You are on page 1of 15

ვღვდელემონაჭზონი

რ 4. არ.1 ებ 6.
L ზ 3. დ I, ზა. თ ი 2 ე

C65
CCე.

უს
/6
65

==
=
%

8
იიი,
ვლვდელეონაჯონი
სერაფიმე როუზი

თბილისი 3.
2002 #
„აბსურდისაგან გათავისუფლების გზა ერთადერთია - ჭეშმარიტება“.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

საქართველოს საპატრიარქო

ჩვენი საუკუნე, არსებითად, აბსურდის საუკუნეა. პოეტები და დრამატურგები, მხატვრები


და მოქანდაკეები აცხადებენ, რომ სამყარო არაორგანიზებული ქაოსია და ასევე ასახავენ მას
თავიანთ შემოქმედებაში. ყველა მიმართულების პოლიტიკოსები – მემარჯვენეები, მემარც-
ხენეები თუ ცენტრისტები ცდილობენ მსოფლიოში გამეფებულ ქაოსს რაღაც მოწესრიგებუ-
ლი სახე მისცენ; პაციფისტებსა და მილიტარისტებს ერთნაირად სჯერათ აბსურდი - თით-
ქოს უძლური ადამიანების ძალისხმევას შეუძლია გამოუვალი სიტუაციის გადალახვა, თა-
ნაც იმ საშუალებებით, რომლებსაც სინამდვილეში ყველაფრის დაღუპვა ძალუძთ. ფილო-
სოფოსები და სხვა, თითქოსდა პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი ადამიანები
სამთავრობო, სამეცნიერო და საეკლესიო წრეებში (თუ ისინი ვიწრო სპეციალობებს ან ბიუ-
როკრატიზმს არ ხმარობენ ფარად) მხოლოდ ადასტურებენ ერთ თეზისს: თანამედროვე ად-
ამიანის მდგომარეობა და მის მიერ შექმნილი სამყარო არანორმალურია. ისინი გვირჩევენ
თავი შევაფაროთ ჰუმანისტურ ოპტიმიზმს, რომელმაც კარგა ხანია საკუთარი თავის დის-
კრედიტირება მოახდინა, უიმედო სტოიციზმს, ბრმა ექსპერიმენტატორობას ან ირაციონა-
ლიზმს, ანდა გვეუბნებიან, რაღაც „რწმენას“ მიენდეთო.

მაგრამ ჩვენი დროის ხელოვნება, პოლიტიკა და ფილოსოფია ხომ ცხოვრების ანარეკლია


და, თუკი ისინი აბსურდულნი არიან, ეს ძირითადად იმის ბრალია, რომ თვითონ ცხოვრე-
ბა გახდა აბსურდული. ამ აბსურდულობის ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითს, ცხადია, ჰიტ-
ლერის „,ახალი წესრიგი“ წარმოადგენს, როდესაც „ნორმალური“, „ცივილიზებული“ კაცი
ერთსა და იმავე დროს ბახის დახვეწილი, შთაგონებული შემსრულებელი და მილიონობით
ადამიანის მაღალ კვალიფიციური ჯალათი იყო (ჰიმლერი). თვითონ ჰიტლერი აბსურდის-
ტი გახლდათ, არარაობიდან მსოფლიო ბატონობამდე ამაღლებული და მერე კვლავ არარად
ქცეული. თავის შემდეგ მან გაოგნებული სამყარო დატოვა, ასეთ „წარმატებას” კი მხოლოდ
იმიტომ მიაღწია, რომ იგი, კაცთა შორის ყველაზე ცარიელი, თავისი დროის სიცარიელის
განსახიერება იყო.

ჰიტლერის სიურრეალისტური სამყარო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მსოფლიო ჯერაც არ


გამოსულა აბსურდის ეპოქიდან. პირიქით, იგი იმავე სნეულებით არის შეპყრობილი,
თუმცა ავადმყოფობის განვითარების პროცესი „ნაკლებად შესამჩნევია. ად-ამიანებმა
გამოიგონეს იარაღი, რომელიც ნგრევის ნაცისტური სახარების მსგავსად კაცთა სულებში
გამეფებული ნიჰილიზმის ანარეკლია. და აი, ამ იარაღის ჩრდილქვეშ დგას
პარალიზებული ადამიანი ორ უკიდურესობას - გარეგან ძალასა და ისტორიაში უპრეცე-
დენტო უსუსურობას შორის. ამავე დროს ამა სოფლის ღატაკებმა და „ჩაგრულებმა“ გაიღ-
ვიძეს შეგნებული ცხოვრებისათვის და სიმდიდრისა და პრივილეგიების მოხვეჭაზე ზრუ-
ნავენ: ისინი კი, ვინც უკვე ფლობს მათ, (ცხოვრებას წარმავალ საგანთა თაყვანისცემაში
ფლანგავენ - მათ ან იმედგაცრუება ეუფლებათ და კვდებიან სასოწარკვეთილებისა და
მოწყენილობისგან, ანდა შლეგურ დანაშაულობებს სჩადიან. მსოფლიო თითქოს ორ ნაწი-
ლად გაიყო: ისინი, ვინც უაზრო, დამღუპველი ცხოვრებით ცხოვრობენ და ამას ვერც კი
გრძნობენ, და ისინი, ვინც ამას აცნობიერებენ, შედეგად კი ჭკუიდან შეშლასა და თვითმკვ-
ლელობამდე მიდიან.

ჩვენი დრო აბსურდის დროა, რომელშიც გვერდიგვერდ არსებობენ შეურიგებელი წი-


ნააღმდეგობები. ზოგჯერ ეს ერთი და იმავე ადამიანის სულშიც ხდება, როდესაც ყვე-
ლაფერი უაზრო ჩანს, ყველაფერი ინგრევა, რადგანაც ამ „ყველაფრის“ შემაერთებელი
ცენტრი დაკარგულია. ესეც არის, რომ ყოველდღიური ცხოვრება გარეგნულად თითქოს
ჩვეულებრივ მიდის, თუმცა მისი თავბრუდამხვევი ტემპი ეჭვს იწვევს. ისეთი შთაბე-
ჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანს შეუძლია „გაძლოს“, „გაქაჩოს“ დღიდან დღემდე.
ძნელია ამისთვის ვინმეს უსაყვედურო. თანამედროვე ცხოვრება მძიმე და ნაკლებად
საამურია, მაგრამ ის, ვინც აზროვნებს, ვინც სვამს კითხვას - რა იმალება სინამდვილეში
თანამედროვეობის მატყუარა საფარქვეშ ჩვენს უცნაურ სამყაროში, ვერასოდეს იგრძნობს
თავს ცოტათი მაინც მყუდროდ, ვერასოდეს მიიღებს ამ სამყაროს, როგორც „ნორმალურს“.

მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არანორმალურია. როგორც არ უნდა ცდებოდნენ


„პროგრესული“ პოეტები, მხატვრები და მოქანდაკეები, რა გაზვიადებასა და წინააღმდეგო-
ბებშიც არ უნდა ვარდებოდნენ, რა მცდარ ახსნა-განმარტებებსაც არ უნდა გვთავაზობდნენ,
ერთ რამეში მაინც მართლები არიან: თანამედროვე მსოფლიოში რაღაც „მთლად რიგზე ვერ
არის“. ესაა პირველი, რისი სწავლაც აბსურდისტებისგან შეგვიძლია.

აბსურდიზმი არის სიმპტომი, რომელიც იმაზე მეტყველებს, თუ როგორია თანამედროვე


ადამიანის სულიერი მდგომარეობა. საერთოდ, შესაძლებელია კი აბსურდის გაგება?
აბსურდი თავისი არსით მხოლოდ უპასუხისმგებლო ან სოფისტურ მიდგომას ემორჩი-
ლება, და ასეთ მიდგომას ვაწყდებით არა მარტო აბსურდიზმით შეპყრობილ ადამიანებთან,
არამედ ე.წ. სერიოზულ მოაზროვნეებთან და კრიტიკოსებთან, რომლებიც აბსურდის ახს-
ნას ან გამართლებას ცდილობენ. „ეგზისტენციალიზმის“ მანიფესტების უმრავლესობიდან,
ასევე თანამედროვე ხელოვნებისა და დრამატურგიის კრიტიკული გამოკვლევებიდან ჩანს,
რომ მათში სრულიად უარყოფილია აზროვნების უნარი, მკაცრი კრიტერიუმები კი რაღაც
ბუნდოვანი „სიმპათიებით“ თუ „შთაგონებებით“ იცვლება, ანდა ზელოგიკური (თუ არა
ალოგიკური) მტ კიცებულებებით, რომელთა შორისაა „დროის სულისკვეთება“,
გაურკვეველი „ხელოვნების“ იმპულსები ანდა ინდეტერმინირებული1 „შე-მეცნება“. მაგრამ
ეს მტკიცებულებები არ გახლავთ: უკეთეს შემთხვევაში ესაა რაციონალი-ზმის ნაყოფი,
უარესში კი – უბრალო ჟარგონი. თუ ამ გზით ვივლით, ჩვენ უფრო ღრმად „შევითვისებთ“
აბსურდისტულ ხელოვნებას, მაგრამ საეჭვოა, მისი უკეთ გაგება მოვახერ-ხოთ. თუმცა არა
მგონია, აბსურდიზმის გაგება საერთოდ შესაძლებელი იყოს, თუ მისივე ტერმინების წრეში
დავრჩებით, რადგანაც გაგება გააზრებას ნიშნავს, გააზრება კი აბსურ-დის საპირისპირო
რამ არის. თუკი ჩვენ აბსურდიზმის გაგება გვსურს, მას გარედან უნდა შევხედოთ და ხედ-
ვის ისეთი კუთხე ავირჩიოთ, საიდანაც სიტყვა ,,გაგება“ მოდის. მხოლოდ ამ გზით შევძ-
ლებთ ინტელექტუალური ბურუსის გაფანტვას, რომლითაც აბსურდიზმი თავის თავს მო-
სავს და, ამგვარად, ყოველგვარ გონივრულ მიდგომას გონებაზე მიტანილი იერიშით იგე-
რიებს. ერთი სიტყვით, აბსურდიზმს იმ სარწმუნოების კუთხიდან უნდა შევხედოთ, რომე-
ლიც აბსურდისტების რწმენის საპირისპიროა, და შევეცადოთ შევუტიოთ იმ ჭეშმარიტების

1
ინდეტერმინირებული - დეტერმინიზმი (ლათ.) - განსაზღვრა, დადგენა; ინდეტერმინიზმი - ფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც უარყოფს
საყოველთაო კანონზომიერებას და მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს,
სახელით. რომელსაც იგი უარყოფს. მაშინ კი აღმოვაჩენთ, რომ აბსურდიზმი, თავისი ნების
საწინააღმდეგოდ, ადასტურებს - მოდი, თავიდანვე ვთქვათ - ქრისტიანულ რწმენა და ჭეშ-
მარიტებას.

