You are on page 1of 5

ლაბორატორიული პრაქტიკუმი უჯრედულ ბიოლოგიაში

ხანგრძლივობა: 2 საათი
ამოცანა N2

თემა: ჰემოგლობინის სტრუქტურა და ფუნქციები


მიზანი: ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრის შესწავლა

ზოგადი ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით:

ცნობილია, რომ ჰემოგლობინს (Hb) შეიცავს ადამიანისა და ცხოველის სისხლი. იგი


ერითროციტების შემადგენლობაში შედის რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება
ჰემოგლობინის კაპილარების კედლებში კარგი განვლადობის გამო. ჰემოგლობინის
პლაზმაში არსებობის შემთხვევაში მისი ~3% ქსოვილებში გადავიდოდა, ხოლო შემდგომ
კი თირკმელების საშუალებით შარდში მოხვდებოდა, ეს კი დიდი დანაკარგი იქნებოდა
ქსოვილებისათვის. მეორეს მხრივ, ჰემოგლობინის თავისუფალი სახით ყოფნა სისხლში
გამოიწვევდა სისხლის სიბლანტის ზრდას, რაც გადატვირთავდა გულს და შეაფერხებდა
სისხლის მიმოქცევას, გაიზრდებოდა პლაზმის ონკოზური წნევაც და დაირღვეოდა
უჯრედში წყლის მიმოცვლის ბალანსი შედეგად, წყალი დიდი რაოდენობით
გადავიდოდა სისხლში რაც შესაბამისად გამოიწვევდა ირგვლივ მყოფი ქსოვილების
დეჰიდრატაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პლაზმაში თავისუფალი ჰემოგლობინი
გვხვდება მხოლოდ ერითროციტების ჰემოლიზის შდეგად.

ჰემოგლობინი – ძირითადი სასუნთქი პიგმენტია, მიეკუთვნება ქრომოპროტეიდებს და


უზრუნველყოფს ქსოვილებს ჟანგბადით. ჰემოგლობინი შედგება ცილა გლობინისა და
პროსთეტული ჯგუფის – ჰემისაგან, რომელიც პროტოპორფირინ IX–ის შენაერთია.
ჰემოგლობინი აპოპროტეინია, ანუ ცილა გლობინი შედგება 4 პოლიპეპტიდური
ჯაჭვისაგან (2α და 2β). თვითოეულ ჯაჭვთან ერთი ჰემია დაკავშირებული, ანუ
ჰემოგლობინის ერთი მოლეკულა შეიცავს ჰემის ოთხ მოლეკულას და შესაბამისად
შეუძლია ჟანგბადის ოთხი მოლეკულის ტრანსპორტირება (სურ.1).

ზრდასრული ადამიანის ჰემოგლობინს აღნიშნავენ HbA-თი. იგი შეიცავს ორ α და ორ β


ჯაჭვს. სისხლში მცირე რაოდენობით გვხვდება ასევე ნორმალური HbA–ს სახესხვაობა ე.წ.
HbA2, რომელიც შდგება ორი α და ორი δ ჯაჭვისაგან. Hb–ს ნორმალურ ტიპებს
მიეკუთვნება აგრეთვე პრიმიტიული ჰემოგლობინი (HbP) და ფეტალური ჰემოგლობინი
(HbF). HbP გვხვდება ადამიანის 7–12 კვირის ემბრიონის სისხლში, შეიცავს ორ α და ორ ε
ჯაჭვებს. ემბრიონის განვითარების მესამე თვეზე წარმოიქმნება HbF, რომელიც შეიცავს ორ
α და ორ γ ჯაჭვებს.
ა) ჰემოგლობინი

ბ) ჰემი

სურ.1. ჰემოგლობინის სტრუქტურა

ჰემოგლობინის ფუნქციაა ფილტვებსა და ქსოვილებს შორის O2-ის, CO2-სა და H+ იონების


გადატანა. Hb–ის ჟანგბადისადმი სწრაფვა დამოკიდებულია გარემოს pH-ზე, ხსნარში CO2-
ის კონცენტრაციასა და ზოგიერთი ფოსფორისშემცველი ორგანული ნაერთის არსებობაზე.
ცნობილია რომ Hb–ის O2-სადმი სწრაფვა მცირდება თუ მას დაუკავშირდება
ნახშირორჟანგი ან H+ იონი. სწორედ H+ იონების დაკავშირების უნარი განაპირობებს Hb–ის
ბუფერულ თვისებას.

