You are on page 1of 145

Aizek azimovi

Marsis gza

adgili , sadac bevri wyalia


momRerali zanzalaki
roboti el-76 sxvagan moxvda

1 მკითხველთა ლიგა
აიზეკ აზიმოვი

მარსის გზა
ადგილი, სადაც ბევრი წყალია
მომღერალი ზანზალაკი
რობოტი ელ-76 სხვაგან მოხვდა

2 მკითხველთა ლიგა
მარსის გზა

მარიო ესტებან რიოსი კოსმომფრენის მოკლე დერეფანში


იდგა და გაჯავრებული აკვირდებოდა, როგორი გულმოდგი-
ნებით ცდილობდა ტედ ლონგი ვიდეოფონის აწყობას. ლონ-
გმა ყველა სახელური მოსინჯა, ხან მარჯვნივ შეაბრუნა და ხან
მარცხნივ, მაგრამ გამოსახულება მაინც უხეირო იყო.
რიოსმა იცოდა, რომ უკეთეს გამოსახულებას ვერც მი-
იღებდნენ. დედამიწიდან ძალიან შორს იყვნენ, თანაც არა-
ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ – მზის იქით.
თუმცა ლონგს საიდან ეცოდინებოდა ეს? რიოსი ცოტა ხანს
კიდევ შეყოვნდა კარებში – თავდახრილი გვერდულად იდგა,
წირთხლისთვის თავი რომ არ აეკრა; მერე ისე უეცრივ გას-
ხლტა კამბუზში, თითქოს შეკუმშული ზამბარა გაიშალაო.
– ასე რამ დაგაინტერესათ? – იკითხა მან.
– ჰილდერი მინდა დავიჭირო, – უპასუხა ლონგმა.
რიოსმა მაგიდის კიდეზე მოიკალათა, თაროდან რძით სავ-
სე თუნუქა ჩამოიღო და სახურავზე ხელი დააჭირა. სახურავი
ხმაურით გადაიხსნა. რიოსი ჭურჭელს ანჯღრევდა და მოთმი-
ნებით ელოდა, როდის გათბებოდა რძე.
– რად გინდათ? – ჰკითხა მან და რძე ხმაურით მოხვრიპა.
– ყურს დავუგდებდი.
– ენერგიის ფუჭი ხარჯვაა.
ლონგმა ალმაცერად შეხედა რიოსს და მოიღუშა.
– მე მგონი, პირადი ვიდეოფონით სარგებლობას ვერავინ
დამიშლის.

3 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, თუკი ეს გონიერების ფარგლებს არა
სცილდება, – შეეპასუხა რიოსი.
მათ გამომწვევად გადახედეს ერთმანეთს. ძლიერი, ხმელ-
ხმელი, ლოყებჩაცვივნული რიოსი იმ მარსელი მენაგვე კოს-
მონავტების ტიპიური წარმომადგენელი იყო, მოთმინებით
რომ ჩხრეკდნენ სივრცეს დედამიწასა და მარსს შორის. მისი
ცისფერი თვალები მკვეთრად გამოირჩეოდნენ შავგვრემან,
ღრმა ნაოჭებით დაღარულ სახეზე. ხელოვნური ტყავის ქურ-
თუკის საყელოზე თეთრი სინთეზური ბეწვი ჰქონდა გადაკრუ-
ლი და მის ფონზე რიოსის სახე რაღაც მუქ ლაქასავით გამოი-
ყურებოდა.
ლონგი უფრო ფერმკრთალი და სუსტი ჩანდა. რაღაცით
თითქოს მიწიერ არსებას ჩამოჰგავდა, თუმცა, რა თქმა უნდა,
მეორე თაობის ვერც ერთი მარსელი ვერ იქნებოდა ნამდვი-
ლი მიწიერი, ისეთი, როგორიც დედამიწის მკვიდრი ადამი-
ანია. ლონგს კაპიშონი უკან გადაეგდო და მუქი წაბლისფერი
თმები უჩანდა.
– რა მიგაჩნიათ გონიერების ფარგლებად? – გაბრაზებით
ჰკითხა ლონგმა.
რიოსს თხელი ტუჩები კიდევ უფრო გაუთხელდა.
– ეს რეისი ალბათ ჩვენს ხარჯებსაც ვერ აანაზღაურებს,
ლონგ. ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა, ენერგიის ყოველგვა-
რი ხარჯვა უაზრობაა.
– თუკი მართლა ფულს ვკარგავთ, – თქვა ლონგმა, – უმ-
ჯობესი არ იქნებოდა, თქვენს ადგილზე დაბრუნებულიყავით?
ახლა ხომ თქვენი მორიგეობის ჯერია.
რიოსმა რაღაც წაიბუტბუტა, ნიკაპზე ხელი ჩამოისვა, მერე
წამოდგა და დამძიმებული ნაბიჯებით უგულოდ გაემართა კა-

4 მკითხველთა ლიგა
რისაკენ. უცებ კართან შეჩერდა, თერმოსტატს დააკვირდა და
გაშმაგებით შემობრუნდა.
– ალბათ ამიტომაც მომეჩვენა, რომ აქ მეტისმეტი სითბო
იყო. ლონგ, სადა გგონიათ თავი?
– ოთხნახევარი გრადუსი არც ისე ბევრი გახლავთ!
– თქვენთვის იქნებ მართლაც არ იყოს ბევრი, მაგრამ ნუ
გავიწყდებათ, რომ კოსმოსში ვიმყოფებით და არა დათბი-
ლულ კანტორაში.
რიოსმა თერმოსტატის ისარი ბოლომდე დასწია.
– მზე ისედაც საკმარისად ათბობს.
– კამბუზი ხომ მზის მხარეს არაა.
– არა უშავს, გათბება!
რიოსი კარებში გავიდა. ლონგმა თვალი გააყოლა და მე-
რე ისევ ვიდეოფონს მიუბრუნდა. თერმოსტატისთვის ხელი
არ უხლია. გამოსახულება ისევ ისე უხეირო იყო, მაგრამ რა-
ღაცის გარჩევა მაინც შეიძლებოდა. ლონგმა კედელში ჩად-
გმული სკამი გადმოსწია, ჩამოჯდა და მოთმინებით ელოდა,
როდის გამოაცხადებდა დიქტორი პროგრამას და როდის გა-
დაიხსნებოდა ფარდა. და აი, პროჟექტორებმა სიბნელიდან
ამოიტაცეს ნაცნობი სახე: გამოსახულება თანდათან იზრდე-
ბოდა და ბოლოს მთელი ეკრანი შეივსო.
– ჩემო მეგობრებო! დედამიწის თანამოქალაქენო...

ჯიხურში რომ შედიოდა, რიოსმა რადიოსიგნალის უეცარი


გაელვება შენიშნა. მოეჩვენა, რომ ეს რადარის იმპულსი იყო
და წამით ხელები გაუცივდა. მაგრამ მაშინვე მოისაზრა, ალ-
ბათ სინდისის ქენჯნით გამოწვეული ილუზიააო. კაცმა რომ
5 მკითხველთა ლიგა
თქვას, ვახტის დროს ჯიხური მართლაც არ უნდა დაეტოვები-
ნა, თუმცა ვერც ერთი კოსმონავტი ვერ ძლებდა სამართავ
პულტთან ხუთ თუ ექვს საათს და მერე ყოველ მათგანს კოშ-
მარული წარმოდგენა ტანჯავდა: ვინ იცის, იქნებ ძვირფასი
მონაპოვარი სწორედ იმ ხუთ წუთში გავუშვი ხელიდან, ფინჯა-
ნი ყავის დალევას რომ მოვანდომეო... ხანდახან მართლაც
ისე ხდებოდა, რომ ეს კოშმარული წარმოდგენა სინამდვი-
ლედ იქცეოდა ხოლმე და მაშინ... რიოსმა მრავალზოლოვანი
საფართი ჩართო. ეს ზედმეტ ენერგიას მოითხოვდა, მაგრამ
მაინც სჯობდა თავისი ეჭვების უსაფუძვლობაში დარწმუნებუ-
ლიყო.
კოსმოსი სუფთა იყო, თუ არ ჩავთვლიდით მენაგვე კოსმო-
ნავტების მეზობელი ხომალდების შორეულ ანარეკლებს.
რიოსმა რადიოკავშირი ჩართო. ეკრანი შეავსო გრძელ-
ცხვირა რიჩარდ სვენსონის – მარსის მხრიდან უახლოესი ხო-
მალდის მეორე პილოტის ქერა თავმა.
– გამარჯობა, მარიო, – თქვა სვენსონმა.
– გაგიმარჯოს. არის რამე ახალი?
პასუხი ერთი წამის შემდეგ გაისმა: – ელექტრომაგნიტური
ტალღების სიჩქარე უსასრულო როდია.
– ეჰ, რა ნავსიანი დღეა!
– მოხდა რამე? – ჰკითხა რიოსმა.
– კონტეინერს წავაწყდით.
– ჰოდა, ძალიან კარგი.
– ეჰ, კარგი იქნებოდა, როგორმე რომ დამექამანდებინა,
– ნაღვლიანად უპასუხა სვენსონმა.
– რა მოხდა?
– ეშმაკმა დალახვროს, ვერაფრით ვერ მივუდექით.

6 მკითხველთა ლიგა
რიოსმა კარგად იცოდა, რომ ახლა გაცინება არ შეიძლე-
ბოდა, და თანაგრძნობით ჰკითხა მარიოს:
– ასე გაგიჭირდა?
– ჩემი ბრალი არაა. საქმე ისაა, რომ კონტეინერი ეკლიპ-
ტიკის სიბრტყეში არ მოძრაობდა. წარმოგიდგენია, ზოგიერ-
თმა გამოკრეტინებულმა პილოტმა კონტეინერის წესიერად
გადაგდებაც არ იცის. აბა, მე რა ვიცოდი! ჰოდა, ავიღე და,
როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე, ჩვეულებრივი ტრა-
ექტორიის მიხედვით გამოვიანგარიშე მოძრაობის გზა და
მანძილი. ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა. ჩემ-
თვის ხელსაყრელი მრუდით დავიწყე გზის მოჭრა. ხუთი წუ-
თის შემდეგ ვხედავთ, რომ დისტანცია თანდათან იზრდება.
რაღაც ძალიან ნელა ბრუნდებოდნენ იმპულსები. ხელმეო-
რედ გავზომე კონტეინერის კუთხური კოორდინატები და აღ-
მოჩნდა, რომ გამოდევნებას აზრი აღარ ჰქონდა.
– ვინმემ ხომ არ დაიჭირა?
– არა. ეკლიპტიკის სიბრტყისაგან დაშორებით იმყოფებო-
და და ალბათ ასეც დარჩებოდა. მე სხვა რამ მაწუხებს. ბო-
ლოს და ბოლოს, პატარა კონტეინერი იყო და სალაპარაკო-
დაც არ ღირს, მაგრამ სიჩქარის ასაღებად და მერე ადგილზე
დასაბრუნებლად იმდენი საწვავი დავხარჯე, როცა გამახსენ-
დება, ლამის სულ ცოფები ვყარო! ნეტა ერთი კანუტისთვის
მოგესმინა!
კანუტი მისი ძმა და კომპანიონი იყო.
– გაცოფდა? – ჰკითხა რიოსმა.
– გაცოფებას ვინ ჩივის, კინაღამ მომკლა! თუმცა რას ვე-
მართლები – ხუთი თვეა კოსმოსში ვართ და უბრალო შეცდო-
მაც კი ცოდვად ითვლება. შენც ხომ იცი...
– ვიცი.
7 მკითხველთა ლიგა
– შენი საქმე როგორაა, მარიო?
რიოსმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს გადააფურთხაო.
– ისეთი არაფერი. ამ ორ კვირაში ორი კონტეინერი გამო-
ვიჭირეთ და ორივეს ექვს-ექვსი საათი მივდევდით უკან.
– დიდებია?
– შენ რა, დამცინი? ისეთი პატარებია, რომ ფობოსამდე
ერთი ხელითაც მივიტანდი. ასეთი ცუდი რეისი ჯერ არა მქო-
ნია.
– უკან დაბრუნებას როდის აპირებ?
– მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ხვალვე დავ-
ბრუნდებოდი. ორი თვეა კოსმოსში ვიმყოფებით, მე კი სულ
ლონგის ლანძღვა-გინებაში ვარ.
– ლონგი რაღას შვრება?
რიოსმა მიმოიხედა. კამბუზიდან ვიდეოფონის ჩუმი ბუტბუ-
ტი და შრიალი ისმოდა.
– მაგისი ვერაფერი გამიგია. რეისის დაწყებიდან ერთი
კვირაც არ იყო გასული, რომ შემეკითხა: „მარიო, მენაგვე რა-
ტომ გახდით?“ მე გაკვირვებით შევხედე და ვუპასუხე: „რატომ
და იმიტომ, რომ თავის სარჩენი ფული ვიშოვო-მეთქი“. ეს რა
იდიოტური შეკითხვაა, ვერ გამიგია, ადამიანი მენაგვე რატომ
გახდება? ის კი მეუბნება: „საქმე მაგაში არაა, მარიო“. გესმის,
სვენსონ, ლონგი მე მიხსნის ამ ცხოვრების ანა-ბანას! „თქვენ
იმიტომ ხართ მენაგვე, – მეუბნება, – რომ ასეთია მარსის
გზაო“.
– კი მაგრამ, ამით რისი თქმა უნდოდა? – ჰკითხა სვენსონ-
მა.
რიოსმა მხრები აიჩეჩა.

8 მკითხველთა ლიგა
– არ მიკითხავს. აი, ახლაც ვიდეოფონთან ზის და ულტრა
მიკროტალღებზე გადაცემას უსმენს დედამიწიდან. ჰილდე-
რია ვიღაც, დედამიწის მკვიდრი.
– ჰილდერი? მგონი, პოლიტიკოსი უნდა იყოს, ასამბლეის
წევრი.
– მე მგონი, ის არის. ლონგიც რაღაც სულ ასეთ საქმეებ-
შია გართული. ერთი თხუთმეტი ფუნტის წიგნები მაინც აქვს
წამოღებული დედამიწის შესახებ.
– აბა, რას იზამ, კომპანიონია და როგორმე უნდა შეეგუო,
ჰო, მართლა, კარგია, კომპანიონი რომ გამახსენდა: წავალ
და საქმეს მივხედავ, თორემ ერთი კონტეინერი კიდევ რომ
გავუშვა ხელიდან, ჩვენს ხომალდზე მკვლელობა მოხდება.
სვენსონი გაქრა. რიოსი სავარძელში გადაწვა და იმპულ-
სური საფარის სწორ მწვანე ხაზს დააკვირდა. მერე რამდენი-
მე წამით მრავალზოლოვანი საფართიც ჩართო. კოსმოსი წი-
ნანდებურად სუფთა იყო. რიოსს ოდნავ მოეშვა გულზე. მარ-
თლაც და ძალიან ცუდია, როცა მარტო შენ არ გიმართლებს,
როცა სხვები კონტეინერს კონტეინერზე იჭერენ და ფობოსის
ჯართის გადასადნობ ქარხნებში მათი პირობითი ნიშნებით
დადაღული კონტეინერები გროვდება, შენ კი ხელმოცარული
დაეხეტები ამ უთავბოლო სივრცეში. ამის გაფიქრებაზე რი-
ოსი ოდნავ დამშვიდდა და მიხვდა, რომ ლონგზე უსამარ-
თლოდ იყო გაცხარებული.
კაცმა რომ თქვას, მართლაც სულ ტყუილუბრალოდ აიკი-
და ეს ცხვირმოუხოცავი ლონგი, საერთოდ, არ ღირს კოსმოს-
ში გამოუცდელი კაცის წაყვანა, მათ ხომ ლაპარაკის მეტი
არაფერი იციან! მით უმეტეს, თუ ლონგისთანა კაცთან გაქვს
საქმე – თავისი გაუთავებელი თეორიების მეტი რომ არაფე-
რი ახსოვს, სულ ბრტყელ-ბრტყელი და გაზეპირებული სიტ-
9 მკითხველთა ლიგა
ყვებით ლაპარაკობს: „კაცობრიობის პროგრესი“. „მარსის
გზა“, „შემოქმედთა ახალი ჯგუფი.“ აბა, რიოსი ასეთ უმიზნო
ყბედობას რა თავში იხლის? მას ნადავლი სჭირდება – ერთი-
ორი კონტეინერი და მორჩა, მათ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
თუმცა რიოსს სხვა არჩევანი არცა ჰქონდა: ლონგს მარსზე
კარგად იცნობდნენ, კარგი შემოსავალიც ჰქონდა. ის კომისა-
რი სენკოვის მოკეთე იყო და მენაგვე კოსმონავტების რამდე-
ნიმე ხანმოკლე რეისშიც მონაწილეობდა. ისე ხომ ვერ მიახ-
ლი კაცს უარს, თუ საქმეში არ გამოსცადე, თუნდაც მისი სურ-
ვილი ძალზე საეჭვოდ და უცნაურად მოგეჩვენოს? ისე, კაცმა
რომ თქვას, მართლაც საოცარი ამბავი იყო: ინჟინერს, რო-
მელსაც გვარიანი ხელფასი და სამუშაო ჰქონდა, რაში დას-
ჭირდა კოსმოსში ხეტიალი?
რიოსს ლონგისათვის ამის თაობაზე არაფერი უკითხავს.
კომპანიონ-მენაგვეებს ისე დიდხანს უწევთ ერთად ცხოვრება,
რომ ასეთი ცნობისმოყვარეობა ზოგჯერ სახიფათოც არის.
მაგრამ ლონგი იმდენს ლაპარაკობდა, რომ ბოლოს და ბო-
ლოს ამ კითხვაზე უნებურად თვითონვე გასცა პასუხი. „რო-
გორმე უნდა გამომეღწია, – თქვა მან, – მარსის მომავალი
კოსმოსია და არა მაღაროები“.
რიოსი ჩაფიქრდა: რა მოხდება, მორიგ რეისში მარტოკა
რომ წავიდეს? თუ გამოცდილ კოსმონავტებს დაუჯერებს კაცი,
ეს შეუძლებელია; ჯერ ერთი, თვალსა და ხელს შუა გაგიქრე-
ბა ნადავლი, რადგან ძილს თავს ვერ დააღწევ; მეორეც, პულ-
ტთან დგომის გარდა სხვა მოვალეობაც ხომ უნდა შეასრუ-
ლო? ცნობილია ისიც, რომ კოსმოსში მარტოდმარტო დარჩე-
ნილი ადამიანი მძიმე დეპრესიას განიცდის, კომპანიონთან
ერთად კი ექვს თვეზე მეტხანს შეიძლება ფრენა. რა თქმა უნ-
და, მთელი ეკიპაჟის ყოლას არაფერი აჯობებდა, მაგრამ ასე-
10 მკითხველთა ლიგა
თი დიდი ხომალდით მენაგვე კოსმონავტი კაპიკსაც ვერ იშო-
ვიდა, მარტო საწვავი გააკოტრებდა იმ საცოდავს!
თუმცა კოსმოსში არც კომპანიონთან ერთად ყოფნა გახ-
ლავთ დიდად სასიამოვნო. ამიტომ კომპანიონები ყოველ რე-
ისზე იცვლებიან ხოლმე. ერთთან უფრო მეტხანს შეიძლება
გაძლება, მეორე უფრო მალე მოგაბეზრებს თავს. თუნდაც
რიჩარდ და კანუტ სვენსონები ავიღოთ. ისინი თითქმის ყოვე-
ლი ხუთი-ექვსი რეისის შემდეგ ერთად გადიან კოსმოსში.
რაც არ უნდა იყოს, მაინც ძმები არიან. და ძმებიც კი ერთი
კვირის შემდეგ ძაღლებივით უღრენენ ერთმანეთს... ეჰ, რაც
არის, არის!
კოსმოსი სუფთა იყო და რიოსმა იგრძნო, რომ ახლა კამ-
ბუზში დაბრუნება ერთგვარ შვებას მოჰგვრიდა. ბოლოს და
ბოლოს, ის მაინც გამოცდილი კოსმონავტია და კარგად იცის,
როგორ უნდა მოუღოს ბოლო ამ სულელურ უგუნებობას.
რიოსი უხალისოდ წამოდგა და დერეფანში გავიდა...

რიოსი ისევ კარებში გაეჩხირა.


ლონგი ყურადღებით მისჩერებოდა ვიდეოფონის მოციმ-
ციმე ეკრანს.
– გათბობას ჩავრთავ, – ცოტა არ იყოს მკვახედ თქვა რი-
ოსმა, – საშიში არაფერია, ენერგია გვეყოფა.
– როგორც გნებავთ, – თავი დაუქნია ლონგმა.
რიოსი ერთხანს ყოყმანობდა, მერე თამამად მიუახლოვდა
ვიდეოფონს. მართლაც, კოსმოსი სუფთაა და აბა რა აზრი
აქვს რადარის უმოძრაო ლურჯი ხაზის ყურებას?
მან იკითხა:
11 მკითხველთა ლიგა
– რაზე ლაპარაკობს ეს დედამიწელი?
– ძირითადად კოსმოსური მოგზაურობის ისტორიაზე. ძვე-
ლი სიმღერაა, მაგრამ კარგად ლაპარაკობს. ყველაფერი გა-
მოიყენა, რაც კი შეიძლებოდა: ფერადი მულტიპლიკაცია,
კომბინირებული ფოტოსურათები, ძველი ფილმებიდან ამო-
ღებული კადრები – ერთი სიტყვით, ყველაფერი.
თითქოს ლონგის სიტყვების დადასტურებას აპირებსო, ეკ-
რანი აციმციმდა და მამაკაცის გამოსახულება კოსმოსური
ხომალდის ჭრილით შეიცვალა. ჰილდერი კადრს გარეთ გა-
ნაგრძობდა ლაპარაკს, თან მრავალფეროვან ილუსტრაციებს
იშველიებდა. ის ლაპარაკობდა და ეკრანზე ერთმანეთს
ცვლიდნენ საწყობები, პროტონული მიკრორეაქტორებიანი
ძრავები, კიბერნეტიკული სქემები...
მერე ეკრანზე ისევ ჰილდერი გამოჩნდა.
– ეს მხოლოდ ხომალდის კაფსული გახლავთ. მაგრამ რა
ამოძრავებს თვით ხომალდს? რას აჰყავს იგი ზევით?
ყველამ კარგად იცოდა, რაც ამოძრავებდა კოსმოსურ ხო-
მალდს. მაგრამ ჰილდერის ხმა ადამიანს აჯადოებდა და მსმე-
ნელებს ეჩვენებოდათ, თითქოს საუკუნეების ჯერ კიდევ გაუმ-
ხელელ საიდუმლოს ჩასწვდებოდნენ, უმაღლეს ზეშთაგონე-
ბას ეზიარებოდნენ. თვით რიოსმაც კი ერთგვარი მოუთმენ-
ლობა იგრძნო, თუმცა ცხოვრების მეტი ნაწილი კოსმოსურ
ხომალდებში ჰქონდა გატარებული.
ჰილდერი განაგრძობდა:
– მეცნიერები ამ მოვლენას სხვადასხვაგვარ სახელებს
არქმევენ. ხან მოძრაობისა და უკუმოძრაობის კანონს უწოდე-
ბენ, ხან ნიუტონის მესამე კანონს, ხან მოძრაობის რაოდენო-
ბის შენარჩუნებას, ხან რას და ხან რას. მაგრამ ჩვენ არავითა-
რი დასახელება არ გვჭირდება, მოდით და უბრალოდ გავაა-
12 მკითხველთა ლიგა
ნალიზოთ ყველაფერი. ცურვის დროს წყალს უკან ვუბიძგებთ,
თვითონ კი წინ გადავინაცვლებთ. იგივე მეორდება სიარული-
სა და გირომფრენის დროსაც, მხოლოდ ამ შემთხვევაში მი-
წას და ჰაერს ვუბიძგებთ უკან და წინ მივემართებით. ამგვა-
რად, წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ უკუსვლის ხარჯზე.
ხომ გახსოვთ ძველი წესი: „არაფრისაგან ვერაფერს ვერ მი-
იღებ“. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასი ათასი ტონის სიმძიმის
ხომალდი დედამიწიდან უნდა აფრინდეს. ეს რომ მოხდეს,
ხომალდმა რაღაც უნდა უკუაგდოს. კოსმომფრენი უზომოდ
მძიმე გახლავთ, ესე იგი, მან უნდა უკუაგდოს ნივთიერება
ისეთი დიდი რაოდენობით, ისეთი დიდი მოცულობით, რომ
მას მთელი ხომალდიც ვერ დაიტევდა. ამიტომ ხომალდის
უკან სპეციალურ სათავსოებს ამაგრებენ ხოლმე.
ჰილდერი ისევ გაქრა და ეკრანზე კოსმომფრენის გამოსა-
ხულება გამოჩნდა. გამოსახულება შეიკუმშა და კოსმომ-
ფრენს ქვედა ნაწილზე წაკვეთილი კონუსი მიემატა. კონუსის
ზედაპირზე გარკვევით ჩანდა ღია ყვითელი ფერის წარწერა:
„ნივთიერება, რომელიც ხომალდმა უნდა უკუაგდოს“.
– ახლა, – თქვა ჰილდერმა. – ხომალდის საერთო წონა
შესამჩნევად გაიზარდა. მაშასადამე, მისი ასამოძრავებელი
ძალაც შესაბამისად უნდა გაიზარდოს.
ხომალდის გამოსახულება უფრო მეტად დაპატარავდა,
მას ჯერ მეორე, მერე კი კოლოსალური ზომის მესამე კონტეი-
ნერიც მიემატა. თვითონ კოსმომფრენი კი ღია წითელი ფე-
რის ერთი ციცქნა ლაქად იქცა.
– ეშმაკსაც წაუღია, – ჩაიბუტბუტა რიოსმა. – ბალღური
ტიტინია და მეტი არაფერი.
– ეს ჩვენ გვეჩვენება ტიტინად, მარიო, მათ კი, ვისაც ის მი-
მართავს, ამის გარჩევა არ შეუძლიათ, – უპასუხა ლონგმა. –
13 მკითხველთა ლიგა
დედამიწა მარსი ხომ არ არის. დედამიწაზე მილიარდობით
ადამიანს ალბათ თვალითაც არ უნახავს კოსმომფრენი და
ყველაზე ელემენტარულ საკითხებშიც ვერ ერკვევა.
ჰილდერი განაგრძობდა:
– როცა ყველაზე დიდი კონტეინერი დაიცლება, ხომალდს
მოსცილდება და კოსმოსში რჩება ხოლმე.
ეკრანზე უშველებელი კონტეინერი შეირხა, ხომალდს
მოსცილდა და თანდათან დაპატარავდა.
– მერე მეორე კონტეინერის ჯერიც დგება. და ბოლოს, თუ
შორეული რეისია, ხომალდს მესამე კონტეინერიც მოსცილ-
დება.
ახლა კოსმომფრენი პატარა წითელ წერტილს დაემსგავ-
სა. მის უკან კი ირწეოდა და კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში
იკარგებოდა სამი კონტეინერი.
– ამ კონტეინერების დამზადებაზე, – თქვა ჰილდერმა, –
ათასობით ტონა ვოლფრამი, მაგნიუმი, ალუმინი და ფოლადი
იხარჯება. დედამიწისათვის ეს აურაცხელი სიმდიდრე სამუ-
დამოდ დაკარგულია. მარსის გარშემო – კოსმოსური ფრენის
ტრასებზე – მენაგვე კოსმონავტები მორიგეობენ. ისინი ცარი-
ელ კონტეინერებს დაეძებენ, იჭერენ, დაღავენ და მარსზე აგ-
ზავნიან. მარსელები დედამიწას ერთ ცენტსაც კი არ უხდიან
ამ ცარიელი კონტეინერებისათვის. მარსის კანონების მიხედ-
ვით, კონტეინერი გადარჩენილი ქონებაა და მთლიანად იმ
ხომალდს ეკუთვნის, რომელიც მას იპოვის.
– განა ჩვენ ცოტა ფულს ვხარჯავთ ამ საქმეზე! რისკსაც კი
ვეწევით, – ვეღარ მოითმინა რიოსმა, – ჩვენ რომ არ ვიყოთ,
ამოდენა სიმდიდრე უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა კოსმოს-
ში. დედამიწას ამით რა ზარალს ვაყენებთ?

14 მკითხველთა ლიგა
– გაიგეთ, – უთხრა ლონგმა, – ჰილდერი იმას ამბობს,
რომ მარსი, ვენერა და მთვარე საკმარისად ყვლეფავენ დე-
დამიწას, კონტეინერები კი დედამიწის ისედაც დიდი დანა-
კარგის კიდევ ერთი ფორმაა და მეტი არაფერი.
– მაგრამ კომპენსაციასაც ხომ იღებენ. ჩვენ ყოველდღიუ-
რად სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობით ვამუმავებთ
რკინის მადანს...
– რომლის დიდი ნაწილიც ისევ მარსზე ბრუნდება. ჰილდე-
რის ციფრებს თუ დავუჯერებთ, დედამიწამ ორასი მილიონი
დოლარი დააბანდა მარსზე და სანაცვლოდ მხოლოდ ხუთი
მილიარდის რკინის მადანი მიიღო. მთვარეზე დაბანდებული
იყო ხუთასი მილიარდი, მიღებით კი რა მიიღო? დაახლოებით
ოცდახუთი მილიარდის მაგნიუმი, ტიტანი და სხვადასხვა მსუ-
ბუქი ლითონები. ვენერაზე დედამიწამ ორმოცდაათი მილიო-
ნი დოლარი დააბანდა, სანაცვლოდ ერთი კაპიკიც არ მიუღია.
გადასახადების გადამხდელთ კი დედამიწაზე სწორედ ეს აინ-
ტერესებთ: ფული, რომელსაც მთავრობა მათგან იღებს, ქარს
მიაქვს.
სანამ ლონგი ლაპარაკობდა, ეკრანზე მენაგვე კოსმონავ-
ტების ხომალდების ამსახველი მულტიპლიკაციური კადრები
აციმციმდნენ: მარსისაკენ მიმავალ ტრასზე გამოსული პატა-
რა, კარიკატურული ხომალდები ირგვლივ ხარბად აფათუ-
რებდნენ მჭიდე და მოქნილ ხელებს, ცარიელ კონტეინერებს
ებღაუჭებოდნენ, ზედ ცეცხლოვან დაღად ასვამდნენ წარწე-
რას „მარსის საკუთრება“ და მერე ფობოსზე ისროდნენ.
ეკრანზე ისევ ჰილდერი გამოჩნდა:
– ისინი გვპირდებიან, რომ დროთა განმავლობაში ყველა-
ფერს უკან დაგვიბრუნებენ. დროთა განმავლობაში, როგორც
კი მოღონიერდებიან! არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ასი
15 მკითხველთა ლიგა
წლის შემდეგ? თუ ათასი წლის შემდეგ? იქნებ მილიონი წლის
შემდეგ? დროთა განმავლობაშიო, ამბობენ ისინი! კეთილი,
ვირწმუნოთ მათი სიტყვიერი დაპირება. ერო მშვენიერ დღეს
ისინი უკან დაგვიბრუნებენ მთელ ჩვენს ლითონს, საკუთარ
სურსათ-სანოვაგეს იკმარებენ, საკუთარი ენერგიით ისარგებ-
ლებენ, საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებენ. მაგრამ არის ერ-
თი რაღაც, რასაც ისინი ვერასდროს ვერ დაგვიბრუნებენ.
ათასი მილიონი წლის შემდეგაც კი. ეს არის წყალი! მარსზე
წყალი უმნიშვნელო რაოდენობითაა, რადგან მარსის პლანე-
ტა დედამიწაზე პატარაა. ვენერაზე წყალი სულ არ არის, რად-
გან იქ ძალიან ცხელა. მთვარეზეც არ არის წყალი, ვინაიდან
ისიც ძალიან პატარაა და თანაც მეტისმეტად ცხელი. ამიტომ
დედამიწა იძულებულია კოსმოსის ბინადართ მიაწოდოს წყა-
ლი არა მარტო სასმელად და დასაბანად, არა მარტო მრეწვე-
ლობისა და ჰიდროპონური პლანტაციებისათვის, არა! ჩვენ
მათ უნდა მივაწოდოთ ის წყალიც, რომელსაც ისინი მილიონ
ტონობით ფუჭად აქცევენ კოსმოსის სივრცეში.
რა ამოძრავებს კოსმომფრენს? რას ისვრის ის უკან, წინ
რომ გაეშუროს? ოდესღაც კოსმომფრენი აფეთქების შედე-
გად წარმოქმნილ გაზოვან პროდუქტებს გამოსტყორცნიდა.
ეს ძალიან ძვირი ჯდებოდა. მერე პროტონული მიკრორეაქ-
ტორები გამოიგონეს. ასეთი რეაქტორი იაფი ენერგიის წყა-
როა, ის უდიდესი წნევის ქვეშ ნებისმიერ სითხეს გაზად აქ-
ცევს. რომელი სითხეა ყველაზე იაფი? რომელი სითხეა ყვე-
ლაზე ბევრი და ადვილად საშოვნელი? რა თქმა უნდა, წყალი.
ყოველ ხომალდს, მიწას რომ სტოვებს, თან მიაქვს მილიონი
ტონა – ფუნტი კი არა, ტონა! – წყალი ერთადერთი მიზნისათ-
ვის: კოსმოსურ სივრცეში წინსვლისათვის. ჩვენმა წინაპრებმა
განუსჯელად და წინდაუხედავად გაანადგურეს დედამიწის
16 მკითხველთა ლიგა
ნავთისა და ქვანახშირის მარაგი. ჩვენ სასტიკად ვკიცხავთ
მათ ამისათვის, მაგრამ ჩვენს წინაპრებს იმედი ჰქონდათ,
რომ საჭიროების შემთხვევაში შემცვლელების გამონახვა არ
გაჭირდებოდა. მათი ვარაუდი გამართლდა: ახლა პლანქტო-
ნური ფერმებიც გვაქვს და პროტონული მიკრორეაქტორე-
ბიც. მაგრამ წყლის შემცვლელი ნივთიერება არ არსებობს!
არ არსებობს და არც იქნება. და როცა გვალვები დაიწყება,
როცა შთამომავლები ნახავენ უდაბნოდ გადაქცეულ დედამი-
წას, რითი გაამართლებენ ისინი ჩვენს საქციელს?
ლონგი დაიხარა და ვიდეოფონი გამორთო.
– ეს აღარ მომწონს, – თქვა მან. – ჩერჩეტი განგება... რა
მოხდა?
რიოსი უცებ ადგილიდან წამოიჭრა.
– მე ხომ იმპულსებს უნდა ვადევნო თვალი...
– ეშმაკსაც წაუღია ეგ იმპულსები!
ლონგიც წამოდგა, რიოსს ვიწრო დერეფანში გაჰყვა და ჯი-
ხურის ზღურბლზე შეჩერდა.
– ჰილდერმა თავისას თუ მიაღწია და საჭირბოროტო
პრობლემის შეთითხნა მოახერხა, მაშინ... ოჰო!
რადარის ნიშანი მანაც შეამჩნია. პირველი კლასის იმ-
პულსი რადარის გამავალ ნიშანს ასდევნებოდა, როგორც
მწევარი აედევნება ხოლმე ელექტრონულ ყურცქვიტას.
რიოსი სულმოუთქმელად ბუტბუტებდა:
– კოსმოსი სუფთა იყო, გეფიცებით, სუფთა იყო-მეთქი..
მარსის გულისათვის, ტედ, ხელს ნუ შემიშლით. ეცადეთ, იქ-
ნებ, ვიზუალურად მაინც დაიჭიროთ.
რიოსი სწრაფად და მარჯვედ მოქმედებდა: ხუმრობა ხომ
არ იყო, ოცი წელია მენაგვე კოსმონავტად მუშაობდა. მან ორ
წუთში განსაზღვრა დისტანცია. მერე, სვენსონის მარცხი რომ
17 მკითხველთა ლიგა
გაახსენდა, გადახრის კუთხე და რადიალური სიჩქარე გაზო-
მა.
რიოსმა ლონგს გადასძახა:
– რადიანის ერთი მთელი და სამოცდათექვსმეტი მეასე-
დია. მოძებნა არ უნდა გაგიჭირდეთ.
სუნთქვაშეკრული ლონგი ვერნერს ატრიალებდა.
– მზიდან მხოლოდ ნახევარი რადიანითაა დაშორებული,
მარტო ერთი კიდე ექნება განათებული.
მან სწრაფად და ფრთხილად გააძლიერა გამადიდებელი,
მოთმინებით დაიწყო იმ ერთადერთი „ვარსკვლავის“ ძებნა,
ახლა ყოველ წუთს და ყოველ წამს რომ შეიცვლიდა მდგომა-
რეობას, მოუსვენრად იტრიალებდა, თანდათან გაიზრდებო-
და და ფორმასაც მიიღებდა იმის დასადასტურებლად, რომ
სულაც არ იყო ვარსკვლავი.
– ძრავა უნდა ჩავრთო, – თქვა რიოსმა. – მეტი დაყოვნება
არ შეიძლება.
– აი, ისიც! აგერ!
საგანი ჯერ კიდევ არ იყო იმდენად გადიდებული, რომ
ლონგს მკაფიოდ გაერჩია მისი მოკაშკაშე ფორმები. „ვარ-
სკვლავი“ ტრიალებდა და რიტმულად ციმციმებდა, რადგან
კონტეინერის ბრუნვის დროს მზის სინათლე ხან პატარა და
ხან დიდ ნაწილს ეცემოდა.
– ლონგ, ფრთხილად, ძრავას ვრთავ!
ამოსაბოლქვი ნასვრეტებიდან ორთქლის რამდენიმე
წვრილი ჭავლი გამოვარდა. ხომალდის უკან ასეულობით
მილზე გაიჭიმა ყინულის მიკროკრისტალების უსასრულო კუ-
დი და შორეული მზის ფერმკრთალ სხივებში ბუნდოვნად
აკამკამდა. ერთი, მეორე, მესამე ჭავლი და ხომალდი თავის
ორბიტას ასცდა, კონტეინერისაკენ აიღო გეზი.
18 მკითხველთა ლიგა
– ისე მოფრინავს, როგორც კომეტა პერიჰელიუმში! – და-
იყვირა რიოსმა. – ის დაწყევლილი დედამიწელი მფრინავები
კონტეინერებს განგებ ყრიან ასე მოუხერხებლად. ერთი მანა-
ხა და...
რიოსს ბრაზი ახრჩობდა, იგინებოდა და ხომალდს ისეთი
აჩქარებით მიაქანებდა, რომ სავარძლის ჰიდრავლიკურმა
საფენმა მთელი ფუნტით დაიწია ძირს. ლონგი მოაჯირს ჩაფ-
რენოდა და რის ვაივაგლახით იკავებდა თავს.
– ცოტა ნელა! – შეევედრა ლონგი. მაგრამ რიოსი მხო-
ლოდ იმპულსებს ადევნებდა თვალს და ფერმკრთალ ლონგს
აინუნშიც არ აგდებდა.
– თუ არ მოგწონთ, მარსზე ბრძანებულიყავით, თქვენთვის
კალთა არავის ჩამოუხევია.
ორთქლის ჭავლები ისევ ისე ყრუდ ღრიალებდნენ. რადიო
ამუშავდა. ლონგი ისეთი გაჭირვებით დაიხარა, თითქოს ჰა-
ერი ბლანტე ბადაგად ქცეულიყო, და ეკრანი ჩართო. მათ
ღვარძლიანად მიაჩერდა სვენსონი.
– საით მიექანებით? – ყვიროდა ის. – ათი წამის შემდეგ
ჩემს სექტორში იქნებით.
– კონტეინერს მივდევთ, – უპასუხა რიოსმა.
– ჩემს სექტორში?
– არა, გამოდევნება ჩვენს სექტორში დავიწყეთ. შენ მაინც
ვერ დაიჭერდი. რადიო გამორთეთ, ტედ.
ხომალდი გააფთრებული ღმუილით მიჰქროდა უკიდეგანო
სივრცეში, მაგრამ ამ ხმაურს მხოლოდ ხომალდის კორპუსის
შიგნით თუ გაიგონებდა კაცი. მერე რიოსმა ძრავა ისე უეც-
რად გამორთო, რომ ლონგმა თავი ვერ შეიკავა და წინ გა-
ვარდა. უეცრად სიჩუმე ჩამოწვა. ამ მოულოდნელი სიჩუმის

19 მკითხველთა ლიგა
გამო ყურები ახლა უფრო მეტად უშხუოდათ, ვიდრე ერთი წა-
მის წინ, როცა ხომალდი გაშმაგებით ღმუოდა.
ორივე ოკულარს მიეკრა. უკვე გარკვევით მოჩანდა წაკვე-
თილი კონუსი. კონტეინერი ვარსკვლავებს შორის მოძრაობ-
და და მედიდური ზოზინით გადადიოდა ყირაზე.
– ოჰო, პირველი კლასის კონტეინერია, – კმაყოფილებით
ჩაილაპარაკა რიოსმა და გუნებაში გაიფიქრა: „ნამდვილი გი-
განტია. კარგია, გვარიანი მოგება დაგვრჩება“.
ლონგმა თქვა:
– ლოკატორი ახალ ნიშანს იძლევა. ალბათ სვენსონი გა-
მოგვედევნა.
რიოსმა წამით გადახედა ეკრანს.
– ვერ დაგვეწევა.
კონტეინერი თანდათან ახლოვდებოდა და იზრდებოდა,
სანამ სულ არ დაფარა მხედველობის არე.
რიოსს ბარჯის სასროლ ბერკეტზე ედო ხელი. მან დაკვირ-
ვებით შეათვალიერა კონტეინერი, მიკროსკოპული სიზუსტით
ორჯერ გაზომა კუთხე, გვარლი საჭირო სიგრძეზე მოუშვა და
ბერკეტი გადაწია.
წამი ისე გავიდა, რომ არაფერი შეცვლილა. მერე ლითო-
ნის გვარლი კობრასავით გასრიალდა კონტეინერისკენ,
თითქოს მის მოგუდვას აპირებსო. გვარლი კონტეინერს შე-
ეხო და ისევ მოსცილდა, თორემ რომ ჩასჭიდებოდა, ალბათ
ობობას ქსელივით ადვილად გაწყდებოდა. კონტეინერი ტრი-
ალებდა, მისი ბრუნვის ძალა ათასობით ტონას აღწევდა,
გვარლს მხოლოდ მძლავრი მაგნიტური ველი უნდა შეექმნა
მის ირგვლივ და დამუხრუჭებინა.