აბსურდის ფილოსოფია ორიგინალურს არაფერს წარმოადგენს - იგი სრული უარყოფაა და


მისი ხასიათი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რის უარყოფას ცდილობს ეს ფილო-
სოფია. პრინციპში, აბსურდი შეუძლებელია იმასთან კავშირის გარეშე, რაც აბსურდად არ
ითვლება. ის ფაქტი, რომ სამყარომ ყოველგვარი აზრი დაკარგა, მხოლოდ იმ ადამიანებისა-
თვის შეიძლება იყოს გასაგები, ვისაც ოდესღაც სჯეროდა, რომ სამყაროს აქვს რაღაც აზრი,
და ჰქონდა კიდევაც საამისო საფუძველი. აბსურდიზმის გაგება შეუძლებელია ქრისტიანუ-
ლი ფესვების გათვალისწინების გარეშე.

ქრისტიანობა, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით, არის საზრისიანობა, რამეთუ ქრი-


სტიანების ღმერთი არის ყოველივეს მბრძანებელი სამყაროში - როგორც მის (ღმერთს)
გარეთ, ისე მის შიგნით; ესაა ის, ვინც არის დასაბამი და დასასრული ყოველი ქმნილისა.
ქრისტიანი, რომელსაც გულწრფელად სწამს ღმერთი, ხედავს ამ ღმრთაებრივ კავშირს თა-
ვისი ცხოვრებისა და აზროვნების ყველა სფეროში. აბსურდისდისთვის ყველაფერი ირღ-
ვევა, მისი საკუთარი ფილოსოფიის ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ ხანმოკ-
ლე მოვლენა, ქრისტიანისათვის კი ყველაფერი კავშირშია და ყველაფერი შესაბამისობაშია
ერთმანეთთან, თვით სრულიად შეუთავსებელი საგნებიც კი. აბსურდის უაზრობა, ბოლოს
და ბოლოს, უფრო მაღალი საზრიანობის ნაწილია (ასე რომ არ იყოს, აბსურდიზმზე ლაპა-
რაკი აღარც ეღირებოდა).

მეორე სიძნელე, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, კვლევასთან მიდგომას ეხება. არ არის საკმა-
რისი - თუკი მართლა გვსურს აბსურდიზმის გაგება - უარვყოთ იგი მისი მცდარობისა და
საკუთარ თავთან წინააღმდეგობრიობის გამო. ცხადია, არც ერთი საღად მოაზროვნე ადამი-
ანი არ დაიწყებს აბსურდიზმის პრეტენზიების განხილვას ჭეშმარიტებაზე. რომელი მხრი-
დანაც არ უნდა მივუდგეთ საკითხს, აბსურდისტული ფილოსოფია საკუთარ თავს უპირის-
პირდება. იმისათვის, რომ რაღაცის უაზრობა ვაღიაროთ, ის მაინც უნდა გვჯეროდეს, რომ
ჩვენს მიერ წარმოთქმული თვითონ ეს ფრაზა ნამდვილად არის ახრიანი - აქედან ცხადია,
რომ არ შეიძლება აბსურდიზმი სერიოზულად აღვიქვათ, როგორც ფილოსოფია. შემდგომ-
ში დავინახავთ, რომ აბსურდიზმი არის არა ინტელექტის ნაყოფი, არამედ ნებისყოფის
პროდუქტი.

აბსურდის ფილოსოფია, რომელსაც ხელოვნების მრავალი ნიმუში შეიცავს, მაგრამ მათში


პირდაპირ არ აისახება, უშუალოდ გადმოცემულია ნიცშესთან. ნიცშეს ნიჰილიზმი ის ძი-
რია, საიდანაც აბსურდიზმის ხე აღმოცენდა. ნიცშესთან შეგვიძლია მთელი ამ ფილოსოფი-
ის ამოკითხვა, მის უფროს თანამედროვესთან, დოსტოევსკისთან კი ნიჰილიზმის საშინე-
ლი შედეგების აღწერას ვხვდებით - ამ შედეგების განჭვრეტა ნიცშეს არ შეეძლო, რადგანაც
იგი ბრმა იყო ქრისტიანობის ჭეშმარიტების მიმართ. ამ ორ მწერალთან, გარდატეხის მომე-
ნტში რომ ცხოვრობდნენ - ორი სამყაროს მიჯნაზე, როდესაც ქრისტიანობაზე დაფუძნებუ-
ლი საზრისიანი სამყარო შეირყა და გაჩნდა ქრისტეს უარყოფაზე დაფუძნებული აბსურდის
სამყარო, ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც აუცილებელია აბ-
სურდიზმის გაგებისთვის.

აბსურდიზმის გამოცხადება, რომელიც აქამდე კარგა ხანია იატაკქვეშ მწიფდებოდა, ნიცშეს


ორი შოკისმომგვრელი ფრაზით მოხდა, ასე ხშირად რომ მოჰყავთ ციტატების სახით: “ღმე-
რთი მკვდარია“, – რაც უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მკვდარია ღმერთის რწმენა თანამედ-
როვე ადამიანთა სულებში; და „,ჭეშმარიტი სარწმუნოება არ არსებობს“, - ეს კი გულისხ-
მობს, რომ კაცობრიობამ დაუტევა ჭეშმარიტება, რომელიც მას ღმერთმა გამოუცხადა და
რომელსაც ოდესღაც ევროპული აზროვნება ეფუძნებოდა. ორივე ეს მტკიცება სამართლი-
ანია ათეისტებისა და სატანისტების მიმართ: ისინი ადასტურებენ, რომ კმაყოფილნი - მე-
ტიც, ბედნიერნი არიან სარწმუნოების არარსებობისა და ჭეშმარიტების უარყოფის პირობე-
ბში. ასევე სამართლიანია ეს მტკიცება ნა კლებად პრეტენზიულ უმრავლესობასთან მიმარ-
თებაში: მისთვის სულიერი რეალობის განცდა უბრალოდ გამქრალია; ეს კი ამ რეალობის
მიმართ გულგრილობაში ანდა ცრურელიგიების სიმრავლეში აისახება, რის მიღმაც ისევ და
ისევ ჭეშმარიტებისადმი გულგრილობა იმალება. მაგრამ სულ უფრო მცირერიცხოვან მორ-
წმუნეებსაც კი (რომელთა გუნდიც თანდათან დნება როგორც გარეგნულად, ისევე შინაგა-
ნად), ვისთვისაც ის სოფელი უფრო რეალურია, ვიდრე ეს ცხოვრება, „ღმერთის სიკვდილი“
ღრუბელივით აწვებათ და წუთისოფელი კიდევ უფრო უცხოდ და უცნაურად ესახებათ.
თავის ,,ძალაუფლების წყურვილში“ ნიცშემ მოკლედ გადმოსცა ნიჰილიზმის არსი: ,,რას
ნიშნავს ნიჰილიზმი? - იმას, რომ უმაღლესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ ღირებულე-
ბას. მიზანი არ არსებობს, არ არსებობს პასუხი კითხვაზე: „რატომ?“

მოკლედ, ყველაფერი საეჭვო ხდება. საოცარ რწმენას ვხედავთ წმ. მამებთან და ყველა
ჭეშმარიტ მორწმუნესთან, როდესაც ყველაფერი - აზრიცა და ცხოვრებაც - ღმერთთან
მიმართებაში აღიქმება, როდესაც ყველაფრის დასაბამად და დასასრულად იგი ჩანს, როდე-
საც ყველაფერი მიიღება, როგორც მისი ნება. ეს რწმენა, ოდესღაც რომ აერთიანებდა სამყა-
როს, საზოგადოებასა და ადამიანს, დღეს გაქრა, ხოლო კითხვები, რომლებზეც ადამიანები
ადრე პასუხს ღმერთისგან ღებულობდნენ, უმრავლესობისთვის ახლა უკვე უპასუხოდ
რჩება.

