კრძალავდა. იგივე
წესით ხდებოდა ყმა გლეხის გაჩუქება, მზითვში მიცემა.
გლეხის დაყმევების უფრო მსუბუქი ფორმა
მუსლიმურ ქვეყნებში შემუშავდა, სადაც, მაგალითად,
ოსმალეთში გლეხი — რაია გადასახადს იყო მიმაგრებული
და არა მიწას. შესაბამისად, მას სხვაგან წასვლა არ ეზღუ-
დებოდა. გადასახადი რაიას — გლეხს მეპატრონისათვის
უნდა გადაეხადა, ოღონდ ამას სოფელში ყოფნით
მოახერხებდა თუ სხვაგან წასვლით, მისი საქმე იყო. თუმცა,
უნდა ითქვას, რომ დაფანტულ და გაქცეულ რაიებს —
გლეხებს ხელისუფლების წარმომადგენლები ეძებდნენ და
პოვნის შემთხვევაში მათ კვლავაც უკან, სოფელში აბრუ-
ნებდნენ. ყველაზე უფრო მძიმე, თითქმის მონის მსგავს
მდგომარეობაში რუსი გლეხი „კრესტიანინი“ იმყოფებოდა.

86
ის უშუალოდ არა მამულს, არამედ ბატონს და საცხოვრებელ
ადგილს — თემს იყო მიმაგრებული.
გადასახადიც რუსეთში გლეხს და მის მამულს კი არა,
თემს ჰქონდა შეწერილი. მაგალითად, თუ თემში ათი გლეხი
ცხოვრობდა და თემის გადასახადი 10 რუბლი იყო,
შესაბამისად, თითოეულ გლეხზე 1 რუბლი მოდიოდა.
მაგრამ გლეხის გაქცევის შემთხვევაშიც თემის გადასახადი
კვლავ 10 რუბლი რჩებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლა
თითოეულ გლეხზე უკვე 1,11 რუბლი მოვიდოდა. ამიტომ
თანამეთემეები ერთმანეთს უთვალთვალებდნენ, რომ
შემთხვევით ვინმე არ გაქცეულიყო. ყველაზე მძიმე რუსი
კრესტიანინის მდგომარეობაში, რაც მას უფლებრივად ანტი-
კური პერიოდის მონასთან აახლოვებდა, მიწის ნაკვეთზე
მუდმივი მფლობელობის უფლების არქონა იყო. მართლაც,
მიწის ნაკვეთი „კრესტიანინს“ მუდმივ სარგებლობაში როდი
ჰქონდა. თემი სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ მიწების ხელ-
ახალ გადანაწილებას ახდენდა და ერთი გლეხის მინდორი
ახლა მეორის ხელში გადადიოდა. ამიტომ გლეხის გაყიდვის
შემთხვევაში მებატონე მას, ბუნებრივია, მიწისა და მამულის
გარეშე ჰყიდდა. ასე რომ, გლეხის ოჯახის დანგრევა და
ცოლ-ქმრის ან შვილებისა და მშობლების ცალ-ცალკე
გაყიდვა ჩვეულებრივი რამ იყო. ახალ მებატონეს ნაყიდი
გლეხი საკუთარ მამულში მიჰყავდა, რომელიც შესაძლოა
ქვეყნის სულ სხვა ბოლოში ყოფილიყო და გაყიდულ გლეხს
თავის სიცოცხლეში ცოლ-შვილი ვეღარც ენახა. გლეხები რუსეთში
საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობაც ფეოდალური გრავიურა გერმანელი მოგზაურის
ურთიერთობის საფუძველზე გაფორმდა. ეკლესია-მონას- ადამ ოლეარის წიგნიდან
ტრები მრავალ სოფელს და მამულს ფლობდნენ, რომლებიც „მოგზაურობის აღწერა“. 1656
მათ, ძირითადად, მეფე-მთავართაგან შეწირულობის გზით
ჰქონდათ მიღებული.
ხშირად მთავრები ბერებს სამონასტროდ ისეთ მიწებს
უბოძებდნენ, რომელზედაც ჯერ კიდევ თავისუფალი მიწის
მუშაკი სახლობდა. მონასტრის აგების შემდეგ ასეთი მიწის
მუშაკი მონასტრის ყმა-გლეხად იქცეოდა. ეკლესია-მონას-
ტრებისათვის მთელი სოფლების იქ მცხოვრები ყმა-გლე-
ხებით შეწირვაც ხომ ფეოდალური საზოგადოების ჩვეულებ-
რივი ცხოვრების წესი იყო. მართლაც, სოფლებსა და
გლეხებს ფეოდალები სწირავდნენ სულის მოსახსენებლად,
პარაკლისის გადასახდელად და ა. შ.
ასე თანდათან წარმოიქმნა საზოგადოება, რომლის
ქვაკუთხედს მსხვილი მიწათმფლობელი და მასზე დაქვემ-
დებარებული, მიწის ნაკვეთს, პატრონს ან გადასახადს
მიმაგრებული, არათავისუფალი წვრილი მიწათმოქმედი
წარმოადგენდა.
ვინაიდან ფეოდალური საზოგადოება, უპირველეს
ყოვლისა, სამხედრო სამსახურის პრინციპზე იყო მოწყო-
ბილი, ამიტომ მისი ცხოვრების წესი ხშირი ომიანობა,
თავდასხმები, ურთიერთქიშპი იყო. ასეთ ვითარებაში მცირე
მამულის მფლობელი აზნაურები მთავრებში დამცველ

87
ძალას ხედავდნენ და მათ მფარველობაში შედიოდნენ.
მფარველობაში შესვლა მფარველის მიერ მიწის წყალობასაც
გულისხმობდა. მფარველს ევროპაში სენიორი, სიუზერენი,
ქართულად კი უფალი, პატრონი, მოგვიანებით — ბატონი
ეწოდებოდა. მფარველობაში შესულს ევროპაში ვასალი,
საქართველოში კი ყმა ერქვა. ასეთ ყმას, როგორც წესი,
თვითონაც ჰყავდა საკუთარი ყმები — მსახურები, რომლე-
ბისთვისაც ის, თავის მხრივ, უფალი-პატრონი იყო. ამიტომ
კლასიკური გაგებით ფეოდალური საზოგადოება
იერარქიული კიბის პრინციპზე იყო აგებული.
ამ კიბის სათავეში მეფე იდგა, მის ქვემოთ მთავრები,
ანუ ჰერცოგები, უფრო ქვემოთ გრაფები, საქართელოში
დიდებული აზნაურები, ხოლო XV ს-დან თავადები; კიდევ
უფრო ქვემოთ ბარონები, და რაინდები; საქართველოში —
აზნაურები და მსახურები იყვნენ.
ამგვარად, როგორც ვხედავთ, ევროპაში და, მათ
შორის, საქართველოშიც, რომელიც შუა საუკუნეებში
ფ სოციალ-ეკონომიკური სტრუქტურის თვალსაზრისით, ტი-

ო პოლოგიურად ყველაზე დიდ სიახლოვეს სწორედ დასავ-
მეფე
დ ლეთ ევროპასთან ავლენს, თვით ფეოდალური საზოგადოება

ჰერცოგები და გრაფები ლ თავის შიგნით კიდევ წოდებებად იყოფოდა.
ე სოციალური კიბის ცალკეულ საფეხურზე მდგომ პირს
ბარონები ბ
ი თავისი სიუზერენი და, იმავდროულად, ვასალი ჰყავდა.
რაინდები ყველა წოდებას თავისი პრივილეგია ჰქონდა, რაც
სამართლით იყო დაკანონებული. ამ წოდებების თითოეული
წარმომადგენლის მოკვლის თუ ფიზიკური დაზიანების
შემთხვევაში დაწესებული სასჯელი ძალზედ განსხვა-
გლეხები არ შედიოდნენ ვებული იყო. საზოგადოების ასეთი დანაწილება, უპირ-
ფეოდალურ კიბეში
ველეს ყოვლისა, კანონთა კრებულებში — სამართლის
ფეოდალური იერარქია წიგნებში და სასჯელის განსხვავებულ ნორმაში — სისხლის
დასავლეთ ევროპაში ფასში იყო ასახული. ევროპულ სამართალში მას ვერგელდი
ეწოდებოდა.
ხშირად ფეოდალურ საზოგადოებად მხოლოდ შუა
საუკუნეების ისეთ საზოგადოებებსა და რეგიონებს მიიჩ-
ნევენ, სადაც სწორედ ასეთი მრავალსაფეხურიანი ვასალური
სისხლის ფასი — სხვადასხვა
სტრუქტურა ჩამოყალიბდა.
დანაშაულის შემთხვევაში თუმცა შუა საუკუნეების მთავარი თავისებურება
დაწესებული ჯარიმა- ანტიკურ ხანასთან შედარებით ნატურალურ-კარჩაკეტილი
გადასახადი. და თვითკმარი ეკონომიკაა, რაც შეეხება ვასალურ-სენიო-
რალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ეს ამ ტიპის ეკონო-
მიკის ერთ-ერთ, მაგრამ სრულებით არასავალდებულო
პირობად უნდა მივიჩნიოთ.
ვასალურ-სენიორალური სტრუქტურა მსოფლიოს
მრავალ ქვეყანაში არ წარმოქმნილა და მხოლოდ ცალკეული
ქვეყნებისა და რეგიონების თავისებურებად დარჩა. მსოფ-
ლიოს უდიდეს ნაწილში სამხედრო-სამოხელეო არისტოკ-
რატიული ფენა ერთიან პრივილეგირებულ წოდებად
ჩამოყალიბდა. მსოფლიო ისტორიამ ისეთი ქვეყნებიც იცის,
მაგალითად, რუსეთი, სადაც, თავდაპირველად, ვასალურ-

88
სენიორალური სტრუქტურა წარმოიშვა, მაგრამ შემდგომ მან
ამ სახით არსებობა შეწყვიტა და სამხედრო-სამოხელეო
არისტოკრატიული ფენა ერთ წოდებად გაფორმდა.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის ანტიკური
პერიოდის არ იყოს, შუა საუკუნეებიც მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში მნიშვნელოვანი თავისებურებებით
ხასიათდებოდა.
სქემატურად ეს ტიპოლოგიური განსხვავებები შემდეგ-
ნაირად შეიძლება დაჯგუფდეს: მიწა-მამულის ფლობის,
ძირითადად კერძო საკუთრებაზე დამყარებული სისტემები
და შერეული სისტემები.
მიწა-მამულის ფლობის კერძო სისტემა ქვეყნის
მმართველი სამხედრო არისტოკრატიის მიერ მამულის
კერძო საკუთრებაში ქონას გულისხმობს, მისი თითქმის
სრული განკარგვის, გაყიდვის, გაჩუქების და სხვ. ჩათვლით.
ასეთი სისტემა ძირითადად ევროპაში და საქართველოში
განვითარდა. ესაა კლასიკური გაგებით ფეოდალური
სისტემა.
შუა საუკუნეების ამ ვერსიის საფუძველი, როგორც
ჩანს, ფეოდალური ურთიერთობების განვითარების ადრე-
ულ საფეხურზე მეფის თუ მთავრის ხელისუფლების
დასუსტებასა და, ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, საფრან-
გეთში, საქართველოში) ფაქტობრივ გაქრობაშია საძიებელი.
მიწის ფლობის სახელმწიფო საკუთრებაზე დამყა-
რებულ სისტემას, ვინაიდან ის მნიშვნელოვანწილად აღმო-
სავლეთში განვითარდა, აღმოსავლური შუა საუკუნეები
შეიძლება ვუწოდოთ.
აღმოსავლური შუა საუკუნეების თავისებურება ისაა,
რომ აქ, ლენის — ბენეფიციუმის (იგივე იკტის) ევროპის
მსგავსად გარდაქმნა ფეოდად და შემდგომ კერძო
საკუთრებაში მყოფ მამულად, შეფერხდა. მაგალითად,
ოსმალთა იმპერიაში გარკვეული პერიოდიდან ზიამეთის და
თიმარის მემკვიდრეობით გადაცემის უფლება კი მიიღეს,
მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი შეზღუდვები იყო. მაგალითად,
მამული მამიდან შვილზე გადაიცემოდა, შვილიშვილზე კი
არა. თანაც მამიდან შვილზე გადაცემის შემთხვევაშიც
სულთნის მხრივ, თუმცა, ფორმალური, მაგრამ მაინც თანხ-
მობა იყო საჭირო სამხედრო არისტოკრატიას მამულების
გაყიდვა და გასხვისებაც ეკრძალებოდა.
ევროპული შუა საუკუნეებისაგან განსხვავებით
აღმოსავლური შუა საუკუნეების თავისებურების საფუძ-
ველი, ალბათ, იმაშია საძიებელი, რომ აქ, აზიის უზარმაზარ
კონტინენტზე მესაქონლე-მომთაბარეთა მკვიდრ ცხოვრე-
ბაზე გადასვლის პროცესი დროში ფრიად გაწელილად და
მიწათმოქმედი რეგიონებისთვის ფრიად მტკივნეულად მიმ-
დინარეობდა. ერთი მომთაბარე ხალხი დამკვიდრებას და
მამულების დასაკუთრებას ვერ ასწრებდა, რომ მას მეორე
ცვლიდა. ასე რომ, ძველი სამხედრო არისტოკრატიის

89
მნიშვნელოვანწილად ამოწყვეტა და ახლის, მოსულის მიერ
მიწის პერიოდული გადანაწილება მიწის კერძო ფეოდა-
ლური მფლობელობის განვითარებას ხელს, ბუნებრივია, არ
უწყობდა. მიწის ყოველი გადანაწილების შემდეგ, მიწის
მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მფლობელობაში
რჩებოდა. სახელმწიფო მიწები კი სამხედრო-სამოხელეო
არისტოკრატიაზე სახელმწიფოს მიერ სამოხელეო სამსა-
ხურის შესრულებისა და მოლაშქრეობის სანაცვლოდ
გაიცემოდა, ამიტომ მიწის მფლობელობის ამ აღმოსავლურ
სისტემას აღმოსავლურ, სამოხელეო ან კიდევ სახელმწიფო
ფეოდალიზმსაც ეძახიან.
თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლური შუა
საუკუნეებისთვისაც უცხო როდი იყო მიწა-მამულზე კერძო
საკუთრება. თვით ოსმალთა იმპერიაში ოჯახკლიკებად, ანუ
სრული კერძო საკუთრების უფლებით არაერთი მამული იყო
გაცემული, ვაკუფებიც — მუსლიმური სასულიერო წოდებისა
და მუსლიმური ტაძრების — მეჩეთების მამულებიც
სასულიერო წოდების უპირობო კერძო საკუთრებაში იყო.
გარდა ამისა, აზიის უკიდურეს აღმოსავლეთშიც —
იაპონიაში მიწა-მამულის, ძირითადად, კერძო საკუთრებაზე
დამყარებული, ევროპული ფეოდალური სისტემის მსგავსი
სოციალურ-ეკონომიკური წყობა განვითარდა. იაპონია ხომ
კუნძული იყო და მომთაბარე დამპყრობლების შემოსევე-
ბისაგან მნიშვნელოვნად დაცული. ამიტომ იქ, დანარჩენი
აზიისაგან განსხვავებით, მიწების ხშირ გადანაწილებას არ
ჰქონია ადგილი.
მესამე, შერეული სისტემის მაგალითად რუსეთი
შეიძლება მოვიყვანოთ, სადაც კარგა ხანი ეს ორი სისტემა
ერთგვარად თანაარსებობდა. მართლაც, ვოტჩინების, ანუ
კერძო საკუთრებაში მყოფი მამულების გვერდით, რუსეთში
მიწების დიდი ნაწილი სამხედრო-სამოხელეო არისტოკრა-
ტიაზე პომესტიებად იყო გაცემული.
პომესტიები მემამულე-მფლობელთა კერძო საკუთ-
რებად არ მიიჩნეოდა. მათი გათანაბრება ვოტჩინებთან ანუ
კერძო საკუთრებაში მყოფ მამულებთან საბოლოოდ მხო-
ლოდ XVIII ს-ის მეორე ნახევარში მოხდა.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეიძლება ჩამოვ-
თვალოთ შუა საუკუნეების ძირითადი მახასიათებლები:
ეკონომიკის ნატურალურ-თვითკმარი ხასიათი და ბაზარზე
ნაკლებად ორიენტირებულობა; ქვეყნის მკვიდრი მიწის
მუშაკის დაყმევება, ანუ მისთვის პირადი თავისუფლების
შეზღუდვა; საზოგადოების წოდებრივი სტრუქტურა, როდე-
საც ერთ წოდებას, თუ ფენას კანონით, ან პრაქტიკით
განმტკიცებული ადათით, მეორესთან შედარებით მეტი ან
ნაკლები უფლებები და პრივილეგიები აქვს. ყველა ამ
მახასიათებელს ერთდროულად არ უჩენია თავი. უპირ-
ველესი და მთავარი, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ,

90
ბაზარზე ორიენტირებული ანტიკური ეკონომიკის ნატურა-
ლურ-თვითკმარ ეკონომიკად გარდაქმნა და ქალაქიდან
ცხოვრების ეკონომიკური ცენტრის პროვინციასა და
სოფელში გადანაცვლება გახდა.
ბაზარზე არაორიენტირებული
ასე რომ, 476 წელი, ანუ გერმანელი ოდოაკრის მიერ მეურნეობა პროდუქტს
დასავლეთ რომის უკანასკნელი იმპერატორის გადაყენების საკუთარი გამოკვებისათვის და
თარიღი, ისტორიის ძველი, ანუ ანტიკური პერიოდისა და ბატონის, იმავე
შუა საუკუნეების გასაყარზე, რომის იმპერიის ვრცელ მიწისმფლობელის
ტერიტორიაზე ეკონომიკური ცხოვრების წესში მიმდინარე მოთხოვნებისა და მისგან
შეწერილი გადასახადების
საუკუნეებზე გაწელილი თვისობრივი ცვლილების გამო-
დასაფარავად აწარმოებს. ასეთი
ხატვის სიმბოლურ თარიღად შეიძლება მივიჩნიოთ. მეურნეობა არაა
შუა საუკუნეებს ძირითადად სამ: ადრე, განვითა- ორიენტირებული ბაზარზე და
რებულ და გვიან პერიოდებად ყოფენ. თუმცა ამ პერიო- ბაზრის მოთხოვნებზე.
დების დაწყება-დასრულების მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა
რეგიონები დიდ განსხვავებას გვიჩვენებენ. ბაზარზე ორიენტირებული
ისეთი მეურნეობაა, რომლის
ადრეშუასაუკუნეებად VI-IX სს-ებს მიიჩნევენ. ეს,
მიზანი წარმოებული პროდუქტის
ძირითადად მიწის მუშაკის დაყმევებისა და საზოგადოების
ბაზარზე გატანა-გაყიდვაა.
წოდებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბების ხანაა. განვითა-
რებულ შუა საუკუნეებად მსოფლიოს მოწინავე რეგიონე-
ბისათვის X-XIII სს. განიხილება, როდესაც ფეოდალური შუა
საუკუნეები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემა,
თავისი გაფურჩქვნისა და აყვავების მწვერვალს აღწევს.
ხოლო XIV ს-დან კი შუა საუკუნეების გვიან ეტაპს
გამოყოფენ, როდესაც ახალი ისტორიისათვის დამახასია-
თებელი კაპიტალისტური ეკონომიკური ურთიერთობების
ჩანასახები იწყებს განვითარებას.
შუა საუკუნეების დასასრულისა და ახალი ისტორიის
დასაწყისი თარიღის დადგენა, არანაკლებად რთულია.
მართლაც, რითი განსხვავდება ისტორიის ახალი პერიოდი,
შუა საუკუნეებისაგან და რა მოვლენებმა განაპირობა შუა
საუკუნეების სოციალურ-ეკონომიკური სისტემისა და
წარმოების წესის დასასრული?
როგორც უკვე ვნახეთ, შუა საუკუნეები ნატუ-
რალური, თვითკმარი მეურნეობის საფუძველზე წარმოიშვა
და, ბუნებრივია, ამ ტიპის ეკონომიკის კრიზისმავე იმსხვერ-
პლა. ახალი ისტორია ქალაქების ზრდაზე, ფულის
მიმოქცევისა და ვაჭრობის მკვეთრად გაძლიერებაზე,
ბაზარზე ორიენტირებული მეურნეობის წარმოქმნაზე
აღმოცენდა. ამით ის შუა საუკუნეების საპირისპირო და
იმავდროულად, ერთი შეხედვით, ანტიკური ეპოქის
მსგავსია, თუმცა ტექნიკის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების
განვითარებით ანტიკურ ხანას ძალზე აღემატება.
შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გასაყარზე რომულუს ავგუსტუსი
ბაზარზე ორიენტირებული მეურნეობის ქვეშ, უპირველეს დასავლეთ რომის იმპერიის
ყოვლისა, მანუფაქტურული წარმოების აღმოცენება უკანასკნელი იმპერატორი
(527-565)
იგულისხმება. მანუფაქტურა, როგორც საწარმო, შუა საუკუ-
ნეების სახელოსნოსაგან განვითარდა და ასევე ხელით

91
შრომას ეფუძნებოდა, თუმცა შუა საუკუნეების სახელოს-
ნოსაგან განსხვავებით, ბევრად მეტ მუშახელს იყენებდა.
მანუფაქტურის სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ ნაწარმს
თავიდან ბოლომდე ერთი პირი კი არ ამზადებდა, როგორც
ეს შუა საუკუნეების სახელოსნოსათვის იყო ძირითადად
დამახასიათებელი, არამედ ეს პროცესი მუშებს შორის
მანუფაქტურა ორი ლათინური დანაწილებული იყო. თანამედროვე ტერმინოლოგიით,
სიტყვის მანუს — ხელი და ფაკერე მანუფაქტურა ხელით შრომაზე დაფუძნებული კონვეირული
— კეთება შეერთების გზითაა ხაზი იყო, რამაც საზოგადოებას, ისტორიაში პირველად,
მიღებული და სიტყვა-სიტყვით საშუალება მისცა ბევრად უფრო სწრაფად და ბევრად უფრო
ხელით წარმოებას ნიშნავს. მეტი პროდუქცია დაემზადებინა. მანუფაქტურებში ძირითადად
თავისუფალი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც გაწეულ
შრომაში ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.
თანდათანობით ევროპის საზოგადოებაში „ახალი
მდიდრები“ მომრავლდნენ, რომლებიც თავიანთი წარმო-
შობით ფეოდალთა პრივილეგირებულ წოდებას არ მიეკუ-
თვნებოდნენ. ისინი უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეების,
იგივე ვაჭარ-ხელოსნების და ზოგჯერ თავისუფლებანაყიდი
გლეხების წრიდან გამოდიოდნენ. ქალაქს ფრანგულად —
ბურჟი ერქვა, ამიტომ საზოგადოების ამ გამდიდრებულ,
მანუფაქტურები რუსეთში. მაგრამ ფეოდალური წოდებებისა და პრივილეგიების
პირველი მანუფაქტურები არმქონე ფენის უნივერსალურ სახელწოდებად ბურჟუაზია
რუსეთში XVII-XVIII ს-ის იქცა. ბუნებრივია, ბურჟუაზია იმთავითვე წოდებების მოწი-
მიჯნაზე შეიქმნა. მათი
ნააღმდეგე და კანონის წინაშე ადამიანთა გათანაბრების
თავისებურება ის იყო, რომ
მოსურნე იყო. გამდიდრებულ ბურჟუაზიას უფლებებში
მუშათა უმეტესობა კვლავაც ყმა
გლეხები იყვნენ, რომლებიც ყმის
ძველ არისტოკრატიასთან გათანაბრება სურდა, ამისათვის
ვალდებულებას ბატონის ან კი წოდებების გაუქმება იყო საჭირო. ახალ ეპოქაში,
სახელმწიფოს მიმართ ცხოვრების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფულზე, უფრო
მანუფაქტურაში მუშაობით ზუსტად, ძვირფას ლითონებზე — ოქროსა და ვერცხლზე
ასრულებდნენ. მოთხოვნილება ძალიან გაიზარდა.
მეტი ფულის ძიება მეწარმეს წარმოების გაზრ-
დისაკენ უბიძგებდა, ამისათვის კი მეტი მუშახელი და
ნედლეული იყო საჭირო. მუშახელისადმი მოთხოვნას
ბატონყმური ქვეყანა, მიწას მიმაგრებული გლეხით, ბუნებ-
რივია, ვერ უზრუნველყოფდა. ამან ევროპის მოწინავე
ქვეყნებს გლეხების ბატონყმობისაგან განთავისუფლებისაკენ

სამღებრო მანუფაქტურა
შუა საუკუნეების იაპონიაში.

92
უბიძგა. ეს კი ფეოდალური შუა საუკუნეებისათვის დამახა-
სიათებელ წარმოების წესს საფუძველს აცლიდა და ისტო-
რიის ახალი პერიოდისათვის დამახასიათებელ ფულად-
სასაქონლო ურთიერთობებზე და თავისუფალ მუშახელზე
დამყარებულ სოციალურ-ეკონომიკურ წყობას ამკვიდრებდა.
წარმოების ახალი წესის შემოქმედები იყვნენ: ერთი
მხრივ, წარმოებისათვის საჭირო ფულისა და ზოგადად
წარმოების საშუალებების, ანუ კაპიტალის მფლობელი პირი,
რომლის სახელად მოგვიანებით კაპიტალისტი (კაპიტალის
მქონე) დამკვიდრდა და, მეორე მხრივ, თავისუფალი
მწარმოებელი — მუშა, რომელიც წარმოების საშუალების არ-
ქონის გამო, თვისი თავის და ოჯახის სარჩენად, იძუ-
ლებული იყო, კაპიტალისტს მიქირავებოდა და მის
საწარმოში ხელფასისათვის ემუშავა.
ანტიკური და ფეოდალურ-შუასაუკუნეებრივი წესი-
საგან განსხვავებით, წარმოების ამ ახალ წესს კაპიტალის-
ტური ეწოდება. წარმოების კაპიტალისტურმა წესმა თან-
დათანობით მთლიანად შეცვალა შუასაუკუნეობრივი
ადამიანის ცხოვრება და აზროვნება.
ნედლეულის მოცულობის თვისობრივი გაზრდა
მხოლოდ ნედლეულის ახალი წყაროების ხელში ჩაგდებით
შეიძლებოდა. შორეული ქვეყნების ათვისების სურვილის
რეალობად ქცევას კი ახალი სანაოსნო ტექნიკა უზრუნველ-
ყოფდა, რომელიც შორეული ზღვაოსნობის შესაძლებლობას
იძლეოდა. ამას უკვე ზემოთ ნახსენები დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენები დაემთხვა, რომელიც თურქ-ოსმანთა იმპერიის
მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და დასავლეთ ევროპის
აღმოსავლეთ აზიასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზე-
ბის თურქ-ოსმალთა კონტროლქვეშ მოქცევაზე არანაკლებ,
დასავლეთ ევროპის საზოგადოების ნედლეულზე მზარდმა
მოთხოვნილებამ განაპირობა. ასე რომ, დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენები, როგორც მოვლენა ისტორიის ახალი პერიოდის
დადგომის შედეგი უფრო იყო, ვიდრე მისი გამომწვევი
მიზეზი.
ბურჟუაზია, თავიდანვე, შრომისმოყვარეობით,
მომჭირნე, სადა და მოზომილი ცხოვრებით გამოირჩეოდა.
მისთვის გაუგებარი და აღმაშფოთებელი იყო ფეოდალური
საზოგადოების მფლანგველობა. კათოლიკური ეკლესიის
წოდებრიობაზე დამყარებული იერარქია, გადამეტებული
ფუფუნება და მრავალრიცხოვანი საეკლესიო დღესას-
წაულები, რომელიც ბურჟუაზიის თვალში დიდი ნაკლით
გამოირჩეოდა — მის წარმოებაში დასაქმებულ მუშებს
სამუშაო პროცესიდან წყვეტდა. ამან, როგორც ზემოთ აღვ-
ნიშნეთ, ევროპაში კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების
მომხრეთა მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. 1517 წელს
გერმანელმა თეოლოგმა მარტინ ლუთერმა თავისი ცნობილი
თეზისები გამოაქვეყნა. ლუთერის მიმდევრები პროტესტს
უცხადებდნენ კათოლიკური ეკლესიის წოდებრივ-იერარ-
ქიულ მოწყობას და მოითხოვდნენ საეკლესიო მღვდელ-

93
მსახურების გამარტივებას. ამიტომ ამ მოძრაობას პროტეს-
ტანტიზმი, იგივე რეფორმაცია ეწოდა.
ყოველივე ზემოთქმულს თუ დავაჯამებთ, უნდა
აღვნიშნოთ, რომ ფეოდალური შუა საუკუნეების კვდომა და
ისტორიის ახალი პერიოდის დაბადება, ისევე როგორც
წინაისტორიული ეპოქების შენაცვლება, დროში გაწელილი
პროცესი იყო. შუა საუკუნეებიდან ახალ ეპოქაში გადასვლა
მანუფაქტურების წარმოქმნასთან ერთად, უკვე XIII ს-ში
დაიწყო და თითქმის სამი საუკუნე გრძელდებოდა.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად ახალი
მიწების აღმოჩენამ და დედამიწის გამთლიანებამ ისევე,
როგორც დედამიწის მანამდე იზოლირებულ რეგიონებში
მცხოვრები ხალხების მსოფლიო ისტორიის ფერხულში
ჩაბმამ, უკვე მიმდინარე ისტორიულ პროცესს დამატებითი
მუხტი შესძინა.
რაც შეეხება რეფორმაციას, ის პირველი, ბურჟუა-
ზიული სულისკვეთებით გამსჭვალული მოძრაობა იყო,
რომელიც ახალი ისტორიის მამოძრავებელი სოციალური
ფენის, ბურჟუაზიის მისწრაფებებს გამოხატავდა. ამდენად,
უფრო სწორი იქნება, თუ ახალი ეპოქის დადგომის
სიმბოლურ თარიღად სწორედ პროტესტანტული მოძრაობის
დასაწყისს — 1517 წელს მივიჩნევთ.
XVI-XVIII სს. გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ევროპას
ახალი კონტინენტები, განვითარების დაბალ საფეხურზე
მყოფი ხალხები გააცნო. ევროპელ მოგზაურებს მეცნიერები
მიჰყვნენ, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ
კაცობრიობის პირველყოფილი პერიოდი ამ ხალხების
მაგალითზე ცოცხლად შეესწავლათ. ცოდნის ასეთმა გაფარ-
თოებამ მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციაში კაცობ-
რიობის ისტორიის სრულიად ახალი პერიოდი და ახალი
მახასიათებლებიც შემოიტანა. ეს ლუის მორგანის დამსა-
ხურებაა.
ლუის მორგანმა კაცობრიობის ისტორია ორ დიდ
პერიოდად დაყო — 1. გვაროვნული საზოგადოების ხანა,
რომელიც საზოგადო, თემურ საკუთრებას ეფუძნება და 2.
პოლიტიკური საზოგადოების ხანა, რომელიც კერძო
საკუთრებას, ტერიტორიას და სახელმწიფოებრივ მოწყობას
ეფუძნება.
ამგვარად, ლუის მორგანი პირველი იყო, რომელმაც
კაცობრიობის ისტორიის პირველყოფილი-თემური წყობი-
ლუის მორგანი ლების ხანა აღმოაჩინა და მისი დახასიათება მოგვცა.
ამერიკელი მეცნიერი მორგანმა ამ პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დამახა-
1818-1881 სიათებელ ნიშნად გვარი, ანუ გვაროვნული წყობილება
მიიჩნია. ასე რომ, მან ისტორიული პერიოდების გამიჯვნა-
მორგანმა ორ ათეულ წელზე
დახასიათებისათვის ახალი: სოციალური (გვაროვნული
მეტი ამერიკელ ინდიელებთან
— იროკეზების ტომთან გაატარა. წყობილება) და ეკონომიკური (საკუთრების ქონა/არქონა)
მისმა შრომებმა საშუალება მისცა ფაქტორი წამოწია.
მეცნიერებს აღედგინათ მორგანის მოღვაწეობით, ისტორიის სამწვეროვან
პირველყოფილ ადამიანთა დაყოფას კიდევ ერთი, წინარეისტორიული ხანა მიემატა,
ცხოვრება. თუმცა ძველი სახელი „სამწვეროვანი“ ამ პერიოდიზაციას
მაინც დარჩა.

94
XIX ს-ის მეორე ნახევარში გერმანელმა მეცნიერებმა
კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა მორგანის შრომების
გათვალისწინებით შექმნეს საზოგადოების განვითარების
შესახებ ახალი მოძღვრება. მათ მოძღვრებას მარქსიზმი, ამ
მოძღვრების მიმდევრებს კი მარქსისტები ეწოდებათ.
კაცობრიობის ცალკეული ისტორიული პერიოდების
დახასიათებისას, ძირითად, განმასხვავებელ ნიშნებად
მარქსმა და ენგელსმა წარმოების, ანუ შრომის ორგანიზაციის
სხვადასხვა წესი მიიჩნიეს, რომელიც საწარმოო ძალების
განვითარების დონესა და წარმოების საშუალებებზე საკუთ-
რების ფორმას ეფუძნება. მათი აზრით, როგორიც იყო
საწარმოო ძალების განვითარების დონე, ისეთი იყო მათზე
საკუთრების ფორმები და შრომის ორგანიზაციის წესიც.
ამგვარად, პირველად კაცობრიობის ისტორიის
პერიოდებად დაყოფისას ისტორიული ეპოქის მთავარ
მახასიათებლად, საწარმოო ძალების განვითარების დონე და
წარმოების ორგანიზაციის წესი გამოცხადდა, რასაც, რო-
გორც ისტორიული ეპოქისათვის მთავარ და განმსაზღვრელ
ფაქტორს, მარქსმა და ენგელსმა ბაზისი, ანუ საძირკველი
უწოდეს, პოლიტიკური მოწყობის წესს, ისევე როგორც
კანონმდებლობას, კულტურას, მეცნიერებას, იდეოლოგიას
— კი ბაზისთან მიმართებაში ზედნაშენი, რომელიც ბაზისს
ეფუძნება და, შესაბამისად, ბაზისის ცვლასთან ერთად
იცვლება.
ბაზისის და ზედნაშენის ერთობლიობის, ანუ
ცალკეული ისტორიული პერიოდების აღსანიშნავად მათ
ტერმინი ფორმაცია შემოიღეს და კაცობრიობის ისტორია
ხუთ — ოთხ არსებულ და მეხუთე სამომავლო —
ფორმაციად დაჰყვეს: პირველყოფილ-თემური, მონათ-
მფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და კომუ-
ნისტური.
აქედან პირველყოფილ-თემური ფორმაცია, იგივე
წარმოების საშუალებებში
მორგანისეული გვაროვნული საზოგადოებაა, სადაც მარქსი გულისხმობდა: მიწას,
წარმოების საშუალებები თემურ, ანუ საზოგადო საკუთ- ფაბრიკა-ქარხნებს და, საერთოდ,
რებაშია, რაც გამორიცხავს საზოგადოების ერთი ნაწილის ყველანაირ იარაღს, რაც
მიერ მეორის ექსპლოატაციას. შრომისთვისაა საჭირო.
მონათმფლობელურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ
ფორმაციებში კი წარმოების წესი წარმოების საშუალებებზე წარმოების წესი ესაა
კერძო საკუთრებას ემყარება. შესაბამისად, საზოგადოების ურთიერთობათა წესი
ის ნაწილი, რომელიც წარმოების საშუალებებს ფლობს, წარმოების, ანუ შრომის
წარმოების საშუალებების არმქონე ნაწილს უწევს პროცესში მონაწილეებს შორის.
ექსპლოატაციას. კომუნისტური ფორმაცია, მარქსიზმის
საწარმოო ძალებში მარქსი
მიხედვით, სამომავლო ფორმაციაა, რომელიც პირველ-
გულისხმობს, როგორც
ყოფილ-თემური წყობილების მსგავსად, კვლავაც საწარმოო წარმოების საშუალებებს, ისე
საშუალებებზე საზოგადო საკუთრებას დაეფუძნება. საკუთრივ მწარმოებელს —
მარქსიზმმა უდიდესი გავლენა მოახდინა XIX ს-ის II მუშახელს, ანუ სამუშაო ძალას,
ნახევრისა და XX ს-ის მსოფლიოს ეკონომიკურ, ისტო- მის ცოდნა-გამოცდილებას,
რიულ და პოლიტიკურ აზროვნებაზე. ის ოფიციალურ ფიზიკურ შესაძლებლობებს.
მოძღვრებად იქცა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში, აგრეთვე,
ევროპის, აზიის და ამერიკის რიგ ქვეყნებში.

95
წარმოების საშუალებების ფლობა-არფლობის მიხედ-
ვით, პირველყოფილ-თემური და სამომავლო კომუნის-
ტური ფორმაციის გამოკლებით, დანარჩენ სამ ფორმაციაში
ანუ ისტორიულ პერიოდში, მარქსისტები განასხვავებენ
საზოგადოებაში ორ დაპირისპირებულ, ანტაგონისტურ კლასს.
მაგალითად, ანტიკურ პერიოდში: მონათ-მფლობელი და მონა;
შუა საუკუნეებში — ფეოდალი და ყმა-გლეხი, ისტორიის ახალ
პერიოდში — კაპიტალისტი და მუშა. ხოლო კაცობრიობის
ისტორიის მამოძრავებელ ძალად ამ დაპირისპირებულ
კლასებს შორის ბრძოლას მიიჩნევენ.
მარქსისტების მიხედვით, ბოლო კომუნისტური
ფორმაცია პირველყოფილი-თემურ წყობილებას იმით
კარლ მარქსი დაემსგავსება, რომ იმ შორეული დროისათვის გაქრება კერძო
1818-1883 საკუთრება წარმოების საშუალებებზე და ეს საშუალებები ისევ
მთელი საზოგადოების ერთიან კოლექტიურ მფლობელობაში
ცნობილი გერმანელი
გადავა. შესაბამისად, გაქრება დაპირისპირებული კლასებიც და
ფილოსოფოსი, პოლიტ-
ეკონომისტი, ისტორიკოსი, მოისპობა ერთი ადამიანის მიერ მეორის ექსპლოატაცია. იმ
პოლიტიკის თეორეტიკოსი, საოცნებო ხანაში ყველა იშრომებს შესაძლებლობის
სოციოლოგი, კომუნისტური მიხედვით, ანაზღაურებას კი მიიღებს მოთხოვნილების
მოძღვრების ფუძემდებელი. შესაბამისად.
მარქსისა და ენგელსის უტოპიური იდეების ცხოვრებაში
გატარება 1917 წლის რევოლუციების შედეგად შექმნილმა
რუსეთის მოდერნიზებულმა იმპერიამ — საბჭოთა კავშირმა
სცადა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის გავლენით
სახელმწიფო და საზოგადო საკუთრებაზე დაფუძნებული
ეკონომიკური სისტემა დაინერგა აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებში, ჩინეთსა და მის მომიჯნავე ქვეყნების ნაწილში.
კერძო საკუთრების გაუქმებამ აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკა
საბოლოოდ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას საბჭოთა კავშირის
დაშლა და ე. წ. სოციალისტურ ქვეყნებში კერძო საკუთრებისა
და კაპიტალისტური ეკონიმიკის აღდგენა მოჰყვა.
XX ს-ში უკვე განხილულ ოთხ ისტორიულ პერიოდს:
პირველყოფილ-თემური (ანუ გვაროვნული), ანტიკური, შუა
საუკუნეები და ახალი, კიდევ ერთი, მეხუთე — უახლესი
პერიოდი დაემატა.
მართლაც, ისტორიკოსებმა შენიშნეს, რომ მათი
თანამედროვე საზოგადოება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა
ისტორიის წინა, ახალი პერიოდის საზოგადოებისაგან, ამიტომ
პერიოდს XIX ს. 60-70-იან წლებიდან დღემდე ისტორიის
უახლესი პერიოდი უწოდეს.
ამ შედარებით ხანმოკლე, საუკუნენახევრიან ეპოქაში
უახლესი ისტორიის სპეციალისტები სამ ქვეპერიოდს გამოყოფენ:
მსოფლიო ისტორია XIX ს. 60-70-იან წლებიდან 1945 წლამდე, ანუ
II მსოფლიო ომის დასასრულამდე; მსოფლიო ისტორია 1946
წლიდან 1991 წლამდე — ცივი ომის პერიოდი და 1991 წლიდან
დღემდე — ცივი ომის შემდგომი ხანა.

96
უახლესი ისტორიის დასაწყისი მსოფლიოს სხვადასხვა
კონტინენტის მრავალ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკუ-
რი მოვლენებითა და რეფორმებით აღინიშნა. მათ შორის,
ბატონყმობა გადავარდა და ბურჟუაზიული რეფორმები გატარდა
რუსეთის იმპერიაში, რეფორმების გზით კაპიტალისტური
განვითარების გზას დაადგა იაპონია, რეფორმები დაიწყო და I
კონსტიტუცია მიიღო ოსმალეთის იმპერიამ, სამოქალაქო ომის
შედეგად მონობა გაუქმდა აშშ-ში, ინგლისში გატარდა
მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და სხვ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში მიმდი-
ნარე პროცესებმა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია, რაც
ოფიციალურად 1991 წლის დეკემბერში გაფორმდა. ეს ისტორიის
უახლესი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა.
მსოფლიო ისტორიის ზემოთ განხილული პერიო-
დიზაციების გარდა, ისტორიის სხვადასხვა დარგების სპეცია-
ლისტები კაცობრიობის მიერ განვლილი გზის არაერთ
განსხვავებულ პერიოდიზაციას გვთავაზობენ, მათ ერთ ნაწილს
ისტორიის შესაბამისი დარგების გაცნობისას განვიხილავთ.
აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სამწვეროვანი პერიო-
დიზაცია, რომელიც, როგორც ვნახეთ, ამასობაში ხუთწევრ-
ოვანადაც იქცა, დღესდღეობით ისტორიკოსებში ყველაზე
უფრო მიღებულია.

97
T a v i IV

1876
1933
არქეოლოგმა ჰაინრიხ
ებრაელების მაღაზია
შლიმანმა მიკენეში
ბერლინში. წარწერა:
აღმოაჩინა
გერმანელებო! დაიცავით
„აგამემნონის
საკუთარი თავი! არ იყიდოთ
ნიღაბი“
ებრაელებისაგან!
(ძვ.წ. 1550-1500).

1800 1930

98
1978
1966
14 აპრილს თბილისში მოეწყო
თბილისში დაარსდა გიორგი საპროტესტო გამოსვლა ქართული
ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული ენისათვის სახელმწიფო ენის
მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სტატუსის ჩამორთმევის
იგი პირველი ეთნოგრაფიული წინააღმდეგ.
მუზეუმია კავკასიაში.

1960 1970

99
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა
ცნებები და ტერმინები პირთა სახელები
არქეოლოგია ჰაინრიხ შლიმანი
ეთნოგრაფია ქრისტოფ მაინერსი
ეთნოლოგია მაქს ვებერი
ანთროპოლოგია იულიან ბრომლეი
ფიზიკური ანთროპოლოგია
პალეოანთროპოლოგია
სოციალურ-კულტურული
ანთროპოლოგია
C14-ით დათარიღება
რასა
რასიზმი
ჰოლოკოსტი
ეთნოსი
ერი

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. რა მეთოდებს იყენებენ არქეოლოგები განათხარი


მასალის დასათარიღებლად?
2. რა არის ეთნოგრაფიის, ეთნოლოგიისა და
ანთროპოლოგიის შესწავლის საგანი?
3. რა თეორიები არსებობს ეთნოსისა და ერის წარმოშობის
შესახებ?
4. რა არის ერის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი,
რითაც ის განსხვავდება ეთნოსისაგან?
5. რა არის ენათა ნათესაობის განმსაზღვრელი ფაქტორი და
რომელია ენათა დიდი ოჯახები?

100
arqeologia, eTnografia,

eTnologia, anTropologia sarCevi:


sarCevi:

§ 1. არქეოლოგია ........................ 101

§ 1. არქეოლოგია § 2. ეთნოგრაფია, ეთნოლოგია,


ანთროპოლოგია .................... 104
მიწით და წყლით დაფარულ ისტორიულ მასალას
არქეოლოგია შეისწავლის. ისტორიის ხანგრძლივ პერიოდში
არქეოლოგია ორი ძველი
ადამიანთა მეტ-ნაკლებად დიდი ჯგუფები ეკონომიკური, ან ბერძნული სიტყვის არქაიოს —
პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე — ძველი და ლოგოს — სიტყვა,
კლიმატური ცვლილებები, მტრის შემოსევა და ა. შ. — ცოდნა შეერთების გზითაა
საცხოვრისს იცვლიდნენ და ერთი რეგიონიდან ან ქვეყნიდან მიღებული და სიძველეთ-
მეორეში გადაადგილდებოდნენ. ხშირად ისინი ათასობით მცოდნეობას ნიშნავს.
კილომეტრსაც გადიოდნენ და თან თავიანთი ცხოვრები-
არქეოლოგიური კულტურა
სათვის დამახასიათებელი ნივთებიც მიჰქონდათ, ან ახალ არქეოლოგიური კულტურა ერთ
ადგილზე მისვლისას ახალ საცხოვრისებს თუ ნივთებს გარკვეულ დროში, ერთსა და
ძველ, სამშობლოში ნასწავლი წესითა და მათთვის დამახა- იმავე ტერიტორიაზე
სიათებელი გემოვნებით ქმნიდნენ. არქეოლოგიის ამოცანაა არქეოლოგთა მიერ
ცალკეული მატერიალური კულტურის ძეგლების თუ მთე- გამოვლენილი ერთგვაროვანი
მატერიალური ნივთების
ლი არქეოლოგიური კულტურების გამომზეურება.
ერთობლიობას ეწოდება.
არქეოლოგიას ხატოვნად ნიჩბით შეიარაღებულ ისტო- ჩვეულებრივ, ასეთი
რიასაც უწოდებენ, რადგან ნივთიერი ძეგლების მოსა- ერთგვაროვნება აისახება
პოვებლად არქეოლოგიური გათხრები ტარდება. მიწაში კერამიკის, ანუ თიხის ჭურჭლის
დაფლული სიძველეებისადმი ინტერესი ადამიანს უძველესი მოყვანილობასა და
დროიდან გაუჩნდა, მაგრამ ისტორიის ცალკე დარგად მოხატულობაში, სამეურნეო და
საბრძოლო იარაღის ფორმებში,
არქეოლოგია, მხოლოდ XIX ს-ის შუა წლებში ჩამოყალიბდა.
საცხოვრებელთა არქიტექტურასა
არქეოლოგიური გათხრები ისე უნდა ჩატარდეს, რომ არ და სამშენებლო ტექნიკაში,
დაზიანდეს არქეოლოგიური მასალა. ვერც ერთი ისტორიული საერთო რწმენა-წარმოდგენებში,
თუ ლიტერატურული თხზულება ვერ აღადგენს წარსულის რომლებიც პირველ რიგში
ყოფით დეტალებს ისე სრულად, როგორც არქეოლოგია. დაკრძალვის წესში გამოიხატება.
დიდ არქეოლოგიურ აღმოჩენებამდე კაცობრიობამ
თავისი მხოლოდ დაახლოებით 3 ათასი წლის ისტორია დიდი არქეოლოგიური
იცოდა. არქეოლოგიამ მოგვცა საშუალება შეგვესწავლა აღმო-ჩენების ეპოქა — ასე
კაცობრიობის ისტორიის ის მეტად ხანგრძლივი პერიოდი, უწოდებენ XIX საუკუნეს,
როდესაც დამწერლობა არ არსებობდა. მან ნათელი მოჰფინა ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში
იმ ეპოქებსაც, რომელთა წერილობითი ძეგლები შემოგვრჩა. გაითხარა ანტიკური და
ძველაღმოსავლური
არქეოლოგიამ გამოავლინა მრავალი ისეთი ქალაქი,
ცივილიზაციის
რომლის არსებობა მეცნიერებს მხოლოდ მითად და
უმნიშვნელოვანესი ძეგლები
ლეგენდად მიაჩნდათ. არქეოლოგიური აღმოჩენების შედე- საბერძნეთსა და იტალიაში,
გად არქეოლოგებმა გამოავლინეს დღეს უკვე გამქრალი ეგვიპტესა და შუამდინარეთში.
ხალხები და სახელმწიფოები, მათი კულტურა, ყოფა და დიდ არქეოლოგიურ აღმოჩენებს
წერილობითი ძეგლები, გაითხარა უძველესი ქალაქები მიეკუთვნება კაცობრიობის
თავისი ბიბლიოთეკებით და სახელმწიფო არქივებით, რამაც ისტორიის ყველაზე ხანგრძლივი
საშუალება მისცა მეცნიერებს ამ ხალხების ისტორია პერიოდის — ქვის ხანის
შეესწავლათ. საინტერესოა ვიცოდეთ, რომ გენიალური აღმოჩენა. დიდი
ძველი ბერძენი პოეტის ჰომეროსის პოემა „ილიადაში― არქეოლოგიური აღმოჩენები
დღესაც გრძელდება.

101
ჰომეროსის პოემა „ილიადას― მოხსენიებულ ქალაქ ტროას რეალურობა, რომლის არსე-
სახელწოდება ქალაქ ტროას ბობაც მეცნიერებს დიდხანს არ სჯეროდათ, მხოლოდ
მეორე სახელს — ილიონს არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომელიც გერ-
უკავშირდება. მანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა დაიწყო.
არქეოლოგიური აღმოჩენების გარეშე ძნელი იქნებოდა
კაცობრიობის ისტორიული განვითარების სწორი სურათის
რეკონსტრუქცია. ადამიანთა უძველესი საცხოვრისების
გათხრამ დაადასტურა ჯერ კიდევ ძველი რომაელი სწავ-
ლულის ლუკრეციუსის მიერ გამოთქმული თვალსაზრისი
იმის თაობაზე, რომ კაცობრიობა ვითარდებოდა თანდა-
თანობით, განვითარების სამი სტადიის — ქვის, ბრინჯაოსა და
რკინის ხანის გავლით.
მართლაც, სწორედ არქეოლოგიური გათხრების შედე-
გად გაირკვა, რომ ადამიანმა პირველი ლითონის — სპი-
ლენძის, გამოყენება სულ რაღაც რვა ათეული საუკუნეა, რაც
დაიწყო. მანამდე იგი მრავალი ასეული საუკუნე მხოლოდ
ტიტუს კარუს ლუკრეციუსი
ქვის, ძვლისა და ხისაგან ამზადებდა მისთვის საჭირო
ძვ. წ. I ს-ის რომაელი პოეტი და
საბრძოლო თუ შრომის იარაღს. ამიტომ, კაცობრიობის
ფილოსოფოსი.
ისტორიის ამ ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს მეცნიერებმა
თვალსაზრისი იმის თაობაზე, ქვის ხანა უწოდეს, განსხვავებით ლითონის ხანისაგან,
რომ კაცობრიობა ვითარდებოდა, როდესაც ადამიანებმა თანდათანობით ჯერ სპილენძი,
სამი სტადიის — ქვის, შემდეგ ბრინჯაო და რკინა აითვისეს.
ბრინჯაოსა და რკინის ხანის ამჟამად არქეოლოგები კაცობრიობის ისტორიას, იმ
გავლით, მან ჩამოაყალიბა თავის უმთავრესი მასალის მიხედვით, რომლითაც შრომისა და
ფილოსოფიურ პოემაში „საგანთა ბრძოლის იარაღები მზადდებოდა, ქვის, ბრინჯაოს და
ბუნებისათვის― .
რკინის ხანად ჰყოფენ. ასეთი პერიოდიზაციის მიხედვით,
დღეს კაცობრიობის ისტორიის ახალი ეტაპია, როდესაც
შრომისა და ბრძოლის იარაღების დასამზადებლად ადა-
მიანი რკინაზე მეტად სხვა ლითონებსა და მინარევებს,
ისევე, როგორც ხელოვნურად, ქიმიური გზით მიღებულ
მასალებს, მათ შორის, პლასტმასს იყენებს.
საზოგადოების ისტორიის, კერძოდ, საზოგადოების
წარსული ცხოვრების ეკონომიკური ასპექტების შესწავ-
ლისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რითი იკვებებო-
დნენ ამა თუ იმ რეგიონში მცხოვრები ადამიანები. მაგალი-
თად, ძველი ბერძენი ისტორიკოსები დასავლურ-ქართული
ჰაინრიხ შლიმანი (1822-1890). ტომების აღწერისას, საგანგებოდ აღნიშნავენ მათი ბავშვების
გერმანელი მღვდლის შვილი, სითეთრესა და სიმსუქნეს, რის მიზეზადაც ისინი ამ ტომე-
რომელიც ბავშვობიდანვე
ბის მიერ ძირითად საკვებად წაბლის გამოყენებას მიიჩნევენ.
ჰომეროსის პოემა „ილიადაზე―
იყო შეყვარებული და ქალაქ ეს ცნობა კარგა ხანს ისტორიკოსთა ირონიულ ღიმილს
ტროას (ილიონის) აღმოჩენაზე იწვევდა, მაგრამ კოლხეთის დაბლობზე XX ს-ის 60-იან წლებში
ოცნებობდა. მან ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, ძველ ბერძენ
თავდაპირველად ვაჭრობით
დიდი ქონება დააგროვა და ისტორიკოსთა მონათხრობის სინამდვილე დაადასტურა.
არქეოლოგობა მხოლოდ 1863 წ. უფრო მეტიც, ამ გათხრების შედეგად ნასახლარებზე
დაიწყო. ჰაინრიხ შლიმანმა 1870 აღმოჩენილმა წაბლის ჩენჩოს ძალიან დიდმა ოდენობამ,
წ. თავისი ბავშვობის ოცნება
აისრულა და ტროას ნაქალაქარი მეცნიერები დაარწმუნა, რომ აქ მოსახლე საზოგადოებისათვის
მართლაც აღმოაჩინა. ტროაში საუკუნეთა მანძილზე წაბლი არა მარტო ბავშვების, არამედ,
არქეოლოგიური გათხრები
დღემდე გრძელდება.

102
მთელი მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საკვებ პროდუქტს ნახშირბადის დაშლის პერიო-
წარმოადგენდა. დებით, ანუ C14-ით
არქეოლოგიას ისევე, როგორც ისტორიის სხვა დათარიღება. ქიმიური ელემენტი
ნახშირბადი, რომელიც ყველა
დარგებს, დიდ დახმარებას უწევს ზუსტი მეცნიერებები: ორგანულ ნივთიერებაში შედის:
ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ძვალი, ქსოვილი, მცენარე, ხის
მართლაც, არქეოლოგიური მასალის გამოვლენის ნაგებობები, საკვები
პროდუქტები და ა.შ.
შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, მისი დათარიღების ამოცანა
თანდათანობით იშლება.
დგება. ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს განათხარი მასალის მეცნიერებისათვის ცნობილია,
დათარიღების რამდენიმე მეთოდი. ერთს ნახშირბადის დაშ- თუ რა დონეზე იშლება
ლის პერიოდებით, ანუ C14-ით დათარიღება, მეორეს კი, ნახშირბადი 50, 100, 500 და ა.შ.
წლის განმავლობაში.
რომელიც დათარიღებისათვის დედამიწის მაგნიტური შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ
ველის ცვალებადობას იყენებს, დათარიღების არქეომაგნი- დაშლის რა სტადიაში იმყოფება
ტური მეთოდი ეწოდება. ნახშირბადი განათხარ მასალაში,
ფიზიკოსები იოლად ადგენენ რა
ქიმიის დახმარებით ცხოველებისა და ადამიანების სიძველისაა ნივთი.
ძვლების ქიმიური შედგენილობა დგინდება. ეს ხშირად
საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ მათი გეოგრაფიულ-
რეგიონალური წარმომავლობა, მაგალითად, საქართველოს მაგნიტური ველის
მკვიდრი იყო თუ არა ადამიანი, რომლის ნეშტი ამა თუ იმ ცვალებადობით დათარიღება. ამ
სამარხში აღმოჩნდა, დგინდება საკვების გზით ძვლებში მეთოდს საფუძვლად დედამიწის
მაგნიტური ველის ცვალებადობა
დალექილი იმ მიკროელემენტებით, რომლებიც სწორედ დაედო, რომლის პერიოდულობა
საქართველოს წყლებისა და ნიადაგისათვისაა დამახასი- მეცნიერთათვის ცნობილია.
ათებელი. აღმოჩნდა, რომ თიხის
გამოწვისას დედამიწის
ქიმია გვეხმარება აგრეთვე იმ მასალის გეოგრაფიული
მაგნიტური ველის იმ ხანისათვის
არეალის დადგენაშიც, რომლიდანაც დამზადებულია ჩვენა- არსებული ვითარება მასში
მდე მოღწეული საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, ყოფითი სამუდამოდ ფიქსირდება, რაც ამ
ნივთები. თიხისაგან გაკეთებული
სამშენებლო მასალისა და
ბიოლოგია ძვლების უჯრედების ანალიზის საფუძ- ჭურჭლის დათარიღების
ველზე საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ სამარხებში საშუალებას იძლევა.
აღმოჩენილი ათეულ-ათასობით წლის წინათ გარდაცვლილ
ადამიანთა გენეტიკური ნათესაობა.

ეგვიპტელი არქეოლოგი „მეფე პრიამოსის განძი“


ზაჰი ჰავასი ტროას ნაქალაქარი (ძვ.წ. 2400-
კოლხური ცულები — Sua ფარაონ ტუტანხამონის ნეშტის
ბრინჯაოს ხანა საქართველო 2300) თურქეთის ქალაქ ანაკალეს
შესწავლის დროს, ქაირო, 2005.
მახლობლად.

103
$ 2. ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია

ეთნოგრაფია. ყოველ ხალხს თავისი ზნე-ჩვეულებები და


ეთნოგრაფია ორი ბერძნული
ადათ-წესები აქვს, რომლებიც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე
სიტყვის ეთნოს — ხალხი და
ჩამოუყალიბდა და მის ყოფა-ცხოვრებას განუმეორებელ ელფერს
გრაფოს — აღწერა შეერთების
გზითაა მიღებული და ხალხის ანიჭებს. ადამიანებს ძველთაგანვე აინტერესებდათ მახლობელი
აღწერას ნიშნავს. ეს ტერმინი ამ თუ შორეული ხალხების ყოფის თავისებურებები, მათი წეს-
ისტორიული დისციპლინის ჩვეულებები, რწმენა-წარმოდგენები. ეს ინტერესი, უპირველეს
აღსანიშნავად დაახლოებით ყოვლისა, სავაჭრო-ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური
სამასი წლის წინათ შემოვიდა. საჭიროებებით იყო განპირობებული. მართლაც, ძველ ბერძნულ
ისტორიულ, გეოგრაფიულ თუ ლიტერატურულ თხზულებებში
დიდი ყურადღება ექცევა სამხრეთ კავკასიას, განსაკუთრებით,
დასავლურ-ქართულ სახელმწიფოს ეგრისს, რომელსაც ძველი
ბერძნები კოლხიდას უწოდებდნენ. კოლხებთან ერთად ისინი
აღმოსავლურ-ქართულ სამეფოს იბერიასაც მოიხსენიებენ. ასევე,
ამ სამეფოების ირგვლივ მცხოვრებ სხვადასხვა ქართულ
ტომებზე: სვანებზე, მოსინიკებზე, ხალიბებზე არაერთ
საინტერესო ყოფით დეტალებს მოგვითხრობენ.
ძველი ბერძნების ასეთი ინტერესი ქართული
სახელმწიფოებისა და ქართული ტომების მიმართ, რა თქმა უნდა,
არ იყო მხოლოდ წმინდა მეცნიერული ცნობისმოყვარეობით
განპირობებული და ჩვენს მხარეში მათი ფრიად პრაქტიკული
სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებით იყო
ნაკარნახევი, რაც საბოლოოდ, საქართველოს შავიზღვისპირეთში
ბერძნული ქალაქების — ახალშენების დაარსებაში გამოიხატა.
ვახუშტი ბაგრატიონი ახალი საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას, ადათ-წესებსა და ზნე-
ეპოქის ისტორიკოსებიდან ერთ- ჩვეულებებს ისტორიის დარგი ეთნოგრაფია შეისწავლის.
ერთი პირველია, ვინც თავდაპირველად ეთნოგრაფები იმ დაბალ საფეხურზე
ეთნოგრაფიული მასალა,
მყოფი ხალხების ყოფა-ცხოვრებას აღწერდნენ, რომლებსაც
ისტორიული თხრობის
ევროპელები მათთვის აქამდე უცნობ კონტინენტებზე
ორგანულ ნაწილად მიიჩნია და
თავის „აღწერა სამეფოსა
(ამერიკის, ავსტრალიის) შეხვდნენ. ეთნოგრაფები ხანდახან
საქართველოსაში“ მოსახლეობის წლობით ცხოვრობდნენ ასეთ ხალხებთან და მათ ცხოვრებას
ზნე-ჩვეულებებისა და ყოფითი აკვირდებოდნენ. მათ შორის, ჩვენთვის უკვე ცნობილი,
დეტალების გადმოცემას, ლუის მორგანიც იყო, რომელმაც, როგორც გვახსოვს, თავისი
საგანგებო ადგილი მიუჩინა. ნაშრომების წყალობით, ამერიკის ინდიელთა ყოფა-
(იხ. აგრეთვე გვ. 60, 336). ცხოვრება სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო.

,,adaT-wesebi yvelafris mefea― — aRniSnavs herodote Tavis „istoriaSi―

„ჩემთვის ყოველმხრივ ცხადია, რომ კამბისე (საუბარია აქემენიანთა სპარსეთის რიგით მეორე მეფეზე,
რედ.) ნამდვილი გიჟი იყო. თუ არა და, სალოცავებსა და ადათ-წესებზე დაცინვას ვერ გაბედავდა. ვინმემ
რომ შესთავაზოს რომელსაც გნებავთ ხალხს, გამოარჩიე ყველა არსებულ ადათ-წესს შორის
საუკეთესოო, ის რომ გადახედავს, რა თქმა უნდა, გამოარჩევს თავის საკუთარს. ეგრე მიაჩნია თითოეულ
ხალხს, რომ მისი ადათ-წესები ბევრად უკეთესია სხვისაზე. ამიტომაც გიჟის გარდა, ჩვეულებრივ,
არავინ დასცინის ასეთ რამეებს. რომ თავისი ადათ-წესების მიმართ ყველა ადამიანი ასე იქცევა, ამის
საბუთად ბევრი სხვა რამის მოყვანა შეიძლება და მათ შორის ამისაც: დარიოსმა თავისი მმართველობის
დროს დაუძახა იმ ელინებს, ვინც მის კარზე იყვნენ და შეეკითხა, რა საფასურით მოინდომებდნენ
თავიანთი დახოცილი მამების შეჭმას. მათ უპასუხეს, რომ არაფრის გულისთვის არ გააკეთებდნენ ამას.
ამის შემდეგ დარიოსმა დაუძახა ინდოელთაგან ეგრეთწოდებულ კალატიებს, რომლებიც გარდაცვლილ
მშობლებს სჭამენ და შეეკითხა ელინების თანდასწრებით: რა საფასურით დათანხმდებიან ისინი, რომ
გარდაცვლილი მამები ცეცხლს მისცენ. იმათ შეჰყვირეს და შესძახეს, ამას რას ლაპარაკობსო. აი, ასე
წმინდად მიაჩნია ხალხს თავისი წეს-ჩვეულებები და მე ვფიქრობ, სწორედ ამბობს პინდარე
(ძველბერძენი პოეტი, რედ.) თავის პოემებში: „ადათ-წესები ყველაფრის მეფეაო―.

104
ეთნოლოგია. ეთნოგრაფიის განვითარებას ეთნოლოგია
წარმოადგენს. ეთნოლოგები განაზოგადებენ და თეორიუ-
ლად ამუშავებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოპო-
ვებულ ეთნოგრაფიულ მასალას, ცდილობენ ამ მასალებში ეთნოლოგია ორი ბერძნული
აღწერილი ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებების წარმომავ- სიტყვის: ეთნოს — ხალხი და
ლობისა და სხვადასხვა ძველ კულტურებთან და ხალხების ლოგოს — ცოდნა — შეერთებითაა
მიღებული და ხალხთ-
ზნე-ჩვეულებებთან მათი მიმართების დადგენას.
მცოდნეობას ნიშნავს.
დედამიწის მოსახლეობა დიდი მრავლფეროვნებით
გამოირჩევა და ამან გამოიწვია მსგავსება-განსხვავების
თვალსაზრისით ხალხების დასაჯგუფებლად გარკვეული
მეცნიერული საკლასიფიკაციო სისტემების არსებობის აუ-
ცილებლობა. ეთნოლოგიურ მეცნიერებაში მიღებულია ხალ-
ხების კლასიფიკაცია შემდეგი ნიშნების მიხედვით: ენობ-
რივი (ლინგვისტური), გეოგრაფიული, რელიგიური, რასობ-
რივი და ა.შ.
ენობრივი მონაცემების მიხედვით ხალხები ჯგუფ-
დებიან დიდ ან მცირე ენობრივ ოჯახებად, ენობრივი
ნათესაობის საფუძველზე. გეოგრაფიული კლასიფიკაცია
მსოფლიოს მოსახლეობას მათი განსახლების რეგიონების
მიხედვით აჯგუფებს; რელიგიური კლასიფიკაცია ხალხებს
რელიგიური აღმსარებლობის პრინციპით ჰყოფს; რასობრივი
ნიშნით ადამიანთა დაჯგუფება კი მათი ფიზიკური
განსხვავებულობის ნიშნით დაჯგუფებას გულისხმობს.

ანთროპოლოგია. XX ს-ის დასაწყისიდან დასავლეთ


ევროპასა და ამერიკაში ანთროპოლოგია განვითარდა.
ტერმინი ორი ბერძნული სიტყვის: ანთროპოს — ადამიანი
და ლოგოს — ცოდნა შეერთებითაა მიღებული და
ადამიანთმცოდნეობას ნიშნავს.
განასხვავებენ: სოციალურ-კულტურულ, პოლიტიკურ,
ფიზიკურ ანთროპოლოგიას.
ფიზიკური ანთროპოლოგია ზოგადად ადამიანის
ფიზიკურ თავისებურებებს შეისწავლის. მართლაც,
ერთნაირები როდი ვართ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ

Zveli berZeni istorikosi da geografi straboni (Zv. w. 60 - ax. w. 20) qarTvelebis Sesaxeb

„... სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ. ფლობენ ისინი ირგვლივ ყველაფერს
და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის: ჰყავთ მათ ბასილევსი და
საბჭო 300 მამაკაცისაგან შემდგარი და, როგორც ამბობენ, ჰკრებენ ლაშქარს 200.000 კაცის რაოდენობით:
მართლაც, მთელი ხალხი მეომარია, მაგრამ არაორგანიზებული. ამასთანავე ამბობენ, რომ ზამთრის
ნიაღვრებს ოქრო ჩამოაქვს, ხოლო ბარბაროსები აგროვებენ ოქროს დახვრეტილი ვარცლებით და
ბანჯგვლიანი ტყავებით: აქედან მომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან ვერძზე... სვანები (ისრის)
წვერებისათვის წამალს ხმარობენ და საოცრად იტანჯებიან მისი სუნის გამო, მოუწამლავი ისრებით
დაჭრილებიც კი.
სხვა ტომები, რომლებიც კავკასიონის მახლობლად არიან, ღარიბები და მცირე მიწის მქონენი არიან;
ხოლო ალბანთა და იბერთა ტომებს, რომელთაც უკავიათ უპირატესად მოხსენებული ყელი, და რომელთაც
კავკასიური ეწოდებათ, აქვთ მდიდარი ქვეყანა, განსაკუთრებით ვარგისი და კარგი დასასახლებლად.―

Cveni winaprebi kavkasiis Tovlian mTebSi

„კავკასიონის მწვერვალები ზამთრობით გაუვალია, ხოლო ზაფხულობით ადიან ფეხებზე ლურსმნებით


დაჭედილი დამუშავებული ხარის ტყავებით. ეს ტყავები სიფართოვით დაფის ოდენაა. მათ იკეთებენ
თოვლისა და ყინულის გამო. ძირს ტყავებზე დაწოლილნი ჩამოდიან“.
სტრაბონი, გეოგრაფია

105
ფიზიკური მონაცემებით განვსხვავდებით. ჩვენ განსხვა-
ვებული თმის, თვალის ფერი გვაქვს. მაგრამ ეს განსხვა-
ვებები ფრიად საზღვრულია. მაგალითად, მავანს შეიძლება
ცისფერი, თაფლისფერი, მწვანე თვალები ჰქონდეს, თუმცა
ადამიანს არ აქვს ყვითელი ან წითელი თვალის ფერი. იგივე
შეიძლება ითქვას, თმაზე, ადამიანები ფრიად განვსხვავ-
დებით სიმაღლის მიხედვითაც, მაგრამ ეს განსხვავებაც
გარკვეულ ჩარჩოებში თავსდება: მაგალითად, არასოდეს
გაჩენილა სამ მეტრიანი ადამიანი.
ადამიანებს შორის უფრო სერიოზული განსხვავებაცაა,
ვიდრე ეს უბრალოდ სიმაღლე, თვალის თუ თმის ფერი
შეიძლება იყოს. ეს რასობრივი განსხვავებაა. სხვადასხვა
რასის ადამიანი ერთმანეთისაგან ფიზიკური მონაცემებით,
ანუ გარეგნობით მნიშვნელოვნად განსხვავდება. რასობრივი
თვალსაზრისით მსოფლიოს მოსახლეობა სამ რასად იყოფა:
ევრაზიული, ანუ ევროპეიდული (იგივე კავკასიური),
მონღოლოიდური (აზიურ-ამერიკული), ეკვატორული, ანუ
ეპიკანტუსი -(ბერძ. Epi - ზედ,
ავსტრალიურ-ნეგროიდული.
ზევიდან, kantos - თვალის შიდა უპირველეს ყოვლისა, რასას კანის ფერი გამოავლენს:
კუთხე) იგივე მონღოლოიდური ევროპეიდულს, ანუ კავკასიურს — თეთრი, მონღო-
ნაოჭი. ეპიკანტუსი ლოიდურს — ყვითელი, ეკვატორულს შავი კანის ფერი აქვს.
დამახასიათებელია ძირითადი რასობრივი ნიშნებია: მკვეთრად ან სუსტად
მონღოლოიდური რასის გამოკვეთილი წვერ-ულვაში, თმის ფორმა (სწორი, ხუჭუჭი
წარმომადგენლებისათვის, ან რბილი-ხვეული) და შეფერილობა, ცხვირის ფორმა,
წარმოქმნილია ზედა ქუთუთოს
ეპიკანტუსის არსებობა და სხვა. თვით რასების შიგნითაც
კანით.
რეგიონალური განსხვავება შეიმჩნევა.
მაგალითად, დედამიწის სხვადასხვა რეგიონში მცხოვ-
რები ერთი ევროპეიდული რასის წარმომადგენლები კანის,
თმის და თვალების ფერით ერთმანეთისაგან საგრძნობლად
განსხვავდებიან. ერთ ნაწილს, ძირითადად, ჩრდილო და
ჩრდილო-დასავლეთ ევროპის მცხოვრებლებს, მაგალითად,
ეთნიკურ ინგლისელებს, ნორვეგიელებს, შვედებს, ძალიან
თეთრი კანის ფერი, ცისფერი თვალები და ბაცი ოქროსფერი
თმა აქვთ, აზიაში მცხოვრები ევროპეიდული რასის წარმო-
მადგენლებს: ინდოელებს, არაბებს, სპარსელებს ბევრად
მუქი კანის ფერი, შავი თვალები და მუქი შავი თმა
გამოარჩევს და ა. შ.

რასიზმი, როგორც თეორია და პრაქტიკა. ადამიანთა


შორის რასობრივი განსხვავების ახსნის მცდელობამ მრავალ
ქრისტოფ მაინერსი
1747-1810
სხვადასხვა თეორიას დაუდო სათავე. მეცნიერთა გარკვე-
ული ნაწილი (მაგალითად, ქრისტოფ მაინერსი) ცდილობდა
გერმანელი მეცნიერი, დაენახა პირდაპირი კავშირი ადამიანის რასობრივ თავისე-
გოტინგენის უნივერსიტეტის ბურებებსა და გონებრივ შესაძლებლობებს შორის, რამაც
პროფესორი. 1772 წ. გამოაქვეყნა ევროპეიდულ რასასთან შედარებით ყველა დანარჩენის
გახმაურებული ნაშრომი მეორეხარისხოვან ან არასრულფასოვან ადამიანებად წარმო-
„ფილოსოფიის რევიზია―, ჩენის რასისტულ თეორიას დაუდო სათავე.
რომელშიც ავითარებს მაინერსის მოძღვრებას ის ბუნებრივად აღმოცენებული
რასისტულ
უპირატესობის განცდა დაედო საფუძვლად, რომელიც
მსოფლმხედველობას თეთრი
ევროპელებში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებისა და ახალი
რასის უპირატესობის შესახებ.

106
ისტორიის გასაყარზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების
შედეგად ისტორიული განვითარების უფრო დაბალ
საფეხურზე მდგომ ხალხებთან გაცნობამ წარმოშვა.
დედამიწის ახლად აღმოჩენილ კონტინენტებზე და
ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში, ამ რეგიონების იზოლი-
რებულობის გამო, იქ მცხოვრები ხალხების ისტორიულ
განვითარებაში ჩამორჩენამ ევროპელებს თავიანთი პირველ-
ხარისხოვნებისა და კანის მუქი ფერის მქონე ადამიანების
მეორეხარისხოვნების ილუზია შეუქმნა. მით უფრო, რომ ეს,
ამ პრიმიტიული ხალხების ფიზიკურ გაწყვეტას და მათი
ქონებისა და მიწების ხელში ჩაგდებას, მორალური თვალ-
საზრისით, ფრიადაც აიოლებდა. ყოველივე ამან, ახალი
ისტორიის ხანაში ევროპელების მხრივ აღნიშნულ რეგიო-
ნებში აბორიგენი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას შეუწყო
ხელი, რასაც, მაგალითად, ამერიკის კონტინენტზე აბორიგენი
ინდიელთა უნიკალური ცივილიზაციების განადგურება და (ლათ. Aborigene) – [შუა
მთელი ტომებისა და ხალხების პირისაგან მიწისა აღგვა იტალიის უძველესი
მოჰყვა. მცხოვრებნი. რომაელებმა ეს
ტერმინი აწარმოეს ლათინური
XX ს-ის 30-იან წლებში რასისტულმა თეორიამ და
სიტყვიდან ―ab ori-
პრაქტიკამ განვითარება გერმანიის ფაშისტური ნაციონალ-
gine" (თავიდან, დასაწყისიდან)]
სოციალისტური, ანუ ნაცისტური პარტიის დოქტრინაში თანამედროვე გაგებით
ჰპოვა. ამ მხრივ გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები ისე აბორიგენებს უწოდებენ მხარის,
შორს წავიდნენ, რომ ევროპეიდული რასის შიგნითაც ქვეყნის ან ოლქის ძირძველ,
ადამიანები ერთი დონისად არ მიიჩნიეს და გერმანულ, მუდმივ მცხოვრებლებს.
მათი ტერმინოლოგიით არიულ რასასთან შედარებით, ყვე-
ლა სხვა, განსაკუთრებით კი ებრაელები, დაბალი დონისად
გამოაცხადეს. ამ შემთხვევაში გერმანელ ნაცისტებს, რა თქმა არიელები, ან არიები —
უნდა, კაცობრიობის „მავნე მინარევებისაგან― დაცვისა და პროტოინდო-ირანული ჯგუფის
ერების სახელწოდება, რომლებიც
გადარჩენის საკითხებზე მეტად ის სიმდიდრე აღელვებდათ,
ბრინჯაოს ხანაში სახლობდნენ
რომელიც გერმანიაში ებრაული წარმოშობის ფინანსურ
ევრაზიის სტეპების ტერიტორიაზე
ელიტაში იყო თავმოყრილი, მაგრამ ებრაელების გერმანე- და შემდგომ ჩვენს
ლებთან შედარებით მეორეხარისხოვან ადამიანებად გამოც- წელთაღრიცხვამდე მეორე
ხადებამ იდეოლოგიური საფუძველი მოუმზადა თვით ათასწლეულში გადასახლდნენ
შავბნელი შუა საუკუნეებისთვისაც კი განსაცვიფრებელ და ირანსა და ინდოეთში.
უსასტიკეს ანგარიშსწორებას, რაც გერმანული ნაციონალ-
სოციალიზმის მამებმა მათივე თუ მეზობელ, გერმანელთა
მიერ დაპყრობილ ქვეყნებში მცხოვრებ ებრაელებს ჰოლოკოსტი — ინგლისური
ჰოლოკოსტის სახით არგუნეს. სიტყვა ,,holocaust― გამოყენებულია
ბიოლოგიის, როგორც მეცნიერების, განსაკუთრებით ლათინური ბიბლიიდან, ხოლო
კი მისი ერთ-ერთი დარგის გენეტიკის განვითარებამ, მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა
რასისტულ თეორიას საფუძველი საბოლოოდ გამოაცალა. ნასესხები. ნიშნავს ,,სრულად
უცილობელ ჭეშმარიტებად იქცა სხვადასხვა რასის ადამია- დაწვას―. ინგლისური
ტერმინი ,,holocaust― დღევანდელი
ნების სრული გენეტიკური იდენტურობა. დღეისათვის
მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი
დასაბუთებულია, რომ თანამედროვე ადამიანის სახეობა წლებიდან. გერმანელი ნაციონალ-
დაახლ. 35 ათასი წლის, თუ ცოტა მეტი ხნის წინ სოციალისტების მიერ
წარმოიშვა და მთელ დედამიწაზე განსახლდა. ასე რომ, მოწყობილმა ხალხების ჟლეტამ 6
ჩვენ ყველა პირდაპირი მნიშვნელობით „ერთი დედ-მამის მილიონი ებრაელის, ასიათასობით
შვილები ვართ―. რაც შეეხება ფიზიკურ განსხვავებებს, პოლონელისა და დაახლ. 200
რომლებიც ადამიანების რასებად დაყოფას დაედო ათასი ბოშას სიცოცხლე შეიწირა.

107
საფუძვლად, ეს ადამიანთა ცალკეული ჯგუფების
მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ერთი და იმავე
გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრებამ და ამ გეოგრაფიულ
გარემოსთან მაქსიმალურად კარგად შეგუების საჭიროებამ
სეგრეგაცია — (ლათ. segregation განაპირობა (მაგალითად, კანის შავი ფერი აფრიკის და
- გამოყოფა) დისკრიმინაციის ავსტრალიის აბორიგენებში მზის განსაკუთრებული
ერთ-ერთი სახე - ფერადკანიანთა სიმხურვალისაგან თავდაცვის საჭიროებამ; ეპიკანტუსი კი
იძულებითი გამოყოფა მონღოლოიდურ რასაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ
თეთრკანიანებისაგან.
აზიის სტეპებში თვალების ქარებისაგან დაცვის საჭი-
თანამედროვე გაგებით
გულისხმობს საზოგადოებრივი
როებამ წარმოშვა და ა.შ.).
ურთიერთობების ისეთ წესს, არცთუ შორეულ წარსულში რასისტული მსოფლ-
როდესაც ქვეყანაში, ფორმალური მხედველობის ბურჯებად აშშ და სამხრეთ აფრიკის
თანასწორობის მიუხედავად, რესპუბლიკა რჩებოდნენ.
მოსახლეობის გარკვეული შეიძლება დღეს ცოტამ თუ იცის, რომ დემოკრატიისა
ნაწილი იძულებულია და ლიბერალური ფასეულობების ისეთ წამყვან ქვეყანაში,
განცალკევებით იცხოვროს,
როგორიც XXI საუკუნის დამდეგის ამერიკის შეერთე-
ისწავლოს და იმკურნალოს.
ბული შტატებია, სულ რაღაც 50 წლის წინ რასიზმი
მძვინვარებდა და აფრიკული წარმოშობის ამერიკელებსა
და ადგილობრივი წარმოშობის ინდიელებზე რასობრივი
დისკრიმინაცია — (ლათ. Dis- სეგრეგაციის დისკრიმინაციული კანონები ვრცელდე-
criminatio, განსხვავება) ნიშნავს ბოდა. მაგალითად, მათ თეთრკანიანებთან ერთად სკო-
ადამიანების უთანასწორო,
ლაში სწავლა, გასართობი თუ სპორტული მოედნებითა
არასამართლიან მოპყრობას,
სახელმწიფოში მოქალაქეების და ადგილებით სარგებლობა, ავტობუსში ჯდომაც კი
ერთი ნაწილისათვის ეკრძალებოდათ.
გარკვეული უფლებების რასისტული კანონებისა და ცხოვრების წესის
ჩამორთმევას ან შეზღუდვას. წინააღმდეგ აშშ-ში XX ს-ის 60-იანი წლების დასაწყისში
დისკრიმინაცია შეიძლება დიდი გამოსვლები დაიწყო. ამერიკულმა პოლიტიკურმა
ხდებოდეს რასობრივ,
ელიტამ სწორად შეაფასა ვითარება. რადიკალური
რელიგიურ, სქესობრივ თუ სხვა
ნიადაგზე. ცვლილების, ანუ რასისტული კანონების გაუუქმებლობის
შემთხვევაში ქვეყანას დესტაბილიზაცია ემუქრებოდა,
რასაც შეიძლება მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური
შედეგები მოჰყოლოდა. ამიტომ, მან გამოსვლებს რეფორ-
აპართეიდი მებით უპასუხა და დისკრიმინაციულ-რასისტული კანო-
(ნიშნავს ,,განცალკევებას―
აფრიკაანსზე) — სოციალური ნები აშშ-ში მთლიანად გაუქმდა.
სისტემა სამხრეთ აფრიკაში 1948 - რა ხდებოდა, ამ მხრივ, სამხრეთ აფრიკის რესპუბ-
1994 წლებში. აპართეიდი - ლიკაში, რომელიც ეკონომიკური განვითარების
რასობრივი დისკრიმნაციის
ფორმაა, რომელიც რასობრივი
თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა?
ნიშნით გამორჩეული გარკვეული აქ XX ს-ის შუა წლებში პარლამენტმა მიიღო კანონი
ჯგუფებისათვის სამოქალაქო, აპართეიდის შესახებ, რაც თეთრკანიანებისა და ფერად-
პოლიტიკური ეკონომიკური,
კანიანების განცლკევებით ცხოვრებას აწესებდა. აპართეი-
სოციალური და კულტურული
უფლებების აღკვეთაში დის პოლიტიკურმა რეჟიმმა სამხრეთ აფრიკის რესპუბ-
გამოიხატება. ლიკაში თითქმის 50 წელი იარსება და მხოლოდ გასული
საუკუნის მიწურულში გაუქმდა. რის შემდგომაც ქვეყანაში
მოსახლე ყველა რასის წარმომადგენლის პოლიტიკური
უფლებები გათანასწორდა.

108
პალეოანთროპოლოგია. ანთროპოლოგიის განშტოებაა სამხრეთაფრიკულ აპართეიდს
პალეოანთროპოლოგია, რომელიც განათხარ ადამიანთა თუ საბოლოოდ 1994 წელს მოეღო
ადამიანისებრთა ფიზიკური მონაცემების (ჩონჩხი, თავის ბოლო, როდესაც პრეზიდენტმა
დე კლერკმა პირველი
ქალა, კბილები) შედარების საფუძველზე, სწავლობს თანა-
თავისუფალი არჩევნები
მედროვე ადამიანის ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებისა და
ჩაატარა, რის შედეგად იგი ამ
განვითარების ისტორიას. პალეოანთროპოლოგიის სპეცია- პოსტზე ნელსონ მანდელამ
ლისტთა მონაცემები ისტორიკოსებისათვის მეტად ანგარიშ- შეცვალა.
გასაწევია. სწორედ პალეოანთროპოლოგებმა დაადგინეს,
რომ საქართველოში, გარეჯის უდაბნოში გათხრილი არსება
— უდაბნოპითეკი ადამიანის მსგავსი მაიმუნის ადამიანთან პალეოანთროპოლოგია - (ბერძნ.
საკმაოდ ახლო მდგომი სახეობაა; ხოლო „დმანისელი ადა- palaios ძველი, anthropos
მიანი― კი, რომელსაც „პირველ ევროპელსაც― უწოდებენ,
ადამიანი, logos მოძღვრება)
ნამდვილად ადამიანია, თუმცა არა თანამედროვე — Homo
სწავლობს ნამარხ ადამიანებს.
Sapiens-Sapiens-ი, არამედ მისი შორეული წინაპარი — Homo
Erectus.

სოციალურ-კულტურული ანთროპოლოგია. დიდ


ბრიტანეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებ-
ლობს ტერმინი სოციალური ანთროპოლოგია, რომელიც
პრიორიტეტად ადამიანთა ერთობის, საზოგადოების და
საზოგადოებრივი ინსტიტუტების კვლევას მიიჩნევს.
ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრება ზოგადად მის კულ-
ტურულ ცხოვრებასაც მოიცავს. ამიტომ, ფართო ჭრილში
სოციალური ანთროპოლოგია პრაქტიკულად კულტურულ
ანთროპოლოგიასაც ითავსებს; აშშ-ში ეს მიმართულება
უფრო კულტურული ანთროპოლოგიის სახელითაა ცნო-
ბილი. ვინაიდან იქ მეცნიერები ადამიანთმცოდნეობით
საკითხებს, უფრო ადამიანის, როგორც კულტურის შემომქ-
მედის კუთხით სწავლობენ. გაუგებრობის თავიდან ასაცი-
ლებლად ანთროპოლოგიის აღნიშნული მიმართულების
სახელად სოციალურ-კულტურული ანთროპოლოგია სჯობს
ვიხმაროთ.
სოციალურ-კულტურული ანთროპოლოგია მნიშვნე-
ლოვანწილად ეთნოგრაფიასა და ეთნოლოგიას მოიცავს. ის
შეისწავლის ადამიანს, როგორც სოციალურ და კულტურულ
ფენომენს, როგორც კულტურის შემქმნელს, მატარებელსა და

წარწერა დურბანის
სანაპიროზე ინგლისურად,
აფრიკაანსა და ზულუს
ენებზე: დურბანის სანაპიროს
განაწესის 37-ე მუხლის
მიხედვით ეს სანაპირო
რეზერვირებულია მხოლოდ
თეთრკანიანი
მოსახლეობისთვის.

109
გადამცემს. იმავდროულად ადამიანი არ მოქმედებს განცალ-
საზოგადოებრივი ინსტიტუტები კევებით. ის საზოგადოებრივი, ანუ სოციალური არსებაა და
— სხვადასხვა საზოგადოებრივი, საზოგადოებიდან მოწყვეტით მისი გააზრება შეუძლებელია.
მათ შორის სახელმწიფოებრივი, მართლაც, ადამიანი იბადება, იზრდება, მოღვაწეობს
სამართლებრივი, კულტურული საზოგადოებაში. ბუნებრივია, სხვა ადამიანებთან თანაც-
— ორგანიზაციები, რომლებიც
ხოვრების უზრუნველსაყოფად ის აყალიბებს სხვადასხვა
საზოგადოებრივი ცხოვრების
საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და სტრუქტურებს. ამ
სხვადასხვა სფეროს
წარმართავენ.
სტრუქტურების არსებობა და მათი ქმედების ეფექტიანობა
დიდადაა დამოკიდებული ამა თუ იმ ადამიანთა ჯგუფის
რეგიონალურ, კულტურულ, რელიგიურ, ასაკობრივ და
საბოლოოდ ეთნიკურ თავისებურებებზე. აი, აქ ანთრო-
ეთნოსი - (ბერძნ. Ethnos - "ხალხი") პოლოგთა შესწავლის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს — ეთნოსს
ადამიანთა ისტორიულად და ერს მივადექით.
ჩამოყალიბებული მეტ-ნაკლებად ეთნოსის, ეთნოსთაშორისი ურთიერთობების, ეთნო-
დიდი თუ მცირე ჯგუფი, სებისა და ერების წარმოშობის მიზეზებისა და ეთნიკუ-
შეკავშირებული თავდაპირველი რობის გრძნობის წარმოქმნა–განვითარების კვლევა, შეიძ-
ტერიტორიის, ენისა და ლება ითქვას, ანთროპოლოგიას ეთნოლოგიისაგან მემკვიდ-
კულტურის ერთობის რეობით ერგო. აღნიშნული პრობლემების კვლევის აქტუა-
საფუძველზე; პირველყოფილ-
ლობამ განაპირობა კიდეც თანამედროვე ანთროპოლოგიაში
თემურ საზოგადოებაში ამ
ცალკე მიმართულების ჩამოყალიბება, რომელიც ძირითა-
ერთობის ნიშანია აგრეთვე
სისხლით ნათესაობა.
დად ეთნოსებისა და ერების წარმოშობასა და დროსა და
სივრცეში მათ განვითარებას იკვლევს.
ეთნოსის შემსწავლელ მეცნიერებს განსაკუთრებით
აინტერესებთ ეთნიკურობის, ანუ ადამიანის მიერ რომელიმე
ეთნოსისათვის თავის მიკუთვნების განცდის საფუძველი და
დრო.
აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით
დიდია, მაგრამ მეტ-ნაკლები პოპულარობით გამოირჩევა
სამი თეორია:

 პრიმორდიალისტური;
 კონსტრუქტივისტული;
 ინსტრუმენტალისტური.
პრიმორდიალიზმი ლათინური
პრიმორდიალისტური თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ,
ტერმინიდან promordialis —
რომ ეთნიკურობა თანდაყოლილი, ობიექტური მოცემუ-
თავდაპირველი, თავისთავადი —
მომდინარეობს.
ლობაა და ადამიანის ბუნებაში დევს, ამიტომ მისი ხელოვ-
ნურად შექმნა ან ვინმესთვის თავსმოხვევა შეუძლებელია.
უმრავლესი ერები და, რაც მთავარია, ის ერები, რომ-
ლებიც დღევანდელ პოლიტიკაში ამინდს ქმნიან, ძირითა-
დად, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გასაყარზე, ან
კიდევ უფრო გვიან წარმოიშვნენ. ამან ეთნიკურობის
საკითხების მკვლევართა ერთ ნაწილში ახალი თეორიები
წარმოშვა, რომლებმაც თანდათან სამეცნიერო წრეებში სულ
უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა. ამ ახალი თეორიების
თანახმად, ერი, როგორც ეთნიკური გრძნობის უმაღლესი
დონის მატარებელი ერთობა, მხოლოდ ახალ და უახლეს
ისტორიაში ყალიბდება, მანამდე კი უფრო სწორი იქნება, თუ
ეთნოსზე, ანუ ხალხზე ვისაუბრებთ. ასეთი მიდგომა

110
ახასიათებდა საბჭოთა კავშირის მარქსისტულ-ლენინურ
მეთოდოლოგიასაც, რომელიც დასავლურ სამყაროში გავრცე-
ლებული კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ განშტოებადაც შეიძ-
ლება ჩაითვალოს.
კონსტრუქტივიზმის მომხრეები თვლიან, რომ ეთნოსი
ხელოვნური წარმონაქმნია და ადამიანთა მიზანმიმართული
ქმედების შედეგად ყალიბდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ხალხებს შორის არსებული კულტურული სხვაობების
საფუძველზე წარმოშობილ განსხვავებულობის განცდას
მხოლოდ ინტელექტუალური ელიტა (მეცნიერები, პოლი-
ტიკოსები) აქცევს ერთგვარ კონსტრუქციად, ანუ ანიჭებს
ეთნიკურობის ფორმას და ავრცელებს მოსახლეობაში.
გამომდინარე აქედან, ეს განცდა, როგორც ეთნიკური,
მხოლოდ გარკვეული საგანმანათლებლო სისტემებისა და
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების არსებობის
დროიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო. ეს ნიშნავს, რომ
ეთნოსი თანდაყოლილი კი არა, გვიანდელი მოვლენაა. ამ
მხრივ კიდევ უფრო რადიკალურია კონსტრუქტივისტების
მოდერნისტული ფრთა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენა პირველი სტამბები მსოფლიოში:
სტამბა ჩინეთში XI-XII სს-ში
ზოგადად საზოგადოების აზროვნებაზე და, მათ შორის,
შეიქმნა, მაგრამ ეს გამოგონება
ეთნიკურობის განცდაზე, რთულია ვინმემ სადავოდ
ჩინეთს არ გასცდენია. კაცობ-
გახადოს, მაგრამ აქაც ისმის კითხვა, თუ რომელი დონე რიობისათვის საინფორმაციო
მივიჩნიოთ ამ პროცესისათვის ოპტიმალურად? ინფორმა- საშუალებების განვითარების
ციის საშუალებების განვითარების თვალსაზრისით რამდე- ახალი ეტაპი მაინც ევროპაში
ნიმე ეტაპი შეიძლება გამოვყოთ: 1440 წელს გერმანელი იოჰან
გუტენბერგის მიერ საბეჭდი
— დამწერლობისა და სახელმწიფოს წარმოქმნამდე დაზგის გამოგონებით დაიწყო.
პერიოდი, როდესაც ერთადერთი საინფორმაციო საშუა-
ლება ზეპირი მონათხრობი იყო;
— დამწერლობისა და სახელმწიფოს წარმოქმნიდან, ანუ
დაახლოებით ძვ. წ. IV ათასწლეულიდან ახ. წ. XV ს-მდე,
სტამბური ბეჭდვის მასიურ გავრცელებამდე;
— XVI ს-დან XIX ს-ის II ნახევრამდე, ბეჭდვითი სიტყვის ხანა;
— XIX ს-ის II ნახევრიდან XX ს-ის 30-იან წლებამდე, ანუ
ტელეგრაფის, რადიოს, ტელეფონის, ფოტო და
კინომატოგრაფის შექმნის პერიოდი;
— XX ს-ის 30-იანი წლებიდან XX ს-ის 80-იან წლებამდე —
ტელევიზიის ეპოქა;
 XX ს-ის 80-იან წლებიდან დღემდე —
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და
ინტერნეტის ხანა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციული საშუალებების


განვითარების თვალსაზრისით, ძვ. წ. IV ათასწლეულიდან
ახ. წ. XV ს-მდე, შეიძლება ითქვას, დიდი არაფერი
შეცვლილა. რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემას, ის
ისევე ძველია, როგორც ადამიანი. მართლაც, ახალგაზრ-
დების სწავლებას და ეპოქის შესაბამისი განათლების

111
მიცემას ადამიანები დამწერლობის წარმოქმნამდეც კარგად
ახერხებდნენ. შუმერებს და ძველ ეგვიპტელებს კი უკვე
სკოლებიც ჰქონდათ. უმაღლესი სასწავლებლები ჯერ კიდევ
ძველმა ბერძნებმა შექმნეს, ეკლესია-მონასტრები ხომ შუა
საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში სწავლა-განათლებისა
და საზოგადოებისათვის აღზრდის ცენტრებსაც წარმოად-
გენდნენ, XI-XII საუკუნეებში ქრისტიანულ სამყაროში უკვე
უმაღლესი სასწავლებლები: უნივერსიტეტები და აკადე-
მიები შეიქმნა. თუ იმას ვიტყვით, რომ სტამბის გამოგონება
და ბეჭდვითი სიტყვის გავრცელება საინფორმაციო
საშუალებების განვითარების მიმართულებით რევოლუ-
ციური ნახტომი იყო, განა განუზომლად დიდი ნახტომი არ
იყო ტელეგრაფის, ტელეფონის და საბოლოოდ კინომატოგ-
რაფისა და ტელევიზიის შექმნა? მაგრამ თვით ეს
მიღწევებიც ფერმკრთალდება ინტერნეტის გვერდით.
ჩვენ არ ვიცით, რა დონეზე განვითარდება საინფორ-
მაციო საშუალებები კიდევ ორი საუკუნის შემდეგ, ან ჩვენ კი
აღმოვჩნდებით ეროვნულობის საკმაო გრძნობით აღჭურ-
ვილები ორი საუკუნის შემდგომ მცხოვრები ადამიანების
თვალში? განა შეგვიძლია თამამად და დაბეჯითებით
ვამტკიცოთ, რომ ალექსანდრე მაკედონელის ხანის ბერძენს
ეროვნულობის გრძნობის ნაკლები ხარისხი ჰქონდა XX
საუკუნის, თუნდაც, ფრანგთან შედარებით, რომელიც განუ-
ზომლად უფრო განვითარებული საინფორმაციო საშუალე-
ბების ხანაში ცხოვრობს?
ეთნიკურობის განცდის წარმოშობის მესამე თეორია
ცნობილია ინსტრუმენტალიზმის სახელით და მის
მომხრეებს ეთნოსი ადამიანთა მიერ გარკვეული მიზნის
მიღწევის საშუალებად, ანუ ინსტრუმენტად მიაჩნიათ. მათი
აზრით, ეთნიკურობა მთვლემარე, მიძინებული გრძნობაა და
მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში აქტიურდება, როდესაც
ადამიანთა ჯგუფები გარკვეული მიზნის მიღწევისათვის
ბრძოლას იწყებენ.

სტამბა ჩინეთში იოჰან გუტენბერგის


დაახლ. 1300 წ. საბეჭდი წნეხი XV ს-ის შუა
წლები.

112
როდესაც სხვადასხვა თეორიებს ვეცნობით, ზოგადად
უნდა ვეცადოთ თავი დავაღწიოთ რადიკალურ აზროვნებას.
ამით იმას ვგულისხმობთ, რომ თეორიებს არ უნდა
მივიჩნევდეთ სრულიად სწორად ან სრულიად მცდარად და,
რაც მთავარია, ურთიერთგამომრიცხავად. თუ გავიზიარებთ
პრემორდიალისტების თვალსაზრისს, რომ ეთნიკურობის
განცდა ადამიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისებაა, ეს
სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ინტელექტუალური
ელიტა ამ გრძნობას უფრო მკაფიო კონსტრუქციებს არ
აძლევს და ხელოვნურად არ აძლიერებს, ან კიდევ იმას, რომ
სხვადასხვა ჯგუფები მას გარკვეული მიზნების მისაღწევად
არ იყენებენ და ა. შ.
ეთნიკურობის განცდის განვითარების თვალსაზრისით,
მეცნიერები განასხვავებენ ტომს, ეთნოსს, ანუ ხალხს და ერს.

ტომი ეთნიკური განვითარების ყველაზე მარტივი,


პირველადი დონეა, რომელიც სისხლით მონათესავე
გვარებისაგან თუ თემებისაგან შედგება. ეთნოსზე, ანუ
ხალხზე როცა ვსაუბრობთ, ეს უკვე მრავალტომობრივი
წარმონაქმნია, რომელშიც სისხლით ნათესაობის პრინციპი
მეორე პლანზე გადადის. მიუხედავად მრავალტომურობისა,
ეთნოსი მონოლითური წარმონაქმნია, რომლის შიგნით
კულტურულ-რეგიონალური განსხვავებები თითქმის არაა
განვითარებული.
ერი უკვე ბევრად რთული, მრავალეთნოსური
ორგანიზმია, რომლის წარმოქმნაში სხვადასხვა ისტორიულ
პერიოდებში სხვადასხვა მონათესავე ან სულაც მეზობელი
ეთნოსები იღებენ მონაწილეობას.

რა ნიშნებით შეიძლება ეთნოსის და ერის დახასიათება,


ანუ რა არის ნიშან-თვისებების ის უნივერსალური
ჩამონათვალი, რომელიც ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს
ეთნოსად თუ ერად აქცევს?

ზოგი მეცნიერი უპირატესობას საერთო წარმომავლობის


განცდას ანიჭებს. ყოფით დონეზე ამ შემთხვევაში ხშირად
ხმარობენ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა სისხლით
ნათესაობა. ზოგჯერ თვლიან, რომ, თუ ვინმე სისხლით, ანუ
წარმომავლობით ქართველია, ფრანგია და ა. შ. ის ამ
ეთნოსის წარმომადგენელი ყოფილა. ყოველდღიურ
ცხოვრებაში ეროვნებას გვარს უკავშირებენ და გვარის
მიხედვით ცდილობენ ადამიანის ეროვნული კუთვნილება
დაადგინონ: თუ ადამიანი ქართული, სომხური, ფრანგული,
რუსული და ა.შ. წარმოშობის გვარს ატარებს, მას იმ
ეროვნებას აკუთვნებენ.
გვარის ფორმით, მართლაც, შეიძლება იმსჯელო
ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობაზე, მაგრამ გვარი
არაფრის მთქმელია მისი ეროვნული კუთვნილების შესახებ.
მაგალითად, დიდი რუსი მწერალი ნ. გოგოლი, გვარის

113
მიხედვით ეთნიკურად უკრაინელი იყო, მაგრამ ეროვნებით
— რუსი; ცნობილი მსახიობი ო. ბასილაშვილი გვარის
მიხედვით ეთნიკურად ქართველია, მაგრამ ეროვნებით —
რუსი, დიდი ფრანგი მხედართმთავარი და იმპერატორი
ნაპოლეონ ბონაპარტე ეთნიკურად კორსიკელი იყო,
ეროვნებით კი ფრანგი და ა.შ.
ისტორიაში უმეტესად ისე ხდება, რომ მონათესავე
ეთნოსები ერთ ერად იკვრებიან და ყალიბდებიან, მაგრამ
არცთუ იშვიათად ისეც ხდება, რომ მონათესავე ეთნოსებს
სხვადასხვა ერები შეუქმნიათ და პირიქით, გენეტიკურად
სხვადასხვა წარმოშობის ეთნოსს, ზოგჯერ რასასაც კი ერთი
ერისთვის დაუდვია სათავე.
ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს მაქს ვებერის
თვალსაზრისი. მისი განმარტებით, ეთნოსი ესაა სუბიექ-
ტური რწმენით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფი,
რომელიც დარწმუნებულია საერთო წარმომავლობაში
გარკვეული ფიზიკური მსგავსებისა, თუ საერთო ადათ-
წესების გამო. თუ ვებერის გამონათქვამს ჩავუკვირდებით,
ვნახავთ, რომ, ის ამბობს: სუბიექტური რწმენა და არა
ობიექტური სინამდვილე. მართლაც, საერთო წარმომავ-
ლობის რწმენა ხშირ შემთხვევაში სწორედაც რწმენაა და არა
რეალობა და ეს პროცესი სულაც არაა მიზეზ-შედეგობრივად
ერთმანეთთან დაკავშირებული. ამით იმის თქმა გვინდა,
რომ, თუ ეთნოსის ან ერის საფუძველში ერთი წარმომავ-
ლობის შესახებ ობიექტური ცოდნა დევს, მაშინ ერთი
წარმოშობის ადამიანები დროთა განმავლობაში თითქოს
ეთნოსად უნდა ჩამოყალიბდნენ.
ზოგ შემთხვევაში ეს ასეც ხდება, მაგრამ საპირისპირო
მოვლენასთან არცთუ იშვიათად გვაქვს საქმე: ჯერ
ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჩამოყალიბდება ეთნოსად ან
ერად და მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდებათ საერთო
წარმოშობის განცდა, რაც, ბუნებრივია, ხშირად სიმართლეს
არ შეესაბამება და ილუზიურია.
ამის საუკეთესო მაგალითს ბოშები წარმოადგენენ.
მაქს ვებერი თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ ისინი არცთუ ახლო
1864-1920
წარსულში ინდოეთის ერთი პროვინციიდან წამოვიდნენ და
გერმანელი სოციოლოგი,
დროთა განმავლობაში მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ. ეს
ისტორიკოსი, ეკონომისტი.
იყო საკუთრივ ბოშების თვალსაზრისი მათი საერთო
წარმომავლობის შესახებ, რომელსაც არავინ ეჭვქვეშ არ
აყენებდა. ამჟამად ფრიად საფუძვლიანი მოსაზრება გაჩნდა
ბოშების სხვადასხვა ტერიტორიიდან წარმოშობის შესახებ.
უნდა ითქვას, რომ ობიექტური ისტორიული რეალობის
წარმოჩენას ბოშებში ერთიანობის განცდა სულაც არ
შეურყევია. მართლაც, ისინი ხომ უკვე მრავალი საუკუნეა
ერთ ეთნოსად ჩამოყალიბდნენ!
მსგავსი მაგალითის მოყვანა ჩვენი უახლესი ისტო-
რიიდანაც შეიძლება. აფხაზები ენობრივად ჩრდილო კავკა-
სიაში მცხოვრებ ადიღეურ-ჩერქეზულ ეთნოსს ენათესა-
ვებიან, რაც საქართველოს ამ კუთხეში გარკვეულ ისტო-

114
რიულ ვითარებაში აფხაზურ-ადიღეური ტომების მიერ იქ
მცხოვრები ადგილობრივი ქართული მოსახლეობის ასიმი-
ლირების შედეგად მოხდა.
ენობრივმა სიახლოვემ აფხაზებს ამ ჩრდილოკავკასიურ
ეთნოსთან გენეტიკური ნათესაობის ილუზია შეუქმნა.
ილუზიას ვამბობთ იმიტომ, რომ აფხაზების უდიდეს
უმრავლესობას ქართული გვარები აქვთ, რაც მათი წინაპ-
რების ეთნიკურად ქართულ წარმომავლობაზე მეტყველებს.
მიუხედავად ამისა, ამ ქართული გვარებისა და, შესაბამისად,
ეთნიკური წარმომავლობის აფხაზებს გენეტიკურად ადი-
ღეურ-ჩერქეზული ეთნოსიდან წარმომავლობა სრულიად
გულწრფელად სჯერათ.

იულიან ბრომლეის აზრით, ერი ადამიანთა ჯგუფია,


რომლისთვისაც დამახასიათებელია მყარი საერთო კულტუ-
რული ღირებულებები, საერთო ტერიტორია, ენა და საერთო
ისტორია, რომელიც ვითარდება სინქრონულად (სივრცეში)
და დიაქრონულად (დროში).
სახელმწიფო და ტერიტორია. მართლაც, საერთო
ტერიტორია ეთნოსის წარმოქმნისათვის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესია — ყველა ეთნოსს, ანუ ხალხს, თავისი
განსახლების ისტორიული ტერიტორია აქვს. მაგრამ ერის
წარმოქმნისათვის მარტო ტერიტორია როდია საკმარისი.
ერი მხოლოდ სახელმწიფოსთან ერთად და სახელმწიფოში
ყალიბდება, ვინაიდან სახელმწიფო ის დიდი ქვაბია,
რომელიც თანდათან საუკუნეების განმავლობაში ერთ ერად
„ხარშავს― მის შიგნით მცხოვრებ ეთნოსებს.
ამგვარად, ერთ სახელმწიფოდ ცხოვრება ერის
წარმოქმნისათვის ფრიად მნიშვნელოვანი პირობაა, მაგრამ
სახელმწიფო აღარ თამაშობს იმდენად გადამწყვეტ როლს
ერის წარმოქმნის შემდგომ პერიოდში. ასეც ხდება, რომ ერთ
სახელმწიფოში მცხოვრები ეთნოსები ერად
ჩამოყალიბდებიან, ხოლო შემდეგ არასახარბიელო საგარეო
იულიან ბრომლეი
თუ საშინაო ფაქტორების გავლენით, სახელმწიფო ცალკეულ 1921-1990
ნაწილებად დაიშლება. ეს ეროვნულ ცნობიერებას უდავოდ რუსული წარმოშობის საბჭოთა
ერთგვარ ზიანს აყენებს და ხშირად ერთიანი ეროვნული ანთროპოგი
ცნობიერების რღვევის პროცესიც კი იწყება. მაგრამ,
ვინაიდან ერი ეთნოსთან შედარებით ეთნიკურობის
გრძნობის ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მატარებელია,
მისი ცალკეული ნაწილები, თუნდაც მშობლიური
გარემოდან შორს გადასახლების შემთხვევაშიც კი,
ზოგადად, საოცარ მდგრადობას იჩენენ და სხვა ერებთან, თუ
ეთნოსებთან ძნელად, ხანდახან რამდენიმე საუკუნეც კი არ
ასიმილირდებიან.
ხანგრძლივად განცალკევებით ცხოვრების მიუხე-
დავად, ერთიანი ეროვნულობის შენარჩუნების საუკეთესო
მაგალითს ებრაელები იძლევიან. ისინი ხომ, ბედის
უკუღმართობის წყალობით, თითქმის ორი ათასი წელი
მთელ მსოფლიოში იყვნენ გაფანტულნი და XX ს-ის შუა
წლებამდე, ანუ ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე ერთიანი
ტერიტორია და სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდათ.

115
მთელ მსოფლიოში გაფანტულობის მიუხედავად,
დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ებრაელებს
ეროვნული გრძნობა არათუ არ დაუკნინდათ, არამედ მათი
ერად შეკრულობის ხარისხი დროთა განმავლობაში კიდევ
უფრო განმტკიცდა. მართლაც, ისტორიის უძველეს,
ანტიკურ პერიოდში, პალესტინაში ცხოვრებისას ებრაელები
მრავალ ტომად იყოფოდნენ, რომლებსაც ერთმანეთში
ყოველთვის თბილი და კეთილმეზობლური ურთიერ-
თობები როდი ჰქონდათ. ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ
ტომებს შორის დაპირისპირებამ ანტიკური ისტორიის
გარკვეულ ეტაპზე ებრაელთა ერთიანი სახელმწიფოს
ისრაელის სახელმწიფო — 1948
წელს შეიქმნა.
დაშლა, დასუსტება და სხვა ხალხების მიერ მათი დაპყრობაც
გამოიწვია. უსამშობლოდ დარჩენამ ებრაელებში
ერთიანობისა და მთლიანობის გრძნობა მნიშვნელოვნად
განამტკიცა. რატომ? იმიტომ, რომ, სანამ საკუთარ ქვეყანაში
იყვნენ, ისინი განსხვავებულ ტომებს წარმოადგენდნენ,
რომლებსაც ხანდახან განსხვავებული ინტერესებიც კი
ჰქონდათ, როდესაც გარეთ სხვა სამყაროსთან მიმართებაში
აღმოჩნდნენ — ყველანი უბრალოდ ებრაელებად იქცნენ.
დღეს არსებული ყველა ერი მრავალეთნოსური
წარმონაქმნია, რომელთაგან ზოგი მონათესავე და ზოგიც
არამონათესავე იყო, მაგალითად, საფრანგეთის ტერიტო-
რიაზე უძველეს ხანაში კელტური წარმომავლობის გალები
ცხოვრობდნენ. ძვ. წ. I ს-ის შუა წლებში გალია რომმა
დაიმორჩილა და თავისი იმპერიის საზღვრებში შეიყვანა.
ამას, საუკუნეთა განმავლობაში, გალიაში რომაელების
ჩასახლება და გალების ლათინურ ენაზე გადასვლა მოჰყვა.
ახ. წ. V ს-ში გალიაში გერმანული წარმომავლობის ეთნოსები
შეიჭრნენ და დასახლდნენ. ასე დაიწყო ლათინურენოვანი
გალების, რომლებსაც საკუთარი კელტურ-გალური ენა,
როგორც ჩანს, იმ ხანისათვის უკვე დავიწყებული ჰქონდათ,
სხვადასხვა გერმანულ ენაზე მოსაუბრე და გალების
ტერიტორიაზე დასახლებული გერმანული წარმომავლობის
ეთნოსებთან: ვესტ-გოთებთან, ბურგუნდებთან, ფრანკებთან
შერწყმა. VI ს-ში საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში
ბრიტანეთის ნახევარკუნძულიდან ბრიტები გადმოსახ-
ლდნენ, კიდევ უფრო გვიან, VIII-IX სს-ში საფრანგეთის
ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აქ ზღვით მოსული სკანდი-
ნავიელი ნორმანები დაეუფლნენ. ყველა ამ ეთნოსების
შერწყმის შედეგად დღევანდელი ფრანგები წარმოიშვნენ,
რომლებსაც სახელწოდება ფრანგი გერმანული მოდგმის
ფრანკთა ტომებმა მისცეს, ენამ კი — რომანულმა
(ლათინურმა) გაიმარჯვა.
თუმცა, კელტურ, გერმანულ და სხვა ენებთან და
ეთნოსებთან შერწყმამ საკუთრივ ლათინურიც ფრიად
ინფილტრაცია — (ლათ. in -ში და შეცვალა და ფრანგულის, ესპანურის, თუ იტალიურის
სახით ჩვენ ვხედავთ, ფაქტობრივად, ხალხური ლათინურის
filtration „გაწურვა") გაჟონვა,
ბუნებრივ გაგრძელებას. სანამ ერი ცოცხალია, მასში
შეღწევა, შეჭრა. სხვადასხვა ეთნოსების შერწყმის, უფრო ზუსტად ინფილ-
ტრაციის პროცესი მუდამ მიმდინარეობს.

116
ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში, ისევე როგორც
ახალი ისტორიის მთელ სიგრძეზე, ეს ძირითადად
დაპყრობის — ძალის გამოყენებით ხდებოდა. უახლესი
ისტორიის პერიოდში, განსაკუთრებით კი XX ს-ის II
ნახევრიდან მოყოლებული, აღნიშნული პროცესი უმთავ-
რესად მშვიდობიანი გზით მიმდინარეობს. მაგ. თურქების
მნიშვნელოვანი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
გერმანიაში თვით გერმანელების მიწვევით გადასახლდა,
რათა ომის შემდგომი გერმანიის აღდგენაში მიეღო მონაწი-
ლეობა. დღესდღეობით თურქების რიცხვი გერმანიაში
შვიდ-რვა მილიონს ითვლის. მათი უმრავლესობა ჯერ
კვლავაც მშობლიურ თურქულს ფლობს, მაგრამ
იმავდროულად გერმანელებთან ასიმილაციის პროცესიც
მიმდინარეობს. მსგავს პროცესებთან გვაქვს საქმე
საფრანგეთშიც. II მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთმა
აფრიკაში თავისი კოლონიები თანდათანობით
გაათავისუფლა და ყოფილი კოლონიური ქვეყნებიდან
მოსახლეობას, მათი სურვილისამებრ, ყოფილ
მეტროპოლიაში გადმოსახლების უფლება მისცა. ამან XX ს-
ის 50-იანი წლებიდან მოყოლებული აფრიკის როგორც
არაბულ-ისლამური ქვეყნებიდან: ალჟირი, ტუნისი, მაროკო,
ისე საკუთრივ აფრიკული სახელმწიფოებიდან
ასიათასობით არაბი-მუსლიმისა თუ აფრიკელის
საფრანგეთში გადასახლება და საფრანგეთის მოქალაქეებად
ქცევა განაპირობა. დღეს მათი რიცხვი საფრანგეთში ასევე
მილიონებს ითვლის.
ბუნებრივია, რამდენიმე მილიონი თურქის გერმანე-
ლებთან, ისევე როგორც მილიონობით არაბისა თუ ზანგის
ფრანგებთან ასიმილაცია, არცთუ შორეულ პერსპექტივაში
ფრანგისა და გერმანელის ფიზიკურ ტიპს მნიშვნელოვნად
შეცვლის და შესაძლოა გარკვეული ცვლილებები ფრანგულ
და გერმანულ ენებშიც გამოიწვიოს.
ქართველი ერის წარმოქმნის პროცესიც მონათესავე და
არამონათესავე ეთნოსების შერწყმით მიმდინარეობდა.
ოდესღაც მონათესავე ქართული ტომები ცხოვრობდნენ
და სახელი მისცეს საქართველოს ისეთ მხარეებს, როგორიც:
კახეთი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი, სვანეთი, სამეგრელო,
გურია, მესხეთი, ჯავახეთი, აჭარა და საქართველოს სხვა
ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებია. იყო ისეთი ქარ-
თული ტომებიც, რომელთა სახელებმა ჩვენამდე მხოლოდ
წერილობითი წყაროების მეშვეობით მოაღწია: კოლები,
კუხები, სანები, სანიგები, ჰენიოხები, მოსინიკები, ხალიბები,
კლარჯები, ტაოელები და სხვ. იმავდროულად უძველესი
დროიდან ქართველი ერის ფორმირებისა თუ განვითარების
პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენმა მეზობელმა
კავკასიურმა და არაკავკასიურმა ეთნოსებმაც შეიტანეს.
კავკასიური ეთნოსებიდან სხვადასხვა დროს ქართველებში
გაითქვიფა: ოსების, ჩეჩენ-ინგუშების, აფხაზების, ლეკების,
ძველი ალბანელების, სომხების, აზერბაიჯანელების არცთუ

117
მცირე ნაკადები. ასე რომ, გადაუჭარბებლად შეიძლება
ითქვას, რომ ქართველები დღეს მთელი კავკასიური გენო-
ფონდის მატარებლები ვართ.
გარდა კავკასიური ეთნოსებისა ქართველებში ასიმი-
ლირდნენ სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოსახ-
ლებული ებრაელების, სპარსელების, არაბების, რუსების,
ქურთების არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფები.
ქართული წარმომავლობის ტომებმა, ისევე როგორც
უკვე საკუთრივ ქართველებმა სხვა ერების ფორმირებაშიც
მიიღეს მონაწილეობა, მაგალითად, ლაზები, რომლებიც
მეგრულთან ახლო მდგომ კილოზე საუბრობენ, აქტიურად
მონაწილეობდნენ თურქი ერის ფორმირებაში, იმ დროს,
როდესაც ტომობრივად მეგრული წარმომავლობის
მოსახლეობა ქართველი ერის ძირითად ბირთვს ქმნის.
XVII ს-დან დღემდე თურქი ერის ფორმირებაში
აქტიურ მონაწილეობას იღებს ისტორიული სამხრეთ-დასავ-
ლეთი საქართველოს ეთნიკურად ქართული მოსახლეობა,
რომელიც ოსმალთა მიერ ამ მხარის დაპყრობის შემდეგ,
ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. საქართველოს
სხვადასხვა რეგიონის, განსაკუთრებით კი კახეთში მცხოვ-
რებმა ქართველებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს
თანამედროვე ირანელი ერის ფორმირებაშიც. მართლაც,
XVII ს-ის I მეოთხედში სპარსეთის მბრძანებელმა შაჰ-აბასმა
ერთ-ერთი ქართული სამეფოს — კახეთის ნახევარ მილიო-
ნზე მეტი ადამიანი სამშობლოდან აყარა და შორეულ
სპარსეთში გადაასახლა. მიუხედავად იმისა, რომ 400 წლის
განმავლობაში გადასახლებული ქართველების დიდი
ნაწილი ირანელებში გაითქვიფა, დღესაც სპარსეთის ფერეი-
დანის მხარეში ცხოვრობენ იმ გადასახლებულთა შთამო-
მავლები, რომლებსაც ქართველობის შეგნება და მშობ-
ლიური ენა დღემდე შენარჩუნებული აქვთ.
საერთო ენა. ახლა ეთნოსისა, თუ ერის წარმოქმნა-
არსებობისათვის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს მივადექით,
როგორიც ენაა. რა თქმა უნდა, ენას ერის არსებობისათვის
ტერიტორიაზე მეტი თუ არა ნაკლები როლი როდი ენიჭება,

მუსლიმები საფრანგეთში

ფერეიდნელი ქართველები თურქები გერმანიაში ლაზები თურქეთში

118
მაგრამ მისი მნიშვნელობაც არ უნდა შევაფასოთ
გადაჭარბებით. ჯერ კიდევ უხსოვარ დროში ძვ. წ. VI-V სს-ში
ბაბილონის ტყვეობის დროს ებრაელები, მონათესავე სემიტი
არამეელების გავლენით, რომლებსაც მწიგნობრობასაც
დაესესხნენ, თავიანთი მშობლიური ებრაულიდან არამეულ
ენაზე გადავიდნენ, მაგრამ ამით ასურელები როდი გახდნენ.
მრავალი საუკუნის შემდეგ, უკვე XIX ს-ის დასასრულს,
როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულმა
ებრაელებმა იერუსალიმში დაბრუნება დაიწყეს, ძველებრაული
ენის აღდგენაც გადაწყდა. ძველებრაული იმ ხანისათვის,
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ხნის მკვდარი იყო. ამ ენაზე
დაწერილი იყო ბიბლია — ძველი აღთქმა და ამიტომაც ის
მხოლოდ სასულიერო პირებმა იცოდნენ. ასეთ ვითარებაში
ძველებრაული ენის რეანიმაცია მოხდა: სწორედ მის
საფუძველზე შეიქმნა ივრითი — თანამედროვე ებრაული
ენა, რომელიც, საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ ხელოვ-
ნურად შექმნილი ენაა.
არცთუ შორეული წარსულიდან სხვა მსგავსი
მაგალითების მოყვანაც შეიძლება. სულ რამდენიმე ათეული
წლის წინ საქართველოს სამხრეთში, ქალაქ წალკასა და მის
ირგვლივ XIX ს-ში თურქეთიდან გადმოსახლებული
რამდენიმე ასეული ათასი ბერძენი ცხოვრობდა, ისინი
თურქულად საუბრობდნენ და სრულიად არ იცოდნენ
ბერძნული. ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ფაქტია, რომ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის
ფაკულტეტის სტუდენტები ტერიტორიული სიახლოვისა და
მოხერხებულობის გამო, თურქულში პრაქტიკის გასავლელად,
ზაფხულობით წალკაში მცხოვრებ ბერძნებთან ჩადიოდნენ.
თურქულად მეტყველების მიუხედავად, ბერძნებს თავიანთი
ეროვნული თვითშეგნება სულაც არ დაუკარგავთ და, როცა
შესაძლებლობა დაუდგათ, საბჭოთა კავშირის დაშლის
შემდეგ, თავიანთ ისტორიულ სამშობლოში გადასახლდნენ
და მშობლიური ენაც დაიბრუნეს.
დღევანდელ მსოფლიოს თუ გადავხედავთ, დავინა-
ხავთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ენაზე
მოსაუბრე ხალხი ერთ ერს ქმნის (მაგალითად, შვეიცა-
რიელები, კანადელები).

Zveli albanuri da kavkasiis albaneTi.

დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ანტიკურ ხანასა და ადრე შუა საუკუნეებში საისტორიო


წყაროები ალბანეთის ქვეყანას ასახელებენ. ძველ ალბანურ ენაზე დღეს მხოლოდ რამდენიმე ათასი
უდიელი საუბრობს. საქართველოში, კახეთში, ყვარლის რაიონში ამჟამად უდიების ერთი სოფელია —
ზინობიანი რომელიც აზერბაიჯანიდანაა გადმოსახლებული. საკუთრივ აზერბაიჯანში უდიები ორ
სოფელში ვართაშენსა და ნიჯში ცხოვრობენ. ძველად ეს ენა თანამედროვე აზერბაიჯანის თითქმის
მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ალბანელებმა, ისევე როგორც ქართველებმა და სომხებმა,
ქრისტიანობა IV ს-ში მიიღეს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ალბანეთი სომხური გავლენის ქვეშ მოექცა
და ნაწილობრივ გასომხდა. VII ს-ში ალბანური სახელმწიფოები ქართულ და სომხურ
სახელმწიფოებთან ერთად არაბებმა დაიპყრეს და იქ ისლამი გაავრცელეს. XI ს-დან ძველი ალბანეთის
ტერიტორია თურქ-სელჩუკუბმა დაიპყრეს და მოსახლეობაც თანდათანობით თურქულ ენაზე
გადავიდა.

119
პირიქითაც, არაერთი შემთხვევა ვიცით, რომ ერთ
ენაზე მოსაუბრე ხალხი სხვადასხვა ერს წარმოადგენს
(მაგალითად, ინგლისელები და ამერიკელები, ესპანელები
და ესპანურენოვანი სამხრეთ ამერიკის ხალხები,
გერმანელები და ავსტრიელები, სერბები, ბოსნიელები და
ხორვატები...). ამგვარად, ენაც არ ყოფილა ერად ჩამოყა-
ლიბებაში გადამწყვეტი.
ძველი თუ თანამედროვე ენების გრამატიკულ
აღნაგობას (სტრუქტურას), სიტყვიერ მარაგს, ანუ ლექსიკას,
მათ წარმოშობას და ენათა შორის ნათესაობას იკვლევს
მეცნიერების დარგი, რომელსაც ენათმეცნიერება, ანუ
ლინგვისტიკა ეწოდება.
შედარებითი ენათმეცნიერება დედამიწაზე ცოცხალ
თუ დღეს უკვე მკვდარ ენებს ერთმანეთს ადარებს და მათ
წარმომავლობასა და ნათესაობას ადგენს. დღეს უკვე გარკვე-
ულია, რომ დედამიწაზე ძველად, თუ ამჟამად არსებული
ყველა ენა იმ უძველესი და უმარტივესი ენისაგან წარმოს-
დგა, რომელზედაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაახლოებით
35 ათასი თუ ცოტა მეტი წლის წინათ, თანამედროვე
ადამიანის უშუალო წინაპრის მცირერიცხოვანი ჯგუფი
მეტყველებდა. უძველესი დედაენა სულ რამდენიმე ასეული
სიტყვისაგან თუ შედგებოდა, რაც ადამიანის იმ ხანის
პრიმიტიული ცხოვრებისათვის სრულიად საკმარისი იყო.
თანამედროვე ადამიანის დედამიწაზე განსახლებასა და
სოციალურ-ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ინსტიტუტე-
ბისა და, ზოგადად, ადამიანური ურთიერთობების განვითა-
რებასთან ერთად, უძველესი, მარტივი დედაენა გართულდა,
ახალი სიტყვიერი მარაგით გამდიდრდა და მრავალ ენად
დაიშალა. ენების მრავალრიცხოვნების მიუხედავად, ენათ-
მეცნიერები მათ ერთმანეთთან სიახლოვის, ანუ ნათესაობის
მიხედვით რამდენიმე, დიდ ენათა ოჯახში აერთიანებენ.
ერთ ოჯახში შემავალ ენებს მონათესავე ენებს უწო-
დებენ. თითოეულ ასეთ ენათა ოჯახში შედის როგორც
ამჟამად არსებული, ანუ ცოცხალი, ისე უკვე არარსებული —
მკვდარი ენები.
დღეისათვის მსოფლიოში გავრცელებული ენათა ოჯა-
ხებია: ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-ალთაური,
ჩინურ-ტიბეტური, უნგრო-ფინური.
ინდოევროპული ენათა ოჯახი რამდენიმე დიდი
განშტოებისაგან შედგება. ესენია:
 რომანული (ლათინური, ფრანგული, ესპანური,
პორტუგალიური, იტალიური, რუმინული...)
 გერმანული (საკუთრივ გერმანული, ძველი
ინგლისური, ჰოლანდიური, დანიური, შვედური,
ნორვეგიული...)
 სლავური (რუსული, უკრაინული, ბელორუსული,
ჩეხური, პოლონური, სერბული, ბულგარული...)
 ბალტიკური (ლატვური, ლიტვური...)

120
 ირანული (სპარსული, ტაჯიკური, ქურთული, ოსურ-
ალანური)
 ინდური (ჰინდი, ურდუ...).
 ინდოევროპული ენების დამოუკიდებელ შტოებს
ქმნიან ბერძნული და სომხური.
სემიტური ენებია: არაბული, ებრაული, სირიული,
არამეული, ფინიკიური, ასირიული, როგორც ვხედავთ,
ისეთი ერთმანეთთან დაპირისპირებული ერები, როგორიც
დღევანდელი ებრაელები და არაბებია, თურმე, ნუ იტყვით,
და ფრიად ახლო მდგომ ნათესაურ ენებზე საუბრობენ!
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ენობრივი
ნათესაობა ხალხებს შორის ყოველთვის კეთილგანწყობას
სულაც არ იწვევს.
თურქულ-ალთაურს მიეკუთვნებიან: ხაზარული, ჰუნუ-
რი, ყივჩაღური, თურქული, აზერბაიჯანული, ყაზახური,
თურქმანული, უზბეკური, მონღოლური, ბალყარული,
ყარაჩაული ...
უნგრო-ფინური ენებია: უნგრული, ფინური,
ესტონური...
ჩინურ-ტიბეტური ენებია: ჩინური, ტიბეტური...
აფრიკაში ათასზე მეტი ენაა გავრცელებული და სულ
ოთხი ენობრივი ოჯახია. ესენია: აფრო-აზიური ენების ოჯახი,
ნილოს-საჰარის ენების ოჯახი, ნიგერიულ-კონგოური
ენების ოჯახი და ხოისური ენების ოჯახი.
ჩვენი მეზობლებიდან: რუსების, სპარსელების, სომ-
ხების, ოსების ენები ინდოევროპულ ენათა ოჯახს მიეკუთ-
ვნება, თუმცა ამ ოჯახის სხვადასხვა სლავურ, ირანულ და
სომხურ განშტოებებს. თურქები, აზერბაიჯანელები, ბალყა-
რელები და ყარაჩაელები თურქულ-ალთაურ ენებზე
საუბრობენ.
ქართულ ენას ჩრდილოკავკასიურ ენებთან ერთად
ენათმეცნიერები ცალკე, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს
აკუთვნებენ. ამ ენათა ოჯახში გარდა ქართულისა
ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი ხალხების ენები: ადიღეურ-
ჩერქეზული, ვაინახური და დაღესტნური ენები შედის.
ადიღეურ-ჩერქეზულ ენებს მიეკუთვნება აფხაზურიც.
ვაინახურ ენებს — ჩეჩენ-ინგუშური და ქისტური,
რომელზედაც კახეთში პანკისის ხეობაში მცხოვრები
ქართველების ერთი ნაწილი საუბრობს. დაღესტნურ ენათა
ჯგუფს კი ძველ ალბანურსაც მიაკუთვნებენ.
მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული
და კავკასიური ენები უძველეს წარსულში ერთ იბერიულ-
კავკასიურ ენათა ოჯახს ქმნიდნენ და ქართველები და
კავკასიელები გენეტიკურად მონათესავე ტომებისაგან
წარმოვდგებით.
ერთ ხანს იბერიულ-კავკასიური ენების მონათესავედ
მიიჩნევდნენ, და ზოგი მკვლევარი დღესაც მიიჩნევს, ბასკურ
ენასაც, რომელზედაც ესპანეთისა და საფრანგეთის
საზღვარზე პირინეის მთებში მოსახლე ბასკები საუბრობენ.

121
ენათმეცნიერების განვითარების თანამედროვე დონეზე
ქართული ენის ბასკურთან ნათესაობა არ დადასტურდა.

როგორ არკვევენ ენათა ნათესაობას?


