You are on page 1of 9

კაზუსი

ხატიას სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2011 წლიდან, რომელიც ერიცხებოდა სს „...“-ში გახსნილ
საბანკო ანგარიშზე. მისთვის ცნობილი არ იყო, რომ შეეძლო კუთვნილი საპენსიო თანხა გაეტანა
ყოველთვიურად. აღნიშნულს ფიზიკურადაც ვერ შეძლებდა, ვინაიდან ხატიას საცხოვრებელი სახლი
იყო სოფელი ... , სადაც არ ფუნქციონირებდა კომერციული ბანკი. ამასთან, მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმე იყო. 2012 წლის პირველი სექტემბრიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებით, ხატიას შეუჩერდა,
ხოლო ამავე წლის პირველ ნოემბერს შეწყდა სახელმწიფო პენსია. სს „...“ მიერ მოწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე: „ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარის მხრიდან სახელმწიფო
გასაცემლის მიუღებლობის გამო“. აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების დუშეთის
რაიონულმა განყოფილებამ ყოველგვარი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე მიიღო.

ხატიას კუთვნილი პენსია არ მიუღია 2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის
ჩათვლით. მან აღნიშნულთან დაკავშირებით 2014 წლის 2 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ -
სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა მიუღებელი
პენსიის შესახებ ინფორმაციის გაცემა და მისთვის გაუცემელი საპენსიო თანხების ანაზღაურება.
აღნიშნულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ 2014 წლის 16 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება,
რომლითაც ხატიას განემარტა, რომ არ არსებობდა მისთვის 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2014
წლის იანვრის ჩათვლით საპენსიო თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონულმა განყოფილებამ ამ


გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაუდო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც 2012 წლის
პირველი სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის ვადით შეჩერებული პენსიის განახლების
მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის პირველი იანვრის შემდეგ, 2012 წლის პირველი სექტემბრიდან პენსია
ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი
კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება „სახელმწიფო
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს პენსიის შეჩერებასა და
შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის თანახმად, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის
შემთხვევაში ხდება პენსიის შეჩერება. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის
თანახმად, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პენსიის შეჩერებიდან სამი წლის გასვლა.

მხოლოდ ის გარემოება, რომ პირის მიერ საბანკო ანგარიშიდან ზედიზედ 6თვის განმავლობაში არ
ხდებოდა თანხის გატანა, არ შეიძლება გამხდარიყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველი. მით უფრო, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ
საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამგვარი შემთხვევებისთვის სპეციალურ ვადას
აწესებდა. კერძოდ, მითითებული ნორმის ტანახმად, პენსია შეწყდებოდა პენსიის შეჩერებიდან 3 წლის
გასვლის შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება სსიპ -


სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების მიერ ხატიასათვის
პენსიის შეჩერების, ასევე პენსიის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების
დამადასტურებელი მასალები, ასევე წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და არ
დასტურდება მათი ადრესატისთვის ჩაბარების ფაქტი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კანონმდებლობა
ხანდაზმულ პირს არ ავალდებულებს ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის მიღებას. პენსიონერს
უფლება აქვს, ერთიანად აიღოს და ისარგებლოს რამდენიმე თვის გასაცემლით.

იმსჯელეთ:

1. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების მიერ


2014 წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ ფორმაზე.
2. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების მიერ
2014 წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

ნორმატიული მასალა:

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი

მუხლი 16. პენსიის შეჩერება და განახლება


 +
1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნ
ო თვის პირველი რიცხვიდან:
ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;

მუხლი 17. პენსიის შეწყვეტა


 +
1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის
მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;
შესაძლოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილების
მიერ 2014 წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენდეს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს(შემდგომში ინდ.აქტი).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდგომში სზაკ) მე-2 მუხლის 1-ლი


ნაწილის დ) ქვეპუნქტი: „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე
გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან
ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას
მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ,
ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი,
რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.”

