You are on page 1of 3

ლექცია 3.

მინიჭების ოპერატორები, ლოგიკური ოპერატორები, შედარების


ოპერატორები, იდენტურობის ოპერატორები, წევრობის ოპერატორები, პირობითი
ოპერატორები

1. რამდენი ლოგიკური ოპერატორია Python-ში?

2. რა შემთხვევაში აბრუნებს and ოპერატორი True-ს?

3. რა შემთხვევაში აბრუნებს or ოპერატორი True-ს?

4. ჭეშმარიტია თუ არა შემდეგი გამოსახულება:

(1 and not 0) or (1 or 0)

5. რა იქნება შემდეგი გამოსახულების შედეგი?


a. True and True and True
b. False and True and False
c. False and not True or not False
d. (True or not True) and (1 or 0)
e. (1 or 1 and 0 or 0) and not (1 and 1)

6. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია ჭეშმარიტი?


a. 0
b. []
c. True
d. ‘None’
e. 0.000001
f. False

7. რისთვის ვიყენებთ იდენტურობის ოპერატორებს? (განმარტება)

8. შემდეგი ბრძანებებისთვის:
n = 100
m=n
რამდენი ობიექტი და რამდენი მიმართება იქმნება Python-ში?
9. რა არის შედეგი შემდეგი ბრძანებებისა?

x = ['apple']
y = ['apple']

x is y

10. შეამოწმეთ, ‘apple’ არის თუ არა ['banana','orange','apple', 'cherry']


მიმდევრობაში?
11. დაწერეთ კოდი, რომელიც მომხმარებელს შეეკითხება რაიმე რიცხვის შეყვანას

და შეამოწმებს ეს რიცხვი დადებითია თუ უარყოფითი. თუ დადებითია


დაბეჭდოს მომხმარებლის რიცხვი აყვანილი კვადრატში, ხოლო თუ
უარყოფითია დაბეჭდავს მომხმარებლის მიერ შეყვანილი რიცხვი აყვანილი
მესამე ხარისხში.
12. დაწერეთ კოდი რომელიც მომხმარებელს მოსთხოვს ორი რიცხვის შეყვანას და

შეამოწმებს ამ ორ რიცხვს დადებითობა-უარყოფითობაზე. თუ ორივე


უარყოფითია მაშინ შეკრიბოს ეს ორივე რიცხვი და დაბეჭდოს ჯამი. თუ ორივე
რიცხვი დადებითია მაშინ დაბეჭდოს “You’re doing great”, ხოლო თუ ნიშნები
განსხვავდება მოდულით გაყოს ერთმანეთზე
13. დაწერეთ პროგრამა, რომელიც შეამოწმებს მომხმარებლის მიერ მიწოდებულ

რიცხვს, რომელიც არის 0-დან 100-მდე და დაბეჭდავს შესაბამის შეფასებას


შედეგი ცხრილიდან:

ქულა შეფასება
91-100 ფრიადი
81-90 ძალიან კარგი
71-80 კარგი
61-70 დამაკმაყოფილებელი
51-60 საკმარისი
41-50 ვერ ჩააბარა
0-40 ჩაიჭრა

მაგ. თუ შეიყვანთ 38-ს პროგრამამ უნდა დაბეჭდოს - ჩაიჭრა.


ლექცია 4. ციკლის ოპერატორები. break და continue ოპერატორები

1. რამდენი სახის ციკლი არსებობს? ჩამოთვალეთ


2. რამდენჯერ დაიბეჭდება „I’m an infinity” შემდეგი კოდისათვის?
while True:
print("I'm an infinity")
3. რა დანიშნულება აქვს range() მეთოდს?
4. დაბეჭდეთ ყველა ლუწი რიცხვი 10-დან 50-ის ჩათვლით
5. დაბეჭდეთ ყველა რიცხვის კვადრატი 0-დან 100-ს ჩათვლით
6. დაბეჭდეთ ყველა რიცხვი ახარისხებული თავისივე თავზე 0-დან 100-ს
ჩათვლით
7. დაბეჭდეთ ყველა რიცხვი 5-დან 25-მდე და თუ რიცხვი 5-ის ჯერადია ასეთი
შემთხვევა გამოტოვოს ციკლმა
8. მოცემულია შემდეგი მონაცემის სტრუქტურა:
x = ['red', 'green', 'blue', 'orange', 'yellow','black', 'white', 'brown']
დაბეჭდეთ თითოეული ელემენტი ამ მონაცემის სტრუქტურიდან და თუ ელემენტი
არის 'orange' მაშინ ციკლი გაჩერდეს.

You might also like