You are on page 1of 5

სტუდენტის სახელი, გვარი თეკლა მეგრელი

ფაკულტეტი იურიდიული
საგნის დასახელება შესავალი საკონსტიტუციო სამართალში
პედაგოგი გიორგი კახიანი
ელფოსტა, სადაც ნაშრომი იგზავნება paata.javakhishvili@tsu.ge
დასკვნითი გამოცდის შეფასება 40 ქულა
გამოცდის ხანგრძლივობა 3 (სამი) საათი
შენიშვნა: ნაშრომის დასაწყისში უნდა მიეთითოს სტუდენტის სახელი, გვარი
ბილეთი 3.
1. შეადარეთ უნიტარული და ფედერაციული ტერიტორიული მოწყობის ფორმები
(15
ქულა)
2. კონსტიტუციის გადასინჯვის რომელ ფორმას მიანიჭებდით უპირატესობას?
პასუხი
დაასაბუთეთ (15 ქულა)
3. იმსჯელეთ მთავრობის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებზე (10 ქულა)

1)უნიტარული სახელმწიფოს მოწყობის შედარებით მარტივი ვერტიკალური


ფორმაა. ისტორიულად მან ჩაანაცვლა ფეოდალური დანაწევრების სისტემა. ის
გულისხმობს ტერიტორიულ, პოლიტიკურ ერთიანობასა და ცენტრალიზებას (თუმცა
სხვადასხვა დონით). უნიტარული მოწყობის ქვეყნებში(როგორებიცაა იაპონია,
საბერძნეთი, პოლონეთი...) მოქმედებს ერთდონიანი მოქალაქეობა, საერთო
კონსტიტუცია და ერთიანი საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი
სისტემები. არსებობს სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული ერთეულები და მათ
სტატუსს ცენტრალური მთავრობა განსაზღვრავს. ცენტრალიზების დონის
მიხედვით განასხვავებენ ცენტრალიზებულ, შედარებით დეცენტრალიზებულ და
დეცენტრალიზებულ უნიტარულ მოწყობას.

ცენტრალიზებულ უნიტარულ სახელმწიფეობში, მაგალითად ინდონეზიაში,


ადმინისტრაციული ერთეულები ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული
მოხელეებით იმართება. შედარებით დეცენტრალიზებულში ცენტრალური
ხელისუფლების მიერ დანიშნულ პირებთან ერთად ადგილობრივ მმართველობას
ახორციელებს მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი
ორგანო(მაგალითად საფრანგეთში). ხოლო დეცენტრალიზებულ უნიტარულ
სახელმწიფოებში ამ ფუნქციას მხოლოდ ადგილობრივი ორგანოები ითავსებს და
ცენტრალური ხელისუფლება სხვადასხვა მექანიზმებით( საფინანსო, სასამართლო...)
არის ჩართული.

ერთ-ერთი ფუნდამენტური ფენომენია ავტონომიის ინსტიტუტი. რაც გულისხმობს


სხვადასხვა ნიშნით განსხვავებული ჯგუფების ჰარმონიულ, სამართლიან
თანაცხოვრებას და ცენტრსა და ადგილობრივ ერთეულს შორის მმართველობის
გადანაწილების ფორმადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. აღსანიშნავია ტერიტორიული,
ექსტერიტორიული, პერსონალური და კორპორაციული(უკანასკნელი ორი
ექსტერიტორიულის სახეებად უნდა მივიჩნიოთ) ავტონომიის სახეები.
ტერიტორიული ავტონომია გულისხმობს განსაზღვრული ტერიტორიისთვის, მასში
თავმოყრილი მცხოვრებლების თავისებურებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული,
სხვა ერთეულებისგან გამორჩეული სტატუსისა და შედარებით მეტი
დამოუკიდებლობის მინიჭებას. ხოლო ექსტერიტორიული საამისო ფაქტორად არა
კონკრეტულ ტერიტორიას, არამედ ხალხის ჯგუფს მიიჩნევს. პერსონალური
ავტონომიის დროს ესა თუ ის ეთნიკური ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის
გაფანტული. ხოლო რაც შეეხება კორპორაციულს, რომელიც ექსტერიტორიულის
კიდევ ერთი სახეა, ის გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების უფლებას, შექმნან
თავიანთი ინტერესების გამომხატველი გაერთიანებები.

