You are on page 1of 4

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექონოლოგიების ფაკულტეტი


ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
სტუდენტი: ქეთევან ჯანგვალაძე

ფემინიზმი

რეფერატი სასწავლო კურსში: კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკა

საგნის ხელმძღვანელი: ნინო ტურაშვილი

თბილისი
2023

შესავალი ......................................................................................................................................2
1. თავი I ფემინიზმის არსი .......................................................................................................2
2. თავი II ფემინიზმის ჩამოყალიბება .....................…………………………………………3
3. თავი III არასწორი შეხედულებები ......................................................................................3
გამოყენებული ლიტერატურა...................................................................................................
შესავალი

თემის აქტუალურობა:

თემა დღეს-დღეისობით ძალიან აქტუალურია, საზოგადობაში არა-ერთ მცდარ


ინფორმაციას და შეხედულებებს ვაწყდებით. ადამინებისთვის ფემინისტების
რადიკალური პროტესტის ხერხები, რომელთა დემონსტრაციას ახდენენ აქციებზე
მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ასოცირდებია გარყვნილებასთან. კიდევ
არსებობს მრავალი არასწორი შეხედულება, როგორიცაა: ფემინისტი ქალები
განაწყენებული არიან კაცებზე ან და კაცთ-მოძულეები არიან, რათქმაუნდა ეს
მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინფორმაციის ზედაპირულ ცოდნაზე
მიუთუთებს.

თავი I ფემინიზმის არსი

ფემინიზმი არის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია


ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების
ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული
თუ სხვა.

ფემინიზმის სახეობები:

არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: ლიბერალური, რადიკალური, ეკოფემინიზმი,


ანტირასისტული, კულტურული, ნეოფემინიზმი, ჰუმანური, და ა.შ

მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა


თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის
თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა.
თავი II ფემინიზმის ჩამოყალიბება

ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი


თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის
ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის ,,ამერიკის დამოუკიდებლობის
დეკლარაცია’’ და 1789 წლის ,,ადამიანთა მოქალაქეობის დეკლარაცია ‘’ იყო.

მე-18 საუკუნეში ამბობდნენ რომ ქალები არსებითად ემოციების ქმნილებები არიან


და რომ მათ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ
ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური
აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად.

მე-18 საუკუნის ბოლოდან, როდესაც ქალთა უფლებების საკითხები


საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა, მნიშვნელოვანი იყო ქალთა საკითხების
წინ წამოწევა, მაგრამ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში კვალდაკვალ
დაიწყეს კერძო და საჯარო სივრცეებიდან ქალების განდევნა, ქალები კი
თანასწორობას ითხოვდნენ განათლებაზე, კერძო საკუთრების ქონაზე,
განქორწინებისთის და დაიწყეს ბროძოლა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ამერიკის
სეერთებულ შტატებში 1920წელს.

თავი III არასწორი შეხედულებები


ფემინისტებს უნდათ, რომ ქალებმა კაცები ჩაანაცვლონ და ყველა სფეროში მთავარ
როლს ქალები ასრულებდნენ?

არა, ეს მატრიარქატია და არა ფემინიზმი. ფემინიზმი არის ბრძოლა ქალების


უფლებებისთვის. ფემინისტები ქალების კაცებზე უპირატესობისთვის კი არა, მათთან
გათანაბრებული უფლებებისა და შესაძლებლობებისთვის იბრძვიან. ისინი
აპროტესტებენ ქალების დისკრიმინაციას და ჩაგვრას გენდერული ნიშნით. კანონის
წინაშე ქალი ისეთივე მოქალაქეა, როგორც კაცი, შესაბამისად, მასაც უნდა ჰქონდეს
ისეთივე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამოქალაქო უფლებები, როგორც კაცს.
ფემინიზმი არის ბრძოლა არა კაცების, არამედ პატრიარქატის წინააღმდეგ.
ფემინიზმი არც სექსუალური ორიენტაციით იზომება და არც შვილების
რაოდენობით.
არავინ ამტკიცებს, რომ კაცები და ქალები ერთნაირები არიან. რა თქმა უნდა,
ბიოლოგიურად ისინი განსხვავებულები არიან, თუმცა ამ განსხვავებულობის გამო
ქალს, როგორც მოქალაქეს, არ უნდა ჰქონდეს კაცისგან განსხვავებული უფლებები.
გამოყენებული ლიტერატურა

1. თავი პირველი; ფემინიზმი ; წყარო ; http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?


a=term&d=6&t=7152 ; https://www.instagram.com/grlzwave/
2. თავი მეორე; ფემინიზმის ჩამოყალიბება; წყარო ;
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7152
https://www.instagram.com/grlzwave/
3. თავი მესამე; არასწორი შეხედულებები; საზოგადოება ;

You might also like