You are on page 1of 10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი საბაკალავრო


პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია

I კურსის სტუდენტი
მარიამი მამალაძე
ქართული დამწერლობა

რეფერატი: ენათმეცნიერების შესავალი

ლექტორი: რუსუდან ასათიანი


სემინარის ხელმძღვანელი: ქეთევან ჭილაია

თბილისი
2023
სარჩევი

1. თავფურცელი....................................................გვ.1
2. სარჩევი...................................................................გვ.2
3. შესავალი............................................................ გვ.3
4. ქართული დამწერლობის ზოგადი
მიმოხილვა.............................................................გვ.4
5. ქართული დამწერლობის წარმომავლობის თეორიები
...........................................................გვ.5-7
6. ქართული ანბანის ასო-ნიშანთა სახელები...........გვ.8
7. დასკვნა......................................................................გვ.9
8. ბიბლიოგრაფია...............................გვ.10
რეფერატში ვისაუბრებ, ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიებზე, მის
განვითარებასა და მნიშვნელობაზე. თუმცა სანამ უშუალოდ მთავარ თემაზე გადავალ,
ვისაუბრებ, დამწერლობის მნიშვნელობაზე .

წერის საშუალებით ადამიანი თავის სათქმელს გადასცემს სხვა ადამიანს.


დამწერლობის ცნება მოიცავს არა მხოლოდ ნიშნებს, რომლებიც გამოხატავენ ენის
ბგერით ელემენტებს- მთელ სიტყვებს მარცვლებს ან ცალკეულ ბგერებს, არამედ
ზოგიერთი ხალხის წერის სისტემაში გამოსახავენ ნახატებსაც,გარფიკულ სიმბოლოებსაც.

დამწერლობის როლიდან გამომდინარე, შეუძლებელია, მის გარეშე ცივილიზაციის


არსებობა. მთელი რიგი გენიალური აღმოჩენები, გამოგონებები წერის
ხელოვნებასთანაა დაკავშირებული; წერის გარეშე ვერ იარსებებდა წიგნის ბეჭდვა,
ტელეგრაფი, სტენოგრაფია, რითაც კაცობრიობა დამსახურებულად ამაყობს. ძველი
სიბრძნეა:-„ნათქვამი გაფრინდება დაწერილი კი რჩებაო“. წერის ისტორია ამავე დროს
საკაცობრიო კულტურის ისტორიაა და პროგრესისა და ცივილიზაციის საერთო
სისტემაში მნიშვნელოვან ადგილს იკავეს.

წერის გამოგონებით ადამიანმა თავისი აზრი უკვდავყო, ერთხელ ნათქვამი


სამუდამოდ რჩება დაწერილის სახით და თაობიდან თაობას გადაეცემა. „რაც კალმით
დაიწერება ნაჯახითაც არ ამოიშლებაო“. უთქვამს ხალხს, ამ ანდაზით კარგად და
მკაფიოდაა გამოხატული დამწერლობის მნიშვნელობა.

წერა მჭიდრო შავშირშია მეტყველებასთან. დამწერლობის არსებობის დამსახურებაა, რომ


შემონახულია ძველი ენები. ამის გარეშე არ გვეცოდინებოდა უძველესი ცივილიზაციის
ენები. მეტყველების ევოლუციის შესაბამისად იცვლებოდა დამწერლობაც.

ქართული დამწერლობის ზოგადი მიმოხილვა


ქართული დამწერლობა ანბანური ტიპის დამწერლობაა, რომელიც ქართული ენის
ჩასაწერად გამოიყენება. ქართული ანბანი გამოიყენება სამწერლობო ტრადიციების
არმქონე ქართველური ენებისა და დიალექტების ჩასაწერადაც; დროგამოშვებით
ქართულ დამწერლობაზე დაფუძნებულ ანბანებს იყენებდნენ აგრეთვე კავკასიის
არაქართველური ენებიც, მათ შორის აფხაზური და ოსური ენები.

კამათის საგანს წარმოადგენს ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი. არ


არსებობს დადასტურებული და ერთიანი მოსაზრება ანბანის შექმნის ზუსტ თარიღსა
და შემქმნელის ვინაობაზე. მკვლევართა ნაწილი ანბანს წინაქრისტიანული,
წარმართული ხანით ათარიღებს, ნაწილი კი მის ადრექრისტიანულ ხანაში შექმნის
თეორიას ემხრობა.

ქართულმა დამწერლობამ განვითარების სამი საფეხური გამოიარა:ასომთავრული,


ნუსხური და მხედრული.