არსებობდა უაზრობის სხვა ფორმებიც, დღევანდელი ნიჰილიზხმისა, და აბსურდიზმისა-


გან განსხვავებული, და საზრისიანობის სხვა სახეებიც, გარდა ქრისტიანობისა. ამ ფორ-
მებში კაცის ცხოვრება ახრიანი ან უაზრო ხდება მხოლოდ რაღაც გარკვეულ ხარისხამდე.
მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ტრადიციულ ინდუისტურ ან ჩინურ რელიგიებს მის-
დევენ, ჭეშმარიტებისა და მშვიდობის რაღაც ნაწილს ღებულობენ – მაგრამ არა აბსოლუტ-
ურ ჭეშმარიტებას და არა იმ მშვიდობას, რომელიც , „ჰმატს ყოველთა გონებათა “ (ფილ.4.7).
ის, ვინც პირობით თავისუფლებას კარგავს, ყველაფერს არ კარგავს, როგორც ეს ქრისტია-
ნობისაგან განვრდომილთ ემართებათ.

მხოლოდ ქრისტიანული ღმერთია ერთდროულად ყოვლადძლიერი და ყოვლადმოწყალე,


მხოლოდ ქრისტიანულმა ღმერთმა, როგორც მოყვარულმა მამამ, აღუთქვა ადამიანებს
უკვდავება, და თავისი ხელმწიფებით განუმზადა სამეფო, სადაც მკვდრეთით
აღდგომილნი საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებენ. ეს ღმერთი და მისი აღთქმა
ჩვეულებრივი კაცობრივი გონებისათვის იმდენად დაუჯერებელი ჩანს, რომ ადამიანი,
რომელმაც იწამა იგი და შემდეგ განუდგა, ვერასოდეს შეძლებს ირწმუნოს რაიმე ოდნავ
მაინც სრულფასოვანი. სამყარო, საიდანაც ასეთი ღმერთი მიდის, ადამიანი, რომელ-შიც
ასეთი იმედი ქრება. აბსურდულია იმათი თვალთახედვით, ვინც ეს იმედგაცრუება გა-
დაიტანა.

„ღმერთი მკვდარია“, „ჭეშმარიტება არ არსებობს“ - ორივე ეს ფრაზა სამყაროს აბსურდად


გამოცხადებას შეიცავს: სამყაროს ცენტრში აღარ დგას ღმერთი, მისი ადგილი „არაფერმა“
დაიკავა. მაგრამ სწორედ აქ, აბსურდიზმის გულისგულში, ყველაზე თვალსაჩინოა, თუ
რამდენად დამოკიდებულია იგი ქრისტიანობაზე. ქრისტიანული დოქტრინის ერთ-ერთი
მთავარი დებულებაა creatio ex nihilo: ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა არა თავისი თავისგან,
არა წინარეარსებული მატერიისგან, არამედ არაფრისგან. აბსურდისტი, ისე რომ არ ესმის
ეს პრინციპი, მის ჭეშმარიტებას ადასტურებს, ოღონდ ამახინჯებს და პაროდიას ქმნის მის-
გან, ცდილობს ქმნილის ანნიჰილირებას2, აბრუნებს სამყაროს სწორედ იმ არაფერში, სა-
იდანაც ღმერთმა მას აღმოუწოდა. ამის დანახვა შეიძლება აბსურდისტების მტკიცებაშიც.
რომ ყოველივეს ცენტრში სიცარიელე დგას, და მათთვის დამახასიათებელ რწმენაშიც, რომ
2
ანნიჰილირება (ლათ.) - არარად ქცევა, გაქრობა.
ადამიანისა და მისი სამყაროსათვის უმჯობესი იქნებოდა, საერთოდ არ ეარსებათ. ეს მცდე-
ლობა ანნიჰილაციისა, ეს რწმენა უფსკრულისა, რომელიც აბსურდისტთა სწავლების საფუ-
ძველში დევს, თავის ხელშესახებ ფორმას იღებს იმ ატმოსფეროში, რომელიც აბსურდული
ხელოვნების ნიმუშებშია გამეფებული. იმათ შემოქმედებაში, ვისაც თავისუფლად შეგვიძ-
ლია ჩვეულებრივი ათეისტები ვუწოდოთ - მაგალითად, ჰემინგუეი, კამიუ და მრავალი
სხვა (ვისი ხედვაც სიტუაციის გამოუვალობის შეგნებაზე შორს ვერ მიდის და ვისი სიმტკი-
ცეც ერთგვარ სტოიციზმს ვერ სცდება, როდესაც ადამიანი ცდილობს თვალი გაუსწოროს
მწარე სინამდვილეს) სიცარიელის ატმოსფერო გადმოიცემა მოწყინებისა და სასოწარკვე-
თილების პრიზმაში, თუმცა ეს უკანასკნელი აუტანელი არ არის: აქვეა იმის განცდა, რომ
„არაფერი ხდება“. მაგრამ არსებობს აბსურდისტული ხელოვნების სხვა სახეც. რომელშიც
გამოუვალობის განწყობას ემატება რაღაც გამოუცნობი ელემენტი, ბუნდოვანი მოლოდინი
იმისა, რომ იმ აბსურდულ სამყაროში, სადაც პრინციპში „არაფერი ხდება“, ამავე დროს
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. ასეთ: ხელოვნებაში რეალობა ლამის კოშმარად იქცეს, მი-
წა კი - უცხო პლანეტად, რომელზეც ადამიანები მსხემობენ - არა იმდენად იმედწართმეუ-
ლნი, რამდენადაც გზააბნეულნი. მათ ყველაფრის რწმენა დაკარგული აქვთ, აღარ იციან
სად არიან, რას დაეძებენ, ვინ არიან? ერთადერთი, რაშიც დარწმუნებულნი არიან, ისაა,რომ
ღმერთი არ არსებობს. ასეთია კაფკას, იონესკოს, უფრო ნაკლებად მკვეთრი ფორმით - ბე-
კეტის უცნაური სამყარო. იგივე ითქმის უამრავ კინოფილმზე, ისეთებზე, როგორიცაა „გა-
სულ ზაფხულს მარიენბადში“. ელექტრონულ და სხვა ტიპის „ექსპერიმენტულ“ მუსიკაზე,
ხელოვნების ყველა სფეროში გამეფებულ სიურრეალიზმზე. ასევე თანამედროვე ფერწერა-
სა და ქანდაკებაზე - განსაკუთრებით ფსევდორელიგიური ხასიათის ნაწარმოებებზე, რომ-
ლებშიც ადამიანი ასახულია რაღაც წინარეადამიანურ ანდა დემონურ არსებად, უცნობი სი-
ღრმეებიდან რომ ამოტივტივებულა. ეს სწორედ რომ ჰიტლერის სამყაროა, რადგანაც მისი
მეუფება იყო იმის სრული პოლიტიკური განხორციელება, რასაც ჩვენ აბსურდის ფილოსო-
ფიას ვუწოდებთ.

ასეთი ატმოსფერო მაშინ ჩნდება, როდესაც „ღმერთის სიკვდილი“ ხელშესახები ხდება. ნი-
შანდობლივია, რომ ნიცშე იმავე აბზაცში, სადაც ამ შლეგისაგან პირველად ვიგებთ, რომ
„ღმერთი მოკვდა“, გადმოსცემს აბსურდისტული ხელოვნების მთელ მსოფლმხედველობას:
ჩვენ მოვკალით იგი (ღმერთი) – მე და შენ? ყველანი ღმერთის მკვლელები ვართ. მაგრამ
როგორ? განა შეგვიძლია ზღვის დალევა? საიდან მოვიტანეთ ჩვარი, რომლითაც ჰორიზონ-
ტი წავშალეთ? რა ჩავიდინეთ, როდესაც ეს დედამიწა მზეს მოვწყვიტეთ? საით მიფრინავს
იგი ახლა? ჩვენ საითღა მივფრინავთ? ყველა მზისაგან შორს? ყოველთვის ყირამალა? უკან,
გვერდით, წინ, ყველა მიმართულებით? საერთოდ, არსებობს კი მიმართულება ზევით და
ქვევით? იქნებ უსასრულო არაფერში დავეხეტებით? ან იქნებ სახეში სიცარიელე გვიყურ-
ებს? განა უფრო მეტად არ აცივდა? განა ღამე უფრო არ ბნელდება, უფრო და უფრო მეტი
უკუნი არ ისადგურებს?“

ასეთია აბსურდული პეიზაჟი - პეიზაჟი, სადაც არც ზედა შრე არსებობს და არც ქვედა, არც
სიმართლე და არც ტყუილი, არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, რადგანაც საზოგადოდ
აღიარებული ორიენტირები და კარგულია. სხვა, უფრო უშუალო და პირადული გამოხატ-
ულება აბსურდიზმის თეორიამ ივანე კარამაზოვის სასოწარკვეთილ შეძახილში ჰპოვა:
,,თუკი უკვდავება არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია“. ზოგიერთს ეს შეიძ-
ლება _ თავისუფლების ყივილად მოეჩვენოს, მაგრამ ყოველმა, ვინც ღრმად დაფიქრებულა
სიკვდილის რაობაზე, ანდა საკუთარი გამოცდილებით შეჯახებია გარდაუვალი აღსასრუ-
ლის რეალურ განცდას, იცის, რა არის ეს. აბსურდისტი, თუმცა უარყოფს უკვდავებას, იმას
მაინც აღიარებს, რომ ეს უმთავრეს საკითხს წარმოადგენს - ამას კი ჰუმანისტების უმრავ-
ლესობა ვერ მიხვდა, რადგანაც გაუთავებლივ თავს არიდებდნენ ამ კითხვას. მაგრამ ამ საკ-
ითხის მიმართ გულგრილი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო, თუ არა გაქვს არავითარი სიყვა-
რული ჭეშმარიტებისა ანდა თუკი ეს სიყვარული ცრუ და წარმავალი საგნებითაა დაჩრდი-
ლული: როდესაც ადამიანები ჭეშმარიტების ნაცვლად ტკბობას, ბიზნესს, კულტურას, ამ-
სოფლიურ მეცნიერებებს ანდა რაიმე მსგავს საგნებს სცემენ თაყვანს. კაცის ცხოვრების
აზრი კი სინამდვილეში იმაზეა დამოკიდებული, სწორია თუ არასწორი სწავლება ადამი-
ანის უკვდავების შესახებ.

