You are on page 1of 8

რა არის დამწერლობა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები

„დამწერლობას ახასიათებს ისეთი თვისებები, რაც მას ბგერითი ენისგან


განასხვავებს და რაც მას კაცობრიობის ისტორიაში განუმეორებელ მნიშვნელობას
ანიჭებს. ბგერითი ენა შეზღუდულია დროსა და სივრცეში, მისი საშუალებით
კონტაქტი შეიძლება დაამყარო მხოლოდ ახლო მანძლზე, შორ მანძლზე კი იგი
უარგისი ხდება“( ნებიერიძე,2003,117). აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ დამწელობის არ
არსებობის გამო დაიკარგა ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი, რადგან ეს
პროცესი მოიცავდა მხოლოდ ზეპირმეტყველებას, ხოლო დამწერლობის აღმოჩენამ
უფრო მარტივი გახადა ინფორმაციის შენარჩუნება. ისტორიული კვლევები
ადასტურებს, რომ სწორედ ამ პროცესებმა მოიცვა კაცობრიობის კულტურული
ფასეულობები. ჩანს, დამწერლობის შექმნა არ მოიცავდა ადვილ პროცესებს და
დაკავშირებული იყო გარკვეულ ისტორიულ გარდამტეხ მოვლენებთან. ეს პირობები
შესაძლებელია იყოს: ვაჭრობის განვითარება, ცივილიზაცია, ეკონომიკური
ურთიერთობების განვითარება, რელიგიური წარმოდგენების შეცვლა,
ორგანიზებული სოციალურ-საზოგადოებრივი სისტემები, სახელმწიფოების შექმნა
(ასათიანი, no date, 3 ). მეცნიერულად დადგენილია, რომ დამწერლობის წარმოშობის
დასადგენად დღესდღეისობით იმაზე მეტი მასალის მოძიებაა შესაძლებელი ვიდრე
იყო ძველად. ეს ფაქტები შეიძლება გამყარებული იყოს სხვადასხვა ისტორიული
წყაროს, დოკუმენტებსა და მასალებზე დაყრდნობით. ბუნებრივია, დამწერლობის
აღმოჩენის თეორიები დაკავშირებულია არქეოლოგიურ გათხრებთან. მათ მოახერხეს
და ამოხსნეს დამწერლობის საიდუმლოებები. „სრულყოფილი დამწერლობის შექმნა
დამოკიდებულია ენის ბგერითი სისტემის წინასწარ ანალიზზე: რაც უფრო
თანმიმდევრული, სრული და ენის ბგერითი შედგენილობის მიმართ ადეკვატურია
ანბანის შემქმნელის მიერ ჩატარებული ფონემურ-ფონეტიკური ანალიზი, მით უფრო
სრულყოფილია დამწერლობა, მით უფრო შეესაბამება იგი ენის გრაფიკული
ფიქსირების მიზნებს“ ( გამყრელიძე,2008,514).

1. დამწერლობის ტიპები ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით?


2. პიქტოგრაფიული დამწერლობა
3. იდეოგრაფიული დამწერლობა
4. მარცვლოვანი დამწერლობა
5. წერის ანბანური სისტემის შექმნა

ისტორიული მონაცემების თანახმად, დამწერლობის ოთხი სახეობა არსებობს.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის პიქტოგრაფიული დამწერლობა, იდეოგრაფიული,
ანბანური და მისი მსგავსი მარცვლოვანი. ნათელია, თითოეულ მათგანს აქვს
საკუთარი დატვირთვა და საფეხურები, რომლებიც დროთა განმავლობაში
განვითარდა. პიქტოგრაფიული დამწერლობის განხილვისას იბადება კითხვა, „მაინც
როგორი იყო პირველი დამწერლობა?, რასაც გივი ნებიერიძე თავის სამეცნიერო
კვლევაში საკმაოდ კარგად გადმოცემს. იგი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ანბანური.
პირველი დამწერლობა, იქნება ეს ეგვიპტური, შუმერული თუ ჩინური,
პიქტოგრაფიულია“( ნებიერიძე, 2003, 114).