ასეთ შემთხვევაში ერთმანეთს ენების გრამატიკულ
წყობას კი არ ადარებენ, რაც ფრიად ახლო მდგომ ენებსაც კი
მნიშვნელოვნად განსხვავებული შეიძლება ჰქონდეთ,
არამედ ენების ძირეულ ლექსიკას, ანუ ძირეულ სიტყვებს.
ამის საილუსტრაციოდ ინდოევროპულ ენათა ოჯახში
შემავალი რუსული, სპარსული, სომხური, ინგლისური,
გერმანული ენების რამდენიმე ძირეულ სიტყვას შევადარებთ,
იმისთვის, რომ უფრო გასაგები გახდეს, როგორ ხდება
სხვადასხვა ენებში არსებული ერთი და იმავე მნიშვნელობის
მქონე სიტყვების შედარება.
სიტყვა მგლის შესატყვისების განხილვისას, ენათმეცნიერს
თავისუფლად შეუძლია დაასკვნას, რომ ინდოევროპულ
სომხურ ენაში მგლის საკუთარი, ინდოევროპული სიტყვა
ქართული ნასესხობით (მ)-გელ (სომხ. გაილ) ჩანაცვლდა.
იშვიათია ენა, რომელსაც დიალექტები არ ჰქონდეს.
რა არის დიალექტი და როგორ წარმოიქმნება ის?
დიალექტს ენათმეცნიერები ერთი დედაენიდან წარმო-
ქმნილ განშტოებებს უწოდებენ.
მართლაც, ენები დიალექტებად იყოფიან.
დიალექტების სიმრავლეს ორი ფაქტორი განაპირობებს: ენის
სიძველე და გეოგრაფიული გარემოს სირთულე, რომელშიც
ამა თუ იმ ენაზე მოსაუბრე ადამიანები ისტორიის
ხანგრძლივ პერიოდში, მაგ. ათასწლეულები, ცხოვრობენ.
გეოგრაფიული გარემოს სირთულეზე როცა ვსაუბრობთ,
უპირველეს ყოვლისა ისეთ გამთიშავ ფაქტორებს
ვგულისხმობთ, რაც მონათესავე ტომებისა და ხალხების
ერთმანეთთან ურთიერთობას აძნელებს: მაღალი მთები,
ღრმა ხეობები, დიდი მდინარეები, ტბები და ზღვები,
უდაბნოები და ა.შ. ძველად, არცთუ ისე შორეულ წარსუ-
ლამდეც კი ზემოთ ჩამოთვლილი გეოგრაფიული ფაქტორები
ადამიანების ხანგრძლივად გათიშულ ცხოვრებას იწვევდა,
რაც ერთი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ერთი და
იმავე ეთნოსის წარმომადგენლებში ერთი და იმავე სიტყვის
სხვადასხვა ფონეტიკური ვერსიის შექმნას უწყობდა ხელს.
ამის ყველაზე მარტივი მაგალითია ქართულში: წავიდა/
წევიდა, მოვიდა/მევიდა, დავარცხნა/დაბარცხნა, რამდენიმე/
რამოდენიმე, ბავშვი/ბოში, ზღვა/ზღუა, ლეღვი/ლუღი, კაცი/
კოჩი და ა.შ.; დიალექტური განსხვავებები შეიძლება უფრო

სიტყვა რუსული სპარსული სომხური ინგლისური გერმანული

კარი dver dar dur door tür


(დვერ) (დარ) (დურ) (დორ) (თურ)
სიტყვების – კარი, ქალიშვილი,
ქალიშვილი doch dokht dukht daughter Tochter
მგელი – ძირების შედარება (duxt)
(დოჩ) (დოუთა) (თოხთერ)
მონათესავე ინდოევროპულ
ენებში. მგელი volk virk/girk/gurg gail (გაილ) wolf volf
(ვოლკ) (ვირკ/გირკ/ შეად. (ვულფ) (ვოლფ)
გურგ) ქართული
მ–გელ-ი

122
გაღრმავდეს და, საბოლოოდ, ახალ ენადაც კი ჩამოყა-
ლიბდეს.
ბგერები, რომლებიც დიალექტებში ერთმანეთს
ყველაზე უფრო ხშირად ენაცვლებიან, შემდეგნაირად
შეიძლება დავაჯგუფოთ:
თანხმოვნები: ბ,ფ,პ; გ,ქ,კ,ყ; დ,თ,ტ; ჯ,ძ; ჩ,ჭ; ზ,ს,შ; ვ,ბ,ფ;
ღ,რ; მ,ნ,რ; ხმოვნები: ა,ო; ა,ე; ე,ი; ო,უ, ეს ის ბგერებია,
რომლებიც მონათესავე ენების, ან დიალექტების ფარგლებში
ადვილად ენაცვლებიან ერთმანეთს და ამ ჩანაცვლებას
სისტემური სახე აქვს. ასეთ სისტემურ ცვლილებებს
ფონეტიკურ ბგერათშესატყვისობებს უწოდებენ.
გვხვდება უფრო რთული დიალექტური დაშორებებიც,
როდესაც სიტყვა მნიშვნელობას იცვლის, ან სიტყვის
თავდაპირველი რამდენიმე მნიშვნელობიდან ერთ
დიალექტში ერთი ფიქსირდება, მეორეში კი — მეორე. ამის
კარგი მაგალითია ძირი გარ(ა)დ, რომელიც ძველ
ინდოევროპულ დედაენაში მოზღუდულ, გამაგრებულ
ადგილს ნიშნავდა. აქედან მან ზოგ ინდოევროპულ ენაში
ბაღის (მაგალითად, ინგლისურში: „გარდენ―, გერმანულში
— „გარტ-ენ―-ის) მნიშვნელობა, ზოგში კი ციხე-ქალაქისა და
ქალაქის (მაგალითად, სლავურ და, მათ შორის, რუსულ
ენაში გ(ა)რად, გოროდ) მნიშვნელობა მიიღო.
ვინაიდან ძველად მასობრივი საკომუნიკაციო
საშუალებები ფრიად პრიმიტიული იყო და წერა-კითხვაც
ადამიანთა დიდმა უმრავლესობამ არ იცოდა, თანაც,
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანთა ჯგუფებს შორის
გეოგრაფიული ფაქტორებიც ურთიერთობის სირთულეებს
ქმნიდა, დიალექტები სწრაფად წარმოიქმნებოდა. გარდა
ამისა, უცხო ხალხების შემოსევაც ფრიად ხშირი ამბავი იყო,
რაც დამხვდურისა და მომხვდურის ენების შერწყმასა და
ახალი მონათესავე ენის გაჩენას იწვევდა.
მონათესავე ეთნოსების განსახლების არეალში ენებისა
და დიალექტების სიმრავლის გამო, სახელმწიფოს
წარმოქმნისა და ერების ჩამოყალიბების კვალდაკვალ
საზოგადოება ერთ ენას ან დიალექტს აირჩევდა ხოლმე
სახელმწიფო ენად. ასეთად ამორჩეულ ენაზე თუ ქართული ანბანი
დიალექტზე იწერებოდა სამეფო ბრძანებები, საკულტო თუ
სხვა დანიშნულების ტექსტები და სხვ. ასე წარმოიქმნა
სამწერლობო-სალიტერატურო ენები.
ზოგ შემთხვევაში სამწერლობო-სალიტერატურო ენა იმ
დიალექტს ან ენას ეყრდნობოდა, რომელზედაც მოსახ-
ლეობის უმრავლესობა საუბრობდა, მაგრამ ხანდახან
სალიტერატურო-სამწერლობო ელიტის მიერ ასეთი ენის
ხელოვნურად მოგონებაც ხდებოდა. მეცნიერები ფიქრობენ,
რომ ხელოვნურად შეიქმნა თანამედროვე სალიტერატურო
გერმანული, რომელიც შემდგომ უკვე სკოლებისა და
მწერლობის მეშვეობით საყოველთაოდ გავრცელდა და

qarTuli xelovnuri enaa

ქართული ვითარცა სამწერლობო ენა ხელოვნური ენაა და ამიტომაც არის, რომ მას ბევრი რამ აქვს რაც
მეგრულ–ჭანურ–სვანურისგან არის დაუნჯებული... ეს კია, როცა შეიქმნა საზოგადო ენა – ქართული,
მანაც, თავის მხრივ, იქნია და ჰქონდა ხოლმე მუდმივად განუწყვეტელი გავლენა მეგრულ–ჭანურ–
სვანურზე. ივანე ჯავახიშვილი

123
მრავალ ენა-დიალექტად დაშლილ გერმანულ სივრცეში
ზოგადსაკომუნიკაციო ფუნქცია იკისრა.
მეცნიერები, ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ შუა
საუკუნეების გარიჟრაჟზე, სადღაც IV ს-ში, ქრისტიანობის
მიღებამ, დამწერლობის შექმნამ და მშობლიურ ენაზე წერის
საჭიროებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩვენი
სალიტერატურო-სამწერლობო ენის — ქართულის გაჩენაც.
ამ თვალსაზრისამდე ენათმეცნიერები მივიდნენ იმიტომ,
რომ სიტყვა ქართული არ შეიცავს თავის თავში მითითებას
ტომობრივ-ეთნიკურ კუთვნილებაზე, როგორც ეს სხვა
შემთვევაში გვაქვს. მაგალითად, მეგრული, სვანური,
თუშური, კახური, იმერული, გურული, რომლებიც
ტომობრივი წარმოშობის არიან და შესაბამისი ტომისადმი
კუთვნილებას გულისხმობენ. რაც შეეხება სიტყვა „ქართ-
ულს― ის არცერთ ქართულ ტომს არ ეკუთვნის. „ქართ-ები―
ბუნებაში არასოდეს არსებობდნენ. მაშ, რას ნიშნავს სიტყვა
ქართ-ი. ეს ზემოთ ჩვენს მიერ უკვე განხილული
ინდოევროპული ძირის გარდ/გარტ-ის ქართული ვერსიაა
და, როგორც უკვე ვიცით, ქალაქს, გამაგრებულ ადგილს
ნიშნავს. ქალაქი ქართლი უძველესი სახელია ქალაქ
არმაზის, რომელიც ამჟამად მცხეთის ნაწილს წარმოადგენს.
სწორედ, ამ ქალაქი ქართ-ლის ირგვლივ მოხდა ქართული
ეთნოსებისა და ტომების შემოკრება და ერთიანი ქართული,
ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება, რომლის სახელმწიფო და
სამწერლობო ენად იქცა კიდეც ქართული.
ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, ამ მხრივ,
თანამედროვე სალიტერატურო თურქული ენის ისტორია.
ოსმალეთის იმპერიაში ერთადერთი დამწერლობა არაბული
იყო. ის ჯერ კიდევ არაბთა სახალიფოს ხანიდან მუსლიმურ
სამყაროში გავრცელდა. თვით ძველ თურქულ
სალიტერატურო ენას, რომელიც არცთუ ისე ძველია და
სამწერლობო ასპარეზზე XV ს-ში გამოვიდა, ტერმინი
„ძველი თურქული― უფრო თანამედროვე ახალი თურქული
სალიტერატურო ენისაგან განსასხვავებლად ეწოდა. ძველ
თურქულ სალიტერატურო ენას ოსმალთა იმპერიის
სახელის მიხედვით, ოსმალურსაც უწოდებენ. ეს ენა
მართლაც, შეიძლება ითქვას, ოსმალეთის იმპერიის
შექმნასთან ერთად წარმოიშვა და ამავე იმპერიის დანგრევამ
იმსხვერპლა. ოსმალური ენა ხელოვნურად შექმნილი ენა
იყო, რომლის ლექსიკის 90%-ზე მეტს სპარსულისა და
არაბულისაგან ნასესხები სიტყვები შეადგენდა.
ოსმალურს ქალაქის მოსახლეობა და თურქეთის
წიგნიერი ნაწილი იყენებდა. ოსმალურად იწერებოდა
სულთნის ბრძანებები, სხვადასხვა სახის სამეცნიერო თუ
მხატვრული ლიტერატურა, ზღაპრები და იგავ-არაკებიც კი.
იმავდროულად სოფელში მცხოვრები უბრალო, უწიგნური
თურქისათვის ოსმალური სრულიად გაუგებარი იყო.
1919-1922 წლების სახალხო რევოლუციის შემდეგ,
როდესაც თურქებმა მუსტაფა ქემალ ათა თურქის
მეთაურობით ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე ახალ
ეროვნულ თურქულ სახელმწიფოს ჩაუყარეს საფუძველი,
გარდაქმნა-რეფორმირება თურქულმა სალიტერატურო ენამ
— ოსმალურმაც განიცადა. უპირველეს ყოვლისა, ქემალ ათა

124
თურქმა არაბული ანბანიდან, რომელიც თურქულ ენას ცუდად
ერგებოდა, ლათინურ ანბანურ დამწერლობაზე გადასვლა
გამოაცხადა. ამის შემდეგ საკუთრივ ენის რეფორმირება
დაიწყო, რაც არაბულ-სპარსული ნასესხობებისაგან ენის
გაწმენდას გულისხმობდა. ეს მარტივი როდი იყო,
პრაქტიკულად, ოსმალურში ყოველი ათი სიტყვიდან ცხრა
სპარსულ-არაბული ენებიდან მოდიოდა. ასეთ ვითარებაში
თურქული ლექსიკის ნიადაგზე ახალი თურქული
სიტყვების შექმნა დაიწყეს. მაგ. ოქუ-მაქ თურქულად
კითხვას ნიშნავს. აქედან ფუძე „ოქუ―-ს მეშვეობით სიტყა
ოკუ-ლი წარმოიშვა, რაც დღევანდელ თურქულში სკოლას
აღნიშნავს და რომელმაც არაბული „მექთეფი― (სკოლა)
შეცვალა. მაგრამ ასეთი სიტყვები ხომ ათასობით იყო!
იმისათვის, რომ მოსახლეობას ახალი თურქული ესწავლა,
ახალ სიტყვებს გაზეთებში ბეჭდავდნენ და ერთ ხანს
თურქები გაზეთებმომარჯვებულნი დადიოდნენ და ასობით
ახალ სიტყვას სწავლობდნენ. ასე შეიქმნა თანამედროვე
თურქული. ამას თავისი დადებითი და უარყოფითი
შედეგიც ჰქონდა. დადებითი იმაში მდგომარეობდა, რომ
თურქული სამწერლობო ენა გამარტივდა და სპარსულ-
არაბული ლექსიკისაგან მნიშვნელოვნად გაიწმინდა. უარყო-
ფითი ისაა, რომ 1928 წლამდე დაწერილი თხზულებები
დღეს თურქისათვის იმდენად გაუგებარია, რომ წარსულის
მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის მათი თანამედროვე
თურქულზე თარგმნა ხდება საჭირო.

რა განსხვავებაა ენასა და დიალექტს შორის?


დიალექტის დონეზე განსხვავების შემთხვევაში
საუბრისას მოსაუბრის ნათქვამის აზრი გასაგებია, ენობრივი
განსხვავების შემთხვევაში კი გაუგებარი, — გვიპასუხებს
ყველა, ვისაც ამ კითხვას დავუსვამთ, მით უფრო, თუ
ენათმეცნიერი არ არის. მხოლოდ ენათმეცნიერებმა იციან, რომ
ეს კითხვა მარტივად პასუხგასაცემი როდია. მეცნიერულად
დადგენილი არაა თუ რომელ ზღვრამდე, ვუწოდებთ ენობრივ
განსხვავებებს დიალექტს, და რის შემდეგ იქცევა დიალექტი
ენად, მიდგომა ფრიად ინდივიდუალურია.
მაგალითად, უკრაინული რუსისთვის გაუგებარი
სულაც არ არის, მაგრამ უკრაინულს ენას უწოდებენ, იმ
დროს, როდესაც ბავარიული დიალექტი არაბავარიელი
გერმანელისათვის გაუგებარია, თუმცა მას დიალექტი
ეწოდება. იგივე შეიძლება ითქვას ჩინურის მიმართაც.
სხვადასხვა ჩინურ „დიალექტზე― თუ ენაზე მოსაუბრე
ჩინელებს ერთმანეთის სრულიად არ ესმით, ამიტომაც
ისინი არ გადადიან ანბანურ დამწერლობაზე. იეროგლიფები
სიმბოლოებს აღნიშნავენ, და თუ მაგალითად, ჭიქის
სიმბოლო იცი, მაშინ შენთვის გასაგები ხდება, რომ
კონკრეტული იეროგლიფი ჭიქას აღნიშნავს, ანბანური
დამწერლობის შემთხვევაში კი ჩინელებისათვის სხვადასხვა
ენა-დიალექტებზე დაწერილი სიტყვები გაუგებარი გახდება.
ენათმეცნიერებმა იციან, რომ ჩინურ ენებთან გვაქვს საქმე და
არა დიალექტებთან, მაგრამ ჩინელები და მათი
სურვილისამებრ მთელი ენათმეცნიერული სამყაროც ამ
ენებს „დიალექტებს― უწოდებს. ამგვარად, ჩინელები მრავალ

125
ჩინურ ენაზე საუბრობენ, თანაც თითოეულ ამ ენაზე
ათეულობით და ასეულობით მილიონი ლაპარაკობს, მაგრამ
ეს მრავალენოვნება მათ ეროვნულ შეგნებას პრობლემას
სულაც არ უქმნის, მათივე სიტყვებით, ისინი ყველანი
ჩინელები არიან.
ზოგადად, თუ ამ საკითხს ჩავუკვირდებით, ვნახავთ,
რომ კითხვა, დიალექტია თუ ენა ესა თუ ის ენობრივი
წარმონაქმნი, ხშირად სულაც არ წყდება მარტო ენათმეც-
ნიერულ დონეზე და მნიშვნელოვანწილად, პოლიტიკის
საკითხია. ამიტომ მას ერთგვარად კომპრომისულ გადაწყ-
ვეტას უძებნიან ხოლმე: ერთი სახელმწიფოს ფარგლებში
მოქცეულ ენობრივ წარმონაქმნებს უმეტესწილად დიალექ-
ტებს, სხვადასხვა სახელმწიფოში მოქცეულ დიალექტებს კი
ძირითადად ენებს უწოდებენ. ასეთ პოზიციას გამართლებაც
აქვს. მთავარი ენის თუ დიალექტის სტატუსის დადგენისას
მისი ლინგვისტური, ანუ ენათმეცნიერული განსაზღვრება
კი არა, ფუნქციური დატვირთვა, ანუ დანიშნულებაა.
მთავარი ისაა, თუ რა როლს თამაშობს ის ერის და
საზოგადოების ცხოვრებში. ბუნებრივია, ქვეყნის შიგნით
სახელმწიფო-სალიტერატურო ენის გვერდით ყველა სხვა
ენობრივი წარმონაქმნი დიალექტის, ანუ ადგილობრივი,
ლოკალური ფუნქციის მატარებელია. არჩევანს, თუ რომელი
ენა თუ დიალექტი გახდეს სახელმწიფო-სალიტერატურო
ენა და რომელი იქცეს მასთან მიმართებით დიალექტად,
ყველა ერი თავისი ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ერთხელ
და სამუდამოდ აკეთებს ხოლმე, და ამ საკითხს შემდგომში
აღარ უბრუნდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენათმეცნიერები ენობრივი
ნათესაობის დადგენისას ენებში მათ ძირეულ, ნამდვილად
იმ ენისეულ სიტყვებს გამოყოფენ და ადარებენ. მაგრამ,
თითოეული ხალხის ენაში ისტორიის მანძილზე სხვა
ენებიდან მრავალი სიტყვა შემოდის, ასეთ შემოსულ
სიტყვებს ნასესხობები ეწოდება და მათ ენათმეცნიერების
სპეციალური დარგი ისტორიული ლექსიკოლოგია სწავ-
ლობს.
სხვა ენებიდან სიტყვების სესხება ჩვეულებრივი
მოვლენაა. ძველ და განვითარებულ ენებს განსაკუთრებით
ბევრი სიტყვა აქვთ მეზობელი თუ შორეული ენებისაგან
აღებული. ამ ნასესხობების ძირითადი წყარო სავაჭრო-
ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობებია. მაგალი-
თად, სიტყვები თამადა და ტყემალი რუსულში ქართულიდან
შევიდა. ფორთოხალი კი ამ ხილს ქართულშიც და სხვა ენებშიც
პორტუგალიიდან შემოტანის გამო ეწოდა.
ხოხბის აღმნიშვნელი სიტყვა ფეზ-ი ინგლისურში და მისი
შესატყვისი ფაზან-ი რუსულში, საქართველოს შავიზღვისპირა
ქალაქ ფოთის ანტიკური სახელწოდება ფაზისიდან წარმოსდგება.
აქ ძველი ბერძნები პირველად გაეცნენ ამ ფრინველს და აქედანვე
გაჰქონდათ ის დანარჩენ მსოფლიოში გასაყიდად. ამიტომ
გასაკვირიც არაა, რომ ქალაქ ფაზისის სახელი საფუძვლად დაედო
ბერძნულში ხოხბის სახელწოდებას – ბერძნულად ხოხობს
ფასიანოს (φασινος) ჰქვია, რაც ფაზისურს ნიშნავს.

126
რუსული სიტყვა იამშჩიკი – მეეტლე, მონღოლური
ნასესხობაა და უკავშირდება რუსეთში მონღოლთა ბატონობას
(XIII-XV სს.), როცა საგანგებო გამცილებლებს მგზავრები ერთი
მონღოლური იამ-იდან – სადგურიდან მეორე იამამდე
გადაჰყავდათ.
ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში სხვადასხვა
ხალხების ენები სიტყვებს ბერძნულიდან, ლათინურიდან,
არაბულიდან – სესხულობდნენ, ისტორიის ახალ და უახლეს
პერიოდში კი – ფრანგულიდან, გერმანულიდან და, განსაკუთ-
რებით, ინგლისურიდან.
ადამიანის კულტურული ღირებულებების
ჩამოყალიბებაში, მათ მსოფლაღქმაში უდიდეს როლს
რელიგია თამაშობს.
შუა საუკუნეებში და ზოგან დღესაც რელიგია ეთნიკურ
კუთვნილებასაც კი განსაზღვრავდა და განსაზღვრავს.
მაგალითად, ებრაელობა ეთნიკურ, ანუ გენეტიკურ ებრაელობას
სულაც არ ნიშნავს. ებრაელია ყველა, ვინც იუდაურ, ანუ ებრაულ
სარწმუნოებას იღებს. ამიტომ ებრაელები სრულიად სხვადასხვა
რასის წარმომადგენლებიც შეიძლება იყვნენ.
შუა საუკუნეებში საქართველოშიც რელიგიის შეცვლა,
ეროვნულობის შეცვლის ტოლფასი იყო. თუ ქართველი
მონოფიზიტობაზე გადავიდოდა, მას სომეხს უწოდებდნენ,
ისლამის ამღიარებელ ქართველს — „თათარს“, ხოლო
კათოლიკობაზე გადასულს „ფრანგს“ ეძახდნენ.
მართლაც, საერთო რელიგია ერისათვის ძალიან
მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არც ესაა გადამწყვეტი. რა
თქმა უნდა, ძალზე ხშირად რელიგიები თიშავენ მონათესავე
და ერთ ენაზე მოლაპარაკე ეთნოსებს (მაგალითად,
მართლმადი-დებელი სერბები, კათოლიკე ხორვატები და
მუსლიმი ბოსნიელები), მაგრამ არა ერებს. თუ ხალხი, ანუ
ეთნოსი უკვე ერადაა ჩამოყალიბებული, მაშინ მისი
ცალკეული ნაწილების მიერ სხვადასხვა ისტორიულ
ვითარებაში სხვადასხვა აღმსარებლობაზე გადასვლა,
ეროვნულობის განცდას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს.
მაგალითად, არსებობენ: კათოლიკე და პროტესტანტი
გერმანელები, ამერიკელები, ინგლისელები. ქართველების
უმეტესობა მართლმა-დიდებელი ქრისტიანები ვართ, მაგრამ
არიან მუსლიმი, კათოლიკე ქართველებიც.
კულტურის ერთობა, საერთო ტრადიციები ერის
არსებობის აუცილებელი პირობაა, მაგრამ რა უნდა
ვიგულისხმოთ ამ ტერმინების ქვეშ? ხშირად ერთი ვრცელი
რეგიონის, მაგალითად, დასავლეთ ევროპის, შუა აზიის,
ბალტიისპირეთის, კავკასიის და ა.შ. ცალკეულ ქვეყნებს
კულტურასა და ტრადიციებში ბევრი რამ აქვთ საერთო,
მაგრამ ამის მიუხედავად, ეს რეგიონები სხვადასხვა
ერებითაა დასახლებული.
საერთო ეკონომიკური ცხოვრებისა და უკეთესი
მომავლისაკენ საერთო სწრაფვის გარეშე ძნელია ერის
წარმოდგენა, მაგრამ არც ეს ყოფილა გადამწყვეტი. ფრანგ
ებრაელს ეკონომიკური ერთობა აქვს ფრანგთან, ქართველ
ებრაელს — ქართველობასთან, მაგრამ, ამის მიუხედავად,
ისინი, პირველ რიგში, ებრაელები არიან.

127
ასე რომ, ზემოჩამოთვლილი ნიშან-თვისებებიდან არც
ცალ-ცალკე და არც ყველა ერთად აღებული კიდევ არაა
საკმარისი ერის წარმოქმნა-არსებობისთვის. ერის ცნების
განმარტების ასეთი სირთულის გამოა, რომ დღესაც
მეცნიერები ვერ შეთანხმებულან ამ საკითხში. ერთი რამ კი
ცხადია — მთავარია ეროვნული თვითშეგნება, ანუ
საკუთარი თავის გარკვეული ერისადმი კუთვნილების
მყარი გრძნობა. სანამ ცალკეული ადამიანი მიიჩნევს თავს
ქართველად, რუსად, ფრანგად, სომეხად, ის იმ ერის
წარმომადგენელია.
ამჟამად დედამიწაზე ხალხების რიცხვი რამდენიმე ათასს
აჭარბებს. ზოგიერთი ერი ასობით მილიონი ადამიანისაგან
შედგება, ჩინელები მილიარდს აღემატებიან, ზოგი კი სულ
რამდენიმე ათეულ ათას კაცს მოითვლის. დღეს არსებული
ხალხების უმეტესობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერად
შედარებით გვიან ჩამოყალიბდა, მაგალითად, ინგლისელები,
ფრანგები, გერმანელები, იტალიელები, ესპანელები; კიდევ
უფრო გვიან ჩამოყალიბდნენ ერებად სამხრეთ და ჩრდილოეთ
ამერიკაში დღეს მოსახლე ერები: ამერიკელები, მექსიკელები,
ბრაზილიელები, კანადელები, ისევე როგორც ავსტრალიელები,
ახალზელანდიელები. ჩვენ მეზობლებს შორის შედარებით
ახლო წარსულში ჩამოყალიბდნენ ერებად რუსები, აზერბაი-
ჯანელები, თურქები.
ბერძენი, ქართველი, სომეხი, ჩინელი და სპარსელი
ერის არსებობას ბევრად ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ერი არ წარმოიქმნება ერთხელ და სამუდამოდ. ის
ცოცხალი ორგანიზმია. სანამ ერი არსებობს და ცოცხლობს,
მისი განვითარება უწყვეტად, შეუჩერებლად გრძელდება:
მის შემადგენლობაში ახალ-ახალი ეროვნული ჯგუფები, თუ
ეთნოსები შედიან. ცვლილებას განიცდის ერის გარეგნული
იერი, ტრადიციები, ხანდახან რელიგია, ფასეულობებიც კი.
ვითარდება და იცვლება ეროვნული კულტურა. ამიტომ,
ჩვენი აზრით, ერების განვითარების ეტაპები ისტორიული
ფრაუენკირხე — ღვთისმშობლის პერიოდების მიხედვით უნდა განვასხვავოთ, მაგალითად,
ეკლესია, ყველაზე დიდი ანტიკური პერიოდის ბერძნები, შუა საუკუნეების ბერძნები,
პროტესტანტული ეკლესია ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდის ბერძნები და ა. შ.
ევროპაში როგორც ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან,
ერებსაც თავიანთი ინდივიდუალობა, ეროვნული სული,
გერმანია, დრეზდენი XVIII ს. თავისი განუმეორებლობა ახასიათებთ. ეროვნული სული
ყველაფერში ვლინდება, მაგ.; მუსიკაში, არქიტექტურაში,
წარმოიდგინეთ, გემოვნებაშიც კი. ეს ნაკლებად შესამჩნევია
ქვეყნის შიგნით — ბუნებრივია, ხუთ მილიონ ქართველს

ეჩმიაძინის სომხეთის მეჰმედ II ფათიჰის-ის სინაგოგა, ბუდაპეშტი


საკათალიკოსო ტაძარი მეჩეთი

თურქეთი, სტამბოლი, XV ს. უნგრეთი, XIX ს.


სომხეთი, ქ. ვაღარშაპატი,
XVII ს.

128
ერთი გემოვნება არა გვაქვს: ზოგს წითელი ფერი მოსწონს
და ზოგს ცისფერი, ზოგს ტეხილი კუთხური ფორმები და
ზოგს მრგვალი და რბილი, მაგრამ, როდესაც სომხეთში,
რუსეთში ან საფრანგეთში ჩავალთ, მაშინ ვხვდებით, რომ
ქართველებს განსხვავებული გემოვნება გვაქვს და ეს თვალში
საცემია: სხვანაირ სახლებს ვაშენებთ, სხვანაირი მანქანები
მოგვწონს, ქალაქის ფერი და იქ მცხოვრები ადამიანების
ტანსაცმლის ფერიც განსხვავებულია, განსხვავებულია კერძებიც,
რაც პირის გემოს განსხვავებულობაზე მიუთითებს და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სული კონკრეტულ და
მატერიალიზებულ ფასეულობებში ვლინდება, მაგალითად,
ეროვნული სამზარეულო, არქიტექტურა, ტრადიციები, ის
მაინც მოუხელთებელი და ხელშეუვლებია.
არა ენა, არა ტერიტორია, ეკონომიკა, რელიგია, არამედ
სწორედ ეროვნული სულია, რაც ერს ქმნის და ადუღაბებს.

როგორ იბადება-იქმნება, როგორ იცვლება და


ვითარდება ეროვნული სული? რა კანონზომიერებებს
ექვემდებარება ეს განვითარება?

ამ კითხვებზე თანამედროვე ეტაპზე მეცნიერული


პასუხის გაცემა შეუძლებელია.
ყოველ ერს თავისი ხასიათის თვისებები აქვს. ეროვნული
ხასიათი იმდენად მრავალფეროვანი და რთული ფენომენია, რომ,
ცალკეული ადამიანის ხასიათისაგან განსხვავებით, ის არ
შეიძლება იყოს ცუდი და კარგი. ასევე არ არსებობენ კარგი და
ცუდი ერები. ეროვნული ხასიათის თავისებურებები, უპირველეს
ყოვლისა, ტრადიციებსა და ხელოვნებაში ვლინდება, რაც
თითოეული ერის კულტურას თავის განუმეორებლობას
ანიჭებს.
დღევანდელი მსოფლიო ძალიან გახსნილი, მობილური
— მოძრავია. თვითმფრინავებმა, სწრაფმა ავტომანქანებმა
ადამიანებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი იოლად
ხელმისაწვდომი გახადა. კომპიუტერის, ელ-ფოსტის, ფაქსის
და ინტერნეტის მეშვეობით ყველანაირი ინფორმაცია
დედამიწის ნებიმიერი წერტილიდან იოლად ვრცელდება.
დღეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ქართველი ახალგაზრდები,
სხვა ქვეყნების ახალგაზრდების მსგავსად, მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში მიდიან სასწავლებლად და სამუშაოდ.
ეს ნორმალური და სასურველი პროცესია. საერთოდ,
დედამიწაზე ცხოვრების ტემპი არნახულად დაჩქარდა.
ძველად ენაში და საზოგადოების ცხოვრებაში რაიმე
ცვლილებას ასეულობით წელი სჭირდებოდა. დღეს ენები
და ხალხები აქტიური კონტაქტების წყალობით სწრაფად
ვითარდებიან. სხვა ენებისა და ხალხების მსგავსად, დროის
მოთხოვნილებების შესაბამისად ვითარდება ქართული
საზოგადოება, მისი აზროვნება, კულტურა, ვითარდება და
მდიდრდება უძველესი ქართული ენა. ზოგი ფიქრობს, რომ
მცირერიცხოვანი ხალხების თვითმყოფადობის შენარჩუნები-
სათვის აუცილებელია მისი სხვა ხალხებისგან იზოლაცია/
გამოყოფა. ეს შეუძლებელია და თანაც ძალზე საშიში.
ისტორიის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მოწინავე
ხალხებისაგან გამიჯვნას მხოლოდ ჩამორჩენა და გადაშენება
მოაქვს. ყოველი ერის გადარჩენის ერთადერთი გზაა ფეხი
აუწყოს ეპოქის მოთხოვნებს.

129
Tavi V

ძვ.წ. 100-ახ.წ.100 1492


ქრისტეფორე
კოლუმბმა
ევროპის რუკა
სტრაბონის მიხედვით აღმოაჩინა

0 ამერიკა.

1500

130
2000
1907 შავ ზღვას
ესაზღვრება თურქეთი,
ძველი თბილისის ბულგარეთი, რუმინეთი,
უკრაინა, რუსეთი და
რუკა
საქართველო. უკრაინა.

1900 2000

131
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებებისა და ტერმინების ცოდნა
ცნებები და ტერმინები

ისტორიული გეოგრაფია ატლანტის ოკეანე სამხ. ამერიკა


ისტორიული კარტოგრაფია ინდოეთის ოკეანე ჩრდ. ამერიკა
აღმოსავლეთი აზია კასპიის ზღვა ავსტრალია
დასავლეთი აზია შავი ზღვა ანტარქტიდა
ცენტრალური აზია წითელი//მეწამული არაბეთის ნ/კ
ზღვა
შუა აზია ხმელთაშუა ზღვა პირინეის ნ/კ
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია მარმარილოს ზღვა სკანდინავიის ნ/კ
წინა აზია არაბეთის ზღვა კაპადოკია
დასავლეთი ევროპა ეგეოსის ზღვა ანატოლია
ცენტრალური ევროპა დარდანელის სრუტე ყირიმი
აღმოსავლეთი ევროპა ბოსფორის სრუტე ზაგროსის მთები
ჩრდილოეთი ევროპა გიბრალტარის სრუტე კავკასიონი
სამხრეთი ევროპა სუეცის ყურე ლიბანის მთები
შუამდინარეთი სპარსეთის ყურე მცირე კავკასიონი
ჩრდ. კავკასია მდ. ევფრატი ინდოეთი
სამხ. კავკასია მდ. ვოლგა დიდი ბრიტანეთი
მცირე აზია მდ. დონი სოგდიანა
ჩრდილოეთ მაგნიტური მდ. დნეპრი ბაქტრიანა
პოლუსი
ჩრდილოეთ გეოგრაფიული აფრიკა/ლიბია ესპანეთი
პოლუსი
აბრეშუმის ჩრდილოეთი გზა აზია იტალია
აბრეშუმის დიდი გზა ევროპა სპარსეთი
ტოპონიმიკა ევრაზია

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. რა არის ისტორიული გეოგრაფიის შესწავლის საგანი?


2. რა სიძნელეებს აწყდება ისტორიკოსი ძველ გეოგრაფიულ
ტექსტებზე მუშაობისას?
3. რომელი იყო ისტორიის ანტიკურ პერიოდში ზღვებზე
განსაკუთრებული წარმატების მქონე ხალხები?
4. როგორ ფართოვდებოდა ადამიანის გეოგრაფიული ცოდნა-
წარმოდგენები ისტორიული პერიოდების მონაცვლეობის
შესაბამისად ?
5. როგორი იყო „აბრეშუმის დიდი გზისა― და მისი
განშტოებების განვითარების ეტაპები?

132
istoriuli geografia

ისტორიული გეოგრაფია იკვლევს ისტორიის სხვა-


დასხვა პერიოდებში სახელმწიფოების საზღვრების ცვლი-
ლებებს ან სახელმწიფოთა შიგნით ცალკეული რეგიონების
თუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღ-
ვრებსა და სახელწოდებებს, ადგენს ძველ სავაჭრო და
სამიმოსვლო გზებსა და მათ ცვალებადობას, ძველი დასახ-
ლებების თუ ქალაქების ადგილმდებარეობას. ისტორიული
გეოგრაფია ემყარება კარტოგრაფიულ, წერილობითსა და
არქეოლოგიურ წყაროებს, ტოპონომიკას (გვ. 143) და საფუძ-
ველს უმზადებს ისტორიული რუკების შედგენას.
ისტორიული გეოგრაფიის კვლევის ძირითადი მიმარ-
თულებებია: ისტორიული ფიზიკური გეოგრაფია (ისტორიული
მიწათმცოდნეობა); ისტორიული პოლიტიკური გეოგრაფია;
ისტორიული მოსახლეობის გეოგრაფია; ისტორიული სოცია-
ლური გეოგრაფია; ისტორიული კულტურული გეოგრაფია;
ისტორიული გეოგრაფია - ბუნებისა და საზოგადოების ურთი-
ერთკავშირის თვალსაზრისით; ისტორიული ეკონომიკური აბრაჰამ ორტელიუსი
გეოგრაფია; ისტორიულ-გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა. 1527-1598
ისტორიული გეოგრაფიის ჩამოყალიბება დაიწყო
აღორძინებისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში
(XV-XVI სს.). მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში შეასრულა
ფლანდრიელი კარტოგრაფის აბრაჰამ ორტელიუსის მიერ
შედგენილმა ატლასმა, რომელიც იყო მსოფლიოში პირველი
ატლასი და რომელიც 53 რუკისაგან შედგებოდა (1570).
ძველი რუკები უნიკალური ისტორიული წყაროა,
რომლებიც განსაკუთრებული გრაფიკული ფორმით შეიცავენ
გეოგრაფიულ და ისტორიულ ფაქტებს, ცნობებს მეცნიერული
ცოდნის, მსოფლმხედველობის, ეპოქის ესთეტიკური
წარმოდგენების შესახებ. მეცნიერული დისციპლინა, რომელიც
ადგენს ისტორიულ რუკებსა და ატლასებს და ამუშავებს მათი ორტელიუსის რუკა -
შექმნის მეთოდიკას — ისტორიული კარტოგრაფიაა. ,,მსოფლი ოს თეატრი”.

133
უძველესი რუკები ძველი აღმოსავლეთიდან შემოგვ-
რჩა. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება თიხის
ფირფიტაზე შესრულებული მსოფლიოს რუკა ბაბილო-
ნიდან, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. მასზე
გამოსახულია მდინარე ევფრატის შუა წელი, ლიბანის მთები
და ზაგროსის მთები.
უძველესი ბერძნული რუკები, რომელთა შესახებ
ცნობები შემოგვრჩა, VI ს-ის I ნახევარს განეკუთვნება.
ჩვენამდე უძველესმა ჩინურმა რუკამაც მოაღწია, ის ძვ. წ. V
ს-ით თარიღდება.
ძველი ბერძნებისაგან რუკების გამოხაზვა რომაელებმაც
შეისწავლეს და ეს საქმე განავითარეს კიდეც. რომაელებმა
დაიწყეს საგზაო რუკების, ანუ იტინერარიას შედგენა.
იტინერარია თავისებური ცნობარი იყო, სადაც სქემატურ
რუკებთან ერთად, მოცემული იყო მანძილი უმნიშვნელოვანეს
მსოფლიოს რუკა ბაბილონიდან დასახლებულ პუნქტებს შორის.
ადრე შუა საუკუნეებში კარტოგრაფიაში მუსლიმური
სამყარო დაწინაურდა. არაბ გეოგრაფებს ეკუთვნით XII
საუკუნეშივე ცნობილი მსოფლიოს დაწვრილებითი რუკა,
რომელსაც ასეთივე დაწვრილებითი კომენტარები ახლდა. ამ
როჯერის ტაბულა ალ-
რუკას როჯერის ტაბულასაც უწოდებენ, ვინაიდან არაბმა
იდრისმა 1154 წელს გამოსცა.
გეოგრაფმა ალ-იდრისმა ის სიცილიის მეფის როჯერ II-ის
კარზე შექმნა.
XIII ს-ის დასასრულიდან იტალიასა და ესპანეთში
დაიწყეს საზღვაო რუკების, ანუ პორტულანების შედგენა,
რომლებზედაც, ძირითადად, ზღვისპირა დასახლებული
პუნქტები და სანაპირო ორიენტირებია გამოხაზული. რაც
შეეხება დედამიწის პირველი ატლასების შედგენას,
ევროპელებმა ეს მხოლოდ XVI ს-ში, დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების ხანაში დაიწყეს.

ცნობილი არაბი გეოგრაფისა და მოგზაურის, ანაქსიმანდრეს მსოფლიო რუკა, რომელზეც


ალ-იდრისის მსოფლიოს რუკა XII ს. აღნიშნულია მდ. ფაზისი

134
ისტორიულ-გეოგრაფიული ცოდნის გარეშე ისტორიის
თხრობა და გადმოცემა შეუძლებელია, ვინაიდან ყოველი
ისტორიული მოვლენა გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილას
ხდება.
ბუნებრივია, ადამიანის მიერ დედამიწის გეოგრა-
ფიული აღქმა იცვლებოდა და ვითარდებოდა. ამ შემთხ-
ვევაშიც ეს განვითარება მარტივიდან რთულისა და შევსება-
სრულყოფისაკენ მიემართებოდა, თუმცა, როგორც ქვემოთ
განვითარების, ცოდნის დაგროვებისა და ზოგადად
წინსვლის თავისებურებებზე საუბრისას დავრწმუნდებით,
გრაფიკი, რომლითაც ეს პროცესი შეიძლება ავსახოთ,
სწორხაზოვანი სულაც არ გამოვა.
კაცობრიობის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე უძველეს
ადამიანს წარმოდგენა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ჰქონდა,
რომელიც მის გვარს, ტომს ან უშუალო მეზობლებს
ეკუთვნოდა.
მიწათმოქმედ ტომებთან შედარებით მომთაბარეები
ბევრად უფრო დიდ ტერიტორიაზე მოძრაობდნენ. ამიტომ
ისინი უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალს იცნობდნენ.
საკუთარი არცთუ დიდი საცხოვრისი ტერიტორიისა
და უახლოესი სამეზობლოს კარგად ცნობისდა მიუხედავად,
უძველეს ადამიანს რეგიონის თუ საკუთარი ტერიტორიის
გეოგრაფიულად აღწერა ფრიად უჭირდა. ამის მიზეზი იყო
ის, რომ ადამიანი მის ირგვლივ მდებარე ტბებს, მთებს და
მდინარეებს ერთმანეთისაგან განსასხვავებელ სახელებს არ
არქმევდა და მათ შემდეგნაირად მოიხსენიებდა: დიდი მთა,
მცირე მთა, დიდი ზღვა, აღმოსავლეთის ზღვა, დასავლეთის
ზღვა. სწორედ იმ უძველესი ხანიდან შემოგვრჩა კასპიისა და
შავ ზღვებს შორის გადაჭიმული დედამიწის ერთ-ერთი ანაქსიმანდრე მილეტელი
უდიდესი მთაგრეხილის სახელი კავკასი (კავკასიონი), რაც ძვ. წ. 610-547
ძველ-სპარსული კაპკახის, ანუ მაღალი მთის ბერძნული
შესატყვისია. მიჩნეულია, რომ
ცხადია, მაღალი მთის გვერდით უბრალოდ მთები და ანაქსიმანდრემ შექმნა
მცირე მთები არსებობდნენ. მთების ასეთი აღწერა დედამიწის პირველი
გლობუსი.
შემოგვინახა ძველმა ქართულმა საისტორიო თხზულებამ
„ქართველთა ცხოვრებამ“: „მისცა ქართლოსს და უჩინა
საზღუარი — სამხრით მთა, რომელი მიჰყუების ბერდუჯის
მდინარის თავსა და მთა რომელი მიჰყუების დასავლით
კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და
მიერთუის მტკუარსა, რომელ მიჰყუების მთა შორის
კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის და ჩრდილოთ
საზღუარი ღადო, [და] მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ
კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, ...
ამათ საზღუართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს“.
მსგავსი გეოგრაფიული აღწერილობები, როდესაც
მთები, ზღვები ან ტბები არა მათი სახელების, არამედ
სიდიდე-სიმცირის, ან სულაც გეოგრაფიული მდებარეობის
(აღმოსავლეთი, დასავლეთი და ა.შ.) მიხედვით მოიხ-

135
სენიებიან, ძველი აღქმის უძველეს მოთხრობებშიც მრავლად
გვხვდება. მაგალითად, ნოეს სამი შვილიდან უფროსის სემის
მოდგმის განსახლების აღწერისას ბიბლიაში ვკითხულობთ:
„მათი სამკვიდრებელი ვრცელდებოდა მეშადან სეფარის
მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე“ (ძველი აღთქმა,
ხ, 30).
ადრე შუა საუკუნეების ერთ-ერთი სომეხი ისტორი-
კოსი კასპიის ზღვას დასავლეთის ზღვას უწოდებს,
ვინაიდან წყაროდ თავისი თხზულებისათვის სპარსულ
გეოგრაფიულ თხზულებას, ან უბრალოდ სპარსულ გეოგრა-
ფიულ ტერმინოლოგიას იყენებს. თუმცა ზღვა, რომელიც
დასავლეთით იყო აღმოსავლეთ სპარსეთში მცხოვრები
კაცისათვის, სულაც არ იყო დასავლეთი სომეხისათვის.
ამიტომაც შემდგომი ხანის სხვა სომეხი ისტორიკოსი
კასპიის ზღვას, უკვე სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობის
გათვალისწინებით, აღმოსავლეთის ზღვას უწოდებს და ა. შ.
კასპიის ზღვის თანამედროვე სახელი კასპიელთა
ტომიდან წარმოსდგება, რომელიც, თუ ძველ ბერძნებს
დავუჯერებთ, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე
ამ ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა.
ძველი სპარსელები კასპიის ზღვას თავდაპირველად
ვირკანის, ანუ „მგლების ქვეყნის ზღვას“ უწოდებდნენ. ეს
სახელწოდება ძველმა ბერძნებმაც გადაიღეს და კასპიის
ზღვის სამხრეთი, სპარსეთისაკენ მიქცეული ნაწილის
აღსანიშნავად თავიანთ თხზულებებში არცთუ იშვიათად
დამახინჯებით ჰირკანიის ზღვა აქვთ ნახმარი. ანტიკური
ხანისა და შუა საუკუნეების შესაყარზე, სპარსეთში
სასანიანთა მმართველობის ხანაში (III-VII სს.), ძველი
სპარსული ენის საშუალო სპარსულად გარდაქმნის
კვალდაკვალ, ძველ სპარსული ვირკ-ი (მგელი) საშუალო
სპარსულმა გურგ-მა შეცვალა. ასე რომ, სპარსელებმა
კასპიის ზღვას ახლა გურგანის ზღვა დაუძახეს. ეს სახელი
ჩვენმა წინაპრებმაც გადაიღეს და კასპიის ზღვის სამხრეთ
ნაწილს „გურგენის ზღვას“ უწოდებდნენ, განსხვავებით
მისი ჩრდილოეთი ნაწილისაგან, რომელსაც დარუბანდის
გასასვლელის მიხედვით, დარუბანდის ზღვას ეძახდნენ.
VII ს-ში კავკასიაში მოსულმა არაბებმა კასპიის ზღვას,
იმჟამად მის ჩრდილო სანაპიროზე მცხოვრები ხაზართა
ძლიერი სახელმწიფოს სახელის მიხედვით, ხაზართა ზღვა
შეარქვეს. არაბებიდან ეს სახელი საუკუნეთა განმავლობაში
მთელ მუსლიმურ სამყაროში გავრცელდა. ამ სახელს
კასპიის ზღვას დღესაც უწოდებენ აღმოსავლეთის ქვეყ-
ნებში.
არანაკლებ საინტერესოა შავი ზღვის ძველი სახელები
და მათი წარმომავლობა. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა
ხანებში მცირე აზიაში მცხოვრები ხეთები შავ ზღვას
„ცალფას ზღვას“ უწოდებდნენ. ეს იყო სახელწოდება იმ

136
ქვეყნისა, რომელიც მათ ქვეყანასა და შავ ზღვას შორის
მდებარეობდა.
ანტიკური მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ხალხი —
ასურელები შავ ზღვას „დიდ“ და „ზემო ზღვას“ ეძახდნენ,
განსხვავებით მათ სამხრეთით მდებარე სპარსეთის
ყურისაგან.
ძვ. წ. I ათასწლეულში ყირიმში მოსახლე ირანული
მოდგმის სკვითური ტომები შავ ზღვას ახშეანას ზღვას
უწოდებდნენ, რაც მათ ენაზე ღრმას, მუქს, შავს ნიშნავდა
(შეადარეთ ქართული სიტყვა ეშხიანი, რაც შავთვალწარბა
ქალების მიმართ იხმარება). ახშიანა ძველმა ბერძნებმა გადაიღეს
და ბერძნულად ავქსინუსად, ანუ არასტუმართმოყვარედ
გაიაზრეს. ერთ ხანს მას ასე უწოდებდნენ კიდეც. შემდეგ,
როდესაც ძველმა ბერძნებმა შავი ზღვა სანაოსნოდ კარგად
აითვისეს, მას ევქსინოს პონტო — სტუმართმოყვარე ზღვა
შეარქვეს. ხშირად კი უბრალოდ პონტოს, ანუ ზღვას
უწოდებდნენ. მოგვიანებით პონტო გეოგრაფიულ სახე- მარმარილოს ზღვას ძველი
ლად იქცა. მას უკვე „ზღვად“ აღარ გაიაზრებდნენ. ამიტომ ბერძნები მრავალი საუკუნის
ბერძნებმა შავ ზღვას „პონტოს პელაგოს“, ანუ „პონტოს მანძილზე პროპონტიდას
ზღვა“ უწოდეს, რაც სიტყვა სიტყვით ზღვის ზღვას უწოდებდნენ, რაც ბერძნულად
ნიშნავს. ეს სახელი მრავალმა ხალხმა, მათ შორის ჩვენმა პონტოს, ანუ შავი ზღვის წინ
წინაპრებმაც გადაიღეს. ამ სახელის პარალელურად მდებარეს ნიშნავს.
ბერძნები პონტოს მელანოს, ან პონტოს მაუროს
ხმარობდნენ, რაც შავ ზღვას ნიშნავს და ძველ ირანულ
„ახშეანას“ ზუსტ შესატყვისს წარმოადგენს. XIV-XV
საუკუნეებიდან სახელწოდება „შავი ზღვა“ თანდათანობით
საყოველთაო გახდა.
როგორც ვიცით, დედამიწის ექვსი კონტინენტიდან
ყველაზე დიდის ევრაზიის სახელი ევროპისა და აზიის
გაერთიანების გზით წარმოიშვა. ევრაზიის ამ ორ ნაწილს
ძველი ბერძნები სხვადასხვა კონტინენტებად აღიქვამდნენ.
აქედან ერთი ნაწილის — აზიის სახელი ასურული სიტყვა
ასუ-დან წარმოსდგება, რაც ამ ენაზე, ზოგადად,
აღმოსავლეთს აღნიშნავდა. შუამდინარეთის ძველი
მცხოვრებლები — ასურელები ასე უწოდებდნენ ქვეყნებს,
რომლებიც მათ აღმოსავლეთით იყვნენ. ასურელებიდან ეს
ტერმინი ძველმა ბერძნებმა უკვე „აზიად“ გადაიღეს და
მათგან აღმოსავლეთით მცხოვრები ხალხებისა და

Savi zRva da saqarTvelo

ძველი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი შავი ზღვის იმ მონაკვეთს, რომელიც საქართველოს ემიჯნება
„კოლხიდის ზღვას“ უწოდებს. არაბები და სპარსელები X-XI სს.-ში შავ ზღვას ხანდახან „ქართველთა
ზღვას“ ეძახდნენ. შავი ზღვის იგივე მონაკვეთი XII საუკუნის ერთ სპარსულ ხელნაწერში „ლაზიკის
ზღვის“ სახელით მოიხსენიება, რაც ძველი დასავლურ ქართული სახელმწიფოს სახელიდან
მომდინარეობს. XV-XVI სს.-ის ერთ-ერთ იტალიურ რუკაზე შავ ზღვას „სამეგრელოს ზღვაც“ ეწოდება.
ძველ ქართულ მატიანე — ,,ქართველთა ცხოვრებაში,“ შავ ზღვას ,,სპერის ზღვა“ ეწოდება, რაც ანტიკურ
ხანასა და ადრე შუა საუკუნეებში მის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ქართული
ტომების სპერების, იგივე სასპერების სახელიდან მოდის.

137
აღმოსავლეთი ევროპა: ამ ქვეყნების აღსანიშნავად ხმარობდნენ, განსხვავებით ევრო-
ტერმინში იგულისხმება დსთ-ს პისაგან, რომელშიც თვითონ სახლობდნენ.
ევროპული ქვეყნები: რუსეთი,
საინტერესოა, რომ ევრაზიის კონტინენტის მეორე
ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა,
ყაზახეთი. ყველაზე ხშირად მათ
ნაწილის — ევროპის სახელიც ასევე ასურული სიტყვიდან
რიცხვს მიაკუთვნებენ სამხრეთ ერებ//ირიბ — დასავლეთი — წარმოსდგება, რომელიც
კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, ძველმა ბერძნებმა „ევროპედ“ შეითვისეს, თანაც ამ
სომხეთს და აზერბაიჯანს. სახელის თაობაზე ლამაზი მითიც შეთხზეს.
ამჟამად, აზიას მცირე, წინა, დასავლეთ, აღმოსავლეთ,
„ცივი ომის” ეპოქაში, აღმოსავლეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ, შუა აზიებად ჰყოფენ.
ევროპაში შედიოდნენ ვარშავის
პაქტის ქვეყნები (პოლონეთი, გდრ, როგორ განვასხვავოთ ეს „აზიები“ ერთმანეთისაგან?
ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი,
მცირე აზია ნახევარკუნძულია. ის ხმელთაშუა, ეგეოსის,
რუმინეთი, ბულგარეთი), ხშირ
მარმარილოს და შავ ზღვებს შორის მდებარეობს. ამიტომ მას
შემთხვევაში ალბანეთი და
იუგოსლავია, აგრეთვე ბალტიის ძველი ბერძნები შუა ხმელეთსაც უწოდებდნენ, ძველმა
საბჭოთა რესპუბლიკები სომხებმა ის თავისი ენის შესაბამისად მიჯნერკირად (შუა
(ესტონეთი, ლატვია, ლიტვა). მიწა), ქართველებმა კი ორეთად თარგმნეს, რაც ორ ზღვას
ამჟამად, სხვადასხვა პოლიტიკურ (შავი და ხმელთაშუა ზღვებს) შორის ხმელეთს გულისხმობს.
და ეკონომიკურ კონტექსტში ამ მცირე აზიას ანატოლიასაც უწოდებენ, რაც ბერძნული
რეგიონს შეიძლება მიაკუთვნონ ანატოლე-დან მოდის და ზოგადად მზის ამოსვლას,
ე.წ. „ვიშეგრადის აღმოსავლეთს ნიშნავს. მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს
ჯგუფის” (პოლონეთი, ჩეხეთი, უძველესი დროიდან კაპადოკია ერქვა. მცირე აზიის
სლოვაკეთი, უნგრეთი) და
ნახევარკუნძული დღეისათვის მთლიანად თურქეთს უჭირავს.
ბალკანეთის ნახევარკუნძულის
სახელმწიფოები (საბერძნეთის
მცირე აზია წინა აზიის ნაწილადაც განიხილება. მის
გარდა). გარდა წინა აზიაში არაბეთის ნახევარკუნძული, აგრეთვე
თანამედროვე ირანის, ერაყის, სირიის, იორდანიისა და
სამხრეთი ევროპა - აერთიანებს ისრაელის ტერიტორიებიც შედის. წინა აზიას ზოგჯერ
შემდეგ ქვეყანებს: „დასავლეთ აზიასაც“ უწოდებენ. ამით მას განასხვავებენ
ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა, აღმოსავლეთ აზიისაგან, რომელშიც რუსეთის შორეული
გიბრალტარი, იტალია, სან- აღმოსავლეთი, ჩინეთის დიდი ნაწილი, კორეა და იაპონია
მარინო, ვატიკანი, რუმინეთი, მოიაზრება.
ბულგარეთი, საბერძნეთი, დასავლეთ აზიას, ანუ წინა აზიასა და აღმოსავლეთ
ალბანეთი, მაკედონია, სერბეთი, აზიას შორის ცენტრალური აზია მდებარებს. ცენტრალურ
ბოსნია და ჰერცეგოვინა, აზიაში მონღოლეთი, ყაზახეთი, ტიბეტი, შუა აზია შედის.
ხორვატია, მონტენეგრო, კოსოვო, შუა აზია კასპიის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე
მონაკო, მალტა, კვიპროსი, ტერიტორიაა. მისი ისტორიული ფარგლები ძირითადად
საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი დღევანდელი თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და
(ე.წ. ფრანგული რივიერა} და ტაჯიკეთის ტერიტორიას თანხვდება. ცალკე გამოყოფენ
თურქეთის ევროპული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, რომელშიც თანამედროვე
(ანატოლია).
პაკისტანი, ინდოეთი, ვიეტნამი და სხვ. შეჰყავთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ცნებებია
ნაწარმოები ევროპიდანაც: დასავლეთ ევროპა, ცენტრალური
ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ევროპა და
სამხრეთ ევროპა. აქედან დასავლეთ და აღმოსავლეთ
ევროპამ პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა: ეს მეორე

evropa Zvel berZnul miTologiaSi

ევროპაზე ძველ ბერძნულ სამყაროში მრავალი მითი არსებობდა. ყველაზე გავრცელებულის თანახმად,
ევროპე ფინიკიის მეფის აგენორის ასული იყო. მისი მშვენიერებით მოხიბლული ბერძნული პანთეონის
უზენაესი ღვთაება ზევსი მას ხარის სახით გამოეცხადა. ევროპე ხარს მოეფერა და ზურგზე შეაჯდა.
ზევსმაც ის მოიტაცა და ზღვით კუნძულ კრეტაზე გადაიყვანა. აქ ის ქალწულს უკვე ადამიანის სახით
მოევლინა. ევროპეს ზევსისაგან რამდენიმე შვილი შეეძინა. მათ შორის იყო ვაჟი მინოსი, რომელიც
მოგვიანებით კრეტის მეფედაც იქცა.

138
მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, როდესაც დასავლეთ ევროპის დასავლეთი ევროპა აერთიანებს
ქვეყნები შეერთებულ შტატებთან ერთად ჩრდილო-ატლანტიკურ შემდეგ ქვეყნებს:
კავშირში (ნატო), აღმოსავლეთ ევროპა კი საბჭოთა კავშირთან საფრანგეთი, ბელგია,
ერთად ვარშავის ხელშეკრულებაში აღმოჩნდა გაერთიანებული. ნიდერლანდი, ლუქსემბურგი,
ევრაზიის კონტინენტის გარდა, რომლის უდიდესი ნაწილი, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.
თითქმის მთელი თანამედროვე რუსეთი, ძველი ბერძნების ამ ჯგუფს, როგორც წესი, ხშირად
წარმოდგენით ოკეანეს ეჭირა, ანტიკურმა სამყარომ კიდევ აკუთვნებდნენ გერმანიასაც,
ერთი, აფრიკის კონტინენტი იცოდა. მას ძველი ბერძნები თუმცა გეოგრაფიულად ის უფრო
ცენტრალური ევროპის ნაწილია.
ლიბიას უწოდებდნენ. ამჟამად აფრიკის ეს ძველი ბერძნული
სახელი ჩრდილოეთ აფრიკაში ხმელთაშუაზღვისპირა, ჩრდილოეთი ევროპა
პატარა არაბულმა სახელმწიფომ — ლიბიამ შემოგვინახა. გულისხმობს შემდეგ ქვეყნებს:
დანარჩენი კონტინენტების შესახებ კაცობრიობის იმ ნორვეგია, შვეცია, ფინეთი,
დანია, ისლანდია, ესტონეთი,
ნაწილმა, რომელიც მსოფლიო ისტორიას წარმართავდა ან
ლატვია, ლიტვა.
არაფერი, ან ფრიად ბუნდოვნად თუ იცოდა რაიმე. ასეთმა წმინდა გეოგრაფიული
ვითარებამ, როგორც ვიცით, შუა საუკუნეების ბოლომდე, თვალსაზრისით, ჩრდილოეთი
ანუ თითქმის XV ს-ის მიწურულამდე გასტანა — კაცობრიობა ევროპა გაცილებით დიდი არეა,
გათიშულად ცხოვრობდა, მაგალითად, ევროპაში მცხოვ- რომელიც მოიცავს ტერიტორიას
რებლებმა არაფერი იცოდნენ ამერიკასა და ავსტრალიაში ალპების ჩრდილოეთით.
მცხოვრებთა შესახებ და პირიქით. დედამიწისა და კაცობრიობის
გამთლიანება მხოლოდ დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს მოჰყვა, ცენტრალური ევროპა.
ცივი ომის დასრულების
რომელიც კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენით დაიწყო (1492 წ.)
შემდეგ მასში მოიაზრება:
და მთელი ოთხი საუკუნე გრძელდებოდა.
გერმანია, შვეიცარია,
ამგვარად, კაცობრიობის მსოფლიო ისტორიულ პროცესში ლიხტენშტაინი, ავსტრია,
ჩაბმულმა ნაწილმა XV ს-ის ბოლომდე მეტნაკლებად სლოვენია, პოლონეთი, ჩეხეთი,
სრულყოფილად მხოლოდ ორი: ევრაზიისა და აფრიკის სლოვაკეთი, უნგრეთი.
კონტინენტები იცოდა. მეტნაკლებად ვამბობთ იმიტომ, რომ
ამ კონტინენტების შესახებ ცოდნაც სხვადასხვა ეპოქებში
ფრიად განსხვავებული იყო.
ძველეგვიპტელთა გეოგრაფიული ცოდნის შესახებ
ცნობები იეროგლიფურმა წარწერებმა შემოგვინახა. როგორც
ირკვევა, ძველი ეგვიპტელები თავიანთი სამშობლოს გარდა


ა ზ ი
ე თ ი
ვ ლ
ს ა
მ ო
ა ღ

რ ი
ლ უ
ტ რ ა ი ა
მცირე ც ე ნ ა ზ

წ ი ნ ა ა


ა აზიის ძირითადი
ა ზ ი ა
რეგიონები
სამხრეთ-
აღმოსავლეთი
აზია

139
ასე თუ ისე სინაის ნახევარკუნძულს, პალესტინას, სირიას
და მდინარე ნილოსის ხეობას დაახლოებით 2 ათასი
კილომეტრის მანძილზე იცნობდნენ.
ანტიკური ადამიანის თვალსაწიერს დედამიწის შესახებ
ომი და საერთაშორისო ვაჭრობა, აფართოვებდა.
ვაჭრობის თუ ომის საჭიროებებიდან გამომდინარე,
ძველმა ეგვიპტელებმა თანდათანობით აითვისეს საზღვაო
გზა წითელი, ანუ მეწამული ზღვით ,,პუნტის“ ქვეყნამდე,
ანუ დღევანდელ სომალამდე და იემენამდე. ჩრდილოეთის
მიმართულებით კი ძველ ეგვიპტელთა ცოდნა, უნდა
აფრიკის კონტინენტი ვივარაუდოთ, სირიას გასცდა და მცირე აზიის, ანუ
დღევანდელი თურქეთის სამხრეთი და ცენტრალური
ნაწილიც მოიცვა.
ჩვენთვის უკვე ცნობილი ძველი ბერძენი ისტორიკოსი
ჰეროდოტე ეგვიპტის ფარაონის სესოსტრისის მეთაურობით
ეგვიპტელთა მიერ მცირე აზიის, საქართველოს შავიზღვის-
პირეთის, უფრო ზუსტად ანტიკური პერიოდის კოლხიდის
და კიდევ უფრო შორს ჩრდილოეთ და დასავლეთ შავიზღვის-
პირეთის, მათ შორის ანტიკური პერიოდის თრაკიის, დალაშ-
ქვრას მოგვითხრობს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.
შუამდინარეთი უძველესი ცივილიზაციის აკვანია.
შუმერებისა და ასურელების მემკვიდრე ბაბილონელებისაგან
შემორჩენილია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რუკა.
დედამიწა ამ რუკაზე მრგვალი, ბრტყელი დისკოს სახითაა
მოცემული, რომელზედაც მდინარე ევფრატი მთებიდან
ოკეანისკენ მიედინება. ოკეანე კი დედამიწას გარს უვლის.
ოკეანის განაპირას გამოხაზულია შვიდი სამკუთხა
კუნძული, ხოლო რუკაზე ცენტრში წარწერით აღნიშნულია
ქალაქი ბაბილონი, მის მახლობლად კი — ასურეთისა და
ურარტუს ქვეყნები.
დედამიწის მსგავსი გეოგრაფიული გააზრება ძველმა
აღთქმამაც შემოგვინახა. სამოთხის, ანუ ედემის ბაღის
აღწერისას, რომელიც, ბიბლიის მიხედვით, შუამდინარეთიდან

herodote egviptis faraonis sesostrisis kolxidasa da evropaSi laSqrobis Sesaxeb

ქურუმები მოგვითხრობენ, რომ ის (სესოსტრისი, რედ.) პირველი გამოვიდა არაბიის უბიდან გრძელი
ხომალდებით და დაიპყრო მეწამულ ზღვასთან მცხოვრები ხალხები, იგი მიცურავდა მანამ, ვიდრე არ
მიაღწია ზღვას, რომელიც საცურაოდ აღარ ვარგოდა მისი კბოდოვანების გამო. ქურუმების გადმოცემის
თანახმად, როდესაც დაბრუნდა ეგვიპტეში, წამოიყვანა დიდძალი ლაშქარი, გამოიარა ხმელეთით და
დაიმორჩილა ყოველი ხალხი, რომელიც კი მას შეხვდა. გადაიარა ხმელეთი, ვიდრე აზიიდან ევროპაში
არ გადავიდა და დაიმორჩილა სკვითები და თრაკიელები. მე ვფიქრობ, რომ ის უშორესი ადგილი,
სანამდეც მივიდა ეგვიპტელთა ლაშქარი, სწორედ აქ იყო, რადგან ამათ ქვეყანაში კიდევ ჩანს მათ მიერ
დაყენებული სვეტები, ხოლო ამათზე უფრო შორს კი აღარ არის. აქედან შემობრუნდა და უკან წავიდა.
შემდეგ კი მდინარე ფასისთან იყო. მე არ შემიძლია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ ამ ადგილას თვით
მეფე სესოსტრისმა გამოჰყო თავისი ლაშქრის რაღაცა ნაწილი და დატოვა აქ, ამ ქვეყნის მცხოვრებლად,
ან კიდევ, იმისი, რომ ზოგიერთი ჯარისკაცთაგანი, გადაღლილი ხეტიალით, დარჩა მდინარე ფასისთან.
ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან
მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ
ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით,
სესოსტრისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასევე მეჩვენებოდა.

140
აღმოსავლეთით მდებარეობს, ვკითხულობთ: „მდინარე
მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და
იქმნება ოთხი ნაკადი: ერთის სახელია ფისონი, იგი გარს
უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. კარგია იმ ქვეყნის
ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც; მეორე
მდინარის სახელია გიხონი. იგი გარს უვლის მთელს ქუშის
ქვეყანას; მესამე მდინარის სახელია ხიდეკილი. იგი ჩაუდის
აშურს; მეოთხე მდინარეა ფერათი“. როგორც ვხედავთ, ერთი
სათავიდან გამოსული მდინარე, რომელიც რწყავს ედემის
ბაღს, იტოტება და უკვე ოთხ მდინარედ ქცეული გარს
უვლის იმხანად ებრაელებისათვის ცნობილ მთელ
დედამიწას.
დაახლოებით იმავე პერიოდს ეკუთვნის ძველი
ბერძნებისეული დედამიწის ის გააზრებაც, რომელიც ბერძნულმა
მითოლოგიამ შემოგვინახა და ატლანტის ოკეანის სახელს
უკავშირდება. მართლაც, ატლანტის ოკეანის სახელი ძველი
ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ტიტანის ატლანტის
სახელიდან მოდის, რომელსაც დედამიწის უკიდურეს
დასავლეთში, ცისა და დედამიწის გამყოფი სვეტები, ანუ ცის
თაღის დასავლეთ კიდეს შეყუდებული სვეტები ეჭირა.
სახელწოდება ატლანტის ოკეანე პირველად ჰეროდოტესთან
გვხვდება.
იმხანად ბერძნებისათვის ცნობილი ხმელეთის უკიდურეს
დასავლეთს პირინეის ნახევარკუნძულის დასავლეთი, იმავე
ატლანტის ოკეანისაკენ მიქცეული სანაპირო ქმნიდა,
უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიონის ქედი იყო,
რომლის ჩრდილოეთით, არცთუ ისე შორს, ძველი ბერძნების
აზრით, ჩრდილოეთის ზღვა, ანუ ატლანტის ოკეანე იწყებოდა.
ამიტომ კოლხიდის შავიზღვისპირა ქალაქ ფაზისს (ფოთი)
ძველი ბერძნები კარგა ხანს ხმელეთის დასალიერად და
ჩრდილო-აღმოსავლეთით გემების ბოლო ნავსაყუდელად
მიიჩნევდნენ.
რაც უფრო მეტ დაპყრობით ომებს აწარმოებდა ესა თუ
ის ძველი ქვეყანა, მისი მცხოვრებლები მით უფრო მეტად
ეცნობოდნენ მეზობელ რეგიონებს. შუამდინარეთის
სახელმწიფო, რომელმაც წარმატებული დაპყრობითი ომების
შედეგად თავისი საზღვრები მნიშვნელოვნად გაიფართოვა და
ადრე ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო შექმნა,
ასურეთი იყო (ძვ. წ. XIII-VII). ასურელებმა ლაშქრობების
დროს კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებს
მიაღწიეს. ასურელებმა სირია, პალესტინა, ფინიკია, მცირე
აზიის აღმოსავლეთი ნაწილი ,,აღმოაჩინეს“ და,
იმავდროულად, დაიპყრეს.
დაპყრობებსა და ლაშქრობებთან ერთად, დედამიწის
გეოგრაფიის შესახებ ცოდნის გაფართოებას, როგორც უკვე
აღვნიშნეთ, საერთაშორისო ვაჭრობა არანაკლებ უწყობდა
ხელს. სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდულობისდა
მიუხედავად, ეს მით უფრო თვალნათელი გახდება, თუ ვიტყვით,
რომ ცხენი ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში მხოლოდ II

141
ათასწლეულიდან ჩნდება. ვაჭრობით დოვლათის შოვნის
სურვილით შეპყრობილი ადამიანები იმ ძველ დროშიც საკმაოდ
იყვნენ, რომლებიც, მოგზაურობისა და თავგადასავლების ჟინს
აყოლილები, ხიფათსა და ფათერაკებს არ ეპუებოდნენ.
საკუთარი სიცოცხლის ფასად, სახლიდან მრავალი ასეული
კილომეტრით დაშორებულ რეგიონებში მიჰქონდათ გასაყიდად
საქონელი. ხოლო სანაცვლოდ თანამემამულეებისათვის, უცხო
და ჯერაც უცნობ ქსოვილებს, ცხოველებს, ფრინველებს,
მცენარეებს ან ხელოსნურ ნაწარმს ეზიდებოდნენ.
შორეულ რეგიონებთან ვაჭრობით თავი ჯერ კიდევ
შუმერებმა გამოიჩინეს. ბრინჯაოს იარაღის დასამზადებლად
მათ დიდი რაოდენობით სპილენძი სჭირდებოდათ.
სპილენძის საბადოები შუამდინარეთში არ მოიპოვებოდა და
შუმერებს ეს ლითონი სამხრეთ კავკასიიდან შემოჰქონდათ.
ახლახანს არქეოლოგებმა საქართველოში, თბილისის ახლოს
შუმერული საბეჭდავი აღმოაჩინეს, რაც, უნდა ვიფიქროთ,
შუმერი ვაჭრის მიერ თიხის ფირფიტაზე შესრულებული
ნასყიდობის დოკუმენტის დასამტკიცებლად იყო გამოყე-
ნებული. ეს აღმოჩენა უცილობელს ხდის იმ ფაქტს, რომ ძველი
შუმერები სამხრეთ კავკასიას კარგად იცნობდნენ და აქ
მცხოვრებ ჩვენს უძველეს წინაპრებთან მჭიდრო სავაჭრო
ურთიერთობები ჰქონდათ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ,
რომ საქართველოს სპარსეთის ყურისაგან პირდაპირი ხაზით
დაახლოებით 900 კმ. აშორებს, უნდა დავასკვნათ, რომ ცხენის
გარეშეც, ჯერ კიდევ ადრებრინჯაოს ხანაში, ადამიანები
დაახლ. 1000 კმ-ის რადიუსში მიმოდიოდნენ.
ბევრად უფრო სახიფათო ძველი ადამიანისათვის ზღვით
მოგზაურობა იყო. პრიმიტიული ტექნიკა და ტექნოლოგიები
ზღვის ერთ მხარეს მცხოვრები ადამიანებისათვის იმავე ზღვის
მეორე მხარეს მცხოვრებლების გაცნობის საშუალებას
ნაკლებად იძლეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზღვების დალაშქვრა არაერთმა
ძველმა სახელმწიფომ სცადა, მაგალითად, ეგვიპტელებმა,
ძველმა სპარსელებმა და სხვ. ანტიკური ხანის ზღვების
მპყრობელებად მაინც ძველი კრეტელები, ფინიკიელები და

ღვინით მოვაჭრე შუმერები ფინიკიური მინის ჭურჭელი (ძვ.წ. VIII ს.)

142
ძველი ბერძნები უნდა მივიჩნიოთ. ეს ამ ხალხების
საცხოვრებელმა გარემომ განაპირობა. ფინიკიელთა ქალაქ-
სახელმწიფოებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში
დღევანდელი სირიის, ლიბანისა და ისრაელის ზღვისპირეთის
დიდი ნაწილი ეკავათ, რაც მათ ხმელთაშუა ზღვაზე ვაჭრობის
ხელში აღების კარგ სასტარტო პირობებს უქმნიდა. ძველი
კრეტელები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ყვე-
ლაზე დიდ კუნძულზე სახლობდნენ. ბერძნებს კი,
ბალკანეთის ნახევარკუნძული და აღმოსავლეთ ხმელთაშუა
და ეგეოსის ზღვების მრავალრიცხოვანი კუნძულები ეპყრათ,
რამაც ისინი იმთავითვე უშიშარ და გამოცდილ მეზღვა-
ურებად აქცია.
ხმელთაშუა ზღვა იმდენად მშობლიური გეოგრაფიული
გარემო იყო ბერძნებისათვის, რომ ისინი მას „ჩვენს ზღვას“
უწოდებდნენ. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ ძველ სამყა-
როში ეს მართლაც და ზღვაში მცხოვრები ხალხი, საზღვაო
ვაჭრობასა და ზღვაოსნობაში დაწინაურდა.
უპირველეს ყოვლისა, ხმელთაშუა ზღვაზე ძველი
კრეტელები გაბატონდნენ, რომლებმაც ძვ. წ. XXI-XV სს.-ში
ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. კრეტელები
საუკეთესო მეზღვაურები იყვნენ და იმ დროისათვის ძალზე
ძლიერი სამხედრო ფლოტიც ჰქონდათ. როგორც ფიქრობენ,
ძვ.წ. XVI-XV სს.-ში მათ აღმოაჩინეს დარდანელისა და ბოს-
ფორის სრუტეები და, შესაბამისად, საზღვაო გზა ხმელ-
თაშუა ზღვიდან შავი ზღვისკენ.
ძვ. წ. 1500 წ. კრეტასთან ახლომდებარე ხმელთაშუა
ზღვის ერთ-ერთ კუნძულთან (კ. თერა, ანუ სანტორინი),
რომლის ახლოსაც კრეტელების ფლოტი იდგა, ვულკანის
დიდი ამოფრქვევა მოხდა, რამაც კრეტელების ფლოტი
ერთთავად გაანადგურა. ამის შემდეგ ხმელთაშუა ზღვაზე
პირველობა უკვე მიკენელი ბერძნების ხელში გადავიდა. ასე
რომ, შავი ზღვისკენ კრეტელების აღმოჩენილი საზღვაო მიკენელი ბერძნები — ასე
გზით დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ, უკვე მათ უწოდებენ ისტორიკოსები
ისარგებლეს და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, შორეულ ბერძნული მოდგმის აქეურ
კოლხიდაში იმ დროისათვის არნახული მასშტაბის სავაჭრო- ტომებს, რომლებმაც ძვ. წ. XVI-
სალაშქრო ექსპედიცია მოაწყვეს. ამ ექსპედიციის შესახებ XII სს.-ში უძველესი ბერძნული
ცივილიზაცია შექმნეს.

ძველი ბერძნული საბრძოლო ხომალდი ძველი ბერძნული სავაჭრო ხომალდი

143
თხრობა არგონავტებზე თქმულებამ შემოგვინახა. რუკას რომ
დავხედოთ, ბერძნულ ქალაქ იოლკოსიდან კოლხიდის
ქალაქ ფაზისამდე (ფოთი) მანძილი დღეს სასაცილოდ
მოგვეჩვენება, მაგრამ იმ შორეულ ხანაში არგონავტების
ექსპედიცია კოლხიდაში თავისი მასშტაბით ადრეანტიკური
ადამიანის უდიდეს მიღწევად უნდა მივიჩნიოთ, ამიტომაც
იყო, რომ ის საუკუნეების მანძილზე ბერძნებისათვის
სიამაყის საფუძველს წარმოადგენდა. იმდროისათვის
უპრეცედენტო სიშორის საზღვაო ექსპედიცია მხოლოდ
ბერძნული ხომელდების ტექნოლოგიურმა სრულყოფამ
გახადა შესაძლებელი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ
როგორც მიკენური ხანის ბერძნებისათვის, ისე ზოგადად,
შეიძლება ითქვას, ანტიკურ ხანაში ზღვაში ცურვა ფრიად
სახიფათო იყო, რის გამოც უძველესი მეზღვაურები,
ძირითადად, ნაპირის გასწვრივ ცურვას ამჯობინებდნენ.
არგონავტების მოგზაურობაც ნაპირის გასწვრივ ცურვით
განხორციელდა.
ფინიკიელები კარგი მეზღვაურები იყვნენ, საზღვაო
ვაჭრობას მისდევდნენ და ხმელთაშუაზღვისპირეთში თავიანთ
სავაჭრო ახალშენებს — კოლონიებს აარსებდნენ.
ფინიკიელებმა კარგად შეისწავლეს ხმელთაშუა და
ეგეოსის ზღვის სანაპიროები. ფინიკიელი ვაჭრები დაცურავდნენ
წითელ ზღვაში და სპარსეთის ყურეში. ძვ. წ. VII-VI საუკუნეების
მიჯნაზე ფინიკიელებმა, სავარაუდოდ, ისტორიაში პირველად,
აფრიკას გარს შემოუარეს. ისინი თანამედროვე სუეცის ყურიდან
თავდაპირველად სამხრეთისაკენ გაემართნენ და მეწამული
ზღვით ინდოეთის ოკეანეში შეცურეს. შემდეგ მათ აფრიკას
სამხრეთიდან და დასავლეთიდან შემოუარეს, ჰიბრალტარის
სრუტით, ანუ როგორც მას ძველი ბერძნები ეძახდნენ,
ჰერაკლეს სვეტებით ხმელთაშუა ზღვაში შემოვიდნენ და
ეგვიპტეში დაბრუნდნენ. ჰეროდოტეს ცნობით, ფინიკიელებს
ამ მოგზაურობისათვის სამი წელი დასჭირდათ.
ძველი ბერძნების გეოგრაფიული არეალი განსაკუთ-
რებით დიდი ბერძნული კოლონიზაციის ხანაში, ძვ. წ. VIII-V
საუკუნეებში გაფართოვდა, როდესაც ბერძნული ახალშენები
— კოლონიები ზღვების პირას დღევანდელი ესპანეთის
სამხრეთ სანაპიროდან და ჩრდილოეთ აფრიკაში —
დღევანდელი ლიბიის ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროდან
ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთსა და აზოვის ზღვის
სანაპიროებამდე დაარსდა.

herakles svetebi. გიბრალტარის სრუტის ორივე მხარეს კლდეებია აღმართული. ძველ ბერძნებს
სჯეროდათ, რომ ეს კლდეები სვეტების სახით ლეგენდარულმა ჰერაკლემ აღმართა, როდესაც მან
ღმერთების მეათე დავალება შეასრულა: გოლიათ გერონს ხარები მოჰპარა. ჰერაკლე, იგივე ჰერკულესი,
ბერძნული მითოლოგიით უზენაესი ღვთაების ზევსის შვილი იყო, მოკვდავი ქალისაგან. მან მრავალი
გმირობა ჩაიდინა, მათ შორის კავკასიის ქედზე მიჯაჭვული პრომეთე გაათავისუფლა. სიკვდილის
შემდეგ ჰერაკლე ზევსმა ღმერთების სამყოფელში ოლიმპოს მთაზე აიყვანა და ღმერთად აქცია.

144
ანტიკურ სამყაროში მსოფლიო იმპერია თავდაპირველად
სპარსელებმა შექმნეს. კიროს II აქემენიანისა და მისი
მემკვიდრეების ხანაში, ძვ. წ. VI ს-ის II ნახევარში,
სპარსეთის იმპერიამ ძველი აღმოსავლეთის მრავალი
ქვეყანა ეგვიპტისა და მცირე აზიის ეგეოსის ზღვის
სანაპიროდან მოყოლებული მდინარე ინდის მარჯვენა
ნაპირამდე, მათ შორის, შუამდინარეთი, სირია, პალეს-
ტინა, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ ინდოეთის
დიდი ნაწილი — გააერთიანა.
ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს სპარსეთის რიგით მესამე
აქემენიანმა მბრძანებელმა დარიოს I-მა ბერძენი სკილაქს
კარიანდელის ხელმძღვანელობით დიდი გეოგრაფიული სკილაქს კარიანდელი — ძვ. წ. VI
ექსპედიცია მოაწყო. ექსპედიცია მდინარე ინდით არაბე- -V სს.-ის ბერძენი სწავლული,
ავტორი დარიოსისადმი
თის ზღვაში შეცურდა, შემდეგ კი წითელ ზღვაში სუეცის
მიძღვნილი თხზულებისა
ყურემდე მიაღწია. „პერიპლუსი“, ანუ „ქვეყნების
წარმატებული დაპყრობების შედეგად სპარსეთის ზღვით შემოვლა“. მისმა
იმპერიაში ჩრდილოეთ აფრიკის, არაბეთის ნახევარკუნძულის, თხზულებამ ჩვენამდე მხოლოდ
მახლობელი, მცირე, ცენტრალური აზიისა და ინდოეთის შემდგომი დროის ანტიკურ
გეოგრაფიის შესახებ დიდი ცოდნა დაგროვდა, რომელთა ავტორებთან დაცული
განზოგადოება ძველ ბერძნებს მოუხდათ. ფრაგმენტების სახით მოაღწია.
სკილაქსის „პერიპლუსი“ იქცა
ძველი ბერძნების გეოგრაფიული არეალი ალექსანდრე
წყაროდ ჰეკათეოს მილეტელისა
მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს განსაკუთ- და ჰეროდოტესათვის.
რებით გაფართოვდა, როდესაც ისინი აქემენიანთა სპარ-
სეთის იმპერიაში შემავალ ქვეყნებთან ერთად ინდოეთიდან
შუამდინარეთისკენ მიმავალ სახმელეთო და საზღვაო გზებს
გაეცნენ. მაკედონელ დამპყრობელს ლაშქრობაში მეცნიე-
რებიც ჰყავდა, რომელთაც ალექსანდრე მაკედონელის
გავლილი გზის აღწერა ევალებოდათ.
ამგვარად, ახალი ცოდნის საფუძველზე ძველმა
ბერძნებმა პირველებმა ივარაუდეს, რომ დედამიწას სფეროს
ფორმა ჰქონდა. უფრო მეტიც, ძვ.წ. III-II საუკუნეების
მიჯნაზე, ჩვენთვის უკვე ცნობილმა, ალექსანდრიელმა
სწავლულმა, ერატოსთენემ ეკვატორზე დედამიწის გარ-
შემოწერილობა პირველმა გაზომა.
იმავე ხანებში ძველმა ბერძენმა სწავლულმა კრატესმა
დედამიწასა და მზეს შორის მანძილის დაახლოებით
გაზომვაც კი შეძლო და დედამიწის პირველი გლობუსიც
დაამზადა.
ანტიკური ხანის ყველაზე ვრცელი სახელმწიფო რომაე-
ლებმა შექმნეს. ამან ძველი სამყაროს გეოგრაფიული ცოდნა
კიდევ უფრო გააფართოვა, რაც ყველაზე სრულად ძველი
ბერძნული წარმოშობის რომაელი სწავლულების სტრაბო-
ნისა და პტოლემაიოსის თხზულებებში აისახა.
სტრაბონი ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე
ცხოვრობდა. მან დედამიწის შესახებ თავისდროინდელი ბერძ-
ნებისა და რომაელების ცოდნა ვრცელ ნაშრომში ,,გეოგრაფია“ მალოსელი კრატესის გლობუსის
გადმოსცა. რეკონსტრუქცია
ძვ. წ. II საუკუნე.

145
სტრაბონის აზრით, დედამიწას სფეროს ფორმა ჰქონდა.
აქედან ხმელეთი, იყო მხოლოდ ევროპა, აზია და ლიბია, ანუ
აფრიკა, მდებარეობდა ერთ ნახევარსფეროში და გარშემორტ-
ყმული იყო ოკეანით, რომელსაც იმხანად მეცნიერები
პირობითად ჰყოფდნენ ორ, ჩრდილოეთის, იგივე ატლან-
ტისის და სამხრეთის, ანუ მეწამულ ზღვებად. სამხრეთის
ზღვაში, ფაქტობრივად იგულისხმებოდა ინდოეთის ოკეანე
და არაბეთის ზღვა, რომლის უბეებად გაიაზრებდნენ
დღევანდელ სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვას. ჩრდილო-
ეთის ზღვა კი იყო დღევანდელი ატლანტის ოკეანე, რომლის
უბეებად მიიჩნეოდა დასავლეთიდან ხმელთაშუა, იგივე
ბერძენთა ზღვა, რომელიც კიდევ უფრო ღრმად ხმელეთში
შედიოდა მარმარილოს, შავი და აზოვის ზღვებით, ხოლო
ჩრდილოეთიდან კასპიის ზღვით; რაც შეეხება ზემოთ
ჩამოთვლილ სამ: აზიის, აფრიკისა და ევროპის კონტი-
სტრაბონი ნენტებს, მათაც სტრაბონის ეპოქაში იცნობდნენ მნიშვნე-
ძვ. წ. 64 -ახ. წ. 24
ლოვნად შემცირებულ საზღვრებში: სტრაბონის თხზულე-
ბაში ვერ შეხვდებით ცნობებს აღმოსავლეთ ევროპის,
ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, ჩინეთის და ცენტრა-
ლური აზიის უდიდესი ნაწილის შესახებ. დღევანდელი
რუსეთის ევროპული ნაწილი მის წარმოდგენაში ჩრდი-
ლოეთის ოკეანეს ეჭირა, რომლის ყურედ მოიაზრებოდა,
კასპიის ზღვა.
აზია, სტრაბონის მიხედვით ერთიანი მთათა სის-
ტემით, რომელსაც ძველი ბერძნები ზოგადად ტავროს
ეძახდნენ, სამად იყოფოდა: ტავროსის შიგნით მდებარედ,
ტავროსზე და ტავროსის გარეთ მდებარედ. სახელი
ტავროსის ქვეშ კი თანამედროვე ტავროსის ქედი მცირე
აზიის სამხრეთში და აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიონი,
ზაგროსის, ჰინდიქუშის, ტიბეტისა და ჰიმალაის მთათა
მასივები მოიაზრებოდა. ხანდახან ტავროსს კავკასიონის
ქედსაც მიათვლიდნენ ხოლმე.

ერატოსთენეს
ანტიკური
მსოფლიოს რუკა
(XIX ს-ის
რეკონსტრუქცია)

eratosTenes „Secdoma“
ელინისტური ხანის სწავლული, რომელიც ჩვენთვის აქამდე როგორც ქრონოლოგიური მეცნიერების
ფუძემდებელი ისე იყო ცნობილი, იმავდროულად გეოგრაფიის მეცნიერების ფუძემდებლადაც
ითვლება. ერატოსთენემ იმ ხანისათვის გასაოცარი სიზუსტით დაადგინა დედამიწის
გარშემოწერილობა — 39690 კმ., რაც ნამდვილს — 40076 კმ.-ს მხოლოდ 386 კმ-ით ჩამორჩება.

146
ანტიკური ასტრონომიული და გეოგრაფიული
აზროვნების მწვერვალს მაინც ალექსანდრიელი სწავლული
კლავდიუს პტოლემაიოსი წარმოადგენს. მის სახელთანაა
დაკავშირებული სამყაროს გეოცენტრული თეორია, რომლის
მიხედვით, დედამიწა სამყაროს ცენტრია და მზე, პლანეტები კლავდიუს პტოლემაიოსის
და ვარსკვლავები მის გარშემო ბრუნავენ. პტოლემაიოსმა თხზულება, რომელმაც ჩვენამდე
დაგვიტოვა ნაშრომები: ასტრონომიაში, გეოგრაფიაში, ასტრო- ალმაგესთის სახელით მოაღწია,
ლოგიაში, ოპტიკასა და მუსიკაშიც კი. ასტრონომიულ 13 წიგნისგან შედგება. მასში
სახელმძღვანელოს პტოლემაიოსმა დიდი თხზულება დაუთმო, გადმოცემულია ანტიკური
რომელშიც ბერძნულ-რომაული სამყაროს ასტრონომიული და სამყაროს ცოდნა მეცნიერების ამ
გეოგრაფიული ცოდნაა მოცემული. თხზულებას თან ერთვოდა დარგის შესახებ.
28 რუკისაგან შედგენილი ატლასი, რუკების ვრცელი აღწერი-
ლობით. ამ აღწერილობას გეოგრაფიული სახელმძღვანელო
ეწოდება. ატლასის ხელნაწერები დღემდე არ შემორჩა.
პტოლემაიოსის ატლასი ხელახლა პირველად XIII საუკუნეში
გეოცენტრიზმი - ბერძნ. geos
ბიზანტიაში გამოიხაზა. ძნელი სათქმელია, მისი გამომხაზ- მიწა და ლათ. centrum ცენტრი
ველი ბერძენი ბერი ატლასის ჩვენთვის უცნობ პირს იყენებდა
თუ რუკებს პტოლემაიოსის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს
მიხედვით თვითონ ხაზავდა.
ვერც სტრაბონთან, ვერც პტოლემაიოსთან ვერ შეხვდე-
ბით მათ მიერ მოხსენიებული ქვეყნების ზუსტ გეოგრა-
ფიულ აღწერილობას. ამ დროისათვის მათთვის ცნობილი
მსოფლიოს გეოგრაფიის შესახებ მყარი ცოდნა არ
არსებობდა. ამიტომაცაა, რომ კასპიის ზღვა ჰეროდოტესთან
ტბადაა მოხსენიებული, სტრაბონთან — ოკეანის ყურედ,
ხოლო პტოლემაიოსთან კვლავაც — ტბად.
თუ ანტიკური ეპოქის ბოლო ეტაპზე კაცობრიობის
მიერ დაგროვილმა მეცნიერულმა, მათ შორის გეოგრა-
ფიულმა, ცოდნამ გარკვეულ ნიშნულს მიაღწია, შუა
საუკუნეების დასაწყისი, განსაკუთრებით ევროპაში,
მნიშვნელოვანი უკანსვლით აღინიშნა. მართალია, არაბებმა,
რომლებმაც VII ს-ის II ნახევარში უდიდესი იმპერია —

strabonis „გეოგრაფია“ 17 წიგნისაგან შედგება.


პირველ ორ წიგნში გეოგრაფიისადმი, როგორც
მეცნიერების დარგისადმი, ავტორისეული
ხედვაა გადმოცემული. მესამე წიგნი დასავლეთ
იბერიის (პირენეის) ნახევარკუნძულის, მეოთხე
— გალიის (დღევანდელი საფრანგეთისა და
ბელგიის) და ბრიტანეთის, მეხუთე და მეექვსე
წიგნი იტალიის და სიცილიის, მეშვიდე —
გერმანიის, ბალკანეთის და სკვითიის, მერვე,
მეცხრე და მეათე წიგნები საბერძნეთის და
კრეტას, მეთერთმეტე ჩრდილო და სამხრეთ
კავკასიის, ასევე კასპიის და შავი ზღვის
მოსაზღვრე ქვეყნების, მეთორმეტე, მეცამეტე და
მეთოთხმეტე წიგნები მცირე აზიის, მეთხუთ-
მეტე სპარსეთის და ინდოეთის, მეთექვსმეტე
ასირიის, ბაბილონის შუამდინარეთის, სირიის,
ფინიკიის, იუდეას, არაბეთის, ხოლო ბოლო, მსოფლიოს რუკა სტრაბონის მიხედვით
მეჩვიდმეტე წიგნი ეგვიპტის, ეთიოპიის და
ლიბიის, ანუ იმ დროისათვის ცნობილი აფრიკის
დანარჩენი ნაწილის აღწერილობას იძლევა.

147
სახალიფო — შექმნეს, ანტიკური თხზულებების მნიშვნე-
ლოვანი ნაწილი არაბულად თარგმნეს და საკუთარი მეცნიე-
რება ანტიკურ მიღწევებს დააფუძნეს, მაგრამ ევროპაში
ახალი ხალხების ისტორიის ასპარეზზე გამოჩენამ რეგიონის
წინსვლა კარგა ხნით შეაფერხა. ძველი, ანტიკური
ცივილიზაციის დანგრევა ბევრად იოლი აღმოჩნდა, ვიდრე
ახლის შექმნა. ევროპაში პოლიტიკური და სოციალურ-
ეკონომიკური ცხოვრების სტაბილიზაციას რამდენიმე
ასეული წელი დასჭირდა. ეკონომიკური ცხოვრების გამო-
ცოცხლება კი მხოლოდ X ს-დან დაიწყო.
ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ხალხთა დიდმა
გადასახლებებმა და VII, XI, XIII სს-ში, არაბთა, თურქ-სელჩუკთა
და მონღოლთა უზარმაზარმა იმპერიებმა, თანდათანობით,
აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის მანამდე ნაკლებად ცნობილი
გეოგრაფიული რეგიონები და იქ წარმოქმნილი სახელმწიფოები
ვაჭრებისა თუ მოგზაურებისათვის ხელმისაწვდომი გახადა,
რამაც, ბუნებრივია, საკაცობრიო ცოდნის და, მათ შორის
გეოგრაფიული ცოდნის, შემდგომ წინსვლას შეუწყო ხელი.
მართლაც, დაპყრობების, მათ შორის ხალხთა დიდი
გადასახლებების შედეგად გარკვეული ხნით სავაჭრო
კონტაქტების მოშლისა და, ზოგ შემთხვევაში, ისტორიის
ცალკეულ მონაკვეთებში უაღრესად შემცირების მიუხედავად,
შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ერთგვარად
მორგების შემდეგ, საერთაშორისო ვაჭრობა ახალი ძალით
აქტიურდებოდა ხოლმე და თავის ორბიტაში საერთო
ისტორიულ პროცესს შემოერთებულ ახალ ხალხებსა და
ახალ რეგიონებს ითრევდა. თუმცა, დედამიწის ექვსი
კონტინენტიდან უცნობი ოთხის აღმოჩენამდე და, შესაბამისად,
კაცობრიობის გამთლიანებამდე, ჯერ კიდევ არაერთი საუკუნე
რჩებოდა.
ამ მხრივ, დიდი ნახტომი კაცობრიობამ მხოლოდ XV-
XVI სს-ის მიჯნაზე, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების
დასაწყისში გააკეთა. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
ქრონოლოგიურად XV ს-ის მიწურულიდან, 1492 წლიდან
XIX ს-ის 20-იანი წლების ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა სამ თარიღს ენიჭება:
1. 1492 წ. ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა,
2. 1498 წ. ვასკო და გამას მიერ აფრიკის გარშემოვლით
ინდოეთის ოკეანესა და ინდოეთისაკენ მიმავალი საზღვაო
გზის გაკვალვა და 3. 1519-1522 წლებში ფერნანდო
მაგელანის მოგზაურობა, რომლის დროსაც ადამიანმა
პირველად შეძლო დედამიწის გარშემოვლა. ამან სათავე
დაუდო კაცობრიობის მხრივ დედამიწის ერთიან სივრცედ
აღქმას, თუმცა ეს ევროპელების მიერ მსოფლიოს
გეოგრაფიული შესწავლის მხოლოდ დასაწყისი იყო.
კოლუმბმა მხოლოდ ატლანტიკის ოკეანის ამერიკის
კუნძულები აღმოაჩინა. XVI-XVII სს-ში ევროპელებმა
თანდათანობით კარგად შეისწავლეს დედამიწის ახალი ორი
კონტინენტი — სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა.

148
დედამიწის მეხუთე კონტინენტი — ავსტრალია
ჰოლანდიელებმა XVII ს-ის დასაწყისში აღმოაჩინეს, დედამიწის
მეექვსე მატერიკი — ანტარქტიდა კაცობრიობისათვის
ცნობილი მხოლოდ XIX ს-ის 20-იან წლებში გახდა. ამავე
საუკუნის 30-იან წლებში ადამიანმა პირველად დალაშქრა
დედამიწის ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი, მაგრამ
დედამიწის ჩრდილოეთ გეოგრაფიულ პოლუსზე მისვლას
კიდევ თითქმის 80 წელი დასჭირდა.
ახალი გეოგრაფიული აღმოჩენებისა და კაცობრიობის
ფორმალურად გამთლიანების მიუხედავად, რეალური
გამთლიანების მიღწევას კვლავაც დიდი დრო დასჭირდა.
საქმე ისაა, რომ ადამიანები მრავალი საუკუნის მანძილზე ავსტრალია ჰოლანდიელმა ვ.
კვლავაც ნიჩბიან-იალქნიანი გემებით დაცურავდნენ, ხმელე- იანსონმა 1606 წ. აღმოაჩინა.
თზე კი ფეხით, ცხენებით, აქლემებითა და, საუკეთესო
შემთხვევაში ურმებითა და ეტლებით გადაადგილდებოდნენ.
ასეთ ვითარებაში არა თუ ახლად აღმოჩენილ კონტინენ-
ტებზე მოგზაურობას, არამედ ერთი მეზობელი ქვეყნიდან
მეორეში მოგზაურობასაც კი დიდი დრო სჭირდებოდა.
XIX ს-ის შუა წლებიდან მოყოლებული ორთქლის
გემებმა, მატარებლებმა და ავტომანქანებმა, მოგზაურობა
არათუ დააჩქარა, არამედ ბევრად უსაფრთხო და კომფორ-
ტული გახადა.
XX ს-ის დასაწყისიდან ავიაციამ, განსაკუთრებით, ამავე
საუკუნის შუა წლებიდან რეაქტიულმა თვითმფრინავებმა
დედამიწის სხვადასხვა მხარე ძალზე დააახლოვა.
დედამიწის ნებისმიერ წერტილში ჩასვლა, რასაც
ძველად თვეები და წლებიც კი სჭირდებოდა, დღეს საათების
საქმედ იქცა. კაცობრიობის ისტორიის ანტიკურ და შუა
საუკუნეების პერიოდში ადამიანთა უდიდესი ნაწილი ისე

რუალ ს. ამუნდსენი რობერტ ფოლკონ სკოტი


1872-1928 1868-1912

antarqtidis სანაპირო პირველად 1820-1821 წლებში რუსეთის ექსპედიციამ გამოიკვლია. 1911 წ.


ნორვეგიელმა მოგზაურმა ს. ამუნდსენმა ანტარქტიდაზე დედამიწის სამხრეთ მაგნიტურ პოლუსს
მიაღწია. 1912 წ. იანვარში ინგლისელმა მოგზაურმა რ. სკოტმა დედამიწის სამხრეთი პოლუსი
აღმოაჩინა.

149
ცხოვრობდა, რომ საკუთარი სოფლის და ქალაქის ირგვლივ
დიდი-დიდი სულ რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში
თუ გადაადგილდებოდა, მათ შორის მრავლად იყვნენ
ადამიანები, რომლებიც ისე იბადებოდნენ და კვდებოდნენ, რომ
საკუთარი სოფლის თუ ქალაქის იქით არაფერი ენახათ. დღეს კი
მარტო თვითმფრინავით მსოფლიოში ყოველდღიურად
დაახლოებით მილიონი ადამიანი გადაადგილდება, ხოლო
ინტერნეტმა კი მსოფლიო, ფაქტობრივად, ერთ გლობალურ
სოფლად აქცია.

მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. ისტორიული გეოგრაფიის


სპეციალისტებისათვის კარგადაა ცნობილი, ისტორიის
ხანგრძლივ პერიოდში როგორ იცვლებოდა დედამიწის
დედამიწის ჩრდილოეთ
სხვადასხვა რეგიონების პოლიტიკური რუკა. ადრე ძლიერი
მაგნიტურ პოლუსს ინგლისელმა ხალხები და სახელმწიფოები როგორ უთმობდნენ ადგილს
ჯეიმს კლარკ როსმა 1831 წელს ისტორიის ასპარეზზე ახლად გამოჩენილ მანამდე უცნობ
მიაღწია. ხალხებსა და ქვეყნებს და ა. შ. მართლაც, ძნელი
წარმოსადგენია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ყველასათვის
ცნობილი ისეთი დიდი და ძლიერი ქვეყნები, როგორებიც აშშ,
ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი თუ რუსეთია, ერთ დროს
სულაც არ არსებობდნენ და მათ ადგილას სულ სხვა ხალხები
ცხოვრობდნენ. ამ ქვეყნების წარმოქმნის შემდგომაც მათი
საზღვრები თუ სახელები ყოველთვის დღევანდელის
შესატყვისი როდი იყო. სახელი დიდი ბრიტანეთი, რომელსაც
ჩვენ ხშირად ინგლისის სინონიმად ვიყენებთ, ბრიტების
ტომიდან მოდის, რომელიც ამ კუნძულზე თანამედროვე
ინგლისელების წინაპრების ანგლო-საქსების მოსვლამდე,
ანუ VI ს-მდე ცხოვრობდა. აშშ 1783 წლამდე საერთოდ არ
არსებობდა, თურქები თავიანთ დღევანდელ სამშობლოში
მხოლოდ XI ს-ის II ნახევარში მოვიდნენ. რუსეთმა კი მდ.
ვოლგის შუა და ქვემო წელი, მდინარისა, რომელსაც დღეს
რუსეთის დედა მდინარეს უწოდებენ, მხოლოდ XVI ს-ის
შუა წლებში შეიერთა, როდესაც მონღოლური ყაზანისა და
ასტრახანის სახანოები დაიპყრო. თვით მდინარის სახელი
ჩრდილოეთი გეოგრაფიული ვოლგა კი უნგრო-ფინური წარმოშობისაა და ამ მდინარისა და
პოლუსი ამერიკელმა რობერტ
რეგიონის კიდევ უფრო ადრეულ ისტორიას უკავშირდება,
პირიმ 1909 წ. დაიპყრო.
როდესაც მის ნაპირებზე ფინური მოდგმის ტომები
ცხოვრობდნენ. უფრო ადრე, კლავდიუს პტოლემაიოსთან ამ
მდინარეს „რა” ეწოდება.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს პოლიტიკური
რუკა დროდადრო მნიშვნელოვნად იცვლება. ძველი
სახელმწიფოები ქრებიან და მათ ნაცვლად ახლები
ყაზანისა და ასტრახანის ჩნდებიან. როგორც იტყვიან, არაფერია მუდმივი მზის ქვეშ.
სახანოები მიუხედავად ასეთი მუდმივი ცვალებადობისა გარკვეული
ეპოქები ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის მიმართულებით
რუსეთის მეფე ივანე მრისხანემ განსაკუთრებით გამოირჩა. ასეთად, უპირველეს ყოვლისა,
ყაზანის სახანო 1552, ასტრახანის ხალხთა დიდი გადასახლებით ცნობილი ისტორიული
სახანო კი — 1556 წ. დაიპყრო.
პერიოდი IV-VII საუკუნეები უნდა დავასახელოთ, როდესაც
ჰუნური, გერმანული, სლავური, თურქული, არაბული

150
ტომების ამოძრავებამ წალეკა მანამდე არსებული მსოფლიო
წესრიგი და მრავალ ახალ სახელმწიფოს დაუდო სათავე. აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ
დიდ მდ. დონს ძველი ბერძნები
ხალხთა გადასახლება არც მომდევნო საუკუნეებში
ტანაისს ეძახდნენ. რაც ოდესღაც
შეჩერებულა. გავიხსენოთ თუნდაც XI ს-ის შუა წლებიდან
აქ მომთაბარე ირანულენოვანი
თურქ-სელჩუკების მსვლელობა ცენტრალური აზიიდან და სკვითურ-სარმატული
არალის ზღვის ნაპირებიდან ეგეოსის ზღვის სანაპირომდე. ტომებისაგან მოდის, რომელთა
ან კიდევ მონღოლების მიერ XIII ს-ის 30-იან წლებში ენაზეც დონ/ტონ-ი მდინარეს
იმჟამინდელი მსოფლიოს უდიდესი ნაწილის დაპყრობა, აღნიშნავდა.
აგრეთვე, ევროპელების მიერ XVI ს-ის დასაწყისიდან ამერიკის,
აფრიკის, მოგვიანებით კი ავსტრალიის, ახალი ზელანდიის
დაპყრობა და სხვ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოთწარმოქმნის მდ. ურალს XVIII ს-მდე იაიკი
ახალი ბუმი XX ს-ზე მოდის, როდესაც კოლონიალური და ერქვა.
იმპერიალისტური სისტემების რღვევის შედეგად მსოფლიოში
უამრავი ახალი სახელმწიფო წარმოიქმნა. მართლაც, XX ს-ში
როგორც I, ისე II მსოფლიო ომებისა და ცივი ომის დასრულებას
მსოფლიოს ახალი წესრიგისა და მსოფლიოს ახალი
პოლიტიკური რუკის წარმოქმნა სდევდა თან.
ამ მხრივ ბოლო აკორდი 1990-იანი წლების დასაწყისში
საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლა იყო, რის შედეგადაც
ამ ორი ქვეყნის ადგილას ოცზე მეტი დამოუკიდებელი
სახელმწიფო წარმოიშვა.
ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა არა მარტო
ქვეყნების საზღვრები, არამედ მთელი რეგიონების გააზრებაც.
მაგალითად, ძველი ბერძნები აზიასა და ევროპას ცალ-ცალკე
კონტინენტად აღიქვამდნენ, ვინაიდან მათი წარმოდგენით
აზიას ევროპისაგან ჩრდილოეთის, ანუ ატლანტის ოკეანე
ჰყოფდა, რომლის ყურეს, როგორც ვიცით, კასპიის ზღვა
წარმოადგენდა.
სტრაბონი და ზოგადად რომაელი სწავლულები
ევროპისა და აზიის საზღვარს მდ. დონზე დებდნენ და,
შესაბამისად, კავკასიის რეგიონს მთლიანად აზიაში
ათავსებდნენ. თანაც კავკასიის რეგიონს ნახევარკუნძულად
მიიჩნევდნენ, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს შორის
მდებარე სამხრეთ კავკასიური ყელით უკავშირდებოდა
დანარჩენ აზიას.
ამის შემდეგ ევროპასა და აზიის რეგიონს შორის
პირობითი საზღვარი არაერთხელ შეიცვალა. შეიძლება
ითქვას, ჯერ კიდევ XX ს-ის მიწურულში აზიასა და ევროპას
შორის საზღვრად სამხრეთით — კავკასიონის ქედი,
აღმოსავლეთით — კი ურალის მთები და მდ. ურალი იყო
მიჩნეული. ასეთი დაყოფით თანამედროვე რუსეთის
ევროპული ნაწილი და ჩრდილოეთ კავკასია ევროპაში,
სამხრეთ კავკასია კი აზიაში მოიაზრებოდა. XXI ს-ის
დასაწყისიდან თანდათანობით ევროპისა და აზიის
პირობითმა სამხრეთ საზღვარმა მცირე კავკასიონზე და მდ.
არაქსზე გადაინაცვლა. ასეთ ვითარებაში უკვე სამხრეთ
კავკასია და, ბუნებრივია, საქართველოც აღმოსავლეთ
ევროპის ნაწილი გახდა.
იცვლებოდა და ამჟამადაც იცვლება სრუტეების,
ტბების, ზღვების, მთაგრეხილების, ქალაქების სახელებიც.
მაგალითად, ყველასათვის კარგად ცნობილ გიბრალტარის

151
სრუტეს, რომელიც ხმელთაშუა ზღვას ატლანტის ოკეანესთან
აკავშირებს, ძველი ბერძნები, როგორც უკვე ვიცით,
„ჰერაკლეს სვეტებს“ უწოდებდნენ. თანამედროვე სახელი
გიბრ-ალ-ტარი კი არაბული სახელის ჯებელ ალ-ტარიკის
ფონეტიკური ვარიაციაა. ასე ერქვა არაბ სარდალს, რომლის
მეთაურობითაც არაბები აფრიკიდან პირინეის
ნახევარკუნძულზე გადავიდნენ (711 წ.) და ესპანეთის
უდიდეს ნაწილს დაეუფლნენ.
არანაკლებ საინტერესოა ხმელთაშუა და მარმარილოს
ზღვების დამაკავშირებელი დარდანელის სრუტის სახელის
ისტორია, რომელიც მკვლევართა აზრით, ტროას სახელმწიფოს
ლეგენდარული დამაარსებელი მეფის, დარდანოსის სახელი-
დან მოდის. ძველი ბერძნების გავლენით, ამ სრუტეს
ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჰელეს-
პონტს უწოდებდნენ, რაც ჰელეს ზღვას ნიშნავს. ჰელე ძველი
ბერძნული მითოლოგიის გმირია და არგონავტების ცნობილ
თქმულებას უკავშირდება.
არაერთი მაგალითის მოყვანა უახლესი ისტორიიდანაც
შეიძლება. მაგალითად, მდ. ვოლგის შუა წელზე მდებარე
რუსეთის ცნობილ ქალაქ ვოლგოგრადს XX ს-ში ერთ ხანს
საბჭოთა კავშირის ბელადის ი. სტალინის პატივსაცემად,
სტალინგრადი ერქვა, მისი ძირძველი სახელი კი ცარიცინოა,
რაც მონღოლური სარი-სუდან — ყვითელი წყალი —
მომდინარეობს. ამჟამად რუსეთის ქალაქი კალინინგრადი,
არცთუ ისე შორეულ წარსულში, გერმანიის ქალაქი
კენიგსბერგი იყო. მისი ახალი სახელი კი საბჭოთა კავშირის
კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიხაილ
კალინინის გვარ-სახელიდან მოდის.; თურქეთის უდიდესი
და ულამაზესი ქალაქი სტამბოლი ოდესღაც დიდი და
ძლიერი ბერძნულენოვანი ქვეყნის ბიზანტიის დედაქალაქი
კონსტანტინოპოლია, თვით კონსტანტინოპოლის ძველი
სახელი კი ბიზანტიონი იყო.
ისტორიული გეოგრაფიის მონაცემები ფრიად მნიშვნე-
ლოვანია საზოგადოების პოლიტიკური, თუ სოციალურ-
ეკონომიკური ცხოვრების სურათის აღსადგენად. საქალაქო
ცხოვრების, ხელოსნობისა თუ ვაჭრობის ინტენსივობის
შესწავლა, ამა თუ იმ რეგიონში ისტორიის სხვადასხვა
პერიოდებში არსებული კლიმატური ცვლილებების, იქ
გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ზოგა-
დად ფლორისა და ფაუნის და წიაღისეულის ცოდნა
წარსულში საზოგადოების ცხოვრება-განვითარების სურა-
თის უკეთ აღდგენის საშუალებას გვაძლევს.

ჰელე და ფრიქსე

hele da helesponti

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ბოროტმა დედინაცვალმა მინიელთა მეფე ათამანტე დაარწმუნა, თავისი
შვილები ჰელე და ფრიქსე ღმერთებისათვის მსხვერპლად შეეწირა. მაშინ დედამ, ღრუბელთა ქალღმერთმა
ნეფელემ და-ძმას ოქროს მფრინავი ვერძი გამოუგზავნა, რომელსაც ბავშვები კოლხეთში უნდა ჩაეყვანა.
კოლხეთისაკენ ფრენისას ჰელე დარდანელის სრუტეში ჩავარდა. რის გამოც მას ჰელესპონტი — ჰელეს ზღვა
ეწოდა. ჰელეს ძმამ ფრიქსემ კი კოლხეთში უვნებელად ჩააღწია. არგონავტებზე მითის თანახმად, სწორედ ამ
ოქროს ვერძის ტყავის საბერძნეთში უკან დასაბრუნებლად ჩავიდნენ არგონავტები კოლხეთში მეფე აიეტთან.

152
ტოპონიმიკა. ისტორიულ გეოგრაფიას დიდ დახმა- გერმანული ქალაქი კენიგსბერგი
რებას უწევს ენათმეცნიერების დარგი ტოპონიმიკა. ისევე, როგორც მთელი
როგორადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თითქოსდა ერთი აღმოსავლეთ პრუსიის დიდი
შეხედვით უშინაარსო ტოპონიმში, ანუ გეოგრაფიულ ნაწილი რუსეთის ხელში 1945 წ.
სახელწოდებაში, ზოგჯერ მთელი ხალხის ისტორიის დიდი II მსოფლიო ომში გერმანიის
მონაკვეთი იმალება. საქართველოს ძველი ისტორიის დამარცხების შედეგად
სპეციალისტების გარდა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ გადავიდა.
თრიალეთის ქედის სახელწოდება ერთ-ერთი კიმერიული
ტომის თრელების სახელიდან მოდის, რომლებსაც, ტოპონიმ
თრიალეთის მოწმობით, ძველი ისტორიის გარკვეულ
მონაკვეთში თრიალეთის კალთები ეჭირათ.
საფრანგეთის ერთ-ერთი ჩრდილო პროვინცია —
ნორმანდია კი სახელს სკანდინავიური წარმოშობის
ნორმანებისაგან იღებს, რომლებიც ადრე შუა საუკუნეებში
ევროპაში საყოველთაოდ ცნობილი უშიშარი მეზღვაურები
და მეკობრეები იყვნენ და რომლებიც საფრანგეთის ტოპონიმიკა (ბერძნ. topos –
აღნიშნულ რეგიონს X ს-ში ბრძოლით დაეუფლნენ. რაც ადგილი და onyma – სახელი) —
შეეხება საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე შეისწავლის ტოპონიმებს ანუ
პროვინცია ბურგუნდიას, რომელიც თავისი საუკეთესო გეოგრაფიულ სახელწოდებებს,
მათ მნიშვნელობას, აგებულებას
ღვინოებითაცაა ცნობილი, მისი სახელი გერმანული ბურგუ-
და წარმომავლობას,
ნდიელთა ტომიდან მოდის, რომელიც შუა საუკუნეების
განსაზრვრავს მათი გავრცელების
გარიჟრაჟზე, ხალხთა დიდი გადასახლების ხანაში, მდ.
არეს და ზოგჯერ ასაკსაც.
რონისა და სონის ზემო წელში დასახლდა და თავისი
სამეფოც შექმნა. ჩრდილოეთ იტალიის პროვინციის
ლომბარდიის სახელი კი იქ დასახლებული გერმანული
მოდგმის ლანგობარდების სახელს უკავშირდება. საკუთრივ
საფრანგეთსაც სახელი გერმანულმა ფრანკთა ტომმა მისცა.
ტოპონიმიკა საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ
წარსულში ადამიანთა მეტნაკლებად დიდი ჯგუფების
გადაადგილებას. ასეთი გადაადგილებები, ანუ მიგრაციები, გარ-
და იმისა, რომ თვითონ ეფუძნებოდა ეკონომიკურ ფაქტორებს:
გვალვა, მოუსავლიანობა, ჭარბი მოსახლეობა, ხშირად მნიშვნე-
ლოვანი ეკონომიკური ცვლილებების მიზეზიც ხდებოდა:
გადასახლებული ტომები ანგრევდნენ და ანადგურებდნენ
ადგილობრივი მოსახლეობის მეურნეობას, ითვისებდნენ მათ
დოვლათს და ხანდახან საერთოდ ცვლიდნენ რეგიონის
ეკონომიკურ ცხოვრებას.

აბრეშუმის გზა. ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტების


კვლევის ერთ-ერთი ობიექტი ძველი სავაჭრო-სატრანზიტო
გზების დადგენაცაა. მართლაც, ანტიკურ ხანასა და შუა
საუკუნეებში ადამიანები კეთილმოწყობილი გზებით სულაც არ
იყვნენ განებივ-რებულნი. გზების, პირველ რიგში კი, ხიდების
აგება და გვირაბების გაყვანა ხომ დიდ სიძნელეებთან იყო
დაკავშირებული. ქანების ასაფეთქებლად და გზების მშენებ-
ლობაში დინამიტის გამოყენება ადამიანებმა მხოლოდ XIX ს-ის 70
-იან წლებში დაიწყეს. ამიტომ ანტიკურ ხანასა და შუა
საუკუნეებში გზები მდინარეების ხეობებს მიუყვებოდა და
შემდეგ ზეკარებითა და უღელტეხილებით ერთი ხეობიდან
მეორეში გადადიოდა. სტეპებსა და უდაბნოებში გზების
გაყვანისას აუცილებელი იყო ოაზისებისა და ჭების არსებული
სისტემის გათვალისწინება. ადამიანები ხომ ცხენით, აქლემებით,
ორთვალა და ოთხთვალა საქონელშებმული საზიდრებით

153
გადაადგილდებოდნენ, შესაბამისად, დღეს ავტომანქანით
მგზავრობის პირობებში გზაზე საწვავით მომარაგების
შესაძლებლობებს, ანუ ბენზინგასამართი სადგურების სიხშირეს
თუ ვითვალისწინებთ, მაშინ მთავარი იყო ერთი წყაროდან ან
ჭიდან მეორემდე მიღწევა.
გზების გაყვანის სირთულიდან გამომდინარე, ანტიკურ
ხანასა და შუა საუკუნეებში სახელმწიფოთაშორისი თუ
სახელმწიფოთა შიგნით სხვადასხვა რეგიონების დამაკავ-
შირებელი გზები სულ თითზე ჩამოსათვლელი იყო. ისინი,
ბუნებრივია, გეოგრაფიულად ყველაზე მოსახერხებელ ადგი-
ლებში გაჰყავდათ, სამიმოსვლო-სავაჭრო გზებს, უფრო ზუსტად,
ოაზისი. ბერძნული სიტყვაა და ამ გზებთან სიახლოვე-სიშორეს ქვეყნებისა და ერების
თავდაპირველად ლიბიის
ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ხშირად მათ
(აფრიკაში) უდაბნოში
ისტორიას განსაზღვრავდა კიდეც. ამ გზებთან სიახლოვე ქალაქის,
დასახლებულ პუნქტს
ქვეყნის და მთელი რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას
ეწოდებოდა. დღეს ოაზისი
უწყობდა ხელს, ხოლო სიშორე — ჩამორჩენას განაპირობებდა.
სწორედ ამ უმთავრესი სავაჭრო მაგისტრალების ხელში
უდაბნოებსა და
ჩაგდებისა და კონტროლის სურვილი იწვევდა როგორც
ნახევრადუდაბნოებში წყლითა
ლოკალურ, ისე მსოფლიო ომებს.
და მცენარეულობით მდიდარ
უმთავრეს სავაჭრო-სამიმოსვლო არტერიებად სხვადასხვა
ადგილს ეწოდება.
ისტორიულ პერიოდებში ის გზები უნდა მივიჩნიოთ, რომლებ-
ზედაც იმ ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელი
გადაჰქონდათ. დღეს ასეთებად აღმოსავლეთის ენერგომა-
ტარებლები (აირი, ნავთობი) და წიაღისეული უნდა მივიჩნიოთ,
რომლებიც დასავლეთის უახლეს ტექნოლოგიებზე იცვლება.
ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში კი აღმოსავლეთი
დასავლეთის სამყაროს, უპირველეს ყოვლისა, აბრეშუმს და,
შემდეგ, სანელებლებს აწვდიდა. ამიტომაცაა, რომ
აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ყველა
მნიშვნელოვან მაგისტრალს დღეს ზოგადად აბრეშუმის დიდი
გზა ეწოდება. ანტიკურ ხანაში აბრეშუმი მხოლოდ ჩინეთში
მზადდებოდა. ჩინეთი კი ანტიკური სამყაროს ყველაზე
აღმოსავლეთი ქვეყანა იყო. ამიტომ იმთავითვე აბრეშუმის გზა
აბრეშუმის დიდი გზა — სავაჭრო-სამიმოსვლო გზების ის სისტემაც იყო, რომლითაც
ტერმინი სამეცნიერო ანტიკურ ხანაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაცია
მიმოქცევაში 1877 წელს ერთმანეთს უკავშირდებოდა და ერთმანეთში არა მარტო სავაჭრო
გერმანელმა გეოგრაფმა საქონელს, არამედ თავიანთი ცივილიზაციების მიღწევებს
ფერდინანდ ფონ რიხთჰოფენმა ცვლიდა.
შეიტანა. ასე უწოდა მან იმ სპარსეთის აქემენიანი მბრძანებლები პირველები იყვნენ,
სახმელეთო სავაჭრო- რომლებმაც ანტიკური სამყაროსათვის ცნობილი ხმელეთის
სატრანზიტო გზებს, რომლითაც უდიდესი ნაწილი გააერთიანეს, იმავდროულად და უფრო
ძვ. წ. II-ახ. წ. I სს-ში ჩინური ადრეც, ძველმა ბერძნებმა ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის
აბრეშუმი რომის სახელმწიფოში აუზები თანდათან თავიანთ ხელში მოაქციეს.
შეჰქონდათ. ერთი მხრივ, აქემენიანთა სპარსეთის მსოფლიო იმპერიის
შექმნამ და მეორე მხრივ, დიდმა ბერძნულმა კოლონიზაციამ
საერთაშორისო ვაჭრობას მანამდე არნახული შესაძლებლობები
მისცა. ამ პირობებში წარმოიშვა საერთაშორისო ვაჭრობის
პირველი უდიდესი მაგისტრალი, თავისი არცთუ მრავალ-
რიცხოვანი, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი განშტო-
ებებით, რომელიც ანტიკური სამყაროს ეკონომიკის, შეიძლება
ითქვას, სისხლძარღვთა სისტემად იქცა და რომელშიც
ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სითხის
მსგავსად საერთაშორისო საქარავნო, სამდინარო თუ საზღვაო
ვაჭრობა მიედინებოდა.

154
აქემენიანებმა დიდი საგზაო მშენებლობა გააჩაღეს. მათ მიერ
გაყვანილ გზებს შორის განსაკუთრებით 2400 კმ-ის სიგრძის
სამეფო გზა გამოირჩეოდა, რომელიც თანამედროვე აღმოსავლეთ
ირანში მდებარე ქ. სუსადან ხმელთაშუაზღვისპირა ბერძნულ ქ.
ეფესომდე მიდიოდა. ეს გზა „აბრეშუმის უძველეს გზად“ უნდა
ჩაითვალოს, რადგან ის აღმოსავლეთის ქვეყნებს ბერძნულ
სამყაროსთან აკავშირებდა. ბერძნული სამყარო კი იმჟამად
დასავლეთს განასახიერებდა.
ძვ. წ. IV ს-ის 30-იანი წლებიდან, ალექსანდრე მაკედონელის
მიერ აქემენიანთა ირანის დაპყრობისა და მაკედონისეული
იმპერიის შექმნის შემდეგ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის
კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო
გაიზარდა.
ალექსანდრეს იმპერია ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ
ერთხელ შექმნილმა ერთიანმა ეკონომიკურმა სივრცემ
ანტიკური ეპოქის დასასრულამდე იარსება. ანტიკური ფერდინანდ ფონ რიხთჰოფენი
სამყაროს ერთიანი ეკონომიკური სივრცე სიცილიიდან 1833-1905
ინდოეთამდე და ჰერაკლეს სვეტებიდან (გიბრალტარის
სრუტე) ჩინეთამდე სახელმწიფოებს აერთიანებდა.
ძვ. ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობით,
აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-
ერთი უძველესი გზა ძვ. წ. IV ს-ის დასასრულიდან ახ. წ. I ს-
ის ჩათვლით, საქართველოზეც გადიოდა. ის ჩრდილოეთ
ინდოეთში, მდ. ინდის ზემო წელში (დღევანდელი პაკისტანი)
იწყებოდა, დღევანდელ ავღანეთს გადალახავდა და მდ. ამუ-
დარიის ზემო წელში ეშვებოდა, სადაც ამ გზას ჩინეთიდან
მომავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზა უერთდებოდა. აქედან
შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მომავალ ვაჭრებს
თავიანთი საქონელი ამუ-დარია-უზბოის სამდინარო გზით
კასპიის ზღვაში ჩაჰქონდათ. კასპიის ზღვის გადაცურვის
შემდეგ, ისინი წყლითა და ხმელეთით მდ. მტკვარს
დღევანდელი სურამის მიდამოებამდე მიჰყვებოდნენ. აქედან
ვაჭრებს თავიანთი საქონელი ლიხის ქედის უღელტეხილებით
ანტიკური ხანის ქართულ ციხე-ქალაქ სარაპანისში

Strabonis samefo gza herodotes mixedviT

... ეს გზა ასეთია: ყველგან არის სამეფო სადგომები და საუკეთესო სასტუმროები, მთელი გზა გადის
დასახლებულ და უშიშარ ადგილებზე. ლიდიასა და ფრიგიაზე მოდის 20 სადგური და ეს არის 941/2
ფარსანგი. ფრიგიიდან გზა მდინარე ჰალისისაკენ უხვევს, ჰალისთან არის ბჭეები, რომელთა გავლაც
ყველასათვის აუცილებელია, ... აქვეა დიდი საყარაულო. რომ გადახვალ კაპადოკიაში, კილიკიის
საზღვრებამდე არის 30 სადგურზე ორით ნაკლები, სულ 104 ფარსანგი. ამ საზღვრებში გასავლელია ორი
ბჭე და ორი საყარაულო, ხოლო ამას რომ გასცდები და გზას გაივლი კილიკიაზე, იქ სამი სადგურია, ...
კილიკიისა და არმენიის საზღვარი მოდის სანაოსნო მდინარეზე, რომლის სახელიც არის ევფრატესი.
არმენიაში არის 15 დასასვენებელი სადგური ... და იქვე არის საყარაულოებიც. ამ ქვეყანაზე მიედინება
ოთხი სანაოსნო მდინარე, რომელთა გადაცურვა აუცილებელია. ... ამ მდინარეთაგან მეოთხეს სახელად
ჰქვია გინდესი, რომელიც ოდესღაც კიროსმა 360 არხად დაჰყო. ... სარდედან სუსაში რომ მიდიხარ, აი
ამდენი დასასვენებელი სადგურია ამ გზაზე. თუ კარგად გავზომავთ სამეფო გზას ფარსანგებით (ხოლო
ფარსანგი ნამდვილად 30 სტადიონს უდრის) სარდედან სამეფო სამყოფელამდე, ე.წ. მემნონამდე, 13500
სტადიონია, რაც უდრის 450 ფარსანგს. თუ კაცი ყოველდღიურად 150 სტადიონს გაივლის, მაშინ ამ
გზას მოუნდება სულ 90 დღეს. ...
ჰეროდოტე, ისტორია

155
(შორაპანში) ჩაჰქონდათ, შემდეგ კი გზას, როგორც
მდინარით, ისე ხმელეთით ფასისამდე (ფოთი)
აგრძელებდნენ, საიდანაც უკვე ზღვით თავიანთ ტვირთს
შავი და ხმელთაშუა ზღვების აუზების ნავსადგურებში
აგზავნიდნენ.
აბრეშუმის დიდ გზაზე საკუთრივ ჩინური აბრეშუმით
ვაჭრობა ძვ. წ. II ს-ის შუა წლებში დაიწყო. ძვ. წ. II ს-ის
მდ. ამუ-დარია არალის ზღვას მეორე ნახევარში ჩინეთის იმპერატორმა ცენტრალურ
უერთდება. ანტიკურ ხანაში მას აზიაში, კერძოდ, სოგდიანასა და ბაქტრიანაში თავისი
ერთი ტოტი გამოეყოფოდა,
დიდმოხელე ჩინეთის არმიისათვის ჯიშიანი ცხენების
რომელიც კასპიის ზღვაში
ჩაედინებოდა. ამ ტოტის შესასყიდად გააგზავნა. უკან დაბრუნებულმა მოხელემ იქ
კალაპოტი უზბოის სახელით თანწაღებულ აბრეშუმსა და სხვა ჩინურ საქონელზე დიდი
დღემდე არსებობს. მოთხოვნილება დააფიქსირა და იმპერატორს საზღვარგარეთ
აბრეშუმის გატანა ურჩია, ვინაიდან ის, მისი აზრით, ჯიშიან
ცხენებზე და ჩინეთისათვის სხვა საჭირო საქონელზე
სარფიანად გაიცვლებოდა. ამგვარად, ჩინური აბრეშუმითა
და ჩინური სარკეებით დატვირთული აქლემების ქარავანი
სოგდიანაში ჩავიდა. ასე დაიწყო „აბრეშუმის დიდ გზაზე“
საკუთრივ აბრეშუმის მოძრაობა. სულ მოკლე ხანში ჩინურმა
აბრეშუმმა რომის საზღვრებსაც მიაღწია. რომში აბრეშუმის
სამოსის ტარება ძვ. წ. 46 წლიდან დაიწყეს. ამ დროისათვის
საქართველოში აბრეშუმს უკვე იცნობდნენ. აბრეშუმის
ქსოვილი ჩვენში არქეოლოგებმა დედოფლის მინდორზე
სოფელ არადეთთან გათხრილ ძვ. წ. I ს-ის ერთ-ერთ
სამარხში აღმოაჩინეს.
რომში აბრეშუმის ქსოვილი ისე ძვირად ფასობდა, რომ
მისი ტარება ამორალურად ითვლებოდა. უფრო მეტიც, ძვ. წ.
I ს-ის მიწურულს (ძვ. წ. 16 წ) რომის სენატმა საგანგებო
ბრძანებულებით, აბრეშუმის სამოსის ტარება რომაელებს
საერთოდ აუკრძალა, რადგან ასეთი ფუფუნება
რომაელისათვის სამარცხვინოდ მიიჩნია. ასეთი
ბრძანებულების მიუხედავად, რომში აბრეშუმის ქსოვილზე
მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზარდა.
ძვ. წ. I ს-ში თანდათანობით აბრეშუმის დიდი გზის
ძირითადი ორი სახმელეთო და ერთიც საზღვაო მარშრუტი
ჩამოყალიბდა. არქეოლოგიური მონაცემებისა და
საისტორიო წყაროების მიხედვით აღმოსავლეთისა და
დასავლეთის დამაკავშირებელი საზღვაო გზა ინდოეთის
ნავსადგურებში იწყებოდა, სადაც ჩინური აბრეშუმი
ჩაჰქონდათ. ინდოეთიდან სავაჭრო გემები არაბეთის ზღვით
მეწამულ ზღვაში და სუეცის ყურეში შედიოდნენ. აქედან
ჯერ კიდევ ეგვიპტის ფარაონ ნეხოს მიერ აგებული სუეცის
არხით ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე
აღწევდნენ, საიდანაც იტალიისაკენ მიემართებოდნენ.
სახმელეთო აბრეშუმის გზა, რომელსაც პირობითად

156
ცენტრალური გზაც ეწოდება, ჩინეთში იწყებოდა.
ცენტრალურ აზიაში ამ გზას ინდოეთიდან მომავალი
სავაჭრო-სატრანზიტო გზაც უერთდებოდა. ამის შემდეგ
აღმოსავლეთ და ცენტრალურ ირანს, ისევე როგორც
შუამდინარეთს გაივლიდა და სირიის ხმელთაშუა ზღვის
სანაპირომდე აღწევდა. აქედან აბრეშუმი უკვე ზღვით
რომში მიჰქონდათ. აბრეშუმის ცენტრალური გზის
ცალკეულ მონაკვეთებზე გაბატონების სურვილი იყო იმ
მრავალრიცხოვანი და ხანგრძლივი ომების მიზეზი,
რომელიც სხვადასხვა დროს აქემენიანთა სპარსეთსა და
ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს, პართიასა და რომს,
სასანიანთა სპარსეთსა და ბიზანტიას, არაბებსა და
ბიზანტიას შორის მიმდინარეობდა.
მესამე გზა, რომელსაც პირობითად აბრეშუმის
ჩრდილოეთის გზა ეწოდება, შედარებით უფრო გვიან, ადრე
შუა საუკუნეებში, VI ს-დან ამუშავდა. ამ გზის ამოქმედება
ორმა ფაქტორმა განაპირობა: 1. ახ. წ. V-VI სს-ისათვის
ჩინეთმა მეაბრეშუმეობაზე მონოპოლია დაკარგა და
ცენტრალური აზიის ქვეყნები სოგდიანა და ბაქტრიანა
აბრეშუმის წარმოების ახალ ცენტრებად ჩამოყალიბდნენ.
ეგვიპტის ფარაონი ნეხო II
ძვ. წ. 610-595

აბრეშუმის ქსოვილის დამზადება ქარავანი აბრეშუმის დიდ გზაზე


ძველ ჩინეთში. ჩინური მხატვრობა

157
2. აბრეშუმის დიდი გზის ცენტრალური მარშრუტი
ჯერ რომის მეტოქე პართიის, ანუ არშაკიანთა პართიის,
შემდეგ კი სასანიანთა სპარსეთის ტერიტორიაზე გადიოდა.
აბრეშუმის ტრანზიტით ორივე სპარსეთი დიდ მოგებას
იღებდა. სასანიანთა სპარსეთი იმისათვის, რომ აბრეშუმის
მთელი ვაჭრობა თავის ხელში მოექცია, ამ საქონლით
ვაჭრობის ნებართვას მხოლოდ სამ სასაზღვრო ქალაქში
ნისიბინში, ვალინიკუმში და არტაშატში იძლეოდა.
სასანიანთა სპარსეთი — 224-651 ასეთ ვითარებაში VI ს-ში საქართველოს მეფე ვახტანგ
გორგასალმა ბიზანტიასთან კავშირი შეკრა და საკუთარი
ქვეყნის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან
გამომდინარე აბრეშუმის დიდი გზის, ახალი ჩრდილო
მონაკვეთის ამუშავებას შეეცადა, რითაც ბიზანტიის თვალში
თავისი ქვეყნის მნიშვნელობა წამოსწია. საქართველოზე
აბრეშუმის გზის ალტერნატიული მარშრუტის შექმნის
პერსპექტივით ვახტანგს ბიზანტიის დაინტერესება
სპარსეთთან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მისგან
მხარდაჭერისა და დახმარების მოსაპოვებლად სჭირდებოდა.
თავისი მიზნის განსახორციელებლად ვახტანგ
გორგასალმა დაღესტანში ილაშქრა და სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი ტერიტორია — მდ. სამურის სათავეებში
მდებარე ისტორიული ქვეყანა წუქეთი საქართველოს
შემოუერთა. ამის შემდეგ მან საქართველოს უკიდურესი
აღმოსავლეთიდან ბიზანტიის აღმოსავლეთ შავიზღვისპირა
ქალაქ ტრაპეზუნტამდე გამაგრებული ციხე-ქალაქების მთელი
ჯაჭვი დააარსა. ყოველივე ეს სპარსეთის გვერდის ავლით
ვახტანგ გორგასლის ფრესკა აბრეშუმის დასავლეთ კასპიისპირეთიდან აღმოსავლეთ
სვეტიცხოვლის საკათედრო კავკასიონის უღელტეხილებითა და საქართველოზე გავლით
ტაძარში, მცხეთა ტრაპეზუნტში ჩატანას და იქიდან უკვე ზღვით
კონსტანტინოპოლში ტრანსპორტირებას გულისხმობდა.

