You are on page 1of 7

სტუდენტის გვარი, სახელი - - - - -

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი I


(საჯარო მმართველობა)

შუალედური გამოცდა
კურსის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ხათუნა ლორია;
მაქსიმალური შეფასება: 30 ქულა;
სამუშაო დრო: 5 საათი,
შესრულებული დავალება სემინარის ხელმძღვანელს უნდა
გაუგზავნოთ არაუგვიანეს 28 აპრილის 16:00 საათისა
შესაბამის ელ ფოსტაზე:
ხათუნა ლორია khatuna.loria@tsu.ge

თამარ ღვამიჩავა tamar.ghvamichava@tsu.ge

აკაკი ჩანადირი akaki.chanadiri010@law.tsu.edu.ge

(სათაურის ველში მიუთითეთ საგნის დასახელება)

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში -მერია) 2021 წლის 15 იანვარს გამოსცა წერილი,
რომლის თანახმად, მოხდებოდა მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელთა
საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდა მეწყრული მოვლენების საშიშროების რისკის ზონაში.
ზურაბ ტოგონიძის და ნათია ნათენაძის საცხოვრებელი სახლები მდებარეობს სოფელი
არახვეთის მიმდებარე ტერიოტირაზე, მეწყრული მოვლენების საშიშროების რისკის ზონაში. მათ, 2021
წლის 1 თებერვალს მიმართეს მერიას და მოითხოვეს სტიქიის ზონიდან გადაყვანა მდგრად ადგილზე,
ვინაიდან საფრთხე ემუქრებიდათ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე მერიამ სოფელ არახვეთში მიავლინა წარმომადგენლობა,
მათ შორის მერიის თანამდებობის პირი - იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც ნათიას დის
მეუღლეა. წარმომადგენლობამ შეადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მეწყრული მოვლენების
საშიშროების რისკი შეფასდა როგორც „საშუალო“. დასკვნის საფუძველზე მერიის 2021 წლის 1 მარტის
გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ეკომიგრანტის სტატუსი უნდა მინიჭებოდა მხოლოდ ნათიას და
მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ვინაიდან იგი იყო სოციალურად დაუცველი და ხანში შესული,
შესაბამისად, გარკვეულ საფრთხეებზე დროული რეაგირება მას არ შეუძლია. ხოლო, ზურაბის
მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. მერიამ მიიჩნია, რომ რისკის ზონა არ შეფასებულა როგორც
„მაღალი“, ზურაბს შეეძლო საფრთხეებზე მყისიერი რეაგირება, არ წარმოადგენდა ასაკოვან პირს და არ
ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამასთან, მას ჰყავს ნათესავები ქალაქ
დუშეთში და შეეძლო ნათესავებთან დაედო ბინა.
ზურაბი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ მის მიმართ ადგილი
ჰქონდა უკანონო ქმედებას. მერიას არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ
მიუცია არსებული ფაქტებისთვის ადეკვატური და სამართლიანი შეფასება.

დავალება: შესაბამისი სქემის გამოყენებით დაადგინეთ მერიის 2021 წლის 1 მარტის


გადაწყვეტილების კანონიერება (გავლილი მასალის ფარგლებში).
 საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დადგენა - 10 ქულა;
 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებთან
მიმართებით - 20 ქულა.

საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დადგენა:

ჰიპოთეზა : შესაძლოა კაზუსში წარმოდგენილი ურთიერთობა იყოს ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი ხასიათის

იმისათვის რომ ურთიერთობა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ,აუცილებელია ,რომ


სრულდებოდეს ორი წინაპირობა 1. ადმინისტრაციული ორგანო, 2 საჯარო უფლებამოსილების
განხორციელება .განვიხილოთ თითოეული მათგანი

1 ადმინისტრაციული ორგანო

ჰიპოთეზა :შესაძლოა კაზუში ხსენებული დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია იყოს


ადმინისტრაციული ორგანო

ნორმა : ადმინისტრაციულიორგანოს ცნების ლეგალურ დეფინიციას გვთავაზობს თავად სზაკ-ს


მე 2 მუხლის 1 პუნქტის ა ქვეპუნქტი , რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო არის
ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე
ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს
საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
სუმსუმცია; კვლავ აღარ გავიმეორებთ ამდ.ორგანოს ცნბის კოდექსისეულ დეფინიციას,თუმცა
გამოვყობთ იმას,რომ აღნიშნულ ქვეპუნქტში საუბარია ადმინისტრაციულ ორგანოზე
ფუნქციონალური და ორგანიზაციული გაგებით.იმისათვის რო გავიგოთ დუშეთის
მუნიციპალიტეტის მერია რომელს განეკუთვნება ,განვმარტოთ თითოეული მათგანი.ზოგადად
ორგანიზაციული გაგებისაა ისეთი ადმინისტრაციული ორგანო ,რომელსაც კანონის
საფუძველზე აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და არ სჭირდება დელეგირება. მსგავსი
ადმ.ორგანოების ჩამონათვალს შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ლეგალური
დეფრინიციის პირველი ნაწილი სადაც საუბარია ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის
ორგანოსა თუ დაწესებულებაზე,ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიულპირებზე,რომელნიც
არ წარმოადგენენ პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებებს .რაც შეეხება ფუნქციონალური
გაგებას ,აქ საუბარია შემთხვევაზე ,როდესაც უფლებამოსილება დელეგირებულია.ამის
გამომხატველია ა ქვეპუნქტის მეორე ნაწილში ნახსენები და ნებისმიერუ სხვა პირი,რომელიც
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებებს. ჩვენს შემთხვევაში ,ცალსახაა რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით,რადგანაც აქ არგვაქვს
არანაირიუფლებამოსილების დელეგირება . პირიქით მისი უფლებამოსილება პირდაპირ
კანონითაა მინიჭებული. როგორც ვიცით ორგანიზაციულ მოწყობაში მოვიაზრებთ სსიპ-ებს
,სახელმწიფო მმართველობის ორგანოებსა და თავისტავად ადგილობრივ თვითმართველობის
ორგანოებს