პიქტოგრაფიული_“პიქტოგრაფია არის დამწერლობის უძველესი სახეობა,


რომლითაც მოქმედების, მოვლენების, ამა თუ იმ ინფორმაცისს გადმოცემა ნახატების
მეშვეობით ხდებოდა“ (კობერიძე, 2017,2). ის დამწერლობის მთელ რიგ ნახატებში
გამეორებული პერსონაჟები, სცენები, სიუჟეტები და თემებია. რისი საშუალებითაც
უფრო იოლი მისახვედრია თუ რომელ ეპოქის ვითარებას ასახავს კონკრეტული
ნიმუში. კვლევები ადასტურებს, რომ პიქტოგრაფიული დამწერლობა აღმოჩენილია
გამოქვაბულის კედლებზე, რასაც ტომის წევრები იყენებდნენ კომუნიუკაციის
დამყარების მიზნით და საკუთარი სათქმელი გადმოჰქონდათ ჩანახატების სახით.
მიუხედავად იმისა, რომ დრო იცვლება და პიქტოგრაფია წარსულის საფეხურებს
განეკუთნება, მეცნიერების თქმით ის დღესაც გამოიყენება გარკვეული სახით:
რეკლამებში, მაღაზიის აფიშებზე და პლაკატებზე.

იდეოგრაფიული_დამწერლობა არის დამწერლობის მეორე სახეობა, რომელიც


განვითარდა პიქტოგრაფიულიდან. საქმე გვაქვს დამწერლობის ისეთ სახეობასთან ,
რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ცნებების და იდეების აღნიშნა, ბგერებისგან
განსხვავებით. „იდეოგრამებად შეგვიძლია განვიხილოთ ციფრები, რომლის
წაკითხვასაც ნებისმიერი ეროვნების ადამიანი შეძლებს , რადგან რიცხვები არ
გამოხატავენ ბგერებს“ (ნებიერიძე,116).

მარცვლოვანი_მარცვლოვან დამწერლობას მეორე ნაირად უწოდებენ სილაბულ


დამწერლობას. მარცვლოვან დამწერლობად ითვლება ისეთი სახის დამწერლობა,
როცა აღმოჩენილია გრაფიკულ გამოსახულებათა რამდენიმე ნიმუში. ამ ნიმუშს
შეუძლია გადმოსცეს დამოკიდებული მარცვალი, წარმოდგენილი როგორ ცალკე
ხმოვნად ან თანხმოვნად. ამ დამწერლობის ყველაზე კარგ ნიმუშს გვაძლებს ერთ-
ერთი ინდური დამწერლობა სახელად „დევანგარი,“ სადაც თითოეულ ნიშანს
შესწევს უნარი გამოხატოს თანხმოვანი ხმოვნითურთ.

6. წერის ანბანური სისტემის შექმნა

ანბანური დამწერლობის შექმნა იქცა კაცობრიობის ისტორიაში განვითარების


მთავრ მოვლენად. მისი უპირატესობის დანახვა ნათლად არის შესაძლებელი სხვა
ტიპის დამწერლობებისგან, მისი უპირატესობა კი გამოიხატება იმაში, რომ ანბანური
დამწერლობა არ გამოიხატება, როგორც ნიშნის აღსანიშნი ,არადმედ როგორც
აღმნიშვნელი ბგერები. უფრო ნათლად ამ ფაქტზე საუბრობენ მეცნიერები,
რომლებმაც მიიჩნიეს, რომ იდეოგრაფიულ და პიქტოგრაფიულ დამწერლობაში
ხდება მხოლოდ ენობრივი ნიშნის აღსანიშნის გამოხატვა. ანბანურ დამწერლობაში
გამოხატულია როგორც აღმნიშვნელი, ისევე აღსანიშნიც. კვლევებმა აჩვენა, რომ
ანბანურმა სისტემამ მეტად გაამარტივა დამწერლობაც. თუ ჩვენ ქართულ ენაში
გვაქვს 33 ასო და მხოლოდ ამის სწავლა მოგვეთხოვება, ჩინეთში უწევთ უამრავი
იეროგლიფის დამახსოვრება საჭირო, რადგან მათ დღემდე არ აქვთ ანბანური
სისტემა.

