You are on page 1of 14

მსოფლიო ოკეანეების

პრობლემები
ოკეანე - დედამიწის ზედაპირის
მომცვლელი უწყვეტი გარსი, რომელიც
გარს აკრავს კონტინენტებსა და
კუნძულებს; ახასიათებს მარილების
ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე
ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია
და მოიცავს დედამიწის ზედაპირის
70,8%. ოკეანის ცნებაში ხშირად
იგულისხმება წყლის მასის ქვეშ მდებარე
დედამიწის ქერქიცა და მანტიაც.
ოკეანის ცალკეულ ნაწილებში
მკვეთრად განსხვავებული ფიზიკური,
ქიმიური, ბიოლოგიური და
გეოლოგიური პროცესები
მიმდინარეობს.
ოკეანის წყალი განუწყვეტლივ მოძრაობს და
ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან და
ლითოსფეროსთან. ოკეანის სხვადასხვა
ნაწილის რეჟიმი დაკავშირებულია
ასტრონომიულ ფაქტორებთან და განედურ
ზონალურობას ექვემდებარება. ატმოსფეროს
ცირკულაციის თავისებურებები (ქარები)
განაპირობებს მუდმივი და პერიოდული
ოკეანური დინებების სისტემას, იწვევს ღელვას;
მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალები —
მოქცევას.
ოკეანის წყალი მზისგან მიღებული სითბოს
უზარმაზარი რეზერვუარია. დინებების მეშვეობით
ამ სითბოს გადანაწილება მნიშვნელოვნად
განაპირობებს ხმელეთის დიდი სივრცეების
ჰავას.
ოკეანის საზღვრები და მოხაზულობა
ყალიბდებოდა ხანგრძლივი დროის
განმავლობაში დედამიწის ქერქის
გეოლოგიური აგებულებისა და
განვითარების ისტორიის
შესაბამისად.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების


ეპოქიდან მოყოლებული, ოკეანე დიდ
როლს თამაშობს კაცობრიობისათვის
როგორც სატრანსპორტო გზა,
საკვები პროდუქტების, ენერგეტიკის,
ქიმიური და მინერალური რესურსების
წყარო.
ᲛᲡმსოფლიო
ოკეანეებიᲚᲘᲝ ᲝᲙᲔᲐᲜᲔᲔᲑᲘ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე

მსოფლიო ოკეანეები,
იყოფა კონტინენტებითა და ᲔᲕᲠᲝᲞᲐ
არქიპელაგებით შემდეგ ᲩᲠᲓᲘᲚᲝᲔᲗ
ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐ
ᲐᲖᲘᲐ
ნაწილებად: ატლანტის
ოკეანე წყნარი
ᲐᲤᲠᲘᲙᲐ
ოკეანე
წყნარი ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ
ინდოეთის
ოკეანე ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐ
ოკეანე
ᲐᲕᲡᲢᲠᲐᲚᲘᲐ

