You are on page 1of 18

ლიტურღია (წირვა)

ლიტურღიამდე იკითხება III და VI ჟამნი თავისი წესით


დიაკონი: - „გვაკურთხენ...“

მღვდელი: - „კურთხეულ არს მეუფება...“

გუნდი: - „ამინ“

დიაკონი: - დიდი კვერექსი/“მშვიდობით უფლისა მიმართ...“

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ /1-გზის ყოველ მუხლზე/

- „შენ უფალო“ /როცა დიაკონი იტყვის „შევვედროთ/

მღვდელი: - ასამაღლებელი /“რამეთუ შენი არს სუფევა...“/

გუნდი: - „ამინ. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, კურთხეულ ხარ შენ, უფალო“

/1-ლი აღსავალი/

მედავითნე: - „აკურთხევს სული ჩემი უფალსა...“ ფსალმუნი 102-ე /ჟამნიდან/

გუნდი: - „დიდება... აწდა... აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი
სახელსა წმიდასა მისსა, კურთხეულ ხარ შენ უფალო.“

დიაკონი: - მცირე კვერექსი /“მერმე და მერმე...“/

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ /I და II მუხლზე/

- „შენ უფალო“ /III მუხლზე/

მღვდელი: - ასამაღლებელი

გუნდი: - „ამინ, დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა“

მედავითნე: - „აქებს სული ჩემი უფალსა...“ /ფსალმუნი 145/ /III აღსავალი/

გუნდი: - „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. მხოლოდშობილი ძე და


სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება, თავს იდვა ჩვენისა ცხოვრებისათვის, ხორცნი
შეისხნა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა უქცეველად განკაცნა და
ჯვარს ეცვა ქრისტე ღმერთი სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და ერთისა
წმიდისა სამებისა თანა დიდებულ არს, მამისა და ყოვლადწმინდისა სულისა
გვაცხოვნენ, ჩვენ.“

დიაკონი: - მცირე კვერექსი /“მერმე და მერმე...“/


გუნდი: - „უფალო შეგვიწყალე“ /I და II მუხლზე/

- „შენ უფალო“ /III მუხლზე/

მღვდელი: - ასამაღლებელი /იხსნება აღსავლის კარი, რომელიც სახარების წაკითხვის


შემდეგ დაიხურება/

გუნდი: - „ამინ.“ /III აღსავალი/

„სასუფეველსა შენსა მოგვიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.

1. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.“


2. „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ.“
3. „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.“
4. „ნეტარ იყვნენ რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ
იგინი განსძღენ.“
5. „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.“
6. „ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, მათ ღმერთი იხილონ.“
7. „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგნი ძედ ღვთისად იწოდნენ.“
8. „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი
ცათა.“
9. „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდნენ და სთქვან ყოველი
სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.“

„გიხაროდენ და მხარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამინ.“

მღვდელი და დიაკონი გამოდიან სახარებით.

/მ ც ი რ ე გ ა მ ო ს ვ ლ ა/
დიაკონი: - „სიბრძნით აღემართენით.“ /შეაბრძანებს სახარებას კვლავ
საკურთხეველში/

გუნდი: - „მოვედით თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო


ღვთისაო.“

1. „აღდგომილო მკვდრეთით, მალობელნი შენნი ალილუია.“ /კვირას/


2. „წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი ალილუია.“/სადაგ დღეს/
3. „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მგალობელნი შენნი ალილუია.“
/ღვთისმშობლის დღესასწაულებზე/

მედავითნე: - ტროპარი აღდგომის (ხმათა მიხედვით)


- ტროპარი ტაძრის წმიდის

- ტროპარი რიგის წმიდის

- კონდაკი აღდგომის (ხმის მიხედვით)

