You are on page 1of 3

კონსპექტბარათი 9

ელენე დავითაშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნება: სოციოლოგია

კურსი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

ლექტორი: მარიამ კვერღელიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

08.06.20
აკადემიური მუშაობის საფუძვლები (გვ; 38)

დასკვნა

დასკვნა ნაშრომის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც დაახლოებით 10%


ეთმობა, ლაკონური უნდა იყოს. დასკვნაში იწერება ჩვენი კვლევის შედეგები, როგორ
განვახორციელეთ დასახული მიზანი, სამ საფეხურს აერთიანებს: 1. ჰიპოთეზის
რეკონსტრუქცია. 2. შედეგებზე საუბარი. 3. სამომავლო გეგმები. დასკვნაში არ უნდა
დავწეროთ: ციტატები, პარაფრაზები, ცნებათა განმარტებები და ისეთი საკითხები,
რომელთა შესახებაც ნაშრომში საერთოდ არ გვისაუბრია.

თურაბიანი ქეით (გვ; 150, 156)

დასკვნა

დასკვნის მიზანია მკითხველისთვის დებულების კიდევ ერთხელ, ოღონდ


უფრო ვრცლად წარმოჩინება, მის მნიშვნელობაზე საუბარი შეძლება რაიმე ახალი ან
პრაქტიკული გამოყენება აღვნიშნოთ და საბოლოოდ შემდგომი კვლევების
რეკომენდაციები. ის შესავალზე მოკლე უნდა იყოს.

ჩუბინიძე ნინო (გვ; 70-73)

შედეგები

შედეგების აღწერა დამოკიდებულია კვლევისა და მეთოდოლოგიის ტიპებზე,


თუმცა არსებობს ზოგადი სტანდარტებიც. შედეგები გარკვეული ინტერპრეტაციით
უნდა წარმოვაჩინოთ მონაცემების ანალიზის შედეგად ფაქტების საფუძველზე. თუკი
კვლევა რაოდენობრივია შედეგები ეყრდნობა მეთოდოლოგიაში მოცემულ
ინფორმაციას, მნიშვნელოვანი ცხრილები, გრაფიკები უნდა წარმოვადგინოთ,
თვისებრივი თუა სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვაში გაკეთებულ ძირითად
ტენდენციებს ეყრდნობა. ნაშრომის ნაწილი უნდა იყოს შედეგების დისკუსიაც, სადაც

1
ხდება მათი ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების როლისა და ადგილის განხილვა,
პრაქტიკული მხარის წარმოჩენა, კვლევის შეზღუდვებზეც უნდა ვისაუბროთ.

დასკვნა

დასკვნის ნაწილში ხდება: 1. შეჯამება- ხაზი უნდა გაესვას ყველა ძირითად


შედეგსა და მნიშვნელობას. 2. სამომავლო გეგმები- რეკომენდაციები მომავალი
კვლევების ჩატარების საჭიროებაზე.

You might also like