შესაბამისად კაზუსში ნახსენები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია არის ადმინისტრაციული


ორგანო

საჯარო უფლებამოსილების განხორციელება ( ახორციელებს თუ არა საჯარო მმართველობას


ადმ.ორგანო)

ვიდრე დავასკვნით კონკრეტული შემთხცვევაში ხორცილდება თუ არა ადმინისტრაციული


ორგანოს მიერ საჯარო მმართველობა ,მანამდე ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის თავად ეს
უკანასკნელი .ამის ზუსტი დეფიცინია არ გვაქვს მაგრამ არსებობს რამდენიმე გაგება ,ესენია
მატერიალური, ფორმალური,ორგანიზაციული გაგება.განვიხილოთ თითოეული მათგანი ;
თუკიორგანიზაციულ გაგებას დავეყრდნობით,აღმოცნდება რომ საჯარო მმართველობა საჯარო
ორგანიზაციული მოწყობის სისტემაა ,რომელიც ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვა
მმართველი ერთეულებისგან შედგება .მატერიალური გაგებით საჯარო მმართველობაში
მოიაზრება სახელმწიფოსის საქმიანობა რომელიც არის მმართველობითი ხასიაათის ,აქვე უნდა
ავღნიშნოთრომ მატერიალური გაგების მიხედვით საჯარო მმართველობას ვერ მივაკუთვნებთ
კანონსემოქმედებას ქვეყნის პოლიტიკურ მართვასა და მართლმსაჯულებას.რაც შეეხება
ფორმალურ გაგებას , იგი საჯარო მმართველობას მიაკუთვნებს საჯარო მმართველობიტი
ორგანოების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობას.საბოლოო ჯამში შეგვიძლაი
საჯარო მმართველობის ცნება ორგანიზაციული და მატერიალური გაგებების შერწყმის
ცამოვაყალიბოთ და გამოვა რომ „საჯარო მმართველობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების
ადგილობრივითვითმართველობის ორგანოების ,საჯარო მმართველობის ,როგორც ფუნქციის
გან,მახორციელებელი სუბიექტების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ
,წინასწარგანსაზღვული მიზნებისა და სამართალებრივი ბოჭვის ფარგლებში
განხორციელებული საქმიანობა, რომელიც არ არის კანონშემოქმედება ,პოლიტიკური
საქმიანობა და მართლმსაჯულება

რაც შეეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას

იგი წარმოადგენს დმინისტრაციული ორგანოს და შესაბამისად ის ახორციელებს საჯარო


მმართველობას სამართლებრივი ბოჭვის, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში .ამდენად მერის მიერ განხორციელეულ საქმიანობა უნდა ჩაითვალოს საჯარო
უფლებამოსილების განხორციელებად . ჩვენს შემთხვევაში მერიის და ზურაბის საქმეც
წარმოადგენს სწორედ რომ ადმ .ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება და
საჯარო მმაღტველობის ღონიძიებაა.

დასკვნა სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოსმიერ საჯარო უფლებამოსილების


განხორციელენა და ურთიერთობაც, თავისთავად საჯაროსამართლებრივია.

საქმიანობის სამართლებრივი ფორმა ~

ჰიპოთეზა:დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზურაბის მიმართ განხორციელებული ქმედება


წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

ნორმა; სზაკის მე 2 მუხლის 1 ლი პუნქტის დ ქვეპუნქტში მოცემულია ინდივიდუალური


ადმინისტრაციული სამარართლებრივი აქტის ცნების ლეგალური დეფინიცია
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა
შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე
განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი
შედეგები

სუბსუმცია : აღნიშნული ქვეპუნქტი გვაძლებს ინდივიდუალური სამართლებრიცვი აქტის


ცნების ლეგალურ დეფინიციას რომლისგანაც თვალსაჩინო ხდება ინდივიდუალური აქტის 4
ელემენტი: 1 ადმინისტრაციული ორგანო 2 ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი 4 სამართლებრივი შედეგი

1ადმინისტრაციული ორგანო

როგორც ზევით ვახსენეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ


ორგანოს

2 ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე

ამ ელემენტში იგულისხმება რომ ნემისმიერ ღონისძიებას რომელსაც ადმინისტრაციული


ორგანო უნდა ახორციელებდეს აუცილებლად ადმინისტრაციული კანონმდებლობა უნდა ედოს
საფუძვლად. სზაკ ის 6-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით თუ
ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს
დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს
კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს
დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული
აქვს ეს უფლებამოსილება.

