You are on page 1of 10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ

მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის I სემესტრის სტუდენტი, ხატია


მზექალაშვილის რეფერატი თემაზე:
წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა

ლექტორი:რუსუდან ასათიანი

სემინარის ხელმძღვანელი ქეთევან ჭილაია

თბილისი,2023 წელი
ლიტერატურა

ა.ბაქრაძე,კრიტიკული გულანი,თბ,1997.

თ.გამყრელიძე,წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა,თბ,1987,20


ნოემბერი.

ავთ.იოსელიანი,ქართული მწიგნობრობის,წიგნის და სტამბის ისტორიის


საკითხები,თბ,1990.

კ.კეკელიძე,ქართული ლიტერატურის ისტორია,I,თბ,1960.


ანოტაცია:
ძველი ქართული ასომთავრული ანბანის ქრისტიანულ დამწერლობად მიჩნევა
განსაზღვრავს მისი შექმნის ხანას ახ.წელთაღრიცხვის IV საუკუნით,როდესაც
ქრისტიანობა საქართველოში საქართველოში სახელმწიფო სარჭმუნოებად იქნა
გამოცხადებული.დამწერლობის შექმნა გულისხმობს მთლიანი წერილობითი სისტემის
ჩამოყალიბებას,რომელსაც გარკვეული აზრით დასრულებული ხასიათი აქვს.რაც უფრო
სრულყოფილია ახლად შქმნილი დამწერლობა,რაც უფრო ადეკვატურად ასახავს იგი ენის
ბგერით მხარეს,მით უფრო ნაკლები დამატებები და შესწორებები შეაქვთ შმდგომ
მასში,მით უფრო სტაბილურია იგი თავისი ხასიათით.

ამასთანავე ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობა ავლენს ბერძნული წერითი


სისტემისგან მომდინარე ისეთ გრაფიკულ და ფონეტიკურ თავისებურებებს,რომლებიც
ბერძნულ სისტემაში შედარებით უფრო გვიან პერიოდში წარმოიქმნა,როდესაც უკვე
მარჯვნივ მიმართული წერა იყო გავრცელებული.

დამწერლობა — გრაფიკულ ნიშანთა სისტემა მეტყველების ფიქსაციისათვის


(წერისათვის), სამეტყველო ინფორმაციის მანძილზე გადასაცემად ან დროთა
განმავლობაში შესანახად. დამწერლობაში გრაფიკული ნიშნები წარმოადგენს
მეტყველების ამა თუ იმ ელემენტის (მთელი გამონათქვამის, სიტყვის, მარცვლის, ბგერის)
სიმბოლოებს.
შესავალი-დამწერლობა არის მეტყველების ნაკადის დოკუმენტირება გრაფიკულ ნიშანთა
სისტემების მეშვეობით; დამწერლობის მიზანია სამეტყველო ინფორმაციის გადაცემა და
შენახვა. ყოველი ერის სალიტერატურო ენის ისტორია დამწერლობის შექმნიდან იღებს
სათავეს.
დამწერლობაში გრაფიკული ნიშანი წარმოადგენს მეტყველების ამა თუ იმ
ელემენტის(მთელი გამონათქვამის, სიტყვის,მარცვლის,ბგერის)სიმბოლოს.ამის
მიხედვით,გამოიყოფა დამწერლობის სამი ძირითადი ტიპი:პიქტოგრაფიული(ნახატებით
გადმოიცეა აზრი),იდეოგრაფიული ანუ იეროგლიფური(ნიშნებით გამოისახება
სიტყვები)და ანბანური(ნიშნებით აღინიშნება სამეტყველო ბგერები)..