მაშასადამე, ინდ. აქტის ცნება შედგება 4 ელემენტისგან:

1. ადმინისტრაციული ორგანო
2. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე
3. ინდივიდუალური ხასიათი
4. მოწესრიგების ელემენტი
1. ადმინისტრაციული ორგანო
შესაძლოა, სსიპ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული
განყოფილება არის ადმინისტრაციული ორგანო.

სზაკ-ის მეორე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით „ადმინისტრაციული


ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან
დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური
გაერთიანებებისა).“

მოქმედი კანომდებლობის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის


რაიონული განყოფილება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი(სსიპ), რომელიც არ არის
პოლიტიკური ან რელიგიური გაერთიანება, შესაბამისად მას გააჩნია ორგანიზაციული
მოწყობის საჯარო-სამართლებრივი ფორმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული განყოფილება 2014 წლის 16


ტებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლუთაც ხატია განემარტა, რომ არ არსებობდა
მისთვის 2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით საპენსიო თანხის
ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ
უფლებამოსილებას, რადგან შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველია საჯარო
სამართლებრივი ნორმა. მოდიფიცირებულ სუბიექტთა თეორიის მიხედვით ნორმა, რომელიც
მხოლოდ შესაბამის სააგენტოს ანიჭებს ტერიტორიულ ერთეულზე კონკრეტული
უფლებამოსილების განხორციელების უფლებამოსილებას, არის საჯაროსამართლებრივი.
საჯარო სამართლებრივი ნორმის შედეგად წარმოიშობა მხოლოდ საჯარო სამართლებრივი
უფლებამოსილება.

სსიპ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის რაიონული


განყოფილება(შემდგომში სააგენტოს განყოფილება) არის ადმინისტრაციული ორგანო როგორც
ორგანიზაციული, ისე ფუნქციონალური გაგებით.

2. ადმინისტრაციული კანომდებლობის საფუძველზე


შესაძლებელია, სააგენტოს განყოფილების მიერ 2014 წლის 16 თებერვალს გამოცემული აქტი
მიღებული იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა


და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში- მინისტრის) ბრძანება, ასევე სზაკ-ის 72(2)
მუხლი.

სააგენტოს განყოფილებამ 2014 წლის 16 თებერვალს გამოიცა ადმინისტრაციული აქტი,


რისი საფუძველიც იყო მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც იმ პირებს, რომლებმაც 2012
წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის ვადით შეჩერებული პენსიის
განახლების მოთხოვნით მიმართეს 2013 წლის პირველი იანვრის შემდეგ, 2012 წლის პირველი
სექტემბრიდან პენსია ითვლება შეწყვეტილად და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის
პირველ სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. სააგენტოს
განყოფილებას გადაწყვეტილების მიღების უფლება წარმოუშვა სწორედ მინისტრის ბრძანებამ
და ამ ბრძანებით გათვალისწინებულმა ვალდებულებამ.

მაშასადამე, სააგენტოს განყოფილების მიერ გამოცემული აქტის საფუძველი იყო მინისტრის


ბრძანება, რომელიც, თავის მხრივ, კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია.
ამიტომაც გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე

3. ინდივიდუალური ხასიათი
შესაძლებელია, სააგენტოს განყოფილების მიერ 2014 წლის 16 თებერვალს მიღებული
გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური შინაარსის მქონე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი.

სზაკ-ის მეორე მუხლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი


აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,
რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის
უფლებებსა და მოვალეობებს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, თუ
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიება მიმართულია პირის ან
პირთა შეზღუდული წრისკენ. პირთა წრე კონკრეტულია მაშინ, როდესაც გადწყვეტილების
მიღებისას განსაზღვრულია თუ ვის მიერმართება იგი.

კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც სააგენტოს


განყოფილების 2014 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების კონკრეტული ადრესატი არის
პენსიონერი ხატია. ამასთან, აქტი არის ერთჯერადი გამოყენების.