20 მკითხველთა ლიგა
კონტეინერისაკენ ერთი გვარლი კიდევ გასრიალდა, იმას
მიჰყვნენ დანარჩენებიც. რიოსი ისროდა და ისროდა გვარ-
ლებს, ენერგიის გადახარჯვას აინუნშიც არ აგდებდა.
– მარსს გეფიცებით, ვერ გამექცევა, ვერა!
რიოსი მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როცა ხომალდსა და
კონტეინერს შორის ოცზე მეტი ფოლადის გვარლი გაიჭიმა.
კონტეინერის ბრუნვის ენერგია დამუხრუჭების დროს სითბურ
ენერგიაში გადაიზარდა და კონტეინერი ისე გავარვარდა,
რომ გამოსხივებას კოსმომფრენის ხელსაწყოებიც კი აღნიშ-
ნავდნენ.
– ბეჭედი მე დავასვა? – ჰკითხა ლონგმა.
– თუკი გულით გსურთ, კეთილი, თორემ ახლა ჩემი ჯერია.
– სიამოვნებით გავალ კოსმოსში.
ლონგმა სკაფანდრი გადაიცვა და გასასვლელი საკნისკენ
გაემართა. როგორც ახალბედას შეჰფერის, მას ზუსტად ახ-
სოვდა, რამდენჯერ იყო კოსმოსში სკაფანდრით: ეს მეხუთედ
გადიოდა.
ლონგი გვარლებს დაეკიდა ხელებით და კონტეინერისკენ
გაემართა. ხელის ყოველ გადანაცვლებაზე გრძნობდა, რო-
გორ თრთოდნენ ფოლადის გვარლები მისი ლითონის ხელ-
თათმანების ქვეშ. მან კონტეინერის გლუვ ლითონზე თავიან-
თი სერიული ნომერი ამოჭრა. კოსმოსის სიცარიელეში ხომ
საერთოდ გამორიცხულია ფოლადის ჟანგვა. ამიტომ ლითო-
ნი უბრალოდ დნებოდა და ორთქლდებოდა, მერე სხივ-
მფრქვევიდან რამდენიმე ფუტის დაშორებით ისევ მკვრივდე-
ბოდა და მქრქალ რუხ პრწკალად ედებოდა კონტეინერის ზე-
დაპირს.
ლონგი კოსმომფრენში დაბრუნდა, თავის კაიუტაში შევი-
და და ჭირხლის სქელი ფენით დაფარული ჩაფხუტი მოიხსნა.
21 მკითხველთა ლიგა
პირველი, რაც ლონგმა გაიგონა, იყო გაშმაგებული სვენ-
სონის ხმა, რეპროდუქტორიდან რომ მოისმოდა.
– ...ახლავე კომისართან! ბოლოს და ბოლოს, რაღაც წესე-
ბი ჩვენც ხომ გვაქვს, დალახვროს ეშმაკმა.
რიოსი აუღელვებლად იჯდა სავარძელში.
– ყური მიგდე, კონტეინერი ხომ ჩემს სექტორში იყო. გვი-
ან შევნიშნე და შენს სექტორში იმიტომ მომიხდა მისი დაჭე-
რა. შენ რომ გამოსდევნებოდი, სულ ერთია, მაინც ვერ და-
იჭერდი და პირდაპირ მარსს შეენარცხებოდი. ეს არის და
ეს... ლონგ, დაბრუნდით?
რიოსმა რადიო გამორთო, სანიშნო ნათურა განუწყვეტ-
ლივ ციმციმებდა, მაგრამ რიოსი არავითარ ყურადღებას არ
აქცევდა მას.
– კომისართან ხომ არ გვიჩივლებს? – იკითხა ლონგმა.
– აზრადაც არ გაივლებს. ტყუილ-უბრალოდ იმუქრება და
იღრინება, რომ მოწყენილობას დააღწიოს თავი, თორემ კონ-
ტეინერი რომ ჩვენია, ამაში ეჭვიც არ ეპარება. ისე, როგორ
მოგეწონათ ჩვენი ნადავლი, ტედ?
– არა უშავს რა.
– არა უშავსო? არა უშავს კი არა, შესანიშნავია! ფრთხი-
ლად იყავით, ტედ, კონტეინერი უნდა დავცალო.
გვერდითი საქშენებიდან ორთქლის რამდენიმე ჭავლმა
ამოხეთქა და ხომალდმა ნელი ბრუნვა დაიწყო კონტეინერის
გარშემო. მალე ხომალდს კონტეინერიც აედევნა. ნახევარი
საათის შემდეგ ხომალდისა და კონტეინერიც გიგანტურ
ბზრიალასავით ტრიალებდნენ კოსმოსის სიცარიელეში.
ლონგმა „ეფემერიდების“ მიხედვით განსაზღვრა დეიმოსის
ადგილსამყოფელი. ზუსტად გამოთვლილ დროს გვარლებმა
მაგნიტური ველი მოხსნეს და კონტეინერი იმ ტრაექტორიაზე
22 მკითხველთა ლიგა
გავიდა, რომლითაც დაახლოებით დღეღამის შემდეგ მიაღ-
წევდა მარსის ამ თანამგზავრს და იქ განლაგებული საწყობე-
ბის დამჭერებში მოხვდებოდა.
რიოსმა კმაყოფილებით გაადევნა თვალი კონტეინერს, მე-
რე ლონგს მიუბრუნდა და ჩაილაპარაკა:
– დღეს კარგ ფეხზე ავდექით.
– ჰილდერის სიტყვა? – ჰკითხა ლონგმა.
– ვისი? რას ამბობ? ჰოო, ჰილდერის სიტყვა? აბა, რა გით-
ხრათ? ყველა დაწყევლილი დედამიწელის ლაყბობაზე რომ
ინერვიულო, თვალს რული არ გაეკარება. დაივიწყეთ და ის
იქნება.
– ჩემი აზრით, ამის დავიწყება არ შეიძლება.
– რა ახირებული ხართ, ტედ, ისა სჯობია, მაგ სისულელე-
ებს თავი დაანებოთ და კარგად გამოიძინოთ!

ტედ ლონგი, როგორც ყოველთვის, ახლაც სიყვარულით


გასცქეროდა მშობლიური ქალაქის მაღალ და ფართო მთა-
ვარ ქუჩას.
ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კომისარმა დროებით აკ-
რძალა კონტეინერების დაჭერა და მენაგვე კოსმონავტების
ხომალდები მარსზე გამოიძახა. ლონგი კი ისევ კოსმოსის
უკიდეგანო სივრცის გამახალისებელი ზეგავლენის ქვეშ იმ-
ყოფებოდა და ამ სასიამოვნო განცდით გაბრუებული აინუნ-
შიც არ აგდებდა სამყაროში მომხდარ ამბებს. მდგომარეობა
კი მართლაც დაძაბული იყო: დედამიწამ განიზრახა, რომ სის-
რულეში მოეყვანა თავისი ამასწინანდელი გადაწყვეტილება
წყლის მომჭირნეობით ხარჯვის თაობაზე. ზღვრული ნორმა
23 მკითხველთა ლიგა
პირველ რიგში მენაგვე კოსმონავტების რეისებზე უნდა დაწე-
სებულიყო. ხომალდების უკან გამოძახებაც სწორედ ამით
იყო გამოწვეული.
ქუჩის სახურავზე რაღაც განსაკუთრებული საღებავი გადა-
ესვათ და ღია ცისფრად ბრწყინავდა, – ეს ალბათ დედამიწის
ზეცისათვის მიბაძვის ძველმოდური ცდა გახლდათ. ტედმა
დანამდვილებით არ იცოდა, ასე იყო თუ არა. თუმცა ამას მის-
თვის მნიშნელობა არ ჰქონდა, – ის არხეინად მიჰყვებოდა ქუ-
ჩას და უდარდელად აკვირდებოდა ქუჩის კედლებში გამოჭ-
რილ მაღაზიის ვიტრინებს, საიდანაც უხვად იღვრებოდა სი-
ნათლე.
შორიდან აფეთქების ხმები მოისმოდა. ეს ხმა იმდენად
ძლიერი იყო, რომ ტრანსპორტისა და გამვლელთა ნაბიჯების
ხმაურს ფარავდა, – მარსის სიღრმეში ახალი გვირაბები გაჰ-
ყავდათ. რაც თავი ახსოვს, ლონგს სულ ესმის, შორეული და
მაინც რაღაცით ახლობელი ხმა. ის რომ დაიბადა, ამ ქუჩის
ადგილზეც ხელუხლებელი კლდის ქანები იყო. ქალაქი იზ-
რდება და დედამიწა ხელს თუ არ შეუშლის, მომავალში კიდევ
უფრო გაიზრდება.
ლონგმა შედარებით ვიწრო და არც ისე განათებულ ქუჩა-
ზე შეუხვია. მაღაზიის ვიტრინები საცხოვრებელი სახლებით
შეიცვალა. მათი ფასადები ნათურების ელვარე რიგებით იყო
მოხაზული. მყიდველები და მანქანები ფეხით მოსეირნეებმა
და ცელქმა ბავშვებმა შეცვალეს, დედების ძახილს ყურს რომ
არ უგდებდნენ.
ლონგს უცებ გაახსენდა, რომ ასე მისვლა უხერხული იყო,
კუთხეში წყლის ფარდულთან შეჩერდა და გამყიდველს მათა-
რა მიაწოდა:
– შემივსეთ, გეთაყვა!
24 მკითხველთა ლიგა
სქელმა მედუქნემ თალფაქი მოხსნა და მათარაში ჩაიხე-
და, მერე მსუბუქად შეანჯღრია – ბუყ-ბუყი მოისმა.
– ცოტა დარჩენილა, – მხიარულად შეეხმიანა მედუქნე.
– ალბათ, – დაეთანხმა ლონგი.
მედუქნემ ზედ მილის ბუნიკთან მიიტანა მათარა და ისე
გულმოდგინედ აავსო წყლით, რომ ერთი წვეთიც არ დაუღ-
ვრია. მარსზე მიღებული წესის მიხედვით სტუმრად ცარიელი
მათარით მისვლა უხერხულად ითვლება, მეგობრებთან, ცხი-
დია, ისედაც შეიძლება. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამას დიდ
ყურადღებას არ აქცევენ.
ლონგი N 27 სახლის სადარბაზო შესასვლელში შევიდა,
რამდენიმე საფეხური აიარა, ზარის დასარეკად მოემზადა
და... შეჩერდა.
კარს იქიდან გარკვევით ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი.
ქალის ხმა იყო. გაჯავრებით ლაპარაკობდა:
– კეთილი, კეთილი, მოიწვიე ის შენი მენაგვე ძმაკაცები
და დრო ატარეთ! იმის უღრმესი მადლობელიც ვარ, რომ წე-
ლიწადში მთელ ორ თვეს ატარებ სახლში! ჩემთვის, რა თქმა
უნდა, ორი დღეც საკმარისი იქნება! ორი დღეც! მერე ისევ
შენს მენაგვე ძმაკაცებს მიხედე!
– რახანია შინა ვარ, დორა! – უპასუხა მამაკაცმა. – ესეც
რომ არ იყოს, საქმე გვაქვს. მარსის გულისთვის, დაწყნარდი,
გეყოფა, დორა. საცაა ბიჭებიც მოვლენ და...
ლონგმა გადაწყვიტა, ცოტა ხანს კარებთან შეეცადა: ვინ
იცის, მოსაუბრენი იქნებ რაიმე შედარებით უწყინარ თემაზე
გადასულიყვნენ.
– ძალიან კარგი, მობრძანდნენ და გაიგონ ყველაფერი! –
მოუჭრა დორამ. – გაიგონ! ნეტავი სულაც აკრძალავდნენ ამ
სულელურ გაფრენებს! გაიგე?
25 მკითხველთა ლიგა
– მერე რიღათი ვიცხოვრებთ?– გაჯავრებით ჰკითხა მამა-
კაცმა. – მიპასუხე!
– გიპასუხებ კიდეც. თუ მოინდომებ, მარსზედაც კარგა გვა-
რიანად გამოიმუშავებ. სხვები როგორღა ცხოვრობენ? ამ სახ-
ლში მარტო მე ვარ „მენაგვის ქვრივი“. ხედავ, რად ვიქეცი –
ქვრივი ვარ! ქვრივი ვარ და ქვრივზე უარესიც კი! მართლა
ქვრივი რომ ვიყო, ბოლოს და ბოლოს, მეორედ მაინც გავ-
თხოვდებოდი. რაო, რა თქვი?
– მე არაფერი არ მითქვამს.
– არა, მშვენივრად ვიცი, რაცა თქვი. ახლა კი ყური დამიგ-
დე, დიკ სვენსონ...
– დიახ, ვთქვი! – იყვირა სვენსონმა. – ვიტყვი და გაგიმეო-
რებ კიდეც: ახლა მივხვდი, მენაგვეები რატომაც არ ოჯახდე-
ბიან.
– ნეტა რა გრჯიდა, ცოლს რომ ირთავდი! მეტი აღარ შე-
მიძლია, – ყველა მეზობელს ვეცოდები, ყველა მეზობელი
დამცინავი ღიმილით მეკითხება, თქვენი მეუღლე როდის
დაბრუნდებაო. ყველა მამაკაცმა რაღაც საქმე იშოვნა – ან
სამთო ინჟინრად მუშაობს, ან ადმინისტრატორად, ზოგიერთი
მბურღავის თანამდებობასაც არ ერიდება. ყოველ შემთხვევა-
ში მბურღავებს ნორმალური ოჯახები მაინც აქვთ. ბავშვებიც
ნორმალური ჰყავთ, შენსავით უზედამხედველოდ კი არა ტო-
ვებენ. შენნაირი მამის ყოლას ისა სჯობია, რომ...
– დედა, უზედამხედველო რას ნიშნავს? – გაისმა ბიჭუნას
ძალზე წვრილი და მინაზებული ხმა. ეს ხმა შორიდან მოისმა
– ალბათ ბიჭუნა მეორე ოთახში იყო.
– პიტერ, შენ შენს გაკვეთილებს მიხედე! – კიდევ უფრო
აიმაღლა დორამ ხმა.
სვენსონმა წყნარად წარმოთქვა:
26 მკითხველთა ლიგა
– ბავშვის თანდასწრებით ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება,
დორა. ამის შემდეგ ჩემზე რა წარმოდგენა ექნება?
– ჰოდა, შინ დარჩი და წარმოდგენაც ისეთი ექნება, რო-
გორიც საჭიროა.
მეორე ოთახიდან ისევ მოისმა პიტერის ხმა:
– დედა, დედილო, მე რომ გავიზრდები, აუცილებლად მე-
ნაგვე გამოვალ.
გაისმა ჩქარი ნაბიჯების ხმა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა,
მერე ბიჭი ყურთასმენის წამღებად აკივლდა:
– დედა, ოი, მტკივა, დედიკო! ხელი გამიშვი! რა დავაშავე?
– და მერე ისევ ყველაფერი მიწყნარდა, მხოლოდ ბავშვის უკ-
მაყოფილო ფშუტუნი ისმოდა.
ლონგმა პაუზით ისარგებლა და ენერგიულად დარეკა ზა-
რი. კარი სვენსონმა გაუღო. შეწუხებული ჩანდა და ნერვიუ-
ლად ისვამდა თავზე ხელებს.
– გამარჯობა, ტედ, – რაღაც უხალისოდ მიესალმა მასპინ-
ძელი, მერე ხმამაღლა წარმოთქვა: – დორა, ტედი მოვიდა.
ტედ, მარიო სადღაა?
– ახლავე მოვა, – უპასუხა ლონგმა.
მეორე ოთახიდან სწრაფად გამოვიდა დორა, პატარა ტა-
ნის შავგვრემანი, ცხვირჩაჭყლეტილი ქალი. თმა უკან გადაე-
ვარცხნა.
– გამარჯობათ, ტედ, ივახშმეთ?
– დიახ, გმადლობთ, თქვენ მიირთვით, მე ნუ მომერიდე-
ბით.
– არა, არა, ჩვენც რახანია, ვივახშმეთ. ყავა არ გინდათ?
– უარს არ ვიტყოდი, – ტედმა ქამრიდან მათარა მოიხსნა
და დორას გაუწოდა.

27 მკითხველთა ლიგა
– ო, არა, როგორ იქნება, რა საჭიროა, წყალი თავსაყრე-
ლად გვაქვს.
– გთხოვთ.
– რა გაეწყობა...
დიასახლისი სამზარეულოში გავიდა. ღია კარიდან ტედმა
თვალი მოჰკრა „სეკოტერგში“ შეწყობილ თეფშებს – ეს იყო
ე. წ. „უწყლოდ მრეცხავი“ მოწყობილობა, რომელიც თვალის
დახამხამებაში შეიწოვს და შთანთქავს ყოველგვარ ჭუჭყს და
ცხიმს. ერთი უნცია წყალიც საკმარისია, რომ სარკესავით გა-
აპრიალოს რვა კვადრატული მეტრი ჭურჭელი. „შეიძინეთ სე-
კოტერგი“, „სეკოტერგი“ იდეალურად რეცხავს ჭურჭელს“.
„წყლის ზედმეტი წვეთიც არ დაგეხარჯებათ! ჭურჭელს ისე და-
გიკრიალებთ, რომ მასთან სასწაულიც მოგონილი იქნება!..“
უცებ გულის გამაწყალებელი სარეკლამო სიმღერა გაახ-
სენდა და თავიდან რომ ამოეგდო, იკითხა:
– პიტი როგორ არის?
– კარგადაა. უკვე მეოთხე კლასში გადავიდა. მე, შენც კარ-
გად იცი, იშვიათად ვხედავ. ამასწინათ, უკანასკნელი რეისი-
დან რომ დავბრუნდი, შემომხედა და მითხრა...
ამ სიტყვებს მოჰყვა ჩვეულებრივი გაგრძელება – თუ შეიძ-
ლება ჩვეულებრივი ეწოდოს მშობლის ნაამბობს მისი შესა-
ნიშნავი შვილის შესანიშნავი აზრების თაობაზე.
ზარმა გაიბზუილა და ოთახში მოღუშული, მთლად გაწით-
ლებული მარიო შემოვიდა. სვენსონმა შემოსვლისთანავე ხე-
ლი სტაცა მას.
– მარიო, შენი ჭირიმე, კონტეინერებზე სიტყვა არ დაძრა.
დორას ვერაფრით ვერ უპატიებია, შენ რომ ჩემს სექტორში
პირველი კლასის კონტეინერი დაიჭირე, თანაც დღეს რაღაც
უხასიათოდაა...
28 მკითხველთა ლიგა
– ნეტა კონტეინერების მეტი სადარდებელი არაფერი
მქონდეს...
რიოსმა ბეწვით გაწყობილი ქურთუკი გაიძრო. სავარძლის
საზურგეზე მიაგდო და დაჯდა.
ოთახში შემოსულმა დორამ ნაძალადევად გაუღიმა ახალ-
მოსულ სტუმარს.
– სალამი, მარიო. ყავას ხომ არ დალევდი?
– ჰო... – უპასუხა მან და ანგარიშმიუცემლად მათარისკენ
წაიღო ხელი.
– წყალი ჩემი მათარიდან იხმარეთ, დორა, – სწრაფად ჩა-
ილაპარაკა ლონგმა. – მერე დამიბრუნებს.
– ჰო... – გაიმეორა რიოსმა.
– რა მოხდა, მარიო? – ჰკითხა ლონგმა.
– მითხარით, მისაყვედურეთ, ერთი წლის წინ არ გაფ-
რთხილებდით-თქო! – პირქუშად ჩაიბურტყუნა რიოსმა. – ერ-
თი წლის წინ, ჰილდერის სიტყვის შემდეგ. ამოიღეთ ხმა, მით-
ხარით რამე, ლონგ!
ლონგმა გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩა.
რიოსი განაგრძობდა:
– ნორმა დააწესეს. თხუთმეტი წუთის წინ გამოაცხადეს.
– მერე?
– ორმოცდაათი ათასი ტონა წყალი ერთ რეისზე.
– რაო? – იფეთქა სვენსონმა. – ეგ წყალი ხომ მარსიდან
ასაფრენადაც არ გვეყოფა.
– საქმეც მაგაშია. კარგად მოფიქრებული დარტყმაა. კონ-
ტეინერების შეგროვებას ბოლო მოეღო.
დორამ ყავა შემოიტანა და ფინჯნები ჩამოარიგა.

29 მკითხველთა ლიგა
– რაზე ლაპარაკობდით? კონტეინერების შეგროვებას ბო-
ლო მოეღოო? – დორა სახეგაბრწყინებული ჩაჯდა სავარ-
ძელში. სვენსონმა უმწეოდ გადახედა მეუღლეს.
– როგორც ეტყობა, – თქვა ლონგმა. – დღეიდან ნორმაა
შემოღებული ორმოცდაათი ათასი ტონის ოდენობით. ეს კი
იმას ნიშნავს, რომ კოსმოსში ფრენას ვეღარ შევძლებთ.
– მერე რა მოხდა? – დორამ ყავა მოსვა და მხიარულად
გაიღიმა. – ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს ამბავი ძალიან
მომწონს. შესანიშნავი ღონისძიება გახლავთ. აბა, მთელი
ცხოვრება კოსმოსში ხომ არ უნდა გაატაროთ. დროა, მუდმივ
სამუშაოს მოჰკიდოთ ხელი. მარსზე სათქვენო საქმეც მო-
იძებნება. სულაც არ ვხუმრობ, აბა რა ცხოვრებაა კოსმოსში
უთავბოლო ხეტიალი...
– დორა, გემუდარები. გაჩუმდი, – თქვა სვენსონმა
რიოსმა ღვარძლიანად ჩაილაპარაკა რაღაც. დორამ წარ-
ბები ასწია.
– მე, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი.
– აზრის გამოთქმის უფლებას ვერავინ წაგართმევთ, –
თქვა ლონგმა, – მაგრამ მე სულ სხვა ამბავი მაწუხებს. ეჭვი
არ მეპარება, რომ ორმოცდაათი ათასი ტონა მხოლოდ და-
საწყისია. ყველამ კარგად იცის, რომ დედამიწა – უკიდურეს
შემთხვევაში ჰილდერის პარტია მაინც – პოლიტიკური კაპი-
ტალის დაგროვებას აპირებს წყლის ეკონომიის ხარჯზე. ეს კი
სასიკეთოს არაფერს გვიქადის. როგორმე წყალი უნდა გა-
მოვძებნოთ, თორემ ისინი ხელში აგვიყვანენ და მორჩა, ვე-
რაფერი გიშველის. ხომ მართალია?
– რა თქმა უნდა, – თქვა სვენსონმა.
– საქმეც სწორედ ეგაა, მაგრამ როგორ? რანაირად?

30 მკითხველთა ლიგა
– თუ საქმე მარტო წყალს ეხება, – მოულოდნელად შეეპა-
სუხა რიოსი, – მაშინ თქვენც მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ
ერთი გამოსავალი გვაქვს. რადგან დედამიწა ნებით არ გვაძ-
ლევს წყალს, ძალით ან ეშმაკობით უნდა წავართვათ. ოდეს-
ღაც დედამიწის ადამიანების ცინგლიანმა მშიშარა მამებმა და
პაპებმა თავიანთი თბილი პლანეტის დატოვება ვერ გაბედეს,
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ისინი წყლის ერ-
თადერთი ბატონ-პატრონები არიან. წყალი ადამიანების სა-
ერთო საკუთრებაა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ადა-
მიანები ვართ, ესე იგი, წყალი ჩვენიცაა. დედამიწის წყალზე
ჩვენი უფლებებიც ვრცელდება.
– მაინც როგორ აპირებთ დედამიწიდან წყლის წამოღე-
ბას? – ჰკითხა ლონგმა.
– სულ უბრალოდ! დედამიწაზე წყლის მთელი ოკეანეებია
და ყოველ კვადრატულ მილზე გუშაგებს ხომ ვერ დააყენე-
ბენ? ნებისმიერ დროს, როცა მოგვესურვება, დავჯდებით
პლანეტის ღამეულ მხარეზე, კონტეინერებს წყლით ავავსებთ
და უკან გამოვბრუნდებით. საინტერესოა, ხელს რითი შეგვიშ-
ლიან?
– რითი და ათასგვარი საშუალებით, მარიო. თქვენ რო-
გორ პოულობთ კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში კონტეინე-
რებს – ლითონის ამ თხელ კორპუსებს? როგორ? რადარის
დახმარებით. ნუთუ გგონიათ, რომ დედამიწაზე რადარები
არა აქვთ? როგორც კი დედამიწაზე მიხვდებიან, რომ მარსე-
ლები წყალს იპარავენ, რადარების ბადეს გააკეთებენ და მო-
ახლოვებულ ხომალდებს კოსმოსშივე შენიშნავენ.
დორამ აღშფოთებით შეაწყვეტინა ლონგს:
– აი, რას გეტყვით, მარიო რიოს. ჩემი ქმარი ამ მტაცებ-
ლურ თავდასხმებში მონაწილეობას არ მიიღებს. მენაგვე
31 მკითხველთა ლიგა
კოსმონავტების ხომალდების წყლით მომარაგება თქვენთვის
იქნებ მართლაც რამეს ნიშნავდეს, მაგრამ სინდისზე ხელის
აღებად მაინც არა ღირს.
– ყველაფერს ჩვენს რეისებს რატომ უკავშირებთ, დორა,
– მშვიდად შეაწყვეტინა რიოსმა. – ახლავე თუ არ შევაჩერეთ
ისინი, ხვალ სხვა რამეშიც ხელს მოგვიჭერენ. იქნებ დასალე-
ვი წყალიც არ მოგვცენ...
– არ მოგვცემენ და არც გვინდა, – თქვა დორამ. მთვარეზე
ან ვენერაზე ხომ არა ვართ, უწყლობამ რომ შეგვაშინოს. პო-
ლარული ქუდები საკმარისად გვაწოდებენ წყალს. ბინაში
წყალსადენიც კი გვაქვს. ამ კვარტალში ყველას აქვს წყალსა-
დენი.
– საერთოდ, პირად მოთხოვნებზე ძალიან ცოტა წყალი
იხარჯება, – თქვა ლონგმა. – წყალი მაღაროებსაც სჭირდე-
ბათ. ესეც რომ არ იყოს, ჰიდროპონურ აუზებს რაღა ვუყოთ?
– ეს მართალია, – თქვა სვენსონმა. – ჰიდროპონურ აუ-
ზებს რაღა ვუყოთ, დორა? მათთვის წყალი აუცილებელია.
სულ დედამიწიდან გამოგზავნილი კონდენსირებული ბოს-
ტნეულით ხომ არ უნდა ვიკვებებოდეთ? დროა, საკუთარი
ქორფა ბოსტნეულის მოყვანაზეც ვიზრუნოთ.
– ერთი ამას დამიხედეთ, – დამცინავად შეაწყვეტინა დო-
რამ. – ნეტა ქორფა ბოსტნეულის რა გაგეგება? გინახავს კი
ოდესმე?
– რატომაც არ მინახავს! გახსოვს, ერთხელ სტაფილო
რომ მოვიტანე?
– მერედა, რა განსაკუთრებული ის იყო! ჩემი აზრით, კარ-
გად შეზავებული ჩვენებური საჭმელი უფრო გემრიელიც არის
და სასარგებლოც. უბრალოდ, ახლა მოდაშია ქორფა ბოს-
ტნეულზე ლაპარაკი, რადგან ამ ყბადაღებული ჰიდროპონი-
32 მკითხველთა ლიგა
კის გამო გადასახადებს ადიდებენ. როგორმე ყველაფერი
მოგვარდება.
– არა მგონია, – თქვა ლონგმა. – ყოველ შემთხვევაში,
თავისთავად არაფერი არ მოგვარდება. შემდეგი კოორდინა-
ტორიც ალბათ ჰილდერი იქნება და მაშინ... შეიძლება ჩვენი
საქმე ცუდად წავიდეს. თუ სანოვაგის მოწოდებაც შეგვიწყვი-
ტეს...
– ეს უკვე მეტისმეტია, ტედ! – წამოიძახა რიოსმა. – რო-
გორ მოვიქცეთ? რა ვქნათ? იმიტომაც გეუბნებით, წყალი ძა-
ლით უნდა წამოვიღოთ-მეთქი. უნდა წამოვიღოთ, მორჩა და
გათავდა!
– მე კი ვამბობ, არ შეიძლება-მეთქი, მარიო, ნუთუ არ გეს-
მით, რომ ეს დედამიწის გზაა? ეს დედამიწელთა გზაა, მარიო!
თქვენ ისევ იმ ჭიპლარს ებღაუჭებით, რომელიც მარსს დედა-
მიწასთან აკავშირებს. ნუთუ მისი გაწყვეტა არ შეგიძლიათ?
ნუთუ მარსელთა გზას ვერ ხედავთ?
– ვერა ვხედავ. იქნებ თქვენ ამიხსნათ?
– კეთილი, აგიხსნით, თუ ყურს დამიგდებთ – რას ვგულის-
ხმობთ ჩვენ, როცა მზის სისტემაზე ვლაპარაკობთ? მერკურს,
ვენერას, დედამიწას, მთვარეს, მარსს, ფობოსს და დეიმოსს.
სულ შვიდი ციური სხეულია, მაგრამ ეს ხომ მზის სისტემის
ერთ პროცენტსაც არ შეადგენს. იმ დანარჩენ ოთხმოცდაც-
ხრამეტ პროცენტთან კი ყველაზე ახლოს ჩვენ ვართ, მარსე-
ლები. ხოლო მარსის იქითა მხარეს, მზისგან მოშორებით,
წყლის უთვალავი მარაგია!
ყველა გაოცებით მიაჩერდა მას. სვენსონმა გაუბედავად
ჰკითხა:
– თქვენ იუპიტერის და სატურნის ყინულის გარსი გაქვთ
მხედველობაში?
33 მკითხველთა ლიგა
– არა მარტო ეს, მაგრამ, თუ დამეთანხმებით, იქაც საკმა-
რისი წყალია. ათასი მილის სისქის ყინულის ფენა წყლის
ამოუწურავი მარაგია.
– მაგრამ ის ხომ ამიაკითაა დაფარული? – ჰკითხა სვენ-
სონმა.– თანაც, ჩვენ დიდ პლანეტაზე დაჯდომა არ შეგვიძ-
ლია.
– ვიცი, – უპასუხა ლონგმა. – მაგრამ მე ამ პლანეტებს სუ-
ლაც არ ვგულისხმობდი. გალაქტიკა ამ დიდი პლანეტებით
ხომ არ ამოიწურება, თანამგზავრები და ასტეროიდებიც ხომ
არიან? აი, მაგალითად, ასტეროიდი ვესტა – მისი დიამეტრი
დაახლოებით ორას მილს აღწევს და ერთიანად ყინულის სქე-
ლი ფენითაა დაფარული. ამაზე რას იტყვით?
– ტედ, განა კოსმოსში ნამყოფი არა ხართ? – ჰკითხა რი-
ოსმა.
– თქვენც ხომ იცით, რომ ვიყავი. ამით რისი თქმა გინდათ?
– ცოდნით კი ვიცი, მაგრამ თქვენ ისევ დედამიწის ადამია-
ნივით ლაპარაკობთ. მანძილზე არ გიფიქრიათ? ასტეროიდი
ჩვენს პლანეტას საშუალოდ ას ოც მილიონ მილზე მეტად არ
უახლოვდება. ეს ორჯერ აღემატება მარსსა და ვენერას შო-
რის მანძილს. მე მგონი, თქვენც იცით, რომ ეს მანძილი ლა-
ინერებსაც კი არასდროს არ გადაულახავთ ერთი რეისით.
ჩვეულებრივად, ისინი დედამიწაზე ან მთვარეზე სხდებიან
ხოლმე. თქვენი აზრით, რამდენხანს შეუძლია ადამიანს კოს-
მოსში დარჩენა?
– არ ვიცი. თქვენი აზრით, რამდენხანს გაძლებთ?
– თავს ნუ იკატუნებთ, ყველაფერი მშვენივრად იცით. და-
ახლოებით ექვს თვეს. რომელ ცნობარშიც გნებავთ ჩაიხე-
დეთ, კოსმოსში ექვს თვეზე მეტხანს თუ გაჩერდებით, ფსიქი-
ატრს ვერ ასცდებით. ხომ ასეა, დიკ?
34 მკითხველთა ლიგა
სვენსონმა თავი დაუქნია.
– ეს რაც შეეხება ასტეროიდებს, ახლა პლანეტებს გადავ-
ხედოთ, – განაგრძობდა რიოსი. – მარსიდან იუპიტერამდე
სამას ოცდაათი მილიონი მილია, სატურნამდე – შვიდასი მი-
ლიონი. ასეთი მანძილის გადალახვას რომელი სულიერი
შეძლებს? წარმოიდგინეთ, თითქოს ჩვეულებრივი სიჩქარით
მიფრინავთ, – დავამრგვალოთ და დავუშვათ, რომ ორასია-
თას მილს გადიხართ საათში. ესე იგი, თქვენ დაგჭირდებათ...
მოითმინეთ, აჩქარება და დამუხრუჭება ხომ უნდა გავითვა-
ლისწინოთ... იუპიტერამდე ექვსი-შვიდი თვე, სატურნამდე კი
დაახლოებით მთელი წელიწადი, რა თქმა უნდა, ტექნიკურად
საათში მილიონი მილის განვითარებაც შეიძლება, მაგრამ
საამისოდ წყალს სად იშოვით?
– ერთი შეხედეთ, რა ყოფილა ეს სატურნი! – დაიწრიპინა
ვიღაცამ. ამ ხმის პატრონი რიოსის გვერდით იდგა ცხვირ-
მოთხუპნილი და თვალებდაჭყეტილი.
დორა ელდანაკრავივით შემობრუნდა.
– პიტერ, აბა ახლავე შენს ოთახში მოუსვი!
– დედიკო, ვიქნები რა!
– აბა, ჩქარა, რა გითხარი?
– დორა, გეთაყვა, – უთხრა სვენსონმა, – ბავშვს მიუჯექი,
ხომ იცი, როცა ყველანი ვლაპარაკობთ, მასაც ძალაუნებუ-
რად ყურადღება ეფანტება.
დორამ ჯიუტად ჩაიბუზღუნა და ოთახიდან ფეხი არ მოიცვა-
ლა.
– არსადაც არ წავალ, სანამ არ გავიგებ, რა აქვს გუნებაში
ტედ ლონგს. გულახდილად გეტყვით: რაღაც არ მომწონს ეს
ამბავი.

35 მკითხველთა ლიგა
– კარგი, გვეყოფა, – თქვა სვენსონმა. – სატურნსა და იუ-
პიტერს მოვეშვათ. ტედს ალბათ აზრადაც არ ჰქონია მათი გა-
მოყენება. ვესტაზე კი მართლაც ღირდა დაფიქრება. ასტე-
როიდამდე ათ-თორმეტ კვირაში მივაღწევდით, იგივე დრო
დაგვჭირდებოდა უკან დასაბრუნებლად. ორასი მილი დი-
ამეტრი ოთხი მილიონი კუბური მილი ყინულია, არა?
– მერე რა? – თქვა რიოსმა. – ვესტაზე რა უნდა გავაკე-
თოთ? ყინულის მოპოვებას შევუდგეთ? მაღაროები მოვაწ-
ყოთ? მერედა იცით, ამას რამდენი თვე დასჭირდება?
– მე სწორედ სატურნს ვგულისხმობდი და არა ვესტას, –
შეეპასუხა ლონგი.
– სატურნამდე შვიდასი მილიონი მილიაო, ვეუბნებით, ის
კი მაინც თავისას გაიძახის!
– კეთილი, – თქვა ლონგმა. – ერთი ეს მითხარით, მარიო.
რა იცით, რომ ადამიანი კოსმოსში ექვს თვეზე მეტხანს ვერ
გაძლებს?
– ეშმაკმა დალახვროს, ეს ხომ ყველამ იცის!
– იცის მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა ჩაწერილი „კოსმოსუ-
რი გაფრენების სახელმძღვანელოში“. ეს ზღვარი დედამიწის
მფრინავებისა და კოსმონავტების გამოცდილების საფუძველ-
ზე დაადგინეს დედამიწის მეცნიერებმა. თქვენც ისე მსჯე-
ლობთ, თითქოს დედამიწელი იყოთ და არა მარსელი.
– რაც არ უნდა იყოს, მარსელიც ადამიანი გახლავთ.
– რა უაზრობაა! თქვენ თვითონ რამდენჯერ ყოფილხართ
კოსმოსში ექვს თვეზე მეტხანს. განა ამას რაიმე შედეგი მოჰ-
ყოლია?
– ამ შემთხვევაში ეგ არაფერ შუაშია, – თქვა რიოსმა. – აქ
სულ სხვა ამბავია.

36 მკითხველთა ლიგა
– იმიტომ ხომ არა, რომ თქვენ მარსელი ხართ? ან იქნებ
იმიტომ, რომ პროფესიული მენაგვე კოსმონავტი ბრძანდე-
ბით?
– არა. მხოლოდ იმიტომ, რომ დამშვიდებული ვართ, რად-
გან შორეულ რეისში არ ვიმყოფებით და როცა მოგვესურვე-
ბა, ყოველთვის შეგვიძლია მარსზე დაბრუნება.
– მაგრამ თქვენ ეს სულაც არ გინდათ. მეც ამას ვამბობ.
დედამიწაზე უშველებელ კოსმომფრენებს აგებენ თხუთმეტკა-
ციანი ეკიპაჟისათვის, მგზავრებს თუ ჩავთვლით. ხომალდებ-
ში მიკროფილმების ბიბლიოთეკებსაც აწყობენ, კაცი უკეთესს
ვერც ინატრებდა, მაგრამ მათი გაფრენის მაქსიმალური ვადა
ექვს თვეს მაინც არ აღემატება. მარსელი მენაგვე კოსმონავ-
ტების ხომალდებში ორად ორი კაიუტა და ერთი შემცვლე-
ლია, მაგრამ ამ პრიმიტიული საშუალებებით კოსმოსში ჩვენ
უფრო დიდხანს ვძლებთ, ვიდრე ისინი.
– თქვენ ალბათ უარს არ იტყოდით ხომალდში ერთ წელს
ცხოვრებაზე და სატურნზეც სიამოვნებით გაფრინდებოდით, –
ჩაურთო დორამ.
– რატომაც არა, დორა? – თქვა ლონგმა. – ნუთუ ვერ ხე-
დავთ, რომ ჩვენ ამის უნარი შეგვწევს? დედამიწის მკვიდრნი
ამას ვერასდროს ვერ შეძლებენ. ისინი ნამდვილ სამყაროში
ცხოვრობენ. მათ ღია ცა და მუდამ ახალი საჭმელი აქვთ, ჰა-
ერი არ აკლიათ და წყალი. ბუნებამ მათთვის არაფერი არ და-
იშურა და კოსმოსურ ხომალდებში ყოფნაც იმიტომ ეჭირთ,
რომ იქ დედამიწელთათვის უცხო და ძნელად ასატანი გარე-
მოა. ამიტომაცაა ექვსი თვე მათთვის გადაულახავი ზღვარი.
მარსელების საქმე კი სულ სხვაა. მთელ ცხოვრებას ჩვენ
თითქოს ხომალდში ვატარებთ. მარსი ხომ ვეებერთელა ხო-
მალდია! მისი დიამეტრი ორნახევარ ათას მილამდე აღწევს;
37 მკითხველთა ლიგა
მის ერთი ბეწო სათავსოებში ორმოცდაათ ათასამდე ადამია-
ნი ცხოვრობს. მარსზე ისე ვართ გამოკეტილი, თითქოს ხო-
მალდში ვიყოთ. დედამიწიდან მოტანილი ჰაერით ვსუნ-
თქავთ; ვსვამთ დედამიწიდან მოტანილ წყალს, რომელსაც
გაუთავებლად ვასუფთავებთ და ხელმეორედ ვსვამთ... კვები-
თაც კი მარსზე იმავე საკვებით ვიკვებებით, რითაც ხომალ-
დზე იკვებებიან. ამიტომ კოსმომფრენში თავს მშვიდად
ვგრძნობთ, თეთქოს ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებ-
დეთ. თუ საჭირო იქნა, კოსმოსში ერთ წელზე მეტსაც გავ-
ძლებთ.
– დიკიც გაძლებს? – იკითხა დორამ.
– ყველანი გავძლებთ.
– იცით, რას გეტყვით, დიკს თავი დაანებეთ. ტედ ლონგ,
თქვენ და მარიომ, სხვის კონტეინერებს რომ იპარავს, რამდე-
ნიც გნებავთ, იმდენი იყბედეთ იმაზე, თუ როგორ იხეტია-
ლებთ კოსმოსში ერთ წელიწადს. თქვენ მარტოხელები ხართ,
დიკს კი ცოლ-შვილი ჰყავს და მისთვის ესეც საკმარისია. ის
მუდმივ სამუშაოს მარსზედაც თავისუფლად იშოვნის, კოს-
მოსში რა ესაქმება. ღმერთო ჩემო, წარმოიდგინეთ, სატურ-
ნზე რომ მიფრინდეთ და იქ წყალი არ დაგხვდეთ, უკან რო-
გორღა დაბრუნდებით? წყალი რომ დაგრჩეთ კიდეც, სანოვა-
გე მაინც არ გეყოფათ. ასეთი უაზრობა ჯერ არა მსმენია.
– მოითმინეთ, დორა, – უთხრა აღელვებულმა ლონგმა.–
მე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. კომისარ სენკოვსაც მო-
ველაპარაკე, ისიც დაგვეხმარება. მაგრამ ჩვენ ხალხი და ხო-
მალდები გვჭირდება. მათი შერჩევა მე არ შემიძლია, ახალ-
ბედა ვარ და ყურს არავინ დამიგდებს. თქვენ ვეტერანები
ხართ, ყველა გიცნობთ და პატივს გცემთ. თუ არ გინდათ, ნუ

38 მკითხველთა ლიგა
გამომყვებით, ოღონდ მხარი დამიჭირეთ, დანარჩენების
დარწმუნებაში და მოხალისეთა შერჩევაში დამეხმარეთ...
– უწინარეს ყოვლისა, – ბუზღუნით შეაწყვეტინა რიოსმა, –
ერთი რამეც უნდა ამიხსნათ. დავუშვათ, რომ სატურნზე მივ-
ფრინდით, სად არის იქ წყალი?
– საქმეც ამაშია, მარიო, – უპასუხა ლონგმა. – სატურნზე
სწორედ ამიტომაც მივფრინავთ. წყალი იქ უბრალო ჰაერში
დაფრინავს და ელოდება, როდის მოვლენ მის წასაღებად!