ზემოთ აღნიშნულის მიხედვით ვთქვით, რომ ეგვპტური იყო დამწერლობის


პიქტოგრაფიული სახე, მაგრამ მეცნეირები მიიჩნევენ, რომ ის ასევე მიეკუთვნება
იდეოგრაფიულსაც და ანბანური დამწერლობის საფუძველსაც წამოადგენდა.
აღმოჩენილი იქნა გარკვეული ანბანური დამწერლობის ნიმუშები ზუსტად ძველი
ეგვიპტის ისტორიაშიც. მაგრამ ანბანური დამწერლობა ეგვიპტელებს მაინც არ
შეუქმნიათ. საყოველთაოდ აღიარებულია, „რომ ფინიკიელები გახლდნენ ისინი,
ვინებმაც კაცობრიობის კულტურაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს. ფინიკიურ
დამწერლობას საფუძვლად დაედო ეგვიპტური, კერძოდ კი ის ნიშნები ეგვიპტური
დამწერლობისაა, რომლებიც თანხმოვნებს გამოხატავდნენ. მათი ანბანური
დამწერლობა მოიცავდა 22 ასოს. ეს ასოები აღნიშნავდნენ მხოლოდ თანხმოვნებს
ამიტომ ამ დამწერლობას კონსუნანტური ეწოდება“(ნებირეიძე, 2003,118). არავინ
დაობს იმის შესახებ, რომ ფინიკიური ანბანის შემდეგი საფეხური გახდა ბერძნული.
ფინიკიურის შემდგომ ბერძნებმა ანბანის დაუმატეს ხმოვნებიც, რის შედეგადაც
ჩამოყალიბდა ანბანური სისტემის სრული სახე. სამეცნიერო წყაროების მიხედვით,
ფინიკიურიდან ჩამოყალიბდა არამეულის ანბანური სისტემაც, რომელიც
ფინიკიურის მსგავსად არის კონსუნანტური დამწერლობის. „არამეული დამწერლობა
შემდეგში საფუძვლად დაედო სირიულ, არაბულ, ფალაურ, უიგურულ და
მონოგოლურ დამწერლობებს“( ნებიერიძე, 2003, 118). ფინიკიურის ამ ორი
მიმართულების დამწერლობამ ბერძნულმა და არამეულმა საფუძველი შეუქმნა სხვა
დამწერლობების ჩამოყალიბებასაც. ისტორიული მონაცემების მიხედვით, ანბანური
სახის დამწერლობებზე იგრძნობა ეგვიპტური დამწერლობის ზეგავლენა, გარდა
ჩინურისა და შუმერულის. მათ არ გააჩნიათ ანბანურ დამწერლობის სისტემა, აქედან
გამომდინარე ჩინეთში დღემდე იყენებენ იეროგლიგებს. როგორც ცნობილია, ჩინური
დამწერლობა გახდა საფუძველი იაპონური და კორეული დამწერლობის
ჩამოყალიბებისა. იაპონია და კორეა არიან ის ქვეყნები, რომლებმაც ჩინეთისგან
ისესხეს იეროგლიფები და შექმნეს საკუთარი ანბანი. შუმერული დამწერლობა
წარმოიშვა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცვის მეოთხე საუკუნის ათასწლეულებში და
ცნობილი, შუმერული დამწერლობას იყენებდნენ: ბაბილონში, ასურეთში და
ხეთების ქვეყანაში.

7. ქართული ანბანური დამწერლობა და მისი წარმოშობის თეორიები


„ქართული დამწერლობის შესახებ ინფორმაცია მეტად მწირია“( ნებიერიძე, 2003,
124). ისტორიულად პირველი ცნობები ქართული ანბანის შექმნის შესახებ
უკავშირდება მეფე ფარნავაზს. „XI საუკუნის მემატიანის ლეონტი მროველის
მოწმობით, ქართული ანბანის შექმნა მიერწერა მეფე ფარნავაზს (ძველი
წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში)“(ფუტკარაძე, 2006, 76). ფარნავაზი იყო
პირველი ქართლის მეფე, რომელმაც მეცნიერების დასკვნებზე დაყრდნობით,
დასაბამი მისცა ქართული დამწერლობის ჩამოყალიბებას. ფაქტია, ამ მოსაზრებას
გამოუჩნდნენ მოწინაარმდეგეები, რადგან ქართულ ენასა და ბერძნულ/სემიტურს
შორის უფრო მეტი საერთო აღმოჩნდა ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ,რომ მათ შორის
უფრო მეტი საერთო არსებობდა. გასაკვირი არ არის თუ როგორი დამწერლობა
წარმოიშვა მეფე ფარნავაზის დროს „ეს ის დამწერლობაა, რომელიც ჩვენი
წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან დოკუმენტურად არის დადასტურებული და
რომელსაც ხუცური, მრგვლოვანი ეწოდება“(ნებიერიძე, 2003, 125).

