You are on page 1of 2

შემაჯამებელი წერა  

                        ტესტის შეფასება :                  

საგანი:   ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი:  VIII

მასწავლებელი: თეა მაჭავარიანი

თარიღი: 17.05.2022

სახელი და გვარი:

შეფასების სქემა: 

ქულათა შეფასებ
რაოდენობა ა

30-29 10

28-26 9

25-23 8

22-20 7

19-17 6

16-14 5

13-11 4

10-8 3

7-5 2

4-2 1

ქართული ლიტერატურა 20 ქულა

ქართული ენა 10 ქულა

ტესტის მაქსიმალური ქულა-     30                              

გისურვებთ წარმატებას!       
ქართული ლიტერატურა

1. გაიხსენეთ ნაწყვეტი ,,ვეფხისტყაოსნიდან“, როდესაც ტარიელი ეახლა


ნესტანს. რა განარისხა ნესტანი? 3 ქ.
2. რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული შემდეგ ტაეპში:
,ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული“ 1 ქ.
3. აღწერეთ ხატაელებთან ბრძოლის ეპიზოდი 3 ქ.
4. რა იცით რუსთაველის ფრესკის შესახებ? 4 ქ.
5. გაიხსენეთ, არტურ კონან დოილის ნაწარმოები ,,მოცეკვავე კაცუნები“
თქვენი აზრით, რატომ არ უყვებოდა ილსი მეუღლეს წარსულის შესახებ? 2
ქ.
6. როგორ ფიქრობთ, რისთვის იქმნებოდა საიდუმლო დამწერლობა? 2 ქ.
7. გაიხსენეთ, აკაკი წერეთლის ისტორიული მოთხრობა ,,ბაში-აჩუკი“
აღწერეთ მე -17 საუკუნის საქართელოს პოლიტიკური მდგომარეობა 3 ქ.
8. რა მიზნით გადალახა ადიდებული არაგვი ბაში-აჩუკმა? როგორ ახასიათებს
მას ეს პიზოდი? 2 ქ.

ქართული ენა

გაასწორეთ შეცდომები

ელენე ყიფიანი გახლდათ დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი. იგი გვერდში


ამოუდგა მამას ისეთ საქმეში როგორიცაა ქართული თეატრის აღდგენა. დიმიტრი
ყიფიანის ოჯახში ატარებდნენ რეპეტიციებს, სდგამდნენ წარმოდგენებს. ყველა ამ
ღონისძიებების აქტიური მონაწილენი იყვნენ დიმიტრის შვილები. ელენემ
სცენაზე გამოსვლითა და ნიჭიერი თამაშით დიდად შეუწყო ხელი ქართულ
თეატრის აღორძინებას.

ელენე ყიფიანის თაოსნობით ადგილი ჰქონდა ქალთა ლიტერატურულ-


მთარგმნელობითი წრის ჩამოყალიბებას. ახალგაზრდა ქალებმა ვინც აქ იყვნენ
გაერთიანებულნი მიზნად დაისახეს უცხოური ლიტერატურის თარგმნაგამოცემა.
კრებული რომლის პირველი ნომერიც 1872 წელს დაიბეჭდა, გამოდიოდა
სახელწოდებით – „თარგმანნი საამო საკითხავთა თხზულებათა“. სწორედ ამ
კრებულში გამოქვეყნდა პირველად ელენეს თარგმანები. ამ გზით იგი ახალ
თაობას აცნობდა უცხოურ ლიტერატურას, აზიარებდა ევროპულ კულტურას.

You might also like