აბსურდისტს მიაჩნია, რომ ეს სწავლება მცდარია. ესაა ერთ-ერთი მიზეზი. თუ რატომ არის
მისი სამყარო ესოდენ უცნაური: მასში არ არსებობს იმედი, სიკვდილი მისი უმაღლესი
ღვთაებაა. აბსურდიზმის აპოლოგეტები. ჰუმანისტური სტოიციზმის აპოლოგეტების მსგა-
ვსად, ამ შეხედულებაში ხედავენ „სიმამაცეს“ - „სიმამაცეს“ იმ ადამიანებისა, რომლებსაც
სურთ იცხოვრონ საუკუნო ცხოვრების „ნუგეშის“ გარეშე. ისინი ზემოდან უყურებენ მათ,
ვისაც მიწაზე თავისი საქციელის გასამართლებლად ზეციური ჯილდო სჭირდება; ფიქრო-
ბენ, რომ არ არის აუცილებელი სამოთხე და ჯოჯოხეთი იმისათვის, რომ მიწაზე „ცხოვ-
რების კეთილი წესი“ აირჩიო. მათი ეს საბუთები სარწმუნოდ მიაჩნია ბევრ ისეთ ადამი-
ანსაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს და, ამის მიუხედავად, მზად არის უარყოს
წარმოდგენა საუკუნო ცხოვრების შესახებ „ეგზისტენციალური“ თეორიის სასარგებლოდ,
რომლის მიმდევრებსაც მხოლოდ და მხოლოდ აწმყო სწამთ.

ამგვარი საბუთები ყველაზე უარესი თავის მოტყუებაა, ესაა კიდევ ერთი ნიღაბი, რომლი-
თაც ადამიანები სიკვდილის სახეს ფარავენ. დოსტოევსკი სავსებით მართალი იყო, როდე-
საც ადამიანის უკვდავებას მთავარ ადგილს უთმობდა თავის პირად ქრისტიანულ მსოფ-
ლმხედველობაში. თუ კაცი ბოლოს და ბოლოს არარად უნდა იქცეს, მაშინ აბსოლუტურად
სულერთია, როგორ ატარებს ამ ცხოვრებას, რამეთუ არც ერთ მის საქციელს საბოლოო ჯამ-
ში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, და ყოველგვარი მსჯელობა იმაზე, რომ „ცხოვრება
ასი პროცენტით უნდა გამოიყენო“, ფუჭია და უსარგებლო. სრულიად უეჭველია, რომ „თუ
უკვდავება არ არსებობს, მაშინ ეს სოფელი აბსურდულია და ყველაფერი ნებადართულია“,
და საერთოდ არაფრის გაკეთება არ ღირს. სიკვდილის მტვერი აჭკნობს ყოველ სიხარულს
და აშრობს ყოველ ცრემლს, რამეთუ ისინი არავისთვის საჭირონი არ არიან. ასეთი სამყარო,
მართლაც, უმჯობესი იქნებოდა არც კი არსებულიყო. ამსოფლად არაფერს - არც სიყვარ-
ულს, არც სიმართლეს, არც სიწმინდეს - სულ მცირე ღირებულება ან სულ მცირე მნიშვნე-
ლობაც კი არ გააჩნია. თუკი ადამიანი სიკვდილის შემდეგაც არ აგრძელებს ცხოვრებას. იმ-
ან, ვინც აპირებს „ცხოვრების კეთილი წესი“ აირჩიოს - იმ ცხოვრებისა, რომელიც მისი სიკ-
ვდილისთანავე დასრულდება, უბრალოდ, არ იცის, რას ამბობს: მისი სიტყვები არის კარი-
კატურა ქრისტიანულ სიმართლეზე, რომელიც მარადიულ ცხოვრებაში განხორციელდება.
ადამიანის ნამოქმედარს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ იგი უკვდავია, რადგან
მაშინ მისი ყოველი საქციელი სიკეთის ან ბოროტების თესლი ხდება - ეს თესლი ამ ცხოვრ-
ებაში იყრება, მაგრამ მოსავლის აღება უ კვე მომავალ ცხოვრებაშია შესაძლებელი. მეორე
მხრივ, ისინი, ვისაც ჰგონია, რომ სათნოება ამ ცხოვრებაში იწყება და მთავრდება, პრაქტი
კულად არაფრით განსხვავდებიან მათგან, ვინც ფიქრობს, რომ სათნოება საერთოდ არ არ-
სებობს. მათ ერთმანეთისგან სულ ერთი ნაბიჯი ჰყოფს, ამასთან, როგორც თვალნათლივ
მოწმობს ჩვენი საუკუნის ისტორია, ესაა ლოგიკური ნაბიჯი, რომელსაც ადამიანები ძალიან
იოლად დგამენ.

იმედგაცრუება ერთგვარად მაინც სჯობია თავის მოტყუებას. მართალია, იმედგაცრუებამ


შეიძლება სიგიჟე და თვითმკვლელობა გამოიწვიოს, მაგრამ მას გამოღვიძებამდე მიყვანაც
ძალუძს. ევროპა ხუთი საუკუნის მანძილზე იტყუებდა თავს, ცდილობდა რა ჰუმანიზმის,
ლიბერალიზმისა და ფსევდოქრისტიანულ ფასეულობათა დამკვიდრებას; ამის საფუძვლ-
ად კი ქრისტიანული ჭეშმარიტებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას იღებდა, რომელ-
იც სულ უფრო მეტად იკრებდა ძალას. აბსურდიზმი ამ გზის დასასრულია, ესაა ლოგიკუ-
რი დაგვირგვინება ჰუმანისტთა მცდელობისა - როგორმე შეარბილონ და კომპრომისამდე
დაიყვანონ ჭეშმარიტება. რათა შეიძლებოდეს მისი შერიგება თანამედროვე საერო ფასეუ-
ლობებთან. აბსურდიზმი გახდა უკანასკნელი მტკიცება ან იმისა, რომ ქრისტიანობა აბსო-
ლუტურია და კომპრომისებზე არ მიდის, ან კიდევ იმისა, რომ ჭეშმარიტება საერთოდ არ
არსებობს. ხოლო თუ ჭეშმარიტება არ არსებობს, თუ ქრისტიანული ჭეშმარიტება სიტყვა-
სიტყვით და აბსოლუტურად არ არის გაგებული, თუ ღმერთი მკვდარია და არც უკვდავება
არსებობს, მაშინ ეს სოფელი იმით შემოიფარგლება, რასაც ჩვენ ვხედავთ, - და მაშინ იგი
აბსურდია, ჯოჯოხეთია. აქედან ცხადია, რომ აბსურდისტული მსოფლმხედველობა ერთ-
გვარი გამჭრიახობით გამოირჩევა: იგი ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის დებულებებიდან
ისეთ დასკვნებს აკეთებს, რომელთა დანახვაც თვითონ ჰუმანისტებმა და ლიბერალებმა
ვერ შეძლეს. არ შეიძლება აბსურდიზმი უბრალო უაზრობად მივიჩნიოთ: იგი იმ მოსავლის
ნაწილია, რომლის თესლსაც - კომპრომისებისა და ქრისტეს ჭეშმარიტების ღალატის
თესლს - ევროპელები საუკუნეთა მანძილზე ყრიდნენ. თუმცა არც გადაჭარბება იქნება
სწორი, როგორც ამას აბსურდიზმის აპოლოგეტები სჩადიან: ანუ მასში და მის მონათესავე
ნიჰილიზმში ოდესღაც მივიწყებულ ჭეშმარიტებებთან ანდა უფრო ღრმა მსოფლაღქმასთან
დაბრუნების დანახვა. ცხადია, აბსურდისტი გაცილებით რეალისტურად უყურებს ცხოვ-
რების ბოროტ, ნეგატიურ მხარეს და იმას, თუ როგორ ვლინდება იგი სამყაროსა და ადამი-
ანში, მაგრამ ეს არც ისე ბევრია, თუ აბსურდიზმისა და ჰუმანიზმის გამაერთიანებელ უდი-
დეს შეცდომებს გავიხსენებთ. ორივე ეს მსოფლმხედველობა შორს არის ღმერთისგან - ღმე-
რთი კი ერთადერთია, ვინც ამა სოფელს აზრს ანიჭებს. ამიტომ ვერც აბსურდიზმი და ვერც
ჰუმანიზმი ვერავითარ წარმოდგენას ვერ გვიქმნის სულიერ ცხოვრებასა და სულიერ გამო-
ცდილებაზე, რომელსაც მხოლოდ ღმერთი იძლევა; ორივე სრულიად უვიცია რეალობისა
და კაცობრიობის გამოცდილების ფლობის თვალსაზრისით, ორივე მათგანს ერთობ პრიმი-
ტიული წარმოდგენა აქვს სამყაროსა და, განსაკუთრებით, ადამიანზე. ჰუმანიზმი და აბსუ-
რდიზმი სინამდვილეში სრულიადაც არ არიან ისეთი განსხვავებულნი, როგორც ეს ერთი
შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. აბსურდიზმი იმედგაცრუებული, მაგრამ შეუნანებელი
ჰუმანიზმია. შეიძლება ითქვას, რომ აბსურდიზმი არის ქრისტიანული ჭეშმარიტებისაგან
ჰუმანიზმის დიალექტიკური დაშორების ბოლო ეტაპი, როდესაც ჰუმანიზმი, ბოლომდე
მისდევს რა თავის შინაგან ლოგიკას, ჭეშმარიტების თავდაპირველი ღალატიდან გამომდი-
ნარე, საკუთარი თავის უარყოფამდე მიდის და თავის ისტორიას რაღაც ჰუმანისტური კოშ-
მარით - ქვეჰუმანიზმით, ქვეადამიანურით ამთავრებს. აბსურდისტების ქვეადამიანური
სამყარო, რა უცნაური და გამაოგნებელიც არ უნდა ჩანდეს იგი, თავის საფუძველში ერთ-
განზომილებიანია, თუმცა არის მცდელობა იგი „საიდუმლოდ“ წარმოგვიდგინონ სხვადა-
სხვა ტრიუკებისა და თავის მოტყუების გზით. მაგრამ ესაა პაროდია ქრისტიანებისთვის
ცნობილ ნამდვილ სამყაროზე - ჭეშმარიტად მისტიურ სამყაროზე, რამეთუ მასში ნამდვი-
ლად არის ისეთი სიმაღლეები და უფსკრულები, რომლებიც არც კი დასიზმრებია აბსურ-
დისტს და, მით უმეტეს, ჰუმანისტს.