8. ქართული წერის ანბანური დამწერლობა, სემიური და ბერძნული თეორიების


მიხედვით

ამ საკითხის შესახებ მეცნიერები განიხილავენ, თანამედროვე ლიტერერატურაში


ქართული ანბანის წარმოშობის ბერძნულ და სემიურ თეორიებს. ბერძნული თეორიის
მიხედვით „ქართული ანბანი გენეზისურად არის დაკავშირებული ბერძნულ
ანბანთან. ამ თეორიის ფუძემდებლად ითვლება კ.გარდტჰაუზენი. მისი აზრით, ასო-
ნიშნების ფონეტიკუტი მნიშვნელობა ქართულში ბერძნულის მსგავსია.
საქართველოში ბერძნული თეორია პირველად წამოაყენა დიმიტრი ბაქრაძემ. ის
თვლიდა, რომ ქართული ანბანის რიგი ძველი ბერძნული ასო-ნიშნების რიგს
მისდევს“(ფუტკარაძე, 2006, 77). აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ენაში უფრო მეტი
ბგერითი ერთეული გვაქვს, ვიდრე ბეძნულში. ცნობილია, რომ ქართული ანბანი
შეიქმნა ბერძნული კულტურული გზის გავლით, როდესაც შავზღვისპირეთში
არსებოდა ბერძნული კონოლიზაციები. შეიძლება ითქვას, რომ მეტად ადრე,
ფარნავაზემდეც კი. თამაზ გამყრელიძე თავის სამეცნიერო ნაშრომში განიხილავს იმ
ფაქტს, რომ ქართული ასომთავრული ანბანი წამოიშვა ბერძნულიდან ოღონდ ის
ასევე აღნიშნავს, რომ ამ ვითარებას დასაბამი დაედო ქრისტიანობის შემოღების
შემდგომ.

სემიურიდან ქართული ანბანის წარმოშობის თოერიის იდეები ეკუთვნის


გერმანელ მეცნიერს ფრიდრიხ მიულერმს „ბერძნულ თეორიას სამეცნიერო
ლიტერატურაში იმთავითვე დაუპირისპირდა სემიური თეორია. ფრიდრიხ მიულერი
თვლიდა, რომ ქართული და სომხური დამწერლობა არამეულ-სპარსული
დამწერლობიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ჩვენში ამ თვალსაზრის იზიარებს სერგი
გორგაძე“ („წერილები საქართველოს ისტორიიდან“, 1906).
ქართული დამწერლობის სახეობები

9. ასომთავრული(მრგლოვანი)

10. ნუსხური

11. მხედრული

„ქართულმა დამწერლობამ განვლო განვითარების სამი საფეხური და შესაბამისად


შეიქმნა დამწერლობის სამი გრაფიკული ნაირსახეობა: ასომთავრული, ნუსხური,
მხედრული. ასომთავრული ასოები მრგვალი და დიდი მოხაზულობისაა.
ასომთავრულითაა შესრულებული უძველესი ეპიგრაფიული ძეგლები: ნეკრესის,
პალესტინის, ბოლნინის და სხვა წარწერები“(ფუტკარაძე, 2006, 83). ამ საკითხის
შესახებ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პირველი ასომთავრული დამწერლობის
ძეგლად ითვლება ბოლნისის სიონის კედლებზე აღმოჩენილი წარწერები, რომლებიც
ივანე ჯავახიშვილმა V-VI საუკუნეებით დაათარიღა. „ ამ დახასიათების მიზანი
ქართული დამწერლობის მთავარი საფეხურების გათვალისწინებაა (184).-
მრგლოვანი ხუცური ასომთავრულის გავრცელებულობის ხანა (184).-კუთხოვანი
ნუსხა-ხუცურის არსებობის ხანა და მისი ხუცური ასომთავრულის კუთხოვანისაგან
წარმოშობილობა (184-185)’’(ჯავახიშვილი,1949,12). ფაქტებით დასტურდება, რომ ამ
სამი დამწერლობის სახეობების დასაწყისის ძეგლები ჯერ ჩვენამდე არ არის
მოღწეული. სამეცნიერო ნამუშევრებიდან ირკვევა, რომ მრგლოვანი, ასომთავრული
და ხუცური მე-5 საუკუნიდან არსებობს. კუთხოვანი, ნუსხური და ნუსხა-ხუცური მე-
9 საუკუნიდან. ხოლო მხედრული მე-10 საუკუნიდან. სტატისტიკური მონაცემებით,
თითოეული დამწერლობის სახეობას სფეროდან გამომდინარე იყენებდნენ.
„ასომთავრული უმეტესად არქიტექტურულ ძეგლებში გამოიყენება, ნუსხური
უმეტესად საეკლესიო მწერლობაში და მხედრული უმეტესად ფართო
საზოგადეობაში. ქართული ანბანის ყოველი მომდევნო საფერხური წინა საფეხურის
შემდგომი განვითარებაა.“(ნებიერიძე, 2003, 123). ფაქტია, თითოეული დამწერლობის
სიმრავლე გამოიხატება მოხაზულობების თავისებურებების გამოკვეთით.
აღსანიშნავია ისიც, რომ XXI საუკუნეში გამოიყენება მხედრული დამწერლობა,
რომელის ანბანური სისტემაც მოიცავს 33 ასოს. მხედრული ამ დამწერლობის
განვითარების ბოლო ეტაპი, რომელსაც ცხადია დღეს ჩვენ ვიყენებთ.