ჰემიშ სენკოვი მარსზე რომ მოვიდა, პლანეტაზე ძე-ხორ-


ციელი არ დახვედრია. დაბადებით მარსელებზე ხომ ლაპარა-
კიც ზედმეტია. ახლა კი მარსზე ორასზე მეტი თოთო ბავშვი
მაინც იქნებოდა – ეს იყო სისხლით და ხორცით მარსელთა
მესამე თაობა, რომლის მამებიც და პაპებიც ამ პლანეტაზე
დაიბადნენ და აქ გაიზარდნენ.
სენკოვი მაშინ ოცი წლისა იყო. მარსის კოლონია დედამი-
წიდან მოფრენილი ხომალდების პატარა ნავსაყუდელს წარ-
მოადგენდა მხოლოდ. ხომალდები ჰერმეტული მიწისქვეშა
გვირაბებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს... მას შემდეგ დი-
დი დრო გავიდა. მარსი სენკოვის თვალწინ გამოცოცხლდა
და გაშენდა – პლანეტის ზედაპირზე შენობები წამოიზარდნენ;
მის თვალწინ გაჩნდა პირველი სატვირთო საწყობები, კოსმო-
სურ ხომალდებს მთელი თავისი ბარგი-ბარხანით რომ იტევ-
და: მარსის ხელუხლებელი სიღრმეები დაისერა შახტებისა
და გვირაბების გრანდიოზული ხლართებით; მარსის მოსახ-
ლეობა კი ორმოცდაათი კაციდან ორმოცდაათ ათასამდე გა-
იზარდა.
39 მკითხველთა ლიგა
სენკოვი თავს ისედაც მოხუცებულად თვლიდა. ახლა კი
დედამიწიდან მოსული ადამიანის სტუმრობამ კიდევ უფრო
შორეული მოგონებებიც გაუღვიძა. სტუმარმა მის გონებაში
გააცოცხლა და მთელი სიცხადით აამოძრავა თბილი და
მყუდრო სამყაროს მივიწყებული სურათები, მშობლიური დე-
დამიწა, თავის კალთაში რომ ელოლიავებოდა კაცობრიობას.
გეგონებოდათ, ახალმოსულმაც ეს-ესაა დატოვა ეს კალ-
თაო. სენკოვმა თვალი შეავლო სტუმარს; არც ისე მაღალი და
გამხდარი, უფრო სწორად, ოდნავ მსუქანიც კი ჩანდა. შავი
თმები ფაქიზად გადაევარცხნა, სახე მოვლილი და გაკრიალე-
ბული ჰქონდა, ულვაშებიც გულდასმით დაეყენებინა. ისეთ
კეწკეწა და ფაქიზ მოდურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, რომ
პლასტიკისა თუ იქნებოდა.
სენკოვს მარსზე შეკერილი ტანსაცმელი ეცვა. სუფთა და
მოხერხებული, მაგრამ უსაშველოდ ძველი მოდისა. მისი
პირქუში სახე ღრმა ნაოჭებს დაესერა, თმები რახანია გა-
უთეთრდა და ლაპარაკის დროს ხვანჩი ნერვიულად უტოკავ-
და.
სტუმარს მაირონ დიგბი ერქვა, ის დედამიწის გენერალუ-
რი ასამბლეის წევრი იყო. სენკოვი კი მარსის კომისარი გახ-
ლდათ.
სენკოვმა თქვა:
– ეს ძალიან მძიმე დარტყმაა ჩვენთვის.
– და ჩვენი უმრავლესობისთვისაც, კომისარო!
– ჰმ... თუ ასეა, მაშინ გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ
ვერაფერი გამიგია. მე დედამიწაზე დავიბადე, მაგრამ სულაც
არ ვაცხადებ იმის პრეტენზიას, რომ მის პრობლემებში გა-
ვერკვე. მაგრამ თქვენ უნდა შეიგნოთ, რომ მარსზე ცხოვრება
მეტად ძნელია. ხომალდებში ძალიან დიდი ადგილია საჭირო
40 მკითხველთა ლიგა
იმისათვის, რომ აუცილებელი სანოვაგით, წყლითა და ნედ-
ლეულით მოგვამარაგოთ. რა გასაკვირია, თუ ზოგჯერ წიგნე-
ბისა და კინოქრონიკის გადმოსაგზავნად ადგილი აღარ რჩე-
ბა. ვიდეოპროგრამებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ – პი-
რისპირ დგომის თვეში აღწევენ ჩვენამდე, მაგრამ ხალხი მა-
შინაც ძალიან დაკავებულია და მის საყურებლად ვერ იცლის.
მე, როგორც კომისარი, „საპლანეტათშორისო პრესის“ სა-
აგენტოდან სისტემატურად ვიღებ ყოველკვირეულ ცნობას,
მაგრამ დრო არა მაქვს, ყურადღებით გავეცნო მას. შეგიძლი-
ათ პროვინციელები გვიწოდოთ, – სავსებით მართალი იქნე-
ბით. ისე რომ, როცა ამდაგვარი რაღაც ხდება, ჩვენ უმწეოდ
გადავხედავთ ხოლმე ერთმანეთს.
– ამით იმის თქმა ხომ არა გსურთ, – ნელა წარმოთქვა
დიგბმა, – რომ მარსზე არაფერი გსმენიათ გამფლანგველო-
ბის საწინააღმდეგო კამპანიის თაობაზე, ჰილდერი რომ ატა-
რებს?
– ცოტა რამ გაგებული გვაქვს. ერთ ახალგაზრდა მენაგვე
კოსმონავტს, კოსმოსში დაღუპული ჩემი ერთ-ერთი საუკეთე-
სო მეგობრის შვილს, – სენკოვი ჩაფიქრდა და კისერი მოიწ-
მინდა, – ძალიან უყვარს კითხვა დედამიწის ისტორიასა და
ამდაგვარ საკითხებზე. კოსმოსში ყოფნის დროს ვიდეოგადა-
ცემებსაც იჭერს ხოლმე. აი, სწორედ მან მოუსმინა ჰილდერს
და მერე ყველაფერი მიამბო. რამდენადაც მახსოვს, ეს მისი
პირველი სიტყვა უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, რომ ამისათ-
ვის სერიოზული ყურადღება არ მიმიქცევია. თუმცა ამის შემ-
დეგ უფრო გულდასმით ვათვალიერებდი „საპლანეტათშორი-
სო პრესის“ ახალ ცნობებს, მაგრამ იქ თითქმის არაფერს არ
წერდნენ ჰილდერზე, ხოლო ის, რაც იწერებოდა, მას საკმაოდ
მოსულელო პიროვნებად სახავდა.
41 მკითხველთა ლიგა
– დიახ, კომისარო, – თქვა დიგბმა. – თავდაპირველად
ყველაფერი ეს ხუმრობას ჰგავდა.
სენკოვმა გრძელი ფეხები გაჭიმა და ერთმანეთზე გადააწ-
ყო.
– მე მგონი, ეს ამბავი დღესაც ძალიან ჰგავს ხუმრობას.
რით ასაბუთებს ჰილდერი თავის აზრს? იმით, რომ ჩვენ
წყალს ვანიავებთ? კი მაგრამ, ციფრებით არ დაინტერესდა?
მე ყველა ციფრი ხელთა მაქვს. ვუბრძანე, რომ თქვენი კომი-
სიის მოსვლისათვის მოემზადებინათ. აი, ზოგიერთი მათგანი:
დედამიწის ოკეანეები ოთხას მილიონ კუბურ მილ წყალს შე-
იცავენ, ყოველი კუბური მილი წყალი კი დაახლოებით ოთ-
ხნახევარ მილიარდ ტონას იწონის. არცთუ ისე ცოტა გახ-
ლავთ! ჩვენ გაფრენებზე ამ უზარმაზარი მარაგის უმნიშვნე-
ლო ნაწილს ვხარჯავთ. ხომალდის გაქანება ძირითადად დე-
დამიწის მიზიდულობის არეში ხდება, გამოტყორცნილი წყა-
ლი ისევ ოკეანეში ბრუნდება. ჰილდერი ამას არ ითვალისწი-
ნებს. ის მაშინაც ტყუის, როცა ამბობს, გაფრენებზე მილიო-
ნობით ტონა წყალი იხარჯებაო. ფაქტიურად ეს დანახარჯი ასი
ათას ტონას არ აღემატება! ახლა დავუშვათ, თითქოს წელი-
წადში ორმოცდაათი ათასჯერ გავდიოდეთ კოსმოსში. ეს, რა
თქმა უნდა, ძალიან ბევრია, სინამდვილეში ათას ხუთასიც არ
შეგროვდება. მაგრამ მაინც დავუშვათ, თითქოს ორმოცდაა-
თი ათასი გაფრენა გვქონდეს. მით უმეტეს, რომ რეისების
რიცხვი წლითი წლობით გაიზრდება. ჰოდა, აი წელიწადში ამ
ორმოცდაათი ათასი გაფრენის დროსაც კი კოსმოსის სივ-
რცეებში დაიკარგება ერთი კუბური მილი წყალი. ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ მილიონი წლის მანძილზე დედამიწა დაკარგავს
თავისი წყლის მარაგის მხოლოდ ერთ მეოთხედს!

42 მკითხველთა ლიგა
– კომისარო, „საპლანეტათშორისო მეკავშირეებმაც“ სცა-
დეს ჰილდერის წინააღმდეგ ასეთი მონაცემების გამოყენება,
მაგრამ განა მშრალი მათემატიკით დაამარცხებ მძლავრ
ემოციურობას? ჰილდერმა ეშმაკურად გამოიყენა სიტყვა
„გაფლანგვა“. მან ეს სიტყვა ხარბი და ულმობელი არამზადე-
ბის შეთქმულების სიმბოლოდ აქცია. ეს არამზადები პირადი
გამორჩენის გულისთვის უწყალოდ ყვლეფენ დედამიწას.
ჰილდერმა ბრალი დასდო მთავრობას, რომ ის სულ ასეთი
ადამიანებისაგან შედგება, ასამბლეას – რომ ის მთავრობას
ემორჩილება, პრესას – რომ ის მათი საკუთრებაა. სამწუხა-
როდ, საშუალო ადამიანს ყველაფერი ეს სინამდვილე ჰგო-
ნია. მან მშვენივრად იცის, რა უწყალოდ ექცევიან ეგოისტები
დედამიწის სიმდიდრეს. მან მშვენივრად იცის, შფოთიანობის
დროს ჩვენმა წინაპრებმა როგორ გაანადგურეს ნავთის მარა-
გი; იცის, როგორ დაღუპეს ნოყიერი მიწები. გვალვიანობის
დროს ფერმერს სულაც არ აინტერესებს ის, რომ კოსმოსურ
გაფრენებზე დედამიწის საერთო მარაგთან შედარებით ერთი
ყლუპი წყალი იხარჯება. ჰილდერმა მას დამნაშავე დაუსახე-
ლა, უბედურების დროს კი ყველაზე დიდი ნუგეშისცემა სწო-
რედ ის არის, როცა იცი, ვისაც უნდა დასდო ბრალი. რაღაც
მშრალი ციფრების გულისთვის არც ერთი მათგანი უარს არ
იტყვის ამ ნუგეშისცემაზე.
– აი, სწორედ ეს არ მესმის, – თქვა სენკოვმა. – იქნებ, მე
არ ვიცი, როგორ ცხოვრობს ახლა დედამიწა, მაგრამ რატომ-
ღაც მგონია, რომ იქ გვალვით შეშინებული ფერმერების გარ-
და სხვა ხალხიც არის, როგორც ახალი ამბების ცნობებიდან
გავიგე, ჰილდერის მომხრეები უმცირესობას შეადგენენ. ვერ
გამიგია, ამ ერთი მუჭა ფერმერებისა და მათი ახირებული მო-

43 მკითხველთა ლიგა
კარნახეების ნება-სურვილს რად აჰყოლია მთელი დედამიწა
?
– იმად, კომისარო, რომ ადამიანებს ასეთი ჩვეულება
აქვთ, ისინი მუდამ პირად კეთილდღეობაზე, პირად მომავალ-
ზე ზრუნავენ. ფოლადსასხმელი კომპანიები ხედავენ, რომ
კოსმოსური გაფრენების ეპოქა უფრო მეტ ისეთ მსუბუქ შე-
ნადნობებს მოითხოვს, რომლებიც რკინას არ შეიცავენ. სამ-
თოელთა პროფკავშირები სხვა პლანეტების კონკურენციას
უფრთხიან. დედამიწაზე ყველა, ვინც თავისი პირადი საჭი-
როებისათვის ალუმინს ვერ იშოვის, დარწმუნებულია, რომ
ალუმინის მთელი მარაგი მარსზე იგზავნება. მე ერთ არქეო-
ლოგს ვიცნობ, პროფესორი გახლავთ. და აი, ეს პროფესორი
„გამფლანგველობის“ წინააღმდეგ ილაშქრებს მხოლოდ იმი-
ტომ, რომ მთავრობისაგან ვერ მიიღო გათხრებისათვის აუცი-
ლებელი ფული. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს
ფონდი სულ კოსმოსურ მედიცინაზე და რაკეტულ გამოკვლე-
ვებზე იხარჯება.
– ეს იმაზე მიუთითებს, – ჩაურთო სენკოვმა, – რომ დედა-
მიწის ადამიანები ბევრით არ განსხვავდებიან ჩვენგან, მარ-
სელებისაგან. გენერალური ასამბლეა რაღას აკეთებს? მას
რაღა აიძულებს, რომ ჰილდერს დაუჭიროს მხარი?
დიგბმა მწარედ ჩაიცინა.
– არც ისე სასიამოვნო გახლავთ პოლიტიკის წვრილმანე-
ბის განმარტება. ჰილდერმა კანონპროექტი შემოიტანა და
მოითხოვა, რომ კოსმოსურ გაფრენებში გაფლანგვის გამორ-
კვევის მიზნით სპეციალური კომისია შექმნილიყო. რა თქმა
უნდა, გენერალური ასამბლეის სამ მეოთხედზე მეტი ასეთი
გამოძიების წინააღმდეგი იყო, რადგან ყველამ კარგად იცის,
რომ ეს უმაქნისი და არაფრისმომცემი ბიუროკრატული ღო-
44 მკითხველთა ლიგა
ნისძიებაა, მაგრამ რომელი კანონმდებელი გარისკავს და აი-
მაღლებს ხმას გაფლანგვასთან დაკავშირებული გამოძიების
წინააღმდეგ? მაშინვე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თით-
ქოს მას რაღაცის ეშინია, თითქოს ის რაღაცას მალავს. იქნებ
ამ გაფლანგვიდან რაღაც სარგებელსაც იღებს? ჰილდერი
ასეთი ბრალდების წამოყენებას არ მოერიდება. ამან კი, სულ
ერთია, ეს ბრალდება მართალი იქნება თუ მონაჭორი, შეიძ-
ლება ამომრჩევლებზე იმოქმედოს მომავალი არჩევნების
დროს. ერთი სიტყვით, ჰილდერის კანონპროექტი გავიდა. მე-
რე კომისიის წევრების დანიშვნაც დაიწყო. ყველამ, ვინც კი
ჰილდერის წინააღმდეგ იყო, კომისიას თავი აარიდა, რომ აე-
ცილებინა სამარცხვინო და თავის მოსაჭრელი გადაწყვეტი-
ლება. უმჯობესია, გვერდზე გადგე და ჰილდერის ცეცხლქვეშ
არ მოექცე. ამგვარად, მე აღმოვჩნდი კომისიის ერთადერთი
წევრი, რომელიც საჯაროდ კიცხავდა ჰილდერს. ეს სითამამე
მომავალ არჩევნებზე ალბათ მანდატს დამაკარგვინებს.
– იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა, – უთხრა სენ-
კოვმა, – ჩვენ გვეგონა, რომ მარსს უფრო მეტი მეგობრები
ჰყავდა. ვერ გამიგია, მაინც რას ესწრაფვის ეგ ჰილდერი?
– ჩემი აზრით, ეს ნათელია, – თქვა დიგბმა. – უნდა, რომ
მსოფლიოს კოორდინატორი გახდეს.
– თქვენი აზრით, მიაღწევს კი თავისას?
– თუ რაიმემ ხელი არ შეუშალა, მიაღწევს.
– და მერე ამ კამპანიასაც შეწყვეტს?
– არ ვიცი. იქნებ ჯერ არც კი უფიქრია, კოორდინატორი
რომ გახდება, რას გააკეთებს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ,
გეტყვით, რომ ჰილდერი ამ კომპანიას ვერ შეწყვეტს, – ეს მის
პოპულარობას დასცემს. ესეც რომ არ იყოს, მოძრაობა უკვე
მისი კონტროლიდან გამოვიდა და ვითარდება.
45 მკითხველთა ლიგა
სენკოვმა ისევ კისერი მოიფხანა.
– ცუდია, მაგრამ რას იზამ! ამ შემთხვევაში თქვენ უნდა
გვირჩიოთ რამე. როგორ მოვიქცეთ ჩვენ, მარსის ბინადარნი,
რა ვქნათ?
დიგბი ადგა და ფანჯარასთან მივიდა. მან თვალი შეავლო
მეზობელი შენობების დაბალ გუმბათებს, წითელი კლდეებით
მოფენილ უსიცოცხლო ვაკეს, ლილისფერ ზეცას და ჩამავალ
მზეს. დიგბი არ შემობრუნებულა, ისე იკითხა:
– თქვენ მართლა მოგწონთ აქ, მარსზე?
სენკოვმა გაიღიმა.
– მარსელების უმრავლესობამ თავისი პლანეტის გარდა
სხვა არაფერი იცის, და მარსის შემდეგ დედამიწა ალბათ უც-
ნაურ და უჩვეულო სამყოფელად მოგვეჩვენებოდა.
– ნუთუ დედამიწას ვერ შეეჩვევით? არ შეიძლება, რომ
კაცს მარსის შემდეგ დედამიწა არ მოეწონოს. ნუთუ თქვენი
ადამიანებისათვის სასიამოვნო არ იქნება, რომ ღია ცის ქვეშ
თავისუფლად ისუნთქონ სუფთა ჰაერზე? თქვენ ხომ ოდესღაც
გიცხოვრიათ დედამიწაზე, ხომ გახსოვთ როგორია დედამი-
წა?
– ბუნდოვანად, და მაინც ძნელია ამის ახსნა. დედამიწა უბ-
რალოდ არსებობს და მეტი არაფერი. ის ადამიანებისათვისაა
მოწყობილი და ადამიანებიც შეწყობილი არიან მასთან. ისინი
დედამიწას აღიქვამენ ისეთად, როგორიც არის. მარსზე ყვე-
ლაფერი სხვაგვარადაა. ის ჯერ დაუსახლებელია, ადამიანე-
ბისათვის არაა მოწყობილი. საჭიროა მისი გადაკეთება. აქ
ადამიანები მზამზარეულად არაფერს არ იღებენ, საკუთარი
ხელით აშენებენ თავიანთ სამყაროს. მარსზე ჯერ არაფერია
განსაკუთრებული, მაგრამ წლების შემდეგ, მშენებლობას
რომ მოვრჩებით, მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. თა-
46 მკითხველთა ლიგა
ვისთავად ხომ შესანიშნავი გრძნობაა. იცი, რომ შენ თვითონ
აშენებ სამყაროს. ამის შემდეგ მიწაზე ყოფნა, ცოტა არ იყოს,
მოსაწყენი იქნება.
– მე მგონი, ყველა მარსელი ისეთი ფილოსოფოსი არ
არის, რომ ამ მძიმე ცხოვრების კმაყოფილი იყოს მომავლის
გულისთვის, რომელსაც თვითონ იქნებ ვერც კი მოესწროს, –
შეეპასუხა დიგბი.
– არა, მთლად ასე არ არის, – სენკოვმა ფეხი ფეხზე გადა-
იდო, კოჭზე ხელი გადაისვა და განაგრძო:
– მე გითხარით, რომ მარსელები ბევრი რამით ჰგვანან
დედამიწის ადამიანებს. ისინი ადამიანები არიან, ადამიანებს
კი მაინცდამაინც არ იტაცებს ფილოსოფია. მაგრამ მზარდ
სამყაროში ცხოვრება მაინც რაღაცას ნიშნავს, თუნდაც კაცი
ამას სულაც არ უფიქრდებოდეს. მარსზე მოვედი თუ არა, მა-
შინვე მამაჩემს გავუგზავნე წერილი. ის ბუღალტერი იყო და
ისე მოკვდა, რომ სხვა სიკეთეს ვეღარ ეღირსა. ის რომ მოკ-
ვდა, დედამიწა თითქმის ისეთივე იყო, როგორც მისი დაბადე-
ბის დროს. მას არავითარი ცვლილება არ უნახავს. ერთი დღე
არაფრით არ განსხვავდებოდა მეორისაგან, ცხოვრება მის-
თვის სიკვდილამდე თავის გატანას ნიშნავდა. მარსზე კი სულ
სხვა ამბავია. აქ ყოველ დღეს რაღაც სიახლე მოაქვს: ქალაქი
იზრდება, ვენტილაციის სისტემა ფართოვდება, პოლუსები-
დან წყალსადენი გამოგვყავს. ახლა კინოქრონიკის ასო-
ციაციის დაარსებას ვაპირებთ. სახელად „მარსის პრესას“ და-
ვარქმევთ. თუ თქვენ არასდროს არ გიცხოვრიათ ისეთ ადგი-
ლას, სადაც ყველაფერი განუწყვეტლივ იზრდება და იცვლე-
ბა, მაშინ ვერასგზით ვერ გაიგებთ, რარიგ შესანიშნავი და
მიმზიდველია ყველაფერი ეს. არა, რა თქმა უნდა, მარსი პირ-
ქუში და ღარიბი პლანეტაა, დედამიწა მასზე მყუდრო ადგი-
47 მკითხველთა ლიგა
ლია, მაგრამ რატომღაც მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვე-
ნი ბავშვები უბედურები იქნებიან, თუ მათ დედამიწაზე წაიყვა-
ნენ. უმრავლესობამ იქნებ ვერც კი გაიგოს, რატომ, მაგრამ
მაინც იგრძნობს, რომ ზედმეტი ადამიანია დედამიწაზე. ვში-
შობ, ბევრი მართლაც ვერ შეეგუება დედამიწას.
დიგბი შემობრუნდა, გადატკეცილი ვარდისფერი შუბლი
ღრმა ნაოჭებით დაესერა.
– ასეთ შემთხვევაში მე თქვენ მებრალებით, კომისარო.
ყველანი მებრალებით.
– რატომ?
– რატომ და იმიტომ, რომ არა მგონია თქვენ, მარსელებ-
მა, რაიმე შეცვალოთ. ვერც თქვენ, ვერც მთვარის და ვერც
ვენერის ბინადარნი ვერ შეცვლიან ვერაფერს. ყველაფერი
თავისთავად მოხდება. ერთ და ორ წელს, არც ხუთ წელს არა
აქვს მნიშვნელობა. სულ მალე ყველას დედამიწაზე მოგიწევთ
დაბრუნება, თუკი...
– თუკი წყლის მარაგი სადმე არ აღმოვაჩინეთ... სადმე,
გარდა დედამიწისა...
სენკოვმა თავი გააქნია.
– საეჭვოა, რომ ეს შესძლოთ, არა?
– დიახ, საეჭვოა.
– თქვენი აზრით, სხვა გამოსავალი არ არის?
– არა.
დიგბი წავიდა. სენკოვი ერთხანს გაუნძრევლად იჯდა და
იატაკს დასჩერებოდა, მერე ადგილობრივი ვიდეოფონის ნო-
მერი აკრიფა. ცოტა ხანს შემდეგ ეკრანზე ტედ ლონგის სახე
გამოჩნდა.

48 მკითხველთა ლიგა
– შენ მართალი იყავი, შვილო, – უთხრა სენკოვმა. – ისი-
ნი უძლურები არიან. ისიც კი, ვინც ჩვენს მხარეზეა, სხვა გა-
მოსავალს ვერა ხედავს... შენ როგორ მიხვდი?
– კომისარო, – უპასუხა ლონგმა, – როცა შფოთიანობის
დროზე, განსაკუთრებით კი მეოცე საუკუნეზე წაიკითხავ ყვე-
ლაფერს, რისი წაკითხვაც შესაძლებელია, მაშინ პოლიტიკის
ყველაზე მოულოდნელი ახირებაც ვერ გაგაოცებს.
– შესაძლოა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, შვილო, დიგბი
თანაგვიგრძნობს, გულწრფელად თანაგვიგრძნობს და მეტი
არაფერი. ის ამბობს, რომ ან მარსი უნდა დავტოვოთ, ან წყა-
ლი უნდა მოვძებნოთ სადმე. მხოლოდ ესეც დასძინა, წყალს
სხვაგან ვერსად ვერ იშოვითო.
– მაგრამ თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ვიშოვით,
კომისარო?
– ვიცი, ვიცი, შვილო. მაგრამ ეს საშინელ რისკთანაა და-
კავშირებული.
– საკმარისი მოხალისეები თუ შევკრიბე, ეს უკვე ჩვენი
საქმე იქნება.
– როგორ მიდის საქმე?
– კარგად. ზოგიერთები უკვე დავითანხმე კიდეც. მაგალი-
თად, მარიო რიოსი ჩემს მხარესაა. თქვენ ხომ იცნობთ, სა-
უკეთესო კოსმონავტია.
– სწორედაც, მოხალისეები ჩვენი საუკეთესო ადამიანები
უნდა იყვნენ. როგორ მიძნელდება ამ ნებართვის მიცემა...
– თუ დავბრუნდებით, რისკიც გამართლებული იქნება.
– თუ! ეს სიტყვა კაცს უნებურად ჩააფიქრებს ხოლმე.
– ჩვენც ისეთ საქმეზე მივდივართ, კომისარო, რომ მასზე
დაფიქრება მართლაც ღირს.

49 მკითხველთა ლიგა
– კეთილი. დედამიწა თუ არ დაგვეხმარება, მე განკარგუ-
ლებას გავცემ, რომ ფობოსის წყალსაცავებიდან იმდენი წყა-
ლი მოგვცენ, რამდენიც დაგჭირდებათ. წარმატებას გისურ-
ვებთ!..

მარიო რიოსს ტკბილად ეძინა და სიცარიელეში ნარნარად


ლივლივებდა. მის ქვემოთ, ნახევარი მილიონი მილის დაშო-
რებით, სატურნი ქათქათებდა თავისი უცნაური საბურველით.
რიოსი ნელ-ნელა ფხიზლდებოდა, სკაფანდრში დიდხანს იწ-
ვა, ვარსკვლავებს ითვლიდა და გონებაში უხილავი ხაზებით
აერთებდა მათ.
თავდაპირველად გაფრენა თითქმის არაფრით არ გან-
სხვავდებოდა მენაგვე კოსმონავტების ჩვეულებრივი რეისი-
საგან, თუ არ ჩავთვლით იმის სევდის მომგვრელ შეგრძნებას,
რომ ყოველ წუთს ათასობით მილით შორდებოდნენ მშობლი-
ურ პლანეტას და მთელ კაცობრიობას.
ისინი მკვეთრი მრუდით გაფრინდნენ, რომ ეკლიპტიკის
სიბრტყიდან გამოსულიყვნენ და ასტეროიდების სარტყლის-
თვის გვერდით ჩაევლოთ. ამან წყლის გადახარჯვა გამოიწ-
ვია. ასეთი სიფრთხილე ალბათ ზედმეტი იყო. ორსაზომიანი
პროექციის ფოტოსურათებში გალაქტიკა თავისი უთვალავი
სამყაროებით მწერების უშველებელ ქვეყანას ჰგავს. სინამ-
დვილეში კი ასტეროიდები ისე მეჩხერად არიან მიმოფანტუ-
ლი კოსმოსში, გულით რომ მოინდომო, მაინც ვერ დაეჯახები.
მაგრამ მათ მაინც გვერდი აუარეს სარტყელს. ვიღაცამ ნივ-
თიერებათა ნაწილაკებთან შეხვედრის ალბათობა გამოიან-
გარიშა, – რა თქმა უნდა, მხოლოდ საკმაოდ მოზრდილ ნაწი-
50 მკითხველთა ლიგა
ლაკთან შეხვედრაა სახიფათო, – და ისეთი უმნიშვნელო სი-
დიდე მიიღო, რომ ვიღაცას აუცილებლად თავში უნდა მოს-
ვლოდა სიცარიელეში ლივლივის აზრი.
ნელა გადიოდნენ უსაშველოდ გრძელი დღეები. კოსმოსი
სუფთა იყო, ჯიხურში ერთი მორიგეც კმაროდა და ეს აზრი
როგორღაც თავისთავად დაიბადა.
პირველმა გულადმა ხომალდიდან მხოლოდ თხუთმეტი
წუთით გაბედა გასვლა. მეორემ კოსმოსში ნახევარი საათი
დაჰყო. მერე თანდათანობით, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ას-
ტეროიდების სარტყელს გასცდებოდნენ, ვახტისაგან თავისუ-
ფალი ეკიპაჟის წევრი გამუდმებით კოსმოსში ლივლივებდა
ხომალდზე გამობმული გვარლის ბოლოზე.
... ამის გაკეთება ძალიან ადვილია. გაფრენის საბოლოო
ეტაპის სამუშაოებისათვის განკუთვნილი გვარლი ჯერ მაგნი-
ტურად უნდა დაამაგრო სკაფანდრზე, მერე საგანგებო საკა-
ნით ხომალდის ზედაპირზე გახვალ და მეორე ბოლოს იქ
ამაგრებ. ცოტა ხანს ხომალდის ზედაპირზე თავი უნდა შეიკა-
ვო ფეხსაცმელების ელექტრომაგნიტებით. მერე მაგნიტებს
გამორთავ და ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით, ნელ-ნელა
მოსწყდები ხომალდს. ხომალდის დიდი მასა ძირს დაეშვება,
თავად კი ნათელი წერტილებით გადაჭრელებულ უკუნეთში
ჩამოეკიდები. როცა ხომალდი საკმაო მანძილით დაგშორდე-
ბა, ხელით ფრთხილად უნდა შეკუმშო გვარლი. მკვეთრ მოძ-
რაობას უნდა მოერიდო, თორემ ისევ უკან გაცურდები ხო-
მალდისკენ. სწორი მოძრაობის შემთხვევაში ყველაფერი
რიგზე იქნება. უჰაერო სივრცეში ადამიანის მოძრაობის სიჩ-
ქარე ხომალდის მოძრაობის სიჩქარეს უდრის, ამიტომ ხო-
მალდი უძრავად მოგეჩვენება, თითქოს საოცარ ფონზე სათა-
მაშო რაკეტა დაუხატავთ. გვარლი სპირალივით დაიგრიხება
51 მკითხველთა ლიგა
შენსა და ხომალდს შორის, რადგან მასზე არავითარი ძალა
არ მოქმედებს.
თავს თითქოს ზღაპრულ გარემოში იგრძნობ. მზე ისე
შორს იქნება და ისე იკაშკაშებს, რომ გერმოშლების პოლა-
რიზებული ფილტრის საიმედო დაცვის გარეშე თვალს ვერ გა-
უსწორებ.
კოსმოსი შენს ირგვლივ შემჭიდროვდება, თითქოს მარ-
თლაც სიზმარში იყო. სკაფანდრში თბილა, ჰაერი ავტომატუ-
რად იწმინდება, სპეციალურ კონტეინერებში ჰაერი და საჭმე-
ლი ინახება და ისე ისადილებ, რომ თავის მობრუნებაც არ
დაგჭირდება. მაგრამ ყველაზე კარგი მაინც უწონადობის
არაჩვეულებრივი და სანეტარო განცდა გახლავთ.
თავი ასე კარგად არასდროს არ გიგრძვნია. დღეები უსაშ-
ველოდ გრძელი აღარ გეჩვენება, პირიქით, ახლა მეტისმე-
ტად სწრაფადაც კი გარბიან...
იუპიტერის ორბიტა მისი ახლანდელი მდებარეობიდან და-
ახლოებით ოცდაათ გრადუსზე გადასერეს. რამდენიმე თვის
მანძილზე კოსმონავტებისათვის ის იყო ყველაზე ნათელი ცი-
ური სხეული, თუ არ ჩავთვლით მზეს, მოციმციმე თეთრ ოქ-
როცერცვად რომ იქცა თანდათან. როცა იუპიტერს მიუახ-
ლოვდნენ, ვიღაც იმასაც კი ამტკიცებდა, წერტილს კი არა,
ერთი მხრიდან ღამის სიბნელით დაკბილულ პაწაწინა ბურ-
თულას ვხედავო. მერე იუპიტერიც გაუფერულდა, ახალი წერ-
ტილი კი სულ იზრდებოდა და იზრდებოდა, სანამ მასზე მეტად
არ აკაშკაშდა. ეს იყო სატურნი – თავდაპირველად მოციმცი-
მე წერტილი, მერე კაშკაშა ოვალური ლაქა.
„რატომ ოვალური?“ – იკითხა ვიღაცამ და ცოტა ხნის შემ-
დეგ უპასუხეს: „რა თქმა უნდა, მრგვალია“. აბა, ამას რა მტკი-
ცება უნდოდა, პლანეტა მართლაც მრგვალი იყო!
52 მკითხველთა ლიგა
თავისუფალ დროს ყოველი მათგანი კოსმოსში ატარებდა
და თვალს არ აშორებდა სატურნს.
„შენ ეი, ბრიყვო, ახლავე უკან მოუსვი! შენი ვახტია!“
„ჩემი ვახტია? ვინ მოგახსენა, – ჯერ კიდევ თხუთმეტი წუთი
მაქვს“.
„ალბათ ისარი დასწიე უკან და იმიტომ. თანაც გუშინ ოცი
წუთი რომ გასესხე, აღარ გახსოვს?!“
„რა შვილი ხარ, ვინმესთვის რამე გაიმეტო. საკუთარ ბე-
ბიასაც კი არ ასესხებდი ორ წუთს“.
„დაბრუნდი, ეშმაკმა დალახვროს, სულ ერთია, მაინც გა-
მოვალ! “
„ჰო, კარგი, კარგი, მოვდივარ. ამ მათხოვრული წუთები-
სათვის რა აურზაური ასტეხე!“
მაგრამ ყველაფერი ეს ხუმრობა იყო, კოსმოსში სერიოზუ-
ლი წაკინკლავება როგორღაც არ გამოდიოდა. ალბათ ყვე-
ლაფერი ძალიან კარგად აეწყო და იმიტომ.
სატურნი სულ იზრდებოდა, სანამ სიდიდით მზეს არ გა-
უტოლდა. მერე გადააჭარბა კიდეც. მათემატიკურად ზუსტი
ფორმის რგოლი – ხომალდის ტრაექტორიის მიმართ მართი
კუთხით განლაგებული სამი წრე მედიდურად შემორტყმოდა
პლანეტას. რგოლი ცთომილს არსად არ ეხებოდა და თავი-
სუფლად ბრუნავდა სივრცეში, სატურნი მის უმნიშვნელო ნა-
წილს ფარავდა მხოლოდ. წრეები დღითი დღე ფართოვდე-
ბოდნენ და ერთდროულად ვიწროვდებოდნენ კიდეც, რადგან
მათი დახრის კუთხე გამუდმებით იცვლებოდა. პლანეტის
გარშემო, თვალშეუვლებ გალაქტიკაში, ზღაპრული ციცინა-
თელებივით ციმციმებდნენ სატურნის ყველაზე დიდი მთვარე-
ები. მარიო რიოსმა ის-ის იყო, გამოიღვიძა და უხაროდა,
ხელმეორედ რომ ხედავდა ამ საოცრებას.
53 მკითხველთა ლიგა
სატურნი ცას სანახევროდ ფარავდა. მის მოკაშკაშე ზედა-
პირზე ორი პატარა მრგვალი ლაქა აღმოჩნდა. ეს ალბათ უახ-
ლოესი მთვარეების მოძრავი ჩრდილები იყო. სატურნის უკან,
ოდნავ მარცხნივ, თეთრი ალმასივით ციმციმებდა მზე.
რიოსი უდიდეს სიამოვნებას განიცდიდა ამ უცნაური წრე-
ების ცქერით. სატურნის მარცხენა მხრიდან ნარინჯისფრად
მოკაშკაშე სამი წრე გამოდიოდა. მარჯვნივ სამივე წრე ღამის
ჩრდილისაკენ მიემართებოდა, და ამის გამო უფრო მოახ-
ლოებული, უფრო გაფართოებული ეჩვენებოდა კაცს. მარიოს
სიახლოვეს წრეები ძაბრივით ფართოვდებოდნენ, მერე თან-
დათან ისევ ვიწროვდებოდნენ და ინისლებოდნენ, სანამ
მთელ ცას არ დაფარავდნენ და ისევ უკუნეთში არ ჩაიკარგე-
ბოდნენ.
მენაგვე კოსმონავტების ხომალდები უკვე განაპირა წრის
შიგნით, ზედ მის გარე კიდეზე იმყოფებოდნენ. წრე თითქოს
თანდათან დაიშალა და თავისი ნამდვილი სახე მიიღო. ეს
იყო მყარი ნამსხვრევების ფენომენალური დაჯგუფება, და
არა სინათლის ერთიანი და მკვრივი სარტყელი, როგორც
სხვა პლანეტებიდან მოჩანდა. დანარჩენი ორი წრეც ასეთივე
იყო.
რიოსის ქვემოთ, ან, უფრო სწორად, მისი ფეხების მიმარ-
თულებით ოციოდე მილზე, ერთ-ერთი ასეთი ნამსხვრევი მო-
ჩანდა. იგი არასწორი ფორმის დიდ ლაქას ჰგავდა და კოსმო-
სის სიმეტრიას არღვევდა. მისი სამი მეოთხედი განათებული
იყო, დანარჩენი კი ბასრ დანასავით ჩამოეთალა ღამის
ჩრდილს. ცოტა მოშორებით ვარსკვლავებივით ციმციმებ-
დნენ სხვა ნამსხვრევები. მანძილი რომ იზრდებოდა, ნამ-
სხვრევების ნათებაც თანდათან სუსტდებოდა, ისინი კი თით-

54 მკითხველთა ლიგა
ქოს ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და ისევ ერთ წრედ ერთი-
ანდებოდნენ.
ეს ნამსხვრევები უძრავად იყვნენ, მაგრამ კაცს ასე მხო-
ლოდ იმიტომ ეჩვენებოდა, რომ ხომალდების და წრეების გა-
რე კიდეებიც ერთსა და იმავე ორბიტაზე მოძრაობდნენ.
წინადღით რიოსი თავის ოც ამხანაგთან ერთად უახლოეს
ნამსხვრევზე მუშაობდა, საჭირო ფორმას აძლევდა მას. ხვალ
ისევ იქ უნდა განაგრძოს მუშაობა.
დღეს... დღეს ის კოსმოსში ლივლივებს.
– მარიო? – გაკვირვებით გაისმა მის ყურსაცვამში. რიოსი
უცებ გაბრაზდა, ეშმაკმა დალახვროს, როგორ უნდოდა მარ-
ტო ყოფნა!
– გისმენთ, – ჩაიბურტყუნა მან.
– ასეც ვიფიქრე, მარიოს ხომალდი იქნება-მეთქი. როგო-
რაა საქმე?
– ძალიან კარგად. ტედ, შენა ხარ?
– ჰო, – უპასუხა ლონგმა.
– ნამსხვრევზე რაიმე ხომ არ შეგემთხვათ?
– არა, თავისუფალი დრო მაქვს და ვისვენებ. ვარსკვლა-
ვებს შევყურებ.
– რაღაც არა მჯერა...
– ზოგჯერ მეც მიტაცებს ხოლმე. მართლა ლამაზია, არა?
– ლამაზია, – დაეთანხმა რიოსი.
– იცი, ტედ, დედამიწის წიგნებში...
– თუ მიწიერი არსებების წიგნებში? მგონი, ასე უნდა გეთ-
ქვა, არა? – რიოსმა დაამთქნარა და შენიშნა, რომ სიტყვა „მი-
წიერი არსება“ სათანადო ზიზღით ვერ წარმოთქვა.
– ... წამიკითხავს, ადამიანები როგორ წვანან ბალახზე, –
განაგრძობდა ლონგი. – ბალახი ქაღალდის წვრილი და
55 მკითხველთა ლიგა
გრძელი ზოლის მსგავსი მწვანე ფერის რბილი საგანია. მთე-
ლი ნიადაგი ამ ბალახით ყოფილა დაფარული. და აი, ადამია-
ნები თურმე ბალახზე წვანან და შესცქერიან ღრუბლის ქულე-
ბით მოფენილ ლურჯ ცას. ოდესმე ფილმებში თუ გინახავს
ასეთი რამ?
– რა თქმა უნდა, მინახავს. მაგრამ რატომღაც არ მომწო-
ნებია. კაცი შეიძლება გაიყინოს კიდეც.
– სინამდვილეში იქ სულაც არ ცივა. დედამიწა მზესთან ძა-
ლიან ახლოსაა და ამბობენ, რომ მას საკმაოდ მკვრივი ატ-
მოსფერო აქვს სითბოს შესანარჩუნებლად. მაგრამ, გულახ-
დილად რომ გითხრა, ღია ცის ქვეშ ტანსაცმლისამარა მეც არ
გავჩერდებოდი. თუმცა, ჩემი აზრით, მათ ეს ძალიან უნდა
მოსწონდეთ.
– ყველა მიწიერი არსება ჭკუიდან შეშლილია!
– იცი, იმ წიგნებში ხეებზედაც წერენ, რაღაცნაირი წაბ-
ლისფერი ღეროები ყოფილა, და ქარზე წერენ კიდევ, ჰაერის
მოძრაობაზე.
– გამჭოლ ქარზე ამბობ? ეს სიკეთეც დედამიწისათვის და-
მითმია.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ამაზე ისე ლამაზად
და ისეთი სიყვარულით წერენ, რომ ხშირად ჩავფიქრებულ-
ვარ: ბოლოს და ბოლოს, რა არის ყველაფერი ეს? როდესმე
მეც შევძლებ ამის განცდას, თუ ეს მარტო მიწიერ არსებებს
ესმით? რატომღაც ყოველთვის ისე მეჩვენებოდა, თითქოს
რაღაც მნიშვნელოვანს ვკარგავდი ცხოვრებაში. ახლა კი ვი-
ცი, რას უნდა ჰგავდეს ყველაფერი ეს. აი, ამას, რასაც ჩვენ
ვხედავთ. ღრმა მყუდროება სამყაროს ცენტრში, განუმეორე-
ბელი სილამაზით რომ არის აღსავსე.

