You are on page 1of 3

თომას ჰობსი - ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელიც მოღვაწეობდა

1588-1679 წლებში. იგი ფართოდაა ცნობილი მისი ღვაწლით


პოლიტიკურ ფილოსოფიაში. ჰობსის მიერ გამოცემული წიგნი
ლევიათანი წარმოადგენს თანამედროვე დასავლური პოლიტიკური
ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს. ლიბერალური
ფილოსოფიის დახასიათება შეგვიძლია დავიწყოთ თომას ჰობსის
შეხედულებების გადმოცემით. მიუხედავად იმისა, რომ ჰობს არ
ღალატობს არც გადმოცემის სტილი და არც სითამამე მის ნაწერებში
მაინც შეინიშნება არათანმიმდევრულობა რაც უპირველეს ყოვლისა იმ
ეპოქის სირთულით უნდა ავხსნათ, რომელშიც ჰობსს მოუწია ცხოვრება
და მოღვაწეობა. მწერლის არათანმიმდევრულობა გამოწვეულია ორი
ძირითადი მიზეზით: ერთის მხრივ, რევოლუციის ეპოქის თავად
პოლიტიკური მოვლენების რთული და ბუნდოვანი ხასიათით მეორეს
მხრივ, მწერლის მდგომარეობით, რომელიც იძულებული იყო
ანგარიში გაწეია დაპირისპირეული პოლიტიკური ძალებისთვის.

არისტოტელური ტრადიციებისგან განსხვავებით, რომელსაც მიჩნდა


რომ პოლიტიკური არსება, ადამიანი არსებობს მხოლოდ პოლიტიკურ
მდგომარებობაში, ხოლო ჰობსის აზრით ადამიანთა პოლიტიკურ
ყოფას წინ უსწრებს ბუნებითი მდგომარეობა. ბუნებითი მდგომარეობის
აღწერით ჰობსი ცდილობს უკეთ აჩვენოს თუ რა ხდომილობები
განაპირობებს სახელმწიფოს წარმოსობას. პლატონმა საკმაოდ დიდი
ადგილი დაუთმო იმის მტკიცებას, რომ ადამიანები ბუნებით
არათანასწორნი არიან. თუმცა ჰობსი ბუნებითი მდგომარეობის
აღწერას საპირისპირო მოსაზრებით იწყებს. მართალია ზოგჯერ ჩვენ
ვაკვირდებით რომ ერთი ადამიანი მეორეზე უფრო ღონიერი ან
ჭკვიანია მაგრამ თუ მათ ყველას ერთიანობაში განვიხილავთ
აღმოჩნდება რომ განსხვავება არც თუ ისე დიდია რომ რომელიმე
ადამიანს მის საფუძველზე შესძლებოდა მოეთხოვა თავისთვის რაიმე
სასიკეთო იმგვარად რომ სხვა ადამიანს არ ქონდა იგივეს მოთხოვნის
ანალოგიური უფლება. ,,ბუნებამ იმდენად თანასწორნი შექმნა
ადამიანები ფიზიკური და გონებრივი უნარების მხრივ, რომ, თუმცა
ზოგი მათგანი შეიძლება სხვაზე აშკარად ღონიერი ან
გონებაგახსნილი იყოს, საბოლოოდ ინდივიდები მაინც იმდენადაც არ
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ვინმემ თქვას, მე რაღაც ისეთი
სიკეთე მეკუთვნის, რაზეც სხვას ასეთივე პრეტენზია ვერ ექნებაო’’ (შთა.
ჰობსი. 2019. 185). ჰობსის ამ მოსაზრებაში საყურადღებოა შემდეგი
კონტრავერსია: ერთის მხრივ, ჰობსი, როგორც ვხედავთ სულაც არ
ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანები სულაც არ განსხვავდებიან
ერთმანეთისგან სერიული წარმოების პროდუქტებივით. ის მხოლოდ
იმას ამბობს, რომ მათ შორის უმნიშვნელო სხვაობებიდან არ
გამომდინარეობს რომელიმე მათგანის გამორჩეული
უფლებამოსილება აკეთებდეს ან ფლობდეს რაიმეს რაც სხვას არ
შეუძლია. მეორეს მხრივ, თუკი რომელიმე ადამინანს აქვს
სამართლებრივი საფუძველი სხვისგან განსხვავებით მოითხოვოს ან
ფლობდეს რაიმე უპირატესობას, ეს საფუძველი არ მომდინარეობს
მისი ბუნებრივი თვისებებიდან. ეს ყოველივე მოსაზრება შეგვიძლია
ჰობსის ამოცანად ჩავთვალოდ, რადგან ვხედავთ საზოგადოებაში
გაბატონებულ სოციალურ-პოლიტიკურ განსხვავებას და ამავე დროს
ვიზიარებთ ჰობსის მთავარ თეზისს ბუნებითი თანასწორობის შესახებ.
თუმცა ამ ყოველივეს გასამყარებლად და გასააზრებლად ჰობსი
გვთავაზობს შემდეგ არგუმენტებს: ადამიანებს შორის უნარების
ერთგვარობა არის მთვარი მიზეზი ურთიერთუნდობლობის და
კონფლიქტის. ბუნებრივ მდგომარეობაში იქმნება ტოტალური
კონფლიქტის ვითარება ,,

You might also like