ფილტვების ალვეოლებში Hb–ის მოლეკულიდან ჟანგბადის მიერ წყალბადისა და


ნახშირორჟანგის გამოძევებას, ხოლო ქსოვილებში ოქსიჰემოგლობინის მოლეკულიდან
CO2-სა და H+ იონების მიერ ჟანგბადის გამონთავისუფლებას ბორის ეფექტი ეწოდება.

Hb–ს ნაერთები:

არჩევენ ჰემოგლობინის შემდეგ სახეობებს:

ა. ოქსიჰემოგლობინი (HbO2) – ჰემოგლობინის მოლეკულის თითოეული ჰემ–ჯგუფის


რკინის ატომი შექცევადად იკავშირებს ჟანგბადის მოლეკულას. მთლიანად
ოქსიგენირებულ ჰემოგლობინს ეწოდება ოქსიჰემოგლობინი.
ბ. კარბამინოჰემოგლობინი (HbCO2) – წარმოიქმნება Hb–თან CO2-ის დაკავშირებისას.
გ. კარბოქსიჰემოგლობინი (HbCO)– ჰემოგლობინს უკავშირდება რა ოთხი მოლეკულა CO
(მხუთავი გაზი) წარმოიქმნება კარბოქსიჰემოგლობინი. ადამიანის ჰემოგლობინის სწრაფვა
CO–სადმი 200–ჯერ აღემატება მის სწრაფვას ჟანგბადისადმი (რაც გამოწვეულია
დაკავშირების სიმარტივით). მხუთავი გაზის შემცველი ჰაერის შესუნთქვის შემთხვევაში

2
სისხლში არსებული ჰემოგლობინის დიდი ნაწილი გარდაიქმნება კარბოქსი-
ჰემოგლობინად. აღნიშნულ შემთხვევაში აღარ წარმოიქმნება ოქსიჰემოგლობინი, რის
გამოც ირღვევა ფილტვებიდან ჟანგბადის გადატანა ქსოვილებისაკენ. ჟანგბადის
პარციალური წნევის გაზრდა იწვევს კარბოქსიჰემოგლობინის გადასვლას
ოქსიჰემოგლობინში.
დ. მეთჰემოგლობინი (Met-Hb) – ჰემოგლობინზე ძლიერი დამჟანგველების მოქმედების
შედეგად, როგორიცაა მაგ. აზოტის ოქსიდი, მიიღება მუქი მოყავისფრო შეფერილობის
მეთჰემოგლობინი, რომელშიც ჰემთან დაკავშირებული რკინის ვალენტობა 3–ის ტოლია.
გაზრდილი ვალენტობის გამო რკინის ატომი მტკიცედ იკავშირებს ჟანგბადის ატომს და
არ გასცემს მას, მაშინაც კი როცა სისხლის კაპილარებში გადის. ორგანიზმში ჩვეულებრივ
მეთჰემოგლობინი წარმოიქმნება მცირე რაოდენობთ და ფერმენტული გზით აღდგება
ჰემოგლობინამდე. მეთჰემოგლობინის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში
ვითარდება ჰიპოქსია, რაც მთავრდება სიკვდილით.

ჰემის შემცველი რთული ცილაა ასევე მიოგლობინი, რომელიც მოთავსებულია ჩონჩხის


კუნთებსა და გულის მიოკარდიუმში. მასში ჰემის სტრუქტურა იგივეა, რაც სისხლის
ჰემოგლობინში, ცილოვანი ნაწილი – გლობინი, წარმოდგენილია უფრო მცირე
მოლეკულებით. მიოგლობინის ფუნქცია იგივეა რაც ჰემოგლობინის, ე.ი. დაიკავშიროს
ჟანგბადი. ფიზიკური დატვირთვისას, კუნთების ძლიერი შეკუმშვა სისხლძარღვების
დახშობას იწვევს. ასეთ პირობებში კუნთის მოქმედება შესაძლებელია მიოგლობინთან
დაკავშირებული სამარაგო ჟაგბადის ხარჯზე.