56 მკითხველთა ლიგა
– იმათ ეს არ მოეწონებოდათ, – თქვა რიოსმა. – ისინი ისე
შეეჩვივნენ თავის ერთი ციცქნა ქეციან სამყაროს, რომ ვერც
კი გაიგებენ, რა შესანიშნავია კოსმოსში ლივლივებდე და
თან სატურნს შესცქეროდე.
რიოსმა მსუბუქი მოძრაობა გააკეთა და კოსმოსში ლივ-
ლივი დაიწყო.
ლონგმა თქვა:
– ჰო, მეც ასე მგონია. ისინი თავისი სამყაროს მონები
არიან მაშინაც კი, როცა მარსზე მოდიან. მხოლოდ მათი ბავ-
შვები თავისუფლდებიან ამ უხილავი შეგრძნებისაგან. ოდეს-
მე მართლაც ააგებენ ვარსკვლავმფრენებს – წარმოუდგენე-
ლი სიდიდის ხომალდებს. ისინი ათასობით ადამიანს დაიტე-
ვენ და ათეული წლობით, ვინ იცის, იქნებ ასეული წლობითაც
კი იარსებებენ, როგორც კარჩაკეტილი სისტემები. კაცობ-
რიობა მთელ გალაქტიკაზე დასახლდება. მაგრამ ადამიანებს
მთელი ცხოვრების გატარება ხომალდებში მოუწევთ, სანამ
სავარსკვლავთაშორისო გაფრენების ახალ საშუალებებს არ
მიაგნებენ. ამიტომ მარსელები დაასახლებენ მთელ სამყა-
როს და არა თავის სამყაროს მიჯაჭვული დედამიწის ადამია-
ნები. ეს გარდაუვალია. ეს უნდა მოხდეს. აი, ეს არის მარსელ-
თა გზა.
მაგრამ რიოსს პასუხი არ გაუცია. მას ისევ ჩაეძინა სატურ-
ნიდან ნახევარი მილიონი მილის დაშორებით...

სამწუხაროდ, ხშირად იძულებული იყვნენ ამ სანეტარო


სიმშვიდესა და განმარტოებით თავისუფალ ლივლივს დას-
თხოვებოდნენ, რადგან მთავარი ნამსხვრევზე მუშაობა გახ-
57 მკითხველთა ლიგა
ლდათ. კაცმა რომ თქვას, აქაც უწონადობის მდგომარეობაში
იყვნენ, მაგრამ ახალ პირობებში ეს უწონადობა ნამდვილი
წამება უფრო იყო, ვიდრე სამოთხის ნეტარება. აბა, სინჯე და
თუნდაც ჩვეულებრივი სტაციონარული სითბური სხივ-
მფრქვევით წაიმუშავე. მისი აწევა ძალიან ადვილია: მიუხე-
დავად იმისა, რომ სხივმფრქვევი სიმაღლით ექვსი ფუტი მა-
ინც იქნება (არც სიგანეშია ნაკლები!) და თითქმის სუფთა ლი-
თონისაგანაა გაკეთებული, უწონადობის პირობებში რამდე-
ნიმე გრამს იწონის. მაგრამ მისი ინერცია ოდნავადაც არ შემ-
ცირებულა, ამიტომ ერთი მკვეთრი ბიძგის შემთხვევაშიც კი
მშვიდად განაგრძობდა მოძრაობას და მენაგვე კოსმონავ-
ტსაც თან გაიყოლებდა ხოლმე. მაშინ კოსმონავტებს სკაფან-
დრის მიზიდულობის ხელოვნური ველის ჩართვა უხდებო-
დათ, რომ ისევ ქვევით დაშვებულიყვნენ.
კერალსკიმ გაუფრთხილებლად გააძლიერა ხელოვნური
ველი, სხივმფრქვევთან ერთად მეტისმეტად მკვეთრად დაეშ-
ვა ძირს და კოჭი დაიზიანა. – ეს იყო ექსპედიციის პირველი
უბედური შემთხვევა.
რიოსი გააფთრებით იგინებოდა. იგინებოდა განუწყვეტ-
ლივ. ერთთავად იმის ცდაში იყო, რომ შუბლიდან ოფლი ჩა-
მოეწმინდა. ერთიორჯერ თავი ვერ შეიკავა და შუბლისკენ წა-
იღო ხელი. ლითონის ხელთათმანმა სილიკონის ჩაფხუტზე
გაიხმაურა. ეს ხმაური მთელ სკაფანდრში გაისმა, მაგრამ მას
საგრძნობი სარგებლობა არ მოუტანია. სკაფანდრის შიგნით
მთელი სიძლიერით მუშაობდნენ საშრობები, ტენს აგროვებ-
დნენ, იონმცველების მეშვეობით რეგენერაციის მილაკებში
ატარებდნენ მას და მარილის საჭირო რაოდენობას რომ
აღადგენდნენ, სპეციალურ საცავებში ინახავდნენ.

58 მკითხველთა ლიგა
– ეშმაკმა დალახვროს, – დაიღრიალა რიოსმა. დიკ, სანამ
არ დაგიძახებ, ფეხი არ მოიცვალო, გესმის?
მის ყურსაცავებში სვენსონის ხმამ დაიგრგვინა:
– დიდხანს უნდა ვიჯდე აქ?
– სანამ არ დაგიძახებ, – შეუღრინა რიოსმა. მან ხელოვნუ-
რი მიზიდულობის ველი გააძლიერა და სხივმფრქვევი სულ
ცოტათი ასწია ზევით. მერე მიზიდულობაც გამორთო, რადგან
წინასწარ დარწმუნდა, რომ სხივმფრქვევი ადგილზე დარჩე-
ბოდა რამდენიმე წუთს, თუნდაც ხელი გაეშვა. მერე ფეხით
გასწია უხილავი ენერგიის წყაროსაკენ გამავალი კაბელი და
სხივმფრქვევი ჩართო.
ნივთიერება, რომლისგანაც ნამსხვრევი შედგებოდა, სით-
ბური სხივის ქვეშ წყალივით დუღდა და თანდათან ორ-
თქლდებოდა. უშველებელი ჭრილის კიდეები (ეს ჭრილიც რი-
ოსის ნახელავი იყო) თანდათან დნებოდა და მრგვალდებო-
და.
– დიკ, აბა მიდი! – დაიძახა რიოსმა.
სვენსონი ხომალდში იყო. ხომალდი თითქმის ზედ რიოსის
თავზე ეკიდა.
– ყველაფერი რიგზეა? – იკითხა სვენსონმა.
– ხომ გეუბნები დაეშვი-მეთქი!
ხომალდის წინა საქშენიდან ორთქლის სუსტი ჭავლი გა-
მოვარდა. კოსმომფრენი ნელ-ნელა ეშვებოდა ნამსხვრევზე.
ერთი ჭავლიც და ხომალდის გვერდითი დრეიფი შეწყდა. ახ-
ლა ის ზუსტად ეშვებოდა, მერე კიჩოდან გამოვარდა მესამე
ჭავლი და ხომალდიც ნელ-ნელა დაეშვა. რიოსი დაძაბულად
ადევნებდა თვალს.
– მიდი, მიდი! ყველაფერი რიგზეა, მიდი!

59 მკითხველთა ლიგა
კიჩო ჭრილში ჩაეშვა, ნახვრეტი თითქმის მთლიანად ამო-
ივსო. ხომალდის გამობერილი მუცელი სულ უფრო და უფრო
უახლოვდებოდა მის კიდეებს. უცებ ჭრიალი გაისმა, ხომალ-
დი ატოკდა და გაქვავდა.
– ახლა სვენსონმა დაიწყო ლანძღვა-გინება.
– არ შედის! გესმის, შე რეგვენო, არ შედის-მეთქი!
– რიოსმა გაცხარებით მოისროლა სხივმფრქვევი და ზე-
ვით ავარდა. სხივმფრქვევმა თეთრი კრისტალური მტვრის
კორიანტელი დააყენა. რიოსმა მიზიდულობის ველი ჩართო
და უკან დაბრუნდა.
– ალმაცერად შესულხარ, შე ყეყეჩო!
– არაფერიც, მე ზუსტად დავეშვი, შე მართლა გაუთლელო
რეგვენო!
ხომალდის უკანა საქშენებიდან ორთქლის ჭავლები გამო-
ვარდა ღმუილით და დამფრთხალმა რიოსმა უკან ისკუპა.
კოსმომფრენი ჭრიალით ამოძვრა ჭრილიდან და ნახევარ
მილზე აფრინდა ზევით, სანამ წინა მხრის ამუშავებული საქ-
შენები შეძლებდნენ მის შეჩერებას.
– ერთიც რომ ვცადოთ, ნახევარ დუჟინზე მეტი ფილა და-
ზიანდება. ბოლოს და ბოლოს, საქმე ისე უნდა გააკეთო, რო-
გორც საჭიროა!
– დარდი ნუ გაქვს, მე ყველაფერს რიგიანად გავაკეთებ!
მხოლოდ შენ შეიყვანე ხომალდი სწორად.
რიოსი შეხტა და სამასიოდე მეტრზე ავიდა, რომ ჭრილი-
სათვის ზემოდან შეეხედა. აქედან გარკვევით ჩანდა ნაღარე-
ბი, ხომალდს ჭრილის კიდეებზე რომ დაეტოვებინა. ყველაზე
მეტი ნაღარი ერთ ადგილზე ეტყობოდა – ჭრილის შუაგულში.
ახლავე ყველაფერს მოაწესრიგებს.

60 მკითხველთა ლიგა
ჭრილის კედლები დნებოდა და ორთქლდებოდა სხივ-
მფრქვევის ალზე.
ნახევარი საათის შემდეგ ხომალდი თავისუფლად შევიდა
ჭრილში და სკაფანდრით შემოსილი სვენსონი რიოსს შეუერ-
თდა.
– თუ გინდა, შეყინვაზე მე ვიმუშავებ, შენ კი ხომალდში შე-
დი და სკაფანდრი გაიხადე, – შესთავაზა მან.
– არა უშავს, – უპასუხა რიოსმა. – ახლა აქ დარჩენა მირ-
ჩევნია. წამოვწვები და სატურნს ვუყურებ.
რიოსი ჭრილის კიდეზე ჩამოჯდა. მასა და კოსმომფრენის
კორპუსს შორის ექვსი ფუტი თავისუფალი სივრცე მაინც იქნე-
ბოდა. სხვა ადგილას ღრეჩო დაახლოებით ორ ფუტამდე აღ-
წევდა, ზოგან რამდენიმე დიუმი იქნებოდა. ხელით უკეთესად
ვერც გააკეთებდნენ. ახლა ისღა დარჩენოდათ, რომ ფრთხი-
ლად დაედნოთ ყინული: წყალი კოსმომფრენის კორპუსსა და
ჭრილის კედლებს შორის უნდა გაყინულიყო და ცარიელი
სივრცე ამოევსო.
სატურნი ოდნავ შესამჩნევად მოძრაობდა ცის კაბადონზე.
უშველებელი თოში ნელ-ნელა მოცოცავდა ჰორიზონტზე.
– კიდევ რამდენი ხომალდია ჩასაშენებელი? – იკითხა რი-
ოსმა.
– ბოლო დროს ამბობდნენ, თერთმეტიაო. ჩვენი ხომალდი
მზადაა, ესე იგი, ათიღა დარჩა. ჭრილში ჩაყენებული ხომალ-
დებიდან შვიდი უკვე შეყინულია, ორი თუ სამი დემონტირებუ-
ლია.
– საქმე საათივით აეწყო.
– სამუშაო თავსაყრელია, – შეეკამათა სვენსონი. – მთა-
ვარი ძრავები ხომ მეორე მხარესაც უნდა დავაყენოთ. კაბე-
ლები? ძალური გაყვანილობა? ხანდახან ეჭვიც კი მეპარება,
61 მკითხველთა ლიგა
შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. აქეთ რომ მოვფრინავ-
დით, ეს როგორღაც ნაკლებ მაწუხებდა. მაგრამ აი, ახლა ჯი-
ხურში ვიჯექი და ვმკითხაობდი: „არ გამოვა. არაფერი არ გა-
მოვა. ვიქნებით აქ, სატურნის გვერდით, შიმშილით სული
ამოგვძვრება“. ვგრძნობ, რომ უბრალოდ...
მაგრამ მან ბოლომდე მაინც არა თქვა, რასა გრძნობდა.
უბრალოდ, იჯდა და სდუმდა.
– ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ჩაფიქრებული გახდი, –
უთხრა რიოსმა.
– შენ რა გენაღვლება, მარტოხელა ხარ, – უპასუხა სვენ-
სონმა, – მე კი სულ პიტზე და დორაზე ვფიქრობ.
– რატომ? დორამ გაფრენის ნება ხომ მოგცა? კომისარი
მას საათნახევარი ელაპარაკებოდა პატრიოტიზმზე, იმაზე,
რომ შენ გმირი გახდები და მთელი ცხოვრების მანძილზე უზ-
რუნველყოფილი იქნები. შენი მეუღლე საკმაოდ ჭკვიანი ქა-
ლია და კომისარს დასთანხმდა კიდეც. ასე რომ, სანერვიუ-
ლო არაფერი გაქვს, ადამსივით უკითხავად ხომ არ გამოფ-
რენილხარ?
– ადამსის ცოლი სხვა ქალია. მისი ცოლი რომ დაბადების-
თანავე მოეკლათ, ალბათ უკეთესი იქნებოდა. ვერაფრით ვერ
გამიგია, როგორ ახერხებენ ეს ქალები მამაკაცების ცხოვრე-
ბის თავდაყირა დაყენებას, ჰა? თავდაპირველად არც კი უნ-
დოდა, ადამსი ჩვენთან წამოსულიყო, მაგრამ ახლა, ადამსი
თუ არ დაბრუნდა, ის ქალბატონი კმაყოფილი იქნება, რადგან
კარგა გვარიან პენსიას დაუნიშნავენ.
– აბა, რა სისულელეებსა როშავ? დორა ხომ მოუთმენ-
ლად ელის შენს დაბრუნებას?
– სვენსონმა ამოიოხრა. – მე მას ყოველთვის ღორივით
ვექცეოდი.
62 მკითხველთა ლიგა
– თუ არ ვცდები, შენ მას მთელ ხელფასს აძლევდი. მე
ამას არც ერთი ქალისთვის არ გავაკეთებდი. მიიღე იმდენი,
რამდენიც დაიმსახურე, მორჩა და გათავდა, არც ერთი ცენტი
მეტი!
– ფული ყველაფერი როდია, მარიო. მე სულ სხვა რამეზე
ვლაპარაკობ. ქალს მეგობარი სჭირდება. ბავშვსაც სჭირდება
მამა. მე კი აქ რას ვაკეთებ?
– აკეთებ ყველაფერს, რომ, რაც შეიძლება, მალე დაბრუნ-
დე შინ.
– ეჰ, შენ არაფერი გესმის, მარიო!

ტედ ლონგი ნამსხვრევის უსწორმასწორო ზედაპირზე და-


აბიჯებდა. მის სულშიც ისეთივე სიცივე გამეფებულიყო, რო-
გორიც გარშემო იდგა. იქ, მარსზე, ყველაფერი აბსოლუტუ-
რად ლოგიკურად ეჩვენებოდა. მაგრამ ის მარსი იყო. გონება-
ში მან ყველაფერი ისეთი გულმოდგინებით, ისეთი უზადო
თანმიმდევრობით გაიაზრა, რომ თავისი ნააზრევის წვრილ-
მანები ახლაც კარგად ახსოვდა.
ხომალდის ერთი ტონა სიმძიმის ასამოძრავებლად აუცი-
ლებელი როდია მაინცდამაინც ერთი ტონა წყალი. აქ მასა კი
არ უტოლდება მასას, არამედ მასის ნამრავლი სიჩქარეზე მა-
სის ნამრავლს სიჩქარეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულ
ერთია, ერთი ტონა წყალი წამში ერთი მილის სიჩქარით გა-
მოიდევნება თუ ასი ფუნტი წყალი წამში ოცი მილის სიჩქა-
რით. ხომალდი საბოლოოდ მაინც ერთსა და იმავე სიჩქარეს
იღებს.

63 მკითხველთა ლიგა
ამის გამო საქშენები თანდათან ვიწროვდებოდა, ორ-
თქლის ტემპერატურა კი მაღლდებოდა, მაგრამ აქ ახალმა
სიძნელემ იჩინა თავი. რაც უფრო ვიწროვდებოდა საქშენი,
ხახუნსა და აგირგვლაზე მით უფრო მეტი ენერგია იხარჯებო-
და. რაც უფრო მაღალი იყო ორთქლის ტემპერატურა, მით
უფრო სიცხეგამძლე უნდა ყოფილიყო საქშენიც. ამიტომ საქ-
შენები მალე გამოდიოდნენ მწყობრიდან.
შემდეგ, რადგან შევიწროებული საქშენის წყალობით
წყლის ამა თუ იმ რაოდენობას შედარებით მძიმე მასის ამოძ-
რავება შეეძლო, ყველა იმას ცდილობდა, რომ ეს რაოდენობა
როგორმე გაეზარდა. მაგრამ კონტეინერის მოცულობის გაზ-
რდასთან ერთად ხომალდის კაფსულიც შეფარდებით იზრდე-
ბოდა. ამიტომ ლაინერები სულ უფრო და უფრო ტევადები
ხდებოდნენ და მძიმდებოდნენ. რაც არ უნდა ეცადო, ამას
გვერდს მაინც ვერ აუვლი კონტეინერის გადიდებასთან ერ-
თად მისი სიმძიმეც მატულობს, ნელდება შედუღება, რთულ-
დება აწყობის პროცესი. ერთი სიტყვით, ამ საქმეშიც სულ მა-
ლე მიაღწიეს ზღვარს.
ლონგს ეჩვენებოდა, რომ სწორედ მან მიაგნო მცდარ წი-
ნაპირობას: რატომღაც აუცილებლად ითვლებოდა, საწვავი
ხომალდის შიგნით ყოფილიყო, მილიონობით ტონა წყალი
ლითონში გამოემწყვდიათ.
რატომ? წყალი აუცილებლად სითხე ხომ არ არის? შეიძ-
ლება ყინულიც იყოს. ყინულის თოში ადვილად ემორჩილება
კაცს, მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეიძლება. ყინულ-
ში ჭრილის გამოჭრაც ადვილია. ჭრილში შეიძლება კაფსულა
და ძრავები ჩაიდგას. გვარლები კაფსულასა და ძრავებს მაგ-
ნიტური ძალური ველის გირაგებში დაამაგრებდნენ და ყვე-
ლაფერი წესრიგში იქნებოდა.
64 მკითხველთა ლიგა
ზედაპირი, რომელზედაც ლონგი დააბიჯებდა, რიტმულად
თრთოდა. ლონგი სულ ახლოს იყო იმ ადგილიდან, სადაც
ათობით ხომალდი ყინულის თოშში ლამობდა შეჭრას, და
ნამსხვრევები განუწყვეტელი დარტყმებისაგან თრთოდა.
ყინულის ძებნა არ დასჭირვებიათ – ის საჭირო ზომის ნამ-
სხვრევების სახით ცურავდა სატურნის წრეებში. უფრო სწო-
რედ, თითოეული ასეთი წრე სხვა არაფერი იყო, თუ არა სა-
ტურნის ირგვლივ მოძრავი თითქმის სუფთა ყინულის თოში.
ყველაფერი გამართლდა. გამართლდა ისე, როგორც სპექ-
ტროსკოპმა იწინასწარმეტყველა. ახლა ლონგი ერთ-ერთ
ასეთ ნამსხვრევზე იდგა. მისი სიგრძე ორ მილზე მეტი იქნე-
ბოდა, სიგანე კი ერთი მილი, ან ცოტათი ნაკლები. დაახლოე-
ბუთ ნახევარ მილიონ ტონა წყალს შეიცავდა ეს ერთი ნამ-
სხვრევი – და ლონგი ამ ნამსხვრევზე იდგა!
მას ამხანაგებისათვის არასდროს არ უთქვამს, რამდენი
დღე დასჭირდებოდათ ყინულის ნამსხვრევების ასამოძრავებ-
ლად, თავისთვის კი ფიქრობდა, რომ საამისოდ ორი დღეც
საკმარისი იქნებოდა. მაგრამ კვირაზე მეტი გავიდა და საიმე-
დო არაფერი ჩანდა. იმის გახსენებაც კი შიშს ჰგვრიდა, რამ-
დენი ნამსხვრევი იყო დარჩენილი. ახლა იმაშიც ეჭვი ეპარე-
ბოდა, საერთოდ შეძლებდნენ თუ არა ამ ჩანაფიქრის ასრუ-
ლებას. სატურნის მძლავრი მიზიდულობა უნდა გადალახონ,
მაგრამ მოახერხებენ კი ძრავების საკმაო სიზუსტით მართვას
იმ კაბელების მეშვეობით, ორ მილ გაყინულ ზედაპირზე რომ
გადაისროლეს? სასმელი წყალი ცოტაღა დარჩა. თუმცა ამას
როგორმე ეშველება – ყინული აგერ არის, დაადნობენ და
ფონს იოლად გავლენ. მაგრამ საკვები? სურსათ-სანოვაგეც
რომ ილევა?

65 მკითხველთა ლიგა
ლონგი შეჩერდა და ყურადღებით მიაჩერდა ზეცას. ეს ნამ-
სხვრევი მართლა ხომ არ იზრდება? მანძილი უნდა გაეზომა,
მაგრამ ძალა არ ეყო, ამდენი უსიამოვნებისათვის ახალი საზ-
რუნავი რომ დაემატებინა, და გზა განაგრძო. მისი ფიქრი ახ-
ლა უფრო არსებით პრობლემებს დასტრიალებდა.
კიდევ კარგი, რომ ყველა შესანიშნავ ხასიათზე იყო. მისი
თანამგზავრები ალბათ ძალიან კმაყოფილები არიან, სატურ-
ნის ორბიტაზე რომ იმყოფებიან. მათ ხომ პირველებმა შეძ-
ლეს ასე შორს წამოსვლა, პირველებმა გაიარეს ასტეროიდე-
ბის სარტყელი, შეუიარაღებელი თვალით პირველებმა და-
ინახეს ბურთივით მრგვალი იუპიტერი და იხილეს სატურნი, –
შეულამაზებელი, ცხადზე ცხადი და მიმზიდველი სატურნი!
მას აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ორმოცდაათი პრატიკუ-
ლი, ათას ქარ-ცეცხლში გამოვლილი მენაგვე-კოსმონავტი
ასეთი რომანტიკოსი აღმოჩნდებოდა. მაგრამ ეს ასე იყო და
ორმოცდაათივე თავისებურად ამაყობდა ამით.
ლონგი ისევ მიაბიჯებდა ყინულზე. ჰორიზონტზე, სანახევ-
როდ ჩაფლული კოსმომფრენის სიახლოვეს, ორი ფიგურა გა-
მოჩნდა.
ლონგი ხალისით გაეხმიანა მათ.
– ეი, ბიჭებო!
– შენა ხარ, ტედ? – გამოეპასუხა რიოსი.
– ჰო, მე ვარ. მეორე ვინ გახლავს? დიკია?
– რა თქმა უნდა. მოდი, ჩამოჯექი. ხომალდის შესაყინავად
ვემზადებით და სულ იმაზე ვფიქრობთ, დრო როგორ გავაჭია-
ნუროთ.
– შენი არ ვიცი და მე მაგ ხასიათზე არ გახლავარ! – მაშინ-
ვე იუარა სვენსონმა. – როდის გავფრინდებით, ტედ?
– როგორც კი მოვრჩებით... პასუხიც ასეთი უნდა, არა?
66 მკითხველთა ლიგა
– რას იზამ, სხვაგვარად ვერც მიპასუხებ, – უხალისოდ და-
ეთანხმა სვენსონი.
ლონგმა ზევით აიხედა, უსწორმასწორო ფორმის ნათელი
ლაქა შეათვალიერა. რიოსმაც ზევით აიხედა.
– რა მოხდა?
ლონგი დუმდა. ზეცა შავი იყო და ნამსხვრევების წრე მის
ფონზე ნარინჯისფერ მტვერს ჰგავდა. სატურნი თავისი წრე-
ებით თითქმის სამი მეოთხედით გადასცილდა ჰორიზონტს.
მისგან ნახევარ მილზე ყინულოვანი ნამსხვრევის კიდიდან
სწრაფად გამოიჭრა ხომალდი, სატურნის ნარინჯისფერ სი-
ნათლეში აკიაფდა და მაშინვე გაუჩინარდა. მათ ფეხქვეშ ყი-
ნული შეტოკდა.
– „მოჩვენებას“ რაიმე ხომ არ შეემთხვა? – იკითხა რიოს-
მა.
ასე მონათლეს მათ უახლოესი ნამსხვრევი. „მოჩვენება“
ძალიან ახლოს იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი წრე-
ების გარე კიდესთან იმყოფებოდნენ, სადაც ნამსხვრევები შე-
დარებით მეჩხერად იყო მიმოფანტული. „მოჩვენებისაგან“
მათ ოციოდე მილი აშორებდა. ეს იყო ჰაერში საკმაო სიზუს-
ტით გამოკვეთილი დაკბილული თოში.
– თქვენ ვერაფერს ვერ ამჩნევთ?
რიოსმა მხრები აიჩეჩა.
– არაჩვეულებრივს ვერაფერს ვამჩნევ. ყველაფერი ნორ-
მალურადაა.
– ვერ ამჩნევთ, „მოჩვენება“ თანდათან რომ იზრდება?
– საიდან მოიტანე?
– მაინც? მაინც? – დაჟინებით ჩაეკითხა ლონგი.
რიოსი და სვენსონი ყურადღებით დააკვირდნენ „მოჩვენე-
ბას“.
67 მკითხველთა ლიგა
– მე მგონი, მართლაც გაიზარდა, – თქვა სვენსონმა.
– ალბათ შენ შთაგვაგონე, ტედ, – შეეპასუხა რიოსი, –
„მოჩვენება“ თუ მართლა იზრდება, ესე იგი, ჩვენს ნამსხვრევს
უახლოვდება და ეგ არის.
– ადვილი შესაძლებელია, მარიო.
– სულაც არა, ამ ნამსხვრევებს ხომ სტაბილური ორბიტა
აქვთ.
– ჩვენს მოფრენამდე მართლაც სტაბილური ორბიტა
ჰქონდათ, – თქვა ლონგმა. – აი, გრძნობთ?
ყინული მათ ფეხქვეშ ისევ შეტოკდა.
– მთელი კვირაა, რაც ამ ნამსხვრევს ვეჯაჯგურებით. თავ-
დაპირველად ოცდახუთი ხომალდი დაეშვა ჩვენს ნამსხვრევ-
ზე, რამაც ერთბაშად შეცვალა მისი სიჩქარე, რა თქმა უნდა,
ეს ცვლილება ძალიან პატარა იყო, მაგრამ ამას მნიშვნელო-
ბა არა აქვს. მთავარია, რომ ნამსხვრევის სიჩქარე შეიცვალა.
ახლა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ყინულის დნობა და-
ვიწყეთ, თანაც ჩვენი ხომალდები განუწყვეტლივ ყინულზე ეშ-
ვებოდნენ და მერე ისევ აფრინდებოდნენ ხოლმე. ყველაფერი
ეს ნამსხვრევის ერთ ბოლოზე ხდებოდა. ადვილი შესაძლებე-
ლია, რომ ამ ერთ კვირაში ჩვენ საგრძნობად შევცვალეთ მი-
სი ორბიტა. ორი ნამსხვრევი – ჩვენი და „მოჩვენება“ – იქნება
სწორედ ამიტომაც უახლოვდება ერთმანეთს.
რიოსმა ზევით აიხედა და თქვა:
– არა უშავს, საკმარისი ადგილია და „მოჩვენება“ გვერ-
დით ჩაგვივლის. ესეც რომ არ იყოს, დანამდვილებით ვერც
კი გვითქვამს, ნამსხვრევი მართლა იზრდება თუ არა. ჰოდა,
აბა რა სიჩქარე უნდა ჰქონდეს? ჩვენთან შედარებით, რა თქმა
უნდა.

68 მკითხველთა ლიგა
– მას დიდი სიჩქარე არც სჭირდება, მარიო. მისი მასა
ჩვენსაზე ნაკლები არაა. ამიტომ სუსტადაც რომ შევეჯახოთ
ერთმანეთს, ჩვენი ნამსხვრევი აუცილებლად გამოვა თავისი
ორბიტიდან, იქნებ სატურნის მხარესაც კი გვისროლოს. ესეც
რომ არ იყოს, ყინული ძალიან მყიფეა და ორივე ნამსხვრევი
შეიძლება მტვრად იქცეს.
სვენსონი წამოდგა.
– ეშმაკმა დალახვროს, აქამდე როგორ ვერ მოვიაზრე?
კოსმოსში ყოფნისას მილიონი მილით დაშორებული კონტეი-
ნერის სიჩქარის გამოთვლას ვახერხებ და იმას ვეღარ შევ-
ძლებ, რომ ოც მილზე მყოფი ამ ეშმაკისეული „მოჩვენების“
მოძრაობა გამოვითვალო?
სვენსონი ხომალდისკენ გაემართა. ლონგს მისი შეჩერება
არ უცდია.
– ნერვიულობს, – თქვა რიოსმა. – ამ ბოლო დროს რაღაც
ძალიან დარდიანია...
„მოჩვენებამ“ ზენიტზე აიწია, მათ თავს ზემოთ გადაიარა
და დაშვება დაიწყო.
ოცი წუთის შემდეგ ჰორიზონტი ნარინჯისფერი არილით
აენთო იმ ადგილის მოპირდაპირე მხარეს, სადაც სატურნი
ჩაეშვა. ახლა იქ „მოჩვენება“ ამოდიოდა.
რიოსმა რადიოთი გასძახა:
– ჰეი, დიკ, ცოცხალი ხარ?
– ვამოწმებ, – მოისმა ყრუ პასუხი.
– მოძრაობს? – ჰკითხა ლონგმა.
– ჰო.
– ჩვენკენ?
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მერე სვენსონის შეშინებული
ხმა გაისმა.
69 მკითხველთა ლიგა
– პირდაპირ ჩვენკენ მოდის, ტედ. ორბიტები სამ დღეში
გადაჰკვეთენ ერთმანეთს.
– ხომ არ შეიშალე? – დაიყვირა რიოსმა.
– ოთხჯერ შევამოწმე, – თქვა სვენსონმა.
„ახლა რა ვქნათ?“ – დაბნეულად გაიფიქრა ლონგმა.

ექსპედიციის ერთი ნაწილი კაბელებს ჩაჰკირკიტებდა. კა-


ბელები აუცილებლად იდეალური სიზუსტით უნდა დაეწყოთ,
რომ მაგნიტურ ველს მაქსიმალური სიმძლავრისათვის მიეღ-
წია. კოსმოსში და ჰაერშიც კი ასეთ სიზუსტეს აზრი არა ჰქონ-
და. როგორც კი ელექტრობას გაუშვებდნენ, კაბელები ალ-
ბათ ისევ ნება-სურვილზე გადაადგილდებოდნენ. აქ კი სულ
სხვა ამბავი იყო. ნამსხვრევის ზედაპირზე თხრილები ამოჭ-
რეს. კაბელები ამ თხრილებში უნდა ჩაეწყოთ: დიდი სიზუსტე
იყო საჭირო, თორემ გამოთვლილი სქემიდან ერთი მინუტის
გადახრაც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მთელ ნამ-
სხვრევზე დამგრეხი ძალვა წარმოშობილიყო. ყველაფერი ეს,
ცხადია, ძვირფასი ენერგიის ფუჭ ხარჯვასთან იქნებოდა და-
კავშირებული. თანაც ხელმეორედ მოუწევდათ თხრილების
გაჭრა, კაბელების გადატანა-გადაწყობა და შეყინვა.
დაღლილი ადამიანები ამ ერთფეროვანი და მომაბეზრებე-
ლი საქმით იყვნენ გართული, როცა უცებ გაისმა:
– ყველანი ძრავების მონტაჟზე!
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მენაგვე კოსმონავტები თავ-
ნება ხალხი გახლავთ და დისციპლინა მათთვის უცხო ხი-
ლია... ბრძანებას ყველა ხმამაღალი გინებითა და ბუზღუნით
შეხვდა, რადგან ეს სამი სიტყვა მუშაობის გართულების ნიშა-
70 მკითხველთა ლიგა
ნი იყო: დარჩენილი ძრავები უნდა დაეშალათ, ნამსხვრევის
მეორე ბოლოში გადაეტანათ, ყინულში საჭირო ადგილზე ჩა-
ერჩილათ და ნამსხვრევის ზედაპირზე გვარლები და კაბელე-
ბი დაეჭიმათ.
ასე რომ, დაახლოებით ერთი დღე-ღამის შემდეგ ვიღაცამ
ცისკენ აიხედა და გაოცებით შესძახა: „უხ, შენი!“ – და წიგნი-
სათვის შეუფერებელი კიდევ რამდენიმე სიტყვაც მიაყოლა.
მისმა მეზობელმაც აიხედა ზევით და წაივიშვიშა:
– დალახვროს ეშმაკმა!
დანარჩენებმაც მათ მიბაძეს და ზეცას მიაჩერდნენ. ასეთი
საკვირველი სანახაობა მათ თავის დღეში არ ენახათ!
„მოჩვენება“ ჩირქოვან იარასავით იშლებოდა ცის კაბა-
დონზე. მუშაობაში გართულებმა მხოლოდ ახლა დაინახეს
პირვანდელთან შედარებით ორჯერ გაზრდილი ნამსხვრევი
და ვერაფრით ვერ მიმხვდარიყვნენ, აქამდე რატომ ვერ შე-
ნიშნეს ეს ცვლილება.
მუშაობას თავი მიანებეს. ყველანი ტედ ლონგის გარშემო
შეიკრიბნენ.
ლონგმა აუღელვებლად წარმოთქვა:
– გაფრენას ვერ შევძლებთ, რადგან მარსზე დასაბრუნებ-
ლად საწვავი არა გვაქვს. მოწყობილობაც არა გვაქვს, მეორე
ნამსხვრევი რომ წავიღოთ თან. ერთი სიტყვით, ამ ნამსხვრევ-
ზე დარჩენა მოგვიწევს. „მოჩვენება“ გვიახლოვდება, რადგან
აფეთქებითმა სამუშაოებმა ჩვენი ორბიტა შეცვალა. აფეთქე-
ბას თუ განვაგრძობთ, შეგვიძლია ხელმეორედ შევიცვალოთ
ორბიტა. მაგრამ აქ მეტი აფეთქება ჩვენი ხომალდისათვის სა-
ხიფათო იქნება. მოდით და მეორე მხრიდან ვცადოთ, ეს უფ-
რო საიმედოა.

71 მკითხველთა ლიგა
გაშმაგებული ენერგიით შეუდგნენ მუშაობას. მენაგვე კოს-
მონავტების ისედაც მოჭარბებულ აღგზნებას ყოველ ნახევარ
საათში ახალი ცეცხლი ემატებოდა, რადგან ჰორიზონტზე გა-
ნუწყვეტლივ იზრდებოდა „მოჩვენება“, თანდათან მრისხანე
და ამაზრზენი ხდებოდა.
ლონგს ეეჭვებოდა, რომ შეჯახების თავიდან აცილებას
შეძლებდნენ. ძნელი იყო წყლის მაძიებლების გადარჩენა,
თუნდაც რეაქტიულ ძრავებს არ ემტყუნა დისტანციური მარ-
თვის დროს, თუნდაც წყლის მიწოდებაც მოეგვარებინათ. სა-
ამისოდ კი რეზერვუარი აუცილებლად პირდაპირ ნამსხვრე-
ვის ყინულოვან წყალში უნდა ჩაეშვათ, მერე სხივმფრქვევი
დაეყენებინათ, რომ მოძრავი სითხე აეორთქლებინა და გა-
მოსადენ საკნებში წარემართა. არავითარი იმედი არ იყო იმი-
სა, რომ მაგნიტური გვარლებით გაუმაგრებელი ნამსხვრევი
ასეთ დიდ დამანგრეველ ძალას გაუძლებდა და არ დაიფშვნე-
ბოდა.
– მზადაა! – მოესმა ლონგს რადიოში.
– მზადაა! – გაიმეორა ლონგმა და კონტაქტი ჩართო.
მან იგრძნო, როგორ ატორტმანდა ირგვლივ ყველაფერი.
ნამსხვრევის შორეულ ბოლოზე მომართულ ეკრანზე გაბნეუ-
ლი ვარსკვლავები ათრთოლდა და შორეთში ყინულოვანი
კრისტალების კუდი გაიჭიმა.
– მუშაობენ! მუშაობენ! – დაიყვირა ვიღაცამ.
ლონგს ძრავების გამორთვა ვერ გაებედა. მთელი ექვსი
საათი აფრქვევდნენ ისინი მდუღარე ნაკადებს, ორთქლად აქ-
ცევდნენ და სივრცეში ტყორცნიდნენ ყინულს.
მოჩვენება ისე მოახლოვდა, რომ მუშაობას თავი მიანებეს
და მოჯადოებულივით შეჰყურებდნენ უშველებელ ყინულო-
ვან თოფს, მთელი ზეცა რომ დაეფარა. ის უფრო ეფექტური
72 მკითხველთა ლიგა
სანახავი იყო, ვიდრე თვით ჯადოქარი სატურნი. „მოჩვენების“
თითოეული ნაპრალი და ღრანტე გარკვევით მოჩანდა. მაგ-
რამ სანამ „მოჩვენება“ მათ ნამსხვრევ-ორბიტას გადასერავ-
და, უჩვეულო ხომალდმა მოასწრო ნახევარი მილით წინ გას-
ვლა.
ლონგი სავარძელში წაიხარა და ხელები თვალებზე აიფა-
რა. ორი დღე არაფერი ჩაუშვია პირში. ადრე საიმისო დრო
არ იყო, ახლა კი შეეძლო ეჭამა რამე. რკალის დანარჩენი
ნამსხვრევები ისე შორს იყვნენ, რომელიმე მათგანს მოახ-
ლოებაც რომ დაეწყო, მარსელებს ვერაფერს დააკლებდა.
გარედან სვენსონის ხმა ისმოდა:
– ამ დაწყევლილ მოჩვენებას რომ შევყურებდი, ჩემს თავს
ვარწმუნებდი, ეს არ მოხდება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ-მეთ-
ქი.
– ეშმაკმა დალახვროს, თქვა რიოსმა. – ნერვები კი დაგ-
ვაცვდა და მეტი რაღა გინდათ. ჯიმ დევისი თუ დაინახე? ერ-
თიანად გამწვანდა, არც მე დამდგომია კარგი დღე.
– განა სიკვდილს ვჩიოდი. სიკვდილი... თავისთავად...
ისედაც თითქოს გარდუვალი იყო. მაგრამ სულ ის მახსენდე-
ბოდა... ვიცი, რომ სასაცილოა, მაგრამ, რა ვქნა, თავს ვერ
მოვერიე... ჰო, სულ ის მახსოვდა, დორამ რომ მითხრა, თუ
ბევრს იხტუნავებ და დაიღუპები, იცოდე, როდესმე მოგაგონე-
ბო. ასეთ დროს ამის გახსენება სასაცილოა, არა?
– ყური მიგდე, – უთხრა რიოსმა. – ცოლის შერთვა გინ-
დოდა და ხომ შეირთე კიდეც, ვინ დაგიშალა. ჰოდა, მომეშვი,
ჩემი თანაგრძნობის იმედი ნუ გექნება.