სამხრეთს ოკეანე

ᲐᲜᲢᲐᲠᲥᲢᲘᲓᲐ
პლასტმასი ეს თითქმის „მკვლელი“ ნივთიერება ყოველდღიურად ძალიან დიდ
საფრთხეს უქმნის დედამიწას. ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის ნივთები
ყოველ წელს მილიონობით ზღვის არსებას კლავს.
თანამედროვე სამყაროში პლასტმასთან "ბრძოლა" ერთ- ერთი გამოწვევა გახდა.
მისი ნარჩენების გადამუშავება კი ეკოლოგიური დეგრადაციის წინააღმდეგ
ბრძოლაში ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
Plastics Europe-ის მონაცემებით, წლიურად 350 მილიონი ტონა პლასტმასი იწარმოება
და აქედან მხოლოდ 9%-ის გადამუშავება ხდება. ეს ძალიან საგანგაშო
სტატისტიკაა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად კი უფრო საგანგაშო პროგნოზი, ის
არის, რომ, თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, 2025 წლისთვის ეს პრობლემა ათჯერ
გაიზრდება.
,
სწორედ, ამ პრობლემის გადასაჭრელად,
ბრიტანეთში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა
კ ო მ პ ა ნ ი ა M u r a Te c h n o l o g y - მ 2 0 2 1 წ ლ ი ს მ ა რ ტ შ ი
გამოაცხადა, რომ ქმნის მსოფლიოში პირველ
კომერციულ ქარხანას, რომელიც "ჰიდროთერმული"
პროცესის გამოყენებით, პლასტიკის ყველა ფორმის
ნარჩენს გადაამუშავებს.
"პრობლემა პლასტმასში არ არის, ის მის გადამუშავებაშია. ჩვენ
გვსურს შევცვალოთ ის ხედვა, რაც მსოფლიოს პლასტმასის მიმართ
აქვს. დღეს პლასტმასი ერთჯერად და გადასაგდებ მასალად
აღიქმება. ჩვენ ამას შევცვლით და პლასტმასს მრავალჯერად,
გადამუშავებად მასალად ვაქცევთ. ის იქნება უფრო გამოსადეგი და
რაც მთავარია, პლანეტას აღარ დააბინძურებ," — აღნიშნავენ Mura
Te c h n o l o g y - შ ი .
1997 წელს ჩარლზ მური, რომელიც საკუთარი იახტით შინ
ბრუნდებოდა, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მოტივტივე
ნაგვის უზარმაზარ გროვას გადააწყდა. ის იყო ერთ-ერთი
პირველი ადამიანი, რომელმაც ოკეანეში დინებების
საშუალებით მთელი მსოფლიოდან მოგროვებული ნაგვის
კუნძული ნახა.
ნაგავი ძირითადად პლასტმასის ბოთლებისა და
პოლიეთილენის პაკეტებისგან შედგება. ის კანალიზაციის
საშუალებით ხვდება ოკეანეში, ოკეანის წრიული დინებები კი
პლასტიკატის ნარჩენებს ერთ ადგილას – “ნაგვის კუნძულზე”
აგროვებს.
უკანასკნელ წლებში ოკეანეში მცურავი ნაგვის მოცულობამ
კატასტროფულად მოიმატა: როგორც მეცნიერები აღნიშნავენ,
წყნარ ოკეანეში პლასტიკური ნარჩენების რაოდენობა ბოლო 40
წლის განმავლობაში 100-ჯერ გაიზარდა.
Ocean Voyages Institute-ის 48-დღიანი ექსპედიციის შემდეგ
წყნარი ოკეანის ნაგვის კუნძულები 103 ტონა პლასტმასისგან
გათავისუფლდა. Ocean Voyages Institute არაკომერციული
კომპანიაა, რომელიც 1979 წელს მსოფლიო ოკეანეების
დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დაარსდა. მათი საოცარი
ძალისხმევისა და მიღებული შედეგების მიუხედავად, ეს
ყველაფერი მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით,
რაც ოკეანეში დარჩა.
ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპედიცია ყველაზე დიდია
დღემდე, რაც კი წყნარი ოკეანის ნაგვის კუნძულებზე
განხორციელებულა. წყნარი ოკეანის ამ შორეულ
ტერიტორიაზე, რომელიც კალიფორნიასა და ჰავაის შორის
მდებარეობს, მოთავსებულია ნაგვის უზარმაზარი რაოდენობა.
ეკიპაჟს დიდი შრომის გაწევა მოუხდა. ოკეანის
გასუფთავების უნივერსალური საშუალება არ არსებობს.
ეს არის გრძელი დღეები, რომელიც ჰორიზონტის
დათვალიერებასა და ბადეებისა და ნაგვის უზარმაზარი
რაოდენობის ამოღებაში გადის.
მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟმა დიდი შრომა გასწია,
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ, წყნარი
ოკეანის ნაგვის დიდ კუნძულზე კიდევ 80 000 ტონა
პლასტიკური ნარჩენია. გუნდი იმედოვნებს, რომ
მომავალი წლისთვის ისინი 3 თვის განმავლობაში 3
გემის დახმარებით ნაგვის მოგროვებას მოახერხებენ.
ბუნევრივია, ეს ნაგვის გროვები სერიოზულად აშფოთებს მეცნიერებს,
ვინაიდან პლასტიკატის ბოლომდე დაშლას ათასი წელი მაინც
ჭირდება.გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ის ეკოლოგიური
საფრთხეც, რომელსაც ეს გიგანტური ნაგვის გროვები ქმნის. დიდი შანსია,
რომ პლასტიკატის ნარჩენები ოკეანის ბინადრების სასუნთქ გზებში ან
კუჭში მოხვდეს, ან გადამფრენმა ფრინველებმა გადაყლაპონ, რაც მათ
სიცოცხლეს სჩჩაფრთხეს უქმნის.
დაბინძურების ძირითადი წყარო ჩინეთი, ფილიპინები და ინდონეზიაა.
დაბინძურებული წყალი მხოლოდ სამხრეთ- აღმოსავლეთ ნიკოლასაზიაში
არაა არც თუ ისე იშვიათი სანახაობაო, ამბობს საზღვაო ბიოლოგი
„სამწუხაროდ, ამგვარი გროვები ნორმად
ითვლება, განსაკუთრებით მსოფლიოს
განვითარებად ნაწილში, სადაც საშუალო ფენის
მოსახლეობა და, შესაბამისად, მათ მიერ
მოხმარებული პროდუქტის რაოდენობა იზრდება –
ნარჩენების მართვის სფერო კი იმავე სისწრაფით
არ ვითარდება“.
მიუხედავად პრობლემის აქტუალობისა, მალოსი
იმედს არ კარგავს. მაგ. აშშ-ში, კალიფორნიის
შტატის ამომრჩევლებმა 2016 წელს მხარი
დაუჭირეს შტატში პოლიეთილენის პარკების
გამოყენების აკრძალვას. მისი თქმით,
ცნობიერების ამაღლების კუთხით პროგრესი
ინდონეზიაშიც იგრძნობა.
რა უნდა გაკეთდეს არსებული პრობლემის
აღმოსაფხვრელად

არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად დიდი ძალისხმევა დაჭირდება ამა თუ იმ არასამთავრებო


ორგანიზაციას ან მთავრობას, რადგან პლასტმასის ნარჩენებით წყლის დაბინძურება არაა მხოლოდ ერთი და
ორი ადამიანის მიერ არსებული პრობლემის გააზრება და პლასტმასის მოხმარების შემცირება ან თუნდაც სხვა
ნაკლებად საზიანო ალტერნატივით ჩანაცვლება. ამ პრობლემის გააზრება გაცილებით უფრო ფართო
მაშტაბით უნდა მოხდეს, რაც მოიაზრებს თთოეული მოქალაქის მიერ იმ ფაქტის და პრობლემის მიმართ
თვალის გასწორებას რის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ. თითოეული ადამიანის როლიძალიან
მნიშვნელოვანია. ასევე უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ მთავრობის მიერ ისეთი კანონის მიღება, რომლის
რეალურად რეგულირებაც შესაძლებელი იქნება ძალიან დაეხმარებოდა ამ პრობლების აღმოფხვრის
პროცესს.
მადლობა
ყურადღებისთვის
<3

You might also like