აბრეშუმის გზა, ჩვ. წ. I საუკუნე

158
საქართველოზე გავლით აბრეშუმის ალტერნატიული
გზის ამუშავების მცდელობას სპარსეთის გააფთრებული
რეაქცია მოჰყვა. ამიტომ VI ს-სა და VII ს-ის I მესამედში სამხრეთ
კავკასია, განსაკუთრებით კი საქართველოს ტერიტორია
ბიზანტია-სპარსეთის ომების მთავარ ასპარეზად იქცა.
ირანის გვერდის ავლით აბრეშუმის გზის განშტოების
გაჭრის მცდელობას ირან-საქართველოს ომები მოჰყვა, რამაც
ვახტანგ გორგასალი შეიწირა. მაგრამ აბრეშუმის დიდი გზის
ჩრდილოეთი განშტოების ამუშავების იდეა ფრიად
ცხოველმყოფელი აღმოჩნდა და როდესაც VI ს-ის 60-იან
წლებში ცენტრალური აზია და ჩრდილოეთ კავკასია ერთ
დიდ სახელმწიფოში — თურქულ სახაკანოში გაერთიანდა,
აღმოსავლეთ რომმა, იგივე ბიზანტიამ ხაკანთან მოლაპარაკებითა
და სასანიანთა სპარსეთის გვერდის ავლით, მოახერხა
სახაკანოს აბრეშუმი ახალი, ჩრდილოეთის აბრეშუმის გზით
შემოეტანა. ეს გზა ცენტრალური აზიიდან ჯერ კასპიის
ზღვას, შემდეგ კი კავკასიონის მთავარ ქედს
ჩრდილოეთიდან მიუყვებოდა, შემდეგ ორად იტოტებოდა:
ერთი ტოტი ყირიმის სამხრეთში ბიზანტიურ ნავსადგურებში
ჩადიოდა, საიდანაც გემებით ბიზანტიის დედაქალაქ
კონსტანტინოპოლში გადაჰქონდათ, მეორე ტოტი კი ქლუხორის
უღელტეხილით მდ. კოდორის ხეობაში გადმოდიოდა, საიდანაც
დასავლურ ქართული ეგრისის სამეფოს შავი ზღვის სანაპიროს
აღწევდა. აქედან კი ზღვით კვლავაც კონსტანტინოპოლში
ჩაჰქონდათ. VII ს-დან ვოლგის შესართავიდან და კასპიის
ზღვიდან აზოვისა და ყირიმისპირეთამდე ხაზარები
გაბატონდნენ. ამის შემდეგ VII-IX სს-ში ჩრდილოეთის აბრეშუმის დიდი გზის
აბრეშუმის გზის დასავლეთი მონაკვეთი ხაზართა ძირითადი მიმართულებები ძვ წ.
სახაკანოზე გადიოდა. II საუკუნიდან დიდ
გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე

159
ამავე VII ს-ის 50-იანი წლებიდან აღმოსავლეთსა და
დასავლეთს შორის არაბთა სახალიფო ჩადგა. ახლად შექმნილმა
არაბთა სახალიფომ სასანიანთა სპარსეთის მთელი ტერიტორია
ჩრდილოეთ ინდოეთითურთ დაიპყრო. გარდა ამისა, არაბებმა
ბიზანტიას სირია, პალესტინა, ეგვიპტე და, საერთოდ, მთელი
ჩრდილოეთ აფრიკა წაართვეს, გიბრალტარის სრუტით პირინეის
ნახევარკუნძულზე გადავიდნენ და ამ ნახევარკუნძულის
უდიდესი ნაწილი დაიპყრეს. ამგვარად, ამ ახალი მსოფლიო
იმპერიის ხელში აბრეშუმის დიდი გზის როგორც
ცენტრალური სახმელეთო მაგისტრალი, ისე სამხრეთი,
საზღვაო მარშრუტი: ინდოეთის ოკეანე, არაბეთის ზღვა,
მეწამული ზღვა, ხმელთაშუა ზღვა — აღმოჩნდა.
არაბთა კონტროლის გარეშე მხოლოდ ჩრდილოეთის
აბრეშუმის გზა დარჩა. აბრეშუმის ჩრდილოეთის გზის
ხელში ჩაგდება იყო ის მთავარი მოტივი, რის გამოც არაბები
მთელი VII-IX სს-ში, ერთი მხრივ, ბიზანტიასთან —
კონსტანტინოპოლისა და, შესაბამისად, ბოსფორის სრუტის
ხელში ჩაგდების და, მეორე მხრივ, ხაზართა სახაკანოსთან —
ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე კონტროლის დაწესების
მიზნით სასტიკ ბრძოლებს აწარმოებდნენ.
ხმელთაშუა ზღვის უდიდეს მონაკვეთში არაბების
გაბატონებამ აქ ბიზანტიის ვაჭრობის ხვედრითი წილი
ფრიად შეამცირა, სამაგიეროდ, ბიზანტიის ხელში აბრეშუმის
გზის ჩრდილოეთი განშტოების ბოლო და უმნიშვნელოვანესი
მონაკვეთი რჩებოდა., რომელიც ყირიმისპირა ბიზანტიურ
სამფლობელოებამდე თანამედროვე ასტრახანის ველებსა და
ჩრდილოეთ კავკასიაში ახლად დაარსებულ ხაზარულ
სახელწიფოზე გადიოდა.
გარდა ამისა, სკანდინავიელი და სლავი ხალხების
ამოძრავებისა და განსახლების შედეგად ფრიად დიდი
მნიშვნელობა ჩრდილოეთიდან — სკანდინავიის ნახევარ-
კუნძულიდან სამხრეთისაკენ — შავი ზღვისაკენ გზამაც შეიძინა,
რომლის შავ ზღვაზე გამავალი მონაკვეთი აგრეთვე ბიზანტიის
ხელთ იყო.
სახალიფოს ეპოქაში აბრეშუმის დიდი გზის
ცენტრალური მაგისტრალი ძალზე დაიტოტა. მის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინად VIII-X საუკუნეებში
სამხრეთ კავკასია იქცა. ამ ეპოქაში აბრეშუმის დიდი გზის
უმნიშვნელოვანეს მაგისტრალს სკანდინავიიდან აღმოსავ-
ლეთისაკენ მიმავალი გზაც წარმოადგენდა, რომელიც თავის
მხრივ ორ განტოტებად: ვარიაგებიდან საბერძნეთში და
ვარიაგებიდან სპარსეთში — იყოფოდა. ეს ნაწილობრივ
სანაოსნო, ნაწილობრივ სახმელეთო მაგისტრალი სკანდი-
ნავიის ნახევარკუნძულიდან ბალტიის ზღვის სანაპირო
წყლებზე გადიოდა. შემდგომ კი ვარიაგები თავიანთი
საზღვაო-სამდინარო გემებით მდინარე დასავლეთ დვინაში,

160
იგივე დაუგავაში შეცურდებოდნენ, რომლის სათავე
მდინარე დნეპრის სათავესთან ძალზე ახლოსაა. ეს მათ
საშუალებას აძლევდა, თავიანთი გემები ხმელეთით
დნეპრამდე გადაეთრიათ და შემდეგ დნეპრის დინების
გაყოლებით, შავ ზღვასთან მის შეერთებამდე ჩასულიყვნენ.
აქედან ვარიაგები შავი ზღვის დასავლეთ სანაპირო წყლებით,
დღევანდელი უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის
სანაპიროს გაყოლებით კონსტანტინოპოლში ჩადიოდნენ.
ამ გზის მეორე განშტოება — გზა ვარიაგებიდან
სპარსეთამდე მდინარე დასავლეთ დვინის სათავესთანვე
ვარიაგებიდან საბერძნეთისაკენ მიმავალ გზას გამოეყოფოდა.
ამჯერად ვარიაგები თავიანთ გემებს მდინარე დნეპრის
ნაცვლად მდინარე ვოლგაზე გადაათრევდნენ, რომელსაც
კასპიის ზღვამდე მიჰყვებოდნენ, ხოლო შემდეგ ამ ზღვის
აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებით ჩრდილოეთ ირანამდე
აღწევდნენ.
აღმოსავლეთ ევროპასა და სკანდინავიაში სახმელეთო-
სატრანზიტო სავაჭრო გზა სამხრეთ კავკასიიდანაც
მიემართებოდა. ეს გზა დარუბანდის (დერბენდი) და დარიალის
გზებით ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდა, შემდეგ კი მდინარე
ვოლგის ან დონის აყოლებით აღმოსავლეთ ევროპის გავლით
ბალტიისპირეთამდე და სკანდინავიამდე აღწევდა.
აბრეშუმის დიდი გზის ახალმა განტოტებებმა ამ
მაგისტრალის არეალი ძალზე გააფართოვა. აბრეშუმი და
სანელებლები X ს-თვის აღმოსავლეთ ევროპასა და
სკანდინავიაში პირველად აღმოჩნდა.
X-XI საუკუნეებში აღმოსავლურ საქონელზე მოთხოვნა
განსაკუთრებით იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებში:
გენუაში, ვენეციაში, ფლორენციაში, მილანში მეტად
გაიზარდა. ამ ქალაქების დიდ-ვაჭრები შურით უყურებდნენ
იმ დიდ მოგებას, რომელიც არაბ ვაჭრებს აბრეშუმის დიდ
გზაზე მონოპოლიური მდგომარეობის გამო ჰქონდათ.
აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზებზე კონტროლის დაწესების
სურვილი იყო ის უმთავრესი ეკონომიკური საფუძველი,
რამაც XII-XIII საუკუნეებში ყველასათვის ცნობილი
ჯვაროსნული ლაშქრობები გამოიწვია.
ჯვაროსნული ლაშქრობებით, უპირველეს ყოვლისა,
იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებმა განსაკუთრებით გენუამ,
ვენეციამ და პიზამ ისარგებლეს და დიდ წარმატებასაც
მიაღწიეს: მათ თავიანთი სავაჭრო კოლონიები სირიის და
პალესტინის მთელ რიგ ქალაქებში დააარსეს, საიდანაც
სავაჭრო გზები მეწამული (წითელი) ზღვის საპორტო
ქალაქებისაკენ მიემართებოდა. აქედან კი საზღვაო გზა
არაბეთის ზღვით ინდოეთში ჩადიოდა.
ჯვაროსანთა ერთ-ერთი ლაშქრობის დროს კონსტან-
ტინოპოლის აღებითა და ბიზანტიის დასუსტებით იტალი-

161
ელმა ვაჭრებმა დიდად იხეირეს. მათ თანდათანობით ხელში
ჩაიგდეს შავი ზღვის საერთაშორისო ვაჭრობა და აბრეშუმის
დიდი გზის ჩრდილოეთი განტოტება — აბრეშუმის ჩრდი-
ლოეთის გზა.
აბრეშუმის ჩრდილოეთის გზამ განსაკუთრებით დიდი
მნიშვნელობა მონღოლთა დაპყრობების შემდეგ XIII ს-ის II
ნახევარში შეიძინა, როდესაც მონღოლების ხელში სამხრეთ
ჩინეთი და პოლონეთამდე და უნგრეთამდე ევრაზიის
უდიდესი ნაწილი გაერთიანდა. მონღოლები სატრანზიტო
გზებს ყოველნაირად იცავდნენ, რადგანაც ამ გზებიდან
დიდ მოგებას ნახულობდნენ. მონღოლთა დაინტერესებას
ისიც ემატებოდა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ
სანაპიროზე და აზოვისპირეთში XIII ს-ის II ნახევრიდან
იტალიელთა, ძირითადად კი გენუის ქალაქ-სახელმწიფოს
სავაჭრო კოლონიები შეიქმნა. ამ პერიოდიდან აბრეშუმის
ჩრდილოეთის გზა მთლიანად იტალიელების ხელში
გადავიდა.
X-XII სს-ში საქართველო, დღევანდელი აზერბაიჯანი
და ჩრდილოეთ ირანი მეაბრეშუმეობის მეორე მსოფლიო
ცენტრად ჩამოყალიბდა. აქედან მოყოლებული ამ
რეგიონიდან აბრეშუმის შეძენას დასავლეთისათვის ჩინური
აბრეშუმის შეძენაზე არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. XI-
XII სს-ში. სამხრეთ კავკასიიდან და ჩრდილოეთ ირანიდან
ექსპორტირებული აბრეშუმი, თავდაპირველად, ტრაპიზონის
ნავსადგურიდან გაჰქონდათ. XIII-XV სს-ში ამ მხრივ დიდი
მნიშვნელობა საქართველოს ნავსადგურებმა ცხუმმა
(სოხუმი), ფოთმა და ბათუმმა შეიძინეს. ჩრდილოეთ
ირანიდან და დასავლეთ კასპიისპირეთიდან მომავალი
სავაჭრო გზები თბილისში ერთდებოდა. აქედან ერთი გზა
ქუთაისის გავლით ცხუმისა და ფოთისაკენ მიემართებოდა,
მეორე გზა კი ახალციხის გავლით ბათუმში ჩადიოდა.
XV ს-ის II ნახევარსა და XVI ს-ის დასაწყისში ოსმალები
შავიზღვისპირეთში ისევე, როგორც სირია-პალესტინა-ეგვიპტესა
და მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში, გაბატონდნენ. ამით მათ
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა დამაკავშირებელი გზა
დაიკავეს და ამ ორ ცივილიზაციას შორის ჩადგნენ.
ჯერ იტალიელებისა და შემდეგ ოსმალების მიერ
ხმელთაშუა ზღვის მთელი ვაჭრობის მონოპოლიზებამ ესპანეთსა
და პორტუგალიას აღმოსავლეთისკენ, კერძოდ, ინდოეთისკენ
მიმავალი ალტერნატიული საზღვაო გზების ძიებისაკენ უბიძგა,
რასაც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მოჰყვა.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ აბრეშუმის
დიდმა გზამ თავისი მსოფლიო მნიშვნელობა დიდი ხნის
მანძილზე დაკარგა, თუმცა ამ გზით სახმელეთო ვაჭრობა მცირე
მასშტაბით XVIII ს-ის ბოლომდე გრძელდებოდა.

162
XIX ს-ის დასაწყისიდან აბრეშუმის დიდი გზის
აღორძინებით ევროპის მთელი რიგი დიდი სახელმწიფოები, მათ
შორის ერთ-ერთი პირველი რუსეთის იმპერია, დაინტერესდნენ.
რუსეთმა ამ მიზნით არაერთი ნაბიჯი გადადგა. პირველ რიგში
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე აღმოსავლეთ ევროპის ჩინეთთან
დამაკავშირებელი ტრანსციმბირული სარკინიგზო მაგისტრალი
გაიყვანა. ამაზე ცოტა ხნით ადრე რუსეთის იმპერიამ შავი და
კასპიის ზღვები ერთმანეთს ფოთი-ბაქოსა და ბათუმი-ბაქოს
სარკინიგზო მაგისტრალით დაუკავშირა. განსაკუთრებული
მნიშვნელობა აბრეშუმის დიდ გზას XX ს-ის 90-იანი წლებიდან,
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიეცა. ამჯერად, ამ გზას
პირობითად ენერგომატარებლების გზა შეიძლება ეწოდოს,
რადგან ამ მიმართულებით აბრეშუმის ნაცვლად აღმოსავლეთის
ძირითად საქონელს ბუნებრივი აირი, ნავთობი, აგრეთვე
წიაღისეული შეაგდენს.

163
T a v i VI

303
ძვ.წ. 330 დიოკლიტიანემ
აწამა წმინდა
დასავლეთი და
აღმოსავლეთი, ევროპა და გიორგი
აზია პირველად ალექსანდრე
მაკედონელმა გააერთიანა.
0

400
ძვ.წ. 300

0 ნიკეის I მსოფლიო კრებას


საქართველოდან —
ეგრისის სამეფოდან —
ბიჭვინთის ეპისკოპოსი
სტრატოფილე
ესწრებოდა.
164
630 1054
ისლამური
ქრისტიანობა ორ —
რელიგიის
მართლმადიდებლურ
შემქმნელი
მუჰამედი
და კათოლიკურ
მექადან იყო. ნაწილად გაჰყო.

600 1000

165
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა

ცნებები და ტერმინები პირთა სახელები


ცივილიზაცია ამენხოტეპ IV/ეხნატონი
გლობალისტები მოსე
ანტიგლობალისტები იესო ქრისტე
ანიმიზმი მათე
ტოტემიზმი მარკოზი
ფეტიშიზმი ლუკა
მაგია იოანე
პოლითეიზმი კონსტანტინე დიდი
მონოთეიზმი არიოზი (ეპისკოპოსი)
მაზდეანობა ნესტორი (კონსტანტინოპოლის
მთავარეპისკოპოსი)
იუდაიზმი ჰერაკლე კეისარი
თეოლოგია მუჰამედი
ნიკეა-კონსტანტინოპოლის აბუ-ბექრი
რწმენის სიმბოლო
მილანის ედიქტი უსმანი (ხალიფა)
არიანობა უმარი (ხალიფა)
მწვალებლობა ალი (მუჰამედის ძმისშვილი)
ქრისტოლოგია ფატიმა (მუჰამედის ასული)
ნესტორიანობა ლეონ III ისავრიელი
მონოფიზიტობა
დიოფიზიტობა
მონოთელიტობა
ისლამი
ისმაილიტები
აგარიანები
სარკინოზები
ხატმებრძოლეობა

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:


1. რა ეტაპებს გამოიყოფენ და რას უდებენ საფუძვლად
ცივილიზაციის ისტორიკოსები მსოფლიო ცივილიზაციის
ციკლური განვითარებას ?
2. როგორ მიმდინარეობდა „დასავლეთისა“ და
„აღმოსავლეთის“ ცივილიზაციების ინტეგრაცია-
დეზინტეგრაციის პროცესი უძველესი დროიდან დღემდე?
3. როგორი იყო ადამიანის პრიმიტიული რწმენა-
წარმოდგენები მსოფლიო რელიგიების ჩამოყალიბებამდე
და როგორ აჯგუფებენ მეცნიერები მათ?
4. როგორ მოხდა მსოფლიო მონოთეისტური რელიგიების
ფორმირება და რა ურთიერთზეგავლენას ახდენდნენ ისინი
ერთმანეთზე ამ პროცესში?
5. რა საკითხები იყო ქრისტიანებს შორის უთანხმოების
მიზეზი პირველ შვიდ საეკლესიო კრებაზე?
6. რა განხეთქილება მოხდა ქრისტიანულ სამყაროში XI
საუკუნეში და რა იყო მისი მიზეზები და შედეგები?

166
civilizaciisa da religiis
istoria sarCevi:

ისტორიული შესწავლის ობიექტად საზოგადოების § 1. ცივილიზაციის ისტორია .. 167


ან, ზოგადად, კაცობრიობის საქმიანობის გარკვეული სფერო § 2. რელიგიის ისტორია ........... 173
შეიძლება იქცეს, მაგალითად,: ეკონომიკური, პოლიტიკური,
სამართლებრივი, რელიგიური თანამედროვე ეპოქაში აქტუალობა
შეიძინა კულტურებისა და ცივილიზაციების წარმოქმნა-
განვითარების საკითხების კვლევამ.

§ 1. ცივილიზაციის ისტორია

ისტორიის ერთ-ერთ დარგს ცივილიზაციის ისტორია


ცივილიზაცია ლათინური
წარმოადგენს. დღეს ცივილიზაცია ძველ თუ თანამედროვე
„ცივილისიდან― წარმოსდგება
საზოგადოებებში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოცია-
და ქალაქურს, სამოქალაქოს,
ლურ (საზოგადოებრივ) და კულტურულ-რელიგიურ ტრადი- სახელმწიფოებრივს აღნიშნავდა.
ციათა ერთობლიობას ეწოდება. ერთმანეთისაგან განასხვავებენ
ცალკეული ერების, მაგალითად, ქართველების, სომხების,
რუსების. ან ცალკეული რეგიონების, მაგალითად: ევროპულ,
წინააზიურ, ხმელთაშუაზღვისპირა და ა.შ. ცივილიზაციებს.
ცივილიზაციებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ რელიგიური
ნიშნითაც, მაგალითად, ქრისტიანული, ისლამური, ბუდისტური
და ა.შ.
მეცნიერთა ერთი ნაწილი ცივილიზაციების ისტორიაში
მთავარ როლს აკუთვნებს არა იმ ეთნიკურ-კულტურულ
განსხვავებებს, რაც სხვადასხვა ცივილიზაციებს ერთმანეთს
აშორებს, არამედ იმ ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალურ
ღირებულებებს, რომლებიც მათ, როგორც ადამიანთა საზოგა-
დოებებს, აერთიანებს. ასეთი მეცნიერები მომავალში ერთია-
ნი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნის შესაძლებლობას ხედა-
ვენ, მათ გლობალისტები შეგვიძლია ვუწოდოთ.

ოქროს თასი
ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისი
შავპრიალა კერამიკა.
თრიალეთის ყორღანული ოქროს ლომი ძვ. წ. III ათასწლ.
მტკვარ-არაქსის
კულტურა შუა ხანები საქართველო –
კულტურა.
საქართველო, წალკის რაიონი, სოფელი წნორი.
ძვ.წ. IV-III ათასწლ.
წალკის წყალსაცავის ტერიტორია. წნორის ყორღანი.

167
ისტორიკოსები, რომლებიც ერთიანი მსოფლიო ცივი-
ლიზაციის არსებობას აღიარებენ, კაცობრიობის ისტორიას მსო-
ფლიო ცივილიზაციური ციკლების მონაცვლეობის მიხედვით
შვიდ ეტაპად ჰყოფენ:
პირველ ეტაპად ნეოლითურ ანუ ახალი ქვის ხანის
ცივილიზაციას მიიჩნევენ — ძვ. წ. VIII-IV ათასწლეულები,
როდესაც ადამიანმა უმარტივეს დონეზე წარმოება დაიწყო.
მეორე ეტაპი სამდინარო ცივილიზაციის ხანაა — ძვ. წ.
IV-II ათასწლეულები. მართლაც, პირველი სახელმწიფოები
დიდი მდინარეების ნაპირებზე წარმოიქმნა. ასეთი ცივილი-
ზაციების კერები იყო ნილოსი — ეგვიპტეში, მდინარეები ტიგ-
როსი და ევფრატი — შუამდინარეთში, ინდი და განგი —
ინდოეთში, ხუანხე და იანძი — ჩინეთში. ძვ. წ. IV-II ათას-
წლეულებში სამხრეთ კავკასიის დიდი მდინარეების:
მტკვრის, არაქსის, რიონისა და ჭოროხის აუზებში ერთმანეთი
ბრინჯაოს რამდენიმე არქეოლოგიურმა კულტურამ შეცვალა.
მესამე, ანტიკურ ცივილიზაციაში — ძვ. წ. IX - ახ. წ. V
სს — წამყვან როლს ძველი ბერძნები და რომაელები
ასრულებდნენ. ანტიკური ცივილიზაციის მთავარი ცენტრები
ხმელთაშუაზღვისპირეთის, წინა აზიის, აღმოსავლეთ და
სამხრეთ აზიის ქვეყნები იყო. ამ ცივილიზაციის განუყოფელი
ნაწილი ძველი ქართული სახელმწიფოები: ეგრისი
(კოლხიდა-ლაზიკა) და ქართლი (იბერია) იყვნენ.
მეოთხე ეტაპი ფეოდალური ცივილიზაციაა. ეს
ტერმინი პირობითია და, ზოგადად, V-XV სს. მსოფლიო
ცივილიზაციას გულისხმობს, რომელსაც, როგორც გვახსოვს,
შუა საუკუნეებსაც უწოდებენ. მსოფლიო ცივილიზაციის
განვითარების ამ ეტაპმა ევრაზიის უდიდესი ნაწილი ისევე,
როგორც ჩრდილო და ჩრდილო აღმოსავლეთ აფრიკა მოიცვა.
ძველი ეგვიპტე, ქალაქ ლუქსორის თანამედროვე ერებისა და ქვეყნების დიდი ნაწილის წარმოქმნა
ტაძრის ნაშთი ძვ. წ. II-I ათასწლ. -ჩამოყალიბება მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების ამ
პერიოდზე მოდის.
მეხუთე, წინაინდუსტრიულ ანუ მანუფაქტურულ
ცივილიზაციას (XV-XVIII ს. 30-იანი წლები) საფუძველი
დასავლეთ ევროპაში, უფრო ზუსტად, ატლანტის ოკეანის
აუზის ევროპულ ნაწილში ჩაეყარა. ამ ცივილიზაციის წამყვან
ქვეყნებად ჯერ პორტუგალია-ესპანეთი, შემდგომ კი ჰოლანდია
-ინგლის-საფრანგეთი იქცნენ. მსოფლიო ცივილიზაციის
განვითარების ამ პერიოდმა თავის ფერხულში ევრაზია და
აფრიკა, ისევე როგორც ახლად აღმოჩენილი კონტინენტებიც:
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია მთლიანად
ჩაითრია.
აღნიშნულ პერიოდში ევროპა, სადაც მანუფაქტურული
წარმოების განვითარების ფონზე, ახალი კაპიტალისტური
ურთიერთობები ჩაისახა, სხვა რეგიონებთან შედარებით
აშკარად დაწინაურდა. ამ ეპოქას ევროპის გაფართოების ხანაც
შეიძლება ვუწოდოთ, ვინაიდან ევროპული მოსახლეობა
არამარტო განსახლდა ახალ კონტინენტებზე, არამედ იქ
თავისი ცხოვრების წესიც დანერგა.

168
XIX ს-ის დასაწყისიდან ხელით შრომაზე დამყარებული
მანუფაქტურული წარმოება თანდათანობით მანქანა-დანადგა-
რების გამოგონება-დანერგვის შედეგად აღმოცენებულმა ქარხანა-
ფაბრიკებმა შეცვალეს. ასე დაიწყო მსოფლიო ცივილიზაციის
განვითარების ისტორიაში მეექვსე ინდუსტრიული პერიოდი,
რომელიც XX ს-ის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ამ ცივილი-
ზაციას საფუძველი ინგლისში ჩაეყარა და შემდეგ ევროპასა
და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელდა, ხოლო XIX-XX სს-
ებში თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა.
მეშვიდე, თანამედროვე ინფორმაციულ ცივილიზაციას
თავდაპირველად ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა
და იაპონიაში ჩაეყარა საფუძველი და ძალზე სწრაფად
თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. მისი მთავარი ატრიბუტი
კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტია. კომპიუტერულმა
ტექნოლოგიამ საბჭოთა იმპერიაში გვიან, პრაქტიკულად 80-
იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო გავრცელება. 1991 წელს
კი საბჭოთა კავშირი დაიშალა. ყოფილ საბჭოთა სივრცეში
კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია ყველგან ერთნაირად
როდი წარიმართა. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების იმ
მცირერიცხოვანთა რიგებს ეკუთვნის, სადაც ეს პროცესი
განსაკუთრებით დაჩქარდა.
ცივილიზაციის ისტორიის შემსწავლელთა მეორე
ნაწილს ცივილიზაციებს შორის ეთნიკურ-კულტურული
ნიშნით არსებული განსხვავება იმდენად მნიშვნელოვნად
მიაჩნია, რომ უარყოფს ერთიანი მსოფლიო, ანუ საკაცობრიო
კიოლნის საკათედრო ტაძარი,
ცივილიზაციის არსებობას, ან მომავალში მისი შექმნის
გერმანია, ქ. კიოლნი, XIII-XV
შესაძლებლობას; ისინი, შესაბამისად, ანტიგლობალისტებს
შეიძლება მივაკუთვნოთ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც გლობალისტები, ისე
ანტიგლობალისტები მხოლოდ ნაწილობრივ არიან მართლები
და, შესაბამისად, ნაწილობრივ ცდებიან, რაც ისტორიული
მოვლენების ცალმხრივი ხედვიდან გამომდინარეობს.
ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ამ შემთხვევაში
საქმე იმ ცნობილ შუამდე შევსებულ ჭიქასთან გვაქვს,
რომელსაც ერთნი ნახევრად სავსედ, მეორენი კი ნახევრად
ცარიელად მიიჩნევენ.
სინამდვილეში, გლობალიზაცია, როგორც ლტოლვა
გაერთიანებისაკენ და განსხვავებების ნიველირებისაკენ, ანუ
ინტეგრაციისაკენ, ისევე როგორც ანტიგლობალიზაცია,
როგორც მისწრაფება განცალკევებისა და თვითმყოფადობის
შენარჩუნებისაკენ, ანუ დეზინტეგრაციისაკენ, ერთი მედლის
ორი მხარეა და ერთმანეთის გარეშე ბუნებაში არ არსებობს.
გლობალიზაციის და ინტეგრაციის პროცესის გარეშე ვერ
წარმოიქმნებოდა ვერც ერთი ერი და, შესაბამისად, ეროვნული
კულტურა, ვინაიდან ერი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური,
კულტურული, პოლიტიკური ფენომენი, ნათესაური, თუ
უბრალოდ მეზობელი ტომების, ხალხებისა და ეთნოსების
გაერთიანება-გლობალიზაციის ნაყოფია. რაც უფრო ძლიერია
ერი, მით უფრო ძლიერდება მისი შემადგენელი რეგიონალურ-

169
ეთნოგრაფიული ქვეკულტურები. — რატომ? იმიტომ, რომ
მდიდარ და ძლიერ ქვეყანას შეუძლია მეტი სახსრები დახარჯოს
თავისი ეთნოგრაფიული კუთხეებისა და ქვეკულტურების
განვითარებაზე და პირიქით.
რაც შეეხება, კულტურულ ზეგავლენას, აქ უკვე
კულტურათა ჭიდილთან გვაქვს საქმე. დიდი და ძლიერი ქვეყანა,
იმავდროულად, ტრადიციულ და ძლიერ კულტურას სულაც არ
გულისხმობს და, პირიქით, პატარა ერი შეიძლება დიდი და
ძლიერი კულტურის მატარებელი იყოს. ისიც უნდა ითქვას,
რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მცირე ერების დიდ კულტურებს
არნახულად გაუადვილა თავიანთი მონაპოვარის შენახვა,
გავრცელება და განვითარება: ძველად ერთი ხუთას გვერ-
დიანი წიგნი რომ გამოგეცათ, ათეულობით ადამიანის შრომა
იყო საჭირო, დღეს ავტორს, სურვილის შემთხვევაში,
თვითონვე, სხვების დაუხმარებლად შეუძლია საკუთარი
წიგნის გამოცემა.
ინტეგრაციის და დეზინტეგრაციის ძალების მოქმედების
კლასიკურ მაგალითს მსოფლიო რელიგიები წარმოადგენს.
თავის დროზე ქრისტიანობამ, ისლამმა, ბუდიზმმა სრულიად
განსხვავებული ერები და კულტურები ერთ გლობალურ
სულიერ სივრცეში მოაქცია, მაგრამ, იმავდროულად, ამოქმედდა
ათენი, აკროპოლისი . ძვ. წ. V ს.
დეზინტეგრაციული ძალები: იმთავითვე, როგორც კი ამ
რელიგიებმა მსოფლიოს მნიშვნელოვანი სივრცე მოიცვეს,
დაიწყო მათი დაშლა. ქრისტიანობაში, მაგალითად, მონოფი-
ზიტებად, დიოფიზიტებად; უფრო მოგვიანებით, კათოლი-
კეებად, მართლმადიდებლებად, პროტესტანტებად. ეს დაშლა
ხშირად ეროვნული თვითდამკვიდრების ელფერსაც ატარებდა.
ქართველები, ძირითადად, მართლმადიდებლები არიან.
მიუხედავად ამისა, მათი მართლმადიდებლობა განსხვავდება
რუსული და ბერძნული მართლმადიდებლობისაგან, ისევე,
როგორც რუსული და ბერძნული —ერთმანეთისაგან.
ქართული კულტურა და ცივილიზაცია დიდი
მსოფლიო გლობალური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე
ჩამოყალიბდა, ამიტომ მისთვის უცხო არაა თანამედროვე
დიდი ცივილიზაციებისათვის დამახასიათებელი მსოფლაღქმა,
ვინაიდან მათთან საერთო ფესვები აკავშირებს. რაც შეეხება
ზეგავლენას, ჯანსაღი ცივილიზაცია ცუდს, მისთვის
ნაკლებად საჭიროს აისხლიტავს და კარგს, მისთვის
სასარგებლოს ითვისებს. ძნელი წარმოსადგენია იმაზე მეტი
ზეგავლენა და ზეწოლა, რაც ქართულმა საზოგადოებამ და
კულტურამ რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სამეფო-
სამთავროების გაუქმებისა და დაპყრობის შემდეგ განიცადა.
XIX ს-ის შუა წლებისათვის ქართული ენა და
საქართველოს ხსენებაც კი იკრძალებოდა შედეგად —
თერგდალეულთა მოღვაწეობა და ეროვნულ-განმათავისუფ-
ლებელი მოძრაობის აღმავლობა მივიღეთ.
რომი, კოლიზეუმი. ძვ. წ. I ს. თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ, დავი-
ნახავთ, რომ ის მთლიანად ინტეგრაცია-დეზინტეგრაციის
უწყვეტი ჯაჭვია. კაცობრიობის სახელმწიფოებრივი ისტო-

170
რიის გარიჟრაჟზევე წარმოიქმნა დიდი იმპერიები, ისეთი
როგორიც იყო აქემენიანთა სპარსეთი, ალექსანდრე მაკედო-
ნელის იმპერია, რომის იმპერია. ამ მართლაც რომ მსოფლიო
იმპერიებმა მთელი რეგიონები და კონტინენტებიც კი ერთ
გლობალურ კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში მოაქციეს.
ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა ვაჭრობისა და ფულის
მიმოქცევის განვითარებას, მეცნიერული და ტექნიკური
მიღწევების სწრაფ გავრცელებას, მეორე მხრივ, იმპერიები
აფერხებდნენ მის საზღვრებში მოქცეული ცალკეული
ქვეყნებისა და ხალხების ეკონომიკურ წინსვლას და
განვითარებას. ამიტომ ამ დიდ იმპერიებში გაერთიანებული
ქვეყნები თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და
დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ მიისწრაფოდნენ, რაც
დეზინტეგრაციულ ძალებს აძლიერებდა და, საბოლოოდ, ამ
იმპერიების დაშლას იწვევდა. ხშირად გაიგონებთ, რომ
თითქოს გლობალიზაცია განსაკუთრებით საშიში გახდა
დღეს, როდესაც XX-XXI სეუკუნეები მიჯნაზე ტექნოლო-
გიურმა რევოლუციამ დედამიწა „ერთ დიდ სოფლად― აქცია ჩინეთის დიდი კედელი.
და მისი ყოველი წერტილი იოლად ხელმისაწვდომი გახადა, ძვ წ. III საუკუნე
რაც ვითომდა მეტ საშუალებას აძლევს დიდ და ძლიერ
სახელმწიფოებს, ჩაერიონ თუნდაც შორეული პატარა
ქვეყნის ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ დიდ და ძლიერ
სახელმწიფოებს ეს არც არასოდეს უჭირდათ, ტერიტო-
რიული სიშორეც მათთვის სერიოზული დაბრკოლება როდი
იყო. გავიხსენოთ, თუნდაც არაბთა სახალიფო, მონღოლთა
იმპერია და შედარებით ახლო ისტორიიდან — დიდი
ბრიტანეთის იმპერია.
მსოფლიო ისტორია გვასწავლის, რომ სრულიად
დამოუკიდებელი ქვეყნებიც, შეგნებულად თუ შეუგნებლად,
თავს რომელიმე გლობალური ცივილაზაციის ნაწილად
მოიაზრებენ. ასეთ გლობალურ ცივილიზაციებში ყოველ-
თვის იკვეთება ერთი ან რამდენიმე ლიდერი სახელმწიფო,
რომლებიც ცივილიზაციათა ჭიდილში მრავალრიცხოვანი
„მოკიდებული―, „მომყოლი― სახელმწიფოებითა და ხალხე-
ბით გამოდიან. ყოველთვის უფრო ძლიერია ცივილიზაცია,
რომელიც ასეთი „მომყოლი― ქვეყნების შემოკრებას შედა-
რებით თავისუფალი არჩევანის გზით ახდენს და არა ამ
ქვეყნების დაპყრობითა და ძალადობით. მეორე მხრივ,
სწორი არჩევანი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყ-
ნისა თუ რეგიონის სამომავლო ბედს.
გლობალური ცივილიზაციების წარმოქმნა და მათ
შორის ჭიდილის დასაწყისი ჯერ კიდევ დიდმა ჰეროდოტემ
მანგლისის ღვთისმშობლის
შენიშნა და თავისებური ახსნაც მისცა. მან სწორედ დაინახა
სახელობის საკათედრო ტაძარი
განსხვავება და დაპირისპირება სპარსელების ეგიდით
საქართველო, დაბა მანგლისი
გაერთიანებულ სამყაროს — აზიასა და ბერძნულ სამყაროს IV-XI სს.
— ევროპას შორის და ეს ამ სამყაროების მიერ ერთმანეთის
მიმართ ჩადენილი არაკორექტული საქციელით ახსნა.
მართლაც, ცივილიზაციური განსხვავება დასავლეთსა
და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის

171
ანტიკური ისტორიის სიღრმიდან მოდის. ეს ორი სამყარო
პირველად, როგორც გვახსოვს, ალექსანდრე მაკედონელმა
გააერთიანა. ამ კავშირმა რიტუალური გამოხატულება აქემე-
ნიანთა ერთ-ერთ დედაქალაქ სუსაში (აქემენიანთა სპარსეთში
ოთხი დედაქალაქი იყო) მოწყობილ ცნობილ საქორწინო
დღესასწაულში ჰპოვა, რომლის დროსაც ალექსანდრე მაკედო-
ნელმა სამშობლოდან წამოყვანილი 10000 მეომარი ამდენსავე
სპარსელ ქალზე დააქორწინა.
ამ პერიოდის დასავლეთისა და აღმოსავლეთის
სამყაროს გაერთიანების სიმბოლოა ალექსანდრე მაკედონელის
მეტსახელი, რომლითაც მას არაბული წყაროები, მათ შორის
მაკედონელ მოლაშქრეთა
მუსლიმთა საღვთო წიგნი ყურანი მოიხსენიებს: ზულ-კარნაინი
სპარსელ ქალებზე ქორწინება
— ორრქიანი, რაც მსოფლიოს ორი ნაწილის, დასავლეთისა და
ძვ.წ. 324 წელს მოხდა.
აღმოსავლეთის მფლობელის, ანუ მსოფლიო მბრძანებლის
სინონიმია.
ალექსანდრე მაკედონელის ხანიდან მოყოლებული
„აღმოსავლეთსა და დასავლეთზე― ბატონობა, რაც მსოფლიო
მბრძანებლობას ნიშნავდა, ყველა ძლიერის ოცნება იყო.
ორთავიანი არწივი, რომელიც ბიზანტიის იმპერიის სიმბოლო
იყო, ხოლო ბიზანტიის ოსმალთა მიერ დაპყრობის შემდეგ
რუსეთმა დაიმკვიდრა, ხაზს უსვამდა ჯერ ბიზანტიის
იმპერატორების, ხოლო შემდეგ რუსეთის მეფეებისა და
იმპერატორების პრეტენზიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის
ფლობაზე, ანუ მსოფლიო ბატონობაზე. როდესაც თურქ-
სელჩუკებმა XI ს-ის შუა წლებში ბაღდადი აიღეს, ხალიფამ მათ
წინამძღოლს თოღრულ ბეგს ორრქიანი გვირგვინი დაადგა,
რითაც ის „აღმოსავლეთისა და დასავლეთის― მეფედ, ანუ
მსოფლიოს მბრძანებლად აღიარა.
ოსმალთა სულთნები მონეტებზე იხსენიებოდნენ,
როგორც სულთანი ორი ხმელეთისა და ხაკანი ორი ზღვისა.
სულთნის სასახლის მთავარ შესასვლელ კარზე (ბაბ-
იჰუმაიუნზე), შემორჩენილია წარწერა: „სულთანი მეჰმედი...
ხალიფა (არაბულად — ღმერთის ჩრდილი და სული. ადამიანთა შორის... ორი
„ნაცვალი― „მოადგილე―) — კონტინენტის და ორი ზღვის, აღმოსავლეთის და დასავლეთის
მუსლიმთა უმაღლესი ბატონი.―
სასულიერო და საერო მსოფლიოს მბრძანებლის მნიშვნელობით იხმარებოდა
ხელისუფლის ტიტული შუა „აღმოსავლეთი― და „დასავლეთი― ერთიანობის ხანის საქარ-
საუკუნეებში. თველოს მეფეთა ტიტულატურაში: „ყოვლისა აღმოსავლეთისა და
დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი―.
ორი ხმელეთი — იგულისხმება თანამედროვე ეტაპზე, როდესაც დასავლეთსა და
დასავლეთი — ევროპა და
აღმოსავლეთზე საუბრობენ, გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე უფრო,
აღმოსავლეთი — აზია
სწორედ ცივილიზაციურ განსხვავებას უსვამენ ხაზს. დასავლეთში
ლიბიითურთ, ანუ
აფრიკითურთ. განვითარებული კაპიტალისტური ურთიერთობებისა და
დემოკრატიის ქვეყნებს მოიაზრებენ. ასეთი გაგებით, ისრა-
ორი ზღვა — მოიაზრება ელს ისევე, როგორც იაპონიას, დასავლეთის ცივილიზაციას
დასავლეთით ხმელთაშუა ზღვის მიაკუთვნებენ, იმ დროს, როდესაც გეოგრაფიული თვალსაზ-
და აღმოსავლეთით არაბეთის რისით იაპონიიდან ბევრად უფრო დასავლეთით მდებარე
ზღვის აუზები. ცენტრალური აზიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნები —
აღმოსავლეთად განიხილებიან.

172
§ 2. რელიგიის ისტორია
რელიგიური სისტემების წარმოქმნასა და განვითარებას
რელიგიის ისტორია შეისწავლის.
თავდაპირველად, ადამიანის რწმენა-წარმოდგენები რელიგია ადამიანთა ერთიან
შედარებით მარტივ სახეს ატარებდა. რწმენა-წარმოდგენებს, მწყობრ სისტემაში მოქცეული
რომლებიც ადამიანთა საზოგადოებას თავისი განვითარების რწმენა-წარმოდგენებია.
პირველყოფილ, პრიმიტიულ დონეზე ახასიათებდა მეცნიერები:
ანიმიზმს, ტოტემიზმს, ფეტიშიზმსა და მაგიას უწოდებენ.
ანიმიზმი უსულო სამყაროს გასულიერებას ნიშნავს.
პირველყოფილ ადამიანს ეგონა, რომ მთა, ქვა, ხე, წყალი,
მდინარე და ა.შ. ისევე სულიერი იყო, როგორც საკუთრივ
თვითონ. ეს ადამიანის რელიგიური წარმოდგენების
ბავშვობის ხანაა. მართლაც, ალბათ გინახავთ პატარა ბავშვი,
რომელიც ტირის, ვინაიდან მაგიდას, სკამს, კარადას, იატაკს
და ა.შ. სხეულის რაღაც ნაწილი მიარტყა და ეტკინა. თქვენ
იმ კარადას, ან სკამს და ა.შ. თუ „გალახავთ―, ბავშვი
დამშვიდდება, ვინაიდან მას ჰგონია, რომ ის, რამაც
ტკივილი მიაყენა, დაისაჯა და სამაგიერო მიეზღო. ეს
იმიტომ, რომ ამ ასაკში ბავშვს მის ირგვლივ უსულო საგნები
საკუთარი თავის ანალოგიით, სულიერად მიაჩნია. ანიმიზ-
მის ხანიდან მოდის ზღაპრებში სხვადასხვა ბოროტი და
კეთილი სულებით დასახლებული მთები, ხეები და
მდინარეები.
ტოტემიზმი ცხოველთა და მცენარეთა თაყვანისცემას
გულისხმობს. ისტორიის განვითარების პირველყოფილ

ratom omoben erTmaneTSi elinebi da sparselebi — azielebi da evropelebi —


dasavleTelebi da aRmosavleTelebi?

„არ უნდა იქნეს დავიწყებული ყველა სხვა და განსაკუთრებით კი ის მიზეზი, რისი


გულისათვისაც ებრძოდნენ ელინები და ბარბაროსები ერთმანეთს.
სპარსთა ისტორიკოსები ამბობენ, რომ ფინიკიელები იყვნენ ელინთა და სპარსთა მტრობის
მიზეზნი, რადგანაც ... [მათ] შორეული ნაოსნობა მოაწყვეს, ... მოვიდნენ ... არგოსში (საბერძნეთის
ქალაქი)... [და] მოიტაცეს მეფის ასული იო... და პირველი უსამართლობაც ასე დაიწყო. სპარსელები
ამბობენ, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ელინთაგან (ბერძენთაგან) მოვიდნენ ფინიკიის ტიროსში (ქალაქი
ფინიკიაში) და მოიტაცეს მეფის ასული ევროპე. ... ეს იყო სამაგიეროს მიზღვა _ თანაბრად
თანაბრისათვის. ამის შემდეგ ელინებმა უსამართლობა მეორედ ჩაიდინეს გრძელი ხომალდით
მისცურეს აია-კოლხიდაში, მდინარე ფასისთან და იქ... მოიტაცეს მეფის ასული მედეა. კოლხთა მეფემ
გაგზავნა ელადაში მოციქული, რომ მოეთხოვა სამართალი მოტაცებისათვის და უკან გამოეთხოვა
ასული. ხოლო ელინებმა უპასუხეს, რომ არც ამათ უგიათ პასუხი მათ წინაშე არგოსელი იოს
მოტაცებისათვის და ამიტომ არც თვითონ აპირებენ, რომ მისცენ მათ რაიმე... ამბობენ, რომ მეორე
თაობაში ამის შემდეგ ალექსანდრემ, პრიამოსის ძემ (ტროას მეფის ძე)... მოიტაცა ელენე
(საბერძნეთიდან). ხოლო ელინებმა... უკან გამოითხოვეს ელენე და მოითხოვეს პასუხი მოტაცებისათვის.
ხოლო ტროელებმა თავი იმართლეს იმით, რომ შეახსენეს ელინებს მედეას მოტაცება, როდესაც
ელინებმა არც პასუხი აგეს და არც ქალი დააბრუნეს... აქამდე მათ შორის იყო თითო ქალის მოტაცება,
ხოლო ამიერიდან ელინებმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს, რადგან მათ პირველებმა დაიწყეს ლაშქრობა
აზიაში (იგულისხმება ომი ტროას წინააღმდეგ), მასზე უწინ ვიდრე აზიელებმა ევროპაში. ამის მერე
მუდამ ისეა მიჩნეული, რომ ელინები სპარსელების მტრები არიან. სპარსელები აზიასა და იქ მცხოვრებ
ბარბაროს ტომებს თავისიანებად მიიჩნევენ, ხოლო ევროპასა და ელინთა ტომს კი ემიჯნებიან―.

ჰეროდოტე, ისტორია

173
ხანაში ცალკეულ გვარს და ტომს თავისი სათაყვანო ცხოველი
ჰყავდა, რომელზედაც აკრძალული იყო ნადირობა, ვინაიდან
ისინი იმ გვარისა, თუ ტომისათვის სათავის მიმცემ
წინაპრებად და, შესაბამისად, „მფარველებად― მიაჩნდათ.
ასეთ ცხოველებს „ტოტემური ცხოველები― ეწოდებათ.
მაგალითად, ავსტრალიაში ზოგიერთი ადგილობრივი
ტომებისთვის, ტოტემური ცხოველი იყო კენგურუ.
ტოტემიზმის ნაირსახეობას ხის თაყვანისცემა
წარმოადგენს. ჩვენში გავრცელებული ნატვრის ხეებიც,
რომლებსაც საგანგებოდ ჭინჭებით რთავენ, რათა ხემ მისი
ჭინჭით შემამკობელის სურვილები აასრულოს, უძველესი
ანიმისტური რწმენა-წარმოდგენის ლამაზი გადმონაშთია. ხე
პრიმიტიული ადამიანის წარმოდგენაში სამყაროს
მიკრომოდელს წარმოადგენდა: ტოტები ზესკნელთან, ანუ
ცასთან იგივდებოდა, ხის ბოძი, ანუ შუა ტანი — შუასკნელთან,
იგივე დედამიწის ზედაპირთან, ხოლო ფესვები ქვესკნელთან,
ანუ მიწისქვეშეთთან. ასე რომ ხე, ძველი ადამიანის
წარმოსახვაში, უნივერსს — სამყაროს განასახიერებდა.
ფეტიშიზმი უძველესი, წარმართული რელიგიის ერთ
-ერთი ნაირსახეობაა და ამა თუ იმ უსულო საგნებისადმი
განსაკუთრებული ძალის მინიჭებასა და მის გაღმერთებას
ნიშნავს. ყველაზე უფრო გავრცელებული ფეტიშები იყო
სხვადასხვა ამულეტები, იგივე თილისმები და ა.შ.
მაგია. ასე უწოდებენ მეცნიერები პრიმიტიულ
რელიგიურ წარმოდგენებს, რომელთა არსი მდგომარეობს
რწმენაში, რომ სხვადასხვა სახის შელოცვებს, ან შელოცვილ
საგნებს ადამიანის დაცვა ან ზიანის მიყენება შეუძლიათ.
უხსოვარ დროში ასე გაჩნდა სხვადასხვა შელოცვები და
მისამღერები, რომლებიც ვითომდა ადამიანს ავი
თვალისაგან იცავდა, ავადმყოფობებს კი კურნავდნენ. მაგია,
იგივე ჯადო და ჯადოქრები, ანუ ადამიანები, რომლებიც
ფეტიში — პორტუგალიური მაგიურ რიტუალებს ასრულებენ, დღესაც მრავლადაა და არა
სიტყვა fetico-დან მოდის, რაც მხოლოდ პრიმიტიულ ხალხებში.
ჯადოქრობასა და ამულეტს ადამიანთა საზოგადოების განვითარებასთან ერთად
ნიშნავს. ეს რწმენა-წარმოდგენები გართულდა და წარმართულ
პანთეონებად ჩამოყალიბდა. მიწათმოქმედი ხალხების რწმენა-
წარმოდგენები მიწათმოქმედების, მომთაბერე-მესაქონლე ხალ-
ხებისა კი — მესაქონლეობის წარმატებისათვის საჭირო ბუნების
მოვლენებსა და სეზონურ ცვლილებებს დაუკავშირდა. იმ ხანის
ადამიანები თაყვანს სცემდნენ ბუნების ძალებს და
მრავალრიცხოვან ღვთაებებს, რომელთა ქვის, თიხისა თუ
ლითონისაგან გამოძერწილ მცირე ზომის გამოსახულებებს
სახლებში კერიასთან, დიდი ზომის ქანდაკებებს კი ქალაქის
ცენტრალურ მოედნებზე თუ საგანგებოდ მათ სახელზე
აგებულ ტაძრებში დგამდნენ. ასეთ რელიგიას პოლითეიზმი,
ანუ მრავალღმერთიანობა ეწოდება. მოგვიანებით, ძველმა
ხალხებმა თავიანთი ღმერთები ციურ სხეულებს მზეს,

174
მთვარეს, პლანეტებს და ა.შ. დაუკავშირეს. რწმენა- ამულეტი, იგივე თილისმა —
წარმოდგენების ასეთ სისტემას მეცნიერები ასტრალურ მაგიური საგანი, რომელსაც
მიაწერდნენ მაგიურ ძალას და
პანთეონს (ციური სხეულთა თაყვანისცემა) უწოდებენ.
რომელიც მის მფლობელს „ავი
მაგალითად, ძველი შუამდინარული ქალღმერთი იშთარი
თვალისგან― იცავდა.
ცისკრის ვარსკვლავს განასახიერებდა, ბერძნებთან ცისკრის
ვარსკვლავი — აფროდიტე, რომაელებთან — ვენერა,
ქართულ წარმართულ პანთეონში კი დალი იყო. წარმარ-
თული ღვთაებები ბუნების სხვადასხვა მოვლენებს
იწვევდნენ: ქარს, ჭექა-ქუხილს, წვიმას და ა.შ. მათ ადამიანში პანთეონი ორი ბერძნული
სხვადასხვა გრძნობების: ეჭვიანობა, სიძულვილი, სიყვარული და სიტვის — „პან― — ყველა, „თეოს―
ა.შ. აღძვრაც შეეძლოთ. წარმართული ღვთაებები ადამიანურ — ღმერთი შეერთების გზითაა
მიღებული და პოლითეისტურ,
თვისებებს ატარებდნენ: ეშინოდათ, უყვარდათ, ეჯავრებოდათ,
ანუ მრავალღმერთიან
იტყუებოდნენ, თვალთმაქცობდნენ, ქორწინდებოდნენ, შვილებს რელიგიაში ამა თუ იმ
აჩენდნენ და სხვ. ადამიანებისაგან ისინი მხოლოდ უკვდავებით სარწმუნოების ღმერთების
განსხვავდებოდნენ. წარმართული ღვთაებების გულის მოსაგებად ერთობ-ლიობას აღნიშნავს.
უძველესი ადამიანები ამ ღვთაებებს შინაურ ცხოველებს და
ბავშვებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად. ამჟამად პანთეონი გამოჩენილ
ადამიანთა სასაფლაოსაც
უძველესი ხალხების: შუმერების, ეგვიპტელების, ასურე-
ეწოდება.
ლების, ინდოელების, ბერძნების, რომაელების და ა.შ.
წარმართული პანთეონის შესახებ ცნობები ჩვენამდე მოღწეულმა
თქმულებებმა, ლიტერატურულმა, ისტორიულმა თუ თეოგო-
ნიური ხასიათის თხზულებებმა, ისევე, როგორც არქეოლო-
გიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ყოფითმა ნივთებმა,
ხელოვნების ნიმუშებმა, სამარხებმა, თუ საკულტო ნაგებობების
ნაშთებმა შემოგვინახა.
ძველი ბერძნების რწმენით, ღმერთები საბერძნეთის ყვე-
ლაზე მაღალ მთაზე — ოლიმპოზე ცხოვრობდნენ. მთავარი
ღმერთი იყო ზევსი, რომელიც იქ თავის დიდ ოჯახთან, და-
ძმებთან, ცოლთან და მრავალრიცხოვან შვილებთან ერთად
სახლობდა.
კიდევ უფრო მოგვიანებით, ადამიანთა რწმენა-წარმო-
დგენები წერილობით, საღვთო წიგნების სახით გაფორმდა და
რთულ რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემებად ჩამოყალიბდა.
იმ რელიგიებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი მისდევს,

Zveli egvipturi RvTaebebis — osirisis da isidas ambavi

მითის თანახმად, ოსირისი დედამიწის ღმერთის ღების და ცის ქალღმერთის ნუტის შვილი იყო.
ისიდა ოსირისის და, იმავდროულად მისი მეუღლე იყო. ოსირისმა, ლეგენდის თანახმად, მამისგან
მემკვიდრეობით ეგვიპტის სამეფო მიიღო, რომელსაც ის ბრძნულად და სამართლიანად განაგებდა.
სეთმა, ოსირისისა და ისიდას ძმამ და უდაბნოს ღმერთმა ოსირისი შურიანობის გამო მოკლა და მისი
გვამი მდინარე ნილოსში ჩააგდო. ისიდამ ქმრის გვამი მოძებნა, მაგრამ სეთმა გვამი მოიპარა, 40
ნაწილად დაჭრა და ეს ნაწილები მთელს ეგვიპტეში მიმოფანტა. ისიდამ დიდი ხნის ძებნის შემდეგ,
ოსირისის გვამის ნაწილები შეაგროვა და მაგიური შელოცვით ქმარი გააცოცხლა. ლეგენდას ოსირისსა
და ისიდაზე ბუნების ყოველწლიური განახლება უდევს საფუძვლად, რომელიც თითქოსდა კვდებოდა
(ფერს იცვლის) და კვლავაც ცოცხლდება. ძველ ეგვიპტეში ოსირისი მარცვლეულის, მეღვინეობის
ღმერთად, მიცვალებულთა მფარველად და მსაჯულად ითვლებოდა. ისიდა ძველ ეგვიპტელთა რწმენა-
წარმოდგენების მიხედვით ნაყოფიერების, ცის, ქარის და წყლის ქალღმერთი იყო. ის აგრეთვე ცოლ-
ქმრული ერთგულების და დედობრივი სიყვარულის განსახიერებად ითვლებოდა. ძველი ეგვიპტელები
ისიდას ჯადოსნობის, მიცვალებულთა და ზღვაოსნების მფარველადაც მიიჩნევდნენ. ძველი
ეგვიპტელები ისიდას ეგვიპტის მითიურ დედოფლად და ფარაონის ღვთაებრივ დედად თვლიდნენ.

175
მსოფლიო რელიგიები ეწოდება. ისინი მრავალი საუკუნის
წინათ წარმოიშვა.
ქრისტიანობის გარდა, მსოფლიოში გავრცელებულ
რელიგიებს შორის უნდა დასახელდეს ინდუიზმი (ინდო-
ეთში), ბუდიზმი (ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიის ქვეყნებში), კონფუციანიზმი (ჩინეთში), იუდაიზმი
(ებრაელებში), ისლამი (აზიისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში).

RmerTebi antikuri adamianis warmodgeniT

(ღმერთები თათბირობენ, თუ როგორ უშველონ არგონავტებს)


„...ისხდნენ მალულად ჩვენი გმირები (რედ. საუბარია არგონავტებზე),
დიდხანს ყველასგან შეუმჩნეველნი, ლერწმის ჭაობში მიყუჩებულნი,
და ბოლოს მაინც იხილეს მაღლით მხოლოდ ჰერამ და გმირთა მფარველმა
დიდმა ათენა პალასმა ნახეს. მყისვე განშორდნენ ნეტართა კრებულს,
ზევსის ტახტიდან განმარტოებით წყნარ თალამონში იწყეს თათბირი,
რა რიგ ვუშველოთ არგონავტებსო.
პირველად ჰერამ ჰკითხა ათენას გამოსაცდელად : „ზევსის ასულო!
ჯერ შენ განსაჯე, რა გზას დავადგეთ? იქნება ხერხი სჯობდეს ღონესა,
რომ ხიმანდრული ფანდით დასტყუონ აიეტ მეფეს ოქროს საწმისი,
სიტყვით მოთაფლონ, მოინადირონ კოლხთა სასტიკი მბრძანებლის გული?
თუმცა ბუნებით არის გოროზი, მაგრამ ვიხმაროთ ყოველი ღონე―.
ფიცხლივ მიუგო ათენამ ჰერას: „შენ მეკითხები დაბეჯითებით
სწორედ იმ საქმეს, რაც ჩემს გონებას დაუფლებია დიდი ხანია.
დაკარგული მაქვს სულის სიმშვიდე, ბევრი ვიფიქრე, მაგრამ დრო გადის
და ვერაფერი ვერ მოვიგონე — ვერც ფანდი რამე, ვერც სხვა რაიმე
შესაფერისი ღინისძიება, რომ დავეხმაროთ სანუკვარ გმირებს―.
თქვა და დახარა თავი ათენამ, ჰერამაც მიწას მიაპყრო მზერა,
მაგრამ ანაზდად ზევსის მეუღლემ ასწია თავი, ინება სიტყვა:
„მოდი, ვესტუმროთ ცბიერ კიპრიდას! (რედ. იგივე აფროდიტე)
ვთხოვოთ: თუ შვილი უსრულებს
ნებას, მას დაავალოს და ჩააგონოს, რომ გრძნეულ ასულს აიეტისას,
ჯადოქრობაში ეგზომ გამოცდილს, სტყორცნოს ისარი სიყვარულისა
და იაზონის ტრფობით აუნთოს ტურფა მედეას უმანკო გული.
აი, მაშინ კი მე იმედი მაქვს, შეყვარებული ქალის წყალობით
არგონავტები ყველა სიძნელეს გადალახავენ და იაზონი
ქალის შეწევნით შესძლებს საწმისი მშობელ ელადას დაუსაკუთროს―.
ასე თქვა ჰერამ და მოიწონა ათენამ მისი ბრძნული თათბირი.
ახლა თავის მხრივ თავაზიანი და მეგობრული სიტყვით მიმართა:
„ხომ იცი, ჰერა, ისე მშვა ზევსმა, რომ ვერ დამსერა ეროსმა ისრით,
არ ვიცი გემო სიყვარულისა, არ განმიცდია ღელვა ვნებათა,
მაგრამ შენ რაკი ეგ აზრი გხიბლავს: მეც გამოგყვები აფროდიტესთან,
სიამოვნებით დაგიჭერ მხარსა, ოღონდ შენ თვითონ ეტყვი კიპრიდას―.
თქვა ეს ათენამ და ქალღმერთები ფიცხლავ მივიდნენ დიდ სასახლესთან,
რაც აუშენა მოსასვენებლად კიპრიდას მისმა კოჭლმა მეუღლემ
მაშინ, როდესაც თანამეცხედრედ უბოძა ზევსმა ასული ხელთა...

ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III ს.)


პოემა — „არგონავტიკა―

176
მსოფლიო რელიგიებს ფილოსოფიურ შინაარსობრივი
კუთხით თეოლოგები, ანუ ღვთისმეტყველები სწავლობენ.
ძველი და თანამედროვე რელიგიების წარმოშობა-განვითარებას
და მის ცალკეულ მიმდინარეობებს რელიგიის ისტორია
შეისწავლის.
მაზდეანობა. ძველი სპარსელები ცეცხლთაყვანის-
მცემლები იყვნენ. ამ სარწმუნოებას სამყარო ნათელი და ბოროტი
ძალების ბრძოლის ასპარეზად წარმოედგინა. კეთილ ძალებს
შვიდი აჰურა, ანუ შვიდი კეთილი, ნათელი სული წარმოადგენდა,
მათ მუდმივი ცეცხლისა და კაშკაშა სინათლის განსახიერება
უმაღლესი ღმერთი აჰურამაზდა ედგა სათავეში, რომელიც
ბოროტ დაევებს ებრძოდა. ამ დაევებიდან მოდიან ქართული
ზღაპრების დევებიც. აჰურამაზდას სახელიდან წარმოსდგა ამ
სარწმუნოების სახელწოდება — მაზდეანობა. მის დამაარსებლად ძველი შუმერული,
შემდგომში — ბაბილონის
ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში მცხოვრები ზოროასტრი
მთავარი ღვთაება მარდუქი
ითვლება. ამიტომ მაზდეანობას ზოროასტრიზმიც ეწოდება,
მაზდეანთა წმინდა წიგნს კი — ავესტა.
მაზდეანურ სარწმუნოებაში მნიშვნელოვან როლს
ასრულებდა მითრას ღვთაება და მითრას კულტი. ის მზის
დისკოს და მზის სიკაშკაშეს განასახიერებდა. მითრას ლამაზი,
ცხენზე ამხედრებული ჭაბუკის სახით გამოსახავდნენ,
რომელიც შუბით ხარს გმირავდა.
თეოლოგია. ძველი ბერძნული
მითრა, იგივე მზე ინდო-ევროპელი ხალხების სიტყვების თეოს (ღმერთი) და
უძველესი ღვთაება იყო. მას თაყვანს სცემდნენ როგორც ლოგოს (სიტყვა) შეერთების
ძველი არიელები — სპარსელები, ინდოელები, ისე გზითაა მიღებული და
მცირეაზიელი ხეთები. ხეთებთან ეს ღვთაება მითრასილის ღვთისმეტყველებას ნიშნავს.

სახელით იყო ცნობილი. ბევრად უფრო გვიან, რომის იმპერიის


ხანაში მითრას კულტი დასავლეთშიც გავრცელდა. მას თაყვანს
სცემდნენ რომის კეისრებიც. საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ერთ
ხანს მითრაიზმი ანუ მითრას კულტი და ქრისტიანობა რომის
იმპერიაში ერთმანეთს პირველობას ეცილებოდა. ქრისტე კი
აპოლონად და მითრად, ანუ მზედ მოიაზრებოდა.
სპარსული ცეცხლთაყვანისმცემლობა საქართველოში
თავისებურად გარდაიქმნა. უსამართლობასთან და
სიცრუესთან მებრძოლი უძლეველი მხედრის, მზე-მითრას
გამოსახულება მოგვიანებით წმინდა გიორგის პროტოტიპად
იქცა და მასთანვე გაიგივდა. მაზდეანურმა ბოროტმა
სულებმა დაევებმა კი მრავალთავიან, ბოროტ, ბუმბერაზ
ადამიანთა მსგავსი არსებების — დევების სახე მიიღეს.

მონოთეიზმი ეგვიპტეში. მონოთეიზმზე ანუ მონოთეიზმი ორი ბერძნული


სიტყვის: „მონო― — ერთი და
ერთღმერთ-იანობაზე გადასვლის მცდელობას პირველად
„თეოს― — ღმერთი, შეერთების
ეგვიპტეში ჰქონდა ადგილი ეგვიპტის ფარაონის, ამენხოტეპ გზითაა მიღებული და
IV-ის ხანაში. რეფორმატორმა ფარაონმა უარყო ეგვიპტის ერთღმერთიანობას ნიშნავს.

177
თითქმის ყველა ღვთაება, მათ სახელზე მღვდელმსახურება
და ტაძრები გააუქმა და მათი ხსენებაც კი აკრძალა.

ამენჰოტეპ IV-მ ეგვიპტის ერთადერთ ღვთებად მზის


ღმერთი — ატონი გამოაცხადა, რომელსაც დისკოს სახით
გამოხატავდნენ. მისი სხივები ადამიანის ხელის მტევნებით
მთავრდებოდა. ფარაონმა ატონის საპატივცემულოდ სახელი
გამოიცვალა და თავს ეხნატონი — ატონის მსახური უწოდა.
რეფორმატორმა ფარაონმა პოლითეიზმთან უკეთ ბრძოლის
მიზნით, რომლის სული ეგვიპტის ძველ ქალაქებში თებესა
თუ მემფისში მრავალრიცხოვანი ღმერთების სახელზე
აგებულ ტაძრებში სუფევდა, სამეფოს დედაქალაქი მის მიერ
ახლად აგებულ ახეტ-ატონში გადაიტანა, რაც ატონის, ანუ
მზის ჰორიზონტს ნიშნავს.
ეხნატონის რელიგიური რეფორმა ქურუმების და
ამენჰოტეპ IV, იგივე ეხნატონი მოსახლეობის დიდი ნაწილის პასიურ წინააღმდეგობას
ძვ.წ. 1367-1350 წააწყდა. მეფის სიცოცხლეში ოპოზიცია ხმის ამოღებას ვერ
ბედავდა, სამაგიეროდ მისი გარდაცვალების შემდეგ ის
კონტრიერიშზე გადავიდა, რასაც ქალაქ ახეტ-ატონის
დანგრევა და ეგვიპტის კვლავაც მრავალღმერთიანობისადმი
მიდრეკა მოჰყვა. ეხნატონი მრავალღმერთიანობის მომხრეებს
შორის ისეთ სიძულვილს იწვევდა, რომ მისი სიკვდილის
შემდეგ წარწერებიდან მისი სახელის ამოშლა დაიწყეს და
მისი ეგვიპტის ფარაონთა სიიდან ამოღებასაც შეეცადნენ.

იუდაიზმი. ეს სახელი იუდეველთა, იგივე ებრაელთა


სახელიდან მოდის. იუდეველობა ერთ-ერთი ებრაული
სამეფოს იუდეას მკვიდრობას ნიშნავდა, თუმცა შემდგომში
ის ზოგადად ებრაელის აღმნიშვნელ სახელად იქცა.
ებრაელები მონოთეიზმის იდეას, როგორც ჩანს, ძველ
ეგვიპტელებს დაესესხნენ. სიმპტომატურია, რომ იუდაიზმის
ანუ ებრაული მონოთეისტური რელიგიის მქადაგებელი მოსე
სწორედ ფარაონის კარზე იზრდებოდა. არაა გამორიცხული,
რომ ის ფარაონის საგვარეულოსაც ეკუთვნოდა. მას ხომ
ბიბლიის მიხედვით ფარაონის ქალიშვილი როგორც
საკუთარ ვაჟს, ისე ზრდიდა. ბიბლიური ლეგენდის
თანახმად, მოსე კალათაში მყოფი იპოვა ფარაონის ასულმა.
ეს ზღაპრული პასაჟი როგორც ჩანს, იმისათვის შეიქმნა, რომ
მოსეს ეგვიპტური წარმოშობა დაეფარა და მოსე ეგვიპტის
ფარაონის ასულის არა ნამდვილ შვილად, არამედ ებრაული
წარმოშობის „შვილობილად― წარმოეჩინა. ის რომ მოსეს
ებრაელი მშობლები და და-ძმები ჰყავდა, სულაც არაა
გასაკვირი. ძველ ხალხებში თავისიანად მიჩნევა სწორედ
შვილობის ცერემონიალთან იყო დაკავშირებული. ოჯახი
იშვილებდა უცხოს და ამით ის ტომის თანასწორუფლებიან
წევრად იქცეოდა.
ასე იყო თუ ისე, სრულიად აშკარაა, რომ ეგვიპტელების
მიერ დაწუნებული მონოთეისტური სარწმუნოება, ეხნატონის

178
შემდგომაც არ იყო მთლიანად აღმოფხვრილი და ეგვიპტის
კულტურული ელიტის გარკვეული ნაწილი ფარულად
მონოთეისტურ იდეებს კვლავაც ავრცელებდა.
მოსემ ებრაელებში არა მარტო ახალი მონოთეისტური
რელიგია — იუდაიზმი იქადაგა, არამედ ისინი ეგვიპტელთა
ტყვეობიდანაც გამოიყვანა და სამშობლოში — პალესტინაში
დააბრუნა. მოსემ თავისი მოძღვრება, რომელიც ღმერთის
მიერ იყო ნაკარნახები, ხუთ წიგნად ჩამოაყალიბა. მას
ხუთწიგნეული ანუ ებრაულად „თორა― ეწოდება. თორამ,
სხვა მოგვიანებით შექმნილ ებრაულ რელიგიურ წიგნებთან
ერთად, ბიბლიის პირველი ნაწილი ანუ ძველი აღთქმა
შეადგინა.
იუდაიზმი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში, იმ
ხანის მსოფლიოში და, მათ შორის კავკასიაში, ბევრად უფრო
ფართოდ იყო გავრცელებული. ჩვენი ერის დასაწყისიდან
მოყოლებული ქრისტიანობამ, ხოლო VII ს-ის 30-იანი
წლებიდან კი ისლამმა მისი განვრცობის არეალი ძალზე
შეზღუდა. ამ სარწმუნოების ღმერთი იაჰვე, ანუ იაღოვაა. მან
მოგვიანებით, უკვე ქრისტიანულ სარწმუნოებაში, მამა
ღმერთის სახით, მის ძე იესო ქრისტესა და სული
წმინდასთან ერთად, ქრისტიანთა რწმენის სიმბოლო —
სამება შეადგინა.

ქრისტიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიბლია — ძველი ბერძნული


მსოფლიო რელიგიაა. ამ რელიგიას დღეისათვის დაახლოებით სიტყვაა და „წიგნებს― ნიშნავს.
ორი მილიარდი ადამიანი მისდევს. ქრისტიანობა ძველი და საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ამავე
ახალი ერების მიჯნაზე, პალესტინაში ებრაელთა მიწაზე ბერძნული სიტყვიდან
ჩაისახა და იუდაიზმიდან გამოიზარდა. ის იესო ქრისტემ წარმოდგება „ბიბლიოთეკა―.
იქადაგა, რომელიც ადამიანებს იუდეველთა ღმერთის იახვეს
შვილად მოევლინა. ქრისტიანობა ადამიანთა შორის
ურთიერთსიყვარულსა და შენდობას ამკვიდრებდა. ის
დაბეჩავებულ ადამიანებს ამქვეყნიური ტანჯვის სანაცვლოდ
სიკვდილის შემდეგ სასუფეველსა და სამოთხეს ჰპირდებოდა.

moses ati mcneba

მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და
რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ,
არცა მსახურებდე მათ.
მცნება მესამე: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა.
მცნება მეოთხე: მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე
საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳიდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ.
მცნება მეხუთე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე
ქუეყანასა ზედა.
მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა.
მცნება მეშვიდე: არა იმრუშო.
მცნება მერვე: არა იპარო.
მცნება მეცხრე: არა ცილისწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა.
მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳის
მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა
ყოვლისა მისთჳის, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.

179
ქრისტეს მოძღვრებას მრავალი მიმდევარი განსაკუთრებით
მისი ჯვარცმის შემდეგ გამოუჩნდა, როდესაც ხმა გავრცელდა
იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. მოგვიანებით ქრისტეს
მოწაფეებმა — მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ — მისი,
ცხოვრება და მოძღვრება ცალ-ცალკე წიგნებად აღწერეს. ამ
წიგნების კრებულმა ოთხთავი შეადგინა. ვინაიდან ქრისტეს
რიფსიმე და წმინდა ნინო მოწაფეები ხალხს ქრისტეს ცხოვრებასა და მოძღვრებას ამ
წიგნების მეშვეობით აცნობდნენ, ანუ „ახარებდნენ―, ამიტომ
იმპერატორ დიოკლიტიანეს ოთხთავის თითოეულ თავს, ისევე როგორც მთლიანად ოთხთავს,
ხანაში (284-305) დაწყებული სახარებაც ეწოდა, ხოლო მის ავტორებს — მახარობლები.
ქრისტიანების დევნის დროს
სახარება, „საქმე მოციქულთა―, რომელშიც ქრისტეს მოწაფეთა,
რომის იმპერიის აღმოსავლეთი
პროვინციებიდან სომხეთს თავი
ანუ მოციქულთა მოღვაწეობაა გადმოცემული და მოციქულების
შეაფარა ქრისტიან ქალთა ერთმა ეპისტოლეები (წერილები) შეადგენენ ბიბლიის მეორე ნაწილს
ჯგუფმა, რომელსაც მათთან — ახალ აღთქმას, რომელიც ძველ აღთქმასთან ერთად
მყოფი უფლისწულის, რიფსიმეს ქრისტიანების წმინდა წიგნია.
სახელის მიხედვით, ებრაელთა ქვეყანა რომის იმპერიაში შედიოდა.
რიფსიმიანებს უწოდებენ. ამ ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ახალი რჯული პირველ რიგში
ქალებში იყო საქართველოს
საკუთრივ ქალაქ რომში და რომის იმპერიაში შემავალ
მომავალი განმანათლებელი —
წმინდა ნინო. ქვეყნებში გავრცელდა.
ქრისტიანობის გავრცელებას რომის იმპერიაში
დიდი სიძნელეები შეხვდა. მას წარმართი ქურუმობა და
წმინდა გიორგი. დიოკლიტიანეს საიმპერატორო ხელისუფლება დაუპირისპირდა. ქურუმებს
მმართველობის ხანაში ეწამა
ახალი რელიგიის დამკვიდრებით, თავიანთი გავლენისა და
რომაელთა ჯარის სარდალი
წარმოშობით კაპადოკიელი — ქონების დაკარგვის ეშინოდათ, კეისრის კარი კი ახალი
გიორგი, რომელიც თავისი რელიგიის მიმდევრებში სახელმწიფოს შიგნით სიმშვიდის
მოწამეობრივი სიკვდილის დამრღვევებს ხედავდა. ამიტომ I-IV სს-ში, ქრისტიანობის
შემდეგ წმინდანად შეირაცხა. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, რომის კეისრები
წმინდა გიორგი საქართველოში დროდადრო იწყებდნენ ქრისტიანთა დევნას. ასეთი დევნის
განსაკუთრებით დიდი
დროს მრავალმა ქრისტიანმა მათ შორის მოციქულებმაც
თაყვანისცემით სარგებლობს,
მოწამეობრივად დაასრულეს თავიანთი სიცოცხლე.
ვინაიდან ის ადრევე გაიგივდა
საქართველოში სათაყვანო ქრისტიანთა დევნამ, ყველაზე მწვავე სახე რომის
მითრასთან. წმ. გიორგის იმპერიაში დიოკლიტიანეს იმპერატორობაში, III-IV სს-ის
სახელზე ჩვენს სამშობლოში მიჯნაზე მიიღო. შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა:
ყველაზე მეტი ეკლესიაა მრავალი ქრისტიანის მოწამეობრივმა სიკვდილმა, ქრისტიანობის
აგებული. პოპულარიზაციას და მოსახლეობაში გავრცელებას კიდევ უფრო
moTxroba ieso qristeze

ძვ. წ. 63 წ. ებრაელთა სახელმწიფო რომაელებმა დაიქვემდებარეს. ებრაელები


დამოუკიდებლობის დაკარგვას ძალზე განიცდიდნენ და მესიას — მხსნელს ელოდნენ, რომელიც მათი
რწმენის მიხედვით, ღმერთს იახვეს (იაღოვას) უნდა გამოეგზავნა. მართლაც, უფალმა ებრაელებს და
საერთოდ კაცობრიობას მხსნელად თავისი ძე იესო ქრისტე მოუვლინა. ის ქალაქ ბეთლემში, ებრაულ
ოჯახში გაჩნდა. მისი დედა მარიამი, შემდგომში მარიამ ღვთისმშობლად წოდებული, ებრაელთა
პირველი მეფისა და წინასწარმეტყველის, დავითის შთამომავალი იყო. ბიბლიის თანახმად, მარიამს
იესო ღმერთისაგან უბიწოდ ჩაესახა. მარიამის ქმარი და იესოს აღმზრდელი მამა იოსები იყო. ქრისტემ
ნათლობა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისგან მიიღო. ძე ღმრთისა მოწოდებული იყო
ღვთის სიტყვა და ღვთის ნება ეცნობებინა ადამიანებისათვის. ებრაელებმა არ გაიზიარეს მისი
მოძღვრება და არც მისი ღვთიური წარმოშობა ირწმუნეს. ებრაულმა სამღვდელოებამ ქრისტეს
სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ებრაელთა ქვეყნის რომაელმა გამგებელმა,
პილატე პონტოელმა დაადასტურა, რის შემდეგაც ქრისტე ჯვარს აცვეს. სიკვდილით დასჯიდან მესამე
დღეს ქრისტე აღდგა და ზეცაში, მამა-ღმერთთან ამაღლდა.

180
შეუწყო ხელი. საბოლოოდ რომის პოლიტიკური ელიტა მიხვდა, მილანის ედიქტი. რომის
რომ ახალ სარწმუნოებასთან ბრძოლას, მისი აღიარება და დასავლეთის ნაწილის
სახელმწიფოს ინტერესებისათვის გამოყენება სჯობდა. იმპერატორმა კონსტანტინემ და
აღმოსავლეთის ნაწილის
ასეთ ვითარებაში რომის ორი, აღმოსავლეთისა და
იმპერატორმა ლიცინიუსმა
დასავლეთის იმპერატორები მედიოლაინში, დღევანდელ მილანის ედიქტს 313 წელს
ქალაქ მილანში ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად ცნობილი მოაწერეს ხელი.
მილანის ედიქტი — ბრძანებულება მიიღეს. ამ ედიქტით
ქრისტიანების დევნა შეწყდა და ქრისტიანულმა რელიგიამ
წარმართული რელიგიების თანაბარი უფლებები მიიღო,
ქრისტიანობა რომის იმპერიაში
რითაც ის რომის იმპერიაში ოფიციალურად ნებადართულ
სახელმწიფო რელიგიად
რელიგიად იქცა. არც თუ დიდი ხნის შემდეგ, უკვე კეისარმა 324 წელს გამოცხადდა.
კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა რომის იმპერიაში
სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება — ქრისტიანული იესო ქრისტესა და


სამყარო IV-VIII სს-ში. რომის იმპერიაში ქრისტიანობის ღვთისმშობლის კვართი
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში საქართველოში
დადგა ქრისტიანული რწმენის სიმბოლოს დადგენა, ანუ იმ
ძველი ქართული საისტორიო
უმთავრესი და ზუსტი დებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც
თხზულებების თანახმად,
გადმოსცემდნენ ქრისტიანული რწმენის ძირეულ არსს.
ქრისტეს ჯვარცმას იერუსალიმში,
რწმენის სიმბოლო განსაზღვრა ქალაქ ნიკეაში გოლგოთას მთაზე ელიოზი და
ჩატარებულმა I მსოფლიო საეკლესიო კრებამ. კონსტანტი- სხვა მცხეთელი ებრაელები
ნოპოლში მოწვეულმა II მსოფლიო საეკლესიო კრებამ კი ეს ესწრებოდნენ. ელიოზმა
განსაზღვრება მთელი რიგი დამატებებით შეავსო. ჯვარცმის შემდეგ რომაელი
ქრისტიანული რწმენის სიმბოლოს დადგენისას მთავარი ჯარისკაცისაგან ქრისტეს
სამოსელი — კვართი — შეისყიდა
იყო ქრისტიანული სარწმუნოების სამ საწყისს — მამა ღმერთს,
და სამშობლოში წამოიღო.
ძე ღმერთს — ქრისტესა და სული წმინდას შორის საეკლესიო ტრადიციის
ურთიერთმიმართების დადგენა, ანუ წმინდა სამების თანახმად, ქრისტეს კვართი დღეს
გაგების საკითხი. იმჟამად ღვთისმეტყველთა ერთი ნაწილი სვეტიცხოვლის ტაძარშია
ქრისტეს მამა ღმერთის ტოლად არ თვლიდა, ასეთი იყო დაკრძალული. საქართველოში
მაგალითად, ეპისკოპოსი არიოზი საიდანაც იღებს საწყისს ხობის მონასტერში ინახებოდა
ღვთისმშობლის კვართიც,
ერთ-ერთი ადრექრისტიანული მწვალებლური მოძღვრება
რომელიც დღეს ზუგდიდის
არიანობა. ღვთისმეტყველთა სხვა ჯგუფი სულიწმინდას
მუზეუმშია დაცული.
დამოუკიდებელ საწყისად (იპოსთასად) არ მიიჩნევდა.

RvTismSoblis wilxvedri qveynebi

საისტორიო ტრადიციის მიხედვით, მოციქულებმა ქრისტეს ზეცაში ამაღლების დღეს კენჭი


ყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა ახალი რჯული. საქართველო მარიამ ღვთისმშობელს
ერგო წილად, ამიტომაც ვუწოდებთ ქართველები ჩვენს ქვეყანას ღვთისმშობლის წილხვედრს. ამავე
გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი საქართველოში არ ყოფილა. იესო ქრისტეს ნების თანახმად,
მარიამის ნაცვლად ჩვენს სამშობლოში ანდრია პირველწოდებული გამოემგზავრა, რომელმაც თან
ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი წამოიღო. ქართული საეკლესიო ტრადიციით, ეს ხატი აწყურის
ღვთისმშობლის ხატია, რომელიც დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ითვლება, რომ
ლუკა მახარობლის დახატულია წილკნის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ასევე ხელოვნების
მუზეუმშია დაცული. მისი ასლი კი წილკნის ეკლესიაში ასვენია. ანდრიას თან ახლდნენ სხვა
მოციქულებიც — სვიმონ კანანელი და მატათა. საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობას
დაახლოებით I ს-ის 50-70-იანი წლებით ათარიღებენ.
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნებად მიიჩნევა ასევე სერბეთი, ესპანეთი, ლიტვა.

181
ნიკეის და კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებებმა
ერთხელ და სამუდამოდ დაადგინეს, რომ მამა ღმერთი, ძე
ღმერთი და სული წმინდა დამოუკიდებელი და თანაბარი
საწყისებია და არსებობენ ერთობაში — შერწყმულად. ამიტომ
I მსოფლიო საეკლესიო კრება
ვუწოდებთ ჩვენ ღმერთს სამება-ერთარსებას. პირველ ორ
325 წ. ჩატარდა
მსოფლიო კრებაზე შემუშავებულ რწმენის სიმბოლოს ნიკეა-
II მსოფლიო საეკლესიო კრება
381 წ. ჩატარდა.
კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლო ეწოდება.
ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო და კონსტანტინოპოლის
II მსოფლიო საეკლესიო კრებებმა დაგმეს არიანობაც,
რომელიც მწვალებლობად გამოცხადდა.
ნიკეის I მსოფლიო კრებას საქართველოდან — ეგრისის
სამეფოდან — ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ესწრებოდა.
არიანობის მიმდევრები კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრებას კი,
ამბობდნენ, რომ იყო დრო, ქართლის ეპისკოპოსი პანტოფილე. ასე რომ, ქრისტიანული
როდესაც ქრისტე არ არსებობდა, რწმენის სიმბოლოს ჩამოყალიბებაში ქართველთა წინაპრებს
დადგა დრო, როდესაც ის უშუალო მონაწილეობა აქვთ მიღებული.
გაჩნდა. მაშასადამე, ქრისტეში
ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებებზე შემუშავებულმა
ჭარბობს ადამიანური საწყისი. ის
რწმენის სიმბოლომ აღიარა სამება ერთარსების — მამა
უფრო ადამიანია, ვიდრე
ღმერთი. ღმერთის, ძე ღმერთის და სული წმინდას თანაბრობა.
რწმენის სიმბოლოს დადგენის შემდეგ მომდევნო საეკლესიო
კრებებზე დავა მიმდინარეობდა უკვე არა სამება-ერთარსების
მწვალებლობა — ეკლესიის მიერ ირგვლივ, არამედ ქრისტეში, როგორც ძე ღმერთში ღვთაებრივი
დადგენილ კანონთა და ადამიანური ბუნების ურთიერთ შეწონასწორებულობის
საწინააღმდეგო მოძღვრება. შესახებ. მოძღვრებას ძე ღვთისას ანუ ქრისტეს ბუნების შესახებ
ქრისტოლოგია ეწოდება. მომდევნო მსოფლიო კრებებზე
ქრისტოლოგიური საკითხების ირგვლივ შემუშავებულ
კანონებს (დოგმატს) სარწმუნოების განსაზღვრებას, ანუ
მრწამსს უწოდებენ.
ჯერ რწმენის სიმბოლოს, ხოლო შემდგომ ქრისტიანული
სარწმუნოების მრწამსის განსაზღვრა და მისი დაცვა ადრეულ
შუა საუკუნეებში ქრისტიანული ეკლესიის ძირითადი
ამოცანა იყო. ამ საკითხს მიეძღვნა კიდევ ხუთი მსოფლიო
საეკლესიო კრება. ასე რომ, სულ შვიდი მსოფლიო
საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელიც ჯერ რომის, ხოლო
შემდეგ ბიზანტიის კეისრების მოწვევით IV-VIII საუკუნეებში
გაიმართა. ამ კრებების დადგენილებების მიზანი იყო

nikea-konstantinepolis rwmenis simbolo

„მწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანათა, ხილულთა
ყოველთა და არახილულთა; და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან
შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან
ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა; რომელი
ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან
წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცდა; და ჯუარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს
ზე, და ივნო და დაეფლა; და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა; და ამაღლდა ზეცად და
მჯდომარე არს მარჯვენით მამისა; და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და
მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ; და სულიწმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი,
რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანიცემების და იდიდების, რომელი
იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ; ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია; აღვიარებ ერთსა
ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა; მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის
საუკუნისასა. ამინ―.

182
დაეცვათ ქრისტიანული რწმენის სიმბოლო და სარწმუნოების
მრწამსი სხვადასხვა სახის მწვალებლობისაგან.
ადრეულ ქრისტიანობაში როგორც სამების ისე
ქრისტეს ბუნების შესახებ არა ერთი განსხვავებული
შეხედულება არსებობდა, რომელიც საეკლესიო კრებების მიერ
მათი განქიქებისა და დაგმობის შემდეგ მწვალებლობებად
ცხადდებოდა. თითოეულ ასეთ შეხედულებას იმ ხანისათვის
გამოჩენილი და ავტორიტეტული საეკლესიო მოღვაწეები,
ღვთისმეტყველები და ეპისკოპოსები ედგნენ სათავეში.
ამიტომ ასეთი მწვალებლობები პერიოდულად ქრისტიანული
სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავდა ხოლმე და
პოლიტიკურ ბრძოლაშიც კი გადადიოდა.
რომის იმპერიის ორად: დასავლეთის და
აღმოსავლეთის იმპერიებად გაყოფის შემდეგ, ქრისტიანული
სამყაროც პოლიტიკურად ორ სახელმწიფოში აღმოჩნდა
განაწილებული. აქედან დასავლეთ რომის იმპერიაში
მხოლოდ ერთი, რომის სამთავარეპისკოპოსო არსებობდა,
რომელსაც ემორჩილებოდნენ ამ სახელმწიფოში შემავალი
ყველა საეპისკოპოსოები.
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში თავდაპირველად
ყველაზე დიდი გავლენით და უფლებებით ალექსანდრიის
და ანტიოქიის სამთავარეპისკოპოსოები სარგებლობდნენ.
ანტიოქიის ანუ სირიის სამთავარეპისკოპოსო
აღმოსავლეთის ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი და
უძლიერესი იყო. ის აღმოსავლეთ რომის იმპერიის აღმოსავლეთში
მდებარეობდა და სასანურ სპარსეთს ესაზღვრებოდა. ანტიოქიის
საპატრიარქოს სამწყსო თავდაპირველად იყო მთელი მცირე აზია,
კონსტანტინოპოლის გარეუბნიდან ხმელთაშუა ზღვამდე,
პალესტინა-იერუსალიმითურთ, შავიზღვისპირეთი და მის
ირგვლივ მდებარე ქვეყნები.
არიანობის დაგმობის შემდეგ აღმოსავლეთის
ეკლესია ახალმა მწვალებლობამ, ნესტორიანობამ, მოიცვა,
რომელიც კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ნესტო-
რისაგან მომდინარეობდა. ნესტორის მოძღვრების არსი შემდეგში
მდგომარეობდა: ქრისტეში იყო ორი ბუნება ადამიანური, წმინდა
მარიამისაგან და ღვთიური — სულიწმიდისაგან და მამა

qristianoba saqarTvbeloSi

„ისინი (ქართველები, რედ.)... ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ, ვისაც ჩვენ
ვიცნობთ―.
პროკოპი კესარიელი, ბიზანტიელი ისტორიკოსი, (VI ს)

vis eqvemdebareboda IV s–Si saqarTvelos eklesia?

საქართველო IV საუკუნეში ორ — ეგრისის და ქართლის ეკლესიებით იყო წარმოდგენილი. ქართლის


ეკლესია იერარქიულად უშუალოდ ანტიოქიის საყდარს ექვემდებარებოდა, ეგრისის ეკლესია კი
ბიჭვინთის საეპისკოპოსოს სახით, ყოფილი პონტოს სამეფოს ეპარქიაში შედიოდა, რომელიც, თავის
მხრივ, ასევე ანტიოქიის პატრიარქს ემორჩილებოდა.

183
ღმერთისაგან, მაგრამ ეს ორი ბუნება მასში გათიშულად, ცალ
-ცალკე თანაარსებობდა. ნესტორიანთა აზრით, როდესაც
საუბარია ქრისტეს შობაზე, ეს მხოლოდ ეხება ქრისტეს,
როგორც ადამიანს, ვინაიდან ქრისტე, როგორც ძე ღვთისა,
რომის იმპერია დასავლეთის და
ერთხელ იშვა მამისაგან „უწინარეს ყოველთა საუკუნეთა―.
აღმოსავლეთის იმპერიებად
შესაბამისად, წმინდა მარიამი ღვთისმშობელი არაა, ის
საბოლოოდ 395 წელს გაიყო.
მხოლოდ ქრისტეს, როგორც ადამიანის მშობელია. ასევე
განიხილავდნენ ისინი ქრისტეს ჯვარცმისა და განცდილი
ვნების საკითხს. მათი აზრით, ამ შემთხვევაშიც ივნო და
ეწამა ქრისტეში ადამიანი და არა ღმერთი, ვინაიდან
ღვთიურ საწყისს არ შეიძლება განეცადა ვნება და წამება.
ნესტორიანობის მთავარი კერა ანტიოქიის საეპისკოპოსო
იყო. თავად კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ნესტორი
ანტიოქიიდან იყო. მართლმადიდებლურ მხარეს იმჟამად
ალექსანდრიის ეპისკოპოსი და რომის პაპი განასახიერებდნენ.
ქრისტიანული სამყარო კვლავ ორად გაიყო.
ნესტორიანობის საკითხს III მსოფლიო საეკლესიო
კრება მიეძღვნა რომელიც მცირე აზიაში, ეგეოსის ზღვის
სანაპიროზე ქალაქ ეფესოში გაიმართა. მას ალექსანდრიის
მთავარეპისკოპოსი ედგა სათავეში. მისი მეთაურობით
ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო
კრება კრებამ გადააყენა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი
431 წელს ჩატარდა. ნესტორი, დაგმო ნესტორიანობა და ის მწვალებლობად
გამოაცხადა. ამავე დროს, იქვე განცალკევებით ანტიოქიის
მთავარეპისკოპოსის მეთაურობით ნესტორიანული მღვდე-
ქართლის საეპისკოპოსო და ლმთავრობა შეიკრიბა, რომელმაც, თავის მხრივ, დაგმო
ნესტორიანობა ალექსანდრიისა და ეგვიპტის მღვდელმთავრები. ამგვარად,
III საეკლესიო კრების შემდეგ ქრისტიანული ეკლესია
ეფესოს III მსოფლიო კვლავაც ორად გახლეჩილი დარჩა. მაშინ ბიზანტიის
საეკლესიო კრებაზე იმპერატორმა ანტიოქიის პატრიარქს მოსთხოვა ალექსანდრიის
მონაწილეობის მისაღებად მთავარეპისკოპოსთან ურთიერთობის აღდგენა და ეკლესიის
ქართლის ეპისკოპოსი გაერთიანება. ასეთ ვითარებაში ამ ორ დიდ და გავლენიან
იერემიაც გაემგზავრა.
საპატრიარქოს შორის კავშირი — უნია შეიკრა. ანტიოქიელებმა
ქართლის საეპისკოპოსო
დაგმეს ნესტორი და ცნეს კონსტანტინოპოლის ახალი
ანტიოქიაზე
პატრიარქი. დოგმატური თვალსაზრისით მათ აღიარეს, რომ
დაქვემდებარებული
საეპისკოპოსოებიდან ქრისტეში „სრულყოფილადაა შერწყმული ორი ბუნება
ერთადერთი აღმოჩნდა, ადამიანური და ღვთაებრივი―. შესაბამისად, მარიამი
რომელმაც ნესტორიანობა არ ღმერთის მშობელია, ანუ ის ერთდროულად მშობელია
გაიზიარა. ეფესოში მიმავალმა ღმერთკაცისა.
იერემიამ ბიზანტიის
დედაქალაქ IV მსოფლიო საეკლესიო კრება. უნიის დადების
კონსტანტინოპოლში მიუხედავად, ვნებები მაინც არ ჩაცხრა. როდესაც უნიის
ჩასვლისთანავე ისეთი სულისჩამდგმელი ალექსანდრიის პატრიარქი გარდაიცვალა,
აქტიური ალექსანდრიის საპატრიარქოში ანტიოქიის და უნიის
ანტინესტორიანული საწინააღმდეგო განწყობილებებმა იმძლავრა. ალექსანდ-
მოღვაწეობა გააჩაღა, რომ
რიელები უნიაში ნესტორიანელების მიმართ დათმობას
ეფესოში ვეღარ ჩააღწია.
ხედავდნენ. ამიტომ მათ უნია უარყვეს და მათდა

184
შეუმჩნევლად მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ: ისინი
არ ცნობდნენ ქრისტეში, როგორც ღმერთში, ორი ბუნების
ერთობას. მათი თვალსაზრისით, ქრისტეს ორი ბუნება
გააჩნდა შერწყმამდე, ხოლო შერწყმის შემდეგ ის მხოლოდ
ღვთაებრივი ბუნების მატარებელი იყო. აქედან მომდი-
ნარეობს ამ თვალსაზრისის მიმდევართა სახელწოდება
მონოფიზიტი ანუ ერთბუნებოვანი, განსხვავებით უნიის
მიმდევრებისაგან — დიოფიზიტების ანუ ორბუნებო-
ვანებისაგან.
მონოფიზიტობისა და დიოფიზიტობის საკითხს
მიეძღვნა ბიზანტიის იმპერატორის ბრძანებით მოწვეული IV მსოფლიო საეკლესიო კრება
IV მსოფლიო საეკლესიო კრება. IV მსოფლიო საეკლესიო გაიმართა 451 წ.
კრებაზე დარბაზში მოწინააღმდეგე მხარეები იმთავითვე ორ
ბანაკად დასხდნენ. მარცხნივ დიოფიზიტური მრწამსის
ამღიარებლები: ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და რომის
პაპის წარგზავნილები განლაგდნენ, მარჯვნივ კი ალექსანდრიის
და იერუსალიმის მღვდელმთავრები და მათი მომხრეები სამხრეთ კავკასიაში
ისხდნენ. ხანგრძლივი კამათი გაიმართა, ორივე მხარე მონოფიზიტობის ბურჯად
ხმაურობდა, ყვიროდა, მოითხოვდა მათთვის განსაკუთრებით სომხეთი დარჩა. სომხებში
ქრისტიანობის გამავრცელებელი,
მიუღებელი პირების კრებიდან გაძევებას. საბოლოოდ,
ანუ მათი განმანათლებელი,
დიოფიზიტურმა მრწამსმა გაიმარჯვა და მონოფიზიტები სომხეთის პირველი ეპისკოპოსი
მწვალებლებად გამოცხადდნენ. ვინაიდან კრება კონსტანტი- III ს-ის II ნახევრის დიდი
ნოპოლის მახლობლად ქალაქ ქალკედონში ჩატარდა, ამიტომ საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ
დიოფიზიტებს ქალკედონიტებსაც უწოდებენ. პართელი იყო. ვინაიდან სომხები
მიიჩნევენ, რომ უცვლელად
მონოფიზიტობის მწვალებლობად გამოცხადების
მისდევენ გრიგოლ პართიელის
მიუხედავად, ალექსანდრიის საპატრიარქო და, შესაბამისად, მოძღვრებას, ამიტომ მათ
ეგვიპტის საეპისკოპოსოები მონოფიზიტურ მრწამსზე რუსეთის ხელისუფლებამ XIX ს-
დარჩნენ. მონოფიზიტებისათვის განსაკუთრებით დამახა- ში გრიგორიანები, ანუ გრიგორის
სიათებელი იყო რწმენის სიმბოლოს ნიკეის კრებაზე მიმდევრები უწოდა.
მიღებული განსაზღვრების გაზიარება და კონსტანტი-
ნოპოლის II მსოფლიო კრებაზე მიღებული დამატებების
უგულებელყოფა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აღზევება. ამ საქართველოს ეკლესია


ქალკედონის კრების შემდეგ
საპატრიარქოს აღზევება კონსტანტინოპოლის აღმოსავლეთ
რომის დედაქალაქად ყოფნამ განაპირობა. ჯერ კიდევ II IV მსოფლიო საეკლესიო კრების
მსოფლიო საეკლესიო კრებამ კონსტანტინოპოლის პატრიარქი შემდეგ ქართლის ეკლესია
აღმოსავლეთ საქრისტიანოში რომის პაპის ტოლად აღიარა, ძველებურად ანტიოქიის
მაგრამ იმჟამად საკუთრივ ქალაქ კონსტანტინოპოლის გარდა დაქვემდებარებაში დარჩა,
ეგრისის ეკლესია კი
მას სამწყსოდ სხვა ტერიტორია არ გადასცემია. ქალკედონის
კონსტანტინოპოლის პატრიარქს
IV საეკლესიო კრებამ ხელმეორედ დაამტკიცა კონსტანტინოპოლის დაექვემდებარა. ქალკედონის
II მსოფლიო კრების ეს გადაწყვეტილება და კონსტანტინოპოლის კრებიდან დაახლოებით 20 წლის
პატრიარქს ანტიოქიის საპატრიარქოს ხარჯზე მცირე აზიასა და შემდეგ, ქართლის პირველ
შავიზღვისპირეთში სამწყსოდ დიდი ტერიტორია გადასცა. ამავე კათალიკოსად პეტრე (470-505)
დაინიშნა.
კრებაზე ცალკე საპატრიარქოდ გაფორმდა იერუსალიმის

185
საეპისკოპოსოც, რომელსაც ასევე ანტიოქიის ხარჯზე სამწყსოდ
მთელი პალესტინა გადაეცა. ასე ჩამოყალიბდა ქრისტიანულ
სამყაროში ხუთი — რომის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის,
ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქო.

V მსოფლიო საეკლესიო კრება. ქალკედონის კრების


V მსოფლიო საეკლესიო კრება
553 წელს გაიმართა. მიერ მონოფიზიტობის დაგმობის მიუხედავად, ეს მოძღვრება
მაინც არ გამქრალა. პირიქით, ის უფრო გაძლიერდა და
ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთი და სამხრეთი
პროვინციები მოიცვა. მონოფიზიტები განსაკუთრებით
უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ ქალკედონის კრებამ
საგანგებოდ არ დაგმო და არ შეაჩვენა სამი მღვდელმთავარი,
რომელთა ნაწარმოებების ერთი ნაწილი ნესტორიანული
ბუნებისა იყო.
სამი მღვდელმთავარი იყო: ბიზანტიის კეისარმა იუსტინიანე I საეკლესიო
თეოდორე, ქალაქ მაფსუეტის განხეთქილების აღმოფხვრისა და იმპერიაში ეკლესიის
ეპისკოპოსი, თეოდორიტე ქალაქ კვლავ გაერთიანების მიზნით, გადაწყვიტა მონოფიზიტების
ტირენეს და ივა, ქალაქ ედესის შემოსარიგებლად ნაბიჯი გადაედგა. მან გამოსცა დადგე-
ეპისკოპოსი. ნილება, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიას ამ სამი მღვდელ-
მთავრის შეჩვენებას ავალდებულებდა. ამიტომ მათი განქი-
ქების საკითხს სამი მამამთავრის საკითხი ეწოდება.
იუსტინიანეს მოწოდებამ და დადგენილებამ, დაეგმოთ ისინი,
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მართლმადიდებლებს ანუ
ქალკედონიტებს განსაკუთრებით აღაშფოთებდათ ის, რომ
ამ მამამთავართა დაგმობა მონოფიზიტთა მოთხოვნით
ხდებოდა. მღვდელმთავართა ნაწილი საერთოდ არასწორად
მიიჩნევდა საუკუნის წინ გარდაცვლილ მამათა საქმიანობის
დაგმობას და მათ მწვალებლებად გამოცხადებას.
ამ მამამთავრების ნესტორიანული ხასიათის შრომები
დაგმო კეისარ იუსტინიანე I-ის ბრძანებით, კონსტანტინოპოლში
გამართულმა V მსოფლიო საეკლესიო კრებამ. კრებას რომის
პაპი და მისი წარგზავნილები არ ესწრებოდნენ. მიუხედავად
ამისა, შემდგომში რომის პაპმა ცნო V მსოფლიო საეკლესიო
კრება და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დასავლეთის
ქრისტიანულ სამყაროს მიეღო ამ მსოფლიო კრების
დადგენილება.
VII ს-ის I მეოთხედი ბიზანტია-სასანიანთა სპარსეთის
ბოლო ომით აღინიშნა. ომის დროს ბიზანტიის კეისარს ჰერაკლეს
იმპერიის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მონოფიზიტური
პროვინციების ერთგულება ძალზე სჭირდებოდა. ამიტომ მან
გადაწყვიტა მათ მიმართ დათმობაზე წასულიყო. ასე ჩაისახა
ახალი მწვალებლობა — მონოთელიტობა. მონოთელიტობა
ფაქტობრივად მონოფიზიტობასა და დიოფიზიტობას შორის
კავშირის — უნიის მცდელობა იყო. დიოფიზიტების
მსგავსად, მონოთელიტები ქრისტეში ორ — ადამიანურ და
ღვთიურ ბუნებას აღიარებდნენ, მაგრამ მასში მხოლოდ ერთ
ღვთიურ ნებასა და ქმედებას ცნობდნენ.

186
მონოთელიტობაში ბიზანტიის კეისარი განსაკუთრებით
მაშინ განმტკიცდა, როდესაც სპარსეთზე ლაშქრობის დროს
ტრაპიზონში ჩამოსულმა დასავლეთ ქართული სამეფოს,
ლაზიკის მიტროპოლიტი კიროსი გაიცნო და მასთან ქრისტეს
ბუნების შესახებ ხანგრძლივი საუბრები გამართა. მონოთელიტმა
კიროს ფაზისელმა თავისი მჭევრმეტყველებით, ცოდნით და
განათლებით ბიზანტიის კეისარი მოხიბლა, ამიტომ ჰერაკლემ ჰერაკლე კეისარი ბიზანტიას 610-
სპარსეთზე გამარჯვების შემდეგ მას ალექსანდრიის 641 განაგებდა.
პატრიარქობა და ეგვიპტეში კეისრის ნაცვლობა უბოძა.
კიროსმა მოკლე ხანში მრავალი ათასი მონოფიზიტი
მონოთელიტობაში მოაქცია, რითაც ბიზანტიის კეისრისა და
კონსტანტინოპოლის მონოთელიტი პატრიარქის წინაშე
დიდი სახელი მოიხვეჭა.
ბიზანტიის კეისრებისა და კონსტანტინოპოლის
პატრიარქების მონოთელიტობისადმი მხარდაჭერამ მთელი
დიოფიზიტური სამყარო აღაშფოთა. ისინი მონოთელიტობაში
მონოფიზიტების გამარჯვებას ხედავდნენ. ბიზანტიის
ხელისუფლებას და ეკლესიას მონოთელიტობის გავრცელება
იმპერიაში ძალით უხდებოდა. VII ს-ის შუა წლებში
მონოთელიტობის წინააღმდეგ ყველაზე უფრო რომის პაპმა
მარტინიმ და ბიზანტიელმა ბერმა, გამოჩენილმა ღვთისმეტყველმა
მაქსიმე აღმსარებელმა გაილაშქრეს. ამის გამო ორივემ
მოწამებრივად დაასრულა თავისი სიცოცხლე.
მონოთელიტობის საკითხს მიეძღვნა VI მსოფლიო VI მსოფლიო საეკლესიო კრება
681 წ. გაიმართა.
საეკლესიო კრება, რომელიც კონსტანტინეპოლში ჩატარდა.
კრებამ დაგმო მონოთელიტობა და ის მწვალებლობად გამო-
აცხადა.

ისლამი, როგორც რელიგიური მოძღვრება, VII ს-ის


პირველ მესამედში არაბეთის ნახევარკუნძულზე წარმოიშვა.
მისი შემქმნელი მუჰამედი იყო, რომელმაც თავი ღმერთის —
ალაჰის მოციქულად გამოაცხადა და არაბებს ახალი,
მონოთეისტური სარწმუნოება უქადაგა. მუჰამედმა, იმავე
ხანებში, არაბულ სახელმწიფოსაც ჩაუყარა საფუძველი.
ისლამური რელიგიის შემქმნელი მუჰამედი მექადან
იყო. მექაში, როგორც დიდ სავაჭრო ქალაქში, ერთმანეთს
სხვადასხვა სარწმუნოების და ეროვნების ხალხი ხვდებოდა.
მათგან გაეცნო მუჰამედი იუდაიზმს, ქრისტიანობას,
ზოროასტრიზმს. ასე, რომ მისი ახალი რელიგიური მოძღვრება,
იმთავითვე, სამი დიდი მსოფლიო რელიგიის გზაჯვარედინზე
ჩაისახა და მათ დიდ ზეგავლენას განიცდიდა.
მუჰამედმა მის მიერ შექმნილ სარწმუნოებას ისლამი
უწოდა, რაც ალაჰისადმი, (არაბულად — ღმერთი) თავის
მიცემას, მორჩილებას ნიშნავს, მუსლიმი კი — მორჩილს,
მინდობილს. ამ რელიგიას მუჰამედის სახელის მიხედვით
მაჰმადიანობასაც ეძახიან.
მუჰამედს სურდა თავისი ხალხი ქრისტიანების,
ზოროასტრებისა და ებრაელების მსგავსად, საღვთო წიგნის

187
მქონე ხალხად ექცია. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ
ჩაიწერა მისი ქადაგებები — სურები, რამაც მუსლიმთა
წმინდა წიგნი ყურანი შეადგინა. მუსლიმთა რწმენით ყურანი
ღვთის ნების გამოვლინებაა, რომელიც ალაჰმა თავის
მოციქულს მუჰამედს ამცნო, ამ უკანასკნელმა კი ალაჰის ნება
უკვე ქადაგებების — სურების სახით მორწმუნეებს გადასცა.
ყურანი ერთიან წიგნად მხოლოდ მუჰამედის სიკვდილის
შემდეგ შეიკრა. ასეთი სამუშაოს ჩატარება ჯერ კიდევ
მუჰამედის უშუალო მემკვიდრის ხალიფა აბუ-ბექრის
ისმაილიტები, აგარიანები, ხანაში დაიწყო. VII საუკუნის შუა წლებში ყურანის უკვე
სარკინოზები
სამი ხელნაწერი არსებობდა. ხალიფა უსმანმა ამ
არაბებს ქრისტიანი ხალხები,
ხელნაწერების შეჯერება და ყურანის ტექსტის საბოლოოდ
ისმაილიტებს, აგარიანებს და დადგენა საგანგებო კომისიას დაავალა. კომისიის მუშაობის
სარკინოზებსაც ეძახდნენ. სამივე დასრულების შემდეგ ხალიფამ ახლად რედაქტირებული
ეს სახელი ბიბლიიდან მოდის. ტექსტი მუსლიმებისათვის ერთადერთ კანონიკურ,
ბიბლიის მიხედვით, არაბები ოფიციალურ ტექსტად გამოაცხადა. ამას ყურანის სხვა
სათავეს იღებენ ებრაელთა
ხელნაწერების განადგურება მოჰყვა.
მამამთავრის აბრაამის ვაჟის
ისმაელისაგან, რომელიც აბრაამს ისლამური რელიგიური დოქტრინის მიხედვით
ეგვიპტელი მხევალი აგარისაგან მუჰამედის, როგორც ღვთის მოციქულის, ნებისმიერ
ეყოლა. რაც შეეხება სარკინოზს, ქმედებას ალაჰი წარმართავდა. შესაბამისად, მისი ქცევა და
იგივე სარაცინს, ეს ერთ-ერთი გამონათქვამები ღვთის ნების გამოვლინებად ითვლება.
არაბული ტომის სახელის
ამიტომ მუსლიმმა მეცნიერებმა თავიდანვე დაიწყეს
ბერძნული გააზრებაა: კინ
ბერძნულად ძაღლს ნიშნავს. მუჰამედის გამონათქვამებისა და მისი ქცევის შესახებ
სარკინოზი ბერძნებს ესმოდათ გადმოცემების შეგროვება. VII-IX საუკუნეებში მუსლიმურ
როგორც სარას ძაღლი. ძაღლში სამყაროში ასეთი გადმოცემების მრავალი კრებული შედგა.
კი, სარას მხევალი — აგარი თითოეულ გადმოცემას ჰადისი, არაბულად თხრობა, ხოლო
იგულისხმებოდა.
მათ ერთობლიობას სუნა, ანუ გადმოცემა ეწოდა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მუჰამედმა
ხალიფას ტიტული მიიღო. რაც არაბულად ღვთის მოადგილეს,
ნაცვალს ნიშნავს. ამგვარად, ქრისტესაგან განსხვავებით,
მუჰამედს თავი ღვთის შვილად არ გამოუცხადებია და,
მხოლოდ ღვთის მოციქულობასა და მოადგილეობას
დასჯერდა. ამგვარად, ამ სარწმუნოების რწმენის სიმბოლოდ
შემდეგი გამონათქვამი იქცა: „არ არს ღმერთი თვინიერ
ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი.―
მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ ისლამურმა
თემმა ხალიფებად მისი თანამებრძოლები ჯერ აბუ-ბექრი,

wminda maqsime aRmsarebeli da saqarTvelo

მაქსიმე აღმსარებელი 662 წელს კონსტანტინოპოლში გაასამართლეს, ენა და მარჯვენა ხელი


მოკვეთეს და თავის ორ მოწაფესთან ერთად ეგრისში გადმოასახლეს, სადაც იმავე წელს ლეჩხუმში,
სხიმარის ციხე-სიმაგრეში გარდაიცვალა. მისი ნეშტი იქვე წმინდა არსენის მონასტერში დაიკრძალა. ამ
მონასტერს შემდეგ წმინდა მაქსიმეს სახელი ეწოდა. იგი მდებარეობდა ცაგერის მახლობლად
დღევანდელ სოფელ გვესოში, სადაც შემორჩენილია ადრე შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის ნანგრევები
თავისი სამნავიანი ბაზილიკით. ცაგერის მახლობლად მდ. ცხენისწყლის ნაპირას წმინდა მაქსიმეს
სახელობის პატარა ეკლესიაც იდგა, რომლის ნანგრევებმა დღემდე მოაღწია.

188
შემდეგ კი უმარი და უსმანი აირჩია. უსმანის გარდაცვალების
შემდეგ არაბთა სახალიფოში სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც
არაბები ორ ისლამურ მიმართულებად — სუნიტებად და
შიიტებად დაჰყო. საქმე ისაა, რომ არაბთა ერთი ნაწილი
მუჰამედის ასულის ფატიმას ქმრისა და იმავდროულად
მუჰამედის ძმისშვილის ალის ირგვლივ დაირაზმა. ალის
მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ბიძის სიკვდილის შემდეგ
ხალიფობა მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ამიტომ პირველ სამ
ალი ხალიფად იყო 656-661
ხალიფას უკანონოდ თვლიდნენ. ალი მცირე ხნით ხალიფაც წლებში.
კი გახდა, მაგრამ იმავე წელს მოწინააღმდეგეებმა ქუფაში
მეჩეთში სიცოცხლეს გამოასალმეს. ალის მომხრეებს ქუფა — ქალაქი თანამედროვე
შიიტები ეწოდათ. დანარჩენებს კი სუნიტები. შიიტობა დღეს ერაყის ტერიტორიაზე
ძირითადად ირანსა და მის მომიჯნავე ზოგიერთ ქვეყანაშია
გავრცელებული. ჩვენი მეზობლებიდან აზერბაიჯანელები
ძირითადად შიიტები არიან. შიიტები წმინდა წიგნად
მხოლოდ ყურანს აღიარებენ და სუნას არ ცნობენ. სუნიტები
კი ყურანთან ერთად სუნასაც ცნობენ.

ხატმებრძოლეობა. VII ს-ის 30-იანი წლებიდან


მოყოლებული წინა აზიაში სპარსელები არაბებმა შეცვალეს.
აბუ ბექრი ხალიფობდა 632-634
არაბებმა ბიზანტიელებს წაართვეს აღმოსავლეთისა და
წლებში.
სამხრეთის პროვინციები — ჩრდილოეთ აფრიკა,
პალესტინა, სირია. ეს ბიზანტიის სწორედ ის მხარეები იყო, უმარი ხალიფობდა 634-644
სადაც მონოფიზიტობა ყველაზე უფრო მეტად იყო წლებში.
გავრცელებული. თანდათანობით არაბთა სახალიფოში
უსმანი ხალიფობდა 644-656
მოქცეულ ქრისტიანთა დიდმა ნაწილმა როგორც ბიზანტიის
წლებში.
ყოფილ პროვინციებში, ისე სპარსეთში ისლამი მიიღო.
ამიტომ მონოფიზიტთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
დღეს მონოფიზიტურია აფრიკის ქვეყნების — ეგვიპტისა და .
ეთიოპიის ეკლესიები. სამხრეთ კავკასიაში მონოფიზიტობის
ბურჯად სომხეთი დარჩა.
ისლამი ყველა სახის კერპს სასტიკად ებრძოდა.
ქრისტიანული ეკლესიებისათვის დამახასიათებელი წნინდანთა

muhamedi, როგორც ფიქრობენ, 571 წლის 23 აპრილს დაიბადა. ის ყურეიშიტების არაბული ტომის
ჰაშემიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. მამა, წვრილი ვაჭარი, მის დაბადებამდე გარდაიცვალა.
მუჰამედი 6 წლის იყო, როდესაც დედაც მოუკვდა. ბავშვობაში ის თავის სარჩენად ცხვარ-აქლემს
მწყემსავდა. 24 წლის მუჰამედმა სამსახური დაიწყო 15 წლით უფროს ქვრივ ქალ ხატიჯესთან, რომელიც
მალე მისი პირველი ცოლი გახდა. იღბლიანმა ქორწინებამ მუჰამედს საშუალება მისცა მთელი დრო
რელიგიური საქმიანობისთვის დაეთმო... მუჰამედმა სარწმუნოების ქადაგება 610 წელს დაიწყო, მაგრამ
მშობლიურ მექაში ბევრი მომხრე არ აღმოაჩნდა. 622 წელს მუჰამედს თავის 1500 მომხრესთან ერთად
ქალაქ იასრიბში მოუხდა გაქცევა, რომელსაც ამ დროიდან მედინა (მედინეთ-ონ-ნებიი —
წინასწარმეტყველის ქალაქი) ეწოდა. ამის შემდეგ მუჰამედის მექადან მედინაში გადასვლის თარიღი,
ანუ ჰიჯრა - 622 წლის 16 ივლისი - მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად ჩაითვალა. მუჰამედი
მალე მედინის მმართველი გახდა. მისმა რელიგიამ არაბთა ტომებში თანდათანობით დიდი აღიარება
ჰპოვა. თანაც მან მექელების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული თავდასხმაც მოაწყო. მექელებს
შეეშინდათ, რომ მუჰამედი ქალაქს ძალით აიღებდა. ამიტომ „ჩათრევას, ჩაყოლა― არჩიეს. 628 წელს
მუჰამედი ზეიმით მექაში დაბრუნდა. მან თავის რელიგიაში „ქააბასა― და „წმინდა ქვის― თაყვანისცემა
აღიარა. 632 წელს მუჰამედი მედინაში გარდაიცვალა, სადაც დაასაფლავეს კიდეც. მისი საფლავი
მუსლიმებისათვის წმინდა ადგილად ითვლება.

189
ქანდაკებები და ხატები მათთვის უცხო იყო. ისინი ქრისტიანებს
დასცინოდნენ და კერპთაყვანისმცემლობაში დებდნენ
ბრალს. ამავე ხანებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაბების
მიერ დაპყრობილ ბიზანტიურ პროვინციებში მოსახლეობის
უმრავლესობა ისლამზე მოექცა. ამ გარემოებებმა ბიზანტიის
მესვეურებს აფიქრებინა ხატების თაყვანისცემის აკრძალვა.
ამგვარად, VIII ს-ის 20-იან წლებში აღმოსავლეთის
ქრისტიანული სამყარო ახალმა მწვალებლობამ მოიცვა,
რომელიც, ბიზანტიის კეისრის ლეონ III ისავრიელის
სახელს უკავშირდება. მართლაც, ლეონ ისავრიელმა ხატების
თაყვანისცემა აკრძალა. ასე დაიწყო ხატმებრძოლეობა.
ბიზანტიის იმპერიაში ეკლესიებში ხატების, ფრესკული თუ
მოზაიკური გამოსახულებების განადგურებას მიჰყვეს ხელი.
ხატმებრძოლეობა VII და უკანასკნელმა მსოფლიო
ლეონ ისავრიელი
საეკლესიო კრებამ უარყო. მიუხედავად ამისა, ის ერთხანს
ბიზანტიის კეისარი კვლავაც აღდგა. ამ მწვალებლობის საბოლოოდ დაგმობას
717-741 VII მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ კიდევ ნახევარ
საუკუნეზე მეტი დასჭირდა.
ლეონ ისავრიელმა ხატების განხეთქილება ქრისტიანულ სამყაროში —
თაყვანისცემა 726 წ.ელს აკრძალა. კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა. IX-X ს-დან
ქრისტიანულ სამყაროში ახალი განხეთქილება მომწიფდა. ამ
VII მსოფლიო საეკლესიო კრება დაპირისპირებაში ლომის წილი პოლიტიკური გავლენისათვის
787 წელს ბიზანტიის ქალაქ
მეტოქეობას ეკავა. ფაქტობრივად, ბრძოლა მიმდინარეობდა
ნიკეაში ჩატარდა.
პირველობისათვის რომის პაპსა და კონსტანტინოპოლის
ხატმებრძოლეობა საბოლოოდ
პატრიარქს შორის. რომის პაპის ამბიცია რომის საპატრიარქოს
მხოლოდ 843 წელს დაიგმო. იდეოლოგიურ დოქტრინას — ცეზარო-პაპიზმს
ეფუძნებოდა. ცეზარო-პაპიზმი სამ თეზაზე იდგა:
1. რომის პაპები პეტრე მოციქულის მემკვიდრეები არიან;
2. პეტრემ ხელისუფლება მემკვიდრეობით საკუთრივ
ქრისტესაგან მიიღო.
3. სასულიერო ხელისუფლება საერო ხელისუფლებაზე
მაღლა დგას.
ამით რომის პაპებს კონსტანტინოპოლის პატრიარქთან
მიმართებაში თავისი უპირატესობის დამტკიცება სურდათ. ამ
ორ დიდ საპატრიარქოს შორის პირველობისათვის
პოლიტიკურმა ბრძოლამ რიტუალურ-დოგმატიკური ხასიათი
მიიღო. განხეთქილების საბაბი გახდა დავა სამებაში სული-
წმინდის არსის შესახებ. ბიზანტიის და, საერთოდ, აღმოსავლურ-
ქრისტიანული ეკლესია თვლიდა, რომ სულიწმინდა
გადმოდიოდა მხოლოდ მამა ღმერთისაგან. მაშინ როდესაც
დასავლურ-ქრისტიანული სამყაროს აზრით, სული წმინდა
გადმოდიოდა თანაბრად როგორც მამა ღმერთისაგან, ისე ძე
ღმერთისაგან. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ხანისათვის
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების ღვთის-
მსახურების წესებიც მთელ რიგ შემთხვევებში დაშორდნენ
ერთმანეთს.
დაპირისპირება ამ ორ დიდ საპატრიარქოს შორის
შემდეგნაირად განვითარდა: კონსტანტინოპოლში

190
ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე მონომახის კარზე რომის პაპისადმი
პაპის ლეგატები გამოცხადდნენ (1054), რომელთაც ორ დამოკიდებულება საქართველოში
ეკლესიას შორის მიმდინარე დავის საკითხები უნდა
გაერკვიათ. ისინი უშედეგოდ ცდილობდნენ პატრიარ- რომის პაპის პატრიარქად
მოხსენიება საქართველოში XIV ს-
ქისაგან პაპისადმი მორჩილების თაობაზე განცხადება
ის დასაწყისამდე არ შემწყდარა და
მოესმინათ. როდესაც ამას ვერ მიაღწიეს, მათ პატრიარქის
მხოლოდ მაშინ, როდესაც
სატრაპეზოში დატოვეს ბულა, რომელშიც რომის პაპი კათოლიკურმა ეკლესიამ
ანათემას გადასცემდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს და მონღოლთა ილხანთა
მთელ მის სამწყსოს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა სახელმწიფოში თავისი
გამოწვევას გამოწვევით უპასუხა: რამდენიმე დღის შემდეგ, დამოუკიდებელი საეკლესიო
ბიზანტიის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ ანათემას ორგანიზაცია შექმნა (1318), ის
გადასცა რომის პაპი და მისი ბულა დაწვა. ასე, გაფორმდა XI ქართული ეკლესიის თვალში
ს-ის შუა წლებში ქრიტიანულ ეკლესიის წიაღში დიდი საბოლოოდ გაემიჯნა
განხეთქილება, ანუ სქიზმა, რომელმაც ქრისტიანობა ორ — მართლმადიდებლურ სამყაროს.
მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ნაწილად გაჰყო.
აღსანიშნავია, რომ ბერძნებსა და რომის პაპს შორის
დავაში ქართული ეკლესია იმთავითვე არ ჩარეულა,
ვინაიდან იმ ხანის დიდ ქართველ საეკლესიო მოღვაწეებს
კარგად ესმოდათ, რომ ამ განხეთქილებას უფრო
პოლიტიკური და ნაკლებად რწმენითი საფუძველი ჰქონდა.
ამიტომ ქართული ეკლესია საკმაოდ დიდხანს ექვს
პატრიარქს ასახელებდა და ამ ჩამონათვალში საკუთრივ
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდა, დანარჩენ
ხუთში რომის პაპსაც გულისხმობდა.

XI s-is didi qarTveli saeklesio moRvawe giorgi mTawmindeli


dasavleTis da aRmosavleTis eklesiebs Soris ganxeTqilebis Sesaxeb

დაახლოებით 1065 წ. გიორგი მთაწმინდელი დიდი პატივით მიიღეს ბიზანტიის კეისარ


კონსტანტინე დუკას კარზე. მიღებას ესწრებოდა ბიზანტიის მრავალი „დიდებულნი და წარჩინებულნი,
ჰრომნი და სომეხნი―. კეისარმა მთელ აღმოსავლეთის საქრისტიანოში სახელგანთქმულ ქართველ
ღვთისმეტყველს ჯერ ქართული ქრისტიანობის შესახებ ჰკითხა და როდესაც მისი პასუხით ქართული
და ბერძნული ეკლესიების სრულ ერთობაში დარწმუნდა, მაშინ რომსა და კონსტანტინოპოლს შორის
საეკლესიო განხეთქილების შესახებ ჩამოუგდო საუბარი. ბიზანტიის კეისარმა ჰკითხა გიორგი
მთაწმინდელს, თუ საიდან მომდინარეობდა დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესიების
ღვთისმსახურების წესებს შორის არსებული ერთ-ერთი მთავარი განსხვავება: დასავლური ეკლესია
შესაწირავად იყენებს უსაფუაროდ ანუ ხმიადად გამომცხვარ პურს და სუფთა ღვინოს, ხოლო
აღმოსავლეთის ეკლესია კი საფუარით გამომცხვარ მარილიან პურს და წყალგარეულ ღვინოს. ამაზე
გიორგი მთაწმინდელმა იმპერატორს შემდეგი პასუხი გასცა: „ჰოი, მეფეო, ვინაიდან ბერძენთა შორის
მრავალგზის იჩინა თავი მწვალებლობამ, ... ამისთვის თქვენს მსგავსად ღვთისმსახურთა მეფეთა წმინდა
კრებები მოიწვიეს და დაწვრილებით გამოიძიეს... და დააწესეს, რათა მივიღებდეთ ცომსა ქრისტეს
ხორცის წილ, ხოლო პურის ცომსა — სულისა გონიერისა წილ და მარილსა (საფუარსა) — გონებისა
წილ...―
ხოლო ჰრომთა (იგულისხმება რომის პაპი და დასავლეთის ეკლესია), იცნეს რა ერთხელ
ღმერთი, არასოდეს გადაუხვევიათ და არც მწვალებლობა არ შემოსულა მათ შორის. ამიტომ, როგორც
პირველ-მოციქულმა პეტრემ, შესწირა უსისხლო მსხვერპლი და უფრო კი იმიტომ, რომ თვით უფალმა
სერობის ღამეს ასე მისცა თავის მოწაფეებს, ასევე აღასრულებენ იგინიც. და არაფერია ამაში სადავო,
მთავარია სარწმუნოება იყოს მართალი!

გიორგი მცირე, გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება

191
T a v i VII

პირველი მონეტები მოიჭრა


1769
ლიდიის სამეფოსა და ჯეიმზ უაიტმა
საბერძნეთის კუნძულ გამოიგონა
ეგინაზე.
0 ორთქლის მანქანა.

650
ძვ.წ. 1700

192
1861
რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე
1929
II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს აშშ-ში დაიწყო
რუსეთის იმპერიის ევროპულ „დიდი
ნაწილში მცხოვრები საბატონო დეპრესია‖, ღრმა
ეკონომიკური
გლეხების გათავისუფლების შესახებ.
კრიზისი.

1500 1400

193
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებებისა და ტერმინების ცოდნა

ცნებები და ტერმინები

მეტროლოგია კლებადი უკუგების კანონი/


კლებადი ზღვრული
მწარმოებლურობის კანონი
ნუმიზმატიკა ამქარი
ბონისტიკა მანუფაქტურა
წარმოების ფაქტორი/რესურსი საწარმოო გადატრიალება
მიწა ინდუსტრიალიზაცია
კაპიტალი ეკონომიკის სტრუქტურა
შრომა ეკონომიკის სექტორი
სამეწარმეო უნარი მოთხოვნა-მიწოდება
ეკონომიკის განვითარების ლოჯისტიკა
ცვლადი მახასიათებელი
ეკონომიკის განვითარების ლოჯისტიკური მრუდი
მდგრადი მახასიათებელი
წარმოება ჭარბწარმოება
მწარმოებლურობა ეკონომიკური კრიზისი

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. რა კავშირია ისტორიასა და მეტროლოგია- ნუმიზმატიკა-


ბონისტიკას შორის?
2. როგორ ვითარდებოდა ზომა წონის სხვადასხვა
სისტემები ანტიკუერი პერიოდიდან დღემდე და რა არის
დადებითი მათ უნიფიცირებაში?
3. რომელია ეკონომიკის ცვლადი და მდგრადი
მახასიათებელი და რა გავლენას ახდენენ ისინი ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებაზე?
4. რომელია წარმოების განვითარებაში სამი ძირითადი
ეტაპი?
5. რა მიმართებაა ეკონომიკური სექტორების
მონაცვლეობასა და საზოგადოების ეკონომიკური
განვითარების დონეს შორის?
6. როგორ არის შესაძლებელი საზოგადოების
მწარმოებლურობის გაზრდა?
7. რა კავშირია მოთხოვნა-მიწოდებასა და ჭარბწარმოების
კრიზისებს შორის და რატომ არ ხდებოდა ასეთი
კრიზისები მანუფაქტურული წარმოების დროს?

194
ekonomikis istoria
sarCevi:

ეკონომიკის ისტორიის საკითხებთან უშუალო


კავშირშია ზომა-წონის საზომი ერთეულებისა და ფულის,
§ 1. მეტროლოგია.......................195
როგორც აღებ-მიცემობაში გასაცვლელი ექვივალენტის
§ 2. ფულის ისტორია ................197
წარმოქმნა განვითარება. ამიტომ, ეკონომიკის ისტორიის, § 3. ეკონომიკური
როგორც ისტორიული დისციპლინის საკვლევი საკითხების განვითარების
მიმოხილვამდე, მოკლედ შევეხებით ზომა-წონის ერთეუ- მახასიათებლები.................200
ლებისა და ფულის ისტორიას. § 4. წარმოება და
მწარმოებლურობა..................206
§ 5. წარმოების განვითარების
ეტაპები ............................................. 209
§ 1. მეტროლოგია § 6. ეკონომიკის სტრუქტურა
და სტრუქტურული
ისტორიკოსებს საზოგადოების წარსული ცხოვრების ცვლილებები .......................212
რეკონსტრუქციაში ისტორიული მეტროლოგიაც ეხმარება, ეს §7. ჭარბწარმოების
ისტორიული დისციპლინა უძველესი დროიდან დღემდე ეკონომიკური კრიზისი......217
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოყენებულ სიგრძის,
წონის, ზომის, მოცულობის საზომ ერთეულებს შეისწავლის.
მეტროლოგია ეხმარება ისტორიკოსს სხვადასხვა პერიოდში
საზოგადოების ეკონომიკური განვითარების დონის განსაზღვ-
რაში.
დღეს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ზომა-წონის
მეტრული სისტემა გამოიყენება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე
როდი იყო. არც თუ ისე შორეულ წარსულში არა თუ სხვადასხვა
ქვეყანას, არამედ ქვეყნის შიგნით სხადასხვა რეგიონსაც და
რეგიონებში სხვადასხვა ფეოდალურ სამფლობელოსაც კი
თავისი, განსხვავებული ზომა-წონის სისტემა ჰქონდა.
მეტროლოგები ადგენენ განსხვავებულ ისტორიულ პერიო-
დებში სხვადასხვა ხალხებსა და რეგიონებში გამოყენებულ ზომა-
წონის სისტემებს შორის მიმართებას, ამ სისტემების შესაბამი-
სობას თანამედროვე სისტემებთან და სხვ.
მაგალითად, ძვ. წ. VIII ს-ის დიდი სამხრეთკავკასიური
სახელმწიფოს, ურარტუს მეფე არგიშთი მოგვითხრობს ერთ-
ერთი ქართული ისტორიული ქვეყნის დიაოხის, იგივე ტაოს
(ტაოხი) დალაშქვრაზე და ჩამოთვლის იმ ხარკს, რომელიც
მან დიაოხის მეფეს ყოველწლიურად დაუწესა: „41 მინა
სუფთა ოქრო, 37 მინა ვერცხლი, ათი ათასი მინა სპილენძი“.
წონის რა ერთეულია მინა? რა მიმართებაშია ის ჩვენ მიერ
დღეს გამოყენებულ წონის ერთეულებთან (გრამი, კილო-
გრამი, ტონა)? მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის გაცემით
შეგვიძლია დავადგინოთ ტაოს ქვეყნის მცხოვრებთა ეკონომი-
კური შეძლება. ირკვევა, რომ ურარტული მინა 505 გრ. უდრის.
თუ ტაოელებს ყოველწლიურად ხარკის სახით
დაახლოებით 22 კგ. ოქროს, 19 კგ. ვერცხლის და 5 ტონა სპილენ-
ძის გადახდა შეეძლოთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ამ
ლითონებს ყოველწლიურად სულ ცოტა ხუთჯერ მეტს მოიპო-

195
ვებდნენ, რაც იმ დროისათვის ტაოში ძალზე განვითარებულ
სამთამადნო წარმოებაზე მოწმობს. გასათვალისწინებელია
აგრეთვე, რომ ერთი და იმავე საზომ ერთეულს სხვადასხვა
ეპოქაში სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად,
ყველასათვის ცნობილი ლიტრა, იგივე ლიტრი თავდაპირ-
ველად 328 გრამს უდრიდა, IX-XI სს-ში მისი წონა 406 გრ.
გახდა, XIII ს-ში 950 გრ.-ს მიაღწია. XIV-XV სს-ში ის 1. კგ. და
7 გრამი გახდა და დღევანდელი ლიტრის ისტორიულ წონას
ოდნავ გადააჭარბა, ხოლო XVIII ს-ის II ნახევარში თითქმის
3, 5 კგ-ს მიაღწია. დღეს ლიტრა, როგორც მეტრული
სისტემის ერთეული, ერთი კილოგრამი წყლის მოცულობის
ტოლია.
სიგრძის საზომი ძველი ქართული კაცობრიობის ისტორიის სიღრმიდან ჩვენამდე მრავალმა
ერთეულები საგადასახადო დავთარმა მოაღწია, რომელშიც, ბუნებრივია,
გადასახადები წონისა და ზომის იმდროინდელი ერთეულებითაა
ძველ საქართველოში სიგრძის მოცემული. სხვადასხვა პერიოდში ამ ერთეულების რეალური
საზომი ერთეულების მწყობრი შინაარსის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ
ადგილობრივი სისტემა მოსახლეობიდან აკრეფილი გადასახადების ზუსტი ოდენობა
არსებობდა, რომლის საფუძველს და, შესაბამისად, მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონის და ქვეყნის
ადლი — 101,5 სმ. —
მოსახლეობის ეკონომიკური შეძლება.
წარმოადგენდა.
ზოგადად სიგრძის, წონის, ზომისა და მოცულობის საზომი
ადლის ნახევარს წყრთა
ეწოდებოდა,
ერთეულების მიმართება ეკონომიკის განვითარებასთან ფრიად
მეოთხედს — მტკაველი, თვალში საცემია: მათი უნიფიცირება ქვეყნის და მით უფრო
მერვედს — ციდა, რეგიონისა თუ მსოფლიოს მასშტაბით აღებ-მიცემობისა და,
მეთექვსმეტედს — გოჯეული შესაბამისად, ეკონომიკის წინსვლას უწყობს ხელს და, პირიქით,
ოცდამეთორმეტედს — გოჯი. რეგიონის თუ ქვეყნისა შიგნით სხვადასხვა ადმინისტრაციულ
ერთეულებში სხვადასხვა საზომი ერთეულების გამოყენება,
ვაჭრობას აფერხებდა და ეკონომიკის განვითარებაზედაც უარყო-
ფითად მოქმედებდა.
თანამედროვე საერთაშორისო ზომა-წონის მეტრულ,
ანუ ათობით სისტემას, ის XVIII ს-ის ბოლოს საფრანგეთში
შეიქმნა. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, 1790

ზომა-წონის საზომი თანამედროვე ხელსაწყოები ზომა-წონის საზომი ხელსაწყოები ძველად


196
წელს ეროვნულმა კრებამ დაავალა პარიზის მეცნიერებათა
აკადემიას, შეემუშავებინა ზომა-წონის ერთიანი სისტემა.
მეცნიერთა მიერ მუშაობის დასრულების შემდეგ, XVIII ს-ის
მიწურულს (1799 წლის დეკემბერში), საფრანგეთში მეტ-
რული სისტემის ეტალონი დამტკიცდა, რომელიც შესანახად
საფრანგეთის რესპუბლიკის არქივს გადაეცა. ეტალონის
დამტკიცების მიუხედავად, მეტრული სისტემა საფრანგე-
თში სავალდებულო კიდევ ოთხი ათეული წელი ვერ გახდა.
საფრანგეთის მეტრულ სისტემაზე მთლიანად გადასვლას
საგანგებო დეკრეტი დასჭირდა, რომელიც ძალაში 1840 წლის 1
იანვრიდან შევიდა. თანდათან მეტრული სისტემა ევროპის
მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. მიუხედავად ამისა, კიდევ
რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა იმას, რომ საფრანგეთის
მეტრული ეტალონი მსოფლიოს მეტრული სისტემის საფუ-
ძვლად ეღიარებინათ. ეს პარიზის საერთაშორისო კონფერენ-
ციაზე (1875 წ.) მოხდა, სადაც ჩვიდმეტმა სახელმწიფომ საგან-
გებო მეტრულ კონვენციას ხელი მოაწერა. კონვენციაზე ხელმო-
წერის მიუხედავად ხელმომწერ ქვეყანათა ერთი ნაწილი
მეტრულ სისტემაზე გადასვლას სულაც არ ჩქარობდა. მაგალი-
თად, რუსეთში მეტრული სისტემის გამოყენება ნებადართული
XIX ს-ის მიწურულს (1899 წ.), სავალდებულო კი მხოლოდ 1917
წ., რუსეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ, გახდა.
დღეისათვის ზომა-წონის მეტრული სისტემა აშშ-სა და კიდევ
რამდენიმე ქვეყნის გარდა მთელ მსოფლიოში სავალდებულოდ
ითვლება.

§ 2. ფულის ისტორია

ნუმიზმატიკა ისტორიული მეცნიერებაა, რომელიც


ლითონის ფულის — მონეტის ისტორიას სწავლობს.
ლითონის ფულის მოჭრამდე ბევრად ადრე, ადამიანები
აღებ-მიცემობაში გასაცვლელ ექვივალენტად ლითონის,
განსაკუთრებით ხშირად ძვირფასი ლითონის: ვერცხლისა და
ოქროს ზოდებს ხმარობდნენ. უძველესი ხალხები გასაცვლელ
ეკვივალენტად ხორბალს, სპილოს ძვლის ფირფიტებს,
ნიჟარებს და რქოსან პირუტყვსაც კი იყენებდნენ.
ამიტომაცაა, რომ ძველი რომაული სიტყვა „პეკუნია“,
ისევე როგორც ქართული „ხვასტაგი“ ერთდროულად
ფულს, დოვლათს და ნახირს ნიშნავს. ასევე რქოსანი
პირუტყვის აღმნიშვნელია ინდური სიტყვა — „რუპა“,
რომელიც ინდური ფულის ერთეულს — რუპიას დაედო
საფუძვლად.
მონეტის სამშობლოდ ლიდიის სამეფო და ბერძნული
კუნძული ეგინაა აღიარებული, სადაც ძვ. წ. VII ს-ში
ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიჭრა მონეტები. ერთი
საუკუნის შემდეგ, ძვ. წ. VI ს-ის მიწურულში, ოქროს და
ვერცხლის მონეტები აქემენიანთა სპარსეთშიც მოიჭრა.

