You are on page 1of 2

უმწიფრობა, უმწიფრობიდან გამოსვლა - მღვიმის ალეგორია.

კანტის ნაშრომის „რა არის განმანათლებლობაის“ მიხედვით უმწიფრობა არის


უუნარობა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო,
უმწიფრობა საკუთხაირ თავის ბრალია, რადგან განსჯის ნაკლოვანება არის
გადაწყვეტილებებისა და სიმამაცის არ ქონა. სიზარმაცე და სილაჩრე სწორედ ის
მიზეზებია, რომელთა გამოც მთელი ცხოვრება უმწიფრები რჩებიან ადამიანები.
უმწიფროება გარკვეულწილად კომფორტულიცაა, რადგან ამ დროს სხვა აკეთებს შენს
მაგივრად შენს წილ საქმეს, რის შედეგადაც ზარმაცდება განსჯის უნარი და
უნარობიდან გამოსვლის შანსიც ნელნელა მცირდება. ადამიანების თვალში
რამდენიმე „წაქცევა“ იწვევს შიშისა და გაუბედაობის გრძნობას, რის გამოც
მცდელობისაგან ხელს იღებენ. ასე რომ, თითოეული ადამიანისთვის რთულია,
გამოაღწიოს მისთვის ლამის უკვე ბუნებად ქცეული უმწიფრობისგან. მან ეს მდგომარეობა
თითქმის უკვე შეიყვარა და თავდაპირველად მართლაც არ ძალუძს საკუთარი განსჯის
მოხმარება, რადგან მისთვის არასოდეს მიუციათ ამისი ცდის შესაძლებლობა. ხოლო
პლატონის „სახელმწიფოს“ მიხედვით ავტორი სამყაროს ადარებს მღვიმეს, სადაც
ადამიანები ჯაჭვებით არიან დაბმულნი, მათ მხოლოდ იმის დანახვა შეუძლიათ რომელთაც
მათ წინ კედლებზე ტოვებენ მათ უკან არსებული საგნები, უკან მოგიზგიზე ცეცხლის
სინათლის წყალობით. ამ ორ ავტორს შორის ის მსგავსებაა რომ ორივე საუბრობს ადამიანის,
როგორც უუნარო არსების შესახებ, რომელსაც არ ძალუძს სამაყრო აღიქვას ისე, როგორიც ის
რეალურად არის. ამის მიზეზი კი არის საკუთარი აზრის ჩახშობა, გონების „გაზარმაცება“
რასაც შედეგად მოყვება გავრცელებული აზრის მიმართ დამონება. გარკვეულწილად
უუნარობა ვფიქორბ თავისუფლებასაც ეხება, რადგან მიმაჩნია რომ კანტის მიხედვით
„კომფორტულად“ ცხოვრება ხელყოფს ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების
შესაძლებლობას, ასევე პლატონიც ამბობს, რომ სამყარო მხოლოდ კედელზე არეკლილი
საგნები არ არის და აუცილებელია თვითონ ეს საგნები შევიცნოთ, რომლის მხოლოდ
ანარეკლებსაც ვხედავთ მღვიმეში. უნდა შევძლოთ „მღვიმიდან“ გამოსვლა, გამოვაღვიძოთ
ჩვენში სიმამაცე და დავამრცხოთ სილაჩრე, რათა დავინახოთ ნამდვილი საგნები, რომელთაც
ხილულს ხდის მზის სინათლე და ბოლოს შეეძლება თვით მზეც აღიქვას. კანტის მიხედვით
განმანათლებობა არის ადამიანის უმწიფრობიდან გამოსვლა, პლატონის მიხედვით კი
მღვიმიდან გამოსვლის პრინციპითაა აზროვნებაც: ფილოსოფოსი რომ მოაცილებს თავის
მზერას ხილულ საგნებს და იდეებს მიაპყრობს გულისყურს, ის დაინახავს სიკეთის იდეასაც,
როგორც უმაღლესს პრინცპს. ფილოსფოსისთვის კი სიკეთის იდეა ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან თავს ვალდებულად გრძნობს თავისი ცოდნა სხვებსაც
გაუზიაროს, როგორც ეს მღვიმიდან გამოსულმა ადამიანმა გააკთა, დაინახა ნამდვილი მზე,
დაბრუნდა ისევ მღვიმეში, რათა თავის თანამოძმეებს აუხსნას, თუ რა არის ნამდვილი
რეალობა და ცოდნა და რა -არა. ჩემი აზრით ამ ავტორებს შორის მსგავსება არის ის რომ
ორივე მიუთითებს ადამიანების უმწიფრობის შესახებ, რომ დიდი შანსია მათ სამყარო
აღიქვან მხოლოდ ანარეკლებით, ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას შეიცნონ ნამდვილი,
რეალური სამყარო, იცხვრონ სრულფასოვნად, და არა სიბნელეში, მღვიმეში, ადამიანები
უნდა გაოვიდნენ სინათლეზე და შეიცნონ მზის სხვიებისგან განათებული სამყარო და არა
მიეჩვიონ მღვიმეში, სიბნელში მცირე შუქის საშუალებით გამოსახული ანარეკლები, მღვიმის
გარეთ ხომ მზე უკლებლივ ანათებს .

You might also like