- კონდაკი ტაძრის წმინდის

- დიდება... კონდაკი რიგის წმინდის

დიაკონი: - „უფალო აცხოვნე კეთილმსახურნი და ისმინე ჩვენი.“

გუნდი: - „უფალო აცხოვნე კეთილმსახურნი და ისმინე ჩვენი.“

დიაკონი: - „უფლისა მიმართ ვილოცოთ.“

გუნდი: - უფალო შეგვიწყალენ.“

მღვდელი: - ასამაღლებელი

გუნდი: - ამინ. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ


ჩვენ (3-გზის). დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე ამინ. წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ. წმინდაო ღმერთო,
წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.“

მედავითნე: - (დგება ანალოღიის წინ) იწყება სამოციქულოს კითხვა

მღვდელი: - „მშვიდობა ყოველთა.“

მედავითნე: - „და სულისაცა შენისა თანა.“

დიაკონი: - „სიბრძნით“

მედავითნე: - წარდგომა ფსალმუნი დავითისი... (კითხულობს წარდგომის მუხლებს)

გუნდი: - იმეორებს I მუხლს

დიაკონი: - „სიბრძნით“

მედავითნე: - „ებრაელთა (ან სხვათა) მიმართ ეპისტოლე, წმინდისა პავლე


მოციქულისა საკითხავი.“

დიაკონი: - „მოხედენ.“

მედავითნე: - კითხულობს სამოციქულოს /დიაკონი აკმევს/

მღვდელი: - „მშვიდობა შენდა კეთილისმთხრობელო“


მედავითნე: - „და სულისაცა შენისა თანა; ალილუია, ალილუია ალილუია.“
(კითხულობს „ალილუიას“ მუხლებს)

გუნდი: „ალილუია, ალილუია, ალილუია“ /პასუხობს „ალილუიას“ მუხლებზე/

მღვდელი: - „სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება, მშვიდობა


ყოველთა.“

გუნდი: - „და სულისაცა შენისა თანა.“

დიაკონი: - „იოანესგან (ან რომელიმე მახარებელისგან) წმინდისა სახარებისა


საკითხავი.“

/ი კ ი თ ხ ე ბ ა ს ა ხ ა რ ე ბ ა/
/წაკითხვის შემდეგ დაიხურება აღსავლის კარი/

გუნდი: - „დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.“

დიაკონი: - მრჩობლი კვერექსი

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ 1-გზის /I და II მუხლზე/

- „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის /დანარჩენ მუხლებზე/

მღვდელი: - ასამაღლებელი

გუნდი: - „ამინ.“

დიაკონი: - მიცვალებულთა კვერექსი

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ 3-გზის /I, II, და III მუხლზე/

„მოგვმადლენ უფალო, უფალო შეგვიწყალენ.“ /ბოლო მუხლზე/

მღვდელი: - ასამაღლებელი

გუნდი: - „ამინ.“

დიაკონი: - კათაკმეველთა კვერექსი

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ 1-გზის (ყოველ მუხლზე)

დიაკონი: - „კათაკმეველნო თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით.“

გუნდი: - „შენ უფალო“ /გრძელი/

მღვდელი: - ასამაღლებელი /„რათა და ესენიცა...“/

გუნდი: - „ამინ.“
დიაკონი: - „რაოდენი კათაკმეველნი ხართ...“

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ 1-გზის.

დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ...“

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ 1-გზის.

დიაკონი: - „სიბრძნით“

მღვდელი: - ასამაღლებელი

გუნდი: - „ამინ.“

დიაკონი: - „მერმე და მერმე...“ /მცირე კვერექსი/

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ 1-გზის /ყოველ მუხლზე/

დიაკონი: - „სიბრძნით“

მღვდელი: - ასამაღლებელი

გუნდი: - „ამინ. რომელნი ქერუბითა საიდუმლოს ვემსგავსენით და


ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე
მსოფლიო დავუტევოთ ზრუნვა.“