197
დაახლოებით ამავე ხანებში პირველი მონეტები ვერცხლისაგან
საქართველოშიც მოიჭრა. ამ მონეტებს მეცნიერები კოლხურ
თეთრს უწოდებენ. ასე რომ, საქართველო ფულის ერთ-ერთი
სამშობლოა. დიდი ხნის მანძილზე საქართველოში მოჭრილ
ლიდიის სამეფო
მონეტებს მხოლოდ უცხოენოვანი წარწერები ჰქონდა.
ლიდიის სამეფოს ძვ. წ. I ქართულწარწერიანი მონეტები ახ. წ. VI ს-იდან გვხვდება.
ათასწლეულის I ნახევარში მონეტები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდიან ამა
დღევანდელი თურქეთის დასავლეთი თუ იმ საზოგადოების წარსულ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.
ნაწილი ეჭირა. ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში ქვეყანაში საკუთარი თუ
უცხოური მონეტების სიმრავლე, გაცხოველებულ აღებ-
მიცემობაზე, ანუ ვაჭრობის განვითარებაზე მიუთითებს, რაც
ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას გულისხმობს.
უცხო სახელმწიფოების მონეტების სიმრავლე ჩვენში, ხოლო
ქართული მონეტებისა სხვა ქვეყნებში, მით უფრო, შორეულ
ქვეყნებში, საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან მჭიდრო
ეკონომიკურ ინტეგრაციაზე მიგვანიშნებს.
საქართველოში X საუკუნისათვის ბალტიისპირეთიდან
ქარვა შემოჰქონდათ. როგორ იყო ეს საქმე ორგანიზებული?
ბალტიისპირელები მოდიოდნენ და მოჰქონდათ ჩვენთან
გასაყიდად თავიანთი ქარვა, თუ ჩვენი ვაჭრები არ ეპუებოდნენ
შორეულ გზას, ყიდულობდნენ ბალტიისპირეთში ქარვას და
მოჰქონდათ საქართველოში?
ამ კითხვას არქეოლოგია და ნუმიზმატიკა პასუხობს:
მეცნიერებმა გერმანიასა და ესტონეთში X ს-ში დავით III
კურაპალატის ხანაში მოჭრილი ქართული მონეტები
აღმოაჩინეს, რაც იმას მოწმობს, რომ ჩვენი ვაჭრები აღნიშნულ
ქვეყნებში ადგილზე ყიდულობდნენ ქარვას თუ სხვა
მათთვის საჭირო საქონელს და საქართველოში მოჭრილი
ვერცხლის მონეტებით აწარმოებდნენ ანგარიშსწორებას.
მონეტა შორეულ წარსულში ამა თუ იმ ხალხის
პოლიტიკური, ეკონომიკური, სახელმწიფოებრივი წყობილების
ამსახველი უძვირფასესი დოკუმენტური მასალაა. მონეტებით
კოლხური თეთრი ზოგჯერ იმის განსაზღვრაც შეიძლება, თუ რამდენად
დამოუკიდებელი ან, პირიქით, დამოკი-დებული იყო ესა თუ
ის ქვეყანა მისი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.

xorbali, rogorc gasacvleli ekvivalenti

104. თუ თამქარმა შამალუს ხორბალი ანდა მატყლი, ანდა ზეთი, ანდა სხვა რამ საქონელი
გასასაღებლად მისცა, შამალუმ ვერცხლზე უნდა იანგარიშოს და თამქარს დაუბრუნოს. შამალუ
თამქარისთვის მიცემული ვერცხლის საბუთს მიიღებს.

105. თუ შამალუ დაუდევრად მოიქცა და თამქარისთვის მიცემულ ვერცხლში საბუთი არ აიღო,


უსაბუთო ვერცხლი ანგარიშში არ ჩაითვლება.

XII. თუ კაცს ვალი მართებს და გადასახდელი ვერცხლი არ გააჩნია, მაგრამ ხორბალი კი აქვს, სამეფო
ნიხრის თანახმად, თამქარმა, სარგებელში ხორბალი უნდა აიღოს.
ბაბილონის მეფის,
ხამურაბის კანონებიდან, ძვ. წ. XVII ს.

198
მაგალითად, VI ს-ის II ნახევარში ქართლის
ერისმთავარი სპარსეთის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა,
რაც, უპირველეს ყოვლისა, ქართული მონეტებით დასტურ-
დება: იმ ხანის ქართულ მონეტებზე ერთ მხარეს ჯვარი—
ქრისტიანობის სიმბოლო, მეორე მხარეს კი ცეცხლი — სპარსული
ცეცხლთაყვანისმცემლობის სიმბოლო იყო ამოტვიფრული.

ბონისტიკა. მონეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ისტო-


რიული წყაროა ქაღალდის ფული. მას ისტორიული დის-
ციპლინა ბონისტიკა შეისწავლის. ქაღალდის ფულის ბრუნ-
ვაში გამოშვებისას გამომშვები მასში გარკვეულწილად თავის
იდეოლოგიასაც გამოხატავს: ემბლემების, დევიზების, ტექს-
ტების, ბეჭდების, ნახატების, ორნამენტების და ა.შ. საშუა-
ლებით. მათი ძირითადი ელემენტებით ბონისტები განსაზღ-
ვრავენ გამოშვების ადგილსა და დროს, ბრუნვის არეალს,
გამომშვებს. ქაღალდის ფულის ნებისმიერი ცვლილება
სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის ცვლილე-
ბებზე მეტყველებს.
ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ფულის შექმნიდან დაახ-
ლოებით ჩვიდმეტი საუკუნის განმავლობაში ის მხოლოდ
ლითონისაგან: ვერცხლი, ოქრო, სპილენძი — იჭრებოდა.
ქაღალდის ფული X ს-ის II ნახევარში პირველად ჩინეთში
გავრცელდა, მას, ე.წ. ბიანციანი — მოხერხებული ფული
ეწოდებოდა. ბიანციანს მსხვილი „ბანკირები“ უშვებდნენ. X
ს-ის 70-იანი წლებიდან ქაღალდის ფულის გამოშვებას
ჩინეთში ცენტრალური ხელისუფლებაც მიმარ-თავდა.
ცნობები ჩინეთის ქაღალდის ფულის შესახებ ევროპაში
მხოლოდ XIII ს-ში იტალიელი მოგზაურის მარკო პოლოს
მეშვეობით გავრცელდა. თუმცა ამის შემდგომაც ევროპაში
კიდევ ოთხი საუკუნე მხოლოდ ლითონის მონეტებს
იყენებდნენ. ქაღალდის ფული ევროპაში პირველად XVII ს-
ის 60-იან წლებში (1662) შვედეთში გამოუშვეს. ნახევარ
საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ კი ქაღალდის ფული
საფრანგეთშიც დაიბეჭდა.

500 ლივრის
დღემდე მოღწეული 100 შვედური ქაღალდის ღირებულების
უძველესი ჩინური ფული დალერი, 1666 ფრანგული ქაღალდის
ქაღალდის ფული 1380 ფული, 1790
წლით თარიღდება.
199
§ 3. ეკონომიკური განვითარების მახასიათებლები

ეკონომიკის ისტორია შეისწავლის კაცობრიობის


ეკონომიკურ ცხოვრებასა და საქმიანობას უძველესი
დროიდან დღემდე. ეკონომიკა, ზოგადად, წარმოების სამ
ფაქტორს, სამ რესურსს ეფუძნება: მიწას, ანუ ბუნებრივ
რესურსს; შრომას, ანუ ადამიანურ რესურსს და კაპიტალს,
როგორც მატერიალურ და არამატერიალურ (მაგალითად,
ინფორმაციული რესურსი) რესურსს. ბოლო ხანებში ამათ
ეკონომიკა ორი ბერძნული
მეოთხესაც უმატებენ — სამეწარმეო უნარს, ანუ — დანარჩე-
სიტყვის (oikos — სახლი + nomos
— ვმართავ, ანუ საოჯახო
ნი სამის გამაერთიანებელ ძალისხმევასა და უნარს.
მმართველობა) შეერთების ნებისმიერ დროს, ეკონომიკის მთლიანი უკუგება წარმოების
გზითაა მიღებული. დღეს ამ ფაქტორების გამოყენებითაა განპირობებული.
ეკონომიკას შემდეგნაირად იმისათვის, რომ ამა თუ იმ რეგიონისა, თუ ქვეყნის
განმარტავენ: საქონლისდა ეკონომიკის განვითარებას გავადევნოთ თვალი, უპირველეს
მომსახურების წარმოების, ყოვლისა ეკონომიკური განვითარების მახასიათებლები
გაცვლის, განაწილებისა და უნდა გამოვყოთ. ეკონომიკის განვითარების მახასია-
მოხმარების საზოგადოებაში თებლებს ძირითადად ორ: ცვლად და მდგრად მახასიათებ-
მოქმედი სისტემა.
ლებად ჰყოფენ.

რას ვგულისხმობთ ცვლად მახასიათებლებში?


ამა თუ იმ ქვეყნის, ან რეგიონის ეკონომიკის
შესწავლისას წარმოების ფაქტორები (მიწა, შრომა, კაპიტალი და
ორგანიზაციული ძალისხმევა) იმ ცვლად მახასიათებ-ლებად
განიხილება, რომელთა ზრდა თუ შემცირება განსაზღვრავს
კიდეც ეკონომიკას. მაგალითად, ძველი ეგვიპტის ისტორიას რომ
გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ამ სამეფოს წარმატება და სიძლიერე
მნიშვნელოვანწილად სოფლის მეურნეობის აყვავებამ
განაპირობა. როგორ მიაღწია ამას ეგვიპტის საზოგადოებამ?
მიწათმოქმედებამ, რომელსაც ეგვიპტელები ხანგრძლივი
დროის განმავლობაში მისდევდნენ, საზოგადოებას ამ
მიმართულებით საჭირო უნარ-ჩვევები შესძინა და ცოდნა
დაუგროვა. მაგალითად, ეგვიპტელებმა უკეთესად
შეისწავლეს საკუთარი ქვეყნის ნიადაგის თავისებურებები,
აგრეთვე, ასტრონომია, რაც ძალზე საჭირო იყო ეგვიპტეში
მიწათმოქმედების შემდგომი წინსვლისათვის. მართლაც,
ვარსკვლავ სირიუსის გამოჩენა მდ. ნილოსის ადიდებას
მოასწავებდა, ამას კი ეგვიპტელები ყურადღებით
აკვირდებოდნენ, ვინაიდან იმ დღიდან იყო ყველაზე
ოპტიმალური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყება.
ეგვიპტელები მდ. ნილოსის სეზონური ადიდების
ხანგრძლივობას და მასშტაბსაც კარგად დააკვირდნენ და სხვ.
ამგვარად განვითარდა არამატერიალური კაპიტალის
(ტექნოლოგია, ცოდნა) რესურსი. მან, თავის მხრივ,
ეგვიპტელებს ნილოსის წყალდიდობების რეგულირებისა და
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმართულებით ნილოსის
ბუნებრივი რესურსის წარმართვის შესაძლებლობა მისცა.

200
აქ უკვე კაპიტალის მატერიალური რესურსი
ამოქმედდა: შეიქმნა საჭირო მატერიალური სიმძლავრეები:
არხები, წყალსაცავები და ა.შ. ამ, თავისი მასშტაბით
გრანდიოზულ, სამუშაოებს რეგულირება და წარმართვა
სჭირდებოდა. ასეთებად ეგვიპტის მმართველი ფარაონი, მისი
მრავალრიცხოვანი მოხელეები და ქურუმები მოგვევლინნენ.
სწორედ ამ მაორგანიზებელი და წარმმართველი
ძალის საჭიროებამ განაპირობა კიდეც ჯერ კიდევ ძვ. წ. IV
ათასწლეულში ეგვიპტური სახელმწიფოს წარმოქმნა.
ყოველივე ამან უკვე ადამიანებს ნილოსის ირგვლივ
მდებარე მიწის ნიადაგის თავისებურებების ოპტიმალურად
გამოყენების შესაძლებლობა მისცა. შედეგად — მიწის
მოსავლიანობამაც არნახულად იმატა.
ამგვარად, ძველი ეგვიპტის ეკონომიკური წარმატება
უშუალო დამოკიდებულებაში იყო წარმოების ზემოაღნიშ-
ნული ფაქტორების დანახარჯების ზრდაზე. მოკლედ რომ
ვთქვათ, ეგვიპტელებმა მეტი შრომა, მეტი ბუნებრივი, მატერია-
ლური, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური და ხელმძღვანელ-წარმ-
მართველი რესურსი დააბანდეს მოსავლის გაზრდის მიმართუ-
ლებით და შედეგიც ამ დანახარჯების პროპორციული მიიღეს.
წარმოების ისეთი ცვლადი ფაქტორებიც, როგორიც
მიწა, შრომა და კაპიტალია, ერთგვაროვანი სულაც არ
გახლავთ — თითოეული მათგანი სხვადასხვა ცვლადების
ერთობლიობაა. მიწა და მიწის რესურსები, მაგალითად,
წიაღისეული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი
ფაქტორია. მაგრამ კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა
ეტაპზე ყველა სახის წიაღისეული ერთნაირად როდი
გამოიყენებოდა: ისეთ წიაღისეულს, როგორიც სპილენძი,
რკინა, ოქრო და ვერცხლია, ადამიანი უძველესი დროიდან ბუნებრივ რესურსში
ფართოდ იყენებდა, მაგრამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოიაზრება: სახნავ-სათესი
საწარმოო მნიშვნელობით გამოყენება ადამიანმა სულ ფართობები, ნიადაგის
საუკუნენახევარია, რაც დაიწყო. აქედან გამომდინარე, ის ნაყოფიერება, წიაღისეული,
რეგიონები, რომლებსაც დღეს ნავთობისა და აირის დიდი რელიეფი, წყლის მარაგი,
მარაგი აქვთ, მათი ეკონომიკური მდგომარეობის ანალი- ფლორა და ფაუნა, მზისა და
ზისას, მიწის რესურსის მიმართულებით, უმდიდრეს ქარის ენერგია, რეგიონის ჰავის
ადგილობრივი
ქვეყნებად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ განა შეიძლება ამ
თავისებურებების ჩათვლით.
რეგიონებზე იმავე პარამეტრით ვიმსჯელოთ, მაგალითად,
XVI-XVIII სს-ზე ან უფრო ადრეულ პერიოდზე როდესაც ადამიანურ რესურსში
ვსაუბრობთ? რა თქმა უნდა, არა: ზოგიერთი ქვეყანა, იგულისხმება ადამიანი, მისი
რომელსაც დღეს უმდიდრესი მიწის რესურსი აქვს ნავთობის ფიზიკური და
სახით და, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების ინტელექტუალური
მშვენიერი პერსპექტივა. მაგალითად, თურქმენეთი, მისი შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები.
ისტორიული განვითარების უდიდეს მონაკვეთში
ნახევარუდაბნო იყო და მხოლოდ მომთაბარე ტომებისათვის მატერიალური რესურსი, ანუ
გამოსადეგი, ისიც წლის გარკვეულ პერიოდში. კაპიტალი გულისხმობს ქარხანა-
ფაბრიკებს, მანქანა-
ასევე, შრომაზე, ანუ ადამიანურ რესურსზე როცა
დანადგარებს, ტექნოლოგიურ
ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქაც რამდენიმე ხაზებს, ფულს.
ცვლადთან გვაქვს საქმე. არაა საკმარისი რომელიმე ქვეყნის
მოსახლეობაზე მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით

201
ვიმსჯელოთ: მის ეკონომიკურ საქმიანობას, სხვა ნიშან-
თვისებებთან ერთად, ასაკობრივი და სქესობრივი
მახასიათებლები, ბიოლოგიური მონაცემები (სიმაღლე,
წონა, ფიზიკური ძალა და სხვ.), შეძენილი უნარ-ჩვევები,
განათლება თუ შრომითი აქტივობაც განსაზღვრავს.

რას ვგულისხმობთ მდგრად მახასიათებლებში და


რამდენად მდგრადია ისინი?

მდგრადად მივიჩნევთ იმ მახასიათებლებს,


რომლებიც ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებთან შედარებით
ნაკლებად ცვლადია, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეტი
მდგრადობით ხასიათდებიან. მაგალითად, ზოგადად
საზოგადოებრივ-პოლიტიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტები: მმართვე-
ინსტიტუტები გულისხმობს:
ლობითი, სამართლებრივი თუ რელიგიური სისტემა,
პოლიტიკურ სისტემას,
კულტურული ტრადიციები, გემოვნება, ტექნოლოგიები —
კანონმდებლობას, სოციალურ,
ეკონომიკურ, რელიგიურ თუ მეტ-ნაკლებად მდგრადი მოცემულობებია და, შესაბამისად,
კულტურულ ინსტიტუტებს, ცალკეული განსახილველი მომენტისათვის წარმოების
ტექნოლოგიების ერთობლიობას. პროცესებსა და ეკონომიკის ზრდაზე დიდ გავლენას არ
ახდენენ.
კვლავაც ეგვიპტის ისტორიას თუ დავუბრუნდებით
და ძვ.წ. XVI-XIII სს-ს ავიღებთ, ვნახავთ, რომ ჩვენ მიერ მდგრად
მოცემულობებად მიჩნეული ფაქტორები პრაქტიკულად
ცვლილებებს არ განიცდის და, შესაბამისად, ეგვიპტის
ისტორიის აღნიშნულ სამასწლიან შუალედში ეგვიპტის
ეკონომიკური განვითარების კვლევისას, მისი ეკონომიკური
წარმატების მიზეზად სახელმწიფო წყობილებას, რელიგიურ
რწმენა-წარმოდგენებს, კულტურულ თუ სხვა ტრადიციებს,
ისევე, როგორც ბრინჯაოს ხანის ტექნოლოგიებს, რომლებიც
იმავე სახით არაერთი საუკუნე მანამდეც არსებობდა, ვერ
მივიჩნევთ.
იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი
მიდგომა გამართლებულია, თუ ჩვენ დროის შედარებით
მოკლე მონაკვეთზე ვსაუბრობთ, ვინაიდან კანონები,
საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემა, რელიგია, ტექნიკა
და ტექნოლოგიები — ყოველდღიურად არ იცვლება.
ისტორიის განმავლობაში ეს თითქოს მდგრადი მოცე-
მულობებიც ცვლად მოცემულობებად იქცევიან და, რა თქმა
უნდა, თითოეული მათგანის ცვლილება, მაგალითად,
პოლიტიკური წყობის, რელიგიის და სხვ. დიდ გავლენას
ახდენს რეგიონის თუ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
მართლაც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტების
ცვლა, ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად, მთელი
ეკონომიკის ცვლილების ყველაზე მძლავრი წყაროა და მისი
განვითარების წინაპირობაც.
ამგვარად, დროის ყოველი მოცემული მონაკვეთის ან
თუნდაც ერთმანეთისაგან არცთუ ისე დაშორებული

202
მონაკვეთების ანალიზისას, სავსებით შესაძლებელია ისეთი
ფაქტორები, როგორიცაა ტრადიცია, საზოგადოებრივი
ინსტიტუტები, მაგალითად, პოლიტიკური წყობა, რელიგია
— შესასწავლი რეგიონის თუ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად,
არაცვლად მახასიათებლებად განვიხილოთ, სადაც
წარმოების ფაქტორები: მიწის, შრომის და კაპიტალის
ოდენობა და ფასები ცვლადი მახასიათებლებია. როცა
მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური ანალიზიდან
ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების შესწავლაზე
გადავდივართ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხსენებული ე.წ.
მდგრადი მახასიათებლები გადამწყვეტი ცვლადი მახა-
სიათებლების მნიშვნელობას იძენს. მაგალითად, სასანიანთა
სპარსეთი ცეცხლთაყვანისმცემელთა ქვეყანა იყო. ეს
სარწმუნოება ალკოჰოლური სასმელის გამოყენებას არ
კრძალავდა და სპარსული ეკონომიკისათვის მეღვინეობა-
მევენახეობას სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ
წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა. VII ს-ის შუა
წლებში სასანური სპარსეთი არაბებმა დაიპყრეს, რომლებმაც
იქ ისლამი გაავრცელეს. ისლამი ღვინის გამოყენებას
კრძალავს, ასე რომ, სპარსეთის ეკონომიკაში მეურნეობის
აღნიშნული დარგის ხვედრითმა წილმა თანდათანობით
მნიშვნელოვნად იკლო. გაქრა, ასევე, მეღორეობა, ვინაიდან
ისლამი ღორის ხორცის საკვებად გამოყენებასაც კრძალავს.
იმის მაგალითად, თუ რა ზეგავლენა ჰქონდა
საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას ეკონომიკაზე, ჰინ-
დური მოსახლეობის კასტური დაყოფა შეიძლება
მოვიყვანოთ. ინდოეთში კასტებს შორის უმკაცრესი იერარ-
ქიული სისტემა არსებობდა. საზოგადოების ამგვარი
ხელოვნური დაყოფა ძლიერ უშლიდა ხელს ეკონომიკურ
წინსვლას.
ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი
სხვადასხვა ცხოველის მიმართ ჰინდუისტური რელიგიის
დამოკიდებულებაც იყო. მაგალითად, ძროხებს ისინი
აღმერთებდნენ: ძროხების დაკვლაც და მისი ხორცის ჭამაც
იკრძალებოდა. ამის გამო, მთელი ინდოეთი სავსე იყო
ნებაზე მიშვებული ძროხებითა და ასევე ხელშეუხებელი,
გველებით — სამეფო კობრებით.
ეკონომიკის განვითარების მახასიათებლების
კლასიფიკაციისას მათ ცვლად და მდგრად მახასიათებ-
ლებად დაყოფას, შესაძლოა, ძირეულ და თანმდევ
მახასიათებლებად დაყოფა სჯობდეს. სადაც ძირეულ
მოცემულობებად წარმოების ფაქტორები: მიწა, შრომა და
კაპიტალი მოგვევლინება, ტექნოლოგიები და საზოგა-
დოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტები კი თანმდევად.
ამ თანმდევ ფაქტორთა ერთობლიობას ზოგჯერ
სოციალურ-კულტურულ ფონს ან ინსტიტუციონალურ
მატრიცასაც უწოდებენ.

203
ტექნოლოგიები. ტექნოლოგიური სიახლეების
დანერგვა ბოლო საუკუნეებში ეკონომიკური გარდაქმნებისა
და საზოგადოების ისტორიული განვითარების უმთავრეს
წინაპირობად იქცა. სულ რაღაც ასი-ასორმოცდაათი წლის
წინ, ავტომობილი, თვითმფრინავი, რადიო და ტელევიზია
არ არსებობდა, კომპიუტერებზე და მასობრივი განადგურების
იარაღზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დღეს კი ჩვენი ცხოვრება
ყოველივე ამის გარეშე წარმოუდგენელია. ტექნოლოგიური
განახლება ყოველთვის ასეთი სწრაფი ტემპით, როგორც
დღეს, როდი ხდებოდა — ქვის ხანის ტექნოლოგიამ ისე
იარსება ასობით ათასი წლის განმავლობაში, დიდი რამ სიახლე
არ დასტყობია. ეს განაპირობებდა კიდეც ეკონომიკური
განვითარების უაღრესად ნელ ტემპს.
რატომ? იმიტომ, რომ თითოეული საზოგადო-
ებისათვის წარმოების ფაქტორების ხელმისაწვდომობა
თავისთავად აწესებს მისი საწარმოო შესაძლებლობების
ზღვარს.
რას ვგულისხმობთ? იმას, რომ, მაგალითად, ქვის
ხანის ადამიანთა საზოგადოების წარმოების შესაძლებ-
ლობების ზღვარი ქვის იარაღებით დამუშავებული ნიადაგიდან
მიღებული მოსავლის ოდენობა იყო. ლითონის აღმოჩენამ
(სპილენძი, შემდეგ რკინა) და ლითონის ტექნოლოგიებზე
გადასვლამ, საზოგადოების საწარმოო შესაძლებლობების
ზღვარი მნიშვნელოვნად ასწია, იგივე და კიდევ უფრო მძლავრი
ეფექტი ჰქონდა გუთნის გამოგო-ნებას. ტრაქტორის შექმნამდე
საზოგადოების ეკონომიკური შესაძლებლობების ზედა ზღვარს
გუთანში შებმული მსხვილფეხა პირუტყვის ფიზიკური
შესაძლებლობები აწესებდა. ტრაქტორის გამოგონება,
საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ზედა ზღვრის
აწევის თვალსაზრისით ნამდვილი რევოლუცია იყო,
ვინაიდან ახლა დროის იმავე მონაკვეთში ბევრად უფრო
დიდი ფართობების მოხვნა გახდა შესაძლებელი და ა.შ.
განვიხილოთ ზემოთქმული ევროპის საზოგადოების
მაგალითზე. მართლაც, ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა
ევროპის მოსახლეობის საწარმოო შესაძლებლობების ზღვა-
რი განუზომლად ასწია. მართლაც, ევროპის მოსახლეობა,
XIV ს-ის დასაწყისისათვის 80 მილიონს აღწევდა, მოგვიანე-
ბით განახევრდა კიდეც შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად,
მიუხედავად ამისა, იმ ხანის ევროპის ეკონომიკას მისი
გამოკვებაც კი ძალზე უჭირდა.
ადრეული პერიოდის შემდეგი ოთხი ასეული წლის განმავლობაში,
მიწადმოქმედების ევროპის მოსახლეობა XVIII ს-ისათვის დაახლოებით 150
იარაღები მილიონამდე გაიზარდა. დღეისათვის, ევროპის მოსახლეობამ
500 მილიონს გადააჭარბა. ეს სწორედ საზოგადოებრივ-
პოლიტიკური ინსტიტუტების, ადამიანური ფაქტორისა და
მისი თანმდევი ტექნოლოგიების განვითარების შედეგად
გახდა შესაძლებელი. თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ
ამ უდიდესი ცვლილებების მეშვეობით, ადამიანები
თანამედროვე ევროპაში გაცილებით უფრო უკეთესად

204
ცხოვრობენ, ვიდრე ამას XIV ს-ში ან თუნდაც, XIX ს-ში მათი შავი ჭირის ეპიდემია
წინაპრები წარმოიდგენდნენ. შუა საუკუნეების ევროპაში
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რომ-
ლებსაც მნიშვნელოვანწილად ეროვნულ-კულტურული 1348 წლიდან ევროპის ქვეყნებში
ფასეულობები და წეს-ჩვეულებები განაპირობებენ, ადამია- და მათ შორის, საქართველოში
ნური, ბუნებრივი და მატერიალური რესურსების ოპტიმალური შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა,
რომელიც ათეულობით წლები
გამოყენების კუთხით ეკონომიკის განვითარებაზე უდიდესი
გრძელდებოდა და მოსახლეობის
გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ამით იმის თქმა გვინდა, რომ
ნახევარი შეიწირა.
შესაძლოა ქვეყანას არცთუ ცუდი ბუნებრივი და მატერიალური
რესურსები ჰქონდეს, ჰყავდეს საკმაოდ განსწავლული და
ჯანმრთელი მოსახლეობა, მაგრამ, თუ იქ ყვავის კორუფცია,
სახელმწიფო წყობილება არადემოკრატიულია, რაც საქმის
მცოდნე ადამიანებს დაწინაურებისა და წინსვლის საშუალებას
არ აძლევს, მოუქნელია საგადასახადო სისტემა და სხვ.,
მსგავსი ქვეყანა ეკონომიკურად ძნელად განვითარდება.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტების
ანალიზისას, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ამა თუ
იმ ქვეყნის საზოგადოების სტრუქტურაც, რაც, უპირველეს
ყოვლისა, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის
ურთიერთდამოკიდებულებაში გამოიხატება. მაგალითად,
რამდენად ანტაგონისტურია ან შემწყნარებლურია დამოკი-
დებულება საზოგადოების შიგნით სხვადასხვა რელიგიურ
კონფესიებს, ეთნიკურ, ასაკობრივ, სქესობრივ თუ
პროფესიულ ჯგუფებს შორის და სხვ. გასათვალისწინებელია
აგრეთვე, ეკონომიკური წყობა ან საზოგადოების სხვადასხვა
ფენების მობილობა: ადათ-ჩვევები, იდეოლოგიური თუ
კულტურული პრიორიტეტები, სხვადასხვა სახის საზოგა-
დოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტები, მაგალითად, როგო-
რიცაა განათლების სისტემა, ოჯახის სიმტკიცე და სხვა.
ყოველივე ამას მნიშვნელოვნად განაპირობებს სახელ-
მწიფოსა თუ პოლიტიკური წყობის ხასიათი. მაგალითად, ფეოდა-
ლურ საზოგადოებაში მოსახლეობის მობილობა შეზღუდული
იყო, ვინაიდან მიწათმოქმედი მოსახლეობის დიდი ნაწილი მიწას
იყო მიჯაჭვული. მთელ რიგ ტოტალიტარულ სისტემებში მოსახ-
ლეობის გარკვეულ ფენებს, აგრეთვე, ეზღუდებათ ერთი
საცხოვრებელი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, საცხოვრებელი
ადგილიდან გარკვეული რადიუსის მიღმა სამუშაოს დაწყება და
სხვ. მაგალითად, საბჭოთა კავშირში გლეხებს ხანგრძლივი
დროით არ შეეძლოთ ქალაქში გადასახლება და სოფლის მიტო-
ვება და ა. შ. ზოგადად, საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ე.წ.
ჩაწერის ინსტიტუტი: ყველა ადამიანს იქ უნდა ეცხოვრა და
ემსახურა სადაც ჩაწერილი იყო. ჩაწერის და, შესაბამისად,
საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა დიდ სირთულეებთან იყო
დაკავშირებული. ეს სისტემა დღესაც მოქმედებს რუსეთის
ფედერაციაში.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტების უმ-
თავრესი დანიშნულება გარდა მათი კონკრეტული მოვა-
ლეობისა, მაგალითად, განათლების უწყებისა — განათ-
ლება, რელიგიური ინსტიტუტებისა — რელიგიური სფერო
და სხვ., საზოგადოების ცხოვრებაში, ზოგადად უწყვეტობის,

205
მემკვიდრეობითობისა და მდგრადობის ისეთი ელემენტების
დანერგვაცაა, რომელთა გარეშეც ერის თუ ქვეყნის
მთლიანობა დაირღვეოდა.
იმავდროულად ამ დანიშნულებების შესრულებისას,
ისინი, შესაძლოა, მათი თანდათან ჩამორჩენილობისა და
დროულად განუახლებლობის პირობებში ეკონომიკური
განვითარების შემაფერხებლადაც იქცნენ — მიწაზე საკუთ-
რების ან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით,
სქესობრივი დისკრიმინაციის (მაგალითად, ქალებისათვის
განათლებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების
აკრძალვით), რესურსების რაციონალური გამოყენების უარყოფით
(მაგალითად, ღორის ხორცის აკრძალვა მუსლიმურ ქვეყნებში),
ტექნოლოგიების განახლებისა და ახალი ტექნოლოგიების
დანერგვაზე უარის თქმით (მაგალითად, ატომურ
ენერგეტიკაზე) და სხვ.
ისტორია გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრივ-
პოლიტიკური ინსტიტუტები, მათი შედარებით მდგრა-
დობის მიუხედავად, შეცვლა-განახლებას ექვემდებარებიან
და საჭიროებენ კიდეც და ეკონომიკის განვითარებაზე ამას
ტექნოლოგიების განახლებაზე ნაკლები ზემოქმედება როდი
აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ამ ინსტიტუტების განახლება-
განვითარება მატერიალური რესურსებისა და ადამიანური
ენერგიის უფრო გონივრულად და ინტენსიურად გამოყენების
შესაძლებლობას იძლევა.
მართლაც, პოლიტიკური წყობის, ანუ კონსტიტუციისა და
ადათ-წესების ცვლა, როდესაც ეს ცვლილებები ეკონომიკური
მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი, საზოგადოების ეკონომიკურ
განვითარებაზე არნახული შედეგის მომტანია. არცთუ ისე
შორეული ისტორიიდან ასეთებად შეიძლება დავასახელოთ,
მაგალითად, 1861 წ. ბატონყმობის გაუქმება რუსეთში, აგრეთვე
რევოლუციების შედეგად ფეოდალური წოდებების გაუქმება და
ადამიანების კანონის წინაშე გათანაბრება ევროპასა და რუსეთში,
კასტების გაუქმება ინდოეთში და სხვ. უდიდესი ეკონომიკური
ეფექტი ჰქონდა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში, მაგალი-
თად, საბანკო-საკრედიტო ინსტიტუტების, საპატენტო თუ სადა-
ზღვევო სისტემის, ბიზნეს-საქმიანობის სხვადასხვა ფორმების
წარმოქმნა-განვითარებას, თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებში
ბაზრის ორგანიზების ელემენტების შემოღებას, მსხვილი კომპა-
ნიებისა და კორპორაციების გაჩენას.

§4. წარმოება და მწარმოებლურობა

ისტორიის ჭრილში, ერთი და იგივე ეპოქაში სხვადასხვა


ქვეყნების თუ რეგიონების თანადროული ეკონომიკის
შესადარებლად უნდა გავზომოთ თითოეული ქვეყნის ან
რეგიონის წარმოება. როგორ გავაკეთოთ ეს? ამისათვის საჭიროა
წარმოება ღირებულებითი, ანუ ფულადი საზომებით

206
გავზომოთ, ვინაიდან ზომა-წონის ერთეულებით გაზომვა
სასურველ შედეგს ყოველთვის არ მოგვცემს. მაგალითად,
შეგვიძლია ორი ქვეყნის ხორბლის მოსავალი ერთმანეთს
შევადაროთ — წონის ერთეულებში; თუმცა, როცა ხორბლის
და ბამბის მოსავალს ვადარებთ ერთმანეთს, მათი წონის
ერთეულებში შედარება გამოუსადეგარი იქნება. ასეთ დროს,
თუ გვინდა გავიგოთ რომელ ქვეყანაში იქნა მეტი
ღირებულების პროდუქცია წარმოებული, აუცილებელია
წონითი საზომები ღირებულებით საზომებში გადავიყვანოთ,
ანუ ორივე პროდუქტის თითოეული კილოგრამის სავარაუდო
ფასი დავადგინოთ და შემდეგ მთელ მოსავალზე გადავამ-
რავლოთ. ასე გავარკვევთ, თუ რომელ ქვეყანაში მეტი
ღირებულების მოსავალი მოვიდა.
წარმოების მსგავსად, მწარმოებლურობაც შეგვიძლია
ზომა-წონის, ან კიდევ ღირებულებითი საზომების
გამოყენებით განვსაზღვროთ.
მწარმოებლურობას უამრავი გარემოება განაპი-
რობებს: ერთი სავარგული შეიძლება მეორე მიწის ნაკვეთზე
უფრო მეტად ან ნაკლებად ნაყოფიერი იყოს. ზოგი მუშა —
წარმოება — ესაა პროცესი,
სხვაზე ღონიერი, მუყაითი ან ხელმარჯვე. მწარმოებ-
როდესაც საწარმოო ფაქტორების
ლურობა, დიდწილად, სწორედ ტექნოლოგიებზეა დამოკი- (მიწა, შრომა, კაპიტალი და
დებული: გამართული ტრაქტორი იმავე ფასის მქონე ხარებ- ორგანიზაციული ძალისხმევა)
შებმულ გუთნებზე უფრო მეტ მიწას მოხნავს. ჰიდროელექტ- გამოყენებითა და
როსადგურის ტურბინები კი ბევრად მეტ ენერგიას გამოი- გადამუშავებით ადამიანთათვის
მუშავებს, ვიდრე იმავე ფასის წყლის ბორბლების ერთობლიობა. სასარგებლო პროდუქტი
მეტიც, წარმოების ფაქტორთა სხვადასხვა კომპონენტებით იქმნება.
შევსება მწარმოებლურობას ზრდის. მაგალითად, მიწაში სასუქის
შეტანა მის მოსავლიანობას ზრდის. სათანადო ტექნიკის მქონე
ერთი მუშა უფრო ნაყოფიერად ასრულებს საქმეს, ვიდრე
პრიმიტიული იარაღებით აღჭურვილი რამდენიმე მუშა; ხოლო
საქმის მცოდნე ყოველთვის უკეთ მუშაობს, ვიდრე უმეცარი.
ამგვარად, მივადექით წარმოების ფაქტორთა უმნიშვნე-
ლოვანეს სფეროს — ადამიანურ რესურსს (ადამიანურ კაპი-
ტალს). ის იქმნება უნარ-ჩვევების დაუფლების შედეგად, რაც
სასწავლებლებში გარკვეული განათლების მიღებას თუ წვრთნა-
შეგირდობას, ანუ პრაქტიკული ცოდნის ადგილზე დაუფლებას
შეიძლება გულისხმობდეს. სულ ერთია, როგორიც არ უნდა იყოს
ადამიანური რესურსის გაუმჯობესების წყარო, მისი ერთ სულ
მოსახლეზე გადაანგარიშებისას მიღებული სხვაობა (მაგალი- მწარმოებლურობა — ესაა
თად, საშუალო განათლების) ერთი ქვეყნის მეორესთან წარმოებული პროდუქტის
შედარებით ეკონომიკური ჩამორჩენილობის ან განვითარების რაოდენობის, მოცულობის
დონის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შეფარდება მისი შექმნისათვის
ბოლო ათწლეულებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა საჭირო ფაქტორთა (მიწა, შრომა,
ცხადყო, რომ დაწინაურებულ ეკონომიკურ სისტემებში კაპიტალი და ორგანიზაციული
ძალისხმევა) მიერ გაღებულ
მნიშვნელოვნად გაიზარდა მწარმოებლურობა. რა შეიძლება
წვლილთან.
იყოს ამის მიზეზი? ცხადია, უმთავრეს წინაპირობათა
შორის, უნდა დავასახელოთ ტექნოლოგიური წინსვლა,
ორგანიზაციული მიღწევები და, რაც მთავარია, თანხების
მზარდი დაბანდება ადამიანურ რესურსში, ანუ ადამიანის

207
განათლებისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების
მიმართულებით.
მწარმოებლურობის ზრდა განსაკუთრებით გასაკვი-
რი იყო ბოლო ასი წლის განმავლობაში, მაგრამ მას
გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო კაცობრიობის
სახელმწიფოებრივი არსებობის პერიოდში, არამედ წინა-
რეისტორიულ ხანაშიც კი. კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის
სხვადასხვა პერიოდებში თუ სხვადასხვა ისტორიულ
რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გასაგებად,
რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდნენ იმ ეპოქების
პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებას, საჭიროა ზოგადად
გავეცნოთ ე. წ. კლებადი უკუგების კანონს, რომელსაც შეიძლება
კლებადი ზღვრული მწარმოებლურობის კანონიც ვუწოდოთ.
მისი მნიშვნელობა ნათლად ჩანს მარტივ მაგალითზე:
წარმოვიდგინოთ ერთი ჰექტარი ფართობის დასამუ-
შავებელი მიწა; ამა თუ იმ მარტივი თუ რთული ტექნოლოგიის
გამოყენებით, ერთ მიწათმოქმედს მოცემულ ფართობზე
მოსავლის რაღაც ოდენობის — ვთქვათ, მარცვლეულის 1
ტონის მიღება შეუძლია; საქმეში მეორე კაცის ჩართვა შრომის
მარტივი დანაწილების საშუალებას იძლევა, რაც მოსავალს
არა უბრალოდ გააორმაგებდა, არამედ 2,5 ტონამდეც აიყვანდა.
შესაბამისად, მწარმოებლურობის გაზრდის შედეგად,
პროდუქტის დამატებითი რაოდენობა 0,5 ტონა გახდება. მესამე
მუშაკი კიდევ უფრო გაზრდიდა ამ მაჩვენებელს — 4 ტონამდე.
შესაბამისად, პროდუქტის დამატებითი რაოდენობა კიდევ 1,5
ტონით გაიზრდება. სხვა სიტყვებით, გარკვეულ ზღვრამდე,
რაც მეტი ადამიანია საქმეში ჩართული, მით მეტია
დამატებითი ნაწარმის ზრდა. თუმცა, გარკვეულ ზღვარს თუ
გადავა-ჭარბებთ, ყოველი ადამიანის მომატება საქმისათვის
სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იქნება: ისინი შეუშლიან
ერთმანეთს ხელს, ნათესებსაც დააზიანებენ და ა.შ., ეს კი
დამატებითი ნაწარმის კლებას გამოიწვევს. სწორედ ეს
გახლავთ კლებადი ზღვრული მწარმოებლურობის კანონის
არსი.
მოდით ახლა, ამ გამარტივებული მაგალითის
გამოცდილება მთელ საზოგადოებაზე გავავრცელოთ შემდეგი
წინაპირობის გათვალისწინებით: გვაქვს მტკიცედ განსაზღვ-
რული რესურსი — 1 ჰექტარი მიწა — და 2 კაცი. დავუშვათ,
აგრეთვე, რომ 1 ჰექტარ მიწას მოცემული მომენტისათვის
არსებული ტექნოლოგიებით, 50 კაცის გამოკვება შეუძლია. ასეთ
შემთხვევაში ვნახავთ, რომ სანამ ადამიანთა რაოდენობა,
რომელიც ამ მიწიდან მიღებული პროდუქტით საზრდოობს, 50-ს
მიაღწევს, ანუ მოსახლეობის რაოდენობა რესურსებთან შედა-
რებით ნაკლები იქნება, მაშინ, მოსახლეობის ზრდის მიუხედავად,
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი შესაძლოა გაიზარდოს ყოველ-
გვარი ტექნოლოგიური თუ ინსტიტუციონალური მატრიცის
ცვლილების გარეშეც, ოღონდ შემოსავლების ეს ზრდა მხო-
ლოდ დროებითი იქნება. რესურსების ბოლომდე ათვისების
შემდეგ, მოსახლეობის რაოდენობრივი მატება (50 კაცზე

208
მეტი) მწარმოებლურობის კლებას და, შესაბამისად, რეა-
ლური შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. მსგავს
ვითარებაში მწარმოებლურობის გასაზრდელად მხოლოდ
მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვა
თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტების განახ-
ლება იქნება საჭირო. თუ ასეთი რადიკალური ნახტომი არ
განხორციელდა, ამას შედეგად მოსახლეობის გაღატაკება და
უსახსრობაც კი შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ეს მოხდა
მაგალითად, რომის იმპერიის შემთხვევაში, როდესაც
იმპერიამ თავისი არსებობის ბოლო პერიოდში, ახ. წ. III-V
სს. ვერ უზრუნველყო ის ტექნოლოგიური და ინსტი-
ტუციონალური ცვლილებები, რაც საჭირო იყო მისი
გაზრდილი მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმა-
ყოფილებლად.
საზოგადოებაში აღნიშნული ეკონომიკური კანონის
მოქმედების დაფიქსირებამ XVIII-XIX სს-ის ზოგ ეკონო-
მისტს აფიქრებინა, რომ ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას,
არცთუ შორეულ მომავალში, უკიდურეს სიღარიბეში
მოუწევდა ცხოვრება. ახლა, ორი საუკუნის შემდეგ, შეგვიძ-
ლია ვთქვათ, რომ ისინი ცდებოდნენ, ყოველ შემთხვევაში,
ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებთან დაკავში-
რებით მაინც. მათ ვერ განჭვრიტეს, ის მძლავრი ტექნო-
ლოგიური და ინსტიტუციონალური ცვლილებები, რომლებ-
საც ადგილი ჰქონდა მსოფლიოში ბოლო ორი საუკუნის
განმავლობაში და რამაც მოსახლეობის რაოდენობის გაოთხ-
მაგების ფონზეც კი მწარმოებლურობის კიდევ უფრო დიდი
ზრდა უზრუნველყო.

§ 5. წარმოების განვითარების ეტაპები

ტექნოლოგიური ცვლილებები წარმოების ტიპოლოგიურ


ცვლასაც განაპირობებდა. ამ მხრივ, კაცობრიობის ისტორია ორ
დიდ პერიოდად შეიძლება გავყოთ: ხელით წარმოების და
სამანქანო წარმოების. მართლაც, თავისი ისტორიის უდიდეს
პერიოდში წარმოება ხელით შრომას ეფუძნებოდა. ადამია-
ნები ქვისაგან თუ ხისაგან შრომისა და ბრძოლის იარაღს
უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ. გარკვეული პერიო-
დიდან მათ მშვილდისრის გაკეთების ტექნიკაც აითვისეს,
შემდგომ კი მეთუნეობა, ძაფის რთვა, კერვა და ქსოვილების
დამზადებაც ისწავლეს. იმავდროულად ადამიანი სოფლის
მეურნეობის — მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის
საფუძვლებს დაეუფლა. მოგვიანებით, ადამიანი ლითონის
ტექნოლოგიასაც ეზიარა. ამგვარად, თანდათანობით არა
მხოლოდ წარმოების მასშტაბები გაიზარდა, მნიშვნელოვნად
გამრავალფეროვნდა წარმოებული პროდუქციაც. ისტორიის
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანი შრომის გასა-
იოლებლად და წარმოებული პროდუქციის ხარისხის

209
გასაუმჯობესებლად მრავალნაირ ხელსაწყო-იარაღებს
ქმნიდა და იყენებდა, მაგრამ, თვისობრივი ნახტომი, ამ
მხრივ, კაცობრიობამ მხოლოდ XVIII ს-ის ბოლოს (1784 წ.)
გააკეთა, როდესაც ჯეიმზ უაიტმა ორთქლის მანქანა გამოიგონა.
ასე ჩაეყარა საფუძველი სამანქანო წარმოებას. მანამდე კი
მთელი წარმოება, თუ წყლისა და ქარის წისქვილებს, ან სხვა
მსგავს მექანიკურ ხელსაწყოებს არ ჩავთვლით, რომლებიც ასევე
წყლისა და ქარის ძალას მოჰყავდა მოძრაობაში, ხელოსნის
ხელით შრომას ეფუძნებოდა. ზოგადად წარმოების განვითა-
რებაზე როდესაც საუბრობენ, ძირითადად სამ ეტაპს
გამოყოფენ: ხელოსნური, ანუ ხელოსნის შრომაზე დამყარე-
ბული წარმოება, მანუფაქტურული და სამანქანო წარმოება.
განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე.
ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ხელოსნები
ქმნიდნენ ცხოვრებისათვის საჭირო ყველა სახის
პროდუქციას: საბრძოლო ეტლით დაწყებული თუ უბრალო
ლურსმნით დამთავრებული. ანტიკურ ხანაში ხელოსნები
თავისუფალი მოქალაქეები ან მონები იყვნენ. თავისუფალი
მოქალაქეებიც დამხმარე ძალად კვლავაც მონებს იყენ-
ებდნენ. შუა საუკუნეებში ხელოსნების უდიდესი უმრავ-
ლესობა კლასიკური ფეოდალიზმის ქვეყნებში, მაგალითად,
დასავლეთ ევროპასა და საქართველოში ყმები იყვნენ.
ვინაიდან ხელოსნები, ძირითადად ქალაქებში ცხოვრობ-
დნენ, განვითარებულ და გვიან ფეოდალურ ხანაში, ევრო-
პაში ქალაქების ფეოდალების ყმობისაგან განთავი-
სუფლების კვალდაკვალ ხელოსნებიც თავისუფალ მოქალა-
ქეებად იქცნენ.

როგორ იყო ორგანიზებული ხელოსნური წარმოება?

ხელოსანს — ოსტატს ჰქონდა პატარა სახელოსნო,


რომელშიც მასთან ერთად რამდენიმე დამხმარე — შეგირდი
მუშაობდა. ასეთი სახელოსნო ერთი სახის ნაწარმს ამზადებდა,
მაგალითად, ტყავის კაპარჭებს (ისრების ჩასაწყობი) ან
უნაგირებს, ან ქოთნებს, ქუდებს და სხვ. ერთი სახეობის
ხელოსნები ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ და ერთი ტიპის
სახელოსნოთა მთელ რიგს ქმნიდნენ: მექოთნეთა რიგი,
მექვაბეთა რიგი. ისინი ხელოსანთა სპეციალურ პროფესიულ
ორგანიზაციებში — ამქარში (ევროპაში გილდია) იყვნენ
გაერთიანებულნი. ამქრის წევრები დღესასწაულებს ერთად
აღნიშნავდნენ. ამქრის თავკაცები აგვარებდნენ
ურთიერთობას ბატონებთან თუ ხელისუფლებასთან: მეფე,
მთავარი და ა.შ. ამქარი, ხელოსნებისათვის ერთნაირი
პირველი ორთქლის მანქანა კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, აწესებდა
თავისებურ სტანდარტებს. მაგალითად, განსაზღვრავდა
გამომცხვარი პურის, ან ფუნთუშის ხარისხს, წონას და სხვ.

210
ამქრის დადგენილებები სავალდებულო იყო მისი წევრები-
სათვის. მუსლიმურ აღმოსავლეთში ხელოსნები პირადად
თავისუფლები იყვნენ, თუმცა სამხედრო-სამოხელეო არისტო-
კრატიისაგან განსხვავებით, გლეხობასთან ერთად
საზოგადოების არაპრივილეგირებულ ნაწილს ქმნიდნენ.
წარმოების ახალ ეტაპს მანუფაქტურა წარმოადგენს.
მანუფაქტურაც ხელით შრომას ეფუძნებოდა, თუმცა ანტიკური
ხანის და შუა საუკუნეების ხელოსნისაგან განსხვავებით,
მანუფაქტურაში, როგორც გვახსოვს, შრომა თვისობრივად
ახლებურად იყო ორგანიზებული: რაც, უპირველეს ყოვლისა,
შრომის დანაწილებაში გამოიხატა. მანუფაქტურული წარმოება
მახლობელ აღმოსავლეთში, მათ შორის საქართველოში და
ევროპაში XII-XIII საუკუნეებში აღმოცენდა, მაგრამ
მონღოლების მიერ მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების და,
შესაბამისად, წარმოების განადგურების გამო, მხოლოდ
ევროპაში განვითარდა. XIV-XV საუკუნეების ევროპაში
მანუფაქტურული წარმოება წარმოების ძირითად ფორმად
იქცა და ამ პოზიციას XVIII ს-ის მიწურულამდე ინარჩუნებდა.
მანუფაქტურული წარმოების დასასრული ხელით შრომის
მანქანებით ჩანაცვლებით იწყება. ამ პროცესს საწარმოო
გადატრიალებას/ინდუსტრიულ რევოლუციას უწოდებენ.
საწარმოო გადატრიალება, ინგლისში დაიწყო XVIII
საუკუნის 60-იან წლებში და დასრულდა XIX საუკუნის 30-
იან წლებში. მას კვალდაკვალ დასავლეთი, ჩრდილოეთი,
სამხრეთი და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები
მიჰყვნენ. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი
ქვეყანა, სადაც საწარმოო გადატრიალება XIX ს-ის ბოლოს
დასრულდა რუსეთი იყო. საწარმოო გადატრიალების
შედეგად მანუფაქტურების ადგილი თანამედროვე ტიპის
ქარხნებმა და ფაბრიკებმა დაიკავეს. ქარხანასა და ფაბრიკაში
კაცობრიობის ისტორიაში პირველად წარმოება არა ხელით,
არამედ მანქანა-დანადგარების მეშვეობით ხორციელ-
დებოდა. ამან ერთდროულად საქონლის ბევრად მეტი
ოდენობის დამზადება გახადა შესაძლებელი.

ტექნოლოგიური
განვითარების ზრდა
XVIII საუკუნეში

211
§ 6. ეკონომიკის სტრუქტურა და სტრუქტურული
ცვლილებები

საზოგადოების ეკონომიკის სტრუქტურა ეკონომიკის


სამ უმთავრეს სექტორს შორის ურთიერთობებს ასახავს.
პირველადია სექტორი, რომლის საქმიანობაც გულისხმობს,
რომ ნაწარმის წყარო უშუალოდ ბუნებაა: შემგროვებლობა,
სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა. მეორადია სექტორი —
როდესაც ბუნებრივ ნედლეულს გარკვეული ტექნოლოგიური
პროცესის მეშვეობით ეცვლება სახე: იგულისხმება
გადამამუშავებელი, თუ სამშენებლო ინდუსტრია. მესამე —
მომსახურების სექტორია, სადაც საქმე გვაქვს არა ნაწარმთან,
ანუ მატერიალურ დოვლათთან, არამედ მომსახურებასთან.
ესაა როგორც საოჯახო და პირადი მომსახურება (მზარეულები,
გადიები, დალაქები და ა. შ.), ასევე კომერციული და ფინანსური
(კლერკები, კომერსანტები, ბანკირები, ბროკერები და ა.შ.),
პროფესიული (ექიმები, ვექილები, პედაგოგები) და სახელი-
სუფლებო (სხვადასხვა უწყებების მოხელეები, თანამდებობის
პირები, პოლიტიკოსები, სამხედროები და ა.შ.).
ათასწლეულების განმავლობაში, ადრეული ცივილიზა-
ციებიდან თითქმის XX ს-ის დამდეგამდე, კაცობრიობის
უდიდესი უმრავლესობის საქმიანობის სფერო სოფლის
მეურნეობა გახლდათ. თითქმის ასეთივე ვითარებაა დაბალი
შემოსავლის მქონე ბევრ დღევანდელ სახელმწიფოშიც. ამის
მიზეზი ის იყო, რომ ტექნიკისა და ტექნოლოგიების პრიმი-
ტიულობისა და, შესაბამისად, შრომის ნაყოფიერების დაბალი
დონის გამო, უბრალოდ თავის გატანაც კი საზოგადოების მთელი
ძალისხმევის საკვების მოპოვება-წარმოებაზე მიმართვას
მოითხოვდა.
ამიტომაც კაცობრიობის ისტორიის უდიდეს
მონაკვეთში, შეიძლება ითქვას, სულ ბოლო ხანებამდე,
სოფელში მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქ-მებული
მოსახლეობა განუზომლად აჭარბებდა ქალაქში მცხოვრებ
ვაჭრობა-ხელოსნობაში და მრეწველობაში დასაქმებულთა
რიცხვს. რამდენიმე ასწლეულის წინ, ტექნოლოგიების
გაუმჯობესების შედეგად, სოფლის მეურნეობის ნაყოფიერებამ
ჯერ ნელ-ნელა, შემდეგ კი სულ უფრო სწრაფად იწყო ზრდა.
შესაბამისად, პირველადი მოთხოვნილების სასურსათო
ნაწარმის შექმნას სულ უფრო და უფრო ნაკლები მუშახელი
სჭირდებოდა. ამან შესაძლებელი გახადა მათი გამოყენება
საქმიანობის სხვა სფეროებში. ასე დაიწყო ინდუსტრიალიზაციის,
ანუ მოსახლეობის სოფლის მეურნეობის სექტორიდან წარმოების
სექტორში გადანაცვლების პროცესი, რომელმაც XIV-XV სს-დან
XX ს-ის შუა ხანებამდე გასტანა (ეს რაც შეეხება ევროპას,
იაპონიასა და ჩრდ. ამერიკას, თორემ დანარჩენი მსოფლიოს დიდ
ნაწილში ეს პროცესი კვლავაც გრძელდება). სოფლის
მეურნეობაში დასაქმებულთა მთლიანმა ოდენობამ
განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში XIX ს-ის
ბოლოსათვის 80-90%-დან 50%-მდე დაიწია; უკანასკნელ

212
ხანებში კი საერთოდ 10%-ზე ნაკლები შეადგინა. ამავე
დროს, ასევე მოიკლო სოფლის მეურნეობის ხვედრითმა
წილმა ქვეყნის ეკონომიკაში, იმისდა მიუხედავად, რომ
სოფლის მეურნეობის ნაწარმის მთლიანი მოცულობა და
ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა.
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშახელის
პროცენტულ კლებასთან ერთად, გაიზარდა მისი რაოდენობა
მეორე და მესამე სექტორში, თუმცა — არაპროპორციულად.
1950 წლამდე უფრო სწრაფად სწორედ მეორე
სექტორში, ანუ წარმოებაში დასაქმებულთა რიცხვი
იზრდებოდა, შემდგომ კი დაწინაურებულ ქვეყნებში ეკონომიკის
სტრუქტურული ცვლილებები მუშახელის მეორედან მესამე
სექტორში გადანაცვლებაში გამოიხატა.

როგორ ავხსნათ ეს ცვლილებები?

სოფლის მეურნეობიდან მეორე, წარმოების სექტორში


მუშახელის გადანაცვლებამ ორი ძირითადი პროცესი
გამოიწვია: პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით,
როგორც უკვე ვთქვით, ნაყოფიერების ზრდამ შესაძლებელი
გახადა, ნაკლები შრომის ფასად, იმავე ოდენობის ნაწარმის
მიღება, ზოგჯერ, უფრო მეტისაც კი. მოთხოვნას რაც შეხება,
აქ ადამიანთა ქცევისათვის დამახასიათებელმა თვისებამ
ითამაშა გადამწყვეტი როლი: მრავალი ოჯახის ბიუჯეტის
განხილვის საფუძველზე გაირკვა, რომ მომხმარებლის
შემოსავლის ზრდასთან ერთად პროპორციულად მცირდება
საკვებზე დახარჯული შემოსავლის ხვედრითი წილი.
მაგალითად, ადამიანს თუ 500 ლარი ჰქონდა ხელფასი და
აქედან 250 ლარს თავის გამოკვებაზე ხარჯავდა, 250-ს კი
სხვა საჭიროებებზე; 1000 ლარიც რომ გაუხდეს ხელფასი,
სავარაუდოდ კვებაზე კვლავაც დაახლოებით იმავე
ოდენობის ან ცოტა მეტ თანხას დახარჯავს, დავუშვათ, 400
ლარს. ადამიანს ხელფასის ზრდასთან ერთად საკვებზე
მოთხოვნა თითქმის იგივე დარჩა. ასეთ შემთხვევაში
საკვებზე დახარჯული თანხა, ადრე თუ შემოსავლის 50%
იყო, ახლა უკვე მხოლოდ 40 % გახდება.
მეორე ტიპის სტრუქტურული ცვლილება ეხლაც
მიმდინარეობს — ესაა საქონლის წარმოება-მოხმარებიდან
აქცენტის მომსახურეობის სფეროზე გადატანა. ამ
ცვლილებასაც ზემოთ აღნიშნული კანონზომიერება იწვევს.
ირკვევა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მომსახურებასა
და კომფორტზე მოთხოვნა აჭარბებს არა მხოლოდ საკვებზე,
არამედ სხვა ყველა სახის საქონელზე მოთხოვნას.
ზოგადად, შემოსავლის ზრდასთან ერთად, ყველა
სახის პროდუქტზე იზრდება მოთხოვნა, მაგალითად,
ფეხსაცმელზე, ტანსაცმელზე, საოჯახო და საყოფაცხოვრებო
ნივთებზე, მაგრამ მომსახურებასა და კომფორტზე
მოთხოვნის ზრდის შესაძლო ზღვარი ბევრად მაღალია,
ვიდრე სხვა ყველა სახის პროდუქტზე. მაგალითად, თუ კაცს

213
აქვს ათი წყვილი ფეხსაცმელი, ბუნებრივია, ის
მეთერთმეტეს ნაკლებად იყიდის, სამაგიეროდ, მომსახუ-
რებასა და კომფორტზე მისი დანახარჯი უფრო მეტად
გაიზრდება (მაგალითად, კინოთეატრისა და რესტორნის
მომსახურებით სარგებლობა, დანახარჯები მრეცხავზე,
დამლაგებელზე და სხვ.).
საქონლისა და მომსახურების ფასებს მოთხოვნა-
მიწოდების ბალანსი განაპირობებს — საქონელზე ან
მომსახურებაზე ფასის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ
მიწოდება, მოთხოვნასთან შედარებით, უფრო დაბალია;
ფასის შემცირება კი პირიქით, მოთხოვნასთან შედარებით
მიწოდების სიუხვეზე მეტყველებს. მოთხოვნა-მიწოდების
ერნსტ ენგელი სიმწირე-სიუხვე და, შესაბამისად, ფასების ცვალებადობა,
1821-1896, გერმანელი წარმოებისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარების
ეკონომისტი მამოძრავებელი ძალაა.
მოთხოვნა-მიწოდების
რეგულირების აქ განხილულ
ეკონომიკური ზრდის მრუდი — ლოჯისტიკური
კანონს ერნსტ ენგელის კანონსაც მრუდი. ეკონომიკური ზრდის მრუდს ორი ფაზა აქვს:
უწოდებენ. სწრაფი ზრდისა და შემდგომი შენელების, რომელიც
გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა უკანსვლადაც კი იქცეს.
მათემატიკური თვალსაზრისით, გარკვეულ ზღვრამდე
მისული მრუდი კლებას იწყებს და საწყისი წერტილიდან
ჰორიზონტალურად გამოსულ წრფეს უახლოვდება; შემდეგ
კი ეკონომიკური ზრდის ახალი ციკლი იწყება. ბოლო ათი
საუკუნის ეკონომიკური ზრდის მონაცემების ანალიზის
საფუძველზე მეცნიერებმა რამდენიმე ასეთი ციკლი
გამოკვეთეს.
პირველი ლოჯისტიკური ციკლი. ეკონომიკური
ზრდის, ანუ ლოჯისტიკური მრუდები თანმდევ სოციალურ
პროცესებსაც ასახავენ. მათ შორის განსაკუთრებით აღსა-
ნიშნავია ისეთი მოვლენა, როგორიც მოსახლეობის მატებაა. ამ
მხრივ უფრო ევროპის მაგალითზე ვიმსჯელებთ, ვინაიდან
დოკუმენტური მასალის შედარებითი სიუხვის გამო, ამ
რეგიონის ლოჯისტიკური ციკლების შესახებ მეტი
ინფორმაცია გვაქვს. ამ ციკლების ანალიზი საშუალებას
იძლევა, გამოვყოთ მოსახლეობის მატების ხანგრძლივი
პერიოდები, რომლებსაც ყოველ ჯერზე შედარებითი
უძრაობის, ზოგჯერ კი სულაც კლების პერიოდები
ენაცვლებოდა. პირველმა ამგვარმა მოვლენამ IX-X
საუკუნეებში იჩინა თავი, როცა ზრდამ მწვერვალს XII
საუკუნეში მიაღწია და ეს პროცესი XIII საუკუნეში თანდათან
შენელდა, ხოლო სწრაფი კლება 1348 წელს „შავი ჭირის“
დროიდან იწყო, როცა ევროპაში მთელი მოსახლეობის 1/3-
დან 1/2-მდე დაიღუპა.
მეორე ლოჯისტიკური ციკლი ერთსაუკუნოვანი
შედარებითი უძრაობის შემდეგ, დაახლოებით XV ს-ის შუა
ხანებიდან დაიწყო, როდესაც მოსახლეობის რაოდენობამ
ისევ იწყო მატება. მატების მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს

214
XVI საუკუნეში მიაღწია, შემდეგ ისევ ერთ დონეზე გაჩერდა
და XVII საუკუნეში კლების ტენდენციაც კი გამოავლინა.
ზრდის ახალი, მესამე ციკლი ერთხელ კიდევ სადღაც
XVIII ს-ის 50-იან წლებში აღინიშნა, ოღონდ ამჯერად
გაცილებით უფრო მკვეთრად და ზრდის არნახულ
მაჩვენებელს მიაღწია, მანამ სანამ XX საუკუნის პირველ
ნახევარში ორი მსოფლიო ომი არ მოხდა.
ზრდის IV ციკლი. II მსოფლიო ომის შემდეგ, ახლა
უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ლოჯისტიკის IV ფაზა ლოჯისტიკა — ადამიანთა დიდი
შეინიშნება. ჯგუფის — უპირველეს ყოვლისა,
მართალია, ზუსტი რაოდენობრივი მონაცემები არ არმიის — ყოველმხრივი
მომარაგების ორგანიზებად
მოგვეპოვება, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერძნული
მოიაზრება; თუმცა ეს ტერმინი,
მოსახლეობის ზრდა ძვ. წ. IX-V საუკუნეებში სწორედ
ამავდროულად მათემატიკურ
ეკონომიკური ზრდის ფონზე ხდებოდა, ისევე, როგორც ფორმულასაც აღნიშნავს და
ხმელთაშუაზღვის აუზის მოსახლეობისა ძვ. წ. 50 - ახ. წ. 200. მისგან წარმოებულ
ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ევროპაში შემჩნეული ლოჯისტიკურ მრუდს ზოგჯერ
მოსახლეობის ზრდის ფაზები სინამდვილეში მსოფლიო — S-მრუდს უწოდებენ.
მასშტაბით მეორდებოდა — კლიმატური პირობებისდა ბიოლოგები მას ზრდის მრუდად
კვალად. მაგალითად, ჩინეთის მოსახლეობაც ევროპულ იხსენიებენ, რადგან ამგვარი
რიტმს იმეორებდა. ჩვენ ნაკლები ვიცით მოსახლეობის მრუდი საკმაოდ ზუსტად ასახავს
ზრდის შესახებ უფრო ადრეულ ეპოქებში, მაგრამ ახლო და ბევრი დაბალგანვითარებული
ცოცხალი ორგანიზმის
შუა აღმოსავლეთის მოსახლეობა აშკარად მატულობდა
(მაგალითად, მწერების)
ნეოლითის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების
რაოდენობრივ მატებას, როცა
შედეგად, ხოლო დიდ მდინარეთა დაბლობების (ნილოსი, ისინი ჩაკეტილ სივრცეში
ტიგროსი, ევფრატი, ინდი, ხუანხე) მოსახლეობამ, ასევე, მუდმივად მარაგდებიან
სწრაფად იწყო მატება სარწყავი არხების გაყვანის შემდეგ. საკვებით.
ამგვარად, აშკარა ხდება, რომ მოსახლეობის ზრდის
ყოველ ნახტომს ევროპაში თან ახლდა ეკონომიკური ზრდაც.
ამის ნათელი დადასტურებაა ევროპული ცივილიზაციის
აშკარა და უპირობო გავრცელება მსოფლიოს სხვა
რეგიონებში მოსახლეობის სწრაფი ზრდის ზემოხსენებულ
ფაზებში. მაგალითად, XII-XIII სს. ფეოდალური ევროპის
ცივილიზაცია ჯვაროსნული ლაშქრობების წყალობით,
პალესტინასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშიც
გავრცელდა; XV ს-ის მიწურულსა და XVI ს-ში,
ზღვაოსნობის განვითარებამ, ახალი მიწების აღმოჩენამ და
დაპყრობამ ევროპელებს აფრიკა, ინდოეთის ოკეანე და
მოსახლეობა მილიონებში

ევროპის მოსახლეობის ზრდის


მრუდი.
წ ლ ე ბ ი 1000-1700

215
დასავლეთ ნახევარსფეროც აათვისებინა. და ბოლოს, XIX
საუკუნეში, მიგრაციების, დაპყრობებისა და ანექსიების
შედეგად, ევროპელებმა საკუთარი პოლიტიკური და
ეკონომიკური ჰეგემონია მთელს მსოფლიოში გაავრცელეს.
ადამიანების ცხოვრების პირობები უარესდებოდა
ლოჯისტიკის პირველი ორი ფაზის კლების პერიოდში
(შესაბამისად, XIV და XVII სს-ის დასაწყისში), როდესაც ერთ
სულ მოსახლეზე შემოსავალი მცირდებოდა ან დიდხანს
რჩებოდა იმავე დონეზე. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ
ადამ სმიტის შენიშვნა, რომელიც III ლოჯისტიკური
პერიოდის აღმავალ ფაზაში ცხოვრობდა (XVIII ს.):
„მშრომელი კაცის მდგომარეობა ყველაზე უკეთესი „აღმავალ“
საზოგადოებაშია; მძიმე — უძრაობის ხანაში, და მთლად
გასაცოდავებული — დაკნინების პერიოდში“.
კიდევ ერთი აღსანიშნავი მსგავსება ისაა, რომ
ყოველი ლოჯისტიკური ფაზის ბოლო და მათი შემდგომი
უძრაობისა თუ დეპრესიის მონაკვეთები, სოციალური
დაძაბულობისა და სამოქალაქო მღელვარებით, უჩვეულოდ
დაუნდობელი და დამანგრეველი მოვლენებით აღინიშ-
ნებოდა.
ეჭვი არაა, ინტელექტუალური და კულტურული
აღმავლობის პერიოდებიც ასე თუ ისე, იმავე ლოჯისტიკურ
ფაზებს უკავშირდება. მაგალითად, ევროპაში მოსახლეობის
ზრდის ყოველ ფაზას ინტელექტუალური და შემოქმე-
დებითი აქტივობა ემთხვეოდა: იქნებოდა ეს შუა
საუკუნეების ტაძრებისა და სასახლეების მშენებლობა თუ
მწერლობისა და ხელოვნების აღმავლობა.
ანტიკურ „ოქროს ხანაში“, რომელიც ათენის საზღვაო
იმპერიის გაფურჩქვნის პერიოდია და უფრო ადრეც,
შუამდინარეთისა და ეგვიპტის ზეობის ჟამს, მოსახლეობის
რაოდენობა მკვეთრად მატულობდა. იმავე მაგალითების
მოყვანა შეიძლება საქართველოს ისტორიიდან, მართლაც, XI
-XII სს-სა და XIII ს-ის I მეოთხედში, მოსახლეობის მატებას
და ეკონომიკურ აღმავლობას ქართული ფეოდალური
კულტურის ოქროს ხანა მოჰყვა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამა თუ იმ მოცემული
ტექნოლოგიის არსებობის დროს, საზოგადოებისთვის
ხელმისაწვდომი რესურსები (მოსახლეობის ოდენობის
ჩათვლით) მის ეკონომიკურ შესაძლებლობებს საზღვრავს.

ადამ სმიტის ნაშრომი


„ერების კეთილდღეობა“
გამოიცა ლონდონში 1776 წელს.

216
ტექნოლოგიურ ცვლილებებს — შრომის ნაყოფიერების
გაზრდისა და ახალი რესურსების აღმოჩენის კვალად,
ერთგვარი „თამასის აწევის ეფექტი“ აქვს, რაც თავის მხრივ,
უკვე მოსახლეობის გამრავლების შესაძლებლობასაც იძლევა.
იმავდროულად თითოეული ასეთი ეკონომიკური
ზრდის პერიოდის ბოლოს, საზოგადოება წარმოების
განვითარების ტექნოლოგიურ ზღვარს აღწევს და შემდგომი
ტექნოლოგიური ცვლილებების გარეშე მოსახლეობა ისევ
ერთ დონეზე იყინება ან იკლებს კიდეც — მომდევნო
ეპოქალური ტექნოლოგიური ნახტომის მოლოდინში.

§ 7. ჭარბწარმოების ეკონომიკური კრიზისი

მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთგანპირობებულობისა
და ეკონომიკური განვითარების ციკლურ ბუნებასთან
მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული საზოგადოების
ცხოვრებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც
ჭარბწარმოებასა და ამ ნიადაგზე აღმოცენებულ ეკონომიკურ
კრიზისს უკავშირდება. ჭარბწარმოება მხოლოდ სამანქანო
წარმოების შედეგად ჩნდება. ხელოსნური და, თუნდაც,
მანუფაქტურული წარმოების დროს ადამიანის მიერ
შექმნილი საქონლის რაოდენობა არასოდეს იმდენი არ
ყოფილა, რომ ჭარბწარმოების გამო ეკონომიკური კრიზისი
წარმოქმნილიყო. სამანქანო კაპიტალისტური წარმოების
ჩამოყალიბებამ კი ასეთი კრიზისები ქვეყნის შიგნით
ჩვეულებრივ მოვლენად აქცია. ეკონომისტებმა მალე შენიშნეს,
რომ ეკონომიკური კრიზისები, გარკვეული პერიოდულობით
მეორდებოდა. მართლაც, ცალკეულ ქვეყნებში ეკონომიკის
აღმავლობის ყოველი ეტაპი ეკონომიკური კრიზისით
სრულდებოდა. იმავდროულად, დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების კვალდაკვალ კოლონიალური იმპერიების
ჩამოყალიბებამ, მსოფლიო ერთიან ეკონომიკურ სივრცედ
აქცია, რასაც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკის
მნიშვნელოვანი ინტეგრაცია მოჰყვა. მსოფლიო ეკონომიკის
ურთიერთდა მოკიდებულებამ კი ისეთი ვითარება
წარმოშვა, როდესაც ჭარბწარმოების ერთგან, რომელიმე
ცალკეულ ქვეყანაში დაწყებული კრიზისი, მალე მსოფლიო
კრიზისის მასშტაბს იღებდა. ჭარბწარმოების ლოკალური
კრიზისების მსოფლიო კრიზისებად გადაზრდამ ამ
კრიზისების დამანგრეველი ძალა კიდევ უფრო გააძლიერა.
რას ნიშნავს ჭარბწარმოება და რა იწვევს ასეთი ტიპის
კრიზისებს?
წარმოიდგინეთ, რომ პირველი ხართ, ვინც
ფეხსაცმელი გამოიგონა და ქვეყანაში, სადაც ყველა
ფეხშიშველი დადის, ფეხსაცმლის ქარხანა ააშენეთ. ალბათ,
ადვილი დასაჯერებელია, რომ თქვენს მიერ საზოგა-
დოებისთვის შეთავაზებული ეს ახალი საქონელი მალე
მოიხვეჭს პოპულარობას და უამრავი მყიდველი გაგიჩნდებათ,
ვინაიდან თქვენ ფეხსაცმლის ერთადერთ ქარხანას ფლობთ.
ცხადია, თავიდანვე იმდენ ფეხსაცმელს ვერ გამოუშვებთ, რომ

217
ის ყველას ეყოს. ფეხსაცმელზე მოთხოვნა უფრო მეტი
აღმოჩნდება, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ შეკეროთ, ანუ ის
დეფიციტური საქონელი იქნება. ეს საშუალებას მოგცემთ
ფეხსაცმელს მაღალი ფასი დაადოთ და მხოლოდ იმას
მიჰყიდოთ, ვინც ამ თანხის გადახდას შეძლებს. თქვენ მალე
გამდიდრდებით, მიღებული შემოსვლით კი მეტ მუშახელს
დაიქირავებთ, მეტ დაზგებს შეიძენთ და წარმოებას
გააფართოვებთ.
თუმცა, დამერწმუნეთ, დიდხანს ვერ ისარგებლებთ
ფეხსაცმლის ერთადერთი მწარმოებლის უპირატესობით.
თქვენ წარმატებას ბევრი შეამჩნევს. სხვა მეწარმეებიც მალე
ნახავენ რა, რომ ფეხსაცმლის წარმოება ფრიად სარფიანი
საქმეა, ასევე ფეხსაცმლის ქარხნის აშენებას გადაწყვეტენ.
ბევრი მეწარმე ბანკს მიმართავს სესხისთვის, რათა ახალი
ფეხსაცმლის ქარხანა ააშენოს. ბანკებიც სიამოვნებით გაასეს-
ხებენ ფულს ასეთ მომგებიან საქმეში დასაბანდებლად.
შედეგად მივიღებთ, რომ დროის გარკვეულ პერიოდში
ბევრი ფეხსაცმლის ქარხანა აშენდება, ბევრი უმუშევარი
დასაქმდება და, ზოგადად, ეკონომიკურ აღმასვლასთან
გვექნება საქმე.
მაგრამ მუდამ ასე როდი გაგრძელდება. თანდათანობით
იმდენი ფეხსაცმლის ქარხანა აშენდება, რომ ქვეყანაში
ფეხსაცმელი აღარ იქნება დეფიციტური, შესა-ბამისად, მისი
ფასი დაეცემა და ფეხსაცმლის კერვა ნაკლებად მომგებიან ან,
სულაც, წამგებიან საქმედ იქცევა. როცა ფეხსაცმლის წარმოება
ქალაქში მასზე მოთხოვნას გადააჭარბებს, ფეხსაცმლის
ქარხნების შენების ბუმიც შენელდება და შეწყდება.
სამწუხაროდ, ეს პროცესი ასე უმტკივნეულოდ არ
დასრულდება. როდის მიხვდებიან მეწარმეები, რომ
ფეხსაცმლის ქარხნის რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია და
ახლის შენება აღარ ღირს? პრობლემა სწორედ აქ იჩენს თავს:
წარმოიდგინეთ, რომ ასობით ადამიანმა გადაწყვიტა ფეხსაც-
მლის ქარხნის აშენება ისე, რომ ერთმანეთის გადაწყვე-
ტილების შესახებ არაფერი იციან. რამდენიმემ შედარებით
ადრე დაასრულა მშენებლობა და როდესაც მათი ქარხნები
ამუშავდა, აღმოჩნდა, რომ ქალაქში ფეხსაცმლის რაოდენობა
უკვე საკმარისზე მეტია: ფეხსაცმლის ქარხნები უფრო მეტ
ფეხსაცმელს უშვებენ, ვიდრე მოსახლეობას ფეხსაცმლის
საჭიროება აქვს. იმავდროულად, სხვა მეწარმეებს ფეხსაცმლის
ქარხნების მშენებლობა ჯერაც არა აქვთ დამთავრებული და
თანაც უკვე მშენებლობაში უამრავი ფული დახარჯეს, მათ
შორის ბანკებიდანაც აიღეს დიდი სესხები. ვინაიდან ქარხნებს
საქონელი „ჩაუწვებათ“ — ვეღარ გაყიდიან, შედეგად,
შემოსავლები მოაკლდებათ და მოუწევთ თანამშრომლების
სამუშაოდან დათხოვნა. ბევრი, მანამდე დასაქმებული, ახლა
უმუშევარი აღმოჩნდება.
ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მეწარმეები ბანკებს
სესხებს ვეღარ დაუბრუნებენ და ამით ბანკებსაც სერიოზულ
პრობლემებს შეუქმნიან. რა მოხდება ამის შემდეგ? ბანკებში
შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში
ელვის სისწრაფით გავრცელდება და ყველა, ვისაც საკუთარი

218
ფული ანაბარზე ჰქონდა მიბარებული, იმის შიშით, რომ არ
დამეკარგოსო, ფულის გამოსატანად ბანკს მიაწყდება. ამ
მოვლენას ეკონომიკაში საბანკო პანიკას უწოდებენ.
ადამიანების რიცხვი, რომლებსაც საბანკო პანიკა მოიცავს,
ასი ათასობით იქნება. ამ რაოდენობის მეანაბრისათვის
ფულის ერთდროულად დაბრუნებას მსოფლიოში ვერც
ერთი ბანკი ვერ შეძლებს და ბანკებიც ერთმანეთის
მიყოლებით გაკოტრდებიან. ბანკების გაკოტრებას, გარდა
საკუთრივ ბანკის მუშაკების უმუშევრად დარჩენისა,
მთლიანად ეკონომიკაზე მძიმე უარყოფითი შედეგი ექნება.
შედეგად, ქვეყანას, ყველასათვის მოულოდნელად, თავს
ეკონომიკური კრიზისი დაატყდება. რა იქნება კრიზისის
ძირითადი მახასიათებელი: 1. წარმოების მკვეთრი შემცი-
რება ან სულაც გაჩერება; თანაც არა მარტო ჩვენს
შემთხვევაში მაგალითად აღებული ფეხსაცმლის წარმოების,
ბანკების გაკოტრება და არაკრედიტუნარიანობა ზოგადად
ქვეყანაში მთელ წარმოებას შეაჩერებს. 2. უმუშევრობის
ზრდა. მთელი ამ უბედურების მიზეზი კი ფეხსაცმლის
წარმოების უჩვეულოდ სწრაფი ზრდა და, შესაბამისად,
როგორც თანმდევი, ბაზარზე ჭარბი ფეხსაცმლის გატანა
გახდება, რაც, თავისთავად, ქვეყნის მოსახლეობის ფეხსაც-
მელზე მოთხოვნისა და მეწარმეთა მიერ მიწოდებული
ფეხსაცმლის რაოდენობას შორის შექმნილი დისბალანსის
შედეგი იქნება. თვით ეს დისბალანსი კი ფეხსაცმლის
მეწარმეთა მიერ საკუთარი წარმოების დაგეგმვისას, ქვეყანაში
ამავე პროდუქტის სხვების მიერ წარმოების მასშტაბების
გაუთვალისწინებლობაა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს
ძნელი გასათვალისწინებელია ცალკეული საწარმოს დონეზე
და უფრო სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების შედეგად
თუ მიიღწევა.
კრიზისის დაძლევას მოსახლეობის მსყიდველობითი
უნარის დაქვეითება და, შესაბამისად, საქონელზე მოთხოვნის
შემცირება ან სულაც გაქრობა უშლის ხელს. ჩვენს
შემთხვევაში ეს შემდეგში გამოვლინდება: მოსახლეობის
დიდ ნაწილს ამასობაში ფეხსაცმელი კი გაუცვდება, მაგრამ,
ვინაიდან ისინი უმუშევრად და უხელფასოდ დარჩნენ, ახალი
ფეხსაცმლის ყიდვას ძველის შეკეთებას ამჯობინებენ..
ერთგვარი მოჯადოებული წრე იქმნება: საქონლის გაყიდვას

ფულის გამოსატანად
შეგროვილი ხალხი XX
საუკუნის საბანკო კრიზისის
დროს.

219
მომხმარებლის მსყიდველობითი უნარის ამაღლება
განაპირობებს, მსყიდველობითი უნარის ამაღლებას — მისი
დასაქმება, ადამიანების დასაქმებას — წარმოების გაზრდა-
გაფართოება, წარმოების გაზრდა-გაფართოვება კი მხოლოდ
უკვე წარმოებულის სარფიანად გაყიდვის შედეგად
მიიღწევა.
ჭარბწარმოების პირველმა მსოფლიო ეკონომიკურმა
კრიზისმა 1901-1903 წლებში იჩინა თავი. ეკონომიკურ კრიზისს
დიდი პოლიტიკური შედეგი მოჰყვა. ეკონომიკური კრიზისი,
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, იმაში
ვლინდება, რომ წარმოება იკვეცება ან სულაც იხურება, რასაც
უმუშევრობა, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარე-
სება და, საერთოდაც, ქვეყნის შიგნით თუ მსოფლიო
მასშტაბით სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა
ახლავს თან. ასეთ ვითარებაში მმართველი პოლიტიკური
ელიტა რთული სოციალური ვითარებიდან მოსახლეობის
ყურადღების გადატანას ომის გაჩაღებით ცდილობს ხოლმე.
პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მომდევ-
ნო ათი წლის განმავლობაში ხანმოკლე ეკონომიკურ აღმავლო-
ბებს კვლავაც დაღმავლობა ცვლიდა, რაც საბოლოოდ 1914-
1918 წლების I მსოფლიო ომით დასრულდა.
კაპიტალიზმის ისტორიაში ყველაზე ღრმა
ეკონომიკური კრიზისი მაინც 1929-1933 წლებში იყო. ის
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. პირველი მსოფ-
ლიო ომის შემდგომ ხანებში აშშ-ის ეკონომიკა სწრაფი
ტემპით ვითარდებოდა. ამიტომ ეკონომიკური კრიზისის
დაწყება ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ამერიკული მთლიანი ეროვნული ნაწარმის მაჩვენებელმა
უმაღლეს ნიშნულს 1929 წლის პირველ მეოთხედში მიაღწია,
მაგრამ შემდგომ თანდათანობით კლება იწყო. ამის ერთ-ერთი
თვალნათელი მაგალითი მანქანათმშენებლობა გახლდათ,
რომლის ნაწარმი ამავე წლის მარტიდან სექტემბრამდე, თითქმის
განახევრდა. მაგრამ რამდენადაც აქციათა ფასები ჯერ კიდევ
რეკორდულად მაღალი იყო, ამ საგანგაშო სიმპტომისთვის
ჯეროვანი ყურადღება არავის მიუქცევია. ეკონომიკური კრიზისი
1929 წლის 24 ოქტომბერს ხუთშაბათ დილას დაიწყო, როდესაც
უოლ სტრიტზე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ სრული
კატასტროფა განიცადა, არნახული საბირჟო პანიკა ატყდა.
პანიკური გაყიდვების ტალღამ საფონდო ბირჟაზე აქციების
ვარდნა და მილიონობით ქაღალდის ფულის “აორთქლება”
გამოიწვია.
გაიყიდა თითქმის 13 მილიონი აქცია, 1,5-ჯერ მეტი,
ვიდრე ოდესმე. სულ რამდენიმე დღის შემდეგ — 29
ოქტომბერს სამშაბათს პანიკურმა აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია,
რის შედეგადაც ხელიდან ხელში უკვე 16,4 მილიონი აქცია
უოლ სტრიტზე კრიზისი
გადავიდა. ერთ თვეში ნიუ-იორკის ბირჟაზე აქციების ფასი
გამოცხადდა 1929 წლის 24
ოქტომბერს.
37%-ით დაეცა. ეს პროცესი სამი წლის განმავლობაში
განუწყვეტლად გრძელდებოდა. ოთხი წლის თავზე — 1933
წლისათვის ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულება
თითქმის 5-ჯერ შემცირდა.

220
1929 წლის 24 ოქტომბრის ხუთშაბათი ისტორიაში —
შავი ხუთშაბათის, 29 ოქტომბრის სამშაბათი კი შავი
სამშაბათის სახელით შევიდა. 1929-1933 წლების ეკონომიკური
კრიზისი კი „დიდი დეპრესიის” სახელით შევიდა. კრიზისმა
სწრაფად მოიცვა აშშ-ის ეკონომიკის ყველა დარგი:
მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ფინანსური სექტორი. მისი
უდიდესი დამანგრეველი ძალა, უპირველეს ყოვლისა, სამრეწ-
ველო წარმოების მკვეთრ შემცირებაში გამოვლინდა.
ამ პერიოდში მილიონობით სამრეწველო, სავაჭრო და
საფინანსო საწარმო გაკოტრდა, დაიხურა 5700-ზე მეტი ბანკი
(ბანკების საერთო რაოდენობის თითქმის 20%), რომელთა
დეპოზიტების მთლიანი ჯამი 3,5 მილიარდ დოლარს
შეადგენდა. ხუთმა მილიონმა ფერმერმა, რომელსაც საბანკო
კრედიტი ჰქონდა აღებული, დაკარგა მიწის ნაკვეთი და
საცხოვრებელი. გაკოტრებული და უსახლკარო ფერმერები
გადარჩენილებს მოჯამაგირეებად უდგებოდნენ.
კრიზისის ძალზე მძიმე სოციალურ შედეგებს დაემატა
შიმშილი, დაავადებები, მაღალი სიკვდილიანობა. მხოლოდ ნიუ-
იორკში 1931 წელს შიმშილით ორი ათასი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მალე
მთელი მსოფლიო ჩაითრია: იაპონიაში, საფრანგეთში, ინგლისში,
გერმანიაში, იტალიაში — წარმოების დონე თითქმის 50%-ით
შემცირდა. უმუშევრობა ყველგან კატასტროფულად გაიზარდა.
ეკონომიკური კრიზისის დაძლევა ტოტალიტარულმა
ქვეყნებმა: იაპონიამ, იტალიამ და გერმანიამ აგრესიული საგარეო
პოლიტიკით სცადეს, რასაც სულ მოკლე ხანში II მსოფლიო ომი
მოჰყვა. ასე რომ, 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკური
კრიზისი ისევე, როგორც 1901-1903 წლების მსოფლიო ეკონო-
მიკური კრიზისი, მსოფლიო ომით დასრულდა.
1929-1933 წლების კრიზისის დაძლევა აშშ-ის ეკონომიკაში
სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების მექანიზმების შექმნით
გახდა შესაძლებელი. იმავდროულად სახელმწიფოს მხრიდან
ეკონომიკის რეგულირება მთელ მსოფლიოში გაძლიერდა.
შეიქმნა აგრეთვე საზოგადოების სოციალური დაცვის
მექანიზმებიც. ყოველივე ამან ახალი ეკონომიკური კრიზისის
დადგომა მრავალი ათეული წლით გადაავადა.
ამის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკას თითქმის
ოთხმოცი წელი აღარ განუცდია გასული საუკუნის 30-იანი
წლების ანალოგიური კატაკლიზმები, მაგრამ 2008 წლის
დეკემბრის პირველ დეკადაში აშშ-ის ეკონომიკური
ანალიზის ბიურომ ოფიციალურად დაადასტურა ეკონო-
მიკური კრიზისი და მისი დაწყების თარიღად 2007 წლის
სექტემბერი დაასახელა. ამერიკაში დაწყებული ეკონო-
მიკური კრიზისი, მალევე მსოფლიო კრიზისად იქცა.
მიმდინარე კრიზისი ისეთივე ციკლური პროცესია,
როგორც ყველა წინა და ამჯერადაც მრავალი ცნობილი
ეკონომისტის აზრით, ეკონომიკისა და ზოგადად, მოთხოვნის
გამოცოცხლება საწარმოო თუ საბანკო-საფინანსო სექტორის
სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების გზით მიიღწევა.
სწორედ ამისკენაა მიმართული XXI საუკუნის დასაწყისის
აშშ-ის და სხვა განვითარებული ქვეყნების მთავრობათა
ძალისხმევა.

221
T a v i VIII

1225-1275
ძვ წ. 431-356 თომა აქვინელმა დაწერა
"თეოლოგიის ჯამი", "ჯამი
ტერმინი პირველად ძველბერძენმა წარმართთა წინააღმდეგ" და
სწავლულმა ქსენოფონტემ თავისი "ჭეშმარიტების შესახებ"
თხზულების სათაურად გამოიყენა.
0

430
ძვ.წ. 1200

222
1776 1936
გამოიცა ადამ სმიტის
ნაშრომი „გამოკვლევა 1885 გამოქვეყნდა ჯონ კეინსის
ერების სიმდიდრის ნაშრომი "დასაქმების,
ბუნებისა და მიზეზების გამოიცა კარლ სარგებლისა და ფულის
შესახებ”. მარქსის „კაპიტალი”. ზოგადი თეორია".

1750

1798 გამოქვეყნდა
თომას მალთუსის
ნაშრომი „ნარკვევი
მოსახლეობის
რაოდენობის კანონზე“.

223
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა

ცნებები და ტერმინები პირთა სახელები


ქრემატული საქმიანობა ქსენოფონტე
მევახშეობა ლიკურგე
საქონლის ღირებულება პლატონი
ღირებულების შრომითი თეორია არისტოტელე
კერძო საკუთრება თომა აქვინელი
ქონებრივი უთანასწორობა თომას მანი
მერკანტელიზმი ადამ სმიტი
ფასების რევოლუცია დევიდ რიკარდო
პროტექციონიზმი თომას მალთუსი
პოლიტიკური ეკონომია კარლ მარქსი
ლიბერალიზმი კარლ მენგერი
ზედმეტი ღირებულების თეორია ჯონ მეინარდ კეინსი
ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია ფილიპ ვილჰელმ ფონ
ჰორნიკი
ღირებულების შრომითი თეორია გუსტავ ფონ შმოლერი
მოთხოვნა-მიწოდება მარგარეტ თეთჩერი
ზღვრული სარგებლიანობა
კეინსიანობა

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. როგორ ვითარდებოდა ეკონომიკური აზროვნება


უძველესი დროიდან დღემდე?
2. რა წარმოდგენები არსებობდა მევახშეობაზე ანტიკურ
სამყაროში, შუა საუკუნეებსა და ახალი ისტორიის
პერიოდში?
3. რა იყო მერკანტელისტური ეკონომიკური თეორიის
ძირითადი მახასიათებლები?
4. როგორი იყო ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრეთა
(ადამ სმიტი, რიკარდო) შეხედულებები?
5. რა განვითარება მიიღო ადამ სმიტისა და რიკარდოს
იდეებმა მალთუსთან, მარქსთან?
6. როგორ განიხილებოდა ეკონომიკაში სახელმწიფოს
ჩარევა-ჩაურევლობის საკითხი პოლიტიკური
ეკონომიის, ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიისა და
კეინსიანობის მიმდევრების მიერ?

224
ekonomikuri azris
ganviTarebis istoria
ეკონომიკის ისტორიის შესწავლისას აუცილებლად
გასათვალისწინებელია ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოების
ეკონომიკური აზროვნება, ვინაიდან ადამიანების ეკონომიკური
აზროვნება თუმცა, ერთი მხრივ, გამომდინარეობს ეკონომიკური
ურთიერთობების განვითარების ხარისხიდან, მეორე მხრივ,
თავადაც უშუალო გავლენას ახდენს საზოგადოების ეკონომიკურ
ცხოვრებაზე. სხვადასხვა ეპოქებში საზოგადოების ეკონომიკურ
აზროვნებას ამ საზოგადოების მოწინავე, მოაზროვნე ნაწილი
ეკონომიკური თეორიების სახით აყალიბებდა და აყალიბებს. ამ
თეორიებს ეკონომიკური აზრის ისტორია შეისწავლის.
ანტიკური პერიოდის ეკონომიკური აზროვნება უკვე
ხამურაბის კანონებში და ბიბლიაში აისახა, მაგრამ მაინც
ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია ძველი
საბერძნეთიდან უნდა დავიწყოთ. რატომ? იმიტომ, რომ
თვით ტერმინი ეკონომიკა, ძველ საბერძნეთში გაჩნდა და
საოჯახო მეურნეობის მართვას ნიშნავს. მართლაც, ეს ტერმინი
პირველად ძველბერძენმა სწავლულმა ქსენოფონტემ თავისი ქსენოფონტე
თხზულების სათაურად გამოიყენა, რომელშიც საშინაო ძვ წ. 431-356
მეურნეობის გაძღოლისა და მიწათმოქმედების წარმოების
სხვადასხვა გონიერ წესებს განიხილავდა. ასეთი გაგებით ეს
სიტყვა შემდგომშიც, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა.
ამგვარად, ეკონომიკა იმთავითვე მეურნეობის გონივრულ
გაძღოლას გულისხმობდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკური ხანისათვის
დამახასიათებელია ეთიკურ-მორალური ეკონომიკური აზრო-
ვნება, რომელიც, ე. წ. ზოგადი სამართლიანობის განცდას
ემყარება. ეს იმ ტიპის აზროვნებაა, როდესაც ადამიანის
ეკონომიკურ საქმიანობას ეკონომიკური მიზანშეწონილობის
კუთხით კი არ აფასებენ, არამედ ცდილობენ გაარკვიონ,
რამდენად მორალური და ეთიკურია მისი ესა თუ ის ეკონო-
მიკური ქმედება. მაგალითად, ანტიკური ხანის ადამიანი-
სათვის მორალურად გაუმართლებელი იყო მევახშეობა და
სარგებელი.
სარგებელი და პროცენტი იმ ეპოქის ადამიანისათვის
ძირითადად ფულის მიერ ფულის კეთების, ერთი თვალის
შევლებით, ნაკლებად სამართლიანი პროცესი იყო, რომელიც
მის აზროვნებაში უშრომელ შემოსავალთან ასოცირდებოდა.
მაგალითად, სპარტის კანონმდებელი ლიკურგე, ფუფუნებას,
მევახშეობას, ფულის დაგროვებას ებრძოდა. ამისათვის მან
სპარტაში ოქროსა და ვერცხლის ფულის გამოყენება აკრძალა
და რკინის ფული შემოიღო. ამით ფულის დაგროვებამ, მისი
სიიაფის გამო, მართლაც აზრი დაკარგა, მაგრამ იმავდროულად
სპარტელებთან ვაჭრობის მოსურნეთა რიცხვი ფრიად შეამ-
ლიკურგე სპარტას
ცირა, ვინაიდან საქონლის რკინის ფულზე გაყიდვა არავის ძვ. წ. IX-VIII სს-ში განაგებდა.
სურდა.

225
ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის
და ფილოსოფოსის პლატონის თვალსაზრისითაც, იდეა-
ლური სახელმწიფოს მიზანს უნდა წარმოადგენდეს
„მომხვეჭელობისადმი არაზნეობრივი ვნების განდევნა―,
რადგანაც „ზედმეტი სიმდიდრე― ბადებს ისეთ საზიზღარ
თვისებებს, როგორიცაა სიზარმაცე და სიხარბე.
როგორც ვხედავთ, ანტიკური პერიოდის ეკონომი-
კური აზროვნება ფრიად წააგავს საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა
სივრცის, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განუვითა-
რებელი ეკონომიკური ურთიერთობების მქონე საზოგადოე-
ბაში მცხოვრები ადამიანების შეხედულებებს. ასეთი ადამია-
ნები კი ერთნაირად აზროვნებენ ძვ. წ. V თუ ახ. წ. XXI სს-ში.
ანტიკური ხანის ეკონომიკური აზროვნების სისტემა-
პლატონი ტიზაცია და მეცნიერული გააზრება-დასაბუთება პირველად
ძვ. წ. 427-347 ძველბერძენმა ფილოსოფოსმა და სწავლულმა არისტოტე-
ლემ სცადა. ამიტომაც მიიჩნევა ის ეთიკურ-მორალური
ეკონომიკური აზროვნების ფუძემდებლად. მოგვიანებით
არისტოტელეს შეხედულებებმა განვითარება შუა საუკუ-
ნეების ეკონომიკურ აზროვნებაშიც ჰპოვა.
ამ ტიპის ეკონომიკური აზროვნება კაცობრიობას
მისი ისტორიის უდიდეს პერიოდში ახასიათებდა და მისი
დაძლევა მხოლოდ ახალი ისტორიის ხანაში, ანუ კაპიტა-
ლისტური ურთიერთობების განვითარების პერიოდში
მოხდა. განვიხილოთ ეს საკითხი უფრო დეტალურად.
არისტოტელე გამოჰყოფდა ორი ტიპის ეკონომიკურ
საქმიანობას: პირველს, საკუთრივ ეკონომიკას ადამიანის იმ
ტიპის საქმიანობას უწოდებდა, რომელიც სახლის, ანუ
ოჯახის ან ქვეყნისათვის კეთილდღეობის მოპოვება-გამრავ-
ლებისაკენაა მიმართული. ასეთ საქმიანობას ის ფრიად
დადებითად აფასებდა. სასარგებლო ეკონომიკურ საქმია-
ნობად არისტოტელე ვაჭრობასაც მიიჩნევდა, რომელსაც
არისტოტელე
საქონლის გაცვლის სამართლიან ფორმად განიხილავდა.
ძვ. წ. 384-322
იმავდროულად, როგორც ანტიკური ეპოქის ადამიანი,
არისტოტელე გმობდა მეურნეობის ორგანიზების ისეთ
ფორმას, რომლის მიზანი მოგება და სიმდიდრის დაგროვება
იყო. ასეთ საქმიანობას ის ეკონომიკისაგან განასხვავებდა და
ქრემატულს უწოდებდა.
ტიპიურ ქრემატულ საქმიანობად არისტოტელეს
მევახშეობა მიაჩნდა. მის განსაკუთრებულ გულისწყრომას
პროცენტი იწვევდა, რომელსაც ის შემოსავლის მიღების
ყველაზე არაბუნებრივ ფორმად მიიჩნევდა. მისი აზრით,
პროცენტი მსესხებლის ხარჯზე მიღებული სარგებელი იყო,
რომელსაც უზნეო სიძუნწითა და გამდიდრების ჟინით
შეპყრობილი გამსესხებელი ითვისებდა.
არისტოტელეს აზრით, მევახშე პროცენტს ითვისებდა
უსამართლოდ, ვინაიდან არ იყო მისი შემქმნელი; აიძულებდა
მსესხებელს დაებრუნებინა გაცემული თანხა ნამატით და
ამით აქცევდა ფულს ახალი ფულის მიღების წყაროდ, რაც,
არისტოტელეს აზრით, დაუშვებელი და ამორალური იყო.

226
მართლაც, ანტიკური ხანის, ისევე როგორც შუა
საუკუნეების ადამიანს არ ესმოდა სარგებლის არსი. ის ვერ
იაზრებდა, რომ სარგებელი ფულის ეკონომიკურ წრებრუნვაში
„გაჩერების―, მესაკუთრის მიერ მისი გარკვეული დროით
ვერგამოყენების საფასურია.
არისტოტელეს აზრით, ფულის დანიშნულება
მხოლოდ საქონლის გაცვლის უზრუნველყოფა იყო და არა
გამდიდრება, ანუ ახალი ფულის შექმნა. ხოლო საკუთრივ
საქონლის გაცვლა კი მაშინ იყო გამართლებული, თუ ის
ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარეობდა და არა
გამდიდრების სურვილიდან.
როგორ და რის საფუძველზე ხდება საქონლის
გაცვლა? მისი ღირებულების მიხედვით — იქნება პასუხი,
მაგრამ რა ქმნის საქონლის ღირებულებას? არისტოტელე
პირველი იყო ვინც შეეცადა აეხსნა, თუ რა უდევს საფუძვლად
საქონლის ღირებულებას.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მეცნიერებს დღესაც ამ
საკითხზე ცალსახა აზრი არ აქვთ. ერთ ნაწილი მიიჩნევს,
რომ საქონლის ღირებულებას მასზე დახარჯული შრომა
განსაზღვრავს. ასეთებს ღირებულების შრომითი თეორიის
მომხრეებს უწოდებენ. მეორენი მიიჩნევენ, რომ საქონლის
ღირებულება ზოგადად სუბიექტური რამაა და მას, ყოველი
მოცემული მომენტისათვის, ამა თუ იმ ადამიანისათვის
საქონლის სარგებლიანობისა და, შესაბამისად, საჭიროების
ხარისხი განსაზღვრავს.
არისტოტელესათვის, როგორც ანტიკური ეპოქის
ადამიანისათვის, წარმოუდგენელი იყო სოციალურად
არათანასწორი ადამიანების (მაგალითად, მოქალაქეებისა და
მონების) შრომის გათანაბრება. ამიტომაც, მან იმთავითვე
გამორიცხა შესაძლებლობა, საგნების ღირებულებისა და
გაცვლის საფუძვლად მათ შექმნაზე დახარჯული შრომა
მიეჩნია.
იმავდროულად, არისტოტელეს აღელვებდა გაცვლისას
სამართლიანობის დაცვის პრობლემა. ამის მიღწევა ხომ
შეუძლებელი იყო საგნების შეთანასწორების გარეშე. მაგრამ
როგორ უნდა შეუთანასწოროთ მაგალითად, პური და ერთი
წყვილი ფეხსაცმელი? რის საფუძველზე შეიძლება მოხდეს
მათი სამართლიანი გაცვლა? ბუნებრივია, მათი ღირებულების
საფუძველზე, მაგრამ კვლავ ვაწყდებით კითხვას:

რა ქმნის საგნის ღირებულებას?


არისტოტელემ საგნის ღირებულებისა და, შესაბამისად,
სამართლიანი გაცვლის საფუძვლად, მისი შემქმნელის ღირსება
გამოაცხადა. თუ ცნობილია ერთმანეთში ნივთების გამცვლელ
ადამიანთა ჭეშმარიტი ღირსება — აღნიშნავს ის — შეიძლება
განისაზღვროს გასაცვლელი ნივთების თანაფარდობა
(პროპორციები).
ამისათვის არისტოტელეს შემდეგი მაგალითი
მოჰყავს: თუ 100 ცალი ფეხსაცმლის გაცვლითი ღირებულება

227
1 სახლს შეესაბამება, ხოლო მშენებლის ღირსება 2-ჯერ
აღემატება მეწაღისას, მაშინ მშენებელი მეწაღესთან ისეთ
თანაფარდობაში აღმოჩნდება, როგორც 200 ფეხსაცმელი 1
სახლთან და სწორედ ასეთი გაცვლა უნდა ჩაითვალოს
სამართლიანად.
როგორც ვხედავთ, არისტოტელეს აზრით, ნივთის
ღირებულებას მხოლოდ მასზე დახარჯული შრომა ან
მოთხოვნა-მიწოდების კანონი კი არ განსაზღვრავს, არამედ
ნივთის შემქმნელის ღირსებაც. რაც უფრო ღირსეულია
მაგალითად, ფეხსაცმლის მკერავი, მით უფრო მეტი
ღირებულება დაედება მის მიერ შეკერილ ფეხსაცმელს.

შუა საუკუნეების ეკონომიკური აზრი.


არისტოტელედან დიდად წინ ვერც შუა საუკუნეების
ეკონომიკურმა აზრმა წაიწია. ის ყველაზე უფრო სრულყო-
ფილად თომა აქვინელის ნაშრომებშია გადმოცემული.
თომა აქვინელი ძირითადად არისტოტელეს
თომა აქვინელი თვალსაზრისის, ერთი მხრივ, ფეოდალურ-შუასაუკუნოვან
1225 -1274 და მეორე მხრივ, ქრისტიანულ ვერსიას ანვითარებს. ოქროსა
და ვერცხლის სიმრავლე, თომა აქვინელის თვალსაზრისით,
ადამიანს ბედნიერს არ ხდის და ასეთი სიმდიდრის შეძენა
არ შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის მიზანს, ვინაიდან
მიზანი უნდა იყოს ზნეობრივი სრულყოფა.
ეს თვალსაზრისი გამომდინარეობს, როგორც
არისტოტელეს მსჯელობიდან, ისე ქრისტიანული იდეოლო-
გიიდან, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ინტერესები
უნდა ექვემდებარებოდეს ცხოვრების ნამდვილ მიზანს —
სულის ხსნას. ეს კი ადამიანის მორალური სრულყოფით
მიიღწევა. შუასაუკუნოვანი აზროვნება ყოველი ფეხის
ნაბიჯზე საზღვრებს უწესებდა ადამიანის ეკონომიკურ
საქმიანობას სხვადასხვა აკრძალვებითა და გაფრთხი-
ლებებით, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ეკონომი-
კური კანონებისა და პროცესების ცოდნასთან და ეკონო-

1988 წელს უმბერტო ეკოს ავტორობით


გამოცემული თომა აქვინელის ესთეტიკა.

228
მიკურ ინტერესებს რელიგიურ, მორალურ-ზნეობრივ
წარმოდგენებს უქვემდებარებდნენ. ყოველივე ეს, ბუნებრივია,
ფრიად ზღუდავდა შუა საუკუნეების ადამიანის ეკონომიკური
საქმიანობის საზღვრებსა და შესაძლებლობებს.
შუა საუკუნეების ფილოსოფოსებს შორის გავრცელე-
ბული იყო აზრი, რომ მევახშეები, ანუ ბანკირები არ ქმნიდნენ
საზოგადოებისათვის საჭირო ნივთებს — პროდუქტს, რის გამოც
არ იმსახურებდნენ საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს და
სულაც ზედმეტნი იყვნენ საზოგადოებისათვის. იმავდროულად,
შუა საუკუნეების სწავლულები და მათ შორის, თომა აქვინელი,
არისტოტელეს მსგავსად, ვაჭრობას კანონიერ და საჭირო
საქმიანობად მიიჩნევდნენ. მათი აზრით, სხვადასხვა ქვეყნების
ბუნებრივ სიმდიდრეებში განსხვავებები ღვთის წინასწარ-
განჭვრეტილობაზე მიგვანიშნებდა. მართლაც, სხვადასხვა
ქვეყნებში სხვადასხვა საქონელი მზადდება და ადამიანებს
სჭირდებათ მათი ერთმანეთზე გაცვლა. ასე რომ, ვაჭრობასა
და ვაჭრობიდან მიღებულ მოგებაში ცუდი არაფერია. მით
უფრო, რომ მოგება, რომელსაც ვაჭარი საქონლის გაყიდვის
შემთხვევაში იღებს, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც გაწეული
შრომის ანაზღაურება. თუმცა, იმავდროულად, შუა საუკუნეების
სწავლულთა აზრით, ვაჭრობა თავის თავში ცდუნების
შემცველია, ამიტომ ის საშიში საქმიანობაა. ადამიანი დარწმუ-
ნებული უნდა იყოს, რომ მოგებას საერთო საქმესა და
საზოგადოების კეთილდღეობას ახმარს და შემოსავალი,
რომელსაც ის ვაჭრობიდან იღებს, არ აღემატება შრომისა-
თვის გაწეულ სამართლიან ანაზღაურებას.
ადრეულ ქრისტიანობაში თანასწორობის იდეა კერძო
საკუთრებაზე უარის თქმაში, ქონების განსაზოგადოებაში,
შრომის სავალდებულობასა და საყოველთაოობის აღიარებაში
გამოვლინდა. თომა აქვინელის თხზულებებში შრომა
ფასდება დადებითად, როგორც სიცოცხლისათვის აუცილე-
ბელი, რომელიც იცავს ადამიანს უსაქმურობისაგან და ხელს
უწყობს მისი ზნეობის განმტკიცებას, ამავე დროს,
არისტოტელესთან ერთად თომა აქვინელი უარყოფს
სხვადასხვა სახის შრომის გათანაბრებას, განიხილავს რა
ფიზიკურ შრომას, როგორც მონურს. მას უჭირს აგრეთვე
კერძო საკუთრების გამართლებაც. შუა საუკუნეების
მოაზროვნეები ამტკიცებდნენ, რომ კერძო საკუთრება
აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში, ამ არასრულყოფილ
სამყაროში მაინც, ვინაიდან, როდესაც სიკეთე ცალკეული
პირების საკუთრებაა, ასეთ ვითარებაში ადამიანები მეტს
მუშაობენ და ნაკლებს კამათობენ. ამიტომ უნდა ავიტანოთ
კერძო საკუთრება, როგორც ადამიანური სისუსტისადმი
დათმობა. თუმცა, თავისთავად იგი არასასურველი რამაა.
ეთიკის სფეროში გავრცელებული იყო აზრი, რომ
საკუთრება, უკეთეს შემთხვევაშიც, მძიმე ტვირთია. თანაც
იგი მოპოვებული უნდა იყოს კანონიერი გზით, უნდა
ეკუთვნოდეს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს და უნდა იძლეოდეს
ღარიბებისათვის დახმარების გაწევის საშუალებას. მისი

229
გამოყენება უნდა ხდებოდეს, შეძლებისდაგვარად, ერთობლივი
შეთანხმების საფუძველზე და მისი მფლობელები მზად უნდა
იყვნენ გაუზიარონ ეს სიკეთე მათაც, ვინც არის უკიდურესად
გაჭირვებული.
ასეთი აზროვნების ფილოსოფიურ საფუძველს წარმოად-
გენს: ღვთის სამართლიანობისა და მატერიალურ სიკეთეთა
რაოდენობრივად საზღვრულობის იდეა. მატერიალურ სიკეთეთა
რაოდენობრივად საზღვრულობა გულისხმობს, რომ ღმერთმა თუ
განგებამ კაცობრიობისთვის მატერიალური დოვლათი მხოლოდ
განსაზღვრული რაოდენობით გაიმეტა, ამიტომ, თუ ვინმე სხვა-
სთან შედარებით მეტ სიმდიდრეს, ანუ მატერიალურ დოვლათს
დაეუფლება, ეს დაანარჩენების ხარჯზე მოხდება. მაგალითად,
თუ სუფრაზე 10 ვაშლი დევს და ერთ-ერთი სუფრის წევრი 9-ს
შეჭამს, ზოგიერთ სუფრის წევრს აღარ შეხვდება ვაშლი. ასეთი
ლოგიკა არ გულისხმობს, რომ შესაძლოა მაცივარში კიდევ ბევრი
ვაშლი იყოს და თუ სუფრაზე გამოილია დაამატონ. ანალო-
გიურად, მატერიალურ დოვლათს, ქონება-სიმდიდრეს ადამია-
ნები ქმნიან, და თუ ერთი ადამიანი მეტ სიმდიდრეს დააგროვებს,
ამით სხვას ოდნავაც არ აკლდება შანსი დააგროვოს იგივე
ოდენობით ან მეტი სიმდიდრე. ქონება ―ქუჩაში‖ კი არ დევს და
ადამიანები მეტის მითვისებით კი არ მდიდრედებიან, არამედ
ქონებას, პროდუქტებს თვითონ ადამიანები ქმნიან და მისი
გაყიდვით მდიდრებიან. ღვთის სამართლიანობისა და მატერია-
ლურ სიკეთეთა რაოდენობრივად საზღვრულობის იდეა თავისი
ფესვებით წარმართობის ხანამდეც კი მიდის, როდესაც გვაროვ-
ნული თემის ეპოქაში გავრცელებული იყო წარმოდგენები,
თითქოს წარმატებული მიწათმოქმედი ან მონადირე შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო ჯადოქარი, ან ქურდი. თუ ვინმემ უკეთესი
მოსავალი მოიწია, გამოდის, რომ მან მეზობელს მოპარა და ეს
მოსავალი — სულებისათვის გასაცემი მოსავალია.
პლატონის აზრით, ზოგადად ნამატი პროდუქტი
უნდა განვიხილოთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად,
ქურდობად. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, მისი აზრით,
მცირდებოდა არა მხოლოდ საზოგადოებრივი კეთილდღეობა,
არამედ საზოგადოებრივი ქველმოქმედების მოცულობაც. ფრაზა
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუ არ გავითვალისწინებთ
იმ ფაქტს, რომ ძველ ბერძენ მოაზროვნეებს აღელვებდათ,
პირველ რიგში, ეთიკის და არა ეკონომიკური ეფექტურობის
საკითხები.
კარლ მარქსი შენიშნავდა: „ძველებთან თქვენ ვერ
იპოვით მსჯელობას იმის თაობაზე, თუ საკუთრების რომელი
ფორმაა უფრო ეფექტური. მათ აინტერესებთ, თუ საკუთრების
რომელი ფორმა აძლევს საზოგადოებას საუკეთესო მოქა-
ლაქეებს―.
ესაა ჩაკეტილი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი
აზროვნება, რომელსაც მიაჩნია, რომ მატერიალური სიკეთეები
საზღვრულია. აქედანვე მომდინარეობს სიკეთეთა „სამართ-
ლიანად განაწილების სურვილიც―. იბადება კითხვა: როგო-

230
რია სამართლიანობის კრიტერიუმები, მათ შორის, სამართ-
ლიანი განაწილების, გაცვლის თუ სამართლიანი ფასის?
არისტოტელესათვის ასეთი კრიტერიუმი, როგორც
გვახსოვს, ღირსება იყო. ამით ის ასაბუთებდა ქონებრივი
უთანასწორობის არსებობის სამართლიანობას. თომა
აქვინელმა ეს თვალსაზრისი კიდევ უფრო განავითარა. ის
ხომ ფეოდალურ საზოგადოებაში ცხოვრობდა, საზოგა-
დოებაში რომელიც იერარქიულ წოდებებად იყო დაყო-
ფილი. თავის წოდებაზე უფრო ზევით ასვლის მცდელობაც
კი შუა საუკუნეების სწავლულთათვის, მათ შორის თომა
აქვინელისათვის, დიდ ცოდვად მიიჩნეოდა, ვინაიდან
წოდებებად დაყოფა თვით ღმერთის მიერ იყო დადგენილი.
ადამიანები უნდა ცდილიყვნენ საკუთარი კეთილდღეობა
უზრუნველეყოთ მხოლოდ იმ ზღვრამდე, რომელიც შეესაბა-
მებოდა მათ სოციალურ კუთვნილებას (წოდებას, ფენას).
ადამიანის უფრო მეტისადმი სწრაფვა აღიქმებოდა როგორც
არა მისი მოხერხებულობა, არამედ სიხარბე და სასიკვდილო
ცოდვა.
აქედანვე გამომდინარეობს თომა აქვინელის თვალ-
საზრისი სამართლიანი განაწილების თუ გაცვლის, ანუ
პროდუქტის ფასის შესახებ.
პროდუქტის ფასს, ანუ გაცვლითი ღირებულებას
თომა აქვინელი სამართლიანობიდან გამომდინარე ორი
შეხედულების, ორი კომპონენტის, გათვალისწინებით ად-
გენს. სამართლიანობიდან გამომდინარე ერთი შეხედულება
სპროდუქტის ფასს ამ პროდუქტის შესაქმნელად გაწეული
შრომისა და ხარჯების მიხედვით ადგენს. სამართლია-
ნობიდან გამომდინარე მეორე შეხედულება კი უზრუნველ-
ყოფს უფრო მეტ სიკეთეს მათთვის, ვისაც „საზოგადოებრივი
ცხოვრებისათვის უფრო მეტი მნიშვნელობა― ენიჭება. ეს მევახშეობა და შუა საუკუნეები
ნიშნავს იმას, რომ როგორც სიკეთეთა განაწილება, ისე
ფასთა წარმოქმნის პროცესი გამცვლელთა სოციალურ სტა- ვინაიდან, ქრისტიანების
ტუსზეა დამოკიდებული. აი, მაგალითად, როგორ ცდილობს გაგებით, მევახშეობა
თომა აქვინელი გაამართლოს ფეოდალის მიერ გლეხისაგან ამორალური საქმე იყო, ამ
მიწის რენტის — გადასახადის მიღების მართებულობა: საქმით ევროპულ ქალაქებში
მიწის რენტა არის პროდუქტი, რომელიც შექმნილია ბუ- ძირითადად ებრაელები იყვნენ
ნების ძალების მიერ და ამიტომაც უნდა იყოს მითვისებული დაკავებულნი. ამიტომ, ახალი
მიწის მფლობელის მიერ. „სწორედ რენტა — ამბობს თომა ისტორიის ეპოქაში, საბანკო
აქვინელი — აძლევს შესაძლებლობას რჩეულთა ამა სოფლი- საქმე ევროპაში ძირითადად
სა სულიერად იღვაწონ, რათა იხსნან სხვები―. ებრაელი ბანკირების ხელში
დასასრულს, საინტერესოა თვალი მივადევნოთ აღმოჩნდა.
პროცენტის შესახებ შეხედულებათა ევოლუციას —
მთლიანი უარყოფიდან ნაწილობრივ გამართლებამდე. ისლამურ ქვეყნებში, შუა
მევახშეობის ისტორიიდან ცნობილია, რომ თავდაპირ- საუკუნეებში, მევახშეობა, ისას
ველად სესხის, ფულის თუ ნივთების სახით ვალად აღებ (იესო ქრისტეს) მოძღვრებაზე
ხდებოდა არასამეწარმეო მოხმარებისათვის უბრალოდ დაყრდნობით მართლმორწმუნე
„გამოუვალი― მდგომარეობის გამო. მუსლიმისთვის აგრეთვე
ამორალურ საქმიანობად
ეს პრაქტიკა ბატონობდა გვიან შუა საუკუნეებამდე.
ითვლებოდა. ამიტომ, დღესაც
მაგალითად, მოქალაქე იღებდა ვალს იმისათვის, რომ შიმში-
ისლამური ბანკები საბანკო
ლით არ მომკვდარიყო; რაინდი იმისათვის, რომ წასულიყო
საქმიანობის წილში შედიან,
ჯვაროსნულ ლაშქრობაში; მოქალაქეთა ჯგუფი იმისათვის,
მაგრამ პროცენტს არ იღებენ.
რომ აეშენებინათ ტაძარი. აზროვნების ეს მოდელი მხოლოდ

231
განუვითარებელი ეკონომიკური ურთიერთობების არსებობის
შემთხვევაშია შესაძლებელი. ის გულისხმობს, რომ ხალხის
უმეტესობა სესხს ბიზნესის დასაწყებად (ან გასავითარებლად),
ყოფა-ცხოვრების უკეთ მოსაწყობად, ვთქვათ სახლის, ტექნიკის და
ა.შ. შესაძენად კი არ იღებს, არამედ მას უკიდეურეს შემთხვევაში
მიმართავს. ამიტომ, არასამართლიანად მიიჩნეოდა, თუ ვინმე
სიმდიდრეს იხვეჭდა უბედურებაზე და სხვების
საცოდაობაზე.
ეკონომიკური ურთიერთობების განვითარბის კვალ-
დაკვალ მატულობდა იმათი რიცხვი, ვინც სესხს ბიზნესის განსა-
ვითარებლად, ცხოვრების კეთილმოსაწყობად და ა.შ. იღებდა.
შესაბამისად გაცემულ სესხზე სარგებლის დადება აღარ
გამოიყურებოდა ისე ამორალურად, როგორც მანამდე. თუ
ერთი ადამიანი მეორეს ფულს გამოართმევდა, ამ ფულით
ბიზნესს წამოიწყებდა და გამდიდრდებოდა, რა გასაკვირია,
ამ ყველაფრისთვის მსესხებელს გამსესხებლისთვის ფული
ნამეტით დაებრუნებინა. შესაბამისად, მოხდა სესხის
სარგებელთან, პროცენტთან, დაკავშირებული მორალურ-
ეთიკური შეხედულებების გადახედვა.
XVI ს-ში კანონიკური სამართალი სესხად გაცემული
თანხიდან პროცენტის აღების მართებულობის თაობაზე
შემდეგ თვალსაზრისს გვთავაზობდა: 1. პროცენტი საზ-
ღაურია საკრედიტო დაწესებულებების ორგანიზაციასა და
შენახვაზე გაწეული შრომის და 2. პროცენტი სესხად
გაცემული ფულის განკარგვის შეუძლებლობის გამო მიყენე-
ბული ზიანის ანაზღაურებაა, თუმცა ეს ზიანი უნდა
დამტკიცებულიყო.
იმ დროს, როდესაც წარმოებაში კაპიტალის
მომგებიანი დაბანდება ფართოდ გავრცელდა, მევახშესა თუ
ბანკირისათვის საკმარისი იყო დაემტკიცებინა გასესხებული
თანხის სავაჭრო ან საწარმოო დანიშნულება, რათა ჰქონოდა
საფუძველი, მოეთხოვა პროცენტი გაცემულ კაპიტალზე.
საფუძველს წარმოადგენდა კრედიტორის მიერ მოგების
შესაძლებლობის დაკარგვა იმ ოპერაციებიდან, რომელიც მას
გაუჩნდა ფულის გაცემის შემდეგ.
სავარაუდო მოგების დაკარგვა მოითხოვდა ანაზღაურებას,
ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვეოდა კანონიკური
სამართლის პრინციპი: ვალის ამღები უცხო კაპიტალის
დახმარებით მდიდრდებოდა, კრედიტორი კი პირიქით —
განიცდიდა დანაკარგს.
ეკონომიკურ ცხოვრებაში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად, XVI ს-ში საეკლესიო წრეებში განმტკიცდა გასესხებული
თანხის პროცენტით დაბრუნების გამართლების იდეა.
იკრძალებოდა მხოლოდ ზედმეტის მოთხოვნა გამსესხებლის
მიერ, ამისათვის განისაზღვრა გადასახდელი პროცენტის
ოფიციალური მაქსიმუმი. თუმცა ზოგადად საყოფაცხოვრებო
დონეზე, დამოკიდებულება მევახშისადმი რჩებოდა
უარყოფითი. ეს არც არის გასაკვირი, თუ მხედველობაში
მივიღებთ როგორც ქრისტიანული სარწმუნოების, ისე
ისლამის და ზოგადად სხვა მსოფლიო რელიგიების ძირითად
პოსტულატებს.

232
ვინაიდან შუა საუკუნეების საეკლესიო მოღვაწეები
სარგებლით ფულის გასესხებას ქრისტიანული მორალისთვის
შეუფერებლად მიიჩნევდნენ, ევროპის ქრისტიანულ მოსახლეობას
რელიგია უკრძალავდა მევახშეობრივ და საბანკო საქმიანობას. ამ
წნეხისგან თავისუფლები ევროპაში მცხოვრები ებრაელები იყვნენ.
გაიხსენეთ უილიამ შექსპირის ცნობილი ნაწარმოები ―ვენეციელი
ვაჭარი‖. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახალი
ისტორიის პერიოდისთვის საბანკო, საფინანსო-საკრედიტო
საქმიანობა ძირითადად ებრაელების ხელში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სესხზე პროცენტის შესახებ მორალურ-
ეთიკურ შეხედულებებს, სინამდვილეში, განსაზღვრავს არა
რომელიმე რელიგიისთვის სპეციფიკური ღირებულებები, არამედ
საზოგადოებაში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების
დონე. სხვადასხვა რელიგიის მქონე ეკონომიკურად
განუვითარებელ საზოგადოებებში სესხზე პროცენტი ერთნაირად
მიუღებელია. საინტერესოა, რომ ისლამურ ბანკებს ახლაც
ეკრძალებათ სესხზე პროცენტის დაწესება. ამას ისინი
მსესხებელთან მოგების წილში ჩაჯდომით აკომპენსირებენ.
მიზეზი ამ ქვეყნებში ეკონომიკური ურთიერთობების
დაბალ დონეში უნდა ვეძიოთ, თუმცა თვითონ ყოველივე
ამას საფუძვლად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისას—
იესოს მოძღვრებას უდებენ. მაშინ, როცა ქრისტიანული
სამართლიანობის ფარგლებში დიდი ხანია მოეძებნა
გაცემულ სესხზე დაწესებულ სარგებელს მორალური
გამართლება.
ეთიკური საფუძველი გამჭოლად გასდევს შუა
საუკუნეების თითქმის ყველა მეცნიერის ეკონომიკურ აზრს
და ნაშრომს. ეკონომიკური და ეთიკური პრობლემების
საბოლოოდ განცალკევება, უკვე, პირველი ეკონომიკური
სკოლების გამოჩენას უკავშირდება .

ეკონომიკური აზრი XV-XVIII საუკუნეებში —


მერკანტილიზმი. ადამ სმიტმა, XVIII ს-ის ბრიტანელმა
ფილოსოფოსმა და თანამედროვე ეკონომიკური
მეცნიერების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, მისივე ეპოქისა და
წინა რამდენიმე საუკუნის ეკონომიკურ პოლიტიკას
მერკანტილური სისტემა უწოდა და ის დაახასიათა, როგორც
უგუნური და უსამართლო.
სმიტისაგან განსხვავებით, იმავე საუკუნის
გერმანელი მეცნიერები მერკანტილიზმს ფრიად
დადებითად აფასებდნენ და სასიცოცხლოდ აუცილებლად
მიიჩნევდნენ არა მხოლოდ ეროვნული ეკონომიკის, არამედ
სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისითაც.

მაინც რა არის მერკანტილიზმი და როგორ წარმოიშვა


ის?
ცნობილია, რომ თავდაპირველად კაპიტალის
დაგროვება ფულადი სახით ვაჭრობაში ხდება. ეს პროცესი

233
ევროპაში ახალი მიწების აღმოჩენამ და კოლონიების
დაპყრობამ ფრიად დააჩქარა. ამას კი ფასების რევოლუცია
და ინფლაციური პროცესები მოჰყვა. ამიტომაც, გასაკვირი არაა,
რომ ადამიანები სავაჭრო-ფულადი ბრუნვის სფეროსათვის
დამახასიათებელი კანონზომიერებების კვლევით დაინტერეს-
დნენ. ამას ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორიაში პირ-
ველი მიმდინარეობის — სკოლის ჩამოყალიბება მოჰყვა, რომე-
ლსაც მერკანტილიზმის სკოლა ეწოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ
მერკანტილიზმისათვის დამახასიათებელი აზროვნება ახალი
მიწების აღმოჩენამდეც იკიდებს ფეხს და საკუთრივ ევროპაში
ფულადი სასაქონლო ურთიერთობების სწრაფი ტემპით
განვითარებას უკავშირდება.
გუსტავ ფონ შმოლერი მერკანტილისტური ეკონომიკური პოლიტიკა გავრ-
1838-1917
ცელებული იყო XV-XVIII სს-ების ევროპაში და მისი არსი
(გერმანელი ისტორიკოსი და
შემდეგში მდგომარეობდა: სახელმწიფოს უნდა ეცადა
ეკონომისტი)
შეტანილ საქონელზე ბევრად მეტი გაეტანა საექსპორტოდ
და იმპორტთან შედარებით ჭარბი ექსპორტიდან ამონაგები
„მერკანტილიზმი, არც მეტი, არც ოქრო-ვერცხლი დაეგროვებინა ხაზინაში, რაც სახელმწიფოს
ნაკლები, არა მარტო მოუტანდა სიმდიდრეს და სიკეთეს. ყოველივე ამის მიღწევა
სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგლამენტირება-რეგუ-
სახელმწიფო ეკონომიკის შექმნის ლირებითა და ეროვნული ეკონომიკის პროტექციონიზმით
აუცილებელი წინაპირობაა.― იყო შესაძლებელი.
მერკანტილიზმის კონცეფცია ყველაზე ნათლად ავსტ-
რიელი მეცნიერის ფილიპ ვილჰელმ ფონ ჰორნიკის ნაშრომში
- „ავსტრია ყველას გაუსწრებს, თუკი ის თავად მოინდომებს― - არის
ფასების რევოლუცია — ასე ჩამოყალიბებული.
ეწოდა XVI ს-ის ევროპის ეკონომიკური პოლიტიკა იმ ეპოქაში არც შეიძლებოდა
ეკონომიკურ ცხოვრებაში ყოფილიყო სხვანაირი, ვინაიდან ეს იყო ევროპაში ეროვნული
მომხდარ მოვლენას, როდესაც სახელმწიფოების წარმოქმნა-განვითარების ხანა.
ესპანეთის მიერ კოლონიებიდან მართლაც, ახლად აღმოცენებულ ეროვნულ სახელმწი-
დიდი რაოდენობით ოქროს
ფოებში კაპიტალიზმის განვითარების ტემპი ბევრად იყო
შემოტანამ ამ ძვირფასი
დამოკიდებული ხელისუფლებაზე, რომელიც ხელს უწყო-
ლითონის გაუფასურება და,
შესაბამისად, ფასების არნახული ბდა კაპიტალის დაგროვებას და შესაბამისად, მეურნეობის
ზრდა გამოიწვია. აღმავლობას ისევე, როგორც იცავდა ჯერ კიდევ სუსტ
ეროვნულ მრეწველობას სხვა ქვეყნების ნაწარმის მხრივ
კონკურენციისაგან (პროტექციონალიზმი).