თუ ინტელექტუალური თვალსაზრისით ჰუმანიზმსა და აბსურდიზმს შორის მიზეზშე-


დეგობრივი კავშირი არსებობს, მაშასადამე, ისინი ერთიანნი არიან იმ სურვილშიც, რომ
განადგურდეს ქრისტიანული ღმერთი და მის მიერ ამ სოფელში დამყარებული წესრიგიც.
ეს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოთ მათ, ვისაც მოსწონს თანამედროვე ადამიანის სავალა-
ლო მდგომარეობა, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სჯერა აბსურდიზმის აპოლოგეტთა
მტკიცება, თითქოს ჩვენს დროში შეუძლებელია არსებობდეს რაიმე სხვა ფილოსოფია, გარ-
და აბსურდისა. ისინი ამბობენ, რომ სამყარო უაზრო გახდა, რომ ღმერთი მოკვდა, ჩვენ კი
ისღა დაგვრჩენია, ამ აზრს შევეგუოთ. მაგრამ ჭკვიანმა აბსურდისტებმა ისიც იციან, რომ
ღმერთი უბრალოდ კი არ „მოკვდა“, არამედ, როგორც ნიცშემ თქვა, „ადამიანებმა მოკლეს
იგი“. იონესკო კაფკასადმი მიძღვნილ ესეში ამბობს: ,,თუკი ადამიანმა დაკარგა გზამკვლევი
ძაფი (ცხოვრების ლაბირინთში), ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ მან თვითონ აღარ მოისუ-
რვა, მას ჩასჭიდებოდა“. სინამდვილეში დანაშაულის ბუნდოვანი განცდა არის მხოლოდ
ნარჩენი იმისა, რასაც ადამიანის პასუხისმგებლობა ჰქვია თანამედროვე მსოფლიოს მდგო-
მარეობის გამო. მაგრამ ამ პასუხისმგებლობას იგი ვერსად წაუვა, ამიტომაც ყოველგვარი
ფატალიზმი ამაოა. თანამედროვე მეცნიერება არა მარტო ნეიტრალური, მტრულად განწყო-
ბილიც კია იმ იდეის მიმართ, თითქოს ყველაფერი აბსურდი იყოს; და მას, ვინც ცდილობს,
მეცნიერება სამყაროს უაზრობის სამტკიცებლად გამოიყენოს, არავითარი წარმოდგენა არა
აქვს საკითხის არსზე. რაც შეეხება იმათ ფატალიზმს, ვინც დარწმუნებულია, რომ ადამიანი
„დროის სულისკვეთების“ მონა უნდა იყოს, მათი მხილება იოლად შეუძლია ქრისტიანს,
თუ იგი ღირსია ამ სახელისა; ვინაიდან ფუჭია ქრისტიანის ცხოვრება, თუ საუკუნო ცხოვ-
რების მოსახვეჭად არ ებრძვის ნებისმიერი დროის სულისკვეთებას. აბსურდისტის ფატა-
ლიზმი ცოდნას ან რაიმე აუცილებლობას კი არ ეყრდნობა, არამედ ბრმა რწმენის აქტს წარ-
მოადგენს. ცხადია, აბსურდისტი არ მოისურვებს თვალი გაუსწოროს იმ ფაქტს, რომ მისი
იმედგაცრუება სწორედ რწმენის აქტია, რაკი რწმენა უპირისპირდება ყოველგვარ ფატალი-
ზმსა და დეტერმინიზმს. მაგრამ აბსურდისტი კიდევ უფრო უნდა გაურბოდეს იმის გაცნო-
ბიერებას, რომ მისი. მსოფლმხედველობა ნებისყოფის პროდუქტია, რამეთუ ძირითადად
სწორედ ადამიანის ნებისყოფა განსაზღვრავს მას რწმენას და, საერთოდ, მთელ მსოფლმ-
ხედველობას, რომელიც რწმენას ემყარება. ქრისტიანი, რომელიც ფლობს ჩამოყალიბებულ
სწავლებას ადამიანის ბუნების შესახებ და ამის გამო ღრმად სწვდება კაცის ზრახვებს, მშვე-
ნივრად აცნობიერებს მის სრულ პასუხისმგებლობას თანამედროვე მსოფლიოს გამო - ეს ის
პასუხისმგებლობაა, რომელიც აბსურდისტს ურჩევნია საერთოდ უარყოს. აქედან ცხადია,
რომ აბსურდისტი არის არა პასიური მსხვერპლი თავისი დროისა ან მსოფლმხედველობი-
სა, არამედ აქტიური კოლაბორაციონისტი3 (თუმცა კი თვითონ საკმაოდ შეცბუნებულია ამ
ფაქტით). ხელშემწყობი, თანაშემწე იმ უზარმაზარ საწარმოში, ღმერთის მტრებმა რომ გაჩა-
რხეს. აბსურდიზმი არ არის პირველ ყოვლისა მსოფლმხედველობა, იგი არც უბრალოდ
ღმერთის არარსებობის დადასტურებაა – ყოველივე ეს ტვინის ჭყლეტა და ნიღბებით თამა-
შია; აბსურდიზმი არის ნებისყოფის ფენომენი, ანტითეიზმი, ღმერთისა და მის მიერ დამყა-
რებული წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა ამას ალბათ ვერც ერთი აბსურდისტი ვერ
აცნობიერებს - მათ არ სურთ და არ ძალუძთ ფიქრი. ისინი თავის მოტყუებით ცხოვრობენ.
ვერავინ (თვით სატანის - უპირველესი აბსურდისტის გარდა) შეძლებს უარყოს ღმერთი და
შეგნებულად თქვას უარი უდიდეს ბედნიერებაზე, რაც კი გონიერი არსებისათვის არის მი-
საწვდომი. მაგრამ ყოველი აბსურდისტის სულში, გულის სიღრმეში, სადაც მას არ სურს ჩა-
ხედვა, ცხოვრობს ღმერთის არსებობის დასაბამისეული უარყოფა: ეს არის აბსურდისტუ-
ლი ფილოსოფიის ყველა ფენომენისა და აგრეთვე ჩვენი საუკუნის საძირკველში ჩადებული
უაზრობის პირველმიზეზი.

თუკი შეუძლებელია არ თანავუგრძნობდეთ ზოგიერთ აბსურდისტ ხელოვანს მაინც, რომე-


ლთა შემოქმედებაშიც ვხედავთ აგონიაში მყოფ შემეცნებას, ღმერთის გარეშე ცხოვრებას
რომ ცდილობს, ერთი რამ მაინც ნუ დაგვავიწყდება: ყველა ეს ხელოვანი მთლიანად ეკუთ-
ვნის იმ სამყაროს, რომელსაც იგი ასახავს. ნურც ის გამოგვეპარება მხედველობიდან, რომ
მათი შემოქმედება სწორედ იმიტომ ეხება ფაქიზ სიმებს მრავალი ადამიანის სულში, რომ
ისინი იზიარებენ ჩვენი დროის შეცდომებს. სიბრმავეს, უმეცრებას და დამახინჯებულ ნე-
ბისყოფას - იმ დროისას, რომლის სიცარიელესაც ეს ხელოვანნი ასახავენ. აბსურდულობას
რომ გადააბიჯო, სამწუხაროდ, ბევრად მეტია საჭირო, ვიდრე საუკეთესო ზრახვები, ან თუ-
ნდაც უსაშინლესი ტანჯვა ანდა გენიალობა. აბსურდისაგან გათავისუფლების გზა ერთად-
ერთია - ჭეშმარიტება. და სწორედ ის აკლია როგორც თანამედროვე ხელოვანს, ისე მის სამ-
ყაროსაც; სწორედ მას უარყოფენ ეგნებული აბსურდისტებიც და ისინიც, ვინც აბსურდით
ცხოვრობს, თუმცა ამას ვერც კი აცნობიერებს.