უნიტარული მოწყობისას ადმინისტრაციული ერთეულები სარგებლობენ მეტად


შეზღუდული უფლებებით, არ აქვთ საშუალება, ქვეყნის მართვაში ან კონსტიტუციის
გადასინჯვაშ მონაწილეობის მიღებისა და სხვ.

ფედერაციული ქვეყნების რიგს მიეკუთვნება რუსეთი, გერმანია, ინდოეთი თიმცა


პირველი კონსტიტუციურად გაფორმებული ფედერაცია ა.შ.შ იყო. ფედერაციულ
სახელმწიფოშ არსებული ერთეულები ფედერაციის სუბიექტების სახელით
სარგებლობენ და გააჩნიათ საკუთარი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა
და სახელისუფლებო ორგანოები. თუმცა მათ არ აქვთ გამოყოფის ან საგარეო
პოლიტიკაშ მონაწილეობის უფლება(გამონაკლისი შემთხვევებია თუ ეს
ურთიერთობა ეხება უშუალოდ ფედერაციის სუბიექტის ბედს). ფედერაციულ
ქვეყნებშ განარჩევენ ქვეყნის და სუბიექტის მოქალაქეობას. ანუ მოქმედებს
ორდონიანი(არა ორმაგი) მოქალაქეობა. საერთო კონსტიტუციასთან ერთად
ფუნქციონირებს ადგილობრივი კონსტიტუციები და კოლიზიის შემთხვევაშ ამ
უკანასკნელს ენიჭება უპირატესობა. პარლამენტი ხშირ შემთხვევაში ორპალატიანია
და მისი დანიშნულებაა წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
ფედერაციის სუბიექტების სტატუსზე საუბრისას უნდა არინიშნოს სიმეტრიული და
ასიმეტრიული დაყოფა. სიმეტრიული დაყოფისას თითოეული მათგანი სარგებლობს
თანასწორი სტატუსით. ხოლო ასიმეტრიულ ფედერაციებშ მოქცეულია
განსხვავებული კომპეტენციისა და იურიდიული ძალის ერთეულები.

ფედერაციულ სუბიექტები ჩართული არიან სახელმწიფოს მართვასა და ყველა


მნიშვნელოვან საკითხში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა
მათი თანხმობა. გარდა ამისა ადგილობრივ მმართველობაშ არიან თითქმის
სრულიად დამოუკიდებელნი. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ
მისაღებად და დასამტკიცებლად ფედერაციის სუბიექტების კვალიფიციური
უმრავლესობის თანხმობაა საჭირო. ფედერაციული მოწყობა განსაკუთრებით
ეფექტურია დიდი მოცულობის ქვეყნების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მას ახლავს
სეპარატიზმის საფრთხე, მაგრამ ეს მოწყობა ახდენს ულტრაცენტრალიზებისა და
უფლებამოსილების გადაუნაწილებლობით გამოწვეული საშიშროების პრევენციას.

2) მე უპირატესობას ვანიჭებ კონსტიტუციის გადასინჯვის განსაკუთრებით რთულ


წესს. მისი რამდენიმე ფორმა არსებობს: ა)პარლამენტისა და ფედერაციის სუბიექტის
მონაწილეობით; ბ) პარლამენტისა და ხალხის მონაწილეობით; გ) ორი მოწვევის
პარლამენტის გადაწყვეტილებით.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც საქმე ეხება საკანონმდებლო აქტს,
რომელზეც დგას სახელმწიფო, დიდი ყურადღება და დაფიქრებაა საჭირო მის
შეცვლამდე. თუ კონსტიტუციის შეცვლა მარტივი პროცედურით იქნება
შესაძლებელი ეს მას, როგორც იურიდიულ დოკუმენტს, ისეც დაუკარგავს ძალასა და
მნიშვნელობას და პირდაპირპროპორციულ შედეგსაც გვაჩვენებს სახელმწიფოს
სიმტკიცესა და მოწესრიგებულობაზე. ასე რომ, კონსტიტუციის გადასინჯვის წესი
საკმაოდ რთული უნდა იყოს.