73 მკითხველთა ლიგა
10

ერთ მთლიანობად ქცეული ფლოტილია მშობლიური პლა-


ნეტისკენ მიჰქროდა, ზღაპრული სიჩქარით სერავდა თვალუწ-
ვდენელ და უკიდეგანო სივრცეს, რომელიც მარსს სატურნის-
გან აშორებდა. ყოველდღიურად ფლოტილია იმოდენა მან-
ძილს ფარავდა, რასაც აქეთობისას ცხრა დღეღამეს ანდომებ-
დნენ ხოლმე. ლონგმა ავრალი გამოაცხადა. ყინულის ნამ-
სხვრევში ჩამონტაჟებული ძრავების მუშაობის სინქრონიზა-
ცია მართლაც წარმოუდგენლად ძნელი ამოცანა იყო, თანაც
ხომალდებს დამოუკიდებელი მოძრაობისა და მანევრირების
საშუალება არა ჰქონდათ.
ექსპედიციის მონაწილენი გაფრენის პირველსავე დღეს
გაწამდნენ, როცა ნამსხვრევზე უადგილო და მოუწესრიგებე-
ლი ბიძგები დაიწყო. მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დას-
რულდა, – დიდმა სიჩქარემ ბოლო მოუღო ამ უსიამოვნო
ნჯღრევას. მეორე დღეს, საღამო ხანს, ფლოტილიის სიჩქარემ
საათში 100.000 მილს გადააჭარბა. მაგრამ ისარი ამაზე არ
შეჩერებულა, სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა, 1.000.000 მი-
ლამდე ავიდა და გადასცილდა კიდეც.
ლონგის ხომალდი ყინულოვანი ნაგებობის თავისებურ
ცხვირს წარმოადგენდა, მხოლოდ მისი კაბინიდან შეიძლებო-
და ოთხივე მიმართულებით თვალთვალი. ლონგი უხალისოდ
გამოუტყდა თავის თავს, რომ მეტისმეტად დაძაბული ადევ-
ნებდა თვალს კოსმოსს. რატომღაც სულ იმის მოლოდინში
იყო, რომ ვარსკვლავები აგერ-აგერ გაცურდებოდნენ უკან და
მათი ყინულოვანი ხომალდის გვერდებზე აკიაფდებოდნენ,
მართლაც ისეთი კოლოსალური სიჩქარით მიაპობდნენ კოს-
მოსს.
74 მკითხველთა ლიგა
რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ილუზია იყო და არა რე-
ალობა. ვარსკვლავები ძველებურად კოსმოსის შავ ფარდაზე
იყვნენ მილურსმული და ადამიანებს მშვიდად უცქერდნენ
ისეთი მანძილიდან, რომელიც არარაობად აქცევდა მოკ-
ვდავთა მიერ მიღწეულ ნებისმიერ სიჩქარეს.
რამდენიმე დღის შემდეგ საჩივრებიც დაიწყო. საქმე მარ-
ტო ის კი არ იყო, რომ ექსპედიციის წევრებმა კოსმოსში თა-
ვისუფალი ლივლივის საშუალება დაკარგეს. კოსმონავტები
სიმძიმის ძალამ გააწამა. ეს ძალა ერთიორად აღემატებოდა
ხომალდის ხელოვნური მიზიდულობის ველს და საშინელი
აჩქარების შედეგი იყო, რითაც მათი ხომალდი სივრცეს მი-
აპობდა. ლონგი, რომელიც ულმობელ ძალას სავარძლის
ჰიდრავლიკური საფენისათვის მიეკრა, თავადაც მომაკვდი-
ნებელ მოღლილობას გრძნობდა.
ამ საშინელი განცდისათვის თავი რომ დაეღწიათ, ყოველ
სამ საათში ერთხელ ძრავებს გამორთავდნენ ხოლმე. რითაც
ხელოვნურად ამცირებდნენ აჩქარების ძალას.
ლონგი ბრაზობდა, ახლა ყოველი წუთი ძვირფასი იყო.
ისედაც წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თავისი
კოსმომფრენის (მაშინ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ხომალ-
დის) ილუმინატორში უკანასკნელად მოჰკრა თვალი კოსმო-
სის სიშავეში ჩაძირულ მარსს.
რა მოხდა ამ დროის მანძილზე? კიდევ არსებობს თუ არა
კოლონია?
ლონგი სულ უფრო და უფრო შფოთავდა, გაერთიანებული
ხომალდების ენერგიას იყენებდა და მარსისაკენ ყოველდღე
გზავნიდა რადიოსიგნალებს. პასუხი არ ისმოდა. თუმცა
ლონგს პასუხის მიღების იმედი არცა ჰქონდა. მარსი და სა-
ტურნი ახლა მზის სხვადასხვა მხარეზე იმყოფებოდნენ და
75 მკითხველთა ლიგა
დაბრკოლება ძალიან დიდი იყო. ძალაუნებურად იმ დღისათ-
ვის უნდა დაეცადათ, როცა ხომალდები საკმაოდ მაღლა აი-
წევდნენ ეკლიპტიკაზე.
ასტეროიდების სარტყლის გარე კიდესთან მათ მაქსიმა-
ლურ სიჩქარეს მიაღწიეს. ჯერ ერთი, მერე კი მეორე გვერდი-
თი ძრავიდან გამოსროლილმა მოკლე ნაკადებმა უშველებე-
ლი ხომალდი კიჩოთი წინ შეაბრუნეს. ისევ მძლავრად ამუ-
შავდა უკანა მრავალდგუშიანი ძრავა, რომელიც ახლა აჩქა-
რების ნაცვლად ამუხრუჭებდა ხომალდს. მათ ას მილიონ
მილზე ჩაუარეს მზეს და მრუდი ხაზით გაემართნენ მარსისა-
კენ.
მარსიდან ერთი კვირის სავალით იყვნენ დაშორებული,
როცა პირველი ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ოდნავ გასაგონი და გაურ-
კვეველი საპასუხო სიგნალები მიიღეს. მაგრამ ეს სიგნალები
ხომ მარსიდან იყო! მარსიდან! მიწა და მარსი სულ სხვა მხა-
რეს იმყოფებოდნენ. ასე რომ, საჭოჭმანო არაფერი იყო.
ლონგი ცოტათი დამშვიდდა. ყოველ შემთხვევაში, მარსზე
ადამიანები ისევ ყოფილან!
მარსიდან ორი დღის გზა აშორებდათ, უფრო მძლავრი და
მკაფიო სიგნალები რომ მიიღეს. ლაპარაკობდა სენკოვი.
სენკოვმა თქვა:
– გამარჯობა, შვილო. ჩვენთან ახლა სამი საათია. მოხუცს
არავითარ პატივს არ სცემენ, პირდაპირ საწოლიდან გადმო-
მათრიეს.
– ძალიან საწყენია, სერ...
– სულაც არა! თვითონ ვუბრძანე ასე. ამის კითხვაც კი მა-
შინებს, შვილო, დაჭრილები გყავთ? იქნებ... ვინმე დაიღუპა?
– არავინ არ დაღუპულა, სერ. არც ერთი კაცი.
– წ... წყლის საქმე როგორღაა? რაიმე დაგრჩათ?
76 მკითხველთა ლიგა
ლონგმა სცადა, გულგრილად ეპასუხა:
– საკმარისია.
– თუ ასეა, რაც შეიძლება მალე დაბრუნდით შინ. ზედმეტი
რისკის გარეშე, ცხადია.
– ესე იგი, საქმე ცუდადაა?
– აბა, როგორ გითხრათ... რამდენი დღე დაგჭირდებათ კი-
დევ?
– ალბათ, ორი. გაძლებთ კი?
– გავძლებთ.
ორმოცი საათის შემდეგ მარსი ღია ნარინჯისფერ სფეროდ
იქცა.
ყინულოვანი ხომალდი დაშვების წინ უკანასკნელ წრეს უვ-
ლიდა.
„მშვიდად, – ეუბნებოდა თავის თავს ლონგი, – მშვიდად!“
მათთვის მშობლიური მარსის გამეჩხერებული ატმოსფე-
როც კი ერთობ საშიში იქნებოდა, მეტისმეტად დიდი სიჩქა-
რით რომ დაშვებულიყვნენ.
თავდაპირველად მათ ქვეშ ერთმა თეთრმა პოლარულმა
ქუდმა გაიქროლა, მერე – მეორემ, პირველზე ოდნავ პატა-
რამ, მერე – ისევ დიდმა, ისევ – პატარამ, შუალედები სულ
უფრო და უფრო იზრდებოდა.
პლანეტა ახლოვდებოდა. ილუმინატორებში უკვე გარკვე-
ვით მოჩანდა მარსის ლანდშაფტის ცალკეული ხაზები.
– დასაფრენად მოემზადეთ! – განკარგულება გასცა ლონ-
გმა.

77 მკითხველთა ლიგა
11

სენკოვი თავისი შეშფოთების დაფარვას ცდილობდა, მაგ-


რამ ეს არც ისე ადვილი გახლდათ: ექსპედიციამ კინაღამ
მართლაც დაიგვიანა. თუმცა ახლა ამას არავითარი მნიშვნე-
ლობა არა ჰქონდა: ყველაფერი შესანიშნავად აეწყო.
რამდენიმე დღის წინ კომისარს არც კი სჯეროდა, რომ ისი-
ნი ცოცხლები იყვნენ. დასაშვებად, არა, დასაშვებად კი არა,
გარდაუვლადაც კი მიაჩნდა, რომ სადღაც, მარსსა და სა-
ტურნს შორის, კოსმოსის გაუკვალავ სივრცეებში დასრია-
ლებდნენ მათი გაყინული გვამები – ახალი ციური სხეულები,
ოდესღაც ადამიანები რომ იყვნენ.
სენკოვი ბოლო ხანს კომისიას ყოველგვარ წვრილმანში
ევაჭრებოდა. მათ მხოლოდ კანონიერების დაცვისათვის
სჭირდებოდათ კომისრის ხელმოწერა. სენკოვმა კარგად
იცოდა, ხელაღებით უარი რომ ეთქვა, ისინი ფორმალურ მხა-
რეზე ხელს აიღებდნენ და ცალმხრივ მოქმედებაზე გადავი-
დოდნენ. არჩევნებში ჰილდერის გამარჯვება თითქმის უეჭვე-
ლი იყო, ამიტომ მისი მომხრენი შეიძლება მარსისადმი თა-
ნაგრძნობის რისკზეც წასულიყვნენ. სენკოვი სწორედ ამიტომ
ცდილობდა მოლაპარაკების გაჭიანურებას, თან კომისიას
იმის საბაბსაც აძლევდა, რომ ეფიქრათ, მარსის კომისარი
აგერ-აგერ დაგვთანხმდება და ხელს მოგვიწერსო.
მაგრამ ტედ ლონგთან საუბრის შემდეგ კომისარი ყოველ-
გვარ პირობებზე დასთანხმდა კომისიას.
იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ, წინ უკვე ხელმო-
საწერად გამზადებული საბუთები ეწყო. კომისარმა ჟურნა-
ლისტებს გადახედა და კომისიას უკანასკნელი განცხადებით
მიმართა. მან თქვა:
78 მკითხველთა ლიგა
– წყლის ყოველწლიური იმპორტი დედამიწიდან დაახ-
ლოებით ოც მილიონ ტონამდე აღწევს. ეს რაოდენობა თან-
დათან მცირდება იმისდა მიხედვით, თუ რა ტემპით მიმდინა-
რეობს თქვენი საკუთარი წყალსადენი სისტემის სრულყოფა.
თუ ამ ქაღალდს ხელს მოვაწერ და თქვენს მიერ შემოთავაზე-
ბულ ემბარგოს დავთანხმდები, ჩვენი მრეწველობა დაიღუპე-
ბა, მოისპობა მისი შემდგომი გაფართოების ყოველგვარი შე-
საძლებლობა. არ შეიძლება, რომ დედამიწა ამით დაინტერე-
სებული არ იყოს. ასეა თუ არა?
მან კომისიის წევრებს გადახედა, მაგრამ მათ მზერაში ვე-
რავითარი ლმობიერება ან თანაგრძნობა ვერ შენიშნა. დიგბი
კომისიიდან დიდი ხნის წინ გამოიყვანეს, დანარჩენები კი
მტრულად იყვნენ განწყობილი მარსის მიმართ.
კომისიის თავმჯდომარემ გაბრაზებით მიუგო:
– თქვენ ყველაფერი ეს არაერთხელ გვითხარით.
– ვიცი, მაგრამ რადგან ხელისმოწერას ვაპირებ, მინდა,
ყველაფერი ნათელი იყოს. ესე იგი, დედამიწამ მტკიცედ გა-
დაწყვიტა, რომ ბოლო მოგვიღოს?
– რა თქმა უნდა, არა. დედამიწა მხოლოდ იმით არის და-
ინტერესებული, რომ როგორმე შეინარჩუნოს თავისი წყლის
განუახლებელი რესურსები, მეტი არაფერი.
– დედამიწაზე ერთნახევარი კვანტილიონი ტონა წყალია.
– ჩვენს წყალს ვერავის ვერ ვუწილადებთ, – მოუჭრა კო-
მისიის თავმჯდომარემ.
და სენკოვმაც უსიტყვოდ მოაწერა ხელი.
მას სწორედ ასეთი სიტყვები სჭირდებოდა. მართლაც სა-
ოცარია, დედამიწას ერთნახევარი კვანტილიონი წყალი აქვს
და ვერავის ვერ უწილადებს მას!

79 მკითხველთა ლიგა
დღენახევრის შემდეგ კი კომისიის წევრები და ჟურნალის-
ტები კოსმოპორტის გუმბათში იცდიდნენ. სქელი, ამობურცუ-
ლი კედლების იქით ჩანდა მარსის კოსმოდრომის ტერიტო-
რია, უდაბნოსავით შიშველი და უკაცრიელი. კომისიის თავ-
მჯდომარემ გაჯავრებით იკითხა:
– კიდევ დიდხანს უნდა ვიცადოთ? ბოლოს და ბოლოს,
გვითხარით, რას ან ვის ველოდებით?
– რამდენიმე ჩვენი კოსმონავტი ასტეროიდების სარ-
ტყელს გასცილდა, – უპასუხა სენკოვმა.
კომისიის თავმჯდომარემ სათვალე მოიხსნა და თოვლი-
ვით ქათქათა ცხვირსახოცით გაწმინდა.
– ახლა უკან ბრუნდებიან?
– დიახ.
თავმჯდომარემ მხრები აიჩეჩა და რეპორტიორებისაკენ
შებრუნებულმა, მნიშვნელოვანი გამომეტყველებით ასწია
წარბები.
მეზობელ შენობაში, მეორე ფანჯარასთან, ქალები და ბავ-
შვები შეჯგუფებულიყვნენ. სენკოვი შემობრუნდა და მათ მი-
აჩერდა. ახლა ის მათთან ყოფნას არჩევდა, მათ მღელვარე-
ბას და სიხარულს გაინაწილებდა. ისიც ხომ მათსავით მთელი
წელიწადი ელოდა ამ დღეს. ისიც ხომ მათსავით სულ იმაზე
ფიქრობდა, რომ ისინი, ვისაც ელოდნენ, დაიღუპნენ და უკან
აღარ დაბრუნდებოდნენ!
– ხედავთ? – თქვა სენკოვმა და თითი გაიშვირა.
– ოჰო! – წამოიძახა რომელიღაც ჟურნალისტმა. – ხომ
ხომალდია!
მეზობელი ოთახიდან მღელვარე შეძახილები მოისმა.
ეს ჯერ კიდევ არ იყო ხომალდი. ეს იყო ნათელი წერტილი,
რომელიც მერყევი თეთრი ღრუბლიდან ანათებდა. ღრუბელი
80 მკითხველთა ლიგა
იზრდებოდა, ცაში ორმაგ ზოლს ტოვებდა. ზოლების ქვედა
ბოლოები ერთმანეთს სცილდებოდნენ და მერე იკეცებოდ-
ნენ. ღრუბელი მოახლოვდა და მის ზედა ბოლოზე მოკაშკაშე
ნათელი წერტილი ცილინდრს დაემსგავსა.
ცილინდრი ზოზინით ეშვებოდა ძირს. წამით ჰაერში გა-
მოეკიდა. თითქოს დაღლილ-დაქანცული კაცივით სავარძელ-
ში ისვენებსო.
გუმბათში სიჩუმე ჩამოვარდა. ქალები და ბავშვები ერთ
ოთახში, კომისიის წევრები და ჟურნალისტები – მეორეში
გაქვავებულებივით იდგნენ, გაოცებულები მისჩერებოდნენ
ზეცას და საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. ცილინდრის
ქვედა საქშენებიდან რამდენიმე ფოლადის ფეხი გამოცურდა,
კოსმოდრომის ზედაპირს შეეხო, მერხევ კენჭებში ჩაეშვა და
ხომალდი უძრავად გაჩერდა. ძრავების ღმუილი შეწყდა.
გუმბათში უწინდებურად ისევ სიჩუმე იდგა.
უშველებელი ხომალდიდან ადამიანები ეშვებოდნენ. ისი-
ნი წრიაპებითა და ყინულსაჭრელებით უნდა ჩამოცოცებუ-
ლიყვნენ ძირს. ხომალდის თვალისმომჭრელი ზედაპირის
ფონზე კოსმონავტები ერთი ბეწო ჭიანჭველებს წააგავდნენ.
– ეს რაა? – ჩაწყვეტილი ხმით იკითხა ერთ-ერთმა ჟურნა-
ლისტმა.
– ეს, – მშვიდად უპასუხა სენკოვმა, – იმ ნივთიერების თო-
ში გახლავთ, სატურნის ირგვლივ რომ ტრიალებდა და მისი
წრეების შემადგენლობაში. ჩვენმა ბიჭებმა იგი ძრავებით და
კაფსულებით აღჭურვეს და, აგერ, თქვენც ხედავთ, მარსზე
მოიტანეს. სატურნის წრეები სუფთა ყინულის აი, ასეთი უშვე-
ლებელი თოშებისაგან შედგება თურმე...
და სამარისებური სიჩუმეში განაგრძო:

81 მკითხველთა ლიგა
– ეს თოში, ხომალდს რომ ჰგავს, სინამდვილეში წყლის
მყარი მთა გახლავთ. ის რომ დედამიწაზე იდგეს ასე, დადნე-
ბოდა ან საკუთარი სიმძიმის ზეგავლენით ნამსხვრევებად იქ-
ცეოდა. მარსზე საკმარისად ცივა, სიმძიმის ძალაც ნაკლებია,
ამიტომ მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამას ჩვენ-
თვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა საქმეს რიგიანად ავაწ-
ყობთ, სატურნის და იუპიტერის მთვარეებზე, ასტეროიდებზეც
საწყლოსნო სადგურებს მოვაწყობთ; სატურნის წრეებში ასეთ
ნამსხვრევებს შევაგროვებთ ხოლმე და მერე ამ სადგურებში
გავგზავნით. ჩვენს მენაგვე კოსმონავტებს ამის მეტი რა ეხერ-
ხებათ! მარსელებს იმდენი წყალი ექნებათ, რამდენსაც მო-
ისურვებენ. აი, ამ თოშის მოცულობა, თქვენ რომ ხედავთ, კუ-
ბურ მილზე ოდნავ ნაკლებია. დედამიწა დაახლოებით ამდე-
ნივე წყალს ორასი, დიახ, ორასი წლის მანძილზე თუ მოგ-
ვცემდა! ბიჭებმა მარსზე დასაბრუნებლად საკმაოდ ბევრი წყა-
ლი დახარჯეს. მათი სიტყვებით, გზაში ხუთი კვირა იმყოფე-
ბოდნენ და დაახლოებით ასი მილიონი ტონა წყალი დახარ-
ჯეს. მაგრამ ამ მთას უბრალო ნაჩვრეტიც არ ეტყობა. ჩემს
სიტყვებს თუ იწერთ?
სენკოვი რეპორტიორებისკენ მიბრუნდა. რასაკვირველია,
ყველანი გამალებით იწერდნენ მის სიტყვებს!
– აი, კიდევ რა. დედამიწა შეშფოთებულია, რადგან მისი
წყლის მარაგი წლითი წლობით კლებულობს. მას სულ რაღაც
ერთნახევარი კვანტილიონი ტონა წყალი გააჩნია და ჩვენ-
თვის ერთი წვეთის დათმობაც არ შეუძლია. ჰოდა, ჩაიწერეთ,
რომ ჩვენ, მარსის ბინადრებს, დედამიწის ბედ-იღბალი გვაწუ-
ხებს და არ გვინდა, რომ მის ადამიანებს რაიმე უბედურება
შეემთხვას. ჩაიწერეთ, რომ დედამიწას ზომიერ ფასებში მი-
ვაწვდით მილიონობით ტონა წყალს. ჩაიწერეთ, რომ ათი
82 მკითხველთა ლიგა
წლის შემდეგ კუბური მილობით დავიწყებთ წყლის გაყიდვას.
ჩაიწერეთ, რომ დედამიწას შეუძლია გულმშვიდად იყოს: მარ-
სი დედამიწას იმდენ წყალს მიჰყიდის, რამდენიც მას დასჭირ-
დება.
კომისიის თავმჯდომარეს უკვე არაფერი არ ესმოდა.
გრძნობდა და ხედავდა, თვალსა და ხელშუა როგორ უქრებო-
და ნანატრი მომავალი, რა სამარცხვინო ლაქად იქცეოდა
ჰილდერის შენათითხნი. თითქოს ბურანში ხედავდა რე-
პორტიორებს, კომისრის ყოველ სიტყვას გაფაციცებით რომ
იწერდნენ და გესლიანად იცინოდნენ.
იცინოდნენ!
მან იცოდა, დედამიწაზე ეს ჩუმი სიცილი მეხთატეხის
მსგავს ხარხარში გადაიზრდებოდა, როგორც კი გაიგებდნენ,
რომ მარსმა ანტიგამფლანგველები მათივე საკუთარი იარა-
ღით გაანადგურა. მას ესმოდა, როგორ ახარხარდებოდნენ
მთელი კონტინენტები, როცა ამ სამარცხვინო ფიასკოს ამ-
ბავს შეიტყობდნენ. კომისიის თავმჯდომარე კოსმოსივით უძი-
რო და შავ უფსკრულსაც ხედავდა; ხედავდა უფსკრულს, სა-
დაც სამუდამოდ ჩაიმარხებოდა ჯონ ჰილდერისა და კოსმო-
სური გაფრენების დანარჩენი მოწინააღმდეგეების პოლიტი-
კური იმედები, მათ შორის მისი საკუთარი იმედიც.
მეზობელ ოთახში დორა სიხარულისაგან ტიროდა, პიტერი
კი, რომელიც ამასობაში ორი დიუმით გაზრდილიყო, ხტოდა
და ყვიროდა:
– მამა! მამა!
რიჩარდ სვენსონი ის-ის იყო, დაეშვა მიწაზე და გუმბათი-
საკენ გაემართა. მისი სახე კარგად ჩანდა ჰერმეტული მუზა-
რადის გამჭვირვალე მინაში.

83 მკითხველთა ლიგა
– ოდესმე თუ გინახავს ასეთი ბედნიერი ადამიანი? – ჰკით-
ხა ტედ ლონგმა რიოსს და სვენსონისკენ მიახედა. – ვინ იცის,
იქნებ ოჯახურ ცხოვრებაში მართლაც არის რაღაც?
– ერთი შენც! მეტისმეტად დიდხანს იყავი კოსმოსში და
გეჩვენება, – უპასუხა რიოსმა.

84 მკითხველთა ლიგა
ადგილი, სადაც ბევრი წყალია

ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიმოგზაურებთ შორეულ კოსმოსში.


ჩვენს პლანეტასაც ვერ ესტუმრებიან სხვა სამყაროთა ბინა-
დარნი, უფრო სწორად, ამიერიდან ვეღარ ესტუმრებიან.
კაცმა რომ თქვას, კოსმოსში ფრენა ახლა ჩვეულებრივი
ამბავია. სხვა სამყაროთა ბინადრები დედამიწაზე არაერ-
თხელ ყოფილან სტუმრად. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემ-
თვის ეჭვს გარეშეა ისიც, რომ კოსმოსური ხომალდები არ-
ხეინად ცურავენ უთვალავ პლანეტებს შორის, მაგრამ ჩვენი
ხომალდები იმათში არასდროს არ გაერევა. მე ამაშიც მტკი-
ცედა ვარ დარწმუნებული. ყველაფერი კი ერთი უაზრო გა-
უგებრობის ბრალია.
ახლავე დაწვრილებით აგიხსნით, რაც მოხდა.
ამ გაუგებრობაში ბარტ კამერონია დამნაშავე. ამიტომ,
ცხადია, უნდა იცოდეთ, ვინ არის ეს ბარტ კამერონი. ის აიდა-
ჰოს შტატის ტვინ გალჩას შერიფია, მე კი მისი თანაშემწე გახ-
ლავართ. ბარტ კამერონი გულფიცხი კაცია. განსაკუთრებით
ადვილად მოსდის გული მაშინ, როცა საშემოსავლო გადასა-
ხადის გამოანგარიშება უხდება. საქმე იმაშია, რომ ის შერი-
ფიც არის, პატარა დუქნის მეპატრონეც, მეცხვარეობის რან-
ჩოს თანამფლობელიც და პენსიასაც იღებს, როგორც ომის
ინვალიდი (მუხლი აქვს დაზიანებული). ამას გარდა, კამე-
რონს ცოტ-ცოტა სხვა შემოსავალიც აქვს. რაღა თქმა უნდა,
მისთვის არც ისე ადვილი გახლავთ საშემოსავლო გადასახა-
დის გამოანგარიშება.

85 მკითხველთა ლიგა
ისეთი არაფერი მოხდებოდა, შერიფს ამ ანგარიშში ვინმე,
თუნდაც მარტო საგადასახადო ინსპექტორი რომ დაეხმარე-
ბინა, მაგრამ ის ყველაფერს თვითონ აკეთებდა და ციფრები
თავში რომ აუვარდებოდა, უზომოდ გაცეცხლდებოდა ხოლმე.
თოთხმეტი აპრილი რომ მოახლოვდებოდა, უმჯობესი იყო,
ახლოს არავინ გაკარებოდა.
მფრინავმა ლამბაქმა კი სწორედ 1956 წლის 14 აპრილს
მოისურვა ამ ადგილებში დაშვება.
მე ვხედავდი, როგორ დაეშვა ის დედამიწაზე. შერიფის კა-
ბინეტში ვიჯექი, სკამით კედლისკენ ვიყავი გადახრილი და
ღია ფანჯრიდან ვარსკვლავებს შევყურებდი; ჟურნალის კით-
ხვა მეზარებოდა, ვიჯექი და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა:
დასაძინებლად დავწოლილიყავი თუ ოთახში დავრჩენილიყა-
ვი და მესმინა, როგორ ილანძღებოდა კამერონი, უკვე ასოც-
დამეშვიდედ რომ ამოწმებდა უსასრულოდ დახვავებული
ციფრების გრძელ სვეტებს.
ლამბაქი თავდაპირველად ცას მოწყვეტილ ვარსკვლავს
მივამსგავსე. მერე მნათი ზოლი თანდათან გაფართოვდა,
ორად გაიყო და ცეცხლის ისეთ ნაკადს დაემსგავსა, რაკეტუ-
ლი ძრავა რომ გამოისვრის ხოლმე. ლამბაქი გაბედულად და
უხმაუროდ დაეშვა დედამიწაზე. ალბათ ხმელი ფოთოლიც კი
უფრო ძლიერ დაიშრიალებდა. ლამბაქიდან ორნი გამოვიდ-
ნენ.
მე სიტყვის თქმის უნარი წამერთვა. თითქოს ქვად ვიქეცი.
თითის განძრევაც კი არ შემეძლო. თვალის დახამხამებაც
ვერ მოვახერხე.
კამერონი? მას ყურიც კი არ შეუბერტყავს.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი დაკეტილი არა გვქონდა
და თავისით გაიღო. ოთახში შემოვიდნენ ორნი... აი, სწორედ
86 მკითხველთა ლიგა
ისინი, ლამბაქიდან რომ გადმოვიდნენ. მე რომ არ დამენახა,
ლამბაქი როგორ დაეშვა ბუჩქებს შორის, მაშინ დიდი ქალა-
ქიდან მოსულებად მივიჩნევდი: მუქი რუხი კოსტიუმები და შა-
ვი ფეხსაცმელები ეცვათ, ქუდებიც შავი ეხურათ, თეთრ ქათ-
ქათა პერანგებზე ჩალისფერი ჰალსტუხები ეკეთათ. შავგვრე-
მანები იყვნენ, შავი გრუზა თმები და თაფლისფერი თვალები
ჰქონდათ. ძალზე სერიოზულად გამოიყურებოდნენ. სიმაღ-
ლით თითოეული ხუთი ფუტი და ათი დიუმი მაინც იქნებოდა.
ორი წვეთი წყალივით ჰგავდნენ ერთმანეთს.
ეშმაკმა დალახვროს, შიშისაგან კინაღამ გული გამისკდა!
კამერონმა კი ალმაცერად გაიხედა კარებისკენ და მოიღუ-
შა. სხვა დროს ალბათ სიცილით მოკვდებოდა, ასეთ კოსტიუ-
მებში გამოწყობილი ხალხი ტვინ გალჩში რომ დაენახა. მაგ-
რამ ახლა თავის საშემოსავლო გადასახადებში ისე იყო ჩაფ-
ლული, რომ სახეზე ღიმილის ნასახიც არ გაჰკარებია.
– რით შემიძლია გემსახუროთ, ბიჭებო? – იკითხა შერიფ-
მა და ქაღალდების გროვას დაჰკრა ხელი, აქაოდა, ხომ ხე-
დავთ, როგორა ვარ დაკავებულიო.
ერთ-ერთმა იმ ორიდან წინ წამოიწია და თქვა:
– დიდი ხნის მანძილზე ჩვენ თვალს ვადევნებდით თქვენს
ნათესავებს...
ის ყოველ სიტყვას მონდომებით გამოთქვამდა.
– ჩემს ნათესავებს? – ჰკითხა კამერონმა. – მაგრამ ჩვენ
ხომ მხოლოდ ორნი ვართ – მე და ჩემი მეუღლე. ასეთი რა ჩა-
იდინა?
მოსული განაგრძობდა:
– პირველი კონტაქტისათვის ეს ადგილი იმიტომ ავირჩი-
ეთ, რომ საკმაოდ განმარტოებული და მშვიდია. ჩვენ ვიცით,
თქვენ აქაური ხელმძღვანელი ხართ.
87 მკითხველთა ლიგა
– მე შერიფი ვარ, თუ ესა გაქვთ მხედველობაში. რა მოხ-
და?
– ჩვენ გულდასმით შევისწავლეთ და გადავიღეთ თქვენი
ჩაცმულობა, თქვენი გარეგნობაც კი.
– ესე იგი, თქვენი აზრით, მეც თქვენსავით მაცვია? - კამე-
რონმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, როგორი კოსტიუმები ეცვათ
მათ.
– ჩვენ გვინდა ვთქვათ, თქვენი გაბატონებული საზოგადო-
ებრივი კლასის ჩაცმულობა. ამას გარდა, თქვენი ენაც შევის-
წავლეთ.
კამერონი ბოლოს და ბოლოს მიხვდა.
– ესე იგი, თქვენ უცხოელები ხართ? – იკითხა მან.
კამერონს არ უყვარდა უცხოელები, რადგან მათ უმეტესად
ჯარში სამსახურის დროს ხვდებოდა; მაგრამ ცდილობდა, ყო-
ველთვის მიუკერძოებელი ყოფილიყო.
მფრინავი ლამბაქიდან მოსულმა კაცმა თქვა:
– უცხოელები? დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ იმ ადგილიდან
ვართ, სადაც ბევრი წყალია. უფრო სწორად, თქვენთვის გასა-
გები სიტყვებით რომ ვთქვათ, ვენერელები ვართ.
(ძლივს გავბედე თვალის დახამხამება, მაგრამ ამ სიტყვებ-
ზე ისევ გავშტერდი. მე ხომ საკუთარი თვალით დავინახე
მფრინავი ლამბაქი. დავინახე, როგორ დაეშვა ის დედამიწა-
ზე. მე ამაში ეჭვის შეტანა არ შემეძლო! ეს ადამიანები, თუ არ-
სებები, მართლაც ვენერიდან მოფრინდნენ!)
მაგრამ კამერონს წარბიც არ შეუხრია. მან თქვა:
– კეთილი. თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყო-
ფებით. ჩვენთან ყველა ერთნაირი უფლებით სარგებლობს,
მიუხედავად თავისი რასისა, სარწმუნოებისა, კანის ფერისა

88 მკითხველთა ლიგა
და ეროვნებისა. მზად ვარ, გემსახუროთ. რით შემიძლია და-
გეხმაროთ?
– ჩვენ გვინდა, ახლავე დაუკავშირდეთ ამერიკის შეერთე-
ბული შტატების წამყვან მოღვაწეებს და სთხოვოთ, ჩამოვიდ-
ნენ აქ მოსათათბირებლად, რომ თქვენი ხალხი ჩვენს დიდ
ორგანიზაციას შევუერთოთ.
კამერონი სიბრაზისგან თანდათან წამოწითლდა.
– ესე იგი, ჩვენი ხალხის შეერთება გსურთ თქვენს ორგა-
ნიზაციასთან? ჩვენ კი უკვე გაერთიანებული ერების ორგანი-
ზაციის წევრიცა ვართ და ღმერთმა უწყის, კიდევ რისი არა.
ესე იგი, მე პრეზიდენტს უნდა გამოვუძახო, არა? თანაც ახლა-
ვე? ტვინ გალჩში? ისიც უნდა ვუთხრა, რომ ფეხს აუჩქაროს?
მან მე გადმომხედა, თითქოს სურდა ჩემს სახეზე ღიმილი
დაენახა, მაგრამ მე ისეთ დღეში ვიყავი, სკამი რომ გამოგეც-
ლიათ, ძირს დავარდნის თავიც არა მქონდა.
მფრინავი ლამბაქიდან მოსულმა კაცმა უპასუხა:
– დიახ, კარგი იქნებოდა.
– კონგრესიც ხომ არ დაგჭირდებათ? უმაღლესი სასამარ-
თლო?
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დახმარება შეუძლიათ, შე-
რიფ.
კამერონმა უცებ იფეთქა. თავის ქაღალდებს მუშტი დაჰკრა
და დაიყვირა:
– აი, რა, ბატონებო, მე თქვენ ვერაფერში ვერ დაგეხმარე-
ბით! საიმისო დრო სადა მაქვს, რომ ყური ვუგდო ყველა ხუმა-
რას, ვისაც აქ მოსვლა მოეპრიანება, მით უმეტეს უცხოელს.
თუ ახლავე არ მოუსვამთ აქედან, იცოდეთ, საზოგადოებრივი
წესრიგის დარღვევისათვის ჩაგსვამთ და არასდროს არ გა-
მოგიშვებთ! დიახ!
89 მკითხველთა ლიგა
– თქვენ გინდათ, რომ წავიდეთ? – იკითხა ვენერიდან მო-
სულმა კაცმა.
– დიახ, ახლავე! ახლავე მოუსვით იქ, საიდანაც მობრძან-
დით და ჩვენთან დაბრუნებას აზრადაც ნუ გაივლებთ! მე არ
მინდა... და სხვებიც არ ისურვებენ, რომ თქვენ აქ ბრძანდე-
ბოდეთ!
მოსულებმა ერთმანეთს გადახედეს, სახის ნაკვთები რა-
ღაც უცნაურად აუტოკდათ. მერე იმან, აქამდე რომ ლაპარა-
კობდა, თავშეკავებით თქვა:
– თქვენს ტვინში ვხედავთ, რომ მართლაც ძალიან გინ-
დათ სიმშვიდე არ დაგირღვიოთ. კეთილი, ჩვენს ხალხს და
ორგანიზაციას თავს არ მოვახვევთ იმას, ვისაც ჩვენთან მე-
გობრობა და კავშირი არ სურს. თქვენს ქვეყანაში ძალით შე-
მოჭრა არ გვინდა და ამიტომ ახლავე უკან გავფრინდებით.
იცოდეთ, აღარასოდეს არ დავბრუნდებით. თქვენს სამყაროს
გამაფრთხილებელ სიგნალებს შემოვავლებთ გარშემო. ამის
შემდეგ თქვენთან არავინ აღარ მოვა და თქვენც ვერასდროს
ვერ დატოვებთ დედამიწას.
კამერონმა თქვა:
– ყური მიგდეთ, მისტერ, მე ეს ლაყბობა საშინლად მომ-
ბეზრდა. ვითვლი სამამდე...
ისინი შებრუნდნენ და ოთახიდან გავიდნენ. მე ვიცოდი,
რომ სტუმრების ყოველი სიტყვა ჭეშმარიტება იყო. გესმით,
გულდასმით ვუსმენდი, კამერონი კი სულ თავის საშემოსავ-
ლო გადასახადზე ფიქრობდა და აინუნშიც არ აგდებდა მათ
სიტყვებს! მე თითქოს ისიც კი მესმოდა, რაზე ფიქრობდნენ
ისინი. ვიცოდი, რომ დედამიწის გარშემო მართლაც გაკეთ-
დებოდა რაღაც ღობისმაგვარი ბარიერი, ადამიანები თავის
სამყაროში ჩაიკეტებოდნენ, ვერც ისინი შეძლებდნენ სხვა
90 მკითხველთა ლიგა
პლანეტაზე გამგზავრებას და ვერც სხვები ჩამოვიდოდნენ
მათთან. მე მჯეროდა, რომ ეს ასე იქნებოდა.
გავიდნენ თუ არა ისინი ოთახიდან, ხმაც დამიბრუნდა, და
მთელი ძალით დავუყვირე კამერონს, მაგრამ რაღა დროს.
– კამერონ, ღმერთო ჩემო, ისინი ხომ კოსმოსიდან იყვნენ!
რატომ გააგდე!
– კოსმოსიდან? – დამაშტერდა შერიფი.
– შეხედე, შეხედე! – შევძახე მე და არ ვიცი, როგორ შევძე-
ლი (ის ხომ ჩემზე ოცდახუთი ფუნტით მძიმეა), მაგრამ კარ-
გად მახსოვს, რომ საყელოში ხელი ვტაცე და ფანჯარასთან
ისე მივათრიე, რომ ხალათზე ყველა ღილი ასწყდა.
გაოცებული კამერონი ჯერ არ მეწინააღმდეგებოდა, მაგ-
რამ როცა გონს მოეგო და ჩემი გაპანღურება დააპირა, და-
ინახა, რაც ფანჯრის იქითა მხარეს ხდებოდა, და გაკვირვები-
საგან პირი დააღო.
უცნაური სტუმრები მფრინავ ლამბაქში სხდებოდნენ. დი-
დი, მრგვალი, მოელვარე და მძლავრი ლამბაქი ისევ იქ იდგა,
მერე ლამბაქი შეირხა და ისე მსუბუქად აფრინდა, როგორც
ნიავი აიტაცებს ხოლმე ბატის ფრთას. მისი ერთი მხარე მოწი-
თალო ნარინჯისფრად განათდა, ძრავებიდან გამოვარდნილი
ალის სიკაშკაშე მატულობდა, ხომალდი კი თანდათან პატა-
რავდებოდა, სანამ შორეულ სივრცეში ჩამქრალ მოწყვეტილ
ვარსკვლავს არ დაემგვანა...
მაშინ კი მოვდექი შერიფს:
– კარგად არ მოიქეცი, კამერონ. ისინი მართლა უნდა შეხ-
ვედროდნენ პრეზიდენტს. ამის შემდეგ არც კი მოისურვებენ
ჩვენთან ჩამოსვლას.