ნუსხური ასომთავრულის შემდგომი განვითარების შედეგია, მხედრული კი-


ნუსხურისა. მხედრული დღეს საყოველთაო გამოყენებისაა, ასომთავრული და
ნუსხური კი მხოლოდ საეკლესიო ლიტერეტურებისთის გამოიყენება.

ასომთავრულში 38 გრაფიკული სიმბოლო იყო, თუმცა ისინი ზუსტად ვერ ასახავდნენ


ძველი ქართული ენის ბგერით შედგენილობას; ნუსხურში ანბანს „უ“ ბგერის
აღმნიშვნელი ასო დაემატა, რამაც ნაწილობრივ შეავსო ასომთავრულის ეს ხარვეზი.
მოგვიანებით, ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე,
ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული
დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოაგდეს
მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:

ჱ — ჰე. ჲ — იოტა. ჳ — ვიე. ჴ — ხარი. ჵ — ჰოე

აღსანიშნავია, რომ ქართველურ ენებსა თუ დიალექტებში დღესაც გვხვდება ამ ასოებით


აღნიშნული ბგერები. მაგალითად, ხევსურული, ფშაური, სვანური, ტაოური,იმერხული,
ფერეიდნული და ა.შ.

დღევანდელი ქართული ანბანი შეიცავს 33 ასოს და სრულად შეესაბამება ქართული


ენის ფონეტიკურ სისტემას. ასევე გამოიყენება ასო-ნიშნებიც,ქართველური
მეტყველებებისა და კავკასის არაქართული ენებისთვის დამახასიათებელი ბგერების
ჩასაწერად
ქართული დამწერლობის წარმომავლობის თეორიები

ბერძნული თეორიის მიხედვით, ქართული ანბანი გენეზისურად არის დაკავშირებული


ბერძნულ ანბანთან. ეს აზრი პირველად გერმანელმა პალეოგრაფმა ვიქტორ
გარდტჰაუზენმა გამოთქვა (მოგვიანებით ქართული ანბანის ბერძნულისაგან
წარმომავლობის თეორიას მიემხრნენ დიმიტრი ბაქრაძე, დავით კარიჭაშვილი, კორნელი
კეკელიძე , აკაკი შანიძე, თამაზ გამყრელიძე, ვინფრიდ ბედერი, ბესიკ ხურცილავა და
სხვები).

ასო-ნიშნების ფონეტიკური მნიშვნელობა და თანამიმდევრობა ქართულში


ბერძნულის მსგავსია. პირველად ბერძნული თეორიის არსებობა წამოაყენა დიმიტრი
ბაქრაძემ. ის ამბობდა, რომ ქართული ასოების რიგი ბერძნულის მსგავსია და რომ
ზოგი ასოს დაწერილობა ბერძნულს ენათესავება. ,,უ’’ს დაწერის წესიც მსგავსია . ამ
მოსაზრებას ეთანხმება კორნელი კეკელიძე და გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტს
იშველიებს:

1წერის მიმართულება ორივე შემთხვევაში არის მარცხნიდან მარჯვნივ, განსხვავებით


სემიტური დამწერლობებისგან, სადაც ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივ იწერება;

2ქართულ ანბანში, ბერძნულის მსგავსად, არის ხმოვნის აღმნიშვნელი ასოებიც.


ამგვარი ნიშნები უცხოა სემიტური დამწერლობებისათვის.

3ქართული ანბანის წყობა ანიდან ქანის ჩათვლით ზუსტად იმეორებს ბერძნული


ანბანის წყობას, გამონაკლისია მხოლოდ ჟანი და იოტა.

4 ქართულ ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები ასევე თითქმის ზუსტად ემთხვევა


შესაბამის ბერძნულ ასოთა რიცხვით მნიშვნელობებს.

5ზოგიერთი ასოს მოხაზულობა ძალიან ჰგავს შესაბამისი ბერძნული ასოს


მოხაზულობას; მაგალითად ქართული ႴႧႵ და ბერძნული ΦθΧ ,ასევე
ასომთავრული Ⴍ და ბერძნული Ο. ბერძნულიდან უნდა მომდინარეობდეს აგრეთვე
ბგერის ორი ნიშნით ჩაწერის წესი ასომთავრულში ქართულიႭჃ და ბერძნულიΟΥ;

ბერძნული დამწერლობის გავლენად მიიჩნევა ქართულ ანბანში „ჱ“, „ჳ“ და „ჵ“


ასოების არსებობა, რომლებიც აუცილებლობას არ წარმოადგენს ქართული ენის
ბგერათა სრულყოფილად ჩაწერისთვის.