თუ საქმე ფედერაციული მოწყობის ქვეყანასთან გვაქვს მნიშვნელოვანია,


ფედერაციის სუბიექტები ამ პროცესშ ჩართული იყვნენ და მხოლოდ ცენტრალური
ორგანო არ იღებდეს გადაწყვეტილებას. მართლაც, პირველი ფორმის მიხედვით,
რომელიც ა.შ.შ.-ში გვხვდება, კონგრესის მიერ მიღებულ ცვლილებებს ადგილობრივი
ორგანოების ¾-ის თანხმობაც სჭირდება.

მეორე ფორმა განსაკუთრებით რთული წესისა ასევე უზრუნველყოფს ხალხის არა


მხოლოდ ირიბ, არამედ პირდაპირ მონაწილეობასაც. დამდგენი რეფერენდუმის
საშუალებით გათვალისწინებულია საზოგადოების აზრი როცა საქმე ეხება ისეთ
საკითხებს როგორებიცაა ადამიანის უფლებები, სახელმწიფოს მთავარი ნიშნები და
სხვა ძირეული თემები.

რაც შეეხება ორი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მიღებულ გადაწყვეტილებას,


ვიღაცას შეიძლება ეს დროშ მეტისმეტად გაწელილ პროცედურად მოეჩვენოს, მაგრამ
მე ვთვლი, რომ ეს უზრუნველყოფს კონსტიტუციის დაცვას და ცვლილების
ადეკვატურობას.

ამ მიზეზების გამო ვანიჭებს უპირატესობას კონსტიტუციის გადასინჯვის


განსაკუთრებით რთულ წესს, თუმცა რთული წესით საკმაოდ მისაღებია, მაგრამ
მიმაჩნია, რომ მოსახლეობის მონაწილეობა პირველში უფროა გათვალისწინებული.

3) მთავრობის ფუნქციები რეალიზდება სხვადასხვა უფლებამოსილებებბით და


შეიძლება ითქვას, სწორედ ეს განსაზღვრავს მის მდგომარეობას სახელოსუფლებო
ორგანოებში. მისი ფუნქციები და მოვალეობებია:

ა) სახელმწიფო აპარატის დაკომპლექსება, მართვა და კონტროლი. ამას ის


სამინიტროებისა და დეპარტამენტების საშუალებით ახორციელებს.

ბ) ბიუჯეტის შედგენა და შესრულება. ამ ფუნქციას სრულად ახორციელებს მხოლოდ


მთავრობა.

გ) საგარეო(მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები...) და საშნაო(რაც მოიცავს


ეკონომიკას, ჯანდაცვას, თავდაცვას...) პოლიტიკის განხორციელება. თუმცა მის
შემუშავებაში მონაწილეობას იღებს პარლამენტიც.

დ) კანონის აღსრულება. აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი


დანიშნულებაა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების ყოველდღიურ
ცხოვრებაში რეალიზება.

ე) გარკვეულწილად კანონშემოქმედებაში მონაწილეობა, საკანონმდებლო


ინიციატივისა და სახელმწიფოს მეთაურის ვეტოს უფლების სახით.

ვ) ნორმათდამდგენი უფლებამოსილება მას საშუალებას აძლევს საკანონმდებლო


საქმიანობაშ ჩარევისა. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, რომელთა
უმეტესობასაც მთავრობა გამოსცემს, დანიშნულებაა პარლამენტის მიღებული
კანონების აღსრულება და ეხება ისეთ სფეროებს, რომელთა მოწესრიგებაც
პარლამენტის კომპეტენცია არაა.
მთავრობის უფლება-მოსილებები დამოკიდებულია სახელმწიფოს მმართველობის
ტიპზეც. საპრეზიდენტო მოდელში მისი კომპეტენცია შეზღუდულია, რამდენადაც ის
მხოლოდ სათათბირო ორგანოს სახითაა წარმოდგენილი. კაბინეტურ მოდელში
პირიქით, პრეზიდენტის უფლებებია მინიმალიზებული და მთავრობა
ხელისუფლების სისტემის უმაღლესი ორგანოა. რაც შეეხება ბიცეფალურ მოდელს,
ხელისუფლების განხორციელებაშ მთავრობა პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობს.

You might also like