You are on page 1of 5

ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები


სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება.სისხლში
ქოლესტერინის შემცველობის მომატება ათეროსკლეროზის აღმოცენების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ათეროსკლეროზის გამოვლინება მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.
აორტის ათეროსკლეროზი ვლინდება თანდათანობით მზარდი არტერიული
ჰიპერტენზიის სახით. უარეს შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს აორტის აშრევებადი
ანევრიზმა- აორტის კედელი მეტისმეტად თხელდება, შიგნიდან კი თრომბი აწვება, ამიტომ
მოსალოდნელია აორტის გახეთქვა.
აორტის რკალის ათეროსკლეროზი იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვოვან უკმარისობას, რაც
თავბრუხვევას, გულის წასვლას განაპირობებს. მოსალოდნელია ინსულტიც.
გულის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი გულის იშემიური დაავადების მიზეზია.
ჯორჯლის არტერიის (ნაწლავების მკვებავი არტერიის) ათეროსკლეროზმა შეიძლება გამოიწვიოს
არტერიის ტოტების თრომბოზი, რაც, თავის მხრივ, ნაწლავის კედლისა და ჯორჯლის ნეკროზს
განაპირობებს; მუცლის კოლიკის (ჭვალის) მსგავსი შეტევა, რომელიც ჭამის შემდეგ იჩენს თავს,
არცთუ იშვიათად თან სდევს ღებინება და მუცლის შებერვა.
თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზის დროს თირკმელებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რაც
მყარ, მკურნალობისადმი დაუმორჩილებელ არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს. მისი
შედეგი ნეფროსკლეროზი და თირკმელების ქრონიკული უკმარისობაა.
სასქესო ასოს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, რომელიც თამბაქოს წევის,
შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტენზიის ფონზე ვითარდება, ერექციის დარღვევის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიზეზია.
ქვედა კიდურთა არტერიების ათეროსკლეროზს ავლენს წვივების ქრონიკული ტკივილი,
რომელიც სიარულისას აღმოცენდება და დასვენებისას ქრება. სიარულის დროს ფეხის კუნთების
ტკივილი ადამიანს შეჩერებას აიძულებს. ამას ხანგამოშვებით კოჭლობას უწოდებენ.
ათეროსკლეროზს და მის შედეგებს
ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ,
რომლის მიზანია შევიწროებული
სისხლძარღვების ბალონური გაფართოვება,
ათეროსკლეროზული ფოლაქის მოცილება,
სისხლძარღვის დაზიანებული
ნაწილის სტენტირება , სისხლის ნაკადისთვის
ახალი გზის შექმნა და ა.შ.
დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს: ჯანსაღ კვებას, სიგარეტის მიტოვებას, ექიმთან
დროულ ვიზიტსა და პროფილაქტიკურ გამოკვლევას. არსებობს პრეპარატებიც, რომლებიც სისხლში
ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს.

You might also like