You are on page 1of 3

ჯარჯი ფხოველი

დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1943


დაბადების ადგილი არახიჯა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 2021 (77 წლის)
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი და მწერალი
მოქალაქეობა სსრკ
საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus უდაბნოს წიგნი
გავლენა მოახდინეს
საიტი armuri.georgianforum.com/t458-topic
ჯარჯი ფხოველი (დ. 18 ოქტომბერი, 1943, არახიჯა, დუშეთის რაიონი,
საქართველოს სსრ) – ქართველი პოეტი, მთარგმნელი და მწერალი.

ბიოგრაფია
ჯარჯი ფხოველი (დავით ციგროშვილი) დაიბადა 1943 წლის 18
ოქტომბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არახიჯაში. საშუალო
სკოლა იქვე დაამთავრა, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1966 წელს.


1968–1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობებში, ჟურნალის რედაქციაში.

მუშაობას მალე თავი მიანება. ბოლო 10 წელიწადია თავის მშობლიურ


კუთხეს, ფშავს დაუბრუნდა და მოღვაწეობას იქიდან განაგრძობს. მისი
ბოლო წიგნი, რომელსაც სახელად „უდაბნოს წიგნი" ჰქვია, სწორედ ამ
პერიოდში შექმნილი პოეზიია შესული.

ვიკიციტატა
„ეს არის ჩემი ბოლო წიგნი: ჩემი წამისოფლის ბოლოკუდა... მე არ
ვჩქარობ, მაგრამ მომავალში შესაძლოა ერთი წიგნიც დავწერო... [1]“
— ამბობს პოეტი ამ წიგნის შესავალში.

ჯარჯი ფხოველს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული


ფოლკლორის, პოეზიისა და მთარგმნელობითი ხელოვნების წინაშე. მან
შეძლო სოციალისტური რეალიზმის კლიშეებს გაქცეოდა, ის ვერლიბრის
ერთ-ერთი ფუძემდებელია.

წიგნები
ლექსები, თბ. საბჭ. საქართველო, 1971
კვირადღე (ლექსები) / ჯარჯი ფხოველი (ციგროშვილი დავით, თბ.
ნაკადული, 1973
43 ლექსი : 1 პოემა, თბ. მერანი, 1974
დუმილის ტყე, თბ. საბჭ. საქართველო, 1975
მკურნალი მიწა, თბ. მერანი, 1977
სამი წელიწადი, თბ. მერანი, 1980
ძველი წიგნებიდან ამოკრებილი ლექსები, თბ. საბჭ. საქართველო, 1982
ჩაძირული არქიპელაგი და სხვა ლექსები, თბ. მერანი, 1984
ლექსები, თბ. საბჭ. საქართველო, 1986
გული ყველაფერს ხედავს, თბ. მერანი, 1987
ჭრილობები, თბ. მერანი, 1990
ლოცვა გულის გადასარჩენად, თბ. საქართველო, 1992
ლირიკა, 1989-1997, რედ. ზვიად რატიანი ; მხატვ. ჯემალ ზენაიშვილი,
თბ. მერანი, 1998
მარტოობის მზე, რედ.: ზაურ კალანდია ; მხატვ.: გოგი წერეთელი, თბ.
მერანი, 2002, ISBN 99928-946-1-X
ფურცლები (პროზა), რედ. ზაურ კალანდია, თბ. ჯისიაი, 2005, ISBN 99940-
17-59-4
დილის არაყი რედ. ლერი ალიმონაკი; მხატვ. გოგი წერეთელი, თბ.
ჯისიაი, 2005, ISBN 99940-17-56-X
100 ლექსი, შემდგ. ზაურ კალანდია, თბ. ინტელექტი, 2012, ISBN 978-9941-
440-16-8
შავი რვეული რედ. ბაღათერ არაბული; მხატვ. გიორგი წერეთელი, თბ.
მერანი, 2012, ISBN 978-9941-9269-8-3
უდაბნოს წიგნი, რედ. ილო ფხოველი, თბ. საუნჯე, გამომცემელი ვაჟა
წოწკოლაური, 2013, ISBN 978-9941-442-72-8
თარგმანი
ყვავილი სარკეში (ძვ. ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია), მხატვარი
გოგი წერეთელი, თბ. მერანი, 1990
ლიტერატურა
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 439.

You might also like