You are on page 1of 5

1.

რა არის  Brexit (ბრექსიტი)?

Brexit არის შემოკლებული ფორმა “British exit”-ისა, რაც ნიშნავს


„ბრიტანეთის გასვლას“. ამ სიტყვას იყენებენ ბრიტანეთის
ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა.

ბრიუსელში, ევროკავშირის შენობის წინ, 31 იანვარს ჩამოიხსნა


ბრიტანეთის დროშა, რითაც ფორმალურად დასრულდება
კავშირში ბრიტანეთის ყოფნის ორმოცდაშვიდწლიანი ისტორია.

რატომ ტოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს?

2016 წლის 23 ივნისს, ხუთშაბათს დიდ ბრიტანეთში გაიმართა


რეფერენდუმი. ბრიტანელ მოქალაქეებს მხოლოდ ერთ
შეკითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი - ბრიტანეთი უნდა დარჩეს
ევროკავშირში თუ უნდა დატოვოს ის?

რეფერენდუმი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების


მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. რეფერენდუმში
მონაწილეთა 52%-მა ხმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას
მისცა, თუმცა ეს არ მომხდარა მყისიერად. ქვეყანამ ევროკავშირი
2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

რა ხდებოდა ამ დრომდე?

2016 წელს გამართული რეფერენდუმი მხოლოდ დასაწყისი იყო.


მას შემდეგ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთსა
და ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის
იმისათვის, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა
მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს ორივე მხარისთვის.
მოლაპარაკებები ძირითადად ეხებოდა
ე.წ. „განქორწინების“ შეთანხმებას, რომელიც ზუსტად
განსაზღვრას თუ როგორ დატოვებს (რის ფასად) ბრიტანეთი
ევროკავშირს და არა იმას თუ რა მოხდება შემდეგ.
გარიგება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ცნობილია,
როგორც გასვლის შეთანხმება.
2.
რაზე შეთანხმდნენ?

გასვლის შეთანხმება მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს:

•   რამდენი უნდა გადაუხადოს ბრიტანეთმა ევროკავშირს


პარტნიორობის შეწყვეტისთვის - დაახლოებით 39 მლრდ
ფუნტი.

•   რა შეიცვლება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მცხოვრები


ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის და ბრიტანეთში მცხოვრები
ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

•   როგორ უნდა მოხდეს ჩრდილოეთ ირლანდიასა და


ირლანდიას შორის ფიზიკური საზღვრის დაბრუნების თავიდან
აცილება, როდესაც ის ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის
სასაზღვრო ზოლი გახდება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში,


რომელსაც ტრანზიციის პერიოდს უწოდებენ, ევროკავშირი და
ბრიტანეთი სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ და
ბიზნესმოთამაშეებს ექნებათ დრო, მოერგონ ახალ რეალობას. 

პ.ს. უცვლელი იქნება ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებები


ბრიტანეთში, თუ ბრიტანელთა უფლებები ევროკავშირში.
ბრიტანეთმა კი ევროკავშირს დაახლოებით 30 მილიარდი
დოლარი უნდა გადაუხადოს.

რას ამბობენ შეთანხმების კრიტიკოსები?


კრიტიკის ყველაზე მწვავე საგანი გახდა ირლანდიასთან
საზღვრის საკითხი.

შეთანხმების ორივე მხარეს, ევროკავშირსა და ბრიტანეთს,


მკაცრი სასაზღვრო კონტროლის თავიდან არიდება სურს, რაც
გულისხმობს სათვალთვალო კამერებსა და საბაჟო პოსტებზე
უარის თქმას. ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირს და დიდ
ბრიტანეთს შორის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი
ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის გავა. ამ
ტერიტორიას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს
სხვადასხვა მიზნით. ბრექსიტის შემდეგ სასაზღვრო ხაზის
გავლებისა და მკაცრი საბაჟო კონტროლის შემთხვევაში კი
მოქალაქეების მდგომარეობა გადაადგილების კუთხით
გართულდება.

ჩრდილოეთ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის საბაჟო


გამშვები პუნქტი შეიქმნება. ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ
ირლანდიაში შემავალი ტვირთი კი შემოწმებისა და
ევროკავშირის საიმპორტო ტარიფების საგანი იქნება.
მომხრეების აზრით, ეს ბრიტანეთს საშუალებას მისცემს სხვა
ქვეყნებთან საკუთარი სავაჭრო შეთანხმებები გააფორმოს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესათანხმებელი საკითხი


სწორედ ვაჭრობაა. „ბრექსიტი“ ნიშნავს, რომ ბრიტანეთი აღარ
იქნება იმ ერთიანი და თავისუფალი ბაზრის ნაწილი, სადაც
პროდუქტის/საქონლის დამატებითი შემოწმებისა თუ
გადასახადის გარეშე გადატანაა შესაძლებელი. თუკი შეთანხმება
ამ დროშიც ვერ იქნა მიღწეული, ბრიტანული პროდუქტი
ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე დამატებითი ტარიფებისა
და შემოწმებების საგანი გახდება. თუმცა, დიდმა ბრიტანეთმა და
ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც
ბრექსითის შემდგომ ლონდონსა და ევროკავშრის შორის
სავაჭრო ურთიერთობებს დაარეგულირებს. აღსანიშნავია, რომ
სავაჭრო შეთანხმებაზე მრავალთვიანი მოლაპარაკების არაერთი
რაუნდი ამ დრომდე წარუმატებლად სრულდებოდა. 
ეს ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროპა სავაჭრო
ურთიერთობას დამატებითი გადასახადების დაწესების გარეშე
გააგძელებს.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როგორი იქნება


სამართალდამცავი სისტემა და როგორ წარიმართება
მონაცემებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
ინფორმაციის გაზიარება; ავიაციის სტანდარტები და
უსაფრთხოება; წვდომა სათევზაო წყლებზე, გაზისა და
ელექტროენერგიის წყაროების საკითხი, მედიკამენტების
ლიცენზირება და რეგულაცია.

1.

შეფასებები ბრექსიტზე

„ჩვენივე გამოცდილება გვასწავლის, რომ ჩვენს უნიკალურ


გაერთიანებაში ყოფნას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე
ფუფუნებაში სიმარტოვეს“
, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ
ლაიენმა, კავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით

„თვითდაზიანების უაზრო აქტი“

„თანამედროვე ისტორიაში არც ერთ სახელმწიფოს არ ჩაუდენია


თვითდაზიანების ასეთი უაზრო აქტი. ბრექსიტი კიდევ უფრო
გააღარიბებს ბრიტანეთს, რასაც საკუთარი მთავრობის ანალიზიც
აჩვენებს. მაგრამ დაკნინება რეალურად კიდევ უფრო დიდი
იქნება. მისი ხმა საერთაშორისო არენაზე შესუსტდება და ძირი
გამოეთხრება ბრიტანეთის, როგორც ღია და პერსპექტივაზე
ორიენტირებული ქვეყნის, რეპუტაციას“
, - წერს ირლანდიური მემარცხენე-ცენტრისტული გამოცემა

ბრექსითი და რუსეთი

The Sunday Times- მა "ბრექსიტის" დამფინანსებელი რუსები


დაასახელა

იხ. სტატია

https://bm.ge/ka/article/the-sunday-times--ma-breqsitis-
damfinansebeli-rusebi-daasaxela/43350/

You might also like