You are on page 1of 16

შრომითი დავა

გაფიცვა და ლოკაუტი

-;
თემა
ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები,
მათი განხილვა და გადაწყვეტა;
გაფიცვა და ლოკაუტი, მათი გადადებისა და შეჩერების
პირობები, უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურები,
შრომითი მედიაცია და მისი მეშვეობით მიღწეული
შეთანხმების აღსრულება;
ხანდაზმულობა;

• საკითხავი მასალა:
• საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის
სტანდარტები შველიძე, ზაქარია გვერდი: 286-303;
• შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I ზაალიშვილი, ვ.,
ნუნუ კვანტალიანი, (რედ.) გვერდი: 67-85;
ზოგადი დებულებები
61-ე მუხლი
• რა არის დავა?
შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის
გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ
ინტერესებში
 

• დავის წარმოშობის აუცილებელი ფორმალური პირობა:

უთანხმოების შესახებ მხარის მიერ მეორე მხარისათვის გაგზავნილი


წერილობითი შეტყობინება.

დავა თავისიი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს:

• მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით - ინდივიდუალური ან კოლექტიური;


• სადავო საგნის მიხედვით - ეკონომიკური ან სხვაგვარი შინაარსის:
• სამართლებრივი დაპირისპირებიდან გამომდინარე - იურიდიული;
დავის საფუძვლები
დავის წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის


უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა;

ბ) ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან კოლექტიური


ხელშეკრულების ან შრომის პირობების დარღვევა;
 
გ) დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ინდივიდუალური შრომითი
ხელშეკრულების არსებით პირობებთან ან/და კოლექტიური
ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული უთანხმოება.

უთანხმოების გადაწყვეტის პირობა - შემათანხმებელი პროცედურების


დაცვით.

შემათანხმებელი პროცედურები მოიცავს მხარეთა შორის პირდაპირი


მოლაპარაკებების გამართვას;
დავის გადაწყვეტის ალტერნატივები

დავის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.

ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი


დავების გადაწყვეტის ალტერნატივები:

• შემათანხმებელი პროცედურების დაცვით;


• სასამართლოსათვის
• არბიტრაჟისათვის მიმართვით.

კოლექტიური ხელშეკრულების მონაწილ ე - დასაქმებულის შეზღუდვის დაუშვებლობა:

მას შეუძლია მოცემული დავის შემთხვევაში ინდივიდუალურად დაიცვას თავისი


უფლებები

სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.


ინდივიდუალური დავის განხილვა
და გადაწყვეტა
• ინდივიდუალური დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით -
დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას.
• დავის მიმდინარეობის ეტაპები და ვადების ათვლა :
პირველი ეტაპი: მხარის მიმართ წერილობითი შეტყობინების გაგზავნა შემათანხმებელი
პროცედურების დაწყების შესახებ, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის
წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.

მეორე ეტაპი: წერილობით შეტყობინების მიმღები ვალდებულია წერილობითი შეტყობინება


განიხილოს და თავისი გადაწყვეტილება წერილობით დავის ინიციატორს შეტყობინების
მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

მესამე ეტაპის შასაძლებლობა: შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე


წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმების
ვერ მიღწევის შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

• მეოთხე ეტაპის ალტერნარივა: წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული


დღის განმავლობაში მხარის მიერ შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის თავის
არიდების გამო, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება
მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის მომხრე მხარეს.

• მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.


 
• მხარის მიერ მოთხოვნის გაზრდა ან დავის საგნის შეცვლადაუშვებელია დავის განხილვის
პროცესში .
კოლექტიური დავის განხილვა
და გადაწყვეტა
• კოლექტიური დავა არის უთანხმოება დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე 20
დასაქმებული ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის)
• ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის

- პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა


ან
- მედიაციას
(ერთ-ერთი მხარის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში).

დავის მიმდინარეობის ეტაპები და ვადების ათვლა:

• პირველიო ეტაპი: წერილობით შეტყობინება, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული


დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.

• მეორე შესაძლო ეტაპი - მედიაცია:


ა) მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად მხარეს უფლება აქვს,
წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის
თაობაზე. წერილობითი შეტყობინება იმავე დღეს გადაეცემა დავის მეორე მხარესაც.

ბ) ამ წერილობითი შეტყობინების მიღების საფუძველზე მინისტრი ნიშნავს დავის მედიატორს.


დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის
არსებობის შემთხვევაში, მხარის წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით
დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს.
 
კოლექტიური დავის განხილვა
და გადაწყვეტა
გ) დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება
შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ.
 
დ) მხარეები ვალდებული არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და
დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს .

ე) მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში დავის მედიატორი ვალდებულია გაუგზავნოს მას


ანგარიში დავასთან დაკავშირებით .

ვ) დავის მედიატორი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ან დოკუმენტი,


რომელიც მისთვის, როგორც დავის მედიატორისთვის, გახდა ცნობილი .

