You are on page 1of 2

ანტიკური და შუა საუკუნეების ხელოვნება

ავთანდილ გვასალია

ზევსის საკურთხეველი პერგამონში – ძველი წელთ აღრიცხვით II


საუკუნეში ააგეს. პერგამონის საკურთხეველი, ძველი საბერძნეთის ქალაქ
პერგამონში იქნა აგებული, რომელიც დღევანდელი თურქეთის
ტერიტორიაზე მდებარეობდა.

საკურთხეველი ღია ცის ქვეშ თაყვანისცემისთვის იყო განკუთვნილი.


პირველ საუკუნეებში ფანატიკოსმა ქრისტიანებმა რამდენჯერმე სცადეს
მისი განადგურება, დაანგრიეს ფიგურების სახეები, ხოლო თავად
საკურთხეველს , , სატანის ტახტი“ უწოდეს. მიუხედავად ამისა, პერგამუნი
ინარჩუნებს დიდებას და კვლავ ცენტრად რჩება.

რომის იმპერიის მიერ ქრისტიანობის ოფიციალურად მიღების შემდეგ


საკურთხეველმა საბოლოოდ დაკარგა მნიშვნელობა. 1536 წელს ქალაქი
ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, იგი თურქების დარტყმის ქვეშ მოექცა.
1864 წლამდე მხოლოდ ნანგრევები იდგა ქალაქში, რომელსაც უკვე
ბერგამა ეწოდებოდა, მანამდე სანამ აქ კარლ ჰუმანი გამოჩნდებოდა.

საკურთხევლის ზედა იარუსი გარშემორტყმულია იონური


პორტიკით. კოლონიდის შიგნით საკურთხევლის ეზო იყო, სადაც
უშუალოდ საკურთხეველი იყო განთავსებული. მეორე იარუსის
პლატფორმა კი სამი მხირდან ცარიელი კედლებით იყო
შემოსაზღვრული. მთლიანი სტრუქტურის სიმაღლე 9 მეტრია.

სარდაფის პერიმეტრზე დიდი ფრიზია გადაჭიმული, რომლის


მთავარი თემა ,,გიგანტომაქია“ იყო. შეიძლება ითქვას, რომ
გიგანტომაქია, როგორც ხელოვნების ნიმუში, სრულიად ცალკე უნდა
განვიხილოთ. მისი სიგრძე დაახლოებით 120 მეტრია, და მასზე ღმერთთა
და გიგანტთა ასამდე ფიგურაა წარმოდგენილი.

დღემდე გაურკვეველია ის თუ რამდენი ადამიანი მუშაობდა


ქანდაკებების შექმნაზე. შეიძლება თუ არა, რომ მთლიანი კომპლექტი
მხოლოდ ერთ ადამიანს შეექმნა? რა თქმა უნდა, ამაზე ზუსტ პასუხს
ვერავინ იძლევა, თუმცა თითოეული ქანდაკების ისეთი დეტალები,
როგორიცაა თმა, გამომეტყვლება, თითები, ემოცია აბსოლუტურად
უნიკალურია და უფრო მეტად სხვადასხვა ხელწერაზე მიანიშნებს.
ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლა ბერძენ ხელოვანთა შთაგონების
წყაროდ გადაიქცა. მათი გაგებით ზევსის გამარჯვება ეს იყო
სრულყოფილების, კეთილშობილებისა და გონიერების გამარჯვება
ველურსა და უხეშ ძალაზე.

You might also like