განვაზოგადოთ დიაგნოზი, რომელიც აბსურდიზმს დავუსვით: ეს იმ ხალხის ცხოვრება და


მსოფლაღქმაა, ვისაც არ სურს ან არ ძალუძს დაინახოს ღმერთში ცხოვრების დასაბამი, და-
სასრული და უმაღლესი აზრი; ეს იმ ხალხის მსოფლაღქმაა, ვისაც არ სწამს, რომ ღმერთი
განცხადდა იესო ქრისტეში; ისინი არ აღიარებენ ზეცათა სასუფევლის არსებობას, რო-
მელიც უფალმა განუმზადა მორწმუნეებს; დაბოლოს, ეს იმ ხალხის მსოფლაღქმაა, ვინც
საკუთარ ურწმუნოებაში ვერავის დაადანაშაულებს. ძაგრამ რა არის თვით სნეულების
მიხეზი? რა არის, ყველა ისტორიული და ფსიქოლოგიური მიზეზის გარდა (ყოველთვის
პირობითნი რომ არიან). მისი ნამდვილი ახსნა, სულიერი მიზეზი? თუ აბსურდიზმი მართ-
ლაც ისეთი დიდი ბოროტებაა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, მაშინ შეუძლებელია ადამიანები

3
კოლაბორაციონალიზმი (ლათ.) - ეს სიტყვა თანამშრომლობას ნიშნავს; მოგვიანებით მიიღო მოღალატური თანამშრომლობის გაგება.
მასთან თავად მის გამო მიდიოდნენ, რადგანაც პოზიტიური გაგებით ბოროტება არ არ-
სებობს - მას ირჩევენ იმიტომ. რომ სიკეთის საფარველშია გახვეული. აქამდე ჩვენ აღვ-
წერდით აბსურდის ფილოსოფიის ნეგატიურ მხარეს და ქაოსურ, ორიენტირებდაკარგულ
სამყაროს, რომელშიც დღეს ადამიანები ცხოვრობენ; მაგრამ ახლა პოზიტიური მხარეც გან-
ვიხილოთ და ვნახოთ, რა სწამთ აბსურდისტებს და რისი იმედი აქვთ.

ერთი რამ ნათელია - აბსურდისტები სრულიადაც არ არიან ბედნიერები იმით, რომ სამ-
ყარო აბსურდულია: ეს კი სჯერათ, მაგრამ ამასთან შეგუება უჭირთ; მათი ხელოვნება და
ფილოსოფია აბსურდულობაზე გადაბიჯების მცდელობაა. როგორც ოდესღაც იონესკომ
თქვა (ალბათ ყველა აბსურდისტის სახელით), „აბსურდულობასთან ბრძოლა ნიშნავს იმის
მტკიცებას, რომ შესაძლებელია არააბსურდულის დაშვება“. საკუთარ თავს იგი მუდმივად
გამოსავლის მაძიებელთა შორის ხედავს. ამრიგად, ჩვენ მოლოდინის ატმოსფეროს ვუბრუ-
ნდებით, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელოვნების ზოგიერთ ნიმუშში იგრძნობა.
ეს ასახავს თანამედროვე სიტუაციას. როდესაც სასოწარკვეთილ და მარტოსულ ადამიანებს
მაინც აქვთ რაღაც განუსაზღვრელის, გამოუცნობის იმედი, რასაც შეუძლია ცხოვრებას აზ-
რი და მიზანი დაუბრუნოს... ადამიანს არ ძალუძს უიმედოდ ცხოვრება, თუნდაც სრული-
ად სასოწარკვეთილი იყოს, თუნდაც ყველა მისი იმედი ფუჭი აღმოჩნდეს.

მაგრამ ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ სიცარიელე, აბსურდისტული სამყაროს აშკარა ცენ-
ტრი, სნეულების ჭეშმარიტი არსი კი არა, მხოლოდ მისი ყველაზე მკვეთრი სიმპტომია.
აბსურდიზმის ნამდვილი მოლოდინი, რომელიც უხილავად ყოველთვის არსებობს აბსურ-
დისტულ ხელოვნებაში - ეს არის გოდო, რაღაც იდუმალი ცნება, რომლის ამოხსნაც
ცხოვრებას თავის აზრს დაუბრუნებს.

თანამედროვე ხელოვნებისაგან განსხვავებით, რომელშიც ეს მოლოდინი მხოლოდ


ბუნდოვნად არის მინიშნებული, აბსურდის საუკუნის ნამდვილ ,,წინასწარმეტყველებთან“,
ნიცშესთან და დოსტოევსკისთან იგი სრულიად ნათლადაა გამოხატული: მათ თხზულებე-
ბში ჩვენ აბსურდიზმის თვით არსს ვპოულობთ. „ყველა ღმერთი მკვდარია“. – ამბობს ნიც-
შეს ზარატუშტრა, „და ახლა ზეადამიანმა უნდა იცხოვროს“. ნიცშეს შეშლილი ღმერთის
მკვლელობაზე ლაპარაკობს: „მეტისმეტად დიდი საქმე ხომ არ არის ეს ჩვენთვის? თვითონ
ხომ არ უნდა გავხდეთ ღმერთები იმისათვის, რომ ამის ღირსები შევიქნეთ?“ დოსტოევსკის
„ეშმაკებში“ კირილოვმა იცის, რომ „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ მე თვითონ ვარ
ღმერთი“.

პირველქმნილი ცოდვა და ადამიანის სავალალო მდგომარეობის მიზეზი გველის მიერ


სამოთხეში წარმოთქმულ ამ ცთუნებაშია ჩადებული: „იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი” (დაბ.
32,2). ის, რასაც ნიცშე ზეადამიანს უწოდებს, დოსტოევსკი კი - ადამიან-ღმერთს, სინამ-
დვილეში იგივე საკუთარი თავის გაღმერთებაა, რომლითაც ეშმაკი ყოველთვის აცდუ-
ნებდა ადამიანს. „მე“ არის ის ერთადერთი, რასაც შეიძლება თაყვანს სცემდეს ჭეშმარიტი
ღმერთის დამტევებელი კაცი. თავისუფლება ადამიანს იმისათვის მიეცა, რომ მან აირჩიოს
ან ჭეშმარიტი ღმერთი, ანდა საკუთარი თავი: ან ნამდვილი განღმრთობის გზა, სადაც „მე“
მდაბლდება და ჯვარს ეცმის ამ სოფელში. რათა აღსდგეს და ამაღლდეს ღმერთის მიერ სა-
უკუნო ცხოვრებაში, ანდა საკუთარი თავის გაღმერთების მცდარი გწზა, რომელიც მას ამ
სოფელში დიდებას უქადის, მაგრამ უფსკრულით მთავრდება. თავისუფალი ადამიანისათ-
ვის მიცემული ეს არჩევანი ერთადერთი და საბოლოოა, ამ ორ შესაძლებლობას ემყარება
ორი მეუფება - ღმერთისა და ადამიანისა, რომლებსაც ამ სოფელში მხოლოდ რწმენა გა-
ყოფს, საუკუნო ცხოვრებაში კი - სამოთხე და ჯოჯოხეთი. გასაგებია. თუ რომელ მეუფებას
ეკუთვნის თანამედროვე ცივილიზაცია, რომელიც პრომეთესავით ცდილობს, წინ აღუდგეს
ღმერთს, მიწაზე დაამყაროს სასუფეველი; მაგრამ ის, რაც მეტ-ნაკლებად გასაგებია დღევან-
დელ მოაზროვნეებთან, სრულიად გარკვევით არის ნათქვამი ნიცშესთან. „ძველი მცნება
„მოვალე ხარ“ დაბერდა, - ამბობს ზარატუშტრა, ახალი მცნება ღაღადებს „მე მინდა“. და
კირილოვის სატანური ლოგიკის თანახმად, „ჩემი ღმერთის ატრიბუტია თვითნებობა“.
ჯერაც უცნობი ახალი რელიგია, რომელმაც „ბებერი“ ქრისტიანობა უნდა შეცვალოს (ამ
უკანასკნელს, თანამედროვე ადამიანის აზრით, სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული),
სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის თაყვანისცემის რელიგია.

აი, სადამდე მივყავართ აბსურდიზმსა და ჩვენი დროის ყველა ფუჭ ექსპერიმენტს. აბსურ-
დიზმი ის სტადიაა, როდესაც თანამედროვე პრომეთესებურ ძალისხმევასთან ერთად
ჩნდება კითხვები და ბუნდოვანი წინათგრძნობა სატანური ქაოსისა, რომელსაც დასასრუ-
ლი მოსდევს. თუმცა კი აბსურდისტები ნაკლებად მიმნდობნი და უფრო დაშინებულნი არ-
იან, ვიდრე ჰუმანისტები, მაინც მათ მსგავსად იზიარებენ რწმენას, რომ თანამედროვე გზა
სწორი გზაა და, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეჭვები აწუხებთ, იგივე იმედი ასაზ-
რდოებთ, რაც ჰუმანისტებს - იმედი არა ღმერთისა და მისი მეუფებისა, არამედ კაცის ხე-
ლით შექმნილი ბაბილონის გოდოლისა.

თანამედროვე ძალისხმევამ, რომ საკუთარი თავის თაყვანისცემა კულტად ჩამოყალიბებუ-


ლიყო, თავის ერთ კულმინაციას ჰიტლერის სახით მიაღწია, რომელსაც რასობრივი ზეადა-
მიანი სწამდა, მეორეს კი კომუნიზმის სახით, რომლის ზეადამიანიცმკოლექტივია და რო-
მელშიც საკუთარი თავისადმი სიყვარული ალტრუიზმით ინიღბება, ნაციზმი და კომუნი-
ზმი ყველაზე მკვეთრი გამოხატულებაა (და ამას მათი ფენომენალური წარმატებაც ადას-
ტურებს), თუ რა არის დღეს საყოველთაო რწმენის საგანი ყველა მათთვის, ვინც აშკარად
და გადაჭრით ქრისტე და მისი ჭეშმარიტება არ აირჩია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა,
რომელიც გათავისუფლდა ღმერთის მიერ დადებული უღლისაგან - ღმერთისა, რომელიც
აღარ სწამს, მაშინაც კი, როდესაც სიტყვით აღიარებს მას - თავისი თავი ღმერთად, საკუთა-
რი ბედის გამგებლად და „ახალი მიწის“ შემოქმედად წარმოიდგინა. მან თავისთვის
,,ახალი რელიგია“ გამოიგონა, რომელშიც სიმდაბლეს ამპარტავნება ცვლის, ლოცვას - სა-
ერო განსწავლულობა, ვნებების დათრგუნვას - მსოფლიო ბატონობა, მარხვას - სიმდიდრე
და კეთილდღეობა, ხოლო სინანულის ცრემლს - ფუჭი გართობა.

