You are on page 1of 2

გველის სიმბოლიკა

ავთო გვასალია

გველი ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა და ის თითქმის ყველა ძველ


კულტურაში გვხვდება. ამ სიმბოლოს ხიბლი იმაშია, რომ მას ორმაგი
მნიშვნელობა აქვს და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. ბევრ
არქაულ კულტურაში გველი მიწისქვეშეთის სამფლობელოს, ასე
ვთქვათ მკვდრების სამეფოს სიმბოლო იყო. შესაძლოა იმიტომ რომ
ის მიწაში ბინადრობს ან იმიტომ რომ ძველად და ახლაც სხვადასხვა
რელიგიები სხვადასხვაგვარად აღწერენ სიკვდილს, მაგრამ ის ყველა
შემთხვევაში გარდასახვასა და ტრანსფორმაციას განასახიერებს .

ამა თუ იმ კულტის გავრცელებას ხელს უწყობდა ქვეყნებს შორის


პოლიტიკურ-სოციალური, სავაჭრო და კულტურული სიახლოვე,
თუმცა გველის სიმბოლიკა და მასთან დაკავშირებული რიტუალები
მთელ მსოფლიოშია გაბნეული და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც
არაერთი შემონახულა. სწორედ ამიტომ ქართულ სიტყვიერებაში
ხშირად გვხვდება ამ ქვეწარმავლის სახე. საინტერესო ის არის, რომ
მას დადებითი დატვირთვა აქვს. მთიულეთში ხეს ამოყოლილ გველს
ოჯახის მფარველ ანგელოზს, “ფუძის ანგელოზს”, უკავშირებდნენ და
სწამდათ, რომ მისი მოკვლა ადამიანს განსაცდელს შეამთხვევდა. ეს
წარმოდგენა სათავეს იღებს უძველესი რწმენიდან, სადაც გველი
მიჩნეული იყო წმინდა ხის ან პურის თავთავის სულად და
ნაყოფიერების მფარველად.

გველს უნიკალური უნარი აქვს კანი გამოიცვალოს. რაც შეეხება მის


ორმაგ მნიშვნელობას, მაგალითად ბიბლიაში გველი განასახიერებს
ეშმაკს, რომელმაც აცდუნა ევა და ამავე დროს ის მოსეს ეხმარება
უდაბნოში. გველის სიმბოლოს სხვადასხვა საინტერესო
მნიშვნელობები შეიძლება შეგხვდეთ, სადაც აღნიშნულია რომ
ადამიანმა ისევე როგორც გველმა უნდა დატოვოს თავისი სხეული და
განახლებულმა შეაბიჯოს ახალ სამყაროში.

გველის სიმბოლოს სხვადასხვაგვარადაც გამოსახავდნენ, მათ შრის


ყველაზე პოპულარული არის გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენს
ე.წ. ურობოროსი, ეს არის სიმბოლო უსასრულობის, უკვდავების,
განახლების და ციკლის დაბრუნების.

ეზოთერულ სისტემებში დახვეული გველი – კუნდალინი


სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლოც არის. გველისმაგვარი არსებები
ნახევრადღვთაებრივი ნაგები კი ასევე დიდ როლს თამაშობენ ძელ
ინდურ მითოლოგიაში. ნაგი განასახიერებს მიწიერი საგანძურის
მცველს. ისინი კეთილი სულები არიან, რომლებიც გველის ტანითა და
ადამიანების თავით გვევლინებიან. გველი თავისი კანის გამოცვლის
უნარით – განახლებას, ხოლო წყლის სტიქიასთან მჭიდრო კავშირით
ნაყოფიერებას განასახიერებდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

თ.სახელაშვილი გველის სიმბოლო და ლიტერატურული პარალელები


https://hagblog.wordpress.com/ სიმბოლო გველი

You might also like