You are on page 1of 1

თანამშრომელთა მივლინების შესახებ

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის


შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების
პირველი პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის
უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-8 მუხლის და
„ფუნქციების გადანაწილებისა და უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ შემოსავლების
სამსახურის 2023 წლის 06 აპრილის №3816 ბრძანების შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. თურქეთის რესპუბლიკის კაჩკარის საბაჟო და საგარეო ვაჭრობის რეგიონალურ
დირექტორატთან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით, საბაჟო
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ირაკლი თევდორაძე, საბაჟო გამშვები პუნქტის
„კარწახი“ უფროსი - დიმიტრი ამისულაშვილი და საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალე“ უფროსი
- ლევან საყურაშვილი მივლინებულნი იქნან საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მიმდინარე
წლის 16 ივლისს.
2. მგზავრობა განხორციელდება სამსახურებრივი ავტომანქანებით “HYUNDAI AX35”
სახ.ნომრით „RS 070 GE” და “MITSUBISHI L200” სახ.ნომრით „RS 874 GE”.
3. ფინანსურმა დეპარტამენტმა დადგენილი წესით უზრუნველყოს საწვავისა და
სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.
საფუძველი: საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი
№69130-21-10 16.07.2023წ.

You might also like