You are on page 1of 22

მნემონიკები და შემოკლებები

(აბრევიატურა)

• ABG
• VBG
• PE პულმონური ემბოლია
• ICP ინტრაკრანიალური წნევა
მჟავა - ტუტოვანი
მეტაბოლიზმი

ყოველ დღიურად ადამიანი გამოიმუშავებს დიდი


რაოდენობით მჟავებს, რომლებიც უნდა
ამოისუნთქოს, გამოყოს, დაშალოს ნეიტრალურ
მოლეკულებამდე, ან უნდა გაანეიტრალოს
ბუფერული სისტემით, რათა არ მოხდეს
ფატალური აციდოზი.

ჯანმრთელი ორგანიზმი ახერხებს მჟავა-ტუტოვანი


ბალანსის დაცვას: ფილტვების მიერ CO2-ის
ნახშირორჟანგის ნორმალური ექსკრეციით,
ორგანული მჟავების მეტაბოლური უტილიზაციით
(ათვისებით) და თირკმლის მიერ მეტაბოლური
ტერმინოლოგია

• აციდემია (აციდოზი) pH < 7.36


რესპირატორული PaCO2
მეტაბოლური HCO3-

• ალკალემია (ალკალოზი) pH > 7.44


რესპირატორული PaCO2
მეტაბოლური HCO3-

• აციდოზი პროცესი რომელიც ამცირებს ექსტრაცელულური


სითხის pH-ს (H+ ) (თუ კომპენსატორული არ იქნება).
• ალკალოზი პროცესია, რომელიც ზრდის ექსტრაცელულური
სითხის pH-ს (H+ ) (თუ კომპენსატორული არ იქნება).
ეს მჟავები სამი ძირითადი კლასისაა:

• ყოველდღიურად გამომუშავდება დაახლოებით 15,000 მმოლი ნახშიროჟანგი


(CO2), რომელიც უერთდება რა წყალს წარმოქმნის ნახშირმჟავას (H 2CO3).

• მეტაბოლური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება მრავალი ათასი მმოლ


ორგანული მჟავა, მაგალითად, რძემჟავას და ლიმონმჟავას და ა.შ. ეს მჟავები
მეტაბოლიზდება ნეიტრალურ პროდუქტებად (მაგალითად, გლუკოზა); CO2 და
წყალი. ჩვეულებრივ, ამ ორგანული მჟავების წარმოქმნისა და გამოყენების
ტემპები თანაბარია, ასე რომ მათი სტაბილური კონცენტრაცია უჯრედშიდა
სითხეში შედარებით დაბალია და სტაბილურია.

• ყოველდღიურად დაახლოებით 50 – დან 100 მკგ – მდე არახსნადი მჟავა


იწარმოება (უმეტესად ადამიანი რომელიც ტიპიურად იღებს გოგირდის შემცველ
საკვებს (ცისტეინი და მეთიონინი) და კათიონური (არგინინი და ლიზინი)
ამინომჟავების მეტაბოლიზმის შედეგად, წარმოქმნის 1 მლ.ექ.კგ/დღ H + იონებს.
იმისათვის რომ შენარჩუნდეს ბალანსი აუცილებლად უნდა გამოყოს საკვებით
მიღებული H+ იონები (ანუ აღდგეს HCO3- ). ასეთი კვებითი დატვირთვისას
კომპენსატორულად ერთ-ერთი დამხმარე გზა ამონიუმის წარმოქმნაა და
დისტალურ მილაკებში H+ ის იონების გამოყოფა, შესაბამისად გაიზრდება NH4-ის
გამოყოფა.
ნორაში, სტაბილური
მდგომარეობის დროს
თირკმელიდან H+ იონების
გამოყოფა რეგულირდება
პროქსიმალურ მილაკებში
HCO3- ის უკუშეწოვით და
დისტალურ მილაკებში
მჟავის და NH4-ის
გამოყოფით. (ნორმაში HCO3-
არის 24±2 მლ.ექ/ლ.)
თუ დაირღვა თირკმელბიდან H+
იონების გამოყოფა,
შეიცვლება უჯრედგარე
ანიონური სხვაობა Anion
Gap
ანიონური სხვაობის ნორმად ითვლება 8-16 მექ/ლ.
AG= Na+ - (Cl- + HCO3-)
ან
AG= (Na+ +K+) - (Cl- + HCO3-) ასეთ შემთხვევაში ნორმა
მცირდება 4 მექ/ლ.
ას გვეხმარება მეტაბოლური აციდოზის დიაგნოსტიკაში.
რუტინული ლაბორატორიული ტესტით ვიგებთ ნატრიუმის,
კალიუმის, ბიკარბონატების, ქლორის რაოდენობას. ას
წარმოადგენს ე.წ. “გაუზომავი” ანიონების (Unmeasured anions)
23 მექ/ლ შემცველობას. ნორმაში ასეთი ანიონები არის:
ძირითადად ალბუმინი (სისხლში ის უარყოფითად
დამუხტულია). ასევე ორგანული მჟავები, ფოსფატები და
სულფატები. ასევე ე.წ. მცირე კათიონები-კალციუმი,
მაგნიუმი 6-7 მექ/ლ. შესაბამისად
ას დაახლოებით უნდა იყოს 16 მექ/ლ (23-7=16).
გაზრდილი ანიონური
სხვობა

როცა მეტაბოლური აციდოზი წარმოდგენილია


გაზრდილი ას-ით ეს ნიშნავს, რომ HCl-ზე და HCO3-ზე
უფრო ძლიერი მჟავის კონცენტრაციაა სისხლში.
რომელიც გამოდევნის ქლორსაც და ბიკარბონატსაც.

ეს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა


იყოს!

• ლაქტაციდოზი-ქსოვილოვანი ჰიპოპერფუზია (შოკი).


• დიაბეტური (ან ალკოჰოლური) კეტოაციდოზი
• სალიცილატებით მოწამვლა.
• შიმშილი
ლაქტაციდოზი
• ლაქტაციდოზი A ტიპის
ვერ ხერხდება ქსოვილის O2 -ით მომარაგება. მაგ. შოკი, CO-
თი მოწამვლა, კრუნჩხვა.

• ლაქტაციდოზი B ტიპის
როდესაც ქსოვილი ვერ იყენებს მიტანილ O2-ს.
1. მაგ. HAART (ანტირეტროვირალური)-ის
მედიკამენტებით, დარიშხანით მოწამვლა;
2. დარღვეული კლირენსი მაგ. D-ლაქტატის წარმოქმნა,
ციროზი.
3. თირკმლის უკმარისობის დროს გამოყენებული
მეტფორმინი.
4. მოწამვლა ეთილენგლიკოლი, მეთანოლი,
სალიცილატები.
5. თირკმლის უკმარისობა.

You might also like