/დ ი დ ი გ ა მ ო ს ვ ლ ა/
მღვდელი და დიაკონი გამოდიან ბარძიმ-ფეშხუმით ჩრდილო კარიდან, წინ
მიუძღვით მნათე სანთლითა და საცეცხლურით, მღვდელი მოიხსენებს ცოცხალთა
და მიცვალებულთა სახელებს. /ბარძიმ-ფეშხუმის შებრძანების შემდეგ დაიხურება
აღსავლის კარი./

მღვდელი: - „ღვთივდაცული ერი ჩვენი...“

გუნდი: - „ამინ. და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა, ანგელოზთაებრ


უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.“

დიაკონი: - „აღვუსრულოთ ვედრება ჩვენი...“ /თხოვნით კვერექსი/

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ 1-გზის /სანამ დიაკონი ამბობს „ვილოცოთ.“/

- „მოგვმადლენ უფალო“ /სანამ დიაკონი ამბობს, „ვითხოვოთ.“/

- „შენ უფალო“ /როცა დიაკონი იტყვის „შევვედროთ.“/

მღვდელი: - ასამაღლებელი

გუნდი: - „ამინ.“
მღვდელი: - „მშვიდობა ყოველთა“

გუნდი: - „და სულისაცა შენისა თანა.“

დიაკონი: - „ვიყვარებოდეთ ურთიერთას...“

გუნდი: - „მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და


განუყოფელსა.“

დიაკონი: - „კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ.“

გუნდი: - „მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და


ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე,
ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა
ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის,
კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა
სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა
ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა მესამესა დღესა
მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და
კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა
სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი,
რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და
იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და
სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.“

დიაკონი: - „ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით...“

გუნდი: - „წყალობა მშვიდობა შესაწირავი ქებისა.“

მღვდელი: - „მადლი უფლისა ჩვენისა...“

გუნდი: - „და სულისაცა შენისა თანა.“

მღვდელი: - „ზე გვაქვდინ გულნი.“

გუნდი: - „გვაქვს უფლისა მიმართ.“

მღვდელი: - „ვმადლობდეთ უფალსა.“

გუნდი: - „ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა,


სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა.“

მღვდელი: - „ძლევისა გალობისა მგალობელნი...“


გუნდი: - „წმინდაო, წმინდაო, წმინდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა
დიდებითა შენითა, ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა
უფლისათა ოსანა მაღალთა შინა.

მღვდელი: - „მიიღეთ და სჭამეთ...“

გუნდი: - „ამინ.“

მღვდელი: - „სვით ამისგან ყოველთა...“

გუნდი: - „ამინ.“ /გრძლად/

მღვდელი: - „შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი...“

გუნდი: - „შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით


შენ ღმერთო ჩვენო.“

მღვდელი: - „უმეტესად ყოვლადწმიდისა...“

გუნდი: - „ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი


მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა,
უპატიოსნესა ქერუბითასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა; განუხრწნელად
მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.“
/გალობის დროს აღესრულება კმევა/

წმინდა ბასილი დიდის წირვაზე „ღირს არსის“ წილ:

„შენდამი იხარებს მომადლებულო ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და


კაცთა ნათესავი, ტაძარო სიწმინდისაო, სამოთხეო სიტყვიერო, ქალწულებისა
სიქადულო, რომლისაგან სიტყვა განხორციელდა და ყრმა იშვა პირველ საუკუნეთა
ღმერთი ჩვენი, რომელმან საშოი შენ საყდარ გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა
უვრცელს ჰყო, შენდამი იხარებს მომადლებულო ყოველი დაბადებული, დიდება
შენდა.“

მღვდელი: - „პირველად მოიხსენე...“

გუნდი: - „ყოველთა და ყოვლისათვის.“

მღვდელი: - „და მომეც ჩვენ უფალო...“

გუნდი: - „ამინ.“

მღვდელი: - „და იყავნ წყალობანი...“

გუნდი: - „და სულისაცა შენისა თანა.“


დიაკონი: - თხოვნითი კვერექსი

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ /კირიე ელეისონ (ბერძნ.) - სანამ დიაკონი ამბობს


