You are on page 1of 10

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ლიტარატურის დაწყებითი კურსის


საფუძვლები

სტუდენტები – ქეთევან კობახიძე, მარიამ მამადაშვილი

ლექტორი – მედეა სალია

პრეზენტაციის თემა – გიორგი ლეონიძე


გიორგი ლეონიძე (1897 – 1966)

გიორგი ლეონიძე
(ფსევდონიმით გოგლა),
XX საუკუნის გამოჩენილი
საზოგადო მოღვაწე,
საქართველოს სახალხო
პოეტი, მეცნიერებათა
აკადემიის ნამდვილი
წევრი და აკადემიკოსი
იყო
გიორგი ლეონიძე
საქართველოს ქომაგი და
მეხოტბე იყო და მისი
ვაჟკაცური
ლექსი სამშობლოს
დარაჯად იქცა. მან
გვასწავლა ქვეყნის
მოვლა-პატრონობის ბევრი

საიდუმლო, მან გვიქადაგა


ჩვენი წინაპრების
ღვაწლის დაფასების
სიბრძნე
გიორგი ლეიონიძის პოეზია იმ ომახიან მყინვარ
სიმღერებსა ჰგავს, ბრძოლაში რომ უძღოდა წინ მტრის
დასათღგუნად აბორგებულ მხედრიონს.

პოეტს სიმღერასმშობელი
ერის სიყვარული და მტრის
სიძულვილი ასაზრდოებს,
ქართული სიტყვის
მირონითაა იგი განათლული
და ჭეშმატირი პოეტური
შთაგონებით
უზრუნველყოფილი
პოეტი თითქოს მთელი ცხოვრება რაღაცას ეძიებდა, რათა
უფრო მძაფრად გადმოეცა ნანახი და ნაგრძნობი , რათა
ზედმიწევნით ზუსტად დაეხატა გარემომცველი თუ შინაგანი
სამყარო; ეძიებდა და პოულობდა კიდეც.
პოეტის შემოქმედებითი მიმართულება

 უმთავრესი მოტივი პოეტის შემოქმედებისა ეროვნულ-პატრიოტული


მოტივია.გიორგი ლეონიძის აზრით მთავარი ღირებულება ესაა
ეროვნული ორიენტირები. მთელი მისი ცხოვრება და პოეზია
საქართველოს დაცვასა და გადარჩენას ემსახურება
მარიტა

 გიორგი ლეონიძემ მოთხრობაში „მარიტა“ შესანიშნავად წარმოაჩინა,


როგორ შეიძლება იქცეს ხალხი ბრბოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიბრძნის
ადგილი დაიკავოს უგუნურებამ, თავისუფლებისა -მონობამ, არჩევნის
უფლება - მორჩილებამ, სიყვარულისა -სიძულვილმა, სინათლისა -
სიბნელემ, სიკეთისა კი -ბოროტებამ.
კაცია ადამიანი?!

 ბრბოს ნიშანი ისიცაა, რომ ადამიანები აღარ ფიქრობენ, მათ


ნაცვლად ფიქრობს სხვა _ ამ შემთხვევაში, ციციკორე. გიორგი
ლეონიძე საოცარი შთამბეჭდაობით ხატავს მარიტას დასჯის სცენას.
ადამიანთა შინაგანი უწმინდურება თითქოს გარეთ გადმოიღვარა,
ირგვლივ ყოველივე ტალახიანი და ჩაშავებულია.
ადამიანის ყოფიერების მთავარი არსი

 ისევე როგორც შენება ძნელი და ხანგრძლივი პროცესია, ხოლო


ნგრევა _ იოლი და ხანმოკლე, ასევე რთული გზა უნდა გაიაროს
ადამიანმა, რომ პიროვნებად იქცეს, მაგრამ ოდნავი თვალის
მოხუჭვაც კი საკმარისია, რომ უსახო ბრბოს ნაწილად გადაიქცეს.
ამიტომაც ყოველთვის, ჩაუმქრალად უნდა ენთოს ადამიანის სულში
მოყვასის სიყვარული.

You might also like