მაშასადამე, სააგენტოს განყოფილების მიერ 2014 წლის 16 თებერვალს გამოცემული აქტი


არის ინდივიდუალური შინაარსის.

4. მოწესრიგების ელემენტი
შესაძლოა სააგენტოს განყოფილების მიერ 2014 წლის 16 თებერვალს მიღებულ
გადაწყვეტილებას გააჩნდეს მომწესრიგებელი ელემენტი.

სზაკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ინდ. აქტი აწესებს,
ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წლის უფლებებსა და
მოვალეობებს.

მოწესრიგების ელემენტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს
პირის ან პირთა შეზღუდული წლის უფლებებსა და მოვალეობებს, მაშასადამე ინდ.აქტით
განხორციელებით სავალდებულო ძალის მქონე აქტი წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ
შედეგს, რასაც თავის თავში სწორედ მოწესრიგების ელემენტი მოიაზრებს. მოწესრიგების
ბუნების არსებობისთვის აუცილებელია აქტი გავლენას ახდენდეს პირის სამართლებრივ
მდგომარეობაზე, განსაზღვრავდეს იმ პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს ან
მოვალეობებს, რომლებსაც ეს აქტი ეხებათ.

სააგენტოს განყოფილების მიერ 2014 წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით


ხატიას განემარტა, რომ მისი განცხადება ვერ დაკმაყოფილდებოდა შესაბამისი სამართლებრივი
საფუძვლის არარსებობის გამო. მაშასადამე, ამ აქტის გამოცემით განხორციელდა ხატიას
უფლებრივი მდგომარეობის დადასტურება(დადასტურდა ის მდგომარეობა, რომელიც ხატიას
იქამდეც ჰქონდა, მას არ დაწესებია ახალი უფლება ან მოვალეობა, ასევე არ შეცვლია იგი და არც
რაიმე სახის უფლების ან მოვალეობის შეწყვეტას ჰქონია ადგილი).

მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სააგენტოს განყოფილების მიერ 2014 წლის 16


თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს მოწესრიგების ელემენტი ხატიასთან მიმართებით.

რადგან სახეზეა ინდ. აქტის ცნების ოთხივე ელემენტი, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ,
რომ სააგენტოს განყოფილების მიერ 2014 წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება
წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
1 საჭიროა შევამოწმოთ სააგენტოს განყოფილების მიერ
გამოცემული ინდ. აქტის დასაშვებობა და კანონიერება
1. დასაშვებობა: ვინაიდან კაზუსში არ ჩანს გარემოება, რომელიც მიგვანიშნებს, რომ
შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, გამოეყენებინა
საქმიანობის მოცემული სამართლებრივი ფორმა, უნდა ჩავთვალოთ, რომ სააგენტოს
განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო დასაშვები.
2. კანონიერება: ინდ. აქტის კანონიერების განსასაზღვრად უნდა
განვსაზღვროთ კანონიერების ორი კრიტერიუმი- ფორმალური და
მატერიალური კანონიერება

2.1 ფორმალური კანონიერება

2.1.1 უფლებამოსილება: რადგან კაზუსში არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ


დააყენებს სააგენტოს განყოფილების ტერიტორიულ ან საგნობრივ უფლებამოსილებას,
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი სახეზე გვაქვს
ტერიტორიული უფლებამოსილება საკუთარ თავში მოიაზრებს იმას, რომ
ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შესაბამის ტერიტორიაზე,
ხოლო საგნობრივი უფლებამოსილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას,
მოაწესრიგოს ის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელზეც მიიღო ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი.

2.1.2 ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე: კაზუსის ფაბულის მიხედვით არ


იკვეთება რაიმე ინფორმაცია განსახილველი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების
ჩატარება/არ ჩატარებასთან დაკავშირებით(განსხვავებით 2012 წლის 1-ლი ნოემბრის
გადაწყვეტილებისგან, რა დროსაც ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ არ ჩატარებულა),
ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული წარმოების სათანადო
სახე.