ამბობენ იმასაც, რომ ქართულ ენაში ბერძნულიდანაა ნასესხები წერასთან


დაკავშირებული არაერთი ტერმინი, მათ შორის მელანი, წიგნი,კალამი,ეტრატი, ქარტა,
და სხვა. კორნელი კეკელიძის დაკვირვებით, “იმ ჰიპოთეზებიდან, რომლებიც ჩვენში
თუ საზღვარგარეთ წამოუყენებიათ ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ, უფრო
მისაღებია ის, რომელსაც ეს ანბანი ბერძნულიდან გამოჰყავს ‘’. პავლე ინგოროყვა
ქართულ ანბანს მიიჩნევდა არქაული ბერძნული ალფაბეტის საფუძველზე შექმნილად
მცირე აზიაში. თ. გამყრელიძს მიხედვითაც, ქართული ასომთავრული ანბანი
მომდინარეობს ბერძნულიდან, ოღონდ შექმნილია ქრისტიანობის შემოღების შემდეგ.

ფინიკიურობის ანუ სემინური თეორიის მიხედვით, ფინიკიურისგან შეიქმნა


ბერძნული და ქართული დამწერლობები. თეორიის თანახმად, სწორედ
ქრისტიანობამდელ ეპოქაშია შექმნილი ქართული დამწერლობა.

გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ მიულერმა წამოაყენა ქართული ანბანის


სემური წარმოშობის შესახებ თეორია . ის თვლიდა, რომ სომხური და ქართული
დამწერლობა არამეულ-სპარსული დამწერლობიდან უნდა იყოს წარმომდგარი.
ამ თვალსაზრისს იზიარებდა ენათმეცნიერი სერგო გორგოძე.

ქართული ანბანის წარმოშობის სემური თეორია მეცნიერულ საფუძველზე


ჩამოაყალიბა ივ.ჯავახიშვილმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში :“ქართული
დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია’’. დიდმა მეცნიერმა
საფუძვლიანად გააკრიტიკა ქართული ანბანის ბერძნულისგან მომდინარეობის
არგუმენტები. მისი აზრით, ქართული ანბანი წარმართული ეპოქის ძეგლია და
ფინიკიურ-სემიტურის ( არამეულის) ბაზაზეა შექმნილი, თუმცა შემდგომ,
ელინისტურ ხანაში, არაერთგზის განუცდია ბერძნული მონუმენტური
დამწერლობის გავლენა. წარმოდგენილი მოსაზრება გაამყარა შემდგომმა
აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა.

ამ მხრივ განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა არმაზის ბილინგვა. 1940 წელს


ივ.ჯავახიშვილმა აღმოაჩინა ეს ძეგლი, მეცნიერულად კი შეისწავლა გიორგი წერეთელმა.
მკვლევარმა, პირველ ყოვლისა, დაადგინა არამეული ანბანის ( რომელსაც ,,არმაზული
დამწერლობა’’ უწოდა) , შეუდარა ქართულ ანბანს და დაასკვნა: ქართული ანბანი
მონათესავეა არმაზულისა, ორივე კი მომდინარეობს საერთო წყაროდან- არამელიდან.
არმაზული ანბანის სახით აღმჩნდა შუამავალი, რომლის მეოხებით ქართული ანბანი
უშუალოდ დაუკავშირდა არამეულს.

განსაკუთრებით საინტერესოა რამაზ პატარიძის დებულებები; წიგნში: ,, ქართული


ასომთავრული’’ მან საისტორიო წყაროების, არსებული თვალსაზრისებისა და
ლეგენდისმაგვარი ვერსიების შეჯერებითა და კრიპტოგრამების ზედმიწევნითი ანალიზით
ივარაუდა, რომ ქართული დამწერლობა შექმნილია წარმართულ ხანაში ფინიკიურ-
ბაბილონური დამწერლობისგან; იგი თვით ბერძნულ მონუმენტურ ( კლასიკურ) ანბანზე
ადრინდელია.

ბევრი ცნობილი ქართველოლოგი სარწმუნოდ მიიჩნევს ქართული ანბანის ფინიკიურ-


სემურ წარმომავლობას .ქართული ანბანის სემიტურ წარმომავლობას არ გამორიცხავდა
მოსე ჯანაშვილიც.

ყველაზე მეტ თავისებურებას ქართული დამწერლობა ასოთა მოხაზულობებსა და


გრაფიკულ სისტემაში ავლენს. ბერძნულ მოხაზულობასთან მსგავსებისა, ქართული
დამწერლობის გრაფიკული სისტემა მაინც დამოუკიდებლად ითვლება, რადგან
ასოთა უმრავლესობის მოხაზულობები თვითმყოფადია და არ ეფუძნება რომელიმე
სხვა ამწერლობათა ასოებს.
ქართული ანბანის ასო-ნიშანთა სახელები

ქართული ანბანის ასოთა სახელები ფონეტიკურ ნიადაგზე წარმოქმნილ თავისუფალი


თხზვის შედეგს უნდა წარმოადგენდნენ. ქართული ენის ფონეტიკური ბუნების
გათვალისწინებით იქმნება ასოთა სახელებად თავისებური ფონეტიკური ჟღერადობის
ხელოვნური სიტყვები, რომლებიც გარითმულები არიან.