Hb–ის ფუნქციაა ასევე: O2 ტრანსპორტირება, CO2 ტრანსპორტი და სისხლის ბუფერული


ტევადობის შენარჩუნება. ჯანმრთელი მამაკაცის სისხლში Hb–ის კონცენტრაცია შეადგენს
13,2–16,4გ/100მლ (საერთაშორისო სისტემის ერთეულებში 132–164გ/ლ), ხოლო
ჯანმრთელი ქალის სისხლში – 11,5–14,5 გ/100მლ (115–145გ/ლ) ერთეულს, რაც შეეხება
ბავშვებს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.

სისხლში Hb–ის კონცნეტრაციიის დაქვეითება წარმოადგენს ანემიის ძირითად


ლაბორატორიულ მაჩვენებელს. ამასთანავე Hb–ის შემცველობა ანემიის ფორმასა და
ხარისხზე დამოკიდებულებით ვარირებს ფართო საზღვრებში. ასე მაგ. სისხლნაკლებობის
ყველაზე გავრცელებული ფორმის – რკინადეფიციტური ანემიის დროს ავადმყოფების
უმრავლესობაში აღინიშნება Hb–ის შდარებით ზომიერი შემცირება (8,5–11,4 გ/100მლ ანუ
85–114გ/ლ), უფრო გამოხატული შემცირება (608,4გ/100მლ, ანუ 60–80გ/ლ) აღინიშნება
იშვიათად.

სისხლში ჰემოგლობინის მომატება შესაძლებელია შეინიშნოს მიელოპროლიფერაციული


დაავადებებისას სიმპტომური ერითროციტოზის დროს. ჰემოგლობინის შემცველობის
ფიზიოლოგიური გაზრდა დამახასიათებელია ახალშობილებისათვის.

3
ლაბორატორიული სამუშაო

საჭირო ხელსაწყოები:
ა. სალის ჰემომეტრი
ბ. პიპეტი
დ. მინის წკირი

Hb–ის კონცენტრაციის განსაზღვრა ხდება სალის ჰემომეტრის საშუალებით, რომელსაც გა-


აჩნია დანაყოფებიანი სინჯარა ერთეულისა და გრამი/პროცენტის აღნიშვნით. სალის ჰემო-
მეტრი შედგება შტატივისაგან, რომელსაც ზურგის მხარეს აქვს მქრქალი მინა. შტატივში
ჩადგმულია ორი მინის მილი, რომლებშიც ჩასხმულია სტანდარტული სითხე (1%–იანი
მარილმჟავა–ჰემატინი) და ორივე ბოლო დახურულია ყრუდ. სტანდარტებს შორის ჩადგ-
მულია ვიწრო სინჯარა, რომელსაც გააჩნია დანაყოფები: ერთი გამოხატავს Hb–ის რაოდე-
ნობას ერთეულებში, მეორე კი გ/%–ში. ჰემომეტრს თან ახლავს პიპეტი სისხლის ასაღებად,
მინის წკირი და პიპეტი მარილმჟავასათვის.

საჭირო რეაქტივები:

1. 0,1N HCl

ლაბორატორიული სამუშაოს მსვლელობა:


სალის ჰემომეტრის დანაყოფიან სინჯარაში მე–10 დანაყოფამდე ვასხამთ 0,1N HCl ხსნარს.
სალის პიპეტის საშუალებით ვიღებთ სისხლს 20მმ3 ნიშნამდე. სისხლს ვუშვებთ
დანაყოფიან სინჯარაში, სინჯარას შევანჯღრევთ და ვაყოვნებთ 5 წუთი. რის შემდეგაც
დანაყოფიან სინჯარაში, რომელიც შეიცავს 0,1N HCl ხსნარსა და საკვლევ ნიმუშს, ნელ–
ნელა წვეთ–წვეთობით ვამატებთ დისტილატს და ვურევთ პერმანენტულად მინის

4
წკირით. განზავება ხდება მანამდე, ვიდრე დანაყოფებიან სინჯარაში არსებული ხსნარი
ფერით არ გაუთანაბრდება სტანდარტების ფერს. ამის შემდეგ ვაკვირდებით, თუ რომელ
დანაყოფზე დგას ხსნარის ქვედა მენისკი. ეს რიცხვი იქნება საკვლევ ნიმუშში Hb–ის
პროცენტული რაოდენობის მაჩვენებელი.საერთაშორისო სისტემაში გადასასვლელად Hb–
ის რაოდენობა ისაზღვრება 1 ლიტრ სისხლზე გაანაგრიშებით, ამიტომ მიღებულ გ/%–ს
ვამრავლებთ 10–ზე.

You might also like