დასკვნა
აქედან გამომდინარე შეგვიძლია თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ
დამწერლობამ საკმაოდ დიდი განვითარება შემოიტანა კაცობრიობის ისტორიაში.
ფაქტები ადასტურებს, რომ თითოულმა ნაწერმა გაგვხადა იმ ეპოქის ნაწილი,
რომელშიც არც კი გვიარსებია. რა მნიშვნელობა ექნებოდა ჩვენს არსებობას, რომ არ
გვცოდნოდა ჩვენი წარსული? ნათელია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც
დამწერლობას ჩაუყარეს საფუძველი ამ სამყაროში თავიდანვა განსაზღვრეს თუ
რამხელა დატვირთვა ექნებოდა ამ ყველაფერს. ჩანს, რომ მათი მიზანი იყო ეს
მნიშვნელოვანი ფაქტები გადასულიყო თაობიდან თაობაზე, რომელიც აისახებოდა
ერის განვითარებაზე. რომ არა დამწერლობა დღეს ჩვენ არ გვეცოდინებოდა ისეთი
მნიშვნელოვანი მატვრული ნაწარმოებების შესახებ, როგორიცაა ჰაგიოგრაფიული
ძეგლები, რაც თავისტავად უდიდეს ისტორიას მოიცავს. ამ საკითხის შესახებ
მეცნიერები მოიაზრებენ, რომ „ზეპირმეტყველებას არ აქვს ისტორია და მისი ისტრია
წარმოთქმისთანავე მთავრდება, ამიტომ ბგერითი მეტყველება ვერ იქნება
ინფორმაციის შენახვის და თაობიდან თაობაზე გადაცემის კარგი
საშუალება“(ნებიერიძე, 1991, 118). აქედან გამომდინარე ვიგებთ თუ რამხელა
დატვირთვა აქვს დამწერლობას ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ძალიან ბევრმა
ნიმუშმა შემოგვინახა ჩვენი წარსული. საზოგადოდ მიღებული თვალსაზრისის
თანახმად სწორედ ეს ვითარება გახდა დასაბამი გრაფიკული ენის
დამწერლობისათვის. ჩვენი რეფერატი ემსახურებას იმ მიზანს, რომ დაგვანახოს
დამწერლობისა და ადამიანის კავშირი, რომლეიც მომდინარეობს უძველესი
დროიდან და მის განვითარებასთან ერთდა კაცობრიობის ისტორიაც ვითარდება.
ბიბლიოგრაფია:

ასათიანი, რუსუდანი.(no date). ენათმეცნიერების შესავალი ქართული დამწერლობა.