„avstria yvelaze win, Tu isurvebs―

 ქვეყნის ყოველი გოჯი მიწა უნდა გამოიყენებოდეს სასოფლო სამეურნეო


დანიშნულებით, წიაღისეულის მოპოვებისთვის ან წარმოებისთვის.
 ქვეყანაში მოპოვებული ნედლეული არ უნდა გადიოდეს აქსპორტზე, არამედ მას
მთლიანად უნდა ამუშავებდეს და იყენებდეს სამამულო წარმოება, რადგან საბოლოო
პროდუქტი ნედლეულზე ძვირი ღირს.
 მოხდეს მეტი ადამიანის ჩართვა შრომით საქმიანობაში
 ვერცხლისა და ოქროს (ფულის) ყოველგვარი ექსპორტი აიკრძალოს, არამედ შიდა
ბაზარზე დარჩეს მიმოქცევაში
 მაქსიმალური დაბრკოლება შეექმნას უცხოური საქონლის ყოველგვარ იმპორტს

234
მერკანტილისტებმა გაწყვიტეს კავშირი ანტიკური
ხანისა და შუა საუკუნეების ტრადიციულ ეკონომიკურ
აზროვნებასთან, რომელიც, ადამიანების ფინანსურ მოგებაზე
ორიენტირებულ საქმიანობას მკაცრ ეთიკურ-მორალურ და
რელიგიურ არტახებში აქცევდა. მერკანტილისტები კიცხავდნენ
ფულის განძად დაგროვებას, სამაგიეროდ, ქვეყნისა და
ადამიანებისათვის სასარგებლოდ მიიჩნევდნენ სავახშო-
საბანკო საქმიანობას და სესხებისა და სასესხო პროცენტების
თავისუფალ მოძრაობას. მერკანტილისტები ვაჭრობას
განიხილავდნენ როგორც ფულადი კაპიტალის დაგროვების
უმთავრეს წყაროს.
განარჩევენ ადრეულ და გვიან მერკანტილიზმს.
ადრეული მერკანტილიზმის მიმდევრები სახელმწიფოს
ურჩევდნენ მკაცრი ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებას,
რათა კეთილშობილი ლითონებისათვის ქვეყნიდან გადინების
საშუალება მოესპოთ. მაგალითად, უცხო ქვეყნის ვაჭრებს
ფილიპ ვილჰელმ ფონ ჰორნიკი
სასტიკი სასჯელის მუქარით ეკრძალებოდათ ოქრო-ვერცხლის (1640-1714) ავსტრიელი, მხარს
ქვეყნიდან გატანა, ხოლო ვაჭრობით ამოგებული ფული უჭერდა მერკანტელიზმის
ევალებოდათ, დაეხარჯათ ქვეყნის შიგნით, ადგილობრივი თეორიას. 1684 წელს მან გამოსცა
ნაწარმის შეძენაზე. ბუნებრივია, ასეთი მკაცრი წესები, საგარეო წიგნი - ―ავსტრია ყველას
ვაჭრობისათვის ვერაფერი ხელისშემწყობი იყო. ამან თანდათან გაუსწრებს, თუკი ის თავად
გვიან მერკანტილიზმზე გადასვლა განაპირობა. გვიანი მოინდომებს‖.
მერკანტილიზმი ქვეყანაში კეთილშობილი ლითონის მომრავ-
ლების უზრუნველყოფას უკვე არა ადმინიტრაციული, არამედ
ეკონომიკური საშუალებებით ცდილობდა. მაგალითად,
აქტიური სავაჭრო ბალანსის, ანუ იმპორტთან შედარებით
ექსპორტის ზრდის უზრუნველყოფით და სხვ.
ინგლისელი ვაჭარი და გვიანი მერკანტილიზმის თომას მანი
1571 –1641
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი — თომას
მანი თავის შრომებში პირდაპირ რჩევებს იძლეოდა: ქვეყნის
შიგნით არსებული მიწის ფართობები დაეთმოთ სოფლის
მეურნეობის ისეთი პროდუქტისათვის, როგორიცაა: ყაყაჩო,
სელი, თამბაქო, რაც მათ შემოტანას საჭიროს აღარ გახდიდა.
ის ხელისუფლებას მოუწოდებდა, შემოეღოთ სპეციალური
კანონები, რომლებიც მოსახლეობას მხოლოდ სამამულო
წარმოების საქონლის მოხმარების ნებას დართავდა, რაც,
ბუნებრივია, უცხოური საკვები პროდუქტებისა და

 იმ შემთხვევაში თუ უცხოური საქონლის იმპორტი გარდაუვალია, მისი შეძენა უნდა


მოხდეს სამამულო წარმოების პროდუქტებზე გაცვლით, ნაცვლად ოქროსა და ვერცხლის
ფულზე გაცვლისა.
 მაქსიმალურად ვეცადოთ იპორტი შემოიფარგლებოდეს ნედლეულის შემოტანით,
რომელიც გადამუშავდბა და საბოლოო პროდუქტის სახეს ადგილზე მიიღებს.
 მუდმივად ვეძიოთ შესაძლებლობა სამამულო წარმოების საქონელი გავიტანოთ
ექსპორტზე, გავყიდოთ საზღვარგარეთ აუცილებლად ოქროსა და ვერცხლზე.
 აიკრძალოს ისეთი საქონლის იმპორტი, რომლის ანალოგიც იწარმოება ქვეყნის შიგნით

ფილიპ ვილჰელმ ფონ ჰორნიკი

235
ტანსაცმლის მოხმარებას მინიმუმამდე დაიყვანდა. მანვე
პროტექციონიზმი, როგორც
შეიმუშავა ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც მოგვიანებით
ეკონომიკური პოლიტიკა
პროტექციონიზმის სახელი დაიმკვიდრა და რომელიც
ეროვნული ეკონომიკის
მფარველობას „პროტექციას― ეროვნული ბაზრის დაცვაში მდგომარეობს. ეს პოლიტიკა
გულისხმობს. იმპორტის შეზღუდვასა და ექსპორტის ხელშეწყობას
გულისხმობს. ზომები რომლებსაც ამის განსახორციელებლად
მიმართავენ, საუკუნეების განმავლობაში უცვლელია: იმპორტულ
საქონელზე მაღალი საბაჟო ტარიფები და კქვოტები, ხოლო
ექსპორტიორთათვის საგადასახადო შეღავათები და საექსპორტო
სუბსიდიები. რა თქმა უნდა, ეს ზომები სახელმწიფოს მხრივ
აქტიური მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება, როგორც
ადრეული, ისე გვიანი მერკანტილიზმის წარმომადგენლები
სახელმწიფოს მხრივ ეკონომიკურ პროცესებში აქტიურ
ჩარევას იაზრებდნენ, როგორც თავისთავად საგულისხმოს.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მერკანტი-
ლისტების უმთავრესი მიზანი სახელმწიფოს სიძლიერე იყო. ეს
მიზანი კი, მათი ღრმა რწმენით, მხოლოდ მეზობელი
სახელმწიფოს დასუსტებით მიიღწეოდა. მათი აზრით ერთი
ქვეყნის ეკონომიკური წარმატება მხოლოდ მეორის მარცხით
მიიღწევოდა. მართლაც, მერკანტილისტები ქადაგებდნენ
ექსპორტის გაზრდას და იმპორტის პრაქტიკულად ნოლამდე
დაყვანას. ვინაიდან ერთი ქვეყნიდან მეორეში საქონლის გაყიდვა
პირველისთვის ექსპორტია, ხოლო მეორისთვის იმპორტი,
შეუძლებელია ერთმა აწარმოოს ექსპორტი ისე, თუ მეორემ არ
გნახორციელა იმპორტი. წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ყველა
ქვეყანა მერკანტილისტური მოსაზრებებით აკრძალავს იმპორტს,
მაშინ ვერც ვერავინ განახორციელებს ექსპორტს. ეს იგივეა
ადამიანებს უნდოდეთ მარტო გაყიდონ და არაფერი იყიდონ,
ცხადია, თუ არ იარსებებენ მყიდველები, ვერ იარსებებენ
გამყიდველებიც. მერკანტილისტური პოლიტიკის განხორ-
ციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მეზობელი არ გადადგამდა ანალოგიურ ნაბიჯებს, ანუ დაყაბულ-
დებოდა წამგებიან პოზიციას საერთაშორისო სავაჭრო-
ეკონომიკურ ურთიერთობებში ამიტომ მერკანტილისტები მოუ-
რიდებლად ქადაგებდნენ ლოზუნგს: „გაანადგურე მეზობელი―.
ეკონომიკური საქმიანობის ასეთი გაგება, როდესაც ერთის მოგება
მეორის წაგებად განიხილება, დამახასიათებელი იყო ეკონო-
მიკური აზროვნებისათვის თითქმის XVIII ს-ის ბოლომდე.
მერკანტილისტები აგრეთვე მიიჩნევდნენ, რომ
„ფუფუნებით ცხოვრება― აყალიბებს მოთხოვნას და ბადებს
ფულად სტიმულს. ამიტომ, შუა საუკუნეების ეკონომიკური
აზროვნებისაგან სრულიად საპირისპიროდ, ისინი
ადამიანებს მოუწოდებდნენ, რაც შეიძლება მეტი ფული

„ქვეყნისათვის სწორი და სასარგებლო იქნება ისეთი პოლიტიკა, როდესაც შემოტანილი ნედლეულით


ქვეყნის შიგნით დამზადებული საქონელი უბაჟოდ გაიტანება, ვინაიდან ასეთი წარმოება დაასაქმებს
ღარიბ-ღატაკთა დიდ არმიას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ტიპის საქონლის საზღვარგარეთ გასატან
ყოველწლიურ მოცულობას. ეს კი თავისთავად გაზრდის ამ საქონლის საწარმოებლად საჭირო
შემოსატანი ნედლეულის რაოდენობას, რაც საბაჟო გადასახადის გაზრდის ხარჯზე შეავსებს
სახელმწიფო ხაზინას―.
ტომას მანი (1571-1641)

236
დაეხარჯათ ფუფუნების საგნების შეძენაზე და არა უპოვრებზე,
ვინაიდან პირველ შემთხვევაში მყიდველი ახდენს წარმოების
სტიმულირებას, მეორე შემთხვევაში კი ფული გამოუყენებელი
ხდება. მიიჩნეოდა, აგრეთვე, რომ სწორედ ამა სოფლის ძლიერთა
მოვალეობაა სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ფუფუნების
საგნებზე დიდი ფულის ხარჯვითა და მოსამსახურეთა
მრავალრიცხოვანი არმიის ყოლა-შენახვით მიიღწევა. ამ
ფილოსოფიის განსახიერებაა XVII-XVIII საუკუნის მონარქებისა
და არისტოკრატიის ყოფისთვის დამახასიათებელი ფუფუნება.
მაგალითად, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის კარზე, რომლის
ფინანსთა მინისტრად მუშაობდა მერკანტილიზმის ერთ-ერთი
ფუძემდებელი ჟან-ბატისტ კოლბერი, არსებობდა უამრავი,
დღევანდელი გადასახედით, უაზრო თანამდებობა, როგორი-
ცაა: პარიკის დამჭერი, ჯოხის დამჭერი და ა.შ.
მერკანტილისტების თვალსაზრისით, „მფლანგველობა
მანკიერებაა, რომელიც ვნებს ადამიანს, მაგრამ არა ვაჭრობას;
ხოლო სიძუნწე და მომჭირნეობა, აი, ეს კი მანკიერებაა,
რომელიც ვნებს როგორც ადამიანს, ისე ვაჭრობასაც―; ისინი
აგრეთვე ამტკიცებდნენ: „თითოეულმა, რომ დავხარჯოთ
მეტი, ყველა მივიღებთ მეტ შემოსავალს და ვიცხოვრებთ
უკეთესადო―. აქედან ცხადია თუ როგორ ღრმად იყო
გამჯდარი რწმენა მფლანგველობის სარგებლიანობასა და
მომჭირნეობის მავნებლობაზე.
ეს იდეა გატარებულია იმ ხანის ერთ ლექსში: „არაკი
ფუტკრებზე, ანუ ცალკეულთა მანკიერება და
საზოგადოებრივი სარგებელი―. ლექსი ორი ნაწილისაგან
შედგება. პირველ ნაწილში დახატულია იმჟამინდელი
მანკიერი საზოგადოება, რომელშიც მდიდრები ფულს
ფლანგავენ, ღარიბები კი მათი სურვილების შესრულებაში
საზღაურს იღებენ, შედეგად კი ყველა კმაყოფილია. მეორე
ნაწილში, წინ საპირისპირო სურათი გვეშლება, როდესაც
მდიდრები წესიერ და მომჭირნე ადამიანებად იქცევიან, რაც
მშრომელი ადამიანების უმუშევრობისა და უბედურების
საფუძველი ხდება.
ამგვარად, უსაქმური მდიდრები, დიახაც, რომ
სასარგებლონი არიან საზოგადოებისათვის, ვინაიდან მათი
თავაშვებული მფლანგველობა და ზღვარგადასული
საჭიროებები განაპირობებენ მოთხოვნას სხვადასხვა სახის
საქონელსა თუ მომსახურებაზე.
მერკანტილისტებიდან იღებს სათავეს წარმოდგენა
იმის შესახებ, რომ ფულის უკმარისობაა უმუშევრობის
მიზეზი. მერკანტილისტთა ასეთი აზროვნების თვალსაჩინო
მაგალითია დებატები, რომელიც ინგლისის თემთა
ჯონ ლო
1671-1729
„...ვაჭრობა ვითარდება, როდესაც სახეზეა ფულის მოჭარბება
და საქონელიც ძვირდება, როცა იზრდება მოთხოვნა... ფული წარმოშობით შოტლანდიელი, გვიანი
ასაზრდოებს ვაჭრობას. ქვეყნის ეკონომიკური აყვავების მერკანტილიზმის ერთ-ერთი
გასაღები ფულის სიჭარბეშია...― თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ჯონ ლო საფრანგეთის მეფის ლუი XV-ის
კარზე მოკლე ხნით
პრემიერმინისტრის პოსტიც კი ეკავა.

237
პალატაში გაიმართა (1621) დებატების პროცესში აღინიშნა,
რომ ფერმერები და ხელოსნები, თითქმის მთელი ქვეყნის
მასშტაბით, განიცდიან უსახსრობას, ამიტომაც: „საფეიქრო
დაზგები გაჩერებულია და გლეხებიც იძულებულნი არიან,
გააუქმონ მეწარმეებთან დადებული კონტრაქტები― (იგულისხმება
ბამბისა და შალის ნედლეული). ყოველივე ამის მიზეზად
სახელდებოდა უფულობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე
გადაწყდა ჩატარებულიყო საგანგებო გამოძიება, რომელიც
გაარკვევდა, სად გაქრა ფული და რაში დაიხარჯა, ვინაიდან მისი
უკმარისობა ასე მწვავედ იგრძნობოდა.

ფიზიოკრატიზმი. XVIII ს-ის II ნახევრიდან


გაბატონებულ ეკონომიკურ დოქტრინად ფიზიოკრატიზმი იქცა.
მერკანტილისტებისგან განსხვავებით ფიზიოკრატები ნაკლებ-
მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ საერთაშორისო ვაჭრობას. მაშინ,
როცა მერკანტილისტების აზრით ქვეყანაში სიმდიდრე
სამამულო წარმოების საქონელის ექსპორტზე გაყიდვით იქმნებო-
და და ის ოქროს ან ვერცხლის ფულში განსახიერდებოდა.
ფიზიოკრატები ვერც ექსპორტში და ვერც იმპორტში მოგებას ვერ
ხედავდნენ. მათი აზრით ვაჭრობა, გამონაკლისების გარდა,
თანაბარი ღირებულების ერთეულების გაცვლას წარმოადგენს და,
შესაბამისად, ვაჭრობით სიმდიდრის დაგროვება შეუძლებელია.
მერკანტილისტებისგან განსხვავებით ფიზიოკრატებს არა
იმდენად საქონლის გაცვლა, არამედ საქონლის წარმოება
აინტერესებდათ. მათი აზრით, სიმდიდრის - მატერიალური
დოვლათის, დაგროვების ერთადერთი წყარო სოფლის
მეურნეობა გახლდათ. როცა მიწა მოსავალს იძლევა ეს არის ის
―ნამატი საქონელი‖, რაც მანამდე არ იყო და შემდგომში გაჩნდა.
საინტერესოა, რომ ფიზიოკრატებს მრეწველობა არ მიაჩნდათ
მატერიალური დოვლათის დაგროვების საშუალებად. მათი
აზრით მრეწველობა მხოლოდ გადამუშავებას ახდენდა იმ
საქონლისა, რაც ბუნებამ მოგვცა. მაგალითად, როცა ხე ვაშლს
მოისხამს, ეს ნაყოფი ახალი საქონელია, რომლის გაჩენაც უფრო
მდიდარს გვხდის ვიდრე მანამდე ვიყავით, სანამ ხე ვაშლს
მოისხამდა. მაგრამ, თუ რომელიმე საწარმო ამ ვაშლიდან ჯემს
დაამზადებდა, ჯემი აღარ განიხილებოდა საქონლად, რომელიც
უფრო მდიდარს გვხდის, ვიდრე მანამდე ვიყავით, სანამ მარტო
ვაშლი გვქონდა. შესაბამისად, ფიზიოკრატები ქვეყნის
სიმდიდრის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორებად ბუნებრივ
რესურსებს და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ
ადამიანურ რესურსს — შრომას მიიჩნევდნენ.

araki futkrebze
II ნაწილი
„ახლა სულ სხვა არის, ადრე სხვა იყო: რა წყალში ჩავარდეს ოსტატი ღატაკი?
წესიერებამ დაგვღუპა, ნახეთ რა გვიყო! სადაც კი არ მიხვალ, პასუხი ერთია:
გაქრა, ფუფუნება და მედიდურობა, ,
არაფრად მჭირდები, ვერ გამიყიდია,
ვაი, რომ არ არის ეს ცუდი ხუმრობა! შეწყდა მშენებლობა, შეკვეთა უქმდება,
თავქარიანებიც აღარსად არიან, მხატვარი, ქვის მთლელი, დურგალი მწუხრდება,
ფულის მფლანგველები რა ჭირმა გალია? ყველა უსახსროა, ყველა უპოვარი,
ვის მიექირავოს ღარიბი მუშაკი? ეს წესიერია — ის უმუშევარი―.
(თარგმანი რუსულიდან მ.სანაძის)
238
კლასიკური პოლიტიკური ეკონომია —
ეკონომიკური ლიბერალიზმი. მერკანტილიზმის
პარალელურად, ჯერ კიდევ XVII ს-ის II ნახევრიდან
საფუძველი ეყრება მეორე მძლავრ ეკონომიკურ სკოლას,
რომელმაც მოგვიანებით კლასიკური პოლიტიკური
ეკონომიის სახელი მიიღო. მისი ყველაზე თვალსაჩინო
წარმომადგენლები არიან ადამ სმიტი და დევიდ რიკარდო.
ადამ სმიტი მიიჩნევდა, რომ ადამიანის მოქმედების
მთავარი მოტივი მისი ანგარებაა. ადამიანის ბუნებრივი
სურვილი, გაიუმჯობესოს საკუთარი მდგომარეობა ისეთი
ძლიერი სტიმულია, რომ მას თავისთავად შეუძლია
საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამ
ანგარებითი ინტერესის კონცეფციიდან ბუნებრივად ადამ სმიტი
1723-1790
გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების
შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი
ეკონომიკურ ცხოვრებაში „ჩაურევლობის―, „ბუნებრივი ფილოსოფოსი, პოლიტიკური
თავისუფლების―, ანუ ეკონომიკური ლიბერალიზმის ეკონომიკის ფუძემდებელი. მისი
(თავისუფლების) პოლიტიკა: თუ თითოეული ადამიანის ძირითდი ნაშრომი, რომელმაც
მსოფლიო ეკონომიკურ აზროვნებაში
ეკონომიკურ საქმიანობას საბოლოოდ საზოგადოების გადატრიალება მოახდინა, არის
კეთილდღეობამდე მივყავართ, მაშინ რისთვის ვზღუდავთ „გამოკვლევა ერების სიმდიდრის
ბუნებისა და მიზეზების შესახებ”.
ასეთ საქმიანობას, რა საჭიროა საზოგადოების ეკონომიკურ ამ თხზულების პირველი გამოცემა
ცხოვრებაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება? დაიბეჭდა 1776 წელს.
ის რომ, ადამიანი თავის უფლებებსა და
თავისუფლებებს ყოველთვის იყენებდა და იყენებს პირადი
ანგარებითი ინტერესების მისაღწევად, მანამდეც კარგად
იყო ცნობილი, მაგრამ დასკვნები კეთდებოდა
განსხვავებული. ერთნი თვლიდნენ, რომ სწორედ
იმისთვისაა საჭირო სახელმწიფოს ძლიერი ხელი, რათა
მოთოკოს მოქალაქეების ეგოიზმი და ანგარება, როგორც
ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი ადამიანური ვნება.
მეორენი კი ფიქრობდნენ, რომ ეგოიზმი ადამიანის
ბუნებრივი თვისება და საზოგადოებრივი პროგრესის
მამოძრავებელი ძალაა. ეს უკანასკნელი თვალსაზრისი
გაიზიარა ადამ სმიტმა და მიუსადაგა ის ეკონომიკური
მოღვაწეობის სფეროს.
ერთ-ერთ თავის ნაშრომში ადამ სმიტი აღწერს
სიტუაციას, როდესაც უგრძნობი, ამაყი და ხარბი მდიდარი
მესაკუთრე, ყოველგვარი წინასწარი განზრახვისა და
სურვილის გარეშე, ემსახურება საზოგადოების ინტერესებს,
ვინაიდან ზრუნავს რა მხოლოდ საკუთარ სიმდიდრეზე, ის
აძლევს სამსახურს და, შესაბამისად, საარსებო სახსრებს
უპოვრებს. იმავდროულად, მდიდარი იმ თავის
სიმდიდრიდან მოიხმარს მხოლოდ მცირე ნაწილს, იმდენად
მცირეს, რომ ის ფაქტობრივად, შეესაბამება იმას, რასაც

√ „...თუმცაღა შრომისმოყვარეობა ქმნის იმას, რასაც მომჭირნეობა აგროვებს, მაგრამ კაპიტალი


ვერასოდეს გაიზრდებოდა, მომჭირნეობა რომ არ ინახავდეს და არ აგროვებდეს―.

√ „ყასაბის, ლუდისმხდელის, თუ მეფუნთუშის კეთილგანწყობის გამო კი არ ველით ჩვენ მათგან გემრიელი


სადილის მიღებას, არამედ მათი საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. ჩვენ ვუხმობთ არა მათ სიკეთეს, არამედ
მათ ეგოიზმს. ვესაუბრებით მათ არა ჩვენ საჭიროებებზე, არამედ მათ სარგებელზე―.
ადამ სმიტი

239
თითოეული მისი მუშა მოიხმარს. „ამიტომ მხოლოდ
ილუზიაა — აღნიშნავს სახელგანთქმული ეკონომისტი —
თვალსაზრისი, რომ ბედმა ერთს არგუნა ყველაფერი, მეორე
კი დატოვა ქონების გარეშე და აქცია დაქირავებულ მუშად.
ერთი შეხედვით დიდი ქონებრივი უთანაბრობა ადამიანებს
შორის, საკითხის დაკვირვებით განხილვის შემთხვევაში,
წარმოგვიდგება თანასწორობად თანაც ისეთად, დედამიწა
რომ წარმოვიდგინოთ თანაბრად განაწილებული ადამიანებს
შორის―. ადამ სმიტი მიიჩნევს, რომ არსებობს ბუნებრივი
სამართლიანობის კანონი, რომლის მოქმედების შედეგად
საბოლოოდ: „ყველა იღებს თავის წილს ყველაფერი იმიდან,
რაც მიწამ წარმოშვა―.
აქედან გამომდინარეობს აგრეთვე ეკონომიკური
ლიბერალიზმის მომხრეების ეკონომიკური პროგრამა,
რომელიც უარყოფს სახელმწიფოს მხრივ სამუშაო ძალის
მობილობისა, თუ წარმოებასა და ვაჭრობაზე, მათ შორის მიწით
Laissez-faire ვაჭრობაზე, დაწესებული ყველანაირი შეზღუდვის არსებობას.
შესაბამისად, მოითხოვს ეკონომიკურ საქმიანობაში
ეკონომიკაში სახელმწიფოს სახელმწიფოს როლის შემცირებას. ხელისუფლებას მხოლოდ
ჩაურევლობის ადამ სამი ფუნქცია აქვს, — აღნიშნავდნენ ეკონომიკური
სმიტისეულმა თეორიამ ლიბერალიზმის მიმდევრები:
შემდგომში ასახვა ჰპოვა 1. დაიცვას თავისი ხალხი გარე ძალადობისაგან;
ფრანგულ ტერმინში 2. დაიცვას საზოგადოების ყოველი წევრი უსამართ-
Laissez-faire (ლესე-ფეა), ლობისა თუ ზეწოლისაგან, ანუ აამუშავოს სამართლებრივი
რომელიც ქართულად მექანიზმები;
ითარგმნება: „დაე აკეთონ 3. ჩამოაყალიბოს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც
ისე, როგორც სურთ‖. არა რომელიმე კერძო პირის, არამედ საზოგადოების
სამსახურში იქნება.
დიდ ყურადღებას უთმობდა ადამ სმიტი კაპიტალის
დაგროვების პროცესს. ის სწორედ კაპიტალს განიხილავდა
ერის სიმდიდრის მთავარ წყაროდ. რადგან კაპიტალს მეწარმე-
კაპიტალისტი აგროვებს, ამიტომ სწორედ მეწარმეებს, ანუ
წარმოების ორგანიზატორ-მენეჯერებს მიიჩნევდა საზოგადოებაში
უმთავრესი სოციალური ფუნქციის მატარებლად.
კაპიტალის დაგროვების პროცესში ის მნიშვნელოვან
როლს მომჭირნეობას ანიჭებდა. მერკანტილისტებისაგან
განსხვავებით, სმიტის აზრით, ვინც მომჭირნეობს ის ერის
ამშენებელია, მფლანგველი კი — ერის მტერი. რატომ?
იმიტომ, რომ, მისი აზრით, მომჭირნეობა ხელს უწყობს
კაპიტალის ზრდას, ეს კი ახალი ადამიანების დასაქმებას
განაპირობებს. დასაქმებული ადამიანების რიცხვის მატება
კი ქვეყნის წლიურ ეროვნულ პროდუქტს, ანუ ქვეყნის
სიმდიდრეს ამრავლებს.
ადამ სმიტი პირველი იყო, ვინც საფუძველი ჩაუყარა
ღირებულების შრომით თეორიას: ღირებულებას ქმნის
ადამიანის საგანში განივთებული შრომა, — აღნიშნავს ის, —
ეს ადამიანთა თანასწორობის აღიარებასაც ნიშნავდა. თუმცა
მისი თვალსაზრისით, შრომა არ იყო ღირებულების
ერთადერთი შემქნელი. ღირებულებას ის დანახარჯი ქმნის,

240
რომელიც შრომის ანაზღაურების, ანუ ხელფასის, მოგებისა
და რენტისაგან (მიწის გადასახადი) შედგება. სმიტის ეს
კონცეფცია დაედო საფუძვლად თეორიას, რომელიც
მომავალში წარმოების სამი ფაქტორის სახელით გახდა
ცნობილი — მიწა (რენტა), შრომა (ხელფასი), კაპიტალი
(მოგება).
მიიჩნევდა რა ერის სიმდიდრის მთავარ წყაროდ
შრომას, ნებისმიერი ქვეყნის აყვავების უტყუარ ნიშნად ადამ
სმიტი იმ ქვეყანაში შრომაზე მოთხოვნილების ზრდას
თვლიდა. ბუნებრივია, შრომაზე მოთხოვნილების ზრდასთან
ერთად იზრდება შრომის ანაზღაურებაც — ხელფასი.
ისმის კითხვა: ხომ არაა შრომის ანაზღაურების, ანუ
ხელფასის ზრდა კაპიტალის დაგროვების შემაფერხებელი,
ხომ არ ვფლანგავთ ამით ქვეყნის სიმდიდრეს?
ამ კითხვას ადამ სმიტი უარყოფითად პასუხობს. ის
მიიჩნევს, რომ შრომის ანაზღაურების ზრდის პარალელურად
საზოგადოება შრომის ახალ იარაღებსა და ტექნოლოგიებს
იგონებს, რაც ზრდის შრომის ნაყოფიერებას. ეს კი ამცირებს
ერთეულ პროდუქტზე შრომის დანახარჯებს. ვინაიდან
გაზრდილი მოგება შრომის ანაზღაურების ზრდით გამოწვეულ
დანახარჯებს არათუ ფარავს, აჭარბებს კიდეც. მოგების ზრდა,
თავის მხრივ, წარმოებაში დაკავებული მუშების შესანახ ფონდს
გაზრდის, რაც მათი შრომის ანაზღაურების ზრდასაც
გამოიწვევს. მაგრამ მარტო ამით როდი თავდება კაპიტალის
დაგროვებით გამოწვეული კეთილსასურველი შედეგი.
კაპიტალის დაგროვებას თან სდევს წარმოებაში
დასაქმებულ მუშაკთა რიცხვის ზრდა, რაც იწვევს წლიური
პროდუქტის საერთო ღირებულების, ანუ ეროვნული
შემოსავლის ზრდას. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს
მოქალაქეთა რეალური შემოსავლების ზრდას და
სიმდიდრის დაგროვებას.
ადამ სმიტმა საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო
ვაჭრობის თეორიასაც. მან უარყო მერკანტილისტების
ძირეული პრინციპი, რომელიც ექსპორტის წახალისებას და
იმპორტის მაქსიმალურ შეზღუდვას ეფუძნებოდა. სმიტმა
შემოიტანა ხმარებაში ისეთი ცნება, როგორიცაა -
აბსოლუტური უპირატესობა წარმოებაში. აბსოლუტური
უპირატესობა ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანაში რაიმე პროდუქტის
წარმოება, გეოგრაფიული, ტექნოლოგიური თუ სხვა
მიზეზების გამო, უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი, -
უკეთესი ხარისხით, ნაკლები დანახარჯებით. ასეთ
შემთხვევაში ამ ქვეყანას სხვასთან შედარებით, ამ კონკრეტულ
საქონელთან მიმართებაში, აბსოლუტური უპირატესობა
გააჩნია. მაგალითად, საფრანგეთს გააჩნდა აბსოლუტური
უპირატესობა ბრიტანეთთან მიმართებაში ღვინის წარმოებაში,
მაშინ, როცა ბრიტანეთს საფრანგეთთან მიმართებით ჰქონდა
აბსოლუტური უპირატესობა შალის წარმოებაში. ასეთ
შემთხვევაში სმიტი ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ

241
მიიჩნევდა ერთმანეთში ვაჭრობას. მისი აზრით, ეს ამ
ქვეყნებს საშუალებას მისცემდა რესურსები უკეთ
გამოეყენებინათ. მაგალითად, ბრიტანეთს შეეძლო საერთოდ
შეეწყვიტა ღვინის წარმოება, ხოლო საფრანგეთს - შალის.
ორივე ქვეყანას საშუალება ექნებოდა თავისი მუშა-ხელი და
სხვა რესურსები იმ საქმიანობისკენ მიემართა, რაც ―უკეთ
გამოსდიოდა‖, შემდგომ კი წარმოებული პროდუქტი
ერთმანეთში გაეცვალათ ექსპორტ-იმპორტის გზით. ეს
წარმოების გარკვეულ სფეროებში სპეციალიზაციას იწვევდა,
რაც თავის მხრივ კიდევ ზრდიდა მწარმოებლურბას. შედეგად,
ბრიტანეთიც და საფრანგეთიც უფრო მოგებული დარჩებოდნენ
და ერთ სულ მოსახლეზე ორივეს უფრო მეტი და ხარისხიანი
მატყლიცა და ღვინოც ექნებოდათ, ვიდრე ერთმანეთისთვის
სავაჭრო კარი რომ დაეხურათ და თავად ეწარმოებიათ
ყოველივე. სმიტი წერდა: „თუ რომელიმე ქვეყანაში გარკვეული
საქონლის თვითღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან,
სჯობს მათგან ვიყიდოთ ის საქონელი ჩვენ მიერ წარმოებული
პროდუქციის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ჩვენ უფრო იაფი
გვიჯდება.― მერკანტილისტებისაგან განსხვავებით, ადამ სმიტმა
ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი აღიარა: ის
მიიჩნევდა, რომ საგარეო ვაჭრობა არ უნდა იზღუდებოდეს
ნაციონალური სახელმწიფოების მთავრობების მხრიდან. ამ
კონცეფციით სმიტმა შეარყია ის გაბატონებული აზრი, რომ
ერთი ქვეყნის ეკონომიკური წარმატება მხოლოდ მეორის
მარცხითაა შესაძლებელი.
დევიდ რიკარდო. კლასიკური პოლიტიკური
ეკონომიის სისტემისათვის დასრულებული სახის მიცემა
მეორე უდიდესი ინგლისელი ეკონომისტის დევიდ
რიკარდოს სახელს უკავშირდება. სწორედ მის შრომებში
მიიღო პოლიტიკურმა ეკონომიამ მეცნიერების სახე და
საზოგადოების ეკონომიკური საფუძვლების ცოდნის მწყობრ
სისტემად იქცა.
დევიდ რიკარდო თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის ქომაგობის
1772–1823
კუთხით რიკარდო სმიტზე შორს წავიდა. მან დაასაბუთა,
ნიჭიერი ფინანსისტი, თავისი დროის
ლონდონის ფინანსური სამყაროს ერთ- რომ ორ ქვეყანას შორის მაშინაც სასარგებლოა ვაჭრობა, თუ
ერთი უმდიდრესი წარმომადგენელი. ერთ-ერთს აქვს აბსოლუტური უპირატესობა მეორესთან
იმავდროულად, ადამიანი, რომელმაც
უდიდესი წვლილი შეიტანა კლასიკური მიმართებაში ყველა პროდუქტის წარმოებაში.
პოლიტიკური ეკონომიის განვითარებაში. რიკარდოს თვალსაზრისით, არ არის აუცილებელი
თავისი ძირითადი იდეები მან
ჩამოაყალიბა ნაშრომში: პოლიტიკური
ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ აბსოლუტური
ეკონომიისა და საგადასახადო დაბეგვრის უპირატესობა რაიმე პროდუქტის წარმოებაში. საკმარისია,
დასაწყისი, რომელიც 1817 წელს გამოსცა.
მათ გააჩნდეთ შედარებითი უპირატესობა. შედარებითი
უპირატესობის არსის ასახსნელად დევიდ რიკარდომ
ალტერნატიული დანახარჯის ცნება შემოიტანა.
მაგალითად, როცა ადამიანი ირჩევს ისწავლოს
უნივერსიტეტში, სადმე სამსახურის სანაცვლოდ, ხელფასი,

242
რომელიც შეიძლება მას მიეღო სწავლის ნაცვლად მუშაობის
შემთხვევაში, მისი ალტერნატიული დანახარჯია. ახლა
თვით შედარებითი უპირატესობის ცნებას მივუბრუნდეთ
და სიმარტივისათვის მისი ახსნა ადამიანების მაგალითზე
მოვახდინოთ. წარმოიდგინეთ და-ძმა, რომლებმაც
მშობლების დაბრუნებამდე ვახშმის მომზადება და სახლის
დალაგება გადაწყვიტეს. თუ ძმა უკეთ ალაგებს სახლს
ვიდრე და, ხოლო და უკეთეს კერძებს ამზადებს ვიდრე ძმა,
ვიტყვით, რომ ძმას აქვს აბსოლუტური უპირატესობა
დასთან მიმართებაში სახლის დალაგებაში, ხოლო დას -
საჭმლის მომზადებაში. ასეთ დროს, ადამ სმიტის მიხედვით,
საუკეთესო გამოსავალია დამ ვახშამი მოამზადოს, ხოლო
ძმამ ამასობაში სახლი დაალაგოს. ახლა განვიხილოთ
შემთხვევა, როცა დამ გარდა იმისა, რომ საჭმლის
მომზადებაც იცია, ასევე, სახლსაც ძმაზე უკეთ ალაგებს.
გამოდის, რომ დას გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა
ორივე საქმიანობაში. მაგრამ, თუ და სახლის დალაგებას
შეუდგა, საჭმლის მომზადებას ვეღარ მოასწრებს, რაც,
დასანანი იქნება, რადგან ორივე ისადილოდ დარჩება. ეს
არის დის ალტერნატიული დანახარჯი, იმ შემთხვევაში, თუ
ის სახლის დალაგებას გადაწყვეტს. თუ ძმა დაალაგებს
სახლს, მისი ალტერნატიული დანახარჯი ნულის ტოლია,
რადგან მან საჭმლის მომზადება ხომ ისედაც არ იცოდა.
ასეთ შემთხვევას რიკარდომ შედარებითი უპირატესობა
უწოდა. სჯობს ქვეყანამ წარმოების გარკვეული სფეროები
სხვა ქვეყნებს გადაულოცოს, ხოლო თავად მთელი რესურსი
მიმართოს და დახელოვნდეს მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც
მაქსიმალურ მოგებას ნახულობს.
თავად დევიდ რიკარდო პოლიტეკონომიის მთავარ
ამოცანად საზოგადოების მიერ შექმნილი პროდუქციის
საზოგადოების წევრებს შორის განაწილების
კანონზომიერების დადგენას მიიჩნევდა.
დევიდ რიკარდოს კვლევის ერთ-ერთ ობიექტად
ფულად-საკრედიტო სისტემა იქცა. ის პირველი იყო, ვინც
აღნიშნა, რომ ფულის მიმოქცევის მდგრადობა უმთავრესი
საფუძველია ეკონომიკის, ხოლო ამ მდგრადობის
უზრუნველყოფა მხოლოდ ისეთი ფულადი სისტემით
შეიძლება, რომელიც ოქროს ეფუძნება.
იმავდროულად ის აღნიშნავდა, რომ შესაძლოა და
სასურველიცაა, რომ ყოველდღიურ მიმოქცევაში ოქრო
ქაღალდის ბანკნოტებით შეიცვალოს, რაც მისცემს ერს და
ქვეყანას დიდ ეკონომიას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ
შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნება ბანკნოტების
მტკიცე კურსით შეუფერხებელი გადაცვლა ოქროზე. დევიდ
რიკარდო აგრეთვე პირველი იყო, რომელმაც სწორად ახსნა
ქაღალდის ფულის გაუფასურების, ანუ ოქროზე საბაზრო

243
ფასის აწევის მექანიზმიც, როგორც მიმოქცევაში
ბანკნოტების ჭარბი რაოდენობით გამოშვების შედეგი.
დევიდ რიკარდო იზიარებდა ადამ სმიტის
თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ ერის სიმდიდრე —
მატერიალური წარმოების პროდუქტია, ხოლო
საზოგადოებრივი სიმდიდრის მთავარი წყარო — შრომა.
სწორედ დევიდ რიკარდომ მისცა შრომითი ღირებულების
თეორიას თანმიმდევრული და დასრულებული სახე:
„ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ
შრომით― — ამბობს ის.
ადამ სმიტისაგან განსხვავებით, რომელსაც
ღირებულება წარმოედგინა, როგორც შრომის ანაზღაურების,
მოგებისა და გადასახადის ჯამი, დევიდ რიკარდომ
დაასაბუთა, რომ ღირებულება კი არაა ამ სამი კომპონენტის
ჯამი, არამედ იშლება სამ კომპონენტად. ამგვარად,
აღიარებულ იქნა ღირებულების პირველადობა განაწილების
მოცემულ ფორმებთან მიმართებაში. ამაში მდგომარეობს
დევიდ რიკარდოს მნიშვნელოვანი განსხვავება ადამ
სმიტისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ ადამ სმიტი და დევიდ
რიკარდო ორივე, კლასიკური ეკონომიკური თეორიის
ფუძემდებლები არიან, და ძირეულ საკითხებში ერთ
თვალსაზრისზე დგანან, საინტერესოა ყურადღება
შევაჩეროთ სმიტის ოპტიმიზმსა და რიკარდოს პესიმიზმზე.
რიკარდოს თვალსაზრისი შრომის ანაზღაურებასა და
კაპიტალის დაგროვებას შორის ურთიერთმიმართების საკითხში
სმიტის თვალსაზრისისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ
სმიტის შემთხვევაში, კაპიტალის დაგროვება იწვევდა შრომის
ანაზღაურების ზრდას, რიკარდოსთან ეს პროცესი საწყის
მონაკვეთში გვაძლევს ასეთ შედეგს, საბოლოოდ კი კაპიტალის
დაგროვება — რიკარდოს აზრით — იწვევს შრომის
ანაზღაურების ვარდნას. აი, როგორ ხედავდა რიკარდო ამ
პროცესს:
1. კაპიტალის დაგროვება პირველ ეტაპზე იწვევს
შრომის ანაზღაურების გაზრდას (ადამ სმიტის კონცეფცია);
2. შრომის ანაზღაურების ზრდა იწვევს შობადობის
ზრდას, რაც იწვევს საკვებ პროდუქტებზე, ძირითადად კი,
პურზე მოთხოვნილების ზრდას;
3. ეს იწვევს პურის ფასის მომატებას, რაც ნაკლებად
ნაყოფიერი მიწების სავარგულებად გამოყენების
აუცილებლობას ბადებს. ასეთი მიწების დამუშავებისას კი
წარმოების დანახარჯები ჩვეულებრივზე უფრო მაღალია;
4. ეს თავისთავად აძვირებს უკეთესი ხარისხის
მიწებზე გადასახადს — რენტას.
ზემოაღნიშნულის თანახმად, საქონლის ღირებულება
რიკარდოსთან შრომის ანაზღაურებას, მოგებასა და მიწის
გადასახადს — რენტას მოიცავს, შესაბამისად, რენტის ზრდა
იწვევს შრომის ანაზღაურებისა და მოგების შემცირებას.

244
მაგალითად, ვთქვათ, საგნის ღირებულება 15 ლარია,
აქედან 5 ლარი — შრომის ანაზღაურება, 5 ლარი რენტა და 5
ლარი მოგებაა. თუ ჩვენ რენტას მოვუმატებთ და გავხდით 7
ლარს, მაშინ 15-7=8 ლარი. ე. ი. მოგება და შრომის
ანაზღაურება გახდება 4-4 ლარი, ანუ თითო ლარით
მოიკლებს.

თომას მალთუსი. რიკარდოს წარმოდგენები


თავისებურად განავითარა თომას მალთუსმა. თავის
ნაშრომში, „ნარკვევი მოსახლეობის რაოდენობის კანონზე
საზოგადოების მომავალ სრულყოფასთან დაკავშირებით―,
რომელიც მან XVIII ს-ის მიწურულს ლონდონში
გამოაქვეყნა, მალთუსი ამტკიცებს, რომ დედამიწაზე თომას მალთუსი
მოსახლეობა მატულობს გეომეტრიული პროგრესიით, იმ 1766-1834
დროს, როდესაც რესურსები (ის გულისხმობდა ძირითადად
სოფლის მეურნეობის პროდუქციას) მატულობს შოტლანდიური წარმოშობის
არითმეტიკული პროგრესიით, ამიტომ, მოსახლეობა ბევრად ბრიტანელი ღვთისმეტყველი და
უფრო ჩქარა მრავლდება, ვიდრე პროდუქციას შეუძლია ეკონომისტი. თავისი
გახმაურებული „ნარკვევი
მოიმატოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ბიოლოგიური
მოსახლეობის რაოდენობის
უნარი გამრავლდეს, აჭარბებს მის უნარს გაზარდოს
კანონზე― მალთუსმა 1798 წელს
პროდუქტის წარმოება. ამის გამო, მიუხედავად მოსახლეობის გამოაქვეყნა.
პერიოდული გამოხშირვისა, რაც ომს, შიმშილობას,
ჟამიანობას, თუ სხვადასხვა ეპიდემიებს მოაქვს, კლებადი
უკუგების კანონის თანახმად, მოსახლეობას შიმშილით
სიკვდილი ელოდება, ანუ ადამიანის გამრავლების უნარს
ზღვარს უდებს პროდუქტის საზღვრული რაოდენობა.
ამგვარად, თომას მალთუსი აჩვენებდა მოსახლეობის
ზრდის პირდაპირ დამოკიდებულებას საზოგადოებაში გეომეტრიული პროგრესიით
პროდუქციის არსებულ რესურსებთან. შესაბამისად, ზრდა: 2, 4, 16, 256 და ა.შ.
სიღარიბის მთავარი და ძირითადი მიზეზი, თომას
მალთუსის მიხედვით, სულაც არ მდგომარეობდა არასწორ არითმეტიკული პროგრესიით
მმართველობაში და აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ზრდა: 1, 2, 3, 4 და ა.შ.
ქონების არასწორ გადანაწილებაში, არამედ ის ბუნებრივი
რესურსების სიმწირის ფონზე ადამიანის ზედმეტად სწრაფი
გამრავლების შედეგია.
აქედანვე გამომდინარეობს თომას მალთუსის
ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პოსტულატები:
შრომის ანაზღაურება ყოველთვის საცხოვრებელი მინიმუმით
განისაზღვრება. თუ შრომის ანაზღაურება შრომაზე
მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად მოიმატებს, მიდრეკილება
გამრავლებისაკენ გამოიწვევს მოსახლეობის ზრდას. შედეგად
შრომის მიწოდება გაიზრდება, რაც შრომას გააიაფებს და
შრომის ანაზღაურება თავის პირვანდელ მდგომარეობას
დაუბრუნდება. აქედან კი თავისთავად გამომდინარეობდა,
რომ მუშების ღარიბული ცხოვრება განპირობებული იყო არა
საზოგადოების სოციალური სტრუქტურისა და მექანიზმების
არასრულყოფილებით, რაც, როგორც შედეგი, რესურსების
არათანაბარ გადანაწილებაში იჩენდა თავს, არამედ ბუნებრივი,

245
ადამიანთა პოპულაციისათვის დამახასიათებელი ბიოლოგიური
კანონებით.
ამიტომაც თომას მალთუსი უაზრობად მიიჩნევდა,
ხელფასის მომატებასა და ყოველგვარ „მუშათა კანონმდებლობას―,
რომელიც მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ იყო
მიმართული.

მერკანტილიზმისა და ლიბერალიზმის შეხამება.


ევროპისაგან განსხვავებით, სადაც მერკანტილიზმი და
ლიბერალიზმი ერთმანეთის საპირისპირო და გამომრიცხავ
ეკონომიკურ სისტემებად ჩამოყალიბდნენ, ოკეანის გაღმა, მეორე
ნახევარსფეროში მდებარე ამერიკის შეერთებულ შტატებში,
როგორც ჩანს, ამ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური
განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე, ამ ორი
ეკონომიკური მოდელის გასაოცარ ნაზავს ვხედავთ. მართლაც, აქ
ერთმანეთს ერწყმის, როგორც ეკონომიკის სახელმწიფოს
მხრიდან მართვის, ისე კერძო ინიციატივის ხელშეწყობისა და
თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის წახალისების პოლი-
ტიკა. სწორედ ამერიკაში მოხერხდა პიროვნული თავისუფლების
შეუზღუდავად პიროვნების მოთხოვნების საზოგადოებრივ
მოთხოვნებთან ურთიერთშეხამება და ამ ურთიერთშეხამების
პრაგმატული — საქმისადმი საფუძველზე პრაგმატული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდე-
რეალური დამოკიდებულება. ლის ამოქმედება. მართლაც, ცენტრალური ხელისუფლება
მინიმალურ, მხოლოდ აუცილებელ დონეზე ერეოდა შტატების
საქმეებში და მეტად ლიბერალურ, დაბალტარიფიან სავაჭრო
პოლიტიკას ატარებდა. ეკონომიკის ეს ამერიკული სისტემა,
მთავრობას განიხილავდა, როგორც თავისებურ სააგენტოს,
რომელიც კერძო პირსა თუ კერძო მეწარმეს უნდა მიხმარებოდა
ერის სასიკეთო საქმიანობაში.

კარლ მარქსი. კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკო-


ნომიამ დასაბამი მისცა ეკონომიკურ თეორიაში სხვადასხვა
მიმდინარეობების, მათ შორის მარქსისტული პოლიტიკური
ეკონომიის აღმოცენებას, რომლის ავტორიც კარლ მარქსია.
მარქსის ეკონომიკური შეხედულებები, ძირითადად, ჩამოყა-
ლიბებულია მის გახმაურებულ ნაშრომში „კაპიტალი―.
მარქსისტულმა პოლიტიკურმა ეკონომიამ განავითარა და
გააღრმავა კლასიკური პოლიტეკონომიის შრომითი ღირე-
ბულების თეორია და ამასთან ერთად ზედმეტი ღირებუ-
ლების სახელით ცნობილი განსხვავებული თეორიაც შექმნა.
„კაპიტალში― კარლ მარქსი შეეცადა დაესაბუთებინა,
რომ კაპიტალიზმის არსი მდგომარეობს კაპიტალის
მფლობელთა მიერ სამუშაო ძალის ექსპლოატაციაში, რომ
წარმოების პროცესში სამუშაო ძალა ქმნის მასზე გაწეულ
სახელფასო დანახარჯზე მეტ ღირებულებას, ზედმეტი
ღირებულების სახით, რომელსაც ითვისებენ კაპიტალისტები.
ამით ისინი მდიდრდებიან, ხოლო მუშათა კლასი ღატაკდება,
რაც აღრმავებს წინააღმდეგობას მდიდრებსა და ღარიბებს,
კაპიტალისტებსა და პროლეტარიატს შორის და იწვევს
საზოგადოების პოლარიზაციას. ვინაიდან არ არსებობს
პროლეტარიატის მნიშვნელოვანი ნაწილის დასაქმების
შესაძლებლობა, ის ქმნის უმუშევართა არმიას, რომელიც სულ

246
უფრო ორგანიზებულ ძალად ყალიბდება და მით უფრო
ორგანიზებულია, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა. ამას
კი, საბოლოოდ, პროლეტარული რევოლუციისა და კაპიტა-
ლისტური სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ნგრევისაკენ
მივყავართ, რასაც პროლეტარიატის დიქტატურა და ახალი,
სოციალისტური საზოგადოების მშენებლობა მოსდევს,
რომლის დროსაც საწარმოო საშუალებებზე კერძო
საკუთრების გაუქმება და მათი სრულ საზოგადოებრივ
საკუთრებაში გადასვლა განხორციელდება.

რაში მდგომარეობს მარქსის ზედმეტი ღირებულების


თეორიის არსი?

გაიზიარა რა დევიდ რიკარდოს შრომითი


ღირებულების თეორია, კარლ მარქსი დაინტერესდა, თუ
საიდან ჩნდებოდა კაპიტალისტის მოგება და მივიდა შემდეგ
დასკვნამდე: კაპიტალისტი მუშას უხდის საათობრივად და
არა მისი შრომით შექმნილი ღირებულების მიხედვით,
შესაბამისად, ის ითვისებს მუშის მიერ შექმნილ ზედმეტ
ღირებულებას, ანუ ეწევა მუშაკის ექსპლუატაციას.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ კაპიტალისტმა მუშა
დაიქირავა საათობრივი ანაზღაურებით 10 ლარი, შვიდი
საათის, ანუ სრული სამუშაო დღის ანაზღაურება იქნება 70
ლარი. ვთქვათ, შვიდი საათის განმავლობაში მუშა კერავს 20
ქუდს. აქედან ერთი ქუდი 10 ლარის ღირებულებისაა,
20×10=200 ლარს. ამგვარად, მუშამ შექმნა 200 ლარის
ღირებულების საქონელი, ანაზღაურება კი მიიღო 70 ლარის.
შესაბამისად, 130 ლარი კაპიტალისტის მიერ მითვისებული
ზედმეტი ღირებულებაა. როგორც ვხედავთ, აქ პირწმინდად
უგულებელყოფილია კაპიტალისტის შრომა და უნარები,
რომელსაც ის საწარმოს შექმნა-ორგანიზებაში ავლენს, ასევე

კარლ მარქსის „კაპიტალი” (1885)


„კაპიტალი― ნამდვილ ეკონომიკურ
სახარებად იქცა იმ ქვეყნებისათვის,
რომლებიც XX საუკუნეში სოციალიზმის
აშენებაზე აცხადებდნენ პრეტენზიას.

247
რისკი, რაც კაპიტალისტმა ფულის მოცემულ საქმეში
დაბანდებისას გასწია. ყოველივე ამაში კაპიტალისტს
ბუნებრივია, ბევრად მეტი ეკუთვნის ვიდრე რიგით მუშაკს.
იმავდროულად, ჭარბწარმოების ეკონომიკურ
კრიზისებზე დაკვირვებამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა
ევროპის ქვეყნებში XIX ს-ის შუა წლებსა და მეორე ნახევარში,
კარლ მარქსი ამ კრიზისების გამომწვევ მიზეზებზე დააფიქრა. მან
სწორად დაასკვნა, რომ ისინი კაპიტალისტური ეკონომიკისა და
ბაზრის ქაოტურობიდან და დაუგეგმაობიდან მომდინარეობენ და
ამ ფაქტორის დასაძლევად შეიმუშავა მოდელი, რომელიც მიწისა
და წარმოების სხვა საშუალებებზე კერძო საკუთრების გაუქმებასა
და ეკონომიკის ცენტრალიზებულ მართვას გულისხმობს და
რომელსაც პირობითად ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის
(კაპიტალისტური) მოდელისაგან განსასხვავებლად სახელმწიფო,
ცენტრალიზებულ ეკონომიკას უწოდებენ.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარად კლასიკური
პოლიტიკური ეკონომიის ეკონომიკური ლიბერალიზმიდან,
რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკაში მხოლოდ მინიმალურად
ჩარევისაკენ მოუწოდებდა, წარმოიშვა მარქსისტული
პოლიტიკური ეკონომია, სადაც ყველა გადაწყვეტილებას
სახელმწიფო იღებს და, რომელიც ეკონომიკის მკაცრი
ცენტრალიზაციისა და მისი ერთიანი ცენტრალიზებული
გეგმის საფუძველზე მართვის იდეას ქადაგებს.
კარლ მენგერი და ავსტრიული სკოლა.
მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის თავისებური
გამოძახილი იყო ნეოკლასიკური მიმდინარეობა. ის XIX
საუკუნის ბოლოს წარმოიშვა და სავსებით
ეწინააღმდეგებოდა მარქსიზმს.
ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის მიმდევრები,
იზიარებენ და აგრძელებენ კლასიკური პოლიტიკური
ეკონომიის ფუძემდებლების ადამ სმიტისა და დევიდ
რიკარდოს ეკონომიკური ლიბერალიზმის კურსს, რაც
გულისხმობს: სახელმწიფოს ჩაურევლობას ეკონომიკაში,
ეკონომიკის რეგულირებას საბაზრო მექანიზმის მეშვეობით,
კერძო მეწარმეობის განვითარებას. იმავდროულად,
მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებიან კლასიკური პოლიტიკური
ეკონომიის მამების მიერ შემოთავაზებულ ღირებულების
შრომით თეორიას და გვთავაზობენ ღირებულების სრულიად
ახალ თეორიას: საქონლის ღირებულება ზოგადად
სუბიექტური რამაა და მას, ყოველი მოცემული
მომენტისათვის, ამა თუ იმ ადამიანისათვის საქონლის

კარლ მენგერი
1840-1921

დაიბადა გალიციის ქალაქ ნიუ-სანდეკში, ახლანდელი


პოლონეთის ტერიტორიაზე, იურისტის ოჯახში. სწავლობდა ჯერ
ვენის, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტებში. კრაკოვის
უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი. მისი ნაშრომებიდან
აღსანიშნავია: „ეკონომიკური თეორიის საფუძვლები―, რომელიც
1871 წელს გამოქვეყნდა. 1900 წელს კ. მენგერი ავსტრიის
პარლამენტის მუდმივ წევრად აირჩიეს.

248
სარგებლიანობა და, შესაბამისად, საჭიროების ხარისხი
განსაზღვრავს — ამბობენ ისინი.
ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის ფუძემდებელი
იყო ავსტრიელი კარლ მენგერი, ამიტომ ეკონომიკური
თეორიის ამ მიმდინარეობას ავსტრიული სკოლა ეწოდა. კარლ
მენგერმა ჭეშმარიტი რევოლუცია მოახდინა ეკონომიკურ
აზროვნებაში. მან ეკონომიკურ მეცნიერებაში მოთხოვნის,
მიწოდების, ზღვრული სარგებლიანობის და ა.შ. კატეგორიები
შემოიტანა. ამიტომ ამ ეკონომიკურ თეორიას მარჟინალიზმსაც
(მარჟინ — ზღვარი) უწოდებენ.
რაში მდგომარეობს ზღვრული სარგებლიანობის
თეორიის არსი? მენგერი მიიჩნევდა, რომ ზოგიერთი სიკეთის
ზღვრული სარგებლიანობა ორი ფაქტორით განისაზღვრება —
ინდივიდუალური მოთხოვნის ინტენსიურობა-იშვიათობით,
როდესაც დოვლათის რაოდენობა იზრდება, ზღვრული
სარგებლიანობის ინდივიდუალური შეფასება კი მცირდება.
კარლ მენგერის მიერ დამტკიცებული დამოკიდებულება
კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონის სახით
ჩამოყალიბდა. კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონის
მიხედვით, საქონლის ან მომსახურების მოხმარების ზრდის
კვალობაზე ყოველი დამატებითი ერთეულის ზღვრული
სარგებლიანობა მცირდება, ანუ ზღვრული სარგებლიანობა
კლებადი ბუნებისაა.
მართლაც, წყურვილს ყველაზე მეტად სასმელის
პირველი ჭიქა აკმაყოფილებს, მეორე — ოდნავ ნაკლებად,
მესამე — კიდევ უფრო ნაკლებად, მეხუთე-მეექვსის შემდეგ,
რბილად რომ ვთქვათ, სიამოვნებას ვერ იგრძნობთ, ე. ი.
დოვლათი მით უფრო ფასეულია, მისი ერთეულის რაც
უფრო ნაკლებ რაოდენობას ფლობს ან იყენებს ადამიანი და
პირიქით, მაგალითად, ჭიქა წყალს უდაბნოში დიდი
ფასეულობა აქვს, წყაროსთან კი — უმნიშვნელო, თუმცა
მოხმარებისას იგი აქაც გარკვეული სარგებლობის მომტანია.
აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა: მოცემული
დოვლათის ღირებულება განისაზღვრება მისი იმ უკანასკნელი
(და არა პირველი) ერთეულის სარგებლიანობით, რომელიც
სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნილებას. ვთქვათ, პაპანაქება
სიცხეში ცივი გამაგრილებელი სასმელის მეოთხე ჭიქის
სარგებლიანობით, რომლითაც ადამიანმა წყურვილი
დაიკმაყოფილა.

√ „უაღრესად ბედნიერია ის კაცი, რომლის შვიდი შვილიდან შვიდივემ ეკონომიკის შესწავლა


გადაწყვიტა―.

√ „მე შევეცადე ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის რთული ფენომენი მარტივ ელემენტებად


დამეშალა, რაც უფრო ზუსტი დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა; შევეცადე ამ ელემენტებთან მათი
ხასიათის შესაბამისი საზომი გამომეყენებინა იმ ვითარების გამოსაკვლევად, რომელშიც გარკვეული
პრინციპების და პირობების შესაბამისად, მარტივი ელემენტებიდან უფრო რთული ეკონომიკური
ფენომენი წარმოიშობა―.

კარლ მენგერი

249
საქონლის გარკვეული რაოდენობის მოხმარებით
ადამიანი საბოლოოდ ღებულობს სარგებლობის განსაზღვრულ
რაოდენობას, რომელიც უდრის კლებად ზღვრულ
სარგებლიანობათა ჯამს (I + II + III + IV ჭიქა გამაგრილებელი
სასმელი). დოვლათის მოხმარება შეწყდება, როდესაც მისი
სარგებლიანობის სუბიექტური შეფასება საბაზრო ფასზე
ნაკლები იქნება.
ამგვარად კარლ მენგერმა შექმნა ახალი ზღვრული
სარგებლიანობის თეორია, რომლითაც ღირებულებისა და
ფასწარმოქმნის საფუძვლად სუბიექტური უპირატესობის
პრინციპი აღიარა. ამით ის დაუპირისპირდა კლასიკური
პოლიტეკონომიის მამების, ჩვენთვის უკვე ცნობილი ადამ
სმიტისა და რიკარდოს შრომითი ღირებულების თეორიას.
ვინაიდან, როგორც გვახსოვს, მარქსის ეკონომიკური
მოძღვრება სწორედ კლასიკური პოლიტეკონომიის შრო-
მითი ღირებულების თეორიას დაეფუძნა, მენგერის „ეკონო-
მიკის საფუძვლებმა― მარქსიზმის საწინააღმდეგო იდეოლო-
გიური მნიშვნელობაც შეიძინა და არსებითად
ანტიმარქსისტულ პლატფორმად იქცა.
მენგერის ნაშრომი უფრო ადრე გამოქვეყნდა, ვიდრე
მარქსის კაპიტალი. საინტერესოა ვიცოდეთ, რომ მენგერის
ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ მარქსმა თავისი ნაშრომი
აღარ გამოსცა. ის მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ
გამოსცეს.
კეინსი და კეინსიანობა. მერკანტილისტების
თვალსაზრისი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის
მოსახლეობის ზღვარგადასული მომჭირნეობის დამღუპ-
ველობისა და არამწარ-მოებლური დანახარჯების აუცილე-
ბლობის შესახებ, რომლებიც ზრდიან მოთხოვნას და
იმავდროულად, ხელს უწყობენ მოსახლეობის დასაქმებას,
XX საუკუნეში გამოაცოცხლა და უკვე უეჭველი ჭეშმარი-
ტების ხარისხში აიყვანა ჯონ მეინარდ კეინსმა. XX საუკუნის
ეს ახალი ეკონომიკური თეორია კეინსიანობის სახელითაც
არის ცნობილი.
კეინსის მოძღვრება წარმოიშვა, როგორც ეკონომი-
კური თეორიის პასუხი აშშ-ის, ჩვენთვის უკვე ცნობილი
1929-1933 წლების დიდი დეპრესიის გამოწვევაზე.
მომხმარებლებს ეკონომიკური კრიზისის ფონზე არ ძალუძთ
ეროვნული ეკონომიკის მასშტაბით ერთობლივი მოთხოვნის
გაზრდა, ამიტომ ეს სახელმწიფომ უნდა იკისროს — ამბობდა
კეინსი. ამგვარად, ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და
ერთობლივი მოთხოვნის გაზრდის გზად კეინსმა მიიჩნია
ეკონომიკის სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება. სახელმწიფოს
მიერ ეკონომიკური პროცესების რეგულირებაში კეინსი

ჯონ მეინარდ კეინსი


1883-1946

განათლება ჯ. კეინსმა ინგლისის ყველაზე არისტოკრატიულ სკოლაში — იტონის სამეფო კოლეჯში


მიიღო, ხოლო 1900 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. ჯ. კეინსმა უდიდესი წვლილი შეიტანა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაარსებასა და რეტონ-ვუდსის კონფერენციის მუშაობაში (1944),
სადაც შემოღებულ იქნა ფულადი ურთიერთობებისა და ანგარიშსწორების ორგანიზაციის ფორმა,

250
გულისხმობს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის
არა მარტო სტიმულირებას, არამედ ეკონომიკაში კაპიტალის
დიდი ოდენობით ინვესტირებას, რამაც უნდა გამოიწვიოს
მოსახლეობის დასაქმება და ფულადი მასის საერთო
გაზრდის შედეგად ერთობლივი მოთხოვნის გაზრდა.

როგორ უნდა განახორციელოს სახელმწიფომ


ინვესტირება ეკონომიკაში?
უპირველეს ყოვლისა, ინვესტირება უნდა განხორციელდეს
სახელწიფოს მიერ საწარმოებისათვის სხვადასხვა მსხვილი
შეკვეთების მიცემის გზით, რომლის შესრულების ხარჯებს
თვითონვე აანაზღაურებს. ეს უზრუნველყოფს საწარმოთა მხრივ
დამატებითი მუშახელის დაქირავებას, მოსახლეობის დასაქმება
თავისთავად გამოიწვევს მისი შემოსავლებისა და, შედეგად,
დანახარჯების ზრდას სამომხმარებლო საქონელზე, რაც
გაზრდის საქონელზე ერთობლივ მოთხოვნას. ეს კი თავის
მხრივ გამოიწვევს საქონლისა და მომსახურების ერთობლივი
მიწოდების ზრდას და შედეგად ეკონომიკის საერთო
გაჯანსაღებას. მოსახლეობის დასაქმებისა და მოთხოვნის
წარმოქმნის სტიმულირებისათვის სასარგებლოა, აგრეთვე,
საზოგადოებრივი სამუშაოების გაშლა და მათი ბიუჯეტიდან
დაფინანსება.
მეორე მსოფლიო ომის დროს სახელმწიფოს
ეკონომიკაში ჩარევა განუზომლად გაიზარდა. ამ ომის
დასრულების შემდეგ კი, როდესაც ომით დანგრეული
დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკის აღდგენა დაიწყო,
ამ ქვეყნების ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შედეგად
ეკონომიკის მთელი დარგების ნაციონალიზაცია მოხდა. XX
საუკუნის 60-70-იან წლებში დასავლეთ ევროპის ეკონომიკაში
სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი თანდათან შემცირდა,
მეურნეობის დარგების ნაციონალიზაცია პრივატიზაციით
შეიცვალა. ამის კლასიკურ მაგალითს გასული საუკუნის 80-
იანი წლების დასაწყისში ინგლისის პრემიერ-მინისტრის
მიერ ქვეყანაში გატარებული პოლიტიკა წარმოადგენს.
მარგარეტ თეთჩერმა და მისმა ეკონომიკურმა გუნდმა კეინსი
დაგმეს, როგორც „დინოზავრი―, რადგან ის მხარს უჭერდა
ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაფართოებას.
ახლა, როდესაც კაპიტალიზმი ახალ მწვავე კრიზისს
განიცდის, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები არ
იშურებენ სახსრებსა და ძალისხმევას მის დასაძლევად.
სწორედ ეს იყო კეინსის იდეა — ეკონომიკის დეპრესიიდან
გამოყვანა დანახარჯების ზრდით, სახელმწიფო სახსრების
გამოყენებით, რასაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ მარგარეტ თეთჩერი
კლინტონმა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა უწოდა. (1925-2013)

კეინსი და მისი მოწინააღმდეგეები

თავის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ საბოლოოდ საბაზრო ძალები გრძელვადიან


პერსპექტივაში კრიზისს ბუნებრივად მაინც დაარეგულირებენ, კეინსი პასუხობდა „გრძელვადიან
პერსპექტივაში” კი ყველა ჩვენთაგანი მოკვდება‖.

251
T a v i IX

ძვ.წ. 330 1265


არისტოტელემ პირველი
დაწერა ნაშრომი წარმომადგენლობითი
„პოლიტიკა‖. ორგანო— პარლამენტი—
0 ინგლისში შეიქმნა.

350
ძვ.წ. 1650

252
1651
თომას ჰობსმა
გამოსცა ნაშრომი შეიქმნა გაერთიანებული
„ლევიათანი‖. ერების ორგანიზაცია

1650 1945

253
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა

ცნებები და ტერმინები პირთა სახელები


სახელმწიფო პრინციპატი თომას ჰობსი
პირველყოფილი თემური დომინატი პერიკლე
წყობილება
პოლიგამია აღმოსავლური ვუდრო ვილსონი
დესპოტია
მატრიარქატი უნიტარული არისტოტელე
სახელმწიფო
პატრიარქატი ქონებრივი ცენზი ლუი XIV
სამხედრო დემოკრატია რეგიონალისტური
სახელმწიფო
ისტორიულ- ფედერაცია
მატერიალისტური
თეორია
ძალმომრეობის თეორია კონფედერაცია
ფსიქოლოგიური თეორია უფლებათა ბილი
საზოგადოებრივი მემკვიდრეობის აქტი
ხელშეკრულების
თეორია
კომუტაცია გენეალოგია
სუვერენიტეტი ჰერალდიკა
პარლამენტარიზმი დემოკრატია
მონარქია ტიმოკრატია
აბსოლუტური მონარქია ერთა ლიგა
კონსტიტუცია ანტანტა
კონსტიტუციური გაერო
მონარქია
რესპუბლიკა იუნესკო

არისტოკრატიული ნატო
რესპუბლიკა
თავისუფლების დიდი ევროკავშირი
ქარტია
იმპერია დსთ

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. რა ეტაპები გაიარა კაცობრიობამ სახელმწიფოს


ჩამოყალიბებამდე?
2. რა თეორიები არსებობს სახელმწიფოს წარმოშობის
შესახებ?
3. სახელმწიფოს რა ტიპები არსებობს ტერიტორიულ-
ადმინისტრაციული მოწყობისა და მმართველობის
ფორმების მიხედვით?
4. როგორ შეიცვალა მონარქის ხელისუფლება
პარლამენტარიზმის შემოღებით?
5. რომელია მსოფლიოში ცნობილი სამეფო დინასტიები და
მეცნიერების რომელი დარგი სწავლობს მათ?
6. როგორ ვითარდებოდა დემოკრატია ანტიკური
პერიოდიდან დღემდე და როგორი იყო ადამიანთა
ჩართულობის ხარისხი სახელმწიფოს მართვაში ისტორიის
სხვადასხვა პერიოდებში?

254
saxelmwifos istoria
sarCevi:

§ 1. სახელმწიფოს შესახებ თეორიები

სახელმწიფოს ისტორია საზოგადოების სოციალური § 1. სახელმწიფოს შესახებ


ინსტიტუტების: საკუთრების, ოჯახის, სახელმწიფოს, სახელმწი- თეორიები ........................... 255
ფოთაშორისი გაერთიანებების წარმოქმნაგანვითარებას შეისწავ- § 2. როგორ იცვლებოდა და
ლის. ვითარდებოდა
ხალხი ყოველთვის სახელმწიფოებად როდი ცხოვრობდა. სახელმწიფო? ...........................269
კაცობრიობის სახელმწიფოებრივი ისტორია სულ რაღაც 50-60 § 3. გენეალოგია................................280
საუკუნეს ითვლის. იმ დროს, როდესაც თანამედროვე ადამიანის § 4. ჰერალდიკა.................................285
§ 5. პოლიტიკური რეჟიმები—
სახეობა დაახლოებით 300 საუკუნეა, რაც გაჩნდა.
ავტორიტარიზმი და
თანამედროვე ადამიანი, ადამიანთა უფრო ადრეული
დემოკრატია..............................286
სახეობებისაგან იმით გამოირჩა, რომ ცხოველთა ორგანიზების § 6. სახელმწიფოთაშორისი
ჯოგური ფორმისაგან განსხვავებულ, გვაროვნულ თემად დაიწყო კავშირები და
ცხოვრება. გვაროვნული თემი სისხლით ნათესაობის პრინციპზე გაერთიანებები.........................287
აგებული ერთობა იყო. ის ასობით ადამიანს აერთიანებდა და
ათეულობით ოჯახისაგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთის
გენეტიკური ნათესავები იყვნენ. კაცობრიობის ისტორიის ამ
პირველყოფილ, სახელმწიფოებამდელ პერიოდს პირველყოფილ-
თემურ წყობილებას, ან კიდევ წინარეისტორიულ ხანასაც
უწოდებენ.
ქვის ხანაში, რომელიც ადამიანის ისტორიის ყველაზე
ხანგრძლივი პერიოდია, გვაროვნული თემი, როგორც წესი,
დედამთავრული, ანუ მატრიარქალური იყო. ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ ნათესაობა დედის ხაზით გადადიოდა. რატომ იყო
თავდაპირველად გვარი დედამთავრული, ამას მეცნიერები
სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე მარტივი ახსნა, ალბათ,
შემდეგში მდგომარეობს: იმ შორეულ ეპოქაში, ოჯახი
თანამედროვე ოჯახს სულაც არ ჰგავდა და მრავალპარტ-
ნიორული იყო, ანუ როგორც ქალს, ისე მამაკაცს მრავალი პოლიგამია (ბერძნ. Poly - ბევრი
მეუღლე ჰყავდა. ამას პოლიგამია ეწოდება. პოლიგამიურ და gamos - ქორწინება)
ოჯახში ბავშვის მამის გარკვევა რთული იყო, იმ დროს, ქორწინების ფორმა, როდესაც
როდესაც დედა, ბუნებრივია, ყველამ იცოდა. სისხლით თითოეულს შეუძლია
ნათესაობის პრინციპზე აგებული საზოგადოებისათვის ადა- ერთდროულად რამდენიმე
მიანის გენეტიკური კუთვნილების დადგენა უმთავრესი მეუღლე ჰყავდეს.
იყო. ეს კი დედის ხაზით მარტივად დგინდებოდა. ამიტომ
გასაკვირიც არაა, რომ სწორედ დედის ხაზით ნათესაობა
განსაზღვრავდა თემისადმი კუთვნილებას.
გვაროვნულ თემს საკუთრებაც საზოგადო-თემური ჰქო-
ნდა. ეს იყო ადამიანის ისტორიის ისეთი ხანა, როდესაც
კერძო საკუთრება საერთოდ არ არსებობდა: შრომის იარა-
ღები, ჯამ-ჭურჭელი და ა.შ. ყველაფერი საზოგადო იყო.
პატრიარქალურ, ანუ მამამთავრულ გვარზე კაცობრიობა
მხოლოდ ლითონის ათვისების კვალდაკვალ გადავიდა. სპი-
ლენძის აღმოჩენამ და ბრინჯაოს მეტალურგიაზე გადასვლამ

255
მნიშვნელოვნად გაზარდა მამაკაცის როლი გვაროვნულ
თემში.
ბრინჯაოს სახნისი ბევრად უკეთესი მოსავლის მიღების
საშუალებას იძლეოდა, ვიდრე ეს ქვის ხანის პრიმიტიული
იარაღით იყო შესაძლებელი. ამიტომაც ბრინჯაოს ხანა
პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრებაში ძირეული
ძვრებით აღინიშნა. ბრინჯაოსაგან დამზადებული შრომის
იარაღის გამოყენებამ კაცობრიობის ისტორიაში პირველად
წარმოქმნა ჭარბი პროდუქტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა
შეძლო უფრო მეტი მოსავალი მიეღო, ვიდრე საკუთრივ მის
გამოკვებას სჭირდებოდა. ამან საფუძველი ჩაუყარა
ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლოატაციას, რაც
სხვისი შრომით შექმნილის მითვისებას ნიშნავს. ასე
წარმოიშვა პირველყოფილი მონობაც.
ექსპლოატაცია — ერთი ადამიანის ჭარბი პროდუქტის გაჩენას თანდათან გვაროვნულ
მიერ მეორე ადამიანის შრომით თემში დოვლათის დაგროვება მოჰყვა. ამან კი ნელ-ნელა
შექმნილი პროდუქტის
გვაროვნული თემის დაშლა განაპირობა. უკვე აღარ იყო
მითვისებას ნიშნავს.
მთელი გვარის ძალისხმევა საჭირო ცხოვრების უზრუნველ-
საყოფად, ამას ცალკეული ოჯახიც აუდიოდა. დიდი,
მძლავრი ოჯახები ტოვებდნენ გვარს და ცალკე სახლდე-
ბოდნენ. სხვადასხვა გვარებიდან გამოსული და მეზობლად
დასახლებული ოჯახები სამეზობლო თემს ქმნიდნენ.
სამეზობლო თემში კარ-მიდამო, დასამუშავებელი მიწა,
შინაური პირუტყვი და საბრძოლო თუ სამეურნეო იარაღი
უკვე არა მთელი თემის, არამედ ერთი დიდი ოჯახის
საკუთრებად იქცა. ასე ჩაეყარა საფუძველი კერძო საკუთ-
რებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო საკუთრება
მიწაზე, რომელიც ძველი ადამიანისათვის წარმოების
ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. ამავე დროს საძოვ-
რები, წყალი, ტყე კვლავაც მთელი თემის საკუთრებაში
დარჩა. კერძო საკუთრების წარმოქმნას ისევე, როგორც
საოჯახო მეურნეობაში მამაკაცის როლის გაზრდას, თანდა-
თან ქალის უფლებების შეზღუდვა და მამამთავრულ, ანუ
პატრიარქალურ გვარზე გადასვლა მოჰყვა. ამის უმთავრეს
მიზეზად, სავარაუდოდ, კაცში საკუთარი მონაპოვრისა და
ნაამაგარის გენეტიკურ მემკვიდრეზე გადაცემის სურვილი
იქცა. სრული გარანტია იმისა, რომ ქალის მიერ გაჩენილი
შვილი მხოლოდ მისი იყო, ქალზე ყოველმხრივი კონტრო-
ლის დაწესებისკენ უბიძგებდა.
ომები გვაროვნულ თემებს შორის ადრეც ხდებოდა
ტერიტორიისა და დოვლათის ხელში ჩაგდების მიზნით,
მაგრამ ბრინჯაოს ხანაში ომები უფრო გახშირდა და მანამდე
არნახულ მასშტაბს მიაღწია. ომებს უკვე მნიშვნელოვანი
ეკონომიკური ინტერესი განაპირობებდა. მაგალითად, თუ
ადრე ტყვეებს უბრალოდ კლავდნენ, რათა თავიდან მოეცი-
ლებინათ ზედმეტი მჭამელი, ახლა მათ მონებად აქცევდნენ
და მეურნეობაში ამუშავებდნენ — ტყვეს ხომ უკვე გაცი-
ლებით მეტი შეეძლო ეწარმოებინა, ვიდრე მისი სიცოცხლის
შენარჩუნებისათვის იყო აუცილებელი.

256
ჯერ კიდევ ქვის ხანაში, უკეთ თავდაცვისა თუ
მეზობლებზე თავდასხმის მიზნით, გვაროვნული თემები
უფრო მსხვილ ერთეულებად ტომებად, ტომები კი ტომთა
კავშირებად ერთიანდებოდნენ. ტომს თუ ტომთა კავშირს
ჩვეულებრივ სახალხო კრება და ტომის ბელადი განაგებდა.
სახალხო კრება ადამიანთა მიერ შექმნილი პირველი
საკანონმდებლო ორგანო იყო, სადაც თითოეული თანატო-
მელი თავის თავს წარმოადგენდა.
ბრინჯაოს ხანაში ომიანობის გახშირების კვალდაკვალ
ასეთი ტომთა კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდა. თანაც,
თუ ადრე, ქვის ხანაში, ტომებსა და ტომთა კავშირებს
ქალები მეთაურობდნენ, ბრინჯაოს ხანაში მამამთავრულ
გვარზე გადასვლის კვალდაკვალ, ტომის ბელადობა და
ტომის საქმეების გაძღოლა კაცებს დაეკისრათ. ომის წარმო-
ება და მოლაშქრეობაც, ძირითადად, კაცების საქმედ იქცა.
დიდი ტომთა კავშირების წარმოქმნასთან ერთად, სულ
უფრო რთული ხდებოდა ტომთა კავშირის საქმეების სახალხო
კრების მეშვეობით მართვა, ვინაიდან ათიათასობით ადამიანის
მონაწილეობა კრებებზე შეუძლებელი იყო. განსაკუთრებით ეს
ითქმის მომთაბარე მესაქონლეობის მიმდევარი ხალხების
მიმართ. ასე წარმოიქმნა, ე.წ. უხუცესთა საბჭოები, რომლებიც
ყველა ტომისგან არჩეული უხუცესებისგან შედგებოდა. ისინი,
გარკვეული პერიოდულობით, წინასწარ შერჩეულ ადგი-
ლებში იკრიბებოდნენ და ტომთა კავშირის, თუ ტომთა
შორის ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვე-
ტდნენ. ამ ტიპის საბჭოები კაცობრიობის ისტორიაში
პირველ წარმომადგენლობით ორგანოებად უნდა მივიჩ-
ნიოთ, ვინაიდან ამ არჩეული უხუცესის მიმართ თანამე-
ტომეები თავიანთი უფლებების დელეგირებას ახდენდნენ,
ანუ თითოეული ასეთი უხუცესი გარკვეული ტომის თუ
საგვარეულოს, ან თანატომელთა გარკვეული ჯგუფის
წარმომადგენელი ხდებოდა.
ბრინჯაოს ხანის დასაწყისი დედამიწაზე შრომის
პირველი დიდი საზოგადოებრივი დანაწილებით აღინიშნა. დელეგირება (ლათინურად
„გაგზავნას“ ნიშნავს),
უფლებების გადაცემა
რა შინაარს ვდებთ ამაში? შემსრულებლისათვის,
იმას, რომ თავდაპირველად გვარისა და ტომის შიგნით რომელიც კისრულობს
შრომა მხოლოდ ასაკისა და სქესის მიხედვით ნაწილდებოდა: პასუხისმგებლობას მათი
ბავშვები და მოხუცები უფრო მსუბუქ სამუშაოს ასრულებდნენ; განხორციელებისათვის.
ადამიანთა ჯგუფის,
კაცები ნადირობდნენ, საკვებს მოიპოვებდნენ და ლაშქრობდნენ,
ორგანიზაციის ან სახელწიფოს
აგრეთვე, სხვადასხვა სახის ქვის, ძვლის და ხის სამუშაო, თუ
მიერ ამა თუ იმ პირის ან პირთა
საბრძოლო იარაღს აკეთებდნენ; ქალები ბავშვებს უვლიდნენ, ჯგუფის ნდობით, უფლებებითა
საკვებს ამზადებდნენ და ანაწილებდნენ, გვაროვნულ თემს და ვალდებულებებით აღჭურვა
მართავდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და სხვ. გარკვეული სამუშაოს
სპილენძის და, განსაკუთრებით, ბრინჯაოს მეტალურგიის განსახორციელებლად.
ათვისებამ ადამიანებს მიწათმოქმედების პროდუქტიულობის
გაზრდის არნახული პერსპექტივა გადაუშალა. რაც მთავარია,
მათ მკვიდრი ცხოვრების დაწყების საშუალება მიეცათ.

257
მართლაც, მიწათმოქმედებისათვის უფრო ხელსაყრელ რეგიო-
ნებში, რომლებიც წყალუხვი მდინარეებითა და მეტნაკლებად
ზომიერი ჰავით გამოირჩეოდნენ, მომთაბრე ტომები
თანდათან მკვიდრ, მიწათმოქმედ ცხოვრებაზე გადავიდნენ.
ამას კი კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ტომების და
ხალხების მათი საქმიანობის მიხედვით ორ: მომთაბარე-
მესაქონლეობისა და მკვიდრი ცხოვრებისა და მიწათმოქ-
მიწათმოქმედებისათვის უფრო მედების მიმდევრებად დაყოფა მოჰყვა. სწორედ ამას ვგული-
ხელსაყრელი რეგიონები სხმობთ, როდესაც შრომის პირველ დიდ საზოგადოებრივ
კაცობრიობის სახელ- დანაწილებაზე ვსაუბრობთ.
მწიფოებრივი ისტორიის ბრინჯაოს ხანაზევე მოდის შრომის მეორე დიდი
გარიჟრაჟზე იყო: აფრიკაში საზოგადოებრივი დანაწილება. მიწათმოქმედ და მესაქონლე
ნილოსის სანაპირო ზოლი და ტომებს ცალკე გამოეყვნენ ბრინჯაოს იარაღისა და კერა-
ნილოსის დელტა, ხმელთაშუა
მიკული ნაწარმის დამამზადებელი ხელოსნები, ანუ მეტა-
ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი და
ლურგები და მეთუნეები. ისინი ერთად სახლდებოდნენ და
აზიის ცენტრალური ნაწილის
ვრცელი ტერიტორია. ზოგადად
ქალაქის ტიპის დასახლებებს ქმნიდნენ.
ტერიტორია შავი, ეგეოსისა და დასახლებები, სადაც შედარებით მცირე ფართობზე
ხმელთაშუა ზღვის ნაპირებიდან ადამიანთა მნიშვნელოვანი ოდენობა ცხოვრობდა, არქეოლოგებმა
ჩინეთის ზღვამდე. უკვე ქვის ხანის ბოლო საფეხურზე — ნეოლითური, ანუ ახალი
ქვის ხანის ნასახლარების გათხრებისასაც აღმოაჩინეს, მაგრამ
ბრინჯაოს ხანაში ასეთი დასახლებების რიცხვმა და
მასშტაბმა მნიშვნელოვნად იმატა. მტრისაგან უკეთ
თავდაცვის მიზნით, მათ ხის, ალიზის ან ქვის გალავნებიც
შემოავლეს. ასე წარმოიქმნა ადრეული ქალაქები.
კაცობრიობის გარიჟრაჟზე ქალაქები დიდი მდინარეებისა და
ზღვების სანაპირო ზოლში გაჩდნენ, ამ ადგილებს სხვადასხვა
დარგის ხელოსნები უფრო ეტანებოდნენ, ვინაიდან დიდი
მდინარეები ისევე, როგორც სანაპირო ზოლი, ადამიანების
აქტიურ მიმოსვლას ხელს უწყობდა და მათი ნაწარმის
გასაღებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა.
შრომის მესამე დიდი საზოგადოებრივი დანაწილება უკვე
მიწათმოქმედების, მესაქონლეებისა, და ხელოსნებისაგან
ვაჭრების, როგორც მოსახლეობის მხოლოდ აღებ-მიცემობით
დაკავებული ნაწილის გამოყოფა იყო. ხელოსნური ნაწარმის
გამრავალფეროვნებასა და გამრავლებასთან ერთად ხელოსნებს
სულ უფრო მწვავედ დაუდგათ მათ მიერ გაკეთებული ნივთების
გასაღების პრობლემა. იგივე უნდა ითქვას სოფლის მეურნეობის
თუ მეცხოველეობის პროდუქტის მიმართაც. გასაღების
სირთულე მოთხოვნის ნაკლებობით როდი იყო გამოწვეული,
პრობლემას პროდუქტის შესაბამის ადგილებში მიწოდება
წარმოადგენდა. მართლაც, მაგალითად, სამშენებლო მასალაზე,
საბრძოლო თუ შრომის იარაღზე, ისევე როგორც კერამიკულ
ნაწარმზე, ან სხვადასხვა სახის ყოფით ნივთებზე, მოთხოვნა
არა მარტო იმ ქალაქში იყო, სადაც მას აწარმოებდნენ,
არამედ ქვეყნის სხვადასხვა, წარმოების ცენტრისაგან დაშო-
რებულ რეგიონებშიც, მაგრამ ხელოსანს არ შეეძლო თავისი
ნაკეთობები ქალაქის ახლო თუ შორ დასახლებებში ჩაეტანა,
რადგან ეს დიდ დროს მოითხოვდა, ხელოსანი კი საქმეს ვერ
მოცდებოდა. იგივე ითქმის გლეხზე და სოფლის პროდუქ-

258
ტზეც. მოთხოვნის გაძლიერებამ საზოგადოებრივი ცხოვრების
ამ სფეროს ორგანიზება მოითხოვა. ასე თანდათან წარმოიქმნენ
პროფესიონალი ვაჭრები, რომლებსაც საქონელი ერთი
ადგილიდან გასაყიდად მეორე ადგილას გადაჰქონდათ და ამ
საქმიანობიდან მიღებული მოგებით ირჩენდნენ თავს.
ამგვარად, მიწათმოქმედის, მომთაბარე-მესაქონლისა და
ხელოსნის გვერდით საქმიანობის კიდევ ერთი სახეობა —
ვაჭრობა და მისი მიმდევარი — ვაჭარი გაჩნდა.
კერძო საკუთრების წარმოქმნამ, შრომის საზოგადოებრივი
დანაწილების გაღრმავებამ და ამ ნიადაგზე აღებ-მიცემობის
განვითარებამ, დააჩქარა საზოგადოების ქონებრივი
დიფერენციაცია, რაც საზოგადოების მდიდრებად და საზოგადოების ქონებრივი
ღარიბებად დაშლას გულისხმობს. ქონებრივი განსხვავების დიფერენციაცია ნიშნავს
საზოგადოების დაყოფას
ზრდასთან ერთად ტომის შიგნით უფრო მდიდარი და
ქონებრივი მდგომარეობის
გავლენიანი ზედა ფენა გამოიკვეთა, რომელიც ტომის საქმეების
მიხედვით.
მართვას სულ უფრო და უფრო საკუთარ ხელში აქცევდა და
სახალხო კრებებსაც მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს
აღებინებდა. ამას ის თანატომელების მოსყიდვისა თუ
დაშინების გზით ახერხებდა.
მართლაც, ბრინჯაოს საბრძოლო იარაღმაც და საბრძოლო
ტექნოლოგიების გამრავალფეროვნებამ მდიდარ და ღარიბ,
გავლენიან თუ ნაკლებ გავლენიან თანამეტომეებად ტომის
დაშლა კიდევ უფრო დააჩქარა: ბრინჯაოს სრული სამხედრო
აღჭურვილობის შოვნა, მუზარადით, აბჯრით, შუბით,
ოროლით და სხვ. დიდ სახსრებს მოითხოვდა. ამიტომ,
როდესაც მამაპაპეული იარაღი ტყდებოდა, ბრინჯაო კი
საკმაოდ მყიფე იყო და შედარებით იოლად მსხვრევადი, მისი
განახლების საშუალება ოჯახს ყოველთვის აღარ ჰქონდა.
გარდა ამისა, ხშირი ომიანობა მიწათმოქმედი მოსახლეობის
სამიწათ-მოქმედო სამუშაოებიდან მოცდენას იწვევდა, რაც
საზოგადოებას მოუსავლიანობას, ამ ნიადაგზე შიმშილსა და,
ზოგადად, არასასურველ შედეგებს უქადდა.
ყოველივე ამან ტომის, თუ ტომთა კავშირის შიგნით
პირველყოფილი თემური წყობილების ბოლო საფეხურზე
საზოგადოებრივი შრომის კიდევ ერთი, მეოთხე დანაწილება

ბრინჯაოს ხანის ხელსაწყოები

259
გამოიწვია — მიწათმოქმედებს გამოეყვნენ მოლაშქრეები,
რომლებმაც თავის ძირითად საქმედ თანამეტომეების დაცვა
და მეზობლების მიმართ მძარცველური ლაშქრობები
გაიხადეს.
თანდათანობით ლაშქრობები სულ უფრო სარფიან
საქმედ იქცა. მეზობელი და შორეული ქალაქებისა და
ხალხების ძარცვა მხოლოდ წარმატებული ლაშქრობებით იყო
შესაძლებელი. ამას კი საქმის პროფესიულად ორგანიზება
სჭირდებოდა. ამიტომ ახლა უკვე საქმიანობის კიდევ ერთი
სახეობა — ლაშქრობა და მისი მიმდევარი პროფესიონალი
მოლაშქრე გაჩნდა.
იმ ხანის ტექნოლოგიების კვალობაზე საუკეთესოდ
შეიარაღებული საკმაოდ მრავალრიცხოვანი ერთგული
რაზმით გარშემორტყმული ტომის ბელადები არა მარტო
მეზობლებისთვის, საკუთარი თანამეტომეებისთვისაც საშიშ
ძალად იქცნენ. ტომის მამაკაცთა ის ნაწილი, რომელიც
ლაშქრობებში გამოწრთობილ, პროფესიულ მოლაშქრედ
ჩამოყალიბდა, სახალხო კრებებზეც, ბუნებრივია, მეტი წონით
სარგებლობდა და ტომის ბელადთან, ანუ მათ სამხედრო
მეთაურთან ერთად ტომის ფაქტობრივ მმართველ ელიტად
იქცა. ამიტომაც გვაროვნულთემური წყობილების ამ
უშუალოდ სახელმწიფოს წარმოქმნამდელ ეტაპს მეცნიერთა
ნაწილი ცალკე გამოყოფს და მას სამხედრო დემოკრატიას
უწოდებს.
უზომოდ აღზევებული და ფაქტობრივად ტომის ბატონ-
პატრონად ქცეული ტომის ბელადი, საკუთარ საგვარეულოსა თუ
ოჯახზე დაყრდნობით, თანამეტომეებს ავიწროვებდა და თავის
რაზმთან ერთად თანდათან სათემო საკუთრებაში არსებულ
ტყეებს, საძოვრებსა და მიწის ფართობებს ისაკუთრებდა.
მითვისებულის დაკანონებას ტომში გაბატონებული ადათ-
წესებისა და მმართველობის ფორმების შეცვლა სჭირდებოდა.
იმ შორეულ ხანაში ყველაზე ჩქარი სამიმოსვლო საშუალება
ცხენი იყო. ასეთი ლაშქარი ასეული კილომეტრის გავლას
ხანდახან რამდენიმე კვირას და თვეებსაც კი ანდომებდა, რაც
ადგილზე მმართველი აპარატის დატოვებას საჭიროებდა. ეს კი
საჯარო მოხელეების რიცხვს ზრდიდა, მმართველობის
გართულებასა და მმართველობაში მეტი ადამიანის ჩაბმას
იწვევდა.
კიდევ უფრო მეტი ხალისით ტომები თუ ტომთა
კავშირები მეზობელ ტომებს იპყრობდნენ და იმორჩილებდნენ.
დამორჩილებული ხალხის მართვასა და გამარჯვებულის
სასარგებლოდ მუშაობის იძულებას მმართველობის უფრო
განსხვავებული ფორმების დანერგვა სჭირდებოდა, ვიდრე ეს
სახალხო კრება და ტომის ბელადის თუ უხუცესთა საბჭოს
არჩევითი ინსტიტუტი იყო.
ბრინჯაოს ტექნოლოგიების ათვისებას, ტომებისა და
ტომთა კავშირების მიერ ტერიტორიაზე ხანგრძლივად

260
დამკვიდრებას, საცხოვრებელი გარემოს მიწის რესურსების
უკეთ შესწავლა-გამოყენება და, შესაბამისად, ეკონომიკური
აღმავლობა მოჰყვა; ეკონომიკურ აღმავლობას კი, როგორც
ლოჯისტიკური, ანუ ეკონომიკური განვითარების მრუდის
გაცნობისას დავრწმუნდით, მოსახლეობის გამრავლება
მოსდევს თან. მოსახლეობის გამრავლება სასოფლო-სამეურნეო
მიზნებისთვის ახალი მიწების ათვისების საჭიროებას
იწვევდა.
ახალი მიწები, ბუნებრივია, თავდაპირველად ათვისებულ
მიწებზე უფრო ძნელი ასათვისებელი იყო და ადამიანთა
განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვდა, ვინაიდან
ყველაზე კარგი და იოლად დასამუშავებელი მიწები
ადამიანებმა პირველ რიგში აითვისეს. ახლა უკვე მეტი
მოსავლის მისაღებად ადამიანებს ისეთი სამუშაოების
ჩატარება უხდებოდათ, როგორიცაა მაგ.: არხის გაყვანა,
წყალსაცავებისა და ხიდების აგება, ჭაობის დაშრობა, გზის
გაყვანა და სხვ. მსგავსი.
ასეთი ტიპის სამუშაოები ერთი ოჯახის და თუნდაც
სამეზობლო თუ გვაროვნული თემის შესაძლებლობებს
სცილდებოდა და ადამიანთა დიდი მასის შრომით
ორგანიზებას მოითხოვდა. ეს კი მხოლოდ განვითარებული
და თვისობრივად ახალი მმართველობითი აპარატის
შემთხვევაში იყო შესაძლებელი; აპარატისა, რომელსაც
შესაბამისი დამსჯელი, წამახალისებელი, ორგანიზაციული
თუ ფინანსური ინსტიტუტები ექნებოდა.
ყოველივე ზემოთქმულს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ,
რომ ადამიანთა საზოგადოების პირველყოფილი თემური
წყობილებიდან ცხოვრების ორგანიზების უფრო მაღალ
სახელმწიფოებრივ საფეხურზე გადასვლა, უპირველეს ყოვლისა,
ტექნოლოგიური ცვლილებით (ბრინჯაოს ტექნოლოგიების
ათვისება) გამოწვეულმა მძლავრმა სოციალურ-ეკონომიკურმა
ძვრებმა განაპირობა, რაც შრომის საზოგადოებრივ დანაწილებაში,
კერძო საკუთრების აღმოცენებასა და საზოგადოების ქონებრივ
დაყოფაში გამოიხატა.
ბრინჯაოს ხანაში საზოგადოება პრიმიტიული გვაროვნული
თემიდან რთულ, მრავალპროფილურ და მრავალსტრუქტურულ
წარმონაქმნად იქცა, რომელიც ასევე გართულებულ და მასზე
მორგებულ მმართველობას მოითხოვდა. ასეთი მმართველობის
საჭიროებამ სახელმწიფოს წარმოქმნა განაპირობა.
სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ აქ მოყვანილ
თვალსაზრისს ისტორიულ-მატერიალისტური თეორია
ეწოდება. იმავდროულად, ისტორიულ-მატერიალისტური
თეორიის წარმომადგენლები სახელმწიფოს განიხილავენ
საზოგადოების ერთი, შედარებით მცირე, გაბატონებული
ნაწილის მიერ დანარჩენი, სოციალურად უფრო დაბლა
მდგომი და დაქვემდებარებული ნაწილის ჩაგვრისა და
იძულების იარაღად.

261
მრავალპროფილურ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ისტორიულ-
საზოგადოებაში მის წევრებს მატერიალისტური თეორიის მიმდევრები, ზოგადად, ფრიად
შორის შრომის საზოგადოებრივ თანმიმდევრულად და სწორად გადმოსცემენ და აანალიზებენ
დანაწილებას ვგულისხმობთ: იმ ისტორიულ, ტექნოლოგიურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ
მიწათმოქმედები, ხელოსნები,
მიზეზებსა და მოვლენებს, რომლებმაც საბოლოოდ
ვაჭრები, მოლაშქრეები.
პირველყოფილ-თემური საზოგადოების დაშლა და
სახელმწიფოს წარმოქმნა გამოიწვია. თუმცა, იმავდროულად,
მრავალსტრუქტურულ ისიც უნდა ითქვას, რომ, როდესაც ისინი სახელმწიფოში
საზოგადებაში მის წევრებს
მხოლოდ მოსახლეობის ერთი გაბატონებული ნაწილის
შორის ქონებრივ და სოციალურ
განშრევებას ვგულისხმობთ: მეორეზე — უფრო დაჩაგრულ ნაწილზე ბატონობის იარაღს
ტომის ბელადი და მასთან ხედავენ, ამით, როგორც ქვემოთაც დავრწმუნდებით,
დაახლოებული, სახელმწიფოს ფუნქციების ფრიად ცალმხრივ, სქემატურ და
მოლაშქრემხედრობა, ისევე, გამარტივებულ გაგებას გვთავაზობენ.
როგორც ქურუმები — კულტის ისტორიულ-მატერიალისტური თეორიის გარდა,
მსახურები, ტომის შეძლებულ
სახელმწიფოს წარმოქმნის შესახებ არა ერთი სხვა თეორია
და გავლენიან პრივილეგირებულ
ზედა ფენას ქმნიდნენ. უბრალო არსებობს. ამ თეორიებს შორის განსხვავება იმითაა
თანატომელები — ტომის განპირობებული, რომ ერთნი ამ რთული და მრავალწახნაგა
ძირითადი ნაწილი; პროცესის ერთ მხარეს აძლევენ უპირატესობას, მეორენი კი
დაპყრობილი ტომის — სხვას.
მოსახლეობა —
ერთ-ერთი ასეთი ძალმომრეობის თეორიაა, რომლის
დამორჩილებული
მიხედვით, სახელმწიფოს წარმოქმნა ერთი ხალხის — ტომის
მიწათმოქმედი და ბოლოს ტყვე-
მონები — ტომის ყველაზე მიერ მეორის დაპყრობამ და მონად ქცეული დაპყრობილის
უუფლებო ნაწილი. ექსპლუატაციისათვის საჭირო იძულების ინსტიტუტების
შემუშავებამ განაპირობა. ამ თეორიის მომხრეები, ისტორიულ-
მატერიალისტური თეორიის მომხრეთა მსგავსად, სახელმწიფოს
დათრგუნვისა და იძულების იარაღად განიხილავენ. ამის
საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას, რომ დაპყრობა უფრო
შედეგია და არა მიზეზი.
ისტორია გვასწავლის, რომ უფრო ხშირად ჯერ
ხალხები ორგანიზდებიან სახელმწიფოდ და მერე იწყებენ
დაპყრობით ომებს. ამის კლასიკურ მაგალითად გერმანელი
ფრანკები, არაბები, თურქ-სელჩუკები, მონღოლები... შეგვიძლია
დავასახელოთ. თვით სახელმწიფოს შექმნის მნიშვნელოვანი
სტიმული ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში მეზობელი თუ
შორეული ხალხების დასაპყრობად ომების უფრო
ორგანიზებულად და წარმატებულად წარმართვა იყო.
ბუნებრივია, როდესაც საზოგადოება მნიშვნელოვნად
მრავლდება და მოსახლეობა საგრძნობლად მატულობს, მას
მეტი ტერიტორია სჭირდება და მსგავსი საზოგადოებების
ლტოლვა დაპყრობისაკენ ამითაც აიხსნება, მაგრამ ისიც
ცხადია, რომ, თვით გამრავლება ლოჯისტიკის კანონებს
ექვემდებარება და ისევ და ისევ საზოგადოების ეკონომიკურ
განვითარებას უკავშირდება.
ფსიქოლოგიური თეორია სახელმწიფოს წარმოშობის
მიზეზებს ადამიანის ფსიქიკაში ხედავს. ამ თეორიის
მიმდევართა თვალსაზრისით, ადამიანის ფსიქიკაშია

262
მოცემული ის, რომ ადამიანი ცდილობს, თავის ადათ-წესებს,
რელიგიურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას ორგანიზებულ-
მოწესრიგებული სახე მისცეს; ეს მოწესრიგებულობისადმი
ლტოლვა ადამიანების გენეტიკაშიც აისახება: ზოგი
იმთავითვე იბადება ვიღაცისადმი მორჩილების სურვილით,
ზოგს კი პირიქით, ვიღაცაზე ბატონობა სურს. ამ
უკანასკნელმა თავისი ენა, კულტურული მიღწევები თუ
ცხოვრების ნირი სხვებზე რომ გაავრცელოს, ამ თეორიის
თანახმად, ერთიანი ორგანიზებული ძალა, ანუ სახელმწიფო
სჭირდება.
სახელმწიფოს წარმოშობისა და ადამიანის
სახელმწიფოსთან მიმართების საკითხებს ჯერ კიდევ ანტიკური
ხანის მოაზროვნეები განიხილავდნენ. არისტოტელეს სახელს
სახელმწიფოს შესახებ ორი — ორგანული და
პატრიარქალური თეორია უკავშირდება.
ორგანული თეორიის თანახმად, სახელმწიფო ცოცხალი
ორგანიზმია, რომლის ნაწილი ადამიანია. ისევე, როგორც
ადამიანის სხეულის ცალკეული ნაწილები ერთიანი სხეულის
გარეშე ვერ იარსებებს, ასევე ადამიანს სახელმწიფოს გარეშე
არსებობა არ შეუძლია.
პატრიარქალური თეორიის თანახმად, სახელმწიფოს
წარმოშობა საზოგადოების ბუნებრივი განვითარების
შედეგია, ისევე, როგორც ოჯახისა და დასახლებების —
სოფლის წარმოშობა. სახელმწიფო ხელისუფლება კი ოჯახში
მამის ხელისუფლების გაგრძელებაა. მონარქი (მეფე, ფარაონი...)
ხალხისთვის არის, როგორც მამა ოჯახში. სახელმწიფო ოჯახის
გაზრდისა და გამრავლების შედეგად, ხოლო სახელმწიფო
ხელისუფლება ოჯახში მამის ხელისუფლების ნიადაგზე
აღმოცენდა.
საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიაც ჯერ კიდევ
ძველ ბერძნულ სამყაროში ჩაისახა. თუმცა განსაკუთრებული
პოპულარობა XVII-XVIII საუკუნეებში მოიპოვა და ამ
პოპულარობას დღესაც ინარჩუნებს. ამ თვალსაზრისის
მიხედვით, სახელმწიფო წარმოიშვა საზოგადოების, ე. წ.
მოლაპარაკების, „კონტრაქტის“ საფუძველზე, როგორც ორგა-
ნიზაცია, რომელიც აძლევს საშუალებას მისი განსხვავებული
სოციალური, ინტელექტუალური, რელიგიური თუ ქონებ-
რივი სტატუსის მქონე წევრებს იგრძნონ თავი დაცულად და
მშვიდობიანად ითანამშრომლონ, თავიანთი ძალისხმევა

„პირველად ოჯახი წარმოიშობა...რამოდენიმე ოჯახის პირველ გაერთიანებას, რომელიც მიზნად ისახავს


ყოველდღიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და რომელიც არ იქმნება ერთი დღისათვის,
სოფელი წარმოადგენს... რამოდენიმე სოფელმა შექმნა დასრულებული სახელმწიფო, რომელთაგან
თითოეულს აქვს სრული დამოუკიდებლობა... პოლისი (ქალაქ-სახელმწიფო) ბუნებრივი მოვლენაა,
ხოლო ადამიანი არის პოლიტიკური არსება. თითოეულ ადამიანს ახასიათებს მისწრაფება
სახელმწიფოებრივი ურთიერთობისაკენ. ვინც პირველად შემოიღო სახელმწიფოებრივი კავშირი, მან
ადამიანებს დიდი სიკეთე მოუტანა“.
არისტოტელე, პოლიტიკა

263
გააერთიანონ უკეთესი, წარმატებული ცხოვრების უზრუნ-
ველსაყოფად.
ისტორიის ახალ ეპოქაში ეს თეორია გამოაცოცხლა და
ახალი სული ჩაბერა თომას ჰობსმა. ჰობსის აზრით,
სახელმწიფოს შექმნამდე ადამიანები ცხოვრობდნენ ომში ყველა
ყველას წინააღმდეგ. ამან განაპირობა ადამიანთა შეთანხმების
გზით სახელმწიფოს ანუ ხელისუფლების წარმოშობა, რომელიც
დაიცავდა თითოეულ ადამიანს შიდა და გარე მტრებისაგან.
როდესაც სახელმწიფოს განვიხილავთ, როგორც
საზოგადოების შიდა კონტრაქტის შედეგად აღმოცენებულ
თომას ჰობსი ერთობას, აქ სულაც არ იგულისხმება, რომ ეს კონტრაქტი
1588-1679 თანასწორუფლებიანია, მით უფრო, როდესაც ანტიკური
ინგლისელი ფილოსოფოსი, ხანის და შუა საუკუნეების სახელმწიფოზე ვსაუბრობთ.
რომლის ნაშრომები მართლაც, ყოველთვის ისტორიის მთელ სიგრძეზე
საზოგადოებისა და
სახელმწიფოს წარმოქმნისას, ე.წ. „კონტრაქტი“ აფიქსირებდა
ხელისუფლების ურთიერთობას
შეეხება. თომას ჰობსის მთავარი უკვე არსებულ ვითარებას, ანუ ის კი არ ამბობდა, „როგორ
ნაშრომია „ლევიათანი“, რომელიც შევცვალოთ“, არამედ — „მოცემულ ვითარებაში როგორ
1651 წელს გამოვიდა. თანავიარსებოთ“.
მაგალითად, ქალაქ რომის მოსახლეობა პატრიარქალურ
გვარად ცხოვრობდა. შესაბამისად, გვარის გამგებელს — მამა
-უფალი, პატერი ეწოდებოდა, გვარის დანარჩენ წევრებს კი
— პატრიციები. გარკვეულ დროს რომაელებმა მათ ახლოს
მცხოვრები პლებეების ტომი დაიპყრეს და დაიქვემდებარეს.
ამის შემდეგ ახლად აღმოცენებულმა რომაულმა სახელმწიფომ
„კონტრაქტულად“ ეს შექმნილი ვითარება პლებეებსა და
პატრიციებს შორის დააფიქსირა და უკვე სახელმწიფო კანონით
პატრიციებს პრივილეგირებული, პლებეებს კი შეზღუდული
უფლებები დაუმკვიდრა. დღესაც, თუ ვინმეს დამცირება
უნდათ და მისი დაბალი წარმოშობის ხაზგასმა, იტყვიან
ხოლმე:
„მავანი პლებეური წარმოშობისაა“, ან „პლებეურად იქცევა“.

rogor “ ibadeba” saxelmwifo ?


„ხელისუფლება, რომელსაც ექნება უნარი, რომ დაიცვას ადამიანები გარეშე მტრების
შემოსევებისა და ერთმანეთის მიმართ უსამართლო ქცევისაგან... შესაძლოა შეიქმნას მხოლოდ
ერთადერთი გზით, კერძოდ კი, მთელი ხელისუფლების ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელში
გადასვლით... ესაა ხელშეკრულების გზით ერთ პიროვნებაში განსახიერებული რეალური ერთობა ისე,
თითქოს თითოეული ადამიანი ეუბნება ერთმანეთს: მე უფლებამოსილებას ვანიჭებ ამ ადამიანს ან
ადამიანთა ამ კრებულს და გადავცემ მას ჩემს უფლებას მართოს იმ პირობით, რომ შენც სწორედ
ამგვარად გადასცემ მას შენს უფლებებს. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ერთ პიროვნებაში გაერთიანებულ
მრავალ ადამიანს ეწოდება სახელმწიფო... ასე იბადება ის უზარმაზარი ლევიათანი (ბიბლიის
მიხედვით, ზღვის უზარმაზარი ურჩხული), ის მოკვდავი ღმერთი, რომელსაც ჩვენ... უნდა
ვუმადლოდეთ მშვიდ ცხოვრებასა და მფარველობას. სახელმწიფოში ყოველი ცალკეული ადამიანის
მიერ მისთვის გადაცემული უფლებამოსილების შედეგად, პიროვნება, ან ადამიანთა ჯგუფი ისეთ დიდ
ხელისუფლებას და ძალას ფლობს, რომ შეუძლია ადამიანების მოქმედება საშინაო საქმეებში
მშვიდობისაკენ, ხოლო გარეშე მტრის წინააღმდეგ კი ერთიანი ძალებით ბრძოლისაკენ მიმართოს“.

თომას ჰობსი, „ლევიათანი“, 1651

264
ისმის კითხვა:რატომ წავიდნენ პლებეები ასეთ
კონტრაქტზე და პატრიციებთან ერთად რატომ შექმნეს
ერთიანი სახელმწიფო?
იმიტომ, რომ დაპყრობილ პლებეებს, ე. წ. „კონტრაქტით“
თავისი მინიმალური უფლებების დაფიქსირება მაინც
აწყობდათ, ვინაიდან განუკითხაობის შემთხვევაში
მოძალადე პატრიციებს ხომ შეეძლოთ მეტი სირთულეები
შეექმნათ პლებეების არსებობისათვის? პატრიციებთან
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა პლებეებისათვის დიდი
შეღავათი იყო: სახელმწიფო კანონი უკვე მათი, თუნდაც
შეზღუდული უფლებების გარანტად გამოდიოდა და
სამომავლოდ ამ უფლებების გაფართოების პერსპექტივას
ტოვებდა. მართლაც, პლებეებმა, უკვე ერთიანი რომის
სახელმწიფოს შიგნით, თანმიმდევრული ბრძოლა დაიწყეს
თავიანთი უფლებებისათვის. ამას საკმაოდ დიდი ხანი
დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ისინი პატრიციებს
უფლებებში გაუთანაბრდნენ.
რა დათმო და რა მოიპოვა ადამიანმა სახელმწიფოს
შექმნით?
საზოგადოების მიერ სახელმწიფოს შექმნისას, ბუნებრივია,
ადამიანებმა თავიანთი თავისუფლების ნაწილი დათმეს საერთო
სახელმწიფოებრივი ინტერესის სასარგებლოდ. სამაგიეროდ,
სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები უზრუნველყოფდნენ მათ
უშიშროებას როგორც გარეშე მტრისაგან, ისე ქვეყნის შიგნით
ნებისმიერი საფრთხისაგან. სახელმწიფომ ითავა, აგრეთვე, ისეთი
სამუშაოების წარმოება, რომელიც თითოეული ადამიანის
ცხოვრების წარმართვისათვის სასიცოცხლო იყო, თუმცა
იმავდროულად ერთი ადამიანის დიდი მონდომებისა და გარჯის
შემთხვევაშიც კი, მისთვის ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
მაგალითად, გზების, სარწყავი არხების გაყვანა, გზების გასწვრივ
დასასვენებელი დაწესებულებების, ხიდების, მტრის შემოსევი-
საგან დამცველი ციხესიმაგრეების, დიდი საკულტო-რელიგიური
კომპლექსების მშენებლობა და სხვ.

saxelmwifo da adamiani

„ცხადია, რომ სახელმწიფო თავისი ბუნებით უფრო პირველადია, ვიდრე ცალკეული


ადამიანი, და ვინაიდან ადამიანებს ცალკე, სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად, არსებობა არ
შეუძლიათ, მათ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ სახელმწიფოსთან, როგორც ნაწილებს
მთელთან. ხოლო ვისაც არ შეუძლია სახელმწიფოში ცხოვრება, ან დამოუკიდებლობის
შენარჩუნების მიზნით, უგულებელყოფს სახელმწიფოს საჭიროებას, ის ან მხეცია, ან ღმერთი. “

არისტოტელე „პოლიტიკა“

265
როგორ მიმდინარეობდა, საკუთრივ, სახელმწიფოს
წარმოქმნის პროცესი?
ამის ყველა შემთხვევაზე და რეგიონზე მორგებული
ერთიანი სქემა არ არსებობს. მაგრამ ზოგად ხაზებში ამ
პროცესის რეკონსტრუქცია სავსებით შესაძლებელია.
სახალხო კრებების მოწვევა ტომის ან ტომთა კავშირის
შიგნით სულ უფრო იშვიათი ხდებოდა. ტომის ბელადი,
მისი ნათესაობა, ოჯახი და მის ირგვლივ დარაზმული
მხედრობა ამ კრებების გარეშეც კარგად ახერხებდა ქვეყნის
მართვას. საბოლოოდ, სახალხო კრებამ ტომის ბელადის
არჩევის უფლებაც დაკარგა, ვინაიდან ქვეყნის მართვა ტომის
ყურულთაი (მონღ. ხურალ) — ბელადის ოჯახის მემკვიდრეობით უფლებად იქცა. ამის
მონღოლებში, ხოლო შემდეგ სახალხო კრებებს სრულიად განსაკუთრებულ
მოგვიანებით თურქული შემთხვევებში თუ იწვევდნენ. ხანდახან ასეთი კრებები სწორედ
მოდგმის ზოგიერთ ხალხებში სამეფოს შექმნისა და ხელისუფლების დასაკუთრებისათვის
(ბაშკირებში, ყაზახებში, ლეგიტიმური (კანონიერი) ელფერის მისაცემად იკრიბებოდა.
ყირგიზებში, ყირიმის თათრებში მაგ.: მონღოლებმა 1206 წელს სახალხო კრება, მათ ენაზე
და სხვ.) - სახალხო ყურულთაი, მოიწვიეს და ერთიანი მონღოლური
წარმომადგენლობითი ორგანო, სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადეს. მის პირველ მეფედ, ანუ
დიდებულთა საერთო სახალხო ყაენად მონღოლთა აღიარებული წინამძღოლი თემუჩინი
ყრილობა მნიოშვნელოვანი აირჩიეს, რომელსაც ამის შემდეგ ჩინგის (დიდი) ყაენი
სახელმწიფო საკითხების უწოდეს.
გადასაწყვეტად. ბუნებრივია, რომ რამდენიმე მილიონი მონღოლი
სახალხო კრებაზე ვერ მოვიდოდა და, შესაბამისად, ყველა
ტომი თავისი მეთაურით იყო წარმოდგენილი. ასე რომ,
ძველი არჩევითი „უხუცესთა საბჭო“ უკვე მონღოლი ტომების
გახელმწიფებული ბელადების წარმომადგენლობით კრებად
იქცა. ამ ტიპის წარმომადგენლობითი ორგანოები
სახელმწიფოს წარმოქმნის შემდგომაც ინარჩუნებდნენ ხოლმე
მეფის სათათბირო საბჭოს ფუნქციებს და ხშირად დიდი
გავლენითაც სარგებლობდნენ.
ამ მხრივ, ფრიად საინტერესოა აქემენიანთა სპარსეთის
სახელმწიფო წყობილება. ჰეროდოტეს თანახმად, რომელიც
ყველაზე ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის ამ საკითხზე,
სპარსეთს მეფესთან ერთად შვიდი უმსხვილესი საგვარეულო
განაგებდა, რომლებმაც რიგით მეორე აქემენიანი ხელმწიფის
გარდაცვალების შემდეგ აქემენიანთა გვერდითი შტოს
წარმომადგენელი, დარიოს I გაამეფეს.
უხუცესთა საბჭოს სახელმწიფოს საკანონმდებლო
დარიოს I რიგით მესამე
ორგანოდ გარდაქმნის კლასიკურ მაგალითს რომის სენატი
აქემენიანი მბრძანებელი,
სპარსეთს მართავდა ძვ. წ. 522-
წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად ქალაქ რომის 300
486. არისტოკრატიული, პატრიციული საგვარეულოს თავკაცისაგან
შედგებოდა. როდესაც ძვ. წ. V საუკუნეში რომაელებმა მეფე
გააძევეს და მეფის მმართველობა „ხალხის მმართველობით“, ანუ
რესპუბლიკით შეცვალეს, რომის უმაღლეს საკანონმდებლო
აქემენიანთა სპარსეთი —
ძვ. წ. 550 - ძვ. წ. 370. ორგანოდ „სახალხო კრება“ გამოცხადდა, თუმცა სენატი რომის
მთავარ მმართველობით ორგანოდ დარჩა.

266
მსოფლიოში პირველი სახელმწიფოები ჩრდილო- რესპუბლიკა ორი ლათინური
აღმოსავლეთ აფრიკასა და აზიის კონტინენტზე შეიქმნა. ამიტომ, სიტყვის რექს — მმართველობა,
მათ პირობითად ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებს ხელისუფლება და პუბლიკუმ
— ხალხი, პუბლიკა შედგება და
უწოდებენ. ისინი ტომის ბელადისა და მისი საგვარეულოს მიერ
სიტყვასიტყვით ხალხის
ხელისუფლების უზურპირების, ანუ მიტაცების შედეგად მმართველობას ნიშნავს.
გაჩდნენ.
მმართველს, რომლის ხელისუფლება დინასტიურ, ანუ
მემკვიდრეობით პრინციპს ემყარება მონარქი, მმართველობის
მონარქია — მონარქია (ლათ.
ასეთ ფორმას კი — მონარქია ეწოდება. monarcha; ბერძნ. „მონოს“ —
ხელისუფლების მიტაცება და მემკვიდრეობით გადაცემა ერთი, ერთადერთი; „არქონ“ —
მხოლოდ შიშველ ძალას ვერ დაეფუძნებოდა. იმისათვის, რომ მმართველი, ლიდერი).
ასეთი ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი და ერთპიროვნულ მმართველობას
სტაბილური ყოფილიყო, მას იდეოლოგიური დასაბუთება ნიშნავს. სხვადასხვა ხალხები
სჭირდებოდა. თავიანთ მონარქებს სხვადასხვა
რას შეიძლებოდა ესა თუ ის საგვარეულო სრულიად სახელებს უწოდებდნენ:
ქართველები — მეფეს,
გამორჩეულად ექცია თანატომელების თვალში?
ხელმწიფეს; ეგვიპტელები —
რა თქმა უნდა, იმ შორეულ ხანაში ეს მხოლოდ ღმრთისაგან
ფარაონს; ბერძნები —
წარმოშობა, ღვთის შვილობა და ხელისუფლების ღვთისგან ბასილევსს; სპარსელები — შაჰს;
ბოძებულობა იყო. ვინაიდან უძველესი სახელმწიფოები ძველ რომაელები უძველეს
აღმოსავლეთში აღმოცენდა, სახელმწიფოსა და სამეფო პერიოდში — რექსს,
ხელისუფლების წარმოშობის შესახებ ამ უძველეს და პირველად მოგვიანებით კი ისევე, როგორც
თეორიასაც იქ დაედო სათავე. უკვე ახალი ისტორიის ხანაში მათი მემკვიდრე
სახელმწიფოსა და ხელისუფლების შესახებ სხვადასხვა ბიზანტიელები — კეისარს,
თეორიების წარმოქმნა-შემუშავების კვალდაკვალ, სახელმწიფოსა ბასილევს; არაბები — ხალიფას;
და სამეფო ხელისუფლების ღვთისაგან წარმომავლობის იდეას, გერმანელები — კონინგს;
ინგლისელები — კინგს; რუსები
თეოლოგიური თეორიის სახელი ეწოდა.
— ცარს; მონღოლები — ყაენს;
მართლაც, მეფის გაღმერთება ჩვეულებრივი მოვლენა
თურქები — სულთანს;
იყო ძველი აღმოსავლეთის საზოგადოებებში: ეგვიპტე, ინდოელები — რაჯას და სხვ.
ასურეთი, ძველი სპარსეთი და სხვ. ძველი ეგვიპტელების
რწმენით ფარაონი სიკვდილის შემდეგ ცაში ღმერთებს
უერთდებოდა. ძნელი მისახვედრი არაა, საიდან მოდის
ქრისტეს პრეტენზია ღვთის შვილობაზე, სიკვდილის შემდეგ
აღდგომასა და მამა ღმერთთან მიახლებაზე, ის ხომ იუდეის
მეფედ მიიჩნევდა თავს.
რომის იმპერატორებიც სიკვდილის შემდგომ ღმერთებად
იქცეოდნენ. ქრისტიანული რელიგიისთვის მიუღებელი იყო
ადამიანის გაღმერთება, ამიტომ ქრისტიანობაში მეფის
„ღმრთის შვილობა“ სამეფო ხელისუფლების ღვთისაგან
ბოძებულობით შეცვლა სავსებით კანონზომიერი მოვლენა
იყო. აქედან იღებს სათავეს ქრისტიანულ ქვეყნებში სამეფო
ხელისუფლების ღვთიური წარმომავლობის თეორია. ამის
გამოხატულებაა მეფედ კურთხევაც, რომლის შემდეგ ის
„ღვთივგვირგვინოსანი“ და „მირონცხებული“ ხდებოდა.

აი, რას მოგვითხრობს ერთ-ერთი ძველეგვიპტური დოკუმენტი, სადაც ეგვიპტის მეფის — ფარაონ
რამსეს II-ის (ძვ. წ. 1279-1213) ღმერთთან საუბარია გადმოცემული: „მე შენი მამა ვარ, რომელმაც შენ
შეგქმნა — ეუბნება ღმერთი რამსესს — მე შენ სამუდამოდ დაგნიშნე, რათა შენ შეგეძლოს ზემო და ქვემო
ეგვიპტის მართვა.“ რამსეს II კი ღმერთს პასუხობს: „მე შენი შვილი ვარ, რომელიც შენ შენს საყდარზე
დასვი... მე გავაკეთებ ყველა იმ კეთილ საქმეს, რომელსაც შენ მოისურვებ, რადგან შენა ხარ ერთადერთი
მბრძანებელი, რომელიც განაგებს საქმეებს დედამიწაზე“.

267
უძველესმა სახელმწიფომ, იმთავითვე, შემდეგი
ფუნქციები იტვირთა თავის თავზე: 1. ქვეყნის მეურნეობის
გლობალური წარმართვა: გზების, ხიდების, არხების,
კაშხალების მშენებლობა. ამას, ბუნებრივია, მეტ-ნაკლებად
განვითარებული სამოხელეო აპარატი სჭირდებოდა; 2.
სამხედრო საქმის ორგანიზება, ანუ საზოგადოებისა და ქვეყნის
თავდაცვისათვის კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული
ჯარის შექმნა; 3. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა-
უზრუნველყოფისათვის კანონების შემუშავება და მათი
შესრულებისათვის სასამართლო სისტემისა და საპოლიციო
დამსჯელი ინსიტუტების დაარსება, რასაც აგრეთვე მოხელეები
სჭირდებოდა; 4. ადათ-ჩვევების, მამაპაპეული რელიგიური
რწმენის შეურყვნელად დაცვა, ანუ საზოგადოების მდგრადობის
უზრუნველყოფა, რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი
რელიგიურ-კულტურულ-იდეოლოგიური დუღაბის შექმნას
გულისხმობს. ყოველივე ეს სათანადო სახსრებს
მოითხოვდა.
მუსლიმებზე დაწესებულ როგორ უნდა ეშოვა სახელმწიფოს თავისი ფუნქციების
გადასახადს “ზაქათი“ ეწოდება. განსახორციელებელი სახსრები?
ყურანის მიხედვით, სიტყვა
“ზაქათი” ეტიმოლოგიურად რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, გადასახადების
განწმედის ცნებას უკავშირდება დაწესებით, რომელსაც მისი მოქალაქეები გადაიხდიდნენ.
და აღნიშნავს „დაკანონებულ ასე შეიქმნა ყველაზე პრიმიტიული საგადასახადო სისტემა.
მოწყალებას“, „მოწყალების საინტერესოა, რომ სულ სხვა საჭიროებისათვის შექმნილი ეს
გაღებას“ და ისლამის ერთ-ერთ სისტემა, საზოგადოებაზე ზეწოლის ეკონომიკურ
უმთავრეს მცნებას წარმოადგენს; ბერკეტადაც იქცა.
ის შეიძლება შევადაროთ მაგალითად, არაბებმა, როდესაც 631 წლისათვის
პირველი ისლამური სახელმწიფო შექმნეს, მუსლიმებზე
ებრაელებსა და ქრისტიანებში
გადასახადის სახით, მათი შემოსავლის ერთი მეორმოცედი
საეკლესიო მეათედების აკრეფის
დააწესეს, რომელიც, ფორმალურად, გაჭირვებულთათვის უნდა
პრაქტიკას. რაც სოციალური
დახარჯულიყო. სამაგიეროდ, ქრისტიანებზე სულადობრივი
თანასწორობის იდეიდან
გადასახადი შემოიღეს. მას მოგვიანებით საადგილმამულო
გამომდინარეობს და მდიდრებსა
გადასახადიც დაუმატეს, რომელიც მოსავლიდან აიღებოდა.
და ღარიბებს შორის ქონებრივი
ასეთი საგადასახადო პოლიტიკა მძლავრი ეკონომიკური
განსხვავების შემცირებას
ბერკეტი აღმოჩნდა, რამაც მრავალ ქვეყანაში ქრისტიანული
ემსახურება. მოსახლეობის ისლამზე გადაყვანა გააადვილა.
არაბებზე უფრო ადრე გადასახადები, როგორც
ქრისტიანებზე დაწესებულ მოსახლეობაზე ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტი, ქართლის
სულადობრივ გადასახადს პირველმა ქრისტიანმა მეფემ, მირიანმაც გამოიყენა
“ჯიზია” ეწოდებოდა; მთიულთა ერთი ნაწილის ქრისტიანობაზე მოქცევის
დასაჩქარებლად. „ქართველთა ცხოვრება” (იხ. გვ. 7, 365)
მოგვითხრობს: „მთიულნი უმრავლესნი არა მოიქცეს,
არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს
საადგილმამულო გადასახადს
ნათლის ღება“.
“ხარაჯა” ერქვა. ხარაჯადან
გადასახადები საუკუნეების მიხედვით სულ უფრო და
მოდის ქართული სიტყვები:
ხარკი, ხარჯი, ხორაგი. უფრო იზრდებოდა და მრავალფეროვანი ხდებოდა. ქალაქის
მოსახლეობა გადასახადებს ვაჭრობისაგან მიღებული
თანხით და ხელოსნობის ნაწარმით, სოფლის მოსახლეობა კი
სოფლის მეურნეობის პროდუქტებით იხდიდა.

268
მონეტის მოჭრის შემდეგ, ანტიკურ ქვეყნებში
გადასახადის გადახდა შესაბამისი ფულის ერთეულით
ხორციელდებოდა.
ანტიკური ეკონომიკის დანგრევამ და ფეოდალური
ურთიერთობების აღმოცენებამ, ფულის მიმოქცევა მკვეთრად
დასცა. ამიტომ ადრეფეოდალურ ხანაში გადასახადებს
კვლავაც ნატურით, ანუ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით
იხდიდნენ. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში, ქალაქების
ხელახლა მომრავლებისა და ვაჭრობა-ხელოსნობის
აღორძინების კვალად, ნატურალური პროდუქციის
ნაცვლად სულ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა ფულზე, რამაც
საბოლოოდ ნატურალური, ანუ პროდუქტებით გადასახადი
ფულადი გადასახადით შეცვალა. ამ პროცესს კომუტაცია კომუტაცია ლათინური სიტყვაა
ეწოდება. ის განვითარებულ ფეოდალურ ხანაში, დაახლ. XII და ნიშნავს “ცვლას”.
-XIII სს-ში დაიწყო და მოწინავე ევროპულ ქვეყნებში გვიანი
ფეოდალური ხანის დასასრულისათვის (XV ს.) დამთავრდა.
ამგვარად, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის მიჯნაზე
კომუტაციის დაწყება თუ არდაწყება, ქვეყნების განვითარებაში
ჩამორჩენის თუ პირიქით, მოწინავეობის მაჩვენებელია.
სახელმწიფომ მისი წარმოქმნიდან დღემდე უცვლელი
სახით როდი მოაღწია. ის დროთა განმავლობაში განვითარებას
განიცდიდა: ანტიკური, ანუ უძველესი სახელმწიფოდან —
თანამედროვე სახელმწიფომდე მან განვითარების დიდი გზა
განვლო.

§ 2. როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა


სახელმწიფო?

სახელმწიფოს განვითარება, ძირითადად, ორი მიმართუ-


ლებით მიმდინარეობდა: 1. ხელისუფლების სამ შტოს —
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო — და მათ
უწყებებს შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილებისა და
ფუნქციების გამიჯვნის ხარისხი სულ უფრო და უფრო
იზრდებოდა; 2. სახელმწიფოს მართვა-გამგებლობაში საზოგა-
დოების ცალკეული ფენების ჩართულობის ხარისხი სულ
უფრო და უფრო მატულობდა.

სახელმწიფოს რა ტიპები გვხვდება კაცობრიობის


ისტორიის სიგრძეზე?

უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოები ერთმანეთისაგან


ტიპოლოგია [ბერძ. typos ანაბეჭდი
ტიპოლოგიურად, ისტორიული პერიოდების მიხედვით
და logos მოძღვრება] - საგნების ან
განსხვავდებოდნენ. ამგვარად, სახელმწიფოს ტიპებზე როცა
მოვლენების კლასიფიკაცია მათი
ვსაუბრობთ, უნდა განვასხვავოთ: ანტიკური სახელმწიფო, შუა
საუკუნეების სახელმწიფო, ახალი ისტორიული პერიოდისა საერთო ნიშანთვისებების
და, საბოლოოდ, უახლესი ისტორიის, ანუ თანამედროვე მიხედვით.
სახელმწიფო.

269
ცალკეულ ისტორიულ პერიოდებში სხვადასხვა რეგიონებში
სახელმწიფოს აღნიშნული ისტორიული პერიოდისათვის
დამახასიათებელი ტიპი სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს
წარმოდგენილი.

რას ვგულისხმობთ, როდესაც სახელმწიფოს ფორმაზე


ვსაუბრობთ?

ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი მოწყობის სამი მხარე,


სამი ასპექტი მოიაზრება, რომელიც ერთობლივად სახელმწიფოს
ქმნის: სახელმწიფოს ტერიტორიულადმინისტრაციული მოწყობა,
სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და სახელმწიფოს
პოლიტიკური რეჟიმი.
განვიხილოთ თითოეული მათგანი: სახელმწიფოს
მმართველობის ფორმა ისტორიაში სულ ორნაირი არსებობს:
მონარქიული, როდესაც ქვეყანას ერთი საგვარეულო
მემკვიდრეობით განაგებს და მისი საპირისპირო —
რესპუბლიკური, როდესაც მემკვიდრეობითი მეფე-დინასტის
ნაცვლად მმართველობას საზოგადოების მიერ გარკვეული
პერიოდულობით არჩეული პირები განახორციელებენ.
სახელმწიფოს მმართველობის მონარქიული ფორმა
დამახასიათებელია ძირითადად ანტიკური და შუა საუკუნეების
სახელმწიფოსათვის, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, როგორც
ქვემოთაც ვნახავთ, ისტორიის ანტიკური პერიოდი
მმართველობის რესპუბლიკურ ფორმასაც იცნობდა.
რესპუბლიკური მმართველობის ფორმა კვლავ
დამკვიდრებას ისტორიის ახალ პერიოდში იწყებს, თუმცა
თითქმის საყოველთაო უახლესი ისტორიის ხანაში ხდება.
მართლაც, უახლეს ისტორიაში მონარქიები შუა
საუკუნეებიდან და ახალი ისტორიიდან შემორჩენილი
სუვერენიტეტი - უფლება სრულ
გადმონაშთის სახით თუ გვხვდება. მაგალითად, დიდ
პოლიტიკურ უზენაესობაზე.
ბრიტანეთში, ესპანეთში, ჰოლანდიაში და სხვ. ისტორიის
საერთაშორისო სისტემაში
სუვერენიტეტი არის
უახლეს, თანამედროვე ხანას, ძირითადად, სახელმწიფოს
სახელმწიფოს უფლება სრულ მმართველობის რესპუბლიკური ფორმა შეესაბამება.
თვითმმართველობაზე, ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობაში განასხვავებენ:
სახელმწიფოს უნიტარული, რეგიონალისტური, ფედერაციული და კონფედე-
დამოუკიდებლობა. რაციული წყობის სახელმწიფოებს.
სახელმწიფოთა მიერ უნიტარულია სახელმწიფოს მოწყობის იმგვარი ფორმა,
ერთმანეთის სუვერენიტეტის როდესაც სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა ტერიტორიები
აღიარება საერთაშორისო და ოლქები წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ
ურთიერთობების საფუძველია.
ერთეულებს და არ ფლობენ სახელმწიფოებრივი წარმონაქმ-
სუვერენიტეტის ცნება
ნის სტატუსს. უნიტარულ სახელმწიფოში არსებობს ერთიანი
სახელმწიფო და საერთაშორისო
სამართალში შემოიღო ფრანგმა
უმაღლესი სახელმწიფოებრივი ძალაუფლების ორგანოები,
მეცნიერმა ჟან ბოდენმა (1576), ერთიანი სამართლებრივი სისტემა, საერთო ფულადი
რომელიც ასაბუთებდა მეფეების ერთეული. ერთი წინადადებით ეს შეიძლება შემდეგნაირად
აბსოლუტურ ხელისუფლებას, ჩამოვაყალიბოთ: უნიტარული სახელმწიფოს შემადგენელი
მათ დამოუკიდებლობას ნაწილები არ ფლობენ სუვერენიტეტის ნიშნებს.
ვინმესგან, გარდა ღმერთისა.