სწორედ საკუთარი „მე“-ს რელიგიაზე, მიუთითებს აბსურდიზმის გზაც. რა თქმა უნდა, იგი
ყოველთვის აშკარად არ ისახავს ამ მიზნებს, მაგრამ აბსურდიზმის შინაარსი სწორედ ეს
გახლავთ. აბსურდული ხელოვნება ადამიანს თავისი „მე“-ს ტუსაღად წარმოადგენს, რომე-
ლსაც არ ძალუძს მოყვასთან რაიმე ურთიერთობა, გარდა ქვეადამიანურისა. ამ ხელოვნებ-
აში არსად ჩანს სიყვარული, იქ მხოლოდ სიძულვილი, ძალადობა, ძრწოლა და მოწყინებაა,
რადგანაც ადამიანმა, რომელიც ღმერთს განუდგა, ამით საკუთარი ადამიანურობა მოიკვე-
თა, მოიკვეთა ხატი ღმრთისა ადამიანში. და თუკი ასეთი „ქვეადამიანი“ მაინც მოელის რა-
იმე გამოცხადებას, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას აბსურდს, ეს სრულიადაც არ არის
ქრისტიანობისათვის ცნობილი გამოცხადება: ერთადერთი, რაშიც ყველა აბსურდისტი
თანხმდება, არის სრული უარყოფა სამყაროს იმ ახსნისა, რომელსაც ქრისტიანობა გვთა-
ვაზობს. გამოცხადება, რომლის მიღებაც აბსურდისტს შეუძლია, ისე, რომ კვლავაც აბსუ-
რდისტად დარჩეს, უთუოდ „ახალი“ უნდა იყოს. ბეკეტის პიესის ერთ-ერთი პერსონაჟი
ამბობს: „მინდა ვიცოდე, რას გვთავაზობს იგი: მაშინ ან მივიღებ მას, ან არა“. ქრისტიანის
ცხოვრებაში ყველაფერი ქრისტეს უკვაშირდება. ძველი „მე“ თავისი „მე მინდათი“ უნდა
შეიცვალოს ახლით, რომელიც ქრისტესაკენ, მისი ნების შესრულებისაკენ იქნება მიქცეუ-
ლი. გოდოს სულიერ სამყაროში კი ყველა სწორედ თავთავისი ძველი „მე“-ს გარშემო ბრუ-
ნავს და თვით ახალი „ღმერთიც“ იძულებულია სულიერი ვაჭრის სახით წარმოუდგეს, რო-
მლის საქონელიც შეიძლება მიიღონ ან უარყონ. დღეს ადამიანები უცდიან „გოდოს“ ანუ ან-
ტიქრისტეს, რომლისგანც მოელიან, რომ იგი შეძლებს გააძღოს მათი გონება, აზრი და სიხა-
რული დაუბრუნოს საკუთარი თავის თაყვანისცემას; იმედი აქვთ, რომ ის გააუქმებს ღმერ-
თის მიერ დაწესებულ აკრძალვებს და საბოლოოდ გაამართლებს კაცს. ნიცშეს ზეადამიანიც
ასევე აბსურდია: ესაა თანამედროვე ადამიანი, რომლის დანაშაულის გრძნობაც უგუნური
ენთუზიაზმით ითრგუნება, ენთუზიაზმს კი წარმოშობს ცრუ „მიწიერი“ მისტიკა და ამა
სოფლის თაყვანისცემა.

მაინც, სადა აქვს ამ ყველაფერს დასასრული? ნიცშე და ჩვენი დროის ოპტიმისტები ფიქ-
რობენ, რომ ახალი ერის განთიადი დგება, რომ „იწყება უფრო დიადი ისტორია, ვიდრე
აქამდე იყო“. კომუნისტური დოქტრინა ამას ადასტურებს, მაგრამ მსოფლიოს კომუნის-
ტური გარდაქმნა საბოლოოდ სხვა არაფერი აღმოჩნდება, თუ არა სისტემატიზებული აბ-
სურდი თანამედროვე მანქანისა, რომელსაც არავითარი დანიშნულება არ გააჩნია. დოს-
ტოევსკი, იცოდა რა ჭეშმარიტი ღმერთი, უფრო რეალისტი იყო. კირილოვი, ეს მეორე ზა-
რატუშტრა-მანიაკი, იძულებულია თავი მოიკლას იმის დასამტკიცებლად, რომ თვითონ
არის ღმერთი; ივანე კარამაზოვი, რომელსაც იგივე იდეები ტანჯავდა, გიჟდება - ისევე,
როგორც თვითონ ნიცშე: შჩიგალევმა („ეშმაკნი“), მსოფლიოს პირველი „სრულყოფილი
მოწყობის“ გამომგონებელმა, აღმოაჩინა, რომ საზოგადოების ცხრა მეათედი აბსოლუტურ
მონობაში უნდა იყოს, რათა ერთი მეათედი აბსოლუტური თავისუფლებით დატკბეს. ეს
სწორედ ის გეგმაა, ნაცისტებმა და კომუნისტებმა რომ განახორციელეს. სიგიჟე, თვითმ-
კვლელობა, მკვლელობა, მონობა და ნგრევა - ასეთია იმ ამპარტავნული ფილოსოფიის
შედეგი, რომელიც „ღმერთის სიკვდილსა“ და ზეადამიანის მოსვლას ქადაგებს; და ეს
აბსურდისტული ხელოვნების ყველაზე მყვირალა თემებია.

იონესკო და მასთან ერთად მრავალი სხვა დარწმუნებულია, რომ რაღაც ახალი, გაა-
ზრებული რეალობისაკენ მიმავალი გზის პოვნა მხოლოდ შემდეგნაირად არის შესა-
ძლებელი: ღრმად იქნეს გამოკვლეული აბსურდული სიტუაცია, რომელშიც დღეს
ადამიანი აღმოჩნდა და ის ახალი შესაძლებლობებიც, ამ სიტუაციამ რომ წარმოაჩი-
ნა, ისე რომ გვერდი ავუაროთ აბსურდსაც და ნიჰილიზმსაც. ასეთია აბსურდიზმისა და
ჰუმანიზმის იმედი და იგი გახდება კომუნიზმის იმედიც, როდესაც მას იმედგაცრუების
პერიოდი დაეწყება. ეს ამაო იმედია, მაგრამ სწორედ ამიტომ შესაძლოა გამართლდეს
კიდეც, რამეთუ სატანა ღმერთის კარიკატურაა. ღმრთივდადგინებული წესრიგი და ღმე-
რთის მიერ მოცემული საზრისი შერყეულია და ადამიანებს აღარა აქვთ სრული საზრი-
სიანობის იმედი, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია მიანიჭოს კაცის ცხოვრებას; ამი-
ტომ საპირისპირო წესრიგი, რომელსაც სატანა შემოიღებს, შეიძლება ერთობ მიმზიდველა-
დაც გამოიყურებოდეს. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ ჩვენს დროში სერიოზული ქრი-
სტიანები, რომლებსაც არც ქარაფშუტული ოპტიმიზმი აკმაყოფილებთ და არც ქარაფშუ-
ტული პესიმიზმი, კვლავ დიდ ყურადღებას უთმობენ სწავლებას, რომელიც განათლებისა
და პროგრესის ფილოსოფიის გავლენით საუკუნეების მანძილზე სრულიად მივიწყებული
იყო, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთ ევროპაში მაინც (იხ. ჯოზეფ პაიპერი, „დასასრულის
ჟამი“, ჰაინრიხ შლისელი, „მთავრობანი და ხელმწიფებანი ახალ აღთქმაში“ და, პირველ
ყოვლისა, კარდინალი ნიუმენი). ესაა სწავლება ანტიქრისტეზე - უცნაურ ფიგურაზე, დას-
ასრულის ჟამს რომ გამოჩნდება, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია როგორც აღმო-
სავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიების მიერ. ანტიქრისტე იქნება ჰუმანისტური ყაიდის
მბრძანებელი, რომლის ზეობის დროს შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველივე რადი-
კალურად შეიცვალა: სიბნელე სინათლეა, ბოროტება - სიკეთე, ქაოსი - წესრიგი, თვით ან-
ტიქრისტე კი - აბსურდის ფილოსოფიის მთავარი გმირი და ადამიანი-ღმერთის სრული
განხორციელება: იგი მხოლოდ საკუთარ თავს სცემს თაყვანს და საკუთარ თავსავე გამოაც-
ხადებს ღმერთად. თუმცა ადგილის უქონლობის გამო აქ ერთსღა ვიტყვით: ასეთი ფილო-
სოფია არსებობს, ხოლო ანტიქრისტე და აბსურდის ფილოსოფიის სატანური უწესრიგობა
რაღაც საიდუმლო კავშირშია ერთმანეთთან.