91 მკითხველთა ლიგა
– მე მეგონა, უცხოელები იყვნენ, – მიპასუხა კამერონმა. –
აკი, თქვენს კიდეც, თქვენი ენა შევისწავლეთო. ლაპარაკი-
თაც უცნაურად ლაპარაკობდნენ!
– ჰმ! უცხოელები!
– თვითონ არა თქვეს, უცხოელები ვართო. თანაც იტალიე-
ლებს ჰგავდნენ. ჰოდა, მეც ვიფიქრე, იტალიელები არიან-
მეთქი.
- იტალიელები რა შუაშია? თავისი პირით არა თქვეს, ვენე-
რელები ვართო. მე თვითონ გავიგონე, ზუსტად ასე თქვეს.
– ვენერელები? – თვალები გაუფართოვდა შერიფს.
– დიახ, სწორედ ვენერელები! ვერ გაიგონე, რა გითხრეს?
იმ ადგილიდანა ვართ, სადაც ბევრი წყალიაო. ვენერაზე კი
ძალიან ბევრი წყალია!
გესმით, ეს იყო ჩვეულებრივი გაუგებრობა, სულელური
შეცდომა, რომელიც შეიძლება თითოეულ ჩვენგანს მოუვი-
დეს. მხოლოდ ის არის საწყენი, რომ დედამიწის მკვიდრნი ვე-
რასდროს ვერ გაფრინდებიან კოსმოსში, ვერც ერთი ვენერე-
ლი ვეღარ ესტუმრება დედამიწას. ყველაფერში კი ეს ვირი კა-
მერონია დამნაშავე თავისი საშემოსავლო გადასახადით!
ნირწამხდარმა შერიფმა ძლივს ამოილუღლუღა:
– ვენერელები! როცა მათ ის ადგილი ახსენეს, სადაც ბევ-
რი წყალია, მე ვიფიქრე, ვენეციელები იქნებიან-მეთქი!

92 მკითხველთა ლიგა
მომღერალი ზანზალაკი

ლუის პეიტონს არასდროს არავისთვის არ უამბნია, დედა-


მიწის პოლიციას როგორ სჯობნიდა ამ მრავალრიცხოვან ეშ-
მაკურ პაექრობაში. ხანდახან ისეთი მდგომარეობა იქმნებო-
და, თითქოს ფსიქოსკოპიას თავს ვერ დააღწევდა, მაგრამ
ლუის პეიტონი მაინც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა
ხოლმე.
პეიტონი ისეთი სულელი არ იყო, რომ ვინმესთვის გული
გადაეშალა, მაგრამ ხანდახან, მორიგი გამარჯვებით დამ-
ტკბარი გულში ჩამარხულ დიდი ხნის ოცნებას უბრუნდებოდა.
მას უნდოდა დაეტოვებინა ანდერძი და მთელი სამყაროსათ-
ვის ეჩვენებინა, რომ მისი მუდმივი წარმატების მიზეზი იყო
ბუნებრივი ნიჭი და არა ბედნიერი შემთხვევა, როგორც ზოგი-
ერთები ამტკიცებდნენ. ცხადია, ეს ანდერძი მხოლოდ პეიტო-
ნის გარდაცვალების შემდეგ უნდა გამოექვეყნებინათ.
პეიტონი ანდერძში აუცილებლად ჩაწერდა: „დანაშაულის
შენიღბვისათვის შემოღებული ცრუ კანონზომიერება ყოველ-
თვის შეიცავს პიროვნების ნიშნებს, რომელიც მას ქმნის. ამი-
ტომ უფრო გონივრულია, დადგინდეს მოვლენათა ბუნებრივი
მსვლელობის კანონზომიერება და მას შეუხამდეს ჩვენი მოქ-
მედება“.
ლუის პეიტონი სწორედ ამ წესის მიხედვით აპირებდა ალ-
ბერტ კორნუელის მოკვლას.
ალბერტ კორნუელი, ნაქურდალის წვრილი შემსყიდველი,
პეიტონს ამ საქმეზე პირველად გრინელის რესტორანში ელა-
პარაკა, როცა ის თავის მაგიდასთან იჯდა და სადილობდა.
93 მკითხველთა ლიგა
კორნუელის ლურჯი პიჯაკი ამ დღეს თითქოს განსაკუთრებუ-
ლად პრიალებდა, დანაოჭებულ სახეზეც განსაკუთრებული
ღიმილი დასთამაშებდა, გახუნებული ულვაშებიც კი განსა-
კუთრებულად აბზიკა.
– მისტერ პეიტონ, – წარმოთქვა კორნუელმა, როცა თავის
მომავალ მკვლელს მიესალმა ყოველგვარი ავბედითი წინათ-
გრძნობის გარეშე. – მოხარული ვარ, რომ შეგხვდით. თით-
ქმის დავკარგე თქვენი ნახვის იმედი!
პეიტონს არ უყვარდა, როცა დესერტის დროს გაზეთის
კითხვაში ხელს უშლიდნენ და კორნუელს მკვახედ უპასუხა:
– თუ მართლა რამე საქმე გაქვთ, კორნუელ, მშვენივრად
იცით, სადაც უნდა მნახოთ.
პეიტონი ორმოც წელს გადაცილებული იყო, მაგრამ შედა-
რებით ახალგაზრდად გამოიყურებოდა. შავ თმაში აქა-იქ ჭა-
ღარა გამორეოდა, მაგრამ თვალები ისევ ჭაბუკურად უბრწყი-
ნავდა და საკმაოდ დიდი პრაქტიკის წყალობით ადვილად
ახერხებდა თავისი ხმისათვის განსაკუთრებული მკვახე ტო-
ნის მიცემას.
– აქ სულ სხვა ამბავია, მისტერ პეიტონ, – უპასუხა კორნუ-
ელმა, – სულ სხვა. მე ერთი სამალავი ვიცი, სერ. სამალავი
იმ... მგონი, თქვენთვისაც გასაგებია, სერ.
მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მან თითქოს ფრთხი-
ლად დააკაკუნა უხილავ ზედაპირზე, მარცხენა ხელისგული
კი წამით ყურზე მიიდო.
პეიტონმა აუღელვებლად გადააბრუნა გაზეთის ფურცელი,
ჯერ ისევ ტელეგანმანაწილებლის სინოტივე რომ დაჰკრავდა,
მერე შუაზე გაკეცა და ჰკითხა:
– მომღერალი ზანზალაკები?

94 მკითხველთა ლიგა
– ჩუმად, მისტერ პეიტონ, – წასჩურჩულა შეშინებულმა
კორნუელმა.
პეიტონმა უპასუხა:
– წამოდით.
ისინი ხეივანში შევიდნენ. პეიტონს კიდევ ერთი ურყევი წე-
სი ჰქონდა, – ყოველგვარ საიდუმლოებაზე მხოლოდ სუფთა
ჰაერზე ლაპარაკობდა. სხივური დანადგარების მეშვეობით
ყოველი ოთახისათვის შეიძლება თვალყურის დევნება, მაგ-
რამ ცისქვეშეთის მთელი სივრცის გადაჩხრეკა ჯერ ვერავინ
შეძლო.
კორნუელი ჩურჩულებდა:
– მომღერალი ზანზალაკების სამალავი... ალბათ დიდხანს
აგროვებდნენ... გაუხეხავია, მაგრამ სულ პირველი ხარისხი-
საა, მისტერ პეიტონ.
– თქვენ თვითონ ნახეთ?
– არა, სერ, მე ერთ კაცს ველაპარაკე. მან საკუთარი თვა-
ლით ნახა ყველაფერი. მან სიმართლე მითხრა, სერ, შევა-
მოწმე კიდეც. იქ იმდენი ზანზალაკია, რომ მთელი ცხოვრება
უზრუნველყოფილი გვექნება. ჩვენ გავმდიდრდებით, სერ, ძა-
ლიან გავმდიდრდებით.
– ვინ არის ის კაცი?
კორნუელს თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი აუთამაშდა
და ისე აუციმციმდა, როგორც მხრჩოლავი სანთელი, სინათ-
ლეზე მეტად ჭვარტლს რომ აფრქვევს. სახე რაღაც საზიზ-
ღრად აულაპლაპდა.
– ის ოქროს მაძიებლად იყო მთვარეზე და კრატერის ციცა-
ბო კედლებში ზანზალაკებსაც ეძებდა ხოლმე. რა ხერხით
ეძებდა და პოულობდა მათ, ამაზე არაფერი უთქვამს. მაგრამ
ამას რა მნიშვნელობა აქვს – მან რამდენიმე ასეული ზანზა-
95 მკითხველთა ლიგა
ლაკი იპოვა და მთვარეზე გადამალა, მერე კი დედამიწაზე
დაბრუნდა, რომ აქ დაებინავებინა.
– და ალბათ დაიღუპა?
– დიახ. უბედური შემთხვევა გახლდათ. საშინელებაა, მის-
ტერ პეიტონ, – დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა. სამწუხარო
ამბავი იყო. ცხადია, მისი მოღვაწეობა მთვარეზე აბსოლუტუ-
რად ეწინააღმდეგებოდა არსებულ კანონებს. დომინიონის
ხელისუფლები სასტიკად კრძალავენ ზანზალაკების კონტრა-
ბანდულ მოპოვებას. ასე რომ, იმ საცოდავს იქნებ ღვთის რის-
ხვამაც მოუღო ბოლო... ასეა თუ ისე, მე ხელთა მაქვს სამალა-
ვის რუკა.
პეიტონმა გულგრილად უპასუხა:
– თქვენი მორიგების წვრილმანები სულაც არ მაინტერე-
სებს. მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, რატომ მომმართეთ მე?
– იცით რა, მისტერ პეიტონ, – უთხრა კორნუელმა. – ოქ-
რო ორივეს გვეყოფა, შესაფერისი საქმეც გამოიძებნება. მე,
მაგალითად, სამალავის ადგილსამყოფელი ვიცი და კოსმო-
სური ხომალდის გამონახვაც შემიძლია, თქვენ კი...
– ჰო, მე რა?
– თქვენ ხომალდის მართვა იცით და თანაც ისეთი ნაცნო-
ბები გყავთ, რომ ზანზალაკების გადამალვა და გასაღება არ
გაგვიჭირდება. შრომა ძალზე სამართლიანადაა დანაწილე-
ბული, მისტერ პეიტონ, ხომ ასეა?
პეიტონი ერთი წამით ჩაუფიქრდა თავისი ცხოვრების ბუ-
ნებრივ დინებას, მის არსებით კანონზომიერებას. თითქოს
ყველაფერი რიგზე იყო.
მან თქვა:
– მთვარეზე ათ აგვისტოს გავფრინდებით.
კორნუელი შეჩერდა.
96 მკითხველთა ლიგა
– მისტერ პეიტონ, ახლა აპრილია და როგორ მოვასწროთ
ხომალდის...
პეიტონი არ შეჩერებულა. კორნუელი ჩორთით გამოედევ-
ნა დაწინაურებულ თანამოსაუბრეს.
– მისტერ პეიტონ, ვერ გაიგეთ, რაც გითხარით?
პეიტონმა გაიმეორა:
– ათ აგვისტოს გავფრინდებით. თავის დროზე დაგიკავ-
შირდებით და გაცნობებთ, სად უნდა დააყენოთ ხომალდი. მა-
ნამდე ჩემთან შეხვედრას ნუ ეცდებით. ნახვამდის, კორნუელ!
კორნუელმა ჰკითხა:
– მოგებას შუაზე გავიყოფთ?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა პეიტონმა. ნახვამდის.
პეიტონმა მარტოდმარტო განაგრძო გზა. ის სულ თავისი
ცხოვრების კანონზომიერებაზე ფიქრობდა. ოცდაშვიდი წლი-
სამ კლდოვან მთებში მიწის ნაკვეთი და პატარა სახლი იყიდა.
ერთ-ერთ ადრინდელ მფლობელს ეს სახლი ისე აუშენებია,
რომ თავშესაფრად გამოსდგომოდა ატომური ომის შემთხვე-
ვაში. ორასი წლის წინ ხომ ადამიანები ასეთი შიშით მო-
ელოდნენ ატომურ ომს, თუმცა ამ შიშს ახდენა არ ეწერა! ასე
იყო თუ ისე, სახლი მაინც შემორჩა, როგორც ადამიანის სიმ-
ხდალისა და თვითდამშვიდებისაკენ ეგოისტური მისწრაფე-
ბის ძეგლი.
სახლი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე უკაცრელ ადგილზე
აეგოთ ფოლადისა და ბეტონისაგან; ის ზღვის დონეზე საკმა-
ოდ მაღლა იდგა და ყოველი მხრიდან კიდევ უფრო მაღალი
მთებით იყო შემოზღუდული. სახლს ჰქონდა საკუთარი ელექ-
ტროსადგური, წყალსადენი (მთის წყაროებით რომ მარაგდე-
ბოდა) და მაცივრის კამერები რამდენიმე ათეული დაკლული
ძროხის შესანახავად. ჰაერის კონდიცირებისათვის განკუთ-
97 მკითხველთა ლიგა
ვნილი მოწყობილობა ალბათ უსასრულომდე შეძლებდა მუ-
შაობას. სარდაფი თოფ-იარაღით მდიდარ სიმაგრეს ჰგავდა.
ერთი სიტყვით, ყველაფერი მოემარაგებინათ, რომ ომიანო-
ბის დროს შიშისგან გაოგნებული ბრბოების შეჩერება შეძლე-
ბოდათ.
მარტოხელა ლუის პეიტონი ამ მხსნელ თავშესაფარში
ატარებდა ყოველი წლის აგვისტოს. მან ერთხელ და სამუდა-
მოდ გამორთო გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ყველა
საშუალება – სატელევიზიო დანადგარი, გაზეთების ტელე-
განმანაწილებელი. მან თავისი მყუდრო სავანე ძელური კედ-
ლით შემოღობა და სასიგნალო მექანიზმი დადგა იმ ადგილ-
ზე, სადაც ღობურა ჰკვეთდა მისი სახლისაკენ მომავალ ერ-
თადერთ საცალფეხო ბილიკს.
პეიტონი ყოველწლიურად ერთი თვის მანძილზე მარტოდ-
მარტო რჩებოდა საკუთარ თავთან. არავინ იცოდა, რას აკე-
თებდა პეიტონი ამ დროს. თუმცა თავსატეხი მაინც არაფერი
იყო – ალბათ ისვენებდა ადამიანთა საზოგადოებაში ყოფნის
მომქანცველი თერთმეტი თვისგან. მით უმეტეს, რომ ამ საზო-
გადოებასთან სიძულვილის მეტი არაფერი აკავშირებდა.
პოლიციამაც კი იცოდა, რა გულმოდგინედ იცავდა პეიტო-
ნი ამ წესს. ერთხელ მან დიდ გირაოზეც კი ჩაიქნია ხელი და
თუმცა ფსიქოსკოპიის საშიშროება ემუქრებოდა, აგვისტოს
გასატარებლად მაინც კლდოვან მთებში არჩია წასვლა.
პეიტონმა გაიფიქრა, რომ თავის ანდერძში კიდევ ერთი
აფორიზმის შეტანა მოუხდებოდა: უდანაშაულობის ყველაზე
კარგი დამამტკიცებელი საბუთია ალიბის სრული უქონლობა.
ოცდაათ ივლისს, როგორც ყოველი წლის ამ დღეს ხდებო-
და ხოლმე, ლუის პეიტონი დილის 9 საათსა და 15 წუთზე ნიუ-
იორკში ანტიგრავიტაციულ რეაქტიულ სტრატმფრენში ჩაჯდა
98 მკითხველთა ლიგა
და 12 საათსა და 30 წუთზე დენვერში ჩავიდა. მან იქ ისაუზმა
და 1 საათსა 45 წუთზე ნახევრადგრავიტაციული ავტობუსით
ხამპს-პოინტისკენ გაემართა, საიდანაც სემ ლეიბმენმა ძვე-
ლებური ავტომობილით (რა თქმა უნდა, არა ანტიგრავიტაცი-
ული) თავისი კარმიდამოს საზღვრებამდე მიიყვანა. სემ ლე-
იბმენმა არხეინად ჩაიჯიბა კუთვნილი ათი დოლარი და ხელი
ქუდთან მიიტანა, რასაც აგერ მეთხუთმეტე წელია ყოველ ოც-
დაათ ივლისს აკეთებდა ხოლმე.
ოცდათერთმეტ ივლისს, როგორც ყოველი წლის ამ დღეს
ხდებოდა ხოლმე, ლუის პეიტონი თავისი ანტიგრავიტაციული
ფლიტერით ხამპ-პოინტში დაბრუნდა და უნივერსალურ მაღა-
ზიაში შეუკვეთა ყველაფერი, რაც მომავალი თვისათვის დას-
ჭირდებოდა. ეს გახლდათ ჩვეულებრივი შეკვეთა, უფრო სწო-
რად, წინა წლების შეკვეთების სრული ასლი.
მაღაზიის გამგემ მაკინტაირმა ყურადღებით გადაათვა-
ლიერა შეკვეთა, მერე მთის რაიონის ცენტრალურ საწყობს
გადასცა დუნვერში და ერთი საათის შემდეგ ყველაფერი ად-
გილზე იყო. პეიტონმა მაკინტაირის დახმარებით სანოვაგე
ფლიტერში ჩააწყო, ჩვეულებრივად ახლაც ათი დოლარი და-
ტოვა და შინ დაბრუნდა.
პირველ აგვისტოს, 12 საათსა და 41 წუთზე, პეიტონმა
მთელი სიმძლავრით ჩართო ძალური ველი, მის კარ-მიდა-
მოს რომ ერტყმოდა, და გარესამყაროს მთლიანად გამოეყო.
აი, სწორედ აქ დაირღვა მოვლენათა ჩვეულებრივი მსვლე-
ლობა. პეიტონმა თავის განკარგულებაში ანგარიშიანად და-
იტოვა რვა დღე. ამ რვა დღეში მან გულმოდგინედ და აუჩქა-
რებლად გაანადგურა იმდენი სანოვაგე, რაც ალბათ მთელ
თვეს ეყოფოდა. ამაში დიდი სამსახური გაუწია სანაგვე კამე-
რამ. კამერა გახლდათ უკანასკნელი მოდელისა და ყოველ-
99 მკითხველთა ლიგა
გვარ ნარჩენებს, მათ შორის ლითონსა და სილიკატებსაც კი,
ადვილად აქცევდა ისეთ უმნიშვნელო მოლეკულურ მტვრად,
რომ მისი აღმოჩენა არავითარი საშუალებით არ შეიძლებო-
და. ამ პროცესის დროს გამოყოფილი ჭარბი ენერგია პე-
იტონმა სახლის გვერდით ჩამომდინარე მთის ნაკადულში ჩა-
უშვა. მთელი კვირის მანძილზე წყალი ნაკადულში ჩვეულებ-
რივზე ხუთი გრადუსით თბილი იყო.
ცხრა აგვისტოს პეიტონი აეროფლიტერით ვაიომინგის
შტატის დათქმულ ადგილზე დაეშვა, სადაც კორნუელი უკვე
ელოდა კოსმოსური ხომალდით. რა თქმა უნდა, ხომალდი პე-
იტონის გეგმის ყველაზე სუსტი ადგილი იყო, რადგან ხომალ-
დის არსებობა იცოდა იმანაც, ვინც ის გაყიდა, და იმანაც,
ვინც ის აქ მოიტანა და გასაფრენად მოამზადა. მაგრამ ამ
ხალხს მხოლოდ კორნუელთან ჰქონდა საქმე, კორნუელი კი,
გაიფიქრა პეიტონმა გესლიანი ღიმილით, მალე სამარესავით
დადუმდება.
ათ აგვისტოს კოსმოსური ხომალდი, რომელსაც პეიტონი
მართავდა, დედამიწის ზედაპირს მოსწყდა და მთვარისაკენ
გაემართა. ხომალდში მხოლოდ ერთი მგზავრი იჯდა – კორ-
ნუელი (რაღა თქმა უნდა, თავისი რუკით). ხომალდს შესანიშ-
ნავი ანტიგრავიტაციული ველი აღმოაჩნდა. მთელი სიმძლავ-
რის ჩართვისას ხომალდი ერთ უნციაზე ნაკლებს იწონიდა.
მიკრორეაქტორები უხმაუროდ და საიმედოდ გამოყოფდნენ
ენერგიას. ხომალდმა უხმაუროდ გადალახა ატმოსფერო, პა-
წაწინა წერტილად იქცა და სულ მალე გაუჩინარდა. რა დიდი
განსხვავება იყო ამ ხომალდსა და წარსულის ხმაურიან, ცეც-
ხლოვან რაკეტებს შორის!
ძალიან ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ხომალდს აფრე-
ნისას ვინმე შენიშნავდა.
100 მკითხველთა ლიგა
და მართლაც, ხომალდი არავის არ დაუნახავს.
ორი დღეღამე კოსმოსურ სივრცეში გაატარეს და აგერ, უკ-
ვე ორი კვირაა, მთვარეზე არიან. პეიტონს რატომღაც თავი-
დანვე ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა, რომ სწორედ ორი კვი-
რა დასჭირდებოდათ. პეიტონი ანტიპატიურად იყო განწყობი-
ლი ყოველგვარი თვითნაკეთი რუკის მიმართ, თუ ის კარტოგ-
რაფიაში გაურკვეველი ადამიანის ხელით იყო შესრულებუ-
ლი. თვითნაკეთი მარტო მის შემდგენელს თუ გამოადგება,
მას ხომ მეხსიერებაც ეხმარება, დანარჩენებისათვის კი ასე-
თი რუკა ამოუხსნელი რებუსია.
კორნუელმა თავისი რუკა პეიტონს პირველად ფრენის
დროს აჩვენა, თან პირმოთნედ გაუღიმა.
– სერ, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ჩემი ერთადერთი კოზი-
რია.
– მთვარის რუკას თუ შეადარეთ თქვენი ნაცოდვილარი?
– მე ხომ ამისი არაფერი გამეგება, მისტერ პეიტონ. –
გულწრფელად აღიარა კორნუელმა. – თქვენი იმედი მაქვს.
პეიტონმა ცივად შეათვალიერა კორნუელი და რუკა დაუბ-
რუნა. რუკაზე ეჭვს არ იწვევდა მხოლოდ ტიხო ბრაგეს კრატე-
რი, სადაც მთვარის მიწისქვეშა ქალაქი იყო.
ასტრონომიამ მცირე სამსახური მაინც გაუწია მათ. ტიხო
ბრაგეს კრატერი მთვარით განათებულ მხარეს იმყოფებოდა.
მაშასადამე, საეჭვო იყო, რომ საბადრაგო ხომალდებს განა-
თებული მხარის მეთვალყურეობით თავი შეეწუხებინათ. ყვე-
ლაფერი თითქოს წინასწარ იყო გაანგარიშებული – მათ სა-
შუალება მიეცათ, რომ შეუმჩნევლად დაშვებულიყვნენ მთვა-
რეზე.
პეიტონმა გარისკა და აჩქარებული ანტიგრავიტაციით
დასვა ხომალდი ცივ ჩრდილში, კრატერის კალთა რომ ქმნი-
101 მკითხველთა ლიგა
და. მზემ უკვე ზენიტზე გადაიარა და ჩრდილი აღარ დაპატა-
რავდებოდა.
კორნუელი მოიღუშა.
– რა სამწუხაროა, მისტერ პეიტონ, სანამ მთვარის დღე იქ-
ნება, ძებნას ხომ ვერ დავიწყებთ.
– მთვარის დღესაც აქვს დასასრული, – შეაწყვეტინა პე-
იტონმა. მზე აქ ასი საათი მაინც იქნება. ამ დროს აკლიმატი-
ზაციისა და რუკის რიგიან შესწავლისათვის გამოვიყენებთ.
პეიტონმა გამოცანა სწრაფად ამოხსნა. აღმოჩნდა, რომ
მას რამდენიმე პასუხი ჰქონდა. პეიტონი დიდხანს აკვირდე-
ბოდა მთვარის რუკებს, გულმოდგინედ ზომავდა მანძილებს
და ცდილობდა, გაერკვია, სახელდობრ, რომელი კრატერები
იყო გამოსახული თვითნაკეთ რუკაზე, რომ მიეგნოთ გასაღე-
ბისათვის... მაგრამ რის გასაღებისათვის? დაბოლოს მან
თქვა:
– ზანზალაკები დამალული უნდა იყოს ამ სამიდან ერ-
თერთ კრატერში, – და მან ჩამოთვალა: – გც-3, გც-5 ან გც-
10.
– როგორ მოვიქცეთ, მისტერ პეიტონ? – ჰკითხა მოღუ-
შულმა კორნუელმა.
– სამივეს დავათვალიერებთ, თქვა პეიტონმა. – უახლოე-
სი კრატერიდან დავიწყებთ.
ადგილი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ტერმინატორმა გა-
დასერა და ღამის უკუნი ჩამოწვა. ამის შემდეგ ისინი უფრო
დიდხანს რჩებოდნენ მთვარის ზედაპირზე, თანდათან ეჩვე-
ოდნენ მარადიულ უკუნეთს და მყუდროებას, ვარსკვლავების
მკვეთრ წერტილებს და ნათელ ზოლს კრატერის კიდეებზე –
ეს დედამიწა იხედებოდა კრატერში. მშრალ მტვერში ისინი
უფორმო და ღრმა კვალს ტოვებდნენ. კვალი არც ივსებოდა
102 მკითხველთა ლიგა
და არც ქრებოდა. პეიტონმა ეს პირველად მაშინ შენიშნა,
როცა კრატერიდან დედამიწის კუზიანი ნახევარმთვარით გა-
ნათებულ ადგილზე გამოვიდნენ. ეს მოხდა მთვარეზე მათი
ყოფნის მერვე დღეს.
მთვარის სიცივე იმის საშუალებას არ იძლეოდა, რომ ხო-
მალდი დიდი ხნით დაეტოვებინათ. თუმცა ყოველდღიურად
მაინც ახერხებდნენ ამ შუალედის გახანგრძლივებას. მეთერ-
თმეტე დღეს ორივე დარწმუნდა, რომ გც-5-ში მომღერალი
ზანზალაკები არ იყო.
მეთხუთმეტე დღეს პეიტონის ყინულივით ცივი სული სასო-
წარკვეთილების მხურვალებამ გაათბო. სამალავი აუცილებ-
ლად გც-3 კრატერში უნდა აღმოეჩინათ, გც-10 ძალიან შორს
იყო. იქამდე მიღწევას და კრატერის რიგიანად გამოკვლევას
ვერ მოასწრებდნენ: დედამიწაზე ხომ აუცილებლად ოცდა-
თერთმეტი აგვისტოსათვის უნდა დაბრუნებულიყვნენ.
მაგრამ სასოწარკვეთილება იმდღესვე გაიფანტა. მომღე-
რალი ზანზალაკების სამალავს მართლაც გც-3 კრატერში მი-
აგნეს.
ხელით ნება-ნება გადაჰქონდათ ზანზალაკები ხომალდში,
რბილ ბურბუშელაში აწყობდნენ და ახლების მოსატანად
ბრუნდებოდნენ. კრატერში სამჯერ მოუხდათ დაბრუნება, ეს
გზა დედამიწაზე არაქათს გამოაცლიდა კაცს, აქ კი, მთვარე-
ზე, უმნიშვნელო მიზიდულობის გამო, დაღლას არც კი
გრძნობდნენ.
კორნუელმა უკანასკნელი ზანზალაკი გადასცა პეიტონს,
რომელიც ფრთხილად აწყობდა მათ გამოსასვლელ კამერა-
ში.

103 მკითხველთა ლიგა


– მისტერ პეიტონ, საძვრენიდან ცოტა მოშორებით გადად-
გით, – თქვა მან. პეიტონს მისი ხმა ყურსაცვამებში რაღაც მე-
ტისმეტად მკვახედ ჩაესმა. – ამოვდივარ...
კორნუელი მოიხარა, მთვარის მაღალი და შენელებული
ნახტომისათვის მოემზადა, ზევით აიხედა და ადგილზე გაქ-
ვავდა. მისი სახე გარკვევით რომ ჩანდა შლემის გამობურ-
ცულ ილუმინატორში, სიკვდილის მომასწავებელი გრიმასით
დაიმანჭა.
– არა, მისტერ პეიტონ! არა!
პეიტონის თითები ბლასტერის სახელურს შემოეჭდო. გას-
როლის ხმა გაისმა. წამიერი კაშკაშა აფეთქება – და კორნუე-
ლი სკაფანდრის ნაფლეთებს შორის გაიშხლართა. მისი სხე-
ული გაყინული სისხლის კრისტალებით დაფარულ უსიცოც-
ხლო გვამად იქცა.
პეიტონმა კუშტად გადახედა მიცვალებულს, მაგრამ ეს წა-
მის რაღაც მესამედი გაგრძელდა. ამის შემდეგ უკანასკნელი
ზანზალაკებიც მათთვის განკუთვნილ კონტეინერში ჩააწყო,
სკაფანდრი მოიხსნა, ჯერ ანტიგრავიტაციული ველი ჩართო,
მერე მიკრორეაქტორი და ორი მილიონით გამდიდრებული
დედამიწისაკენ გამოეშურა...
ოცდაცხრა აგვისტოს პეიტონის ხომალდი უხმაუროდ და-
ეშვა ვაიომინგის შტატში იმავე ადგილზე, საიდანაც ათ აგვის-
ტოს აფრინდა. პეიტონმა ასეთი თავგამოდებით ტყუილად
როდი აირჩია ეს ადგილი. მისი აეროფლიტერი წინანდებუ-
რად არხეინად იდგა ნაპრალში, კლდოვან პლატოზე.
მომღერალი ზანზალაკებით სავსე კონტეინერები პეიტონ-
მა ნაპრალის სიღრმეში გადაიტანა და გულდასმით ჩამარხა
მიწაში. მერე ისევ ხომალდში დაბრუნდა, რომ ხელსაწყოები
ჩაერთო და ხომალდი ასაფრენად მოემზადებინა. ორი წუთის
104 მკითხველთა ლიგა
შემდეგ პეიტონი ხომალდიდან გამოვიდა და მყისვე ამუშავდა
მართვის ავტომატური სისტემა.
ხომალდი უხმაუროდ აიჭრა სივრცეში და დედამიწის
ბრუნვის ზეგავლენით ოდნავ დასავლეთისაკენ გადაიხარა.
პეიტონმა მოჭუტულ თვალებზე ხელი მოიჩრდილა და რამდე-
ნიმე წამის შემდეგ ლურჯი ცის ფონზე, თითქმის მხედველო-
ბის ზღვარს იქით, პაწაწინა წერტილი და ღრუბელი შენიშნა.
სახეზე ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა. ყველაფერი სწო-
რად გამოიანგარიშა. საკმარისი იყო, გვერდზე გაეწია ძრავის
კადმიუმის ღეროები და მიკრორეაქტორები რეჟიმიდან ამო-
ვარდნენ; ხომალდი ატომური აფეთქების მხურვალებაში
შთაინთქა.
ოცი წუთის შემდეგ პეიტონი უკვე შინ იყო. დაღლილობას
გრძნობდა, ერთთავად კუნთები სტკიოდა, ალბათ დედამიწის
მიზიდულობამ იმოქმედა. დაღლილ-დაქანცულს გვარიანად
დაეძინა.
განთიადზე კი, თორმეტი საათის შემდეგ, პოლიცია დაად-
გა თავზე...

ვიღაცამ კარები გამოაღო, ხელები მომრგვალებულ ღიპზე


დაიწყო და თავის დაკვრით რამდენჯერმე ალერსიანად მი-
ესალმა ახალმოსულს. სეტონ დეივენპორტმა, გამოძიებას
დედამიწის ბიუროს ინსპექტორმა, მორიდებით მიმოიხედა,
თავს რაღაც უხერხულად გრძნობდა.
ოთახი ძალზე დიდი და თითქმის ნახევრად ბნელი იყო, თუ
არ ჩავთვლით ვიდეოფონის კაშკაშა ნათურას, რომელიც
კომბინირებულ სავარძელთან იდგა საწერ მაგიდაზე. კედ-
ლებზე მიმაგრებულ თაროებზე კინოწიგნები ეწყო. ოთახის

105 მკითხველთა ლიგა


ერთ კუთხეში გალაქტიკის რუკები ჩამოეკიდათ, მეორე კუთ-
ხეში კი „გალაქტიკური ობიექტივი“ პრიალებდა.
– დოქტორი უენდელ ერტი თქვენ ბრძანდებით? – ისე
იკითხა დეივენპორტმა, თითქოს ამის დაჯერება ძნელი საქმე
იყო. ინსპექტორი წარმოსადეგი ტანის მამაკაცი გახლდათ.
თმაში აქა-იქ ჭაღარა შერეოდა, თვალები ახალგაზრდული
მგზნებარებით უბრწყინავდა; ლოყაზე, გრძელი და თხელი
ცხვირის გასწვრივ, ვარსკვლავის მსგავსი ნაიარევი ემჩნე-
ოდა, – ეს ალბათ ნეირონული წკეპლის კვალი იყო, ერთხელ
ოდნავ რომ შეეხო.
– დიახ, მე გახლავართ, – უპასუხა დოქტორმა ერტმა მა-
ღალი ტენორით. – თქვენ ალბათ ინსპექტორი დეივენპორტი
ხართ.
ინსპექტორმა პირადობის მოწმობა უჩვენა და განუმარტა:
– უნივერსიტეტმა თქვენ გაგიწიათ რეკომენდაცია, რო-
გორც ექსტრაქტეროლოგიის დარგის კარგ სპეციალისტს.
– დიახ, ამაზე ხომ ნახევარი საათის წინაც გელაპარაკეთ
ვიდეოფონით, – თავაზიანად უპასუხა დოქტორმა ერტმა და
გაიღიმა. მას მსუქანი სახე და პაჭუა ცხვირი ჰქონდა. სათვა-
ლის სქელ მინებში გადმოკარკლული თვალები მოუჩანდა.
– პირდაპირ საქმეზე გადავალ, სერ. თქვენ ალბათ ნამყო-
ფი ხართ მთვარეზე...
დოქტორმა ერტმა კინოწიგნების თაროდან წითელი სით-
ხით სავსე ბოთლი და ორი სირჩა ჩამოიღო, ინსპექტორს ალ-
მაცერად გახედა და მოულოდნელად მკვახედ მიახალა:
– ინსპექტორო, მთვარეზე საერთოდ არ ვყოფილვარ და
არც ვაპირებ წასვლას. კოსმოსური მოგზაურობა უგუნური
გართობა გახლავთ, მისი არაფერი მჯერა.
მერე რბილად დაუმატა:
106 მკითხველთა ლიგა
– დაბრძანდით, სერ, დაბრძანდით. სასმელი ინებეთ.
ინსპექტორმა სირჩა გამოცალა და თქვა:
– მაგრამ თქვენ ხომ...
– დიახ, მე ექსტრატეროლოგი ვარ. მე სხვა სამყაროები
მაინტერესებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუ-
თარი ფეხით მოვიარო ისინი. ღმერთო ჩემო, განა აუცილებ-
ლად წარსულში უნდა იმოგზაურო, რომ ისტორიკოსის დიპ-
ლომი მიიღო?
დოქტორის მრგვალ სახეზე ისევ ღიმილი ათამაშდა. მან
სავარძელში მოკალათა და ინსპექტორს მიუბრუნდა:
– ახლა კი მიამბეთ, რა გაინტერესებთ.
– მოვედი, რომ ერთ... დიახ, არცთუ ისე ჩვეულებრივ საქ-
მეში გაგარკვიოთ, – თქვა ინსპექტორმა და წარბები მოღუშა,
– აბა, როგორ გითხრათ... საქმე ეხება მკვლელობას.
– მკვლელობას? მერე მე რა შუაში ვარ?
– დოქტორო ერტ, ეს მკვლელობა მთვარეზე მოხდა.
– საოცარია!
– უფრო მეტიც, სერ. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა მთვა-
რის ისტორიაში. მთვარის დომინიონის არსებობის ორმოც-
დაათი წლის მანძილზე იყო შემთხვევები, როცა ხომალდები
ფეთქდებოდნენ ან სკაფანდრები გამოდიოდა მწყობრიდან:
ზოგჯერ ადამიანები იღუპებოდნენ სულის ხუთვისაგან, სიცხი-
საგან იწვებოდნენ მზის მხარეზე, ჩრდილოვან მხარეს მათ სი-
ცივე სპობდა. ზოგიერთი იმასაც კი ახერხებდა, რომ კლდი-
დან ძირს ვარდებოდა და ისე კვდებოდა. ეს კი არც ისე ადვი-
ლი გახლავთ, მთვარის მიზიდულობას თუ გავითვალისწი-
ნებთ. მაგრამ ამ დროის მანძილზე ერთი შემთხვევაც არ ყო-
ფილა იმისა, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანის წინასწარ