• დავის ნებისმიერ სტადიაზე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის


გადაცემაზე.
გაფიცვა და ლოკაუტი

• გაფიცვა - დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი


უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.

• შეზღუდვა გაფიცვაში მონაწილეობისაგან: საქართველოს


კანონმდებლობით დადგენილ პირების მიმართ.

• ლოკაუტი - დავის შემთხვევაში დამსაქმებლის დროებითი ნებაყოფლობითი


უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.

• კოლექტიური დავის დროს გაფიცვისა და ლოკაუტის უფლება წარმოიშობა


მინისტრისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან
ან

მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით დავის მედიატორის დანიშვნიდან

21 კალენდარული დღის გასვლისთანავე.


გაფიცვა და ლოკაუტი

• ინდივიდუალური დავის დროს მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე


არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს წერილობით უნდა
შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი და ხასიათი.

• კოლექტიური დავის დროს მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე


არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს და მინისტრს
წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი და
ხასიათი.

• გაფიცვის ან ლოკაუტის დროს მხარეები ვალდებული არიან, განაგრძონ


შემათანხმებელი პროცედურები.

• ლოკაუტი ს მოქმედების ვადის შეზღუდვა: ლოკაუტის მოქმედების მაქსიმალური


ვადაა 90 კალენდარულ დღე.

• გაფიცვის ან ლოკაუტის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, მისცეს


დასაქმებულს შრომის ანაზღაურება.

• გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის


საფუძველი.
გაფიცვისა და ლოკაუტის
გადადება ან შეჩერება

  სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არა უმეტეს


30
დღით,

ხოლო

დაწყებული გაფიცვა ან ლოკაუტი შეაჩეროს ამავე ვადით.თუ

• საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,


• ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას
• მესამე პირის საკუთრებას,
• სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას;
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურები
• დაუშვებელია გაფიცვის უფლების სრულად გამოყენება იმ დასაქმებულის მიერ, რომელიც
ასრულებს სამუშაოს ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად , რომლით გათვალისწინებული
სამუშაო პროცესის სრულად შეწყვეტა აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს უქმნის მთელი
საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილის
- სიცოცხლეს,
- პირად უსაფრთხოებას
ან
- ჯანმრთელობას;

ამ მიზნით მინისტრის განსაზღვრავს :


- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ჩამონათვალს ;
- მინიმალური მომსახურების ფარგლებს , რომლის პირობებშიც დასაქმებულებს ექნებათ გაფიცვის
უფლება;

მინიმალური მომსახურების ფარგლების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ


ის სამუშაო პროცესი, რომელიც აუცილებელია მთელი საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილის
სიცოცხლის, პირადი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დასაცავად.

• სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავე დასაქმებულებს აქვთ გაფიცვის უფლება,


თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას.

• იმ დასაქმებულებს, რომლებსაც არ აქვთ გაფიცვის უფლების სრულად გამოყენების


შესაძლებლობა, უფლება აქვთ, მოითხოვონ,, მხარეთა შორის შემათანხმებელი
პროცედურის, მედიაციის ან/და არბიტრაჟის მეშვეობით კოლექტიური დავის
გადაწყვეტა.
უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი

• შეზღუდვების საფუძვლები და ფორმები:

- საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით;

- საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით,


საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით.


• შემათანხმებელი პროცესებისადმი თავის არიდება
• შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის თავის არიდება და
ორგანიზებული გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოა, რომლის თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო რაც დაუყოვნებლივ ხდება ცნობილი
მხარისთვის.
 
 
• სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის
შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ.
დასაქმებულთა გარანტიები

• გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა - არაა შრომის დისციპლინის დარღვევა და


შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის
შემთხვევისა.

• სასამართლოს მიერ ლოკაუტის უკანონოდ ცნობისას, დამსაქმებელი ვალდებულია


აღადგინოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან და აუნაზღაუროს
გაცდენილი სამუშაო საათები.

• დასაქმებულები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, მაგრამ გაფიცვის


გამო ვერ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, დამსაქმებელმა შეიძლება:

- გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე

ან

აუნაზღაუროს შეჩერების პერიოდი სამუშაოს საათობრივი განაკვეთის მიხედვით .


მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების
აღსრულება
• კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეულ იქნა
შეთანხმება, დავის მხარეს უფლება აქვს, ამ შეთანხმების
აღსრულების მიზნით მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული
შეთანხმების აღსრულებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები.

• სასამართლო უარს იტყვის მედიაციის შედეგად მიღწეული


შეთანხმების აღსრულებაზე, თუ ამ შეთანხმების შინაარსი
ეწინააღმდეგება
- საქართველოს კანონმდებლობას,
- საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს
- ან თუ, აღნიშნული შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, მისი
აღსრულება შეუძლებელია.
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like