„ვილოცოთ.“

- „მოგვმადლენ უფალო“ /პარასკუ კირიე (ბერძნ.)/ სანამ დიაკონი ამბობს


„ვითხოვოთ.“

- „შენ უფალო“ /სი კირიე (ბერძნ.)/ სადან დიაკონი იტყვის „შევვედროთ.“

მღვდელი: - „და ღირს მყვენ ჩვენ მეუფეო...“

გუნდი: - „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ
სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი
არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ
მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ
მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.“

მღვდელი: - ასამაღლებელი /“რამეთუ შენი არს...“/

გუნდი: - „ამინ.“

მღვდელი: - „მშვიდობა ყოველთა.“

გუნდი: - „და სულისაცა შენისა თანა.“

დიაკონი: - „თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკენით.“

გუნდი: - „შენ უფალო.“ /გრძლად/

მღვდელი: - ასამაღლებელი

გუნდი: - „ამინ.“ /გრძლად/

/იხურება აღსავლის კარი/

დიაკონი: - „მოხედენ.“

მღვდელი: - „წმიდაა წმიდათა.“

გუნდი: - „ერთ არს წმინდა, ერთ არს უფალი იესო ქრისტე, სადიდებლად ღვთსა
მამისა ამინ; აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა, ალილუია,
ალილუია, ალილუია.“ /კვირას/
(განიცადენი იცვლება დღსასწაულებზე და სადაგ დღეეებში)

/იგალობება სხვადასხვა საგალობლები/

/იღება აღსავლის კარი/


დიაკონი: - „შიშით ღვთისათა და საწრმუნოებით მოვედით.“

გუნდი: - „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და


გამოგვიჩნდა ჩვენ.“ („ქრისტე აღსდგა“ - აღდგომიდან - ამაღლებამდე)

მღვდელი: - „მრწამს უფალო და აღვიარებ...“ (ზიარების ლოცვა)

გუნდი: - „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ.“


(იგალობება სანამ ზიარება არ დამთავრდება)

/მღვდელი ბარძიმით გამოსახავს ჯვარს და შეაბრძანებს ბარძიმს/

გუნდი: - „ალილუია.“ (3-გზის)

მღვდელი: - „აცხოვნე ღმერთო...“

გუნდი: - „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ


სარწმუნოება ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანის-ვცეთ, რათა გვაცხოვნენ
ჩვენ.“ („ქრისტე აღსდგა...“)

მღვდელი: - „ყოვლადვე აწ და მარადის და...“

გუნდი: - „ამინ. აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა, უფალო, რათა ვუგალობდე
დიდებასა შესა, რამეთუ ღირს მყვენ ჩვენ ზიარებად წმიდათა შენთა საღმრთოთა,
უკვდავთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა, დაგვმარხენ ჩვენ სიწმიდესა შინა
შენსა, ყოველსა დღესა სწავლად სიმართლეთა შენთა, ალილუია, ალილუია,
ალილუია.“ („ქრისტე აღსდგა...“)

დიაკონი: - მცირე კვერექსი /“აღემართენით მიმღებელნი...“/

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“ /I და II მუხლებზე/

- „შენ უფალო“ /III მუხლზე/

მღვდელი: - ასამაღლბელი

გუნდი: - „ამინ.“

მღვდელი: - „მშვიდობით წარვიდეთ.“

გუნდი: - „სახელითა უფლისათა.“

დიაკონი: - „უფლისა მიმართ ვილოცოთ.“

გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“

მღვდელი: - „რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა...“ /ამბიონის ლოცვა/


გუნდი: - „ამინ. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერთგან და უკუნისამდე“
3-გზის. („ქრისტე აღსდგა“ 3-ჯერ)

მედავითნე: - „ვაკურთხოთ უფალი...“ (ფსალმუნი 33)