107 მკითხველთა ლიგა


განზრახული მკვლელობის მსხვერპლი გამხდარიყო... ეს
პირველად მოხდა.
– რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა?! – იკითხა დოქ-
ტორმა ერტმა.
– ეტყობა, ბლასტერი იხმარეს. გარემოებათა ბედნიერი
დამთხვევის წყალობით კანონის წარმომადგენლები ერთი
საათის შემდეგ მივიდნენ დანაშაულის ადგილზე. საბადრაგო
ხომალდმა სინათლის აფეთქება შეამჩნია მთვარის ზედაპირ-
ზე. თქვენც ხომ მოგეხსენებათ, რომ ჩრდილოვან მხარეზე
საკმაოდ დიდი მანძილიდან შეიძლება შენიშნო აფეთქების
კვალი. მფრინავმა ამის შესახებ მთვარის ქალაქში აცნობა და
დასაფრენად მოემზადა. ვირაჟის დროს მან ხომალდიც და-
ინახა, – იფიცება, რომ ნამდვილად დაინახა. დაშვების შემ-
დეგ კი დამწვარი გვამი და ნაკვალევი აღმოაჩინა.
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს აფეთქება ბლასტერის გასრო-
ლის შედეგი იყო? – ჰკითხა დოქტორმა ერტმა.
– უდაოდ. მკვლელობა ახლახან მოხდა. გვამი ისევ თბი-
ლია. ნაკვალევი ორ სხვადასხვა კაცს ეკუთვნის. გულმოდგი-
ნე ანალიზმა გვიჩვენა, რომ მთვარის მტვერში დარჩენილ
ნაკვალევს ორი სხვადასხვა დიამეტრი აქვს. სხვაგვარად რომ
ვთქვათ, უცნობებს სხვადასხვა ზომის წაღები ეცვათ. კვალს
ძირითადად ორ კრატერთან – გც-3 და გც-5 წერტილებთან
მივყევართ. ეს ორი...
– ცნობილი მთვარის კრატერების ოფიციალურად სისტემა
ჩემთვის ნაცნობი გახლავთ – თავაზიანად აუხსნა დოქტორმა
ერტმა.
– ჰმ.. ერთი სიტყვით, გც-3-ის კვალი კრატერის ნაპრა-
ლამდე მიდის. ნაპრალში გამაგრებული პემზის ნამსხვრევები
აღმოჩნდა. რენტგენო ანალიზმა გვიჩვენა...
108 მკითხველთა ლიგა
– მომღერალი ზანზალაკები, – შეაწყვეტინა აღელვებულ-
მა დოქტორმა. – ნუთუ მკვლელობა მომღერალ ზანზალაკებ-
თანაა დაკავშირებული?
– დავუშვათ, რომ ასეა. ეს რამეს ცვლის? – იკითხა დაბნე-
ულმა ინსპექტორმა.
– მე ერთი ზანზალაკი მაქვს, უნივერსიტეტის ექსპედიციის
დროს უპოვნიათ მთვარეზე. ამას წინათ ერთი ღირსსახსოვა-
რი შემთხვევის გამო მაჩუქეს... არა, არა, აუცილებლად უნდა
გიჩვენოთ ჩემი ზანზალაკი.
დოქტორი სავარძლიდან წამოიჭრა და მეორე ოთახში გა-
ცუნცულდა, თან სტუმარს ანიშნა, გამომყევიო. დეივენპორტი
უხალისოდ დაემორჩილა.
ისინი მეზობელ ოთახში გავიდნენ. ეს ოთახი პირველთან
შედარებით უფრო დიდიც იყო და უფრო ბნელიც. ოთახში
სრული ქაოსი სუფევდა, დეივენპორტმა გაკვირვებით გადა-
ათვალიერა უწესრიგოდ და უთავბოლოდ მიყრილ-მოყრილი
ნაირ-ნაირი საგნები.
ინსპექტორმა თვალი დაადგა მარსიდან მოტანილ ლურჯ
ჭიქურას, თავგამოდებული რომანტიკოსები კარგა ხნის წი-
ნათ გადაშენებულ მარსელთა გარდაქმნილ ნეშტად რომ მი-
იჩნევდნენ; იქვე იდო მეტეორის პატარა ნამსხვრევი, პირვე-
ლი კოსმოსური ხომალდის მოდელი და რაღაც სითხით სავსე
დაბეჭდილი ბოთლი. ძლივს ამოიკითხა ეტიკეტზე წარწერი-
ლი ორი სიტყვა „ვენერას ოკეანე“.
დოქტორმა ერტმა თავმომწონედ უთხრა:
– ჩემი სახლი მუზეუმად ვაქციე. აი, ეს გახლავთ მარტოხე-
ლა კაცის ცხოვრების ერთ-ერთი უპირატესობა. რა თქმა უნ-
და, ბევრი რამ წესრიგშია მოსაყვანი. აი, როგორმე ორიოდე
თავისუფალ კვირას გამოვნახავ და...
109 მკითხველთა ლიგა
დოქტორი ერთხანს საგონებელს მიეცა. მერე გაიხსენა,
რისთვისაც იყვნენ მოსული, გვერდზე გასწია ზღვის უხერხემ-
ლოთა განვითარების სქემა – არკტურე V სიცოცხლის უმაღ-
ლესი ფორმა და თქვა:
– აი, ისიც. სამწუხაროდ, მცირეოდენი ნაკლი აქვს...
ზანზალაკი მასზე გულდასმით მორჩილულ წვრილ მავ-
თულზე ეკიდა. ნაკლის შენიშვნა ძნელი არ იყო. ზანზალაკი
დაახლოებით შუა ადგილზე იყო ჩაჭყლეტილი და ალმაცე-
რად შედუღებულ ორ ბურთულას ჰგავდა. მისი ზედაპირი სა-
გულდაგულოდ გაეკრიალებინათ და მორუხო-მოვერცხლის-
ფროდ პრიალებდა. ხავერდოვან ზედაპირზე გარკვევით ჩან-
და პაწაწინა ნაყვავილარები. საინტერესოა, რომ ამ „ნაყვავი-
ლარების“ გაკეთებას ხელოვნური ზანზალაკების სინთეზირე-
ბაზე მომუშავე ვერც ერთი ლაბორატორია ვერ ახერხებდა.
დოქტორი ერტი განაგრძობდა:
– მრავალი ექსპერიმენტის ჩატარება მომიხდა, სანამ შე-
საფერის სარეკელას შევურჩევდი. წუნიანი ზანზალაკი, საერ-
თოდ, ძალზე ჟინიანი გახლავთ, მაგრამ კარგად დამუშავებუ-
ლი ძვალი კარგ ეფექტს იძლევა. აი! – მან მოთეთრო-მორუ-
ხო მასალისაგან გაკეთებული სარეკელა აიღო და განაგრძო:
– მე თვითონ... გამოვჭერი ხარის წვივის ძვლისგან... ყური
უგდეთ.
დოქტორმა მისი სქელი თითებისათვის შეუფერებელი სიმ-
სუბუქით მოსინჯა ზანზალაკის ზედაპირი და ის ადგილი მო-
ძებნა, სადაც დარტყმა ყველაზე კარგ ხმას გამოსცემდა. მერე
ზანზალაკი შეატრიალა, ფრთხილად დაიჭირა, ხელი გაუშვა
და ძვლის კოვზი მსუბუქად დაჰკრა ფართო ბოლოთი.
უცებ თითქოს სადღაც შორს, შორს, უხილავ სამყაროში
ერთდროულად ამღერდა მილიონი არფა. სიმღერა თანდა-
110 მკითხველთა ლიგა
თან მძლავრდებოდა, მერე სადღაც შორს, უსასრულობაში
იკარგებოდა, ყუჩდებოდა... შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა
და ისე იფრქვეოდა, რომ ვერც კი გაარკვევდი, სად იწყებოდა
და სად მთავრდებოდა ყველაფერი ეს. საოცარი ხმა არაჩვეუ-
ლებრივი სინარნარით, თრთოლვით, აღმაფრენითა თუ მიმ-
ზიდველი მელანქოლიით ტრიალებდა მსმენელის ტვინში, მის
წარმოსახვაში იღებდა სათავეს და სულის სიღმეში იღვრებო-
და თბილი სისხლივით.
სიმღერა ნელ-ნელა მიწყნარდა, მაგრამ სწავლულს და მის
სტუმარს კარგა ხანს ხმა არ ამოუღიათ.
მერე დოქტორმა ერტმა იკითხა:
– როგორ მოგეწონათ? – და თითის მსუბუქი დარტყმით
შეარხია ზანზალაკი.
დევენპორტმა შეშფოთებით შეხედა მას:
– ფრთხილად! არ გატეხოთ!
კარგი ზანზალაკების სიმყიფე დიდი ხანია, სალაპარაკოდ
იქცა.
დოქტორმა ერტმა თქვა:
– გეოლოგები ამტკიცებენ, თითქოს ზანზალაკი დიდი წნე-
ვის შედეგად გამაგრებული პემზის ღრუ ნატეხია, რომელშიც
თავისუფლად მოძრაობენ პაწაწინა კენჭები. მაგრამ თუ ყვე-
ლაფერი ასე უბრალოდ აიხსნება, ხელოვნურ ზანზალაკებს
რატომ ვერ ვაკეთებთ? უნაკლო ზანზალაკებთან შედარებით
ჩემი ზანზალაკი ხომ პირის გარმონივით უხეიროდ უკრავს!
– მართალი ხართ, – დაეთანხმა დეივენპორტი, – დედამი-
წაზე ალბათ ათ იღბლიანსაც არ ექნება წუნდაუდებელი ფორ-
მის ზანზალაკი. ასობით ადამიანი, მუზეუმი და ორგანიზაცია
ასეთი ზანზალაკის შესაძენად არაფერს არ დაიშურებდა, უამ-
რავ ფულს გადაიხდიდა ისე, რომ მის გამყიდველს არაფერს
111 მკითხველთა ლიგა
არ ჰკითხავდა. მოკლედ, ზანზალაკების მარაგი ისეთი საცდუ-
ნებელია, რომ კაცს ყველაფერს გააკეთებინებს...
ექსტრატეროლოგმა დეივენპორტს შეხედა და ფუნთულა
საჩვენებელი თითით ცხვირზე სათვალე შეისწორა.
– მე თქვენი მოსვლის მიზეზი არ დამვიწყებია, დეივენ-
პორტ. განაგრძეთ, გეთაყვა.
– ორი სიტყვით შეიძლება ყველაფრის თქმა. მე ვიცი, ვინც
არის მკვლელი.
ისინი ბიბლიოთეკაში დაბრუნდნენ და სავარძლებში ჩას-
ხდნენ. დოქტორმა ერტმა მოზრდილ მუცელზე დაიწყო ხელე-
ბი და ჰკითხა:
– თუკი ასეა, რა გირთულებთ საქმეს, ინსპექტორო?
– ცოდნა და დამტკიცება ერთი და იგივე როდია, მისტერ
ერტ. სამწუხაროდ, მას ალიბი... არა აქვს.
– თქვენ ალბათ უნდა გეთქვათ – „სამწუხაროდ ალიბი აქ-
ვსო“?
– მე ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა. მას რომ ალიბი ჰქონო-
და, მაშინ იმის დამტკიცებასაც შევძლებდი, რომ ეს ალიბი
ყალბი იყო, რადგან ის მართლაც ყალბი იქნებოდა. მას რომ
მოწმეები დაესახელებინა იმის დასამტკიცებლად, თითქოს
მკვლელობის დროს დედამიწაზე იმყოფებოდა, მაშინ რო-
გორმე მოვახერხებდით ამ მოწმეების ტყუილში გამოჭერას.
რაიმე სხვა საბუთი რომ წარმოედგინა, ცხადია, ყველაფერი
ადვილად გამომჟღავნდებოდა – ეს საბუთი ან ყალბი იქნებო-
და, ან სხვა თაღლითებთან გვექნებოდა საქმე. სამწუხაროდ,
დამნაშავე საკმაოდ გამოცდილი გახლავთ და თავის მარ-
თლებისათვის ამის მსგავსს არაფერს დაასახელებს.
– კი მაგრამ, თავს რით იმართლებს?

112 მკითხველთა ლიგა


ინსპექტორმა დევენპორტმა დაწვრილებით აღწერა პე-
იტონის მამული კოლორადოში და დასასრულ დასძინა:
– ის ყოველი წლის აგვისტოს სრულ მარტოობაში ატა-
რებს, თავის მამულში. გამოძიების დედამიწის ბიუროც კი
იძულებული იქნება ეს დაადასტუროს. ნაფიცი მსაჯულებიც
იმავე დასკვნას გააკეთებენ, თუ ჩვენ სარწმუნო საბუთებით
ვერ დავამტკიცებთ, რომ ის ამ დროს მთვარეზე იყო.
– რატომ გგონიათ, რომ ის მართლაც იყო მთვარეზე? იქ-
ნებ სულაც არ არის დამნაშავე?
– არა, სწორედ ის არის დამნაშავე! – თითქმის იყვირა დე-
ივენპორტმა. – თითქმის თხუთმეტი წელია, უშედეგოდ ვცდი-
ლობ მის წინააღმდეგ საკმარისი სამხილის შეგროვებას. აი,
ახლაც ვგრძნობ, რომ სწორედ პეიტონია მკვლელი და არ
მინდა ხელიდან გავუშვა. მერწმუნეთ, სერ, მთელ დედამიწაზე
მარტო პეიტონს ეყოფოდა თავხედობა, რომ კონტრაბანდუ-
ლი ზანზალაკები გაესაღებინა, თანაც ის საჭირო ხალხსაც
საკმარისად იცნობს. ყველამ კარგად იცის, რომ პეიტონი
პირველხარისხოვანი კოსმოსური მფრინავია. ცნობილია
ისიც, რომ მას გარდაცვლილთან რაღაც საქმეები აკავშირებ-
და, თუმცა უკანასკნელ თვეებში ისინი ერთად არავის უნა-
ხავს. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს ჯერ კიდევ არაა დამტკიცე-
ბული.
დოქტორმა ერტმა ჰკითხა:
– განა უმჯობესი არ იქნებოდა, ფსიქოსკოპიისათვის მიგე-
მართათ? ახლა ეს დაკანონებული გახლავთ.
– დოქტორ ერტ, ნუთუ არ იცნობთ კონსკისა და ხიაკავას
კანონს?
– არა.

113 მკითხველთა ლიგა


– მე მგონი, ამ კანონს არავინ არ იცნობს. სახელმწიფო
აცხადებს, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო თავისუფალია
ხელყოფისაგან. შესანიშნავია, მაგრამ რა გამოდის აქედან?
გამოდის, რომ ადამიანს, თუკი ფსიქოსკოპიურ შემოწმებას
ჩაუტარებენ, სასამართლოს საშუალებით ყოველგვარი კომ-
პენსაციის მიღება შეუძლია. აი, ამასწინათ ერთ-ერთი ბანკის
მოლარემ, – მას დაუსაბუთებლად დასდეს ბრალი გაფლან-
გვაში, – ფსიქოსკოპიისათვის კომპენსაციის წესით ოცდახუ-
თი ათასი დოლარი მიიღო. ის არაპირდაპირი სამხილი, გაფ-
ლანგვაზე რომ მიუთითებდა, სინამდვილეში ჩვეულებრივი
სამიჯნურო ინტრიგის შედეგი აღმოჩნდა. მოლარემ სარჩელი
წარადგინა, რომ მან სამუშაო ადგილი დაკარგა, რადგან შე-
ურაცხყოფილი ქმარი სამაგიეროს გადახდით დაემუქრა, და
იძულებული იყო მიმალულიყო. თანაც ქვეყნის სასაცილოდ
იქცა, რადგან გაზეთის რეპორტიორმა როგორღაც გაიგო და
დაწვრილებით აღწერა სასამართლოს მიერ ჩატარებული
ფსიქოსკოპიური შემოწმების შედეგი.
– მე მგონი, მოლარეს სარჩელის ყველა საფუძველი ჰქონ-
და...
– რა თქმა უნდა. მთელი უბედურებაც სწორედ ესაა... ამას
გარდა, არც მეორე პუნქტი უნდა დავივიწყოთ: თუ ადამიანს
ერთხელ ჩაუტარდა ფსიქოსკოპია, მეორედ მის მიმართ ასე-
თი ღონისძიების მიღება არ შეიძლება. კანონის ძალით, ადა-
მიანის ფსიქიკის ორჯერ საფრთხეში ჩაგდება დაუშვებელია.
– არცთუ მაინცდამაინც ხელსაყრელი კანონი გახლავთ.
– დიახ. ფსიქოსკოპია ორი წლის წინათ დააკანონეს. ამ
დროის მანძილზე ყველა ქურდი და ავაზაკი ცდილობდა ფსი-
ქოსკოპიაზე უმნიშვნელო დანაშაულისათვის გატარებული-
ყო, რომ მერე არხეინად შესდგომოდა უფრო დიდ და მნიშ-
114 მკითხველთა ლიგა
ვნელოვან საქმეებს. ამგვარად, ჩვენი მთავარი სამმართვე-
ლო პეიტონის ფსიქოსკოპიის ნებას დაგვრთავს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ დამაჯერებელ სამხილებს
შევაგროვებთ. სულაც არ არის საჭირო დამაჯერებლობა კა-
ნონიერების თვალსაზრისით. – მთავარია, რომ უფროსებმა
ირწმუნონ ჩემი ვერსია. დოქტორო, ერტ, ყველაზე ცუდი ისაა,
რომ ფსიქოსკოპიური შემოწმების გარეშე საქმეს სასამარ-
თლოს ვერ გადავცემთ. მკვლელობა ერთობ სერიოზული და-
ნაშაული გახლავთ და თუ, დამნაშავეს ფსიქოსკოპიას არ ჩა-
ვუტარებთ, ყველაზე უგუნური ნაფიცი მსაჯულიც კი მიხვდება,
რომ ბრალდება თავის პოზიციებში დარწმუნებული არაა.
– ჩემგან რას მოითხოვთ?
– იმის დამამტკიცებელ საბუთს, რომ პეიტონი აგვისტოში
მთვარეზე იყო, ეს საბუთი დაუყოვნებლივ უნდა მივიღო. პე-
იტონი ეჭვმიტანით გვყავს დაპატიმრებული და დიდხანს ვერ
დავაკავებთ. უნდა ვიჩქაროთ, სერ, რომ ამ მკვლელობის ამ-
ბავი არ გახმაურდეს, თორემ მსოფლიოს პრესა იუპიტერის
ატმოსფეროში მოხვედრილი ასტეროიდივით აფეთქდება. ეს
ხომ სენსაციური დანაშაულია – პირველი მკვლელობა მთვა-
რეზე!
– სახელდობრ, როდის მოხდა მკვლელობა? – უეცრად
საქმიანად იკითხა ერტმა.
– ოცდაშვიდ აგვისტოს. პეიტონი როდის დააპატიმრეთ?
გუშინ, ოცდაათ აგვისტოს.
– მაშასადამე, პეიტონი თუ მკვლელია, მას დედამიწაზე
დასაბრუნებელი დრო უნდა ყოფნოდა.
– დრო თავზე საყრელი ჰქონდა, – ტუჩები მოიკვნიტა დე-
ვენპორტმა. – ერთი დღით ადრე რომ მივსულიყავი... ის რომ
სახლში არ დამხვედროდა...
115 მკითხველთა ლიგა
– თქვენი აზრით, მკვლელი და მოკლული რამდენ ხანს იყ-
ვნენ მთვარეზე?
– ნაკვალევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სულ რამდენიმე
დღეს. არანაკლებ ერთი კვირისა.
– მათი ხომალდი თუ აღმოაჩინეთ?
– ვერა, და ალბათ ვერც მივაგნებთ. ათი საათის წინ დენ-
ვერის უნივერსიტეტის ობსერვატორიამ გვაცნობა, რომ გუ-
შინწინ ექვსი საათიდან შეიმჩნეოდა ატმოსფეროს რადიაქ-
ტიური ფონის ზრდა, რაც რამდენიმე საათს გაგრძელდა.
დოქტორ ერტ, ახლა ხომ არავითარ სიძნელეს არ წარმოად-
გენს ხომალდზე ხელსაწყოების ისე დაყენება, რომ ის უეკიპა-
ჟოდ აფრინდეს და მიკრორეაქტორების მოკლე ჩართვისაგან
აფეთქდეს დედამიწიდან დაახლოებით ორმოცდაათი მილის
დაშორებით.
– პეიტონის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, – ჩაილაპარაკა
დაფიქრებულმა დოქტორმა, – თანამზრახველს ხომალდზე
მოვკლავდი და მის გვამს ხომალდთან ერთად ავაფეთქებდი.
– თქვენ პეიტონს არ იცნობთ, სერ, – უპასუხა მოღუშულმა
დეივენპორტმა. – ის კანონზე გამარჯვებით ტკბება, კანონიე-
რების აბუჩად აგდება და დაცინვა მისი ყველაზე დიდი გატა-
ცებაა. მთვარეზე დატოვებული გვამიც უფრო მეტად ჩვენი გა-
მოწვევაა, ვიდრე უნებლიე შეცდომა.
– ოჰო! – ერტმა მუცელზე დაისვა ხელი და დაუმატა: – ვინ
იცის, იქნებ შევასრულოთ კიდეც თხოვნა.
– დაამტკიცებთ, რომ ის მთვარეზე იყო?
– შევეცდები.
– ახლავე?
– რაც უფრო მალე იქნება, მით უკეთესი. მხოლოდ, რა
თქმა უნდა, თუ შეიძლება, რომ მისტერ პეიტონს ვესაუბრო.
116 მკითხველთა ლიგა
– ამას მე მოვახერხებ. გარეთ ანტიგრავიტაციული რეაქ-
ტიული თვითმფრინავი მელოდება, ოც წუთში ვაშინგტონში
ვიქნებით.
ექსტრატეროლოგს მსუქან სახეზე უღრმესი შეშფოთება
გამოესახა. ის სავარძლიდან წამოიჭრა და ნივთებით გადატ-
ვირთული ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში გავარდა.
– არაფრის დიდებით!
– რა მოხდა, დოქტორო ერტ?
– მე რეაქტიული თვითმფრინავით ვერ გავფრინდები,
თვითმფრინავის არაფერი მჯერა.
საგონებელში ჩავარდნილმა დეივენპორტმა დოქტორ
ერტს გადახედა და ენის ბორძიკით ჩაიბუტბუტა:
– მონორელსით?
– მიმოსვლის ვერც ერთ საშუალებას ვერ ვენდობი, სერ, –
მოუჭრა დოქტორმა ერტმა. – გარდა ფეხით სიარულისა. ფე-
ხით სადაც გნებავთ, იქ წამოგყვებით.
დოქტორი ერტი უცებ გამოცოცხლდა.
– რა იქნებოდა, მისტერ პეიტონი ჩვენს ქალაქში რომ მო-
ეყვანათ? აი, მაგალითად, მუნიციპალიტეტის შენობაში? მუ-
ნიციპალიტეტამდე მისვლა არ გამიჭირდებოდა.
დაბნეულმა დეივენპორტმა თვალი მოავლო ოთახს. ირ-
გვლივ უთვალავი ტომები ეწყო. მეზობელი ოთახის კარებში
შორეულ სამყაროთა საჩუქრები ჩანდა. მერე დოქტორ ერტს
გადახედა, რომელიც რეაქტიული თვითმფრინავის უბრალო
ხსენებამაც კი წონასწორობიდან გამოიყვანა და გაკვირვების
ნიშნად მხრები აიჩეჩა.
– კეთილი, პეიტონს აქ მოგიყვანთ, ამ ოთახში, ყაბულსა
ხართ?
დოქტორმა ერტმა შვებით ამოისუნთქა.
117 მკითხველთა ლიგა
– მაგას რა აჯობებს!
– დოქტორო ერტ, იმედი მაქვს, რომ რაიმეს მიაღწევთ.
– ყოველ შემთხვევაში, ცდას არ დავაკლებ, მისტერ დე-
ივენპორტ.

ლუის პეიტონმა ზიზღით შეათვალიერა ოთახი და ბღენძი


მასპინძელი, თავაზიანად რომ უკრავდა თავს. მან ალმაცე-
რად დახედა შეთავაზებულ სკამს და სანამ დაჯდებოდა, მტვე-
რი ხელით გადაწმინდა. დეივენპორტმა მის გვერდით მოიკა-
ლათა, თან ბლასტერის ბუდე შეისწორა.
დოქტორი ღიმილით ჩაჯდა სავარძელში. იჯდა მშვიდად და
თავის მრგვალ მუცელზე ისვამდა ხელს, თითქოს ეს-ესაა გვა-
რიანად ისადილა და უნდა ეს ამბავი მთელ სამყაროს გააგე-
ბინოსო.
– საღამო მშვიდობისა, მისტერ პეიტონ, – თქვა მან, – მე
დოქტორი ერტი ვარ, ექსტრაქტეროლოგი.
პეიტონმა ხელმეორედ შეხედა მას.
– მერე ჩემთან რა საქმე გაქვთ?
– მინდა ვიცოდე, აგვისტოში იყავით თუ არა მთვარეზე.
არა.
– კეთილი, მაგრამ პირველსა და ოცდაათ აგვისტოს შო-
რის დედამიწაზე რომ არავის უნახიხართ?
– აგვისტო, ჩვეულებრივად, ჩემს მამულში გავატარე. ყო-
ველი წლის ამ დროს მარტოობაში ვატარებ და ვერავინ ვერ
მხედავს ხოლმე. ამას ინსპექტორიც დაგიდასტურებთ.
და პეიტონმა დეივენპორტისკენ გაიქნია თავი.
დოქტორმა ერტმა ჩაიცინა.
– ეჰ, კარგი იქნებოდა, რაიმე ობიექტური კრიტერიუმი
რომ გვქონოდა! აი, მაგალითად, მთვარესა და დედამიწას
118 მკითხველთა ლიგა
შორის ფიზიკური განსხვავება რომ არსებობდეს, მაშინ თქვე-
ნი თმის მტვერის ანალიზს გავაკეთებდით და ვიტყოდით:
„აჰა, თქვენ მთვარეზე ყოფილხართ“. სამწუხაროდ, ეს შეუძ-
ლებელია. შეუძლებელია, რადგან მთვარისა და დედამიწის
ქანები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. თუმცა რომ გან-
სხვავდებოდნენ კიდეც, თქვენს თმაზე მტვრის ნასახსაც ვერ
ვიპოვნიდით. არა მგონია, რომ მთვარის ზედაპირზე უსკაფან-
დროდ გამოსულიყავით.
პეიტონი გულგრილად უსმენდა მას.
დოქტორი ერტი გულარხეინი ღიმილით განაგრძობდა
ლაპარაკს, თან გამუდმებით ისწორებდა სათვალეს, პაჭუა
ცხვირზე რომ ვერ იმაგრებდა:
– ადამიანი მთვარეზეც და კოსმოსშიც მიწიერი ჰაერით
სუნთქავს, მიწიერი საჭმელებით იკვებება. ხომალდში და სკა-
ფანდრშიც ის დედამიწის პირობებში იმყოფება. ჩვენ ვეძებთ
ადამიანს, რომელიც ორი დღე მიფრინავდა მთვარისაკენ,
სულ ცოტა ერთი კვირა მაინც იმყოფებოდა იქ და მერე ისევ
ორ დღეში დაბრუნდა უკან. მთელი ამ დროის მანძილზე ის
თავის გარშემო დედამიწის პირობებს ინარჩუნებდა, რაც
ჩვენს ამოცანას ერთიორად ართულებს.
– ჩემი აზრით, თქვენ მისი შემსუბუქებაც შეგიძლიათ, –
თქვა პეიტონმა, – თუკი მე გამიშვებთ და ახლავე შეუდგებით
ნამდვილი დამნაშავის ძებნას.
– არც ეს არის გამორიცხული, – უთხრა დოქტორმა ერ-
ტმა. – ოდესმე ასეთი რამ თუ გინახავთ?
მან სავარძლის სიახლოვეს იატაკზე ხელი მოაფათურა და
რუხი ბურთულა აიღო, ბუნდოვან მორუხო-მოვერცხლისფრო
ათინათს რომ გამოსცემდა.
პეიტონმა გაიღიმა.
119 მკითხველთა ლიგა
– მომღერალი ზანზალაკი უნდა იყოს.
– დიახ, მომღერალი ზანზალაკი გახლავთ. მკვლელობაც
სწორედ მომღერალი ზანზალაკების გამო მოხდა... როგორ
მოგწონთ ეს ეგზემპლარი?
– მე მგონი, მას დიდი წუნი უნდა ჰქონდეს.
– აბა, ერთი ყურადღებით შეათვალიერეთ, – თქვა დოქ-
ტორმა ერტმა და ზანზალაკი უცებ მისგან ორი მეტრის დაშო-
რებით ჩამომჯდარ პეიტონს გადაუგდო.
დეივენპორტმა წამოიყვირა და სკამიდან წამოიჭრა. პე-
იტონმა რაღაც უხერხულად, თითქოს ძალდატანებით გასწია
ხელი და ძლივს მოასწრო ზანზალაკის დაჭერა.
– იდიოტი! ზანზალაკს ასე ვინ ისვრის, – თქვა პეიტონმა.
– თქვენ მომღერალ ზანზალაკებს მოწიწებით ექცევით,
ხომ მართალია?
– მეტისმეტი მოწიწებით, სერ. ყოველ შემთხვევაში, გასა-
ტეხად ვერ გავიმეტებდი. მე მგონი, ეს დანაშაულად არ უნდა
ჩამეთვალოს.
პეიტონმა ზანზალაკს ფრთხილად გადაუსვა ხელი, მერე
ყურთან მიიდო, მსუბუქად შეანჯღრია და ყური მიუგდო ლუ-
ნოლიტის ნამსხვრევების ნარნარ, ოდნავ გასაგონ ფაჩუნს, –
ეს პემზის პატარა ნაჭრები მოძრაობდნენ სიცარიელეში და
ერთმანეთს ეხლებოდნენ.
მერე ზანზალაკი მაღლა ასწია ზედ მიმაგრებული მავთუ-
ლით და საჩვენებელი თითის ფრჩხილი გააყოლა მის ამო-
ბურცულ ზედაპირს. ზანზალაკი ამღერდა. ოთახში მსუბუქი,
ნარნარი ხმა გაისმა, თითქოს სადღაც ფლეიტა აღუღუნდა და
ზაფხულის წყნარი საღამოების იდილიამ დაისადგურა. ზანზა-
ლაკი თანდათან დადუმდა.

120 მკითხველთა ლიგა


რამდენიმე წამი სამივე მოჯადოებულივით უსმენდა ამ სა-
ოცარ ხმას.
მერე კი დოქტორმა ერტმა თქვა:
– მისტერ პეიტონ, გადმომიგდეთ ზანზალაკი. მალე!
და მან მბრძანებლურად გაიწოდა ხელი.
ლუის პეიტონმა ანგარიშმიუცემლად გადაუგდო ზანზალა-
კი. ზანზალაკმა მოკლე წრე მოხაზა, დოქტორ ერტის გაწ-
ვდილ ხელამდე ვერ მიაღწია, იატაკზე დავარდა და მწუხარე,
სევდის მომგვრელი წკარუნით ნამსხვრევებად იქცა.
ერთი გრძნობით შეპყრობილი დეივენპორტი და პეიტონი
მდუმარედ დაჰყურებდნენ რუხ ნამსხვრევებს და ხეირიანად
ვერც კი გაიგეს, როგორი სიმშვიდით წარმოთქვა დოქტორმა
ერტმა:
– როცა მიაგნებთ იმ სამალავს, სადაც დამნაშავემ გაუხე-
ხავი ზანზალაკები გადაინახა, იმედი მაქვს, რომ ჩემი გატეხი-
ლი ზანზალაკისა და ჰონორარის საზღაურად უზადო და წე-
სიერად დამუშავებულ ეგზემპლარს მივიღებ.
– ჰონორარის?.. კი მაგრამ, რისთვის? – ჰკითხა გაცხარე-
ბულმა დეივენპორტმა.
– იმისათვის, რომ ახლა ყველაფერი ცხადი გახდა. რამდე-
ნიმე წუთის წინ ჩემს მოკლე სიტყვაში არაფერი მითქვამს
იმის შესახებ, რომ კოსმოსური მოგზაური კოსმოსში ან სხვა
პლანეტაზე თან ვერ წაიღებს დედამიწის ერთ-ერთ თავისებუ-
რებას... მხედველობაში მაქვს დედამიწის მიზიდულობის ძა-
ლა. მისტერ პეიტონმა ძალიან მოუხერხებლად გადმომიგდო
ასეთი ძვირფასი საგანი. ეს კი უდაოდ იმას ადასტურებს, რომ
მისი კუნთები ჯერ კიდევ არ შეგუებია დედამიწის მიზიდულო-
ბას. მისტერ დეივენპორტ, როგორც სპეციალისტი, ვამტკი-
ცებ: დაპატიმრებული ამ ბოლო დროს დედამიწის გარეთ იმ-
121 მკითხველთა ლიგა
ყოფებოდა. ის ან კოსმოსურ სივრცეში იყო, ან რომელიმე
სხვა პლანეტაზე, რომელიც თავისი ზომით საგრძნობლად ჩა-
მორჩება დედამიწას. მაგალითად, მთვარე.
კმაყოფილი დევენპორტი ფეხზე წამოხტა.
– თუ შეიძლება, წერილობითი დასკვნა მომეცით, – თქვა
მან და ხელი ბლასტერზე დაიდო, – ეს საკმარისი იქნება იმი-
სათვის, რომ ფსიქოსკოპიის ჩატარების სანქცია მივიღოთ.
ლუის პეიტონს წინააღმდეგობის გაწევა არც კი უცდია.
მომხდარი ამბით გაოგნებული მხოლოდ ერთ რამეს გრძნობ-
და: ანდერძში იმის აღნიშვნაც მოუწევდა, რომ მისი ბრწყინვა-
ლე კარიერა სრული კრახით დასრულდა,..

122 მკითხველთა ლიგა


რობოტი ელ-76 სხვაგან მოხვდა

ჯონათან კუელმა, უჩარჩოო სათვალის მინებს იქით შეშ-


ფოთებით რომ ჭუტავდა თვალებს, მოურიდებლად შეაღო
მმართველის კაბინეტის კარი, მაგიდაზე დააგდო ორად გაკე-
ცილი ქაღალდის ნაგლეჯი და სულშეხუთულმა ძლივს ამო-
ღერღა:
– ერთი ამ ქაღალდს დახედეთ, სერ!
სემ ტობმა პირის ერთი კუთხიდან მეორეში გადაინაცვლა
სიგარა, ქაღალდს დახედა და გაუპარსავ ნიკაპზე ჩამოისვა
ხელი.
– დალახვროს ეშმაკმა! – იფეთქა უცებ ტობმა. – ეს რა სი-
სულელეს როშავენ?
– ამტკიცებენ, თითქოს ჩვენ „ელ“ სერიის ხუთი რობოტი
გავუგზავნეთ, – აუხსნა კუელმა, თუმცა ეს სულაც არ იყო აუ-
ცილებელი.
– ჩვენ ექვსი გავუგზავნეთ! – თქვა ტობმა.
– რა თქმა უნდა, ექვსი გავუგზავნეთ! მაგრამ მათ მხო-
ლოდ ხუთი მიიღეს. ნომრებიც გადმოგვცეს – მხოლოდ ელ-
76 არა ჩანს.
ტობმა სკამი კედელს მიანარცხა და ჩასუქებული მმართვე-
ლი კარებში ისე უეცრივ გაუჩინარდა, თითქოს კარგად გაპო-
ხილი გორგოლაჭებით გაცურდაო. ხუთი საათის შემდეგ კი,
როცა მთელი ქარხანა – ამწყობი საამქროდან ვაკუუმის კამე-
რამდე – თავდაყირა დააყენეს, როცა ორასივე მუშა გულ-
მოდგინედ დაჰკითხეს, გაოფლიანებულმა და გაწამებულმა

123 მკითხველთა ლიგა


ტობმა სასწრაფოდ დეპეშა აფრინა სტენეკტადის ცენტრალურ
ქარხანაში.
ახლა იქ ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. საქმე მარტო იმა-
ში როდი იყო, რომ კანონი ყოველ რობოტს მკაცრად უკრძა-
ლავდა დედამიწაზე ქარხნების ფარგლებს გარეთ ყოფნას. კა-
ნონის გვერდის ავლა ყოველთვის შეიძლება. მაგრამ ახლა
სხვა სიტუაციასთან გვქონდა საქმე. ეს სიტუაცია ყველაზე
კარგად განმარტა კვლევითი განყოფილების ერთმა მათემა-
ტიკოსმა. მან თქვა:
– ეს რობოტი დაპროექტებულია „დეზინტოსთან“ ერთად
მთვარეზე სამუშაოდ. მისი პოზიტრონული ტვინი გაანგარიშე-
ბულია მთვარის, მხოლოდ მთვარის პირობების გათვალისწი-
ნებით. დედამიწაზე მასზე იმოქმედებს მილიონობით სენსო-
რული გამაღიზიანებელი, რისთვისაც ის ოდნავაც არ არის
შემზადებული. მისი რეაქციის წინასწარმეტყველება შეუძლე-
ბელია. სავსებით შეუძლებელია!
და მათემატიკოსმა ხელით მოიწმინდა უცაბედად გაოფ-
ლიანებული შუბლი.
ერთი საათიც კი არ გასულა, რომ ვირჯინიის ქარხნისაკენ
სტრატოპლანი გაფრინდა. მითითება მარტივი იყო:
– დაუყოვნებლივ შეუდექით რობოტის ძებნას!

ელ-76 სულმთლად დაბნეული იყო. უფრო მეტიც, მისი


რთული პოზიტრონული ტვინი მხოლოდ ერთ რამეს გრძნობ-
და: მას გზა აებნა. ეს დაბნეულობა დაიწყო მაშინვე, როგორც
კი უცხო პირობებში აღმოჩნდა. როგორ მოხდა ეს, მას უკვე
აღარ ახსოვდა. ყველაფერი აირ-დაირია.
მის ფეხქვეშ იყო რაღაც მწვანე, ირგვლივ კი წაბლისფერი
სვეტები აღმართულიყვნენ. თავზე მწვანე ბურთულები ედგათ.
124 მკითხველთა ლიგა
ცა, რომელიც შავი უნდა ყოფილიყო, რატომღაც ლურჯი იყო,
მზე ზუსტად ისეთი იყო, როგორც ვარაუდობდნენ, – მრგვა-
ლი, ყვითელი და ცხელი. მაგრამ ის მტვრიანი, მინქაფისმაგ-
ვარი ფენა სადღაა, მის ფეხქვეშ რომ უნდა ყოფილიყო? სად-
ღაა უშველებელი კრატერების კლდოვანი წრეები?
მის ფეხქვეშ მხოლოდ მწვანე მასა იყო, თავს ზემოთ კი
ლურჯი ცა. ხმებიც რაღაც უცხო და უცნაური ჩაესმოდა, მან
გადაჭრა მდინარის ნაკადი, ქამრამდე რომ სწვდებოდა. წყა-
ლი ცისფერი, ცივი და სველი იყო. ადამიანები კი, დროდად-
რო გზაში რომ ხვდებოდნენ, უსკაფანდროდ დადიოდნენ,
თუმცა სკაფანდრებში უნდა ყოფილიყვნენ. მას რომ დაინა-
ხავდნენ, რაღაცას ყვიროდნენ და გარბოდნენ.
ერთმა მათგანმა თოფიც კი ესროლა და მერე მოკურცხლა,
ტყვიამ თავს ზემოთ გაიშხუილა.
რობოტს ოდნავი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენხანს
დაეხეტებოდა ასე, სანამ ქალაქ ხენაფორდიდან ორი მილის
დაშორებით რენდოლფ პეინის ქოხს არ წააწყდა. თვითონ
რენდოლფ პეინი კარებში იჯდა, ერთ ხელში სახრახნისი ეჭი-
რა, მეორეში – მილაკი და მუხლებს შორის ჩადებულ დასა-
ხიჩრებულ მტვერსასრუტს ჩაჰკირკიტებდა.
პეინი ცხვირში ღიღინებდა რაღაცას. ადვილად შეატყობ-
დით, რომ მხიარული და უდარდელი კაცი იყო, ყოველ შემ-
თხვევაში ამ ქოხში მაინც. მას უფრო რესპექტაბელური ბინაც
ჰქონდა ხენაფორდში, მაგრამ ის ბინა ძირითადად მისმა მე-
უღლემ „აითვისა“, რაზედაც პეინი გუნებაში გულწრფელად
წუხდა კიდეც. აი, რატომ გრძნობდა ის ასეთ თავისუფლებას
და ასეთ შვებას, როცა საშუალება ეძლეოდა დაბრუნებოდა
თავის „პირად ლიუქსსოროს“, სადაც მშვიდად აბოლებდა ჩი-
ბუხს და თავის საყვარელ საქმეს ჰკიდებდა ხელს – იწყებდა
125 მკითხველთა ლიგა
მოძველებულ და დრომოჭმული საყოფაცხოვრებო ნივთების
შეკეთებას.
ღმერთმა უწყის, რა სიამოვნებას ხედავდა პეინი ამ გარ-
თობაში. თუმცა ხანდახან მასთან შესაკეთებლად რადიომიმ-
ღები ან მაღვიძარა საათებიც მოჰქონდათ და ფული, რასაც
პეინი ამ ძველმანების შიგნეულობის დაბერტყვისათვის იღებ-
და, პირადად მის განკარგულებაში რჩებოდა. ამას პეინისათ-
ვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ძუნწი მეუღლე მის-
თვის გროშსაც არ იმეტებდა.
აი, მაგალითად, ეს მტვერსასრუტი ექვს დოლარს ჰპირდე-
ბოდა.
ამის გაფიქრებისას პეინმა ოდნავ ხმამაღლა ჩაიღიღინა.
თავი ასწია – და უცებ ცივმა ოფლმა დაასხა. ღიღინი შეწყდა
და პეინს თვალები შუბლზე აუვიდა. ადგომა სცადა, რომ მო-
ეკურცხლა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდნენ.
ელ-76 მის გვერდით ჩაცუცქდა და ჰკითხა:
– მითხარით, დანარჩენები რატომ გამირბოდნენ?
პეინს მშვენივრად ესმოდა, რატომაც გაურბოდნენ რო-
ბოტს, მაგრამ იმ დაუნაწევრებელმა ბგერებმა, მან რომ
ძლივძლივობით გამოსცა, მდგომარეობას ნათელი ვერ მოჰ-
ფინა. მან გვერდზე გაწევა სცადა, მაგრამ ხელის განძრევაც
ვერ შეძლო.
– ერთმა თოფიც კი მესროლა, – განაგრძობდა განაწყენე-
ბული ელ-76. – ერთი დიუმით მარცხნივ და მკერდის პირნა-
კეთობას გამიკაწრავდა.
– სსულით ავადმყოფი თთუ იყო, – ენის ბორძიკით წა-
ილუღლუღა პეინმა.

126 მკითხველთა ლიგა


– შესაძლოა. – რობოტის ხმა ახლა უფრო მიმნდობლად
აჟღერდა. – მითხარით, რატომ არ არის ყველაფერი ისე, რო-
გორც უნდა იყოს?
პეინმა ნაჩქარევად მიმოიხედა. მას აზრად მოუვიდა, რომ
მხეცური შესახედაობის ეს ლითონის გიგანტი ძალიან მშვი-
დად ლაპარაკობდა. ამას გარდა, სადღაც ისიც ჰქონდა გაგე-
ბული, რომ ტვინის აგებულება რობოტს საშუალებას არ აძ-
ლევს ადამიანს ზიანი მიაყენოსო, და ძლივს შვებით ამოისუნ-
თქა.
– ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
– ნუთუ? – ელ-76-მა იჭვნეულად შეხედა მას. – აი თქვენ,
მაგალითად, სად არის თქვენი სკაფანდრი?
– სკაფანდრი საერთოდ არა მაქვს.
– მაშ, რატომ არ მოკვდით?
– მმ... არ ვიცი, – უპასუხა განცვიფრებულმა პეინმა. აი, ხე-
დავთ – გამარჯვებულის კილოთი უთხრა რობოტმა.
– ხომ ვამბობ, ისე არ არის-მეთქი, როგორც უნდა იყოს.
სადაა კოპერნიკის კრატერი? სადაა მთვარის სადგური N 17?
სადაა ჩემი „დეზინტო“.? მე მინდა საქმეს მოვკიდო ხელი, ძა-
ლიან მინდა. – წყენისაგან ხმა აუთრთოლდა რობოტს. – უკვე
რამდენიმე საათი დავდივარ და ვკითხულობ, იქნებ ვინმემ ჩე-
მი „დეზინტოს“ გზაკვალი მიმასწავლოს, მაგრამ რატომღაც
ყველანი გამირბიან. ვინ იცის, როგორ ჩამოვრჩი გრაფიკს,
ალბათ უბნის უფროსი სულ ცოფებს ყრის... ეს რა დღეში ჩავ-
ვარდი!
პეინმა თანდათან აზრი მოიკრიბა და მიუბრუნდა:
– ერთი მითხარი, რა გქვია?
– ჩემი ნომერია ელ-76.