2.1.3 შესაბამისი ფორმის მქონე: ამ შემთხვევაშიც სახეზე არაა ინფორმაცია ამ საკითხთან


დაკავშირებით, ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ დაცული იყო ადმინისტრაციული აქტის
ფორმა.
2.1.4 დასაბუთება: შესაძლოა სააგენტოს განყოფილების მიერ გამოცემულ ინდ. აქტს გააჩნდეს
დასაბუთება.
სზაკ-ის 53-ე მუხლი აწესრიგებს დასაბუთების საკითხს.
ვინაიდან კაზუსის ფაბულაში არ არის ინფორმაცია აქტის ფორმა წერილობითი იყო თუ
ზეპირი, პირდპირ უნდა მივადგეთ სზაკ-ის 53(3) მუხლს, რომლის მიხედვითაც ადმ.სამ. აქტში
უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმ. აქტი ან მისი შესაბამისი
ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმ. სამართლებრივი აქტი.
დასაბუთება ფომალური კანონიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.
ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებისას საჭიროა განიმარტოს არა ის, თუ რა
გადაწყვეტილებას იღებს ადმ. ორგანო, არამედ ის, თუ რის საფუძველზე და რატომ იღებს
შესაბამის ინდ. აქტს, რადგან ნებისმიერ პირს აქვს უფლება, იცოდეს, რატომ იცვლება მისი
უფლებრივი მდგომარეობა. კაზუსის ფაბულიდან ვადგენთ, რომ გადაწყვეტილებაში
განმარტებული იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კონკრეტულად კი მინისტრის
ბრძანება, რომლის საფუძველზეც გამოიცა კიდეც აქტი.
მაშასადამე, ინდ. აქტის ფორმალური კანონიერების დასაბუთების კრიტერიუმი
სახეზეა.

2.1.5 ორგანო, სადაც შეიძლება აქტის გასაჩივრება: ფორმალური კანონიერების ამ


კრიტერიუმის შესახებ კაზუსის ფაბულაში ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომაც უნდა
ვივარაუდოთ, რომ ეს კრიტერიუმი დარღვეული არ არის.

2.2 შუალედური დასკვნის სახით შეგვიძლია დავწეროთ, რომ ფორმალური კანონიერების


არცერთი კრიტერიუმი დარღვეულა, ამიტომაც გამოცემული აქტი ფორმალურად კანონიერია.

2.2 მატერიალური კანონიერება


შეიძლება ინდ. აქტი ეწინააღმდეგებოდეს მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს.
მეტერიალური კანონიერების შემოწმებისას დგინდება რამდენად შეესაბამება ინდ. აქტი
შინაარსობრივად საქართველოს კანონმდებლობას.
ინდ. აქტის მატერიალური კანონიერების დასადგენას საჭიროა ოთხი კრიტერიუმის
განხილვა:
ა) მოქმედ კანონებთან და სამართლის პრინციპებთან შესაბამისობა;
ბ) უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძვლები;
გ) დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება;
დ) თანაზომიერების პრინციპი;
ე) კონკრეტულობის პრინციპი;
2.2.1 მოქმედ კანონებთან და სამართლის პრინციპებთან შესაბამისობა:
შეგვიძლია ვივარაუდოთ, სააგენტოს განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება
შეესაბამება მოქმედ კანონებსა და სამართლის პრინციპებს.
გადაწყვეტილების საფუძველია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ბრძანება.
სააგენტოს განყოფილებამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მინისტრის ბრძანება,
რომლის მიხედვითაც „იმ პირებს, რომლებმაც 2012 წლის პირველი სექტემბრის
მდგომარეობით არა უმეტეს 6 თვის ვადით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით
მიმართეს 2013 წლის პირველი იანვრის შემდეგ, 2012 წლის პირველი სექტემბრიდან პენსია
ითვლება შეწყვეტილას და აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის პირველ სექტემბრამდე
მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები.“ აქედან გამომდინარე, ხატიასადმი
მიღებული გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერების ამ საფუძვლის განხილვისას
საჭიროა აღინიშნოს, რომ სააგენტოს განყოფილება მოქმედებდა შესაბამისი ბრძანების
საფუძველზე
მაშასადამე, მატერიალური კანონიერების ეს კრიტერიუმი დარღვეული არ არის. სახეზე
გვაქვს მოქმედ კანონებთან და სამარტლის პრინციპებთან შესაბამისობა.