მაგრამ აბსურდიზმის ისტორიულ კულმინა-ციაზე (იქნება ეს ანტიქრისტეს თუ მისი


რომელიმე წინამორბედის მეფობა) უფრო მნიშვ-ნელოვანია მისი წინარეისტორიული
განხორციელება, ანუ ჯოჯოხეთი. აბსურდიზმი ხომ თავისი არსით ნიშნავს ჯოჯოხ-
ეთის შემოჭრას ჩვენს სულებში - აბსურდიზმი გვაუწყებს იმას, რასაც ადამიანი მთელი
ძალ-ღონით ემალება. მაგრამ ისინი, ვინც ასე გაურბიან ჯოჯოხეთზე ფიქრსაც კი, უფრო
მეტად ეჯაჭვებიან მას: ჩვენს დროში, ქრისტიანობის არსებობიდან მოყოლებული, პირ-
ველად დაიკარგა ჯოჯოხეთის რწმენა, მაგრამ ამასთან ერთად იგივე ჩვენი დრო ყველაზე
სრულად გადმოსცემს ჯოჯოხეთის სულისკვეთებას.

რატომ არა სწამთ ადამიანებს ჯოჯოხეთი? იმიტომ რომ მათ არც სამოთხე სწამთ, ანუ
დაკარგეს ცხოველი ღმერთის რწმენა; იმიტომ, რომ ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო
აბსურდად მიაჩნიათ და ისურვებდნენ, რომ იგი საერთოდ არც კი არსებობდეს. ბერი
ზოსიმე „ძმებ კარამაზოვებში“ ასეთი ადამიანების შესახებ ამბობს: ,,ოჰ, არიან ჯოჯოხ-
ეთში ამპარტავნებითა და მრისხანებით შეპყრობილი სულები... მათ თვითონვე დაიწყევ-
ლეს თავი, რამეთუ დაწყევლეს ღმერთი და საკუთარი ცხოვრება... ასეთებს არ ძალუძთ
სიძულვილის გარეშე ჭვრეტდნენ ცხოველ ღმერთს და მოითხოვენ, რომ იგი საერთოდ არ
არსებობდეს, რათა ღმერთმა მოსპოს საკუთარი თავიც და ყველაფერი, რაც თვითონ შექმნა.
და ამ თავიანთი მრისხანების ცეცხლში ტანჯვა მოუწევთ საუკუნოდ, მოუწევთ სწყუროდ-
ეთ სიკვდილი და არყოფნა. მაგრამ სიკვდილი არ ეღირსებათ...“

ასეთი ადამიანები, ცხადია, უკიდურესი ნიჰილისტები არიან, მაგრამ ისინი მხოლოდ.


გარეგნულად განსხვავდებიან იმათგან. ვინც ნაკლები გამძვინვარებით წყევლის და აბ-
სურდად მიიჩნევს ამ ცხოვრებას: არსით ისინი ერთნი არიან. მეტიც, ამ ორ კატეგორიას
ბევრად არც ისინი სჯობიან, თავის თავს ქრისტიანებს რომ უწოდებენ, მაგრამ მთელი
გულით კი არ სწყურიათ სასუფეველი, არამედ სამოთხე (თუ საერთოდ სწამთ მისი არსებ-
ობა) რაღაც ძილისა თუ სიმშვიდის ბუნდოვან მდგომარეობად წარმოუდგენიათ. ჯოჯოხე-
თი - აი, პასუხი და აღსასრული ყველასათვის, ვისაც სიკვდილი უფრო სწამს, ვიდრე სიცო-
ცხლე, ეს სოფელი და არა საუკუნო ცხოვრება, საკუთარი თავი და არა ღმერთი: მოკლედ,
ყველასათვის, ვინც აბსურდის ფილოსოფიას აღიარებს. ქრისტიანობა გვამცნებს (დოსტო-
ევსკი ამას მიხვდა, ნიცშე კი ვერა), რომ არ არსებობს ანნიჰილაცია და უწესრიგობა, რომ
მთელი ნიჰილიზმი და აბსურდიზმი სულ ამაოა. ჯოჯოხეთის ცეცხლი ამის საბოლოო და
საშინელი დადასტურებაა: ყოველი არსი, ნებსით თუ უნებლიეთ, საგანთა შორის არსებულ
კავშირს მოწმობს. ეს კავშირი არის ღმერთისადმი სიყვარული, რომელიც თვით ჯოჯო-
ხეთის ცეცხლშიც კი არსებობს - სწორედ ღმერთისადმი სიყვარული ტანჯავს მათ, ვინც იგი
უარყო.

იგივე ეხება აბსურდიზმსაც: ესაა დადებითი რეალობის უარყოფითი მხარე. რასაკვირ-


ველია, არის ამ სოფელში რაღაც შეუსაბამობა - ის, რაც თვითონ ადამიანმა შეიტანა მასში
სამოთხეში თავისი დაცემის შედეგად. მაშასადამე, აბსურდის ფილოსოფია დამყარებულია
არა აბსოლუტურ ტყუილზე, არამედ მაცდურ ნახევრად სიმართლეზე. მაგრამ როდესაც
კამიუ აბსურდულობას განმარტავს, როგორც შეჯახებას ადამიანში არსებულ შემეცნების
წყურვილსა და გარესამყაროს ირაციონალურობას შორის, როდესაც მას მიაჩნია, რომ ად-
ამიანი უდანაშაულო მსხვერპლია, ხოლო სამყარო - დამნაშავე, მაშინ იგი, ყველა აბსურ-
დისტის მსგავსად, აზვიადებს: გადამეტებულად აფასებს საგანთა არსში წვდომის საკუთარ
უნარს. წარმოადგენს რა ნაწილობრივ ჭეშმარიტებას სრულიად დამახინჯებულ მსოფლ-
აღქმად, იგი იმდენად არის დაბრმავებული, რომ ჭეშმარიტების რადი კალურად საპირის-
პირო დასკვნამდე მიდის. საერთოდ, აბსურდიზმი შინაგანი პრობლემაა და არა გარეგანი:
სამყარო კი არ არის უაზრო და ირაციონალური, არამედ ადამიანი.

მაგრამ თუკი აბსურდისტი მთლიანად პასუხიმგებელია იმისათვის, რომ ვერ ხედავს სამ-
ყაროს ისეთს, როგორიც იგი არის, და არც კი სურს დაინახოს, რა სიტუაციაა სინამდვი-
ლეში, მით უფრო მეტად აგებს პასუხს ქრისტიანი, თუ არ უჩვენებს გარშემომყოფებს
გააზრებული ცხოვრების - ქრისტესმიერი ცხოვრების მაგალითს. ქრისტიანების აზრებსა
და სიტყვებში დაშვებული კომპრომისები, მათი დაუდევარი ქცევა გზხას უხსნის აბსურ-
დის, სატანის, ანტიქრისტეს ძალებს. აბსურდის თანამედროვე ეპოქა სამართლიანი შურის-
გებაა იმ ქრისტიანთა მიმართ, ვინც ვერ შეძლო ქრისტიანად დარჩენა.

აქედან ცხადია, რომ აბსურდიზმის ერთადერთი შხამსაწინააღმდეგო საშუალება სწორედ


ესაა: ჩვენ კვლავ ქრისტიანები უნდა გავხდეთ. კამიუ სავსებით მართალი იყო, როდესაც
ამბობდა, ჩვენ გვაქვს არჩევანი სასწაულსა და აბსურდს შორისო. ამ მხრივ ქრისტიანობაცა
და აბსურდიზმიც ერთნაირად უპირისპირდებიან განმანათლებლობის ეპოქის რაციონა-
ლიზმსა და ჰუმანიზმს, ანუ იმ აზრს, თითქოს მთელი რეალობა პირწმინდად რაციონალ-
ისტური მნიშვნელობით შეიძლება განიმარტოს. ამიტომ ჩვენ მართლაც მოგვიწევს ავირჩ-
იოთ „სასწაულებრივ“ ქრისტიანულ მსოფლმხედველობასა და აბსურდულ, სატანურ მსოფ-
ლმხედველობას შორის: პირველის ცენტრში ღმერთი დგას და მისი დასასრული ზეცათა
სასუფეველია; მეორის ცენტრში კი - დაცემული „,მე“, რომლის დასასრული არის ჯოჯოხე-
თი: ჯოჯოხეთი ამ სოფელშიც და საუკუნო ცხოვრებაშიც.

ჩვენ კვლავ ქრისტიანები უნდა გავხდეთ. უაზრობაა, ჭეშმარიტად აბსურდია ლაპარაკი


საზოგადოების გარდაქმნაზე. ისტორიულ გარდატეხაზე, „ზეაბსურდულ“ ეპოქაში შეს-
ვლაზე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია „ზეაბსურდული“ ეპოქის არსებობა, მაგრამ უფრო
სავარაუდოა - და ქრისტიანები ამისთვის მზად უნდა იყვნენ - რომ იგი არ იქნება. და აბს-
ურდის ეპოქა უკანას კნელი ჟამია. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ უკანასკნელი, რითაც ქრის-
ტიანები ჭეშმარიტების დამოწმებას შეძლებენ, საკუთარი სისხლი იქნება.

თუმცა ეს სიხარულის მიზეზი უნდა იყოს და არა მწუხარებისა, რადგან ქრისტიანები თავ-
იანთ სასოებას ამ სოფელსა და მის სამეფოებზე კი არ ამყარებენ, - ეს აბსურდის მწვერვალი
იქნებოდა, - მათი სასოება არის ღმრთის სასუფეველი, რომელიც არა ამა სოფლისაგანია.

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

You might also like