თბილისი: თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო
ინსტიტუტი.https://cdn.fbsbx.com/v/t59.2708-
21/403580121_6615329755259579_4649839825839872918_n.ppt/6-%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-
%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AC
%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.ppt?
_nc_cat=100&ccb=1-
7&_nc_sid=2b0e22&_nc_ohc=Izjndh7l4QMAX_65yOK&_nc_ht=cdn.fbsbx.com&oh=03_AdT
4nXcEDEupGoRpkxrGtgv1y7xTF17Au1SfPTjKF-Bbdg&oe=6583DDD5&dl=1

გამყრელიძე თამაზი, ზაზა კიკნაძე, ინგა შადური, ნანა შენგელაია.2008.თეორიული


ენათმეცნიერების კურსი.თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა.https://l.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fscience.org.ge%2Fold
%2Fbooks%2FGamkrelidze%2520book.pdf%3Ffbclid%3DIwAR1tUP3pv_9MmMC12W3-
6_yNENEEw5PEc2gYwX-
wbjfRCwhoECMZn8N2MC8&h=AT3hmThwhrH9TMelArDK85PhWh3npeAVi-
BO85HQiW8uo6DRvGyqz2CR_RB6VCt_ZPOhguhRRvQOi9eindQKSSsDdLgTUmV172Ujje
fIYllJlyqxRR1DpgPQmWO7kTXFdMU4mA

კობერიძე,ნინო.2017. დამწერლობის 5 სახეობა. https://l.facebook.com/l.php?u=https%3A


%2F%2Fbiwastudio.wordpress.com%2F2017%2F02%2F27%2F
%25E1%2583%2593%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%25AC
%25E1%2583%2594%25E1%2583%25A0%25E1%2583%259A%25E1%2583%259D
%25E1%2583%2591%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1-5-%25E1%2583%25AB
%25E1%2583%2598%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%2597%25E1%2
583%2590%25E1%2583%2593%25E1%2583%2598-
%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%2F%3Ffbclid
%3DIwAR2x0EoTskDqd_JzqkESnG4NOk-id4pTAwwwJ8fEdTuAmdUrZsN-
vryXgZM&h=AT3hmThwhrH9TMelArDK85PhWh3npeAVi-
BO85HQiW8uo6DRvGyqz2CR_RB6VCt_ZPOhguhRRvQOi9eindQKSSsDdLgTUmV172Ujje
fIYllJlyqxRR1DpgPQmWO7kTXFdMU4mA
ნებიერიძე, გივი.2003. ენათმეცნიერების შესავალი.თბილისი:თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F
%2F1drv.ms%2Fb%2Fs!ApkNy4qJDUV_jWT9r0_-i5-AcRwp%3Ffbclid
%3DIwAR2LikGSbATOGPTrhg3423PSQlc33-
7R6bw7_8My8rql9gMSnpwZXk95wy8&h=AT3hmThwhrH9TMelArDK85PhWh3npeAVi-
BO85HQiW8uo6DRvGyqz2CR_RB6VCt_ZPOhguhRRvQOi9eindQKSSsDdLgTUmV172Ujje
fIYllJlyqxRR1DpgPQmWO7kTXFdMU4mA

ფუტკარაძე,ტარიელი. 2006. ქართული ენის ისტორია. ქუთაისი: აკაკი წერეთლის


სახელმწიფო უნივერსიტეტიhttps://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F
%2Fdrive.google.com%2Ffile%2Fd%2F11MJaJc-3Pt208sazlvM1QCM8tQyxmwLk%2Fview
%3Fusp%3Ddrive_web%26fbclid
%3DIwAR3pWmTqUwr6H1mlTS9P6Ipy9RzPslSNvQrebzs3V8AKxzWfFPGdLhBxSwU&h=
AT3hmThwhrH9TMelArDK85PhWh3npeAVi-
BO85HQiW8uo6DRvGyqz2CR_RB6VCt_ZPOhguhRRvQOi9eindQKSSsDdLgTUmV172Ujje
fIYllJlyqxRR1DpgPQmWO7kTXFdMU4mA.

ჯავახიშვილი, ივანე.1949.ქართული პალეოგრაფია.თბილისი:სტალინის სახელობის


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F
%2Fdrive.google.com%2Ffile%2Fd%2F1geOw_hwc-FuCPtxpV096hNaMb9bh4PL0%2Fview
%3Fusp%3Ddrive_web%26fbclid%3DIwAR2LuC2hKVJsDEbu-
NuqIDi8Tk9pZ1n6I1RnX0BAVF05yuuFVzdb5Tr5sAc&h=AT3hmThwhrH9TMelArDK85Ph
Wh3npeAVi-
BO85HQiW8uo6DRvGyqz2CR_RB6VCt_ZPOhguhRRvQOi9eindQKSSsDdLgTUmV172Ujje
fIYllJlyqxRR1DpgPQmWO7kTXFdMU4mA

You might also like