გამომდინარე აქედან აღმიშნული ელემენტიც სახეზეა

3 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი

ზოგადად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტისთვის დამახასიათებელია ის რომ იგი


მიმართული უნდა იყოს კონკრეტული პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ ,აწესრუგებდეს
კონკრეტულ,ცალკეულ შემთხვევებს და უნდა იყოს ერთჯერადი
სწორედ ესენი ანასხვავებს ინდივიდუალური აქტს ნორმატიული აქტისგან. ჩვენს შემთვევაში
მერიის დაზურაბის საკითხი იყო ერთჯერადი ხასიათის და მიმართული იყო კონკრეტული
პირის ზურაბის მიმართ.

4სამართლებრივი შედეგი

აქ საუბარია პირთა უფლებებისა და მოვალეობების დაწესებაზე ,შეცვლაზე,შეწყვეტასა ან


დადასტურებაზე. ე .ი აქ გამოკვეთულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგი ,რომელიც
მიმაღტულია ზოგადად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ჩვენს საქმეშიც სახეზეა
სამართლებრივი შედეგი ,კერძოდ ზურაბს არ მიენიჭა ეკომიგრანტის სტატუსი

გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებთან


მიმართებით :

მერიის გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს უკანონო.

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში განმტკიცებულია კანონიერების პრინციპი,


რომლის ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნაა, რომ დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები და
თავისუფლები, მათი შეზღუდვა კი მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე.
სზაკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს
კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამ
მუხლიდან გამომდინარე, შესაძლოა ვიმსჯელოთ იმის შესახებ, დაირღვა თუ არა კანონიერების
პრინციპი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. საქმის
მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპი ადმინისტრაციული სამართლის
ერთერთიძირიტადიპრინციპია ,ფაქტობრივად მასშია ასახული ადმინისტრაციული წარმოების
არსი ,ადმინისტრაციული წარმოება და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კარგავს
აზრს,თუკი გადაწყვეტილება ადრესატს არ ექნება იმის გარანტია და რწმენა რომ
ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი უფლებამოსილება განახორციელა მიუკერძოებლად.
საქართველოს ზოგადი ადმიინისტრაციული კოდექსის მერვე მუხლის პირველი და მეორე
ნაწილის მიხედვიტ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება
განახორციელოს მიუკერძოებლად.ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა
მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა
გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. ამავე კოდექსის 92 მუხლის
დ ქვეპუნქტის მიხედვით დაუშვებელია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობდეს
საქმეში მყოფის და/ძმა მათი მეუღლეები ან შვილები. კაზუსის მოცემულობის მიხედვით ზურაბ
ტოგონიძის და ნათია ნათენაძის საცხოვრებელი სახლები მდებარეობს სოფელი არახვეთის
მიმდებარე ტერიოტირაზე, მეწყრული მოვლენების საშიშროების რისკის ზონაში. მათ, 2021
წლის 1 თებერვალს მიმართეს მერიას და მოითხოვეს სტიქიის ზონიდან გადაყვანა მდგრად
ადგილზე, ვინაიდან საფრთხე ემუქრებიდათ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული
განცხადების საფუძველზე მერიამ სოფელ არახვეთში მიავლინა წარმომადგენლობა, მათ შორის
მერიის თანამდებობის პირი - იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც ნათიას დის
მეუღლეა. წარმომადგენლობამ შეადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მეწყრული
მოვლენების საშიშროების რისკი შეფასდა როგორც „საშუალო“. დასკვნის საფუძველზე მერიის
2021 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ეკომიგრანტის სტატუსი უნდა
მინიჭებოდა მხოლოდ ნათიას და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ვინაიდან იგი იყო
სოციალურად დაუცველი და ხანში შესული, შესაბამისად, გარკვეულ საფრთხეებზე დროული
რეაგირება მას არ შეუძლია. ხოლო, ზურაბის მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. მერიამ
მიიჩნია, რომ რისკის ზონა არ შეფასებულა როგორც „მაღალი“, ზურაბს შეეძლო საფრთხეებზე
მყისიერი რეაგირება. ფაქტია რო დარღვეულია აადმინისტრაციული კოდექსის 92 მუხლი
რადგან იურიდიული სამსახურის უფროსი წარმოადგენდა ნათიის დის მეუღლე რაც ბადებს
ეჭვს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაში. მას შეეძლო ისეთი სამართლებრივი შედეგი
დაედგინა რომელიც მხოლოდ ნათიასთვის იქნებოდა მომგებიანი და არა ზურაბისთვის, რაც
თავისთავად თანასწორობის პრინციპს და კანონიერების პრინციპსაც ეწინააღმდეგება.

დასკვნა : მერიის მიერ ზურაბის მიმართ დარღვეულია მიუკერძოებლობის პრინციპი

You might also like