127 მკითხველთა ლიგა


– კეთილი, ელ-იც საკმარისია. აი რა, ელ, თუ შენ მთვარის
სადგური N 17 გჭირდება, ეგ სადგური მთვარეზე უნდა ეძებო,
გასაგებია?
– რა თქმა უნდა. მე ხომ სწორედ მას ვეძებდი...
– მაგრამ ეგ სადგური მთვარეზეა. ეს კი მთვარე არ არის.
ახლა რობოტის გაოცების ჯერი დადგა. ის ერთხანს და-
ფიქრებული შესცქეროდა პეინს, მერე კი ნელა ჩაილაპარაკა:
– როგორ თუ არ არის მთვარე? მაშ, რა არის, ჰა? მითხა-
რით...
პეინმა რაღაც გაურკვეველი ხმა გამოსცა და მძიმედ აქ-
ლოშინდა, თან თითის ქნევით დაემუქრა რობოტს.
– იცოდე, – დაიწყო მან, მაგრამ სწორედ ამ დროს მისი
გონება გაანათა საუკუნის უდიდესმა იდეამ და ხმაჩახრენ-
წილმა შესძახა:
– აუჰ!
ელ-76-მა მკაცრად გადახედა მოსაუბრეს.
– ეს პასუხი არაა. მე მგონი, უფლება მაქვს ჩემს თავაზიან
შეკითხვაზე თავაზიანი პასუხი მოგთხოვოთ.
მაგრამ პეინი ყურს არ უგდებდა მას. ჯერ კიდევ საკუთარი
გამჭრიახობით იყო გაბრუებული. რა თქმა უნდა, ყველაფერი
დღესავით ნათელია. ეს რობოტი მთვარისთვის ააწყვეს, მაგ-
რამ როგორღაც დედამიწაზე დარჩა და დაიბნა. ბუნებრივია,
რომ მას თავგზა აებნა, რადგან მისი პოზიტრონული ტვინი
მხოლოდ მთვარის პირობებისათვისაა გაანგარიშებული და
დედამიწაზე შექმნილ ვითარებაში ვერ გაერკვევა.
რობოტი როგორმე აქ უნდა დააკავოს, სანამ ქარხანას და-
უკავშირდება პიტერსბოროში. რობოტს ხომ ძალიან დიდი
ფასი აქვს! მან სადღაც მოისმინა, რომ თითოეული რობოტი

128 მკითხველთა ლიგა


ორმოცდაათი ათასი, ხანდახან მილიონი დოლარიც კი ღირს.
რამხელა ფულადი ჯილდოს მიღება შეიძლება!
გეყურება, რენდოლფ პეინ! მთელი ეს თანხა შენი იქნება
უკანასკნელ ცენტამდე. შენი პირადი საკუთრება იქნება. მი-
რანდას ერთი გახვრეტილი გროშიც არ ერგება! კაპიკსაც ვერ
მიიღებს, ეშმაკმა დალახვროს!
ბოლოს და ბოლოს პეინი როგორც იყო დამშვიდდა და
ფეხზე წამოდგა.
– ელ, – თქვა მან, – მე და შენ მეგობრები ვართ, მოკეთე-
ები! მე შენ ძმასავით მიყვარხარ!
მან ხელი გაუწოდა რობოტს.
– მომე თათი!
მისი ხელი რობოტის ლითონის ხელისგულში ჩაეფლო.
რობოტმა ფრთხილად ჩამოართვა ხელი, მაგრამ კარგად ვერ
გარკვეულიყო, რა ხდებოდა.
– ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ მეტყვით, როგორ
უნდა მივაღწიო მთვარის სადგურს?
პეინი ოდნავ შეცბუნდა.
– არა, მთლად არა. მოკლედ, მე შენ ისე მომწონხარ, რომ
მინდა, ცოტა ხანს ჩემთან დარჩე.
– ო, არა, არ შემიძლია. მე მუშაობა უნდა დავიწყო. – პირ-
ქუშად დაუმატა მან. – აბა, ერთი წარმოიდგინეთ, თქვენ თვი-
თონ არ ასრულებდეთ ნორმას! მე მუშაობა მინდა. მე უნდა ვი-
მუშაო...
პეინმა ცოტა არ იყოს ზიზღით გაიფიქრა, ყველას თავისი
გემოვნება აქვსო და უთხრა:
– კეთილი, რახან ასეა, მე შენ რაღაცას აგიხსნი. ვხედავ,
რომ გონიერი ხარ და ყველაფერს გამიგებ. შენი უბნის უფ-

129 მკითხველთა ლიგა


როსმა მიბრძანა, რომ ცოტა ხნით აქ დაგაკავო. მოკლედ, სა-
ნამ შენს წასაყვანად ვინმეს არ გამოგზავნის.
– რატომ? – დაეჭვებით იკითხა ელ-76-მა.
– წარმოდგენა არა მაქვს. ეს ალბათ სახელმწიფო საიდუმ-
ლოებაა.
„ღმერთო, ოღონღაც დაიჯერებდეს“! – გულში ივედრებო-
და პეინი. მან კარგად იცოდა, რომ რობოტები ძალზე გონივ-
რები იყვნენ, მაგრამ ეს ელ-76 რაღაც ადრინდელ მოდელებს
ჰგავდა.
სანამ პეინი ლოცულობდა, ელ-76 მდგომარეობას აფასებ-
და. „დეზინტოსთან“ ერთად მთვარეზე მუშაობისათვის გან-
კუთვნილი მისი ტვინი უვარგისი იყო აბსტრაქტული აზროვნე-
ბისათვის. ერთი სიტყვით, ელ-76-მა აღმოაჩინა, რომ მას შემ-
დეგ, რა გზა დაებნა, მისი აზროვნების პროცესი რაღაც უცნაუ-
რად მიმდინარეობდა. მასზე აშკარად იმოქმედა უცხო ვითა-
რებამ.
ყოველ შემთხვევაში, რობოტის მორიგი შეკითხვა მის გამ-
ჭრიახობაზე მეტყველებდა. მან ეშმაკურად იკითხა:
– რა ჰქვია ჩემი უბნის უფროსს?
პეინს თითქოს სასულეში რაღაც გადასცდა, მაგრამ იმწამ-
სვე გონს მოეგო და წყენით უპასუხა:
– ელ, როგორ არა გრცხვენია? აბა, იმის სახელს როგორ
გეტყვი. ხეებსაც ხომა აქვთ ყურები!
ელ-76-მა მშვიდად შეათვალიერა ახლო-მახლო ხეები და
შეედავა:
– მათ ყურები არა აქვთ.
– ვიცი. მე მინდოდა მეთქვა, აქ ჯაშუშები იქნებიანმეთქი.
– ჯაშუშები? ეგ რაღას ნიშნავს?

130 მკითხველთა ლიგა


– როგორ გითხრა, ისინი ცუდი ადამიანები არიან. მათ უნ-
და გაანადგურონ მთვარის სადგური N 17.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ცუდი ადამიანები არიან. მათ შენი განად-
გურებაც უნდათ. სწორედ იმიტომაც უნდა დარჩე აქ ცოტა
ხანს, რომ არ გიპოვნონ.
– მაგრამ... მაგრამ მე „დეზინტო“ მჭირდება, გრაფიკს არ
უნდა ჩამოვრჩე.
– იპოვნი შენს „დეზინტოსაც“. იპოვნი, – გაცხარებით შეჰ-
პირდა პეინი. ის ახლა გუნებაში ასევე გაცხარებით წყევლიდა
რობოტს, მხოლოდ ერთადერთი იდეა რომ ამოძრავებდა. –
ხვალ „დეზინტოსაც“ აქ გამოგზავნიან. დიახ, ხვალ დილითვე.
მანამდე კი ქარხნიდან მოვლენ და ის ჯილდოდ მიიღებს
ასდოლარიანი მწვანე ქაღალდების ნანატრ დასტას!
მაგრამ უცნობი სამყაროს გამაღიზიანებელი ზემოქმედე-
ბის შედეგად ელ-76 უფრო და უფრო ჯიუტობდა და კერპობდა.
– არა, – უპასუხა მან. – „დეზინტო“ ახლავე მჭირდება.
რობოტმა თავისი ლითონის სახსრები გამართა და წამოდ-
გა.
– უმჯობესია, წავიდე და სხვაგან ვეძებო.
პეინი უკან გამოედევნა და ლითონის ნიდაყვზე ჩამოეკი-
და.
– გამიგონე, ელ! – დაიყვირა მან, – შენ აქ უნდა დარჩე...
ამ დროს რობოტის ტვინში რაღაცამ გაიტკაცუნა.
ყველაფერი არაჩვეულებრივი, რაც მას გარს ეხვია, ერთ
წერტილში შეგროვდა, მისი ტვინი უეცარი აფეთქების სიკაშ-
კაშით განათდა და არაჩვეულებრივი ეფექტურობით ამუშავ-
და. რობოტი ენერგიულად შებრუნდა პეინისკენ:

131 მკითხველთა ლიგა


– აი რა, მე შემიძლია „დეზინტო“ აქვე ავაწყო. მაშინ მას-
თან ერთად მუშაობასაც შევძლებ.
პეინმა ერთ ხანს გაჩუმება ამჯობინა.
– არა მგონია, რომ მისი აწყობა შევძლო.
თავის მოკატუნება, თითქოს მან იცოდა იმ რაღაც უცნაური
„დეზინტოს“ აწყობა, ნაღდად არა ღირდა.
– არაფერია, – ელ-76 თითქმის გრძნობდა, მის ტვინში პო-
ზიტრონული კავშირები როგორ იცვლებოდნენ ახლებურად
და დამამშვიდებელ გაღიზიანებას განიცდიდა. – მე თვითონ
ავაწყობ „დეზინტოს“. მან პეინის „ლუქს-სოროში“ შეიხედა და
თქვა:
– ყველაფერი აქ არის, რაც მე დამჭირდება.
რენდოლფ პეინმა თვალი მოავლო ქოხში მოფანტულ ხა-
რახურას: აქ იყო გამოშიგნული რადიომიმღები, უსახურავო
მაცივარი, ავტომანქანის ჩაჟანგებული ძრავები, გატეხილი
გაზქურა, რამდენიმე ასეული მეტრი სხვადასხვა ზომის მავ-
თული და მილი. ერთი სიტყვით, ქოხში თავმოყრილი იყო ხუ-
თი-ათი ტონა ლითონის ჯართი, რომელსაც ზიზღით მხარს შე-
აქცევდა ყველაზე თავგამოდებული მეძველმანეც კი.
– ნუთუ? – სუსტი ხმით იკითხა პეინმა.

ორი საათის შემდეგ პრაქტიკულად ერთსადაიმავე დროს


მოხდა ორი ამბავი. ჯერ ერთი, სემ ტობს, „ი. ს. რობოტს ენდ
მეკენიკლ მენ, ინკორპორიტედის“ პეტერსბოროს ფილიალის
მმართველს ხენაფორდიდან ვიდეოფონით დაურეკა ვინმე
რენდოლფ პეინმა. საქმე ეხებოდა დაკარგულ რობოტს. ტობ-
მა ისე დაიბღავლა, ლამის გულ-მუცელი ამოაყოლა, ვიდეო-
ფონი გამოირთო და ბრძანა, რომ ამის შემდეგ ამდაგვარი
„პაციენტები“ ვიცე-პრეზიდენტის მეექვსე მოადგილისათვის
132 მკითხველთა ლიგა
დაეკავშირებინათ, რომელიც ძირითადად ღილებისათვის სა-
ჭირო ნასვრეტების საქმეს განაგებდა.
ტობის მდგომარეობა გასაგები იყო. უკანასკნელ კვირას
რაც რობოტი ელ-76 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ქარხანაში
ქვეყნის ყველა კუთხიდან განუწყვეტლივ ატყობინებდნენ მის
ადგილსამყოფელს. ხანდახან დღეში თოთხმეტი ცნობა მო-
დიოდა და თანაც თოთხმეტი სხვადასხვა შტატიდან.
ტობს ეს „პატივისცემა“ ყელში ამოუვიდა. თუმცა უამისო-
დაც ზომაზე მეტად იყო გაშმაგებული. ისეთი ხმები დადიოდა,
თითქოს ამ საქმის განხილვას კონგრესის კომისიაც კი აპი-
რებდა, თუმცა რობოტექნიკის და მათემატიკური ფიზიკის
თვალსაჩინო სპეციალისტები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ
რობოტი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა.
ამიტომ რა გასაკვირია, რომ მმართველი მხოლოდ სამი
საათის შემდეგ ჩაუფიქრდა იმას, თუ რენდოლფ პეინს სად უნ-
და გაეგო, მთვარის რომელი სადგურისათვის იყო განკუთ-
ვნილი რობოტი ან რა ნომერი ჰქონდა მას. ასეთი დაწვრილე-
ბითი ცნობები კომპანიას არავისთვის არ მოუწოდებია.
სემ ტობმა წუთნახევარი იფიქრა, მერე კი საქმეს მოჰკიდა
ხელი. მაგრამ იმ სამი საათის მანძილზე, რაც პეინის დარეკ-
ვის შემდეგ გავიდა, მოხდა მეორე ამბავი. რენდოლფ პეინი,
რომელმაც მმართველთან საუბრიდან სწორი დასკვნა გააკე-
თა და ირწმუნა, რომ მისი მშრალი სიტყვებისა არავის სჯერო-
და, ქოხში ფოტოაპარატით დაბრუნდა. მოდი და ფოტოსუ-
რათსაც ნუ დაუჯერებენ! ორიგინალს კი, იცოცხლე, სანამ ფუ-
ლებს არ ჩაუთვლიან, თვალითაც არ დაანახვებს!
მთელი ამ დროის მანძილზე ელ-76 თავისი საქმით იყო
გართული. მას პეინის ქოხმახში დახვავებული ჯართის ნახე-
ვარზე მეტი დაახლოებით ორ აკრ ფართობზე მიმოეფანტა,
133 მკითხველთა ლიგა
თვითონ შუაში ჩაცუცქულიყო და გულდასმით ჩაჰკირკიტებდა
რადიონათურებს, რკინის ნაჭრებს, სპილენძის მილებს და
სხვა ხარახურას. მას არავითარი ყურადღება არ მიუქცევია
პეინისათვის, რომელიც მის სიახლოვეს მიწაზე გაწოლილი-
ყო და სურათის გადასაღებად ემზადებოდა.
სწორედ ამ დროს ქუჩის მოსახვევში გამოჩნდა ლემუელ
ოლივერ კუპერი და მის თვალწინ გადაშლილი სანახაობით
შეძრწუნებული ადგილზე გაქვავდა. იგი პეინთან დახმარების
სათხოვნად მიდიოდა: ელექტრულ ტოსტერს რაღაც სულე-
ლური ჩვეულება დასჩემდა – პურის პატარა ნაჭრებს ისე ის-
როდა, რომ მათ შეწვაზე თავს არ იწუხებდა. წასვლით კი, ცხა-
დია, უფრო აშკარა მიზეზის გამო მოუსვა უკან. აქეთობისას
არხეინად მოაბიჯებდა, გაზაფხულისათვის შესაფერისი სუ-
ლიერი განწყობილება ეტყობოდა მის ყოველ ნაბიჯს. უკან კი
ისეთი სიჩქარით მოკურცხლა, რომ უნივერსიტეტის მძლე-
ოსანთა გუნდის რომელ მწვრთნელსაც არ უნდა დაენახა, გა-
ოცებისაგან პირს დააღებდა და მოწონების ნიშნად ტუჩებს
გააწკლაპუნებდა.
კუპერი – მას ახლა არც ქუდი ახსოვდა და არც ფოსტერი –
რაკეტასავით შეიჭრა შერიფ სონდერსის კაბინეტში და მხო-
ლოდ მაშინ გაჩერდა, როცა კედელს დაეჯახა. იგი მზრუნვე-
ლობით წამოაყენეს ზეზე და საცოდავი ოცდაათი წამი ამაოდ
ცდილობდა ხმის ამოღებას. შერიფმა ვისკი შეასვა, სხვებმა
ჰაერი გაუნიავეს და ბოლოს, როცა ხმის ამოღება შეძლო, ეს-
ღა წაილუღლუღა: „შვიდი ფუტის სიმაღლის... ურჩხული...
მთელი ქოხი გაუნიავებია... საცოდავი რენი პეინი...“
თანდათანობით წვრილმანების დადგენაც მოხერხდა:
თურმე რენდოლფ პეინის ქოხთან იჯდა შვიდი-რვა ფუტის სი-
მაღლის ურჩხული; თვითონ რენდოლფ პეინი კი პირქვე ეგ-
134 მკითხველთა ლიგა
დო მიწაზე ერთიანად სისხლში ამოსვრილი. ის საცოდავი ისე
იყო დასახიჩრებული, რომ ვეღარ იცნობდით; ურჩხული გულ-
მოდგინედ გლეჯდა ყველაფერს და ამით თავის ვნებას იოკებ-
და; იგი ლემუელ ოლივერ კუპერსაც მივარდა, მაგრამ კუპერ-
მა ძლივძლივობით დააღწია თავი მის კლანჭებს.
შერიფმა წელზე მჭიდროდ შემოიჭირა ქამარი და თქვა:
– ეს სწორედ ის მექანიკური კაცუნაა, პიტერბორის ქარ-
ხნიდან რომ გაექცათ, გასულ შაბათს გაგვაფრთხილეს. ჰეი,
ჯეკ, ყოველ ხენაფორდელს, ვისაც კი სროლა შეუძლია, შერი-
ფის თანაშემწის ნიშანი ჩამოჰკიდე. შუადღით რომ ყველა აქ
იყოს! ჰო, აი კიდევ რა: პეინის ქვრივთან შეიარე და უბედურ
შემთხვევაზე გადაუკარი სიტყვა, ოღონდ ფრთხილად შეაპა-
რე!
ამბობენ, თითქოს მირანდა პეინი ამ ამბის შეტყობინები-
სას მხოლოდ ერთი წუთით დაყოვნდა, რომ შეემოწმებინა,
ადგილზე იყო თუ არა მისი „გარდაცვლილი“ მეუღლის სადაზ-
ღვევო პოლისი. როცა პოლისი იპოვა, ერთხელ კიდევ შე-
უკურთხა თავის ყეყეჩ ქმარს, რატომ ერთიორად მეტ თანხაში
არ დაეზღვიეო, და მაშინათვე ისეთი გულშემზარავი, ისეთი
მწარე ქვითინი ამოუშვა, რომ ესოდენი მწუხარება პატივით
შემოსავდა ყველაზე დარბაისელ ქვრივსაც კი.

რამდენიმე საათის შემდეგ რენდოლფ პეინი, – მან ხომ


არაფერი არ იცოდა თავის მძიმე ხეიბრობისა და საშინელი
სიკვდილის შესახებ, – კმაყოფილებით ათვალიერებდა ახ-
ლახანს გამომჟღავნებულ ნეგატივებს. მას ისეთი გულდას-
მით ემუშავა და იმდენი სურათი გადაეღო, რომ ძნელი იყო
რობოტის მუშაობის ამსახველი სურათების უფრო ამომწურა-
ვი სერიის წარმოდგენა. სათაურებიც შესაფერისი შეერჩია.
135 მკითხველთა ლიგა
„ჩაფიქრებული რობოტი რადიონათურას ათვალიერებს“,
„რობოტი მავთულებს აკავშირებს ერთმანეთთან“, „რობოტი
სახრახნისს ატრიალებს“, „რობოტი მაცივარს ამსხვრევს“ და
ასე შემდეგ.
ძირითადი სამუშაო შესრულებული იყო, ახლა წვრილმა-
ნიღა დარჩა – სურათების გამჟღავნებაზე უნდა ეზრუნა. პეინ-
მა მშვიდად გადასწია ფარდა, იმპროვიზირებულ ბნელ ოთახს
რომ ტიხრავდა, ხელი შარვლის კალთებზე შეიწმინდა, გუ-
ლარხეინად ჩაიღიღინა და გარეთ გავიდა, რომ რობოტს გა-
მოლაპარაკებოდა და თან ჩიბუხი გაებოლებინა.
პეინი კმაყოფილი და გულდამშვიდებული გახლდათ. აბა,
რას წარმოიდგენდა, რომ ახლომახლო ტყეები სავსე იყო და-
ფეთებული და ნირწამხდარი ფერმერებით. ისინი სახელდახე-
ლოდ შეიარაღებულიყვნენ კოლონიისდროინდელი ძველის-
ძველი მუშკეტებითა და შერიფის ხელის ტყვიამფრქვევით.
პეინს ვერც კი წარმოედგინა, რომ ამ დროს სემ ტობი ექვსი
რობოტექნიკოსის თანხლებით სენფორდისაკენ მოჰქროდა
და საათში ასოც მილზე მეტს გადიოდა მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ, რომ პატივი ჰქონოდა რენდოლფ პეინის პირადად
გაცნობისა.
და აი, სანამ კვანძის გახსნა ახლოვდებოდა, რენდოლფ
პეინმა უკმაყოფილებით ამოისუნთქა, ასანთი თავისი შარ-
ვლის საჯდომზე გაჰკრა, ჩიბუხი გააბოლა და მედიდურად,
დამცინავი ღიმილით გადახედა რობოტ ელ-76-ს.
პეინისათვის ისედაც ნათელი იყო, რომ რობოტი საფუძ-
ვლიანად შეიშალა. რენდოლფ პეინი კარგა გვარიანად ერ-
კვეოდა თვითნაკეთი მოწყობილობების არსში, რადგან მასაც
ბევრი აპარატი ჰქონდა აწყობილი. მათი დანახვა ყველაზე
ფლეგმატურ ცხენსაც კი დააფრთხობდა, მაგრამ პეინს სიზ-
136 მკითხველთა ლიგა
მარშიც კი არ მოლანდებია ისეთი საშინელი მოწყობილობა,
როგორიც რობოტმა ელ-76-მა შეაკოწიწა.
დიახ, ეს მართლაც საზარელი რამ იყო!
დაჟანგული რკინის მასიურ საყრდენზე (პეინმა ძლივ-
სძლივობით გაიხსენა, რომ ოდესღაც ეს მასიური რკინა
ტრაქტორის რომელიღაც ნაწილი იყო) წაღმა-უკუღმა აღმარ-
თულიყო მავთულების, ბორბლების, ნათურების და, ერთი
სიტყვით, უთვალავ და აუწერელ საშინელებათა გასაოცარი
დომხალი. ყველაფერ ამას თავზე გვირგვინად ედგა ყველაზე
ავბედითი შესახედაობის მილძაბრის მსგავსი რაღაც.
პეინმა მილძაბრში ჩახედვა განიზრახა, მაგრამ თავი შე-
იკავა. თუმცა ამ ურჩხულს როგორ ენდობოდა, როცა მის
თვალწინ ამაზე რიგიანი შესახედაობის მანქანებიც აფეთქე-
ბულან ანაზდეულად.
პეინმა უკან დაიხია და თქვა:
– გამიგონე, ელ!
რობოტი მუცელზე იწვა და თავის ნაცოდვილარზე ლითო-
ნის თხელ ფურცელს ამაგრებდა. მან თავი ასწია:
– რა გნებავთ, პეინ?
– ეს რა არის?
ასეთი შეკითხვის მიცემა და ისიც ასეთი ტონით ადამიანს
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას სამმეტრიანი ჭო-
კით ნახევრად მიხრწნილი ლეში უჭირავს, და ზიზღით შეჰყუ-
რებს.
– ეს „დეზინტოა!“ – დაამშვიდა – რობოტმა. – მე მას იმი-
ტომ ვაკეთებ, რომ მერე მუშაობას შევუდგე მასთან ერთად.
გაუმჯობესებული მოდელია!
რობოტი წამოდგა, ჩხარაჩხურით გაიფერთხა მუხლისთა-
ვები და სიამაყით შეხედა თავის ნახელავს.
137 მკითხველთა ლიგა
პეინს გააჟრჟოლა. წარმოგიდგენიათ, გაუმჯობესებული
მოდელიო! ბუნებრივია, რომ ორიგინალს მთვარის უფსკრუ-
ლებში მალავენ. საცოდავი დედამიწის თანამგზავრი! საცო-
დავი უსიცოცხლო თანამგზავრი!
პეინს რა ხანია ერთი ახირებული სურვილი ჰქონდა – სურ-
და გაეგო, რა იყო სიკვდილზე უარესი. მაგრამ აქამდე პასუხი
ვერ მიიღო, ახლა კი მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.
– მერე და, ეს ოინბაზი იმუშავებს? – იკითხა მან.
– რა თქმა უნდა.
– შენ რა იცი?
– სხვაგვარად როგორ იქნება! ის ხომ ჩემი აწყობილია!
თუმცა კიდევ მჭირდება ერთი დეტალი. ჯიბის ნათურა ხომ არ
გექნებათ?
– მე მგონი, სადღაც უნდა იყოს.
პეინი ქოხში გაუჩინარდა და უმალვე დაბრუნდა.
რობოტმა ჯიბის ნათურას თავსახურავი მოხსნა და ისევ მუ-
შაობას შეუდგა. ხუთი წუთის შემდეგ მან მუშაობა დაამთავრა,
რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და წარმოთქვა:
– მზადაა. ახლავე შევუდგები მუშაობას. თუ სურვილი
გაქვთ, შეგიძლიათ მიყუროთ.
სიჩუმე ჩამოვარდა, სანამ პეინი ღირსეულად შეაფასებდა
ასეთ დიდსულოვან წინადადებას.
– საშიში ხომ არ არის?
– არა, ბავშვიც კი გაართმევს თავს.
– ჰოო! – პეინმა ალმაცერად გაიცინა და ყველაზე მსხვი-
ლი ხის უკან დაიმალა.
– მიდი, მიუშვი, – დაიყვირა მან. – მე მჯერა შენი.
ელ-76-მა ურჩხულის კოშმარულ მკერდზე მიუთითა და
წარმოთქვა: – უყურეთ!
138 მკითხველთა ლიგა
მერე ხელები აამოძრავა და...

ვირჯინიის შტატის სენფორდის საგრაფოს ყოჩაღი ფერმე-


რები თანდათან ავიწროვებდნენ წრეს რენდოლფ პეინის ქოხ-
მახის ირგვლივ. მათ ძარღვებში კოლონიისდროინდელი წი-
ნაპრების გმირული სისხლი ჩქეფდა, მაგრამ ტანში ჟრუანტე-
ლი დაუვლიდათ ხოლმე, როგორც კი უხილავ მტერთან მომა-
ვალი შეხვედრა გაახსენდებოდათ.
შერიფმა ბრძანება გასცა:
– მხოლოდ ჩემს ნიშანზე ისროლეთ, პირდაპირ თვალებში
დაუმიზნეთ.
შერიფს ჯეკობ ლინკერი მიუახლოვდა. ეს ის ჯეკობ ლინკე-
რი იყო, მეგობრები გამხმარ ჯეიკს რომ ეძახოდნენ, თვითონ
კი თავის თავს შერიფის თანაშემწეს უწოდებდა.
– აბა, ერთი ვნახოთ, იქნებ ის ჩვენი მექანიკური კაცუნა
აითესა.
როგორ არ ცდილობდა გამხდარი ჯეიკი, გულგრილად
ელაპარაკა, მის ხმაში მაინც გამოკრთოდა იმედის სხივი.
– რაღაც არა მგონია,– ჩაიბუზღუნა შერიფმა. – ათესვაზე
რომ ეფიქრა, მაშინ ტყეში უნდა წავწყდომოდით სადმე, მაგ-
რამ მადლობა ღმერთს, ჯერ არ შეგვხვედრია.
– საოცარია, ჩამიჩუმიც არ ისმის, პეინის ქოხამდე კი ერ-
თი ნაბიჯიღა დარჩა.
ჯეიკს შეეძლო ეს სულაც არ შეეხსენებინა – შერიფი სონ-
დერსი რა ხანია ისედაც დაფეთებული აცეცებდა თვალებს და
ვერაფრით ვერ მოეხერხებინა სასულეში გაჩხერილი უშვე-
ლებელი გუნდის გადაყლაპვა.
– შენს ადგილზე დაბრუნდი, ჯეიკ, – როგორც იყო, სული
მოითქვა შერიფმა, – და ჩახმახს თითი არ მოაშორო.
139 მკითხველთა ლიგა
ამასობაში მინდორსაც მიუახლოვდნენ. შერიფი ხეს ამოე-
ფარა, თვალი მაგრად მოხუჭა და ქოხისკენ გაიხედა. ვერაფე-
რი ვერ დაინახა. ცოტა ხანს შეიცადა და მერე ხელმეორედ გა-
იხედა ქონისკენ, ამჯერად უკვე თვალახელილმა.
მეორე ცდა, რა თქმა უნდა, უფრო შედეგიანი აღმოჩნდა.
აი, ყველაფერი, რაც მან დაინახა: უზარმაზარი მექანიკური
კაცი, მისკენ ზურგშექცევით რომ იდგა, რაღაც გაურკვეველი
წარმოშობისა და კიდევ უფრო გაურკვეველი დანიშნულების
უშნო, უსწორმასწორო მოწყობილობაზე დახრილიყო. ამგვა-
რად, შერიფმა მხოლოდ რენდოლფ პეინის აცახცახებული
ფიგურა ვერ შენიშნა. პეინი მისგან ჩრდილო-დასავლეთით,
სამი ხის დაშორებით გატრუნულიყო და ნაზად ეხვეოდა და-
კოჟრილ ხის ტანს.
შერიფმა სონდერსმა ნაბიჯი წადგა წინ და ხელის ტყვიამ-
ფრქვევი აღმართა, მისკენ ზურგშექცეულმა რობოტმა უცნობი
პირის (თუ პირთა) საყურადღებოდ ხმამაღლა წარმოთქვა:
– უყურეთ!
და სწორედ იმ წუთში, როცა შერიფმა პირი გააღო, რომ
ცეცხლის გახსნის ნიშანი მიეცა, ლითონის თითი ღილაკს შე-
ეხო...

ზუსტი აღწერა იმისა, თუ რა მოხდა ამის შემდეგ, არ არსე-


ბობს, თუმცა ყველაფერი სამოცდაათი მოწმის თანდასწრე-
ბით მოხდა. ამ შემთხვევიდან დღეები, თვეები და წლებიც კი
ისე გავიდა, რომ სამოცდაათიდან არც ერთს სიტყვა არ დას-
ცდენია ამ რამდენიმე წამის თაობაზე. როცა მათ ამ კოშმა-
რულ წამებზე ეკითხებოდნენ, ისინი განცდილი შიშის ზეგავ-
ლენით ისევ ძველებურად კარგავდნენ ფერს და მოსაუბრეებს
ბარბაცით შორდებოდნენ ხოლმე.
140 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მაინც საფუძველს მოკლებული არ იქნება ვივა-
რაუდებთ, თუ დაახლოებით რაც მოხდა.
მაშ ასე. შერიფმა სოდერსმა პირი გააღო. ელ-76-მა ღი-
ლაკს თითი დააჭირა. „დეზინტო“ ამუშავდა და სამოცდათ-
ხუთმეტი ხე, ორი საბძელი, სამი ძროხა და იხვნისკარტა ბორ-
ცვის სამი მეოთხედი თვალის დახამხამებაში აღიგავა პირი-
საგან მიწისა. როგორც იტყვიან ხოლმე, გაჰქრა, ვით თოვლი
შარშანწინდელი.
ამის შემდეგ შერიფ სონდერსს პირი კარგა ხანს ისევ ღია
ჰქონდა, მაგრამ არც ცეცხლის გახსნის ბრძანება გაუცია და
არც არაფერი უთქვამს. მერე კი...
მერე ერთბაშად ყველაფერი ახმაურდა და აირ-დაირია,
რეტდასხმული ფერმერები ისე გარბოდნენ, რომ მიწას ფეხს
არ აკარებდნენ. ბუჩქნარებში უთავბოლო შრიალი და ტკა-
ცატკუცი ისმოდა, მთელი ტყე დაისერა რენდოლფ პეინის
ქოხმახიდან ირგვლივ მიმოფანტული ლილისფერი ელვის
ხაზებით. ალყის მონაწილეთაგან კვალიც აღარ დარჩა.
პეინის ქოხის გარშემო უთავბოლოდ ეყარა ათასგვარი
სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის შერიფის პა-
ტენტირებული, მონიკელებული, ზესწრაფმსროლელი და სა-
იმედო ხელის ტყვიამფრქვევიც. იარაღთან ერთად მინდორზე
ეყარა ორმოცდაათამდე ქუდი, რამდენიმე სიგარა და ყოველ-
გვარი წვრილმანი, რაც ფერმერებს ხელიდან გავარდნოდათ
იმ აურზაურში. ადამიანები კი სადღაც გადაკარგულიყვნენ.
სამი დღის მანძილზე ამ ხალხისა არა ისმოდა რა. ერ-
თდერთი გამხდარი ჯეიკი გახლდათ გამონაკლისი. მასაც
მხოლოდდამხოლოდ პიტერსბოროს ქარხნის მოსამსახურე-
ებთან შეხვედრამ შეუშალა ხელი მეტეორივით სრბოლაში.

141 მკითხველთა ლიგა


ისინიც კარგა გვარიანი სიჩქარით მოჰქროდნენ, ოღონდ ტყი-
დან კი არა, პირიქით, ტყისკენ იჩქაროდნენ.
გამხდარი ჯეიკი სემ ტობმა შეაჩერა – საკუთარი მუცლით
მოხერხებულად გადაუღობა გზა. როგორც კი სული მოითქვა,
სემმა იკითხა:
– სად ცხოვრობს რენდოლფ პეინი?
გამხდარ ჯეიკს ერთი წამით გაუბრწყინდა გაშეშებული
თვალები.
– აქვე! – უპასუხა მან, – საწინააღმდეგო მიმართულებით.
და იმწამსვე რაღაც სასწაულით გაუჩინარდა. შორს, ჰორი-
ზონტზე, ხეებს შორის მოჩანდა წერტილი, რომელიც თანდა-
თან პატარავდებოდა. შესაძლოა, ის გამხდარი ჯეიკი იყო,
მაგრამ სემ ტობი ფიცქვეშ მაინც ვერ გაბედავდა ამის მტკიცე-
ბას.
აი, ყველაფერი ალყის თაობაზე, მხოლოდ ერთი რენ-
დოლფ პეინი დაგვრჩა, მაგრამ მომხდარმა ამბავმა მასზე ცო-
ტა სხვაგვარად იმოქმედა.
რენდოლფ პეინს აბსოლუტურად არ ახსოვდა, რა მოხდა
იმ ხუთი წამის მანძილზე, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერი-
სა და იხვნისკარტა ბორცვის გაუჩინარების შემდეგ გავიდა.
მხოლოდ ის ახსოვს, რომ ადრე ხეს ამოფარებული ბუჩქნარი-
დან უთვალთვალებდა მინდორს, ახლა კი ხის კენწეროზე
მოქცეულიყო. ალბათ იმავე იმპულსმა, მოალყეები ჰორი-
ზონტალურად რომ მირეკ-მორეკა, პეინი ვერტიკალური მი-
მართულებით აამოძრავა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოახერხა იმ ასორმოცდაა-
თი ფუტის გადალახვა, რაც ხის ძირს კენწეროსგან აშორებ-
და, – აცოცდა, აფრინდა თუ ახტა, – პეინმა რა იცოდა, თუმცა
არც უნდოდა, რომ სცოდნოდა.
142 მკითხველთა ლიგა
პეინმა მხოლოდ ერთი რამ იცოდა: მის განკარგულებაში
დროებით მყოფმა რობოტმა სხვისი საკუთრება გაანადგურა.
ფულად ჯილდოზე ოცნება თოვლივით გაქრა და კოშმარული
მოჩვენებებით შეიცვალა: აღშფოთებული თანამოქალაქენი,
ლინჩელების განრისხებული ბრბოები, სასამართლო ძიება,
დაპატიმრება მკვლელობაში დანაშაულისათვის და მირანდა
პეინის ტირადები. რენდოლფ პეინს ყველაზე მეტად მაინც მი-
რანდა პეინის ტირადები უფუჭებდა გუნებას...
პეინი ხრინწიანად აღრიალდა:
– შენ, ეი, რობოტო, ახლავე დაამსხვრიე ეგ ოინბაზი გეს-
მის? ნამსხვრევებად აქციე! ჩვენი ნაცნობობაც დაივიწყე! შენ
მე არ მიცნობ, გასაგებია? არავისთან კრინტი არ დაძრა ამის
თაობაზე! დაივიწყე, ყველაფერი დაივიწყე, გესმის?
პეინს არ ეგონა, რომ მისი ბრძანება რაიმე შედეგს გამოი-
ღებდა. უბრალოდ, რაღაც უნდა ეთქვა. მან არ იცოდა, რომ
რობოტი ყოველთვის ასრულებს ადამიანის ბრძანებას, გარ-
და იმ შემთხვევისა, როცა მისი შესრულება საზიანოა, მეორე
ადამიანისათვის.
ამიტომ ელ-76 აუღელვებლად შეუდგა „დეზინტოს“ დამ-
სხვრევას და თავისი პირმშო თვალის დახამხამებაში ლითო-
ნის გამოუსადეგარ ჯართად აქცია.
სწორედ იმ დროს, როცა რობოტი მიწასთან ასწორებდა
„დეზინტოს“ უკანასკნელ კუბიკურ დიუმს, მინდორში სემ ტო-
ბი გამოჩნდა თავისი ამალით. რენდოლფ პეინმა იგრძნო,
რომ რობოტის ნამდვილი მფლობელები მოვიდნენ, ხის კენ-
წეროდან კისრის ტეხვით დაეშვა ძირს და მოკურცხლა.
ნანატრი ჯილდოს მიღებას არ დაელოდა...

143 მკითხველთა ლიგა


ინჟინერ-რობოტექნიკოსი ოსტინ უაილდი სემ ტობს მიუბ-
რუნდა და ჰკითხა:
– რობოტისაგან ვერაფერი ვერ შეიტყვეთ?
ბობმა თავი გაიქნია და ბოხი ხმით ჩაიბუბუნა:
– ვერაფერი. ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მან დაივიწყა ყვე-
ლაფერი, რაც კი ქარხნიდან გამოსვლის შემდეგ შეემთხვა.
როგორც ჩანს, ნაბრძანები ჰქონდა დაევიწყებინა, თორემ რა-
იმე მაინც ეხსომებოდა. ნეტავი ამ ჯართის გროვას რატომ
დასტრიალებდა?
– ახლა მართლაც ჯართის გროვაა. მაგრამ ეს ჯართი ცოტა
ხნის წინ უთუოდ „დეზინტო“ იქნებოდა. რობოტმა ვიღაცის
ბრძანებით დაამსხვრია ის. ხელში რომ ჩამივარდეს ის კაცი,
ვინც რობოტს ამის გაკეთება უბრძანა, საშინელი წამებით
მოვკლავდი! აი, შეხედეთ!
ისინი ყოფილი იხვნისკარტა ბორცვის ფერდობზე იდგნენ.
უფრო ზუსტად, იმ ადგილზე იდგნენ, სადაც ფერდობი მთავ-
რდებოდა, რადგან ბორცვის წვერო პირწმინდად იყო ჩამოჭ-
რილი. უაილდმა თვალი მოავლო უზადოდ სწორ ზედაპირს.
– ო, რა მარჯვე „დეზინტო“ ყოფილა! – თქვა მან. – შიგ
ძირში მოუპარსავს ბორცვი!
– კეთილი, მაგრამ მაინც რატომ ააგო რობოტმა „დეზინ-
ტო“?
უაილდმა მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი. რაღაც ადგილობრივმა ფაქტორებმა ისე იმოქ-
მედა მთვარის ნიმუშის მის პოზიტრონულ ტვინზე, რომ მან
ჯართისაგან ააგო „დეზინტო“. მაგრამ რადგან რობოტმა ყვე-
ლაფერი დაივიწყა, მილიონიდან მხოლოდ ერთი შანსი
გვაქვს იმისა, რომ ოდესმე ისევ წავაწყდეთ ამ ფაქტორს. ერ-

144 მკითხველთა ლიგა


თი სიტყვით, ჩვენ არასდროს არ გვექნება მეორე ასეთი „დე-
ზინტო“.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს, რაც მთავარია, რობოტი
ვიპოვეთ.
– როგორ გითხრათ, – მწარედ შეეპასუხა ინჟინერი. –
ოდესმე „დეზინტოსთან“ მთვარეზე თუ გქონიათ საქმე? ისინი
ელექტრონული ღორებივით ნთქავენ უსაზღვრო ენერგიას და
მუშაობას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა ძაბვა მილიონ
ვოლტს მიაღწევს. ეს „დეზინტო“ კი სულ სხვა პრინციპზე მუ-
შაობდა. მე მთელი ნამსხვრევები მიკროსკოპით გადავსინჯე
და იცით, ენერგიის როგორი წყარო აღმოვაჩინე ?
– როგორი?
– აი, ერთადერთი წყარო, რითაც ეს „დეზინტო“ იკვებებო-
და! მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, როგორ მიაღწია
ამას რობოტმა.
და ოსტინ უაილდმა მმართველს უჩვენა ენერგიის წყარო,
რომლის მეშვეობითაც „ დეზინტომ“ ნახევარ წამში აიღო
ბორცვი, – ეს გახლდათ ჯიბის ნათურის ორად ორი ბატარეა.

მოთხრობები რუსულიდან თარგმნა ჯემალ ნინუამ

145 მკითხველთა ლიგა

You might also like