You are on page 1of 4

კომპლექსური დავალება ისტორიაში

მოსწავლე: სალომე ძმანაშვილი


მასწავლებელი: თინა ოქროშიაშვილი
II ქვეთავი- რა ცვლილებები მოხდა განვითარებულ შუა საუკუნეებში
ევროპულ საზოგადოებაში?
თარიღი: 20.11.2023
თიბათვის მიწურულს დიპლომატიური მისიით დასავლეთ
ევროპისა და ბიზანტიის მიწებს ვეწვიე. საკმაოდ საინტერესოდ
ჩავთვალე ის სანახაობა, რისი ხილვის შესაძლებლობაც მომეცა და
გადავწყვიტე ლეგატობის პერიოდში მიღებული შთაბეჭდილებები და
ინფორმაცია გავუზიარო ფართო საზოგადოებას. ამისათვის ჩემი
პირადი ჩანაწერების ნაკრებს გიზიაებთ.
ჩვენი ეპოქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქალაქების
დაარსება, ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარება იყო. რა
მიზეზებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს ყოველივე განპირობებული, ეს
ყველაფერი ჩვენი ყოველმხრივი განვითარების საწინდარი გახდა.
ყველასათვის ცნობილია, რომ ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ
აღმოსავლეთიდან უამრავი ფუფუნების საგანი შემოდიოდა
დასავლეთში: ძვირფასი ქსოვილები, ფაიფური, სანელებლები,
ნელსაცხებლები და სხვა იშვიათი საქონელი. აღმოსავლეთიდან
ვაჭრობა უმთავრესად სწორედ იტალიელი ვაჭრების შუამავლობით
ხორციელდებოდა და ვენეციაც, რომელსაც თავადაც ვეწვიე, ამ
პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. აშკარად
თვალშისაცემი იყო ხომალდების რაოდებობა და მათი აქტიური
მიმოსვლა. მათ საქონელი გაჰქონდათ ლომბარდიაში და შემოჰქონდათ
დედამიწის ყველა კუთხიდან. ეს ცნობები ვენეციის დოჟის, პომაზო
მოჩენიგოს ანგარიშის გაცნობის შემდეგ შევაგროვე. ამ ცნობებში, ასევე
ნახსენებია, რომ ვაჭართა შემოსავალი 600 000 დუკატზე ნაკლები არ
იყო. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ხალხის აქტიურმა და
ქაოსურმა ცხოვრების წესმა, რაც ყველაზე კარგად ქალაქის
ცენტრალურ ბაზარში, სახელოსნოებსა და საამქროებში შეინიშნებოდა.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკვირვებით ქალაქის
მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილს ვაჭრები შეადგენდნენ. ყიდვა-
გაყიდვის გარდა, ვაჭრები ბაზარში მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ
და ხელშეკრულებებს დებდნენ. ქალაქის მიწები ფეოდალების
საკუთრება იყო და ისინი წარჩინებულებლად ითვლებოდნენ და
შესაბამისად მცხოვრებთათვის უმაღლეს მოსამართლეს და
კანონმდებელს წარმოადგენდნენ. იყვნენ ასევე უკიდურესად
ღარიბებიც მაგალითად: მოხეტიალე მსახიობები, მევახშეები და
უბრალოდ თავგადასავლების მაძიებლები. საზოგადოება
შემდეგნაირად იყო დაყოფილი: მლოცველები, მეომრები და მუშაკები.
თითოეული მათგანის მსოფლმხედველობა, კი პროვიდენციალურ
აღქმას ეფუძვნებოდა.
აღსანიშნავია განსხვავებული ფეოდალური ურთიერთობა, რაც
ბიზანტიაში ყოფნის დროს შევნიშნე. აქ კერძო მიწებს იმპერატორი
აკონტროლებდა და ფეოდალის სამფლობელოშიც კი არეგულირებდა
გადასახადებს. ბიზანტიელი ფეოდალები არ იყვნენ უზენაესი
მოსამართლეები საკუთარი გლეხებისთვის. სწორედ ამიტომ
ბიზანტიაში, დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით ფეოდალური
მემკვიდრეობითი მიწათმფლობელობა საკმაოდ განუვუთარებელი
იყო.
საინტერესო იყო ჩემთვის რაინდების ფენაზე დაკვირვება,
რომლებიც ფეოდალური არმიის ძირითად ძალას წარმოადგენდნენ.
გავეცანი მათი ღირსების კოდექსსაც, რამაც ძალიან მომხიბლა და
დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა ან სოციალურ ფენაზე.