270
უნიტარული სახელმწიფოს კლასიკური მოდელი
თანამედროვე თურქეთი და საფრანგეთია.
საერთოდაც, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ
მსოფლიოში სახელმწიფოთა უმრავლესობა უნიტარულია.
ფედერაციულია სახელმწიფოს მოწყობის ფორმა,
როდესაც ფედერაციული სახელმწიფოს ნაწილები
წარმოადგენენ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს საკუთარი
კონსტიტუციით, ფედერაციულ დონეზე მმართველობის
საკუთარი ორგანოებით. ფედერაციული სახელმწიფოს ნიმუშად
აშშ, გერმანია, ბრაზილია, ინდოეთი... გამოდგება. ფედერაციულ
სახელმწიფოში, მოქმედებს უმაღლესი ორგანოების ორი სისტემა
— საერთო სახელმწიფო, ანუ ფედერალური დონის და
ფედერაციაში შემავალი სუბიექტების. საერთო სახელმწიფო, ანუ
ფედერალურ კონსტიტუციასთან ერთად ფედერაციის
სუბიექტებს აქვთ უფლება მიიღონ თავიანთი კონსტიტუციები
და ნორმატიული სამართლებრივი აქტები, დადგენილებები.
ისინი აგრეთვე უფლებამოსილები არიან მიიღონ რეგიონალური
კანონები. ფედერაციის სუბიექტებს, როგორც წესი, აქვთ
თავიანთი დედაქალაქი, გერბი და კონსტიტუციონალურ-
სამართლებრივი სახელმწიფო სტატუსის რიგი ელემენტები,
გარდა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა.
ფედერაციული სახელმწიფოს წევრებს არა აქვთ
უფლება ფედერაციის შემადგენლობიდან გამოსვლის და არ
შეუძლიათ იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობებში
წარმოდგენილნი დამოუკიდებელ სუბიექტად.
ფედერაციული სახელმწიფოების წარმოქმნას, როგორც წესი,
თავისი ისტორია აქვს, რაც ფედერალური სუბიექტების ერთ
სახელმწიფოში გაერთიანებამდე, ისტორიის გარკვეულ
მონაკვეთში, მათ ცალკე არსებობას გულისხმობს. ამით იმის
თქმა გვინდა, რომ არცერთი ფედერაციული სახელმწიფო არ
შექმნილა უნიტარულის ფედერაციულად გარდაქმნით.
პირიქით, ტენდენცია ცენტრალიზაციისაკენ, ანუ კონფე-
დერაციულის ფედერაციად, ფედერაციის რეგიონალურად
და უნიტარულად გარდაქმნისაკენ მიემართება და არა
პირიქით.
რეგიონალისტური სახელმწიფო მეტად ცენტრალიზე-
ბულია ვიდრე ფედერაცია, მაგრამ ნაკლებ ცენტრალი-
ზებული ვიდრე უნიტარული სახელმწიფო. რეგიონალური
სახელმწიფოები შეიძლება მოიცავდნენ თავის თავში
როგორც ფედერაციას, რომელშიც ძალაუფლება ხდება
უფრო მეტად ცენტრალიზებული, ასევე უნიტარულ
სახელმწიფოს, რომელშიც გარკვეული ძალაუფლება
გადაცემულია რეგიონალური მმართველობის ორგანოები-
სათვის. რეგიონალურ სახელმწიფოდ შეიძლება მიიჩ-
ნეოდეს პორტუგალია (რომელსაც აქვს ორი ავტონომიური
რეგიონი), ასევე ესპანეთი, რომელიც დაყოფილია 17, ე.წ.
ავტონომიურ თემებად. რეგიონალურისა და ფედერაციული
სახელმწიფოს ერთგვარი სინთეზია რუსეთის ფედერაცია,

271
რომლის ფედერაციული სუბიექტებიდან ზოგი
ნაციონალური ავტონომიაა, ნაწილი კი რეგიონალური მხარე
და ოლქი.
კონფედერაცია სახელმწიფოს მოწყობის იმდაგვარი
ფორმაა, როცა დამოუკიდებელი ქვეყნები ნებაყოფლობით
არიან გაერთიანებულნი კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
კონფედერაციის ქვეყნები ინარჩუნებენ სუვერენიტეტის
დიდ ნაწილს და თავიანთი მმართველობითი
უფლებამოსილების ნაწილს გადასცემენ ერთობლივ
ორგანოებს გარკვეული მოქმედებების კოორდინაციისთვის.
როგორც წესი, ეს შეეხება საგარეო პოლიტიკას,
შეიარაღებულ ძალებს, კავშირგაბმულობასა და
ტრანსპორტს. ისტორიული გამოცდილებით კონფედერაცია
ან იშლება, ან ფედერაციად გარდაიქმნება. მაგალითად,
შვეიცარია, რომელიც ოფიციალური სახელწოდებით
კონფედერაციაა, დღესდღეობით ფედერაციას წარმოადგენს,
თუმცა მრავალი საუკუნის მანძილზე მართლაც
კონფედერაცია იყო. კონფედერაციული გაერთიანების
აღმოსავლური დესპოტია თავისებური ფორმაა ევროკავშირი.
ეწოდება მართვა-გამგებლობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უძველესი სახელმწიფოები
როდესაც ერთი მმართველის აღმოსავლეთში შეიქმნა. მათ მმართველობის ფორმის
(მეფის, ფარაონის) ხელში მიხედვით აღმოსავლურ დესპოტიასაც უწოდებენ.
გაერთიანებულია უმაღლესი
ძველი აღმოსავლური დესპოტიები ისეთი სახელმწიფოებია,
საკანონმდებლო,
აღმასრულებელი, სასამართლო რომელშიც ჯერ კიდევ მძლავრია გვაროვნულ-თემური
და რელიგიური ხელისუფლება. წყობილების გადმონაშთები, განუვითარებელია სამოხელეო
აპარატი, ნაკლებად ან სრულიად არაა გამიჯნული მოხელეების
მოვალეობები, მოსახლეობის ძირითადი მასა ჯერ კიდევ
ინარჩუნებს პირად თავისუფლებასა და ეკონომიკურ
დამოუკიდებლობას. აღმოსავლური დესპოტია სახელმწიფოს
ყველაზე პრიმიტიულ ფორმად უნდა მივიჩნიოთ.
ბასილევსი — ძველბერძნულად
წინამძღოლი, ბელადი, მეფე,
ანტიკურ ხანაში მმართველობის არამონარქიული, ანუ
რესპუბლიკური ფორმა მხოლოდ ბერძნულ-რომაულმა
სამყარომ შექმნა. თავდაპირველად ძველ ბერძნულ ქალაქ-
სახელმწიფოებს — პოლისებს, სხვა ანტიკური
სახელმწიფოების მსგავსად, მეფეები — ბასილევსები,
განაგებდნენ, მაგრამ შემდგომში ბერძნულ პოლისთა
უმრავლესობაში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა
და მათი ისტორიის ერთი ნაწილი მმართველობის ამ
ფორმით წარიმართა.
განვითარების რთული და ხანგრძლივი გზა რომის
სახელმწიფომ გაიარა. რომაელებმა თავიანთი ბოლო რექსის
— მეფის ტარკვინიუს ამაყის გაძევების შემდეგ მონარქიული
წყობილება რესპუბლიკით შეცვალეს.
ტარკვინიუს ამაყი ამის შემდეგ რომის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ
ძვ. წ. 535-509
სახალხო კრება ჩაითვალა. საინტერესოა, რომ რომაელებს
ერთდროულად სამი სახალხო კრება ჰქონდათ, რომლებიც

272
სხვადასხვა პრინციპის მიხედვით იკრიბებოდნენ.
იმავდროულად წარმომადგენლობით ორგანოს — სენატს
ქვეყნის მართვაში რომში რესპუბლიკის ხანაშიც ერთ-ერთი
მთავარი როლი დარჩა. ოღონდ ახლა სენატორთა სიას
ყოფილი უმაღლესი რანგის მოხელეებისაგან (კონსული,
პრეტორი, ტრიბუნი...) საგანგებოდ არჩეული მოხელეები —
ცენზორები ადგენდნენ. ვინაიდან რომის უმაღლესი რანგის
მოხელეები რომის წარჩინებული — არისტოკრატიული
ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები, ბუნებრივია, სენატიც
ერთთავად წარჩინებულთაგან შედგებოდა. სენატი
ამტკიცებდა სახალხო კრებების დადგენილებას და ქვეყნის
ბიუჯეტიც მის ხელში იყო. სენატი წარმართავდა რომის
საგარეო პოლიტიკასაც, ასე რომ, ომსაც ის იწყებდა და
მშვიდობასაც ის ამკვიდრებდა. სენატი ახლად არჩეულ
უმაღლესი რანგის მოხელეებს თანამდებობაზე ამტკიცებდა
და რესპუბლიკის რელიგიურ ცხოვრებასაც თვალყურს
ადევნებდა. სენატის ასეთი დიდი როლის გამო, რომის
რესპუბლიკას არისტოკრატიულ რესპუბლიკასაც უწოდებენ.
ძვ. წ. I ს-ის დასასრულს რომში რესპუბლიკა იმპერიით
შეიცვალა. რომის იმპერიის ხანა პრინციპატად და
დომინატად იყოფა. პრინციპატის ხანაში რომის
დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობას ფორმალურად
განაგრძობდნენ: რომის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოდ
კვლავ სენატი ითვლებოდა. თუმცა სენატორთა სიას ახლა
იმპერატორი ადგენდა. სენატორების სიაში თვით
იმპერატორი პირველი, ანუ პრინცეპსი იყო. აქედან მოდის
თანამედროვე ისტორიოგრაფიაში რომის ისტორიის
აღნიშნული პერიოდის სახელმწიფო წყობილების სახელიც
—პრინციპატი.
სენატი სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოდაც ითვლებოდა. ის კანონებს იღებდა, მაგრამ
იმპერატორის მიერ წამოყენებულ კანონებს, ვინაიდან
საკანონმდებლო ინიციატივის, ანუ კანონების წამოყენების
უფლება არ ჰქონდა. სენატი რომის უმაღლესი სასამართლო
ინსტანციაც იყო და ეგვიპტის, სირიის, ესპანეთისა და
გალიის გამოკლებით, რომის პროვინციებსაც მართავდა.
პრინციპატის ხანაში რომის იმპერატორი, უპირველეს
ყოვლისა, მთავარსარდალი იყო. ის რომის უმთავრეს
ზემოჩამოთვლილ პროვინციებს საკუთარი მოხელეების
მეშვეობით მართავდა. პრინციპატის ხანაში რომში რესპუბლიკის
პერიოდის უმაღლესი არჩევითი თანამდებობებიც ფორმალურად
არ გაუუქმებიათ. ისინი ძირითადად იმპერატორმა შეითავსა.
მაგალითად, იმპერატორი კონსულის, ტრიბუნის და სხვა
ტიტულსაც ატარებდა.
მესამე საუკუნის დასასრულიდან დომინატის ეპოქაში
რომი, ფაქტობრივად, შეუზღუდავ მონარქიად გადაიქცა. ეს

273
გარდაქმნა იმპერატორმა დიოკლიტიანემ დაიწყო და
კონსტანტინე დიდმა დაასრულა. რეფორმის არსი,
უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატა, რომ თუ მანამდე
იმპერია გარეგნულად მაინც რესპუბლიკის სამოსელით
კეკლუცობდა, ახლა მას რესპუბლიკური სამოსელიც
ჩამოაშორეს და იმპერატორი ფორმალურადაც
აბსოლუტური გამგებელი გახდა.
მართლაც, სენატმა ყველა ადმინისტრაციული ფუნქცია
დაკარგა და ქალაქ რომის გამგებელთან — პრეფექტთან
არსებულ საბჭოდ გადაიქცა, რომელსაც ქალაქის
მშენებლობაზე და ქალაქის განძეულობაზე თვალყურის
დევნება ევალებოდა.
კონსტანტინოპოლის დაარსებასთან (330 წ.) ერთად
კონსტანტინე დიდმა სენატი, რომის ანალოგიით, ამ
ქალაქშიც შექმნა. ამრიგად დომინატის ხანაში რომის
იმპერიაში ერთდროულად ორი სენატი არსებობდა. თუმცა
ორივე ფაქტობრივად „პენსიაში გასულ პოლიტიკოსთა“
თავშესაქცევი გახდა.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მის
ტერიტორიაზე გერმანელმა ტომებმა თავიანთი სამეფოები
დააარსეს. თავდაპირველად, ახლად შექმნილი მონარქიული
წყობილება მსოფლიოს სხვა რეგიონების მონარქიული
წყობილებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. ევროპამ
სახელმწიფოებრივი განვითარების ახალი გზა XII-XIII
საუკუნეებიდან დაიწყო.
შუა საუკუნეებში ევროპასა და ზოგ სხვა რეგიონში, მათ
შორის საქართველოში მრავალწოდებრივი საზოგადოებრივი
სტრუქტურა ჩამოყალიბდა. უპირველეს ყოვლისა ეს იყო
მიწის კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული სამხედრო-
ფეოდალური წოდება, მასთან ერთად პრივილეგიებს
სამღვდელოება ინაწილებდა. X-XIII სს. ქალაქების ზრდა-
განვითარებით აღინიშნა, ევროპულ ქალაქთა დიდმა
ნაწილმა თანდათანობით თვითმმართველობაც მიიღო.
ქალაქებში მოქალაქეთა ფენა, ანუ ბურჟუაზია ჩამოყალიბდა,
რომელსაც, როგორც ვიცით, თავადაზნაურობისა და
სამღვდელოებისაგან განსხვავებით, „მესამე წოდებასაც“
უწოდებენ. საზოგადოების „მრავალ-წოდებრიობამ“ ერთი
მხრივ და, განსაკუთრებით ბურჟუაზიის, როგორც ფენის
ეკონომიკურად გაძლიერებამ, ევროპის დიდ ნაწილში
სახელმწიფოს მართვა-გამგებლობაში საზოგადოების
სხვადასხვა წოდებების ჩართვის საჭიროება წარმოშვა. ეს კი
მხოლოდ წარმომადგენლების გამოგზავნის გზით იყო
შესაძლებელი.
მართლაც, XII-XIV სს-ში ევროპის მოწინავე ქვეყნებში
თანდათანობით მეფესთან არსებული სამეფო საბჭოს
შემადგენლობისა და უფლებების გაფართოების ტენდენცია

274
გაჩნდა, რამაც წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოების:
კორტესები ესპანეთში XII ს-ში
ესპანეთში — კორტესები, საფრანგეთში — გენერალური გაჩნდა.
შტატები, პოლონეთში — სეიმი, დანიაში — დანეჰოფი,
რუსეთში — ზემსკი სობორი, საქართველოში — დარბაზი და გენერალური შტატები
ა. შ. წარმოქმნა განაპირობა. წოდებრივ-წარმომადგენლობითი საფრანგეთში XIV ს-ის
დასაწყისში შეიქმნა.
ორგანოები ცდილობდნენ მეფის ხელისუფლების
შეზღუდვას და ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხების დარბაზის მოწვევის ფაქტები
გადაწყვეტაში თანამონაწილეობას. ასე ჩაისახა თანამედროვე საქართველოში დოკუმენტურად
პარლამენტი და პარლამენტარიზმი. XI ს-დან დასტურდება.

პარლამენტარიზმი ეწოდება სახელმწიფო მმართველობის სეიმი პოლონეთში საბოლოოდ


XVI ს-ის II ნახევარში
ისეთ ფორმას, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო,
ჩამოყალიბდა.
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დანაწი-
ლებას და სახელმწიფო მართვის მექანიზმში პარლამენტის დანეჰოფი დანიაში XIV საუკუნის
გადამწყვეტ როლს. შუა ხანებში მოიწვიეს.
ყველაზე ადრე ასეთი წარმომადგენლობითი ორგანოს
ზემსკი სობორი (საერობო კრება)
შექმნის მცდელობა XIII ს-ის დასაწყისში საქართველოში
რუსეთში ყველაზე გვიან — 1549
იყო, როდესაც ყუთლუ არსლანის მეთაურობით დარბაზის წ. მოიწვიეს.
წევრთა ერთმა ნაწილმა დარბაზის სხდომების სამეფო
სასახლიდან გამოტანა და ისნის ველზე სპეციალურად ამ
მიზნისათვის დადგმულ კარავში ჩატარება გადაწყვიტა.
პროექტი, რომელიც მათ მეფეს წარუდგინეს, მეფის
ხელისუფლების მნიშვნელოვნად შეზღუდვას გულისხმობდა.
მეფეს ფაქტობრივად დარბაზის დადგენილებების დადას-
ტურების უფლებაღა რჩებოდა. მეფის ხელისუფლებამ
აქტიური მოქმედებით ამბოხის ჩახშობა მოახერხა და
იმჯერად საკანონმდებლო ორგანოს შექმნის მცდელობა
მარცხით დამთავრდა.

კატალონიური კორტესი.
შუასაუკუნეობრივი მინიატურა

275
პირველი წარმომადგენლობითი ორგანო ინგლისში
„თავისუფლების დიდი ქარტია“
ინგლისში 1215 წელს მიიღეს. შეიქმნა. ეს იყო პარლამენტი, რომელიც 1265 წელს იქნა
მოწვეული და ეყრდნობოდა „თავისუფლების დიდი
ქარტიის“ უმთავრეს პრინციპებს.
წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოებში წარმოდგენი-
ლნი იყვნენ მსხვილი ფეოდალები, მღვდელმთავრები და ვაჭარ-
ხელოსანთა ზედაფენა.
ამ ორგანოების განვითარება ევროპის ქვეყნებში განსხვა-
ვებული გზებით წარიმართა. ინგლისში მისი განვითარების
შედეგად მივიღეთ თანამედროვე პარლამენტი, მაგრამ სხვაგან
მათ აბსოლუტური მონარქიების ჩამოყალიბების პერიოდში
თავისი მნიშვნელობა დაკარგეს.

რა არის აბსოლუტური მონარქია?


XV საუკუნის დასასრულიდან ევროპაში წოდებრივ-
წარმომადგენლობითი მონარქია აბსოლუტური მონარქიით
შეიცვალა.
აბსოლუტური მონარქია ფეოდალური სახელმწიფოს
უკანასკნელი ფორმაა, რომელიც ფეოდალიზმის დაშლისა
და კაპიტალისტური ურთიერთობათა ჩასახვის პერიოდში
წარმოიქმნება.
მართლაც, ფეოდალურმა მონარქიამ, ისარგებლა რა
ფეოდალურ არისტოკრატიასა და მოქალაქეთა მდიდარი
ნაწილის, იგივე ბურ ჟუაზიას შორის დაპირისპირების
გამწვავებით, თავისი პოზიციები არნახულად, თუმცა
უკანასკნელად განიმტკიცა. აბსოლუტური მონარქია,
შეიძლება ითქვას ფეოდალური მონარქიის გედის სიმღერაა.
აბსოლუტიზმმა დასრულებული სახე იმ ქვეყნებში
მიიღო, სადაც ჩამოყალიბდა ბიუროკრატიულ-პოლიტიკური
აპარატი, რეგულარული არმია, მუდმივი სახელმწიფო
გადასახადები. ასეთებად შეიძლება დავასახელოთ XVI ს-ის
ინგლისი, XVII-XVIII საუკუნეების საფრანგეთი და
ესპანეთი, XVIII-XIX ს-ის რუსეთი და ა.შ.

TavisuflebaTa didi qartiis umTavresi debulebebi:

ა) არ შეიძლებოდა გადასახადების შემოღება ან გაუქმება სახელმწიფო საბჭოს თანხმობის გარეშე.


ბ) არ შეიძლებოდა თავისუფალი ინგლისელისათვის ქონების ჩამორთმევა, მისი ციხეში ჩასმა ან კიდევ
ქვეყნიდან გაძევება, თუ არა კანონიერი სამართლის გადაწყვეტილება თანასწორთა მიერ.
გ) არ შეიძლებოდა მოხელის დასჯა, თუ არ იქნებოდა ამ მოხელის დანაშაულის შესახებ, სულ ცოტა,
ორი სანდო მოწმის ჩვენება.
დ) უნდა შექმნილიყო 25 ბარონისგან შედგენილი საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევდა მეფის მიერ
ქარტიის მუხლების შესრულებას.

276
აბსოლუტიზმი ფეოდალური მონარქიის, როგორც
სახელმწიფოს მმართველობის ფორმის ბოლო ძალის
მოკრება და ქვეყნის მართვაში საზოგადოების ჩართულობის
ტენდენციის წინააღმდეგ ბოლო გალაშქრება იყო. ბოლოს
ვამბობთ იმიტომ, რომ გარკვეული დროის შემდეგ,
რევოლუციების შედეგად მმართველობის ეს ფორმა
მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლეობაში წარსულს ჩაბარდა
და მის ნაცვლად რესპუბლიკური მმართველობის ფორმა
დამკვიდრდა.
აბსოლუტურ მონარქიაში საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი მატარებელია
სახელმწიფოს მეთაური — მონარქი. აბსოლუტიზმი
გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების მაქსიმალურ
ცენტრალიზაციას. აბსოლუტური მონარქია ყალიბდება ისეთ
ვითარებაში, როდესაც ფეოდალური და ბურჟუაზიული
ინტერესების დაპირისპირება გამოკვეთილია, მაგრამ
ბურჟუაზიას არ შესწევს ძალა ფეოდალთა დასათრგუნავად.
აბსოლუტური მონარქია ხელს უწყობს ბურჟუაზიის
ეკონომიკურ მომძლავრებას, ამასთანავე, არ აძლევს მას
საშუალებას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის
პოლიტიკურ ცხოვრებაში და, გარკვეულწილად, ამუხრუჭებს
ფეოდალური პრივილეგიების გაუქმებისაკენ მიმართულ მის
გამოსვლებს.
აბსოლუტური მონარქების კლასიკური წარმომადგენლები
იყვნენ: ინგლისის მეფე ელიზაბეთ I, საფრანგეთის მეფე ლუი
XIV და რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II.
აბსოლუტიზმის გაბატონების მიუხედავად, წოდებრივ-
წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობას უკვალოდ არ
ჩაუვლია. ამ ორგანოების უფლება-მოვალეობების (კონტ-
როლი ფინანსებზე და გადასახადებზე, ომისა და ზავის
საკითხების განხილვაში მონაწილეობა და ა.შ.) განხორ-
ციელებამ და საზოგადოების სხვადასხვა სოციალური
ფენების ჩართულობამ ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში
შემდგომი გაღრმავება ჰპოვა კონსტიტუციურ მონარქიაში,
რომელმაც ევროპის უმრავლეს ქვეყნებში შეცვალა რა
აბსოლუტური მონარქია, რესპუბლიკურ წყობილებაზე
გარდამავალი საფეხურის როლი შეასრულა.
კონსტიტუციური მონარქია, თამამად შეიძლება ითქვას,
ისტორიის ახალი პერიოდის პირმშოა. ისტორიის არცერთ
სხვა პერიოდს მმართველობის ასეთი ფორმა არ უფლებათა ბილი
ახასიათებდა. ინგლისში მიიღეს 1689 წელს.
პირველი კონსტიტუციური მონარქია დიდ ბრიტანეთში
წარმოიქმნა, რასაც 1688 წლის სახელოვანი რევოლუცია,
მემკვიდრეობის აქტი
უფლებათა ბილი და მემკვიდრეობის აქტი დაედო საფუძვლად. ინგლისში მიიღეს 1701 წელს.

277
კონსტიტუცია (ლათ. constitutio თანდათანობით ინგლისის მეფემ რეალური ხელისუფლება
— „დადგენა“, „დაწესება“) — დაკარგა. მთავრობა კი ანგარიშვალდებული გახდა პარლამენტის
განსაკუთრებული წესით წინაშე. ამგვარად, ევროპის უმრავლესი ქვეყნებისაგან
მიღებული უმაღლესი განსხვავებით, ინგლისში აბსოლუტიზმი შედარებით
იურიდიული ძალის მქონე უმტკივნეულოდ გადაიზარდა კონსტიტუციურ მონარქიაში.
სახელმწიფოს ძირითადი ამის მიზეზი ინგლისის ფეოდალური ელიტის ბურჟუაზიასთან
კანონი. რომში, რესპუბლიკის შერწყმასა და ამ ნიადაგზე, საზოგადოების ამ ორ ფენას შორის
პერიოდში ამ სიტყვით (უფრო წინააღმდეგობის შესუსტებაში მდგომარეობდა.
ზუსტად ფრაზით — Rem publi- მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში აბსოლუტური
cam constituire — საჯაროდ მონარქიიდან კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლა დიდი
ვადგენ, ვაცხადებ) იწყებოდა კატაკლიზმებისა და რევოლუციების შედეგად მოხდა. ამის
უმაღლესი ხელისუფლის
საუკეთესო მაგალითი საფრანგეთია, სადაც 1789 წლის
ზოგიერთი აქტი.
რევოლუციამ დაამხო აბსოლუტიზმი, ჩამოაყალიბა
სახელმწიფოს ძირითადი
კონსტიტუციური მონარქია, რომელსაც ძალიან ჩქარა
კანონის მნიშვნელობით ეს
საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ის ხელისუფლების დამხობა,
სიტყვა ბურჟუაზიული
რესპუბლიკის დამყარება და მეფე-დედოფლის სიკვდილით
რევოლუციების პერიოდიდან
დასჯა მოჰყვა. შემდგომი ოთხმოცი წლის განმავლობაში
დამკვიდრდა.
საფრანგეთში, სახელმწიფო მმართველობის ფორმების
კონსტიტუციური მონარქია ხშირი ცვლის მიუხედავად, მნიშვნელოვანწილად უცვლელი
ისეთი მმართველობის რჩებოდა პოლიტიკურ უფლებათა ის ძირითადი
სისტემაა, როდესაც მეფის პრინციპები, რომელიც ჩამოყალიბდა საფრანგეთის დიდი
ხელისუფლება ქვეყნის რევოლუციის შედეგად შექმნილ ადამიანისა და მოქალაქის
ძირითად კანონს — უფლებათა დეკლარაციაში.
კონსტიტუციას ემორჩილება. XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისისათვის
ევროპისა და, საერთოდ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ
შორის თურქეთში, იაპონიასა და რუსეთშიც, აბსოლუტიზმი
კონსტიტუციურმა მონარქიამ შეცვალა.

ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა


დეკლარაცია
(1789 წლის 26 აგვისტო)

278
თავისებურებების მიუხედავად, რომელიც თითოეული
ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარეობდა, ხელისუფლების
სტრუქტურა ზოგად ხაზებში შემდეგნაირი იყო: უმაღლესი
საკანონმდებლო ორგანო ორი — ზედა და ქვედა
პალატისაგან შედგებოდა. ქვედა პალატის დაკომპლექტება
არჩევნების გზით ხდებოდა, ზედა პალატაში კი
დეპუტატები, ძირითადად, მემკვიდრეობით ხვდებოდნენ ან ქონებრივი ცენზი — ცენზი
ზოგადად შეზღუდვას,
მეფის და იმპერატორის მიერ ინიშნებოდნენ. არჩევნებში
აკრძალვას ნიშნავს. აქედან
მონაწილეობის უფლება ქალებს საერთოდ არ მიეცათ. მოდის სიტყვა ცენზურა.
მამაკაცების უდიდესი ნაწილიც საარჩევნო კანონით არჩევნების დემოკრატიულობა
დაწესებული მაღალი ქონებრივი ცენზის გამო არჩევნებში იმით ფასდება, რამდენად
მონაწილეობის უფლების მიღმა რჩებოდა. ზოგ შემთხვევაში ნაკლებია სხვადასხვა
შეზღუდვები. მაგ.: ყველაზე
მოქმედებდა სხვა ტიპის შეზღუდვებიც, მაგალითად,
დემოკრატიულ საარჩევნო
სამსახურებრივი ცენზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს კანონშიც კი არსებობს
არჩევნებში მონაწილეობა სამსახურის მიხედვით ჰქონდათ ასაკობრივი ცენზი, ანუ
აკრძალული. მაგალითად, რუსეთის იმპერიაში არჩევნებში შეზღუდვა ასაკის მიხედვით.
ბუნებრივია, არასრულწლოვან
არ მონაწილეობდნენ შინამოსამსახურეები: მზარეულები,
მოქალაქეებს არსად აძლევენ
მეჯინიბეები და სხვ. იმავე რუსეთში არჩევნებში მონაწი- არჩევნებში მონაწილეობის
ლეობის უფლება არ ვრცელდებოდა, აგრეთვე, სამხედრო უფლებას. მაგრამ არის
მოსამსახურეებზეც. მოქმედებდა მაღალი ასაკობრივი ცენზი — არადემოკრატიული
არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ 24 აკრძალვებიც, მაგ. სქესობრივი
ცენზი, როდესაც ქალებს
წელს მიღწეულ პირებს.
ეკრძალებათ არჩევნებში
პარლამენტარიზმის შემდგომი განვითარება უმაღლესი მონაწილეობა, ან ცენზი
პალატის შედგენის წესის ცვლილებით და ამ ცენზების ცალკეულ პროფესიებზე,
მოხსნით, ანუ არჩევნებში მოსახლეობის სულ უფრო მეტი მაგალითად, როცა ეკრძალებათ
ნაწილის ჩართვით აღინიშნა. ისეთ მოწინავე ქვეყანაში, არჩევნებში მონაწილეობა
ჯარისკაცებს,
როგორიც ინგლისი იყო, პირველი საარჩევნო კანონით,
შინამოსამსახურეებს და სხვ.
ზრდასრული მამაკაცების მხოლოდ 5 % იღებდა ქონებრივი ცენზი არჩევნებში
მონაწილეობას, შემდგომში ეს პროცენტი სულ უფრო ქონებრივი ნიშნით შეზღუდვას
იზრდებოდა: საყოველთაო არჩევნების უფლება ინგლისის გულისხმობს. მაგალითად,
მამაკაცებმა მხოლოდ 1918 წელს მიიღეს, ხოლო ქალებს არჩევნებში შეიძლება
მონაწილეობის უფლება
საარჩევნო ხმის უფლება 1929/30 წწ-ში მიეცათ.
ჰქონდეთ მხოლოდ უძრავი
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ქონების მქონე პირებს და სხვ.
იყო, სადაც საყოველთაო საარჩევნო უფლება 1918 წელს, საქართ-
ველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე შემოვიდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს უმეტეს
ქვეყნებში რესპუბლიკური მმართველობა დამკვიდრდა. იმ
ქვეყნებში კი, სადაც მონარქია შემორჩა, მონარქის როლი
სახელმწიფოს მმართველობაში თანდათანობით უმნიშვნე-
ლო და, ხშირ შემთხვევაში, სიმბოლურიც კი გახდა.

279
§ 3. გენეალოგია
გენეალოგია ერთ-ერთი უძველესი ისტორიული დისციპ-
ლინაა, რომელიც შეისწავლის ცალკეულ საგვარეულოთა
გენეალოგია (ბერძნ. genea –
ისტორიასა და მათ როლს ეპოქის სოციალურ-ეკონომიკურ და
„ოჯახი“ და logos – „ცოდნა“) -
საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ავლენს ნათესაურ კავშირებს,
მეცნიერება ნათესაური
ადგენს საგვარეულო წარმომავლობის ნუსხებს.
კავშირების შესახებ
bibliuri genealogiuri nusxa
ადამი + ევა

კაენი აბელი შეთი

ენოქი ენოში

ყირადი კაინანი

მეხუაელი მაჰალაელი

მეთუშაელი იარედი

ყადა+ლამექი+ცილა ენოქი

ორი ვაჟი: თუბალ-კაენი მეთუშალახი


იაბალი
იუბალი ლამექი

ნოე

semi
ქამი

ელამი არამმა არფაქშადი


აშური ქუშმა ფუტი ქანაანმა
ლუდი შვა: შვა:
ყუცი შალახი
ხული
სიდონი
მაში ყებერი ხეთი
რამა სება ნებროთი იებუსეველნი
ხავილა ამორეველნი
ფელეგი იატკანი
საბთა გირგაშელები
შება საბეთქა ჰიველნი
დადანი
ალმადადი ყარკელნი
შალეფი სინელნი
ხაცარ-მანეთი არვადელნი
იარახი
ცემარელნი
ჰადორამი
უზალი ხამათელნი
დიკლა
ყობალი
ბიმაელი
შება
ოფირი
ხავილა
იობაბი

280
ვინაიდან ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში, ისევე
როგორც, მნიშვნელოვანწილად, ახალი ისტორიის
პერიოდში, საზოგადოების ცხოვრებას სამეფო საგვარეულო
ქვეყნის წარჩინებულ საგვარეულოებზე დაყრდნობით
წარმართავდა, ამ მმართველი საგვარეულოების ერთიან არისტოკრატია ბერძნული
აღმნიშვნელ ტერმინად არისტოკრატია დამკვიდრდა. სიტყვების (არისტოს -
არისტო-ს უწოდებდნენ ათენის ქალაქ-სახელმწიფოში საუკეთესო, უწარჩინებულესი და
იმ ახალგაზრდა ათენელებს, რომლებიც ბრძოლაში კრატოს - ძალაუფლება,
მებრძოლთა დანაყოფებს ხელმძღვანელობდნენ. ითვლებოდა, მმართველობა) შეერთების
რომ ჯარს ბრძოლის ველზე ათენის მოქალაქეთა შორის გზითაა მიღებული და
საუკეთესონი მიუძღოდნენ. ბუნებრივია, ეს საუკეთესოები, საზოგადოების
იმავდროულად ყველაზე კარგად შეიარაღებულნიც იყვნენ პრივილეგირებულ, წარჩინებულ
და, შესაბამისად, ათენის საზოგადოების ყველაზე ნაწილს ნიშნავს.
შეძლებულ და წარჩინებულ წრეს ეკუთვნოდნენ.
ადამიანი თავისი წარმოშობით დასაბამიდანვე იყო
დაინტერესებული. წარმოდგენები წარჩინებული საგვარეუ-
ლოებისადმი კუთვნილების განსაკუთრებულ მნიშვნე-
ლობაზე არც თუ ისე შორეულ წარსულშიც კი საზოგადოების
აზროვნებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ელემენტი
იყო. წარჩინებული საგვარეულოების წარმომადგენლებმა
თავიანთი გენეალოგია ექვსი-შვიდი და მეტი თაობისაც
იცოდნენ.
მით უფრო ცნობილი იყო სამეფო დინასტიების
წარმომავლობა. ჩვენამდე მოაღწია უძველესი სამეფო დინას-
ტიების: ეგვიპტის, ბაბილონის, ჩინეთის და ა.შ გენეალოგი-
ურმა ნუსხებმა. ერთ-ერთი უძველესი გენეალოგიური ნუსხა
წიგნთა-წიგნმა - ბიბლიამ შემოგვინახა. ქრისტიანობის
მიღების შემდეგ, სხვადასხვა ქრისტიანმა ხალხმა საკუთარი
და თავისი მეფეებისა თუ წინამძღოლების გენეალოგიური
ნუსხები ბიბლიურ ნუსხას მიუსადაგეს.

იაფეტი

გომერი მაგოგი მადაი იავანი თუბალი მეშექი თირასი


მიცრაიმმა
შვა:

ლუდიმი აშქენაზი რიფათი თოგორმა


ყანამიმი
ნაბთუხიმი
ფეთრუხიმი
ქასლუხიმი
ელიშა თარშიში ქითიმი დოდანამი

ფილისტიმელნი
ქაფთორელნი

ასე შეიქმნა კავკასიის ხალხების გენეალოგიური


ნუსხაც, რომელიც ადრე შუა საუკუნეების უნიკალურ
ისტორიულ თხზულებაში— „ქართველთა ცხოვრებაში―
არის მოცემული.

281
ძველად, შეიძლება ითქვას, თითქმის XX ს-ის
დასაწყისამდე წარმოშობა განსაზღვრავდა ადამიანის
სოციალურ სტატუსს. საკუთარი ფესვების ცოდნა და
წინაპართა საქმეებით სიამაყე არა მარტო უბრალოდ
პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების და პრესტიჟის საქმე
იყო, მას უმნიშვნელოვანესი სოციალური დატვირთვაც
ჰქონდა.
ჩამომავლობის ასეთი დიდი მნიშვნელობის გამო იყო,
რომ რომაელებს ჩვევად ჰქონდათ წინაპართა პორტრეტების,
სკულპტურული გამოსახულებებისა თუ საგვარეულო
ნუსხათა გრაგნილების დემონსტრირება.
სამეფო დინასტიები ხშირად მთელ ეპოქას ქმნიდნენ.
მათი ცვლა ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს
განაპირობებდა. ამიტომ ზოგიერთი ქვეყნის ისტორიის
შესაბამის პერიოდებს მათი მმართველი დინასტიების
სახელითაც მოიხსენიებენ. ამ მხრივ აღსანიშნავია ძველი
სპარსეთის ისტორია, რომელსაც მმართველი დინასტიების
მიხედვით აქემენიანთა, არშაკიანთა და სასანიანთა
სპარსეთსაც უწოდებენ.
აქემენიანთა დინასტია სპარსეთს ძვ.წ. 558-330 წლებში
განაგებდა. ამ დინასტიის დამაარსებელი და პირველი მეფე
კიროსი იყო. ბოლო კი დარიოს III იყო, რომელიც
ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა.
არშაკიანთა დინასტია სპარსეთს თითქმის ექვსი
საუკუნე — ძვ. წ. 250-ახ. წ. 228 წ. განაგებდა. არშაკიანები
ერთ-ერთი სპარსული პროვინციიდან პართიიდან იყვნენ,
ამიტომ ამ პეროდის სპარსულ სახელმწიფოს არშაკიანთა
სპარსეთთან ერთად პართიასაც უწოდებენ. ახ. წ. 65 წლიდან
პართიის არშაკიანების ერთი შტო სომხეთშიც გამეფდა.
სომხეთის ისტორიაში ისინი არშაკუნებად მოიხსენებიან.
სასანიანებმა ხელისუფლება პართელ არშაკიანებს 226 წ.
წაართვეს და ქვეყანას 400 წელზე მეტ ხანს, 651 წლამდე,
არაბთა მიერ სპარსეთის დაპყრობამდე განაგებდნენ.
არაბთა სახალიფოს ისტორიაც ასევე მმართველი
დინასტიების მიხედვით ორ — ომაიანი და აბასიანი
ხალიფების მმართველობის ხანად იყოფა.
ორი მმართველი დინასტია განაგებდა რუსეთს 1917
წლამდე, ანუ მონარქიის დამხობამდე, ჯერ რიურიკოვიჩების,
შემდეგ კი რომანოვების.
რიურიკოვიჩების დინასტიის დამაარსებელი სკანდინა-
ვიელი კონუნგი (ბელადი) რიურიკი იყო. რომელმაც IX ს-ის
შუა წლებში ქალაქი ნოვგოროდი დაიპყრო. 882 წ. რიურიკის
ვაჟმა ოლეგმა მდ. დნეპრის ქვემო წელზე ქ. კიევი და მის
ირგვლივ ქვეყანა დაიქვემდებარა. ასე შეიქმნა კიევის
რუსეთის სამთავრო, რომელმაც აღმოსავლეთ სლავი ტომები
გააერთიანა. XII-XVI სს-ში რიურიკოვიჩების დინასტიის
წარმომადგენლები განაგებდნენ კიევის რუსეთის დიდი
სამთავროს დაშლის შემდეგ წარმოქმნილ მრავალრიცხოვან
სამთავროებსაც, რიურიკოვიჩი იყო რუსეთის I მეფე ივანე IV

282
(დიდი მთავარი 1533-1547; მეფე 1547-1584). ამ დინასტიის
ბოლო წარმომადგენელი რუსეთის ტახტზე ივანე მრისხანეს
ვაჟი — თევდორე (1584-1598) იყო.
ისეც ხდებოდა, რომ კაცის ხაზით სამეფო დინასტია
შეწყდებოდა, მაგრამ, თუ საგვარეულო ცნობილი და პატივსაცემი
იყო, ქალის ხაზით, რომელიმე გვერდითი შტოს
წარმომადგენელი მიიღებდა დედის გვარს და დინასტია
კვლავაც განაგრძობდა არსებობას. ამის კლასიკური
მაგალითი რუსეთის სამეფოში რომანოვების საგვარეულოა,
რომელმაც ფაქტობრივად არსებობა ბოლო რომანოვი მეფის,
ელისაბედ პეტრეს ასულის (1741-1761) გარდაცვალებით
შეწყვიტა. მის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო ტახტზე
ასული პეტრე III მხოლოდ დედით იყო რომანოვი.
პეტრე III
ევროპის ისტორიაში განსაკუთრებული როლი 1761-1762
ჰაბსბურგთა (გერმ. Habsburger) ავსტრიულმა სამეფო კარლ-პეტერ ულრიჰი —
საგვარეულომ ითამაშა. რომელიც შუა საუკუნეებიდან ახალ გერმანელ ჰოლშტაინის
დრომდე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო ჰერცოგთა საგვარეულოს
საგვარეულო იყო. ამ საგვარეულოს წარმომადგენლები 1282 წარმომადგენელი.
წლიდან მართავდნენ ავსტრიას, შემდგომში გერმანელი
ხალხის საღვთო რომის იმპერიას, რომელიც მოგვიანებით
მრავალეროვნულ ავსტრიულ იმპერიად გარდაისახა (1438-
1806). ერთხანს ჰაბსბურგები ესპანეთის ტახტსაც დაეუფლნენ
და, ამგვარად, ერთდროულად ორი უმსხვილესი ევროპული
ქვეყნის მბრძანებლები გახდნენ, რომელთა საზღვრებში
იმხანად იტალიაც შედიოდა.
ამ დინასტიის წარმომადგენლებს სხვადასხვა დროს
უნგრეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, პორტუგალიის, ნეაპოლი-
ტანური სამეფოს, მექსიკის, ტრანსილვანიის, ტოსკანის,
პარმისა და მოდენის სახელმწიფოების ტახტიც ეკავათ.
კაცობრიობის სახელმწიფოებრივი ისტორიის უდიდეს
მონაკვეთში უმაღლესი ხელისუფლება — მეფობა, მთავრობა
— მემკვიდრეობით გადაიცემოდა. საგვარეულოებს,
რომლებიც მეტ-ნაკლები ხანგრძლივობით მართავდნენ
ქვეყანას, მმართველი, ან სამეფო დინასტიები ეწოდებათ.
სამეფო დინასტიები, რომლებიც თავიანთ სახელმწიფოებს
ხანგრძლივად, საუკუნეთა მანძილზე განაგებდნენ,
მსოფლიოში სულ რამდენიმე ათეულია ცნობილი.
საფრანგეთის მმართველი საგვარეულოებიდან აღსა-
ნიშნავია სამეფო დინასტიები: მეროვინგების — მეფობდნენ:
481-751 წწ-ში; კაროლინგების — მეფობდნენ: 751— აღმ.
ფრანგთა სამეფოში 911 წ-მდე, დას. ფრანგთა სამეფოში 987 წ
-მდე; კაპეტინგების — 987-1328 წწ-ში; ვალუების — 1328-
1589 წწ-ში; ბურბონების — საფრანგეთში მეფობდნენ: 1589-
1791 წწ-ში და 1814-30 წწ-ში; ესპანეთს განაგებდნენ — 1700-
1808 წწ-ში, 1813-1868 წწ-ში, 1874-1931 წწ-ში და 1975 წლიდან
დღემდე.
ჩვენამდე მოღწეულ დინასტიებს შორის ყველაზე
ძველი ქართველ ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოა. ცნობა
ამ საგვარეულოს ერთ-ერთ ადრეულ წარმომადგენელზე

283
ბაგადატ ბივრატ-ზე ძვ. წ. III ს-ის შუა წლებში მის მიერ
მოჭრილმა მონეტამ შემოგვინახა.
ამ ორი სახელის შერწყმით, რაც სპარსულად ღვთის
მიერ ბოძებულ ბივრატს (ბივრიტის ნახევრადძვირფასი ქვა)
ნიშნავს, მივიღეთ ამ საგვარეულოს ფუძე-სახელი ბაგრატი
(ბაგა[დატ ბივ]რატ). ბაგრატიონთა საგვარეულო, როგორც
ჩანს, სპარსეთიდან წამოსული და სამხრეთ კავკასიაში
სპარსთა მიერ გამგებლად დანიშნული აქემენიანთა
საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენლიდან იღებს
ბაგადატ ბივრატი — სათავეს. ბაგადატ ბივრიტიანთა საგვარეულო, წყაროების
ღვთაებრივი მამასახლისი, მიხედვით, ადრევე დაწინაურდა როგორც საქართველოში,
ბაგრატიონთა წინაპარი.
ისე სომხეთში და გარკვეული დროიდან ორივე ქვეყნის
ძვ. წ. III ს.-ის I ნახ. მონეტა
სამეფო დინასტიად იქცა. ისინი სომხეთის სამეფო
სამთავროებს 1041/2 წწ-მდე განაგებდნენ, ხოლო
„ცისფერსისხლიანი“ - ამ
საქართველოში 1810 წლამდე მეფობდნენ.
გამოთქმას დღესაც მავანის
კეთილშობილური „სისხლის სიწმინდის“ საკითხი შუა საუკუნეებში და
წარმომავლობის ხაზგასასმელად შემდგომაც, თითქმის დღემდე, თავადაზნაურობის ცხოვრებაში
იყენებენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, უპირველესი იყო. ამიტომ მრავალ ქვეყანაში თავადაზნაურობა,
რომ გამონათქვამი "ცისფერი
სისხლი", რაც დიდგვაროვან იგივე არისტოკრატია თავის გვარებს ჩვეულებრივი
წარმოშობასა და არისტოკრატული თანამოქალაქეების გვარებისაგან გამოსარჩევად განმასხვავებელ
საზოგადოების წევრობაზე ენობრივ ნიშანს — წინსართს ურთავდა. ქორწინებითაც
მიუთითებს, სათავეს ესპანეთში
მხოლოდ თავისივე წრის წარმომადგენლებზე ქორწინდებო-
იღებს, სადაც კეთილშობილების
ნიშნად თეთრი კანი ითვლებოდა, დნენ. სარაინდო ორთაბრძოლებში მონაწილეობის უფლებასაც
საიდანაც მოცისფერო ადამიანს წარმომავლობა ანიჭებდა. სწორედ იმ შორეული
სისხლძარღვები მოჩანდა. ეპოქებიდან მოდის გამოთქმა — „ცისფერსისხლიანი“, რაც
კასტილიის პროვინციის
არისტოკრატის სინონიმია.
არისტოკრატები თავს
ახალი და უახლესი ისტორიის ხანა რევოლუციებით
ცისფერსისხლიანებს უწოდებდნენ აღინიშნა, რასაც შედეგად კანონის წინაშე ადამიანთა
და ამაყობდნენ, რომ მათი გათანაბრება, გვარიშვილობისა და წოდებების მიხედვით
წინაპრები მავრებს და სხვა
მუქკანიან ხალხებს არ ადამიანთა დაყოფის გაუქმება მოჰყვა. ამან საკუთარი
ენათესავებოდნენ. კასტილიელებს წარმომავლობისადმი ადამიანთა ინტერესი მნიშვნელოვნად
ამ ტერმინს ჯერ ფრანგები, და გაანელა. თუმცა დღესაც, გლობალიზაციის ეპოქაშიც
იტალიელები, შემდგომ კი სხვა
ადამიანები სულაც არ არიან თავიანთი წარმომავლობისა და
ხალხებიც დაესესხნენ.
საგვარეულო გენეალოგიური ნუსხებისადმი გულგრილნი.

გვარების არისტოკრატიულობის
მაჩვენებელი წინსართები

არისტოკრატიული
ჟღერადობისათვის ფრანგულ
გვარებს „დე“ ემატებოდა, გერმანიაში
— „ფონ“ — ესპანეთში — „დი“.

284
§ 4. ჰერალდიკა

გენეალოგიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული


ისტორიული დისციპლინა — ჰერალდიკა, რომელიც სიტყვა გერბი გერმანული
სათავეს შუა საუკუნეებში იღებს. ჰერალდიკა გერბებს, ასევე ერბედან (Erbe) მოდის და
მათი გამოყენების ტრადიციასა და პრაქტიკას შეისწავლის. მემკვიდრეობას ნიშნავს.
გერბი ცალკეულ პირთა, საგვარეულოთა, დაწესებულებათა,
სახელმწიფოთა და ა.შ. სიმბოლური განმასხვავებელი
ნიშანია. გერბის დამახასიათებელი თავისებურება, რითაც
იგი გამოირჩევა სხვა სიმბოლური ნიშნებისა თუ
ემბლემებისაგან, მისი მემკვიდრეობითობაა. გერბების
შესწავლა ფრიად საინტერესოა, ვინაიდან ის, ძირითადად,
საგვარეულოს, ქალაქის თუ სახელმწიფოს ცხოვრებაში
განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება.
ანტიკური ხანიდან და შუა საუკუნეებიდან მომდინარე
სამეფო სიმბოლოებსა და გერბებში ხშირია ლომისა და
არწივის გამოსახულებები.
ერთთავიანი არწივი რომის იმპერიის სიმბოლო იყო,
ბუნებრივია, ის აღმოსავლეთ რომის იმპერიის — ბიზანტიის
გერბმაც მემკვიდრეობით მიიღო, მხოლოდ ბიზანტიური
არწივი ორთავიანად იქცა. საქართველოში ბაგრატიონთა
სამეფო გერბზე ქრისტეს კვართის ორივე მხარეს ყალყზე
შემდგარი ლომებია გამოსახული. ლომი ან ლომები, როგორც
ძალაუფლებისა და ძიერების სიმბოლო გამოსახულია დიდი
ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების (ჰოლანდიის) და
ბევრ სხვა სამეფო გერბზე.

ნიდერლანდების (ჰოლანდიის) ბელგიის გერბი


გერბი
დიდი ბრიტანეთის გერბი

ქართლ-კახეთის მმართველის
საქართველოს თანამედროვე გერბი
დავით XII-ის გერბი

285
§ 5. პოლიტიკური რეჟიმები - ავტორიტარიზმი და
დემოკრატია

თანამედროვე სახელმწიფოები რესპუბლიკური, თუ


მონარქიული მმართველობის ფორმის მიუხედავად,
ერთმანეთისაგან პოლიტიკური რეჟიმითაც განსხვავდებიან.
ამგვარად, მივადექით სახელმწიფოს ფორმის მესამე, მაგრამ
ფრიად მნიშვნელოვან ასპექტს, ეს სახელმწიფოს პოლიტიკური
რეჟიმია. პოლიტიკური რეჟიმების მხრივადაც ისტორიამ
დიდი მრავალფეროვნება არ გვარგუნა, სხვადასხვა წვრილმანი
განსხვავებებისა და თავისებურებების მიუხედავად, ამ
თვალსაზრისით სახელმწიფოები ორ ძირითად ჯგუფად —
არადემოკრატიულ (ტოტალიტარულ, ავტორიტარულ,
ტირანულ) და დემოკრატიულ სახელმწიფოებად შეიძლება
დავყოთ. მაგალითად, საბჭოთა კავშირი რესპუბლიკათა
კავშირი იყო, მაგრამ მას ტოტალიტარულ-დიქტატორული
პოლიტიკური რეჟიმი ჰქონდა. იმ დროს, როდესაც აშშ და
ევრო-კავშირის ქვეყნები პოლიტიკური რეჟიმის მიხედვით
დემოკრატიული, მმართველობის ფორმის მიხედვით კი
როგორც რესპუბლიკები, ისე მონარქიები არიან.
დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და თავდაპირველად
ძველ ბერძნულ სამყაროში ხალხის, ანუ დემოსის, უფრო
ზუსტად, ღარიბი უმრავლესობის მმართველობას ნიშნავდა.
დემოკრატიისაგან განასხვავებდნენ არისტოკრატიას,
როგორც წარჩინებული უმცირესობის მმართველობის
აღმნიშვნელ ტერმინს. ასეთი მმართველობის დახასიათება
პირველად დიდმა ბერძენმა მოაზროვნეებმა პლატონმა და
არისტოტელემ მოგვცეს. არისტოკრატიას, როგორც მმართვე-
ლობის ფორმას, ისინი განასხვავებდნენ ტიმოკრატიისა და
ოლიგარქიისაგან, რომლებსაც არისტოკრატიული მმართველო-
ბის გადაგვარებად მიიჩნევდნენ.
ტიმოკრატიას ისინი უწოდებდნენ მცირერიცხოვან
მდიდართა ხელისუფლებას, სადაც მმართველობა
დამყარებულია არა ღირსებასა და წარმოშობაზე, არამედ
სიმდიდრეზე, თუმცა პიროვნების ღირსებას ჯერ კიდევ
პერიკლე — ძვ. წ. 495-429 ანგარიში ეწევა.
ათენის არქონტი, ძველი განსაკუთრებით მიუღებელი მათთვის მაინც
საბერძნეთის ცნობილი ოლიგარქია იყო, როდესაც მდიდარი უმცირესობა ქვეყანას
პოლიტიკური მოღვაწე. თავისი ანგარებით, ინტერესის მიხედვით მართავს.
ანტიკური პერიოდისათვის დემოკრატიამ უმაღლეს
განვითარებას ძვ. წ. V ს-ში ანტიკური საბერძნეთის ერთ-
ერთ ქალაქ-სახელმწიფოში ათენში მიაღწია.
საბოლოო სახე ათენის სახელმწიფო წყობილებამ ძვ. წ. V
ს-ის I ნახევარში არქონტ პერიკლეს დროს მიიღო. მან
არქონტი — ძველბერძნული
არეოპაგი, იგივე უხუცესთა საბჭო გააუქმა და უმაღლესი
სიტყვიდან — არქე —
ძალაუფლება წარმოსდგება და საკანონმდებლო ხელისუფლება მთლიანად სახალხო კრებას
ძალაუფლების მქონეს, გადასცა, რომელიც 7-10 დღეში ერთხელ იკრიბებოდა.
მმართველს ნიშნავს. ასე ერქვა პერიკლემ თანამდებობის დაკავებისთვის ადრე არსებული
ათენში არჩეულ ხელისუფალს. ქონებრივი ცენზიც მთლიანად გააუქმა და თანამდებობის

286
შესრულებისათვის გასამრჯელო დააწესა. პერიკლეს ხანაში
ათენის ქალაქ-სახელმწიფო ანტიკურ სამყაროში ყველაზე
დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაიქცა. ისიც აღსანიშნავია,
რომ საუკეთესო ანტიკური ხანის დემოკრატიაც კი
თანამედროვე მოწინავე ქვეყნების დემოკრატიისაგან ფრიად
შორს იდგა, ვინაიდან ათენის დემოკრატიული უფლებებით
მთელი მისი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი —
ათენის მოქალაქეები სარგებლობდნენ. ათენის მოქალაქედ კი
ითვლებოდა მხოლოდ ის მამაკაცი, რომელსაც ორივე
მშობელი ათენელი ჰყავდა. ათენელ ქალს არავითარი
პოლიტიკური უფლებები არ ჰქონდა. გარდა ამისა, ათენში
მცხოვრები მონები, რომლებიც ათენის მოსახლეობის დიდ
ნაწილს შეადგენდნენ, სამართლის სუბიექტს საერთოდ არ
წარმოადგენდნენ. ასე რომ, ათენში დემოკრატიული
უფლებებით მხოლოდ მისი მოსახლეობის 10 % სარგებლობდა.
მიუხედავად ასეთი შეზღუდვებისა, ათენის
დემოკრატიული მმართველობის მსოფლიო ისტორიული
მნიშვნელობა განუზომელია.
მან დაამკვიდრა მოქალაქის, როგორც ასეთის,
პოლიტიკური უფლება და ხელისუფლების წყაროდ
გამოაცხადა ხალხი. ასევე დაამკვიდრა ხელისუფლების
არჩევითობა და არჩევნების პერიოდულობა.
ამ პრინციპებმა შემდგომში კაცობრიობას უდიდესი
სამსახური გაუწია, ვინაიდან საზოგადოების განვითარების
კვალდაკვალ, მათ თანდათანობით, მიიღეს საყოველთაო
ხასიათი და მოიცვეს საზოგადოება მთლიანად,
განურჩევლად ქონებრივი მდგომარეობისა, სქესობრივი
კუთვნილებისა და ა.შ.
დემოკრატიული წყობა სხვადასხვა სახით ძველი
საბერძნეთის ბევრ ქალაქ-სახელმწიფოში არსებობდა, მაგრამ
ანტიკურმა საბერძნეთმა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება
ვერ მოახერხა. ის ჯერ მაკედონიამ დაიპყრო, შემდეგ კი
რომის სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი გახდა. ასე რომ,
ძველ ბერძნულ დემოკრატიას გაგრძელება არ ჰქონია.

§ 6. სახელმწიფოთაშორისი კავშირები და
გაერთიანებები

უძველესი დროიდან სახელმწიფოები ერთმანეთთან


კავშირში შედიოდნენ. თავდაპირველად ასეთი კავშირების
მიზანს საომარი მოქმედების დროს ურთიერთდახმარება
წარმოადგენდა. სახელმწიფოთა ასეთი კავშირები განსაკუთ-
რებით ძველ საბერძნეთში იყო. მათ შორის ერთ-ერთი
უპირველესი პელოპონესის კავშირია, რომელიც პელოპონესის პელოპონესის კავშირი ძვ.წ. VI
ნახევარკუნძულისა და მის მომიჯნავე ანტიკური საბერძნეთის საუკუნის შუა - ძვ.წ. IV
ქალაქ-სახელმწიფოებს აერთიანებდა. უფრო დიდი გაერთიანება საუკუნის 60-იანი წლებში
იყო ათენის (დელოსის) საზღვაო კავშირი, რომელიც თავისი არსებობდა.
სიძლიერის ხანაში ეგეოსის, ხმელთაშუა, მარმარილოს და

287
შავი ზღვის ნაპირას მდებარე 250-ზე მეტ ძველბერძნულ
ქალაქ-სახელმწიფოს აერთიანებდა. ისიც უნდა ითქვას, რომ
ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ასეთი
სახელმწიფოთაშორისი კავშირები ერთი ძლიერი სახელმწიფოს
მიერ მეორის ან მრავალის დაჩაგვრისა და დაქვემდებარების
იარაღსაც წარმოადგენდნენ. ამ ტიპის გაერთიანების კლასიკურ
მაგალითს XX ს-ში საბჭოთა კავშირი (1922-1991) წარმოადგენდა,
რომელიც ფორმალურად სოციალისტური სახელმწიფოების
(რესპუბლიკების) ნებაყოფლობითი გაერთიანება, სინამდვი-
ლეში, კი რუსეთის მოდერნიზირებული იმპერია იყო.
ისტორია სულ ბოლო ხანებამდე სახელმწიფოთაშორის
კავშირებს უფრო სამხედრო ბლოკების სახით იცნობდა.
ვუდრო ვილსონი ისინი შედარებით მოკლე დროით თავდაცვის, უფრო კი
აშშ-ის პრეზიდენტი ერთობლივად დაპყრობითი ომების საწარმოებლად
1913-1921 იქმნებოდნენ. ასეთი აგრესიული სამხედრო კავშირის
მაგალითად უახლესი ისტორიიდან შეიძლება ანტანტა
დავასახელოთ, რომლის შემქმნელმა სახელმწიფოებმა:
საფრანგეთმა, ინგლისმა და რუსეთმა, ისევე, როგორც სხვა,
მოგვიანებით მათთან მიერთებულმა, სახელმწიფოებმა I
ანტანტა — „გულითადი მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირის ავსტრია-
კავშირი“ ჩამოყალიბდა 1904-
უნგრეთის წინააღმდეგ გამარჯვება იზეიმეს.
1907 წლებში
I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო ზრუნვა
ისეთი უნივერსალური მსოფლიო გაერთიანების შექმნის
შესახებ, რომელიც მსოფლიოს ახალ ომს თავიდან
ააცილებდა. პირველი ასეთი გაერთიანება ერთა ლიგა იყო,
რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის
წინადადებით დაარსდა. ერთა ლიგამ თავისი ამოცანის
შესრულება ვერ მოახერხა და II მსოფლიო ომი თავიდან ვერ
აიცილა.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ანტიჰიტლერული
კოალიციის სამი წამყვანი ქვეყნის: საბჭოთა კავშირის, დიდი
ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის
ინიციატივით შეიქმნა გაერო — გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს.
მოგვიანებით გაერთიანებული ერების განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია — იუნესკო
დაარსდა. მისი მიზანია მსოფლიოში მშვიდობისა და
უსაფრთხოების დამკვიდრება ქვეყნების განათლების, სოცია-
ლური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კულტურისა და
კომუნიკაციების სფეროებში თანამშრომლობის გზით. ამჟამად ამ
საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის შტაბ-ბინა პარიზში
მდებარეობს გაერთიანებულია ორასამდე ქვეყანა (192 წევრი და
გაეროს დამფუძნებელი 6 ასოცირებული).
კონფერენცია გაიმართა სან- II მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, სულ რამდენიმე
ფრანცისკოში 1945 წლის 25 წელიწადში ფართო დიპლომატიურ მოლაპარაკებათა შემდეგ
აპრილიდან 26 ივნისამდე. ამავე ვაშინგტონში 12 ქვეყანა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი,
კონფერენციაზე ხელი მოეწერა ამ ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, იტალია,
ორგანიზაციის წესდებას. წესდება პორტუგალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია) ჩრდილო
ძალაში 1945 წლის 24 ოქტომბერს ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (შემოკლე-
შევიდა. ბით ნატო) გაერთიანდა. ნატო სამხედრო კავშირი გახლდათ,
რომლის უმთავრეს მიზანს იმხანად სსრ კავშირიდან
იუნესკო 1945 წლის 16 ნოემბერს
მომავალი სამხედრო საფრთხის ერთიანი ძალებით შეკავება
დაარსდა.
და მოგერიება წარმოადგენდა.

288
ნატოს საწინააღმდეგოდ საბჭოთა კავშირმა აღმოსავ-
ლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც II მსოფლიო ომის
დასრულების შემდეგ სოციალისტური წყობილება დამყარ-
და, ვარშავის ხელშეკრულების ირგვლივ გააერთიანა.
II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დღის წესრიგში
დადგა ევროპის ქვეყნების გარკვეული ფედერაციის ფორ-
მით, გაერთიანების საკითხი. თუმცა XX ს-ის I ნახევარში
ამავე ქვეყნებს შორის დაპირისპირებამ ორი მსოფლიო ომი ნატო 1949 წლის 4 აპრილს
გამოიწვია. ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილის დაფუძნდა.
გაერთიანება ევროკავშირის ბაზაზე მოხდა.
ევროკავშირს საფუძველი ჩაუყარა „ქვანახშირისა და
ფოლადის ევროპულმა გაერთიანებამ“. 1957 წელს რომში
ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის
დაარსების თარიღად ითვლება. ამ ხელშეკრულებით ახლად
შექმნილ კავშირში იტალია, საფრანგეთი, გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკა, ბელგია და ლუქსემბურგი
შევიდნენ. მოგვიანებით ევროკავშირს ჯერ ინგლისი, დანია,
ვარშავის ხელშეკრულება 1955
ირლანდია, შემდეგ საბერძნეთი და პორტუგალია-ესპანეთი
წელს დაიდო.
შეუერთდნენ.
ევროკავშირის შემდგომ გაძლიერება-გაზრდას ვარშავის
ხელშეკრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლამ შეუწყო
ხელი. ერთიანმა ევროპულმა აქტმა, ისევე, როგორც
მაასტრიხტისა და ამსტერდამის შეთანხმებებმა ევროკავ-
შირის შემდგომ გაფართოებასა და მის წევრებს შორის
ინტეგრაციის პროცესების გაღრმავებას შეუწყო ხელი.
მართლაც, 1995-2004 წლებში ევროკავშირის წევრები
ქვანახშირისა და ფოლადის
გახდნენ ავსტრია, ფინეთი და შვედეთი, მალტა, კვიპროსი;
ევროპული გაერთიანება 1951
აგრეთვე, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები, ისევე
წელს შეიქმნა.
როგორც სამი ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა:
ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ერთხანს ევროკავშირი მზად
იყო თავის რიგებში თურქეთის რესპუბლიკაც მიეღო, მაგრამ დიდი ბრიტანეთი, დანია,
მისი მიღების პროცესი ძალზე გაჭიანურდა და ირლანდია ევროკავშირის
საფიქრებელია, დიდი ხნით გადაიდო. წევრები 1973 წელს გახდნენ.
ვარშავის ხელშეკრულებისა და საბჭოთა კავშირის
დაშლის შემდეგ კომუნისტური ბლოკის ქვეყნები, ისევე საბერძნეთი ევროკავშირს 1981
როგორც ბალტიისპირა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა წელს პორტუგალია და ესპანეთი
ნატოში გაერთიანდა. ნატოს „ახალი გაფართოების“ სახელით კი 1986 წელს შეუერთდნენ.
ცნობილი ეს ხანა 1999-2004 წლებს მოიცავს. ამ პერიოდში
ნატოს შეუერთდა: ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ესტონეთი,
ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და
ბულგარეთი.
ევროკავშირის თავისებურ ალტერნატივად „დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობა“ (დსთ) შეიქმნა, რომელიც ერთიანი ევროპული აქტი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წლის დეკემბერში გაფორმდა 1987 წელს.
გაფორმდა. დსთ-ში 1993 წლიდან საქართველოც შედიოდა.
მალევე აშკარა გახდა, რომ დსთ-ს სახით რუსეთმა კვლავაც
იმპერიის აღდგენა განიზრახა. ასეთ ვითარებაში ამ
თანამეგობრობამ თავისი მიზნები ვერ შეასრულა, და თავისი
მაასტრიხტის შეთანხმებას
წევრი ქვეყნების უშიშროება და საზღვრების უცვლელობა
ხელი მოეწერა 1992 წელს.
ვერ დაიცვა. ამის გამო 2009 წ. ჩვენი ქვეყანა მისი
შემადგენლობიდან გავიდა. ამსტერდამის შეთანხმება
გაფორმდა 1997 წელს.

289
Tavi X

ძვ.წ. 1772 ძვ.წ. 638-558


ბაბილონის მეფე სოლონმა ათენში
ხამურაბმა შეადგინა კანონთა ახალი
კანონთა კრებული . კოდექსი შეიმუშავა

1750 700
ძვ.წ. ძვ.წ.

290
„მოჰკვეთეთ ქურდ კაცსა და
ქურდ ქალს ხელები
საზღაურად იმისა, რაც
მოიხვეჭეს, სანიმუშოდ
ალაჰისაგან. ალაჰი
ძლევამოსილია, ბრძენთა
ბრძენი“. (ყურანი, სურა V, 42
(38).

1948
ყველა ადამიანი იბადება
529 თავისუფალი და თანასწორი
თავისი ღირსებითა და
იუსტინიანეს უფლებებით. მათ
კოდექსი მინიჭებული აქვთ გონება და
გამოქვეყნდა. სინდისი და ერთმანეთის
მიმართ უნდა იქცეოდნენ
ძმობის სულისკვეთებით.
ადამიანის უფლებათა
დეკლარაცია

500 1000 1950

291
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა

ცნებები და ტერმინები პირთა სახელები


ადათობრივი სამართალი დრაკონი
ჩვეულებითი სამართალი იუსტინიანე I
ხამურაბის კანონები ხამურაბი
ტალიონის პრინციპი სოლონი
დრაკონის კანონები მუჰამედი
12 დაფის კანონები ნაპოლეონ I
კოდიფიკაცია თომას ჰობსი
იუსტინიანეს კოდექსი ჯონ უმიწაწყლო
სალიკური სამართალი რამზეს II
ორდალიები ხათუსილ III
შარიათი ადრიანე
ყადი ფარსმანი
ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი დანტე
დიპლომატია პეტრარკა
დიპლომატიური ოქმი ბოკაჩო
დიპლომატიის ფლორენციული სკოლა მაკიაველი
ელჩი
რატიფიკაცია
დიპლომატური ენა
კონტრიბუცია
რეპარაცია
ოკუპაცია
ანექსია
დეპორტაცია
ვერსალის ხელშეკრულება
პარიზის საზავო კონფერენცია
ვესტფალიის ზავი
ვენის კონგრესი

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. როგორ ვითარდებოდა სამართლებრივი აზრი ანტიკური


პერიოდიდან დღემდე?
2. რა არის მთავარი განმასხვავებელი ახალი დროის ანგლო-
საქსონურსა და კონტინენტურ ევროპულ სამართალს
შორის?
3. რომელმა დოკუმენტებმა შეუწყვეს ხელი კანონთა
ლიბერალიზაციის პროცესს ძველი დროიდან დღემდე?
4. რომელმა საერთაშორისო ხელშეკრულებებმა/კონვენციებმა
გამოიწვიეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მსოფლიოს
პოლიტიკურ რუკაზე?
5. რომელმა საერთაშორისო კონვენციებმა მოახდინეს
ზეგავლენა თანემედროვე მსოფლიოს უსაფრთხოებაზე?

292
samarTlisa da
diplomatiis istoria
sarCevi:
§ 1. სამართლის ისტორია
§ 1. სამართლის
სამართლის ისტორია ადამიანის სამართლებრივი აზრო-
ისტორია ...................................293
ვნების, კანონთშემოქმედების, სასამართლო პროცესისა და
§ 2 დიპლომატიის ისტორია...... 307
სამართლებრივი ინსტიტუტების წარმოშობა განვითარებას
სწავლობს.
პირველყოფილი თემური წყობილების ხანაში გვარის
წევრებს შორის დავას მხარეების მიერ არჩეული შუამავლები
— მედიატორები, მხარეების თანხმობითვე წყვეტდნენ.
ისტორიის იმ ხანგრძლივ პერიოდში საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა მხარეს — სათემო მართვა-გამგებლობას,
საოჯახო ურთიერთობებს, თემის წევრებს შორის კონფლიქ-
ტებს ადათობრივი სამართალი აწესრიგებდა. ადათ არაბული
სიტყვაა და ჩვეულებას ნიშნავს. ამიტომ ქართულში ადათო-
ბრივი სამართლის მნიშვნელობით თანდათანობით ტერმინი
ჩვეულებითი სამართალი დამკვიდრდა.
ადათი-ჩვევა ისეთი დაუწერელი სამართლებრივი
ნორმაა, რომელმაც, ხანგრძლივი და მრავალგზის გამოყე-
ნების შედეგად, საზოგადოებაში სავალდებულო ძალა მოი-
პოვა.
სახელმწიფოს წარმოშობასთან ერთად ჩვეულებითი
სამართლის ნორმები კანონებად იქცა. მედიატორების
საქმიანობიდან კი სასამართლო გამოიზარდა და დავების
გარჩევა ისევე, როგორც განაჩენის გამოტანა, საგანგებოდ
არჩეული თუ დანიშნული მოსამართლეების ხელში
გადავიდა.
რა განაპირობებდა და განაპირობებს, ზოგადად,
კანონების მომრავლებას, მათ ცვლას და როგორ ვითარდებოდა
ადამიანის სამართლებრივი აზროვნება? ამ მხრივ,
რამდენიმე ასპექტია თვალში საცემი: უძველესი კანონთა
კოდექსებიდან დღემდე განვითარება, ერთი მხრივ,
დანაშაულის სახეების და, მეორე მხრივ, სასჯელის სახეების
სუსტი გამიჯვნიდან სულ უფრო დეტალიზაციისა და
დიფერენციაციისაკენ მიემართებოდა. იმავდროულად,
აშკარაა ზოგადი ტენდენცია არაჰუმანური და სასტიკი
კანონების უფრო ჰუმანური კანონებით შეცვლის. თუმცა
ამ მხრივ, როგორც ქვემოთაც ვნახავთ, პროცესის
მიმართულების საილუსტრაციოდ აგებული გრაფიკი
სწორხაზოვანი როდი გამოგვივა. ის კვლავაც მრუდის სახით
წარმოგვიდგება, სადაც ყოველ წინსვლას, გარკვეული
ჩავარდნა ახლავს, თუმცა საბოლოოდ მრუდი მაინც
აღმავალი იქნება. სამართლებრივი აზრის განვითარების
კვალდაკვალ სასამართლო, ანუ სასამართლო პროცესიც
ვითარდებოდა.

293
პირველი სამართლებრივი აქტები ჯერ კიდევ ძვ. წ. III
ათასწლეულიდან შუმერების წერილობითმა ძეგლებმა
შემოგვინახა. კანონთა პირველი კრებული კი, რომელმაც
სრული სახით დღემდე მოაღწია ბაბილონის მეფის
ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVIII ს-ის შუა წლებში შედგენილი
კოდექსია. ის ხამურაბის კანონების სახელითაა ცნობილი.
კოდექსი ძველი ბაბილონის სამეფოს სამართლის
წარმოებას ეხება; აწესრიგებს სამოქალაქო და სისხლის
სამართლის ისეთ მხარეებს, როგორიცაა საკუთრება და მისი
დაცვა, მემკვიდრეობის გადაცემა, მზითვი, ქორწინება და
საოჯახო სამართალი, ცილისწამება, ქურდობა-ყაჩაღობა,
სესხის აღება და ვალის გასტუმრება, სახელმწიფოს მიმართ
სამხედრო ვალდებულების შეუსრულებლობა, მკვლელობა,
დასახიჩრება და სხვ. კოდექსი სულ 282 მუხლისაგან
შედგება., იმ დროს, როდესაც საქართველოს სამოქალაქო და
სისხლის სამართლის კოდექსი დღეს ცალ-ცალკე ათასზე
ხამურაბის კოდექსის ბაზალტის
მეტი მუხლის შემცველია.
სვეტზე ამოკვეთილი ტექსტი
1901 წელს დღევანდელი
სპარსეთის ტერიტორიაზე ფრანგ რატომ? — ისმის კითხვა — განა ადამიანი იმ ხანად
არქეოლოგთა ექსპედიციამ ნაკლებ დანაშაულს ჩადიოდა?
ძველაღმოსავლური ელამის საქმე ისაა, რომ ხამურაბის ხანის ბაბილონის
სახელმწიფოს დედაქალაქის, საზოგადოება ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების
ნაქალაქარ სუზას გათხრების ფრიად პრიმიტიულ დონეზე იმყოფებოდა, რაც იმ დონის
დროს აღმოაჩინა. ამათგან შესაბამის მარტივ საზოგადოებრივ სტრუქტურას და
ბაზალტის სვეტზე ზოგიერთი პრიმიტიულ სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს
მუხლი წაშლილი აღმოჩნდა.
განაპირობებდა. ხამურაბის დროს არც დიდი ქარხნები და
მიუხედავად ამისა, მათი
კორპორაციები იყო, არც ბანკები თუ სხვა საფინანსო
აღდგენა ძველი აღმოსავლეთის
მწერლობის სხვადასხვა დაწესებულებები, თანამედროვე გაგებით, არც სახელმწიფოს
ძეგლებში დაცული ამ კოდექსის ბიუჯეტი არსებობდა, არც უნივერსიტეტები, საავადმყოფოები,
ცალკეული ფრაგმენტების სადაზღვევო თუ სხვა სახის კომპანიები.
მიხედვით მოხერხდა. ეს ჩამონათვალი დაუსრულებლად შეიძლება გავზარდოთ.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ ადამიანი ვერ ჩაიდენდა
დანაშაულს საზოგადოებრივი ცხოვრების არარსებულ
ხამურაბმა თავის კანონთა სფეროებში. სულ ახლო წარსულიდან შეიძლება მარტივი
კრებულზე მუშაობა მაგალითის მოყვანა: სანამ არ იყო ინტერნეტი, არც „ჰაკერები―
დაახლოებით ძვ. წ. 1772 წელს
იყვნენ და არც „ჰაკერის― დამსჯელი კანონი.
დაასრულა.
კანონი ბუნებრივია აფიქსირებს და არეგულირებს
გარკვეულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს ისტორიის
კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც საზოგადოება ნელა

amonaridi xamurabis kanonebidan

• უკეთუ კაცი სასამართლოში დანაშაულის მოწმედ გამოვიდა და თავისი ნათქვამი ვერ დაამტკიცა,
თუკი ეს სიცოცხლის საქმეა, ეს კაცი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
• უკეთუ კაცმა ღმერთის, ანდა სასახლის ქონება მოიპარა, ეს კაცი უნდა მოკვდეს, და ვინც ნაპარავი მისი
ხელიდან მიიღო, ისიც უნდა მოკვდეს.
• უკეთუ კაცმა ანდა ვერცხლი, ანდა ოქრო, ანდა მონა… ანდა სხვა რამ კაცის შვილისაგან ან კაცის
მონისაგან მოწმეების ან საბუთის გარეშე იყიდა, ან შესანახად მიიბარა, ეს კაცი ქურდია და სიკვდილით
უნდა დაისაჯოს.
• უკეთუ კაცმა ანდა ხარი, ანდა ცხვარი, ანდა ღორი, ანდა ნავი მოიპარა, თუ ეს საქონელი ტაძრის ან
სასახლისაა, ოცდაათმაგად უნდა ზღოს; თუ მუშქენისაა, ერთიათად უნდა ზღოს. თუკი ქურდს
გადასახდელად არაფერი აბადია, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

294
ვითარდება, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ტექნო-
ლოგიები და მასზე დაფუძნებით კი სოციალურ-ეკონო-
მიკური ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში ფრიად
ნელა იცვლება. შესაბამისად, კანონებიც თითქმის უცვლელი
რჩება. მართლაც, ხამურაბის შემდეგაც, კიდევ ათ საუკუნეზე
მეტი ხნის განმავლობაში, ბაბილონის საზოგადოება კვლავაც
იმავე კანონებით ცხოვრობდა. იმისთვის, რომ უკეთ
მიხვდეთ რისი თქმაც გვინდა, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ
ცხოვრებას დღეს XI ს-ის ბაგრატ კურაპალატის სამართლის
წიგნი არეგულირებდეს.
ამგვარად, კანონების მომრავლება და მათი გაშლა, ანუ
თითოეული მუხლის კიდევ მრავალ შესაძლო ვერსიად
დანაწილება საზოგადოებრივი სტრუქტურისა და ურთიერ-
თობების გართულება-განვითარების, ადამიანისა და ზოგა-
დად საზოგადოების საქმიანობის სფეროების გამრავალ-
ფეროვნების შედეგია. ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვან-
წილად ტექნოლოგიურ ცვლილებებს ეფუძნება.
საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კანონები
უცვლელია უძრაობის პერიოდებში და, სწრაფ და ძირეულ
ცვლილებებს განიცდის რევოლუციურ ეპოქებში.
უძველეს კანონებს თანამედროვე კანონებიდან დანაშაულისა ხამურაბის კანონების სტელა
და სასჯელის სუსტი დიფერენციაცია და სასჯელის
უპრეცენდენტო, არაადამიანური სიმკაცრეც გამოარჩევს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა
უძველესი კანონთა კოდექსი, გამოიზარდა რა ტომის თუ თემის
ჩვეულებითი სამართლიდან, მოქმედებს დამნაშავისათვის
სამაგიეროს მიზღვევის პრინციპით, რაც დამნაშავისთვის იმავე
ზიანის მიყენებას გულისხმობს, რაც მან თავის მსხვერპლს
მიაყენა და რასაც ტალიონის პრინციპს უწოდებენ.
მაგალითად, ხამურაბის კოდექსში ვკითხულობთ:
„თუ კაცმა კაცის შვილს თვალი ამოუგდო, მასაც უნდა
ამოუგდონ თვალი.
თუ კაცს ძვალი მოსტეხა, მასაც უნდა მოსტეხონ ძვალი.
თუ კაცმა თავის სწორ კაცს კბილები ჩაუმტვრია, მასაც
უნდა ჩაუმტვრიონ კბილები―.
ზემოთ ხამურაბის კოდექსის ერთი ფრაგმენტია
მოთავსებული, რომლის გაცნობის შემდეგ უფრო ადვილი
გასაგები ხდება, თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც
დანაშაულის და სასჯელის სუსტ დიფერენციაციაზე

• უკეთუ კაცმა ანდა ხარი, ანდა ცხვარი, ანდა ღორი, ანდა ნავი მოიპარა, თუ ეს საქონელი ტაძრის ან
სასახლისაა, ოცდაათმაგად უნდა ზღოს; თუ მუშქენისაა, ერთიათად უნდა ზღოს. თუკი ქურდს
გადასახდელად არაფერი აბადია, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
• უკეთუ კაცმა სახლში შესაპარავად ხვრელი გათხარა, ამ ხვრელის წინ უნდა მოკლან და ჩამოკიდონ.
• უკეთუ კაცმა მძარცველობა ჩაიდინა და შეიპყრეს, ეს კაცი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
• უკეთუ ვინმეს სახლში ცეცხლი გაჩნდა და ჩასაქრობად მისულმა კაცმა სახლის პატრონის ჭურჭელს
თვალი დაადგა და სახლის პატრონის ჭურჭელი წაიღო, ეს კაცი ცეცხლში უნდა ჩააგდონ.
• უკეთუ რედუ ანდა ბაირი, რომელსაც სამეფო ლაშქარში გასვლა ებრძანა, არ გავიდა ან ქირისკაცი
დაიქირავა და თავის ნაცვლად გაგზავნა, ეს რედუ ანდა ბაირი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
• უკეთუ მიკიტანი ქალი სასმელის საფასურში ხორბალს არ იღებს, ვერცხლს დიდი საწონით იღებს
ანდა სასმელის ღირებულებას ხორბლის ღირებულების მიმართ ამცირებს, ეს სირაჯი ქალი უნდა
ამხილონ და წყალში გადააგდონ.

295
ვსაუბრობთ. მართლაც, როგორც ვხედავთ, დანაშაული
მძიმეა თუ ნაკლებად მძიმე, სასჯელი ერთია —
სიკვდილით დასჯა.
იგივე ვითარება გვაქვს ძველ საბერძნეთშიც. ისტორიული
ტრადიციის თანახმად, ათენში პირველი კანონთა კოდექსი
დრაკონმა შეადგინა.
დრაკონი ათენის პირველ ამ კანონებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა ძველი
კანონმდებლად ითვლება. მან ბერძენი სწავლულების გადმოცემით, ეს კანონები ისეთი
თავისი კანონები ათენის ქალაქ- მკაცრი იყო, რომ თითქმის ყოველგვარი დანაშაულისთვის
სახელმწიფოსათვის დაახლ. ძვ. წ. სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. ასე განსაჯეთ,
622-621 წელს. შექმნა. ზარმაცობაში მხილებულნიც კი, მწვანილისა და ხილის
დრაკონს ჰკითხეს: ყოველგვარი
ქურდებზე რომ არაფერი ვთქვათ, სიკვდილით ისჯებოდნენ.
დანაშაულისთვის სიკვდილით
შემდგომი ხანის ბერძნები ხუმრობდნენ, რომ დრაკონმა
დასჯა რატომ დააწესეო, მან კი
უპასუხა: „მცირე დანაშაულებანი, თავისი კანონები მელნით კი არა სისხლით დაწერაო.
ჩემი აზრით, სიკვდილით დიდმა ბერძენმა სახელმწიფო მოღვაწემ სოლონმა,
დასჯის ღირსნი არიან, მსხვილ რომელიც ათენში არქონტად აირჩიეს, დრაკონის კანონები
დანაშაულთათვის კი უფრო გააუქმა და სიკვდილით დასჯა მხოლოდ მკვლელობისათვის
დიდი სასჯელი ვერ მოვიგონე―. დატოვა.
სოლონმა ათენისთვის კანონთა ახალი კოდექსი
დღესაც, როდესაც უნდათ შეიმუშავა, რომელიც, მისი ბრძანებით, ხის თექვსმეტ დაფაზე
კანონის სიმკაცრეს გაუსვან ხაზი, ამოკვეთეს. თუმცა, ამ კოდექსის ტექსტმაც დღემდე ვერ
დრაკონული კანონიაო, იტყვიან.
მოაღწია.
ადამიანის სამართლებრივი აზროვნების განვითარება
შეუწყნარებლობიდან და სისასტიკიდან — შემწყნარებლო-
ბისა და ჰუმანურობისაკენ ბიბლიაშიც აისახა. თუ ძველ
აღთქმას წითელ ხაზივით გასდევს პრინციპი: „თვალი
თვალის წილ, კბილი კბილისა წილ―, ქრისტეს მოძღვრებაში
უკვე სრულიად განსხვავებულ ფილოსოფიას ვხვდებით.
ანტიკურმა სამართლებრივმა აზროვნებამ მწვერვალს
რომის სახელმწიფოში მიაღწია. თავდაპირველად, რომშიც
ადათობრივი სამართალი მოქმედებდა. პირველი რომაული
სამართლებრივი კოდექსი ძვ.წ. V ს-ის შუა წლებში სოლონის
კანონთა კოდექსის მიბაძვით შეიქმნა და 12 დაფაზე
ამოიკვეთა. ამიტომ ის ისტორიაში „12 დაფის კანონთა―
სახელით შევიდა.
„თორმეტი დაფის კანონების― მიღების შემდეგ რომის
რესპუბლიკაში კანონშემოქმედებითი საქმიანობა არ
შეწყვეტილა. ის როგორც რესპუბლიკის, ისე იმპერიის
სოლონი ხანაში გრძელდებოდა. რომის იმპერიის ხანაში დიდი
ძვ. წ. 638-558 მნიშვნელობა შეიძინეს არა მარტო იმპერატორების მიერ
მიღებულმა კანონებმა, არამედ ცნობილი იურისტების
ნაშრომებმა, რომლებშიც რომის სამართლის არაერთი
მუხლის კომენტარები იყო გადმოცემული.
VI ს-ში აღმოსავლეთ რომის, ანუ ბიზანტიის
კოდიფიკაცია — კანონთა და
საერთოდ, ნორმატიული აქტების იმპერატორმა იუსტინიანე I-მა რომის სამოქალაქო
გადამუშავება და ერთ სისტემაში სამართლის საბოლოო კოდიფიკაცია ანუ სისტემატიზაცია
მოყვანა. მოახდინა. საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ მუშაობა
ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყო.

296
უპირველეს ყოვლისა, გადაამუშავეს რომის
იმპერატორების გამოცემული კანონები და ამ კანონებში
ყველაზე მნიშვნელოვანი და ცხოვრებისეული ამოარჩიეს.
კომისიამ, აგრეთვე, ყურადღებით შეისწავლა III-IV სს-ის
რომის ცნობილი იურისტების შედგენილი რომის კანონთა
კრებულები და იმპერატორ თეოდოსიუსის კოდექსი. ასე იუსტინიანეს კოდექსის პირველი
შედგა სამართლის კოდექსი, რომელსაც იუსტინიანეს რედაქცია 529 წ. გამოქვეყნდა,
კოდექსი ეწოდა. თუმცა ამ კოდექსმა
იუსტინიანეს კოდექსზე მუშაობის პარალელურად დასრულებული სახე II
მუშაობა რომაელი იურისტების ნაშრომებზეც მიმდინარეობდა. რედაქციის დროს მიიღო,
საგანგებო კომისიამ მოკლე ხანში რომაელი იურისტების 2 რომელიც 534 წ. გამოქვეყნდა
ათასი ნაშრომი შეისწავლა და მათგან საუკეთესო ნაწილები
ამოარჩია.
ასე შეიქმნა რომაელი იურისტების ნაშრომების კრებული. რომაელი იურისტების
იუსტინიანეს სასამართლო რეფორმა მომავალი იურისტებისთვის ნაშრომების კრებული.
სახელმძღვანელოს შედგენასაც ითვალისწინებდა. იუსტინიანეს მითითებით
ამ სახელმძღვანელოს ინსტიტუციები, ანუ გზაზე შექმნილ ამ კრებულს
დაყენება ეწოდა. სახელმძღვანელოში მოყვანილ ნორმებს ლათინურად —„დიგესტა― —
კანონის ძალა მიენიჭა. „იუსტინიანეს კოდექსის―, შეკრული, სისტემატიზებული,
„დიგესტის―, ანუ „პანდექტების― და „ინსტიტუციების― ბერძნულად კი „პანდექტები― —
შედგენით იუსტინიანეს სამართლის რეფორმის ძირითადი ყოვლის მომცველი — ეწოდა.
„დიგესტა― ანუ „პანდექტა― 7
ეტაპი დასრულდა.
განყოფილებისგან და 50
იუსტინიანე I-ის გარდაცვალების შემდეგ ამ
წიგნისგან შედგებოდა, სადაც
იმპერატორის მიერ შედგენილ კრებულს კიდევ ერთი ნაწილი რომის 39 საუკეთესო იურისტის
— იუსტინიანეს ნოველები, ანუ კანონები დაემატა, ნაშრომებიდან ყველაზე
რომელშიც, როგორც სათაურიდანაც ჩანს, საკუთრივ მნიშვნელოვანი ადგილები იყო
იუსტინიანე I-ის მიერ გამოცემული „ნოველები―, ანუ ამოკრებილი.
კანონები შევიდა.
იუსტინიანეს სამოქალაქო სამართლის კოდექსმა
სამოქალაქო სამართლის განვითარების საქმეში უდიდესი
როლი ითამაშა. თანდათანობით ეს კოდექსი დასავლეთ
ევროპის ქვეყნებში გავრცელდა, სადაც XII ს-ში კორპუს
იურის ცივილუს, ანუ სამოქალაქო სამართლის კოდექსი
ეწოდა.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ,
გამარჯვებულმა გერმანელებმა ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე
თავიანთი სახელმწიფოები დააარსეს და თავიანთი სამართალი
დაამკვიდრეს. ლათინურ ენაზე შედგენილმა ამ სამართლის
წიგნებმა დღემდე მოაღწიეს. მათ შორის ყველაზე მეტი
სისრულით ფრანკების სალიკური სამართალი გამოირჩევა.
გერმანულმა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის
სამართალმა რომის სამართლის, აგრეთვე, საეკლესიო
სამართლის გავლენა განიცადა. V-VI სს-ში დასავლეთ
ევროპაში გერმანელების მიერ მოტანილი სოციალური წყობა
რომის საზოგადოებაზე ბევრად უფრო პრიმიტიული იყო,
ამიტომ მათ სამართალში რომის სამართლის უმნიშვნელოვანესი
პრინციპები ნაკლებად აისახა.
გერმანელებმა დასავლეთ ევროპის ახლად შექმნილ
Corpus Iuris Civilis
სახელმწიფოებში რომის სამართლისთვის სრულიად ახალი

297
ორი პრინციპი შემოიტანეს: 1. სალიკური სამართლის და
საერთოდ V-IX სს-ის ყველა გერმანული სამართლის
უმთავრესი პრინციპი იყო ის, რომ მეფის და ეკლესიის
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოკლებით, ყველა
დანაშაულის გამოსყიდვა ჯარიმით შეიძლებოდა. ყველაზე
მძიმე დანაშაულად ადამიანის მკვლელობა ითვლებოდა,
სხვა დანაშაულზე ჯარიმა მკვლელობაზე დაწესებული
საზღაურის ოდენობიდან დაიანგარიშებოდა, ამიტომ
ჯარიმით დანაშაულის გამოსყიდვას ვერგელდი, ანუ
სისხლის ფასი ეწოდებოდა. 2. ფეოდალურ საზოგადოებაში
პიროვნების ადგილი მისი წოდების მიხედვით
განისაზღვრებოდა, ამიტომ უბრალო ადამიანის სისხლის
ფასი ფეოდალურ კიბეზე მაღლა მდგომ პიროვნებაზე
ბევრად უფრო დაბალი იყო.
სასამართლოში საქმე მხოლოდ დაზარალებული მხარის
საჩივრის შემდეგ აღიძვრებოდა. საქმის განსჯის დროს
დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ორდალიებს, ანუ
ბრალდებულის გამოცდას ადუღებულ წყალში ხელის
ჩაყოფით თუ გავარვარებული რკინის ნაჭრის ხელში აღებით
და ა.შ. ითვლებოდა, რომ, თუ ბრალდებული უდანაშაულო
იყო, ასეთ შემთხვევაში საგანგებოდ შეხვეული ხელი დროზე
ორდალიები - გამოცდა ცეცხლით, მოურჩებოდა. საქმის განხილვის დროს დიდ მნიშვნელობას
წყლით და ა.შ. ასეთ დროს
ანიჭებდნენ მხარეების დაფიცებას. დიდგვაროვნებში
დამნაშავე განისაზღვრებოდა
დასახიჩრების ხარისხის ბრალდებულს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად
მიხედვით. ორდალიების ბრალმდებელი შეეძლო ორთაბრძოლაში გამოეწვია.
განხილვა არ შეიძლება როგორც X-XI სს-დან მოყოლებული დასავლეთ ევროპის ქვეყნების
სასჯელის სახე. ეს იყო „ღვთიური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება სწრაფი ტემპით
სამართალი―, ჭეშმარიტების წარიმართა. კვლავაც აღორძინდა ანტიკურობისა და შუა
დადგენის პროცესი, რაც
საუკუნეების მიჯნაზე დაკნინებული ვაჭრობა და ხელოსნობა.
ემყარებოდა იმის რწმენას, რომ
გამოცოცხლდა ძველი და წარმოიშვა მრავალი ახალი ქალაქი,
ღმერთი თავის ნიშანს დაასვამდა
ჭეშმარიტ დამნაშავეს. რომლებიც მალევე ვაჭრობისა და ხელოსნობის უმნიშვნელოვანეს
ცენტრებად იქცნენ. საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა
მხარეების განვითარების კვალდაკვალ პრიმიტიული გერმანული
სამართალი, რომელიც პირველყოფილი თემური წყობილებისა
და ახლად დაწყებული სახელმწიფოებრიობის გასაყარზე მყოფი
საზოგადოების წიაღში შეიქმნა, ბუნებრივია, საზოგადოების
ცხოვრების ახალ, გართულებულ და გამრავალფეროვნებულ
მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა. ამიტომ XII-XIII სს-დან
კანონმდებლებმა რომის სამართლიდან რეცეპციას, ანუ
სესხებას მიმართეს. ცალკეული ქალაქების სამართლის,
სავაჭრო კოდექსის და ა.შ. შექმნისას იურისტებს „რომის
სამართლიდან― ცალკეული მუხლები და მთელი თავებიც კი
ახლად შექმნილ სამართლის წიგნებში გადაჰქონდათ.

მუსლიმური სამართალი. აღმოსავლეთის ქვეყნების


სამართლის განვითარებაში დიდი როლი მუსლიმურმა
რელიგიამ ითამაშა. მუსლიმურ სამართალს შარიათი

298
ეწოდება. ის ყურანის საფუძველზე შემუშავდა. ჩვენ ამაოდ
დავიწყებდით შარიათის სახელწოდების ერთიანი „შარიათი― არაბული სიტყვიდან
მუსლიმური კანონთა კრებულის ძებნას, რადგან ასეთი „შარია―-დან მოდის და ამ ენაზე
მუსლიმებისათვის ნათელ,
კანონთა კრებული არასოდეს არ შექმნილა. შარიათი
ჭეშმარიტ, სამოთხისკენ მიმავალ
მუსლიმთა სავალდებულო ქცევის წესებისა და ნორმების, გზას, ან კიდევ ქცევის წესებს
ისევე როგორც კანონების ერთობლიობაა, რომელსაც ნიშნავს.
ყოველი მუსლიმი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა
იცავდეს.
შუა საუკუნეების მუსლიმურ სახელმწიფოებში ქრისტიანი
თუ ებრაელი ქვეშევრდომები კანონის წინაშე პასუხს
ძირითადად თავიანთი სამართლის მიხედვით აგებდნენ.
არამუსლიმებისათვის ეს სამართალი სავალდებულო მხოლოდ
მაშინ ხდებოდა, როდესაც საქმე მათსა და მუსლიმებს შორის
დავას ეხებოდა.
მუსლიმურ საზოგადოებაში განაჩენი მოსამართლეს —
ყადის გამოჰქონდა. ყადი არაბული კადა-დან მოდის და
სიტყვა-სიტყვით საქმის გადაწყვეტას, განსჯას ნიშნავს. ყადს
თავდაპირველად არაბთა ხალიფა ნიშნავდა. სახალიფოს
დაშლისა და დამოუკიდებელი მუსლიმური სახელმწიფოების
ჩამოყალიბების შემდეგ ყადის შესაბამის სახელმწიფოთა
მბრძანებლები: ემირები, შაჰები, ხანები, ყაენები, ხონთქრები,
სულთნები და ა.შ. ნიშნავდნენ.
შარიათში რელიგიურ ნორმებთან და წესებთან ერთად
გადმოცემულია სახელმწიფო, სამოქალაქო, სისხლის
სამართლის და პროცესუალური სამართლის ნორმებიც.
ჩვენამდე მოღწეული სახით შარიათი მაშინვე არ დამნაშავე ქალაქ მაარის ყადის
შექმნილა, მან VII-XII სს-ში ჩამოყალიბების გრძელი და წინაშე შეწყალების თხოვნით .
თავისებური გზა განვლო. თავდაპირველად შარიათი მხოლოდ არაბული მინიატურა
მუსლიმთა წმიდა წიგნებს — ყურანსა და სუნას ეყრდნობოდა. 1334
თავდაპირველად, მუსლიმი მოსამართლეები ვალდებულნი
იყვნენ საქმის გარჩევის დროს ყურანში დაცული სამართლის
ნორმებით ეხელმძღვანელათ. მალე აღმოჩნდა, რომ ყურანი არ

ხელნაწერი გვერდი ყურანიდან. VII საუკუნე.

299
იყო საკმარისი მუსლიმურ საზოგადოებაში სამართლებრივ
ურთიერთობათა მოწესრიგებისათვის. ამის მიზეზი ის იყო, რომ
მუსლიმთა წმინდა წიგნი ძირითადად ლოცვების, ქადაგებების,
რელიგიური და მორალური პასაჟებისგან შედგება, ხოლო
საკუთრივ სამართლის ნორმებს შედარებით მცირე ადგილი
ეთმობა. ასე რომ, მხოლოდ ყურანზე დაყრდნობით კონკრეტული
სამართლებრივი საქმის განხილვა საკმაოდ ძნელი და ხშირად
შეუძლებელიც აღმოჩნდა. აუცილებელი გახდა მუსლიმური
სამართლის ახალი წყაროების გამოძებნა, რომელიც მუსლიმურ
სამართალს ახალი, ცხოვრებისათვის აუცილებელი ნორმებით
გაამდიდრებდა.
მუსლიმური სამართლის ნორმების შემუშავებაში
დიდი წვლილი მიუძღვით მუჰამედის თანამებრძოლებსა და
იმავდროულად მის შემდგომ ხალიფებს, რომლებმაც უკვე
სუნაზე დაყრდნობით მუსლიმური სამართლის მრავალი
ნორმა შექმნეს.
მუსლიმური სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს
წყაროს წინამუსლიმური პერიოდის არაბთა ჩვეულებითი,
იგივე ადათობრივი სამართალიც წარმოადგენს. მუსლიმმა
სამართლმცოდნეებმა მიიჩნიეს, რომ სამართალში შეიძლებოდა
გამოეყენებინათ ადათობრივი სამართლის ყველა ის ნორმა,
რომელსაც ყურანი არ კრძალავდა.
VII-X საუკუნეებში მუსლიმი სამართალმცოდნეების
რამდენიმე თაობამ „ყურანის―, „სუნას― და ადათის საფუძველზე
იმ დროისათვის საკმაოდ მწყობრი სამართლებრივი სისტემა
ჩამოაყალიბა. ეს სამართალმცოდნეები მუსლიმური სამართლის
რამდენიმე სკოლად ჩამოყალიბდნენ, რომელიც ყურანისა და
სუნას ბუნდოვანი ან წინააღმდეგობრივი ადგილების
განსხვავებულ სამართლებრივ ინტერპრეტაციას იძლეოდნენ.
ყოველივე ამას მომავალში ისლამის ერთიანობისათვის
სერიოზული საფრთხე შეიძლება შეექმნა. ამიტომ XI საუკუნის
დასაწყისიდან სამართლის საკითხების გასარკვევად
უშუალოდ ყურანისადმი და სუნასადმი მიმართვა
მოსამართლეებს აეკრძალათ. ასე რომ, X-XI საუკუნეების
მიჯნაზე მუსლიმური სამართლის შექმნა-განვითარების
პროცესი დასრულდა. ამის შემდეგ სასამართლო საქმეში
განაჩენის გამოტანის დროს ყადებს მუსლიმური სამართლის
ერთ-ერთ აღიარებულ სკოლაში შედგენილი სამართლებრივი
კრებულით უნდა ეხელმძღვანელათ.
მუსლიმური სამართალი XI საუკუნისათვის, ანუ
საბოლოოდ ჩამოყალიბების ხანისათვის ქრისტიანული
სამართლისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ამას
მოწმობს მისი ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად,
ისლამური საზოგადოების ყველა წევრი თანასწორია კანონის
წინაშე. ამ მხრივ, ერთადერთ გამონაკლისს მუჰამედის
პირდაპირი შთამომავლები (შარიფები, სეიდები) წარმოადგენენ,

300
რომელთაც სამართლებრივი თვალსაზრისით მცირე
პრივილეგიები აქვთ.
იმავდროულად, უნდა ითქვას, რომ კანონის წინაშე ასეთი
თანასწორობა შუა საუკუნეების მუსლიმურ საზოგადოებაში
მხოლოდ თეორიაში არსებობდა. თანაც, ისლამური სამართალი
სრულ უფლებებს მხოლოდ საზოგადოების ერთ ნაწილს,
თავისუფალ მუსლიმ მამაკაცს ანიჭებს. შუა საუკუნეების
მუსლიმურ საზოგადოებაში არამუსლიმები (ზიმიები), მონები
და ქალები უფლებაშეზღუდულნი ან კიდევ სრულიად
უუფლებონი იყვნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სამართალი მუსლიმის
მონად ქცევას კრძალავდა. მუსლიმური სამართალი არ იცნობს
სავალო მონობას და მუსლიმებს საკუთარი შვილების მონად
გაყიდვას უკრძალავს. ამასთანავე უნდა ვიცოდეთ, რომ
ისლამური სამართლის მიხედვით, მონის განთავისუფლება
ღვთისათვის სასურველ საქმედ ითვლება. ამაში მუსლიმებს
პირველი მაგალითი მუჰამედმა მისცა. იგი მონებს ხშირად
ათავისუფლებდა, რაც სულის ხსნისა და ცოდვების გამოსყიდვის
საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. ისლამურ სამართალში
ზოგიერთი კანონის დარღვევისათვის სასჯელის ფორმად
მონანიება იყო დაწესებული, რაც ხშირად მონების გააზატებაში
გამოიხატებოდა. ასევე შეზღუდული იყო ქალის სტატუსი
ისლამური სამართლის მიხედვით, რაც პირველ რიგში
მუსლიმურ საოჯახო სამართალში გამოიხატა.

მუსლიმური საოჯახო სამართალი ქრისტიანული


საეკლესიო სამართლისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ქრისტიანული საეკლესიო სამართლის მიხედვით, ქორწინება
(ჯვრის წერა) რელიგიურ საიდუმლოდ ითვლება. ეს
სამართალი ერთქორწინების პრინციპს მტკიცედ იცავს და
განქორწინება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია დაშვე-
ბული. ამისაგან განსხვავებით, ისლამური ქორწინება მხო-
ლოდ სამოქალაქო გარიგებაა. მამაკაცს უფლება აქვს
ერთდროულად 4 ცოლი და მხევლების განუსაზღვრელი
რაოდენობა ჰყავდეს. თუ მამაკაცს უკვე ოთხი ცოლი ჰყავს, მას
მუსლიმური სამართლის მიხედვით, შეუძლია ერთ-ერთ
ცოლს გაშორდეს და სხვა ცოლი მოიყვანოს. ისლამის
მიხედვით, ქორწინება ღვთისთვის სასურველი ქმედებაა და
მუსლიმის რელიგიურ მოვალეობას წარმოადგენს. მუსლიმები
დღესაც ცდილობენ თავიანთი შვილები რაც შეიძლება ადრე
დააქორწინონ, ამიტომ მუსლიმურ საზოგადოებაში შინაბერებს,
ბერბიჭებს იშვიათად შეხვდებით. ამასთან ერთად, მუსლიმური
სამართლის მიხედვით, მუსლიმ მამაკაცს მხოლოდ მაშინ აქვს
ქორწინების უფლება, თუ მას სათანადო დონეზე ცოლის
მატერიალური უზრუნველყოფა შეუძლია. ამიტომ, მუსლიმურ
საზოგადოებაში მრავალცოლიანობა მხოლოდ მდიდარ
მუსლიმურ ოჯახებში იყო გავრცელებული.

301
ისლამურ სამართალში ქორწინება კანონიერად ითვლება
თუ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება;
ორივე მხარის თანხმობით დადებულია საქორწინო
მაჰრი არის საჩუქარი, ქონება, ხელშეკრულება, განსაზღვრულია მაჰრი.
რომელიც ქმარმა ცოლს უნდა
ისლამური სამართლის მიხედვით, ქალის საქორწილო
გადასცეს. ამ საჩუქრის
რაოდენობა აუცილებლად უნდა ასაკი ძირითადად 13-17 წლამდე მერყეობს, მამაკაცის —15-
იყოს აღნიშნული საქორწინო 18 წლამდე. უფრო ადრე მუსლიმური ნორმების მიხედვით,
ხელშეკრულებაში. ქალის 9 წლიდან გათხოვებაც შეიძლებოდა.
ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად უპირველეს
ყოვლისა სისხლით ნათესაობა ითვლება. ამ მხრივ
შეზღუდვა ძალზე დიდი არ არის. ქორწინების აკრძალვა
მხოლოდ და-ძმას შეეხება. მუსლიმს უფლება აქვს ცოლად
სხვა რელიგიის ქალი მოიყვანოს, მაგრამ ეს უფლება მუსლიმ
ქალზე არ ვრცელდება.
ყურანის მიხედვით, მამაკაცი უფლებრივად ქალზე
მაღლა დგას და ცოლი მას უნდა დაემორჩილოს. როგორც
ავღნიშნეთ, ისლამური სამართალი განქორწინების ნებას
იძლევა. ამ მხრივ მეტი უფლებები განქორწინებისათვის
ქმარს გააჩნია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში განქორწინების
მოთხოვნა ცოლსაც შეუძლია.
მუსლიმურ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის
გარჩევა ოპერატიულად და მარტივად ხდება. ყადი
(მოსამართლე) ამავე დროს ბრალმდებლის ფუნქციასაც
ასრულებდა. აბასიდების ხანაში საგანგებო პოლიცია შურტა
შეიქმნა, რომელიც მკვლელობების საქმეს იძიებდა. ასეთი
პოლიციის უფროსს საჰიბ აშ-შურტა ეწოდებოდა. სასამართლოში
ბრალდება დამტკიცებულად ითვლებოდა თუ ბრალდებული
ყოველგვარი ძალდატანების — წამების გარეშე ოთხ ერთმანეთს
მიყოლებულ სასამართლო პროცესზე დანაშაულს 4-ჯერ
აღიარებდა. ამის გარდა, ბრალდება დამტკიცებულად
ითვლებოდა თუ ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ორი
მოწმე მისცემდა. თუ მრუშობის საქმე განიხილებოდა, მაშინ
სულ ცოტა ოთხი მამაკაცის ჩვენება იყო აუცილებელი. ქალის
ჩვენება მამაკაცის ჩვენების ნახევრის ტოლად ითვლებოდა. თუ
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა, მაშინ ფიცი
გამოიყენებოდა. დაფიცებაზე უარის თქმა ბრალდების
აღიარებას უდრიდა. მკვლელობის შემთხვევაში აუცილებელი
იყო 50 მამაკაცის დაფიცება, რომლებიც მკვლელობის
ადგილთან ახლოს ცხოვრობდნენ.
ყველაზე მძიმე დანაშაულებად ქურდობა, ყაჩაღობა,
მრუშობა, ისლამის და სახელმწიფოს ღალატი ითვლებოდა.
ქურდობისათვის სასჯელს ჯერ კიდევ ყურანი ითვალისწინებს:
„მოჰკვეთეთ ქურდ კაცსა და ქურდ ქალს ხელები საზღაურად
იმისა, რაც მოიხვეჭეს, სანიმუშოდ ალაჰისაგან. ალაჰი
ძლევამოსილია, ბრძენთა ბრძენი―. (ყურანი, სურა V, 42(38).
მუსლიმური სამართლის სკოლების უმეტესობა
თვლიდა, რომ ასეთი მძიმე სასჯელით სრულწლოვანი,
თავისუფალი, ჯანსაღი ფსიქიკის პირი უნდა დასჯილიყო.

302
ქურდობისთვის ისჯებოდა ის ვინც კერძო პირს ან კიდევ
სახელმწიფოს მოპარავდა.
დამნაშავისთვის ქურდობის ბრალდებით ხელის
მოსაკვეთად მოპარული ნივთის ღირებულება გარკვეულ
მინიმუმზე მაღალი უნდა ყოფილიყო. ხელის მოკვეთა არ
ეკუთვნოდა იმ მუსლიმს, რომელიც მუსლიმისთვის
აკრძალულ საქონელს, ღორის ხორცს, ღვინოს და ა.შ.
მოიპარავდა. პირველ ქურდობაზე დამნაშავეს მარჯვენა
ხელს აჭრიდნენ, მეორე ქურდობაზე მარცხენა ფეხს, მესამე
ქურდობაზე მარცხენა ხელს, და მეოთხე ქურდობაზე
მარჯვენა ფეხს. ყაჩაღობაც მუსლიმურ სამართალში ერთ-
ერთ უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა. ამის
დასამტკიცებლად მუსლიმი სამართალმცოდნეები ყურანის
შემდეგ ადგილს უთითებენ: „იმათი საზღაური, ვინც ებრძვის
ალაჰსა და მის მოციქულს და ქვეყანაზე უკეთურებას
ამრავლებს, იქნება ის, რომ მოიკვლებიან, ძელზე გაისმებიან,
ხელ-ფეხი ჯვარედინად დაეჭრებათ, ანდა ამ მიწა-წყლიდან
გაძევებულნი იქნებიან. ეს მათ — დამცირება წუთისოფელში,
ზესთა სოფელში კი — სასჯელი უდიდესი― (სურა V, 37; 33).
მრუშობაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მუსლიმური
სამართლის ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა.
ამას ყურანი საგანგებოდ მიუთითებს: „მეძავ ქალსა და მეძავ
კაცს — თითოეულ მათგანს დაჰკარით ასი შოლტი. ნუ
შეიბრალებთ მათ, თუკი გწამთ ალაჰი და დღე უკანასკნელი
და მოწმე იყოს მათი სასჯელისა გუნდი მორწმუნეთა.― (სურა
XXIV, 2(2)). ასეთი „მცირე სასჯელი― მრუშობისათვის
მხოლოდ იმ პირებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ქორწინებაში
არ იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დამატებით
ჩაქოლვას იმსახურებდნენ. როგორც ავღნიშნეთ, მრუშობაში
ბრალდების დამტკიცებისთვის აუცილებელი იყო 4 მოწმის
ჩვენება. თუ ბრალმდებელი ასეთ მოწმეებს ვერ მოიყვანდა,
ყურანის მიხედვით მას პირიქით 80 შოლტი ეკუთვნოდა:
„ისინი, რომელნიც ბრალს დასდებენ პატიოსან ქალებს და
მერმე ვერ მოიყვანენ ოთხ მოწმეს... დაჰკარით ოთხმოცი
შოლტი და ნუ შეიწყნარებთ მათ მოწმეობას ნუღარასოდეს.
სწორედ ისინი არიან გარყვნილნი― (სურა XXIV, 4(4)).
ალკოჰოლის მიღება მუსლიმებისათვის უკვე
მუჰამედმა აკრძალა. თუმცა ამ დანაშაულისათვის
ყურანში გარკვეული სასჯელი დაწესებული არ არის.
მუსლიმურ სამართალში სუნაზე დაყრდნობით პირველ
შემთხვევაში დამნაშავეს 40 შოლტი, მეორე შემთხვევაში კი
სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. ასევე სიკვდილით
ისჯებოდა პირი მუსლიმური რელიგიის უარყოფისა და სხვა
რელიგიაში გადასვლისათვის.
მკვლელობა ყურანში მძიმე ცოდვად ითვლება. ასევე
მძიმე ცოდვაა ადამიანის სხეულის დაზიანება. ყურანის და
სუნას საფუძველზე მუსლიმი სამართალმცოდნეები
თვლიან, რომ მკვლელობა იმსახურებს სიკვდილით დასჯას.
ამის გარდა, მუსლიმური სამართალი უშვებს, მსხვერპლის

303
ახლობლების შემთხვევაში, გამოსასყიდს ანუ სისხლის ფასს,
არაბულად „დიია―-ს. თავისუფალი მუსლიმის სისხლის
ფასი შეფასებული იყო 100 აქლემის ფასად, ან კიდევ 1000
ოქროს დინარად. ქალის სისხლის ფასი ორჯერ ნაკლები იყო.
აღსანიშნავია, რომ მუსლიმურმა სამართალმა
ერთგვარი გავლენა ქართულ სამართალზეც მოახდინა.
მოვიყვანთ მხოლოდ ერთ მაგალითს: „ქართველთა
ცხოვრებაში― მოხსენიებული „ფანჯი-იაქი―, ანუ წესი, რომლის
მიხედვით სამხედრო ნადავლის 1/5 მეფეს ეკუთვნოდა,
მუსლიმური სამართლიდან მოდის.

ახალი ეპოქის, ანუ ბურჟუაზიული სამართალი.


ბურჟუაზიული სამართლის ჩამოყალიბება ძირითადად XIX
საუკუნეში დასრულდა. ამ დროიდან სამართლის ორი,
ანგლო-საქსური და კონტინენტური სისტემა ჩამოყალიბდა:
ანგლო-საქსური სამართალი, რომელიც დიდი ბრიტანეთის
გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ინგლისის ყოფილ
დომინიონებსა და კოლონიებშია გავრცელებული, სასამართ-
ლოს პრეცედენტს ეყრდნობა. პრეცედენტული სამართლის
მოქმედების შემთხვევაში მოსამართლეს განაჩენი გამოაქვს
მსგავს საქმეზე გამართული სასამართლოს მიერ გამოტანილი
განაჩენების ანალოგიით. კონტინენტური ევროპული სამარ-
პრეცედენტი ლათინური
თალი სამართლის კოდექსებს ეყრდნობა. ასეთი კოდექსების
სიტყვაა და სიტყვასიტყვით
შექმნას საფუძველი საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ I-
უწინ მომხდარს ნიშნავს.
მა დაუდო.
ნაპოლეონის მიერ შედგენილმა კომისიამ იმპერატორის
ბრძანებით 1804 წ. „საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსზე―
მუშაობა დაასრულა, რომელიც იმავე წელს იმპერატორმა
დაამტკიცა. ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი, რომელშიც
რომის სამოქალაქო სამართლის ნორმები უხვად იქნა
გამოყენებული, საფრანგეთში მრავალი ათეული წელი
მოქმედებდა. ეს კოდექსი საფუძვლად ევროპის მრავალი
ქვეყნის სამოქალაქო კოდექსს დაედო. ნაპოლეონი
სამოქალაქო კოდექსით ძალზე ამაყობდა და მის მიერ ას
მოგებულ ბრძოლაზე მაღლა აყენებდა. 1807 წელს
ნაპოლეონის ხელისუფლებამ მოქმედებაში ახლად შექმნილი
„სავაჭრო კოდექსი―, ხოლო 1810 წ. „სისხლის სამართლის
კოდექსიც― შეიყვანა.
მრავალი საუკუნის მანძილზე სამართალი სიმკაცრით
გამოირჩეოდა. XIX საუკუნეშიც კი ბევრი დანაშაული,
რომელიც დღეს კანონის წვრილმან დარღევევად ითვლება,
სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. კანონთა
ლიბერალიზაცია ნელი და ფრიად ხანგრძლივი პროცესი
იყო. ეს პროცესი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში დაიწყო,

Tavisuflebis didi qartia

არც ერთი თავისუფალი კაცი არ იქნება დაკავებული და დაპატიმრებული, ან სამფ-


ლობელოწართმეული, ან კანონგარეშე გამოცხადებული, ან გაძევებული, ან რაიმე სხვა გზით
გაუბედურებული, და ჩვენ არ წავალთ და არც სხვას გავგზავნით მის წინააღმდეგ სხვანაირად, თუ არა
თავისი პერების კანონიერი განაჩენით და ქვეყნის კანონით.
39-ე მუხლი

304
როდესაც, დრაკონის კანონების გაუქმება მოხდა.
მიუხედავად ამისა, ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში,
ისევე როგორც ახალი ისტორიის მთელ პერიოდში,
შედარებით ლმობიერ კანონებს კანონთა გამკაცრების ხანა
მოჰყვებოდა ხოლმე. კანონთა საბოლოო ლიბერალიზაცია
XX საუკუნის II ნახევრის მონაპოვარია. დღეისათვის
სიკვდილით დასჯას მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა
საერთოდ არ ითვალისწინებს.
კანონთა ლიბერალიზაციის პროცესი პიროვნების
უფლებების აღიარებას ეფუძნება. ადამიანთა უფლებების
საყოველთაო აღიარებას კი მრავალი საუკუნე დასჭირდა.
პირველი ნაბიჯი, ამ მხრივ, თავისუფლების დიდი ქარტიით
გადაიდგა, რომელიც XIII ს-ის დასაწყისში ინგლისის მეფე
ჯონ უმიწაწყლომ თავის ქვეშევრდომებს უბოძა. XVII-XVIII
ს-ის I ნახევარში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში ისევ
ინგლისი მეწინავეობდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც,
ხალხის ზეგავლენით, ინგლისის პარლამენტმა მიიღო და
სამეფო ხელისუფლებამაც დაამტკიცა. ბუნებრივია, რომ ეს
საკანონმდებლო აქტები შედეგი იყო ამ მიმართულებით აშშ-ის კონსტიტუცია 1787 წელს
საზოგადოებრივი აზრის განვითარების, რომელზეც დიდი მიიღეს და ძალაში 1889 წელს
ზემოქმედება იქონია იმ ხანის მოწინავე ინგლისელ შევიდა. პირველი ათი შესწორება,
სწავლულთა ნაშრომებმა, მათ შორის განსაკუთრებული რომელიც ცნობილია,
აღნიშვნის ღირსია ჩვენთვის უკვე ცნობილი თომას ჰობსი. როგორც ,,ბილი უფლებათა
ადამიანთა უფლებები კონსტიტუციურად აშშ-ის შესახებ‖, 1791 წელს იქნა
კონსტიტუციის პირველ ათ შესწორება-დამატებებში აისახა, შეტანილი. სულ კონსტიტუციაში
რომელიც „ბილი უფლებების შესახებ― სახელითაცაა ცნობილი. 27 შესწორებაა.
„უფლებათა ბილი― ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის
გარანტიას იძლევა. ის ათი მუხლისაგან შედგება. ამათგან
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი I, IV და V მუხლებია.
შესწორების პირველი მუხლი აშშ-ის კონგრესს უკრძალავს
ისეთი კანონის ან კანონების მიღებას, რომელიც შეზღუდავს
ამერიკელთა რწმენის, სიტყვის, ბეჭდვის, მანიფესტაციებისა
და ხელისუფლებისადმი პეტიციებით მიმართვის უფლებას;
შესწორების მეოთხე მუხლით ამერიკელს გარანტირებული
აქვს პიროვნების, საცხოვრებლის, მიმოწერის და ქონების
ხელშეუხებლობა; მეხუთე მუხლის მიხედვით არავინ
შეიძლება იქნას მიცემული პასუხისმგებლობაში სასამართლოს
გადა-წყვეტილების გარეშე; არ შეიძლება პირი ორჯერ იქნეს
ერთიდა იგივე დანაშაულის გამო გასამართლებული.
ამერიკელს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება თავის
საწინააღმდეგოდ.

Tomas hobsi adamianTa Tanasworobis Sesaxeb

„ადამიანები ბუნების მიერ თანასწორად არიან შექმნილნი. ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით ბუნებამ ყველა
ადამიანი თანასწორი შექმნა. მართალია, ხანდახან ჩვენ ვამჩნევთ, რომ ზოგიერთი ადამიანი სხვაზე უფრო ჭკვიანია
ან ძლიერია, მაგრამ ერთობლიობაში რომ განვიხილოთ, ვნახავთ, რომ მათ შორის სხვაობა არც იმდენად დიდია.―

305
ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებაში
განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა „ადამიანისა და
მოქალაქის უფლებათა დეკლარაციამ―, რომელიც 1789 წლის
საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის
მსვლელობისას საფრანგეთის დამფუძნებელმა კრებამ
მიიღო.
ადამიანის ძირეული უფლებები, საყოველთაოდ, გაერ-
თიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული 1948 წლის
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აისახა. ეს
დეკლარაცია ყველა ქვეყნისათვის სავალდებულო ხასიათს
ატარებს.
საუკუნეთა მანძილზე ადამიანის უფლებებში მხოლოდ
მამაკაცის უფლებები მოიაზრებოდა. ანტიკურ ხანაში
ქალები საზოგადოების არასრულფასოვან წევრებად
ითვლებოდნენ. დემოკრატიულ ათენშიც კი თავისუფალ
ქალს — გათხოვებამდე მამის ან ძმის გარეშე, გათხოვების
შემდეგ ქმრის ან მისი ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე
— ქუჩაში გამოსვლა სასირცხვოდ ეთვლებოდა. ქალს ანტიკურ
სამყაროში მემკვიდრეობის უფლება, ფაქტობრივად, არ
ჰქონდა. ათენში მემკვიდრეობას ქალი მხოლოდ ოჯახის
მამრობითი წევრის არ არსებობის შემთხვევაში იღებდა,
თანაც ამ მემკვიდრეობას ის, ფაქტობრივად, ქმრის ოჯახს
გადასცემდა.
შუა საუკუნეებში როგორც ქრისტიანულ, ისე
მუსლიმურ სამყაროში ქალის მდგომარეობა ოდნავ
გაუმჯობესდა. ამ რელიგიების სამართლის მიხედვით ქალს
თავისი მზითვის განკარგვის უფლება ჰქონდა. უფრო მეტიც,
ქართული სამართლის მიხედვით, განქორწინების დროს
ქალს მზითვი ყველა შემთხვევაში უბრუნდებოდა.
შუა საუკუნეებშიც ქალის მდგომარეობა მნიშვნელოვნად
არ გაუმჯობესებულა. უფრო მეტიც, XIX საუკუნეშიც კი ქალს
მემკვიდრეობის მიღება გათხოვებამდე მამის ან ძმის,
გათხოვების შემდეგ კი ქმრის ნებართვით შეეძლო. ქალის
მამაკაცთან უფლებრივი გათანაბრება მხოლოდ XX
საუკუნის II ნახევარში მოხდა.
XX ს-ის II ნახევარმა ყურადღება მომავალი თაობის —
ბავშვთა უფლებებსაც მიაქცია. XX ს-ის მიწურულს გაერომ
საგანგებოდ ბავშვთა უფლებების დეკლარაციაც მიიღო.

adamianisa da moqalaqis uflebaTa deklaracia 1789 w. 26 agvisto

1. ადამიანები იბადებიან თავისუფალნი და არიან უფლებით თანასწორნი. საზოგადოებრივი განსხვავება


დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ მათ საზოგადო სარგებლობაზე
2.. ყოველგვარი ხელისუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს. არც ერთ დაწესებულებას, არც ერთ პიროვნებას არ
შეუძლია რაიმე მმართველობა დაიჩემოს, თუ ის მთლიანად ხალხიდან არ მომდინარეობს
3. თავისუფლება მდგომარეობს ყოველივე იმის გაკეთებაში, რაც მეორეს არ ავნებს, მაშასადამე, თითოეულის
ბუნებრივი უფლებები ისაზღვრება მეორის ასეთივე უფლებებით. ეს საზღვარი დადგენილი უნდა იქნას მხოლოდ
კანონით.

306
ამავე პერიოდიდან აქტუალურობას იძენს სექსუალურ
უმცირესობათა უფლებები. მრავალ ქვეყანაში მოხდა
ერთსქესიანი ქორწინებების დაშვება.
კანონები შემუშავდა და მუშავდება ჩანასახის
უფლებების დაცვის მიმართულებით.
საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია პატიმრის უფლების
დაცვასაც.

§ 2. დიპლომატიის ისტორია

სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს თავისი


ისტორია აქვს. მას ისტორიის კიდევ ერთი დარგი
დიპლომატიის ისტორია შეისწავლის.
სიტყვა დიპლომატია ძველბერძნული დიპლომა-დან
მოდის, რაც ტექსტის შემცველ ორ გადაბმულ თიხის ან ხის
დაფას ეწოდებოდა. დღევანდელი გაგებით მას შეიძლება
ვუწოდოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
ინსტრუქცია ან დიპლომატიურ ენაზე "რწმუნების სიგელი".
ძველ საბერძნეთში ელჩებს, რომლებსაც აგზავნიდნენ
დიპლომატირური მისიის შესასრულებლად ატანდნენ დაფებს,
რომლითაც განისაზღვრებოდა წარგზავნილის უფლებამოსილება.
―დიპლომა‖-ს წარგზავნილი ელჩი გადასცემდა მასპინძელი
ქალაქის ან სახელმწიფოს ხელმძღვანელს. "დიპლომატია",
როგორც სახელმწიფოს საგარეო საქმიანობის განმსაზღვრელი
სიტყვა, XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე შემოვიდა
ხმარებაში, როდესაც გაჩნდა მუდმივმოქმედი სახელმწიფო
დიპლომატიური წარმომადგენლობები.
საერთაშორისო, ანუ ერთა შორის ურთიერთობებს,
რომელიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებსა და
სახელმწიფოთა თანაცხოვრების ნორმების შემუშავებას
გულისხმობს წინ ტომთაშორისი ურთიერთობები უსწრებდა,
რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ტომთა განსახლებებს შორის
საზღვრების დაცვასა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის
საჭირო ურთიერთის ადათ-ჩვევების პატივისცემას
გულისხმობდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ტომთაშორისი
დავები წინასახელმწიფოებრივ პერიოდში, ისევე როგორც
სახელმწიფოთაშორისი დავები საკაცობრიო ისტორიის
უდიდეს ნაწილში: ანტიკურ ხანაში, შუასაუკუნეებში,
ისტორიის ახალ პერიოდსა თუ უახლესი ისტორიის

1948 wlis adamianis uflebaTa deklaracia

I. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული
აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.
II. 1) ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს
ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავების, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის,
პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა
მდგომარეობისა. 2) გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური,
სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა,
თუ როგორია ეს ტერიტორია — დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული
თავის სუვერენიტეტში.
III. ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

307
მნიშვნელოვან ნაწილში, ფაქტობრივად, მხოლოდ ძალის
დემონსტრირებით იჭრებოდა. სახელმწიფოთაშორისი
კონფლიქტების სამხედრო ძალით გადაწყვეტას ომი, ხოლო
კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტას
დიპლომატია ეწოდება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში დიპლომატია ადამიანთა
შორის კონფლიქტების მოლაპარაკებისა და ურთიერთ-
კონსესუსის გზით მოგვარების უნარის ქონას გულისხმობს.
საერთაშორისო ურთიერთობებში ეს ტერმინი ზოგჯერ
საგარეო პოლიტიკის სინონიმადაც გამოიყენება.
სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში დიპლომატია
საგარეო პოლიტიკის მოლაპარაკებათა გზით გატარებას
გულისხმობს. ეს არის მეთოდი, როდესაც ურთიერთობები
მიმდინარეობს და რეგულირდება ელჩებისა და დესპანების
მეშვეობით.
დიპლომატიას ორ თუ რამდენიმე ქვეყანას შორის
მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესსაც უწოდებენ. ამ
კუთხით ეს ტერმინი, როგორც მოლაპარაკებათა
პროცედურა ესმით. ვინაიდან ამ მოლაპარაკებებს
ძირითადად საგარეო საქმეთა უწყება — სამინისტრო
აწარმოებს, ამიტომ მას, როგორც ამ მოლაპარაკებებზე
პასუხისმგებელ უწყებასაც, ხშირად ამავე ტერმინს
უწოდებენ, ხოლო პიროვნებას, ან პიროვნებათა ჯგუფს,
რომლებიც მოლაპარაკებებს უძღვებიან — დიპლომატს.
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი განმარტება არ ასახავს
სრულად დიპლომატიის არსს.
ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების, ანუ საერთაშორისო
ურთიერთობების მშვიდობიანი გზით გატარების ისტორიას
დიპლომატიის ისტორია შეისწავლის. საერთაშორისო
ასპარეზზე ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესის დამცველად
და იმავდროულად, შეძლებისდაგვარად, გამტარებლად
გვევლინება. გარდა ამისა, არსებობს საერთო რეგიონალური
ინტერესები, რომლის გატარებას იმ რეგიონში არსებული
სახელმწიფოები ცდილობენ. მაგალითად, ბალტიის
ქვეყნები, დასავლეთ-ევროპის ქვეყნები და სხვ. ხანდახან
რეგიონები თავიანთი ინტერესების უკეთ დაცვა-
გატარებისათვის კიდევ უფრო მსხვილ რეგიონალურ
კავშირებს ქმნიან — ევროკავშირის ქვეყნები; არსებობს
საერთო საკაცობრიო ინტერესი, მაგალითად, ბირთვული
იარაღის შეზღუდვის სურვილი, რაც ყველა ქვეყანას მეტ-
ნაკლებად აღელვებს., დედამიწის ეკოლოგიური
უსაფრთხოების ინტერესი და სხვ.
ქვეყნებისა და რეგიონების ინტერესები უცვლელი როდია,
ისინი წარმოიქმნებიან, ეპოქების მიხედვით იცვლებიან და სხვ.
ამ ინტერესების ურთიერთგადაჯაჭვულობა და მათი მოზაიკა
ყოველ აღებულ ეპოქაში მსოფლიო პოლიტიკას ქმნის..
მსოფლიო პოლიტიკა ისტორიულ ჭრილში
მოლაპარაკებების ისტორიაა. ვინაიდან, როგორც ცნობილია,

308
ყველაზე სასტიკი მსოფლიო ომებიც კი საზავო
ხელშეკრულებებით სრულდება. დიპლომატიის ისტორია
სწავლობს ქვეყნებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებსა და
ამ მოლაპარაკების შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ დიპლომატია ჯერ კიდევ
პირველყოფილი თემური წყობილების ხანაში წარმოიქმნა.
მაგრამ სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე საერთაშორისო, ანუ
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები თავისი განვითარების
ახალ ეტაპზე ავიდა; თანდათანობით ელჩების მიღებისა და
გასტუმრების, მეფეებისა თუ მთავრების სტუმრობის
ეტიკეტიც შემუშავდა. ისევე, როგორც შემუშავდა დიპლომა-
ტიური საუბრებისა და მოლაპარაკების ნორმები და
ფრაზეოლოგია, ოფიციალური მიმოწერისა თუ სახელშეკ-
რულებო ტექსტების გაფორმების სტილი და სხვ. ყოველივე
ამას დიპლომატიის ისტორიის ერთი დარგი: დიპლომა-
დიპლომატიური ოქმი იმ
ტიური ოქმის ისტორია სწავლობს.
წესებისა და ჩვეულებათა
ბუნებრივია, სახელმწიფოს წარმოქმნამდე გვაროვნული ერთობლიობაა, რომელიც
თემები, ტომები თუ ტომთა კავშირები, სხვადასხვა სადავო დიპლომატიურ საქმია ნობაში
საკითხების გადასაჭრელად დიპლომატიურ მოლაპარაკებებს გამოიყენება.
აწარმოებდნენ. ჯერ კიდევ იმ შორეულ წარსულში ერთი
ტომიდან მეორე ტომთან გაგზავნილ მოციქულს გარკვეული
უფლებები და პრივილეგიები უნდა ჰქონოდა, თავისებურად
ღვთის ნების გამომხატველად უნდა მიჩნეულიყო, რათა
მისი პიროვნება დიპლომატიური მისიის დროს
ხელშეუხებელი ყოფილიყო. დიპლომატიის ისტორიკოსები
მიიჩნევენ, რომ სწორედ იმ შორეული დროიდან მოდის
დიპლომატიური იმუნიტეტი, რომლითაც დიპლომატები დიპლომატიური იმუნიტეტის,
დღესაც სარგებლობენ. იგივე დიპლომატის
გვაროვნული წყობილების დროის დიპლომატიურ ხელშეუხებლობის პრინციპის
საქმიანობა ზე წარმოდგენა მეცნიერებმა ამერიკის ინდიელთა თანახმად, დიპლომატზე არ
ვრცელდება მასპინძელი ქვეყნის
ტომების ურთიერთობის წესების შესწავლით მიიღეს.
კანონები.
სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის იროკეზთა სატომო საბჭო
საგანგებო ელჩებს აგზავნიდა, რომელიც ტრადიციით
ხელშეუხებლად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, მათი
ხელშეუხებლობის დაზღვევის მიზნით, ხშირად ინდიელ ტომებს
შორის ელჩები ერთდროულად იცვლებოდა. ასე რომ, სხვა ტომის
ელჩები, მასპინძელ ტომში თავისებურ მძევლებს
წარმოადგენდნენ, რომლებიც მათ ტომში გაგზავნილი ელჩების
ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს
ქმნიდნენ.
ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოების წარმოქმნისთანავე
მათ შორის ერთგვარი დიპლომატიური ურთიერთობებიც
დამყარდა. თუმცა თავდაპირველად ეს ურთიერთობები სუსტი
და იშვიათი იყო. დიპლომატიურმა ურთიერთობებმა შედარებით
ინტენსიური ხასიათი ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში მიიღო,
როდესაც იმ დროის დიდ სახელმწიფოებს: ეგვიპტეს, ბაბილონს,
მითანსა და ხეთების სამეფოებს შორის შედარებით მყარი
კონტაქტები წარმოიშვა. ამან ამ სახელმწიფოთა შორის
მიმოწერის, ხელშეკრულებების დადების, ისევე როგორც

309
მიმართვის საგანგებო ფორმები წარმოშვა, რაც შემდგომ სხვა
სახელმწიფოებმაც გადაიღეს და განავითარეს. მაგალითად,
დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს ძმას,
ხოლო დედოფლები დას უწოდებდნენ. დაქვემდებარებული
ქვეყნის მეთაური დამპყრობი ქვეყნის მეთაურს მამას უწოდებდა,
ეს უკანასკნელი კი მას შვილის სახელით მოიხსენიებდა.
სახელმწიფოთა მეთაურები, საგანგებო წარგზავნილების
ხელით, ერთმანეთს მდიდრულ საჩუქრებს უგზავნიდნენ და
თავიანთ გეგმებსა თუ სურვილებს ატყობინებდნენ. ასეთ
პირებს თავისუფლად შეგვიძლია ელჩები ვუწოდოთ.
ძველი აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
სახელმწიფოს ეგვიპტე წარმოადგენდა. ეგვიპტეში აღმოჩენილ
წერილობით ძეგლებს შორის დიპლომატიის ისტორიისათვის
განსაკუთრებული მნიშვნელობით ძვ. წ. XIII ს-ის ბოლო
ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-სა და მეოთხედში ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-სა და ქეთების
ხეთების მეფის ხათუსილ III-ს (იგივე ხეთები) მეფის ხათუსილ III-ს შორის დადებული
შორის დადებული ხელშეკრულების ტექსტი გამოირჩევა. კაცობრიობის ისტორიაში
ხელშეკრულების ტექსტმა დღემდე ეს არის ორ სახელმწიფოს შორის დადებული ყველაზე
ორი, ეგვიპტური და ხეთური ადრეული ხელშეკრულება, რომლის ტექსტიც ისტორიამ
რედაქციით მოაღწია. შემოგვინახა. ის ქეთებისა და ეგვიპტის სახელმწიფოებს შორის
სამხედრო დახმარებასა და ლტოლვილების დაბრუნებას
ითვალისწინებს.
შემდგომში ხათუსილ III-მ ეგვიპტის ფარაონს ერთ-ერთ
ცოლად თავისი ასული მიათხოვა. ქეთების მეფე თავისი
ასულისა და რამსეს II-ის ქორწილზე ჩავიდა და თავის
სიძესთან დიპლომატიური მოლაპარაკებაც გამართა. ეს
ისტორიაში ორი სახელმწიფოს მეთაურის უშუალოდ
შეხვედრისა და მოლაპარაკების ჩვენთვის ცნობილი
პირველი შემთხვევაა.
იმ უძველეს ხანაშივე ჩამოყალიბდა ელჩობის ხელით
ძვირფასი საჩუქრების ურთიერთგაცვლის ტრადიციაც.
მართლაც, ელჩები საჩუქრებით დატვირთულები სტუმრობდნენ
მასპინძელ ქვეყანას. მასპინძელი ქვეყანაც ელჩებს ასევე
დასაჩუქრებულებს აგზავნიდა უკან, მით უფრო იმ შემთხვევაში
თუ მოლაპარაკებების შედეგები დამაკმაყოფილებელი იყო.
ცნობილია შემთხვევა, როდესაც რომის იმპერატორმა
ადრიანემ რომის იმპერიის აღმოსავლეთში ქართლის
ადრიანე საზღვრების სტუმრობისას იბერიის, იგივე ქართლის
რომის იმპერატორი (აღმოსავლეთ-ქართული სამეფო) მეფე ფარსმანს ელჩების
117-138 ხელით საჩუქრად საბრძოლო სპილო და ერთი კოჰორტა
გამოუგზავნა და თანაც როგორც ვასალი მეფე თავისთან
შესახვედრად მიიპატიჟა. ფარსმანმა იმპერატორს უკან

ramses II-isa da xaTusil III-is xelSekruleba (xeTuri redaqcia)

„მას შემდეგ, რაც ხეთების ხელმწიფე გავხდი, მე ეგვიპტის მეფე რამსესთან და იგი ჩემთან ვიმყოფებით
მშვიდობასა და ძმობაში. ეს იქნება საუკეთესო მშვიდობა და ძმობა ხეთების დიდი მეფისა და რამსესის
— ეგვიპტის დიდი მეფის, მათ შვილებსა და შვილიშვილებს შორის. დაე, ეგვიპტე და ხეთების სამეფო
ჩვენს მსგავსად, სამუდამოდ იყვნენ ძმობასა და მშვიდობაში“.