მღვდელი: - „კურთხევა უფლისა თქვენ ზედა...“

გუნდი: - „ამინ.“

მღვდელი: - „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო...“

გუნდი: - „დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი


უკუნისამდე, ამინ.“ „უფალო შეგვიწყალენ.“ (3-გზის) „სახელითა უფლისათა
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.“ („ქრისტე აღსდგა“)

მღვდელი: - ჩამოილოცავს

გუნდი: - „ამინ. უფალო შეგვიწყალენ“ (3-გზის)

ქ ა დ ა გ ე ბ ა და მ რ ა ვ ა ლ ჟ ა მ ი ე რ ი
ჟამნი I
- მოვედით თაყვანის-ვცეთ...(3-ჯერ)
- ფსალმუნები: 5,89, 100.
- დიდება... აწდა... ალილუია (3-ჯერ) უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ)
- ტროპარი აღდგომისა (ხმის მიხედვით)
- დიდება... ტროპარი რიგის წმიდის
- აწდა... ღვთისმშობლის ლოცვა („რამე სახელ-გდავთ შენ...“)
- წმინდაო ღმერთო... (საწყისი ლოცვები)
მღვდელი: - ასამაღლებელი
- ამინ. კონდაკი აღდგომის (ხმის მიხედვით)
- უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ)
- ლოცვა „რომელი ყოველსა დღესა...“
- უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ) დიდება... აწდა...
უპატიოსნესა ქერუბიმთასა... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ...
მღვდელი: - „ღმერო მიწყალენ ჩვენ...“
- „ამინ.“
მღვდელი: - „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...
- „ამინ. ზესთამბრძოლისა ჩემისათვის...“
- „დიდება... აწდა... უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ)
გვაკურთხენ...
ჟამნი III
- დასაწყისი ლოცვები
- უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ)
- დიდება... აწდა...
- მოვედით თაყვანის-ვცეთ (3-ჯერ)
- ფსალმუნები: 16, 24, 50.
- დიდება... აწდა... ალილუია (3-ჯერ)... უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ)
- აღდგომის ტროპარი (ხმის მიხედვით)
- დიდება... ტროპარი დღის წმინდანის...
- აწდა...ღვთისმშობლის ლოცვა („ღვთისმშობელო ქალწულო შენ ხარ...“)
- წმინდაო ღმერთო... (დასაწყისი ლოცვები)
მღვდელი: - ასამაღლებელი
- ამინ. კონდაკი აღდგომისა (ხმის მიხედვით)
- უფალო შეგვიწყალენ...(40-ჯერ)
- ლოცვა „რომელი ყოველსა დღესა..“
- უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ) დიდება.. აწდა...
- უპატიოსნესსა... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ...
მღვდელი: - ასამაღლებელი
- ამინ. მეუფეო ღმერთო... (III ჟამნის ბოლო ლოცვა)
ჟამნი VI
- მოვედით თაყვანის-ვსცეთ.. (3-ჯერ)
- ფსალმუნები: 53, 54, 90.
- დიდება... აწდა... ალილუია... (3-ჯერ), უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ)
- ტროპარი აღდგომისა (ხმის მიხედვით)
- დიდება... ტროპარი დღის წმინდისა
- აწდა... ღვთისმშობლის ლოცვა („რამეთუ არა მაქუს...“)
- წმინდაო ღმერთო... (დასაწყისი ლოცვები)
მღვდელი: - ასამაღლებელი
- ამინ. კონდაკი აღდგომისა (ხმის მიხედვით)
- უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ)
- ლოცვა „რომელი ყოველსა დღესა...“
- უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ)
- დიდება... აწდა... უპატიოსნესა... სახელითა უფლისათა...
გვაკურთხენ...
მღვდელი: - ასამაღლებელი
- ამინ. „ღმერთო და უფალო ძალთაო...“ (VI ჟამნის ბოლო
ლოცვა)
ღამისთევის ტიპიკონი
(სადაგი დღის)