დამწერლობის გრაფიკულ სისტემებს წინ უსწრებდა და ზოგჯერ მათ პარალელურად


იხმარებოდა არაგრაფიკული საშუალებანი, რომელთაც სასიგნალო, ან მნემონიკური
ფუნქციები ჰქონდათ. არაგრაფიკულ საშუალებათაგან განვითარების მაღალ დონეს
მიაღწიეს ე. წ. „ვამპუმებმა“ (სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნიჟარების კომბინაციები)
ჰურონების, იროკეზებისა და ამერიკელ ინდიელების სხვა ტომტა პრაქტიკაში და „კიპუმ“
(განასკვული ზონარების კომბინაციები) ძველ ინკებთან. აღრიცხვისა და
ანგარიშსწორებისათვის ცენტრალურ აფრიკასა და ჩინეთში ფართოდ გამოიყენებოდა
ნაჭდევებიანი ხის თხელი ფირფიტები. ხმარების პროცესში არაგრაფიკულ საშუალებათა
ელემენტებს გარკვეული სტაბილური მნიშვნელობა გაუჩნდა, რამაც თითოეული ეს
ელემენტი და მათი კომბინაციები გასაგები გახადა ამა თუ იმ ტომისა და ხალხის ყველა
წევრისათვის.
სილაბური ანუ მარცვლოვანი დამწერლობაში გრაფიკული ნიშანი აღნიშნავს არა მთელ
სიტყვას არამედ გარკვეულ ბგრათთანმიმდევრობას (მარცვალს). დღეისათვის ცნობილი
ცნობილი სილაბური დამწერლობანი ორგვარი წარმოშობისაა. მათი ერთი ნაწილი
წარმოადგენს ლოგოგრაფიულ-სილაბურ სისტემათა გამარტივების შედეგს, ხოლო მეორე
მიღებულია ე. წ. კონსონანტურ დამწერლობაში (რომელიც წარმოშობით სილაბურია)
გახმოვანების მეორეული სისტემის შემოტანით. სილაბური დამწერლობა გენეზისის
თვალსაზრისით, ქმნის ხუთ ჯგუფს: 1. სოლისებრი სილაბური დამწერლობანი -
ელამური, ძველ ირანული და სხვა, რომლებიც მესოპოტამიური ლოგოგრაფიულ-
სილაბური სოლისებრი დამწერლობიდან მომდინარეობენ; 2. დასავლეთ სემიტური
სილაბური დამწერლობანი - სინური, პროტოპალესტინური და სხვა, რომელთაც
საფუძვლად ეგვიპტური იეროგლიფური უდევს; 3. კვიპროსის, ფესტოსისა და ბიბლოსის
სილაბური დამწერლობანი, რომლებიც მომდინარეობენ კრეტული ლოგოგრფიულ-
სილაბური დამწერლობიდან; 4. იაპონური (კანა) და კორეული (კუნმუნი) სისტემები,
რომლებიც ჩინური დამწერლობის გამარტივების შედეგადაა მიღებული; 5. ინდური
სილაბური დამწერლობანი (ბრაჰმი, ქაროშთი) და ეთიოპიური, რომლებიც შესაბამისად
არამეულ და სამხრეთ სემიტურ კონსონანტურ სისტემებში მეორეული გახმოვანების
შემოტანის შედეგად არიან ჩამოყალიბებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ
დამწერლობათაგან გაანბანურების გზას ყველაზე ინტენსიურად დაადგა ძველი ირანული
სოლისებრი დამწერლობა (ძვ. წ. VI-IV საუკუნეები), თუმცა იგი ისე გამოვიდა
ხმარებიდან, რომ ნამდვილ ანბანურ დამწერლობად არ ქცეულა.
ქართული ასომთავრული ანბანის განსაზაღვრა როგორც ბერძნუკი წერითი სისტემის
საფუძველზე შექმნილი ქრისტიანული ხანის დამწერლობის ბუნებრივად აყენებს
ტიპოლოგიურად ამ უკანასკნელს ბერძნულზე დამყარებულ სხვა ქრისტიანულ
დამწერლობათა რიგში:კოპტურ,გოთურ,სომხურ და ძველ სლავურ დამწერლობებთან.

კოპტურთან და გოთურთან ქართულ ასომთავრულ დამწერლობას აერთიანებს


პროტოტტიპული ბერძნული ანბანისადმი პარადიგმატული დამოკიდებულების
პრინციპი.ამ თვალსაზრისით ძველი ქართული დამწერლობა ეთანხმება კოპტურსა და
გოთურს და უპირისპირდება სომხურს.

ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის შექმნა ქრისტიანულ ხანაში როდესავ


უნდა დაწყებულიყო ეროვნული ანბანით „საღმრთო წერილის’’ ქართულ ენაზე
გადმოღება,ადვილად გასაგებს ქმნის იმ წერილობითი და ლიტერატურული
ტრადიციების არსებობას,რაც ჩვენ ქართული ენისთვის უკვე,როდესაც იქმნება ისეთი
რანგის ორიგინალი თხზულება,როგორიცაა „შუშანიკის მარტვილობა’’.

ქართულ დამწერლობაში ადრევე შემუშავდა სიტყვების შემოკლების თავისებური ხერხი


— დაქარაგმება. სიტყვების შემოკლებით წერის ძირითადი მიზეზი საწერი მასალის
სიძვირე იყო. საწერ მასალას, უმთავრესად, საგანგებოდ დამზადებული ტყავი — ეტრატი
წარმოადგენდა (ხბოსი, ცხვრისა და სხვა). ერთი წიგნისათვის ზოგჯერ 100-ზე მეტი
ცხვრისა თუ ხბოს ტყავი იყო საჭირო.[23]). ქაღალდი საქართველოში პირველად XI
საუკუნეში გვხვდება და შემდეგ თანდათან იჭერს ეტრატის ადგილს, თუმცა ეტრატზე
ნაწერი წიგნები XVIII საუკუნემდეც არსებობს.
მარცვლოვანი დამწერლობის სისტემები განსაკუთრებით გავრცელდა ინდოეთსა და
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მათგან უძველესია ქაროშთი და ბრაჰმი (ძვ. წ. III საუკუნე).
ქაროშთი მიღებულია არამეული დამწერლობიდან დამატებითი ნიშნების შემოღებით, იმ
პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც ბრაჰმინში იყო შემუშავებული. მაგრამ თვით
ბრაჰმის გენეზისი ჯერჯერობით ნათელი არ არის. ბრაჰმიდან მომდინარე სისტემები
დღემდე რჩება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. ზოგი მათგანი გამოიყენება
ბეჭდვისათვის. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულია დევანაგარი.

ქართული დამწერლობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან:


ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, ასომთავრული), ნუსხური
(ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი
გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა
ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების
შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა
სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება
განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული
დამწერლობის ცნებას.

მხედრული — თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება. მაგალითები არსებობს XI


საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის
სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით.[19] მხედრული დამწერლობის
ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი
კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში
რამდენიმე ასო ნიშანს (ს, ძ, მ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი
რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა
მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა
ქართულ დამწერლობაში ადრევე შემუშავდა სიტყვების შემოკლების თავისებური ხერხი
— დაქარაგმება. სიტყვების შემოკლებით წერის ძირითადი მიზეზი საწერი მასალის
სიძვირე იყო. საწერ მასალას, უმთავრესად, საგანგებოდ დამზადებული ტყავი — ეტრატი
წარმოადგენდა (ხბოსი, ცხვრისა და სხვა). ერთი წიგნისათვის ზოგჯერ 100-ზე მეტი
ცხვრისა თუ ხბოს ტყავი იყო საჭირო.[23]). ქაღალდი საქართველოში პირველად XI
საუკუნეში გვხვდება და შემდეგ თანდათან იჭერს ეტრატის ადგილს, თუმცა ეტრატზე
ნაწერი წიგნები XVIII საუკუნემდეც არსებობს. დაქარაგმებით წერისას გამოტოვებდნენ
ცალკეულ ასოებს, მთელ მარცვლებს. ზოგჯერ მხოლოდ სიტყვის დასაწყისი ასო
იწერებოდა, ან პირველი და უკანასკნელი. შემოკლებულ სიტყვას შემოკლების ნიშანს —
ქარაგმას (~) უკეთებდნენ: — ყ~ი = ყოველი, — რ~ი = რომელი, — თქ~ნ = თქუენ, — ი~ჳ
ქ~ე = იესოჳ ქრისტე.