310
გაბრუნებული ელჩების ხელით აგრეთვე საჩუქრები, მათ
შორის ძვირფასი მოსასხამები გაუგზავნა, მაგრამ
სტუმრობაზე უარი განუცხადა, რითაც რომის იმპერატორის
წინაშე საკუთარი დამოუკიდებელი სტატუსის
დემონსტრირება მოახდინა.
ადრიანემ ეს მშვენივრად გაიგო და განრისხებულმა
ფარსმან მეფის დამცირების მიზნით, ბრძანა მის მიერ
საჩუქრად გამოგზავნილი მოსასხამები ცირკის არენაზე
გლადიატორებისათვის ჩაეცვათ.
ზოგადად რომში ელჩობის გაგზავნა იოლი საქმე როდი
იყო. რომაელ ხალხს უბრალო საჩუქრებს ვერ აკადრებდი,
ამიტომ ასეთი საჩუქრები, ოქროსა და ვერცხლის ნივთების
სახით, ზოგჯერ ხარკს წააგავდა. თავის მხრივ, რომაელებიც
ელჩებს გულუხვად ასაჩუქრებდნენ.
ბიზანტიის იმპერიაში ელჩების მიერ მორთმეულ
საჩუქრებს შორის განსაკუთრებით წმინდა ნაწილები
ფასობდა, რომლებიც რომის პაპის ელჩებს ჩამოჰქონდათ.
ზოგადად საჩუქრებს ელჩები მასპინძელი ქვეყნის
უმაღლეს ხელისუფალს პირველი მიღების დროს რწმუნების
სიგელებთან ერთად გადასცემდნენ ხოლმე, მაგრამ სხვა
შემთხვევებსაც არცთუ იშვიათად ვხდებით. მაგალითად, ძველ
ინდოეთში ელჩები მეფეს (რაჯას) საჩუქრების მხოლოდ ერთ
ნაწილს მიართმევდნენ ხოლმე, მეორე ნაწილი კი სამეფო კარის
მოსასყიდად გამოიყენებოდა. ხელისუფლების სხვადასხვა
რანგის მოხელეების მოსყიდვა ზოგადად ფართოდ იყო
გავრცელებული არა მარტო ანტიკურ ეპოქაში, არამედ შუა
საუკუნეებში და ახალი ისტორიის ხანაშიც. უახლოესი
ისტორიიდანაც ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად
შეიძლება.
არაბთა სახალიფოში ელჩს სპეციალურ ინსტრუქციას
ატანდნენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გაწერილი იყო,
თუ როგორ უნდა დაერიგებინათ საჩუქრები:
ხელშეკრულების ხელმოწერამდე ელჩს საჩუქრების
მხოლოდ ნაწილი უნდა მიერთმია, მეორე ნაწილი
მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ უნდა
გაეცა. საჩუქრები ჩვეულებრივ ძვირფასი ქსოვილებისა და
ჭურჭლისაგან შედგებოდა.
ელჩებად განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ,
სახელოვან, წარმოსადეგ, მჭერმეტყველ და უშიშარ
ადამიანებს ირჩევდნენ; ისეთებს, რომლებიც ცნობილნი
იყვნენ თავიანთი შორსმჭვრეტელობით, სხარტი გონებითა

iberiis mefis farsmanis viziti romSi:

,...როცა ფარასმანე იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, (ანტონინე პიუსმა) გაუდიდა მას
სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება
ენიალიონზე დაადგმევინა და უყურებდა (ფარასმანეს), მისი ვაჟის და სხვა წარჩინებულ იბერთა
სამხედრო ვარჯიშობას". დიონ კასიოსი
II-III სს-ის ბერძნულენოვანი, რომაელი ისტორიკოსი

311
და ექსტრემულ ვითარებაში სწორი გადაწყვიტილებების
მიღების უნარით.
ძველ საბერძნეთში ასაკობრივი ცენზიც კი არსებობდა:
მანუს კანონები ძვ. წ. I ელჩი ორმოცდაათ წელზე ნაკლები ასაკის არ უნდა
ათასწლეულში ძველ ინდურ ყოფილიყო.
ანუ კლასიკურ სანსკრიტულ
ერთ-ერთ უძველეს ძეგლად, სადაც საერთაშორისო
ენაზე დაწერილი კრებულია.
ურთიერთობების მშვიდობიანად წარმართვის,
მანუ, რომელსაც მისი შექმნა
მიეწერება, ლეგენდარული
დიპლომატის როლის, დანიშნულებისა და პიროვნული
ფიგურაა და ინდოევროპული თვისებების შესახებ მწყობრი ხედვაა ჩამოყალიბებული,
მოდგმის ინდოელების მიჩნეულია ძველი ინდური დადგენილებათა კრებული
(არიელების) ეთნარქად მანუს კანონები.
მიიჩნევა. ინდური ლეგენდების ამ ძეგლის თანახმად დიპლომატის უმთავრესი მოვალეობაა
მიხედვით მანუმ კანონები თავის ხელმწიფეს უცხო ქვეყნის მმართველების მიზნები და
ღმერთებისაგან მიიღო. მანუს გეგმები გააცნოს და მაქსიმალურად დაიცვას თავისი
კანონები ძველინდურ სახელმწიფო საგარეო საფრთხისაგან. მანუს კანონების
დადგენილებათა კრებულია,
თანახმად, ვინაიდან ომის აღკვეთა და მშვიდობის
სადაც პოლიტიკის,
დამყარება დიდად არის დამოკიდებული დიპლომატის
საერთაშორისო სამართლის,
ვაჭრობისა და სამხედრო
საქმიანობაზე, ხელმწიფემ უცხო ქვეყანაში ელჩად
საქმის საკითხებია ყოველმხრივ განათლებული და გამჭრიახი ადამიანი უნდა
განხილული. შეარჩიოს, რომელსაც შეეძლება ადამიანები თავის მიმართ
კეთილად განაწყოს და უცხო ქვეყნის მმართველების
გეგმები და მიზნები არათუ სიტყვებითა და საქმით, არამედ
მათი სახის გამომეტყველებითა და ჟესტებითაც კი
გამოიცნოს.
ბიზანტიელები უცხო ქვეყნებში ელჩებად მაღალი
რანგის მოხელეებს აგზავნიდნენ. ზოგჯერ მათ
გამგზავრების წინ უფრო მაღალ ტიტულს ანიჭებდნენ, რომ
მასპინძელ ქვეყნებში მათი ავტორიტეტი კიდევ უფრო
გაეზარდათ.
ბუნებრივია, ელჩებს გამგზავრებისა და უცხო ქვეყანაში
ცხოვრებისათვის სახსრები ესაჭიროებოდათ. ამას ქვეყნები
მათი კულტურულ-ისტორიული განსხვავებულობის მიუხე-
დავად მეტ-ნაკლებად ერთნაირად წყვეტდნენ.
მაგალითად, ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს სხვა
ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოში თავისი პროკსენი —
მასპინძელი ჰყავდათ, რომელიც ამ ქალაქიდან ჩასულ
პირებს მასპინძლობას უწევდა. ელჩებს, მათი რწმუნების
ხანაში, შესანახად გარკვეული თანხა — საგზაო ფული
ეძლეოდათ. ელჩობას მოსამსახურეებსაც უნიშნავდნენ.
გამგზავრების წინ ელჩობას სარეკომენდაციო წერილი —
სიმბოლა ეძლეოდა, რომელიც მასპინძელ ქალაქ-
სახელმწიფოში თავიანთი პროქსენისთვის უნდა გადაეცათ.
რომაელები ელჩს ლეგატს, ელჩობას კი — ლეგაციას
ეძახდნენ. ელჩებს საგანგებო ოქროს საბეჭდავები
ეძლეოდათ, რომელიც მათ იმპერიის საზღვრებში უფასო
მგზავრობას და გზაზე ყოველივე აუცილებელის მიღების
უფლებას აძლევდა. თუ ელჩობას ზღვით მგზავრობა
უწევდა, მათ ხომალდს აუცილებლად სამხედრო გემი
აცილებდა. ელჩობას საგზაო ფულით და ყოველივე საჭირო

312
ნივთებით ამარაგებდნენ. მათ აძლევდნენ ძვირფას
ვერცხლის ჭურჭელს, ქვეშაგებს, ტანსაცმელს. ელჩობას თან
მრავალი მსახური მიყვებოდა: მათ შორის თარჯიმნები,
მდივნები, პურის მცხობელები, კონდიტერები და ყასბებიც
კი იყვნენ.
ამ საკითხს სხვანაირად წარმართავდა ვენეციის
რესპუბლიკა, რომელიც განვითარებულ შუა საუკუნეებში
იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური
საქმის დახვეწით გამოირჩეოდა. ვენეციაში XII-XIII სს-ში
ელჩად გასაგზავნთა კრიტერიუმები ზუსტად განისაზღვრა:
ვენეციის ელჩები შეძლებული ოჯახებიდან უნდა
ყოფილიყვნენ, რათა ქალაქ-სახელმწიფოს მათი შენახვის
თანხები დაეზოგა. მართლაც ვენეციელ ელჩებს შედარებით
მცირე გასამრჯელო ეძლეოდათ, ამიტომ საელჩოს ხარჯების
დიდი ნაწილის დაფარვა მათ საკუთარი ჯიბიდან
უხდებოდათ. ასეთ ვითარებაში გასაკვირი არაა, რომ ბევრ
მდიდარ ვენეციელს შეთავაზებული ელჩობის სურვილი
სულაც არ ჰქონდა. ამის საპასუხოდ ვენეციის ხელისუფლებამ
იმ პირებს, რომლებიც ელჩად გამგზავრებაზე უარს
ამბობდნენ დიდი ჯარიმა დაუწესა, თანაც მათ ქვეყნის
შიგნით რაიმე თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა.
ელჩების სიცოცხლის დაცულობის კვალდაკვალ
უძველეს დროშივე ჩამოყალიბდა მასპინძელი ქვეყნის
მიერ ელჩების დახვედრის წესები. ეს უკანასკნელი სტუმარ-
მასპინძლობის ტრადიციაზე უფრო, ელჩებზე შთაბეჭდილების
მოხდენის, მათი განცვიფრების, მასპინძელი ქვეყნის
სიძლიერეში დარწმუნების საჭიროებას ემსახურებოდა.
ძველი ბერძნები ელჩებს დიდი პატივით ხვდებოდნენ.
მათ ასაჩუქრებნენ, თეატრალურ სანახაობებზე და
სხვადასხვა თამაშობებზე დაჰყავდათ.
რომაელები უცხო ქვეყნების ელჩებს ორ კატეგორიად,
მტრული და მეგობრული ქვეყნების ელჩებად ჰყოფდნენ.
მტრული ქვეყნის ელჩებს რომში არ უშვებდნენ. ისინი
რომთან ახლოს, ქალაქის კედლების იქით უნდა
დალოდებოდნენ სენატის გადაწყვეტილებას მოლაპარაკების
მიზნით მათი აუდიენციის შესახებ. აუდიენციაც იქვე ახლოს
ბელონას — ომის ქალღმერთის ტაძარში იმართებოდა. თუ
სენატი აუდიენციაზე უარს იტყოდა, მტრული ქვეყნის
ელჩებს რაც შეიძლება მალე იტალია უნდა დაეტოვებინათ
და სპეციალური ნებართვის გარეშე ხელახლა არ უნდა
დაბრუნებულიყვნენ.
რომაელები „მეგობრული― ქვეყნების თუ ხალხების
ელჩებსაც ერთმანეთისაგან ანსხვავებდნენ. რომისათვის ყველაზე
ანგარიშგასაწევი ქვეყნების წარმომადგენლებს იტალიის
საზღვართან ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე — კვესტორი
ეგებებოდა, რომელიც მათ იტალიაში თან ახლდა. ამ ელჩებს
რომში ერთ-ერთ საუკეთესო შენობაში აბინავებდნენ. ისინი
ზეიმებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე და ცირკში დაჰყავდათ,
სადაც მათ საპატიო, საუკეთესო ადგილებზე სვამდნენ. ყველაზე

313
საპატიო ელჩების ქანდაკებებს კი რომის მთავარ ტაძარში
დგამდნენ.
ერთ-ერთ ასეთ განსაკუთრებულად საპატიო ელჩად
რომის მიერ ქართლის მეფე ფარსმანი იქნა მიჩნეული,
რომელიც რომს II ს-ის შუა წლებში ეწვია და მისი ცხენზე
ამხედრებული ქანდაკება იმპერატორის ბრძანებით ომის
ღმერთის მარსის ტაძარში აღიმართა.
ბიზანტიის ხელისუფლება, როგორც წესი, ცდილობდა
ყოველნაირად მოეხიბლა ელჩები და იმპერიის სიძლიერეში
დაერწმუნებინა. მათ საგანგებოდ ათვალიერებინებდნენ
კონსტანტინოპოლის თითქმის მიუდგომელ გალავანს,
უწყობდნენ ჯარის აღლუმებს. არაიშვიათად ასეთ აღლუმებზე
ერთი და იგივე მეომრები სხვადასხვა აღჭურვილობით და
ტანსაცმლით რამდენჯერმე გამოჰყავდათ. განსაკუთრებით
საზეიმოდ გამოიყურებოდა ელჩების აუდიენცია ბიზანტიის
კეისართან. საზეიმო ცერემონიასთან ერთად ბიზანტიელებს
მათთვის არასასურველი ელჩების ძალზე ცუდად მიღებაც
შეეძლოთ, რათა ამით საიმპერატორო კარის უკმაყოფილება
ეჩვენებინათ. ასეთი ქვეყნის ელჩები იმპერიის საზღვრებიდან
კონსტანტინოპოლამდე ხშირად გრძელი და მოუხერხებელი
გზებით მიჰყავდათ, რათა ისინი ბიზანტიის იმპერიის
დედაქალაქზე თავდასხმის სიძნელეში დაერწმუნებინათ.
კონსტანტინოპოლში საცხოვრებლად ჩვეულებრივ
უცხო ქვეყნის ელჩებს საგანგებო სასახლეს გამოუყოფდნენ,
მაგრამ მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას
ფაქტობრივად უკრძალავდნენ. ელჩებს ქალაქში გამოსვლა
მხოლოდ სპეციალური დაცვის თანხლებით შეეძლოთ. ასე
რომ, ბიზანტიის დედაქალაქში ელჩები თავისებურ პატიმ-
რებად გადაიქცეოდნენ.
ბიზანტიაში ჩამოსულ ელჩებს, იმპერატორთან აუდიენციის
შემდეგ იმპერატორის მეუღლე — დედოფალი უნდა
მოენახულებინათ. აგრეთვე იმპერიის უმაღლეს მოხელეებსაც
უნდა სწვეოდნენ. დიპლომატიური მოლაპარაკებები, როგორც
წესი ასეთ მიღებებზე და მიღების გაგრძელებაზე — ნადიმებზე
მიმდინარეობდა. უცხო ქვეყნების ელჩები თავიანთი ვიზიტის
დროს დასმულ საკითხებზე პასუხს იმპერატორთან ბოლო
აუდიენციის დროს იღებდნენ. ასეთი აუდიენციის მიღებას
კი ხშირად დიდი დრო სჭირდებოდა. როგორც წესი,
ბიზანტიაში უცხო ქვეყნის ელჩებს ჩვეულებრივ დიდი ხნით
აჩერებდნენ.
ბიზანტიელები უცხო ქვეყნების ელჩებს საყვირებით და
დროშებით კონსტანტინოპოლიდან საზეიმოდ აცილებდნენ.
ასე რომ, მიღება-გასტუმრების მთელი ცერემონიალი ამ
ელჩებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.
სახალიფოში და მისი გავლენით მუსლიმურ აღმოსავლეთში
უცხო ქვეყნის ელჩებს საზღვარზე ხვდებოდნენ და ხალიფას
რეზიდენციამდე მიაცილებდნენ. ელჩის შეურაცხყოფა
დაუშვებელი იყო, რადგან ყურანის მიხედვით მას მხოლოდ

314
„მათზე დაკისრებული დავალების სწორი გადაცემა―
ევალებოდა.
მუდმივი საელჩოების გახსნა ევროპის ქვეყნებმა მხოლოდ
XV ს-დან დაიწყეს. დიპლომატიაში ეს წესი იტალიის ქალაქ-
სახელმწიფოებმა, პირველ რიგში ვენეციამ შემოიღო,
რომელმაც XV ს-ის II ნახევარში პირველი ელჩები დანიშნა
ოსმალების მიერ ახლად დაპყრობილ კონსტანტინოპოლში,
სულთნისა და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ხელმწიფის
კარზე.
ვენეციის ელჩები ვალდებულნი იყვნენ, ხელისუფ-
ლებისათვის კვირაში ერთხელ მაინც გაეგზავნათ შეტყო-
ბინებები, სადაც მასპინძელ ქვეყანაში მომხდარი ამბები იყო
აღწერილი. იმისათვის რომ ასეთი კორესპონდენცია საიდუმ-
ლოდ დარჩენილიყო, ვენეციელმა და საერთოდ იტალიელმა
დიპლომატებმა პირველებმა დაიწყეს ასეთი დეპეშების დაში-
ფრვა. დიპლომატიურ მიმოწერაში შიფრის გამოყენებამ
თავდაპირველად მასპინძელ ქვეყნებში დიდი უკმაყოფილება
გამოიწვია. ასე მაგალითად, როდესაც ოსმალეთის სულთანმა დეპეშა (ფრ.) - სასწრაფო
შეიტყო, რომ ვენეციის ელჩი შიფრს იყენებდა, მან მოსთხოვა შეტყობინება, სასწრაფოდ
ელჩს სტამბული სამ დღეში დაეტოვებინა. გაგზავნილი პატაკი (სამხედრო,
თანდათანობით ელჩების გარკვეული ვადით დანიშვნის დიპლომატიური).
პრაქტიკა ევროპის მრავალი ქვეყნის მთავრობამ გადაიღო.
მიუხედავად ამისა, XVI-XVII სს-ში მსოფლიოს უმეტეს
ქვეყნებში დიპლომატიური ურთიერთობები ძირითადად
ელჩობის გაცვლის გზით ხდებოდა. ასეთ ელჩობებს მასპინძელი
ქვეყნის ოფიციალური პირები საზღვარზე ხვდებოდნენ და ამ
ქვეყნის მეთაურის რეზიდენციამდე საზეიმოდ მიაცილებდნენ.
ელჩობებს გზადაგზა აღლუმებს უმართავდნენ, ციხე-
სიმაგრეებთან გავლის დროს არტილერიის საზეიმო სროლით
ხვდებოდნენ.
საბოლოოდ, დასავლეთ ევროპაში მუდმივი საელჩოების
გახსნის პრაქტიკა მხოლოდ XVII ს-ის შუა წლებში
დამკვიდრდა.
ელჩების შერჩევისა და ელჩობის გამგზავრების, უცხო
ქვეყნების ელჩების დახვედრა-მიღების საკითხები ისტორიის
სხვადასხვა პერიოდებში ყველა ქვეყნისათვის ერთნაირად
მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ამ საქმეს ხელისუფლების
უმაღლესი ორგანოები განაგებდნენ.
ძველ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ელჩებს
სახალხო კრება ირჩევდა. რომში რესპუბლიკის ხანაში

germaneli xalxis romis saRvTo imperiis elCobis angariSi konstantinopolSi audi-


enciis Sesaxeb (X s-is 80-iani wlebi)

„იმპერატორი ოქროს ტახტზე იჯდა. ტახტის წინ ოქროს ხე იდგა, რომელზედაც ოქროს ჩიტები
ჟღურტულებდნენ. ტახტის ორივე მხარეს ოქროს თუ მოოქროვილი ლომები იდგნენ, რომლებიც კუდებს
აქნევდნენ და იღრინებოდნენ. როდესაც ელჩი იმპერატორის თაყვანისსაცემად დაიხარა (ევროპული
წესი), ტახტი უეცრად მაღლა ავიდა და როდესაც დაეშვა იმპერატორს სხვა სამოსი ეცვა―.

315
ელჩების საკითხს სენატი განაგებდა, იმპერიის ხანაში კი
საელჩოების საქმეს იმპერატორის კანცელარია უძღვებოდა.
ბიზანტიაში საგარეო ურთიერთობების უწყებას პირველი
მინისტრი განაგებდა. ამ უწყებას იმ დროისათვის უზარმაზარი
შტატი გააჩნდა. აქ იმ დროს გავრცელებული თითქმის ყველა
ენის მცოდნე თარჯიმანი ჰყავდათ. საგარეო ურთიერთობის
უწყებაში უცხო ქვეყნების ელჩობათა მიღება-გასტუმრების
რთული წესები იყო შემუშავებული, რათა უცხო ქვეყნის
წარმომადგენლები სახელმწიფოს ძლიერებაში დაერწმუნებინათ.
არაბთა სახალიფოს ცენტრალური მმართველობის
უწყებაში, ერთ-ერთი პირველი ადგილი საგარეო უწყებას
ეჭირა, რომელსაც უშუალოდ ვაზირი, ხალიფას შემდეგ
სახელმწიფოში უმაღლესი პირი განაგებდა.
მუდმივი საელჩოების გახსნის კვალდაკვალ დაახლ.
XVIII ს-ში დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებში
დიპლომატიური სამსახური საბოლოოდ ჩამოყალიბდა, მას
სათავეში საგანგებო სახელმწიფო მდივნები ჩაუდგნენ.
უძველეს ხანაშივე დამკვიდრდა ელჩებისათვის
სპეციალური ინსტრუქციების მიცემის წესი, რომელთა
ფარგლებში მათ სხვადასხვა ქვეყნებში დამკვიდრებული
ტრადიციების მიხედვით თავისუფლად მოქმედების
სხვადასხვა ხარისხი ჰქონდათ. როგორც წესი, ელჩებს
საიდუმლო მითითება ეძლეოდათ, რაც მასპინძელი ქვეყნის
დაზვერვაში გამოიხატებოდა.
ძველ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ელჩობას
გამგზავრების წინ ინსტრუქციას აძლევდნენ, რომლის
ფარგლებში ის გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდა
და ინიციატივის გამოჩენის უფლებაც ჰქონდა. ელჩები
მშობლიურ ქალაქ-სახელმწიფოებში დაბრუნების შემდეგ
ანგარიშს სახალხო კრებას აბარებდნენ. თუ სახალხო კრება
ასეთი ანგარიშით კმაყოფილი დარჩებოდა, ელჩებს
ასაჩუქრებდნენ. ამ საჩუქრებს შორის ყველაზე საპატიოდ
დაფნის გვირგვინი ითვლებოდა. ანგარიშით უკმაყოფილობის
შემთხვევაში, ელჩებს აჯარიმებდნენ, ქვეყნიდან აძევებდნენ
და იშვიათ შემთხვევაში სიკვდილითაც სჯიდნენ.
რომში ასებული წესის თანახმად, თავისი მისიის
დასრულების შემდეგ ელჩობა ანგარიშს სენატს აბარებდა,
რასაც რომში ელჩობის შესახებ მოხსენების გაკეთება
ეწოდებოდა.
არაბთა სახალიფოში ელჩს დაწვრილებით მიუთითებდნენ,
თუ როგორ უნდა ემოქმედა: როგორ მისალმებოდა მასპინძელი
ქვეყნის მეთაურს, როგორ დაერიგებინა საჩუქრები, როგორ
ეწარმოებინა მოლაპარაკება ხელშეკრულების შესახებ, რომლის
პროექტს ელჩს ატანდნენ. თუ მასპინძელ ქვეყანაში ასეთი
ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარს ეტყოდნენ, ელჩს
მოლაპარაკება უნდა გაეგრძელებინა და თანაც სამშობლოდან
ახალი უნდა მოეთხოვა. თუ ხელშეკრულება დაიდებოდა, ელჩს
მასპინძელი ქვეყნის მეთაურის, მისი ვაჟებისა და

316
ახლობლების მხრიდან მისი ფიცით განმტკიცება უნდა
მოეთხოვა.
ბიზანტიაში არსებული წესის თანახმად, ელჩს, როგორც
თავისი ქვეყნის წარმომადგენელს მოლაპარაკებები მხოლოდ
იმ რწმუნების ფარგლებში უნდა ეწარმოებინა, რომელიც
წინასწარ მიცემული ჰქონდა. თუ მოლაპარაკების დროს
გაუთვალისწინებელი საკითხები წამოიჭრებოდა, ბიზანტიის
ელჩს ხელისუფლებისაგან დამატებითი ინსტრუქცია უნდა
მოეთხოვა. ზოგადად კი, თუ ელჩი თავის რწმუნებებს
გადააჭარბებდა, მაშინ მას სამშობლოში დიდი სასჯელი
ელოდა. ბიზანტიის იმპერატორები ძალზე იშვიათად
აძლევდნენ თავიანთ ელჩებს სრულ დამოუკიდებლობას
დიპლომატიური მისიის დროს.
ფორმალურად ბიზანტიის ელჩს მასპინძელი ქვეყნის
საშინაო საქმეებში ჩარევა ეკრძალებოდა. ელჩები, როგორც
წესი, ამ ფორმალურ აკრძალვას არ ასრულებდნენ და ამ
დანტე ალიგიერი
ქვეყნის საშნაო საქმეებში მაქსიმალურად ერეოდნენ. (1265–1321)

პირველი დიპლომატიური სკოლები. დიპლომატიურ


საქმეში ბიზანტიელების მემკვიდრეები იტალიელები იყვნენ.
ისევე როგორც ძველი საბერძნეთი, შუა საუკუნეების იტალიაც
ერთიან სახელმწიფოს არ წარმოადგენდა. ამ ქვეყნის ცალკეულ
ქალაქ-სახელმწიფოებს თუ დამოუკიდებელ ფეოდალურ
ერთეულებს შორის ურთიერთობა დიპლომატიის წესების
სრული დაცვით მიმდინარეობდა. XIII-XV სს-ის იტალია
კულტურის დონით დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას
აღემატებოდა. ეს უპირატესობა დიპლომატიური საქმის
განვითარებაშიც აისახა. იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებში
დიპლომატების მოსამზადებლად საგანგებო სკოლები
ადრევე შეიქმნა. ეს სკოლები დიპლომატებს არა მარტო ნიკოლო მაკიაველი
იტალიისათვის, არამედ ევროპის მრავალი ქვეყნისათვის (1469 –1527)
ამზადებდნენ. იტალიურ დიპლომატიურ სკოლებს შორის
ფლორენციის დიპლომატთა სკოლა გამოირჩეოდა,
რომელშიც მრავალი უცხოელი სწავლობდა. 1300 წელს,
როგორც პაპის მიერ საიუბილეოდ გამოცხადებულ წელს,
რომს მრავალი ქვეყნის ელჩი ეწვია, მათ შორის ინგლისის,
საფრანგეთის, ჩეხეთის... აქედან 12 ქვეყნის ელჩი
ფლორენციული დიპლომატიური სკოლის წარმომადგენელი
იყო. ამავე სკოლის წარმომადგენლები იყვნენ სახელგანთქმული
პირები: დანტე, პეტრარკა, ბოკაჩო, მაკიაველი.

დიპლომატიური ენა. დიპლომატიურ ენას როცა


ამბობენ, იმ სპეციფიკურ ტერმინებს და მოლაპარაკებათა
სტილს გულისხმობენ, რომელიც დიპლომატთა მეტყველებაში
საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრდა. იმავდროულად
დიპლომატიური ენა პირველ რიგში ის ენაა, რომელზედაც
დიპლომატიური მოლაპარაკებები და დიპლომატიური
ფლორენცია - ტუსკანის
მიმოწერა ხდება.
რეგიონის დედაქალაქი
იტალიაში

317
ძველ აღმოსავლეთში თავდაპირველად ქვეყნებს შორის
ურთიერთობაში შუმერული ენა და დამწერლობა
გამოიყენებოდა, შემდეგ აქემენიანთა იმპერიის შექმნის
დროიდან ეს ენა არამეულმა შეცვალა. ანტიკურ ხანაში
დიპლომატიაში ბერძნული და ლათინური ენები
გაბატონდა, ლათინური ენა დიპლომატიის ერთადერთ ენად
დასავლეთ ევროპაში XVIII საუკუნემდე დარჩა, ამ ენებზე
იყო შედგენილი ყველა იმ უმნიშვნელოვანესი
საერთაშორისო ხელშეკრულება. ხელშეკრულებების ტექსტები, რომელსაც XV-XVII სს-ში
სახელმწიფოებს შორის ხელი მოეწერა. მახლობელ აღმოსავლეთში დიპლომატიური
ყოველგვარ შეთანხმებას — ენის როლს VII ს-დან, ანუ არაბთა სახალიფოს
საზავო, ისევე როგორც წარმოქმნიდან XV ს-ის ჩათვლით არაბული ენა ასრულებდა.
სხვადასხვა მაგალითად, XVIII ს-დან ევროპაში ლათინურის ადგილი ფრანგულმა
სავაჭრო, კულტურულ, თუ დაიჭირა. ფრანგულად მიმდინარეობდა დიპლომატიური
სამხედრო სფეროში დადებულ მიმოწერა და მოლაპარაკებები 1919 წლამდე, ანუ პარიზის
ხელშეკრულებას საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე. ამ კონფერენციაზე
ხელშეკრულება ეწოდება. ასეთ ფრანგულთან ერთად ინგლისური ენაც გამოიყენებოდა. ამის
შეთანხმებას შეიძლება ეწოდოს შემდეგ თანდათანობით ინგლისური დიპლომატიაში
კონვენცია, პაქტი, ოქმი,
გაბატონებული ენა ხდება, თუმცა ფორმალურად ყველა ენა
თანაბრად ითვლება: ორ და რამდენიმე ქვეყანას შორის
ხელშეკრულება, შეთანხმება და
დადებული ხელშეკრულება ყველა მონაწილე მხარის ენაზე
სხვ., მაგრამ მიუხედავად
დგება და ამ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვთ. გაეროში ყველა
სახელწოდებისა, მათი
სახელმწიფოს წარმომადგენელს შეუძლია თავის ენაზე
იურიდიული ძალა თანაბარია.
გამოვიდეს, თუმცა ამ შემთხვევაში მან თარჯიმანი უნდა
საერთაშორისო ხელშეკრულების
გამოიყენოს. გაეროს ოფიციალურ ენებად ინგლისური,
მხარედ მხოლოდ საერთაშორისო
ფრანგული, ესპანური, რუსული და ჩინური ითვლება.
სამართლის სუბიექტები იუნესკოში ამ ენებს კიდევ არაბული ემატება.
გვევლინებიან, ძირითადად,
სახელმწიფოები. საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი, ანუ საერთაშორისო ხელშეკრულება.
ხელშეკრულებას წერილობითი ძველ საბერძნეთში სახელმწიფოთა შორის დადებულ
ფორმა აქვს და მკაფიოდ ასახავს ხელშეკრულებას, როგორც მაგიურს ისე უყურებდნენ.
მხარეთა პოზიციას.
ხელშეკრულების დადების შემდეგ მხარეები
ვალდებულნი იყვნენ მათი ტექსტი საგანგებო სტელაზე
ამოეკვეთათ და თავიანთი ქალაქის მთავარ ტაძარში
შეენახათ. თუ ხელშეკრულება არაბერძნულ მხარესთან იყო
დადებული ხელშეკრულების ტექსტი მათ ენაზეც დგებოდა.
ხელშეკრულების ტექსტის ერთი ეგზემპლარი აუცილებლად
ქალაქ-სახელმწიფოს არქივში ინახებოდა. იმ შემთხვევაში, თუ
ხელშეკრულებას დაარღვევდნენ და ომს გამოაცხადებდნენ,
სტელას, რომელზედაც ხელშეკრულების ტექსტი იყო
ამოკვეთილი, გატეხავდნენ და ამით ხელშეკრულებაც
დარღვეულად ითვლებოდა. იმ შორეული წარსულიდან
მოდის ქართული გამოთქმა პირობის (სიტყვის) გატეხვა..
ჩვეულებრივ სახელმწიფოებს შორის ხელმოსაწერად
გამზადებული ხელშეკრულების ტექსტი წინასწარ
მზადდება და თანხმდება. ამას ხელშეკრულების პარაფირება
ეწოდება. ზოგიერთი ხელშეკრულება ძალაში ხელმოწერის

318
შემდეგ დაუყოვნებლივ შედის. ზოგ ხელშეკრულებას კი
ძალაში შესვლისათვის საგანგებო რატიფიკაცია ესაჭიროება.
ხელშეკრულების რატიფიკაცია ხელმომწერი ქვეყნის
უმაღლესი ორგანოს მიერ მის დამტკიცებას ეწოდება.
ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ხელშეკრულების
რატიფიკაციად უმრავლეს შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყნის
უმაღლესი პირის — მონარქის (ფარაონის, იმპერატორის,
კაიზერის) მიერ მისი დამტკიცება ითვლებოდა, ძველი
საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებში ხელშეკრულების
რატიფიცირებას სახალხო კრება, რომის რესპუბლიკაში კი
სენატი ახდენდა. უახლოეს ეპოქაში ხელშეკრულების
რატიფიკაციის უფლება ჩვეულებრივ ქვეყნის უმაღლესი
საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის, დუმის, კონგრესის)
პრეროგატივაა. ხელშეკრულებათა უმეტესობა გარკვეული
ვადით იდება. თუმცა მის ტექსტში საგანგებოდაა აღნიშნული
ამ ხელშეკრულების შეწყვეტის თუ ავტომატურად
გაგრძელების პირობები. ხელშეკრულების ხელმომწერი ერთი
ან რამდენიმე მხარე ზოგჯერ ვადაზე ადრე ცალმხრივად
აცხადებს ხელშეკრულებას გაუქმებულად. ამას ხელშეკრუ-
ლების დენონსაცია ეწოდება.
ვინაიდან კაცობრიობის ისტორიის უდიდეს
მონაკვეთში კონფლიქტების გადაწყვეტის უმთავრეს
საშუალებას ომი წარმოადგენდა, ბუნებრივია, სახელ-
მწიფოთაშორისი ხელშეკრულებების დიდი უმრავ-
ლესობა თითქმის XX ს-ის II ნახევრამდე, საზავო ხელ-
კონტრიბუცია ლათინური სიტყვა
შეკრულებები იყო, რომლებიც ომის შემდგომ ვითარებას
კონტრიბუციოდან წარმოსდგება
აფიქსირებდა. საზავო ხელშეკრულებების ტექსტებში
და ნიშნავს თანხას, რომელსაც
ხშირად შეგვხვდება ტერმინები: კონტრიბუცია და რეპარაცია. ომში დამარცხებული სახელმწიფო
საზავო ხელშეკრულებების შესწავლა-განხილვისას კი საზავო ხელშეკრულების
დამატებით შეგხვდებათ ისეთი ტერმინები, როგორიცაა: თანახმად გამარჯვებულს უხდის.
ოკუპაცია და ანექსია, დეპორტაცია და რეპატრიაცია.
კონტრიბუცია და რეპარაცია, გამარჯვებული
სახელმწიფოს მიერ დამარცხებული მხარისათვის ომში
მიყენებული ზარალის
ასანაზღაურებლად დაწესებულ ფულად, ან სხვა სახის
გადასახადს ეწოდება. მაგალითად, 1871 წელს საფრანგეთ-
პრუსიის ომში გამარჯვებულმა პრუსიამ (გერმანია),
საფრანგეთს კონტრიბუციის სახით 5 მილიარდი ოქროს
ფრანკი გამოართვა, რაც დღევანდელი გადაანგარიშებით,
სულ ცოტა ტრილიონ დოლარს უდრის.
დეპორტაცია სამხედრო კონფლიქტის დროს, ან შემდეგ
მკვიდრი მოსახლეობის მთლიანი, ან დიდი ნაწილის
გასახლებას ნიშნავს. ზოგჯერ დეპორტაციას თან ახლავს
მკვიდრი მოსახლეობის მასობრივი დახოცვა. ამას უკვე
გენოციდი ეწოდება.
დეპორტირებულთა ან მათ შთამომავალთა სამკვიდრო
ადგილას დაბრუნებას რეპატრიაცია ეწოდება.

319
ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის დაპყრობა-
დაქვემდებარების ფორმები. ანტიკურ ხანასა და შუა
საუკუნეებში, ისევე როგორც ახალი ისტორიისა და უახლესი
ისტორიის უდიდეს მონაკვეთში ჩვეულებრივი მოვლენა იყო
ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის დაპყრობა-
დაქვემდებარება. ასეთი დაქვემდებარების ძირითადად ორი
ფორმა არსებობდა: 1. როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს
მთლიანად შთანთქავდა, თავის უბრალო პროვინციად
აქცევდა და სამართავად ამ მიზნით საგანგებოდ დანიშნულ
მოხელეს აგზავნიდა და 2. დაქვემდებარების შედარებით
მსუბუქი ფორმა, როდესაც დაპყრობილ ქვეყანას კვლავაც
ადგილობრივი სამეფო, თუ სამთავრო დინასტია მართავდა,
რომელიც დამპყრობის მიმართ ყოველწლიურ გადასახადს
— ხარკს იხდიდა, და დამპყრობი ქვეყნის მოთხოვნისამებრ
მის ლაშქარს საკუთარი ქვეყნიდან გამოყვანილი რაზმებით
უერთდებოდა. ასეთ დაქვემდებარებულ ქვეყნებს შუა
საუკუნეების საზოგადოებრივი ურთიერთობების
ანალოგიით ვასალური, ყმადნაფიცი სახელმწიფოები
ეწოდებოდა. ბუნებრივია, დამპყრობი ქვეყანა ვასალი,
ყმური სახელმწიფოების მიმართ სიუზერენის როლში
გამოდიოდა. ამიტომ თუ სამეფოს დაქვემდებარებაში
რამდენიმე ვასალური ქვეყანა იყო, რომლებსაც ვასალი
მეფეები განაგებდნენ, დამპყრობი ქვეყნის მეფე მათთან
მიმართებაში ხშირად თავს მეფეთ-მეფეს უწოდებდა.

რეგიონალური და მსოფლიო მნიშვნელობის


ხელშეკრულებები. ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის
ხელმოწერილი ხელშეკრულება უფრო ხელმომწერ მხარეებს
ეხება ხოლმე, მაგრამ არც თუ იშვიათია ისეთი
ხელშეკრულებები, რომლებიც გარკვეული დროით მთელი
რეგიონის ბედს განსაზღვრავენ. ასეთ ხელშეკრულებებს
რეგიონალური მნიშვნელობა აქვთ. ამის საილუსტრაციოდ
ქვემოთ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ.
ძვ. წ. III საუკუნეში წინა და ცენტრალური აზიის
მნიშვნელოვან სივრცეს ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის
მემკვიდრე სელევკიანთა სახელმწიფო აერთიანებდა. ძვ. წ. 190
წელს ეს სახელმწიფო მცირეაზიულ ქალაქ მაგნეზიასთან
გადამწყვეტ ბრძოლაში სწრაფად მზარდ რომის რესპუბლიკასთან
დამარცხდა და იძულებული გახდა მასთან საზავო
ხელშეკრულებისათვის ხელი მოეწერა, რომლის ძალით ის
რომისადმი დაქვემდებარებულ მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ
გადაიქცა, მისი მცირეაზიული სამფლობელოები კი რომის
მიერ განთავისუფლებული, დამოუკიდებელი სამეფოებით
დაიფარა, რომლებიც შემდგომში რომმა თანდათან შეიერთა.
ამდენად, მაგნეზიასთან დამარცხება, შეიძლება ითქვას,
რეგიონალური მნიშვნელობის აღმოჩნდა, ვინაიდან
სელევკიანთა სახელმწიფოს დამარცხებას მოკლე ხანში წინა და

320
ცენტრალური აზიის პოლიტიკური რუკის თითქმის მთლიანად
შეცვლა მოყვა, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა რეგიონის
მომავალი პოლიტიკური ცხოვრება.
III ს-დან VII ს-ის შუა წლებამდე მცირე აზიასა და
სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთს ორი იმდროინდელი
„ზესახელმწიფო― ჯერ სასანიანთა სპარსეთი და რომის
იმპერია, შემდეგ კი ამ უკანასკნელის მემკვიდრე აღმოსავლეთ
რომის იმპერია, იგივე ბიზანტია უპირისპირდებოდა.
ამიტომაც მათ შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებები ამ
რეგიონების სახელმწიფოებისა და ხალხების ბედს
მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა. მაინც განსაკუთრებული
მნიშვნელობა სპარსეთსა და რომს შორის III ს-ის
მიწურულში ქალაქ ნისიბინში ხელმოწერილ საზავო
ხელშეკრულებას ჰქონდა, რომლის თანახმადაც სომხეთი,
ქართლის სამეფო (იბერია) და ალბანეთი თითქმის 40 წელი
რომის პროტექტორატის ქვეშ მოექცა. ამას ამ სამეფოებში
სულ მოკლე ხანში რომის კვალდაკვალ ქრისტიანობის
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოჰყვა, რამაც
მომდევნო არა ერთი საუკუნის მანძილზე განსაზღვრა
სამხრეთ კავკასიის რეგიონის ისტორია.
XVI-XVII საუკუნეებში და XVIII საუკუნის პირველ
ნახევარში მცირე აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთს
ოსმალეთი და სეფიანთა ირანი უპირისპირდებოდა,
შესაბამისად, ამ რეგიონების სახელმწიფოებისა და ხალხების
ბედს მნიშვნელოვანწილად მათ შორის ხელმოწერილი
ხელშეკრულებები განსაზღვრავდა. ამ ხელშეკრულებებს
შორის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა 1555 წლის
ამასიის ზავს ჰქონდა. მომდევნო ორსაუკუნენახევრის
განმავლობაში ოსმალეთსა და სპარსეთს შორის რამდენიმე
საზავო ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ მცირე აზიასა და
სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთსა და ირანს შორის
სასაზღვარო გამიჯვნას კვლავაც ამასიის ზავი ან მისი ოდნავ
სახე შეცვლილი ვერსიები ედო საფუძვლად.
ახალ ისტორიაში ევროპის რეგიონისათვის
უმნიშვნელოვანესი ვესტფალიის ზავი იყო, რომელიც 1648
წლის დეკემბერში გერმანიის ვესტფალიის მხარეში, ქალაქებში
მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში იქნა ხელმოწერილი.
ვესტფალიის ზავმა, რომელმაც ევროპის ქვეყნებს შორის
იმხანად მიმდინარე ე. წ. ოცდაათწლიანი ომი დაასრულა,
თითქმის საუკუნენახევარი განსაზღვრა ევროპის
პოლიტიკური რუკა.
საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის დამარცხების
შემდეგ. 1814-1815 წლებში ავსტრიაში, ვენის კონგრესზე
ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს წარმომადგენლები
შეიკრიბნენ. იქ დადებულმა ხელშეკრულებებმა გადაწყვიტა
ნაპოლეონის შემდგომი ევროპის პოლიტიკური მოწყობა.

321
ორ სახელმწიფოს შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებას
ზოგჯერ მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამის
მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს 1783 წელს ინგლისსა და აშშ
-ს შორის საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში ხელმოწერილი
ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინგლისმა აშშ-ს
დამოუკიდებლობა აღიარა. ასე შემოვიდა მსოფლიო
თანამეგობრობაში ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს
მსოფლიოს წამყვან ქვეყანას წარმოადგენს.
1919-1920 წლებში პარიზში მიმდინარეობდა საზავო
კონფერენცია, სადაც პირველ მსოფლიო ომში
გამარჯვებული მთავარი ქვეყნები დამარცხებულთა ბედს
წყვეტდნენ. ამ კონფერენციაზე დამარცხებულ ქვეყნებთან
საზავო ხელშეკრულებებს ხელი ცალ-ცალკე მოეწერა. ამ
ხელშეკრულებებმა ძირითადად მოხაზეს პირველი
პარიზის კონფერენციის მსოფლიო ომის შემდგომი ევრაზიის დიდი ნაწილის რუკა.
ფარგლებში გერმანიასთან საზავო მეორე მსოფლიო ომის შემდეგომი ევროპის
ხელშეკრულებას ხელი ვერსალში პოლიტიკური რუკა ძირითადად ამ ომში ანტიჰიტლერული
მოეწერა; ავსტრიასთან — კოალიციის მეთაურების შეხვედრებზე განისაზღვრა,
სანჟერმენში, ბულგარეთთან — რომლებიც ისტორიაში თეირანის, იალტისა და პოტსდამის
ნეიში, ოსმალეთთან — სევრში.
კონფერენციების სახელით შევიდნენ. ამათგან
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა იალტის და
პოტსდამის კონფერენციებს ჰქონდათ, რომელთა
გადაწყვეტილებები საფუძვლად დაედო 1945-1990 წლების
აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ რუკას.
კაცობრიობის ისტორიის უდიდეს მონაკვეთში, როგორც
უკვე აღვნიშნეთ, სახელმწიფოებს შორის ფაქტობრივად
მხოლოდ საზავო ხელშეკრულებები იდებოდა. მოგვიანებით
სახელმწიფოებმა საგანგებო სავაჭრო ხელშეკრულებათა
ხელმოწერაც დაიწყეს, რომელიც მათ შორის ვაჭრობის
პირობებს განსაზღვრავდა. XX საუკუნის II ნახევარში
სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის სფეროები ძალზე
გაიზარდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე
საერთაშორისო ხელშეკრულებები არეგულირებენ ორ და
რამდენიმე ქვეყნის თანამშრომლობას არა მარტო პოლიტიკურ
თუ ეკონომიკურ სფეროებში, არამედ კულტურის,
მეცნიერულ-ტექნიკურ და ა.შ. დარგებში.
ზოგიერთი ხელშეკრულება მსოფლიოს ყველა ქვეყანას
ეხება. ასეთია მაგალითად, 1967 წელს ხელმოწერილი
„კოსმოსის შესახებ― და 1968 წელს „ბირთვული იარაღის
გაუვრცელებლობის― ხელშეკრულებები.
საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე
ნორმების წარმოქმნა. XVII-XVIII სს-ში დიპლომატიური
ოქმი ძირითადად ჩამოყალიბებული იყო.
დიპლომატიურ ურთიერთობაში სიძნელეს მხოლოდ
ამა თუ იმ ქვეყანაში აკრედიტებული წარმომადგენლების
უფროს-უმცროსობის საკითხი რჩებოდა, რაც მრავალი

322
გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა. ყველა ქვეყნის ელჩი
ცდილობდა თავისი თავი სხვა ქვეყნის ელჩზე მაღლა
დაეყენებინა და ამით თავისი სახელმწიფოს პრესტიჟი
გაეზარდა. ეს კი სხვა ელჩებთან დაპირისპირების მიზეზი
ხდებოდა.
ეს საკითხი პირველად ვენის კონგრესზე გადაწყდა. 1815
წლის 19 მარტს ვენის კონგრესმა მიიღო საგანგებო „ვენის
რეგლამენტი―. ამ რეგლამენტმა დიპლომატიური კლასები
შემოიღო და ამ კლასებს შორის უფროს-უმცროსობა დააწესა.
1961 წლის 18 აპრილს ვენის კონფერენციამ მიიღო ვენის
კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ,
რომელიც დიპლომატიური ურთიერთობის იურიდიულ
საფუძველს წარმოადგენს. საქართველო ამ კონვენციას 1993
წლის 13 მაისის საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით შეუერთდა.
1963 წელს ვენაში საგანგებო კონფერენციაზე მიიღეს
ვენის კონვენცია საკონსულო საქმიანობის შესახებ. ვენის ეს
ორივე კონვენცია თანამედროვე დიპლომატიური და
საკონსულო საქმიანობის იურიდიულ საფუძველს
წარმოადგენს.

323
T a v i XI

1643
საფრანგეთის მეფე ლუი
ძვ.წ. 384-322 XIV ქვეყანას 72 წლის
განმავლობაში მართავდა,
არისტოტელემ დაწერა როგორც აბსულუტური
ნაშრომები: „პოლიტიკა‖ და
„ათენური პოლიტეა”
0 მანარქი.

400
ძვ.წ. 1600

324
1917
1748
ოქტომბერში
გამოიცა შარლ რუსეთში მოხდა
მონტესკიეს სოციალისტური
ნაშრომი რევოლუცია ლენინის
„კანონთა გონი‖. მეთაურობით.

1700 1900

325
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა

ცნებები და ტერმინები პირთა სახელები


არისტოკრატიული მმრთველობა პლატონი
სუვერენი არისტოტელე
ოლიგარქია ჟან ბოდენი
ტირანია შარლ ლუი მონტესკიე
პოლიტია დენი დიდრო
განმანათლებლობა ვოლტერი
აღორძინება ეკატერინე II
ენციკლოპედისტები ტოტლებენი
ლიბერალიზმი ფრიდრიხ II
მარქსიზმი ჟან-ჟაკ რუსო
ბოლშევიზმი/ლენინიზმი ვახტანგ VI
მემარჯვენე სულხან-საბა ორბელიანი
პროლეტარული რევოლუცია ვახუშტი ბაგრატიონი

პროლეტარული დიქტატურა ლენინი


კომუნიზმი სტალინი

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. როგორი იყო შეხედულებები სახელმწიფოს მართვა-გამგეობის


ფორმებზე ანტიკურ ხანაში?
2. რაში მდგომარეობს სახელმწიფო ხელისუფლების სამ შტოს
შორის გადანაწილების არსი?
3. როგორი იყო ფრანგი განმანათლებლების შეხედულებები
სახელმწიფოს მართვა-გამგეობის ფორმებზე და რა გავლენა
მოახდინეს მათ ევროპის საზოგადოებრივი და პოლიტიკური
აზრის ფორმირებზე?
4. რა არის პოლიტიკური მოძღვრებების: ლიბერალიზმი,
მარქსიზმი, ბოლშევიზმი, ფაშიზმი -ძირითადი არსი?
5. როგორ იცვლებოდა პოლიტიკური ტერმნების: „მემარცხენე―
და „მემარჯვენე― აღქმა ისტორიულ ჭრილში?

326
politikuri azris istoria

ჯერ კიდევ აღმოსავლეთის უძველეს სახელმ-


წიფოებში ადამიანები აკვირდებოდნენ და ცდილობდნენ
გაეანალიზებინათ მათი დროის მმართველობის ფორმები,
გამოეყოთ მათ შორის საუკეთესო, ან კიდევ მოეცათ სახელ-
მწიფოს ახალი ფორმები, რომლებიც მათი აზრით,
უკეთესად დაიცავდა მოქალაქეთა ინტერესებს. ასე შეიქმნა
ისტორიის კიდევ ერთი დარგი — პოლიტიკური აზრის,
იგივე პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორია, რომელმაც
უდიდესი როლი შეასრულა კაცობრიობის სახელმწიფო-
ებრიობის განვითარების ისტორიაში.
ძველი აღმოსავლური ტიპის სახელმწიფოში
პოლიტიკურ შეხედულებებზე ყველაზე სრულ წარმოდგენას
ძველი ეგვიპტის დღემდე მოღწეული წერილობითი
ძეგლები იძლევა.
ძველ ეგვიპტეში, სხვა ძველი ხალხების მსგავსად,
უზენაესი მმართველის ღვთიური წარმომავლობა საყოველ-
თაოდ სწამდათ. ეგვიპტელების რწმენით, ფარაონი (მეფე)
სიკვდილის შემდეგ ცაზე ღმერთებს უერთდებოდა, ხოლო მისი
ღვთიური ბუნება მისი ტახტის მემკვიდრეზე გადადიოდა.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ძვ. წ. IV საუკუნის 30-იანი
წლების დასასრულს ეგვიპტელმა ქურუმებმა ალექსანდრე
მაკედონელი ღვთის შვილად აღიარეს, რაც მაკედონელმა
დამპყრობელმა დიდი სიხარულით მიიღო. ძველი ეგვიპ-
ტელების აზრით, ყველა ფარაონი კეთილი და ბრძენი იყო. ის
ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებდა, ადამიანებისათვის
ბედნიერება მოჰქონდა და სიმართლის შემოქმედი იყო.
ძველი აღმოსავლეთის ხალხებისაგან განსხვავებით
ძვ.წ. V-IV საუკუნეების ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს,
მმართველობის როგორც მონარქიული, ისე რესპუბლიკური
ფორმა ჰქონდათ. ზოგიერთი ბერძნული ქალაქ-სახელმ-
წიფოს უზენაეს ხელისუფლებას, როგორც გვახსოვს, მოქა-
ლაქეთა სახალხო კრება წარმოადგენდა, რის გამოც მათ
წყობილებას დემოკრატიული ეწოდებოდა. ზოგან კი ქალაქს
წარჩინებული თუ მდიდარი უმცირესობა — არისტოკრატია,
ოლიგარქია მართავდა. სახელმწიფოს სხვადასხვა ფორმებმა
და წეს-წყობილებათა მრავალფეროვნებამ ძველ ბერძენ
სწავლულებს პოლიტიკური აზრის განვითარების მხრივ
ფრიად ხელსაყრელი გარემო შეუქმნა. სწორედ ამან
განაპირობა, რომ სახელმწიფოს წარმოშობის და მისი
უკეთესად ფუნქციონირებისათვის ოპტიმალური ფორმისა,
თუ მმართველობის ხასიათის შესახებ მოძღვრებები
თავდაპირველად სწორედ ძველ საბერძნეთში შეიქმნა. ამ
მხრივ განსაკუთრებით პლატონი და არისტოტელე
გამოირჩევიან.

327
პლატონი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის რამდენი-
მე ფორმას გამოყოფს. ამათგან არისტოკრატიული მმართვე-
ლობა, ისევე, როგორც მისი შერყვნილი ფორმები ტიმოკ-
რატია და ოლიგარქია პლატონის აზრით, უვარგისია,
რადგან ხელისუფლების სათავეში მოსვლა ფულისა და
წარჩინებული წარმომავლობის გარეშე, მხოლოდ უნარისა
და დამსახურების მიხედვით სრულიად შეუძლებელია.
პლატონისათვის მიუღებელია სახელმწიფო დემოკრა
-ტიული მმართველობაც, რომელიც მის თვალში წარმოად-
გენს გამარჯვებული ღარიბების ძალმომრეობას, როდესაც
ისინი მათი მოწინააღმდეგე მდიდრების ერთ ნაწილს
სპობენ, ნაწილს სამშობლოდან აძევებენ და ნაწილს სხვა
მოქალაქეებთან უფლებებში და თანამდებობების დაკავე-
ბაში ათანაბრებენ. დემოკრატიაც, პლატონის აზრით,
სახელმწიფოს მართვა-გამგებლობის უარყოფითი ფორმაა,
სადაც ადამიანს აფასებენ არა უნარის, არამედ ბრბოს კეთილი
განწყობის მიხედვით. ამ ბერძენი სწავლულის მიხედვით,
სახელმწიფოს მართვა-გამგებლობის ზემოთ ჩამოთვლილ
ფორმებზე კიდევ უფრო უარყოფითი მაინც ტირანიაა.
ტირანიას ჩვეულებრივ ტირანიის გაფეტიშება ღუპავს,
ოლიგარქიას — სიმდიდრის, ხოლო დემოკრატიას
თავისუფლების წყურვილის გაფეტიშება, რომელიც კანონის
უპატივცემულობაში და სრულ ანარქიაში იზრდება.
პლატონის აზრით, იდეალური სახელმწიფო
სათნოებას, სიბრძნეს, სიმამაცეს, წესრიგსა და სამართ-
ლიანობას უნდა ემყარებოდეს. იდეალურ სახელმწიფოს
ფილოსოფოსები უნდა მართავდნენ. მეომრები უნდა
იცავდნენ, ხოლო მიწათმოქმედნი და ხელოსნები სახელმ-
წიფოს მატერიალური კეთილდღეობისათვის უნდა ზრუ-
ნავდნენ. თითოეული ამ წოდების წარმომადგენელი
გულდასმით უნდა აკეთებდეს იმ საქმეს, რაც მათ ევალებათ.
პლატონის აზრით, იდეალურ სახელმწიფოში განსაკუთ-
რებული მნიშვნელობა მოქალაქეთა აღზრდა-განათლებას
ენიჭება.
ანტიკურ ხანაში კლასიკური თეორია სახელმწიფოს
შესახებ არისტოტელემ ჩამოაყალიბა. მან საგანგებოდ
შეისწავლა მის დროს ბერძნულ სამყაროში არსებული 158
ქალაქ-სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლი-
ტიკური წყობილება და თავისი შეხედულებანი ძირითადად
განაზოგადა ისეთ თხზულებებში, როგორიცაა „პოლიტიკა“
და „ათენური პოლიტეა“.

არისტოტელე სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად


ნიშნად მიიჩნევს ერთიან ტერიტორიას, რომელშიც ცხოვრო-
ბენ მოქალაქეები. მოქალაქეებად მას მიაჩნდა ყველა ის, ვინც
მონაწილეობს საკანონმდებლო და სასამართლო
ხელისუფლებაში. არისტოტელესათვის უმთავრესი სიკეთე
საზოგადოებრივი სარგებელია. შესაბამისად, მმართველო-
ბის ის ფორმებია მისაღები, რომლებიც, მისი აზრით,

328
საზოგადოების წინსვლას და კეთილდღეობას უზრუნ-
ველყოფს. აქედან გამომდინარე არისტოტელე ერთმა-
ნეთისაგან გამოჰყოფს მმართველობის სწორ და არასწორ
ფორმებს. სწორ ფორმებს, მისი აზრით, მიეკუთვნება
მონარქია, არისტოკრატია და პოლიტია. მმართველობის ამ
სხვადასხვა ფორმებს აერთიანებს საზოგადოების კეთილ-
დღეობისათვის ზრუნვა. აქედან, მონარქია, ეს მმართვე-
ლობის ისეთი ფორმაა, როდესაც ერთი კაცი ზრუნავს
საზოგადოების სარგებელზე; არისტოკრატია, როდესაც
უმცირესობა ზრუნავს საზოგადოებაზე, ხოლო პოლიტიას
არისტოტელე უწოდებს ისეთ წყობილებას, როდესაც
ხელისუფალნი, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ,
ზრუნავენ საზოგადო კეთილდღეობაზე.
მმართველობის ამ სამივე დადებით ფორმას თავისი
„ცუდი ვერსიაც“ აქვს, რომელშიც ის შეიძლება გადაიზარდოს:
მონარქიისათვის ასეთი გამრუდებული ფორმა ტირანიაა,
არისტოკრატიისათვის — ოლიგარქია, ხოლო პოლიტიისათვის
— დემოკრატია.
არისტოტელე იცავს კერძო საკუთრებას: „ცხადია,
რომ უკეთესია ქონება კერძო იყოს... თუ როგორ განხორ-
ციელდება ეს, უკვე კანონმდებლობის საქმეა“.
არისტოტელე იზიარებს კანონის უზენაესობის
პრინციპს. ყოველი კანონი მისი აზრით, უნდა შეესაბა-
მებოდეს სამართლიანობას და სამართალს.
XV- XVI საუკუნეებში დასავლეთ ევროპის წამყვან
ქვეყნებში, ფეოდალიზმის დაშლისა და კაპიტალისტური
ურთიერთობების ჩასახვის ეპოქაში, როგორც გვახსოვს,
აბსოლუტური მონარქია ჩამოყალიბდა. მმართველობის ეს
ფორმა დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებში ფაქტობრივად
სრული სახით XVI საუკუნის II ნახევარსა და XVII საუკუნის
I ნახევარში გაბატონდა.
აბსოლუტური მონარქიის ერთ-ერთ უმთავრეს
იდეოლოგად ფრანგი სწავლული (იურისტი, ფილოსოფოსი)
და პოლიტიკური მოღვაწე ჟან ბოდენი უნდა ჩაითვალოს.
მან შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში
კათოლიკებისა და პროტესტანტების რელიგიური ომების
ნიშნით მიმდინარე შინაომების ხანაში გაატარა, როდესაც ჟან ბოდენი
ქვეყანაში სიმშვიდის დამყარების ერთადერთ გარანტად 1530-1596
ძლიერი სამეფო ხელისუფლება ჩანდა. გასაკვირი არ არის,
რომ ჟან ბოდენი ძლიერი სამეფო ხელისუფლების,
აბსოლუტური მონარქიის აპოლოგეტი გახდა.
ჟან ბოდენი თავის თხზულებებში განიხილავს
სახელმწიფო მმართველობის სამ ფორმას: დემოკრატიას,
არისტოკრატიულ მმართველობას და მონარქიას. ამ
ფორმებს შორის უნაკლოდ ფრანგ სწავლულს მონარქია,
უფრო ზუსტად აბსოლუტური მონარქია მიაჩნია.
აბსოლუტური მონარქი, მისი აზრით, გარე ხელისუფ-
ლებისაგან სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოს
მმართველი — სუვერენია (უმაღლესი ძალაუფლების

329
მპყრობელი), რომელიც მხოლოდ ყველა ხალხისთვის
საერთო ღვთიურ და ბუნებრივ კანონებს ემორჩილება. მისი
ხელისუფლება ერთიანი და განუყოფელია. მისი
გადაწყვეტილებანი ყველასათვის აუცილებელია.
ჟან ბოდენის აზრით, აბსოლუტურ მონარქიას
რეფორმების გზით უნდა უზრუნველეყო ქვეშევრდომთა
კერძო საკუთრების დაცვა და რელიგიური აღმსარებლობის
თავისუფლება.
ფეოდალური ურთიერთობების დაშლის კვალდა-
კვალ სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენდა ევროპაში
ადამიანის ბატონყმური ურთიერთობებიდან გათავისუფ-
ლების, წოდებრივი პრივილეგიების გაუქმებისა და კანონის
წინაშე ადამიანების თანაბრობის იდეა. საზოგადოებაში
დაიწყო მსჯელობა სახელმწიფოს წარმოშობის, ფუნქციის,
მოქალაქეთა წინაშე სახელმწიფოს ვალდებულებისა და
სამართლიანი სახელმწიფოს შესახებ.
ასე თანდათან განვითარდა და გავრცელდა
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა განმანათლებლობა.
ამ მოძღვრებამ მოიცვა XVII-XVIII საუკუნეების ევროპის
საზოგადოებრივი აზრი და მის წამყვან იდეოლოგიად იქცა,
ამიტომ ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ისტო-
რიის ამ ხანას, განმანათლებლობის ხანას უწოდებენ. განმა-
ნათლებლობის ხანას ხშირად „გონების ეპოქასაც“ ეძახიან.
განმანათლებლობა ერთგვარად აღორძინების//
ჰუმანიზმის ეპოქის განვითარებას წარმოადგენდა. მას
საფუძველი დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებულ
ქვეყანაში — ინგლისში ჩაეყარა და თანდათანობით მრავა-
ლი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოიცვა. სხვადასხვა
ქვეყანაში განმანათლებლობას თავისი სპეციფიკა ჰქონდა,
მაგრამ თავისი განვითარების ყველა ეტაპზე ამ მოძღვრებას
საერთო პრინციპები გამოარჩევს. განმანათლებლები
საზოგადოების განვითარების საფუძვლად გონებას მიიჩნევ-
დნენ. განმანათლებლების აზრით, საზოგადოების წინსვლა
შეიძლება განხორციელდეს ადამიანის კეთილი ბუნებრივი
საწყისების განვითარებით. ისინი უდიდეს მნიშვნელობას
ანიჭებდნენ აღზრდას. აღზრდაში განმანათლებლები არა
მხოლოდ მოზარდი თაობის, არამედ მთელი საზოგადოების
აღზრდას და გონიერი საზოგადოებრივი წყობილებისათვის
მომზადებას გულისხმობდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ,
განმანათლებლობა ინგლისში წარმოიშვა, მაგრამ მან
კლასიკური სახე საფრანგეთში მიიღო. ეს იყო ერთ-ერთი
უბრწყინვალესი პერიოდი საფრანგეთის ისტორიაში. ფრანგი
განმანათლებლები ერთდროულად ბრწყინავდნენ ხელოვ-
ნებასა და ლიტერატურაში, ფილოსოფიაში, მეცნიერების
სხვა დარგებში. მათმა მოღვაწეობამ იდეური საფუძველი
მოუმზადა როგორც საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ
რევოლუციას, ისე, ზოგადად XIX-XX საუკუნეების
რევოლუციათა კასკადს ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.

330
ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთ
ფუძემდებლად შარლ ლუი მონტესკიე მიიჩნევა. მისი
თხზულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპისტოლა-
რულ-ფილოსოფიური ხასიათის საგანმანათლებლო რომანი
„სპარსული წერილები“, რომელშიც ავტორი იძლევა
აღმოსავლური დესპოტიზმისა და ფრანგული აბსოლუტური
მონარქიის კრიტიკას. „სპარსულ წერილებში“ მონტესკიე
ზოგადად მიმოიხილავს ოსმალეთისა და რუსეთის
იმპერიების, ირანის აგრეთვე აზიისა და აფრიკის სხვა
მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკურ
მდგომარეობას. მას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს
საქართველოზე. „სპარსულ წერილებში“ ის ახსენებს ქალაქ შარლ ლუი მონტესკიე
1689-1755
თბილისს, აგრეთვე იმერეთის სამეფოს და გურიის
სამთავროს, რომელსაც აგრეთვე სამეფოდ მოიხსენიებს.
შარლ მონტესკიეს ეკუთვნის საფრანგეთის განმა-
ნათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „სპარსული წერილები“
მეცნიერულ-ფილოსოფიური თხზულება „კანონთა გონი“, მონტესკიემ 1721 წელს
სადაც ის მეცნიერულად აშუქებს სხვადასხვა ქვეყანაში გამოაქვეყნა.
კანონისა და კანონმდებლობის წარმოშობა-განვითარებას და
„კანონთა გონი“ მონტესკიემ 1748
ცდილობს, ყოველი ქვეყნის კანონმდებლობის თავისებუ-
წელს გამოაქვეყნა.
რებები ამ ქვეყნის საზოგადოებრივი და ბუნებრივ-
გეოგრაფიული ფაქტორების თავისებურებებით ახსნას.
მონტესკიესათვის უმაღლეს ღირებულებას ადამიანის
პოლიტიკური თავისუფლება წარმოადგენს. მონტესკიეს
იდეალურად ისეთი საზოგადოებრივი წყობა მიაჩნია,
რომელიც იცავს, როგორც დემოკრატიის, ისე არისტოკ-
რატიის ინტერესებს და უზრუნველყოფს ადამიანთა
პოლიტიკურ უფლებებს. ფრანგი განმანათლებელი ერთმა-
ნეთისაგან ანსხვავებს ღვთაების, ბუნებისა და საზოგა-
დოების კანონებს. მისი აზრით, საზოგადოებრივი კანონები
განსაზღვრავენ ცალკეული ადამიანის უფლებებს და
მოვალეობებს. მონტესკიე თვლიდა, რომ ადამიანის
თავისუფლებისათვის სახელმწიფო ისე უნდა მოეწყოს, რომ
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლება გამოყოფილი იყოს ერთმანეთისაგან. თუ ეს
სამი ხელისუფლება ერთ ხელში იქნება თავმოყრილი, ეს
დამღუპველი იქნება თავისუფლებისათვის. მონტესკიეს “კანონთა გონი“-
სახელმწიფო ხელისუფლების გადანაწილების გამოიცა 1750 წელს ინგლისში.
აუცილებლობაზე მიუთითებდნენ ანტიკური ხანისა და შუა
საუკუნეების მოაზროვნეებიც, მაგრამ კლასიკური სახით ეს
თეორია პირველად შარლ მონტესკიემ ჩამოაყალიბა. ის მისი
სახელით შევიდა პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიაში.
დღევანდელი დემოკრატიული სახელმწიფოების წყობა
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო

„ჩვენ თავისუფალნი ვართ იმდენად, რამდენადაც სამოქალაქო კანონების ძალაუფლებაში ვიმყოფებით;


თავისუფლება იმის კეთების უფლებაა, რაც კანონით დასაშვებია. თუ მოქალაქეს შეუძლია აკეთოს ის,
რასაც კანონი კრძალავს, მაშინ მას აღარ ექნება თავისუფლება, რადგან იგივე შესაძლებლობა სხვებსაც
ექნებათ“.

შარლ ლუი მონტესკიე

331
ხელისუფლების განცალკევების და განაწილების პრინციპს
ეფუძნება.
მონტესკიე საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ
მთავარ მამოძრავებელ ძალად გეოგრაფიულ გარემოს
მიიჩნევდა. მისი აზრით, საზოგადოების, აგრეთვე
ცალკეული ადამიანის შესაძლებლობებზე დიდ გავლენას
ახდენს კლიმატური და ბუნებრივი ფაქტორები. ის ცხელ
კლიმატურ ზოლში მცხოვრებ ადამიანებს ფიზიკურად
სუსტებად და მხდალებად, ხოლო ცივ კლიმატურ ზოლში
მოსახლე ადამიანებს მამაცებად და გაბედულებად
მიიჩნევდა. მისი აზრით საზოგადოების განვითარებისათვის
განსაკუთრებით ხელსაყრელი ზომიერი კლიმატია. მონ-
ტესკიე თვლიდა, რომ სწორედ ზომიერმა კლიმატმა
განაპირობა ინგლისის დაწინაურება, რომლის სახელმწიფო
წყობილება — კონსტიტუციური მონარქია მას სახელმწი-
ფოებრივი წყობის იდეალად მიაჩნდა. მონტესკიე მიიჩნევდა,
რომ თავდაპირველად ე. წ. პირველყოფილ პერიოდში
ადამიანები „ბუნებრივ მდგომარეობაში“, ანუ წინა
სახელმწიფოებრიობის პირობებში ცხოვრობდნენ. ისინი
საკუთარი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გზების
ძიებამ მიიყვანა სახელმწიფოს შექმნის იდეამდე.
მონტესკიე უარყოფდა კერძო საკუთრების არსებობას
პირველყოფილი წყობილების დროს. ამ ფრანგი
განმანათლებლის აზრით, კერძო საკუთრება ყალიბდება
საზოგადოების განვითარების უფრო მაღალ — სახელმწი-
ფოებრიობის ეტაპზე საზოგადოებრივი შეთანხმების გზით.
მონტესკიე თვლიდა, რომ კერძო საკუთრება ცივილიზაციის
უმაღლესი ფორმის გამოვლინებაა. მისი აზრით, ცალკეული
ადამიანის კეთილდღეობასთან შედარებით, რაც არ უნდა
მაღლა დადგეს საზოგადოებრივი კეთილდღეობის იდეა,
არავის არ აქვს უფლება ადამიანს წაართვას საკუთრების
უმნიშვნელო ნაწილიც კი.
ამგვარად, მონტესკიეს საზოგადოების არსებობის
აუცილებელ პირობად სახელმწიფო მმართველობა და კერძო
საკუთრება მიაჩნდა, რაშიც ის, როგორც ვხედავთ, ეხმიანება
არისტოტელეს შეხედულებებს. მონტესკიე ერთმანეთისაგან
განასხვავებს რეპუბლიკურ, მონარქიულ და დესპოტურ
მმართველობას. მას რესპუბლიკურ მმართველობად მიაჩნია
ისეთი სახელმწიფო წყობა, სადაც ხელისუფლება მთელ
ხალხს ან მის დიდ ნაწილს ეკუთვნის. მონარქიაში მისი
აზრით, მთელი ხელისუფლება ერთ ადამიანს ეკუთვნის,
რომელიც სახელმწიფოს მართავს უცვლელი კანონების
მიხედვით. მისგან განსხავავებით დესპოტური სახელმწიფო
ისეთი სახელმწიფოა, სადაც მმართველი (მონარქი) თავის
თავს კანონებზე მაღლა აყენებს და იგნორირებას უკეთებს
ნებისმიერ კანონს.
როგორც ვხედავთ, თუ ჰუმანისტებმა ანტიკური
ხელოვნებისა და კულტურის ტრადიციები ააღორძინეს,
განმანათლებლებმა არისტოტელესა და პლატონის პოლი-

332
ტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისები გააცოცხლეს და
განავითარეს.
ფრანგი განმანათლებლების დიდი ნაწილი
გაერთიანებული იყვნენ „ენციკლოპედიის — მეცნიერების,
ხელოვნების და ხელოსნობის განმარტებითი ლექსიკონის“
მრავალტომიანი გამოცემის ირგვლივ, ამიტომ მათ შეიძლება
ენციკლოპედისტებიც ეწოდოთ. მათ ახასიათებდათ:
ფეოდალური გადმონაშთების სიძულვილი, ბრძოლა
აბსოლუტიზმის პრივილეგიური სისტემის წინააღმდეგ,
ვაჭრობის, მანუფაქტურების და სოფლის მეურნეობის
თავისუფალი განვითარების მოთხოვნა, რითაც ეხმიანე-
ბოდნენ კლასიკური ეკონომიკური თეორიის მამების
იდეებს. ენციკლოპედისტები განსაკუთრებით დიდ დენი დიდრო
ყურადღებას აქცევდნენ საზოგადოების განათლებისა და 1713-1784
აღზრდის საკითხებს. გამოჩენილი ფრანგი
ენციკლოპედისტებს შორის განსაკუთრებით ფრანგი განმანათლებელი
ფილოსოფოსი და მწერალი დენი დიდრო გამოირჩეოდა.
მისი წყალობით აღნიშნული ფრანგული ენციკლოპედიის
მრავალტომეულ გამოცემაში საუკუნეთა მანძილზე
დაგროვილი ცოდნა და XVIII საუკუნის მოწინავე იდეები
აისახა.
დენი დიდრო ლიტერატურის მრავალ დარგში
მოღვაწეობდა. მან საფუძველი ჩაუყარა ფრანგულ
მხატვრულ კრიტიკას. განსაკუთრებით დიდია დენი
დიდროს დამსახურება სახალხო განათლების თეორიული
საფუძვლების ჩამოყალიბებაში. მან ერთ-ერთმა პირველმა
წამოაყენა იდეა უფასო დაწყებითი სახელმწიფო
განათლების შესახებ. მისი აზრით, განათლების სასწავლო
გეგმების შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს
მეცნიერების განვითარების დონე და მის სხვადასხვა
დარგებს შორის ურთიერთკავშირი.
ფრანგი განმანათლებლებიდან ევროპის საზოგა-
დოებრივ აზრზე განსაკუთრებით დიდი გავლენა ვოლტერმა
მოახდინა. ის იყო ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და
ისტორიკოსი.
ვოლტერი განათლებული აბსოლუტიზმის იდეას
იცავდა. ეს იდეა მან პირველად ფილოსოფიურ მოთხრობაში
„ზადიგი, ანუ ბედისწერა“ წამოაყენა. ის აგრეთვე თვლიდა,
რომ საზოგადოების განვითარება უნდა ეყრდნობოდეს
პიროვნების თავისუფლებას და კერძო საკუთრებას. ფრანსუა მარი არუე ვოლტერი
ვოლტერის აზრით, ყველა მოქალაქე უნდა იყოს 1694-1778
თანასწორი კანონის წინაშე, სახელმწიფოში უნდა იყოს
სიტყვის თავისუფლება, გადასახადებს უნდა იხდიდნენ XVIII საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი
ქონების პროპორციულად. ვოლტერს სახელმწიფო წყობი- ფილოსოფოსი-განმანათლებელი,
ლების საუკეთესო ფორმად კონსტიტუციური მონარქია პოეტი, პროზაიკოსი, სატირიკოსი,
მიაჩნდა, რომელსაც სათავეში განათლებული მონარქი ედგა. პუბლიცისტი, ადამიანის უფლებათა
მის იდეალს ისეთი სახელმწიფო წარმოადგენდა, სადაც დამცველი.
მშვიდობა და სამართლიანი მართლმსაჯულება სუფევდა.
სახელმწიფოში სიმშვიდის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად

333
ფრანგ განმანათლებელს სჯულშემწყნარებლობა, დღევან-
დელი ტერმინოლოგიით სინდისის თავისუფლება მიაჩნდა.
ვოლტერის იმ დროისათვის შედარებით ზომიერი
პოლიტიკური იდეები განათლებული აბსოლუტიზმის
შესახებ, რომელიც აბსოლუტიზმის მშვიდობიანი განვითა-
რების თავისებურ გზას იძლეოდა, დიდი პოპულარობით
სარგებლობდა ევროპის მრავალ სამეფო კარზე. ამიტომ
ვოლტერს თავისი დროის ევროპის ზოგიერთ
ხელმწიფესთან ხანგრძლივი მიმოწერა და თბილი
ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის იყო რუსეთის
იმპერატორი ეკატერინე II. ამ მიმოწერაში სხვათაშორის
ტოტლებენის მეთაურობით რუსეთის საექსპედიციო
გოტლიბ ჰაინრიხ ტოტლებენი კორპუსის საქართველოში ლაშქრობაც აისახა. ეკატერინე II
1715-1773 ვოლტერს აცნობებდა ტოტლებენის მიერ ქუთაისის აღებას
გერმანული წარმოშობის რუსი და ფოთზე გალაშქრებას.
მხედართ-მთავარი, რუსეთ- ვოლტერს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა პრუსიის
ოსმალეთის I ომის დროს მეფე ფრიდრიხ II-თანაც, რომელიც განათლებული
რუსეთის მიერ საქართველოში აბსოლუტიზმის იდეებს იზიარებდა და ამ მიმართულებით
გამოგზავ-ნილი. ტოტლებენმა რამდენიმე ნაშრომიც კი გამოაქვეყნა. ვოლტერი ერთ ხანს
1770 წ. იმერეთის მეფე სოლომონ I ფრიდრიხ II-ის სამეფო კარზეც კი ცხოვრობდა. თუმცა
-თან ერთად ქუთაისის ციხე აიღო.
საბოლოოდ, მეფისა და ფილოსოფოსის ურთიერთობა
განხეთქილებით დასრულდა.
ვინაიდან, ზოგადად ფრანგ განმანათლებელთა
შრომებისა და იდეების, ისე საკუთრივ ვოლტერის
ნააზრევის გავლენა საფრანგეთის რევოლუციაზე, როგორც
უკვე აღვნიშნეთ, ფრიად დიდი იყო, ამიტომაც რუსეთში
ვოლტერის იდეებისა და ნაშრომებისადმი დამოკიდე-
ბულება საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციისა
და იქ სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ მკვეთრად
შეიცვალა. ეკატერინე II-მ მკაცრად აკრძალა ვოლტერის
თხზულებების გამოცემა და მისი პიესების დადგმა.
ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი დიდი
წარმომადგენელი ჟან-ჟაკ რუსოა. ის წარმოშობით შვეიცა-
რიელი ფრანგი იყო. რუსო თავდაპირველად საფრანგეთში
დენი დიდროს დაუახლოვდა და ფრანგულ ენციკლო-
პედიაში რამდენიმე წერილიც კი გამოაქვეყნა. ჟან-ჟაკ რუსოს
აზრით, ადამიანები თანაბარნი და თავისუფალნი
იბადებიან. მათი უძველესი და ბუნებრივი გაერთიანება
ოჯახია, ხოლო სახელმწიფო ადამიანთა შორის შეთანხმებას
უნდა ეფუძნებოდეს. „ვინაიდან არცერთ ადამიანს თავის
მსგავსზე ძალაუფლების გავრცელების უფლება ბუნებით
არა აქვს მინიჭებული და ვინაიდან ძალა არავითარ
უფლებას არ ქმნის, ამიტომ ნებისმიერი კანონიერი
ძალაუფლება ადამიანებს შორის შეთანხმებას ეფუძნება“ —
წერს იგი.
ჟან-ჟაკ რუსო ჟან-ჟაკ რუსოს აზრით სწორედ შეთანხმებაა
1712-1778 საზოგადოების განვითარების ის ახალი საფეხური, როდესაც
ადამიანები სახელმწიფოში ერთიანდებიან. უნდა გამო-
ინახოს ადამიანთა შეთანხმების ისეთი ფორმები, რომელიც

334
დაიცავს თითოეული ადამიანის ღირსებასა და ქონებას და
იმავდროულად, შეაკავშირებს მათ ერთმანეთთან.
ფრანგი განმანათლებლის აზრით, კანონი ხალხის
ნებას უნდა გამოხატავდეს. სახელმწიფო კანონმდებლობის
უპირველეს მიზანს ადამიანთა თავისუფლებისა და მათ
შორის თანასწორობის უზრუნველყოფა უნდა შეადგენდეს.
კანონების შემუშავება ხალხის უფლებაცაა და მოვალეობაც.
ხალხს აქვს უფლება წინააღმდეგობა გაუწიოს სახელმწიფოს
უკანონობას. ჟან-ჟაკ რუსო განასხვავებს სახელმწიფო
მმართველობის სამ ძირითად ფორმას: დემოკრატიას,
არისტოკრატიას და მონარქიას. მისი აზრით, თუ სახელმწი-
ფოში ხელისუფლება ხალხს ან მის უდიდეს ნაწილს
ეკუთვნის, ასეთი სახელმწიფო დემოკრატიულია, თუ
ხელისუფლებას მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფი ფლობს,
არისტოკრატიულ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, ხოლო თუ
ქვეყანას ერთი ადამიანი განაგებს, ეს უკვე მონარქიული
სახელმწიფოა.
ჟან-ჟაკ რუსომ ერთ-ერთმა პირველმა დაამუშავა
სახელმწიფოში არჩევნების, თუ რეფერენდუმის ჩატარების
პრინციპები.
ფრანგი განმანათლებლების იდეებმა მოქალაქეთა
უფლებებისა და სახელმწიფო წყობილების შესახებ
უდიდესი როლი შეასრულეს თავისუფალი საზოგადოების
განვითარების საქმეში როგორც მათივე ეპოქაში, ისე
შემდგომ საუკუნეებში. ფრანგი განმანათლებლების იდეები
რუსოს კალამს ეკუთვნის
საფუძვლად დაედო აშშ-ის კონსტიტუციას და მის პირველ ფილოსოფიური რომანები:
შესწორებებს, საფრანგეთის დიდი რევოლუციის „ჟიული ანუ ახალი ელიოზა“ და
დასაწყისშივე დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“.
ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას, ისევე, განსაკუთრებით დიდი
როგორც რეჩ-პოსპოლიტას, იგივე პოლონეთ-ლიტვის მნიშვნელობა ჟან-ჟაკ რუსოს
გაერთიანებული სამეფოს კონსტიტუციას. საფრანგეთის პოლიტიკურმა ტრაქტატმა
დიდი რევოლუციის დროს ამ რევოლუციის მრავალი „საზოგადოებრივი
მონაწილე სახელმწიფოს შესახებ ჟან-ჟაკ რუსოს იდეებს ხელშეკრულება ანუ ახალი
სამართლის პრინციპები“ შეიძინა.
იზიარებდა და ცხოვრებაში მათ გატარებას ცდილობდა.
თავის ნაწარმოებებში დიდმა
როგორც უკვე ავღნიშნეთ, განმანათლებლობას
ფრანგმა განმანათლებელმა
გამოძახილი საქართველოშიც ჰქონდა. პირველი ქართველი სახელმწიფოსადმი, კანონისა და
განმანათლებლები იყვნენ ვახტანგ VI და მისი გუნდი, მათ კანონმდებლობისადმი თავისი
შორის „სწავლულ კაცთა კომისია“, რომელიც განათლებისა შეხედულებები გადმოსცა.
და ქვეყანაში კანონიერების განმტკიცების გზით, ქვეყნის

√ ,,მე მსურს შევისწავლო საზოგადოებრივ წყობაში თუ ადამიანები დარჩებიან ისეთებად, როგორებიც


არიან, ხოლო კანონები იქნებიან იმგვარნი, როგორადაც მათ ძალუძთ ყოფნა, შესაძლებელია თუ არა
მმართველობის რაიმე კანონიერი და მყარი წესის არსებობა. ამ გამოკვლევაში გამუდმებით ვეცდები
ურთიერთკავშირში განვიხილო ის, რის ნებასაც მრთავს სამართალი და ის რასაც ადგენს სარგებელი,
რათა ეს ორი რამ, სარგებელი და სამართალი, ერთმანეთისგან არ იქნას განცალკევებული“.

√ თუ საზოგადოებრივი ხელშეკრულებიდან არაარსებითს ამოვიღებთ, დავინახავთ, რომ ასეთ სახეს


მიიღებს:
„თითოეული ჩვენგანი თავის მეობას და მთელ თავის ძალას გაიღებს საერთო ნების უზენაესი
ხელმძღვანელობით და ყოველი წევრი გვეძლევა, როგორც მთელი განუ-ყოფელი ნაწილი“.

ჟან-ჟაკ რუსო, „საზოგადოებრივი ხელშეკრულება, ანუ ახალი სამართლის პრინციპები“

335
წინსვლის უზრუნველყოფას ცდილობდა. ამის
დადასტურებაა XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მათი
მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწე-
ობა: სამართლის კრებულის შედგენა, ბეჭდვითი საქმის
დაფუძნება და წიგნების ბეჭდვის დაწყება, უცხო ენებიდან
მეცნიერების სხვადასხვა დარგის მრავალი წიგნისა და
სასწავლო სახელმძღვანელოს თარგმნა, „ახალი ქართველთა
ცხოვრების“, ანუ ახალი საქართველოს ისტორიის შექმნა,
სულხან-საბა ორბელიანის მიერ ქართული განმარტებითი
ლექსიკონის შედგენა და სხვ. განათლებული ხელმწიფის
იდეალია გადმოცემული სულხან-საბა ორბელიანის
დიდაქტიკურ თხზულებაში „სიბრძნე სიცრუისა“. საზოგა-
დოებაში მეცნიერული ცოდნის შემოტანას ემსახურებოდა
ვახტანგ VI-ის ვაჟის ვახუშტი ბაგრატიონის მეცნიერული
ვახუშტი ბაგრატიონი
მოღვაწეობა.
1696-1757
ქართლის მეფის ფრანგ განმანათლებლებს შორის საქართველოში
ვახტანგ VI-ის შვილი. ყველაზე პოპულარული ვოლტერი იყო. ვოლტერის მიმდევ-
რები იყვნენ გიორგი XII-ის შვილები დავით და იოანე
ბატონიშვილები.
ლიბერალიზმი. განმანათლებლობიდან და კლასიკური
ეკონომიკის მამების იდეებიდან გამოიზარდა პოლიტიკური
მოძღვრება, რომელიც ლიბერალიზმის სახელით გახდა
ცნობილი.
ლიბერალიზმი საზოგადოებრივი ურთიერთობის
საფუძვლად მიიჩნევს ადამიანის ბუნებრივ უფლებებს:
სიცოცხლის, პირადი თავისუფლების, კერძო საკუთრების;
აღიარებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას;
ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას; ხელისუფლების წინაშე
მთავრობის პასუხისმგებლობას, სახელმწიფო ხელისუფლების
გამჭვირვალობას და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობას;
სულხან-საბა ორბელიანი ქვეყნის ეკონომიკას უნდა მართავდეს თავისუფალი კერძო
1658-1725 წარმოება. სახელმწიფო კი უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ
ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვას — აღნიშნავენ ამ
მოძღვრების მიმდევრები.
მარქსიზმი. კაპიტალიზმის, ანუ ლიბერალური
ლიბერალიზმი, როგორც ტერმინი საბაზრო ეკონომიკის განვითარების პირველ ეტაპზე თავი
ლათინური სიტყვიდან ლიბერ —
იჩინა უარყოფითმა მხარეებმაც. თავისუფალი კონკურენ-
ციის შედეგად მოსახლეობის ერთი ნაწილი წარმოების
საშუალებებზე საკუთრების გარეშე დარჩა. ფაბრიკა-
ქარხნებში შრომის უმძიმესი პირობები იყო. მუშების
ხელფასი ცხოვრების მინიმუმს ძლივს აკმაყოფილებდა. არ
არსებობდა საპენსიო უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის
დაცვის რაიმე პროგრამა. ასეთ პირობებში კლასიკური
ეკონომიის მამების ლიბერალური მოძღვრებიდან, როგორც
გვახსოვს თანდათან გამოიზარდა მარქსიზმი, რომელსაც
ჩვენ გავეცანით როგორც ეკონომიკურ მოძღვრებას, ხოლო
ახლა გავეცნობით ფილოსოფიური თეორიისა და პოლიტი-
კური მოძღვრების კუთხით. მარქსიზმის ფუძემდებლები

336
კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, თუმცა თავს ადამ
სმიტისა და დევიდ რიკარდოს უშუალო მიმდევრებად
აცხადებდნენ, მაგრამ სინამდვილეში განმანათლებლობისა
და ლიბერალიზმის ყველა ძირითად იდეას უარყოფდნენ.
მარქსიზმის, როგორც პოლიტიკური მოძღვრების
ძირითადი დებულებები პირველად 1848 წელს გამოქვეყ-
ნებულ „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ გაჟღერდა.
მარქსი და ენგელსი შეეცადენ იმ დროისათვის
მათთვის ცნობილი კაცობრიობის ისტორიის განვითარების
ერთიანი კანონზომიერება წარმოეჩინათ. მათი მოსაზრებით,
საზოგადოების განვითარებას, მნიშვნელოვანწილად, მის
შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს — კლასებს შორის
არსებული წინააღმდეგობა წარმართავს. მაგრამ ამ
დაპირისპირებათა რთული და ფრიად მრავალფეროვანი
ხასიათი, მხოლოდ ორი, ე.წ. გაბატონებული და დაჩაგრული
კლასების ბრძოლის სახით წარმოაჩინეს: „დღემდე
არსებული ყველა საზოგადოების ისტორია არის კლასთა
ბრძოლის ისტორია“, „სახელმწიფო კი გაბატონებული
კლასის ბატონობის იარაღია“ — ამბობს მარქსიზმი. ამით
მათ მსოფლიო ისტორია და საზოგადოებრივი ურთიერთო-
ბები იმდენად გაამარტივეს, რომ საკუთრივ შესასწავლი
ობიექტი გამოეცალათ ხელიდან. ეს იმას ჰგავს, მეცნიერმა
წყლის თვისებების შესწავლა დაიწყოს და ამ მიზნით წყლის
მოლეკულა ატომებად დაშალოს. ბუნებრივია, ასეთ
შემთხვევებში წყალი, როგორც ქიმიური ნივთიერება
გაქრება და ჟანგბადისა და წყალბადის ატომებზე
დაკვირვება წყლის ქიმიურ შემადგენლობას კი გაგვაცნობს,
მაგრამ საკუთრივ წყლის თვისებების შესახებ დიდ ცოდნას
ვერ შეგვძენს. მართლაც, ყოველი მოცემული პერიო-
დისათვის, მსოფლიო ისტორიის განვითარების ერთადერთ
წარმმართავ ძალად გაბატონებულ და დაჩაგრულ კლასებს
შორის ბრძოლის დასახელება, საზოგადოების სხვადასხვა
კლასებსა, თუ ფენებს შორის განსხვავებული ინტერესების
ირგვლივ მიზიდვა-განზიდვის მუდმივადმოქმედი ძალების
შედეგად პერმანენტულად ცვალებადი გადაჯგუფების
პროცესის უგულებელყოფასა და, შესაბამისად, კაცობრი-
ობის წარსული ცხოვრების მრავალპლანურობისა და
მრავალწახნაგოვნების ისეთ გამარტივებასა და
სქემატიზირებას ახდენს, რომ ეს რეალური სურათის
წარმოჩენის საშუალებას აღარ გვაძლევს.

nawyveti marqsis mier 1852 wels Tavisi erT-erT kolegisaTvis miwerili werilidan:

„რაც შემეხება მე, არ მეკუთვნის არც თანამედროვე საზოგადოებაში კლასების არსებობისა და არც მათ
შორის ბრძოლის აღმოჩენის დამსახურება. ბურჟუაზიულმა ისტორიკოსებმა დიდი ხნით ჩემზე ადრე
გადმოსცეს კლასთა ამ ბრძოლის ისტორიული განვითარება, ხოლო ბურჟუაზიულმა ეკონომისტებმა _
კლასების ეკონომიური ანატომია. ის, რაც მე ახალი გავაკეთე, იმის დამტკიცებაში მდგომარეობს, რომ 1)
კლასთა არსებობა მხოლოდ წარმოების განვითარების განსაზღვრულ ისტორიულ ფაზებთანაა
დაკავშირებული; 2) რომ კლასთა ბრძოლას აუცილებლად მივყავართ პროლეტარიატის
დიქტატურამდე; 3) რომ თვით ეს დიქტატურა მხოლოდ ყველა კლასთა მოსპობისა და უკლასო
საზოგადოებისაკენ გადასვლას წარმოადგენს“.

337
როგორც გვახსოვს, მარქსი და ენგელსი ცდილობდნენ
დაემტკიცებინათ, რომ ვინაიდან ადამიანთა საზოგადოება
იმთავითვე არ იცნობდა კერძო საკუთრებას (პირვეყოფილი
თემური წყობილება), აქედან გამომდინარეობდა, რომ კერძო
საკუთრება ადამიანთათვის მეორადი წარმონაქმნია. ის
განვითარების გარკვეულმა ეტაპმა მოიტანა და ამ ეტაპთან
ერთად გაქრება. რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავაც დადგება
კაცობრიობის ისტორიაში ხანა, როდესაც ყველაფერი
საზოგადო იქნება.
როგორ მიიღწევა ეს? კაპიტალისტურ სისტემაში
არსებობს ორი დაპირისპირებული კლასი კაპიტალისტი და
მუშა — პროლეტარი. პროლეტარიატი რევოლუციის შედე-
გად დაამხობს კაპიტალისტურ სოციალურ-ეკონომიკურ
სისტემას და კომუნისტურ — უკლასო საზოგადოებას
შექმნის. საინტერესოა, რომ მარქსი არ სვამდა კითხვას: თუ
რა იქნებოდა საკაცობრიო ისტორიის მამოძრავებელი უკვე
კომუნისტურ საზოგადოებაში, როდესაც აღარ იარსებებდა
დაპირისპირებული, ანუ მისივე ტერმინი რომ ვიხმაროთ,
ანტაგონისტური კლასები. ხომ არ გამოიწვევდა ეს
სტაგნაცია — შეფერხება, შეჩერება განვითარების სტაგნაციას, რაც, ფაქტობრივად, სიკვდილის
ტოლფასია?
იმ აუცილებელ ღონისძიებებს შორის, რომელიც
მუშათა რევოლუციის შემდეგ, მანიფესტის მიხედვით,
გამარჯვებულ პროლეტარიატს უნდა გაეტარებინა, მარქსი
ჩამოთვლის: მიწის საკუთრების ექსპროპრიაციას, ფაბრიკა-
ექსპროპრიაცია — ჩამორთმევა ქარხნების ნაციონალიზაციას, მემკვიდრეობის უფლების
გაუქმებას, კრედიტის ცენტრალიზაციას სახელმწიფოს
ხელში სახელმწიფო კაპიტალისა და განსაკუთრებული
მონოპოლიის მქონე ნაციონალური ბანკის მეშვეობით,
მთელი ტრანსპორტის ცენტრალიზაციას სახელმწიფოს
ხელში, ყველასათვის ერთნაირად სავალდებულო შრომის
დაწესებას, სამრეწველო არმიების შექმნას, განსაკუთრებით
მიწათმოქმედებისათვის.
მთელი ეს გარდაქმნები პროლეტარიატს საკუთარი
დიქტატურის დამყარების მეშვეობით უნდა
განეხორციელებინა. რაც ბუნებრივია, ძალის გამოყენებას
ნიშნავს, მაგრამ მარქსი ამას განიხილავდა, როგორც

proletariati Zvel romSi da proletariati marqsistebTan

პროლეტარიატი გერმანული სიტყვაა და ლათინური პროლეტარიუს-იდან მოდის. ძვ.წ. VI საუკუნეში


რომის მეექვსე მეფის სერვიუს ტულიუსის რეფორმის შემდეგ რომის მოქალაქეები ქონების მიხედვით
ხუთ კლასად დაიყვეს. თითოეულ კლასს მეომრების გარკვეული რაოდენობა უნდა გამოეყვანა. რომის
იმ მოქალაქეებს, რომლის ქონება მინიმუმზე დაბალი იყო და თავისი სიღარიბის გამო რომის სამხედრო
ძალებში მეომრის გამოყვანა არ შეეძლო, „პროლეტარიუსი“, ანუ „შთამომავალთა მწარმოებელი“
ეწოდათ. ამით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მოქალაქეთა ამ ნაწილის ერთადერთი მოვალეობა
სახელმწიფოს წინაშე შთამომავლობის, რომის მომავალი მოქალაქეების გაჩენა იყო. პროლეტარიატის
მარქსისტული გაგება 1847 წელს ენგელსმა თავის ნაშრომში „კომუნიზმის პრინციპები“ ჩამოაყალიბა:
პროლეტარიატი ეწოდება იმ საზოგადოებრივ კლასს, რომელსაც არავითარი კაპიტალი არ გააჩნია და
მხოლოდ თავისი შრომის გაყიდვით ცხოვრობს. მუშებთან ერთად მარქსისტები პროლეტარებს
აკუთვნებდნენ გონებრივი შრომით დაკავებულ ადამიანებს — ინტელიგენციას, რომელსაც „გონებრივი
შრომის პროლეტარებს“ უწოდებდნენ.
338
საზოგადოების უმრავლესობის — პროლეტარიატის
ბატონობას ბურჟუაზიაზე, როგორც უმცირესობაზე და
უმრავლესობის დიქტატს დემოკრატიულად მიიჩნევდა.
სად, რომელ ქვეყანაში მოხდებოდა პირველი
პროლეტარული რევოლუცია და, შესაბამისად დამყარდე-
ბოდა პროლეტარიატის დიქტატურა? მარქსი და ენგელსი
ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ, როგორც ფეოდალიზმიდან
კაპიტალიზმზე გადასვლა მოხდა მსოფლიოს იმ ხანად
ყველზე მოწინავე რეგიონში — ევროპაში, ამ შემთხვევაშიც
პროლეტარული რევოლუციის გზით ახალ სოციალურ-
ეკონომიკურ — კომუნისტურ წყობაზე გადასვლა
განხორციელდებოდა მსოფლიოს ყველაზე დაწინაურებულ
ერთ, ან რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად.
მარქსისა და ენგელსის ეს ბოლო თეზა თავისებურად
შეცვალა და გადააკეთა ლენინმა, რომელმაც იმავდროულად,
საკუთრივ მისთვის შეუმჩნევლად, მარქსიზმზე
დაფუძნებით დასაბამი მისცა მარქსიზმის შვილობილ ახალ
პოლიტიკურ მოძღვრებას — ბოლშევიზმს. ბოლშევიზმს,
ლენინის სახელის მიხედვით, ლენინიზმს უწოდებენ.

ბოლშევიზმი. ლენინისათვის ამოსავალი დებულება


კაპიტალიზმის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური
სისტემის ყავლგასულობა იყო. ის ამბობდა, რომ
კაპიტალიზმი შევიდა თავისი განვითარების ბოლო ფაზაში
— მონოპოლისტური იმპერიალიზმის ეპოქაში, რის
შემდგომადაც ის იქცევა საზოგადოების განვითარების
შემაფერხებლად. ამიტომაც ახლო ხანებში პროლეტარული
რევოლუცია და ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტე-
მის დამკვიდრება გარდაუვალია. აი, ამის შემდეგ ლენინი
წინააღმდეგობაში ჩავარდა: ის, როგორც პრაქტიკოსი რუსი
პოლიტიკოსი და რევოლუციონერი, ბუნებრივია, პროლეტა-
რული რევოლუციის განხორციელებას რუსეთში გეგმავდა,
მაგრამ რუსეთი იმჟამად სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების თვალსაზრისით დაწინაურებულ ქვეყნად
სწორედაც ვერ მიიჩნეოდა, უფრო პირიქით, რუსეთი XIX-XX
სს-ის მიჯნაზე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს საგრძნობლად
ჩამორჩებოდა. ასეთ ვითარებაში ლენინს ისღა დარჩენოდა
მარქსიზმის, ჩვენ მიერ ზემოთ განხილული დებულება
შეეცვალა. ის სწორედ ამ გზით წავიდა. ჯერ ერთი, ამბობდა
ლენინი, მონოპოლისტური იმპერიალიზმის ხანაში ქვეყნის
მწონავე პოზიციების ქონა ფრიად ცვალებადი ცნებაა.
ზოგადად, კაპიტალიზმისა და მით უფრო მისი ბოლო
სტადიის იმპერიალიზმისათვის დამახასიათებელია
ეკონომიკის ნახტომისებური განვითარება, რის შედეგადაც
გუშინ ჯერ კიდევ ჩამორჩენილი ქვეყანა, ხვალ შესაძლოა
მოწინავეთა რიგებში აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, აღნიშნავდა ლენინი, რაც უფრო
დაწინაურებულია იმპერიალისტური სახელმწიფო, მით
უფრო ძლიერია მისი სამხედრო მანქანა და პროლეტა-

339
რიატის მიერ მისი დამსხვრევა სულაც არ იქნება იოლი, მით
უფრო, თუ ეს სახელმწიფოები ერთად დაირაზმებიან პრო-
ლეტარიატის წინააღმდეგ. ამიტომ რევოლუცია გაიმარჯვებს
არა ყველაზე განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების
ჯგუფში ერთდროულად, არამედ ერთ ცალკე აღებულ
ქვეყანაში და თანაც არა ყველაზე დაწინაურებულში, არამედ
იმ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდება
იმპერიალისტური სახელმწიფოების ჯაჭვში. ამის შემდეგ
უკვე დასაბუთება იმისა, რომ სწორედაც რუსეთი იყო
კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის ყველზე სუსტი რგოლი,
დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა.
ვლადიმერ ლენინმა თავის ნაშრომებში კიდევ უფრო
განავრცო პროლეტარიატის დიქტატურის, როგორც ავტო-
ვლადიმერ ილიას ძე ლენინი რიტარული ხელისუფლების განმარტება: „პროლეტარიატის
(ულიანოვი)
1870-1924 დიქტატურა არის კანონით შეუზღუდავი და ძალადობაზე
დამყარებული ბატონობა პროლეტარიატისა ბურჟუაზიაზე,
ბატონობა, რომელიც სარგებლობს მშრომელების და
ექსპლოატირებული მასების თანაგრძნობით და დახმა-
რებით“. მანვე დასახა ის ამოცანები, რომელიც პროლეტარიატის
დიქტატურას უნდა შეესრულებინა: „პროლეტარიატის
დიქტატურის დროს საჭირო იქნება მრავალი მილიონი გლეხის
და წვრილი მეურნის, ასეული ათასი მოსამსახურის, მოხელის
და ბურჟუაზიული ინტელიგენტის ხელახალი აღზრდა, ყველა
მათი დამორჩილება პროლეტარულ სახელმწიფოსა და
პროლეტარულ ხელმძღვანელობისადმი, მათში ბურჟუა-
ზიული ზნე-ჩვეულებების და ტრადიციების დაძლევა“,
ლენინი ამასაც არ სჯერდებოდა და საკუთრივ
პროლეტარიატსაც აღზრდა-გარდაქმნის ფრიად შთამბეჭდავ
პერსპექტივას უსახავდა. საჭირო იქნება, აღნიშნავდა ის:
„...ხანგრძლივ ბრძოლაში პროლეტარიატის დიქტატურის
ნიადაგზე თვით პროლეტარების ხელახალი აღზრდა,
რომელიც საკუთარ წვრილბურჟუაზიულ ცრურწმენათაგან

leninis biografiidan

მსოფლიოში პირველი სოციალისტური რევოლუციის ბელადი, რუსეთის კომუნის-ტური


სახელმწიფოს ფუძემდებელი და პირველი მეთაური. ვლ. ლენინი ქალაქ სიმბირსკში დაიბადა. მამა ი.
ულიანოვი სიმბირსკის გუბერნიის სახალხო სასწავ-ლებლების დირექტორი იყო და კარიერის
დასასრულს „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის“ — სამოქალაქო გენერლის ტიტულს ატარებდა. ვლ
ლენინის უფროსი ძმა ალ. ულიანოვი 1887 წელს იმპერატორ ალექსანდრე III-ის მკვლელობის
მცდელობის გამო სიკვდილით დასაჯეს.
ვლ. ლენინმა დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დაარსებაში
და იყო ამ პარტიის ბოლშევიკური ფრთის ლიდერი, რომელიც 1912 წლიდან, ფაქტობრივად, ცალკე
პარტიად გამოიყო. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, გერმანიის დაზვერვის დახმარებითა
და სახსრებით, დაბრუნდა რუსეთში და სათავეში ჩაუდგა „ოქტომბრის გადატრიელებას“.

ლენინის ძირითადი შრომები: „კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში“ (1899), „რა ვაკე-


თოთ“ (1902), „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“ (1904), „მატერიალიზმი და ემპი-რიოკრიტიციზმი“ (1908),
„იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია“ (1916), „სახელმწიფო და რევო-
ლუცია“ (1917).

340
თავისუფლდება არა ერთბაშად, არა სასწაულით, არა
ღვთისმშობლის წყალობით, არა ლოზუნგის, რეზოლუციის
და დეკრეტის მეოხებით, არამედ მხოლოდ ხანგრძლივი და
ძნელი მასობრივი ბრძოლით მასობრივი წვრილ-
ბურჟუაზიული გავლენის წინააღმდეგ“.
საქმე ისაა, რომ, როგორც მარქსი, ისე ლენინი, რა
თქმა უნდა, გულწრფელები არ იყვნენ, როდესაც პროლეტა-
რიატის დიქტატურას უმრავლესობის მმართველობად
წარმოგვიჩენდნენ. განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის
უმრავლესობას სწორედ წვრილი და საშუალო ბურჟუაზია
შეადგენდა და შეადგენს. რაც შეეხება პატრიარქალურ და
ჩამორჩენილ რუსეთს, იქ პროლეტარიატი საერთოდაც
ფრიად უმნიშვნელო პროცენტს ქმნიდა. სულ რომ არაფერი
ვთქვათ იმაზე, რომ ფრიად ხელოვნურია საზოგადოების
ვითომდა საწარმოო საშუალებების ფლობა (კაპიტალისტი)
არ ფლობის (პროლეტარიატი) მიხედვით დაყოფა. ვის
მივაკუთვნოთ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები,
კულტურის, ხელოვნებისა და განათლების სფეროს მუშაკ-
ები და ა.შ.? მაგალითად, პროლეტარია თუ კაპიტალისტი
მასწავლებელი, ან მწერალი? პროლეტარი — პასუხობს
მარქსიზმი, ვინაიდან ერთი აქირავებს თავის ცოდნას, მეორე
კი თავის უნარს და ამაში მათ გასამრჯელოს უხდიან. მეორე
მხრივ, მასწავლებელი კაპიტალისტია, ვინაიდან ის ფლობს
ცოდნას, როგორც კაპიტალს, რასაც მისთვის შემოსავალი
მოაქვს. ასევე შეიძლება ითქვას მწერლის, თუ ხელოვნების
სხვა დარგის მუშაკებზე.
ასე რომ, პროლეტარული დიქტატურა, რა თქმა უნდა,
სასტიკი ტოტალიტარული, მმართველობითი სისტემის
შემოღებას გულისხმობდა, რასაც დემოკრატიასთან და
სახალხო მმართველობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა.
გარდა მარქსიზმის ზემოთგანხილული ე. წ.
განვითარებისა, რაც ლენინმა, მართლაც რომ დაუმატა მას

„arsebobs Tu ara komunisturi morali? arsebobs Tu ara komunisturi zneoba?

„— რა თქმა უნდა, არსებობს. ხშირად ისე ფიქრობენ, თითქოს ჩვენ არ გვქონდეს მორალი; ძალიან
ხშირად ბურჟუაზია გვაბრალებს, თითქოს ჩვენ, კომუნისტები, უარვყოფთ ყოველგვარ მორალს. ეს
ცნებათა აღრევის ხერხია, მუშების და გლეხების თვალის დავსებაა.
რა აზრით უარვყოფთ მორალს, უარვყოფთ ზნეობას ?
იმ აზრით, რა აზრითაც ქადაგებდა მას ბურჟუაზია, რომელსაც ეს ზნეობა ღვთის ბრძანებიდან
გამოყავდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ვამბობთ, რომ ღმერთი არა გვწამს და ძალიან კარგადაც
ვიცით, რომ ღმერთის სახელით ლაპარაკობდა სამღვდელოება, ლაპარაკობდნენ მემამულენი,
ლაპარაკობდა ბურჟუაზია, რათა დაეცვათ და გაეტარებიათ, თავისი ექსპლოატატორული ინტერესები.
ან ზნეობის წესების, ღმერთის ბრძანებების ნაცვლად ეს მორალი გამოყავდათ იდეალისტური თუ
ნახევრად-იდეალისტური ფრაზებიდან, რაც საბოლოოდ ყოველთვის ძალიან მიაგავდა ღმერთის
ბრძანებებს.
ჩვენ უარვყოფთ ყოველ ასეთ ზნეობას, რომელიც მომდინარეობს გარეშეკაცობრიული,
გარეშეკლასობრივი ცნებიდან. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მოტყუებაა, გაბრიყვებაა, მუშათა და გლეხთა
ჭკუის გამოლაყებაა მემამულეების და კაპიტალისტების სასარგებლოდ.
ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ზნეობა სავსებით პროლეტარიატის კლასობრივ ბრძოლას ექვემდებარება.
ჩვენი ზნეობა გამოყვანილია პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ინტერესებიდან“.
ლენინი
341
როგორც მოძღვრებას, და რაც, შეიძლება ითქვას, მარქსიზმსა
და ბოლშევიზმს შორის მხოლოდ ტაქტიკური განსხვავების
ფარგლებს არ სცილდება, ბოლშევიზმის, როგორც პოლიტი-
კური მოძღვრების, უმთავრეს დამსახურებად მისი
სრულიად ახალი მორალურ-ეთიკური, უფრო ზუსტად
ამორალური შეხედულებები უნდა ჩაითვალოს, რომლებიც
არა თუ არღვევენ, არამედ, შეიძლება ითქვას, სრულიად
თავდაყირა აყენებენ მანამდე საკაცობრიო ცივილიზაციების
მიერ შემუშავებულ და დამკვიდრებულ ნორმებს.
საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ-ეთიკურ
ნორმებს ლენინმა და მისმა მიმდევრებმა ბურჟუაზიული
შეარქვეს, თუმცა ამ ნორმებისა და წარმოდგენების უდიდესი
უმრავლესობა ჯერ კიდევ კაცობრიობის ანტიკურ ხანასა და
შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, საკაცობრიო
ზნეობის მონაპოვრისათვის „ბურჟუაზიულის“ იარლიყის
მიკერებას, მწვანე შუქის ფუნქცია უნდა შეესრულებინა: მას
საზოგადოების უზნეო ნაწილის ამორალური ქმედებები
უნდა გაემართლებინა.
ამის შემდეგ ბოლშევიზმი შეეცადა ხალხის თვალში
„ბურჟუაზიულის“ იარლიყის მიკერებით დისკრედიტირე-
ბული მორალი ახალი კომუნისტური მორალით ჩაენაცვლებინა,
რომელსაც საყოველთაოდ მიღებული მორალური ნორმე-
ბისაგან, ანუ ე.წ. „ბურჟუაზიული მორალისაგან“
განსხავებით, ვითომდა კლასობრივი, „პროლეტარული“
ხასიათი ექნებოდა. ახლადგამომცხვარი პროლეტარული
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი)
მორალი წინასწარ ყოველგვარ დანაშაულს, მათ შორის
1878-1953
მშობლის მკვლელობასაც კი ამართლებდა, თუ ის პროლე-
ტარიატის კლასობრივ ინტერესს პასუხობდა.
„ბოლშევიზმმა“ „მარქსიზმი“ კიდევ ერთი,
„ლიტერატურისა და ხელოვნების პარტიულობის შესახებ“
თეორიით გაამდიდრა. ამ თეორიის მიხედვით, ლიტე-
რატურა და ხელოვნება აგრეთვე კლასობრივი ინტერესის
გამომხატველი და პარტიული უნდა ყოფილიყო. ლენინი
მიიჩნევდა რომ ხელოვნების პარტიულობა და ხალხურობა
განუყოფელია. ამიტომ აუცილებელია, რომ ბოლშევიკური
იგივე კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობდეს ხელოვ-
ნებას. ვლ. ლენინის ეს შეხედულებები, რომელიც მან
სოციალისტურ რევოლუციაზე ბევრად ადრე წამოაყენა,
პრაქტიკულად, პრესაზე და საერთოდ, ლიტერატურასა და
ხელოვნებაზე მომავალში უმკაცრესი ცენზურის დამყარებას
ნიშნავდა.

stalinis biografiidan

გორის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული რევოლუციურ მოძრაობაში


მონაწილეობისათვის 1899 წელს გარიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიიდან, 1905 წლიდან გახდა
ვლ. ლენინის თანაგუნდელი. აქტიურ მონაწილეობა მიიღო რუსეთის „ოქტომბრის გადატრიალებაში“
და სამოქალაქო ომში.
სტალინი, როგორც ეროვნებათა საქმის სახალხო კომისარი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა
ეროვნული საკითხის გადაჭრას საბჭოთა რუსეთში. 1922 წელს გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური
პარტიის გენერალური მდივანი და ამ პოსტზე გარდაცვალებამდე დარჩა (1953).

342
იგივე შეხედულება ვრცელდებოდა მეცნიერებაზე,
განსაკუთრებით საზოგადოებრივ მეცნიერებებზე. მარქსიზმ
-ლენინიზმის შეხედულებები ერთადერთ ჭეშმარიტებად
ცხადდებოდა და მათ დებულებებში ოდნავი ეჭვის შეტანაც
კი დაუშვებელ მკრეხელობად მიიჩნეოდა. ამ მხრივ
ბოლშევიზმი ბევრად წინ წავიდა მარქსიზმზე. მისთვის
ისეთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებები, როგორიც
სინდისის თავისუფლება, ანუ რელიგიურ-აღმსარებლობითი
შემწყნარებლობაა, ფაქტობრივად ცარიელი დეკლარაციის
დონეზე რჩებოდა.
სამწუხაროდ, მარქსისაგან განსხვავებით, რომელიც
მხოლოდ თეორიად დარჩა, ლენინმა და მისმა თანამებრ-
ძოლმა სტალინმა, როგორც მოგვიანებით ვნახავთ,
ბოლშევიკური თეორია, რუსეთში განხორციელებული ე. წ.
პროლეტარული რევოლუციის შედეგად, პრაქტიკად აქციეს
და სისხლიანი პროლეტარული დიქტატურა დაამყარეს,
რამაც ათეულობით მილიონი უდანაშაულო ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა.

ფაშიზმი. იმავე ხანებში — XX საუკუნის 20-30-იან


წლებში ევროპაში მარქსიზმ-ბოლშევიზმისაგან ერთგვარად
განსხვავებული ავტორიტარული თეორია და პრაქტიკაც
აღმოცენდა. ამ იდეოლოგიის წამყვან ქვეყნებად: გერმანია,
იტალია და ესპანეთი იქცნენ. გერმანიაში მის მიმდევარ
პოლიტიკურ პარტიას ნაციონალ-სოციალისტური მუშათა
პარტია, იტალიაში კი — ფაშისტური ეწოდებოდა. ეს
უკანასკნელი სახელწოდება შემდგომში აღნიშნული
პოლიტიკური მოძღვრების ზოგად სახელად იქცა.
ფაშიზმს ბოლშევიზმ-ლენინიზმთან ბევრი რამ
აახლოვებდა: აქაც მთელი ძალაუფლება მმართველ პარტიას
ეკუთვნოდა, რომლისთვისაც სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოები მხოლოდ დანამატს წარმოადგენდა. აქაც
ნაციონალურ-სოციალისტური, თუ ფაშისტური მორალი
მანამდე საყოველთაოდ მიღებული მორალის ნორმებს
უპირისპირდებოდა. ორივე მოძღვრების მიერ აღიარებული
სახელმწიფო ინტერესები თითოეული ადამიანის ინტერე-
სებზე ბევრად უფრო მაღლა იდგა; ამიტომ მილიონობით
ადამიანის ბედიც და სიცოცხლეც ე.წ., ხშირად ფრიად
ბუნდოვან „დიად მომავალსა“ და „დიად იდეალებს“
მსხვერპლად უნდა შეწირვოდა.

1924 წლიდან (ვლ. ლენინის გარდაცვალებიდან) სიცოცხლის ბოლომდე საბჭოთა კავშირის


მეთაური იყო.

სტალინის ძირითადი შრომებია: „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ (1912) „ლენინიზმის


საფუძვლების შესახებ“ (1924), „ტროცკიზმი თუ ლენინიზმი“ (1924), „ლენინიზმის
საკითხებისათვის“ (1926), „მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები“ (1950), „საბჭოთა კავშირში
სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები“ (1952).

343
ტერმინი ფაშიზმი იტალიური სხვაობა ბოლშევიზმსა და ფაშიზმს შორის უპირ-
სიტყვა ფაშო-დან („კონა“) ველეს ყოვლისა ის იყო, რომ ფაშისტებმა, ბოლშევიკებისაგან
მომდინარეობს. განსხვავებით, კერძო საკუთრება არ გააუქმეს. ამასთან
ერთად, თუ ბოლშევიკები ყველა ქვეყნის პროლეტარიატს
საერთო მტრის — ბურჟუაზიის წინააღმდეგ გაერთია-
ნებისაკენ მოუწოდებდნენ და ინტერ-ნაციონალიზმს
ქადაგებდნენ, ფაშისტები უკიდურესი ნაციონალისტური და
რასისტული იდეებით გამოდიოდნენ და სხვა ხალხების
დაპყრობასა და განადგურებას აშკარად ქადაგებდნენ.
ამგვარად, XX ს-ის I მესამედში წარმოქმნილი ორივე ეს
მოძღვრება რადიკალიზმს, ექსტრემისტულ-ტოტალიტარულ
ექსტრემიზმი — ლათინური სიტყვიდან თეორიას და პრაქტიკას აფუძნებდა. ერთი განსხვავებით:
„ეხტრემუს” მომდინარეობს და უკიდუ- ბოლშევიზმი მემარცხენე იდეებს — სახელმწიფო საკუთრების
რესს ნიშნავს.
მონოპოლიას, სახელმწიფოდან მართულ გეგმიურ
ეკონომიკას, შესაბამისად, კერძო საკუთრების მინიმუმამდე
შეზღუდვას ქადაგებდა. ფაშიზმი გეგმაზომიერი ეკონომიკის
იდეას იზიარებდა, ოღონდ საბაზრო ეკონომიკაზე
დაყნობით. ბოლშევიზმისგან განსხვავებით, რომელიც
ინტერნაციონალიზმს ქადაგებდა, ფაშიზმი რასისტული
მიდგომით გამოირჩეოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით
გერმანული ფაშიზმი გამოირჩეოდა, რომელმაც გერმანული,
ვითომდა სუფთა არიული რასისგან განსხვავებით სხვა
ხალხები მეორეხარისხოვან ხალხებად გამოაცხადა.
ბოლშევიკებს იმ ხანად უკიდურესი მემარცხენეები,
ფაშისტებს კი მემარჯვენეები ეწოდათ. ეს პირობითი
სახელწოდებაა, ვინაიდან, როგორც ქვემოთ ვნახავთ,
მემარჯვენეების და მემარცხენეების მნიშვნელობა XIX-XX
საუკუნეებში პერიოდულად იცვლებოდა.
ევროპის ქვეყნებში ფაშისტურმა წყობამ 15-20 წელზე მეტი
ვერ გაძლო კომუნისტური წყობისგან განსხვავებით,
რომელიც რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში — საბჭოთა
კავშირში თითქმის 75 წელი ბატონობდა.

„მემარცხენე“ და „მემარჯვენე“. ტერმინები


„მემარცხენეები“ და „მემარჯვენეები“ საფრანგეთის დიდი
რევოლუციის ხანიდან მოდის. 1790 წელს, როდესაც
საფრანგეთში კონსტიტუციურ-მონარქიული წყობილება
იყო საფრანგეთის ეროვნულ კრებაზე დეპუტატები სამად
ადოლფ ჰიტლერი იყვნენ დაყოფილნი. მარჯვნივ „ფელიანები“ — კონსტიტუ-
(შიკლგრუბერი) ციური მონარქიის მომხრეები ისხდნენ, ცენტრში
1889-1945
hitleris biografiidan

ადოლფ ჰიტლერი 1921 წლის 29 ივლისიდან იყო „ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა


პარტიის“ ხელმძღვანელი; 1933 წლის 31 იანვრიდან გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2
აგვისტოდან გერმანიის ფიურერი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა
ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო
მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.

ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომია - „ჩემი ბრძოლა“ (გამოქვეყნდა 1925-1926 წლებში).

344
„ჟირონდისტები“ — ზომიერი რესპუბლიკის მომხრეები,
ხოლო სხდომათა დარბაზში ყველაზე მარცხნივ
„იაკობინელები“ დასხდნენ, რომლებიც საზოგადოების
რადიკალურად (ძირეულად) გარდაქმნას მოითხოვდნენ.
ამის შემდეგ „მემარჯვენეებად“ კონსერვატორები ანუ
არსებული ვითარების შენარჩუნების მომხრეები ითვლე-
ბოდნენ, ხოლო „მემარცხენეებს“ კი იმათ უწოდებდნენ,
რომლებიც პირიქით, არსებული ვითარების ძირფესვიანად
შეცვლას ცდილობდნენ.
XIX-XX საუკუნეებში როგორც მემარცხენეებად ისე
მემარჯვენეებად მიჩნეული ძალების შემადგენლობა
არაერთხელ შეიცვალა.
ასე მაგალითად, XIX საუკუნის შუა წლებამდე,
ლიბერალები, რომლებიც როგორც გვახსოვს პოლიტიკურ
და ეკონომიკურ თავისუფლებას ქადაგებდნენ, მემარცხე-
ნეებად მიიჩნეოდნენ, ხოლო ამავე საუკუნის მეორე
ნახევარში, როდესაც საზოგადოებაში სოციალისტური
იდეები გავრცელდა, ლიბერალები მემარჯვენეებად გადა-
იქცნენ, ხოლო მემარცხენეებს სოციალური თანასწორობის
მომხრეებს — სოციალ-დემოკრატებს, ანარქისტებს, ანარქო-
სინდიკალისტებს უწოდებდნენ.
XX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც სოციალ-
დემოკრატიულ მოძრაობას კომუნისტური პარტიები
გამოეყვნენ, კომუნისტებს უკიდურესი მემარცხენეები
ეწოდათ. ამავე ხანებში უკიდურესი მემარჯვენეების
ადგილი ფაშისტებმა დაიკავეს.
XX საუკუნის მეორე ნახევარში უკიდურესი
მემარცხენეების ადგილი „ახალმა მემარცხენეებმა“ დაიჭირეს.
ისინი სოციალ-დემოკრატებისა და კომუნისტებისაგან
განსხვავებით სამრეწველო პროლეტარიატსა და გლეხობას კი
არ ეყრდნობოდნენ, არამედ თავიანთ მომხრეებს პოსტ-
ინდუსტრიული საზოგადოების ინტელექტუალურ და
ნახევრად ინტელექტუალურ ფენებში ეძებდნენ.
ბევრი თანამედროვე სოციოლოგისა და პოლიტოლოგის
აზრით, პოლიტიკური სპექტრის „მემარჯვენეებად“ და
„მემარცხენეებად“ დაყოფა მოძველდა, თუმცა ეს ტერმინები
ჯერ კვლავაც ფართოდ გამოიყენება.

hitleris cnobili gamonaTqvamebi:

 გერმანია ან მსოფლიოს ბრძანებელი იქნება ან არადა არაფერი.


 ჰუმანურობა ეს სისულელის და სიმხდალის გამოხატვაა.
 თუ შენ დიდსა და საკმაოდ დამაჯერებელ ტყულს მეტყვი, ეს უკვე რწმენაა.
 ცოდნასთან ბრძოლა უფრო ადვილია ვიდრე რწმენასთან.
 თქვი დიდი ტყუილი, გახადე ის უბრალო, განაგრძე მისი ღაღადი და ისინი დაიჯერებენ მას.
 აქლემი უფრო მალე გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ნამდვილი ლიდერი გაბატონდება არჩევნების
გზით.
 ძლიერი ტყუილები არ არის თავდაცვა, ეს თავდასხმაა.
 ვისაც სურს სიცოხცლე, აცალეთ, რომ იბრძოლოს, ხოლო ვისაც არ სურს ბრძოლა ის არ იმსახურებს
სიცოცხლეს.
 უნივერსალური განათლება ყველაზე საშინელი საწამლავია, რომელიც ლიბერალიზმმა შექმნა.

345
T a v i XII

ძვ.წ. 460-395
56-117
თუკიდიდემ პუბლიუს ტაციტუსმა
დაწერა ნაშრომი დაწერა ნაშრომი
„პელოპონესის „ანალები”.
ომის ისტორია”.
0

500
ძვ.წ. 100

346
354-430
1925
მოღვაწეობდა
ნეტარი ავგუსტინე.
მარკ ბლოკმა
დაწერა ნაშრომი
„ფეოდალური
საზოგადოება”.

300 1250 1900

შეიქმნა სპარსულ ენაზე პირველი


ისტორიული თხზულება. ეს იყო
ჯუვეინის მონღოლთა
დაპყრობების ქრონიკები.

347
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინებისა და სახელების ცოდნა

ცნებები და ტერმინები პირთა სახელები


ისტორიოგრაფია თუკიდიდე
ლოგოგრაფოსები ქსენოფონტე
ქრონოგრაფოსები პლუტარქე
ჰაგიოგრაფია იოსებ ფლავიუსი
ერუდიტთა ისტორიული სკოლა ტაციტუსი
ანალების სკოლა ნეტარი ავგუსტინე
კონსტანტინე პორფიროგენეტი

მიქელ პანარეტოსი
ალ-ტაბარი
ჯუანშერ ჯუანშერიანი
ლეონტი მროველი
მოვსეს ხორენაცი
ვასილ ტატიშჩევი
ლუსიენ ფევრი
მარკ ბლოკი

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. რა არის ისტორიოგრაფიის შესწავლის საგანი?


2. რას ნიშნავს ე.წ. „თხრობის უწყვეტობის“ პრინციპი,
რომელიც ტრადიციად ჩამოყალიბდა ანტიკურ ხანაში ძველ
ბერძნულ და რომაულ მწერლობაში?
3. რა მსგავსება და განსხვავებაა ქართულ და სომხურ შუა
საუკუნეების ისტორიოგრაფიას შორის?
4. როგორ ყალიბდებოდა ქრისტიანულ და მუსლიმურ
ისტორიოგრაფიაში მსოფლიო ისტორიის დაწერის
ტრადიცია?
5. როგორ ვითარდებოდა ისტორიული სკოლები და როგორი
იყო მათი მიდგომები უძველესი დროიდან დღემდე?

348
istoriuli azris istoria -
istoriografia

ისტორიას ისტორიკოსები წერენ. როგორ წერდნენ


ისტორიას ისტორიკოსები კაცობრიობის ხანგრძლივი
ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში, რა იყო სხვადასხვა
ეპოქებში ისტორიული თხზულების დაწერის მოტივი, ან
მიზანი. რას მიიჩნევდნენ საჭიროდ რომ მოეთხროთ,
აღენუსხათ? მართლაცდა იმან, რაც ღირსშესანიშნავი და
ყურადღების ღირსი იყო ანტიკური ხანის თუ შუა საუკუნეების
ადამიანისათვის, განა აქტუალურობის იგივე ხარისხი
შეინარჩუნა თანამედროვე ეპოქაშიც? ამ და მსგავს საკითხებს
ისტორიოგრაფია შეისწავლის. ამგვარად, ისტორიოგრაფია ეს
არის ისტორიული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის
ისტორიული მეცნიერების ისტორიას, კერძოდ ისტორიული
ცოდნის დაგროვებას, ისტორიული მოვლენების განმარტებას,
ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგიური მიმართულებების
ცვლას და სხვ. ისტორიოგრაფია ისტორიის აღწერას, დაწერას
ნიშნავს. ამდენად, ის როგორც ისტორიული აზროვნების
განვითარების შემსწავლელი მეცნიერება, წერილობითი
ისტორიული თხზულებით იწყება.
ისტორიოგრაფიის შესწავლისას ისწავლება არა
უშუალოდ წარსულის მოვლენები, არამედ ამ მოვლენების
ინტერპრეტაცია ცალკეული ისტორიკოსების შრომებში.
რა მიზანს ემსახურება ისტორიკოსი, როდესაც
თხზულების წერას იწყებს? უპირველეს ყოვლისა მისი
მიზანია მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები აღნუსხოს
და შთამომავლობას გადასცეს, რათა არ დაიკარგოს
ისტორიული ინფორმაცია. ისტორიული თხზულება,
როგორც ინფორმაციის გადამცემი, ბუნებრივია, მიმღებს
საჭიროებს, რომელიც მიღებულ ცოდნას გააანალიზებს და
საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოიყენებს.
ამგვარად, ისტორიული თხზულება მომავალ თაობებზეა
გამიზნული. მეორეს მხრივ, რა სახის ცოდნას შეიცავს ის? იმას,
რაზეც მოთხოვნაა ისტორიკოსის ეპოქაში, თუმცა შეიძლება
ნაკლები მოთხოვნა იყოს მომავალ საზოგადოებაში. მიუხედავად
ამისა ეს ცოდნა მაინც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმ
საზოგადოებისა და იმ ფასეულობების შესახებ, რომელშიც
ისტორიკოსი ცხოვრობდა.
მაინც როგორ ვითარდებოდა ისტორია როგორც დარგი?
როგორი იყო სხვადასხვა დროს ისტორიული თხზულებები?
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ისტორია წერილობითი
ინფორმაციის გაჩენით იწყება და ეს მართლაც ასეა, მაგრამ
აქვე უნდა დავარღვიოთ ეს თეზა და აღვნიშნოთ, რომ
ისტორიული მონათხრობი უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე
ადამიანი დამწერლობას შექმნიდა და ბევრად ადრე, სანამ
ნამდვილი ისტორიული თხზულებების წერას ისწავლიდა.

349
კაცობრიობის დამწერლობამდელი ცხოვრების ხანა
ზეპირსიტყვიერებამ — თქმულებებმა და მითებმა შემოგვინახა.
ადამიანთა საზოგდოებას ყოველთვის წარმართავდნენ
ლიდერები, რომლებიც, საზოგადოების ნდობითა და
მანდატით აღჭურვილები, თავის თავზე იღებდნენ
გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას. ისტორიის სხვადასხვა
პერიოდებში ასეთები იყვნენ სახლის, ანუ გვარის გამგებლები
— მამასახლისები, ტომის ბელადები, მეფეები და მთავრები,
ქურუმები, თუ მღვდელმთავრები, იმპერატორები,
თანამედროვე ეპოქაში პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები,
მინისტრები და სხვ.
საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
გამარჯვებები ამ გამარჯვების მომტან მხედართმთავრებს,
თუ მეფეებს ყოველთვის და ყველა ეპოქაში განადიდებდა.
მით უფრო თუ ამას ქვეყნის გადარჩენა და სწრაფი
ეკონომიკური წინსვლა, ან კიდევ დიდი ტერიტორიული
შენაძენი ახლდა თან.
იმავდროულად ყველა ეპოქას ჰყავდა თავისი დიდი
მოაზროვნეები, გამომგონებლები, რომლებიც ტექნოლოგიურად
წინ სწევდნენ საზოგადოებას. იყვნენ შესანიშნავი პოეტები და
მომღერლები, რომლებიც ადამიანებს დიდ ხელოვნებას
აზიარებდნენ. ასეთი ადამიანები, ან ადამიანთა ჯგუფები,
რომელთა სახელებს საზოგადოების ცხოვრებაში განხორციე-
ლებული დიდი წინსვლა, ან სულაც რევოლუციური ნახტომი
უკავშირდება, დროთა განმავლობაში ანტიკური საზოგადოების
მეხსიერებაში განსაკუთრებული, ზეადამიანური ძალის მქონე
მითოსურ პერსონაჟებად, ღმერთებად და ნახევრადღმერთებად
იქცეოდნენ. ასე იქმნებოდა მითები, თქმულებები, სიმღერები,
რომლებშიც ამ ადამიანების რეალურად განვლილი ცხოვრება
ჰიპერბოლიზებულ და ირეალურ სახეს იძენდა.
დამწერლობის შექმნასთან ერთად, ადამიანმა,
უპირველეს ყოვლისა, ზეპირსიტყვიერებაში ცოცხალი და
საზოგადოების მეხსიერებაში მითოსის სახით შემონახული
საკუთარი ისტორია წერილობით გააფორმა. ასე ჩვენამდე
მოაღწია ისეთმა უძველესმა მითებმა და თქმულებებმა,
როგორებიცაა თქმულება პრომეთეზე, არგონავტებზე და
მრავალი სხვა. ბიბლიის უძველესი ნაწილიც სწორედ ასეთი
თქმულებებისა და მითების კრებულს წარმოადგენს.
თავდაპირველად ასეთი მითოსური ისტორია ძველი
აღმოსავლეთის ქვეყნებში შეიქმნა. საილუსტრაციოდ

გილგამეშის ეპოსის
ამსახველი რელიეფი

350
„გილგამეშის ეპოსი“ გვინდა მოვიყვანოთ, სადაც რეალურად
არსებული შუმერების ერთ-ერთ ქალაქ-სახელმწიფოს მეფის
გილგამეშის ცხოვრება რელიგიურ-მითოლოგიურ ჭრილშია
გადმოცემული.
ზოგადად ძველი აღმოსავლეთის ისტორიულ
თხზულებებს შორის დიდი ადგილი უჭირავს საგმირო
ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებს, სადაც რეალური
ამბები გადაჯაჭვულია მითოლოგიასთან. ასეთ ნაწარმოებებში
ღმერთები ერევიან ადამიანთა ცხოვრებაში და ყველაფერი
ფაქტობრივად მათი ნების მიხედვით ხდება. ღმერთების
მონაწილეობა ჩანს ისეთ, რელიგიისაგან თითქოს დაშორებულ
ისტორიულ დარგში, როგორიცაა გენეალოგია. მართლაც,
გენეალოგიურ სიებს სათავეში, როგორც წესი, ღმერთები
უდგანან. ღმერთები ჩანან აგრეთვე ასეთი სიების სხვა
ადგილასაც. ძველი აღმოსავლეთის ხალხებს ეს ტრადიცია
თავისი ისტორიის დასასრულამდე შემორჩათ. ძველ
ეგვიპტელი ისტორიკოსი მანეთონიც კი, რომელიც ამ
მითოსური ისტორიის ეპოქის დასასრულს ცხოვრობდა ამ
ტრადიციას ვერ აცდა. როგორც გვახსოვს, მან ძვ. წ. III
საუკუნეში პირველმა შეადგინა ეგვიპტის ფარაონთა სიები
დინასტიების მიხედვით. აქ ადრეული ხანის დინასტიებში
ადამიანებთან ერთად ღმერთებიც გვევლინებიან.
ძველი ბერძნების ისტორიული აზროვნების პირველ
საფეხურსაც საგმირო ეპოსი წარმოადგენს. ასეთ ეპოსებს შორის
პირველ რიგში, ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“ უნდა
დავასახელოთ, რომლებშიც მითოლოგიური ფორმით,
როგორც გვახსოვს, გადმოცემულია ძველი მიკენური ეპოქის
ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა —
ბერძნების გაერთიანებული ლაშქრის მიერ ქალაქ ტროას აღება.
ჰომეროსის პოემებში რომელიც ძველი მითების
პოეტურ ჩანაწერს წარმოადგენს, კარგად ჩანს ძველი
ბერძნების თავდაპირველი მითოლოგიური აზროვნება. ამ
პოემებში სავსებით რეალურ ამბებში მონაწილეობას იღებენ
ოლიმპოს ღმერთები, რომლებიც ეხმარებიან ან ებრძვიან
პოემის ამა თუ იმ პერსონაჟს. ეს, ფაქტობრივად,
ადამიანებზე უფრო ღმერთების ჭიდილია, ხოლო საკუთრივ
ადამიანები მათი ნების აღმასრულებლები არიან.
ასევე მითის სახით გაფორმდა ძველი ბერძნული
ისტორიის არანაკლებ ცნობილი არგონავტების ლაშქრობის
ამბავი. ეს საზღვაო ექსპედიცია, შორეულ კოლხიდაში, იმ ხანის
ადამიანის საზღვაო მოგზაურობების შესაძლებლობებს თუ
გავითვალისწინებთ, უდიდესი გმირობა იყო, რომელმაც
ბერძნების მიერ შავიზღვისპირეთის ათვისებას დაუდო
სათავე. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ ექსპედიციის
სრულიად რეალური მონაწილეები ღმერთების შვილებად და
ნახევრადღმერთებად იქცნენ. ძვ. წ. III ს-ში თქმულება
არგონავტებზე, ბერძენმა პოეტმა აპოლონიოს როდოსელმა
ვრცელ ისტორიულ პოემად აქცია. პოემაში ყველაფერი
ღმერთების ნება-სურვილით ხდება და ადამიანებიც თავიანთი

351
სურვილის მიუხედავად, ფაქტობრივად, ღმერთების ნებას
ასრულებენ.
ამგვარი ისტორიული აზროვნების ერთ-ერთი
თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჩვენთვის უკვე ცნობილი ბერძენი
სწავლული ჰესიოდეა, რომლის პოემებს ლეიტმოტივად გასდევს
ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ღმერთების მუდმივი
ჩარევის იდეა. მისი პოემის „სამუშაონი და დღენი“ მთავარი
იდეა არის ის, რომ უკვდავი ღმერთები ყოველდღიურად
თვალყურს ადევნებენ ადამიანთა საქმიანობას და
სამართლიანობას იცავენ. ჰესიოდეს ამავე პოემაში გატარებული
აქვს აზრი, რომ კაცობრიობის ყველა უბედურება ღმერთების
წინაშე შეცოდების შედეგია. ეს იდეა, როგორც გვახსოვს,
მსჭვალავს ჰესიოდეს პერიოდიზაციასაც.
ისტორიულ აზროვნებაში ახალი ეტაპი ძვ. წ. VI ს-
დან იწყება და ე. წ. „ლოგოგრაფოსებს“ (ძველბერძნული
ისტორიული პროზის პირველი ნაშრომების ავტორები)
უკავშირდება. ასე უწოდა მათ ძველი საბერძნეთის
ისტორიკოსმა თუკიდიდემ.
ლოგოგრაფოსების თხზულებები ისტორიული, მითო-
ლოგიური და გეოგრაფიული ცნობების ერთგვარი ნაზავია, სადაც
სრულიად რეალური და ძვირფასი ისტორიულ-გეოგრაფიული
ცნობები გადახლართულია მითოსურ და ზღაპრულ ამბებთან.
ისინი მოგვითხრობდნენ ამა თუ იმ ცნობილი ბერძნული
ქალაქების დაარსებაზე და საგვარეულოების წარმოშობაზე.
ამა თუ იმ გვარის წარმომავლობის შესახებ ლოგოგრაფოსებს
ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, მოჰყავთ ეპოსებში და
თქმულებებში გადმოცემული ცნობები და მათ ჭეშმარი-
ტებაში ეჭვი არ ეპარებათ. ლოგოგრაფოსებს შორის ცნობი-
ლნი არიან სკილაქს კარიანდელი, ჰეკატეოს მილეტელი და
სხვ.
ისტორიის, როგორც მეცნიერების მამამთავრად,
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჰეროდოტე მიიჩნევა.
ამის მიუხედავად ისტორიული აზროვნების მკვლევარები

kolxebi da egviptelebi

103. ეგვიპტის ფარაონმა სესოსტრისმა: „გადაიარა ხმელეთი, ვიდრე აზიიდან ევროპეში არ გადავიდა და
დაიმორჩილა სკვითები და თრაკიელები. ... აქედან შემობრუნდა და უკან წავიდა. შემდეგ კი მდინარე ფასისთან
იყო. მე არ შემიძლია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ ამ ადგილას თვით მეფე სესოსტრისმა გამოჰყო თავისი
ლაშქრის რაღაცა ნაწილი და დატოვა აქ, ამ ქვეყნის მცხოვრებლად, ან კიდევ, იმისი, რომ ზოგიერთი
ჯარისკაცთაგანი, გადაღლილი ხეტიალით, დარჩა მდინარე ფასისთან.

104. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან
მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ
ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის ლაშქრიდან
არიან კოლხები და მე თვითონაც ასევე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემანები არიან და ხუჭუჭთმიანები
(მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები), მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის,
რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე
აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც
თვითონაც ამბობენ, ეგვიპტელთაგან ისწავლეს, ხოლო სირიელები, რომლებიც მდინარე თერმოდონტთან და
პართენიოსთან ცხოვრობენ, და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს
ეს ახლახან. მხოლოდ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებაც წინადაცვეთას ახდენენ და ჩანს, რომ ესენიც
ეგვიპტელების მსგავსად აკეთებენ ამას, ხოლო ეგვიპტელთა და ეთიოპელთა შესახებ არ შემიძლია ვთქვა, თუ
რომელმა ისწავლა ამ ორს შორის მეორისაგან. რაღაცა ძალიან ძველი ჩანს ორივეგან.

ჰეროდოტე, ისტორია, წიგნი II

352
თვლიან, რომ მის თხზულებაში „ისტორია“, რომელიც მან
ცხრა წიგნად დაწერა, ჯერ კიდევ გვხვდება ლოგოგრაფოსთა
აზროვნების ცალკეული გადმონაშთები. ამ მკვლევართა
აზრით ჰეროდოტეს კვლავაც სჯერა მითების და დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს ბედისწერას და ღვთის ნებას.
ჰეროდოტეს თხზულებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება
სიზმარს, რომელიც ადამიანებს ხშირად მომავალ
უბედურებას ამცნობს. ეს ძველი ბერძენი ისტორიკოსი
მიიჩნევდა, რომ მისნებს და მკითხავებს შეეძლოთ მომავლის
განჭვრეტა.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ჰეროდოტე განუზომლად
მაღლა დგას ლოგოგრაფოსებზე. თუ ლოგოგრაფოსები შორს
არიან ყოველგვარი განზოგადებისა და ანალიზისაგან,
ჰეროდოტემ, როგორც გვახსოვს, პირველმა შეამჩნია ორი,
აღმოსავლურ-სპარსული და დასავლურ-ბერძნული ცივი-
ლიზაციების დაპირისპირება და ამ ფაქტის თავისებური
ანალიზი და ახსნა მოგვცა.
ჰეროდოტეს მიზანი ბერძენ-სპარსელთა ომის აღწერა
იყო, მაგრამ, ვინაიდან მან ამ დაპირისპირებულ მხარეებში,
მისი ეპოქის ისტორიული აზროვნების დონისათვის
სრულიად გასაოცრად ორი დიდი მსოფლიო ცივილიზაციის
ჭიდილი შეამჩნია და ეს ასეც წარმოაჩინა, ამ ცივილი-
ზაციების მიმყოლი, თუ მოკიდებული ხალხებიც აღწერა, და
ამით ფაქტობრივად მსოფლიო ისტორიის მომცველი
პირველი ისტორიული თხზულება შექმნა. ჰეროდოტეს
„ისტორია“ სანდო წყაროს წარმოადგენს ბევრი ქვეყნისა და
ხალხის ისტორიისათვის. მნიშვნელოვანია იგი ქართველი
ტომებისა და საერთოდ, საქართველოს ძველი ისტო-
რიისათვისაც. ჰეროდოტეს, როგორც ისტორიკოსს საოცრად
მიმზიდველს ხდის ისიც, რომ ის ისტორიულ ამბებს
საინტერესოდ და თავშესაქცევად გადმოსცემს.
ძველი ბერძნული ისტორიული აზროვნების მწვერ-
ვალად მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით თუკიდიდე
ათენელი ითვლება.
თუკიდიდე უშუალო მონაწილე იყო და, შესაბამისად,
კარგად იცნობდა იმ ხანის საბერძნეთის მღელვარე
პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ცოდნა აისახა კიდეც მის
საისტორიო თხზულებაში, რომელიც ისტორიოგრაფიაში თუკიდიდე ათენელი
„პელოპონესის ომის ისტორიის“ სახელით შევიდა. ძვ.წ. 460-395
თუკიდიდე ბერძენთა ამ სამოქალაქო ომის (ძვ. წ. 431-404)
ისტორიის წერას ომის დასრულებისთანავე შეუდგა.
სამწუხაროდ, მან ამ რამდენიმე ათეულ წელზე გაწელილი

adamianebi momxdarze gviyvebian an imas, rasac TviTon fiqroben, an imas,


rac daamaxsovrdaT

„არ ჩავთვალე მე შესაძლებლად აღმეწერა იმის მიხედვით რაც მე შევიტყვე ვინმესგან, არც ისე მე
როგორც მეჩვენებოდა, არამედ აღვწერე ის რისი მოწმეც მე თვითონ ვიყავი, ხოლო სხვისაგან გაგონილი
რამდენადაც შესაძლებელი იყო ზედმიწევნით გამოვიკვლიე.
თითოეული ამბის ცალკე გამოძიება მეტად ძნელი იყო, ვინაიდან მომხდარის შესახებ თვითმხილველნი
ერთნაირად არ გვიყვებოდნენ: თითოეული გადმოსცემდა იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა მეომარ
მხარეზე, ან კიდევ ისე, როგორც მას დაამახსოვრდა“.
თუკიდიდე,„პელოპონესის ომი“, წიგნი I.

353
ომის მთელი ისტორიის გადმოცემა ვერ მოასწრო და თავისი
ისტორია მხოლოდ ძვ. წ. 411 წლის ამბების თხრობამდე
მოიყვანა.
თუკიდიდეს თხზულება რვა წიგნისაგან შედგება.
პირველ თავში მას მოცემული აქვს ძველი საბერძნეთის
ისტორია ტროას ომიდან პელოპონესის ომის დაწყებამდე.
თუკიდიდე თავის საისტორიო თხზულებაში მის
წინა ეპოქის ისტორიის გადმოსაცემად ეყრდნობა
ლაპიდარულ წარწერებს, ლიტერატურული ხასიათის
მასალას და ზეპირ გადმოცემებს. თვით პელოპონესის ომის
დაწყების და მსვლელობის გადმოცემის დროს ის იყენებს,
როგორც მის მიერ ნანახს, ასევე საგანგებოდ გამოკვლეულ
ცნობილ ფაქტებს.
თუკიდიდე პირველი ისტორიკოსია, რომელმაც
გამოიყენა წყაროებისადმი ისტორიულ-კრიტიკული მიდგომა.
ის კარგად არჩევდა ომის საბაბს და მიზეზს ერთმანეთი-
საგან. ეს ძველი ბერძენი სწავლული, ასევე კარგად ხედავდა
თუ როგორ განსხვავდებოდნენ სხვადასხვა წყაროთა მონაცემები
ერთი და იგივე ფაქტის თუ მოვლენის შესახებ. ამიტომ
თუკიდიდე ზედმიწევნით განიხილავდა წყაროთა მონაცე-
მებს და შემდეგ ათავსებდა თავის თხზულებაში. ის
ისტორიაში უხვად იყენებს დოკუმენტურ წყაროებს. ასე
მაგალითად, მას როგორც გაირკვა ზუსტად მოჰყავს იმ
ხელშეკრულებების ტექსტები, რომლებიც პელოპონესის
ომების დაწყების წინ თუ მსვლელობის დროს ცალკეულ
ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის დაიდო. თუკიდიდე
ირწმუნება, რომ თავის თხზულებაში სრულად მოიყვანა
პოლიტიკურ მოღვაწეთა საჯაროდ წარმოთქმული სიტყვე-
ბის ტექსტები და ჩვენ მიზეზი არა გვაქვს არ ვენდოთ მას.
მითოსური ისტორიის დაძლევის საუკეთესო მაგალითს
ჩვენთვის უკვე ცნობილი დიდი ბერძენი სწავლული
არისტოტელე იძლევა. მან, როგორც გვახსოვს, საგანგებოდ
დაამუშავა საბერძნეთის 158 ქალაქ-სახელმწიფოს ისტორია და
ის თავის თხზულებებში ასახა.
ამ ხანის დიდ ბერძენ ისტორიკოსთა პლეადა
არასრული იქნება ქსენოფონტეს მოხსენიების გარეშე.
ქსენოფონტეს „საბერძნეთის ისტორია“ თუკიდიდეს შრომის
გაგრძელებას წარმოადგენს. ის, როგორც დაქირავებული
მეომარი, მონაწილეობდა დაქირავებულ ბერძენ მეომართა

straboni amaZonebisa (amorZalebis) da indoeTis kavkasionis (hindi-quSi) Sesaxeb:

ამაძონთა შესახებ მოთხრობას თავისებურება ახასიათებს. სხვა მოთხრობებს მითიური და


ისტორიული მხარეები გამიჯნული აქვთ: ძველს, ტყუილსა და საკვირველს მითები ეწოდება, ხოლო
ისტორიას ესაჭიროება ჭეშმარიტება — ძველი იქნება თუ ახალი, ხოლო საკვირველი ან არ გააჩნია, ან
მეტისმეტად ცოტა. ამაძონთა შესახებ ერთსა და იმავეს ამბობენ საკვირველს — ახლაცა და ძველადაც —
და სარწმუნოსაგან დაშორებულს... მოგვითხრობენ... რომ თემისკირა, თერმოდონტის (დღევანდელი მდ.
თერმე-ჩაი თურქეთში), მიდამოში მდებარე დაბლობი და ამის ზემოთ მდებარე მთები, ყველაფერი
იწოდება ამაძონებისად და ამბობენ, რომ ისინი გამოძევებულები იყვნენ იქიდანო. ხოლო, თუ სად არიან
ახლა, ამის შესახებ ცოტანი გვაწვდიან ცნობებს, ისიც დაუმტკიცებელსა და არასანდოს. ...
მთხრობელთა მიერ განსადიდებლად გადმოცემული მოთხრობები თუ ერთსა და იმავე აზრს
შეიცავენ, ეს იმიტომ, რომ შემთხზველები მლიქვნელობაზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე
ჭეშამარიტებაზე. ასეთია, მაგალითად, კავკასიონის გადატანა ინდოეთის მთებთან და მის მახლობლად

354
ლაშქარში, რომელიც სპარსეთის ტახტის მაძიებელს (კიროსს)
ეხმარებოდა. კიროსის დაღუპვის შემდეგ ქსენოფონტე სათავეში
ჩაუდგა ბერძენთა ლაშქარს, რომელმაც სამშობლოსაკენ გზა
ბრძოლით გაიკაფა. სამშობლოსაკენ მიმავალ გზაზე მან
ქართული ტომებით დასახლებული მდინარეების — არაქსისა
და ჭოროხის ხეობები გაიარა.
ვინაიდან ქსენოფონტემ საკმაოდ დაწვრილებით აღწერა
ექსპედიციის მონაწილეთა ურთიერთობები ადგილობრივ
ტომებთან და ამ ტომების ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფაქტები,
მისი თხზულება „ანაბასისი“ მნიშვნელოვან წყაროს
წარმოადგენს ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიის
მკვლევართათვის.
თუკიდიდეს შემდეგ როგორც ძველი ბერძენი, ისე
რომაელი ისტორიკოსები, მნიშვნელოვანწილად, თავიანთ
თხზულებებში იყენებენ ისტორიული კრიტიკის მეთოდს და
თავისი დროის შესაბამისად ცდილობენ ყოველგვარი
ღმერთების ჩარევის გარეშე გადმოგვცენ მოვლენები და
ახსნან ისტორიული პროცესების მიზეზები.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ანტიკური ხანის
ბერძნულმა ისტორიოგრაფიამ ბოლომდე მაინც ვერ დააღწია
თავი მითსა და „დაუჯერებელ ამბებს“. ამის საუკეთესო
მაგალითი ძველი ბერძენი სწავლული, ჩვენთვის უკვე ცნობილი,
ერატოსთენეა. რომელიც აფრთხილებს ისტორიკოსებს არ
დაუჯერონ მითებს, მაგრამ თვითონ მაინც ექცევა მათი
გავლენის ქვეშ. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ძველი და ახალი
წელთაღრიცხვების მიჯნაზე უკვე რომის იმპერიაში მცხოვრები,
ჩვენთვის აგრეთვე ცნობილი დიდი ბერძენი გეოგრაფი და
ისტორიკოსი სტრაბონი აკრიტიკებს კიდეც მას ასეთი
არათანმიმდევრულობის გამო.
თვით სტრაბონი კრიტიკული აზროვნების
განსაცვიფრებელ სიმაღლეებს გვიჩვენებს, რაც ანტიკური
ისტორიულ-გეოგრაფიული აზროვნების მართლაც რომ
უმაღლეს მწვერვალად უნდა მივიჩნიოთ. ამაში იოლად
დავრწმუნდებით, თუ ქვემოთ ამორძალების მაგალითზე
ისტორიისა და მითის შესახებ მის მსჯელობას გავეცნობით.
მით უფრო პარადოქსულად მოგვეჩვენება იმის
აღნიშვნა, რომ თვითონ სტრაბონის „გეოგრაფია“ ერთი სტადიონი უდრის 178 მ.-ს.
თავისუფალი მითებისაგან სულაც არაა. ამის მიზეზი
ანტიკურ სწავლულებში ანალიტიკური აზროვნების უნარის

აღმოსავლეთისკენ მდებარე ზღვასთან კოლხიდის და ევქსინის ზემოთ მდებარე მთებიდან. ამ მთებს (ე.
ი. კოლხიდასთან და პონტოსთან მდებარე მთებს) იყო, რომ ელინები კავკასიონს უწოდებდნენ და ისინი
დაშორებულნი არიან ინდოეთს უფრო მეტით ვიდრე 30.000 სტადიონია;
ამასვე ასახელებს მითი, რომელიც ეხება პრომეთევსსა და მის ბორკილებს. ეს იმიტომ, რომ ეს
მთები იცოდნენ მაშინდელებმა უკიდურეს აღმისავლეთად. ხოლო დიონისესა და ჰერაკლეს ლაშქრობა
ინდოელებზე ამჟღავნებს გვიან წარმოშობას მითისას, რადგან, როგორც ამბობენ, ჰერაკლემ პრომეთევსი
გაათავისუფლა 1000 წლის შემდეგ. უფრო სასახელო იყო ალექსანდრესათვის ინდოეთის მთებამდე
დაპყრობა აზიისა, ვიდრე ევქსინისა და კავკასიონის კუთხემდე. მაგრამ დიდება მთისა, მისი სახელი და
ის ამბავი, რომ იაზონისა და მისი მახლობლების შესახებ ფიქრობენ, რომ მათ უშორესი ლაშქრობა
შეასრულეს კავკასიის სანახებამდე და ის რომ პრომეთევსი გადაცემული იყო მისაჯაჭვად ქვეყნის
კიდეზე — კავკასიონზე, ამ ამბების გამო უნდოდათ როგორმე ესიამოვნებინათ მეფისათვის და
გადაიტანეს მთის სახელი ინდოეთში.
სტრაბონი, გეოგრაფია, წიგნი XV, თავი 5

355
უქონლობაში არ უნდა ვეძიოთ. როგორც უკვე ისტორიული
გეოგრაფიისადმი მიძღვნილ ნაწილში აღვნიშნეთ, ძველმა
სწავლულებმა ბევრი რამ იცოდნენ, მაგრამ ეს ცოდნა მყარი
და ცალსახა არ იყო და მისი სისწორის დასადგენი
კრიტერიუმებიც ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის არ
არსებობდა. ეს რომ გასაგები გახდეს, აღვნიშნავთ, რომ
ჩვენამდე ისტორიული ინფორმაციის მნიშვნელოვანი
ნაწილის ვერ მოღწევის მიუხედავად, ზოგადად საკაცობრიო
ცოდნის გაერთიანების შედეგად, რომელიც კაცობრიობის
გამთლიანებას სდევდა თან, თანამედროვე ისტორიკოსს
ბევრად უფრო მრავალფეროვანი წყაროები აქვს ხელთ,
სამსჯელოდ და საანალიზოდ, ვიდრე ანტიკური ხანის
თუნდაც ყველაზე უფრო გათვითცნობიერებულ
ისტორიკოსს.
რომაული ხანის ბერძნულენოვან ისტორიოგრაფიაზე
სურათი მეტ-ნაკლებად სრული ვერ გვექნება პლუტარქეს
ტიტუს ლივიუსი
გარეშე. მართლაც პლუტარქე, შეიძლება ითქვას, პირველია,
ძვ. წ. 59 - ახ. წ. 17
ვინც ბიოგრაფიას, როგორც ისტორიული თხზულების ჟანრს
ჩაუყარა საფუძველი. თავის ვრცელ თხზულებაში
„პარალელური ბიოგრაფიები“ პლუტარქემ 50 გამოჩენილი
ბერძენი და ამდენივე გამოჩენილი რომაელი საზოგადო
მოღვაწის (მეფეები, მხედართმთავრები, პოლიტიკოსები)
ბიოგრაფიები აღწერა.
ახ წ. I ს-ის ბერძნულენოვანი რომაელი
ისტორიკოსებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ებრაელი იოსებ
ფლავიუსი, რომელმაც თავის თხზულებაში „იუდეველთა
ომი“, რომაელთა წინააღმდეგ იუდეველთა (ებრაელთა)
აჯანყება და რომაელთა მიერ მისი ჩახშობა ასახა. იოსებ
ფლავიუსი პირველი იყო ვინც ბიბლიის ცნობები უძველესი
წინააზიური ხალხებისა და ტომების შესახებ მის თანამედროვე
ხალხებსა და ტომებს მიუსადაგა. ისტორიულობას
მოკლებულია, მაგრამ ჩვენთვის მაინც საინტერესოა მისი
თვალსაზრისი იბერების ბიბლიურ თუბალთან იგივეობის
შესახებ.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბერძნულენოვანი
რომაული ისტორიოგრაფია რომაულის წინა ბერძნული
ისტორიოგრაფიის ტრადიციების გაგრძელებას წარმოადგენდა.
იგივე ითქმის რომაული ხანის საკუთრივ რომაულ, ანუ
ლათინურენოვან ისტორიოგრაფიაზე. თუმცა ამ
პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი უკანასკნელმა მთელი რიგი თვალსაზრისით ანტიკური ხანის
56-117 ისტორიული აზროვნება ახალი ტენდენციებით გაამდიდრა.
პირველი ისტორიული ნაწარმოები ლათინურ ენაზე კატონ
უფროსის თხზულება „საწყისები“ იყო, რომელშიც რომის
ისტორია ავტორმა გადმოსცა მისი დაარსებიდან III პუნიკურ
ომამდე (ძვ. წ. 149 წლამდე). ლათინურენოვანი რომაელი
ისტორიკოსებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ტიტუს ლივიუსი,
ტაციტუსი, პლინიუს სეკუნდი და სხვ.

356
ლათინურენოვანი ისტორიოგრაფია მეტი პრაგმატუ-
ლობითა და მოვლენებისა და ამბების აღწერის მეტი ფაქტობ-
რივი სიზუსტით გამოირჩევა. ლათინურენოვანი ავტორები
უფრო კარგადაც ათარიღებენ მოვლენებს. გარდა ამისა, რაც
ფრიად ნიშანდობლივია: ბერძნულენოვან თუნდაც რომაული
ხანის ისტორიკოსთან არასოდეს ბოლომდე არა ხარ
დარწმუნებული მისი მონათხრობი ცნობები რომელიმე
ხალხზე, თუ ქალაქზე იმდროინდელ ვითარებას ასახავს, თუ
რამდენიმე საუკუნით ადრე მცხოვრები რომელიღაცა ძველი
ისტორიკოსის თხზულებიდან არის ამოკრეფილი და როგორც
თანამედროვე ვითარება ისეა გადმოცემული. ლათინურენოვანი
ისტორიოგრაფია ბევრად უფრო ზუსტია და დაწურული. ამას
ისიც განაპირობებდა, რომ ლათინურენოვანი ავტორები
უმრავლეს შემთხვევაში სამხედროები იყვნენ და მათი
მონათხრობი სამხედროებისათვის დამახასიათებელი ლაკონუ-
რობით, სიმშრალითა და სქემატურობითაც კი გამოირჩევა.
მიუხედავად ამისა არც მათი თხზულებებია ბედისწერისა და
ღმერთების ნება-სურვილისაგან თავისუფალი.

„თხრობის უწყვეტობის“ პრინციპი. ანტიკურ


ხანაშივე, ძველ ბერძნულ და რომაულ მწერლობაში
ტრადიციად ჩამოყალიბდა ე.წ. „თხრობის უწყვეტობის“
პრინციპიც, რაც მომდევნო ხანის ისტორიკოსის მიერ თავისი
წინამორბედის საისტორიო თხზულების გაგრძელებას
გულისხმობს. ასეთი გაგრძელების დროს მაქსიმალურად
ცდილობდნენ თხზულების უწყვეტობის ილუზია შეექმნათ,
რის გამოც არა თუ ამ თხზულების დამწერს, არამედ
ოსტატობას არ იშურებდნენ, რომ გადაბმის ადგილი არავის
შეენიშნა. ასე მაგალითად, თუკიდიდეს საისტორიო
თხზულება „პელოპონესის ომის ისტორია―, როგორც უკვე
ვიცით, მისმა უმცროსმა თანამედროვემ ქსენოფონტემ
გააგრძელა თავის „საბერძნეთის ისტორიაში―. მან ეს ისე
ოსტატურად გააკეთა, რომ ამ მეორე თხზულების დასაწყისი
მკითხველს, თუკიდიდეს შემოქმედების ნაყოფად
მოეჩვენება. როგორც გვახსოვს „პელოპონესის ომის―
ისტორია ავტორმა ძვ.წ. 411 წლამდე მიიყვანა. ქსენოფონტემ
თხრობა სწორედ „ჰელენიკაში― ასე დაიწყო: „ამის შემდეგ
დიდი ხანი არ გასულა, რომ ათენიდან თიმოქარესი მოვიდა
რამდენიმე ხომალდით და მაშინვე კვლავ შეებნენ
ერთმანეთს ლაკედემონელები და ათენელები. გაიმარჯვეს
ლაკედემონელებმა აგესანდრილეს წინამძღოლობით.―
რომაელმა ისტორიკოსმა ტიტუს ლივიუსმა თავისი
„რომის ისტორია― ქალაქი რომის დაარსებიდან, რომის პირველი
იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის, სიკვდილამდე (ახ. წ. 14 წ
-მდე) დაწერა. რომაელმა ისტორიკოსმა ტაციტუსმა კი
„ანალებში― ლივიუსის თხზულება ოქტავიანე ავგუსტუსის
გარდაცვალებიდან ახ. წ. 96 წ-მდე მიიყვანა. ეს ტრადიცია შემდეგ

357
საუკუნეშიც გრძელდებოდა. ტაციტუსის თხრობას თავისი
თზულება გადააბა რომაელმა ისტორიკოსმა ევრიპემ, ევრიპე
ევრიპე - III ს. რომაელი
გააგრძელა რომაელმა ევნაპი სარდელმა , ეს უკანასკნელი კი
ისტორიკოსი
ოლიმპიოდორემ.
ევრიპეს გარდა ტაციტუსის „ანალები― IV საუკუნის
ევნაპი სარდელი - 346-414
რომაელმა ისტორიკოსმა ამიანე მარცელინიმაც გააგრძელა,
რომელმაც თავისი ლათინურად დაწერილი „რომის
ისტორია― ტაციტუსის „ანალების― ბოლო, 96 წლის ამბებით
ამიანე მარცელინი - 330-395 დაიწყო და თხრობა თავის დრომდე (378 წლამდე) მიიყვანა.
ამიანე მარცელინი, ტაციტუსის შემდგომი ორი საუკუნის
მანძილზე ყველაზე დიდ ისტორიკოსად ითვლება.

ოლიმპიოდორე - IV ს. რომაელი ქრისტიანული და ისლამური შუა საუკუნეების


ისტორიკოსი. ისტორიოგრაფია. IV საუკუნიდან ევროპასა და მახლობელ
აღმოსავლეთში ქრისტიანობა, VII ს-ის შუა წლებიდან კი
იმავე მახლობელი აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილში და
აღმოსავლეთით ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის ჩათვლით
ისლამი გაბატონდა. ამან ანტიკური ხანის ისტორიული
აზროვნების ქრისტიანული და ისლამური ისტორიულ
აზროვნებით შეცვლა განაპირობა. როგორც ქრისტიანი, ისე
მუსლიმი ისტორიკოსები კაცობრიობის ისტორიის წინაქრის-
ტიანულ და წინაისლამურ ეპოქას, ქრისტიანობისა და
ისლამისათვის მოსამზადებელ პერიოდად განიხილავდნენ,
რომელიც დიდად საინტერესო სულაც არ იყო. უფრო მეტიც,
აღორძინების, ანუ რენესანსის დაწყებამდე წარმართობის ხანის
ბერძნულ-ლათინური ისტორიოგრაფია, ისევე როგორც ყველა
სხვა სახის ანტიკური ხანის თხზულებები, ქრისტიანი
სწავლულების მიერ უსარგებლოდ და მავნედაც კი გამოცხადდა.
კაცობრიობის ნამდვილი ისტორია მათთვის მხოლოდ
მენანდრე პროტიქტორი
კაცობრიობის გაბედნიერების, ანუ გაქრისტიანების შემდეგ
VI ს. იწყებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ხალხთა დიდმა გადასახლებამ
მრავალსაუკუნოვანი მწიგნობრული ტრადიციების მქონე
პროკოპი კესარიელმა იუსტინიანე დიდი იმპერიებისა და იქ მცხოვრები ერების ფაქტობრივი
I-ის იმპერატორობის 527-551 გაქრობა გამოიწვია. ევროპაში ახალი, განათლებისა და
წლების ომები აღწერა, იგივე
კულტურის დონით ძველ ხალხებზე განუზომლად დაბლა
იუსტინიანეს იმპერატორობის
შემდეგი 552-558 წლების ამბები მდგომი ტომების გაბატონებამ კი განათლებისა და ცოდნის
უკვე აგათიას სქოლასტიკოსმა დონე მნიშვნელოვნად უკან დასწია და ლამის ანტიკური
გააგრძელა, ხოლო 558-582 ეპოქის საწყის ნიშნულს მიუახლოვა. ამიტომ გასაკვირიც არ
წლების ამბები ასევევ VI ს-ის უნდა იყოს, რომ ქრისტიანული ისტორიოგრაფიის პირველი
მენანდრე პროტიქტორმა
პერიოდი თავისებურად მოგვაგონებს ძველი აღმოსავლეთისა
გადმოგვცა. უკვე VII ს-ში
და ანტიკური ისტორიოგრაფიის პირველი ეტაპისათვის
თეოფილე სიმოკატამ ბიზანტიის
ისტორია 582 წლიდან 602 წლამდე დამახასიათებელ ვითარებას.
მიიყვანა. ქრისტიანულ ადრე შუასაუკუნეებრივ, ადრეფეოდალურ
საღვთისმეტყველო ისტორიულ კონცეფციას საფუძველი
ავგუსტინემ ჩაუყარა, რომელიც ისტორიაში ნეტარი ავგუსტინეს
სახელით შევიდა. ამ კონცეფციისათვის ქრისტიანული

358
მსოფლაღქმიდან გამომდინარე დამახასიათებელია სამყაროს
დუალისტური ხედვა: ავგუსტინი ერთმანეთს უპირისპირებს
ციურ და მიწიერ სამეფოებს, როგორც ღმერთისა და ეშმაკის
სამეფოებს, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ ომში არიან.
კაცობრიობის ისტორიას ადამის პირველი შეცოდებიდან
მოყოლებული ავგუსტინე განიხილავს, ღმერთისა და ეშმაკის
ბრძოლის არენად. ეს ბრძოლა ავგუსტინის რწმენით,
აუცილებლად მიგვიყვანს ღმერთის გამარჯვებამდე.
კაცობრიობა თავის განვითარებაში გადის ექვს ასაკს,
რომელთაგან მე-6 უკანასკნელი დადგა ქრისტიანობის
გამარჯვების შემდეგ და დასრულდება დედამიწაზე
ღმერთის მეფობის დამკვიდრებით.
ნეტარი ავგუსტინეს ისტორიული აზროვნების მეორე
დამახასიათებელი ნიშანი, პროვიდენციალიზმია, როდესაც
ისტორიული პროცესი განხილულია, როგორც ღვთის ნების
ნეტარი ავგუსტინე
აღსრულება. ამიტომაც მას ისეთი უბედურებები,
ჰიპონის ეპისკოპოსი
როგორიცაა მტრის შემოსევები, მოუსავლიანობა, ეპიდემია
354-430
და ა.შ. საზოგადოების მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის
ღვთის რისხვად მიაჩნია.
ევროპული ისტორიოგრაფიიდან ქრისტიანულ შუა
საუკუნეებში ერთადერთი გამონაკლისი ბიზანტიური
ისტორიოგრაფია გახლდათ, რომელმაც ანტიკური ხანის
ბერძნულ-რომაული ტრადიციები მნიშვნელოვანწილად
შეინარჩუნა.
მართლაც, აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, რომელსაც
მოგვიანებით ისტორიოგრაფიაში სახელი „ბიზანტიის
იმპერია― დაუმკვიდრდა, ისტორიული აზრი უშუალოდ პროვიდენციალიზმი
ანტიკური ხანის ბერძნული და რომაული ისტორიოგრაფიის მომდინარეობს ლათინური
ტრადიციებს დაეფუძნა და იქიდან ამოიზარდა, ამიტომ სიტყვიდან პროვიდენტია —
ბიზატიური ისტორიოგრაფია ბერძნულ-რომაულის უშუა- განგება. ასე უწოდებენ
ლო მემკვიდრედაც შეიძლება განვიხილოთ. ადრე შუასაუკუ- რელიგიურ-იდეალისტურ
ნეობრივი ბიზანტიური ისტორიოგრაფია სამი ჟანრით, შეხედულებას, რომელიც
„ისტორია“, „საეკლესიო ისტორია― და „ქრონოგრაფია― იყო ცდილობს ახსნას ისტორიული
მოვლენები არა მათი შინაგანი
წარმოდგენილი.
კანონზომიერებით, არამედ
„ისტორია― კვლავაც ინარჩუნებდა თხრობის
განგების ძალით.
უწყვეტობის ტრადიციას. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის უკვე
ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი
ქრონოლოგიურად აგათია სქოლასტიკოსმა, აგათია —
მენანდრე პროტიქტორმა, ეს უკანასკნელი კი თეოფილაქტე
სიმოკატამ გააგრძელა.
უკვე IV-V სს-დან ბიზანტიურ ისტორიოგრაფიაში
საფუძველი ჩაეყარა ისტორიის ახალ დარგს — „საეკლესიო
ისტორიას―. ამ ჟანრის ავტორთა აღწერის ობიექტი ომები და
პოლიტიკოსთა ბიოგრაფიები კი არა ქრისტიანული თეოფილაქტე სიმოკატა
ეკლესიის დამკვიდრებისა და განვითარების ისტორიის VII ს. ბიზანტიელი
მოთხრობა გახდა. საეკლესიო ისტორიის პირველ მთხობელად ისტორიკოსი
ჩვენთვის უკვე ცნობილი ევსევი კესარიელია მიჩნეული. მან,
როგორც გვახსოვს, დიდი წვლილი შეიტანა ისტორიული

359
ქრონოლოგიის განვითარების საქმეშიც. მას მსოფლიო ისტორიის
ტიპის ვრცელი თხზულებაც ეკუთვნის, სადაც ის, როგორც
ტიპიური ქრისტიანული ეპოქის ისტორიკოსი ისტორიას
აღიქვამს, როგორც ღვთიური ნების განხორციელებას.
ევსევი კესარიელის „საეკლესიო ისტორია― გელასი
კესარიელმა გააგრძელა, რომელმაც ის 395 წლამდე მიიყვანა.
მის თხზულებაში პირველად ვხვდებით ცნობებს ქართლის
(იბერიის) სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიაგიად გამოცხადების შესახებ.
ბიზანტიაშივე IV-VI სს-ში ჩამოყალიბდა ისტორიის
სრულიად ახალი დარგი — „ქრონოგრაფია―. ეს არის მსოფლიო
გელასი კესარიელი ისტორია ქვეყნის გაჩენიდან ნაშრომის დაწერის დრომდე.
V ს. ქრონოგრაფიამ დიდი პოპულარობა შეიძინა და VII-X სს-ში
ბიზანტიური საისტორიო მწერლობის ძირითად ჟანრადაც კი
იქცა. ქრონოგრაფოსებისათვის უძველესი დროის გადმოცემის
დროს წყაროს წარმოადგენს ბიბლია — ძველი და ახალი
იოანე მალალა
აღთქმა. ქრონოგრაფოსები თხზულების წერისას იყენებენ
491-578
მალალა სირიულად რიტორს, ხოლმე საარქივო მასალას, ისევე, როგორც ძველ ქრონიკა-
მჭერმეტყველს ნიშნავს. მალალას მატიანეებს. ქრონოგრაფოსთა მნიშვნელოვანი დამსახურება,
ქრონოგრაფია 18 წიგნისაგან როგორც გვახსოვს, მსოფლიო ისტორიის სინქრონული
შედგება და თხრობა მიყვანილია ქრონოლოგიური ბადის შექმნა იყო. ამ ჟანრმა დასრულებული
563 წლამდე. სახე მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში იოანე მალალას
ქრონოგრაფიაში მიიღო. VIII-IX სს-ის დიდ ბიზანტიელ
ქრონოგრაფოსად თეოფანე ქრონოგრაფი, ქართულად
ჟამთააღმწერელი, გვევლინება. თეოფანეს თავის თხზულებაში
VIII ს-ის ორი მსოფლიო იმპერიის ბიზანტიისა და არაბთა
სახალიფოს ურთიერთბრძოლის ამბების თხრობისას
ქართველთა ერისმთავრის სტეფანოზ III-ის ვაჟის, ეგრისის
პატრიკიოსის მარინეს (მირის) და ბიზანტიის მომავალი
იმპერატორის ლეონ ისავრიელის არაბებთან ერთობლივი
ბრძოლის პერიპეტიებიც აქვს მოთხრობილი.
VII-X საუკუნეების ბიზანტიელ ისტორკოსებს შორის
გამორჩეული ადგილი ბიზანტიის კეისარს, კონსტანტინე
პორფიროგენეტს უჭირავს. ამ კეისრის ბრძანებით, მეათე
საუკუნეში შედგენილ იქნა ისტორიული თხზულებების
პირველი ქრესტომათიული კრებული, რომელშიც მოთავსებულ
იქნა ვრცელი ამონაწერები ძველი დროის ისტორიკოსთა
კონსტანტინე ნაშრომებიდან.
პორფიროგენეტი სწავლულ იმპერატორს ხუთი ორიგინალური ნაშრომი
(913-959) ეკუთვნის, რომლებიც ანალიზითა და ისტორიული აზროვნების
სიღრმით გამოირჩევა. პირველი ნაშრომი ბიოგრაფიული

konstantine porfirogeneti saxelmwifo marTvis Sesaxeb

„მისმინე ჩემო შვილო და გაიგე თუ რა უნდა იცოდე შენ ჩემის აზრით და შეიგნე რასაც გეტყვი, რათა
შენ სახელმწიფოს მართვა შეძლო. მე იმ აზრისა ვარ, რომ ცოდნის შეძენა ყველა ქვეშევრდომთათვის
სასარგებლოა, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა შენთვის, რომელიც ვალდებული ხარ იზრუნო
ყველას არსებობაზე, წაიყვანო და მართო მსოფლიო ხომალდი. ხოლო თუ მე ამ საგნის ნათელსამყოფად
გამოვიყენე მარტივი და ნაცადი ხერხი თხრობისა... ჩემო შვილო ეს ნუ გაგიკვირდება...―

360
ხასიათისაა და მისი მამის ბიზანტიის იმპერატორის ბასილი
პირველის ცხოვრება-მოღვაწეობას ეძღვნება, მეორე ნაშრომი
„თემების შესახებ― X საუკუნის ბიზანტიის ტერიტორიულ-
ადმინისტარციულ დაყოფას შეეხება, მესამე ნაშრომში
ბიზანტიის სამეფო კარის ცერემონიები და ბიზანტიის
იმპერატორის სამეფო კარზე მიღებული წესებია აღწერილი.
მეოთხე ნაშრომი, ეკლესიის ისტორიის ჟანრს განეკუთვნება —
ის მაცხოვრის ხატის ედესიდან კონსტანტინოპოლში
გადატანის ისტორიას ეხება.
ძალზე საინტერესოა კონსტანტინე პორფიროგენეტის
მეხუთე ნაშრომი „სახელმწიფო მართვის შესახებ―. ეს ნაშრომი მის
შვილს, ტახტის მემკვიდრე რომანოზს ეძღვნება. ამ ნაშრომში სვიდა — X საუკუნის
საუბარია ყველა იმ ხალხსა და სახელმწიფოზე, რომლებიც ბიზანტიური ენციკლოპედიური
ბიზანტიის იმპერიას ემეზობლებოდნენ. ეს ნაშრომები ლექსიკონი, რომელიც 30 ათასი
თავისებური შესავლით იწყება, რომელიც გვირგვინოსანი მამის ტერმინის განმარტებას იძლევა.
მიერ ტახტის მემკვიდრის რჩევა-დარიგებას წარმოადგენს. XX საუკუნემდე „სვიდა“
აღნიშნულ ნაშრომში კონსტანტინე პორფიროგენეტი ფრიად შემდგენელის სახელი ეგონათ.
დღეს ამ სიტყვას როგორც
მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა ქართველებზეც (იბერებზე),
„ზღუდეს“ განმარტავენ.
რომლებსაც ის დიდ ერად მოიხსენიებს.
ფიქრობენ, რომ ამ ლექსიკონის
X საუკუნის შუა წლებში შეიქმნა ენციკლოპედიური შედგენა 970 წელს დაიწყო. ამ
ტიპის განმარტებითი სვიდას ლექსიკონი, რომელშიც უაღრესად ლექსიკონში ბევრი ბერძენი და
ძვირფასი ცნობებია დაცული, უძველესი დროიდან მეათე რომაელი ავტორის
საუკუნემდე ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიის შესახებ. თხზულებებიდან ამონარიდია
XI-XII სს-ში ბიზანტიის იმპერიაში, ძალზე გაიზარდა მოყვანილი, მათ შორის, ბევრი
ინტერესი და მიბაძვა ანტიკური ეპოქისადმი. ამიტომაც წინა ავტორის ნაშრომი დღეს
დაკარგულია.
პლანზე იწევს არა მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულებები,
არამედ ლოკალური ხასიათის ისტორიები. ანტიკური სვიდას ლექსიკონის პირველი
ისტორიების ჟანრში არაერთი ისტორიული თხზულება გამოცემა1499 წ. მილანში
დაიწერა, მრავალთაგან დავასახელებთ მხოლოდ ანა განხორციელდა.
კომნენოსს, ბიზანტიის კეისრის ალექსი კომნენოსის (1081-
1018) უფროს ქალიშვილს, რომელიც XII ს-ის გამოჩენილ
ისტორიკოსადაა მიჩნეული.
ანამ თავისი ისტორიული თხზულება „ალექსიადა―
მამის მეფობას მიუძღვნა. თავის თხზულებაში ის
მნიშვნელოვან ინფორმაციებს გვაწვდის იმხანად ბიზანტიის
სამეფო კარზე მოღვაწე ქართველების შესახებ. მათ შორის
დეტალურად აგვიღწერს ქართლის მეფის ბაგრატ IV-ის (1027-
1072) ასულის ორგზის ბიზანტიის დედოფლის მარიამის
(მონაზონობაში მართა) განსაცვიფრებელ სილამაზეს.
იმავდროულად იმავე XI-XII სს-ში მსოფლიო ისტორიის,
ანუ ქრონოგრაფიის სტილის ნაშრომებიც იწერებოდა. ასეთი
თხზულებების ავტორები იყვნენ სკილიცე, მისი გამგრძელებელი
გიორგი კედრენე, იოანე ზონარა და სხვები. გიორგი კედრენე,
თავის თხზულებაში მაგალითად, მოგვითხრობს XI ს-ის I
ნახევრის საქართველო-ბიზანტიის ომების შესახებაც.
XIII-XV სს-შიც, უფრო ზუსტად XV ს-ის შუა
წლებამდე, ანუ ბიზანტის იმპერიის საბოლოო დაცემამდე
არა ერთი საინტერესო ისტორიული თხზულება დაიწერა. იმ

361
მიქელ პანარეტოსი ხანის ავტორთაგან საგანგებოდ აღსანიშნავია ისტორიკოსი
XV ს-ის მიქელ პანარეტოსი, რომელმაც თავის „ტრაპიზონის
„ტრაპიზონის ქრონიკაში― ქრონიკაში― გადმოგვცა ტრაპიზონის იმპერიის ისტორია. .
ტრაპიზონის იმპერიის ისტორია
იმავდროულად თავისი „ისტორიის― წერისას პანარეტოსი
გადმოცემულია მისი
დაარსებიდან -1204 წ. - 1426
შიგადაშიგ მოგვითხრობს ტრაპიზონის დიდი მეზობლის
წლამდე. საქართველოს შესახებაც და ფრიად საინტერესო ცნობებს
გვაწვდის.
ადრეშუასაუკუნეებრივმა ქრისტიანულმა ისტორიო-
ჰაგიოგრაფია — წმინდანთა
გრაფიამ კიდევ ერთ ისტორიულ-ლიტერატორულ ჟანრს
ცხოვრების აღწერა (ბერძნული
ჩაუყარა საფუძველი — ესაა ჰაგიოგრაფია. ჰაგიოგრაფია
სიტყვებიდან — „ჰაგიოს“ —
წმინდანთა და მოწამეთა ცხოვება-მოღვაწეობას მოგვითხრობს.
წმინდა, „გრაფოს“ — აღწერა). ამ
ჟანრის ფუძემდებლად ათანასე ეს წმინდანები და მოწამეები ხშირ შემთხვევაში თვითონაც
დიდი (298-373) ითვლება, თავიანთი ეპოქის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ და მათი
რომელსაც „ღირსი მამა ანტონის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ფრიად საინტერესო შეიძლება
ცხოვრება“ (ცხოვრობდა 251-356) იყოს ისტორიკოსისათვის. იმავდროულად ჰაგიოგრაფიულ
ეკუთვნის. თხზულებას ავტორი აუცილებლად წინ უმძღვარებდა
ისტორიულ ფონს, რომელიც ხშირად ძვირფასი ისტორიული
ინფორმაციის შემცველია.

მუსლიმური ისტორიოგრაფია. მუსლიმური


ისტორიოგრაფია სათავეს არაბთა დაპყრობებიდან და
არაბთა სახალიფოს შექმნიდან, უფრო ზუსტად VII ს-ის 30-
50-იანი წლებიდან იღებს. მიუხედავად შედარებით
გვიანდელი წარმოშობისა, არაბულენოვანი ისტორიოგრაფია
ავტორთა გასაოცარი მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა. ერთ-
ერთმა გამოჩენილმა გერმანელმა აღმოსავლეთმცოდნემ VII-
XVIII საუკუნეების 590 არაბი ისტორიკოსი მოითვალა. მის
ნუსხაში მხოლოდ შედარებით ცნობილი ისტორიკოსები
მოხვდნენ. სინამდვილეში მათი რიცხვი ბევრად მეტია.
სამწუხაროდ, მიუხედავად სიმრავლისა არაბულენოვანი
ათანასე დიდი ისტორიული თხზულებები შუა საუკუნეებრივი ქრისტიანული
XVI ს. ხატი ისტორიოგრაფიისაგან თვისობრივად არ განსხვავდება, მასაც
ახასიათებს პროვიდენციალიზმი, ისტორიისა და მხატვრული
ლიტერატურის, ისევე როგორც თქმულებებისა და
ისტორიის გაუმიჯნაობა და წინამორბედ ისტორიკოსთა
თხზულებების მიმართ უკრიტიკო დამოკიდებულება.
პირველი ისტორიული ჟანრი, რომელიც მუსლიმურ
ისტორიოგრაფიაში ჩნდება — ჰადისებია, ეს ბუნებრივიცაა
— პირველ მუსლიმ ისტორიკოსებს, უპირველეს ყოვლისა
თავიანთი წინასწარმეტყველის ცხოვრების ყველა დეტალის
აღწერა აინტერესებდათ. უფრო მოგვიანებით ერთგვარი
ბიოგრაფიული ლექსიკონების შედგენაც დაიწყეს, სადაც
წინასწარმეტყველი მუჰამედის და მისი პირველი
თანამებრძოლების ბიოგრაფიები იყო მოთავსებული.
პირველი ნამდვილი ისტორიული თხზულება „ხალიფების
ისტორიაა―, რომელიც VIII ს-ის II ნახევარში დაიწერა.
IX საუკუნის შუა წლებიდან არაბულ
ისტორიოგრაფიაში ქრისტიანულის მსგასად, ცალკეული
„ისტორიების― გვერდით ჩნდება ახალი, მსოფლიო

362
ისტორიის ჟანრი. ასეთი ტიპის პირველი ისტორიული
თხზულების ავტორი იაქია აჰმედ იბნ იაჰია იბნ ჯაბირ ალ-
ბალაზური, რომელმაც „საყოველთაო―, ანუ „მსოფლიო
ისტორია― დაწერა.
ამავე პერიოდში არაბებმა შეითვისეს როგორც ძველი
სპარსული ისტორიოგრაფია – თარგმნეს სპარსული
ხუდაი ნამე — მეფეთა წიგნი
საისტორიო თხზულება ხუდაი ნამე — მეფეთა წიგნი, ისე,
რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, დაიწყეს თარგმნა და ამ თხზულების შესავალი
გათავისება ანტიკური ხანის ბერძნული სამეცნიერო ნაწილი მითიური პირების
ლიტერატურის, მათ შორის ისტორიული და გეოგრაფიული შესახებ მოთხრობებისაგან,
ხასიათის თხზულებების. ავესტის ლეგენდებისაგან და
თარგმნის მეშვეობით IX-X სს-ში არაბები გაეცნენ ალექსანდრე დიდის შესახებ
ელინისტურ კულტურას. რამაც, არაბული ისტორიოგრაფიის რომანისაგან შედგებოდა. აქვე
განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. ელინისტურ და გადმოცემული იყო სასანიანთა
ზოგადად ანტიკურ — ბერძნულ-რომაულ მეცნიერებასთან ხანის ისტორია, სადაც
ისტორიულ ფაქტებთან ერთად
ზიარებამ არაბული ისტორიოგრაფია გეოგრაფიულ-
უხვად იყო მოცემული
ეთნოგრაფიული ხასიათის ცოდნით აღჭურვა. ანტიკური
რიტორიკული და ეპიკური
გეოგრაფიული თხზულებების მსგავსად, არაბული გეოგრა- ელემენტები.
ფიული თხზულებები მხოლოდ წმინდა გეოგრაფიული ღირებუ-
ლებისანი როდი არის, ისინი შეიცავენ ისეთ მნიშვნელოვან
ინფორმაციას ისტორიული გეოგრაფიის, ეთნოგრაფიისა და
საკუთრივ ისტორიის კუთხით, რომ შესაძლოა ისტორიო-
გრაფიის თავისებურ განშტოებადაც კი განვიხილოთ.
იაკუთი ალ-ჰამავი
ასეთი ტიპის ისტორიკოსები და იმავდროულად 1178-1129
გეოგრაფები არიან ალ მასუდი და ალ იაკუთი.
იაკუთიმ არაბულ სამყაროს არა მარტო ისტორიასა
და გეოგრაფიაში ანტიკური მეცნიერების, კერძოდ, ბერძენთა
და რომაელთა მონაპოვრები გააცნო, არამედ მან
მნიშვნელოვნად გააფართოვა მსოფლიო ისტორიისა და
გეოგრაფიის თვალსაწიერი: მის თხზულებაში ცნობები

ალი იბნ ალ ჰუსეინ ალ მასუდი


896-956
ალ მასუდმა მრავალ ქვეყანაში,
მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში
იმოგზაურა.

მსოფლიოს რუკა ალ მასუდის მიხედვით

363
მოიპოვება ჩრდილოეთ ევროპის ხალხებისა და შორეული
ჩინეთის შესახებაც კი. აღნიშნული ნაშრომი ინფორმაციის
მოცულობითა და მრავალფეროვნებით თუ ვიმსჯელებთ,
უფრო ენციკლოპედიაა ვიდრე „მსოფლიო ისტორია“. ისიც
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც იაკუთის, ისე ალ მასუდის
ისტორიული და გეოგრაფიული თხზულებები მხოლოდ სხვა
ავტორთა ნაშრომების კომპილაციას როდი წარმოადგენს,
ორივე მათგანი ბევრს მოგზაურობდა და თავიანთი
გეოგრაფიული ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედაც
ამ მოგზაურობების დროს შეიძინეს.
დიდმა არაბმა სწავლულებმა დაგვიტოვეს არაბთა
სახალიფოში შემავალი ყველა ქვეყნისა და მხარის
აღწერილობა — ესპანეთიდან თურქმენეთამდე და მდ.
ინდის შესართავამდე. დაწვრილებით გადმოგვცეს
დასახლებული პუნქტების სახელწოდებები, ისევე, როგორც
მოგვაწოდეს ამ ქვეყნებში გავრცელებული სამიწათმოქმედო
მცენარეებისა თუ წიაღისეულის ჩამონათვალი. არაბი
გეოგრაფები უხვად სარგებლობდნენ პტოლემაიოსის
შრომებით და მის მონაცემებს უკვე საკუთარი თვალით
ნანახით ავსებდნენ. ვინაიდან ხალხთა დიდმა გადასახლებამ
კაცობრიობისათვის ევრაზიის მანამდე უცნობი არა ერთი
რეგიონი ჩააბა ისტორიის ფერხულში, არაბი გეოგრაფების
ნაშრომებში უკვე ბევრად დიდი გეოგრაფიული არეალია
მოცული — ჩრდ. ევროპა, თანამედროვე რუსეთი და ჩინეთი
— ვიდრე ეს ყველაზე დაწინაურებული ანტიკური
გეოგრაფიული თხზულებისათვის იყო ცნობილი. არაბთა
გეოგრაფიული თხზულებები სხვადასხვა ტიპის იყო.
ყველაზე გავრცელებულ ფორმას „გზებისა და ქვეყნების
აღწერა― წარმოადგენდა.
არაბული ისტორიოგრაფიის მწვერვალად მაინც ალ
ტაბარის თხზულება „წინასწარმეტყველთა და მეფეთა
ისტორია― ითვლება. თხზულება „მსოფლიო ისტორიას―
წარმოადგენს, სადაც, მოვლენების გადმოცემა, სამყაროს
გაჩენიდან იწყება.
X-XII საუკუნეებში არაბულენოვანმა ისტორიკოსებმა
დაიწყეს მათემატიკის და ასტრონომიის გამოყენებით,
ნაშრომების შექმნა ისტორიული ქრონოლოგიის მიმართუ-
ლებით. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა აბუ ალ
ბირუნი.
ზოგადად აღნიშნულ საუკუნეებში არაბულ ენაზე
შექმნილ საისტორიო თხზულებათა რაოდენობა ძალზედ
გაიზარდა. „მსოფლიო ისტორიების― გვერდით ჩნდება
აბუ ალ-რაიჰან მუჰამად იბნ აჰმად რეგიონალური და ლოკალური ისტორიული ნაშრომები,
ბირუნი რომლებშიც, ცალკეული ქალაქების, ქვეყნების, ცალკეული
973-1048 სამეფო დინასტიების ისტორიაა გადმოცემული. პარალე-
ლურად იქმნება ბიოგრაფიული ლექსიკონები, სადაც
გამოჩენილი მუსლიმი სწავლულების — ასტრონომების,
მწერლების, პოეტების ბიოგრაფიებს მოგვითხრობენ. მომ-
დევნო საუკუნეებში არაბული ისტორიოგრაფია, ძირი-

364
თადად მსგავსი ისტორიული ნაშრომების და სხვადასხვა
სახის ენციკლოპედიური ლექსიკონების შედგენის გზით
ვითარდებოდა.

სპარსული ისტორიოგრაფია. არაბთა მიერ სპარსეთის


დაპყრობამ (VII ს.) და იქ ისლამის გავრცელებამ სპარსული
ისტორიოგრაფიის განვითარება კარგა ხნით შეაფერხა,
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვით სასანური ხანის
სპარსულენოვანი ისტორიოგრაფიის არაბულმა თარგმანებმა
დიდი გავლენა მოახდინეს საკუთრივ არაბული ალა ალ-დინ ათა მალიქ
ისტორიოგრაფიის განვითარებაზე. საქმე ისაა, რომ თავიანთი იბნ მუჰამად ჯუვეინი
წარმომავლობის მიუხედავად მუსლიმი ისტო-რიკოსები და 1226-1283
სწავლულები თავდაპირველად ერთთავად მეცნიერების
ენად მხოლოდ არაბულს იყენებდნენ. სპარსულ ენაზე
პირველი ისტორიული თხზულება მხოლოდ XIII ს-ში რაშიდ ად-დინი
1247-1318
შეიქმნა ეს გახლდათ ჯუვეინის მონღოლთა დაპყრობების
ქრონიკები. ძალზე მნიშვნელოვანი ცნობები მონღოლების
და მათი ბატონობის შესახებ მოიპოვება აგრეთვე XIV ს-ის
დიდი სახელმწიფო მოღვაწის რაშიდ ად-დინისა და
ყაზვინის საისტორიო თხზულებებში.
უფრო მოგვიანებით, ახალი ისტორიის გარიჟრაჟზე, ჰამდალაჰ ყაზვინი
უკვე სეფიანთა დინასტიის გამგებლობის ხანაში სპარსეთში 1281-1350
იქმნება დინასტიური ქრონიკები. ამ პერიოდის
ისტორიკოსებიდან აღსანიშნავია ჰასან რუმლუ (XVI ს.),
მუნაჯიმ იაზდი და ისქანდერ მუნში (XVII ს.)

ქართული ისტორიოგრაფია. შუა საუკუნეების


ისტორიოგრაფიაში ევროპული, ბიზანტიური და არაბული
ისტორიოგრაფიის გვერდით არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ
ქართული და სომხური ისტორიოგრაფია. ორივე ქვეყნის
ისტორიოგრაფია ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი
უძველესი და უმდიდრესია. ორივე ისტორიოგრაფიამ
მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა ანტიკურ-ბერძნული და
შუასაუკუნოვან-ბიზანტიური ისტორიოგრაფიის, თუმცა
ამით მათ შორის მსგავსება თავდება. ქართულმა
ისტორიოგრაფიამ ანტიკური ისტორიოგრაფიისაგან უფრო
ერთი თხზულების მეორით გაგრძელების პრინციპი
შეითვისა. ასე შეიქმნა ვრცელი და ერთიანი ისტორიული
თხზულება ქართლის, იგივე ქართველთა ცხოვრება,
რომლის პირველშემქმნელმა VI ს-ის ისტორიკოსმა ჯუანშერ
ჯუანშერიანმა მის ეპოქამდე შექმნილი ისტორიული
ქრონიკები ერთმანეთს ქრონოლოგიურად გადააბა და
შემდგომ ის საკუთარი ისტორიული თხზულებით —
ცხოვრება ვახტანგ გორგასლისათი შეავსო. აქედან
მოყოლებული XVII ს-ის დასაწყისამდე ქართველთა
ცხოვრება პერიოდულად სხვადასხვა ისტორიკოსების მიერ
გრძელდებოდა. პრინციპი იყო შემდგომი: ისტორიკოსი მის
ხელთ არსებული ისტორიული ქრონიკების მეშვეობით
ავსებდა გამოტოვებულ ეპოქას, ან ეპოქებს და შემდგომ

365
უმატებდა საკუთარ თხზულებას, ისე რომ თხრობა თავის
დრომდე მოჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი შემვსებ-
გამგრძელებელი, რომლის სახელი თხზულებამ შემოგვინახა
XI ს-ის II ნახ-ის ისტორიკოსი ლეონტი მროველია. მას
ეკუთვნის ქართველთა ცხოვრების IX-XI სს-ის ისტორიის
ამსახველი მონაკვეთი, რომელსაც პირობითად მატიანე
ქართლისას ვუწოდებთ. XVIII ს-ის დასაწყისში ბერმა
ეგნატაშვილმა ქართველთა ცხოვრება XIV-XVII სს-ის
ისტორიით შეავსო. სხვა ისტორიული პერიოდების ამსახველი
ნაწილების ავტორთა ვინაობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა რიგ
შემთხვევებში ცნობილია თვით ამ ისტორიების სათაურები:
ცხოვრება მეფეთ-მეფის დავითისი, რომელშიც დავით
აღმაშენებლის ცხოვრება-მოღვაწეობაა მოთხრობილი;
ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი, რომელიც გიორგი III-
სა და თამარის მეფობის ისტორიას მოიცავს და სხვ. ქართველთა
ცხოვრებაში ისტორიის პერიოდიზაციას დინასტიათა
მონაცვლეობის პრინციპი უდევს საფუძვლად.

სომხური ისტორიოგრაფია. განსხვავებული გზით


განვითარდა სომხური ისტორიოგრაფია. ერთიანი სომხური
სამეფოს გაუქმების შემდეგ (428) ისტორიული სომხეთის
ტერიტორიაზე ერთხანს მრავალი სომხური სამეფო-
სამთავრო არსებობდა, რომლებიც ბიზანტიის იმპერიამ XI ს-
ში ისე შთანთქა, რომ მათი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება
ვერ მოხერხდა. ამიტომ სომხეთში ქართველთა ცხოვრების
მსგავსი სომხეთის ისტორიის ამსახველი ერთიანი წიგნი არ
შეიქმნა. სამაგიეროდ შუა საუკუნეების სომხური
ისტორიოგრაფია ცალკეული სომხური რეგიონებისა და
სხვადასხვა ეპოქების ამსახველი მრავალრიცხოვანი ქრონიკა
-ისტორიებისაგან შედგება. შუა საუკუნეების სომეხი
ისტორიკოსებიდან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია
მოვსეს ხორენაცი, რომლის ცხოვრება-მოღვაწეობის ხანა
ზუსტად არაა დადგენილი და VII-IX სს-ის ფარგლებში
ვარირებს. მოვსეს ხორენაცის ეკუთვნის ისტორიული
თხზულება სომხეთის ისტორია, სამ წიგნად, რომელშიც
მსოფლიო ისტორიის ფონზე გადმოცემულია სომხეთის
ისტორია უძველესი დროიდან V ს-მდე. მოვსეს ხორენაცის
თხზულების ერთგვარ ქრონოლოგიურ გაგრძელებას X-ის
სომეხთა კათალიკოსისა და იმავდროულად ისტორიკოსის
იოანე დრასხანაკერტელის სომხეთის ისტორია
წარმოადგენს, სადაც თხრობა X ს-მდე, ანუ ავტორის
დრომდეა მოყვანილი. ზოგადად შუა საუკუნეების სომხური
ისტორიოგრაფია გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით:
აქ მრავლად ვხვდებით როგორც ბიოგრაფიებს, ისე
მსოფლიო ისტორიის ტიპის თხზულებებს, საგვარეულო
მატიანეებს და ცალკეული მოვლენების, ან შემოსევების
ამსახველ ქრონიკებს.

366
რუსული ისტორიოგრაფია. XII ს-დან განვითარებას
იწყებს რუსული ისტორიოგრაფიაც. პირველი რუსული
ისტორიული თხზულება გარდასულ დღეთა ამბავია,
რომელიც კიევის პეჩორის მონასტრის ბერს ნესტორს
ეკუთვნის. ის კიევის რუსეთის 852-1117 წლების ისტორიას
მოგვითხრობს. ამ თხზულებაში მოცემულია ლეგენდები,
სლავების წარმოშობის, აღმოსავლეთ სლავი ტომების
გადასახლების, დნეპრისპირეთსა და ილმენის ტბის
ირგვლივ დასახლებისა და მათი ტომობრივი დაყოფის
შესახებ. ქრონიკის მიერ შემონახული ცნობები კიევის
რუსეთის სახელმწიფოს შექმნის თაობაზე, ერთადერთი შუა
საუკუნეებრივი ისტორიული წყაროა, რომელიც
შესაძლებლობას გვაძლევს თვალი გავადევნოთ იმ ეთნიკურ
და იმავდროულად სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ
პროცესებს, რომლებიც წინ უძღოდნენ დნეპრისპირეთში
რუსი ეთნოსისა და რუსული სახელმწიფოს — კიევის
რუსეთის წარმოქმნას.
რუსული ისტორიოგრაფია ბიზანტიურის დიდ
გავლენას განიცდიდა. ნესტორის შემდგომი ხანის
ისტორიკოსებმა თავიანთი ქრონიკებით ჯერ ნესტორის, ხოლო
შემდგომ ერთმანეთის თხზულებები ქრონოლოგიურად
გააგრძელეს. პირველი ისტორიკოსი, რომელმაც რუსეთის
ისტორია ახალი ეპოქის შესაბამისად გამართა, ვასილი ნიკიტას ვასილი ნიკიტას ძე ტატიშჩევი
ძე ტატიშჩევია. მის კალამს ეკუთვნის პირველი 1686-1750
მრავალტომიანი თხზულება — „რუსეთის ისტორია უძველესი
დროიდან― და ენციკლოპედიური ლექსიკონი „რუსული
ლექსიკონი―.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული
ავტორებისა და ერთეული თხზულებების მიუხედავად,
ძირითადად შუა საუკუნეებრივი როგორც ისლამური, ისე
ქრისტიანული ისტორიოგრაფია თავისი ფორმით, წყაროების
გამოყენების ხარისხითა და წყაროებისადმი უკრიტიკო
მიდგომით, გვიან ანტიკური ხანის ისტორიკოსებზე ბევრად
დაბლა იდგა. ამ პერიოდის ისტორიულ ნაშრომებში ხშირად
შეხვდებით რეალურ ცნობებთან სასწაულებისა და
ლეგენდების უაზრო და უცნაურ ნაზავს, რომელსაც იმავე
ეპოქის მკითხველები ასევე ადვილად და უკრიტიკოდ
იჯერებდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების
ისტორიკოსები არც თუ იშვიათად აშკარა ფალსიფიკაციასაც
არ ერიდებოდნენ, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში,
როდესაც საქმე მმართველი დინასტიის განდიდებას,
სამონასტრო ქონებას თუ სხვ. ეხებოდა. შუა საუკუნეების
ისტორიოგრაფიაში ცალკე ჯგუფად შეიძლება გამოვყოთ
ადრეფეოდალური ხანის ისტორიკოსები, რომლებიც
ისტორიის წერის განსაკუთრებით დაბალი დონით
გამოირჩევიან.
ინტერესმოკლებული არაა გავეცნოთ შუა
საუკუნეების ისტორიკოსთა მუშაობის მეთოდს. შუა
საუკუნეების ისტორიკოსი, თავისი ნაშრომისთვის ამა თუ იმ
ქრონიკას იყენებდა, რომელსაც ის სიტყვა-სიტყვით იწერდა
და მის ცალკეულ ადგილებს ამოკლებდა. ამავე დროს
გადაწერილ თხზულებას სხვა ქრონიკიდან აღებული

367
ცნობებით ავსებდა. ამ დროს მას თხრობისას არცთუ
იშვიათად ისეთი ცნობაც მოჰყავდა, რომელიც ტექსტში უკვე
იყო მოცემული ან ტექსტში მოცემულის საპირისპირო იყო.
ამის შედეგად ტექსტში წინააღმდეგობები ჩნდებოდა,
რომლებსაც ისტორიკოსი ხან ვერ ამჩნევდა, ხან კი
საწინააღმდეგობრივი ცნობების მოტანით მკითხველს მათ
შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას უტოვებდა.

ისტორიული აზრი რენესანსის ეპოქაში (XV-XVI სს).


ევროპაში რენესანსი, იგივე აღორძინება შუა საუკუნეების
სქოლასტიკური აზროვნების უარყოფითა და ანტიკური,
უფრო ზუსტად ბერძნულ-რომაული ტრადიციებისაკენ
მიბრუნებით დაიწყო. ეს პროცესი იმ ხანის სწავლულთა —
ჰუმანისტთა ისტორიულ აზროვნებაშიც აისახა. მართლაც
რანესანსის პერიოდის ისტორიულ ნაშრომებში მთლიანად
პროვიდენს — ღმერთის მიერ გაქრა ფანტასტიკური ცნობები და სასწაულების აღწერა.
წინასწარ განსაზღვრულობის უფრო მეტიც ისინი ხშირად დასცინოდნენ ასეთი
რწმენა სასწაულების და პროვიდენს-ის რწმენას. ჰუმანისტი
ისტორიკოსები ცდილობდნენ ფაქტების რაციონალურ ახსნას,
რაც გულისხმობდა წერილობითი წყაროებისადმი კრიტიკულ
დამოკიდებულებას. როგორც წესი, ჰუმანისტი ისტორიკოსები
კარგი ფილოლოგებიც იყვნენ, ამიტომაც ადვილად
მიმართავდნენ ისტორიული წყაროს ფილოლოგიურ ანალიზს.
თუმცა აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კრიტიკულად უდგებოდნენ
ისინი მხოლოდ შუასაუკუნეების ისტორიკოსების თხზუ-
ლებებსა, თუ სხვა სახის წერილობით ისტორიულ წყაროებს,
მაშინ როდესაც ანტიკური ეპოქის ისტორიოგრაფიას და
ისტორიულ წყაროებს თითქმის უკრიტიკოდ იღებდნენ.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ჰუმანისტ-ისტორიკოსთა
დამსახურება ისტორიული მეცნიერების მიმართ უდავოა: მათ
პირველებმა ძირფესვიანად შეცვალეს დამოკიდებულება
წერილობითი წყაროებისადმი და ბრმად ნდობის ნაცვლად
მათი ყოველმხრივი კრიტიკული შესწავლა-ანალიზი დაიწყეს.
ჰუმანისტები ერთ-ერთი პირველები შეეცადნენ ისტორიული
კვლევის დროს გამოეყენებინათ შედარებითი ისტორიული
მეთოდი.
დიდია ჰუმანისტ-ისტორიკოსთა დამსახურება
ისტორიის პერიოდიზაციის მიმართულებით — XV-XVI სს-
ლუსიენ ფევრი ში სწორედ მათ შემოგვთავაზეს, როგორც გვახსოვს,
1872-1956 ისტორიის სამწევროვანი დაყოფა.
გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი.
მარკ ბლოკთან ერთად ერუდიტ ისტორიკოსთა სკოლა XVII-XVIII სს. XVII-
ისტორიკოსთა ანალების სკოლის XVIII სს-ის ევროპელმა ისტორიკოსებმა ერუდიტთა სკოლის
ერთ-ერთი ფუძემდებელი. ძალზე
სახელი დაიმკვიდრეს. ისინი თითქმის მთლიანად კათოლიკურ
საინტერესოა ლუსიენ ფევრის
საეკლესიო წრეებს მიეკუთვნებოდნენ. ერუდიტებმა ისტო-
გამოკვლევები XVI საუკუნის
დასავლეთ ევროპის ისტორიის რიული მეცნიერება გაამდიდრეს შუასაუკუნეების დასავლეთ
შესახებ. მან საფუძველი ჩაუყარა ევროპის უმნიშვნელოვანესი წერილობითი წყაროების
ისტორიის ახალ დარგს „წიგნის გამოქვეყნებით და საფუძველი ჩაუყარეს ისტორიის მთელ
ბეჭდვისა და საკუთრივ წიგნის რიგ დამხმარე დარგებს. წერილობითი წყაროების შეგროვება
ისტორიას“.

368
-გამოცემისას ისინი ცდილობდნენ მათ კრიტიკულ
შესწავლას, ისევე როგორც ტექსტების მეცნიერულ დადგენას
და სხვ., რითაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარეს
ისტორიის ისეთ დარგებს, როგორიცაა, წყაროთმცოდნეობა,
პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ჰერალდიკა,
სფრაგისტიკა და ა.შ., რითაც დიდი ბიძგი მისცეს ისტორიის
როგორც მეცნიერების შემდგომ განვითარებას.
XVIII საუკუნე განმანათლებლობის ეპოქაა. განმანათ-
ლებლებმა მთელი რიგი ახალი იდეები შემოიტანეს
ისტორიის თეორიაში. მათ შორის პროგრესის თეორია, ანუ
რწმენა იმისა, რომ საზოგადოების განვითარება ხდება
აღმავალი გზით. განმანათლებლებმა პირველებმა გამოყვეს
კულტურის ისტორია, როგორც ისტორიის ცალკე დარგი.
მათ მიაჩნდათ რომ ამა თუ იმ საზოგადოების თუ ქვეყნის
ისტორიის შესწავლის დროს გათვალისწინებული უნდა
იყოს გეოგრაფიული გარემოს როლი. გეოგრაფიული გარემო
საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ
პირობად მიაჩნდათ. ამიტომაც გარკვეულ ყურადღებას
აქცევდნენ ევროპის გარეთ მდებარე ქვეყნების ისტორიას.
განმანათლებლობის ისტორიული თეორიის
თავისებურ უარყოფას წარმოადგენს XIX საუკუნის 30-40-
იანი წლების რომანტიზმის ისტორიული თეორია.
რომანტიკოსი ისტორიკოსები ყოველმხრივ ცდილობდნენ
ეჩვენებინათ ფეოდალური წყობის უპირატესობა ბურჟუაზიულ
წყობასთან შედარებით. ამ მხრივ რომანტიული ისტორიული
ფილოსოფია ერთგვარად უკან დახევას წარმოადგენდა. ამის
მიუხედავად, რომანტიკოსმა ისტორიკოსებმა ხელი
შეუწყვეს ცალკეული ხალხების ეროვნული ისტორიის
განვითარებას. მათ შეუდარებლად წინ წასწიეს წერილობითი
წყაროების კრიტიკული შესწავლა. მათი ისტორიული
ნაშრომები გადმოცემის საუკეთესო სტილით გამოირჩეოდა.
თუ აქამდე ისტორიული თხზულებები თავისი სიმშრალითა
და სქემატურობით მკითხველებისაგან ძალზე შორს იყო,
რომანტიკოს ისტორიკოსთა თხზულებები მკითხველთა
შედარებით ფართო წრეს იზიდავდა.
ისტორიული თეორიის ერთ-ერთ უახლოეს
მიმდინარეობას ისტორიკოსთა ანალების სკოლა წარმოადგენს. მარკ ბლოკი
ამ ისტორიული სკოლის ფუძემდებლად ლუსიენ ფევრი და 1886-1944
მარკ ბლოკი ითვლებიან. მათ დაარსეს (1929 წ.) ჟურნალი გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი.
„ეკონომიკური და სოციალური ისტორიის ანალები“, ისტორიკოსთა ანალების სკოლის
რომელმაც შემდგომში (1946 წ-დან) „ანალები, ეკონიმიკა, ერთ-ერთი ფუძემდებელი. მარკ
ბლოკი წარმატებით იკვლევდა
საზოგადოებები, ცივილიზაციები“-ს სახელწოდებით
დასავლეთ ევროპის
დაიწყო გამოსვლა.
ფეოდალიზმის, საფრანგეთში
ისტორიკოსთა ანალების სკოლის კონცეფცია ყველაზე აგრარული ურთიერთობების
სრულად მარკ ბლოკს აქვს გადმოცემული. ის მიიჩნევდა, რომ ისტორიას; მნიშვნელოვანია მისი
ისტორიის გაგებისათვის აუცილებელია აღმოვაჩინოთ ნაშრომები ისტორიის
მოვლენის აზრი, ჩავწვდეთ ადამიანთა მოტივებს, მეთოდოლოგიის დარგში.
რომელთაც ჩაიდინეს ქმედება იმის მიხედვით თუ როგორ
გაიგეს და გაიაზრეს არსებული ვითარება.

369
ანალების სკოლის მიმდევრები ცდილობენ
კლასიკური „ისტორია-თხრობა“ შეცვალონ „ისტორია-
პრობლემით“. აგრეთვე, შექმნან საყოველთაო ისტორია,
რომელშიც აღწერილი იქნება საზოგადოების ცხოვრების
სხვადასხვა სფეროები, მაგალითად, ეკონომიკური,
სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, ისევე როგორც
მათი ურთიერთქმედებები. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ამ
სკოლის მიმდევრები თავისი მეცნიერული ნაშრომების
თემად იღებენ არა გამოჩენილი პიროვნებების მოღვაწეობის
თუ მოვლენების აღწერას, არამედ საზოგადოებას
მთლიანად. ცდილობენ წარმოაჩინონ საზოგადოების
წყობაში ის სიღრმისეული და მტკიცე სტრუქტურები,
რომლებიც არსებობას განაგრძობენ დროის დიდ
მონაკვეთში. ისტორიისადმი ასეთმა მიდგომამ მომიჯნავე
სამეცნიერო დარგების სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის,
გეოგრაფიის და სხვა მონაცემთა გათვალისწინება მოითხოვა.
ანალების სკოლის ისტორიკოსები დიდ ყურადღებას
აქცევენ არქეოლოგიურ გამოკვლევებს, ტექნიკისა და
ტექნოლოგიების განვითარების ისტორიას, ენათმეცნიერების
მონაცემებს. ისევე, როგორც წმინდანთა ცხოვრებებს. მათი
აზრით, ისტორიის ნებისმიერი წყარო თავისთავად მუნჯია.
კითხვებს მას მკვლევარი უსვამს. ამიტომ ძვირფასია
გაყალბებული (ფალსიფიცირებული) საისტორიო წყაროებიც,
მათ შორის დოკუმენტებიც, ვინაიდან მათი შესწავლის
შედეგად ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა პასუხი გავცეთ
კითხვას, თუ რატომ გააყალბეს ის და ვისთვის იყო ეს
ხელსაყრელი. ამ სკოლის მიმდევრები ყურადღებით
სწავლობენ ამა თუ იმ ეპოქაში ადამიანთა მენტალობის
ისტორიას, ანუ ამა თუ იმ საკითხზე ადამიანთა
წარმოდგენებს, აგრეთვე საუკუნეთა მანძილზე ფასეულებათა
ცვლილებებს, ისტორიული აზრის განვითარების საკითხებს
და ა.შ.
ისტორიული კვლევის მეთოდოლოგიის დამუშავე-
ბისას მ. ბლოკმა პირველ რიგში განიხილა საკითხი — არის თუ
არა ისტორია მეცნიერება, ანუ არის თუ არა ისტორია
კანონზომიერების შემცველი და მივიდა დასკვნამდე, რომ
ისტორია ჭეშმარიტად მეცნიერებაა, რადგან ერთი შეხედვით
თითქოს დაუკავშირებელ ისტორიულ მოვლენებს შორის
ლოგიკური კავშირი და კანონზომიერება არსებობს. მ. ბლოკის
აზრით, ისტორიულ გამოკვლევათა ცენტრში უნდა იდგეს
„ადამიანი და ადამიანთა საზოგადოება დროში“, ვინაიდან
ადამიანის აზროვნება არაა უცვლელი — ის იცვლება ამა თუ
იმ ფაქტორის და, რაც მთავარია, ეპოქის გავლენით. მ. ბლოკს
ისტორიკოსის მთავარ ამოცანად მიაჩნია იმ ეპოქის ადამიანის
აზროვნებისა და მისწრაფებების გაგება, რომელ ეპოქასაც
სწავლობს ისტორიკოსი. ეს კი შეუძლებელია, თუ კვლევის
დროს ისტორიკოსი არ გათავისუფლდა სინამდვილის
მისეული, ან მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი
აღქმისაგან. მთავარია ისტორიკოსმა არ მიაწეროს წარსულის

370
ადამიანსა და საზოგადოებას საკუთარი, ან მისი
დროისათვის დამახასიათებელი შეხედულებები. მ. ბლოკი
აღნიშნავს, რომ ისტორიული მოვლენები და წარსულში
ადამიანის ქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნეს დროის
გარეშე, ისევე, როგორც შეუძლებელია თანამედროვეობის
გაგება წარსულის გარეშე. მას არასწორად მიაჩნია
ისტორიული დროის ქრონოლოგიური დაყოფა საუკუნეებისა
თუ წლების მიხედვით. მ. ბლოკი თვლიდა, რომ ისტორიული
დრო უნდა დაიყოს იმ ქრონოლოგიურ მონაკვეთებად,
რომელიც ყველაზე უფრო შეესაბამება ამა თუ იმ
ისტორიული მოვლენის ბუნებას და რომელიც მის შინაგან
რიტმთან არის თანხმობაში. სწორედ ეს გულისხმობს
ისტორიის დაყოფას არა უბრალოდ საუკუნეებად, არამედ
შეკრულ, ციკლურ ეპოქებად, როგორიცაა მაგალითად,
ანტიკური ეპოქა, შუა საუკუნეები, ახალი ისტორია და სხვ.
ისტორიული დროის პრობლემის განხილვის დროს
მარკ ბლოკი გვთავაზობს წარსულის კვლევის რეგრესულ
მეთოდს. იმისათვის, რომ ავხსნათ ესა თუ ის მოვლენა
აუცილებელია, გავიგოთ მისი ბუნება, რაც მოითხოვს ამ
მოვლენის შესწავლას მისი განვითარების უმაღლეს ფაზაში.
თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ
ანალების სკოლის წარმომადგენლებს და, მათ შორის მარკ
ბლოკს, წერილობითი წყაროების მიმართ. მისი აზრით,
ისტორიული წყარო ინფორმაციას არ გვაწვდის მხოლოდ
მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ, თითოელ
წყაროს უამრავი არაპირდაპირი ინფორმაციის მოცემა
შეუძლია. ასე, მაგალითად, რომელიმე წმინდანის ცხოვრება
შეიძლება არ შეიცავდეს დაწვრილებით ფაქტობრივ
ინფორმაციას ამ წმინდანის ცხოვრების შესახებ, მაგრამ
გვიქმნიდეს წარმოდგენას თვით ავტორის აზროვნების
ფორმაზე და იმ ეპოქის ცხოვრების წესზე, რომელშიც ეს
თხზულება დაიწერა. ამიტომაც, წყაროების მეცნიერული
კრიტიკა არ შეიძლება შემოისაზღვროს მხოლოდ მათი
სანდოობა–არასანდოობის საკითხის კვლევით, ხანდახან
ნაყალბევი საბუთი უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის
შემცველია საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა
საკითხზე, ვიდრე კანონიკური დოკუმენტი. ამგვარად მარკ
ბლოკი ისტორიულ წყაროში გამოყოფდა პირდაპირ და
ირიბ, ანუ არაპირდაპირ ინფორმაციულ ნაკადს, სადაც
ირიბი შეიძლება უფრო მნიშვნელოვნი იყოს, ვიდრე
პირდაპირი.

371
T a v i XIII

1789
14 ივლისს პარიზში
აიღეს ბასტილიის
ციხე-სიმაგრე.

1750

372
1770-1831 1991
დიალექტიკის თეორიამ (მოძღვრება
განვითარების უზოგადეს
26 დეკემბერს
კანონზომიერებებზე, რომლის შინაგანი
წყაროა დაპირისპირებულთა ერთიანობა დაიშალა
და ბრძოლა) ჩამოყალიბებული სახე საბჭოთა კავშირი.
მიიღო ჰეგელთან.

1700 1990

373
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებებისა და ტერმინების ცოდნა

ცნებები და ტერმინები
ისტორიის ფილოსოფია
ევოლუცია
დიალექტიკა
დაპირისპირებულთა ერთობლიობისა და ბრძოლის კანონი
რაოდენობის თვისობრიობაში გადასვლის კანონი
რევოლუცია
ფორმა/შინაარსი
საბაბი/მიზეზი/შედეგი

მოამზადეთ პასუხები შემდეგ საკვანძო კითხვებზე:

1. რა არის ისტორიის ფილოსოფიის შესწავლის საგანი?


2. რა პარამეტრებს ექცევა ყურადღება ქვეყნების
განვითარების დონის შედარებისას?
3. რა განაპირობებდა მსოფლიოში რევოლუციების
მშვიდობიან/რეფორმისტულ და ძალადობრივ
განვითარებას?
4. როგორ ზემოქმედებდა დროისა(ეპოქა) და სივრცის
(გეოგრაფიული/გეოპოლიტიკური) ცვლილებები
საზოგადოების განვითარებაზე?
5. დიალექტიკის რომელი კანონები და როგორ
ზემოქმედებენ საზოგადოების განვითარებაზე?
6. რა ურთიერთმიმართებაშია მიზეზი და შედეგი, ფორმა
და შინაარსი ისტორიულ პროცესში?

374
istoriiis filosofia

საზოგადოების ცხოვრება ძალზე მრავალფეროვანი


და რთულია. მის თითოეულ მხარეს, თავისი კანონები და
კანონზომიერება აქვს. ამ კანონებს, ისტორიული პროცესების
ამსახველ ცნებებს და კატეგორიებს, მათ ურთიერთმიმართებას
ისტორიის ფილოსოფია შეისწავლის, რომელიც საზოგადოების
ისტორიული განვითარების კანონზომიერებებს ავლენს.
რატომაა ზოგიერთი ერი ღარიბი, სხვა კიდევ —
მდიდარი? ეს კითხვა ჯერ კიდევ XVIII ს-ში ჩვენთვის უკვე
ცნობილმა ინგლისელმა ეკონომისტმა ადამ სმიტმა (იხ. გვ.
233, 239) დასვა. კითხვა შეგვიძლია უფრო განვაზოგადოთ:
რატომაა ზოგიერთი ერი წარმატებული და ზოგი არა?
ერების წარმატებულობა-წარუმატებლობას, რომლის ლომის
წილს, ბუნებრივია, ეკონომიკური მიღწევები შეადგენს,
ერთი შეხედვით, თითქოს სულ რამდენიმე საკითხი
განაპირობებს: ომი და მშვიდობა, მოსახლეობის გამრავლება,
ან პირიქით, კლება-შემცირება, გარემოს დაბინძურება თუ
ეპიდემიები — ანუ, ზოგადად, პოპულაციის სიჯანსაღე და
ა.შ. მიუხედავად ამისა ფაქტია, რომ ამჟამად, XXI ს-ის
დასაწყისშიც კი, როდესაც კაცობრიობამ არნახული
ტექნოლოგიური სიმძლავრეები შექმნა, ქვეყნების დიდ
უმრავლესობას მდიდრად და წარმატებულად მაინც ვერ
მივიჩნევთ.
მაგრამ განა მხოლოდ ერები და ქვეყნები შეიძლება
დავყოთ წარმატებულებად და წარუმატებლებად? ყველაზე
წარმატებული ერებიც კი თავის შიგნით იყოფიან უფრო
დალხენილ, ძალაუფლების მქონე სოციალურ ფენებად და
უფრო ღარიბ — ძალაუფლების არმქონე (ან ნაკლებად
მქონე) ნაწილად.
საზოგადოების შიგნით მისი სხვადასხვა ნაწილების
არათანაბარი განვითარება იწვევს სწორედ ჯანყსა და
რევოლუციებს. მდიდარი, ძალაუფლების მქონე ფენები
რევოლუციების თავიდან ასაცილებლად, ზოგ შემთხვევაში,
ტოტალიტარულ ხელისუფლებას თუ სამხედრო დიქტა-
ტურას მიმართავენ. ამან შეიძლება მოსახლეობის უფრო
ღარიბი ნაწილის ბუნტი რაღაცა ხნით შეაყოვნოს, მაგრამ
ისტორია გვასწავლის, რომ რაც უფრო სასტიკი და
ხანგრძლივია დიქტატურა, მით უფრო დამანგრეველი ხდება
ხალხის ამბოხი. დღესაც კი, XXI ს-ის გარიჟრაჟზე
დედამიწაზე მილიონობით ადამიანი იღუპება სიღატაკისა
და შიმშილის, ავადმყოფობისა და წამლის უქონლობის გამო,
ამასთან, იმიტომ კი არა, რომ დედამიწაზე საკვები ან სხვა
რესურსებია არასაკმარისი, არამედ იმიტომ, რომ ან მათი
მიწოდება ვერაა დროული, ან ეს რესურსები არ ნაწილდება
ოპტიმალურად. ისეც ხდება, რომ მიწოდებული

375
დახმარებით კვლავაც ძალაუფლების მქონე ფენები
ხეირობენ. მდიდარი სახელმწიფოები მილიარდობით
დოლარს ხარჯავენ ნაკლებად იღბლიანი მეზობლების
დასახმარებლად, მაგრამ ამ კეთილშობილური მცდელობების
მიუხედავად, განსხვავება დალხენილ ერებსა და გაღატა-
კებული ქვეყნების დიდი უმრავლესობის განვითარების
დონეებს შორის წლიდან წლამდე მცირედ თუ კლებულობს.
ვითარება გაკვირვებას იწვევს: თუკი ზოგი
სახელმწიფო მდიდარია და უმეტესობა კი — ღარიბი, ეს
უკანასკნელნი რატომ არ იღებენ სახელმძღვანელოდ
წარმატებულთა მეთოდებსა თუ პოლიტიკურ კურსს?
სიმართლე ითქვას, ამგვარი რამ არაერთხელ უცდიათ
კიდეც, ოღონდ, უმრავლეს შემთხვევაში, უშედეგოდ.
პრობლემა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი
შეხედვით ჩანს. ჯერ ერთი, არ არსებობს მზა რეცეპტები
იმისა, თუ როგორ უნდა გახდეს ქვეყანა წარმატებული. ის, რაც
კარგია ერთისათვის, სხვა, განსხვავებული გეოგრაფიული,
კულტურული თუ ისტორიული ფონის მქონე ქვეყნისათვის
შეიძლება ცუდიც კი გამოდგეს და ა. შ. მკვლევართა და
მეცნიერთა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ჯერაც არ
შექმნილა საზოგადოების განვითარების ისეთი
უნივერსალური თეორია, საყოველთაოდ სასარგებლო და
მისაღები რომ იყოს. ყოველივე კი გამომდინარეობს ზემოთ
დასმული თითქოს მარტივი კითხვის — რატომაა ზოგიერთი
ერი წარმატებული, სხვა კიდევ — არა? — სირთულიდან.
მართლაც, ეს თითქოს მარტივი შეკითხვა უკავშირდება
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას,
კერძოდ, კაცობრიობის არათანაბარ განვითარებას. ამ
არათანაბრობას კი ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ხშირად
ცალკეული ერების თუ მთელი რეგიონების ისტორიული
განვითარების სიღრმეებში მიდის.
საზოგადოების ისტორიული განვითარების კვლევასა
და ანალიზს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ის შეუძლია, დღეს
არსებული უთანაბრობის საწყისები დაგვანახოს; დაავადების
თუნდაც სწორი დიაგნოზი კი თავისთავად სწორი რეცეპტის
გამოწერას როდი გულისხმობს, ოღონდ, ამგვარი დიაგნოზის
გარეშე, პრობლემის გადაჭრის დიდი იმედიც არ უნდა
გვქონდეს.
სამწუხაროდ, ეკონომიკური, თუ სოციალურ-
პოლიტიკური განვითარების დაგეგმვისას რეგიონის თუ
ქვეყნის განვლილი ისტორიული გზის ანალიზის საჭიროებას
პოლიტიკოსები და მათი მრჩევლები ხშირად უგულებელყოფენ,
ისტორიულ გამოცდილებას უმნიშვნელო ფაქტორად მიიჩნევენ,
რომელსაც ვითომდა ნაკლებად უკავშირდება თანამედროვე
ვითარება. ამგვარი მიდგომა ორგვარ გაუგებრობას იწვევს:
უპირველესად, წარსულის უცოდინრობა ვერც წარსული
მიღწევებისა თუ შეცდომების განზოგადების საშუალებას
მოგვცემს. ამავე დროს, ასეთი მიდგომა იმთავითვე უარყოფს
ურთიერთკავშირს, რომელიც არსებობს ადამიანს, როგორც

376
კულტურულ-ისტორიულ ფენომენს, მის ირგვლივ არსებულ
ბუნება-გარემოსა და მის მიერ შექმნილ საზოგადოებრივ
ინსტიტუტებს შორის; ანუ უარყოფს იმ დებულებას, რასაც
სამეცნიერო კვლევის მეთოდიკა ემყარება. მსგავსი
მიდგომით კი ძალზე იოლია შედეგი, რომელიც გარკვეულ
პრობლემას თან სდევს, მის გამომწვევ მიზეზში აგვერიოს.
დიდი ხანია გამოკვლეულია, რომ საზოგადოების
განვითარება, მისი თითქოსდა ქაოტურობის მიუხედავად,
მკაცრად განსაზღვრული წესებითა და კანონებით ხდება. ეს
წესები შეიძლება ახასიათებდეს საზოგადოების ცხოვრების
ცალკეულ მხარეს, მაგალითად, ეკონომიკურს, სოციალურს,
კულტურულს და ა.შ. საზოგადოების შემოქმედების ნაყოფსაც,
როგორიცაა: ლიტერატურა, კინოხელოვნება, არქიტექტურა და
ა.შ. ახასიათებთ განვითარების თავისი, ამ დარგის სპეცია-
ლისტებისათვის კარგად ცნობილი, კანონზომიერებები. კონკ-
რეტული, საზოგადოების განვითარების გარკვეული მხარი-
სათვის დამახასიათებელ კანონებთან ერთად, საზოგადოების
განვითარებაზე მოქმედებენ ისეთი ზოგადი კანონები,
რომლებიც ნებისმიერი დროისა და ნებისმიერი ქვეყნისათვის
არის დამახასიათებელი; მათი ცოდნა აუცილებელია, რათა
სწორად გავიაზროთ ისტორიული მოვლენები, თუ
კაცობრიობის განვითარების ისტორიული პროცესი.

რას ნიშნავს საზოგადოების წინსვლა და


განვითარება? რას აღნიშნავენ ეს ცნებები?

კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ,


დავინახავთ, რომ ის განუხრელად მიემართება საზოგადოების
ორგანიზების შედარებით დაბალი ფორმებიდან უფრო
მაღლისაკენ: გვარი, ტომი, ტომთა კავშირი, ანტიკური პერიო-
დის სახელმწიფოები, შუა საუკუნეების სამეფოები,
თანამედროვე სახელმწიფოები, სახელმწიფოთაშორისი გაერ-
თიანებები. მატულობს საზოგადოებაში განათლება და ცოდნა,
იხვეწება უნარ-ჩვევები, აზროვნება, გარკვეულ ისტორიულ
პერიოდებში შეფერხებისა და ზოგჯერ უკუსვლის მიუხედა-
ვად, საერთო ჯამში, ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, ტექნიკა და
ტექნოლოგიები; შესაბამისად, იცვლება კანონმდებლობა,
სრულყოფას განიცდის დემოკრატიული ინსტიტუტები,
მაგალითად, საარჩევნო სისტემა, მატულობს საზოგადოების
ჩართულობის ხარისხი საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ,
სოციალურ, თუ ეკონომიკურ პროცესებში და სხვ. ყოველივე
ეს სწორედ წინსვლის, განვითარების, პროგრესის შედეგია.

რითი ვხელმძღვანელობთ, როდესაც ერთმანეთს


ვადარებთ სხვადასხვა ქვეყნების განვითარების დონეს? როგორ
ვადგენთ ერთი ქვეყნის ჩამორჩენა-განუვითარებლობას
მეორესთან შედარებით?

თანამედროვე ქვეყნების შედარებაზე როცა


ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთს ვადარებთ ამ

377
ქვეყნების შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე. ამ შემოსავლის
განსასაზღვრად საჭიროა ქვეყნის მთლიანი შიდა
პროდუქტისაგან მიღებული შემოსავალი მისი მოსახლეობის
ოდენობაზე გაიყოს. რიცხვი, რომელსაც მივიღებთ, ერთი
ქვეყნის მეორესთან შედარების, შეიძლება ითქვას,
საუკეთესო, მაგრამ მაინც ძალზე „უხეში“ მაჩვენებელია.
არსებობს სხვა უფრო სპეციფიური მახასიათებლებიც:
მაგალითად, მოქალაქის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა,
ბავშვთა სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი და სხვ.
ადამიანების ცხოვრების დონის შედარება შეიძლება ტექნიკის
მიღწევების გამოყენების მაჩვენებლებითაც, მაგალითად,
მსუბუქი ავტომობილების, ტელევიზორების, სარეცხი
მანქანების, ვიდეო მოწყობილობების, კომპიუტერების და ა.შ.
— გამოყენების პროცენტული მაჩვენებელით და სხვ.
ცხადია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მაღალი
ნაკლებად განვითარებულ შემოსავლების უზრუნველყოფა შესაძლებელია ან ქვეყანაში
ქვეყნებში ცხოვრების დონე თანამედროვე ინდუსტრიული ეკონომიკის შექმნით, ან
დაბალია. ამგვარი ეკონომიკის მომსახურებით.
2012 წლისათვის მსოფლიოში არსებობდა 63 სახელმწიფო,
სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი $760 ნაკლები იყო;
კიდევ 93 სახელმწიფოში — მერყეობდა $760-დან $9.360-მდე. ამ
ორ კატეგორიაში შემავალი სახელმწიფოები სხვადასხვაგვარად
მოიხსენიებიან: „ღარიბებად“, „განუვითარებლებად“, „ნაკლებად
განვი-თარებულებად“. თუმცა მათი თავმოყვარეობის არ
შელახვის მიზნით, უფრო გავრცელებულია ასეთი
სახელმწფოების მიმართ ტერმინი „განვითრებადის” ხმარება.
აშკარაა, რომ ისინი ღარიბები არიან სწორედ დაბალი
შემოსავლების გამო, მაგრამ რა მიზეზი აქვს მათ ამგვარ
„განუვითარებლობას?“
ამის უპირველესი მიზეზი ამ ქვეყნებისა თუ
რეგიონების, კაცობრიობის ისტორიული განვითარების
მთავარი მაგისტრალისაგან ჩამორჩენაში მდგომარეობს.
ისმის კითხვა: რამ გამოიწვია ეს ჩამორჩენა?
ჩამორჩენის მიზეზები სხვადასხვა რეგიონების, ქვეყნების,
თუ ხალხების შემთხვევაში სრულიად განსხვავებული
შეიძლება იყოს.
დიალექტიკა და მისი კანონები. უპირველეს ყოვლისა,
განვიხილოთ, თუ როგორ ხდება საკუთრივ საზოგადოების
განვითარება, ანუ როგორია თვით განვითარების პროცესი.
საერთოდ, განვითარების ორნაირი გზა არსებობს: ევოლუციური
და დიალექტიკური. ევოლუცია თანდათანობით და
სწორხაზოვან განვითარებას გულისხმობს. ეს უფრო ჰგავს
რიცხვით ღერძს, სადაც ყოველი მომდევნო რიცხვი წინას
აღემატება. ასეთი განვითარება ახასიათებს საზოგადოების
ისტორიის ცალკეულ მონაკვეთებს. ამას შეგვიძლია
ვუწოდოთ ზრდა. ზრდის პერიოდებში საზოგა- დოების
შიგნით ახლის დაგროვება თანდათანობით ხდება. მაგრამ,
ზოგადად, საზოგადოება დიალექტიკურად ვითარდება. ეს
უფრო ჰორიზონტალურად გადებულ სპირალს ჰგავს,

378
რომლის თითოეული ბიჯი აღმავლობა-დაღმავლობის შემც-
ველია, თუმცა ყოველი ახალი ხვეული უკანას წინ ექცევა.
რატომ ხდება საზოგადოების განვითარებისას აღმავლობა-
დაღმავლობის მონაცვლეობა? იმიტომ, რომ საზოგადოება
რთული მექანიზმია და მისი სხვადასხვა ჯგუფები ერთ-
ნაირად როდია წინსვლის და პროგრესის მომხრე. საზოგა-
დოების განვითარება, „უხეშად“ რომ ვთქვათ, დაპირის-
პირებული ძალების: „პროგრესულის“ და „რეგრესულის“
ურთიერთბრძოლას ეფუძნებოდა და ეფუძნება. „უხეშად“, ვამ-
ბობთ იმიტომ, რომ თვით ეს „პროგრესულიც“ და „რეგრე-
სულიც“ მხოლოდ პირობითად უნდა მივიჩნიოთ ასეთად.
სინამდვილეში ორივე ცნება, საზოგადოების ისტორიული
განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აღნიშნავს განსხვავებული
ინტერესების გამომხატველ ძალებს, რომლებსაც „ძველის“
შენარჩუნების, თუ „ახლის“ მოსვლის განსხვავებული
მოტივაცია აქვთ.
ეს ერთობა, ერთგვარი წარმატების მიღწევის შემდეგ,
შეიძლება სხვანაირად გადაჯგუფდეს და ა. შ. მაგალითად,
საქართველოს ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში, XI ს-ის
ბოლოს, ქვეყნის გაერთიანებისა და ერთიანი სამეფოს
მოსურნე საზოგადოების ნაწილი იმდენად მომრავლდა და
გაძლიერდა, რომ ძველ, დაქუცმაცებულ სამეფო-სამთავროებსა
და ერთი ცენტრიდან კონტროლის არმოსურნე სეპარატისტულ
ძალებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამან ქვეყნის გაერთიანება
გახადა შესაძლებელი. ამის შემდეგ დაპირისპირება უკვე
გაერთიანების მოსურნე ძალებში მოხდა: ახლა ერთმანეთს
მეფის შეუზღუდავი და შედარებით შეზღუდული
ხელისუფლების მომხრეები დაუპირისპირდნენ.
საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ,
ვნახავთ, რომ მას წითელ ზოლად გასდევს ქართული
საზოგადოების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. მთელი XX
ს-ის განმავლობაში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა
საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე და არმოსურნე
ძალებს შორის. ხშირად 1921 წლის თებერვალში საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის
დაკარგვას და რუსეთის საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში
მის შეყვანას მხოლოდ გარეშე ძალას — საბჭოთა რუსეთისა
და წითელი არმიის მხრივ ქვეყნის ანექსიას უკავშირებენ.
მაგრამ საქმე მხოლოდ გარე ძალაში როდი იყო: არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ მტერი ყოველთვის საზოგადოების
შიგნით არსებულ განხეთქილებასა და უთანხმოებას
უდარაჯებს და იყენებს. 1918-1921 წლებშიც ქართული
საზოგადოების ერთი, ბოლშევიკური ნაწილი, აშკარად
ქვეყნის მოღალატედ და საბჭოთა რუსეთის მოკავშირედ
გამოდიოდა. ქართველები იყვნენ საბჭოთა რუსეთის
ელიტაშიც. ი. სტალინი, ს. ორჯონიკიძე და სხვა ქართველი
ბოლშევიკები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის
გამოცხადების დღიდან ცდილობდნენ, საქართველოში
წითელი არმია შემოეყვანათ და მათმა ამ მიმართულებით

379
აქტიურმა ქმედებამ მნიშვნელოვან- წილად განაპირობა 1921
წლის თებერვალ-მარტის ტრაგედია და საქართველოს 70
წლით რუსეთის იმპერიის შემადგენ- ლობაში დაბრუნება. ეს
ქართული საზოგადოების შიგნით საქართველოს
დამოუკიდებლობის მომხრე ძალების დიდი მარცხი და
იმავდროულად, დამოუკიდებლობის არმოსურნე ძალების
დიდი გამარჯვება იყო.
XX ს-ის 80-90-იანი წლების მიჯნაზე საქართველოში
დამოუკიდებლობის მომხრე ძალები იმდენად გაძლიერდნენ,
რომ საქართველომ დამოუკიდებლობა საბოლოოდ აღიდგინა.
ამის შემდეგ, უკვე საზოგადოების შიგნით პრორუსული და
პროდასავლური ორიენტაციის მქონე ძალებს შორის
დაპირისპირებამ სახე იცვალა და ახლა უკვე ვითომდა
ავტოკრატული, თუ დემოკრატიული მმართველობის
მომხრეთა შორის დაპირისპირების ელფერი მიიღო და ა. შ.
უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ლოზუნგის უკან
საზოგადოების გარკვეული ფენების ეკონომიკური
სიძლიერის, თუ ძალაუფლების მიღწევის სურვილები
იფარება.
ამ მხრივ კლასიკური მაგალითია რუსეთში გლეხების
გათავისუფლებისა და მათთვის მიწის კერძო საკუთრებაში
გადაცემის საკითხი. ჯერ კიდევ XIX ს-ის 20-იანი წლებიდან
რუსეთის საზოგადოებისათვის აქტუალური გახდა გლეხთა
ბატონყმობიდან გათავისუფლება, მაგრამ მებატონეთა უდიდესი
ნაწილი გლეხობის მხოლოდ უმიწოდ გათავისუფლებაზე
თანხმდებოდა.
ბუნებრივია, საკუთრივ გლეხს მიწიანად გათავისუფლება
სურდა. იმ შემთხვევაში, თუ მას მხოლოდ მცირე
საკარმიდამო ნაკვეთს გამოუყოფდნენ და შესაბამისად,
გაათავისუფლებდნენ ფაქტობრივად მიწის გარეშე, მხოლოდ
პიროვნულად, გლეხს, როგორც სავარგულების არმქონეს,
სხვა არა დარჩენოდა რა, გარდა იმისა, რომ ყოფილი
ბატონისაგან მიწა იჯარით აეღო და კვლავაც მის
სასარგებლოდ ემუშავა. 1861 წელს რუსეთის იმპერიაში
ბატონყმობის გაუქმება გამოცხადდა, მაგრამ ფაქტიური
თავისუფლება გლეხს უნდა ეყიდა, ანუ ბატონისაგან მიწა
უნდა გამოესყიდა. მთელი რუსეთის მიწები ნაყოფიერების
მიხედვით დაიყო. იქ, სადაც მიწა ნაკლებად ნაყოფიერი იყო,
გლეხებს მეტი მიწა მისცეს, სამაგიეროდ ბატონის მიმართ
გამოსასყიდიც მეტი დაუწესეს; უფრო ნაყოფიერ ზონებში კი
ნაკლები მიწა მისცეს, თუმცა გამოსასყიდიც ნაკლები
დაუწესეს. თუ მანამდე გლეხი მეტ მიწას ფლობდა, ვიდრე
სახელმწიფომ დააწესა, მას ეს მიწა ჩამოეჭრებოდა; ასეთ
მიწებს „ჩამონაჭრები“ ეწოდა. გარდა ამისა, სანამ გლეხი
გადასახადს არ გადაიხდიდა, ის ბატონის წინაშე დროებით
ვალდებულად ცხადდებოდა. რუსეთის გლეხობამ დაიწყო
ბრძოლა დროებითი ვალდებულების გაუქმებისა და
ჩამონაჭრების დაბრუნებისათვის.

380
რუსეთში გლეხი თემში ცხოვრობდა. თემი იყო
საგადასახადო ერთეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგარიშ-
სწორებას სახელმწიფოსთან თემი აწარმოებდა. მაგალითად,
ვთქვათ, თემს უნდა გადაეხადა სახელმწიფოსათვის წელიწადში
10 რუბლი. თუ თემში 10 გლეხი ცხოვრობდა, თითოზე ერთი
რუბლი მოვიდოდა. მაგრამ თუ ერთი გლეხი თემიდან წავიდოდა,
მაშინ დარჩენილ ცხრას სახელმწიფოსათვის მაინც 10 რუბლი
უნდა გადაეხადა.
ამიტომ თემის სხვა წევრები ყოველმხრივ ხელს
უშლიდნენ თანამეთემეს თემის დატოვებაში. მიწაც,
რომელიც გლეხს ვითომდა გადაეცა, სინამდვილეში გლეხს
კი არა, სასოფლო თემს ეკუთვნოდა. რამდენიმე წელიწადში
ერთხელ თემი მიწას გადაანაწილებდა ხოლმე და პავლეს
ნაკვეთი ახლა შეიძლება პეტრეს რგებოდა. ეს იმიტომ იყო
შესაძლებელი, რომ რუსეთის გლეხი მრავალწლიან ნარგავებსა
და მებაღეობა-მევენახეობას არ მისდევდა. მას ძირითადად
ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები მოჰყავდა და
მოსავლის აღების შემდეგ, ვის რომელი ნაკვეთი ერგებოდა,
ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ასე რომ, რუსეთის
იმპერიაში ბატონყმობის გაუქმების შემდეგაც გლეხობა თემს
მიჯაჭვული და მისი დიდი ნაწილი კი ბატონის მიმართ
დროებით ვალდებული რჩებოდა. მიწა რუსეთში არ იყო
გლეხის კერძო საკუთრებაში, ის იყო სათემო, საზოგადო
საკუთრებაში. გლეხის თემიდან წასვლას კი, როგორც ითქვა,
თემი ზღუდავდა.
XX ს-ის დასაწყისში ამ მიმართულებით რუსეთის
საზოგადოების დიდი ურთიერთბრძოლისა და ჭიდილის
შემდეგ, ბატონისადმი დროებითი ვალდებულება გაუქმდა.
ცოტა მოგვიანებით (1907 წ.), გლეხს თემიდან მიწის
გამოცალკევების, კერძო საკუთრებაში დამტკიცების და
საერთოდ, თემიდან გასვლისა და ცალკე მეურნეობის
შექმნის უფლება მიეცა. ამით საკითხი თითქოს ამოიწურა.
1917 წლის რუსეთის თებერვალ-ოქტომბრის რევოლუციების
შემდეგ რუსეთის სათავეში საბოლოოდ ბოლშევიკები მოვიდნენ
და რამდენიმე წელიწადში საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირიც შეიქმნა. საბჭოთა კავშირმა მალევე
დააწესა მიწაზე სახელმწიფო საკუთრება. გლეხებს კერძო
მფლობელობაში არსებული მიწებიდან მხოლოდ საკარმიდამო
ნაკვეთები დაუტოვეს, ისევე, როგორც ეს 1907 წლამდე თემში
ჰქონდათ; დანარჩენი მიწა კი საზოგადო საკუთრების ფორმით
იმავე გლეხებიდან შექმნილ კოლექტიურ მეურნეობებს, ან
კიდევ სახელმწიფოს უშუალო საკუთრებაში მყოფ საბჭოთა
მეურნეობებს გადაეცათ. ეს, არსებითად, კვლავაც სათემო
მიწათმფლობელობისაკენ შებრუნებას ნიშნავდა. უფრო მეტიც,
1960 წლამდე საბჭოთა კავშირში გლეხებზე პასპორტები არ
გაიცემოდა. პასპორტის გარეშე კი ქვეყნის შიგნით
თავისუფალი გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდული
იყო, რაც, პრაქტიკულად, გლეხის თემზე, სოფელზე
მიმაგრების სახეშეცვლილ ფორმას წარმოადგენდა. 1985

381
წელს მიხეილ გორბაჩოვის საბჭოთა კავშირის სათავეში
მოსვლით, „პერესტროიკის“ („გარდაქმნის“) ეპოქა დაიწყო.
მიწაზე კერძო საკუთრების უფლების დაშვებაც დღის წესრიგში
დადგა, მაგრამ საკითხი ვერ გადაიჭრა. საბოლოოდ, საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდეგ, XX ს-ის 90-იან წლებში რუსეთში
მიწაზე კერძო საკუთრება, გარკვეული შეზღუდვებით,
ნებადართულად გამოცხადდა, თუმცა სასოფლო-სამეურნეო
მიწის დიდი ნაწილი კვლავაც კოლექტიურ საკუთრებაში
დარჩა. ამგვარად, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ რუსეთის
გლეხს საუკუნეზე მეტი ხანი დასჭირდა, სანამ მიწაზე კერძო
საკუთრების უფლებას მოიპოვებდა. ამ გზაზე წარმატებებს,
როგორც ვნახეთ, უკანდახევა და თითქმის პირვანდელ
პოზიციაზე დაბრუნება სდევდა, მაგრამ XX ს-ის 90-იან წლებში
ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად გადაიჭრა. რა თქმა უნდა,
მისი გადაჭრა ასე რთული არ იქნებოდა, საზოგადოების
სხვადახვა ფენებს რადიკალურად განსხვავებული ინტერესები
რომ არ ჰქონოდათ.
წინსვლის, განვითარების, პროგრესის ხელისშემწყობი
და ხელიშემშლელი ძალები მუდმივ ბრძოლაში იმყოფებიან.
ეს მუდმივი დაპირისპირება და ურთიერთბრძოლა დღესაც
ყოველდღიურად მიმდინარეობს — პრესაში თუ ტელევიზიაში,
სახელისუფლებო სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოებში,
დაწესებულებებში, თუ სხვადასხვა ორგანიზაციებში,
სასწავლებლებში, ოჯახებში — ოჯახის წევრებს, სტუდენტებს,
პოლიტიკოსებს შორის კამათის, აზრის გამოხატვისა და ამ აზრის
დასაბუთება-დაცვის, მისი ცხოვრებაში გატარების გზით. ამას
დიალექტიკის კანონი არეგულირებს, რომელსაც დაპირის-
პირებულობათა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი ეწოდება. ამ
კანონს საყოველთაო ხასიათი აქვს, თუმცა მის მოქმედებას
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ, ნაკლებად ვგრძნობთ.
როდესაც საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებისათვის
აუცილებელი პირობები გროვდება, „პროგრესული“ ძალები
ძლიერდება და ხმას იმაღლებს. ასეთ შემთხვევებში „რეგრესულ“
ძალებს სულ უფრო უჭირთ ძველებური ცხოვრებისა და
მმართველობის შენარჩუნება, ამიტომ მათი ბრძოლა პრივი-
ლეგიების შენარჩუნებისათვის სულ უფრო უკომპრომისო
ხდება. ასეთმა ვითარებამ შეიძლება რამდენიმე საუკუნე
გასტანოს: „პროგრესული“ ძალების გამარჯვებას „რეგრესული“
ძალების კონტრშეტევა და განვითარების შეფერხება, ანდა
სულაც უკანდახევა - რეტროგრაცია შეიძლება მოჰყვეს,
მაგრამ საბოლოოდ, საზოგადოება მთელ თავის ძალებს
დაძაბავს და დიალექტიკურ განვითარებაში გარღვევას,
ნახტომს აკეთებს, რითაც ძველი მდგომარეობიდან თვისობ-
რივად ახალში გადადის. ამ ნახტომს რევოლუცია ეწოდება.
მაგალითად, X-XI საუკუნეებში ქართული საზოგადოება
ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისაკენ მიისწრაფოდა. ეს
გაერთიანება თანდათანობით მზადდებოდა იდეურ, ანუ
საზოგადოების აზროვნებით-მენტალურ დონეზე, პოლიტი-
კურად - სხვადასხვა ქართული სამეფოების გაერთიანების

382
გზით. როგორც ყველა დიალექტიკურ პროცესს, ამ შემთხვე-
ვაშიც ადგილი ჰქონდა წინსვლის შემდეგ გარკევეულ უკან-
სვლებსაც, რაც საბოლოოდ, დავით აღმაშენებლის მეფობის
ხანაში, ნახტომით, ანუ დავითისეული რევოლუციით
დასრულდა.
რევოლუციას საზოგადოება თვისობრივად ახალ,
საფეხურებრივად უფრო მაღალ მდგომარეობაში გადაჰყავს.
ახლის დადგომა იმიტომ ხდება შესაძლებელი, რომ ეს
ახალი, წლებისა და ხანდახან საუკუნეების განმავლობაში
ძველის შიგნით მწიფდება, სანამ კრიტიკულ ზღვარს არ
მიაღწევს. ეს ერთგვარად მშობიარობას მოჰგავს: ნაყოფი
დედის სხეულში ვითარდება და როდესაც საბოლოოდ
ყალიბდება ბავშვიც იბადება. დაბადება რევოლუციას
შეიძლება შევადაროთ, საკუთრივ ბავშვი კი საზოგადოების
განვითარების ახალი საფეხური, მის მიერ შეძენილი ახალი
თვისობრიობაა. ყოველივე ამას დიალექტიკის კიდევ ერთი
კანონი - რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლის დავით აღმაშენებელი
კანონი არეგულირებს. საქართველოს მეფე
1089-1125
როდესაც სიტყვა „რევოლუციას“ ვახსენებთ, ადა-
მიანებს ბრძოლა, იარაღი, ნგრევა და სისხლისღვრა
წარმოუდგებათ, იმიტომ, რომ ხშირად რევოლუცია სწორედ
ასეთ სახეს იღებს. სხვანაირად ამას უწოდებენ რევოლუციის
განხორციელების აჯანყებით გზასაც. იმავდროულად არსებობს
რევოლუციის მშვიდობიანი, რეფორმისტული გზა, როდესაც
ქვეყანაში ცხოვრების ყველა სფეროს მომცველი ცვლი-
ლებები სისხლისმღვრელი შეტაკებების ნაცვლად რეფორ-
მების გზით ხორციელდება. რა იწვევს რევოლუციებს შორის
ასეთ განსხვავებას? საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი,
ანუ რამდენად რადიკალურად არიან განწყობილნი საზოგა-
დოების შიგნით არსებული დაპირისპირებული ფენები გასატა-
რებელი რეფორმების მიმართ და საზოგადოების პოლიტი-
კური კულტურის დონეს შორის სხვაობა. ზოგადად
მაღალგანვითარებული საზოგადოებები პოლარიზაციის მაღალი
ხარისხის შემთხვევაშიც რევოლუციას ბევრად უფრო მშვი-
დობიანად ახორციელებენ, მაშინ როცა დაბალი პოლიტიკური
კულტურისა და შეგნების მქონე საზოგადოებები უმალვე
შეიარაღებულ ბრძოლასა და სისხლისღვრაზე გადადიან.
ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში, ანუ შუა
საუკუნეებიდან ისტორიის ახალ პერიოდზე გადასვლა
ყველგან რევოლუციის გზით მოხდა. ეს პროცესი XVI ს-ში
ჰოლანდიის რევოლუციით დაიწყო და XX ს-ის შუა წლებში
დასრულდა.
სისხლისმღვრელი რევოლუციის კლასიკურ მაგა-
ლითად დღესაც საფრანგეთის დიდი რევოლუცია ითვლება,
რომელიც პარიზში აჯანყებული ხალხის მიერ ბასტილიის
ციხის აღებით დაიწყო 1789 წლის 14 ივლისს, რასაც ჯერ
კონსტიტუციური მონარქიის, შემდგომ კი რესპუბლიკის
გამოცხადება მოჰყვა.

383
ამის შემდეგ საფრანგეთში 1871 წლამდე მონარქიული
და რესპუბლიკური წყობილება ერთმანეთს ენაცვლებოდა.
ჯერ იყო და რევოლუციურმა გენერალმა ნაპოლეონ
ბონაპარტემ თავი იმპერატორად გამოაცხადა; ნაპოლეონის
საბოლოოდ დამხობის (1815 წ.) შემდეგ საფრანგეთში ძველი
არისტოკრატული მონარქია აღდგა; 1848 წელს მონარქია
კვლავაც დაემხო და II რესპუბლიკა გამოცხადდა, რომელიც
მალე II იმპერიად გადაიქცა და საბოლოოდ, 1871 წელს III
რესპუბლიკა დამყარდა, რითაც რესპუბლიკურმა წყობი-
ლებამ ამ ქვეყანაში საბოლოოდ გაიმარჯვა.
ფეოდალური შუა საუკუნეებიდან ისტორიის ახალ
პერიოდზე და კაპიტალისტურ ურთიერთობებზე გადასვლა
ჰოლანდიასა და ინგლისში ბევრად უფრო უმტკივნეულოდ
მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში საზოგადოების
განვითარება ისე წარიმართა, რომ ფეოდალური
არისტოკრატია და ბურჟუაზია ერთმანეთს შეერწყა და ერთიან
მმართველ კლასად ჩამოყალიბდა: ფეოდალები ვაჭრობა-
წარმოებაში აქტიურად ჩაებნენ, ხოლო ბურჟუაზიამ ასევე
სწრაფად შეიძინა არისტოკრატთა მამულები და მამულებთან
ერთად, არისტოკრატული ტიტულების მატარებლადაც იქცა.
ნაპალეონ ბონაპარტე ამგვარად ინგლისსა და ჰოლანდიაში საქმე არისტოკრატიასა
1769-1821 და ბურჟუაზიას შორის წინააღმდეგობა დაპირისპირებამდე და
უკიდურეს პოლარიზაციამდე არ მისულა. ამან ორივე ქვეყანას
მონარქიის შენარჩუნების საშუალება მისცა, რომელიც დროთა
განმავლობასი, რეალური ხელისუფლების დაკარგვის
მიუხედავად, ორივე ქვეყანაში დღესაც არსებობს, როგორც
წარსულის ლამაზი გადმონაშთი.
რაც შეეხება საფრანგეთს, აქ ფეოდალურმა
არისტოკრატიამ თავისი პრივილეგიებისა და ხელისუფლების
ბურჟუაზიისათვის განაწილება იოტისოდენადაც არ ისურვა.
უფრო მეტიც, ბანკირებსა და მეწარმეებზე შეწერილი
გადასახადების ხარჯზე არისტოკრატია უდარდელ ცხოვრებას
განაგრძობდა და თანაც მის ამ მასაზრდოებელ კლასს ფრიად
აგდებულად და ქედმაღლურად ექცეოდა. ამან ბურჟუაზიასა
და საფრანგეთის ფეოდალურ არისტოკრატიას შორის
ურთიერთობა ისე დაძაბა და გაამწვავა, რომ ხანგრძლივი
სისხლისმღვრელი დაპირისპირების მიზეზი გახდა, რამაც
საბოლოოდ მეფის ხელისუფლებაც გადაიყოლა, როგორც
არისტოკრატიის ბატონობის სიმბოლო.
მშვიდობიანი რევოლუციის მაგალითად XIX ს-ის 60-
70-იანი წლების რუსეთისა და იაპონიის ბურჟუაზიული
რეფორმები შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც ამ ქვეყნებში
ბატონყმობა გაუქმდა და სასამართლო, სამხედრო და
ადგილობრივი მმართველობის თვისობრივი რეფორმირება
მოხდა. ამ ორი ქვეყნის ცხოვრებაში აღნიშნული რეფორმების
სრულიად რევოლუციური შინაარსის მიუხედავად, მათ
ისტორიაში სახელი „რევოლუცია“ არ დაუმკვიდრდათ,
რადგან ზოგადად ადამიანები, მათ შორის ისტორიკოსები
და პოლიტიკოსებიც კი ხშირად სცოდავენ და მზად არიან

384
ყოველგვარი შეიარაღებული ამბოხი, რომელშიც ხალხის
მასები მონაწილეობენ, რევოლუციად მონათლონ, მაშინ,
როდესაც მართლაც რევოლუციურ რეფორმებსა და
გარდაქმნებს ადეკვატურ სახელს — რევოლუციას — არ
უწოდებენ.

ფორმა და შინაარსი. ხშირად გაიგონებთ გამოთქმას —


ხალხს ისეთი მთავრობა და ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც
იმსახურებსო. რას გულისხმობს ეს გამოთქმა? იმას, რომ
ხალხი ხელისუფლების შინაარსს ქმნის, ანუ როგორი
აზროვნების, უნარ-ჩვევების, ცოდნა-გამოცდილებისაცაა ესა
თუ ის საზოგადოება, ისეთი ფორმის მმართველობას
მოირგებს კიდეც. მართლაც, შინაარსი და ფორმა ყოველთვის
ურთიერთ-შესაბამისობისაკენ ისწრაფვიან. საზოგადოების
ისტორიული განვითარების თითოეულ ეტაპს თავისი
შინაარსი და ფორმა ახასიათებს. მაგალითად, როდესაც ჩვენ
ვსაუბრობთ საზოგადოების წარმართობის ხანაზე, რას
ვგულისხმობთ ამ გამონათქვამში? რა თქმა უნდა იმას, რომ
ესაა პერიოდი ქრისტიანობის მიღებამდე, რომ ადამიანები
იმჟამად მრავალ ღმერთს ეთაყვანებოდნენ, რომლებიც ციურ
სხეულებთან იყვნენ გაიგივებულნი და ბუნების სხვადასხვა
მოვლენებს იწვევდნენ. მათი გულის მოსაგებად ჩვენი
წინაპრები ამ ღვთაებებს შინაურ ცხოველებს და ბავშვებსაც
კი მსხვერპლად სწირავდნენ და ა.შ. მაგრამ რა ფორმით
არსებობდა წარმართობა? როგორ ტაძრებს აგებდნენ, რა
ფორმით ხდებოდა კერპთმსახურება, მსხვერპლთშეწირვა,
თუ სხვა სახის რელიგიური რიტუალი? რა თქმა უნდა,
წარმართობას მისთვის დამახასიათებელი შინაარსი და
ფორმა ჰქონდა.
ახალი, ქრისტიანული სარწმუნოების მიღებამ
შეცვალა არა მარტო საზოგადოების რწმენის შინაარსი,
არამედ კულტმსახურების ფორმაც. მაგალითად, წარმათული
ტაძარი მხოლოდ ქურუმისთვის შესასვლელად იყო
განკუთვნილი და მრევლი გარეთ იდგა. ქრისტიანულ
ეპოქაში მრევლი ღვთისმსახურების თანამონაწილე გახდა,
რამაც სულ სხვა მოთხოვნები წაუყენა ქრისტიანული
ტაძრის ხუროთმოძღვრებს: უპირველეს ყოვლისა, ტაძრის
შიდა სივრცის ზომების მნიშვნელოვნად გაზრდა, საგანგებო
სათავსოები ნათლობისა და ზიარებისათვის და ა.შ.
ქრისტიანობამ, როგორც მონოთეისტურმა რელიგიამ, ხელი
შეუწყო ერთ სახელმწიფოში მცხოვრები ტომების მიერ
თავის ერთ ხალხად გააზრებას, ამან კი, თავის მხრივ, ხელი
შეუწყო შუასაუკუნეების ადრეულ ეტაპზე ცალკეულ
პოლიტიკურ ერთეულებად დაშლილი საზოგადოებების
ახალი ფორმით — ერთიანი მონარქიის ფორმით
ორგანიზებას.
როდესაც ჩვენ კაცობრიობის ისტორიას სხვადასხვა
მონაკვეთს ძველ, ან შუა საუკუნეებს, ან ახალს და უახლესს
ვუწოდებთ, ამით ისტორიის უბრალოდ დროში გამიჯვნას

385
კი არ ვახდენთ, არამედ, ესაა პირობითი სახელწოდება იმ
თვისებების, უფრო ზუსტად, იმ შინაარსისა და ფორმის
ერთობლიობის, რომელიც საზოგადოებას იმ ისტორიულ
მონაკვეთზე ახასიათებდა. მაგალითად, ანტიკურ საზოგადოებას
თავისი დამახასიათებელი ეკონომიკა, შრომისა და ბრძოლის
იარაღები, ანუ ტექნიკის და აზროვნების განვითარების
გარკვეული დონე ჰქონდა, რაც ამ საზოგადოებას სპეციფიკურ
შინაარსს ანიჭებდა. ამ შინაარს კი სახელმწიფო წყობილების,
სოციალური სტრუქტურის, კანონმდებლობისა და
ხელოვნების სახით შესაბამისი ფორმა შეესატყვისებოდა.
ამგვარად, შინაარსის ცვლილება თანდათან
(ევოლიციურად), ან მყისიერად (რევოლუციის გზით)
ცვლის ფორმასაც. მაგალითად, შუა საუკუნეებისათვის
დამახასიათებელ მეტ-ნაკლებად კარჩაკეტილ ფეოდალურ-
ნატურალურ მეურნეობას საფუძველი გამოუთხარა ვაჭრობა
-ხელოსნობის განვითარებამ, ფულის მიმოქცევის ზრდამ და
საზოგადოების არაარისტოკრატულ, ბურჟუაზიულ ფენებში
კაპიტალის დაგროვებამ. ამას რევოლუციები და მოწინავე
ევროპულ ქვეყნებში ახალი ეკონომიკური — კაპიტალისტური
ურთიერთობების დამკვიდრება მოჰყვა, რომელიც თავისუ-
ფალ ბაზარსა და თავისუფალ მუშახელს ეფუძნება.
საზოგადოების ეკონომიკური ბაზისის, ანუ საწარმოო
ურთიერთობების შინაარსის ცვლამ კი იმ ფორმის ცვლაც
გამოიწვია, რომელშიც ეს ურთიერთობები იყო გახვეული:
პოლიტიკური წყობის, კანონმდებლობის, სასამართლო
სისტემის, და თანდათანობით, საზოგადოების ყველა
ინსტიტუტი ახალი ეკონომიკური ურთიერთობების წესისა
და მოთხოვნების შესაბამისად გარდაიქმნა.

მიზეზი და შედეგი. საზოგადოებრივი და


შესაბამისად, ისტორიული მოვლენები ერთმანეთთან მიზეზ
-შედეგობრივადაც არიან დაკავშირებულნი. მართლაც,
ყველა მოვლენას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. მაგრამ
თუ ბუნების მოვლენებზე დაკვირვებისას ეს კავშირები
უფრო აშკარაა — მაგალითად, თოვლის დნობას შედეგად
მდინარის ადიდება მოსდევს, ხოლო გვალვას — დაშრობა,
საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების შემთხვევაში,
ხშირად, მოვლენის გამომწვევ მიზეზსა და შედეგს შორის
ურთიერთკავშირის დადგენა, ასეთივე მარტივი არ არის.
მთავარია ასეთ დროს მოვლენის გამომწვევი საბაბი
საკუთრივ მიზეზში არ ავრიოთ. მაგალითად, როგორც ამას
ქვემოთ ვნახავთ, რუსეთში ყირიმის ომის წაგების შემდეგ
ხელისუფლებამ ბურჟუაზიული რეფორმები წამოიწყო და
გლეხების ბატონყმობიდან გათავისუფლება გამოაცხადა.
საქმე ისაა, რომ XIX ს-ის 50-იანი წლებისათვის
რუსეთში ბატონყმობა უკვე ფეოდალური გადმონაშთის
სახით არსებობდა. საწარმოო ძალების განვითარებამ, მათ
შორის ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყებამ,
რომელიც უკვე ახალ, კაპიტალისტურ საწარმოო ურთი-

386
ერთობებს ეფუძნებოდა, ფეოდალურ წყობასა და
ბატონყმობას, რა თქმა უნდა, ძირი გამოუთხარა. ფეოდალური
წყობა, როგორც რელიქტი, რუსეთში იმ ასანთის კოლოფე-
ბიდან აგებულ ხუხულას ჰგავდა, რომელსაც თითის ერთი
მიკარება ჩამოშლის. აი, ასეთი როლი ითამაშა ყირიმის ომმა,
რომელიც ამ შემთხვევაში სწორედ ბიძგად, საბაბად
მოგვევლინა. მიზეზი კი რუსეთის საზოგადოების სოციალურ-
ეკონომიკურ განვითარებაში მდგომარეობდა. ამით იმის თქმა
გვინდა, რომ ყირიმის ომმა მხოლოდ დააჩქარა მმართველი
ელიტის მიერ გადაწყვეტილების მიღება. ბატონყმობა
რუსეთში ამ ომის გარეშეც გადავარდებოდა, შესაძლოა 5-10
წლით უფრო გვიან.
საბაბსა და მიზეზს შორის განსხვავების დემონსტრი-
რებისას კლასიკურ მაგალითად სარაევოს გასროლა რჩება.
მართლაც, სერბი ექსტრემისტის მიერ სარაევოში
ჩასული ავსტრიის ერცჰერცოგის ფერდინანდის მკვლელობას I
მსოფლიო ომის დაწყება მოყვა, მაგრამ განა სწორი ვიქნებით,
ეს ფაქტი ომის დაწყების მიზეზად მივიჩნიოთ? რა თქმა
უნდა არა. წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნები იმ ხანად
მსოფლიო გადანაწილებისათვის იბრძოდნენ. ამას ამ ქვეყნების
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სრულიად გარკვეული
ისტორიული ეტაპი განაპირობებდა. ევროპა იმ ხანად
დენთით სავსე კასრს წააგავდა, რომელსაც ნაპერწკალი
სჭირდებოდა ასაფეთქებლად. აი, ამ ნაპერწკლის, ანუ
საბაბის როლი სერბი ექსტრემისტის გასროლამ შეასრულა.
მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ თუ სურვილია, საბაბი ყოველთვის
მოიძებნება.

სივრცე და დრო — რეგიონი და ეპოქა. როდესაც


ისტორიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალის-
წინოთ ისეთი კატეგორიები, როგორიცაა დრო და სივრცე, ანუ
ეპოქა და რეგიონი.
მართლაც, დრო, ანუ ეპოქა, მნიშვნელოვან როლს
რელიქტი - გადმონაშთი
თამაშობს ცალკეული ქვეყნის განვითარებაში. ეპოქის
მატერიალურ გამოხატულებას საწარმოო ძალების, ანუ
ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და ადამიანის, როგორც ამ
ტექნოლოგიების შემქმნელისა და მომხმარებლის განვითარების
(განათლების) დონე წარმოადგენს. იმავდროულად ტექნოლო-
გიური ცვლილებები და საზოგადოების ცოდნა-განათლება
ზემოქმედებს ქვეყნის გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ
ფაქტორებზე. იცვლება სარგებლიანობა ბუნებრივი რესურ-
სების: ჰავა, ნიადაგის ნაყოფიერება, მთის ზოლი თუ
დაბლობი, ნიადაგის მორწყვის შესაძლებლობა, მდინა-
რესთან, ზღვასთან ან სავაჭრო გზებთან სიახლოვე,
თანამედროვე ეტაპზე — ენერგო მატარებლების, კერძოდ,
ნავთობის, ბუნებრივი აირის და ა.შ. ქონა-არქონა ხანდახან ერცჰერცოგი — ავსტრიაში,
გადამწყვეტი ფაქტორიც კია ქვეყნის წარმატების გზაზე. შემდეგ ავსტრია-უნგრეთში
რეგიონის გეო-პოლიტიკური მდებარეობა, რომელიც ჰაბსბურგების სამეფო გვარის
ეპოქების მიხედვით იცვლება, ასევე ზემოქმედებს პრინცების ტიტული.

387
ცალკეული რეგიონებისა და იქ არსებული სახელმწიფოების
განვითარებაზე. ცალკეული სახელმწიფოს წარმატება -
წარუმატებლობა გარკვეულწილად დამოკიდებულია მისი
მეზობელი ხალხების, თუ სახელმწიფოების სიძლიერე-
სისუსტეზე, რეგიონში არსებულ ზოგად პოლიტიკურ
კლიმატზე და ა. შ.

როგორია მიმართება ეპოქასა და რეგიონს შორის?


ერთი და იგივე გეოგრაფიული რეგიონი ყოველ
ისტორიულ ეპოქაში იქ მცხოვრები საზოგადოების
ეკონომიკური დაწინაურებისათვის ერთნაირად სახარბიელო
ან არასახარბიელო რომ ყოფილიყო, მაშინ მსოფლიოში
ეკონომიკურად მუდმივად დაწინაურებული და მუდმივად
წარუმატებელი ქვეყნები თუ რეგიონები გვექნებოდა.
ხშირად ვამბობთ: ანტიკური ცივილიზაცის წამყვანი ერი
ბერძნები იყვნენ. დღეს საბერძნეთი ევროპის ერთ-ერთი
არცთუ ყველაზე დაწინაურებული სახელმწიფოა. ბერძნები
დღესაც, როგორც ანტიკურ ხანაში, ბალკანეთის
ნახევარკუნძულზე და ხმელთაშუა ზღვის აუზის
კუნძულებზე ცხოვრობენ, ანუ მათი გეოგრაფიული გარემო
პრაქტიკულად არ შეცვლილა. მაშ რა მოხდა, ანტიკური
ხანის ბერძნები იყვნენ ყველაზე უფრო ნიჭიერები, და
დღევანდელმა ბერძნებმა კი ის ნიჭიერება დაკარგეს? რა
თქმა უნდა, არა. უბრალოდ, საზოგადოების ტექნიკისა და
ტექნოლოგიების, აზროვნებისა და უნარ-ჩვევების
განვითარების სრულიად კონკრეტულ დროს, უფრო
ზუსტად, ისტორიის ძველ, ანუ ანტიკურ პერიოდში
ბერძნები აღმოჩდნენ ყველაზე უფრო ხელსაყრელ
გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ გარემოში, რამაც მათი
სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-
კულტურული განვითარება განაპირობა.
საინტერესოა, რომ XIII ს-ის 20-იან წლებამდე, ანუ
მონღოლთა შემოსევებამდე მახლობელი აღმოსავლეთის
ქვეყნები და მათ შორის, საქართველო, ევროპის ქვეყნებს
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით
არა თუ არ ჩამოუვარდებოდა, არამედ მთელი რიგი
პარამეტრებით აღემატებოდა კიდეც; მაგრამ სწორედ იმ
გეოპოლიტიკურმა პროცესებმა, რომლებმაც XIII-XV
საუკუნეებში მახლობელი აღმოსავლეთის ეკონომიკური
დაქვეითება გამოიწვია, დასავლეთ ევროპის
სახელმწიფოების სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყო
ხელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, მომთაბარე მონღოლური და
თურქმანული ტომების გადაადგილებისა და დამკვიდრების
შედეგად გამოწვეულ მახლობელი აღმოსავლეთის
ქალაქებისა და ზოგადად, ეკონომიკური პოტენციალის
მნიშვნელოვან ნგრევას ვგულისხმობთ.
ამგვარად, დრო (ანუ ეპოქა) და სივრცე (ანუ
გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური რეგიონი) გარკვეულ
ურთიერთმიმართებაშია: გეოგრაფიული რეგიონი,

388
რომელიც ერთ რომელიმე ისტორიულ პერიოდში იქ
მცხოვრები საზოგადოების ეკონომიკურ წინსვლას უწყობს
ხელს, სხვა ისტორიულ ეპოქაში, შესაძლოა, იმავე
საზოგადოების განვითარების შემაფერხებელიც აღმოჩნდეს
და პირიქით.
მსოფლიო ისტორიაზე ერთი თვალის გადავლებაც კი
საკმარისია რომ დავრწმუნდეთ, თუ როგორ ფართოვდებოდა
ადამიანის გეოგრაფიული თვალსაწიერი და მისი წარმატე-
ბული ცხოვრება-მოღვაწეობის გეოგრაფიული არეალი. მართლაც,
როგორც ვიცით, თავდაპირველად, ანტიკური ისტორიის
გარიჟრაჟზე წარმატებას იმ ხალხებმა და საზოგადოებებმა
მიაღწიეს, ვინც დიდი მდინარეების ნაპირას სახლობდა.
მოგვიანებით, გვიან ანტიკურ პერიოდში მეტ წარმატებას
ზღვების ირგვლივ, განსაკუთრებით კი ხმელთაშუა ზღვის
აუზში მცხოვრებმა ხალხებმა მიაღწიეს. შუა საუკუნეებში ეს
ვითარება უცვლელი რჩებოდა, რაც შეეხება ახალი
ისტორიის ხანას, აქ უცილობელ ლიდერებად ის ხალხები
იქცნენ, რომელთა ქვეყნები ოკეანეების, განსაკუთრებით კი
ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს ფლობდნენ და ამ
ოკეანეში უშუალო გასასვლელი ჰქონდათ.

389

You might also like