განგება პირველისა ცისკრისა

1. საწყისი ლოცვები
2. ფსალმუნი: 19,20
3. ტროპარი დღის
4. კვერექსი
5. ექვსფსალმუნება
6. სტიქოლოგიები
7. 50 ფსალმუნი (პირდაპირ, სახარება არ არის)
8. საცისკრო გალობები
9. ადიდებს სული ჩემი...
10. ყოველი სული...
11. აქებდით...
12. დიდება მაღალიანი (წმინდაო ღმერთო-მდე)

იწყება წირვა პირდაპირ


პარასკევის ლოცვა (დიდმარხვაში)

- დასაწყისი უცვლელია „ღმერთი უფალი“ - მდე


- მღვდელი: მუხლებს ამბობს, ვპასუხობთ ალილუიას (3-ჯერ)
- ალილუია (3-ჯერ)
- 50 ფსალმუნი
- სძილისპირები
სადაგი დღის ტიპიკონი
1) 103 ფსალმუნი
2) დიდი კვერექსი
3) ღაღადყავს ზედა
4) წარდგომა (დღისა)
5) კვერექსი
6) ღირსმყვენ
7) კვერექსი
8) სტიქარონი
9) აწ. განუტევე - დასაწყისი ლოცვები
10) ტროპარი 3-გზის - იყავნ სახელი → იყავნ სახელი ასამაღლებელი
11) ექვსფსალმუნება
12) კვერექსი - ღმერთი უფალი
13) ფსალმუნები - სტიქოლოგები - კვერექსები
14) 50-ე ფსალმუნი
15) სძილისპირები
16) განმანათლებელი
17) ყოველი სული (მეორე დიდება მაღალი)
18) დიდება მაღალი
19) კვერექსი
20) აღვივლენით
21) ჩამოილოცავს
იესო
გული ჩემი აღავსე, სიყვარულით იესო;
თვალნი ჩემნი აღავსე, ცრემლებითა იესო;
ბაგე ჩემნი აღახვნენ, შენდა ქებად იესო;
მომიტევენ ცოდვები, შემიწყალე იესო;
ძალა გამომელია, შემიწყალე იესო;
შენი სიყვარულითა, ბევრს დავითმენ იესო;
სასუფეველსა შენსა, მომხსენენ იესო;
სასუფეველსა შენსა, დამამკვიდრე იესო.
ტროპარი წმინიდა დავით გარეჯელისა
ოფლითა მით მოღვაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი ძღუნად მიუპყრენ
აწ სავედრებელად მეუფესა, და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით სთესე,
და სიხარულით მოიმკენ ნაყოფნი უდაბნოსანი, ჰოი დავით, ბრწყინვალებაო
სოფლისაო, და მეოხო სულთა ჩუენთაო.

კონდაკი წმინდისა დავით გარეჯელისა


შუამდინარით აღმოხედ ვარსკულავი ყოვლად-ბრწყინვალე, და მოიწიე უდაბნოდ
გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე ნერგთაგან წმიდათა
სცენდებიან, ნერგნი სიტყვიერნი, რომელთათვის ოხასა ნუ დააცადებ, დავით
სანატრელო.

კონდაკი წმინდისა დოდო გარეჯელისა


სიყრმე უსრული სიჩჩოსა ასაკ სრულ სიბერედ იხსენ და დანერგენ შორის შენსა
ღუაწლნი მამათანი, რწყულნი იგი მათ მიერ მდიდრად ცრემლითა, და შენდა რაევე
უდებ-ჰყავ ნამცნებანი მათნი, და გამოგვიჩნდი შვილთა ეკლესიისათა მფარველად,
თანამოდასეო ზეცისათა მატ ძალთაო და თანამოკარვეო დავით გარეჯელისაო,
სრულებაო მამათაო, ღირსო დოდო.

You might also like