You are on page 1of 3

1

სისხლი
ს ი ს ხ ლ ი ორგანიზმის შინაგანი გარემოა. ორგანიზმში ასრულებს
მნიშვნელოვან უნქციებს: 1. მიაქვს უჯრედებთან საკვები ნივთიერებები, რომლებიც
მასში გადადიან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, 2.ამარაგებს ქსოვილებს
ჟანგბადით, ხოლო ქსოვილებიდან ფილტვებში გადააქვს ნახშირორჟანგი, 3. გადააქვს
გამომყოფ ორგანოებთან ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი არასაჭირო
ნივთიერებები, 4. ხორციელდება ორგანოთა სისტემების ჰუმორული რეგულაცია, 5.
ასრულებს დაცვით ფუნქციას, ლეიკოციტებს აქვთ ფაგოციტოზის უნარი, 6. აქვს
შედედების უნარი.
ადამიანის ორგანიზმში სისხლის საერთო რაოდენობა შეადგენს სხეულის
წონის 6-8%. 70კგ მასის მქონე ადამიანის სისხლლის რაოდენობა მიახლოებით
შეადგენს 5-6ლ. ჩვეულებრივ პირობებში სისხლის ძარღვებში ცირკულაციაში
იმყოფება მთელი სისხლის ნაწილი, დანარჩენი კი ომყოფება დეპოებში (ღვიძლი,
ელენთა).
სისხლი შ ე დ გ ე ბ ა სისხლის ფორმიანი ელემენტებისაგან (40-45%) და
სისხლის პლაზმისაგან (55-60%).
პლაზმის შემადგენლობაში შედის: 90% წყალი, 7-8% ცილები, 0,8%ცხიმები,
0,12% გლუკოზა, 0,9% მინერალური მარილები. პლაზმა სისხლის თხევადი გარემოა.
ის სისხლის პლაზმის დენადობას უწყობს ხელს. პლაზმაში არსებული ცილებია:
ალბუმინები - ოსმოსურ რეგულაცაში და სატრანსპორტო ფუნქციაში მონაწილეობენ.
გლობულინები - მონაწილეობენ იმუნურ რეაქციაში. ფიბრინოგენი და პროთრომბინი
მონაწილეობს სისხლის შედედებაში.
ფ ო რ მ ი ა ნ ელემენტებს მიეკუთვნებიან: ერითროციტები (წითელი
სხეულაკები), ლეიკოციტები (თეთრი სხეულაკები) და თრომბოციტები (სისხლის
ფირფიტები).
ე რ ი თ რ ო ც ი ტ ე ბ ი - წითელი ფერისაა და ორმხრივ ჩაზნექილ
დისკოსებურ უჯრედს წარმოადგენს. არ აქვს ბირთვი. წარმოიქმნებიან ძვლის წითელ
ტვინში. 1 მმ3 სისხლში 4,5-5,5 მილიონი ერითროციტია. მისი მთავარი ფუნქცია
ჟანგბადის ტრანსპორტირებაა, რომელიც ხორციელდება ერითროციტების
ზედაპირზე არსებული ცილოვანი პიგმენტის, ჰემოგლობინის მეშვეობით. ის შეიცავს
რკინის იონებს. ჰემოგლობინი ნახშირორჟანგის ტრანსპორტსაც უზრუნველყოფს.
ჟანგბადის ჰემოგლობინთან ნაერთს ოქსიჰემოგლობინი ეწოდება. ჟანგბადის
ნახშირორჟანგთან ნაერთს კი - კარბოგლობინი.
ლ ე ი კ ო ც ი ტ ე ბ ი - არ გააჩნიათ პიგმენტი და ამიტომ უფერული
უჯრედებია. ბირთვიანი უჯრედებია. მოზრდილი ადამიანის 1 მმ 3 სისხლში 4000-
2

10000ლეიკოციტია. მისი ფუნქციაა: 1.ფაგოციტოზი, 2. ანტისხეულთა პროდუქცია, 3.


