You are on page 1of 2

აბოს წამება, პირველი თავი

ანალიზი

ავტორი ნაწარმოებს იწყებს სიტყვებით „აწ გლოცავ თქუენ, ქრისტჱს მიმართ


სურვიელითა გულითა მომიჴჲრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და
უფროჲს-ღა საცნობელნი ეგე ჲურნი გულისა და გონებისა თქუენისანი“-აქ ის
მკითხველს ეუბნება, რომ მას მიაპყროს გული და გონება და კარგად გაიაზროს, თუ
რამდენად დიდია მისი სათქმლის მნიშვნელობა, იმ რელიგიურად თუ
კულტურულად რთული პერიოდიდან გამომდინარე, რის წინაშეც იმ დროინდელი
საზოგადოება იდგა.სწორედ აქ იკვეთება ნაწარმოებში პირველი თავის მიზანი და
საბანისძის სათქმელი, რომ არ დავნებდეთ, მივყვეთ ქრისტეს სჯულს. ერს ახსენებს,
რომ მისი რელიგიური სიმტკიცე ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და
სარწმუნოების შესანარჩუნებლად, ის კი ამის დასასაბუთებლად რამოდენიმე
არგუმენტს ასახელებს.
ის ამბობს, რომ საქართველო-ესაა ქრისტიანობის ერთგვარი კარიბჭე, ჩვენ ვართ
განაპირა ქვეყანა- „ყურე“, რის გამოცდიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ
შევინარჩუნოთ სულის სიმტკიცე და ამით დავიცვათ მთელი ქრისტიანული სამყარო,
რადგან თუ „კარიბჭე“ დაეცა, წარმართობა ნელ-ნელა დაიმორჩილებს ყველას მის
მიღმა. ავტორი ასევე ახსენებს ერს, რომ ქართველები 500 წელზე მეტია ქრისტიანები
არიან, ანუ სწორედ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ერი ვართ. მიუხედავად იმისა,
რომ მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, ის შეიძლება სადავო საკითხად მიიჩნეს
საზოგადოებაში. ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველო, ოფიციალურად,
ქრისტიანი სახელმწიფო გახდა მეხუთე საუკუნეში, ხოლო პროფესორი გრივერ
ფარულავას აზრით, ამ დროს იოანე საბანისძე გულისხმობს ზოგადად, ქრისტიანი
ხალხის გაჩენას საქართველოში, მიუხედავად მათი რიცხვისა, თუმცა ის, თუ რაზე
დაყრდნობით არსებობს ეს მოსაზრება, ბუნდოვანია.

მესამე მნიშვნელოვანი არგუმენტი, ეს არის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული


კულტურის განვითარების თვალსაზრისით საბერძნეთს გაუტოლდა, ეს კი საკმაოდ
საამაყო და მნიშვნელოვანი რამაა, რაც ქართველმა ერმა არ უნდა დაივიწყოს.
საბერძნეთთან კულტურის მხრივ მიახლოება დიდი დამსახურებაა, სწორედ
საბერძნეთის კულტურული განვითარების დონის გამო. როგორც ვიცით, ქრისტეს
ჯვარზე იყო წარწერა 3 ენაზე, ხოლო ენებს შორის იყო ბერძნული. ეს კი, ჩემი აზრით,
იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საბერძეთი ქრისტიანული
რელიგიის ისტორიაში და როგორც ბერძნებმა მიიღეს ქრისტეს რჯული, ისევე ჩვენ,
როგორც პატარა სახელმწიფო, იმ მომენტიდან მოყოლებული ამაყად ვატარებთ
ქრისტიანულ სახელს და ვიცავთ ჩვენს რელიგიას, მიუხედავად ყველა
დაბრკოლებისა. ეს არგუმენტი ძალიან კარგად გამოკვეთს ავტორის მიზანსა და
იდეას, რის მოტანასაც ცდილობს ის ქართველ ხალხამდე.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასევე მეოთხე არგუმენტით, ავტორი განსაკუთრებით


ცდილობს ერის სიამაყის, ღირსებისა და სულისკვეთების გამოღვიძებას. „აჰა ესერა
ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა“ ამით
იოანე საბანისძე ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის წმინდანების ქვეყანა, რომ
ქრისტიანობა აქ განსხვავებულ დონეზეა და ქართველი ერი არამხოლოდ მისდევს
ქრისტიანობას, არამედ მის გამო სიცოცხლეს სწირავს, ეს კი არ ეხება მხოლოდ
ქართველებს, არამედ არაქართველ წმინდანებს-„ რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და
რომელთამე უცხოთა და სხჳთ მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად, მოწამედ
გამოჩინებითა ქრისტე იესუჲს მიერ“ ეს ჩვენ ღმერთის რჩეულებად გვაქცევს და
კიდევ ერთხელ გამოკვეთს იმ ფაქტს, რომ სწორედ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ
რელიგია და ქრისტეს რჯული. ასე სრულდება პირველი თავი და მეოთხე არგუმენტს
ძალიან კარგად ებმის უშუალოდ აბო ტფილელის წამების ისტორია, რომელიც
მოგვითხრობს უცხოელ ჭაბუკზე, რომელმაც საქართველოში შეიმეცნა ქრისტიანობა
და მის გამო თავი გაწირა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი თავი არაა აბოს წამების ისტორია, ის საკმაოდ
დიდი მნიშვნელობისაა ქართველი ერისათვის წმინდა აბოს წამებასა და მისი
მნიშვნელობის გაანალიზებაში, რაც შემდგომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ერის
სულიერი სიმტკიცისა და ქრისტიანული სულისკვეთების შენარჩუნებაში, სწორედ
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო.

You might also like