ქართულ ანბანში ასოთა თანმიმდევრობა ბერძნული ანბანის მსგავსადაა დალაგებული.


პირველი 25 ასო ზუსტად ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას, მეორე
ნაწილში კი თავმოყრილია ქართული ენისთვის დამახასიათებელი ის ასოები, რომელთა
შესაფერისი ბგერები ბერძნულ ენაში არ მოიპოვება. (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, ჵ). ერთ–
ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც მკვლევარებს ქართული ანბანის შექმნას ბერძნულისაგან
აფიქრებინებს, სწორედ ანბანური რიგის საერთო წყობაა. ქვემოთ მოცემულია ცხრილი,
რომელშიც არქაული ასოები ნაცრისფრადაა აღნიშნული.
დამწერლობას მნიშვნელოვანინადგილი უჭირავს კაცობრიობის ფასეულობათა შორის
ანუ დიდ გავლენას ახდენს კულტურულ განვითარებაზე. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა
ენიჭება.დამწერლობას ახასიათებს ისეთი თისებები,რომელიც მას ბგერითი ენისგან
განასხვავებს,მაგალითად ის,რომ ბგერით ენას არ შეუძლია შორ მანძილზე გადასცეს
ინფორმაცია,თუმცა ახლო მანძილზე საკმაოდ გამოსადეგია ბგერითი ენის
სისტემა,დამწერლობის შექმნა არ არის მარტივი და მის შექმნას გარკვეული ისტორიული
პირობები განსაზღვრავენ ესენია:რელიგია,სოციუმი,ვაჭრობა,სოციალური ფაქტორები.
დამწერლობას წინ უსწრებდა მრავალი პერიოდი,რადგან არ იყო მარტივი მისი
დამზადება,მაგრამ ადმიანმა მოინდომა და გამოუვიდა კიდეც,ასევე ურთიერთობის
დასამყარებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბგერით მეტყველება,რომელიც
ძირითადად ნახატების სახით წარმოგვიდგება,რაც შეხება იდეოგრაფიულ
დამწერლობას,იდეოგრაფია არის უფრო მაღალი საფეხური,რომელიც პიქტოგრამისგან
წარმოიშვა და საფუძვლად უდევს პიქტოგრაფიულ დამწერლობას იქ აღინიშნება
იდეები,მცნებები და არა ბგერები.ქართული დამწერლობა ძველ ანბანში იყო 38
ასოსგან,ქართულში კი 33. ქართული დამწერლობა აღნიშნავს არა იდეებს,არამედ
ბგერებს.წერის ანბანური სისტემა პირველად ბერძნულ დამწერლობაში
გამოვიდა.პირველად იყო სილაბურ-კონსონანტური.კონსონანტური ნიშნები თანხმოვნის
აღმნიშვნელები გახდნენ.ძველ ქართლ დამწერლობაში ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა
ჰქონდა სემიტურ დამწერლობას.

ლეონტი მროველი წერს,რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 საუკუნეში არსებობდა იგი და


მის შექმნას ფარნავაზის სახელს აწერს.ფარნავაზის დროს დაიწყეს არამეული
დამწერლობის შექმნა.
გამოყენებული ლიტერატურა:

ა.ბაქრაძე,კრიტიკული გულანი,თბ,1997.

ავთ.იოსელიანი,ქართული მწიგნობრობის,წიგნის და სტამბის ისტორიის


საკითხები,თბ,1990.

კ.კეკელიძე,ქართული ლიტერატურის ისტორია,I,თბ,1960.

თ.გამყრელიძე,წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა,თბ,1987,20


ნოემბერი.

Used literature:

A.bakradze,critical gulani,tb,1997

Avt.ioseliani,issues of Georgian scribe,book and printing history,tb,1990

k.kekelidze,history of Georgian literature,1tb,1960

T.gamyrelidze,alphabetical system of writing and old Georgian script,tb,1987,20 november

You might also like