2.2.2 უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძვლები:

მატერიალური კანონიერების ამ კრიტერიუმის განხილვისას საჭიროა განვმარტოთ, რომ


ეს კრიტერიუმი მოიცავს თავად იმ აქტის, რომლის საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისობას მის ზემდგომ სამართლებრივ
ნორმებთან.
შესაძლოა უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძვლების კრიტერიუმი იყოს
არაკანონიერი და აქტი ამ კრიტრიუმის მიხედვით იყოს არაკანონიერი.
სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16
და მე-17 მუხლები.
საჭიროა განვმარტოთ, რომ მინისტრის ბრძანება, თავის მხრივ, ეწინააღმდეგებოდა მის
ზემდგომ სამართლებრივ აქტს(სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონს(შემდეგში-
კანონს)), რასაც ვამბობთ იმ საფუძველზე, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვთ
უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით პენსიის შეწყვეტის(და არა შეჩერების)
საფუძველია პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლა. კაზუსის ფაბულის მიხედვით ჩანს, რომ
მინისტრის ბრძანების მიხედვით ეს ვადები დარღვეულია, პენსიის შეწყვეტის
საფუძველი(პენსიის შეჩერებულობის ხანგრძლივობა) კი საგრძნობლად შემცირებულია
კანონით დადგენილ ვადასთან მიმართებით, რაც ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც არის
უკანონო კანონქვემდებარე ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტი.
მაშასადამე, სააგენტოს განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ეწინააღმდეგება უფლებამოსილების სამართლებრივ საფუძვლებს.

2.2.3 დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება:


კაზუსის ფაბულიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა დისკრეციული
უფლებამოსილება, რადგან მას არ ჰქონდა რაიმე სახის არჩევანი. მინისტრის ბრძანებით
იმპერატიულად იყო დადგენილი ვადები და ამ ვადების დაცულობის ან დაუცველობის
საფუძველზე მისაღები გადაწყვეტილება. მაშასადამე კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ეს
კრიტერიუმი სახეზე საერთოდ არ გვაქვს.
2.2.4 თუ არ გვქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შესაბამისად არ არსებობდა
საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების შეფასებით გადაწყვეტილების მიღების
უფლებამოსილება, ვერ გვექნება ვერც თანაზომიერების პრინციპის გამოყენების
აუცილებლობა, რადგან სახეზე არ გვაქვს ის, რის თანაზომიერებაზეც უნდა ვიმსჯელოთ.
მაშასადამე ადმინისტრაციული ორგანო თანაზომიერების პრინციპით ვერ
იხელმძღვანელებდა.
2.2.5 სააგენტოს განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ვინაიდან კაზუსში არ გვაქვს რაიმე საპირისპირო ინფორმაცია, უნდა დავასკვნათ, რომ
კონკრეტულობის პრინციპი დაცულია, ანუ ინდ. აქტი არის სათანადოდ ნათლად
ჩამოყალიბებული და საშუალო განვითარების მქონე ადამიანს შეუძლია იმის გაგება, რა სახის
გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შუალედური დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააგენტოს განყოფილების მიერ 2014
წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ინდ. აქტის მატერიალური
კანონიერების კრიტერიუმებს.

საბოლოო დასკვნის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინაიდან სააგენტოს განყოფილების 2014
წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდ. აქტს და მისი მიღებისსას
სააგენტოს განყოფილებამ დაარღვია მატერიალური კანონიერება.

You might also like