როგორც ვახსენე, დასავლეთ ევროპას თიბათვის მიწურულს
ვესტუმრე. ამაში საინტერესო კი ის არის, რომ როგორც გავიგე
გლეხები ამ დროს ბალახს თიბავდნენ, გათიბულ ბალახს
აგროვებდნენ, ზვინებად დგამდნენ და შემდეგ მებატონის კარ-
მიდამოში მიჰქონდათ. ამას გარდა მათ ასევე უწევდათ საკმაოდ მძიმე
შავი საქმის გაკეთებაც. როგორც მითხრეს მათ სექტემბერში უკვე
თესვა უნდა დაეწყოთ ამიტომ ამ თვეს ,,თესვის თვეს’’ უწოდებნენ და
ყველა მომდევნო თვე მათთვის განსხვავებულ სამეურნეო
საქმიანობასა და რელიგიურ დღესასწაულს უკავშირდებოდა.
ყველაფერი არც ისე იდეალურად იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით
ჩანდა. ქალაქების მოსახლეობისგან დიდი უკმაყოფილება
იგრძნობოდა სენიორების მიმართ. მათ გადასახადებისგან და
ვალდებულებებისგან განთავისუფლება უნდოდათ. ისინი იყენებდნენ
რომის პაპებისა და საღვთო რომის იმპერატორებს შორის
დაპირისპირებას და თვითმმართველობის გამოცხადებას
ცდილობდნენ. ამასთან ერთად მოქალაქეების ახალგაზრდა ნაწილის
ინტერესი სწავლის მიმართ საკმაოდ აღმაფრთოვანებელი იყო. თუმცა
მათ ადგილობრივი ეკლესიისა და ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ
ქონდათ. ამიტომ ისინი გაერთიანებულნი იყვნენ და ცდილობნენ
აღიარების მოპოვებასა და სამეცნიერო წრეების ჩამოყალიბებას. ჩემი
იქ ყოფნის პერიოდში მათი საზოგადოება ნელნელა უფრო და უფრო
იზრდებოდა. ახლა მათი საზოგადოება უკვე უნივერსიტეტს
წარმოადგენს სადაც მათ დამოუკიდებლად სწავლების უფლება აქვთ.
ვერ გამოვტოვებ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს რასაც ჩემი
მივლინების განმავლობაში გადავაწყდი. როგორც იცით, უდიდესი
პრივილეგიებით სარგებლობდა ეკლესია ქრისტიანულ სამყაროში.
დასავლეთი ევროპა რომის პაპი უზენაესობას ვაღიარებდით, რადგან
ისინი მოციქული პეტრეს შთამომავლები არიან და აქ იქადაგა და
აღესულა პავლე მოციქულიც. ბიზანტიაში კი კონსტანტინოპოლის
პატრიარქის მმართველობას აღიარებდნენ. ყველამ ვიცით თუ
რამხელა უთანხმოება იყო ამ ორ საეკლესიო მმართველობას შორის,
განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა
ტიტულში მსოფლიო პატრიარქის წოდება დაიმატა, რასაც ჩვენ
მუდმივად ვაპროტესტებდით. პირველი სერიოზული კონფლიქტის
შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტახტზე ორი
პიროვნების პრეტენზიას მოიცავდა, უთანხოება და განსხვავებები
თეოლოგიურ საკითხებშიც თვალსაჩინო იყო. კონსტანინოპოლის
სტუმრობის დროს სწორედ ამ ორ ეკლესიას შორის მიმდინარე დავის
საკითხები უნდა გაგვერკვია. თუმცა ერთმანეთის დარწმუნება ვერ
შსვძელით და შეთანხმებაც ვერ შედგა. ამის შემდეგ სოფიის ტაძრის
ტრაპეზზე ჩვენი ლეგატების მიერ დაიდო სიგელი, რომლის
მიხედვითად კონსტანტინოპოლის პატრიარქი განიკვეთა
ეკლესიიდან. საპასუხოდ პატრიარქმა განკვეთა რომის პაპი. ამ
განხეთქილების შემდეგ აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა
მართლმადიდებელი, ხოლო დასავლეთში რომის კათოლიკე
ეკლესიები. ამ მოვლენას სქიზმა უწოდეს. ამის შემდეგ ჩვენი ყოფილი
იმპერიის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები კიდევ უფრო
დაშორდა ერთმანეთს პოლიტიკური და კულტურული
თვალსაზრისით.
სასიხარულოა, რომ ამ მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე მეც
გავხდი და ჩემი შთაბეჭდილებებისა და მიღებული ინფორმაციის
ფართო საზოგადოებისათვის გაზიარების შესაძლებლობა მეც მომეცა.

You might also like