ხმოვანი ბგერების გამომხატველი ნიშნების სახელები იწარმოება სათანადო ხმოვანზე -ნ


თანხმოვნის დართვით: ან, ენ, ონ, უნ,ინ.

თანხმოვანთა გამომხატველი ნიშნების სახელებიც გაფორმდა როგორც ცალმარცვლიანი


სიტყვები ბოლოკიდური -ნ თანხმოვნით: ბან,გან,დონ, ზენ და ა.შ. შეინიშნება ხმოვანთა
განსხვავებული ტემბრი ამგვარად ნაწარმოებ ცალმარცვლიან სიტყვებში.

შვიდი ასოს ცალმარცვლიანი სახელწოდებები ხასიათდება ბოლოკიდური -რ


თანხმოვნით:ნარ,პარ,ტარ,ფარ,ყარ,ჭარ. თუ დავაკვირდებით ამ ტიპის სახელებში
სტაბილურად წარმოდგენილია -ა ხმოვანი.

ორი ასოს სახელწოდება ხასიათდება ბოლოკიდური -ლ თანხმოვნით და -ი ხმოვნით:


ძილ,წილ.

მხოლოდ ერთი ასოს სახელს აქვს ბოლოკიდურ ელემენტად -ს თანხმოვანი: ლას.

ასოთა სახელები ისეა ანბანში გაწყობილი, რომ ისინი გარითმულობის შთაბეჭდილებას


ქმნიან, რაც სახელთა მარტივი დამახსოვრების ხელშეწყობის პირობა უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანის ასოთა სახელები მხოლოდ სონორ ნ,რ,ლ და ერთ
შემთხვევაში ს სპირანტს შეიცავენ, სწორედ ეს თანხმოვნები თამაშობენ დიდ როლს
რითმულობაში.

ქართულში ასო-ნიშნებს სხვა ყველაფერთან ერთად აქვს ასტრონომიული და კალენდრული


დანიშნულება.

ან-ი და ქან-ი ასტრონომული ნიშნებია. ირკვევა, რომ ანბანის შემქმნელმა ქურუმმა


ასტრონომიაც კარგად იცის. მისთვის ცხადია, რომ დედამიწა ღერძის გარშემო 24 საათში
ერთხელ შემორუნდება.ამრიგად, ქართველ ქურუმებს ბაბილონური ლურსმული და
ებრაულ-ფინიკიურ ანბანურ დამწერლობათა პრინციპების მიხედვით შეუქმნიათ მთვარის
კალენდარული ანბანი, რომელიც შედგებოდა 35 ასო-ნიშნისგან.

პირველი ასო იყო ა(ანი) - ქალდეურბაბილონური მთვარის ღვთაების სიმბოლო (ნიშნავდა


დღე-ღამის დასაწყისს) 24-ე ასოა ქან (დღე-ღამის დასასრული) 34-ე ჳ- (ხარის იდეოგრამა,
ხარის ღვთაება- მთვარის ღვთაების შვილი) სულ ბოლო ჯან არის ჯვრის იდეოგრამა.
დასკვნა
ამ ნაშრომში განხილულია დამწერლობის წარმოშობა, განვიტარება და მისი
მნიშვნელობა, მთავარი თემა კი არის ქართული დამწერლობა. ვცადე მოკლედ და
ამომწურავად მესაუბრა ქართული დამწერლობის, მისი ისტორიის, მის
წარმომავლობასთან დაკავშირებული თეორიების, განვითარების საფეხურების, მისი
მნიშვნელობისა და პრაქტიკულობის შესახებ. ნაშრომში მითითებული იმფორმაციები
აღებულია სანდო წყაროებიდან.
გამოყენებული ლიტერატურა:

1გ.ნებიერიძის 1919; ენათმეცნიერების შესავალი;


თბილისი; გამომცემლობა თბილისის უნივერსიტეტი;
გვ117-130.
2 ე.ხინთიბიძე 1983; ჟურნალი ქართული ენა და
ლიტერატურა სკოლაში#1; pdf; გვ.118-135
4 თ.გამყრელიძე; 1989; წერის ანბანური სისტემა და ძველი
ქართული დამწერლობა; თბილისი; გამომცემლობა თბილისის
უნივერსიტეტი. გვ 119-129.
https://edutime.ge/?p=1422

You might also like