ტოქსინების დაშლა. ლეიკოციტები იყოფა ორ ჯგუფად: მარცვლოვან
(გრანულოციტები) და უმარცვლო (აგრანულოციტები) ლეიკოციტებად.
გრანულოციტებია: ე ო ზ ი ნ ო ფ ი ლ ე ბ ი (მნიშვნელოვან როლს ასრულებენ
ცილოვანი წარმოშობის შხამებისა და უცხო ცილების დაშლაში), ბ ა ზ ო ფ ი ლ ე ბ ი
(შეიცავენ ჰეპარინის გრანულებს, მონაწილეობენ სისხლის შედედებაში), ნ ე ი ტ რ ო
ფ ი ლ ე ბ ი (მიკროფაგები - ასრულებენ ფაგიციტურ ფუნქციას და ანტისხეულების
გამოყოფას უზრუნველყოფენ).
აგრანულოციტებია: მ ო ნ ო ც ი ტ ე ბ ი (მაკროფაგები - გადადიან ანთების
არეში და გარდაიქმნებია ფაგოციტოზის უნარის მქონე უჯრედებად. ისინი ყველაზე
მსხვილი უჯრედებია) და ლ ი მ ფ ო ც ი ტ ე ბ ი (შეუძლიათ განახორციელონ
უჯრედული იმუნიტეტი და გამოიმუშაონ ანტისხეულბი. წარმოიქმნებიან ძვლის
ტვინში, ელენთაში, ლიმფურკვანძებში).
თ რ ო მ ბ ო ც ი ტ ე ბ ი - მეგაკარიოციტების (დიდი უჯრედების) უბირთვო
ფრაგმენტებია, სისხლის ფირფიტებია. მონაწილეობენ სისხლის შედედებაში-
კოაგულაციაში. მოზრდილი ადამიანის 1 მმ3 სისხლში 200000-400000 თრომბციტია.
თრომბოციტები სისხლის ძარღვიდან გამოსვლისას სწრაფად იშლებიან და ამ
დროს პლაზმაში გადადის სისხლის შედედებაში მონაწილე ფაქტორები. რაც იწვევს
პროთრომბინის თრომბინში გადასვლას, ეს კი ფიბრინოგენს(ხსნადი ნივთიერება)
გარდაქმნის ფიბრინად (უხსნადი ნივთიერება) და წარმოიქმნება კოლტი.
თრომბოციტების დაშლისას ასევე გამოიყოფა სისხლძარღვთა
შემავიწროვებელი ნივთიერება სეროტონინი.
ს ი ს ხ ლ ი ს ჯ გ უ ფ ე ბ ი - ერითროციტებში არსებობს 2 სახის
აგლუტინოგენი (ანტიგენი) ცილოვანი სტრუქტურა. - A და B. სხლის პლაზმაში არის
ორი სახი აგლუტინინი (ანტისხეული) - α და β. ერითროციტების აგლუტინაცია -
ჰემაგლუტინაცია, (შეწებება) ხდება იმშემთხვევაში თუ ერთი სახის აგლუტინინი და
აგლუტინოგენი შეხვდებიან ერთმანეთს. მაგ.α,Aდა β, B. ადამიანის სისხლში ეს
ფაქტორები არასოდეს არ არიან ასეთ კომბინაციაში, ამიტომ საკუთარი
ერითროციტების აგლუტინაცია არ ხდება.
ადამიანის სისხლის ჯგუფები
ჯგუფები აგლუტინოგენები - ანტიგენები აგლუტინინები-
(ერითროციტებში) ანტისხეულები
(პლაზმაში)
I O αβ
II A β
3

III B α
IV AB O
ადამიანთა 85% ის ერიტროციტებში აღმოჩენილია აგლუტინოგენების კიდევ
ერთი ჯგუფი - რეზუს ფაქტორი. ანტიგენის არსებობის შემთხვევაში სისხლი რეზუს
დადებითია - (Rh+), არ არსებობის შემთხვევაში კი - რეზუს უარყოფითი (Rh-). რეზუს
კონფლიქტი.

You might also like